Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5935
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. Entertainment Software Association-მა მიმდინარე წელს გავრცელებული ვირუსის გამო გადადო გამოფენა Electronic Entertainment Expo. ღონისძიება უნდა გამართულიყო 9-11 ივნისს ლოს-ანჯელესში. ESA-ს განცხადება: „ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში მოქმედ ჩვენს წევრ კომპანიებთან, ჩვენს თაყვანისმცემლებთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან გულმოდგინე კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება E3 2020-ის გადადების შესახებ“. „COVID-19-თან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების გამო ჩავთვალეთ, რომ ეს იქნება საუკეთესო მეთოდი ასეთ გლობალურ უპრეცედენტო ვითარებაში მოქმედებისთვის“ - განაცხადეს ESA-ში. - ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ვერ შევძლებთ ამ ღონისძიების ჩატარებას, თუმცა ვიცით, რომ ეს გახლავთ სწორი გადაწყვეტილება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც დღესდღეობით ვფლობთ“. ამჟამად Entertainment Software Association გამოფენის მონაწილეებთან ერთად განიხილავს გამოფენის ონლაინ-ტრანსლაციის კოორდინირების ვარიანტებს, რათა მოხდეს სიახლეების დემონსტრირება 2020 წლის ივნისისთვის. https://3dnews.ru/1005718
  2. მიმდინარე წელს მოსალოდნელია ულტრაფართო 8K გაფართოების მქონე ტელევიზორების მიწოდების მოცულობის მკვეთრი ზრდა - გვაცნობებს რესურსი DigiTimes საწარმოო წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით. 8K ფორმატის პანელების გაფართოებაა 7680 × 4320 პიქსელი. ეს ოთხჯერ მეტია 4K-სთან (3840 × 2160) და თექვსმეტჯერ მეტი - Full HD (1920 × 1080) გაფართოებასთან შედარებით. 8K ფორმატის ტელევიზორები უკვე წარადგინა რამდენიმე კომპანიამ. მათ შორისაა Samsung Electronics, TCL, Sharp, LG Electronics და Sony. რა თქმა უნდა, ასეთი პანელების ფასი მეტად მაღალია. შეფასებების მიხედვით გასული წლის განმავლობაში გლობალური მასშტაბით მოხდა დაახლოებით 430 ათასი 8K ტელევიზორის მიწოდება. მიმდინარე წელს მოსალოდნელია პრაქტიკულად ხუთმაგი ზრდა: მოცულობამ 2 მლნ ერთეული უნდა შეადგინოს. 2022 წელს კი ბაზრის მოცულობა ანალიტიკოსების აზრით დაახლოებით 9.5 მლნ იქნება. 8K ფორმატის პანელებზე მოთხოვნის ზრდას ექსპერტების აზრით ხელს შეუწყობს რამდენიმე ფაქტორი. ესენი იქნება კლებადი ფასი, შესაბამისი მაღალი გაფართოების კონტენტის გამოჩენა და მეხუთე თაობის მობილური ქსელის განვითარება. https://3dnews.ru/1005689
  3. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა პოლ გოსარმა (Paul Gosar) შესწორება შეიტანა „2020 წლის კრიპტოვალუტების კანონპროექტში“. პირველად დოკუმენტში გამოჩნდა გადანაწილებული კრიპტო რეესტრის დეტალური განმარტება სმარტ-კონტრაქტებისა და კონსენსუსის სხვადასხვა ალგორითმის მოხსენიებით. ახალ ვერსიაში აგრეთვე გაჩნდა პუნქტი სადაზღვევო დეპოზიტარების შესახებ. ცვლილება შეეხო Stablecoin-ების მდგომარეობასაც: „ბანკი-კორესპონდენტის ხარჯზე სრული უზრუნველყოფა“ ჩანაცვლდა „სადაზღვევო დაწესებულებების მხრივ ინდივიდუალური უზრუნველყოფით“. ახალ ვერსიაში შენარჩუნდა ციფრული აქტივების სამ კატეგორიად დაყოფის პრინციპი. კრიპტოვალუტა განსაზღვრულია როგორც დოლარზე მიბმული ინსტრუმენტი, ან „სინთეზირებული დერივატივი ბლოკჩეინზე“. კრიპტოსავალუტო საბირჟო პროდუქტებში მოიაზრება ურთიერთჩანაცვლებადი ეკონომიკური პროდუქტები ან სერვისები ბლოკჩეინის ბაზაზე. კრიპტოსავალუტო ფასიან ქაღალდებს კი მიეკუთვნება ყველა სასესხო, წილობრივი და საწარმოო ბლოკჩეინ-ინსტრუმენტი. ამრიგად, Bitcoin უფრო საბირჟო პროდუქტი გამოდის და არა კრიპტოვალუტა. დოკუმენტის თანახმად კრიპტოვალუტის აღწერილობას Stablecoin Tether უფრო შეესაბამება. ამასთან, კანონპროექტში არ არის ნახსენები არაურთიერთჩანაცვლებადი (NFT) ტოკენები. ციფრული აქტივების ბაზრის საწყისი რეგულირება უნდა დაევალოს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიას (CFTC), აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC), აგრეთვე ხაზინის მდივანს, რომლებიც მოქმედებენ ფინანსურ დანაშაულთან მებრძოლი ქსელის (FinCEN) მეშვეობით. კანონპროექტის პირველი ვერსია გოსარმა გასული წლის დეკემბერში წარადგინა. 2020 წლის თებერვალში FinCEN-მა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განაცხადა, რომ მუშაობენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ახალ მარეგულირებელ მოთხოვნებზე. მარტის დასაწყისში შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროში შედგა შეხვედრა კრიპტოვალუტების სფეროს წარმომადგენლებსა და იურიდიული თანაფარდობის ექსპერტებს შორის, რათა განეხილათ ციფრული ვალუტების რეგულირების საკითხები. https://forklog.com/v-ssha-predlagayut-opredelit-bitkoin-kak-birzhevoj-tovar/
  4. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში საავტომობილო კრიზისი გამწვავდა კორონავირუსის გავრცელების გამო, კომპანია Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობა თებერვალში საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში Tesla-ს რეალიზაცია მკვეთრად დაეცა მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო ელექტრომობილების წარმოება შანხაის ქარხანაში. როგორც ჩინეთის მსუბუქი ავტომობილების ასოციაცია (China Passenger Car Association, CPCA) აცხადებს, ამერიკულმა კომპანიამ გასულ თვეში განახორციელა ჩინეთში 3958 ავტომობილის მიწოდება, რაც 400 ელექტრომობილით მეტია მის წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. ასოციაციის მონაცემების თანახმად თებერვალში Tesla-ს წილი ენერგიის ახალი წყაროს მქონე ავტომობილების ბაზარზე ჩინეთში დაახლოებით 30%-ს შეადგენდა. Tesla-მ დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ შანხაიში არსებულ ქარხანაში წარმოების პროცესი შეენარჩუნებინა კორონავირუსის გავრცელების ფონზე. ხსენებული ქარხანა ექსპლუატაციაში გასული წლის დეკემბერში შევიდა. ამჟამად კომპანია ეძებს საშუალებებს, რათა მოახდინოს ქვეყანაში გაყიდვების სტიმულირება მიუხედავად მზარდი კრიზისისა. https://3dnews.ru/1005606
  5. ქრაუდფანდინგის პლატფორმა Kickstarter-ზე წარმატებით დებიუტირებს პორტატული მონიტორი AirView-ს პროექტი, რომელიც განკუთვნილია ლეპტოპებსა და სმარტფონებთან გამოყენებისთვის. მოწყობილობით შესაძლებელია სიგნალის წყაროსთან მონაცემთა გაცვლა უსადენო და სადენიანი კავშირით. კერძოდ, ხელმისაწვდომია Wi-Fi 5 ადაპტერი, რომელიც მოქმედებს 2.4-და 5 გჰც სიხშირულ დიაპაზონში. მონიტორში წარმოდგენილია Miracast და AirPlay მხარდაჭერა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია HDMI და USB Type-C ინტერფეისები. მონიტორს აქვს ინტეგრირებული სტერეოდინამიკები და ყურსასმენის 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. კვებას უზრუნველყოფს 10 500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც დაახლოებით 4 საათს ძლებს. AirView გამოვა ორ მოდიფიკაციად - 15.6-და 13.3-დუიმიანი მოდელები. ორივე მათგანს ექნება 1920 × 1080 პიქსელი გაფართოება (Full HD ფორმატი), კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი. მხარდაჭერილია სენსორული მართვა. უფროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2 . მხარდაჭერილია 98%-იანი sRGB ფერთა გამა. მოწყობილობა იწონის 1080 გრამს, მისი ზომებია 352 × 228 × 9,4 მმ. უმცროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელი 300 კდ/მ2 -ს შეადგენს. sRGB ფერთა გამა 100%-იანია. ამ ვერსიის ზომა 310 × 200 × 9,4 მილიმეტრია, წონა - 850 გრამი. მონიტორის ფასი 330 აშშ დოლარიდან იწყება. შეკვეთების მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის მაისიდან. https://3dnews.ru/1005605
  6. საფრანგეთის ქალაქ Nanterre-ის კომერციულმა სასამართლომ Bitcoin აღიარა კონვერტირებად არამატერიალურ აქტივად და არსობრივად იგი ფიატურ ვალუტას გაუტოლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 26 თებერვალს, თუმცა მის შესახებ ცნობილი მხოლოდ ამჟამად გახდა. როგორც გამომცემლობა Les Echos გვაცნობებს, რომ პრეცედენტი მოხდა ფრანგულ კრიპტოსავალუტო ბირჟა Paymium-სა და ბრიტანულ საინვესტიციო კომპანია BitSpread-ს შორის დავის დროს. 2014 წელს Paymium-მა BitSpread-ს ასესხა 1000 BTC. თუმცა 2017 წლის აგვისტოს ჰარდფორკის შემდეგ კრიპტოვალუტის ყველ მფლობელმა მიიღო Bitcoin Cash 1:1 შეფარებით. იმის გასარკვევად, ვალდებული იყო თუ არა მსესხებელი დაებრუნებინა თანხა BCH-ით, Paymium-მა სასამართლოს მიმართა. სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლებრივი ბუნებით ეს გახლავთ ურთიერთჩანაცვლებადი აქტივი და მასზე, ისევე როგორც ფიატურ ფულზე, ვრცელდება კრედიტირების საერთო პრინციპები: „აქტივზე უფლება ხელშეკრულების ხანგრძლივობის განმავლობაში რჩება მსესხებელს. BCH ეკუთვნის მსესხებელს ისევე, როგორც დივიდენდები აქციონერს. ” კომპანია Kramer & Levin-ის ადვოკატი თვლის, რომ კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს Bitcoin-ის, როგორც ფულის გამოყენებას და მოახდენს საფრანგეთის ტერიტორიაზე Bitcoin-ით განხორციელებული ოპერაციების ზრდის სტიმულირებას. ასევე შეგახსენებთ, რომ გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ უკვე აღიარა კრიპტოვალუტები ფინანსურ ინსტრუმენტად. https://forklog.com/sud-vo-frantsii-priznal-bitkoin-dengami/
  7. მომდევნო თაობის Sony PlayStation 5 და Microsoft Xbox Series X გეიმინგ-კონსოლები 2020 წლის წინასაახალწლო-საშობაო დღესასწაულის პერიოდში უნდა გამოვიდეს. ანალიტიკოსები შიშობენ კორონავირუსის ეპიდემიის გამო კონსოლების მაკომპლექტებლების მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად Sony და Microsoft არ წყვეტენ სარეკლამო კამპანიებს და გვაცნობენ ახალ დეტალებს თავიანთი სამომავლო კონსოლების შესახებ. ამჯერად Sony-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრზე, როგორიცაა Texel density. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს გახლავთ მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს ტექსტურის ზომას 3D მოდელის გაბარიტებთან მიმართებაში. რაც უფრო მაღალია ეს შეფარდება, მით მეტია სიმჭიდროვე და შესაბამისად უკეთესია გამოსახულების ხარისხი. ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მაღალია Texel density-ის მაჩვენებელი, მით უკეთესი ხარისხით აისახება თამაშები მონიტორზე. გარდა ამისა, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით აქტუალურია 4K გაფართოებისთვის, რაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება დროთა განმავლობაში. Sony-ს წარმომადგენელმა დააკონკრეტა, რომ Texel density-ის მაჩვენებელი ახალ გეიმინგ-კონსოლში არანაკლებ 4096px/m-ს შეადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მახასიათებელი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება RayTracing-თან ერთად. გეიმინგ-დეველოპერებმა უკვე მიიღეს PlayStation 5-ის პროტოტიპები. მათი თქმით პერსპექტივები, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს, უბრალოდ დაუჯერებელია. Texel density-ის მაღალი სიმჭიდროვე დეველოპერებს საშუალებას მისცემს წარმოადგინონ ფოტორეალისტურობის ისეთი არნახული დონე, რომელზეც ამ დრომდე ოცნებაც წარმოუდგენელი იყო. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/34361/sony-playstation-5-poluchit-odnu-iz-samyh-ozhidaemyh-funkcij-kotoraya-dolgoe-vremya-byla-prerogativoj-obladatelej-videokarty-geforce-rtx-3080-ti
  8. კორპორაცია Intel-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ორი მცირე ფორმ-ფაქტორის მქონე ახალი კომპიუტერის აღწერა - ესენი გახლავთ Next Unit of Computing (NUC) მოწყობილობები Bean Canyon Lite სერიიდან. კერძოდ, დაანონსდა მოდელები NUC8i3BEHS და NUC8i5BEHS. მათში გამოყენებულია პროცესორები Core i3-8140U და Core i5-8260U, რომელთა წარდგენა ჯერჯერობით არ მომხდარა. დასახელებული ჩიპებიდან პირველი შეიცავს ორ ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ინსტრუქციიის ოთხი ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 2.1-დან 3.9 გჰც-მდე. მეორე პროცესორში მოცემულია ოთხი ბირთვი (რვა ნაკადამდე) სიხშირით - 1.6-დან 3.9 გჰც-მდე. ჩიპების შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD Graphics 620. TDP-ის დონე 15 ვატია. მინი-კომპიუტერებში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 64 გბ-მდე DDR4-2400 ტიპის ოპერატიული მეხსიერება ორი SO-DIMM მოდულის სახით. კორპუსში ხელმისაწვდომია სივრცე ერთი 2.5-დუიმიანი SSD-სთვის. გარდა ამისა, შესაძლებელია М.2 მოდულის გამოყენება. უსადენო კავშირებისთვის ხელმისაწვდომია კონტროლერები Intel Wireless-AC 9560 და Bluetooth 5.0. სადენიანი კავშირი ხორციელდება Intel Ethernet I219-V ადაპტერის მეშვეობით. ხელმისაწვდომ ინტერფეისებს შორისაა პორტები USB 3.1 Gen2, USB Type-C, HDMI 2.0a. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინფრაწითელი სენსორი. მოწყობილობა თავსებადია ოპერაციულ სისტემა Windows 10-თან. https://3dnews.ru/1005450
  9. Bitcoin და Ethereum მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცნენ Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის, Brad Garlinghouse-ის მხრიდან, რომელმაც გააკრიტიკა ამ კრიპტოვალუტების მაინინგზე დახარჯული ენერგია და გამოყოფილი ნარჩენები. „Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაინინგის ენერგომოხმარება - ეს უზარმაზარ ხარჯებს ნიშნავს. აბსოლუტურად არ არსებობს არანაირი სტიმული, რომ მათ პასუხი მოვთხოვოთ დანატოვარ ნახშირორჟანგზე. გაუგებარია, რატომ არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში გლობალური კლიმატური კრიზისის პირობებში“ - დაწერა მან. Garlinghouse-ის განცხადება წარმოადგენს ბლოკჩეინ-ექსპერტ ალექს დე ფრისის მცირეხნისწინანდელი კვლევის პასუხს. კვლევის თანახმად Bitcoin-ის წლიური ენერგომოხმარება (77,78 ტერავატი-საათში) აღემატება მთლიანი ჩილეს ანალოგიურ მაჩვენებელს, BTC-ის ერთი ტრანზაქციის შედეგად კი გამოიყოფა იმაზე უფრო მეტი ნახშირორჟანგი, ვიდრე საგადახდო ქსელ Visa-ს მიერ განხორციელებული 780 650 ტრანზაქციის შემთხვევაში. Ethereum, რომლის მაჩვენებელი საათში 8 ტერავატს არ აღემატება, კვლევის მასალებში ნახსენები არ არის, თუმცა მასაც შეეხო Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის კრიტიკა. ლოგიკურია დავუშვათ, რომ ასეთი ფორმით Brad Garlinghouse საკუთარ XRP ვალუტას არეკლამებს, რომელიც პრემაინითაა ემისირებული. ამასთან, სწორედ ეს ასპექტია მოხსენიებული, როგორც Ripple-ის ქსელის ცენტრალიზაციის ერთ-ერთი მტკიცებულება. ძველად Garlinghouse-მა აღიარა, რომ XRP ციფრული მონეტების გაყიდვა წარმოადგენს fintech-კომპანიის მოგების მნიშვნელოვან წილს. https://forklog.com/ceo-ripple-osudil-bitkoin-i-ethereum-za-neekologichnyj-majning/
  10. უკვე დიდი ხანია რამდენიმე კომპანია ამტკიცებს, რომ მალე შეიცვლება პარადიგმები სერვერების ბაზარზე. მათი თქმით ARM-პროცესორები შესაძლოა ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევა გახდეს და სამუდამოდ შეცვალოს მრავალბირთვიანი სისტემების წყობა. ამჯერად ბაზარზე მოქმედი ერთ-ერთი დიდი სტარტაპი Ampere წარმოგვიდგენს საკუთარ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ სერვერების ბაზრის დიდ ნაწილს Intel-ის პროცესორები იკავებს, Ampere-მ განაცხადა, რომ თავის კონკურენტად უპირველეს ყოვლისა AMD EPYC Rom ჩიპებს მიიჩნევს. ახალი 80-ბირთვიანი პროცესორი Ampere Altra დაფუძნებულია TSMC-ის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და აქვს მხოლოდ 210 ვტ ენერგომოხმარება, იგი კონკურენტულ ბრძოლას უცხადებს ტრადიციულ x86-ჩიპებს. გადამწყვეტ მახასიათებლებს შორისაა 3 გჰც სიხშირე და მრავალნაკადიანობის არარსებობა, რომელიც პოტენციური საფრთხის ქვეშ აყენებდა კორპორატიული მომხმარებლების მონაცემებს. სისტემაში შესაძლებელია განთავსდეს 4 ტერაბაიტამდე მოცულობის რვაარხიანი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება 200 გბიტ/წმ სიჩქარით. მხარდაჭერილია უახლესი 128-სალტიანი PCIe 4.0 ერთ სოკეტ-სერვერზე და 192-სალტიანი - ორ სოკეტზე. Ampere აცხადებს, რომ ამჟამად მოწინავე პოზიციებს იკავებს ბაზარზე ბირთვის მოხმარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, მხოლოდ მას შეუძლია წარადგინოს პროცესორების ყველაზე მაღალი სიმჭიდროვე ერთ ფირფიტაზე და უზრუნველყოს 3500 ჩიპის განთავსება. Ampere ამტკიცებს, რომ მისი ჩიპები მნიშვნელოვნად უსწრებს Intel 8280-ს და AMD EPYC 7742-ის პარიტეტულია. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/34226/novye-chipy-ampere-poluchat-80-yader-7-nm-tehprocess-i-potreblenie-vsego-210-vt
  11. კომპანია Lenovo-მ ისაუბრა გეიმინგ სმარტფონ Legion-ის დეტალებზე, სმარტფონის ანონსი უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. ინფორმაცია გაასაჯაროვა Lenovo China Mobile-ის გენერალურმა დირექტორმა Chen Jin-მა. Lenovo-ს ხელმძღვანელის თქმით, მოწყობილობას გაგრილების უნიკალური სისტემა ექნება. დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა კომპანია ამტკიცებს, რომ მოწინავე გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მთელ რიგ უპირატესობას იმ ტექნოლოგიებთან შედარებით, რომლებიც გამოყენებულია სხვა კომპანიების გეიმინგ სმარტფონებში. ცნობილია, რომ Legion-ს ექნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 865, რომელიც შეიცავს რვა Kryo 585 ბირთვს 2.84 გჰც სიხშირითა და გრაფიკულ კონტოლერ Adreno 650-ს. ამ დრომდე უკვე ცნობილი იყო, რომ ახალ გეიმინგ სმარტფონში გათვალისწინებული იქნება 55 ვატზე მეტი სიმძლავრის სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ბატარეის მოცულობა დიდი ალბათობით არანაკლებ 4000 მა/სთ იქნება. სმარტფონ Lenovo Legion-ის ოფიციალური პრეზენტაცია მარტის ბოლოს შედგება, მისი ფასი დიდი ალბათობით 500 აშშ დოლარს გადააჭარბებს. https://3dnews.ru/1005208
  12. დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომია 7014 Bitcoin-ბანკომატი, რასაც მოწმობს Coin ATM Radar-ის ცნობები. Bitcoin-АТМ განთავსებულია მსოფლიოს 75 ქვეყანაში. ჯამში სულ არსებობს ამგვარი მოწყობილობების 42 მწარმოებელი კომპანია. Bitcoin-ბანკომატების რიცხვის ზრდის დინამიკა მსოფლიოში ქვემოთ მოცემულ რუკაზე ვხედავთ, რომ Bitcoin-ბანკომატები ყველაზე მეტად შეერთებული შტატების ტერიტორიაზეა კონცენტრირებული: Genesis Coin დღესდღეობით Bitcoin-АТМ-ების უმსხვილესი მწარმოებელია. მისი მოწყობილობები განთავსებულია 2348 ლოკაციაზე. შგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მსოფლიოში აღრიცხული იყო 6 ათასი Bitcoin-ATM. ამრიგად, ნახევარ წელზე ნაკლებ პერიოდში ამ მოწყობილობების რიცხობრივმა ზრდამ 16% შეადგინა. https://forklog.com/v-mire-ustanovleno-bolee-7000-bitkoin-bankomatov/
  13. Morgan Stanley-ს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე გამოცხადდა მოსაზრება, რომ რობოტიზებული ტაქსები საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე უფრო ადრე გამოვა, ვიდრე სამომხმარებლო ავტონომიური მანქანები. კომპანია NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა Colette Kress-მა ამავე კონფერენციაზე განაცხადა, რომ საავტომობილო მიმართულებიდან შემოსავლის მიღებას მისი კომპანია რამდენიმე წელში შეძლებს - მას მერე, რაც გამოვა SAE კლასიფიკაციის მიხედვით „2+“ დონის სისტემის მქონე ავტომობილები და მთლიანად ავტომატური ტაქსები. ამავე დროს შეგახსენებთ, Intel-ის გენერალურმა დირექტორმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ მთლიანად ავტომატიზებული მართვის სისტემის მქონე სერიული ავტომობილების გამოსვლა შეუძლებელია 2025-2030 წლამდე. NVIDIA კი, როგორც ჩანს, მსგავს მანქანებში თავისი კომპონენტების დანერგვას გაცილებით ადრე ვადაში ელოდება. Intel-ის ფინანსური დირექტორის კომენტარებიდან გამომდინარე შესაძლებელია ითქვას, რომ Mobileye-ბაზარი სწრაფად იზრდება, მისი პროდუქცია უკვე ფაქტობრივად სტანდარტად იქცა ADAS-სისტემების სამყაროში. იერუსალიმის ქუჩებში გამოცდილი პროტოტიპები წარმატებულად ერწყმის ადგილობრივ ტრაფიკს, თვითმხილველი ჟურნალისტები Intel-ის წარმოამდგენლებს გამოუტყდნენ კიდეც, რომ მოგზაურობის ბოლოსკენ მოიწყინეს. როგორც დევისი ამტკიცებს, ავტოპილოტირების სისტემის შემქმნელებისთვის ამაზე კარგი კომპლიმენტი არ არსებობს. https://overclockers.ru/hardnews/show/102048/vyruchku-ot-realizacii-komponentov-dlya-avtomaticheskih-taksi-nvidia-nachnet-poluchat-cherez-paru-let
  14. წინასწარი შეკვეთების გასაფორმებლად უკვე ხელმისაწვდომია უჩვეულო დიზაინის კლავიატურა Mountain Everest, რომელიც პირველ რიგში განკუთვნილია ვიდეოთამაშების მოყვარულთათვის. ახალი კლავიატურის გასაყიდი ფასი დაახლოებით 90 აშშ დოლარია. მოწყობილობის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი მოდულური კონსტრუქციაა. საბაზისო მოდიფიკაცია Core Version გახლავთ კომპაქტური კლავიატურა, რომელსაც არ აქვს ციფრული ღილაკების ბლოკი მარჯვენა ნაწილში. Max Version ვარიანტის შეძენისას კი მომხმარებლის განკარგულებაში იქნება დამატებითი დაკავშირებადი მოდულები, კერძოდ, ეს გახლავთ ციფრული ღილაკების ბლოკი. ამასთან, კლავიატურის ზედა ნაწილში განთავსებულია რეგულირებადი ღილაკები მინი-დისპლეებით. გარდა ამისა, შესაძლებელია კლავიატურას დაუკავშირდეს Display Dial ეკრანის მქონე მულტიმედია ბლოკი Media Dock, რომელიც მართვის რგოლის ფუნქციას ასრულებს. და ბოლოს, მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ ხელის მტევნის კომფორტულად განთავსების საშუალებით - Magnetic Palm Rest. კლავიატურას აქვს მრავალფეროვანი განათების მქონე მექანიკური გადამრთველები Cherry MX. ფუნქცია Full USB N-Key Rollover უზრუნველყოფს რამდენიმე ღილაკზე ერთდროულად დაჭერის კორექტულ ამოცნობას. სხვა მახასიათებლებს შორის შეგვიძლია ვახსენოთ USB 3.2 Gen 1 Type-A ჰაბი. დაკავშირებისთვის გამოიყენება მოხსნადი სადენი USB Type-C.  https://3dnews.ru/1005116
  15. გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალურმა ორგანომ (BaFin) მოახდინა ციფრული აქტივების, როგორც ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიცირება - გვაცნობებს Finance Magnates. ფინანსური მარეგულირებლის თანახმად, ვირტუალური ვალუტები გახლავთ: „ციფრული ფასეულობა, რომელიც არ იქნა გაცემული ან გარანტირებული რომელიმე ცენტრალური ბანკის ან სამთავრობო სააგენტოს მიერ და არ არის დაკავშირებული კანონით განსაზღვრულ ვალუტასთან, რომელსაც არ აქვს ვალუტის ან ფულის სამართლებრივი სტატუსი, მაგრამ მიიღება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, როგორც გაცვლითი საშუალება. შესაძლებელია მისი გადაცემა, შენახვა ან ვაჭრობა ელექტრონულად“. მარეგულირებელმა ორგანომ განმარტა, რომ რამდენიმე ორგანიზაციის, მათ შორის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ფინანსური ზომების შემმუშავებელი გუნდის შემთხვევაში კრიპტოვალუტის განსაზღვრება ნაწილობრივ ერთმანეთს ემთხვევა. ეს გახდა ციფრული აქტივების, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის კლასიფიცირების საფუძველი. BaFin აღნიშნავს, რომ ამ დრომდე კრიპტოვალუტები არ მოხვედრილა მის არც ერთ კლასიფიკაციაში. მარეგულირებელმა ორგანომ იანვარში გაამკაცრა ბრძოლა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად. BaFin-მა ბრძანება მისცა კრიპტოსავალუტო სერვისების მქონე კომპანიებს - მიეღოთ საქმიანობის ლიცენზია. ასევე აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი ორგანო არ აპირებს დასაჯოს ის კომპანიები, რომლებიც მსგავს მომსახურებას გვთავაზობენ: მათ შეუძლიათ ლიცენზიის მიღების სურვილი გამოხატონ 31 მარტამდე და განაცხადი შეიტანონ 30 ნოემბრისთვის. გერმანიის ხელისუფლებას უკვე მიღებული აქვს კანონი, რომელიც ბანკებს ნებას რთავს შეიძინონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა. ორმოცზე მეტმა ფინანსურმა დაწესებულებამ უკვე გამოხატა ინტერესი, რომ მიიღონ BaFin-ის ნებართვა ციფრული აქტივების შენახვისთვის. რაც შეეხება კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-სთან დაკავშირებულ სიახლეს, ცნობილი გახდა, რომ განხორციელდა ბირჟის პირველი პირდაპირი ინტეგრაცია ბანკთან. პლატფორმის პარტნიორი გახდა თურქული ბანკი Akbank. მომხმარებლებს ამიერიდან შეეძლებათ მოახდინონ აქტივების შეტანა-გამოტანა თურქულ ლირაში. Binance-ში აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ პარტნიორების ძიებას, რათა უზრუნველყონ კრიპტოვალუტებზე სწრაფი და უსაფრთხო წვდომა მთელ მსოფლიოში. კვლევის თანახმად, თურქეთის ყოველი მეხუთე მცხოვრები იყენებს ან ფლობს კრიპტოვალუტას. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ Binance-მა დაამტა ჰონგკონგური დოლარის მხარდაჭერა და გააფართოვა ბარათების მეშვეობით Bitcoin-ის შესაძენად საჭირო ფიატური ვალუტების ჩამონათვალი. https://forklog.com/regulyator-germanii-priznal-kriptovalyuty-finansovymi-instrumentami/ https://forklog.com/binance-obyavila-o-pervoj-pryamoj-integratsii-s-bankom/
  16. კომპანია Xiaomi-მ დააანონსა მორიგი ფლაგმანური სმარტფონი: მესამე თაობის Black Shark, სახელწოდებით - Xiaomi Black Shark 3 Pro. სმარტფონის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია Super AMOLED დისპლეი, რომელზეც ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. სმარტფონის პარამეტრები 2020 წლის მდგომარეობასთან შედარებით საკმაოდ უჩვეულოა: Xiaomi Black Shark 3 Pro-ს დიაგონალი 7.1-დუიმიანია, ეკრანის გაფართოება გახლავთ Quad HD+, კადრის განახლების სიხშირე კი - 90 ჰერცი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული სმარტფონი პირველია კომპანიის ასორტიმენტში, რომელიც 2K პანელითაა წარმოდგენილი. სენსორის ფენის სკანირების სიჩქარეა 270 ჰც, რაც დადებითად იმოქმედებს ონლაინ-შუთერებში და ხელს შეუშლის შეფერხებებს. დისპლეის აქვს HDR10+ მხარდაჭერა, არ აქვს ეკრანზე ჭრილი, რაც ბევრ მომხმარებელს გაახარებს. ფრონტალური 20-მეგაპიქსელიანი კამერა განთავსებულია ეკრანის ზემოთ ჩარჩოზე. უკანა პანელზე მოცემულია ძირითადი კამერა სამი მოდულით. მის კონფიგურაციაში შევიდა 64-მეგაპიქსელიანი სენსორი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 5-მეგაპიქსელიანი მატრიცა ფონის გაბუნდოვნებისთვის. სმარტფონს შეუძლია ჩაიწეროს ვიდეო Full HD გაფართოებით 60 კადრი/წმ სიხშირითა და 4K UHD გაფართოებით - 30 კადრი/წმ სიხშირით. გეიმინგ სმარტფონის მთავარი კომპონენტია 7-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 865 2.84 გჰც-მდე სიხშირითა და გრაფიკული ბირთვი Adreno 650-ით, რომლის სიხშირე 587 მეგაჰერცია. ჩიპსეტი წარმოდგენილია LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, რომლის მოცულობაა 8 ან 12 გბ. მოდიფიკაციის მიუხედავად ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტს შეადგენს. კომპანიის განცხადებით სმარტფონის გაგრილების სისტემის ეფექტურობა ორჯერ მეტია წინა თაობის მოდელთან შედარებით. დამატებით შესაძლებელია ქულერის შეძენა, რომელიც 1 წუთში შეამცირებს ტემპერატურას 14 გრადუსით. სმარტფონის ბატარეის მოცულობა 5000 მა/სთ-ია, აქვს სადენიანი 65-ვატიანი და 18-ვატიანი მაგნიტური დამუხტვის მხარდაჭერა. სმარტფონი წარმოდგენილია სტერეოდინამიკებით, 5G მხარდაჭერით, ასევე აქვს USB-C პორტი, SmartPA გამაძლიერებელი, Wi-Fi 6 და სხვა უსადენო ინტერფეისები. მარჯვენა მხარეს განთავსებულია დამატებითი მექანიკური ღილაკები უფრო მოსახერხებელი გეიმინგ პროცესისთვის. 8 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi Black Shark 3 Pro მოდიფიკაციის ფასი დაახლოებით 675 აშშ დოლარია, 12-გიგაბაიტიანი ვერსია კი მასზე 40 $-ით ძვირი ღირს. ზემოთხსენებული დამატებითი ქულერი კი 25 აშშ დოლარად გაიყიდება. სმარტფონის რეალიზაცია ჩინეთში 10 მარტიდან დაიწყება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34208/xiaomi-black-shark-3-pro-predstavlen-oficialno-snapdragon-865-7-1-displej-akb-na-5000-mach-i-cena-ot-675-dollarov
  17. გავრცელებული ცნობების თანახმად კომპანია NVIDIA სულ მალე, 23 მარტს წარადგენს Turing-პროცესორებზე არსებული მობილური ვიდეო ბარათების განახლებულ სერიას. ინტერნეტში გამოქვეყნდა სლაიდი კომპანიის პრეზენტაციიდან, რომელზეც მოცემულია ინფორმაცია სამომავლო მობილური GeForce RTX Super ბარათების წარმადობის შესახებ. წარმოდგენილ სლაიდზე ნახსენებია NVIDIA Super-სერიის მხოლოდ ორი მობილური ვიდეო ბარათი - GeForce RTX 2070 Super და RTX 2080 Super. თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ NVIDIA მხოლოდ ამ ორ ბარათს წარადგენს. სლაიდზე შეიმჩნევა ახალი ამაჩქარებელი GeForce GTX 1650 Ti, რომლის მზადების შესახებ ცნობები ამ დრომდეც არსებობდა. ჯამში, როგორც ჩანს, NVIDIA Turing-ჩიპებზე არსებულ მთელ მობილურ სერიას განაახლებს. კომპანია ტრადიციულად არ ასახელებს ვიდეო ბარათების წარმადობის ამსახველ კონკრეტულ ციფრებს, მხოლოდ მიგვითითებს შედარებით წარმადობაზე. როგორც ჩანს, ახალი GeForce GTX 1650 Ti დაახლოებით 10%-ით მაღალი წარმადობის იქნება სტანდარტულ GeForce GTX 1650-სთან შედარებით და 90%-ით მეტი - ეტალონური GeForce GTX 1050-ის მაჩვენებელზე. GeForce RTX 2070 Super-იც ასევე დაახლოებით 10%-ით მაღალი წარმადობის იქნება ჩვეულებრივ GeForce RTX 2070 ბარათთან შედარებით. ახალი მობილური ფლაგმანი - GeForce RTX 2080 Super კი GeForce RTX 2070 Super-ზე 15%-ით მეტი წარმადობის იქნება. სლაიდზე მოცემულ დიაგრამაზე მობილური GeForce RTX 2080 არ არის წარმოდგენილი - სავარაუდოდ იმის გამო, რომ იგი დაახლოებით იმავე დონეზე იმყოფება, რომელზეც GeForce RTX 2070 Super. დიდი ალბათობით NVIDIA-ს ახალი მობილური ვიდეო ბარათები აგებული იქნება იმავე გრაფიკულ პროცესორებზე, რომლებზეც მათი დესკტოპ-ანალოგები, თუმცა მობილური ვერსიები გაცილებით დაბალ სიხშირეებზე იმუშავებს. GeForce RTX 2070 Super ბარათის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ჩიპი Turing TU104 – 2560 CUDA-ბირთვით, GeForce RTX 2080 Super-ში კი ვიხილავთ Turing TU104 ჩიპს 3072 CUDA-ბირთვით. https://3dnews.ru/1005083
  18. ThreatFabric-ის სპეციალისტებმა დააფიქსირეს ტროიან Cerberus-ის მოდიფიკაცია, რომელიც აფიქსირებს აპლიკაცია Google Authenticator-ის ერთჯერად პაროლებს. ექსპერტების აზრით ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულიდან ცნობილმა ტროიანმა გაიარა კოდის გადამუშავების პროცესი, რის გამოც მოიპოვა Android-ში Accessibility ფუნქციაზე წვდომის უფლებების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. მას შეუძლია მოიპოვოს მოწყობილობის ეკრანის ბლოკირების მონაცემები და აპლიკაციის ინტერფეისის შიგთავსი და გადაგზავნოს ისინი ბოროტმოქმედების სერვერზე. „RAT-ს შეუძლია დაათვალიეროს მოწყობილობის ფაილური სისტემა და ჩამოტვირთოს მისი შემცველი ინფორმაცია. მას ასევე შეუძლია აამოქმედოს პროგრამა TeamViewer და დაუკავშირდეს მოწყობილობას“ - ნათქვამია ანგარიშში. ამგვარად ჰაკერები იღებენ შეუზღუდავ წვდომას მსხვერპლის მოწყობილობაზე, ცვლიან კონფიგურაციებს, აინსტალირებენ ან შლიან აპლიკაციებს და უპირველეს ყოვლისა - იყენებენ ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელთა შორისაა აპლიკაციები ბანკინგისთვის, მესენჯერები და სოციალური ქსელები, აგრეთვე შეუძლიათ გამოიყენონ ორფაქტორიანი აუთენტიფიკაცია Google Authenticator-ით. ვირუსის ახალი მოდიფიკაცია ჯერჯერობით ფართოდ არ დარეკლამებულა ჰაკერულ ფორუმებზე და დიდი ალბათობით ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაზე იმყოფება, თუმცა შესაძლოა გაეშვას უახლოეს პერიოდში. „Cerberus-ის მიზნები ახალი შესაძლებლობებით კრიტიკული რისკების ქვეშ აყენებს ისეთ ფინანსურ აპლიკაციებს, რომლებიც ონლაინ-ბანკინგის სერვისებს გვთავაზობენ. ამასთან, სამიზნე შესაძლოა გაფართოვდეს და შეეხოს კრიპტოვალუტების საფულეებს“ - აღნიშნავენ ექსპერტები. https://forklog.com/bitkoin-koshelki-pod-ugrozoj-hakery-modifitsirovali-troyan-dlya-perehvata-parolej-google-authenticator/
  19. სტატისტიკური ანალიზის ცნობილმა ენთუზიასტმა Ingebor-მა გამოაქვეყნა გერმანული ინტერნეტ-მაღაზია MindFactory-ს მიერ შეჯამებული თებერვლის შედეგები. ხსენებული მაღაზია გახლავთ ერთ-ერთი სავაჭრო წერტილი, რომელიც არ მალავს საკუთარ სტატისტიკას, ამიტომაც შესაბამისი მონაცემები რეგულარულად ხდება ცნობილი საჯაროდ. მაღაზიის საფასო პოლიტიკა ხელს უწყობს იმას, რომ გერმანიაში მომხმარებლები უფრო მეტად ყიდულობენ AMD-ის პროდუქციას, შესაბამისად, სტატისტიკაში ასეთი გადახრა მის სასარგებლოდ შესამჩნევია. კერძოდ, თებერვალში AMD-ის პროცესორებმა შეადგინეს გაყიდვების 87%, Intel-ის პროცესორების წილი კი შესაბამისად გამოვიდა დანარჩენი 13%. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესორების გაყიდვების მოცულობა მცირდება, თუმცა ჯერჯერობით ეს ტრენდი შეესაბამება სეზონურ აქტივობას. AMD-ის შემოსავლების წილმა 83% შეადგინა - ერთი პროცენტით მეტი იანვართან შედარებით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ AMD-ის პროცესორების რეალიზაციის საშუალო ფასი ინტერნეტ-მაღაზიაში გასული წლის იანვართან შედარებით 13.7%-ით გაიზარდა, ხოლო შემდგომ შემცირდა 5.2%-ით. Intel-ის პროცესორების საშუალო ფასი კი გასული წლის იანვრიდან მოყოლებული მხოლოდ იკლებდა, თუმცა დეკემბერში შეინიშნა მცირე ცვლილება. აქვე შეგახსენებთ, რომ Mercury Research-ის ვერსიით გასული წლის მეოთხე კვარტალში დესკტოპ პროცესორების ბაზარზე AMD-ის წილი არ აღემატებოდა 18.3%-ს. MindFactory-ის სტატისტიკა მოცემულ შემთხვევაში არის ექსტრემალური შემთხვევა, რომელიც არ აჩვენებს მსოფლიო ბაზრისთვის დამახასიათებელ სურათს. https://overclockers.ru/hardnews/show/102008/processory-amd-zanyali-87-v-statistike-mindfactory-za-fevral
  20. Tesla-მ დაიწყო შეტყობინებების გაგზავნა იმ მომხმარებლებთან, რომელთაც დარეზერვებული აქვთ ახალი ელექტრომობილი Tesla Model Y. შეტყობინებაში კომპანია ითხოვს, რომ მომხმარებლებმა დაასრულონ შეკვეთა და დაადასტურონ, რომ მზად არიან ელექტრომობილის მიღებისთვის. რესურს Insideevs-მა აღმოაჩინა ათასობით Tesla Model Y ელექტრო ქროსოვერი ფრიმონტში არსებული Tesla-ს ქარხნის ავტოსადგომზე, რაც ადასტურებს კომპანიის მზადებას - უახლოეს მომავალში მოახდინოს ელექტრომობილების უზარმაზარი ნაკადის ტრანსპორტირება მომხმარებლების მისამართით. ცნობილია, რომ Tesla თავდაპირველად დაიწყებს Tesla Model Y ელექტრომობილის გაცილებით ძვირადღირებული ვერსიის - Performance-ის მიწოდებას, შედარებით ხელმისაწვდომი მოდელები კი გაყიდვაში ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება. სწორედ ასეთივე მიდგომა გამოიყენა კომპანიამ Model 3-ის რეალიზაციისას: თავდაპირველად აქცენტი გააკეთა ელექტრომობილის უფრო ძვირადღირებულ კონფიგურაციაზე. Tesla Model Y ზომით Model 3-ზე დაახლოებით 10%-ით დიდია და 75% მისი მსგავსი შემადგენელი კომპონენტები გააჩნია. Model Y Performance-ს 450 კილომეტრიანი გავლის მარაგი აქვს და 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის 3.5 წამი სჭირდება. ელექტრო ქროსოვერს სახურავზე პანორამული ლუქი აქვს. აგრეთვე ცნობილია, რომ ხელმისაწვდომი გახდება Model Y-ის შვიდადგილიანი კონფიგურაცია. https://3dnews.ru/1004922
  21. Ripple მუშაობს ახალ ფუნქციაზე, რომელიც უზრუნველყოფს XRP ტოკენების შექმნას. სიახლის შესახებ კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა დევიდ შვარცმა ისაუბრა. მისი თქმით Ripple ისწრაფვის ქსელის შესაძლებლობების გაფართოებისკენ, ასევე შესაძლებლობისკენ - მესამე მხარეს მისცეს საშუალება შექმნას საკუთარი კრიპტოვალუტა XRP ეკოსისტემაში. შვარცს დაწვრილებით არ უსაუბრია სამომავლო გადაწყვეტილების შესახებ, მან აღნიშნა მხოლოდ ფუნქცია, რომელიც გულისხმობს ფიქსირებული ღირებულების ტოკენების გამოშვებას. „Stablecoin-ები - ეს აშკარა სცენარია, თუმცა ესენი შეიძლება იყოს არა მარტო Stablecoin-ები, არამედ სხვა ნებისმიერი აქტივები, რომლებიც დაკავშირებულია შედარებით ღირებულებასთან“ - თქვა მან. მსგავსი შესძლებლობა უკვე წარმოდგენილი აქვთ სხვა ბლოკჩეინებსაც, მაგალითად Tether-ს, რომელიც უშვებს Stablecoin-ებს ერთდროულად სხვადასხვა ქსელზე. მაგრამ, როგორც დევიდ შვარცი აცხადებს, XRP-ის მექანიკის საფუძველზე შექმნილი ტოკენები უზრუნველყოფს "გარანტირებულ" ლიკვიდობას. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში კომპანია Xpring-ის საინვესტიციო განყოფილებამ შეიძინა პლატფორმა Logos Network და განაცხადა, რომ დაგეგმილი აქვს მთელ რიგ პროდუქტებზე მუშაობა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სფეროში. მათ ჩამონათვალში დასახელებული იყო დერივატივები, ლენდინგ-გადაწყვეტილებები, ფიუჩერსები და ფორვარდები, რომლებშიც XRP ტოკენი გამოიყენებოდა. https://forklog.com/razrabotchiki-ripple-predostavyat-vozmozhnost-sozdavat-sobstvennye-tokeny-na-baze-xrp-ledger/
  22. გერმანული ვებ-გვერდ PC Games Hardware-ის წარმომადგენლებმა გამოქვეყნეს Intel-ისა და AMD-ის სამომავლო ილუსტრირებული გეგმები. თუკი არ ჩავთვლით მობილურ სეგმენტში 7-ნანომეტრიანი Ryzen 4000-ის გამოსვლას მიმდინარე კვარტალში, ამა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება Ryzen 4000 სერიის, Zen 3 არქიტექტურის მქონე 7-ნანომეტრიანი დესკტოპ პროცესორების ანონსი, რომლებიც განკუთვნილი იქნება Socket AM4-ის მქონე დედა დაფებისთვის. მათ შთამომავალი, Zen 4 არქიტექტურის მქონე პროცესორების შესახებ ცნობილია, რომ ისინი წარმოებული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, DDR5 სტანდარტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს Socket AM4-თან თავსებადობას. მათი გამოსვლის თარიღს რაც შეეხება, გერმანელი ექსპერტები 2021 წლის პირველ კვარტალს ასახელებენ. Intel-თან დაკავშირებული ვითარება ასეთია: მიმდინარე კვარტალში მოხდა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი 10-ნანომეტრიანი Tiger Lake-U პროცესორების წარდგენა, მომდევნო კვარტალში უნდა გამოვიდეს 14-ნანომეტრიანი Comet Lake-S პროცესორები დესკტოპ სისტემებისთვის LGA 1200 შესრულებით, აგრეთვე Comet Lake-H სერია - გეიმინგ ლეპტოპებისთვის. მესამე კვარტლისთვის მოსალოდნელია 14-ნანომეტრიანი Rocket Lake-U პროცესორების გამოსვლა, რომლებსაც მსგავსება ექნებათ Tiger Lake-U სერიის წარმომადგენლებთან, კერძოდ, მათ ექნებათ იდენტური არქიტექტურა - Willow Cove. 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე მიგრაცია საჭირო გახდა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეების მისაღწევად - Intel-ის 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი მას ვერ უზრუნველყოფს სასიცოცხლო ციკლის ამჟამინდელ ეტაპზე. https://overclockers.ru/hardnews/show/101999/nastolnye-processory-amd-s-arhitekturoj-zen-4-poyavyatsya-cherez-god
  23. კომპანია Carbon Mobile-მა დააანონსა საინტერესო მოწყობილობა - სმარტფონი Carbon 1 Mark II. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი ფიჭური აპარატი, რომლის კორპუსი დამზადებულია განსაკუთრებული ტექნოლოგიით - ნახშირბადის ბოჭკოების გამოყენებით. გამოყენებულია მეთოდი, სახელად HyRECM (Hybrid Radio Enabled Composite Materials). მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ნახშირბადის ბოჭკოები ერთმანეთში გადაწნულია სპეციალური კომპოზიტით, რომელიც რადიოტალღების გამტარია. შედეგად მიღებულია სულ რაღაც 6.3 მმ სისქის კორპუსი. სმარტფონში გამოყენებულია 6.01-დუიმიანი AMOLED დისპლეი Corning Gorilla Glass 6 დამცავი მინით. გვერდით ნაწილში განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი, უკან კი ორი მოდულის მქონე კამერა, რომელთა გაფართოება უცნობია. მოწყობილობაში მოცემულია პროცესორი MediaTek Helio P90, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს ტაქტის სიხშირით - 2.2 გჰც-მდე და გრაფიკული ამაჩქარებელი IMG PowerVR GM 9446. სმარტფონს აქვს 128 გბ მოცულობის მეხსიერება, 3050 მა/სთ მოცულობის ბატარეა და სიმეტრიული USB Type-C პორტი. მოწყობილობის ზომა 153,5 × 74 × 6,3 მილიმეტრია. Carbon 1 Mark II-ის ფასი 800 ევროა. მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის ივნისიდან. https://3dnews.ru/1004904
  24. შეზღუდვების წესდების ვადის ამოწურვის მიუხედავად კომპანია Ripple-ის წინააღმდეგ მომჩივანებს უფლება აქვთ თავიანთი ინტერესები სასამართლოში დაიცვან ფასიანი ქაღალდების სფეროში აშშ-ს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის კუთხით - მოცემულია ჩრდილოეთ კალიფორნიის სასამართლოს დადგენილებაში. განხილულ იქნა Ripple-ის შუამდგომლობა, რომ გაეპროტესტებინა მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი და სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მიუხედავად სარჩელისა, იგი არ ეხება ფედერალური კანონის დარღვევას. ამასთან, სასამართლომ არ ცნო Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის - ბრედ ჰარლინგჰაუსის პირადი პასუხისმგებლობა სარჩელზე, ასევე ის ფაქტი, რომ კომპანია ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა კრიპტოვალუტის რეკლამირების დროს. „მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეებმა დაადასტურეს ICO-ების ჩატარება და XRP ტოკენის გაყიდვა, ამ დროს მათი ქმედებები არ იყო მიმართული XRP-ის ფართო საზოგადოებაში გავრცელებისკენ“ - ნათქვამია დადგენილებაში. მოსარჩელეებს განმეორებითი სარჩელის შეტანა ნებადართული აქვთ 28 დღის განმავლობაში. კომპანია Ripple-სა და ყოფილ ინვესტორებს შორის საქმის განხილვა მეორე წელია გრძელდება - რამდენიმე ინდივიდუალური საჩივარი ერთში გაერთიანდა. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ICO-ს ფარგლებში მათ კომპანიამ მიჰყიდა არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები. 2019 წლის აგვისტოში მათ ბრალდებას დაუმატეს განმარტება, რატომ უნდა ჩაითვალოს XRP ფასიან ქაღალდად როგორც ფედერალურ, ისე საშტატო დონეზე. 2019 წლის სექტემბერში Ripple-მა სასამართლოში შეიტანა შუამდგომლობა სასამართლოში საქმის გასაჩივრების შესახებ. https://forklog.com/gruppovoj-isk-k-ripple-priznan-pravomernym-kompaniya-mogla-narushit-zakon-o-tsennyh-bumagah/
  25. გასული წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ NVIDIA-სთვის განკუთვნილ Tegra Orin თაობის 8-ნანომეტრიან პროცესორებს კომპანია Samsung გამოუშვებდა. ვებ-გვერდ VideoCardz-ს აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმად NVIDIA უკვე ფლობს Ampere-სერიის გარკვეული პროდუქტების ციფრულ პროექტებს, რომლებიც ასევე 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იქნება წარმოებული. რესურსი ამტკიცებს, რომ საუბარი ეხება გრაფიკულ გეიმინგ გადაწყვეტილებებს, თუმცა ამით ინფორმაცია სრულდება. 8-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლოა მიუთითებდეს Samsung-თან თანამშრომლობაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ Ampere სერიის აბსოლუტურად ყველა გრაფიკულ პროცესორს სამხრეთკორეული კომპანია გამოუშვებს. არ არის გამორიცხული, რომ ენერგოეფექტურობაზე აქცენტი შეზღუდავს Samsung-ის მიერ წარმოებულ Ampere გრაფიკული პროცესორების დიაპაზონს ლეპტოპების მობილური ვერსიებისთვის. https://overclockers.ru/hardnews/show/101973/graficheskie-processory-nvidia-ampere-budut-vypuskatsya-po-8-nm-tehnologii
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.