Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია MSI-მ გააფართოვა მონიტორების ასორტიმენტი: დაანონსდა მოდელი Optix MAG272QR VA-მატრიცითა და 27 დუიმი დიაგონალის მქონე ეკრანით. პანელი განკუთვნილია გეიმიგ სისტემებში გამოყენებისთვის. გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს, რაც შეესაბამება WQHD ფორმატს. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. მონიტორის კადრის განახლების სიხშირის მაჩვენებელი 165 ჰერცია, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. ტექნოლოგია AMD FreeSync ხელს უწყობს თამაშის პროცესის სინქრონულობასა და ხარვეზის გარეშე მუშაობას. სიკაშკაშის მაჩვენებელი შეადგენს 300 კდ/მ2 -ს, კონტრასტულობის მაჩვენებელი კი არის 3000:1 (დინამიური კონტრასტულობის მაჩვენებელია 100 000 000:1). მონიტორს უჩარჩოო დიზაინი აქვს. გათვალისწინებულია საფირმო მრავალფერი განათება Mystic Light. ტექნოლოგიები - Anti-Flicker და Less Blue Light ხელს უწყობს თვალებზე დატვირთვის შემცირებას ხანგრძლივი მოხმარების პერიოდში. მონიტორის სადგამი საშუალებას იძლევა რეგულირდეს დისპლეის დახრის კუთხე და ბრუნვადობა, აგრეთვე შეიცვალოს სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან ზედა მიმართულებით. პანელის გამოყენება შესაძლებელია ალბომისა და პორტრეტის რეჟიმში. მოწყობილობა ფლობს 95,6%-იან DCI-P3-სა და 123,7%-იან sRGB ფერთა გამას. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია ორი HDMI 2.0b და DisplayPort 1.2a. გარდა ამისა, მოცემულია სიმეტრიული USB Type-C პორტი და USB Type-A. MSI Optix MAG272QR მონიტორის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/1000472
  2. როგორც რესურსი Digitimes გვატყობინებს, გამოფენა CES 2020-ზე, რომელიც 7-10 იანვარს ჩატარდება, კომპანია Intel წარადგენს ლეპტოპების გაგრილების სისტემის ახალ კონსტრუქციას, რომელიც 25-30%-ით ეფექტიანი იქნება. ამასთან, ლეპტოპების მწარმოებელი ბევრი კომპანია აპირებს გამოფენაზე მოახდინოს ამ სიახლის მქონე მზა პროდუქტების დემონსტრირება. გაგრილების სისტემის ახალი დიზაინი გახლავთ ინიციატივა Intel Project Athena-ს ნაწილი და გათვალისწინებულია აორთქლების კამერებისა და გრაფიტის ფირფიტების გამოყენება. შეგახსენებთ: Intel-მა მიმდინარე წელს აქტიურად დაიწყო Project Athena-ს წინსვლაზე მუშაობა თანამედროვე ლეპტოპების სტანდარტის მიმართულებით - უნდა გაიზარდოს ავტონომიური მუშაობის დრო, უზრუნველყოფილ იქნას სისტემის მომენტალური გამოსვლა ლოდინის რეჟიმიდან, უნდა დაემატოს 5G ქსელის მხარდაჭერა და ხელოვნური ინტელექტი. ტრადიციულად, ლეპტოპებში ქულერები და რადიატორები განთავსებულია კლავიტურის შიდა ნაწილსა და ქვედა პანელში, რადგანაც სითბოს გამომყოფი კომპონენტების უმეტესობა სწორედ ამ ადგილებშია თავმოყრილი. Intel-ის ახალი დიზაინი კი ითვალისწინებს გაგრილების ტრადიციული მოდულების ჩანაცვლებას აორთქლების კამერით, ეკრანს მიღმა არსებული გრაფიტის ფირფიტა კი რადიატორის ფუნქციას შეასრულებს და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ გაგრილებას. გრაფიტის ფირფიტასთვის სითბოს მიწოდებას უზრუნველყოფს ლეპტოპის პანელის განსაკუთრებული კონსტრუქცია. ახალი დიზაინი მობილური კომპიუტერების შემქმნელებს საშუალებას აძლევს აწარმოონ მოწყობილობები ვენტილატორების გარეშე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ სისქეს. ვიმედოვნებთ, რომ ასეთ ლეპტოპებს ნამდვილად ვიხილავთ CES 2020-ზე და მომდევნო წლიდან გაყიდვაშიც გამოვა. როგორც ცნობილია, გაგრილების ახალი მოდული ტრადიციული ლეპტოპების გარდა გამოყენებული იქნება ლეპტოპ-ტრანსფორმერებშიც. ბოლო წლებში აორთქლების კამერებმა გავრცელება ჰპოვეს ლეპტოპების ბაზარზე და ისინი ძირითადად გეიმინგ მოდელებში გამოიყენებოდა, რადგანაც მათ მეტად ეფექტური გაგრილების სისტემა სჭირდებათ. სითბური მილების მქონე ტრადიციული გაგრილების სისტემისგან განსხვავებით აორთქლების კამერებს უფრო მოქნილი ფორმა აქვთ, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს გაგრილების საჭიროების მქონე ბლოკების საფარის ოპტიმიზირება. დღესდღეობით Intel-ის სითბური მოდულის კონსტრუქცია თავსებადია მხოლოდ იმ ლეპტოპებთან, რომლებიც იხსნება მაქსიმუმ 180°-ით. ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის ლეპტოპებისთვის, რომელთა ეკრანი 360°-ით ტრიალებს, რადგანაც გრაფიტის ლისტს სჭირდება სპეციალური კონსტრუქციის მარყუჟი, რაც საერთო დიზაინზე გავლენას ახდენს. თუმცა ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ამჟამად უკვე მიმდინარეობს ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა და სავსებით მოსალოდნელია, რომ გადაიჭრება უახლოეს მომავალში. https://3dnews.ru/1000452
  3. ბირჟა BitMEX-ის კვლევითმა განყოფილებამ რამდენიმე პროგნოზი გააკეთა ინდუსტრიის განვითარების შესახებ მომდევნო წლისთვის. ექსპერტების აზრით Bitcoin-ის გასაყიდი ფასი იქნება 2000-15 000 აშშ დოლარის დიაპაზონში, პირველი კრიპტოვალუტის დომინირების ინდექსი კი არ გადააჭარბებს 75%-ს, თუმცა არ ჩამოვა 30%-ს ქვემოთ. ტოკენი MATIC, რომელსაც ერთადერთი მომგებიანი მდგომარეობა აქვს IEO-ბუმის შემდეგ, 80%-ზე მეტით შემცირდება - თვლიან ექსპერტები. BitMEX-ში აგრეთვე დაამატეს, რომ ქრეიგ რაიტი, დიდი ალბათობით, კვლავ დაიმუქრება 1 მლნ BTC-ის გადინებით. ექსპერტებმა ასევე ყველას მიულოცეს საახალწლო სადღესასწაულო სეზონის დადგომა. ანალიტიკოს ბენჯამინ კოუენის აზრით 2023 წელს კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 11 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება. ანალიტიკოსმა ლოგარითმული ანალიზის საფუძველზე ივარაუდა Altcoin-ების ახალი ბუშტი, რომლის დროსაც ყველა ციფრული აქტივის ჯამური ფასი ზემოთხსენებულ თანხას მიაღწევს. მისი პროგნოზის თანახმად Altcoin-ების შემდგომმა რალიმ შესაძლოა 313-მაგი მოგება მოიტანოს. ამგვარი სცენარის შემთხვევაში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 2023 წლისთვის 32 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, თუმცა ამ შეფასებას კოუენი სარწმუნოდ არ მიიჩნევს. უფრო კონსერვატიული ანალიზით ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 11 ტრილიონ დოლარი იქნება და ყველა აქტივი ერთნაირად გაიზრდება - აცხადებს ანალიტიკოსი. სამომავლო საბაზრო პიკის სცენარის მიხედვით Bitcoin-ის ფასი 141 ათას აშშ დოლარს მიაღწევს, თუმცა მისი წილი 23%-მდე შემცირდება. ასეა თუ ისე, კოუენი თვლის, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ Altcoin-ების დიდი ბუშტისგან და Bitcoin დომინირებას გააგრძელებს. მან ხაზი გაუსვა, რომ მისი ანალიზი არ არის საინვესტიციო რჩევა, ეს გახლავთ მხოლოდ Bitcoin-სა და Altcoin-ებს შორის თანამოქმედების სავარაუდო განვითარების სცენარი. შეგახსენებთ, რომ ფონდ Pantera Capital-ის ხელმძღვანელლი დენ მორჰედი თვლის, რომ კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა თავისუფლად შეიძლება მიაღწიოს 40 ტრილიონ აშშ დოლარს. https://forklog.com/v-bitmex-sdelali-chetyre-prognoza-na-2020-god/ https://forklog.com/mnenie-v-2023-godu-kapitalizatsiya-kriptovalyutnogo-rynka-sostavit-11-trln/
  4. კომპანია AData-მ, რომელიც ამჟამად მეხსიერების მოდულების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, განაცხადა, რომ 2020 წელს კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე გამოვა. კომპანია აპირებს თავის ხაზში გამოუშვას კომპიუტერები სახელწოდებით Xtreme Performance Gear (XPG). ამ სერიაში შევა ახალი პროდუქტები, მაგალითად მონიტორები, ლეპტოპები, გეიმინგ კომპიუტერები, კომპიუტერის კორპუსები და სხვა პროდუქტები გეიმერებისთვის. გეგმების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას AData გამოფენა CES 2020-ზე გაასაჯაროვებს, თუმცა ამჟამად უკვე არსებობს გარკვეული ცნობები მზადებაში არსებული მოწყობილობების შესახებ. XPG ნიშნით გამოვა გეიმინგ ლეპტოპი Xenia 15, რომელსაც ექნება 15.6-დუიმიანი IPS დისპლეი და მეცხრე თაობის Intel Core i9 პროცესორი. აგრეთვე გამოვა 5 ლიტრი მოცულობის მინი კომპიუტერი სახელად XPG Gaia, რომელსაც ექნება 20.5 სანტიმეტრიანი ვიდეო ბარათის მხარდაჭერა. XPG სერიაში აგრეთვე ვიხილავთ გეიმინგ მონიტორ Photon-ს, რომელიც წარმოდგენილი იქნება 27-დუიმიანი პანელით, PixelDisplay-ს ტექნოლოგია Vivid Color Eye-Safe Display-ით. XPG Volta სახელწოდებით კი გამოვა კომპიუტერის კორპუსი, რომელიც დამზადებული იქნება მაღალი ხარისხის ნაწრთობი მინისა და ლითონისგან, ექნება E-ATX ფორმატის დედა დაფების დაყენების მხარდაჭერა და საკმარისი ადგილი წყლით გაგრილების სისტემისთვის. ვნახოთ, რა გამოუვა AData-ს ბაზრის მისთვის ახალ სეგმენტზე, რომელზე არსებული კონკურენციაც იმდენად დიდია, რომ წარმატების მისაღწევად კომპანიას დასჭირდება არა მარტო ცნობილი სახელი, არამედ მომხმარებლებისთვის რაიმე ახალი, განსაკუთრებული და მიმზიდველი, მომხმარებელთა გაოცება კი დღესდღეობით მეტად რთულია. https://overclockers.ru/blog/goldas/show/32612/adata-vyhodit-na-rynok-kompjuternoj-tehniki-dlya-gejmerov
  5. Digital Foundry-ს წარმომადგენლებმა Alex Battaglia-მ და John Linneman-მა შეაჯამეს 2019 წელი და დაასახელეს ბოლო თორმეტ თვეში გამოსული საუკეთესო გრაფიკის მქონე თამაშები. „საპრიზო“ ადგილების დასახელებასთან ერთად ჟურნალისტებმა ისაუბრეს ამა თუ იმ მიზეზზე, რომელთა გამოც პროექტებმა ყურადღება დაიმსახურეს: Resident Evil 2 და Devil May Cry 5 - ამ თამაშებმა ჩამონათვალში ადგილები დაიმსახურეს მომდევნო თაობის კონსოლების პოტენციალის, შესანიშნავი წარმადობისა და გამოსახულების მაღალი ხარისხის გამო; Ace Combat 7: Skies Unknown - რეიტინგში მოხვდა ფერთა პალიტრისა და ატმოსფეროს გამო, აგრეთვე 60 კადრი/წმ და VR-რეჟიმში დეტალიზაციის წყალობით; The Touryst - უპრეცედენტო წარმადობის გამო Switch-ზე (თამაში ინარჩუნებს სტაბილურ 60 კარდი/წმ-ს დროის 99%-ში); A Plague Tale: Innocence - გრაფიკის მაღალი ხარისხის გამო (დეტალიზაცია, პერსონაჟები, განათება) თანაც იმის გათვალისწინებით, რომ თამაშის შემქმნელების გუნდი საკმაოდ პატარაა; Ion Fury – Build-ძრავზე დაბრუნების და ტექნოლოგიის ახალ დონეზე აყვანის გამო. ორივე გრაფიკული ენთუზიასტის პირად რეიტინგში მესამე ადგილზე იმყოფება Quake II RTX: ამ თამაშმა გულგრილი არ დატოვა არც Battaglia და Linneman-ი. რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა Control. ჟურნალისტებმა აღნიშნეს RayTracing-ის ეფექტური გამოყენება - მისი წყალობით გამოსახულების ხარისხი მომდევნო თაობის კონსოლების დონეზე ადის. „მე Control-ს ვუწოდებდი RayTracing-ის აპლიკაცია-მკვლელს. ბაზარზე არსებული არც ერთი თამაში არ ახდენს ამ ტექნოლოგიის დემონსტრირებას ისე კარგად, როგორც Control. მეტად აღფრთოვანებული დავრჩი მისით, განსაკუთრებით კი PC-ვერსიით“ - განაცხადა Battaglia-მ. 2019 წლის ვიცე-ჩემპიონი Linneman-ისთვის გახდა Gears 5 – „დაუჯერებლად ლამაზი თამაში შესანიშნავი ვრცელი ლოკაციებითა და დეტალების უზარმაზარი რაოდენობით, სტაბილური 60 კადრი/წმ. მაჩვენებლით Xbox One X-ზე“. Gears 5 განსაკუთრებით იგებს Unreal Engine-ის სხვა პროექტების ფონზე: Borderlands 3 ვერ დაიკვეხნის მსგავსი წარმადობითა და გაფართოებით. 2019 წლის საუკეთესო გრაფიკის მხრივ ჟურნალისტების აზრი გაიყო. Linneman-მა ხაზი გაუსვა Death Stranding-ის უპირატესობას, Battaglia-მ კი ტრიუმფატორად Metro Exodus დაასახელა. 4A Games-ის პოსტაპოკალიპტური შუთერის ტექნოლოგიის წყალობით თამაშში ობიექტებს არ აქვთ გრაფიკული არტეფაქტები, რაც დამახასიათებელია სხვა მრავალი სტუდიის ქმნილებებისთვის. Metro Exodus-ის მეორე უდავო უპირატესობაა raytracing-ი. Battaglia-ს აზრით, ამ პარამეტრების გამორთვა თამაშს ვიზუალური თვალსაზრისით ერთი თაობით უკან დასწევს. Metro Exodus-ის გრაფიკული ღირსებების უმეტესობა ხელმისაწვდომია მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერზე, Death Stranding კი გეიმერებს კონსოლებზეც აოცებს. Linneman-მა ექსპერიმენტალურ ექშენს უწოდა „იაპონური ესთეტიკისა და მაღალი ტექნოლოგიების იდეალური ნაზავი“. პირველ რიგში Linneman-ი აღაფრთოვანა პერსონაჟების დეტალიზაციამ, მეორე რიგში კი პეიზაჟებმა: ლანდშაფტის მახასიათებლებმა და შორეულმა ფონმა უმნიშვნელო ანიმაციის შემთხვევაშიც კი. დეკემბრის შუა პერიოდში გამართულ ცერემონია The Game Awards 2019-ზე საუკეთესო ვიზუალური შესრულებისთვის ჯილდო Control-ის ავტორებმა მიიღეს. Metro Exodus-ის შემქმნელები ჯილდოს გარეშე დარჩნენ, Death Stranding-ის ავტორებმა კი ღონისძიებიდან სამი ჯილდო წაიღეს. https://3dnews.ru/1000311
  6. Bitcoin-ფიუჩერსების პალტფორმა Bakkt-ის ოპერატორმა კომპანია Intercontinental Exchange-მა განაცხადა, რომ პროდუქტების ყოფილი დირექტორი Mike Blandina დაინიშნა მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. მან ჩაანაცვლა Kelly Loeffler, რომელმაც გარკვეული დროის წინ მიიღო ჯორჯიის შტატის სენატორის თანამდებობა. Mike Blandina ამ დრომდე ხელმძღვანელის თანამდებობებს იკავებდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა OneMarket, Westfield, PayPal, Google და Blackhawk Network. კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ Bakkt-ის მთავარი საოპერაციო ოფიცერი Adam White დაინიშნა Bakkt-ის პრეზიდენტად. იგი წარსულში Coinbase-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი იყო და Bakkt-ს შეუერთდა 2018 წელს მას შემდეგ, რაც მოახლოვდა პლატფორმის ამოქმედების დრო. Bakkt-ის ამოქმედება დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ გასულ წელს და რამდენჯერმე გადაიდო, საბოლოოდ კი პლატფორმამ მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. Bakkt-ის პირველი პროდუქტი Bitcoin-ფიუჩერსები გახლდათ. ნოემბერში Bakkt-მა დაიწყო სამომხმარებლო საგადახდო აპლიკაციის ტესტირება, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები შეძლებენ Bitcoin-ით გადაიხადონ სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის საფასური. Bakkt-ის აპლიკაციის პირველი პარტნიორი გახდება Starbucks, მისი ჩართვა დაგეგმილია 2020 წლის პირველი ნახევრისთვის. გარდა ამისა, დეკემბერში დაიწყო ვაჭრობა საანგარიშსწორებო ფიუჩერსებითა და ოფციონებით Bitcoin-ზე, რამდენიმე დღეში კი გამოცხადდა პირველი გარიგება ყოველთვიური Bitcoin-ოფციონებით პლატფორმა ICE Futures U.S-ზე - გარიგება დაიდო Michael Novogratz-ის კომპანია Galaxy Digital Trading-სა და კრიპტო საფინანსო პლატფორმა XBTO-ს შორის. https://forklog.com/intercontinental-exchange-nazvala-imya-novogo-ceo-platformy-bakkt/
  7. სულ რამდენიმე დღეში ახალი წელი და ახალი ათწლეული დადგება, ამიტომ ბევრი გამომცემლობა აკეთებს გასული პერიოდის შეჯამებას და წარმოგვიდგენს სხვადასხვა ტოპ-ათეულს. ამჯერად ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცა ჟურნალი TIME, რომელმაც წარმოადგინა 2009-2019 წლებში გამოშვებული საუკეთესო თამაშების ათეული. გამომცემლობის ჟურნალისტებმა არა მარტო ჩამონათვალი შეადგინეს, არამედ ახსნეს კიდეც თავიანთი გადაწყვეტილების საფუძველი. 1. Grand Theft Auto V (2013).  მეხუთე ნაწილი Rockstar-ის ცნობილი ფრანშიზის პიკად იქცა, იგი აერთიანებს თავბრუდამხვევ სამყაროსა და ამბიციურ ისტორიას. თამაშმა აგრეთვე მოიპოვა ყველა დროის ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროდუქტის წოდება. 2. The Legend of Zelda: Breath of the Wild (2017).  ამ თამაშის გამოშვებით Nintendo-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია შექმნას თანამედროვე თამაში ღია სამყაროთი, რომელიც მოცემულ ჟანრში სხვა თამაშებს კონკურენციას გაუწევს. 3. Fortnite (2017).  შესაძლოა სამეფო თამაშებმა პოპულარობა მოიპოვეს PlayerUnknown’s Battlegrounds (PUBG) წყალობით, თუმცა Fortnite-მა შეძლო მოცემული რეჟიმი კულტურულ ფენომენად ექცია. 4. Dark Souls (2011). სტუდია FromSoftware-ის ქმნილების გავლა ყველამ ვერ შეძლო, თუმცა მათ, ვინც ეს მოახერხა, სხვებიც შთააგონეს წარმატებით. 5. League of Legends (2009).  ათი წლის წინ გამოსულმა League of Legends-მა ხელი შეუწყო ჟანრ MOBA-ს განსაზღვრას და შედეგად იქცა ოქროს სტანდარტად კიბერსპორტის სეგმენტში. 6. Pokemon Go (2016).  იმ შემთხვევაშიც კი, თუკი Pokemon Go არ გითამაშიათ, მის შესახებ გაგონილი მაინც გექნებათ დიდი ალბათობით. მეექვსე ადგილი პროექტს უზარმაზარი მასშტაბისთვის ერგო. 7. Minecraft (2009).  კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კულტურულ ფენომენად იქცა. პრაქტიკულად ყველამ იცის, რას წარმოადგენს Minecraft და რელიზიდან ათი წლის შემდეგაც კი იგი ყველაზე პოპულარული თამაშია YouTube-ზე. 8. The Elder Scrolls V Skyrim (2011).  Bethesda-ს საკულტო როლურ თამაშს TIME-ის ჟურნალისტებმა მერვე ადგილი მიანიჭეს მაღალი ხარისხისა და გასაოცარი გამძლეობის, გრძელვადიანობის გამო. 9. Portal 2 (2011).  თავსატეხის მეორე ნაწილმა გაზარდა პირველი ნაწილის ყველა დამსახურება და წარმოდგენილია ხარისხიანი სიუჟეტით, უფრო საინტერესო მექანიკითა და იარაღებით. 10. Disco Elysium (2019).  ათწლეულის თამაშების იდეალური დასასრული. TIME-ის ჟურნალისტები Disco Elysium-ს უწოდებენ თამაშს, რომელიც წარსულში გადავიდა, თუმცა ამავე დროს მომავლისკენაა მიმართული. TIME-მა ცალკე აღნიშნა, რომ გასული ათი წლის განმავლობაში გეიმინგ ინდუსტრია იქცა გართობის სფეროში ყველაზე მომგებიან ინდუსტრიად და გაუსწრო კინოფილმებს, მუსიკასა და ტელევიზიასაც კი. https://overclockers.ru/softnews/show/100959/zhurnal-time-nazval-desyat-luchshih-igr-uhodyaschego-desyatiletiya
  8. Samsung-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული პრომო-მასალები მიგვითითებს, რომ მალე გამოვა მოწყობილობა Galaxy Tab S6 5G - მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პლანშეტი მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერით. გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით ჩანს, რომ დიზაინის მხრივ ახალი პლანშეტი Galaxy Tab S6-ის მსგავსია, რომლის დებიუტი მიმდინარე წლის ზაფხულში შედგა. შესაბამისად, ახალ პლანშეტს წინამორბედის მსგავსად ექნება 10.5-დუიმიანი Super AMOLED დისპლეი, გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი და S Pen სტილუსის მხარდაჭერა. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ აპარატული პლატფორმა Qualcomm Snapdragon 855-იც უცვლელი დარჩება. ამასთან, დაემატება მოდემი Snapdragon X50 5G მეხუთე თაობის ქსელში მუშაობისთვის. Galaxy Tab S6 5G პლანშეტის სხვა მახასიათებლები ასეთია: 6/8 გბ ოპერატიული მეხსიერება, 128/256 გბ ფლეშ-მეხსიერება, AKG აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით, დისპლეიზე განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი, ორი კამერა 13- და 15-მეგაპიქსელიანი სენსორებით. დიდი ალბათობით Galaxy Tab S6 5G პლანშეტის ოფიციალური წარდგენა უახლოეს პერიოდში შედგება. მისი პრეზენტაცია გაიმართება ლას-ვეგასში, იანვარში, ელექტრონიკის გამოფენა CES 2020-ზე. https://3dnews.ru/1000323
  9. კომპანია Bitwise Asset Management-მა წერილი მისწერა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC), რომელშიც განაცხადა, რომ კვლავ იმედოვნებს Bitcoin-ის ბაზაზე ETF-ის ამოქმედებას. გამოქვეყნებული დოკუმენტი წარმოადგენს 112-გვერდიანი უარის ერთგვარ პასუხს და არის მცდელობა - გაიფანტოს SEC-ის ეჭვები კრიპტოსავალუტო მანიპულაციებით ბაზრისთვის ზიანის მიყენების თაობაზე. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ Bitcoin უნიკალური ფორმით მდგრადია მანიპულაციებისადმი, რადგანაც მისი ფასი ფორმირდება ღია ბაზარზე. ტრადიციული ბაზრები, პირიქით, „ემყარება კოორდინირებულ ფასთა წარმოქმნას“, რის გამოც ხდება ისეთი ინციდენტები, როგორიცაა სკანდალი ლონდონის ბანკთაშორისი განაკვეთის შეთავაზებაზე. „Bitcoin-ის ურთიერთჩანაცვლებადობისა და განაწილების ბუნება საშუალებას იძლევა ეფექტურად განხორციელდეს საარბიტრაჟო ოპერაციები სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმას შორის. ეს კი Bitcoin-ს იცავს ცალკეულ ბაზრებზე მანიპულირების მცდელობებისგან“ - აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები. ბაზრის მონიტორინგის მონაცემთა გაცვლის მოთხოვნის კონტექსტში Bitwise-მა ხაზი გაუსვა, რომ მის პარტნიორ NYSE Arca-ს აქვს შესაბამისი შეთანხმება CME ბირჟასთან. გარდა ამისა, CME-ს მიერ ფიუჩერსული გათვლებისთვის გამოყენებული რეფერენტული კურსი ეყრდნობა გარკვეულ წესებს, რაც ამცირებს ბაზარზე პოტენციურ მანიპულირებას. Bitwise-მა აგრეთვე აღნიშნა, რომ დღესდღეობით უკვე ბევრი ამერიკელი ინვესტორი დებს ინვესტიციას Bitcoin-ში. შესაბამისად, არსებობს „კრიტიკული აუცილებლობა“ - ბაზარზე გამოჩნდეს უსაფრთხო და ეფექტური ინსტრუმენტები. კომპანია დაეთანხმა Charles Schwab-ის მცირე ხნის წინანდელ კვლევას, რომლის თანახმად მილენიალები Grayscale Bitcoin Trust-ით უფრო მეტ კაპიტალს დებენ Bitcoin-ში, ვიდრე Disney-ს, Netflix-ის, Microsoft-ისა და სხვა ცნობილი კომპანიების აქციებში. შეგახსენებთ, რომ SEC განმეორებით განიხილავს Bitwise-ის განაცხადს Bitcoin-ETF-ის შესახებ. https://forklog.com/bitwise-sec-ne-sleduet-tak-bespokoitsya-po-povodu-manipulyatsij-s-bitkoinom/
  10. ხშირად გვესმის, რომ შესაძლოა AMD-სა და NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორები Samsung-მა გამოუშვას. ყოველ შემთხვევაში, 8-ნანომეტრიან Orin პროცესორებს NVIDIA სწორედ კორეულ კომპანიას შეუკვეთს. გარდა ამისა, კორპორაცია Intel-მა მცირე ხნის წინ ოფიციალურად დაასახელა Samsung თავის საწარმოო პარტნიორად, თუმცა დეტალების გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა. Samsung-ის საკონტრაქტო მომსახურებაზე მოთხოვნის გაჩენის მხრივ გასაკვირი არაფერია, რადგან კომპანია რჩება ლიდერთა შორის ყველაზე მოწინავე კომპანიად ლითოგრაფიული ტექნოლოგიების განვითარებაში. ტაივანური გამომცემლობა DigiTimes ამტკიცებს, რომ Samsung იწყებს TSMC-ის მომხმარებლების გადმობირებას და მათ თავის მომსახურებაზე უფრო მომგებიან ფასებს სთავაზობს. ეს სრულიად მოსალოდნელია, რადგანაც TSMC ბაზრის ლიდერია და კონკურენციის სტიმულირება ყველაზე მეტად ფასის ფაქტორითაა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს, რომ Samsung-ის შესაძლებლობები საკონტრაქტო წარმოებაში ჯერჯერობით არც ისე დიდია და თავის სიმძლავრეს იგი ძირითადად საკუთარი საჭიროებებისთვის მოიხმარს. ყოველი ახალი ტექნოპროცესი დიდ ხარჯს საჭიროებს და ამ ხარჯის გასამართლებლად გონივრულია გარე მომხმარებლების მოძიება. არ არის გამორიცხული, რომ Samsung სწორედ ამგვარი ლოგიკით ხელმძღვანელობს სტრატეგიის განსაზღვრისას. https://overclockers.ru/hardnews/show/100944/samsung-nachinaet-otbirat-u-tsmc-klientov-za-schet-bolee-nizkih-cen
  11. კომპანია LG Electronics-მა წარადგინა რამდენიმე მონიტორი UltraGear-სერიაში, რომლებიც განკუთვნილია გეიმინგ სისტემებში გამოყენებისთვის. აგრეთვე, დაანონსდა UltraWide სერიის ახალი ფართოფორმატიანი პანელი. UltraGear სერიაში შევიდა მოდელები 27GN950, 34GN850 და 38GN950, რომელთა ზომებია 27, 34 და 38 დუიმი, შესაბამისად. მოწყობილობებს IPS მატრიცა აქვთ, რომლის რექციის დრო 1 მილიწამია (Gray-to-Gray). მსგავსი მახასიათებლები აქვს მონიტორ 27GN950-ს. მისი ეკრანის გაფართოება შეადგენს 4K/UHD — 3840 × 2160 პიქსელს. სიკაშკაშის მაჩვენებელია 450 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი და შესაძლებელია მისი 160 ჰერცამდე გაზრდა OC რეჟიმში. პანელს 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა აქვს. მხარდაჭერილია NVIDIA G-SYNC და DisplayHDR 600. მონიტორზე განთავსებულია ორი HDMI ინტერფეისი, DisplayPort და USB ჰაბი. ფართოფორმატიანი პანელი UltraWide წარმოდგენილია სახელით - 38WN95C. მისი ზომა 37.5 დუიმია და აქვს QHD+ (3840 × 1600) გაფართოება. რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი. სიკაშკაშის მაჩვენებელი - 450 კდ/მ2 და 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ამ მონიტორს გააჩნია მაღალსიჩქარიანი პორტი Thunderbolt 3 (40 გბიტ/წმ). გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ინტერფეისები - HDMI, DisplayPort და USB. https://3dnews.ru/1000257
  12. შეერთებული შტატების კონგრესმენმა Paul Gosar-მა წარადგინა კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია რამდენიმე სააგენტოს შორის ციფრული ვალუტების რეგულირების ფუნქციების განაწილების საკითხი. კერძოდ, დოკუმენტში მოცემულია წინადადება - დაიყოს კრიპტო აქტივები სამ კატეგორიად: უშუალოდ კრიპტოვალუტებად, კრიპტოსავალუტო საბირჟო საქონლად და კრიპტოსავალუტო ფასიან ქაღალდებად. პირველ კატეგორიაში მოხვედრილი აქტივების რეგულირება უნდა მიენდოს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს ქსელს (FinCEN), მეორე კატეგორიის კონტროლი - სასწრაფო საბირჟო ვაჭრობის კომისიას (CFTC), მესამე კატეგორიის აქტივები უნდა დაარეგულიროს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC). კრიპტოსავალუტო საბირჟო საქონელში მოიაზრება ურთიერთჩანაცვლებადი ეკონომიკური საქონელი ან ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისები. კრიპტოსავალუტო ფასიან ქაღალდებად დოკუმენტის მიხედვით ითვლება ყველა სასესხო, წილობრივი და ბლოკჩეინ-ინსტრუმენტი. კრიპტოვალუტებად კი მოიაზრება ინსტრუმენტები, რომლებიც მიბმულია დოლარზე ან წარმოადგენს „ბლოკჩეინზე დამყარებულ სინთეზირებულ დერივატივებს“. ამასთან, კანონპროექტის ავტორებმა მოუწოდეს აშშ-ის ფინანსთა მინისტრს - FinCEN-ის მეშვეობით დაადგინოს კრიპტოსავალუტო ტრანზაქციებზე თვალყურის დევნების ისეთივე წესები, როგორებიც მოქმედებს ფინანსურ დაწესებულებებზე. https://forklog.com/v-kongresse-ssha-predstavili-zakonoproekt-o-kriptovalyutah-2020/
  13. სოციალური ქსელის მიერ ინფორმირებული წყარო - The Infromation გვიზიარებს, რომ Facebook საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნაზე მუშაობს. ახალ მიზანს უხელმძღვანელებს Microsoft Windows NT-ზე მომუშავეთაგან ერთ-ერთი პირი. საკუთარი ოპერაციული სისტემა Facebook-ს სჭირდება თავისი მოწყობილობებისთვის - კერძოდ, VR-ჰედსეტ Oculus Quest-ისა და ვიდეოზარებისთვის განკუთვნილი სმარტ ეკრანის - Portal-ისთვის. ამჟამად კომპანიის მოწყობილობები მუშაობს Google-ის ოპერაციულ სისტემა Android-ზე. Facebook-ს კი Google-თან კონფლიქტები აქვს მოწყობილობების შექმნის შეფერხების გამო. Facebook აგრეთვე დაკავებულია AR-სათვალეზე (შერეული რეალობის სათვალე) მუშაობით. მისთვის კომპანია შექმნის ოპერაციულ სისტემას, რომელიც იმუშავებს ვირტუალურ რეალობაში. როგორც უკვე ვიცით, კომპანია Huawei-მაც შექმნა თავისი სისტემა Hongmeng, რომელზეც სამომავლოდ კომპანიის ყველა ის სმარტფონი გადავა, რომლებიც ამჟამად Android-ზე მუშაობს. კომპანიას საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნა მოუწია ამერიკული სანქციების გამო, რომელთა თანახმადაც Google-ს უნდა აეკრძალა Huawei-სთვის Android-ის გამოყენება. https://hightech.fm/2019/12/20/facebook-os
  14. კომპანია LG Electronics-ი გამოფენა CES 2020-ზე წარადგენს მონიტორ UltraFine Ergo 32UN880-ს, რომლის მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია უნიკალური მრავალფუნქციური სადგამი. პანელი მაგიდის ნაპირზე მაგრდება სპეციალური კრონშტეინის მეშვეობით. სადგამს რეგულირების ფართო სპექტრი აქვს: შესაძლებელია დისპლეის განთავსების, სიმაღლის, დახრის კუთხის ცვლილება და მონიტორის საჭირო მხარეს მოტრიალება. ასევე შეიძლება ეკრანის ორიენტაციის ცვლილება: საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს 180 გრადუსით შეაბრუნოს ეკრანი ისე, რომ გამოსახულება მის პირისპირ მჯდომმა პირმა დაინახოს. მონიტორს მაღალხარისხიანი IPS მატრიცა აქვს ზომით 31.5 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს, რაც 4K/UHD ფორმატს შეესაბამება. ახალი მონიტორის სიკაშკაშის მაჩვენებელია 350 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, რეაქციის დრო - 5 მილიწამი, აქვს HDR10-ის მხარდაჭერა, უზრუნველყოფილია 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. პანელს გააჩნია AMD Radeon FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს გეიმინგ პროცესის კომფორტულობის დონის ამაღლებას. გათვალისწინებულია სიმეტრიული პორტი USB Type-C, ორი HDMI ინტერფეისი, DisplayPort და ორი USB პორტი. UltraFine Ergo 32UN880 მონიტორის მიახლოებითი ფასისა და მისი გაყიდვის დაწყების თარიღის შესახებ მოცემული მომენტისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. https://3dnews.ru/1000256
  15. რამდენიმე საათის განმავლობაში Bitcoin 7 ათასდოლარიანი ნიშნულის ზედა ხაზს დაუბრუნდა, თუმცა ტრენდის დაბრუნების დადასტურებისთვის საჭიროა კრიპტოვალუტამ გადალახოს 7870 აშშ დოლარიანი ნიშნული - თვლის CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსი ომკარ გოდბოული. შვიდთვიანი ნიშნულიდან 10%-ზე მეტით უკუქცევა დაფიქსირდა 18 დეკემბერს. უკანასკნელად დინამიკასთან შედარებით აღმავალი იმპულსი შეინიშნებოდა 25 ოქტომბერს. ბაზარზე განწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა იმისთვის, რომ გაირღვეს დათვური პატერნი დაღმავალი ტრენდის მინიმუმით, საჭიროა ფასმა გადააჭარბოს 29 ნოემბრის მაქსიმუმს და მოიმატოს კიდევ 1000 აშშ დოლარით. დღიური გრაფიკი BTC/USD-ის გრაფიკი TradingView-სგან ბოლო ხუთი თვის განმავლობაში სტაბილურად ხდებოდა კლებადი მაქსიმუმის ფორმირება, მათგან უკანასკნელი იყო 7870 აშშ დოლარი. ეს სიმაღლე უკვე თითქმის ერთი თვეა უცვლელი რჩება. ნოემბრის ნიშნულის გადალახვა აუცილებელია ტრენდის მოკლევადიანი ცვლილებისთვის. RSI-ს განსხვავებულობის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში მოხერხდეს ამ არასახარბიელო დონის დაძლევა. აღმავალი იმპულსი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაძლიერდეს, თუკი უახლოეს დღეებში BTC გადალახავს 7450 აშშ დოლარიან ნიშნულს. ბაზარზე ვითარება რადიკალურად გაუარესდება, თუ ფასი 6428 აშშ დოლარიან ნიშნულს ქვემოთ ჩავა, თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებად არის მოსალოდნელი. კვირის გრაფიკი BTC/USD-ის გრაფიკი TradingView-სგან ფასი აგრძელებს დაღმავალი მიმართულებით სვლას. ვითარების შემობრუნება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეალობა გახდება მხოლოდ ფიგურის ზედა საზღვრის გარღვევის შემთხვევაში, რომელიც ამჟამად იმყოფება 8463 აშშ დოლარიან ნიშნულზე. https://forklog.com/tehanalitik-dlya-bychego-razvorota-bitkoinu-nuzhno-vyrasti-eshhe-pochti-na-1000/
  16. უკვე ყველამ დაიწყო ახლობლებისთვის საახალწლო საჩუქრების შეძენა, თამაშების მოყვარულებს კი შევახსენებთ, რომ არ დაავიწყდეთ საჩუქრის გაკეთება საკუთარი თავისთვისაც. მათ დასახმარებლად Steam მზადაა: უკვე დაიწყო ზამთრის ტრადიციული ფასდაკლებები. მიმდინარე წელს ხსენებული ფასდაკლება გაგრძელდება 2 იანვრამდე და გეიმერებს გაახარებს უზარმაზარი რაოდენობის თამაშებით, რომელთა შორისაა ახალი თამაშებიც - Red Dead Redemption 2, Mortal Kombat 11 და ა.შ. Steam-ის ფასდაკლებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე à https://store.steampowered.com/ საახალწლო ფასდაკლებასთან ერთად Steam-ში დაიწყო ხმის მიცემა ნომინაციისთვის - „პრემია Steam 2019”. აგრეთვე, ზამთრის ფასდაკლების პერიოდში Steam-ში შეძლებთ შეიძინოთ სხვადასხვა თემატური საახალწლო/საშობაო სიმბოლოები, ჩატის სტიკერები, სიცილაკები და სხვა მსგავსი წვრილმანი. მათი შეძენა შესაძლებელია სპეციალური მონეტებით, რომლებსაც მოიპოვებთ ფასდაკლების პერიოდში გაკეთებული შენაძენის შედეგად, ასევე მინი-თამაშების ფარგლებში სპეციალური დავალებების შესრულების შემდეგ. https://overclockers.ru/softnews/show/100906/v-steam-startovala-gigantskaya-zimnyaya-rasprodazha
  17. კომპანია GIGABYTE, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, მალე წარადგენს ვიდეო ბარათების სრულიად ახალ სერიას - Eagle. მზადებაში არსებული გრაფიკული ამაჩქარებლების შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ვებ-გვერდზე. საერთო ჯამში წარმოდგენილია ოცდაათამდე ვიდეო ადაპტერი AMD-სა და NVIDIA-ს პროცესორებზე. უფრო კონკრეტულად, Eagle სერიაში შევა AMD-ს ვიდეო ბარათები: Radeon RX 5700 XT, Radeon RX 5700, Radeon RX 5600 XT და Radeon RX 5500 XT. ახალი ამაჩქარებლები მოდიფიკაციების მიხედვით წარმოდგენილი იქნება ქარხნული აჩქარებით ან მის გარეშე. Radeon RX 5600 XT ბარათი ჯერ არც გამოსულა - მისი პრეზენტაცია იანვარში შედგება. რაც შეეხება NVIDIA-ს პროცესორების ბაზაზე შექმნილ ვიდეო ბარათებს, Eagle სერიაში შესულია შემდეგი მოწყობილობები: GeForce RTX 2080 Super, GeForce RTX 2080, GeForce RTX 2070 Super, GeForce RTX 2070, GeForce RTX 2060 Super, GeForce RTX 2060, GeForce GTX 1660 Ti, GeForce GTX 1660 Super, GeForce GTX 1660, GeForce GTX 1650 SUPER და GeForce GTX 1650. ეს ბარათებიც გამოვა ქარხნული აჩქარებით ან მის გარეშე. Eagle სერიის ამაჩქარებლები შეუერთდება GIGABYTE-ის წინა თაობის - Aorus Gaming-ისა და WindForce სერიის ვიდეო ბარათებს. ახალი ბარათების ოფიციალური ანონსის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://3dnews.ru/1000100
  18. კრიპტო ქომიუნითი უკვე დიდი ხანია მივიდა კონსენსუსამდე, რომ ორი წლის წინ მომხდარი ბუმი ICO-ზე დიდი საინვესტიციო ბუშტი აღმოჩნდა. 2019 წლის აგვისტოში ICO-კომპანიების მხოლოდ 10.8 %-მა მოუტანა ინვესტორებს შემოსავალი, ამავე დროს ICO-ს მედიანური სარგებლიანობა აშშ დოლარში შეადგენდა -87%-ს და აგრძელებდა ვარდნას: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ათიდან ცხრა ICO-მ თავის ინვესტორებს არაფერი მოუტანა იმედგაცრუებისა და ზარალის გარდა. თუმცა არსებობს პროექტები, რომელთაც ტოკენების ფასის ვარდნის მიუხედავად შეძლეს წარმატებული ბიზნესის აწყობა. ერთ-ერთი მათგანია p2p-სესხების ბირჟა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - Karma. 2017 წელს პროექტმა შეძლო შეეგროვებინა 10 მლნ აშშ დოლარზე მეტი კრიპტოვალუტებში ICO-ზე. ICO-ბუმის მონაწილე პროექტების უმეტესობისგან განსხვავებით კომპანიამ დაასრულა პლატფორმაზე მუშაობა, რომელზეც უკვე 7 ათასზე მეტი ინვესტორია რეგისტრირებული. პლატფორმაზე გარიგებების მოცულობა მუდმივად იზრდება, გაცემული სესხების მოცულობა კი თვეში საშუალოდ 40 %-ით მატულობს. ამავე დროს კრიპტო ზამთრის დადგომა ნეგატიურად აისახა Karma-ს ინვესტორების მდგომარეობაზე: „როდესაც ICO-ბუშტი გასკდა, ICO-ს ფარგლებში ჩვენ მიერ გამოშვებული აქტივების ღირებულება რამდენჯერმე დაეცა. ამან მეტად უარყოფითად იმოქმედა Karma-ს ტოკენების მფლობელებზე“ - აცხადებს პლატფორმის დამაარსებელი. – „იქმნება პარადოქსული სიტუაცია: პროექტი კოლოსალური ტემპებით ვითარდება და იზრდება იმ დროს, როდესაც ინვესტორები ზარალს განიცდიან“. იმისთვის, რომ ინვესტორებმა კომპანიის ზრდისგან სარგებელი მიიღონ, Karma-მ გადაწყვიტა განახორციელოს ICO utility-ტოკენების კონვერტაცია security-ტოკენებში - ეს გახლავთ აქტივები, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ციფრულ ანალოგებს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ security-ტოკენი ფასიანი ქაღალდის ციფრული იდენტიფიკატორია, მის მფლობელს მთელი რიგი კორპორატიული უფლებები ექნება: დივიდენდების მიღების, კომპანიის წილის ფლობის, ხმის მიცემაში მონაწილეობის უფლებები და სხვა. ამგვარად, კონვერტაციის შემდეგ Karma-ს ტოკენების მფლობელები ფაქტობრივად მისი აქციონერები გახდებიან, Karma კი იქნება პირველი კომპანია, რომელმაც მოახდინა utility-ტოკენების კონვერტირება ფასიან ქაღალდებში. Karma-ს აქტივების კონვერტაციას საკუთარ თავზე აიღებს ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებითა და ტრეიდინგით დაკავებული პლატფორმა Tokenomica. „პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ICO-ს ფარგლებში utility-ტოკენების გამოშვება კომპანიისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე ინვესტორებისთვის. Security-ტოკენებზე გადასვლა კი ინტერესების ბალანსს აღადგენს: ინვესტორები გახდებიან კომპანიის სრულფასოვანი და მოგების მქონე თანამფლობელები, ამავე დროს თავად კომპანია აამაღლებს თავის საინვესტიციო მიმზიდველობას და გაიმყარებს რეპუტაციას ბაზარზე“ - აღნიშნა Tokenomica-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. ახალი ეკონომიკური მოგება ინვესტორებისთვის security-ტოკენებზე გადასვლის ერთადერთი უპირატესობა არ გახლავთ. Utility-ტოკენებისგან განსხვავებით security-ტოკენების ღირებულების ცვლილების დინამიკა დაკავშირებულია კომპანიის საკვანძო ფინანსურ მაჩვენებლებზე და ნაკლებადაა დამოკიდებული კრიპტო ბაზრის რყევებზე. იქიდან გამომდინარე, რომ utility-ტოკენები მფლობელებს წვდომას აძლევენ კომპანიის ამა თუ იმ სერვისზე, მათ გამოსაშვებად საჭიროა კონკრეტული ქეისის შემუშავება ბიზნესში ტოკენების გამოსაყენებლად. Security-ტოკენების გამოშვებას მსგავსი მიდგომა არ სჭირდება, პროექტსა და ინვესტორებს შორის დამოკიდებულება აგებულია მოდელზე - „კომპანია-აქციონერი“. თუმცა ამგვარი მოდელი ვერ იქნება გამოყენებულია ყველა ICO პროექტში. კონვერტაციაში შესაძლოა ჩართული იყოს ტოკენების მფლობელთა აქტიური ქომიუნითის მქონე პროექტები, რომელთაც უკვე წამოიწყეს ბიზნეს-საქმიანობა, ან კარგად განვითარებული ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიები. https://forklog.com/perezhit-kriptozimu-kak-konvertatsiya-tokenov-iz-utility-v-security-pomozhet-ico-kompaniyam-i-ih-investoram/
  19. როდესაც ბიუჯეტში შეზღუდული არ ხართ, კარგი ვიდეო ბარათის ყიდვა ადვილია: ყიდულობთ ყველაზე ძვირადღირებულ ვარიანტს და ტკბებით მისი თანამედროვე, მძლავრი შესაძლებლობებით. ხოლო შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში ვებ-გვერდ Techspot-ის ექსპერტები გთავაზობენ საქმეს შესაბამისად მიუდგეთ. მათ გულმოდგინედ შეამოწმეს ასობით ვიდეო ბარათი და მზად არიან გაგიზიარონ, რომელი გრაფიკული ბარათები შეესაბამება ბიუჯეტის მიხედვით ამა თუ იმ მომხმარებელს. საბაზისო დონე: Radeon RX 550 ბარათი GeForce GT 1030-ის წინააღმდეგ. ამ ვიდეო ბარათებს ძირითადად ორ შემთხვევაში ყიდულობენ: თუ პროცესორს არ აქვს ინტეგრირებული გრაფიკა, ან თუკი უბრალოდ დროებით გსურთ გამოიყენოთ მოწყობილობა, სანამ უკეთეს ვიდეო ბარათს შეიძენთ. ყოველ შემთხვევაში, ამ ბარათებიდან ნებისმიერი საშუალებას მოგცემთ ითამაშოთ დაახლოებით შვიდი წლის წინანადელი თამაშები, მათ შორის ძველი და დღემდე პოპულარული Counter-Strike, რომელსაც დღესაც მილიონობით გეიმერი თამაშობს. საუკეთესო მასობრივი გრაფიკული ბარათები: Radeon RX 580, RX 570, RX 5500 XT და GeForce GTX 1650 Super. ამ ბარათებიდან ნებისმიერს შეუძლია გაუმკლავდეს 1080р გაფართოების თამაშებს. ამ შემთხვევაში ექსპერტების აზრით ყველაზე მიმზიდველი RX 580 ბარათებია, თუმცა ისინი გასაყიდი მარაგებიდან მალე ამოიწურება. საშუალო დონის საუკეთესო ვიდეო ბარათები: GeForce GTX 1660 Super, Radeon RX 590 და Radeon Vega 56. RX 590, ისევე როგორც Vega 56, ბაზრიდან გადის. მათი შეძენა გართულდა, თუმცა ჯერ კიდევ აქტუალურებია და დაკისრებულ ამოცანებს შესანიშნავად უმკლავდებიან. რაც შეეხება GTX 1660 Super-ს, „წითლების გუნდს“ მისი აქტუალური ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია. ექსპერტების არჩევანი: Radeon 5700 XT, Radeon 5700, RTX 2070 Super, RTX 2060 Super. თუ თქვენი ბიუჯეტი საკმარისია მსგავსი გრაფიკული ბარათებისთვის, ნამდვილად აქვს აზრი გადახედოთ ჩამოთვლილ მოდელებს. მათი ფასი 320 აშშ დოლარიდან ზემოთ მერყეობს, შესაბამისად, ნებისმიერი მსურველი შეარჩევს თავისი შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების მიხედვით. NVIDIA-ს მხარეს RayTracing-ია, AMD-ს მხარეს კი - მაღალი წარმადობა თითოეულ დახარჯულ დოლარზე. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32481/luchshie-videokarty-dlya-vashego-koshelka-ot-ekspertov-iz-techspot
  20. ASUS-ის ასორტიმენტში გამოჩნდა პორტატული მონიტორი ZenScreen MB16ACE, რომელიც შესანიშნავი დამატებაა ლეპტოპის ან დესკტოპ სისტემისთვის. ახალ მონიტორს აქვს IPS მატრიცა ზომით 15.6 დუიმი დიაგონალზე. დისპლეის გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს (1920 × 1080 პიქსელი). თვალთახედვის კუთხეები ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს. პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისთვის განკუთვნილია USB Type-C პორტი. იგი ასევე გამოიყენება მონაცემთა გადაცემისა და კვების მიწოდებისთვის. მონიტორის ენერგომოხმარების მაჩვენებელი მხოლოდ 8 ვატს შეადგენს. მონიტორს დამცავი გარეკანი აქვს, რომელიც სადგამის ფუნქციასაც ასრულებს. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია როგორ ალბომის, ასევე პორტრეტის რეჟიმში. ეკრანის სიკაშკაშის მაჩვენებელი 250 კდ/მ2-ია, კონტრასტულობა - 800:1. მატრიცის რექციის დრო 5 მილიწამია (Gray to Gray). მონიტორი იწონის დაახლოებით 710 გრამს, მისი ზომებია 359,7 × 226,4 × 8,0 მმ. სისტემა Flicker-free უზრუნველყოფს ეკრანის ციმციმის აღკვეთას, Low Blue Light ტექნოლოგია კი ამცირებს ლურჯი ნათების ინტენსიურ გამოსხივებას. ეს ტექნოლოგიები დატვირთვას ამცირებენ თვალებზე და ზრდიან სამუშაო პროცესის კომფორტის დონეს. პორტატული მონიტორი ZenScreen MB16ACE-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/1000023
  21. კრიპტოკრედიტირების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები - მაინერები შესაძლოა გაკოტრდნენ, თუკი ჰალვინგის შემდგომ Bitcoin-ის ფასი დაიწევს ან უცვლელი დარჩება- ამგვარი მოსაზრება გამოთქვა გამომცემლობა The Block-თან Iterative Capital-ის პარტნიორმა ლეო ჩჟანმა. მისი თქმით, უამრავი მსხვილი მაინერი თანამშრომლობს კრიპტო კრედიტირების ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Genesis Global Trading, Celsius და BlockFi. ისინი მოპოვებულ Bitcoin-ებს იყენებენ გირაოს სახით სესხებზე ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო კაპიტალის დეფიციტის შესავსებად. მაგალითად, ნოემბერში Genesis Global Trading-მა მაინინგ კომპანია Hut 8-ს შესთავაზა 15 მლნ აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი, რომელიც განკუთვნილი იყო წინა, 14 მლნ აშშ დოლარიანი სესხის რეფინანსირებისთვის. ჩჟანმა ხაზი გაუსვა, რომ მაინერები ფსონს BTC-ის ფასის მატებაზე დებენ. თუმცა, თუკი ჰალვინგის შემდეგ ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს, Bitcoin-ის მომპოვებელი კომპანიები შესაძლოა ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ და შეიძლება სესხების დასაფარად გამოყენებული თანხებიც კი დაკარგონ. „Bitcoin-მაინერებთან საუბრის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ გარღვევის ფასი დაახლოებით 6500 აშშ დოლარია - აღნიშნა Genesis Global-ის ხელმძღვანელმა მაიკლ მორომ. - თუ მათ ეფექტური აღჭურვილობა ექნებათ, ეს მაჩვენებელი ნაკლები იქნება, ხოლო მოძველებული მოწყობილობების შემთხვევაში - გაცილებით მაღალი“. მორო არ გამორიცხავს, რომ ჰალვინგის შემდეგ მაინერებისთვის მომგებიანი ფასი შესაძლოა იყოს დაახლოებით 13 ათასი აშშ დოლარი. თუკი BTC-ის საბაზრო ღირებულება ამ ნიშნულს ქვემოთ აღმოჩნდება, ბევრი კომპანია უბრალოდ შეწყვეტს კრიპტოვალუტის მოპოვებას. „ვფიქრობ, ბევრს მოუწევს საკუთარი მოწყობილობების გამორთვა, თუკი ვეღარ მოახერხებენ საჭირო მოგების გენერირებას. და რა მოელის შემდეგ მაინერების დამფინანსებელ ვენჩურულ კომპანიებსა და კრედიტორებს, თუ არა გაკოტრება?“ - აცხადებს Genesis Global-ის ხელმძღვანელი. მოროს აზრს იზიარებს Celsius Network-ის დამფუძნებელიც. იგი თვლის, რომ დაფინანსებული მაინერები აუცილებლად აღმოჩნდებიან პრობლემების წინაშე, თუკი ჰალვინგის შემდეგ BTC-ის ფასი 30%-ით მაინც არ გაიზრდება. https://forklog.com/mnenie-gryadushhij-halving-udarit-po-majneram-i-rynku-kreditovaniya/
  22. ნახევარგამტარი პროდუქტების საკონტრაქტო მწარმოებლების წრე თანდათან ვიწროვდება, Intel აღარ მალავს, რომ კომპანია Samsung-ის მომსახურებით სარგებლობს. NVIDIA-ს ისტორიაშიც კორეულმა კომპანიამ თავისი კვალი დატოვა. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით AMD Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათებისთვის Navi 14 გრაფიკული პროცესორების გამოშვებითაც შესაძლოა კომპანია Samsung-ი დაკავდეს. მსგავსი შეკვეთებით TSMC-ის გატაცება არ გამოირიცხება, ასე რომ ჯერჯერობით არ ღირს იმის ცალსახად მტკიცება, რომ Navi 14 ექსკლუზიურად Samsung-ის ძალისხმევით იქნება წარმოებული. უნდა აღინიშნოს, რომ Samsung-ს არ გააჩნია დიდი საწარმოო სიმძლავრე იმისთვის, რომ გარე კლიენტი კომპანიების მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს, თუმცა საკუთარი მოთხოვნილებისთვის საჭირო 7-ნანომეტრიან პროდუქტებს უკვე დიდი ხანია აწარმოებს. AMD-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქტების მასობრივი მიგრაცია Samsung-ის კონვეირზე დიდი ალბათობით შეუძლებელია, თუმცა დახმარების გაწევა მას ნამდვილად შეუძლია. https://overclockers.ru/hardnews/show/100866/vypuskom-graficheskih-processorov-dlya-amd-radeon-rx-5500-xt-mozhet-zanimatsya-samsung
  23. კომპანია Bosch მუშაობს ავტომობილის სალონის მონიტორინგისთვის განკუთვნილ სმარტ სისტემაზე. ამ პროგრამულ-აპარატული კომპლექსის წყალობით საგზაო უსაფრთხოების დონე უნდა გაიზარდოს. სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია კამერა, რომელიც ინტეგრირებულია საჭეზე. იგი მუდმივად აკვირდება მძღოლის ქცევებსა და მდგომარეობას. კერძოდ, კონტროლდება თავის მდებარეობა, მთქნარების სიხშირე და ა.შ. კამერისგან მიღებული მონაცემები დამუშავდება ხელოვნური ინტელექტის სპეციალური ალგორითმების მეშვეობით. თუკი სისტემა მივა დასკვნამდე, რომ მძღოლი დაიღალა ან ეძინება, გამოიცემა საგანგაშო სიგნალი. კონფიგურირების შესაბამისად სისტემა შეძლებს ჩაერიოს და იმოქმედოს ბორტის ელექტრონიკაზე - შეამციროს მოძრაობის სიჩქარე, ან ავტომობილი გადაიყვანოს გზიდან და გააჩეროს უსაფრთხო ადგილზე. კიდევ ერთი კამერა განთავსდება უკანა ხედვის სარკის ზონაში. იგი ყველა მგზავრის ქმედებებს დააკვირდება. სისტემა გასცემს გამაფრთხილებელ შეტყობინებას, თუკი გზავრთაგან რომელიმეს არ ეკეთება უსაფრთხოების ღვედი ან თუ რომელიმე მათგანი ისეთ პოზაში ზის, რომ ავარიის შემთხვევაში ვერ დაიცავს ავარიული ბალიში. ახალი სისტემას გამოიყენებენ ავტომატური მართვის სატრანსპორტო საშუალებებშიც. იგი განსაზღვრავს, არის თუ არა მძღოლი მზად კონკრეტულ მომენტში ხელში აიღოს საჭის მართვა თუ პირიქით - მეტისმეტადაა გართული სხვა საქმეებით. Bosch-ის ხელოვნური ინტელექტის სატრანსპორტო სისტემა კომერციულ ბაზარზე 2022 წელს გამოვა. https://3dnews.ru/999922
  24. ანალიტიკოსების პროგნოზით ტექნოლოგია Variable Rate Shading, რომელიც გამოყენებული იქნება Xbox Series X კონსოლებში, AMD-ს დაეხმარება გაზარდოს მომდევნო თაობის ვიდეო ბარათებში გეიმინგ სიჩქარე. როგორც ცნობილია, Xbox Series X-ის SoC წარმოებული იქნება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი EUV ტექნოპროცესით. ამრიგად, ჩვენს წინაშე იქნება მომდევნო თაობის 7-ნანომეტრიანი ჩიპი. მცირე ხნის წინ კომპანიამ ასევე წარადგინა ინსტრუმენტი DirectX Raytracing, რომლის წყალობით თამაშის შემქმნელები შეძლებენ შექმნან თამაშები Microsoft-ის კონსოლებისთვის. სწორედ იგი გახდის შესაძლებელს - დაინერგოს RayTracing Xbox Series X-ში. ამჟამად არსებობს Microsoft-ის ტექნოლოგია Variable Rate Shading-ის ორი სახესხვაობა: NVIDIA Turing ვიდეო ბარათებისა და Intel Gen11 ინტეგრირებული გრაფიკისთვის. ექსპერტები განმარტავენ, რომ Microsoft-სა და AMD-ს შორის თანამშრომლობის წყალობით AMD მიიღებს აუცილებელ ტექნოლოგიებს, რაც საჭიროა NVIDIA-სთვის კონკურენციის გასაწევად დეკსტოპ სეგმენტში, აგრეთვე გაამყარებს თავის ლიდერულ პოზიციას კონსოლების ბაზარზე. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32441/microsoft-pomozhet-amd-dognat-i-peregnat-nvidia-na-rynke-videokart  
  25. კომპანია AMD შეუერთდა Blockchain Game Alliance-ს (BGA) - ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია გეიმინგ ინდუსტრიაში ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის განვითარებით. ამ ორგანიზაციაში შედიან ძირითადად თამაშების შემქმნელები, მათ შორის Ubisoft და ConsenSys, კომპანია AMD კი ორგანიზაციის პირველი წევრია, რომელიც აპარატული უზრუნველყოფითაა დაკავებული. ამ სიახლესთან დაკავშირებულ პრეს-რელიზში კომპანია AMD-მ განაცხადა, რომ გეგმავს თავის პარტნიორებს წარუდგინოს „მაღალი წარმადობის გამოთვლითი ტექნოლოგიები“, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ „შეცვალონ კომპიუტერული თამაშების გამოცემის, პუბლიკაციის, შეძენის მეთოდები“. AMD-ის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით დაკავებული განყოფილების ხელმძღვანელი Joerg Roskowetz აცხადებს: „ბლოკჩეინზე მოქმედი გეიმინგ პლატფორმები გეიმერებს მისცემენ წვდომას ექსკლუზიურ ონლაინ-კონტენტზე და წარუდგენენ ახალ შესაძლებლობებს. ეს პლატფორმები გამომცემლებს ახალ არხებს მიაწვდიან თამაშების დისტრიბუციისთვის“. კომპანია AMD-მ ასევე გააფორმა პარტნიორობა Robot Cache-თან. ეს გახლავთ გეიმინგ მარკეტი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ბაზაზე, აგრეთვე კომპანია Ultra-სთან. ეს უკანასკნელი არის BGA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც აპირებს უახლოეს თვეებში აამოქმედოს თავისი პლატფორმა თამაშების დისტრიბუციისთვის. კომპანია Robot Cache თავის სისტემებში გამოიყენებს AMD EPYC პროცესორებს, Ultra კი - AMD-ის აღჭურვილობას თავისი ქსელების შესაქმნელად. აღნიშნულია, რომ AMD-ს აღჭურვილობა უზრუნველყოფს „ოპტიმალურ წარმადობას კრიპტო გამოთვლებში“. Ultra-ს ერთ-ერთმა გენერალურმა დირექტორმა, Nicolas Gilot-მა განაცხადა, რომ AMD-სთან პარტნიორობა გრძელვადიან გეგმებს მოიცავს. კომპანია AMD თავის ვიდეო ბარათებს დააკომპლექტებს Ultra Games თამაშებით. თამაშების მისაღებად AMD-ის მყიდველებს მოუწევთ დააყენონ Ultra-ს ბლოკჩეინ-პლატფორმა. მათ კი, ვისაც უკვე აქვს AMD-ის ვიდეო ბარათი, პლატფორმის დასაყენებლად მხოლოდ დრაივერების განახლება დასჭირდებათ. ორივე კომპანია გეგმავს ჩაატაროს ერთობლივი ღონისძიებები და შეჯიბრები. ისინი ასევე იმუშავებენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ ასპექტზე, როგორიცაა ბლოკჩეინ-პლატფორმის სიჩქარის გაზრდა და მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოება. AMD საკმაოდ ღრმად ახდენს თავისი მიღწევების ინტეგრირებას თამაშებისა და ბლოკჩეინის სფეროებში, კომპანია დაინტერესებულია სიჩქარისა და საიმედოობის ზრდით, ასევე მომხმარებელთა პირადი გასაღებების დაცვით. შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების მაინინგმა AMD-ს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა. 2017 წელს „კრიპტოსავალუტო ციებ-ცხელების“ წყალობით AMD Radeon ვიდეო ბარათები კარგად იყიდებოდა, რამაც განაპირობა AMD-ს აქციების ფასის ზრდა და კომპანიას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა. დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტების გავლენა ვიდეო ბარათებზე შესუსტდა, თუმცა როგორც ჩანს AMD-მ არ დაკარგა რწმენა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პოტენციალის მიმართ. https://3dnews.ru/999853
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.