Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. პოპულარულმა კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-მა ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების მართვისგან მიიღო თანხმობა Stablecoin Binance USD-ზე (BUSD), რომელიც აშშ დოლარზეა მიბმული. BUSD-ის გაშვება განხორციელდა სექტემბერში კომპანია Paxos-ის მხარდაჭერით, რომელიც პასუხისმგებელია ფიატური რეზერვების შენახვასა და Stablecoin-ის ემისიაზე. ამჟამად Binance USD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 17.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და CoinMarketCap-ის რეიტინგში 151-ე ადგილი უკავია. Binance-მა აგრეთვე აამოქმედა უვადო კონტრაქტები XRP ტოკენებზე USD-სთან წყვილში. ამის ფონზე კომპანია Ripple-ის აქტივების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა: წყარო: CoinMarketCap ამ ყველფრის პარალელურად Binance-მა დააანონსა რამდენიმე სავაჭრო წყვილის დელისტინგი Stablecoin USD Coin-ით. ALGO/USDC, FTM/USDC, ONT/USDC, XLM/USDC, USDS/USDC წყვილები ჩამოიწერა 7 იანვარს, თუმცა აქტივები ხელმისაწვდომი იქნება სხვა მონეტებთან ვაჭრობისთვის. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში Binance-მა Ethereum-ის ფიუჩერსების მაქსიმალური ბერკეტი 75x-მდე გაზარდა. https://forklog.com/binance-poluchila-odobrenie-na-stejblkoin-busd-ot-regulyatora-shtata-nyu-jork/
  2. ტაივანურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Acer-მა გამოფენა CES 2020 საზოგადოებას წარუდგინა თავის უჩვეულო ლეპტოპთაგან ერთ-ერთი. ეს გახლავთ მოდელი Acer ConceptD 7 Ezel, რომელიც ორიენტირებულია კონტენტის შემქნელებზე. მოწყობილობის მთავარი აღსანიშნავი მახასიათებელია Ezel Hinge სამაგრი. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილია გაჯეტის ფუნქციონირების ხუთგვარი რეჟიმი. დისპლეი აგებულია 4K მატრიცის ბაზაზე და დამზადებულია IPS ტექნოლოგიით. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი 400 ნიტს შეადგენს, Adobe RGB ფერთა დიაპაზონი კი 100%-იანია. ეკრანს აგრეთვე აქვს ელექტრონული ფანქრით მართვის მხარდაჭერა. ლეპტოპის მთავარი კომპონენტია ბოლო თაობის პლატფორმა Intel Core H-Series, გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 32 გიგაბაიტია, მეხსიერების სტანდარტი - DDR4. PCI Express ინტერფეისის მქონე SSD-ის მაქსიმალური მოცულობა კი 2 ტერაბაიტია. სტანდარტულ ვერსიასთან ერთად ტაივანურმა კომპანიამ დაანონსა Pro ვერსიაც. იგი აღჭურვილია Intel Xeon ჩიპითა და Quadro RTX ვიდეო ბარათით. კომპლექტაციის მიუხედავად ლეპტოპის კორპუსზე ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB-C, HDMI, DP 1.4 და microSD სლოტი. ConceptD 7 Ezel-ის ფასი 2500 ევროს შეადგენს, Pro ვერსია კი 3000 ევროდ გაიყიდება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/32874/acer-pokazala-transformiruemyj-noutbuk-conceptd-7-ezel-s-pyatju-rezhimami-raboty
  3. კორპორაცია Panasonic-მა გამოფენა CES 2020-ზე წარადგინა მსოფლიოში პირველი ვირტუალური რეალობის სათვალე, რომელსაც აქვს სუპერმაღალი სიმკვეთრის გამოსახულების, UHD გაფართოებისა და High Dynamic Range (HDR) ტექნოლოგიის მხარდაჭერა. გაჯეტში დაყენებულია OLED-დისპლეი, რომელიც შექმნილია Panasonic-ისა და VR-ეკრანების მოწინავე მწარმოებელი კომპანია Kopin Corporation-ის პარტნიორობის შედეგად. მოწყობილობაში აგრეთვე გამოყენებულია Panasonic-ის აუდიო და ვიზუალური ტექნოლოგიები, მათ შორის სიგნალის დამუშავების ტექნოლოგია, რომელიც ვიდეოტექნიკის წარმოებაში გამოიყენება, ასევე Technics-ის აუდიოპროდუქტები და ოპტიკური ტექნოლოგიები, რომლებიც LUMIX-ის ციფრულ ფოტოკამერებში გამოიყენება. დისპლეი უზრუნველყოფს ბუნებრივ გამოსახულებას დამახასიათებელი „ჩარჩოს ეფექტის“ გარეშე, რის გამოც შესამჩნევი ხდებოდა ხაზები პიქსელებს შორის. Panasonic-ისა და Kopin-ის მიერ შექმნილი ოპტიკური მოდული საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული გამოსახულების დამახინჯება და გამოყენებულია ერთი სუპერკომპაქტური მოდული. Technics-ის დინამიური გამომსხივებლის წყალობით მოწყობილობა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ხმას და სიხშირეების ფართო დიაპაზონს - სუპერდაბალიდან მაღალ სიხშირეებამდე. სათვალეს კომპაქტური და მსუბუქი ჩარჩო აქვს ყოველგვარი დამატებითი სამაგრების გარეშე. კორპორაცია Panasonic გეგმავს სამომავლოდაც გააგძელოს VR-სფეროში საქმიანობა, რაც მოთხოვნადი იქნება 5G სერვისების უახლოეს გავრცელებასთან დაკავშირებით. https://3dnews.ru/1000995
  4. 2019 წელს მომხმარებლებმა მოახდინეს Bitcoin-ის ქსელში 673 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით გადარიცხვები. ეს მაჩვენებელი 11%-ით მცირეა 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რასაც მოწმობს ანალიტიკური სერვის Coinmetrics-ის მონაცემები. ამასთან, ხსენებული მაჩვენებელი ოთხჯერ მეტია, ვიდრე ტრანზაქციების ერთობლივი ღირებულება 2009-დან 2016 წლამდე პერიოდში, აღნიშნა ლარი ჩერმაკმა The Block-იდან. იმ შემთხვევაში კი, თუკი არ გადავიყვანთ USD-ეკვივალენტში, მომხმარებლებმა განახორციელეს 92 მლნ BTC-ის onchain-ტრანზაქცია. Coinmetrics-მა გადარიცხვების ანგარიშებიდან გამორიცხა მისამართები, რომლებიც ერთ მომხმარებელს ეკუთვნოდა, ასევე სხვა მსგავსი ტრანზაქციები, რომლებშიც ერთი და იგივე კოინების ტრანზაქციები ხდებოდა. სერვისში აგრეთვე გაითვალისწინეს ბირჟების ცივ საფულეებში მიმდინარე მოძრაობები. დოლარით გამოსახვის კუთხით ტრანზაქციების მოცულობამ Ethereum-ის ქსელში შეადგინა Bitcoin-ის მაჩვენებლის მხოლოდ 13%. Onchain-ტრანზაქციების მოცულობა მჭიდროდ კორელირებს Bitcoin-ის ფასსა და სავაჭრო მოცულობასთან - რაც უფრო მაღალია პირველი მაჩვენებელი, მით მაღალია ფასი და მოცულობა. შეგახსენებთ, რომ ბოლო ათი წის განმავლობაში Bitcoin-ის ღირებულებამ 9 000 000%-ით მოიმატა. https://forklog.com/polzovateli-bitkoina-osushhestvili-tranzaktsii-na-673-mlrd-v-2019-godu/
  5. ბევრი თვლის, რომ 240 ჰერცი ბევრია, თვალი კი ვერ აღიქვამს განსხვავებას 144 და 60-ჰერციან დისპლეებს შორის, თუმცა ამგვარი აზრი როგორც ჩანს თანამედროვე ტენდენციისგან ჩამორჩენილია. კომპანია ASUS-მა წარადგინა ახალი მონიტორი ROG Swift 360, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობა 360 ჰც კადრის განახლების სიხშირეა. მონიტორი შეიქმნა NVIDIA-სთან პარტნიორობის შედეგად და ორიენტირებულია პროფესიონალი გეიმერული სეგმენტისთვის, რომლის წარმომადგენელებიც მონიტორის წყალობით მიიღებენ შესაძლებლობას - უფრო მეტი სიზუსტით ებრძოლონ და აჯობონ მოწინააღმდეგეს. კომპანიის განცხადების თანახმად პირველადმა ტესტირებებმა აჩვენა, რომ უპირატესობა, რომელსაც ახალი ტექნოლოგიები იძლევა, დაახლოებით 4%-ს შეადგენს. შესაძლოა ეს მაჩვენებელი რიგითი გეიმერებისთვის დიდად შესამჩნევი არ არის, თუმცა კიბერსპორტის სამყაროში ამგვარი განსხვავება შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს და პროფესიონალ გეიმერებს გამარჯვება მოუპოვოს. ROG Swift 360-ს საკმაოდ მცირე ზომის, სულ რაღაც 24.5-დუიმიანი დისპლეი აქვს, გაფართოება კი 1080р. დისპლეის აქვს G-Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერა და ექსპერტების აზრით პრეზენტაციის დროსაც კი შეიმჩნეოდა განსხვავებები ორ მონიტორს შორის, რომელთაგან ერთ-ერთის კადრის განახლების სიხშირე 240, მეორისა კი 360 ჰერცი იყო. ახალი მონიტორის ფასი არ გახმაურებულა, თუმცა სავარაუდოდ ღირებულება მეტად მაღალი იქნება. დამატებით წარმოდგენილ იქნა 27-დუიმიანი მონიტორი, რომელსაც 280 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე აქვს და დამზადებულია IPS ტექნოლოგიით. მისი ფასი უფრო კონკურენტუნარიანია - 450 აშშ დოლარი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32814/predstavlen-samyj-bystryj-monitor-v-mire-s-chastotoj-obnovleniya-360-gc-rog-swift-360
  6. გამოფენა CES 2020-ის მიწურულს HP-მ წარადგინა Elite Dragonfly-ს - ბიზნეს-კლასის 13.3-დუიმიანი პორტატული კომპიუტერის განახლებული ვერსიები. ახალ ლეპტოპებს აქვთ მეათე თაობის Intel Core პროცესორები vPro-ს მხარდაჭერით და HP-ის თქმით, ისინი გახლავთ მსოფლიოში, თავიანთ კლასში ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე მოწყობილობები ქსელური კავშირებისა და კონფიდენციალურობის დონის კუთხით. Elite Dragonfly - მსოფლიოში პირველი ლეპტოპი-ტრანსფორმერია 5G ქსელის მხარდაჭერითა და კავშირის ხარისხის გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი სიგნალის ინტელექტუალური მართვის ტექნოლოგიით. მწარმოებელი კომპანია მოწყობილობას მიიჩნევს ბიზნეს-კლასის 5G ქსელის მხარდაჭერის მქონე ყველაზე მსუბუქ ლეპტოპ-ტრანსფორმერად. „Qualcomm აგრძელებს კომპიუტერების სფეროში ლიდერობასა და LTE კავშირით უზრუნველყოფას, რაც მომხმარებლებს დაუჯერებლად სწრაფი კავშირის საშუალებას აძლევს“ - განაცხადა Qualcomm Technologies-ის ვიცე-პრეზიდენტმა და მობილური ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა. – „5G მხარდაჭერის მქონე კომპიუტერები ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრში იმყოფება, რასაც კომპიუტერული ინდუსტრია წინ მიჰყავს და გარდაქმნის ბიზნესს“. Elite Dragonfly-ის განსაკუთრებული, უცხო მახასიათებელია ინტეგრირებული სენსორი, „შუქურა“, იგი ეკუთვნის კომპანია Tile-ს და მომხმარებელს ხელს უწყობს განსაზღვროს მოწყობილობის ადგილმდებარეობა. მფლობელი მარტივად შეძლებს შეიტყოს, თუ სად იმყოფება დავიწყებული ან დაკარგული ლეპტოპი მაშინაც კი, თუკი მოწყობილობა გამორთულია. აგრეთვე, Tile Premium-ის დამატებითი სერვისების წყალობით მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას, როდესაც მოწყობილობა სადმე დარჩება. კიდევ ერთი ტექნოლოგია, რომელიც მიმართულია კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების ამაღლებისკენ, გახლავთ HP Sure View Reflect. მისი წყალობით კლავიატურაზე ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია გააქტიურდეს კონფიდენციალურობის სპეციალური რეჟიმი, რომელიც ეკრანზე არსებულ გამოსახულებას ცნობისმოყვარე თვალისგან მომენტალურად მიუწვდომელს ხდის: ეკრანი სპილენძისფერი ხდება და გვერდიდან გამოსახულება უხილავია. ეს ტექნოლოგია მოქმედებს როგორც ჩაბნელებულ, ისე ნათელ გარემოში. Elite Dragonfly-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ეკოლოგიურობა. კერძოდ, მისი მექანიკური დეტალების 82% და კორპუსის 90%-ზე მეტი დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან. HP Elite Dragonfly Tile-სენსორთან ინტეგრაციითა და HP Sure View Reflect ეკრანით გაყიდვაში მიმდინარე წლის ივნისში გამოვა. ამავე დროს გაიყიდება მოდელი ინტეგრირებული 5G მოდემითა და მეათე თაობის Intel Core vPro პროცესორით. ლეპტოპების ფასები ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა დიდი ალბათობით ღირებულება არც ისე ხელსმისაწვდომი იქნება. https://3dnews.ru/1000777
  7. Bitcoin და რამდენიმე სხვა კრიპტოვალუტა შეემატა გადახდის მეთოდის სიას ვენესუელაში არსებული სწრაფი კვების ქსელ Burger King-ში. კრიპტოვალუტების მხარდაჭერა რეალიზებული პროცესინგ-სერვის Cryptobuyer-თან პარტნიორობის წყალობით. Bitcoin-ის პარალელურად ხელმისაწვდომია გადახდა Ether-ით (ETH), Litecoin-ით (LTC), Binance Coin-ით (BNB) და Dash-ით (DASH), აგრეთვე Tether-ით (USDT). დღესდღეობით კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება შესაძლებელია კარაკასში მდებარე Burger King-ის მხოლოდ ერთ ფილიალში, თუმცა მიმდინარე წლისთვის კომპანია გეგმავს გააფართოვოს სერვისი ქვეყნის 40 დაწესებულებაში. ერთ-ერთმა მომხმარებელმა გააზიარა ფოტო, რომელიც გადაღებულია ზემოთხსენებული სწრაფი კვების ობიექტში: ვენესუელა კვლავ მწვავე ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, რომლიც გადაჭრას ნიკოლას მადუროს ხელისუფლება ნაწილობრივ ცდილობს ეროვნული კროპტოვალუტა El Petro-ს გამოყენებითა და უცხოურ ვალუტაზე წვდომის შეზღუდვის მეშვეობით. გარკვეულ შემთხვევებში El Petro ერთადერთი საშუალება გახლავთ ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების საფასურის გადასახდელად, როგორიცაა პასპორტის ფასი. გარდა ამისა, 2018 წლის ბოლოს ვენესუელის ხელისუფლებამ დაიწყო საპენსიო დანაზოგების გადატანა El Petro-ზე. აღსანიშნავია, რომ მცირე ხნის წინ Dash-ის წარმომადგნელებმა განაცხადეს, რომ ეს Altcoin-ი მეტად პოპულარულია ვენესუელაში ადგილობრივ მერჩანტებში, თუმცა ამის ფაქტობრივი დადასტურება არ არსებობს. გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ Bitcoin-ის, როგორც გადახდის საშუალების მიღებას დაიწყებდა გერმანიაში არსებული Burger King-იც. https://forklog.com/set-restoranov-burger-king-v-venesuele-nachala-prinimat-kriptovalyuty/
  8. Taipei Times-ის ცნობით 7-ნანომეტრიან პროცესორ Ampere GPU NVIDIA-ს ბაზაზე შექმნილი მომდევნო თაობის GeForce ვიდეო ბარათები Turing-ის ბაზაზე არსებულ გრაფიკულ პროცესორებზე 50%-ით სწრაფი და ორჯერ ენერგოეფექტური იქნება. NVIDIA მზადაა მომდევნო Ampere თაობის გრაფიკული პროცესორები გამოუშვას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, რაც გამოიწვევს გეიმინგ ბარათებსა და ლეპტოპებზე მოთხოვნის აღდგენას. NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა Jensen Huang-მა დაადასტურა, რომ მომავალი თაობის 7-ნანომეტრიანი GPU-ების უმეტესობის წარმოებით კომპანია TSMC დაკავდება, პროდუქციის მცირე ნაწილს კი Samsung-ი დაამზადებს. Ampere ვიდეო ბარათები ორჯერ შეამცირებს ენერგომოხმარებას არსებულ Turing პროცესორებთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ ახალი არქიტექტურის საფუძველზე შექმნილი მაღალი წარმადობის გრაფიკული პროცესორები შეძლებენ თამაშების ხარისხიან დამუშავებას RayTracing-ტექნოლოგიის მეშვეობით 4K გაფართოებასა და 60 FPS-ზე. Turing გახლდათ პროცესორების პირველი თაობა, რომელშიც რეალიზდა Ray Tracing, Ampere კი შემოგვთავაზებს ოპტიმიზაციას და მეტ RT და ტენსორულ ბირთვს RayTracing-ისთვის. NVIDIA 12-ნანომეტრიან FinFET ტექნოპროცესს იყენებს Turing პროცესორებში, მომდევნო თაობის Ampere გრაფიკულ პროცესორებში კი დაინერგება არა მხოლოდ უფრო მოწინავე არქიტექტურა, არამედ ახალი 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგია, რაც განაპირობებს მათ AMD Navi სერიასთან გათანაბრებას და ორმაგ ენერგოფექტურობას. ასევე ცნობილია, რომ ყველა მსხვილი კომპანია მიიღებს თავისი გეიმინგ ბიზნესის მოცულობის ზრდას: MSI ელის გაყიდვების 60%-იან მატებას, ASUS-ისა და Gigabyte-ის პროგნოზით, ორივე მიიღებს დაახლოებით 30%-იან მოგებას ახალი Ampere პროცესორების წყალობით, ყოველი კომპანიისთვის კი გადამწყვეტი მოვლენა იქნება ლეპტოპებზე მოთხოვნის ზრდა და რეალიზება. Turing ამჟამად NVIDIA-ს ბაზარზე მთავარი მოთამაშეა მცირე ხნის წინ SUPER სერიის გამოშვებით და იგი ძალებს იძენს დისკრეტულ სეგმენტში. https://overclockers.ru/blog/Pris/show/32770/videokarty-nvidia-na-7-nm-ampere-budut-na-50-bystree-i-v-2-raza-effektivnee-turing
  9. Honda Motor გახდება პირველი იაპონური მანქანათმშენებელი კომპანია, რომლის ავტომობილების ასორტიმენტში გამოჩნდება სატრანსპორტო საშუალება ავტომატიზაციის მესამე დონით, რომელიც შეესაბამება SAE (Society of Automotive Engineers) სტანდარტს. ინტერნეტ-წყაროების თანახმად Honda თავის რობომობილს მიმდინარე წლის ზაფხულში, მიახლოებით ივლისში დააანონსებს. კონკრეტულად რომელი მოდელი იქნება წარმოდგენილი, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. მესამე დონის ავტოპილოტი მძღოლს საშუალებას აძლევს მოსწყდეს ავტომობილის მართვის პროცესს და საკუთარი სხვა საქმეებით დაკავდეს, მაგალითად კითხვით ან ტელევიზორის ყურებით. თუმცა Honda-ს ავტოპილოტი შეძლებს მართვის ფუნქციები თავის თავზე აიღოს მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში, კერძოდ, დაბალ სიჩქარეზე მოძრაობისას ან გადატვირთულ მაგისტრალზე მგზავრობისას. SAE-ს კლასიფიკაცია აგრეთვე ითვალისწინებს მეოთხე და მეხუთე დონის ავტომატიზაციასაც. პირველი მათგანის შემთხვევაში მართვის პროცესში ადამიანის ჩარევა საერთოდ არ არის საჭირო, თუმცა მექანიკური მართვის რეჟიმით გადაადგილების ფუნქცია კვლავ შენარჩუნებულია. მეხუთე დონის ავტოპილოტის მქონე მანქანებს კი საერთოდ არ გააჩნიათ საჭე და სატერფულები. ასევე დავამატებთ, რომ მესამე დონის ავტომატიზაციის მქონე ავტომობილებს უკვე აწარმოებს Audi AG. მსგავსი მანქანები აგრეთვე არსებობს სხვა კომპანიების ასორტიმენტშიც. https://3dnews.ru/1000862
  10. პოპულარული კრიპტობირჟა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ემზადება რამდენიმე მსხვილი, სტრატეგიული შენაძენის გაკეთებისთვის. „ჩვენ მუდამ განვიხილავთ სხვადასხვა სტრატეგიულ მონაპოვარს. ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვანია და დიდ გავლენას მოახდენს. ამის შესახებ თავის დროზე შეგატყობინებთ“ - ხაზი გაუსვა Changpeng Zhao-მ. მან დაამატა, რომ გასულ წელს Binance-მა „არანაკლებ ცხრა შენაძენი გააკეთა“, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანის შესახებ გაასაჯაროვა. მათ შორისაა ანალიტიკური ბლოკჩეინ-სტარტაპი DappReview, ინდური კრიპტობირჟა WazirX და ნაკლებად ცნობილი დერივაციული პლატფორმა JEX. Zhao-ს თქმით 2020 წლისთვის Binance გეგმავს დაამატოს 180 ფიატური ვალუტის მხარდაჭერა. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად დღესდღეობით ბირჟაზე წარმოდგენილია ოცი ეროვნული ფულადი ერთეული. გარდა ამისა, Binance მუშაობს თანამშრომლების ტოკენებით სტიმულირების ახალ ინიციატივაზე (ETOP). იგი წარმოადგენს ტრადიციული ESOP-ის ციფრულ ალტერნატივას, რომლის შემთხვევაშიც თანამშრომლები საკუთარი საწარმოების აქციონერები არიან. ამ ყველაფრის პარალელურად Zhao-მ გამოხატა რწმენა, რომ 2030 წლისთვის ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები ყოვლისმომცველი მოვლენები გახდება და ისინი ჩართულნი იქნებიან „Uber-ის უპილოტო ვერსიის მოხმარების საფასურის გადახდაში, დედამიწის მეორე ბოლოში ნივთების შეძენისა და მათი დრონებით ჩამოტანის პროცესში, ბიოტექნიკური სისტემების კვლევების დაფინანსებაში და ა.შ.“ განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია ფართოდ იქნება გამოყენებული იდენტიფიკაციის სფეროში, არჩევნებში, სოციალურ ქსელებსა და სხვა სფეროებში. სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ Binance-მა დაამატა ევროსთან სხვადასხვა სავაჭრო წყვილი: BTC/EUR, ETH/EUR, BNB/EUR, XRP/EUR, EUR/BUSD და EUR/USDT. აგრეთვე შესაძლებელი გახდა LOOM ტოკენის სტეიკინგის რეალიზება: ფიუჩერსულ პლატფორმას კი დაემატა იზოლირებული მარჟის რეჟიმი: შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ Binance-ზე შესაძლებელი გახდა კრიპტოვალუტების შეძენა Visa ბარათებით. https://forklog.com/glava-binance-anonsiroval-krupnye-sdelki-i-podderzhku-180-fiatnyh-valyut-v-2020-godu/
  11. 2020 წლისთვის Intel-ს დიდი გეგმები აქვს. AMD აგრძელებს მის ყველა ფლანგზე შევიწროებას და ამ კუთხით კომპანიამ რაიმე უნდა მოიმოქმედოს. პირველ რიგში მწვავე კონკურენცია დაიწყება მეათე თაობის Intel Core  დესკტოპ პროცესორებით. ახალ პროცესორებში მთავარი ძალა იქნება გაზრდილი ტაქტის სიხშირეები, მთავარი „დესერტი“ კი გახდება Core i9-10900K, რომელიც სტანდარტული რვა ბირთვის ნაცვლად გეიმერებს შესთავაზებს უკომპრომისო ათ ბირთვს მაღალი ტაქტის სიხშირით. Intel-ის მორიგი სიურპრიზი იქნება დისკრეტული ვიდეო ბარათი, რომელიც ჯერჯერობით დაპროექტების სტადიაზეა. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის პირველი ბარათი კონკურენციას არ გაუწევს მთავარ მოთამაშეებს და შემოიფარგლება ბიუჯეტური სეგმენტით, სადაც დიდი ალბათობით მიმზიდველი ფასით იქნება წარმოდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოგვევლინება ისეთ პროდუქტად, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტებისა და ბლოგერების ყურადღებას მიიპყრობს. აგრეთვე მოსალოდნელია ახალი, ათნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებული Tiger Lake პროცესორების გამოსვლა. დიდი ალბათობით საწყის ეტაპზე Intel წარადგენს მათ მობილურ ვერსიებს, შემდეგ კი გადავა დესკტოპ პროცესორებზე, რომელთა გამოსვლა 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. Intel-ის მთავარი ამოცანაა არ მისცეს AMD-ს საშუალება - დაიკავოს ბაზრის იმაზე უფრო დიდი წილი, ვიდრე ამჟამად 2020 წლის დასაწყისში აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიების გაყიდვები გათანაბრდება და Intel-ის შემოსავლები სწრაფად მოიკლებს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32756/samye-ozhidaemye-novinki-ot-intel-dlya-gejmerov-i-prostyh-pokupatelej-v-2020-godu
  12. გასული წლის ბოლოს Samsung-მა დააანონსა ახალი ლეპტოპები Galaxy Book Ion და Galaxy Book Flex, რომლებიც შემუშავებულია და გვევლინება Notebook 9 Pen-ისა და Notebook 9-ს ჩამნაცვლებლებად. ამჯერად კი, СES 2020-ზე კომპანიამ წარადგინა კიდევ ერთი მოდელი QLED ეკრანით: Galaxy Book Flex α, რომელშიც ხელმისაწვდომია Galaxy Book-ისთვის დამახასიათებელი რამდენიმე მაღალი კლასის ფუნქცია გაცილებით დაბალ ფასად. ისევე, როგორც უფროს მოდელ Galaxy Book Flex-ს, ახალ „ალფასაც“ ექნება 180 გრადუსით მოძრავი, “2-1-ში” ალუმინის კორპუსი და 13.3-დუიმიანი QLED Full HD დისპლეი. ლეპტოპს მეტად თანამედროვე დიზაინი აქვს და ხასიათდება მახვილი კუთხეებითა და ზომაში შემცირებული ჩარჩოებით. შედარებით დაბალი ფასის გათვალისწინებით Galaxy Book Flex α ლეპტოპს არ აქვს რამდენიმე ფუნქცია, მაგალითად: სენსორულ პანელში ინტეგრირებული უსადენო Qi სტანდარტის დატენვის შესაძლებლობა და S Pen სტილუსი შესაბამისი სლოტით, თუმცა ელექტრონული ფანქრის შეძენა დამოუკიდებლად შესაძლებელია. აპარატული შემადგენლობის კუთხით Galaxy Book Flex α იმუშავებს მეათე თაობის Intel Core პროცესორზე (მოდელი ჯერჯერობით დაუზუსტებელია), ექნება 8 ან 12 გბ ოპერატიული და 256 ან 512 გბ ფლეშ-მეხსიერება მოდიფიკაციის შესაბამისად. კომპანია Samsung-მა აგრეთვე განაცხადა, რომ Galaxy Book Flex α უზრუნველყოფს 17.5-საათიან ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობასა და სწრაფ დატენვას USB-C პორტით. Galaxy Book Ion-ისა და Galaxy Book Flex-ის რეკომენდირებული ფასები და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია (სავარაუდოდ, ორივე მათგანი 2020 წლის დასაწყისში გამოვა), თუმცა Samsung-მა განაცხადა, რომ Galaxy Book Flex α ლეპტოპების ქვედა კატეგორიაში მოექცევა, მისი გასაყიდი ფასი 829,99 აშშ დოლარი იქნება და გამოვა ზემოთხსენებულ ლეპტოპებზე ოდნავ მოგვიანებით - 2020 წლის პირველ ნახევარში. https://3dnews.ru/1000780
  13. Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა შესაძლოა წაშალოს დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) ნახვის ფუნქცია მობილურ კრიპტოსავალუტო საფულეში. კომპანიაში ამ გადაწყვეტილებას ხსნიან აუცილებლობით - „შეესაბამებოდეს App Store-ის პოლიტიკას“. მომხმარებლები კვლავინდებურად შეძლებენ მიიღონ წვდომა Dapp-ებზე Coinbase-ის საფულედან დესკტოპ მოწყობილობებზე WalletLink სერვისის მეშვეობით. Reddit-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე კომენტარებში Coinbase-ის გენერალურმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა ივარაუდა, რომ „Apple, როგორც ჩანს, გამორიცხავს Dapp-ების გამოყენებას App Store-ში“. „თუკი Apple-ის მომხმარებლებს სურთ ჰქონდეთ Dapps-ის გამოყენების შესაძლებლობა, ჩვენ ალბათ ვალდებულნი ვართ კომპანიას რაიმე ფორმით ვაცნობოთ ამ მოთხოვნის შესახებ“ - განაცხადა მან. არმსტრონგმა დაამატა, რომ Dapp-ების უამრავ შემქმნელ პირს მილიონობით დოლარი აქვთ თავიანთ ფინანსურ აპლიკაციებში, რომელთაც მობილურ მოწყობილობებში მეტად ვეღარ გამოიყენებენ მარკეტის პოლიტიკის გამო. ძველად Google-მაც წაშალა Ethereum-საფულე MetaMask Android-ისთვის განკუთვნილი აპლიკაციების მარკეტიდან. https://forklog.com/coinbase-udalit-dapp-brauzer-iz-mobilnogo-koshelka-dlya-sootvetstviya-politike-apple/
  14. მსოფლიოში გეიმერების რაოდენობა ყოველწლიულად იზრდება, პარალელურად მატულობს გაყიდული გეიმინგ კონსოლების, აქსესუარებისა და თამაშების მოცულობა. მაკომპლექტებლების მწარმოებელი კომპანიები მუდმივად ცდილობენ ტექნოლოგიების სრულყოფას და გეიმერებს დამატებით შესაძლებლობებს ანიჭებენ შემოქმედებითი გეგმების რეალიზაციისთვის. ექსპერტების აზრით 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგია RayTracing იქნება. მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლები მალე გამოვა, გეიმერებს სურთ იცოდნენ რა ელოდებათ და ამიტომ მწარმოებელი კომპანიები მომხმარებლებს პერიოდულად უზიარებენ საინტერესო დეტალებს. დღესდღეობით RayTracing-ის მხარდაჭერის მქონე ვიდეო ბარათებს მხოლოდ NVIDIA უშვებს. ამავე დროს, მწვანე კომპანიის ბარათების ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ შიდა მოხსენებებისა და ხელმძღვანელი პირების ინტერვიუების მიხედვით. მაგალითად, მცირე ხნის წინ NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გაყიდული ვიდეო ბარათების ორი მესამედი RayTracing-ისთვის მზადაა. გაურკვეველია, ეს ფაქტი მეტყველებს ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე ბარათების დაუჯერებელ პოპულარობაზე თუ კომპანიის გეგმებში შედის უმეტესობა ვიდეო ბარათისთვის პროგრამული RayTracing-ის შექმნა. მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობები AMD-ის ერთ-ერთი ვიდეო ბარათის ანონსის შესახებ, რომელსაც კომპანიაში ხუმრობით NVIDIA Killer-ს უწოდებენ. ამ ბარათსაც ექნება ხსენებული ტექნოლოგიის მხარდაჭერა და იგი წლის პირველ ნახევარში დაანონსდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გეიმერების ძირითადი ნაწილის გადასვლა RayTracing-ზე მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა ეს პროცესი დაიწყება არა RTX 2000 თაობიდან, არამედ მომავალი კონსოლებით, რომლებსაც თავიანთი მახასიათებლებით გეიმინგ ბაზარზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32745/nazvana-samaya-perspektivnaya-tehnologiya-dlya-gejmerov-v-2020-godu
  15. კომპანია AMD, როგორც ჩანს ამზადებს არა ერთ, არამედ ორ ახალ მაღალი წარმადობის 3000 სერიის Ryzen Threadripper პროცესორს. უკვე დაანონსებული 64-ბირთვიანი ფლაგმანური პროცესორის პარალელურად AMD სულ მალე წარადგენს 48 ბირთვიან მოდელსაც: ეს ჩიპი უკვე მოხსენიებულია CPU-Z 1.91 პროგრამაში. საუბარია Ryzen Threadripper 3980X პროცესორზე, რომელსაც 48 ბირთვი და 96 ნაკადი ექნება. ახალი ჩიპი გვევლინება შუალედურ მოდელად უკვე გამოსულ 32-ბირთვიან Ryzen Threadripper 3970X-სა და 64-ბირთვიან Ryzen Threadripper 3990X-ს შორის, რომლის ანონსი უახლოეს დღეებში შედგება. CPU-Z სავარაუდოდ 64-ბირთვიან მოდელთან ერთად ახლო პერიოდში გამოვა. რთული არ არის მიხვედრა, რომ აქტუალური 3000 სერიის ოთხკრისტალიანი Ryzen Threadripper ჩიპებისგან განსხვავებით სამომავლო Ryzen Threadripper 3980X-სა და 3990X-ს ექნება რვა 7-ნანომეტრიანი კრისტალი Zen 2 ბირთვებით. 48-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3980X-ის შემთხვევაში ყოველ კრისტალზე აქტიური იქნება რვიდან ექვსი ბირთვი. ამასთან, მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა 256 მბ იქნება. TDP-ის დონე დიდი ალბათობით 280 ვატს შეადგენს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალური სიხშირეები, რომლებიც ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ Ryzen Threadripper 3970X ღირს 1999 აშშ დოლარი, Ryzen Threadripper 3980X-ის ფასი სავარაუდოდ დაახლოებით 2499-2999 აშშ დოლარი იქნება. ფლაგმანური Ryzen Threadripper 3990X-ის ფასმა კი შესაძლოა 3499-3999 აშშ დოლარს მიაღწიოს. https://3dnews.ru/1000750
  16. EOS-სტარტაპ Block.one-ის ტექნიკური დირექტორის, დენ ლარიმერის აზრით მცირე ხნის წინ YouTube-ის მიერ კრიპტოვალუტების შესახებ არსებული ვიდეოების დაბლოკვის ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ძლევამოსილ კორპორაციებს მსოფლიო ტოტალური ცენზურისკენ მიჰყავთ. „დრო მოვიდა კვლავ შევიძინოთ ქაღალდის წიგნები, რადგანაც ციფრულ სამყაროში მათი განადგურება მეტად ადვილია. უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომ თქვენ არაფერს ფლობთ და ვერაფერს აკონტროლებთ თქვენს ტელეფონში. ჩვენ უფრო და უფრო მივიწევთ იქითკენ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ ექსკლუზიური წვდომით იქნება წარმოდგენილი“. ლარიმერმა დაამატა, რომ თუკი დღეს უმსხვილესი ვიდეოჰოსტინგი ცენზურას ადებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ კონტენტს, ხვალ შეიძლება Amazon-მა დაიწყოს იგივე წიგნებთან მიმართებაში. „შეიძინეთ წიგნები ახლავე, სანამ არ აუკრძალავთ“. YouTube-ზე კრიპტოვალუტების შესახებ არსებული ვიდეორგოლების დაბლოკვის შემდეგ Binance-ის ხელმძღვანელმა გამოთქვა აზრი, რომ მიზანშეწონილი იქნება ბლოკჩეინზე სოციალური ქსელის შექმნა. აქვე მოგახსენებთ, რომ YouTube-მა უკვე სრულად აღადგინა წვდომა გაუქმებულ კონტენტზე, რომელიც გასულ კვირაში დაიბლოკა „მოდერაციის პრობლემების“ გამო. ვიდეოჰოსტინგი პირობას დებს რომ გააუქმებს ყველა მცდარ სანქციას დაზარალებული არხების მიმართ. https://forklog.com/den-larimer-tehnologicheskie-giganty-vedut-mir-v-oruellovskuyu-antiutopiyu/
  17. წითლების გუნდის ფანატები იმედით ელოდნენ ახალი Radeon RX 5600 XT-ის გამოსვლას. ამ ვიდეო ბარათის პირველადი ტესტირების შედგები საკმაოდ ოპტიმისტურია. ვიდეო ბარათი დემონსტრირებს GeForce GTX 1070 Ti-ს პარიტეტს და მნიშვნელოვნად აღემატება GTX 1060 Ti-ს. ამ დრომდე ცნობილი არ იყო ჩიპის ზუსტი მახასიათებლები, თუმცა გაჟონილი ინფორმაციის შედეგად უკვე ცნობილი გახდა სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ დაუანონსებელი პროდუქტის შესახებ. ცნობები გავრცელდა ერთ-ერთი საიტიდან, სადაც გამოჩნდა ბარათი ASRock Radeon RX 5600 XT. როგორც ჩანს, ჩვენს წინაშეა სრულფასოვანი Navi 10 ჩიპი, რომელსაც იმდენივე (2304) ნაკადური პროცესორი აქვს, რამდენიც Radeon RX 5700 მოდელს. მეხსიერების მხრივ კი ახალ ბარათს არ გაუმართლა. როგორც უკვე ვიცით, RX 5600 XT-ს 192-ბიტიანი GDDR6 სტანდარტის მეხსიერება ექნება. სიჩქარე კი უფროს მოდელზე ნაკლებია: 12 გბიტ/წმ ნაცვლად 14 გბიტი/წმ-სა (288 - 448 გბიტ/წმ-ის ნაცვლად).  გასაკვირია, რომ უფრო ბიუჯეტურ Radeon RX 5500 XT ბარათსაც ფლაგმანური მეხსიერება აქვს, რამაც განსაზღვრა ახალი ბარათის ტაქტის სიხშირე: ეკონომიურ რეჟიმში 1235 მჰც, 1460 მჰც გეიმინგ რეჟიმში და მაქსიმალური - 1620 მჰც Boost-რეჟიმში, რაც 100 მეგაჰერცით ნაკლებია უფროს RX 5700 ვერსიასთან შედარებით. კვებისთვის ვიდეო ბარათს სჭირდება 8-პინიანი კვების კონექტორი, რაც ნიშნავს, რომ ზღვარი 150 ვატია. ჯერჯერობით უცნობია რა ფასს დაადებს ამ ვიდეო ბარათს AMD, რადგანაც სწორედ ფასი განსაზღვრავს მის სამომავლო ბედს. ვიდეო ბარათის ანონსი სავარაუდოდ შედგება იანვარში CES 2020 გამოფენაზე. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32707/polnye-tehnicheskie-harakteristiki-videokarty-radeon-rx-5600-xt-priyatno-udivili-ekspertov-wccftech
  18. მიმდინარე წელს სმარტფონების ინდუსტრიაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ზოგიერთ ქვეყანაში დაიწყო მეხუთე თაობის ქსელის კომერციული გამოყენება, რამაც განაპირობა ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე სმარტფონების გამოსვლა. გარდა ამისა, სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიებმა წარადგინეს პირველი დრეკადი დისპლეის მქონე მოწყობილობები, რაც მობილური ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ერთ-ერთი ახალი სმარტფონი, რომელსაც აქვს დრეკადი დისპლეი და 5G ქსელის მხარდაჭერა, გახლდათ Huawei Mate X. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ მისმა „შთამომავალმა“ უკვე გაიარა აუცილებელი სერიტიფიკაცია სავარაუდოდ, მოწყობილობა კოდური დასახელებით - TAH-AN00m იქნება Huawei-ს მომდევნო, დრეკადი დისპლეის მქონე მოწყობილობა. სამწუხაროდ, ხსენებული 3C სერტიფიკაციის შედეგად სმარტფონის მახასიათებლების შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა დატენვის ტექნოლოგიის მხარდაჭერისა. სერტიფიკაცია გვიჩვენებს, რომ სმარტფონს ექნება 65-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა წინა თაობის მოდელთან შედარებით, რომელსაც 55-ვატიანი დატენვის მხარდაჭერა აქვს. აგრეთვე უკვე ცნობილია, რომ Huawei-ს მომდევნო, P40 სერიის ფლაგმანებიც 65-ვატიანი დატენვის მქონე იქნება. მომდევნო თაობის სმარტფონი Mate X მიახლოებით 2020 წლის მესამე კვარტალში უნდა გამოვიდეს. ამ თარიღამდე კი, Huawei-ს დაგეგმილი აქვს წარადგინოს თავისი პირველი დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონის შედარებით ხელმისაწვდომი ვარიანტი. ეს მოხდება მომდევნო წლის პირველ კვარტალში, მისი დემონსტრაცია დაგეგმილია ყოველწლიურ გამოფენა MWC 2020-ზე, რომელიც თებერვალში ჩატარდება. https://3dnews.ru/1000645
  19. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელი Bitcoin-ისა და ბლოკჩეინ-ინდუსტრიისთვის იოლი არ იყო, ინვესტორები რწმენას ინარჩუნებენ ამ სფეროს მიმართ, რასაც რიცხობრივი მაჩვენებლებიც ადასტურებს: მიმდინარე წელს ინვესტიციების საერთო მოცულობამ 2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. Crunchbase-ის ინფორმაციით ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მცირეა, თუმცა 2017 წლის მონაცემებზე მეტი: 2018 წელს განხორციელდა 1148 გარიგება და ჯამური საინვესტიციო თანხა 4.65 მლრდ აშშ დოლარი იყო, 2017 წელს კი ბლოკჩეინ-ინდუსტრიის დაფინანსების მოცულობამ 1.41 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. წყარო: Crunchbase მიწურული წლის უმსხვილესი გარიგებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: Robinhood — 323 მლნ აშშ დოლარი ივლისში სავაჭრო აქციებისა და კრიპტოვალუტებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის ოპერატორმა კომპანია Robinhood Markets Inc-მა განაცხადა, რომ დახურა E სერიის დაფინანსების რაუნდი, რომლის ფარგლებშიც მოიზიდა 323 მლნ აშშ დოლარი. ამის შემდეგ კომპანიის კაპიტალიზაცია გაიზარდა 7.6 მილიარდამდე. იანვარში კომპანიამ აგრეთვე მიიღო BitLicense - ლიცენზია ვირტუალურ ვალუტებზე მუშაობასა და ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების მართვაზე. Bithumb — 200 მლნ აშშ დოლარი აპრილში Bithumb Blockchain Exchange Alliance-მა დაფინანსების სახით მიიღო 200 მლნ აშშ დოლარი იაპონური ბლოკჩეინ-ფონდ ST-სგან საინვესტიციო A რაუნდის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს Bithumb-ს 180 მლნ აშშ დოლარიანი ზარალი ჰქონდა, რომლის მიზეზთაგან ერთ-ერთი იყო ბირჟიდან ივნისში დაახლოებით 31 მლნ დოლარის ქურდობა. Ripple — 200 მლნ $ 20 დეკემბერს კომპანია Ripple-მა განაცხადა, რომ დახურა C სერიის დაფინანსების რაუნდი, რის შედეგად მოიზიდა რეკორდული 200 მლნ აშშ დოლარი. ამის შემდეგ კალიფორნიული კომპანიის კაპიტალიზაციამ 10 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. Ripple მოზიდულ თანხებს გამოიყენებს ბანკებისა და ფულადი გადარიცხვების ოპერატორების მოსაზიდად, რათა მოხდეს XRP ტოკენის გამოყენება საერთაშორისო ტრანზაქციებში. Kraken — 100 მლნ აშშ დოლარი თებერვალში პოპულარულმა ამერიკულმა ბირჟა Kraken-მა დახურა C სერიის დაფინანსების რაუნდი და მიიღო 100 მლნ აშშ დოლარი. კომპანიის კაპიტალიზაცია გაიზარდა 3.9 მილიარდამდე. დაახლოებით ამავე დროს ბირჟამ შეიძინა ბრიტანული კრიპტოდერივატივების პლატფორმა Crypto Facilities, რამდენიმე თვის შემდეგ კი მიიღო 13.5 მლნ აშშ დოლარი საინვესტიციო პლატფორმა BnkToTheFuture-ით კერძო აქციების გაყიდვის შედეგად. სხვა კომპანიების საინვესტიციო გარიგებების შედეგად მიღებული თანხები შემდეგნაირად გამოიყურება: Chainalysis - 30 მლნ $, Elliptic - 23 მლნ $ და BlockFi – 18,3 მლნ $. https://forklog.com/venchurnye-investitsii-v-kriptovalyutnoe-prostranstvo-v-2019-godu-prevysili-2-mlrd/
  20. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიდეო ბარათების უმეტესობა აღჭურვილი იყო GDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერებით. 2019 წელს გამოჩნდა უფრო სწრაფი GDDR6 მეხსიერება ბიუჯეტურ სეგმენტშიც კი. საწარმოო წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით რესურსი dramexchange გვაცნობებს, რომ 2020 წელს ვიდეო ბარათებისთვის განკუთვნილ მეხსიერებაზე ფასი აიწევს. მოკლედ რომ ვთქვათ: მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. როგორ უნდა მომხდარიყო ასე, თუკი მცირე ხნის წინ კომპანიები საუბრობდნენ გადავსებულ საწყობებზე და წარმოების მოცულობასაც კი ამცირებდნენ? ამ კითხვას მარტივი ახსნა აქვს. პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს: მასიურ ვიდეო ბარათებს შორის პრაქტიკულად არ დარჩა ისეთი მოდელები, რომლებშიც მეხსიერების მოძველებული სტანდარტი გამოიყენება. ამასთან, 2020 წელს მათი რიცხვი მინიმუმამდე შემცირდება. მეხსიერების მწარმოებელი მთავარი კომპანიები წარმოების მასშტაბებს ზრდიან, ჯამური ზრდა სულ მცირე 15%-ს შეადგენს, თუმცა ვერც ამით დაკმაყოფილდება ბაზრის მოთხოვნა. ნუთუ NVIDIA და AMD ყიდულობენ მთელ მეხსიერებას? ექსპერტების აზრით ბაზარზე უფრო დიდ ზეწოლას კონსოლები მოახდენენ. უკვე ცნობილია, რომ Microsoft Xbox Series X და Playstation 5 დაკომპლექტებული იქნება GDDR6 სტანდარტის მინიმუმ 16 გბ მეხსიერებით, რაც ნებისმიერ ვიდეო ბარათზე მეტია. მოკრძალებული შეფასებებით საახალწლო სადღესასწაულო სეზონზე საერთო ჯამში გაყიდული კონსოლების რაოდენობამ შესაძლოა 20 მლნ ერთეული და მეტიც კი შეადგინოს. მათი კომპონენტების შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია. უცნობია, რამდენით მოიმატებს ფასი ვიდეო ბარათებზე. ერთი რამ ცხადია, რომ გაძვირებით ნამდვილად გაძვირდება, თუმცა ვითარებას დადებითი მხარე ის აქვს, რომ ფასი ისეთ დონეზე არ აიწევს, როგორც მაინინგის ბუმის დროს ხდებოდა. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32699/gryadet-povyshenie-cen-na-videokarty-vo-vsem-vinovaty-konsolschiki
  21. სამომავლო Huawei P40 სერიის ამსახველი რენდერები ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ამჯერად სმარტფონის დეტალიზებული ვიზუალიზაცია წარმოადგინა რესურსმა - TargetYouTube.com. Huawei P40 Pro-ს ფრონტალური პანელის დიზაინი ძალიან ჰგავს უახლეს Samsung Galaxy Note 10-ისას: ეკრანის ზედა ნაწილში, ცენტრში განთავსდება მრგვალი ჭრილი კამერისთვის. ჩინური კომპანია თავის ბოლო პერიოდის ფლაგმანებში უფრო დიდი ზომის ჭრილებს იყენებს, თუმცა როგორც ჩანს პერფორირებული ეკრანი უფრო ფართოდ მიღებული და გავრცელებული გადაწყვეტილება იქნება 2020 წლის მობილურ წარმოებაში. გარდა ამისა, სმარტფონს გვერდებზე ნაწილობრივ გადასული ეკრანი ექნება, რაც უზრუნველყოფს ვიდეოს ყურებას სრულ ეკრანზე შავი ჩარჩოების გარეშე. რაც შეეხება სმარტფონის უკანა პანელს, ჩანს, რომ ხუთი ობიექტივისგან შემდგარია სწორკუთხედი, მის ქვემოთ კი განთავსებულია ორმაგი ფლეშ-განათება. გავრცელებული ცნობების თანახმად სმარტფონის უკანა მხარეს მოცემული იქნება 64-მეგაპიქსელიანი Sony IMX686 სენსორი, 20-მეგაპიქსელიანი სუპერფართოკუთხიანი ხედვის ობიექტივი, 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტომოდული, მაკროობიექტივი და Time of Flight სენსორი. კამერაზე ხილვადია ოპტიკის ცნობილი გერმანული მწარმოებლის სახელწოდება - Leica. მოსალოდნელია, რომ Huawei P40 Pro-ს ექნება უახლესი პლატფორმა Kirin 990 5G. ამ ცალკრისტალიან სისტემაში გამოყენებულია მოწინავე საწარმოო ტექნოლოგიური პროცესი 7 ნმ + EUV, აგრეთვე ინტეგრირებულია 5G მოდემი. ეს იქნება მსოფლიოში პირველი მობილური ჩიპი, რომელსაც 10.3 მლრდ-ზე მეტი ტრანზისტორი აქვს. სმარტფონს ექნება როგორც ავტონომიური, ისე არაავტონომიური 5G ქსელის მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა გაფრთოვდეს მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის ზონა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია 5500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 50-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. უახლესი ცნობების მიხედვით Huawei P40 Pro მომდევნო წლის მარტში უნდა გამოვიდეს უმცროს მოდელ P40-თან ერთად. როგორც მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ აშშ-ის სანქციების გამო სმარტფონში არ იქნება ხელმისაწვდომი Google Play და Google-ის სხვა სერვისები. https://3dnews.ru/1000630
  22. Bitcoin-ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ უკვე შესაძლებელია კრიპტოვალუტის შეძენა მომხმარებლის ექაუნთზე მიბმული საგადასახადო Visa ბარათის მეშვეობით. ხსენებული ბარათის დამატების შემდეგ შესაძლებელი იქნება Bitcoin-ის (BTC), Ethereum-ის (ETH), Ripple-სა (XRP) და BNB-ს შეძენა. ჯერჯერობით სერვისს აქვს მხოლოდ იმ Visa ბარათების მხარდაჭერა, რომლებიც გაცემულია ევროპის ეკონომიკურ ზონაში. ხსენებული ზონა მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია. ბირჟა აპირებს უახლოეს მომავალში დაამატოს საგადასახადო სისტემა Mastercard-ის ბარათის მხარდაჭერა და გააფართოვოს ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტების ჩამონათვალი. https://forklog.com/binance-dobavila-vozmozhnost-pokupki-bitkoina-s-pomoshhyu-karty-visa/
  23. დღესდღებით გეიმინგ სფერო სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ ფაქტს მოწმობს ის, რომ ყველაზე ნაკლებად გაუცნობიერებელი ხალხიც კი იწყებს თამაშებით დაინტერესებას. რა თქმა უნდა, Apple-ის მსგავს დიდ მსოფლიო კორპორაციებსაც სურთ ხელი მიჰყონ ამ სფეროს და მნიშვნელოვანი სარგებელი ნახონ. სწორედ ამიტომ კომპანია Apple-მა დააანონსა თავისი პირველი გეიმინგ კომპიუტერი, რომელიც მიახლოებით მომდევნო წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს. კომპიუტერი განკუთვნილი იქნება კიბერსპორტსმენებისთვისა და ჩვეულებრივი გეიმერებისთვის - მათთვის, ვინც ხშირად თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს. გამომცემლობა Patently Apple-ის თანახმად ახალ მოწყობილობას მონობლოკის ფორმა ექნება ან წარმოდგენილი იქნება დიდი ლეპტოპის სახით. როგორც ცნობილია, კომპიუტერს ააწყობს ტაივანში არსებული ქარხანა Quanta Computer. კვების ბლოკებით კომპიუტერს უზრუნველყოფენ კომპანიები Lite-On და Delta. ახალი მოწყობილობის ფასი, როგორც ზოგადად Apple-ის პროდუქტებს ახასიათებს, საკმაოდ მაღალი იქნება - დაახლოებით 4870 აშშ დოლარი. ინსაიდერების ვარაუდით გეიმერული კომპიუტერის წარდგენა მოხდება კონფერენცია Apple Worldwide Developers Conference-ზე, რომელიც დაიწყება ივნისის მეორე ნახევარში. უნდა აღინიშნოს, რომ Apple-მა სრული სერიოზულობით გადაწყვიტა გეიმინგ ბაზრის დაპყრობა: კომპანიამ უკვე წარადგინა თავისი სერვისი Arcade, რომელიც ამჟამად ბეტა-ვერსიის სახით არსებობს. შესაძლებელია, რომ რამდენიმე წელში ყველამ აქტიურად დაიწყოს Apple-ის კომპიუტერებისა და Arcade-ის გამოყენება. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/32645/pervyj-igrovoj-kompjuter-apple-budet-predstavlen-v-2020-godu
  24. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ხელისუფლებამ Huawei შეიყვანა ე.წ. „შავ სიაში“, კომპანია Google-მა შეწყვიტა თანამშრომლობა ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტთან. ეს ნიშნავს იმას, რომ Huawei-ს ახალ სმარტფონებში არ იქნება გამოყენებული Google-ის სერვისები და აპლიკაციები. ჩინურ კომპანიას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა - გამოიყენოს პროგრამული პლატფორმა Android თავის სმარტფონებში, თუმცა მათში Google-ის ისეთი აპლიკაციების დაყენება, როგორებიცაა Gmail, Play Store, Chrome და YouTube - უკვე აღარ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ Huawei-მ შექმნა საკუთარი ოპერაციული სისტემა HarmonyOS, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მობილურ მოწყობილობებში, ეს საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ როგორმე გაუწიოს კონკურენცია Google-ს, ჩინურ კომპანიას სჭირდება საკუთარი ოპერაციული სისტემის ირგვლივ სრულფასოვანი ეკოსისტემის ფორმირება. Huawei-ს განკარგულებაში უკვე არის Google Mobile Services-ის ანალოგი, რომლის სახელწოდებაა Huawei Mobile Services. რამდენიმე დღის წინ დაიწყო მისი საჯარო ტესტირება ჩინეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად ძალისხმევისა, Google-თან სრულფასოვან კონკურენციაზე საუბარი მეტისმეტად ნაადრევია. ამჟამად Huawei-ს ეკოსისტემაში შედის 45 ათასი აპლიკაცია იმ დროს, როდესაც Google Play Store-ის ციფრული კონტენტი მოიცავს დაახლოებით 3 მილიონ პროგრამულ პროდუქტს. მიუხედავად ამისა, Huawei აქტიურად აგრძელებს მუშაობას დასახული მიმართულებით და თავის მხარეს იზიდავს მთელი მსოფლიოს კომპანიებს. ამჟამად დაახლოებით 1 მლნ ანტრეპრენერი ქმნის აპლიაკაციებს Huawei-ს ეკოსისტემისთვის. ჩინური კომპანია აქტიურად უჭერს მხარს კონტენტის შემქმნელებს. ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი გახლავთ 1 მლრდ აშშ დოლარიანი ფონდის შექმნა, რომელიც განკუთვნილია ხარისხიანი პროდუქტების შემქმნელების წახალისებისთვის. https://3dnews.ru/1000502
  25. YouTube-არხების ავტორებმა განაცხადეს, რომ ვიდეოჰოსტინგის ხელმძღვანელობამ წაშალა მათი ვიდეოები, რომლებიც კრიპტოვალუტების თემატიკას ეხებოდა. კონტენტის წაშლის შესახებ განაცხადა დაახლოებით თერთმეტმა არხმა, მათ შორისაა Altcoin Daily, Сhico Crypto, The Cryptoverse, Crypto Tips, BTC Sessions და კრის დანი. მათი აუდიტორია მოიცავს 31 500-დან 210 000-მდე გამომწერს. კრის დანის თქმით, სერვისმა დაბლოკა ვიდეოების უდიდესი ნაწილი, რომლებიც მან შექმნა ბოლო ორი წლის განმავლობაში. „YouTube-მა ჩემი კრიპტო-ვიდეოების უმეტესობა წაშალა, რაც ახსნა იმით, რომ ვიდეოები მიეკუთვნებოდა სახიფათო და საზიანო კონტენტის კატეგორიას, აგრეთვე ჩათვალა „პროდუქტის გაყიდვად, რომელიც სპეციალური კანონებით რეგულირდება“. ჩვენ უკვე ათ წელზე მეტია ვქმნით ვიდეოებს, 200 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს და 7 მილიონზე მეტი ნახვა. რა ხდება მეგობრებო?“ - აცხადებს ბლოგერი. ვიდეოჰოსტინგის წარმომადგენლები სიტუაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. პლატფორმის წესებში კრიპტოვალუტების შესახებ პირდაპირი აკრძალვა მითითებული არ არის. აკრძალული პროდუქტის პუნქტში იძებნება მხოლოდ „აკრძალული ვალუტა“. რამდენად ეხება იგი კრიპტოვალუტას, გაურკვეველია. ამასთან, YouTube-ის მფლობელმა Google-მა 2018 წელს დააანონსა კრიპტოვალუტების რეკლამის სრული აკრძალვა. თუმცა იმავე წლის სექტემბერშივე დაუშვა კრიპტოვალუტების რეკლამა აშშ-სა და იაპონიაში. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში YouTube იყო კრიპტოსავალუტო პირამიდა BitConnect-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ერთ-ერთი მოპასუხე. სასამართლო დოკუმენტების თანახმად ფინანსური პირამიდა იყენებდა სარეკლამო ვიდეორგოლებს თავისი სერვისისთვის. https://forklog.com/youtube-udalil-videoroliki-o-kriptovalyutah-prichisliv-ih-k-opasnomu-kontentu/
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.