Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. 5 თებერვალს ორივე წამყვანმა კრიპტოვალუტამ დააფიქსირა 2020 წლის მაქსიმუმი. Bitcoin ავიდა 9600 აშშ დოლარს ზემოთ, Ethereum-ის კოტირებებმა კი 200 აშშ დოლარს გადააჭარბა (CoinGecko-ს მონაცემები). ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მესამე ციფრული აქტივ Ripple-ის XRP მონეტამაც განაახლა მაქსიმუმი კომპანიის ახალი პარტნიორობის ფონზე. ძველად CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ RSI-ს ინდიკატორის დაღმავალი ტრენდის გარღვევის შემთხვევაში მოხდება Bitcoin-ის რეტესტი 9600 აშშ დოლარის დონეზე. ასეთივე აზრს უჭერს მხარს რამდენიმე წამყვანი ანალიტიკოსიც. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პირველი კრიპტოვალუტა სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდება 9800 აშშ დოლარიანი ნიშნულის სიახლოვეს, ამ დონის გარღვევა გზას გაუხსნის ლოკალურ მაქსიმუმს დაახლოებით 13800 ან 17 ათასდოლარიანი ნიშნულისკენაც კი. სერვის Skew-ს ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მარტისა და ივნისის Bitcoin-ფიუჩერსების ფასმა 10 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. Ethereum-ისთვის 200 აშშ დოლარიანი ნიშნულის გადალახვა წინააღმდეგობის მნიშვნელოვან დონეს წარმოადგენს და იგი გზას გაუხსნის მონეტას 260 აშშ დოლარისკენ - მიიჩნევს ანალიტიკოსთა ნაწილი. შეგახსენებთ, ანალიტიკური კომპანია Fundstrat Global Advisors-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს Bitcoin-ის ფასი 100%-ით გაიზრდება. Fundstrat-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი კი თვლის, რომ ციფრული ოქროს ფასი ნახევარი წლის განმავლობაში 197%-ით მოიმატებს. https://forklog.com/bitkoin-obnovil-maksimum-tekushhego-goda-na-urovne-9600/
  2. Samsung-მა წარადგინა 2E მესამე თაობის მეხსიერების ახალი ჩიპი სახელწოდებით Flashbolt. 16 გიგაბაიტიანი HBM2E მოდული გამოყენებული იქნება სუპერკომპიუტერებში, რომლებიც განკუთვნილია დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიტიკური გამოთვლებისთვის, ის აგრეთვე გამოყენებას ჰპოვებს უახლეს გრაფიკულ გადაწყვეტილებებში. წინა მოდელ HBM2 Aquabolt-ს აქვს 8 გბ მოცულობის მეხსიერება და ახალ მოდულს ჩამორჩება წარმადობითა და ენერგოეფექტურობით. კომპანიის ოფიციალურ პრეს-რელიზში მოცემულია, რომ ორჯერ მეტი მოცულობა მიღწეულ იქნა მატრიცაზე DRAM-ჩიპის რვა ფენის ვერტიკალური განთავსებით, ტექნოპროცესი კი 10-ნანომეტრიანია. HBM2E მოდულები ერთმანეთთან დაკავშირებული 40 ათასზე მეტი სილიკონის ჭრილით. თითოეულ კრისტალზე მათი რაოდენობა 5600-ია. ახალი ტიპის ჩიპის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 3,2 გბიტ/წმ-ს, რისი რეალიზებაც შესაძლებელი გახდა სიგნალების გადაცემის სქემების ოპტიმიზაციის შედეგად. მაქსიმალური შესაძლო სიჩქარე 4.2 გბიტ/წმ შეადგენს. Samsung-ი არ აპირებს Aquabolt-ის გამოშვებაზე უარის თქმას უახლოეს მომავალში. Flashbolt ჩიპების მასიური წარმოება უახლოეს თვეებში დაიწყება. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/33599/kompaniya-samsung-predstavila-novyj-chip-vysokoproizvoditelnoj-pamyati-flashbolt-na-16-gb
  3. Intel-ის დისკრეტული DG1 ბარათების შესახებ პირველად ცნობები ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მონაცემთა ბაზაში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა. იანვარში ცნობილი გახდა, რომ Intel-ის შესაბამისი ვიდეო ბარათები უახლოეს დროში გავრცელდება მხოლოდ ანტრეპრენერებს შორის. ამჟამად კი ევრაზიის ეკონომიკურ კომისიაში გამოჩნდა DG1-ის კუთვნილი ახალი აქსესუარები. თებერვლის დასაწყისში მონაცემთა შესაბამის ბაზაში დაფიქსირდა ერთდროულად სამი პროდუქტი, რომლებიც Intel DG1-თანაა დაკავშირებული. ესენია: გარკვეული კომპლექტი ანტრეპრენერებისთვის, დასახელებით - DGD13KEF2B, იგი ფიგურირებს “pre-beta” სტატუსით, დანარჩენი ორი კომპლექტი - DGD14KEF1Q და DGD14KIM1Q კი კვალიფიკაციური ნიმუშის სტატუსს ატარებს. კონკრეტულად რა სახის პროდუქტებია, ჯერჯერობით უცნობია. ხსენებულ პროდუქტებზე ნუმერაციამ ოქტომბრის შემდეგ ევოლუცია განიცადა და „მზადყოფნის წინა სტადიიდან“ „კვალიფიკაციურ ნიმუშებამდე“ ეტაპს მიაღწია. ხსენებული თაობის პროდუქტი ბაზარზე უნდა გამოჩნდეს მიმდინარე წლის ბოლომდე, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საბოლოოდ ყველაფერი მობილური სეგმენტით შემოიფარგლოს. არაოფიციალური მონაცემების თანახმად, თავად კომპანიაშიც არ არის შეთანხმებული სტრატეგია Xe თაობის დისკრეტული და ინტეგრირებული გრაფიკის ერთდროულად ბაზარზე გამოსვლის შესახებ. https://3dnews.ru/1003051
  4. მანამ, სანამ 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულისკენ მოძრაობას განაახლებს, პირველი კრიპტოვალუტის ფასის მხარდაჭერის დონე 8867 აშშ დოლარი იქნება, დარწმუნებულნი არიან CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსები. ბოლო პერიოდში ბაზარზე კვლავ დათვური განწყობაა - BTC-ის ფასი მცირე ხნით ჩამოვიდა მხარდაჭერის საკვანძო ხაზს ქვემოთ 9188 აშშ დოლარიან ნიშნულზე, რაც ივნისის მაქსიმუმიდან იყო დაწყებული. სტატიის წერის მომენტში ციფრული ოქრო 9200 აშშ დოლარად იყიდებოდა (Bitstamp). CoinMarketCap-ის მონაცემებით, საშუალო კურსი დღის განმავლობაში 1.69% –ით შემცირდა. დღიური გრაფიკი BTC/USD-ის გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე, TradingView-სგან ორშაბათს ფასის მიხედვით ჩამოყალიბდა Dodge candle, რაც მოწმობდა გაურკვევლობასა და ტრენდის შემობრუნების მაღალ ალბათობას. გარდა ამისა, „სამხრეთით“ შემობრუნდა ხუთდღიანი მოძრავი შუალედი (MA). ასევე, განწყობის მოკლევადიან ცვლილებზე მიანიშნა MACD-ინდიკატორის ჰისტოგრამამ, რომლის მაჩვენებელი ნულის ქვემოთ დაეცა. ოთხსაათიანი გრაფიკი BTC/USD-ის გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე, TradingView-სგან შეინიშნება RSI-ს დათვური დივერგენცია 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულის წარუმატებელი შტურმის ფონზე. ამ ინდიკატორის მაჩვენებელმა უკვე მიაღწია დათვურ ტერიტორიას 50-იან ნიშნულს ქვემოთ. გარდა ამისა, პირველი დღე არაა, რაც MACD-ჰისტოგრამა წითლად ანათებს. ჯამში, ვითარება მიგვანიშნებს MA 200-სკენ ფასების დაცემაზე, რომელიც ამჟამად 8867 დოლარიან ნიშნულზეა. თუკი დინამიური წინააღმდეგობის ხაზი შენარჩუნდება და ამასთან RSI გაარღვევს დაღმავალ ტრენდს, ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით მოხდება 2020 წლის მაქსიმუმის რეტესტი 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულით. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო მხარდაჭერის დონე იქნება 8500 აშშ დოლარი, შემდეგ კი - 8000. https://forklog.com/tehanalitik-bitkoin-kratkosrochno-upadet-nizhe-9000-pered-prodolzheniem-rosta/
  5. გასულ თვეში CES გამოფენაზე Sony-მ წარადგინა 2020 წლის ტელევიზორების ხაზი. ამჟამად კი კომპანიამ გაასაჯაროვა X800H და X950H სერიებში შემავალი გარკვეული მოდელების ფასი. ესენია 4K Ultra HD HDR მოდელები და აქვთ Android TV-ს მხარდაჭერა Sony X1 პროცესორის ბაზაზე. ცნობილია აგრეთვე X800H სერიის ტელევიზორების ღირებულება. ესენი გახლავთ LED ტელევიზორები და მუშაობენ Sony X1 4K პროცესორის ბაზაზე. მათში გამოყენებულია Triluminos დისპლეი და შესაძლებელია მათი დაკავშირება Google Assistant-თან. X800H სერიის ტელევიზორების ფასები ასეთია: • 85-დუიმიანი (84,6”) - 2 699,99 $; • 75-დუიმიანი (74,5”) - 1 799,99 $; • 65-დუიმიანი (64,5”) - 1 199,99 $; • 55-დუიმიანი (54,6”) - 999,99 $; • 49-დუიმიანი (48,5”) - 749,99 %; • 43-დუიმიანი (42,5”) - 699,99 $. X950H სერიის ტელევიზორებში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Sony X1 Ultimate და ასევე Triluminos დისპლეი. გაეცანით ამ სერიის მოდელების ფასებს: • 85-დუიმიანი (84,6”) - 4 999,99 $; • 49-დუიმიანი (48,5”) - 1 199,99 $. X950H სერიაში შემავალი დანარჩენი მოდელების ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. Sony-მ უკვე დაიწყო ამ ტელევიზორებზე წინასწარი შეკვეთების მიღება ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ზე და ავტორიზებულ საცალო სავაჭრო ობიექტებში შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. https://overclockers.ru/blog/Pris/show/33574/sony-raskryla-ceny-na-televizory-2020-goda-4k-ultra-hd-hdr-model-43-stoit-vsego-700
  6. 2018 წელს ექვსწლიანი შესვენების შემდეგ AMD-მ განაახლა Scuderia Ferrari-ის ფინანსური მხარდაჭერა, ამჯერად კი დრო მოვიდა - მხარი დაუჭიროს ბოლო ექვსი სეზონის ჩემპიონს - Mercedes-AMG Petronas-ს. ერთობლივ პრეს-რელიზში პარტნიორებმა განაცხადეს, რომ თანამშრომლობის ფარგლებში AMD-ის ლოგოტიპი დაამშვენებს Mercedes-AMG Petronas-ის სარბოლო ბოლიდებს, პილოტებისა და პერსონალის ფორმებს, აგრეთვე დამახმარე აღჭურვილობას. გარდა ამისა, ტექნიკური სპეციალისტები აღჭურვილობაში მიიღებენ AMD EPYC სერვერულ პროცესორებსა და ლეპტოპებს Ryzen PRO მობილური პროცესორების ბაზაზე. ახალი სიმბოლიკით დატვირთული Mercedes-AMG Petronas-ის ბოლიდის პირველი გარბენა 14 თებერვალს შედგება. ეს არ გახლავთ AMD-ის პირველი ტექნიკური თანამშრომლობის შემთხვევა Formula 1-ის გუნდებთან. ზემოთხსენებული Scuderia Ferrari-ს გარდა 2018 წელს კომპანია Haas-ის ტექნიკურ სპეციალისტებს წვდომას აძლევდა სუპერკომპიუტერ Cray CS500-ზე, რომელიც აწყობილი იყო EPYC 700 პროცესორების ბაზაზე და განკუთვნილი გახლდათ აეროდინამიკის სფეროში გამოთვლებისთვის. Ferrari-სთან თანამშრომლობასაც დიდი ისტორია აქვს - პარტნიორები სუვენირებსაც კი უშვებდნენ. https://3dnews.ru/1002985
  7. Tron Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ახალ პროექტ MPC Torch-ის შესახებ დეტალებზე, რომელიც მომხმარებლების ანონიმურობაზე ორიენტირებული პროტოკოლი TRONZ-ის ნაწილია. ამ უკანასკნელს საფუძვლად უდევს ტექნოლოგია zk-SNARKS. ჯასტინ სანის სიტყვებით დღესდღეობით პროექტს უკვე შეუერთდა 20 ადამიანი და ამჯერად იგი მონაწილეობისთვის იწვევს ფართო საზოგადოებას. MPC Torch Project შემუშავებულია TRONZ-ის გუნდის მიერ, რომელიც მუშაობს ანონიმურობის ფუნქციის ინტეგრაციაზე TRON-ის მთავარ ქსელში. იანვარში ჯანტინ სანმა უკვე ისაუბრა ინიციატივის შესახებ და განაცხადა: „MPC Torch Project მოქმედებს ანონიმურობის ტექნოლოგია zk-SNARKS-თან ერთად ინტერნეტის გარდაქმნის მიზნით. საბოლოო მიზანია ამაღლდეს მთელი პროტოკოლის უსაფრთხოების დონე და წარმოდგენილ იქნას საიმედო პარამეტრების ნაკრები. TRON Foundation პირველია პრივატულობის სფეროში, იგი პროექტის ყველა მონაწილეს 100 აშშ დოლარით დააჯილდოვებს. ქომიუნითის ძალა ცალკეულ პირებშია, MPC Torch Project უფასოდ გადაეცემა მთელ კაცობრიობას“. ამჟამად ჯასტინ სანმა დაადასტურა თავისი პირვანდელი განცხადება და დაამატა, რომ დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ პროექტის დეტალებს გაეცნონ Github-ზე, აგრეთვე გააგზავნონ მონაწილეობის სურვილის შესახებ განაცხადი მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. პროექტის აღწერაში მითითებულია, რომ MPC (Multi-Party Computation) - ეს გახლავთ პრივატულობაზე ორიენტირებული ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ ერთობლივად გამოთვალონ ანონიმური საშუალებები ერთმანეთთან მათი გამოვლენის გარეშე და, შესაბამისად, უზრუნველყონ მონაცემთა მაქსიმალური უსაფრთხოება დეველოპერებისთვის. ინიციატივაში მონაწილეობისთვის მომხმარებლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ აღჭურვილობა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: CPU: Intel Core i5 (მეექვსე თაობა ან მის ზემოთ) ან მისი ეკვივალენტი; ОС: Linux (რეკომენდებულია)/macOS/Windows 7+ ; ოპერატიული მეხსიერება: 8 GB RAM; 500 GB მონაცემთა სანახი თავისუფალი სივრცე. შეგახსენებთ, რომ TRON-ის ქსელისთვის დაგეგმილი განახლებები ანონიმური ტრანზაქციების დამატებით ცნობილი გახდა გასული წლის გაზაფხულზე. დეკემბერში ჯასტინ სანმა გამოაცხადა, რომ პლატფორმა მზად არის აქტიური ტესტირების დასაწყებად. https://forklog.com/orientirovannyj-na-anonimnost-novyj-proekt-dzhastina-sana-obeshhaet-preobrazovat-internet/
  8. 2020 წელს უნდა გამოვიდეს დისკრეტული ვიდეო ბარათი Intel Xe DG1. თავდაპირველად ჩანდა, რომ იგი ბიუჯეტურ სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი და მოგვევლინებოდა, როგორც NVIDIA GeForce 1030-ის ანალოგი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვიდეო ბარათი მეტად იაფად გაიყიდება, რადგანაც მსგავსი ბარათების შეძენის მსურველთა რიცხვი არც ისე დიდია და ამგვარ პროდუქტზე რეალური მყიდველების პოვნა რთულია. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ Intel მუშაობს იდეაზე - გააერთიანოს ინტეგრირებული და დისკრეტული ვიდეო ბარათები, შედეგად კი უნდა გაიზარდოს სიჩქარე რეალურ თამაშებში. ამჟამად wccftech-ის ექსპერტები გვაცნობებენ, რომ ახალი ვიდეო ბარათი ბევრად სწრაფი იქნება AMD Vega სერიის 7-ნანომეტრიან გრაფიკულ ბარათებზე, რომლებიც ინტეგრირებულია Ryzen 4000 პროცესორებზე. მაგალითისთვის აღებულია მძლავრი 8-ბირთვიანი პროცესორი Ryzen 7 4800U, რომლის გრაფიკა 59%-ით სწრაფია 14-ნანომეტრიან Vega-ზე. მაშ ასე, დისკრეტული ბარათი DG1 მას 40%-ით აღემატება. ეს ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან მიღწევად, რადგანაც დისკრეტული და ინტეგრირებული გრაფიკის შედარება არასწორია. ექსპერტებს კი ამის ახსნა აქვთ. საქმე ის არის, რომ ჩვენ წინაშეა ინჟინრული ნიმუში, რომლის ტაქტის სიხშირეები აუცილებლად გაიზრდება. უფრო მეტიც, ვიდეო ბარათი მცირე ხანია რაც მოხვდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების ხელში ტესტირებებზე, ე.ი. იგი არ არის ოპტიმიზებული არსებულ პროგრამებზე. რამდენად სწრაფი იქნება Intel-ის ვიდეო ბარათი, უცნობია, თუმცა ის ფაქტი, რომ იგი მეტად პერსპექტიულად გამოიყურება, ეჭვს არავისში იწვევს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33549/videokarta-intel-xe-dg1-okazalas-znachitelno-bystree-7-nm-videokarty-amd-vega
  9. კომპანია GIGABYTE-მა გამოუშვა მონიტორი Aorus F127Q, რომელიც გათვლილია დესკტოპ გეიმინგ სისტემებში გამოსაყენებლად. პანელი დიაგონალზე 27 დუიმია. გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს, რაც QHD ფორმატს შეესაბამება. მონიტორს აქვს მაღალხარისხიანი IPS მატრიცა. რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 165 ჰერცი. თვალთახედვის კუთხეები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. მოწყობილობაში რეალიზებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync. იგი უზრუნველყოფს კადრების ცვლილების სინქრონიზაციას გრაფიკულ ბარათსა და დისპლეის შორის. შედეგად მაღლდება დინამიურობისა და სინქრონულობის დონე, შესაბამისად - თამაშის პროცესის ხარისხი. ხელმისაწვდომია ფუნქციები Picture-in-picture (PIP) და Picture-by-picture (PBP). სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების ფართო შესაძლებლობებს, შესაძლებელია ეკრანის გადაყვანა ალბომის რეჟიმიდან პორტრეტისაში. მონიტორში ხელმისაწვდომია ტექნოლოგია Black Equalizer, რომელიც პასუხისმგებელია გამოსახულების ჩაბნელებული სივრცეების ხილვადობის გაუმჯობესებაზე. GameAssist საშუალება გეიმერებს სთავაზობს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა სამიზნის ჯვარედინი მონიშვნა, ტაიმერი და კადრების მრიცხველი. Aorus F127Q მონიტორის შეძენა შესაძლებელია 500 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/1002896
  10. ინოვაციური ტექნოლოგიების გამო Bitcoin იმსახურებს გახდეს ყველა ინვესტორის პორტფელის ნაწილი - ამგავრი აზრი გამოთქვა Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ იუსკომ Heisenberg Capital-ის დამფუძნებელსა და ტელეწამყვან მაქს კაიზერთან ინტერვიუში. თავდაპირველად კაიზერმა აღნიშნა, რომ 1% BTC-ის ჩართვაც კი ინვესტორებს საშუალებას მისცემდა მნიშვნელოვნად აემაღლებინათ დივერსიფიცირებული პორტფელის შემოსავლიანობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „ეს დაუჯერებელია - აღნიშნა იუსკომ. - ავიღოთ ხუთი წლის წინანდელი არაკომერციული ორგანიზაციების აქტივების თუნდაც 1% - ეს იქნებოდა 6.7 მილიარდი აშშ დოლარი 670 მლრდ აშშ დოლარიდან. ავიღებთ ერთ პროცენტს, ნახევარს აქციებიდან და ნახევარს ობლიგაციებიდან და მიღებული 7.2%-ის ნაცვლად გამოგვივა 9.2% ან დამატებით კიდევ 200 საბაზისო პუნქტი. 7.2%-ს დამატებული 2% მშვენიერი ალფაა“. https://www.youtube.com/watch?v=O96tZjgiWwE იუსკომ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ბოლომდე გამოირიცხოს BTC-ის ნულამდე დაცემის ალბათობა. მეორე მხრივ, პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტირებისგან პოტენციური შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება შესაძლო ზარალს. ძველად იუსკომ Bitcoin-ი დაასახელა მომავალ რევოლუციურ ტექნოლოგიად და ქონების დაგროვების ყველაზე დიდ შესაძლებლობად. Morgan Creek-ის ხელმძღვანელმა ბაზრის წევრებს ასევე მოუწოდა გათავისუფლდნენ Amazon-ის „მკვდარი“ აქციებისგან და კონცენტრირდნენ მისი აზრით უფრო მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობაზე. https://forklog.com/glava-morgan-creek-bitkoin-dostoin-stat-chastyu-portfelya-lyubogo-investora/
  11. სავაჭრო ქსელების მონაცემებით გასული წლის დეკემბერში Intel-ისა და AMD-ის გაყიდვების მოცულობას შორის გარღვევა გაიზარდა. Intel-ის მხარეს დაფიქსირდა გაყიდული პროცესორების 82%, AMD კი წარმოდგენილი იყო 18%-იანი მაჩვენებლით. კომპანიის გულშემატკივრებს სჯერათ, რომ ლიზა სუს თავისი კომპანია გამარჯვებისკენ მიჰყავს და კონკურენცია Intel-ზე ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდება, თუმცა ამასთან დაკავშირებით დიდი ეჭვები არსებობს. Steam-ის ნოემბრის თვის სტატისტიკის მიხედვით Intel-ის მხარეს გეიმერების 79.5 % იყო, AMD-ს პროცესორებით კი გეიმერების 2.5-მა პროცენტმა ისარგებლა. ამჟამად კი, ხელმისაწვდომი გახდა იანვრის სტატისტიკა და ვნახოთ, რა შეიცვალა. Intel-ის წილი 79%-ია, AMD-ს კი 0.5%-ზე ოდნავ მეტი ხვდა წილად. ეს გახლავთ გლობალური სტატისტიკა ყველა ოპერაციულ სისტემაში. რაც შეეხება Windows-ის მომხმარებლებს, აქ ვითარება AMD-სთვის შედარებით უკეთესია: 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში Intel-ის წილი თითქმის 2%-ით შემცირდა. შესაბამისად, ამდენივეთი გაიზარდა AMD-ის წილი. შესაძლებელი იქნებოდა ამ ფაქტისთვის მცირე გამარჯვება გვეწოდებინა, თუმცა რეალურად 2%-იანი მატება მნიშვნელოვან ზრდას არ ნიშნავს. გეიმერები კვლავ მასიურად ყიდულობენ Intel-ის პროცესორებს და აიგნორებენ AMD-ს, მიუხედავად „წითლების“ ჩიპების მაღალი უნივერსალურობისა. ამ პრობლემას კომპანია ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33511/gejmery-prodolzhajut-otdavat-predpochtenie-processoram-intel-ignoriruya-proizvoditelnye-processory-amd
  12. კომპანია Samsung არწმუნებს Microsoft-ს - დაუმატოს Xbox-კონსოლებს მსხვილფორმატიანი მონიტორების მხარდაჭერა - გვაცნობებს რესურსი PCGamesN. ამის ხარჯზე კორეული კომპანია იმედოვნებს, რომ გააფართოვებს მონიტორების მომხმარებელთა ბაზას დესკტოპ კომპიუტერების ფარგლებს გარეთ. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას მსხვიფორმატიან მონიტორებს თავიანთი გეიმინგ დესკტოპ სისტემებისთვის. 21:9 და 32:9 სტანდარტების გვერდების შეფარდების მქონე დისპლეები სულ უფრო პოპულარული ხდება, პარალელურად იზრდება მათი გაფართოებაც: ხელმისაწვდომია მოდელები არა მარტო 1440p, არამედ 4K გაფართოებით. მსხვილფორმატიანი მონიტორების მზარდი პოპულარობა მარტივად აიხსნება: ისინი ჩაანაცვლებენ ორ ეკრანს და თანაც მომხმარებელს ექნება ერთიანი სრული პანელი ჩარჩოებით გაყოფილი ორი დისპლეის ნაცვლად. მსგავსი მონიტორების პოპულარობის ზრდასთან ერთად იმატებს მაღალი გაფართოების მხარდაჭერის მქონე თამაშების რიცხვიც, რომელთა შორის პლატფორმათშორისი თამაშებიცაა, თუმცა ამ ტიპის თამაშები გვთავაზობენ ზემაღალ გაფართოებას მხოლოდ პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილ ვერსიებში. არც Xbox One-ს, არც PlayStation 4-ს არ აქვს 16:9 ტიპის გვერდების შეფარდებაზე მაღალი სტანდარტის მონიტორების მხარდაჭერა სისტემურ დონეზე. რა საკვირველია, შესაძლებელია კონსოლებთან მსხვილფორმატიანი მონიტორის მიერთება, თუმცა უკეთეს შემთხვევაში მიიღებთ გამოსახულებას გვერდებზე მსხვილი შავი ზოლებით, უარეს შემთხვევაში კი - დამახინჯებულ გამოსახულებას. Samsung-მა გადაწყვიტა დაარწმუნოს Microsoft - დაამატოს მსხვილფორმატიანი მონიტორების მხარდაჭერა კონსოლებზე. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის წინ Samsung მუშაობდა Microsoft-თან ერთად სხვადასხვა თამაშში უმაღლესი გაფართოების დანერგვაზე, თუმცა მომხმარებლებამდე შედეგი არ მისულა. ამჟამად ეს საქმიანობა განახლდა, თუმცა ამ დროისთვის არ დაზუსტებულა ახალი მონიტორების მხარდაჭერას მიიღებენ აქტუალური Xbox One კონსოლები თუ ხსენებული ფუნქცია გამოჩნდება მხოლოდ ახალ Xbox Series X-ში. https://3dnews.ru/1002769
  13. კრიპტოსავალუტო კომპანია Coinbase ირლანდიაში აამოქმედებს ახალ კასტოდიალურ ქვეგანყოფილებას, რომელიც განკუთვნილია ევროპელი მომხმარებლების მომსახურებისთვის. პრეს-რელიზის თანახმად, Coinbase Custody International დუბლინში დაფუძნდება. კომპანიამ კასტოდიალური სერვისი Coinbase Custody აამოქმედა 2017 წელს ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისთვის. დღესდღეობით მის საცავებში არსებული კრიპტოსავალუტო აქტივების ღირებულება 7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამ ფაქტს ნაწილობრივ Xapo-ს შეძენამ შეუწყო ხელი. 2018 წლიდან Coinbase Custody უკვე ემსახურება ევროპელ მომხმარებლებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, შვეიცარიას, გერმანიასა და ნიდერლანდს. ევროპის ტერიტორიაზე ქვეგანყოფილების ამოქმედება უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ლოკალიზებული სახით ადგილობრივი პერსონალითა და კანონმდებლობის შესაბამისად - აღნიშნავს კომპანია. „ჩვენ ვთავაზობთ სერვისებს იმავე რეგიონიდან, სადაც მომხმარებლები იმყოფებიან. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ მათ მიიღონ მეტი იურიდიული და ნორმატიული გამჭვირვალობა“ - ნათქვამია პრეს-რელიზში. მომსახურების სპექტრის გაფართოების მიზნით კომპანია აპირებს დაამატოს დიდი რაოდენობით აქტივების მხარდაჭერა და აამოქმედოს ახალი ფუნქციები. https://forklog.com/coinbase-zapustit-novyj-kastodialnyj-biznes-v-evrope/
  14. ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება ინფორმაცია AMD-ის ფლაგმანური “Big Navi” ვიდეო ბარათის შესახებ. კომპანია ამტკიცებს, რომ ბარათი განკუთვნილი იქნება 4K თამაშებისთვის, რაც მილიონობით გეიმერს გაახარებს, რომლებიც შეზღუდულნი არიან მიმდინარე თაობის გრაფიკული ადაპტერების შესაძლებლობებით. საზოგადოება ელოდება ყველაზე მაღალი წარმადობის ვიდეო ბარათს AMD-სგან, თუმცა კომპანია NVIDIA როგორც ჩანს მისი გეგმისთვის ხელის შეშლას აპირებს. უახლესი ინფორმაციით NVIDIA გეგმავს 7-ნანომეტრიანი ვიდეო ბარათის გამოშვებას Turing-არქიტექტურის ბაზაზე. Ampere და Hopper შესანიშნავი ბარათები იქნება, თუმცა მათ გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, კონკურენტისთვის გზის მოჭრა და გადასწრება კი ახლავეა საჭირო. ინტერნეტ-წყაროები ამტკიცებენ, რომ NVIDIA-ს გეგმებში შედის GeForce RTX 2080 Ti SUPER ბარათის გამოშვება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ეს ვიდეო ბარათი ბევრად სწრაფი არ იქნება ამჟამად არსებულ მოდელზე, თუმცა შემოგვთავაზებს წარმადობის აუცილებელი მატების საშუალებას, რამაც შესაძლებელია “Big Navi”-ს სიმძლავრე გადაფაროს. ანალიტიკოსების აზრით ამგვარი მიდგომა იქნება არა მარტო ადვილი, არამედ იაფიც. უფრო მეტიც - გადაწყვეტილების წყალობით შესაძლებელი გახდება ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება, რაც დიდიწილად განსაზღვრავს კიდეც ფასს. ინტერნეტ-წყაროების მტკიცებით GeForce RTX 2080 Ti SUPER გამოვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33461/nvidia-gotovit-videokartu-geforce-rtx-2080-ti-super-na-baze-7-nm-tehprocessa-konkurenta-big-navi-ot-amd
  15. კომპანია Nintendo-მ წარადგინა Nintendo Switch ახალი დიზაინით თამაშ Animal Crossing: New Horizons-ის სტილში. სპეციალური გამოშვების კონსოლის გაყიდვა აშშ-ში 13 მარტიდან დაიწყება. Nintendo Switch-ის დიზაინი შთაგონებულია ახალი Animal Crossing: New Horizons-ით. Joy-Con კონტროლერები წარმოდგენილია მწვანე და ცისფერ ფერებში. უკანა მხარეს კონტროლერები თეთრია, ასეთივე ფერისაა სამაგრებიც. თეთრი ფერისაა კონსოლის დოკ-სადგური და გაფორმებულია თამაშის პერსონაჟების გამოსახულებით. გაყიდვაში ასევე გამოვა ორი განსაკუთრებული თემატიკის ქეისი. Animal Crossing: New Horizons - ეს გახლავთ სიმულატორი, რომელიც ასახავს თავისუფალი ცხოვრების პირობებს კუნძულზე. წინა ნაწილისგან განსხვავებით ახალი თამაში საშუალებას მოგცემთ დატკბეთ წყნარი და თანაბარზომიერი ცხოვრების სტილით, დაკავდეთ ხელოვნებით, მებაღეობითა და თევზაობით. შეძლებთ შეაგროვოთ რესურსები და დაამზადოთ ნივთები ან ინსტრუმენტები, ააგოთ საკუთარი სახლი და მოაწყოთ იგი ისე, როგორც მოგესურვებათ. გარდა ამისა, თამაშში იქნებიან პერსონაჟები, რომელთანც შეგეძლებათ კონტაქტი. Animal Crossing: New Horizons-ის მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი მოთამაშეებს საშუალებას მისცემს კუნძულზე მოეწყონ მაქსიმუმ რვა მოთამაშესთან ერთად. ამასთან, ერთ კუნძულზე მობინადრე ოთხ პირს შეეძლება ერთდროულად ითამაშოს ერთი კონსოლით, რვა მოთამაშე კი ისარგებლებს ქსელური ან ლოკალური მულტიფლეიერით. Animal Crossing: New Horizons კონსოლ Nintendo Switch-ზე 20 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. https://3dnews.ru/1002752
  16. კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა Zcash-ის ქომიუნითიმ ხმის მიცემით განსაზღვრა ქსელში მაინინგის ჯილდოების განაწილების ახალი სქემა. გადაწყვეტილების თანახმად მაინერები კვლავ მიიღებენ 80%-ს, მონეტის დეველოპერიკომპანია Electric Coin Company მიიღებს 7%-ს, ორგანიზაცია Zcash Foundation კი — 5%-ს. დანარჩენი 8% გადაეცემა გარე ანტრეპრენერებს გრანტის სახით. ფოტოს წყარო: The Block ჯილდოს განაწილების ახალი სტრუქტურა ძალაში შევა 2020 წლის ნოემბერში, თუკი Zcash Foundation და Electric Coin Company დაადასტურებენ ცვლილებებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს კრიპტოვალუტების ცნობილ წარმომადგენლებს შორის დავა იყო Zcash-ის ფასეულობის შესახებ. ცნობილი ტრეიდერი WhalePanda ვარაუდობდა, რომ პროექტი Zcash ჩავარდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ აქტივის კაპიტალიზაცია ჯერ კიდევ DOGE-ის ქვემოთ იყო ინვესტირების რაუნდის შემდეგ. https://forklog.com/soobshhestvo-zcash-progolosovalo-za-novyj-sposob-raspredeleniya-voznagrazhdenij-za-majning/
  17. მეათე თაობის Intel Core პროცესორების შესახებ ხმები პერიოდულად ვრცელდება. ინფორმაციის თანახმად, გველოდება მაღალი წარმადობის მონსტრები ათი ფიზიკური ბირთვით, რომელთა ტაქტის სიხშირე 5 გჰც-ია, TDP-ის დონე კი საკმაოდ მაღალი. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც ჩიპები იწარმოება მოძველებული 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ახალახანს ცნობილი გახდა ახალი პროცესორების გამოსვლის მიახლოებითი თარიღი. ინფორმაციის წყარო გახდა ცნობები Intel Z490 დედა დაფების გამოსვლის შესახებ. ინტერნეტ-წყაროები ამტკიცებენ, რომ დაფების გაყიდვა დაიწყება 2020 წლის მაისში. ცნობილია, რომ ახალ LGA 1200-ზე პროცესორების გამოშვება გამორიცხულია შესაბამისი დედა დაფების გარეშე. აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის მზად უნდა იყოს საკმაოდ ბევრი დაფა მასიური გამოშვებისთვის. Comet Lake LGA1200-ის მთავარი მახასიათებელი იქნება კვების მიწოდების გაუმჯობესებული სისტემა. გარდა ამისა, დედა დაფებს არ ექნება უკუთავსებადობა ამჟამად არსებული თაობის პროცესორებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა კომპანიამ უკვე დაამზადა დედა დაფების რამდენიმე ვარიანტი Intel Z490 ჩიპსეტზე, თუმცა ოფიციალური ანონსი ჯერ არ შემდგარა. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33453/stala-izvestna-data-nachala-prodazh-processorov-intel-core-10-go-pokoleniya
  18. გავრცელებული ცნობები, რომ ავტოკონცერნი General Motors (GM) წარადგენდა ბრენდ Hummer-ის ელექტრიზებულ პიკაპს, რეალობა აღმოჩნდა. კომპანიამ გამოუშვა სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც განკუთვნილი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალურ თამაშზე საჩვენებლად. ხსენებული ვიდეოთი ცნობილი ხდება, რომ დაგეგმილია ელექტრო ძრავის მქონე პიკაპ Hummer-ის პრეზენტაცია. ვიდეოს დევიზია „Quiet Revolution is coming“ („ჩუმი რევოლუცია იწყება“) და მასში ნაჩვენებია ახალი მოდელის გარკვეული მახასიათებლები. ელექტრო Hummer 0-დან 60 მილი/სთ სიჩქარეს (97 კმ/სთ) განავითარებს 3 წამში, ძრავის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას შეადგენს. ვიდეორგოლის თანახმად ელექტრო პიკაპ GMC Hummer-ის წარდგენა მოხდება 2020 წლის 20 მაისს დეტროიტში მდებარე General Motors-ის ქარხანაში, სადაც მიმდინარეობს კიდეც მანქანის აწყობა. აგრეთვე ცნობილია, რომ ახალი ელექტრომობილის შეძენა შესაძლებელი გახდება 2021 წლის შემოდგომიდან. ამრიგად, მოცემული მომენტისთვის უცნობია ელექტრომობილის გავლის მარაგი და მისი სხვა მახასიათებლები. თუმცა GMC-ის კომუნიკაციების მენეჯერმა Stuart Fowle-მა რესურს Electrek-ს განუცხადა: „გავლის მარაგი აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი იქნება სხვა დაანონსებულ ელექტრო პიკაპებთან შედარებით“. https://3dnews.ru/1002648
  19. Chainalysis-ის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დარქნეტში Bitcoin-ის გამოყენება, მათ შორის ნარკოტიკების შესყიდვისთვის, ზრდას აგრძელებს. კომპანიის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში დარქნეტ-ბაზრებზე განხორციელებული Bitcoin-გარიგებების მოცულობამ 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ვხედავთ დარქნეტ-მარკეტფლეისის შემოსავლების ზრდას. იგი განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული 2019 წლის პერიოდში, ერთი წლით ადრე კი უმნიშვნელო კლება შეიმჩნეოდა: თუმცა, Bitcoin-ისა და Altcoin-ების წილი ასეთ მარკეტფლეისებზე დიდი არ არის და 1 %-საც არ შეადგენს. მომდევნო გრაფიკზე ვხედავთ, რომ Bitcoin-ის წილი დარქნეტ-ბაზრებზე მიმდინარე ოპერაციებში ნელ-ნელა იზრდება, გაცილებით აქტიურად BTC გამოიყენება საქმიანობის ლეგალურ სფეროებში: Chainalysis-მა ხაზი გაუსვა, რომ დარქნეტში Bitcoin-ის აქტიურობაზე დიდ გავლენას არ ახდენს კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებები. ძველად კომპანიის მიერ გაკეთებული დასკვნის მიხედვით კრიპტოვალუტის მფლობელები ყველაზე ხშირად მიმართავენ სერვისებს პრივატულობის მიზნით და არა იმისთვის, რომ დამალონ არალეგალური შემოსავლები. https://forklog.com/chainalysis-populyarnost-bitkoina-v-darknete-prodolzhaet-rasti/
  20. ბაზარზე უამრავი მონიტორი არსებობს, რომელთა შორის გარკვევა და არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. ვებ-გვერდ techspot-ის ექსპერტები გვთავაზობენ თავიანთ არჩევანს მონიტორებში და გვთავაზობენ ერთ-ერთ მოდელს, რომელიც კარგი ვარიანტია როგორც რეგულარულად გეიმინგით დაკავებული პირებისთვის, ასევე მათთვის, ვინც პერიოდულად თამაშობს. პირველი, რაზეც ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ - ეს გახლავთ ეკრანის გაფართოება. მათი აზრით, 2020 წლისთვის მეტ-ნაკლებად ოპტიმალური გაფართოებაა 2К (1440р). მასზე დაბლა მდგომი ყველაფერი მორალურად დაძველდა თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მონიტორს ყიდულობთ მინიმუმ 3 წლის მანძილზე გამოყენებისთვის. ექსპერტები აგრეთვე ამტკიცებენ, რომ ამჟამად 27 დუიმზე ნაკლები დიაგონალის მქონე მონიტორის ყიდვა არ ღირს. საუკეთესო IPS:  LG 27GL850 27 Ultragear Nano IPS. 144 ჰერცი, 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და ბევრი სხვა მახასიათებელი მას უნივერსალურ მონიტორად აქცევს. მის ნაკლოვანებად შეიძლება დასახელდეს მხოლოდ მცირედით შავი ფერის არასრულყოფილება და კონტრასტულობის დაბალი დონე, თუმცა როგორც კი ეს მონიტორი თქვენი საკუთრება გახდება, მისი ნაკლოვანებების შესახებ დაგავიწყდებათ. საუკეთესო VA: LG 32GK650F QHD 32. ამ მონიტორის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია კონტრასტულობის მაღალი დონე და იდეალური შავი ფერი. გარდა ამისა, იგი IPS ანალოგებზე გაცილებით ნაკლები ღირს. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ წინაშეა არა 27-დუიმიანი მონიტორი, არამედ დიდი, 32-დუიმინი მოწყობილობა მთელი რიგი უპირატესობებით. მისი რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი - ეს შესანიშნავი მაჩვენებლებია, რაც გადამწყვეტია კარგი გეიმინგ მონიტორის შერჩევისას. საუკეთესო TN. HP Omen X 27 240 ჰც. თქვენს წინაშეა კიბერსპორტსმენის ნამდვილი ოცნება. 240 ჰერცი ყველაზე ხელმრუდე გეიმერსაც კი კარგ სნაიპერად აქცევს. ფასი არ გახლავთ იდეალური, თუმცა ამ მოდელში წარმოდგენილია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც მფლობელს უზრუნველყოფენ შესანიშნავი შეგრძნებებით ნებისმიერ თამაშში. საუკეთესო ბიუჯეტური IPS. Viewsonic VX2758-2KP-MHD 27. ეს მონიტორი საუკეთესო მოდელებს დიდად ვერ უტოლდება, თუმცა იგი გახლავთ ერთგვარი კომპრომისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეაბიჯოთ გეიმინგის სამყაროში მინიმალური ბიუჯეტით. ექსპერტების აზრით იგი ყველაზე ოპტიმალური მონიტორია. 320 აშშ დოლარი ფასის გათვალისწინებით ეს მონიტორი ბაზარზე არსებული საუკეთესო შემოთავაზებაა. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33434/luchshie-gejmerskie-monitory-v-2020-godu-po-versii-techspot
  21. კომპანია Tesla-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთლიანად ელექტრო ავტომობილ Model Y-ის მიწოდების პროცესი იმ ვადაზე ადრე დაიწყება, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. Model Y ქროსოვერის წარდგენა გასული წლის მარტში შედგა. ელექტრომობილი ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე მოდიფიკაციაში, რომელთა შორისაა Long Range და Performance ვარიანტები. ცნობილია, რომ შანხაიში მდებარე ქარხანა Gigafactory-ს ექსპლუატაციის წყალობით Tesla-მ შეძლო ახალი ავტომობილების წარმოების დაჩქარება ფრიმონტში არსებულ ობიექტში. საუბარი ეხება სწორედ Model Y ქროსოვერს. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ამ ელექტრომობილის მიწოდება დაიწყებოდა მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ზოგი ვერსიით კი - 2021 წლის დასაწყისში. ამჟამად კი ცნობილია, რომ მიწოდების დაწყება მიმდინარე კვარტალშივე იქნება შესაძლებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველი მომხმარებლები თავიანთ ელექტრომობილებს მარტში მიიღებენ. ამრიგად, მიწოდების გრაფიკი დაახლოებით ორი კვარტლით დაჩქარდა. აგრეთვე ცნობილი ხდება ისიც, რომ Model Y AWD ვერსიის მანძილის გავლის მარაგი 450-დან 505 კილომეტრამდე გაიზარდა, რაც აუცილებლად გაახარებს მომავალ მფლობელებს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს Tesla-მ გაყიდა 367 200 ელექტრომობილი მთელ მსოფლიოში, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 244 920 ერთეულს შეადგენდა. რაც შეეხება SpaceX-თან დაკავშირებულ სიახლეებს, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ორბიტაზე Starlink-თანამგზავრების მორიგი, მეოთხე პარტია წარმატებით გაუშვა. რაკეტა Falcon 9-ის გაშვება 60 თანამგზავრთან ერთად განხორციელდა 09:06 EST-ზე Space Launch Complex 40 (SLC-40) სასტარტო კომპლექსიდან, ფლორიდას შტატში მდებარე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბაზიდან. გაშვებიდან მცირე დროში მიკროთანამგზავრები უკვე ორბიტაზე იმყოფებოდნენ. მათი ჩათვლით ორბიტაზე ამჟამად კომპანიის 240 თანამგზავრი იმყოფება. SpaceX-ს მარეგულირებელი ორგანოებისგან ნება დართული აქვს გაუშვას 12 ათასი მიკროთანამგზავრი პროექტის ფარგლებში, რომელიც გულიხმობს პლანეტის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფას. კომპანიის გეგმაშია კიდევ 30 ათასი თანამგზავრის დამატება. https://3dnews.ru/1002572 https://3dnews.ru/1002543
  22. ადრე თუ გვიან არარეგულირებადი Bitcoin-ბირჟები მუშაობას შეწყვეტენ - ამგვარი მოსაზრება გამოთქვა კრიპტოსავალუტო პლატფორმა Bakkt-ის პრეზიდენტმა ადამ უატმა კომპანიის დახურულ ღონისძიებაზე თელ-ავივში - გვაცნობებს CryptoPotato. „დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ ოფშორულ ვაჭრობას ძალიან შეზღუდული KYC და AML ზომებით. რეგულატორები შენელებულად, თუმცა დაჟინებით მოქმედებენ. ისინი არ დაუშვებენ, რომ ასეთი ვითარება სამუდამოდ გაგრძელდეს, ”- თქვა მან. ამჟამად Bakkt გვთავაზობს ფიუჩერსულ კონტრაქტებსა და კასტოდიალურ სერვისებს კონკრეტულად მხოლოდ Bitcoin-ისთვის. კითხვაზე - გეგმავს თუ არა კომპანია სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერის დამატებას, პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა: „გვსურს, გვქონდეს იმ ყველაფრის შენახვის შესაძლებლობა, რაც ჩვენს მომხმარებლებს სურთ, რადგანაც ჩვენ წარმოვადგენთ ბიზნესს და მათ უნდა შევთავაზოთ მომსახურება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ICE (პლატფორმის ოპერატორი) წარადგენს ფიუჩერსებს ყველა კრიპტოაქტივზე? სავარაუდოდ, არა. ბევრ კრიპტოვალუტაზე ჯერ კიდევ გაურკვეველია, არიან ისინი ფასიანი ქაღალდები, ვალუტები თუ სავაჭრო საქონელი“. უაიტმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით Bakkt მსოფლიოში ერთადერთი რეგულირებადი Bitcoin-ბაზარია, აგრეთვე შეადარა პლატფორმის შემოთავაზება კომპანია Coinbase-ის კასტოდიალურ სერვისს, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც თავად გახლდათ წარსულში გარკვეული პერიოდის მანძილზე. „მე Coinbase-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი ვიყავი, ისინი კი თავიანთ სერვისს საცავსაც კი არ უწოდებდნენ. ეს იყო უბრალოდ პროდუქტი, რომელიც ვაჭრობის საშუალებას იძლეოდა“ - განაცხადა მან. https://forklog.com/prezident-bakkt-predskazal-ischeznovenie-nereguliruemyh-kriptovalyutnyh-birzh/
  23. ფინურმა ბრენდმა Nokia-მ 2017 წელს განაახლა სმარტფონების გამოშვება. სამი წლის განმავლობაში ლეგენდარული ბრენდის ასორტიმენტი სხვადასხვა საფასო კატეგორიის სამი ათეული ახალი მოდელით შეივსო. კომპანია ახალ მოწყობილობებს ორ გამოფენაზე უშვებს: IFA-სა და MWC-ზე. არც მიმდინარე წელი იქნება გამონაკლისი. როგორც ცნობილი გახდა, ბარსელონაში Mobile World Congress 2020 გამოფენაზე ბრენდი მინიმუმ სამ ახალ სმარტფონს წარადგენს. საუბარი ეხება დაბალბიუჯეტურ Nokia 5.2-სა და Nokia 1.3-ს, აგრეთვე კომპანიის პირველ 5G სმარტფონს, რომლის სახელწოდება იქნება Nokia 8.2 5G. მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მქონე მოდელი არ იქნება ფლაგმანური სეგმენტის მოწყობილობა. დიდი ალბათობით მას ექნება 7-ნანომეტრიანი მობილური პროცესორი Qualcomm Snapdragon 765G და MediaTek Dimensity 1000 ჩიპსეტი. Nokia 8.2 5G-ს დიზაინი Nokia 7.2 (იხ. ფოტოზე ქვემოთ) მოდელის სტილში იქნება წარმოდგენილი, თუმცა თითის ანაბეჭდის სკანერი უკანა პანელიდან გვერდით ნაწილზე გადავა. ბატარეის მოცულობა 3500 მა/სთ იქნება. საბაზისო მოდიფიკაციის სმარტფონს ექნება 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება. ამ მოდელის ფასი 500 აშშ დოლარი იქნება. აგრთვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია HMD Global-მა, რომელიც ბრენდ Nokia-ზე ფლობს უფლებებს, უარი განაცხადა იდეაზე - გამოსულიყო სმარტფონი 5G მხარდაჭერის გარეშე. Nokia 5.2 გარეგნულად Nokia 6.2-ის მსგავსი იქნება (იხ. ფოტოზე), რომლის წარდგენა მოხდა გასულ წელს გამოფენა IFA-ზე ბერლინში. სმარტფონს ექნება 6.2-დუიმიანი LCD პანელი და Snapdragon 632 პროცესორი. ძირითადი კამერა წარმოდგენილი იქნება ორი - 16 და 8 მეგაპიქსელიანი მოდულებით. სელფი კამერის გაფართოება 8 მეგაპიქსელია. სმარტფონის კვებას უზრუნველყოფს 3500 მა/სთ მოცულობის ბატარეა. საბაზისო კომპლექტაციის Nokia 5.2-ს ექნება 3 გბ ოპერატიული და 32 გბ ფლეშ-მეხსიერება, მისი ფასი იქნება 169 ევრო. უფროს მოდელს კი იქნება 4 გბ ოპერატიული და 63 გბ მუდმივი მეხსიერება. ამ მოდელის ფასი ჯერჯერობით უცნობია. სამი ახალი სმარტფონიდან ყველაზე მოკრძალებულ მოდელად მოგვევლინება Nokia 1.3. მას ექნება 6-დუიმიანი დისპლეი და კომპანია MediaTek-ის პროცესორი. ცალკრისტალიანი სისტემის ზუსტი მოდელი არ კონკრეტდება. არის ალბათობა, რომ Nokia 1.3 იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android Go Edition-ის ბაზაზე. სმარტფონს ექნება 1 გბ ოპერატიული და 8 გბ ინტეგრირებული მეხსიერება, ასევე 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. ეს მოდელი გაიყიდება 79 ევროდ. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/33393/nokia-gotovit-tri-smartfona-k-anonsu-na-mwc-2020
  24. როგორ ჩანს, კორონავირუსი უკვე იწყებს გავლენის მოხდენას მსოფლიო ინდუსტრიაზე. ჩინეთის ხელისუფლება იძულებულია მის გამო შეაჩეროს სხვადასხვა ქარხნის საქმიანობა, დასავლური კომპანიები კი ზღუდავენ თანამშრომლების ჩინეთში ვიზიტებს. იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს, ჩინეთის ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა გადაადგილებასა და ტვირთის გადაზიდვაზე, რათა სიტუაციაზე კონტროლი მოიპოვოს. ცხადია, მოცემული ვითარება ტექნოლოგიურ სექტორზეც აისახა. როგორც რესურსი Zerohedge იტყობინება, ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა Foxconn-ისა და Samsung-ის რამდენიმე ქარხანა დროებით გააჩეროს. ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ წარმოების შეჩერებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების პროვოცირება. რესურს MarketWatch-ის აზრით ჩინეთში წარმოების იძულებითი შეჩერებით შესაძლოა მოგება ამერიკულმა ჩიპების მწარმოებლებმა ნახონ. “ნებისმიერი გაურკვევლობა ან შეფერხება ნახევარგამტარი პროდუქციის წარმოება-მიწოდებისას ნეგატიურ გავლენას იქონიებს მომწოდებლებზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეპიდემიის მასშტაბები გაიზრდება, მოგებას ნახავენ ჩინეთის ფარგლებს გარეთ არსებული მეხსიერების მომწოდებლები, მაგალითად Micron, Western Digital და სხვები“ - აცხადებენ ანალიტიკოსები. რესურსი The Verge აცხადებს, რომ Facebook-მა, Razer-მა და LG-მ შეზღუდეს თანამშრომლების გამგზავრება ჩინეთში. როგორც Bloomberg წერს, ჩინეთიდან დაბრუნებულ Facebook-ის თანამშრომლებს გაეწიათ რეკომენდაცია - ჯერჯერობით სახლიდან იმუშაონ. რთულია ამ ეტაპზე ვივარაუდოთ, რამდენად სერიოზულად აისახება მოცემული ვითარება ინდუსტრიაზე, თუმცა კრიტიკული სიტუცია მიგვანიშნებს სამომავლო ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე. https://3dnews.ru/1002463
  25. თანამშრომელთა 85%-ზე მეტი კრიპტოვალუტების სივრცეში მუშაობს ისეთ კომპანიებში, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სამ ძირითად მიმართულებაზე: ბირჟები, წარმოება და მაინინგი. ასეთ ინფორმაციას გვაწვდის The Block. გამომაცემლობის ანალიტიკოსებმა Blockchain Association-ის დაკვეთით ჩაატარეს კვლევა ციფრული ვალუტების სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარების ტენდენციების შესწავლის მიზნით. ანგარიშის თანახმად სტარტაპების ახლად ამოქმედებული კლასტერიდან 2016 წლიდან დღემდე ინდუსტრია გაიზარდა იმდენად, რომ 20 ათას თანამშრომელს მოიცავს. დღესდღეობით მასში ირიცხება 48 კომპანია, რომელთა პერსონალი 100 ან მეტი პირისგან შედგება. უმსხვილესი დამსაქმებელი გახლავთ აზიური ბირჟა Huobi Global, რომელსაც მოსდევს კიდევ ორი - OKEx და Coinbase. ჯამში მოცემულ კატეგორიაში კომპანიებიდან 46% ბირჟაა, 29% კი - ანტრეპრენერ-კომპანიები. წყარო: The Block ინდუსტრიის უმსხვილეს დამსაქმებელთა მესამედი აშშ-შია დაფუძნებული. ლიდერი გახლავთ Coinbase, მეორე ადგილზე კი განთავსდა Ethereum-სტარტაპი ConsenSys. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ინდუსტრიის უმსხვილესი დამსაქმებელი გახლდათ მაინინგ-კომპანია Bitmain. https://forklog.com/issledovanie-bitkoin-birzhi-yavlyayutsya-krupnejshimi-rabotodatelyami-v-industrii/
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.