Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. გარკვეული პერიოდის წინ კომპანია Eve-მ დაიწყო ფულადი რესურსების მოძიება დაუჯერებლად კარგი მონიტორის წარმოებისთვის, რომელიც მოდელების უმეტესობას მახასიათებლებით აღემატება. მოწყობილობაზე მუშაობა დიდხანს გაგრძელდა, ჯამში კი მივიღეთ საუკეთესო მონიტორი. წარმოდგენილია სამი ვარიანტი, რომელთაც განსხვავებული მახასიათებლები და ფასები აქვთ. ორი უფროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელია 750 კდ/მ2 , უმცროსი მოდიფიკაციისა კი - 450. რეაქციის დრო 1 მილიწამს შეადგენს. სამივე მოდელის ზომა 27 დუიმია. უფროსი მოდელი წარმოდგენილია 4K გაფართოებით, უმცროსი კი - 2K-თი. განსაკუთრებით საინტერესოა ფასის მხრივ საშუალო მოდელი, რომლის კადრის განახლების სიხშირე 240 ჰერცია. უმცროსი და უფროსი მოდელების სიხშირე კი 144 ჰერცს შეადგენს. სამივე მონიტორს 98%-იანი DCIP3 ფერთა გამა აქვს. უმცროსი მოდელი წარმოდგენილია HDR400, ორი უფროსი კი - HDR600 სერტიფიკაციით. უმცროსი მოდიფიკაციის ფასი 359 აშშ დოლარია, საშუალოსი - 499 აშშ დოლარი, უფროსი მოდიფიკაციის ღირებულება კი 599 აშშ დოლარს შეადგენს. სადგამი ცალკე იყიდება 99 აშშ დოლარად. ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ 500 ერთეულისგან შემდგარი პირველი პარტია მომენტალურად გაიყიდა. მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ ყოველი მომდევნო პარტიის ღირებულება წინაზე 10 აშშ დოლარით მეტი იქნება. საუკეთესო გეიმინგ მონიტორის შეძენისთვის უკვე რიგები დადგა. მასიური გაყიდვები დაიწყება 2020 წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა ასიათასობით გეიმერი უკვე მზად არის შეკვეთის გასაფორმებლად. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33374/eksperty-nazvali-samyj-luchshij-gejmerskij-monitor-cena-na-kotoryj-budet-postoyanno-uvelichivatsya
  2. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Facebook მუშაობს Messenger-ისთვის განკუთვნილ ახალ ფუნქციაზე. საუბარი ეხება Face ID-ისა ( Android-ზე არსებულ ანალოგებს) და აპლიკაციის განბლოკვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სისტემა მომხმარებელს ამოიცნობს. სპეციალისტმა და ინსაიდერმა Jane Wong-მა განაცხადა, რომ ეს ფუნქცია შესაძლოა ”default”-ად იყოს ჩართული ბიომეტრიული იდენტიფიკაციისთვის. ამასთან, მისი თქმით, სისტემა ყოველ ჯერზე არ გაგზავნის ფოტოს კომპანიის სერვერებზე - ამოცნობა განხორციელდება ლოკალურად. Facebook-ის ტექნიკურმა მენეჯერმა Alexandru Voica-მა დააზუსტა, რომ Facebook არ გამოიყენებს ინტეგრირებულ ბიომეტრიას უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის. ამის ნაცვლად ტექნოლოგია გამოიყენებს ამოცნობის მექანიზმებს თავად Android-ში. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიომეტრიული სისტემის გამოყენების ფაქტი შეგვიძლია დადასტურებულად ჩავთვალოთ. ასეთი ტექნოლოგია გარეშე პირებს ხელ შეუშლის, რომ თვალყური ადევნონ მომხმარებლის შეტყობინებებს. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სისტემა შესაძლოა პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდეს ისეთ შემთხვევაში, თუკი Messenger-ს მცირეწლოვანი დაბლოკავს. ამ დროისთვის ხსენებული ფუნქცია ექსპერიმენტალურია, ამიტომ უცნობია როდის ვიხილავთ რელიზს და როდის გამოჩნდება მობილურ პლატფორმებზე. ცნობილი გახლავთ ის, რომ ახალი ფუნქციის მეშვეობით Messenger ავტომატურად დაიბლოკება აპლიკაციიდან გამოსვლის შემდეგ მომენტალურად, 15 წუთის ან ერთი საათის შემდეგ. არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ გაჩნდეს უფრო მეტი ვარიანტი და „ტაიმ-აუტის“ მოქნილი რეგულირების შესაძლებლობა. https://3dnews.ru/1002344
  3. Bitcoin Gold ქსელი 51% შეტევის წინაშე აღმოჩნდა. ბოროტმოქმედმა შეძლო ორმაგი დანახარჯის რეალიზება და ჯამში Binance-დან გამოიტანა 80 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა (7167 BTG). MIT Bitcoin Club-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განხორციელდა Bitcoin Gold-ის ბლოკჩეინის ორი სიღრმისეული რეორგანიზაცია. ბოროტმოქმედმა თანხა ჩარიცხა Binance-ის საფულეში და წარმატებით შეძლო მისი გამოტანა 12 დადასტურებული ტრანზაქციის შედეგად. „14 ან 15 ბლოკის რეორგანიზაციამ განაპირობა Binance-ის რესურსების შეკავებისთვის დაწესებული პერიოდისთვის გვერდის ავლა. ამის შემდეგ Binance-მა BTG-ის გატანის დადასტურების რაოდენობა ოცამდე გაზარდა. Nicehash-ის საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, Zhash ალგორითმისთვის, ჩვენ გამოვთვალეთ, რომ თითოეული რეორგანიზაციის ღირებულება დაახლოებით 0.2 BTC-ია (1,700 ~ აშშ დოლარი), ”- წერს პრეზიდენტი. მან დაამატა, რომ „ბლოკის ათეულობით დადასტურებაც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამგვარი შეტევის განხორციელებისთვის დანახარჯები ზედმეტად მაღალი იყოს“. ბოროტმოქმედმა მოიპარა 1900 BTG და 5176 BTG ტრანზაქციების შედეგად, რომლებიც განახორციელა 23 და 24 იანვარს. ამჟამად Bitcoin Gold იმყოფება 35-ე ადგილას CoinMarketCap-ის რეიტინგში. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების მანძილზე აქტივი 13%-ზე მეტით გაიზარდა. Bitcoin Gold-მა ამ დრომდე ერთხელ უკვე განიცადა 51% თავდასხმა - 2018 წლის მაისში ბოროტმოქმედმა შეძლო მოეპარა 388 ათასი BTG მონეტა (დაახლოებით 18 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები იმდროინდელი კურსით). https://forklog.com/bitcoin-gold-vnov-podvergsya-atake-51-vyvedeno-bolee-70-000-s-birzhi-binance/
  4. 2019 წელს გამოვიდა AMD Ryzen პროცესორების მესამე თაობა, რომლის წარმომადგენლები დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესსა და Zen 2 არქიტექტურაზე. ეს მოვლენა ბაზრისთვის ნამდვილი გარღვევა აღმოჩნდა, იგი დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად არ მიიწევდა წინ და წელიწადში მხოლოდ 5%-ით იზრდებოდა. ბევრი მომხმარებელი „წითელი კომპანიიას“ პროდუქციას დღემდე უნდობლად უყურებს და ამტკიცებს, რომ გეიმინგისთვის Intel-ის უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეების მქონე პროცესორები უკეთესია. მაგრამ დაუშვებელია არ აღინიშნოს AMD-ის უზარმაზარი წვლილი ფასების კლებაში, რამაც განაპირობა მასიური სეგმენტის გადასვლა 6-ბირთვიან ჩიპებზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ წითლების გუნდი კონკურენტს თავისი დაუჯერებელი ფასებით უტევს, მალე ყველა მსურველი შეძლებს შეიძინოს მაღალი წარმადობის მქონე 8-ბირთვიანი, 16-ნაკადიანი პროცესორი. ჩვენს წინაშეა ნამდვილი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ თამაშს გაუმკლავდება და თანაც რთულ სამუშაო აპლიკაციებში აღემატება Intel-ის ყველაზე მძლავრ და ძვირადღირებულ პროცესორებს. Amazon-ზე გაჩნდა შესაძლებლობა - შეიძინოთ მძლავრი პროცესორი Ryzen 3800X დაუჯერებელ 339 აშშ დოლარად. უნდა აღინიშნოს, რომ მისი რეკომენდირებული ფასი 400 აშშ დოლარს შეადგენდა. უფრო მეტიც, დიდი ხნის მანძლზე მის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი იმდენად დიდი იყო, რომ მისი 450 აშშ დოლარზე იაფად შეძენა უბრალოდ არარეალური გახლდათ. უცნობია, რას უკავშირდება AMD-ის მხრიდან ამგვარი გულუხვობა. შესაძლოა, კომპანია ემზადება ახალი პროცესორების გამოსვლისთვის, ან მოვიდა დრო, რომ აჩვენოს Intel-ს - ვინ არის ნამდვილი მბრძანებელი პროცესორების ბაზარზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ Ryzen 3700Х მოდელის შეძენა სულ რაღაც 325 დოლარადაა შესაძლებელი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33351/ceny-na-8-yadernye-processory-amd-ryzen-3700h-i-3800x-opustilis-na-15-nizhe-rekomendovannyh
  5. რესურს LetsGoDigital-მა გამოაქვეყნა ახალი დრეკადი სმარტფონი Galaxy Z Fold-ის რენდერები. მოწყობილობას ახლო მომავალში გამოუშვებს სამხრეთკორეული კომპანია Samsung. როგორც მოსალოდნელია, მოწყობილობას ექნება დიდი ზომის დისპლეი, რომელიც გადაიკეცება კორპუსის შუაში. ამგვარი გადაწყვეტილება დრეკად ეკრანს დაიცავს დაზიანებისგან ყოველდღიური ექსპლუატაციის პირობებში. ცნობილია, რომ დისპლეიზე მუშაობას მომხმარებლები შეძლებენ არა მხოლოდ თითის მეშვეობით, არამედ S Pen სტილუსითაც. მისი კორპუსშივე შენახვისთვის, როგორც ჩანს, გათვალისწინებულია სპეციალური სათავსო განყოფილება. რენდერების თანახმად სმარტფონზე მოცემულია ორი ფრონტალური კამერა განათებით, კამერის მოდულები განთავსებულია ეკრანზე არსებულ ჭრილში. კორპუსის უკანა მხარეს ჩანს სამი კამერა: ოპტიკური მოდულები განლაგებულია ვერტიკალურად. კორპუსის გარე მხარეს წარმოდგენილი იქნება დამატებითი ეკრანი: იგი მომხმარებელს საშუალებას მისცემს გამოიყენოს მოწყობილობა მისი გახსნის გარეშე. სხვა მახასიათებლებიდან შესაძლებელია აღინიშნოს სიმეტრიული USB Type-C პორტი და მართვის გვერდითი ფიზიკური ღილაკები. ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ, თუ როდის გამოვა სმარტფონი Galaxy Z Fold სამომხმარებლო ბაზარზე. https://3dnews.ru/1002302
  6. Nasdaq-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადენა ფრიდმანმა Bloomberg-თან საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოში სიდიდით მეორე საფონდო ბირჟა კვლავ განიხილავს Bitcoin-ის ბაზაზე ფიუჩერსების გამოშვების შესაძლებლობას. მისი თქმით კომპანია ამჟამად აფასებს მსგავსი პროდუქტების ამოქმედების მიზანშეწონილობას და აწარმოებს მოლაპარაკებებს ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ფრიდმანმა დაამატა, რომ Nasdaq-ი ისურვებდა ისეთი კონკურენტუნარიანი ფინანსური ინსტრუმენტის ამოქმედებას, რომელიც განსხვავდება ბაზარზე უკვე არსებულისგან. გარდა ამისა, კომპანიას აღელვებს საკითხები, რომლებიც ეხება ეფექტური რისკ-მენეჯმენტის უზრუნველყოფას ახალი პროდუქტების კონტექსტში. „პირველი, რაშიც უნდა დავრწმუნდეთ პროდუქტის შექმნისას - გამოიყენებს თუ არა ხალხი მას სხვანაირად, ვიდრე ახლა იყენებენ“ - განაცხადა ადენა ფრიდმანმა - „ჩვენ აგრეთვე უნდა გავიაროთ თვითსერტიფიცირება, როგორც ფიუჩერსულმა ბირჟამ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი NFX ლიცენზია, თუმცა საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ რისკ-მენეჯმენტის მხრივ ყველაფერი რიგზეა“. ფრიდმანმა ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად შვილობილ კომპანია Nasdaq Nordic-ში უკვე მიმდინარეობს კრიპტოვალუტების ბაზაზე არსებული საბირჟო პროდუქტებით ვაჭრობა. მისი თქმით Nasdaq-ში დარწმუნებულნი არიან, რომ კრიპტოვალუტები „მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში“. შეგახსენებთ, რომ Nasdaq-ში Bitcoin-ფიუჩერსების ამოქმედება თავდაპირველად დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ 2019 წლის პირველი ნახევრისთვის. https://forklog.com/nasdaq-kriptovalyuty-budut-igrat-znachimuyu-rol-v-mirovoj-ekonomike/
  7. გარკვეული პერიოდის წინ კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ გეგმავს RayTracing ტექნოლოგიის დანერგვას თავის სამომავლო პროდუქტებში. ამ დრომდე უცნობი იყო, როდის მოხდებოდა ეს და ვიდეო ბარათების რომელი თაობა მიიღებდა ხსენებულ ფუნქციას. როგორც ცნობილი გახდა, Intel Xe DG1 იქნება პირველი, რომელიც მფლობელებს „ჯადოსნური სხივებით“ გაახარებს. ენთუზიასტი, რომელმაც Intel API DXR დრაივერებში RayTracing-ის დანერგვის შესახებ ინფორმაცია აღმოაჩინა, ამტკიცებს, რომ კოდი უკვე გაგზავნილია პროგრამული უზრუნველყოფის მსხვილ მწარმოებლებთან, რომლებმაც უნდა მოახდინონ თავიანთი პროდუქტების ადაპტირება ახალ ტექნოლოგიაზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Intel-ის დისკრეტული ვიდეო ბარათები მიიღებენ აპარატულ RayTracing-ს, რომლის რეალიზება მოხდება არა მხოლოდ GPU-ის, არამედ CPU-ის ძალებით. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ხსენებული სიახლე შესაძლოა წარმოადგენდეს კომპანიის დიდი გეგმის ნაწილს, რომელიც მხოლოდ RayTracing-ით არ შემოიფარგლება. უკანასკნელი მონაცემების თანახმად Intel-ის სამომავლო დისკრეტული ვიდეო ბარათები შეძლებენ ინტეგრირებულ გრაფიკასთან ტანდემში მუშაობას, რაც განაპირობებს გეიმინგ წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ Intel-ის პირველი მცდელობა - დანერგოს ზემოთხსენებული ტექნოლოგია თავის პროცესორებში. წინა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ფაქტობრივად აღარავის ახსოვს პროდუქტი Larrabee. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ RayTracing-ის მხარდაჭერის მქონე Intel-ის ვიდეო ბარათები შესაძლოა უფრო ადრე გამოვიდეს, ვიდრე AMD-ის ამავე ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი პროდუქტები. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33339/intel-osnastit-svoi-videokarty-trassirovkoj-luchej-ranshe-amd
  8. მომდევნო თაობის ყველგანმავალი Volvo XC90 ხელმისაწვდომი იქნება მთლიანად ელექტრო მოდიფიკაციის სახით - გვაცნობებს რესურსი Autocar Volvo-ს პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის - Håkan Samuelsson-ის განცხადებაზე დაყრდნობით. მესამე თაობის XC90-ს საფუძვლად დაედება Volvo-ს მიერ შექმნილი მასშტაბირებადი SPA პლატფორმის გაუმჯობესებული არქიტექტურა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი მოწინავე პლატფორმა მთელ ავტოინდუსტრიაში: იგი უზრუნველყოფს მაქსიმალურ საიმედოობასა და უსაფრთხოებას თანამედროვე ავტომობილებში, რაც განპირობებულია წარმოებაში დიდი რაოდენობით ბორის შემცველი ფოლადის გამოყენებით. Volvo XC90-ის მთლიანად ელექტრო ვერსიის დებიუტი 2022 წელს შედგება. მასთან ერთად წარმოდგენილი იქნება ყველგანმავლის ჰიბრიდული მოდიფიკაციები, რომელთა შორის არსებულ ზოგიერთ მოდელს ექნება აკუმულატორის ელექტრო ქსელიდან დამუხტვის შესაძლებლობა. დიზელის ძრავის მქონე Volvo XC90 არ გამოვა: ეს ფაქტი აიხსნება კომპანიის სტრატეგიით, რომელიც გულისხმობს დიზელზე მომუშავე აგრეგატებზე უარის თქმას ელექტროძრავების სასარგებლოდ. მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის Volvo-ს გაყიდვების მოცულობის ნახევარი შედგენილი იქნება ელექტრომობილებით. ამასთან, მთელი მოცულობის ავტომობილების მესამედი აღჭურვილი იქნება ავტონომიური მართვის ტექნოლოგიით. https://3dnews.ru/1002273
  9. პირველმა კრიპტოვალუტამ კურსი აიღო 8000-8200 აშშ დოლარიანი ნიშნულისკენ. ზრდის განახლებისთვის Bitcoin-ი უნდა დაუბრუნდეს 8750 აშშ დოლარის ზედა დონეს - დარწმუნებულნი არიან CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსები. სტატიის წერის პერიოდში BTC იყიდებოდა 8300 აშშ დოლარად, ბოლო დღეებში ფასის კლებამ 3%-ს გადააჭარბა. Ოთხ საათიანი გრაფიკი BTC/USD გრაფიკი TradingView-სგან გრაფიკზე ვხედავთ 8460 აშშ დოლარიან დონეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იყო შენარჩუნებული დათვური ტრენდი. მხარდაჭერის უახლოესი დონე 8200 აშშ დოლარია, თუმცა თუ იგი გაირღვევა, შემდეგი სამიზნე იქნება ფსიქოლოგიური 8000-დოლარიანი დონე. მზარდი ტენდენციის განახლებისთვის აუცილებელია ფასი 8750 აშშ დოლარამდე ავიდეს. ამგვარი მანევრი გააუმჯობესებს ბაზრის განწყობას და აამაღლებს 9200 აშშ დოლარიანი რეტესტის ალბათობას მოკლევადიან პერსპექტივაში. 8750 აშშ დოლარიანი დონის გარღვევა ნაკლებად სარწმუნოა. დღიური გრაფიკი BTC/USD გრაფიკი TradingView-სგან MACD-ინდიკატორის ჰისტოგრამამ ნულოვანი ნიშნული გადალახა. დათვური განწყობის შესახებ მიგვანიშნებს მოძრავი საშუალოს (MA) გადალახვა 5 და 10 პერიოდებში. ჯამში, სიტუაცია მომხმარებლებისთვის არახელსაყრელია. რვასაათიანი და კვირის გრაფიკი რვასაათიანი BTC/USD გრაფიკი TradingView-სგან ფასმა გაარღვია აღმავალი ტრენდის არხის ქვედა ზღვარი. ამჟამად წინააღმდეგობის ალბათობა, სავარაუდოდ, 8000-8200 აშშ დოლარის დიაპაზონში იმყოფება. BTC/USD გრაფიკი TradingView-სგან ძირითადი მხარდაჭერის დონე დაახლოებით 7,700 აშშ დოლარია - ფასების ვარდნა ამ დონეზე არ იძლევა იმედის საშუალებას, რომ Bitcoin-ის ფასის ზრდა გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ტექანალიტიკოს Crypto Michaël-ის აზრით ჰალვინგისწინა BTC-pump 18 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. https://forklog.com/tehanalitik-tsena-bitkoina-dvizhetsya-v-rajon-8000-8200-no-retest-9000-vse-eshhe-vozmozhen/
  10. 2019 წლის შეჯამების შემდეგ 2020 წლისთვის Intel-ის გეგმაშია სილიკონის ფირფიტების წარმოების მოცულობის გაზრდა 25%-ით და პერსონალური კომპიუტერების კომპონენტების გამოშვების 8-9%-იანი ზრდა წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. როგორც ცნობილია, 2019 წელს გატარებულმა ზომებმა ვერ მისცა Intel-ს დეფიციტის დაძლევის საშუალება, რადგანაც მაგალითად სერვერულ სეგმენტზე მოთხოვნა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა. კვარტალურ ანგარიშში Intel-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზა პროდუქციის მარაგების ფორმირების შესახებ საუბარი შესაძლებელი გახდება მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლოს. მიმდინარე წლისთვის დაგეგმილია ბაზარზე ცხრა 10-ნანომეტრიანი პროდუქტის გამოსვლა. დაპირებისამებრ, პირველი 7-ნანომეტრიანი პროდუქტის - გამოთვლებისთვის განკუთვნილი ამაჩქარებელი Ponte Vecchio-ს წარდგენა მოხდება 2021 წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა Intel-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქტების ექსპანსიაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2022 წლისთვის. აღსანიშნავია, რომ დესკტოპ პროცესორების მიწოდების მოცულობის დადებითი დინამიკის მიუხედავად, 2019 წელს ჯამში Intel-მა დესკტოპ კომპონენტების მიწოდების მოცულობა 6%-ით შეამცირა, მობილურ სეგმენტში კი მიწოდება 5%-ით შემცირდა. უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტმა ხელი ვერ შეუშალა საშუალო ფასის 5%-ით ზრდას მობილურ და ფასის 3%-იან მატებას დესკტოპ სეგმენტში. https://overclockers.ru/hardnews/show/101408/v-etom-godu-intel-predstavit-devyat-10-nm-produktov
  11. კომპანია ASUS-მა წარადგინა ვიდეო ბარათ Radeon RX 5600 XT-ის კიდევ ერთი ვერსია, სახელად ROG Strix Radeon RX 5600 XT Top. ძველად გამოშვებული ROG Strix OC მოდელისგან ახალი ბარათი გამოირჩევა უფრო სწრაფი მეხსიერებით, რის შედეგადაც იგი გვევლინება მოწინავე Radeon RX 5600 XT მოდელად ASUS-ის ასორტიმენტში. როგორც ცნობილია, AMD-მ Radeon RX 5600 XT ვიდეო ბარათების გამოსვლის წინ გამოუშვა მათთვის განკუთვნილი vBIOS-ის ახალი ვერსია, რომელიც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს GPU-ისა და მეხსიერების სიხშირეები. თუმცა იმის ნაცვლად, რომ წარდგენილი მოდელები განეახლებინა, ASUS-მა გაზარდა მხოლოდ GPU-ის სიხშირეები და დამატებით გამოუშვა ცალკეული მოდელი ROG Strix Radeon RX 5600 XT Top გაცილებით სწრაფი მეხსიერებით. ASUS Radeon RX 5600 XT ROG STRIX TOP ROG STRIX OC TUF X3 გეიმინგ / OC რეჟიმი გეიმინგ / OC რეჟიმი გეიმინგ / OC რეჟიმი გეიმინგ სიხშირე 1660 / 1670 მჰც 1660 / 1670 მჰც 1660 / 1670 მჰც Boost-სიხშირე 1750 / 1770 მჰც 1750 / 1770 მჰც 1750 / 1770 მჰც მეხსიერების სიხშირე 14 გჰც 12 გჰც 12 გჰც ჯამში ROG Strix Radeon RX 5600 XT Top-ს აქვს GDDR6 სტანდარტის 6 გბ მეხსიერება ეფექტური 14 გჰც სიხშირით, ROG Strix Radeon RX 5600 XT OC და TUF Gaming X3 Radeon RX 5600 XT EVO ბარათებს კი - 12 გჰც. საინტერესო გახლავთ ის, რომ vBIOS-ის განახლების შედეგად ყველა მოდელის GPU-ის სიხშირე იდენტური გახდა. საშუალო სიხშირე თამაშებში 1660 მეგაჰერცს შეადგენს, OC-რეჟიმში კი - 1670 მჰც-ია, მაქსიმალური Boost-სიხშირე კი შესაბამისად აღწევს 1750 ან 1770 მჰც-ს. მომხმარებლებს ხელს არაფერი უშლით დააყენონ vBIOS ვიდეო ბარათ ROG Strix Radeon RX 5600 XT OC-ზე და ამით გათავისუფლდნენ ვიდეომეხსიერების მექანიკური აჩქარების საჭიროებისგან. ამასთან, ამ ვიდეო ბარათებს vBIOS-ის ორი მიკროსქემა აქვთ, რაც რისკებს ამცირებს. თუმცა მსგავსი მოქმედება რეკომენდებულია მხოლოდ რეალურად გამოცდილი მომხმარებლებისთვის. https://3dnews.ru/1002124
  12. ვენესუელელი ანტრეპრენერების გუნდი ამზადებს პროექტ Locha-ს, რომელიც Bitcoin-თან დაკავშირებულ ოპერაციებს ინტერნეტთან კავშირის გარეშე შეასრულებს - გვაცნობებს Cointelegraph. გადაწყვეტილება გვევლინება, როგორც Mech-ქსელი. ანტრეპრენერები ასევე მუშაობენ ორ მოწყობილობაზე, რომლებიც Bitcoin-ბლოკჩეინთან გრძივი რადიოტალღების მეშვეობით დაკავშირების საშუალებას იძლევა. პირველი მათგანი, სახელად Turpial, გახლავთ რადიოგადამცემის შედარებით მარტივი ვერსია, რომელიც მუშაობს ერთიდან ორ კილომეტრამდე დაშორების მანძილზე საქალაქო რაიონებში. მეორე - Harpia - გახლავთ რადიომოდული მცირე ზომის კომპიუტერებისთვის. ორივე მოწყობილობა პორტატულია და ბატარეებზე მუშაობს. სამომავლოდ ხსენებული გადაწყვეტილების ინტეგრირება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ სხვა ბლოკჩეინთან, აგრეთვე შეტყობინებების გაცვლისა და ფაილების გადაცემის ისეთ სისტემებთან, როგორცაა IPFS. „ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებას ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ხელმისაწვდომი არ იქნება ინტერნეტი, ინფრასტრუქტურა, ასევე მიზანმიმართული ცენზურის შემთხვევაში გამოყენებისთვის, ამავე დროს უზრუნველყოფილი იქნება ანონიმურობა“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, ორგანიზაცია Bitcoin Venezuela-ს წევრმა რენდი ბრიტომ. მან აგრეთვე განმარტა, რომ აუცილებელი არ იქნება ქსელის დაყრდნობა სტაციონარული ტელეფონით ინტერნეტთან დაკავშირებულ ნოუდებზე. თანამგზავრული ანტენების მქონე მომხმარებლებიც შეძლებენ მონაცემების ტრანსლირებას. მოსალოდნელია, რომ მოწყობილობებზე მუშაობა დასრულდება 2020 წლის მეორე კვარტალში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა დრო დასჭირდება მათ სამომავლო წარმოებას. Locha იქნება პროექტი ღია კოდით, რათა ანტრეპრენერებმა შეძლონ მისი გამოყენება სამომავლოდ მსგავსი გადაწყვეტილების შექმნისთვის. ვენესუელა უკვე დიდი ხანია ეძებს კრიპტოვალუტების გადაცემის ალტერნატიულ გზებს. გასული წლის მარტში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის დროს ვენესუელას მაცხოვრებლები Bitcoin-ს SMS-ებით გზავნიდნენ. https://forklog.com/v-venesuele-razrabatyvayut-reshenie-dlya-operatsij-s-bitkoinom-bez-interneta/
  13. კომპაქტური და დაბალბიუჯეტური მომავალი iPhone-ის შესახებ ახალი ცნობები ვრცელდება. პოპულარული iPhone SE მოდელის შთამომავალს საზოგადოება უკვე დიდი ხანია ელოდება, ბოლო პერიოდში კი მის შესახებ მოარული ხმები გააქტიურდა. ახალი ინფორმაციის თანახმად Apple თებერვალში დაიწყებს ახალი მოწყობილობების წარმოებას, რომელთაც შესაძლოა სახელად ეწოდოს iPhone 9. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი კომპანიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ iPhone 9-ის წარმოებით დაკავდებიან Foxconn, Pegatron და Wistron. ოფიციალური ანონსი მოსალოდნელია მარტისთვის. მოწყობილობას უწოდებენ iPhone 9-ს, რადგანაც ასეთი სმარტფონი Apple-ს ჯერ არ გამოუშვია. iPhone 8-ის შემდეგ კომპანიამ გამოტოვა ციფრი 9 და გამოუშვა iPhone X. უამრავჯერ ითქვა, რომ iPhone 9 გარეგნული დიზაინით iPhone 8-ის მსგავსი იქნება: ზედა და ქვედა ნაწილში ექნება საკმაოდ ფართო ჩარჩოები, წარმოდგენილი იქნება 4.7-დუიმიანი LCD ეკრანითა და ერთი უკანა კამერით, რაც თანამედროვე საზომებით უკიდურესად ცოტაა. სამაგიეროდ, სმარტფონს ექნება ამ დროისთვის არსებული მოწინავე პროცესორი Apple A13, ამიტომაც მოწყობილობა მეტად მაღალი წარმადობის იქნება თანამედროვე სმარტფონებს შორის. სმარტფონში ხელმისაწვდომი იქნება თითის ანაბეჭდის სკანერი Touch ID იმ დროს, როცა iPhone-ის სხვა მოდელებში გამოიყენება სახის ამომცნობი Face ID. iPhone 9-ის მინიმალური ფასი სავარაუდოდ იქნება 399 აშშ დოლარი. შედარებისთვის - iPhone 8 (64 გბ) 499 აშშ დოლარი ღირს. ეს უკანასკნელი iPhone 9-ის გამოსვლის შემდეგ შესაძლოა წარმოებიდან მოიხსნას. ასევე ვრცელდება ინფორმაცია უფროსი მოდელი iPhone SE 2/iPhone 9-ის გამოსვლის შესახებ. მის გამოშვებას სტანდარტული ვარიანტის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ელიან. შესაძლოა მისი წარდგენა მოხდეს სექტემბერში iPhone 12-ის ხაზის ანონსთან ერთად. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/33258/apple-nachnet-promyshlennoe-proizvodstvo-iphone-se-2-iphone-9-v-fevrale
  14. კომპანია AMD-მ Radeon RX 5600 XT ვიდეო ბარათების გაყიდვების დაწყების წინ გამოუშვა vBIOS-ის ახალი ვერსია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა GPU-ის ტაქტის სიხშირეები. თუმცა ყველა კომპანიამ ვერ შეძლო თავიანთი უკვე არსებული პროდუქტების განახლება. მათ შორისაა MSI-ც, რომელიც ამჟამად მოხმარებლებს სთავაზობს ახალ firmware-ს MSI Dragon Center-იდან. ამჟამად MSI-ს ასორტიმენტში Radeon RX 5600 XT ბარათის ოთხი მოდელია. ორი მათგანი შევიდა უმცროს სერია Mech-ში, დანარჩენი ორი კი - უფროს Gaming-სერიაში. vBIOS-ის ახალი ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ Radeon RX 5600 XT Gaming X ვიდეო ბარათში. თავდაპირველად მისთვის გამოცხადებული სიხშირეები ამგვარად გამოიყურებოდა: საბაზისო: 1235 მჰც, საშუალო გეიმინგ-სიხშირე - 1460 მჰც და მაქსიმალური Boost-სიხშირე - 1620 მჰც. განახლების შემდეგ მექანიკური აჩქარების გარეშე GPU-ის სიხშირეები ასეთი იქნება: საბაზისო სიხშირე - 1420 მჰც, საშუალო სიხშირე თამაშებში - 1615 მჰც, მაქსიმალური Boost-სიხშირე კი იქნება 1750 მჰც. ვიდეომეხსიერების ეფექტური სიხშირე - 12 გჰც - უცვლელი დარჩება. Radeon RX 5600 XT Gaming Z Gaming X Gaming Mech OC Mech საბაზისო სიხშირე _ იყო - 1235 მჰც / გახდა - 1420 მჰც 1185 მჰც 1235 მჰც 1130 მჰც გეიმინგ-სიხშირე 1615 მჰც იყო - 1460 მჰც / გახდა - 1615 მჰც 1420 მჰც 1460 მჰც 1375 მჰც Boost-სიხშირე 1750 მჰც იყო - 1620 მჰც / გახდა - 1750 მჰც 1600 მჰც 1620 მჰც 1560 მჰც მეხსიერების სიხშირე 14 გჰც 12 გჰც 12 გჰც 12 გჰც 12 გჰც MSI-ის დანარჩენ Radeon RX 5600 XT ვიდეო ბარათებს vBIOS-ის განახლება ჯერჯერობით არ აქვთ და გვთავაზობენ იმავე სიხშირეებს, რომლებიც თავიდანვე იყო გამოცხადებული. ამ დროისთვის უცნობია, გეგმავს MSI მათთვის განახლების გამოშვებას თუ მომხმარებლებს მათი მექანიკურად აჩქარება მოუწევთ. ცნობილია, რომ კომპანია MSI-მ შესაძლოა გამოუშვას ვიდეო ბარათი Radeon RX 5600 XT Gaming Z, რომელიც Gaming X მოდელებისგან განსხვავებული იქნება 14 გიგაჰერციანი მეხსიერებით. GPU-ის სიხშირე კი დიდი ალბათობით Radeon RX 5600 XT Gaming X-ის მსგავსი ექნება. https://3dnews.ru/1002042
  15. კანადის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ევროკავშირის, შვედეთისა და შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკებმა Bank for International Settlements (BIS) -თან შექმნეს ჯგუფი, რომლის მიზანია ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შესწავლა (Central Bank Digital Currency - CBDC). ფინანსური დაწესებულებები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას თავიანთ იურისდიქციებში CBDC-ის გამოყენების შესაძლო ვარიანტების შესახებ. გუნდის წევრები შეაფასებენ ცენტრალური ბანკის ეკონომიკურ, ფუნქციონალურ და ტექნიკურ დიზაინს, მის საზღვრებსგარე თავსებადობას, აგრეთვე ერთმანეთში გაცვლიან მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების შესახებ არსებულ ცოდნას. „გუნდი მჭიდრო კოორდინაციას გაუწევს შესაბამის ინსტიტუტებსა და ფორუმებს. კერძოდ, ფინანსური სტაბილურობის საბჭოსა და საგადახდო-საბაზრო ინფრასტრუქტურების კომიტეტს (CPMI)“ - აღნიშნულია პრეს-რელიზში. კვლევით ჯგუფს თავმჯდომარეობას გაუწევენ BIS-ის ინოვაციური ჰაბის ხელმძღვანელი ბენუა კიური და ინგლისის ბანკის მმართველის მოადგილე ჯონ კენლიფი. ეს უკანასკნელი ამჟამად CPMI-ს G-10 ჯგუფს ხელმძღვანელობს. ამ დრომდე ინგლისის ბანკი იაპონიის ბანკის მსგავსად უარყოფდა CBDC-ის გამოშვებასთან დაკავშირებულ გეგმებს. https://forklog.com/gruppa-vedushhih-mirovyh-tsentrobankov-izuchit-perspektivy-vypuska-tsifrovoj-valyuty/
  16. ბოლო პერიოდში, მომხმარებელთათვის თავიანთი პროცესორების უფრო მიმზიდველად ქცევის მიზნით Intel-ს ერთადერთი შესაძლებლობა აქვს- ფასის დაკლება. 2019 წლის ბოლოს მასიურად ორჯერ დაიწია ენთუზიასტებისთვის განკუთვნილი მაღალი წარმადობის Cascade Lake-X პროცესორების ღირებულებამ. თუმცა იმის თქმა არ ღირს, რომ ფასდაკლებამ მათ მიმზიდველობაზე გავლენა იქონია. პროცესორები ბევრად ჩამორჩება კონკურენტ „წითლებს“. ახლახანს გავრცელებული ცნობებით 2020 წლის მეორე ნახევრისთვის Intel-ი გეგმავს ფასდაკლებას დეკსტოპ პროცესორებზე. სამწუხაროდ, ტექნოლოგიური ინსაიდერები ჯერჯერობით ვერ ასახელებენ კონკრეტულ მოდელებს, რომელთაც ფასდაკლება შეეხება. თუმცა, ექსპერტების აზრით პირველ რიგში ესენი იქნება მეცხრე თაობის დეკსტოპ პროცესორები, რომლებიც არააქტუალურნი გახდებიან Intel-ის მეათე თაობის ჩიპების გამოსვლის შემდეგ. გაურკვეველია, რას იზამენ OEM მწარმოებლები უკვე მიღებული პროცესორების პარტიებით, შესაძლოა Intel-მა მოახდინოს მათთვის მოგების ვერმიღების კომპენსირება. ნებისმიერ შემთხვევაში, კონკურენციამ ხელი უნდა შეუწყოს მაღალი წარმადობის პროდუქტების გაიაფებას, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდება დიდი რაოდენობით მყიდველისთვის. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33234/ozhidaetsya-masshtabnoe-snizhenie-cen-na-processory-intel
  17. ინტერნეტ-წყაროები გვატყობინებენ, რომ მომდევნო ფლაგმანურ სმარტფონ Sony Xperia-ს ექნება ტექნიკური მახასიათებლების უნიკალური ნაკრები, რომელსაც არ ფლობს კომერციულ ბაზარზე ამჟამად არსებული არც ერთი სმარტფონი. ცნობილია, რომ არსებული მოწყობილობის წარდგენა შედგება 24 თებერვალს მობილური ინდუსტრიის გამოფენა Mobile World Congress (MWC) 2020-ზე ქ. ბარსელონაში. ცნობილია, რომ აღნიშული სმარტფონი მობილურ წარმოებაში იქნება პირველი, რომელსაც ექნება 4K ფორმატის დისპლეი და მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. გარდა ამისა, 4K პანელი პირველად მოგვევლინება Snapdragon 865 პროცესორთან ერთად. Თუკი, ამჟამად არსებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, დისპლეის ზომა 6.6 დუიმია დიაგონალზე, გვერდების შეფარდება - 21:9. ეკრანი OLED ტიპისაა და აქვს HDR მხარდაჭერა. 5G ქსელში მუშაობას უზრუნველყოფს მოდემი Snapdragon X55, რომელიც თავსებადია არაავტონომიურ (NSA) და ავტონომიურ (SA) არქიტექტურებთან. ცნობილია, რომ სმარტფონის კორპუსის უკანა ნაწილზე განთავსდება კამერა ოთხი მოდულით. მისი სავარაუდო კონფიგურაცია ამგვარია: ძირითადი სენსორი 48 ან 64 მეგაპიქსელით, 12-მეგაპიქსელიანი ბლოკი ფართოკუთხიანი ოპტიკით, 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო მოდული და ToF სენსორი. ჯერჯერობით უცნობია სმარტფონის ზუსტი დასახელება, ვერსიები სხვადასხვაა: - Xperia 1.1, Xperia 0 და Xperia 1 Premium. თუმცა, ცნობილია სმარტფონის ფასი, რომელიც - 850 აშშ დოლარიდან დაიწყება. https://3dnews.ru/1001938
  18. ბრიტანულმა კომპანია Proof of Trust-მა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) გასვლა. კომპანიას საკუთარი ტექნოლოგია გააჩნია და მას უწოდებს პირველ პროტოკოლს სმარტ-კონტრაქტებისა და ტრანზაქციების დაზღვევისთვის, რომლებიც ბლოკჩეინზე ხორციელდება. LSE-ზე გასვლის ზუსტი ვადებისა და ფინანსური ინფორმაციის დეტალების შესახებ კომპანიას ჯერჯერობით არაფერი გაუმხელია, თუმცა აღმასრულებელმა დირექტორმა დინ არმსტრონგმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც ტრადიციული ინვესტორები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ ამ ინოვაციურ პროექტში. Proof of Trust-ის პროტოკოლის მთავარი ელემენტია ალგორითმი, რომელიც ხელს უშლის შეთქმულების შესაძლებლობას. „Proof of Trust გთავაზობთ ინოვაციურ ალგორითმს, რომელიც მიმართულია შეთქმულების აღმოფხვრისკენ და უზრუნველყოფს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მეტად ეფექტურ გამოყენებას. ეს ხორციელდება იმ მონაცემთა ავთენტურობის გარანტიის ხარჯზე, რომლებიც გამოიყენება სმარტ-კონტრაქტების აღსრულებისას“ - აცხადებს კომპანია. Proof of Trust-ის წარმომადგენელთა თქმით კომპანია ფლობს საერთაშორისო პატენტებს პროტოკოლზე, ტექნოლოგიით კი უკვე დაინტერესდნენ საერთაშორისო მსხვილი კორპორაციები და სახელმწიფო ორგანოები. აგრეთვე ცნობილია, რომ პროტოკოლი უკვე წარუდგინეს „რამდენიმე პრემიერ-მინისტრს“. https://forklog.com/ispolzuyushhaya-smart-kontrakty-dlya-upravleniya-arbitrazhem-kompaniya-proof-of-trust-vyjdet-na-londonskuyu-fondovuyu-birzhu/
  19. გასულ წელს, ივლისის დასაწყისში ამერიკულმა კომპანია NVIDIA-მ დააანონსა დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი GeForce RTX SUPER სერიის გრაფიკული ამაჩქარებლები. პირველი მოდელები ბაზარზე გამოჩნდა პრემიერადან რამდენიმე კვირაში, სამი ახალი ბარათიდან უფროსი მოდელის გაყიდვა კი შედარებით გვიან დაიწყო. მიმდინარე წელს კალიფორნიული კომპანია გამოუშვებს მობილურ კომპიუტერებზე ორიენტირებულ SUPER-ხაზის მოწყობილობებს. ერთ-ერთმა მსგავსმა ვიდეო ბარათმა წარმადობის ტესტირება გაიარა Geekbench 4 ბენჩმარკზე. OpenCL-ტესტში წარმოდგენილი იყო მოწყობილობა Intel Core i9-10980HK პროცესორის ბაზაზე - 16 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და NVIDIA GeForce RTX 2080 SUPER Max-Q გრაფიკით. ტესტირების შედეგად ბარათმა მოაგროვა 235 183 ქულა. პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად ვიდეო ბარათს 8 გბ მეხსიერება და 48 გამომთვლელი ბლოკი აქვს, ე.ი. ნაკადური პროცესორების რაოდენობა 3072-ია. ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გავრცელდა ხმები, რომ კალიფორნიული კომპანია დააანონსებდა ოთხ SUPER-ვიდეო ბარათს. გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 2080 SUPER-ის პარალელურად კომპანია NVIDIA-მ ასევე შესაძლოა ასორტიმენტი გააფართოვოს GeForce RTX 2070 SUPER, GeForce RTX 2060 SUPER და GeForce GTX 1650 SUPER ადაპტერებით. დაუდასტურებელი ინფორმაციით ეს მოხდება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/33199/nvidia-gotovit-mobilnuju-versiju-videokarty-geforce-rtx-2080-super
  20. კომპანია ASUS-მა წარადგინა საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო აქსესუარი პერსონალური კომპიუტერებისთვის - სახელად ROG Bezel-Free Kit ABF01. იგი განკუთვნილია მიზნისთვის - დაფაროს რამდენიმე მონიტორის ჩარჩოები მათი ერთდროულად გამოყენების დროს. აქსესუარი გრძელი მართკუთხა ფორმისაა, დამზადებულია სპეციალური „ოპტიკური მიკროსტრუქტურებისგან“, რომლებიც სინათლეს იმგვარად გარდატეხენ, რომ გვერდიგვერდ მდგარი მონიტორების ჩარჩოები უხილავი ხდება. შედეგად ROG Bezel-Free Kit ABF01-ის მოხმარებისას მომხმარებელი მიიღებს სისტემას, რომელშიც რამდენიმე მონიტორი გამოიყურება ისე, როგორც ერთი დიდი პანელი. ROG Bezel-Free Kit ABF01 მოწყობილობის ნაკრები განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა სისტემა აღჭურვილია რამდენიმე 27-დუიმიანი მონიტორით, რომელთაც საკმაოდ წვრილი ჩარჩოები აქვთ, ან მიეკუთვნებიან „უჩარჩოო“ დიზაინის მქონე მონიტორების კატეგორიას. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებელს მოუწევს იდეალურად მიაწყოს მონიტორები ერთმანეთზე, რათა ისინი მჭიდროდ დამაგრდეს გვერდებით. აქსესუარი გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება კომპიუტერული თამაშების, კერძოდ შუთერებისა და სიმულატორების მოყვარულთათვის. იმ შემთხვევაში კი, თუკი კომპიუტერს უმეტესად საოფისე პროგრამებთან სამუშაოდ ან ვებ-გვერდების სანახავად იყენებთ, აქსესუარი შესაძლოა არ გამოგადგეთ, რადგანაც ROG Bezel-Free Kit ABF01 ნაწილობრივ მაინც ამახინჯებს გამოსახულებას. ამ დროისთვის კომპანია ASUS-ს არ განუცხადებია როდის გახდება ROG Bezel-Free Kit ABF01 ხელმისაწვდომი და რა ეღირება. https://3dnews.ru/1001866
  21. კრიპტო ტრეიდერი Michaël არ გამორიცხავს, რომ პირველმა კრიპტოვალუტამ უკვე დაიწყო სვლა 18 ათასდოლარიანი ნიშნულისკენ. მისი დაკვირვებით, ბაზრის დინამიკა იმ ვითარების მსგავსია, რომელიც 2016 წლის იანვარში ფიქსირდებოდა. „თუკი ეს ასეა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ წინ გველის სამი თვე Altcoin-ების დაუჯერებელი არასტაბილურობით BTC-ის ჰალვინგის წინა პერიოდში. ამ დროს მისი სამიზნე 18 ათასი აშშ დოლარი იქნება“ - ასეთ მოსაზრებას გვიზიარებს Crypto Michaël. იმისი თქმით ფასმა გადალახა მნიშვნელოვანი ნიშნული - 8600 აშშ დოლარი და წინააღმდეგობის უახლოესი დონე ამჟამად 9 ათასი აშშ დოლარია. „მისი გადალახვის შემდეგ მომდევნო მიზნები იქნება 9400 და 9900 აშშ დოლარი“ - აღნიშნა ანალიტიკოსმა. მეორე ცნობილი ექსპერტი - ჯოშ რეიჯერი დარწმუნებულია, რომ მალე მხარდაჭერის დონე გახდება 10 100 აშშ დოლარიანი ნიშნული, რომლის ირგვლივაც თავმოყრილი იქნება მნიშვნელოვანი მოცულობა. ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გავლის შემდეგ ციფრული ოქრო ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ Crypto Michaël-მა გამოხატა რწმენა იმის შესახებ, რომ Bitcoin მიაღწევდა 9500 აშშ დოლარიან მაჩვენებელს. https://forklog.com/tehanalitik-posle-nedolgogo-sezona-altkoinov-bitkoin-dostignet-18-000/
  22. ღია კოდის მქონე ოპერაციული სისტემების ხიბლია ის, რომ შესაძლებელია მათში იმ მაკომპლექტებლების შესახებ ცნობების აღმოჩენა, რომლებიც ბაზარზე რამდენიმე თვის შემდეგ გამოვა. Linux-ის კოდში, მაგალითად, AMD-ის სპეციალისტმა უკვე დანერგა პროცესორების Zen 3 არქიტექტურით მხარდაჭერა - ისინი ფიგურირებს დასახელებით - Family 19h. მიიჩნევა, რომ Zen 3 არქიტექტურის მქონე AMD-ის პირველი პროცესორები იქნება სერვერული EPYC პროცესორების Milan-თაობა, რომლებიც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გამოვა. ახალი Zen 3 არქიტექტურის პარალელურად ისინი შემოგვთავაზებენ 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გაუმჯობესებულ ვარიანტს, სადაც გამოყენებული იქნება ლითოგრაფია სუპერმყარი ულტრაიისფერი გამოსხივებით. მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო პროცესორები Zen 3 არქიტექტურით უნდა გამოვიდეს მიმდინარე წლის ბოლოს. მათი დებიუტი შესაძლოა დაემთხვეს ბაზარზე AMD-ის 600-სერიის ჩიპსეტების გამოსვლას, რომელიც წლის მეორე ნახევრისთვისაა ჩანიშნული. https://overclockers.ru/hardnews/show/101329/amd-nachinaet-vnedryat-podderzhku-zen-3-v-linux
  23. SpaceX-ის პილოტირებული მისიები მოახლოვდა: ილონ მასკის კომპანიამ სულ ახლახანს დაასრულა ადამიანების ორბიტაზე გაყვანის პროგრამის მნიშვნელოვანი ეტაპი. კომპანიამ წარმატებით განახორციელა რაკეტა Falcon 9-სგან Crew Dragon-ის ავარიული დაშორების გამოცდა. მიუხედავად არასაშტატო სიტუაციისა, პილოტირებული ხომალდი წარმატებით მოსცილდა რაკეტას და დაეშვა ატლანტის ოკეანეში. როგორც დაგეგმილი იყო, რაკეტა აფეთქდა კაფსულასთან განცალკევების შემდეგ მოკლე პერიოდში, რადგანაც მოულოდნელად შეიცვალა აეროდინამიკა და წნევა. გარკვეული დრო არის საჭირო იქამდე, სანამ SpaceX შეიტყობს სწორად დაეშვა თუ არა კაფსულა და „ცოცხლები“ გადარჩნენ თუ არა ორი ჰუმანოიდი-მანეკენი, რომლებიც კაფსულაში იმყოფებოდნენ. ეს გახლდათ ბოლო მნიშვნელოვანი გამოცდა მანამ, სანამ SpaceX შეძლებს აიყვანოს Crew Dragon-ის ბორტზე ადამიანები და წაიყვანოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ამ მოვლენის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მიახლოებითი პერიოდია 2020 წლის პირველი ნახევარი. ფაქტია, კომპანიამ შვებით ამოისუნთქა, რაც შეიტყო, რომ ხომალდის ტესტირების წინა პერიოდის სირთულეები არ არის უფრო სისტემური პრობლემების ნაწილი. https://3dnews.ru/1001782
  24. Bitcoin-მაინერებმა 2019 წელს საერთო ჯამში მიიღეს დაახლოებით 5 მლრდ აშშ დოლარი. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მცირეა - გვატყობინებს The Block. ხსენებულ შემოსავალში შევიდა 4.89 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო ბლოკის მოპოვებისთვის - 12.5 BTC თითოეულზე. საერთო თანხის დანარჩენი ნაწილი (დაახლოებით 146 მლნ აშშ დოლარი) უზრუნველყოფილ იქნა საკომისიო მოსაკრებლით. 2018 წელს მაინერების მიახლოებითი შემოსავალი 5.23 მლრდ აშშ დოლარი იყო, 2017 წელს - 3.19 მლრდ. გამომცემლობის ანალიტიკოსები განიხილავენ სხვადასხვა მახასიათებელს, გამომდინარე იქიდან, რომ მაინერები მაშინვე ყიდიან მოპოვებულ Bitcoin-ებს, თუმცა ეს ბოლომდე არ შეესაბამება რეალობას, რადგანაც ზოგი მათგანი მოპოვებული BTC-ს ნაწილს ინახავს ან ფიატში გადააქვს მოგვიანებით. მიმდინარე წელს, დაახლოებით მაისში, მოპოვებულ ბლოკზე ჯილდო ორჯერ შემცირდება - 6.25 BTC-მდე. თუკი Bitcoin-ის ფასი არ გაიზრდება ანალოგიურად, მაინერების შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება. კომპანია Fundstrat Global Advisors-ის ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ჰალვინგი ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული Bitcoin-ის ფასში და იგი მიმდინარე წელს 100%-ით გაიზრდება. https://forklog.com/predpolagaemyj-dohod-bitkoin-majnerov-za-proshlyj-god-sostavil-okolo-5-mlrd/
  25. გამოფენა CES 2020-ზე რესურს VentureBeat-თან ინტერვიუში კომპანია AMD-ის ტექნიკურმა დირექტორმა Mark Papermaster-მა ისაუბრა სხვადასხვა ხასიათის საკითხზე. როდესაც საუბარი შეეხო თვითმართვადი ავტომობილების სფეროს პროგრესს, მარკმა განაცხადა, რომ ტრანსპორტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების შექმნას იმაზე დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვლილი. კარგი სიახლე ის გახლავთ, რომ „სრული ავტოპილოტის“ შექმნას ავტომობილისგან სჭირდება გამომთვლელი შესაძლებლობები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება მონაცემთა დამუშავების ცენტრთან. AMD-ის სტრატეგიაში ეს საკითხი მეტად წარმატებით აღინიშნება. კომპანიისთვის ბაზრის ეს სეგმენტი ინტერესს იწვევს გრძელვადიან კონტექსტში და თუკი მის პროდუქტებზე საავტომობილო ინდუსტრიის მხრიდან მოთხოვნა გაიზრდება, AMD მზად არის წარადგინოს თავისი მიღწევები. https://overclockers.ru/hardnews/show/101320/amd-prismatrivaetsya-k-segmentu-sistem-avtopilota
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.