Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5948
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. დემოკრატების კანონპროექტი ეკონომიკის მხარდასაჭერად კორონავირუსული პანდემიის პირობებში ითვალისწინებს დოლარის ციფრული ვერსიისა და საფულის შექმნას მასტიმულირებელი გადახდების უზრუნველყოფისთვის. კანონპროექტის ამჟამად არსებული ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა და ცვლილებები კვლავ შევა მასში. ციფრული დოლარის ჩართვამ ცხარე დისკუსია გამოიწვია საფულეების ინფრასტრუქტურის კუთხით. ავტორები აღიარებენ, რომ საუბარი არ ეხება კრიპტოვალუტის შექმნას ან ბლოკჩეინის გამოყენებას. დოკუმენტის თანახმად ციფრული დოლარი განისაზღვრება, როგორც „ბალანსი, რომელიც გამოხატულია დოლარებით და მოიცავს ციფრული საბუღალტრო წიგნების ჩანაწერს, რომელიც აღირიცხება, როგორც ვალდებულებები ნებისმიერი სარეზერვო ფედერალური ბანკის ანგარიშებზე.” მეორე განმარტების თანახმად ეს გახლავთ აგრეთვე „ღირებულების ელექტრონული ერთეული, რომელიც ექვემდებარება შესაბამის ფინანსურ დაწესებულებებს“. ციფრული დოლარის საფულე კანონპროექტში ამგვარად განიმარტა: „ციფრული საფულე ან ანგარიში, რომელსაც ემსახურება ფედერალური რეზერვების ბანკი ნებისმიერი პირის სახელით. იგი წარმოადგენს აქტივს ან სერვისს ელექტრონულ მოწყობილობაში, რომელიც გამოიყენება ციფრული დოლარების შესანახად. ხსენებული დოლარები დაკავშირებული იქნება პირის ციფრულ ან ფიზიკურ მოწმობასთან“. დოკუმენტში აგრეთვე მოხსენიებულია „ტრანზიტული საფულე ციფრული დოლარებისთვის“. მასში მოიაზრება „ციფრული საფულე ან ანგარიში, მას ემსახურება კვალიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს გაერთიანებული სარეზერვო ბალანსის წილის უფლება“. კვალიფიცირებულ ფიზიკურ პირად კანონმდებლები მიიჩნევენ ნებისმიერ პირს 16 წლის ზემოთ, გარდა აშშ-ის პრეზიდენტისა. საფულის ბოლო ტიპი განკუთვნილი იქნება ხელისუფლებისგან მასტიმულირებელი გადახდების მიღებისთვის. ეს საფულეები დაცული იქნება ფედერალური სარეზერვო ფონდის სარეზერვო ბანკების მიერ ცალკეული იურიდიული პირების მეშვეობით. კანონპროექტი ბანკებს აძლევს რეკომენდაციას - დაუყოვნებლივ გახსნან მსგავსი ტრანზიტული საფულეები ციფრული დოლარებისთვის ონლაინ-რეჟიმში ან უშუალოდ სატელეფონო კავშირის საშუალებით. ბანკებს არ შეუძლიათ მათზე რაიმე სახის მოსაკრებლის დაწესება და ვალდებულნი არიან წარადგინონ ფუნქციები, რომლებიც არ ჩამორჩება ფინანსურ ბაზრებზე არსებული წინადადებებისგან. დოკუმენტში მითითებულია ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე, ამ პერიოდამდე უნდა შეიქმნას ტრანზიტული საფულეები ყველა მოქალაქისა და აშშ-ს რეზიდენტ კომპანიებისთვის. https://forklog.com/kongress-ssha-predlozhil-vklyuchit-tsifrovoj-dollar-v-paket-ekonomicheskih-stimulov/
  2. გაიხსნა წვდომა VR-შუთერ Half-Life Alyx-ზე - ეს გახლავთ სერიის პირველი ახალი თამაში ბოლო 12 წლის განმავლობაში და წარმოადგენს საკულტო ფრანშიზის სერიოზულ პროექტს. ამჯერად დადგა დრო გავიგოთ, რას ფიქრობენ მასზე პროფესიონალი კრიტიკოსები. სტატიის წერის მომენტში Half-Life Alyx-ის საშუალო შეფასება Metacritic-ზე შეადგენდა 93 ქულას. შემფასებლები ხაზს უსვამენ დონეების შესანიშნავ დიზაინს, მოწინავე გრაფიკას, დეტალებზე გამახვილებულ უდიდეს ყურადღებას, აგრეთვე საინტერესო გადაწყვეტილებებს, რომლებიც განხორციელებადი გახდა მხოლოდ VR-რეჟიმში. კრიტიკოსების აზრით Valve-მ შეძლო მნიშვნელოვანი პროექტის შექმნა. ზოგი ჟურნალისტი Half-Life Alyx-ს უწოდებს არა მხოლოდ საუკეთესო VR-პროექტს, რომელიც სტანდარტს დააწესებს სამომავლო VR-თამაშებისთვის, არამედ მიიჩნევს საუკეთესო შუთერადაც. მოკლედ, ემოციები და დადებითი შეფასებები ულევია. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/39atouV https://overclockers.ru/softnews/show/102392/kritiki-v-vostorge-ot-half-life-alyx
  3. კომპანია HP-მ გამოუშვა თიზერ-ვიდეორგოლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ახლოვდება მომდევნო თაობის Reverb VR-ჰედსეტის ანონსი. ხსენებული ჰედსეტი შექმნილია Valve-სა და Microsoft-ის მხარდაჭერით. HP-სა და Steam-ის ვებ-გვერდებზე ნათქვამია, რომ ახალი მოწყობილობა, სახელად Reverb G2 იქნება „უფრო მიმზიდველი, მოსახერხებელი და მეტად თავსებადი“ წინა თაობის მოდელთან შედარებით. აგრეთვე მითითებულია, რომ ჰედსეტი ახალი სტანდარტი გახდება ვირტუალური რეალობის მოწყობილობებში. თავის მხრივ HP ელექტრონულ შეტყობინებაში მას მოიხსენიებს „უკომპრომისო VR-ჰედსეტად“. მტკიცება ახალ სტანდარტსა და უკომპრომისობაზე გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ საუბარი ეხება high-end მოწყობილობას, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება პროფესიონალური საჭიროებებისთვის. Reverb-ის წინა მოდელის წარდგენა შედგა გასული წლის მარტში. კონკურენტებისგან მისი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია 2.9-დუიმიანი დისპლეები, რომელთა გაფართოება 2160 × 2160 პიქსელს შეადგენს. https://3dnews.ru/1006653
  4. კომპანია Galaxy Digital-ის დამფუძნებელი მაიკ ნოვოგრაცი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის პანდემიით პროვოცირებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი პირველი კრიპტოვალუტისთვის გარღვევა იქნება: “Bitcoin დარჩება არასტაბილური კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მაკროეკონომიკური ფონი - ეს არის ის, რისთვისაც იგი შეიქმნა. ეს წელი უნდა გახდეს და გახდება BTC-ის წელი“ - განაცხადა მან. 13 მარტს წამყვანი კრიპტოვალუტის ფასი დაეცა ბაზრის სხვა წარმომადგენლების სინქრონულად მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. S&P 500 ინდექსმა 1987 წლიდან მოყოლებული უდიდესი დღიური ვარდნა განიცადა, გარკვეულ პერიოდში Bitcoin 4 ათასდოლარიან ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა. ნოვოგრაცმა კრიპტოვალუტის კოტირების მკვეთრი შემცირება ახსნა იმ დღეს აქტივების პანიკური გაყიდვით. გასულ კვირაში Bitcoin-ის ფასი დაუბრუნდა 6 ათას დოლარზე ზემოთ ნიშნულს და ბოლო დღეებში მერყეობს ფასის ამ დიაპაზონში. ძველად ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისი კრიპტოვალუტის მასობრივი მიღების პროცესს შეაფერხებს და გადადებს ერთი წლით ან წელიწადნახევრით. https://forklog.com/majk-novograts-etot-god-stanet-godom-bitkoina/
  5. კომპანია IBM-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ შექმნა COVID-19 High Performance Computing Consortium - სამეცნიერო ლაბორატორიებისა და სუპერკომპიუტერების ცენტრების ალიანსი. იგი გამოიყენებს მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სუპერკომპიუტერების გამომთვლელ სიმძლავრეს კორონავირუსის წინააღმდეგ ძიებისა და მოდელირებისთვის. IBM-მა უკვე გამოიყენა სუპერკომპიუტერი Summit, რათა განესაზღვრა 77 ყველაზე პერსპექტიული კავშირი, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. ამჯერად მთელი მსოფლიოს მეცნიერებს შეუძლიათ გამოიყენონ სუპერკომპიუტერების თავისუფალი რესურსი პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის პროგნოზირებისთვის, მკურნალობის მეთოდის შემუშავებისა და ვაქცინის შექმნისთვის. მათ განკარგულებაში იქნება 16 სუპერკომპიუტერული სისტემა, რომელთა საერთო წარმადობის დონე 330 ტერაფლოპსი იქნება, 775 ათასი ცენტრალური პროცესორითა და 34 ათასი გრაფიკული პროცესორით. https://overclockers.ru/hardnews/show/102378/ibm-brosit-moschnosti-superkompjuterov-na-borbu-s-koronavirusom
  6. ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს ერთ-ერთ ინტერნეტ-მაღაზიაში მოხსნიებული იყო გეიმინგ ლეპტოპი ASUS ROG Zephyrus G14, რომელშიც გამოყენებული გახლდათ 7-ნანომეტრიანი პროცესორი Ryzen 9 4900HS და დისკრეტული გრაფიკა NVIDIA GeForce RTX 2060 Max-Q. კანადური წყაროები ამტკიცებენ, რომ იგი ბაზარზე მალე გამოვა. ფოტოს წყარო: Twitter, Hardware Canucks კონკურენტების კომპონენტების ერთობლივი გამოყენების მაგალითები სიახლე არ არის - გავიხსენოთ მობილური პროცესორები Intel Kaby Lake-G, რომლებიც აღჭურვილია AMD Radeon RX Vega M დისკრეტული გრაფიკით. კომპანია AMD-მ ამ პროცესორებისთვის შექმნა დრაივერებიც. გეიმინგ ლეპტოპებში ხშირად გვხვდებოდა Intel-ის ცენტრალური პროცესორის თანხვედრა NVIDIA-ს დისკრეტულ გრაფიკასთან, თუმცა 7-ნანომეტრიანი Ryzen 4000 პროცესორების გამოსვლით AMD-ის პარტნიორებმა სტერეოტიპები დაამსხვრიეს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ლეპტოპი ASUS ROG Zephyrus G14. ამჯერად კი კანადური რესურსი Hardware Canucks ამტკიცებს, რომ ანალოგიური კომპონენტების მქონე ლეპტოპი მალე გამოჩნდება ბაზარზე. მოყვანილი ფოტოს ფრაგმენტზე ვხედავთ ASUS ROG Zephyrus G14-ის კლავიატურას, ლეპტოპის ზუსტი დასახელება კი კანადურ წყაროებში მოხსნიებული არ არის. https://3dnews.ru/1006548
  7. Bitcoin-ის ფასის მკვეთრმა ვარდნამ მაინერები აიძულა აღჭურვილობის ნაწილი გაეთიშათ, რამაც გამოიწვია ახალი ბლოკის აღმოჩენისთვის საჭირო საშუალო დროის ზრდა. ამგვარ მონაცემებს გვიზიარებს TokenAnalyst-ის წამყვანი მკვლევარი Ankit Chiplunkar. კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითი 12 მარტს Bitcoin-ის კოტირების შემცირების ფონზე შემცირდა დაახლოებით 30%-ით და ჩამოვიდა 97,9 EH/s-მდე. 20 მარტისთვის მაჩვენებელი 82,28 EH/s მაჩვენებლამდე შემცირდა. ვარდნამ აჩვენა, რომ მაინერები თიშავენ აღჭურვილობას, რათა ზარალში არ მოყვნენ. Chiplunkar-მა აღნიშნა, რომ მაინერების შემოსავალზე გავლენას ახდენს არა მარტო Bitcoin-ის კოტირების შემცირება დოლარში გათვლით, არამედ ბლოკის ძიებისთვის საჭირო დროის ზრდა. ქსელის ალგორითმში გათვალისწინებულია, რომ ახალი ბლოკი საშუალოდ ყოველ 10 წუთში ემატება, თუმცა მარტის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 9 წუთზე ნაკლები იყო, 12-19 რიცხვისთვის კი 12-14 წუთამდე ავიდა. მკვლევარმა აღნიშნა, რომ ბლოკის ძიების ტემპის შემცირებამ შესაძლოა ჰალვინგის ვადა შეცვალოს. ამასთან, ბლოკზე ჯილდოს 12.5 BTC-დან 6.75 BTC-მდე შემცირება დამატებით გავლენას იქონიებს მაინინგის შემოსავლიანობაზე. ბლოკის მოპოვების სიჩქარის მაჩვენებელი CoinMetrics-ის სპეციალისტების აზრით 13%-მდე დაეცემა. Bitcoin-ანალიტიკოსი, მეტსახელით Ceteris Paribus ადასტურებს TokenAnalyst-ის დასკვნებს და თვლის, რომ 10-20 მარტის პერიოდში ბლოკის დამატების საშუალო დრო შეადგენდა 11.9 წუთს - გაანგარიშებული 10 წუთის ნაცვლად. მაინერებმა ამ პერიოდში მოიპოვეს 16 650 BTC დაგეგმილი 19 800 BTC-ის ნაცვლად. MinerUpdate-ის კვლევის თანახმად მოსალოდნელი ჰალვინგი სერიოზული სტრესი იქნება მაინერებისთვის და გამოიწვევს დიდი მოთამაშეების მიერ შესაძლებლობების კონსოლიდაციას. https://forklog.com/padenie-heshrejta-bitkoina-sokratilo-skorost-nahozhdeniya-blokov-na-60/
  8. ერთი კვირის წინ NVIDIA-მ გეიმერებს მოუწოდა მეცნიერებს დაეხმარონ კორონავირუსთან ბრძოლაში. კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტ Folding @ home-ის შესახებ, რომელშიც გამოიყენება რიგითი მომხმარებლების აღჭურვილობები, რომლებიც ერთიანდება ერთ გამომთვლელ სისტემაში. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი პლანეტის აღდგენაში, პროექტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა: ცნობილია წინ მიმავალი კვლევების შესახებ ახალი ინფორმაცია. გასულ კვირაში Folding @ home-თან დაკავშირებული სისტემების ერთიანმა წარმადობამ რეალურ დროში 100 პეტაფლოპსი შეადგინა (30 ათასი კომპიუტერი). ეს შთამბეჭდავი რიცხვია, თუმცა მაინც არ იყო საკმარისი დასახული მიზნისთვის. 20 მარტის მონაცემებით კი პროექტს უკვე შეუერთდა 400 ათასი კომპიუტერი. სისტემების ამ რაოდენობამ უზრუნველჰყო 470 პეტაფლოპსი წარმადობის მაჩვენებელი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა მომხმარებელი ფლობდა ინფორმაციას კორონავირუსის პრობლემის შესახებ, თუმცა მოწოდებას მხოლოდ NVIDIA-ს თხოვნის შემდეგ გამოეხმაურნენ. იმისათვის, რომ მივხვდეთ რამდენად ძლიერი ინსტრუმენტია პროექტის ხელში, ნიმუშად მოვიყვანოთ ინფორმაცია ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერის სიმძლავრის პიკის შესახებ, რაც 200 პეტაფლოპსს შეადგენს. ამგვარად, ჩვეულებრივი გეიმერების მიერ შეიქმნა ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სისტემა, რაც აქამდე არსებულა. პროექტს შეუერთდა ათეულობით მსხვილი ტექნოლოგიური ვებ-გვერდიც, რომლებმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს როგორც სახლის, ასევე სამსახურის კომპიუტერებიდან. ამჯამად Folding @ home-მა აამოქმედა რამდენიმე სიმულაცია პროცესორებისა და ვიდეო დაფებისთვის, რომლებიც ეძებენ სუსტ წერტილს კორონავირუსის ცილაში. როგორც კი სისტემა შედეგს გამოიღებს, ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/34743/na-prizyv-nvidia-otkliknulis-sotni-tysyach-gejmerov-sozdav-samuju-moschnuju-set-po-borbe-s-koronavirusom-v-470-petaflops
  9. Huawei P40 და P40 Pro სმარტფონების ხარისხიან რენდერებთან ერთად ინტერნეტში გამოჩნდა მათი გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები. ინფორმაციის წყარო გახლავთ რესურსი 91mobiles. უპირველეს ყოვლისა, დადასტურდა, რომ სმარტფონში გამოყენებული იქნება საფირმო პროცესორი Kirin 990 5G, რომლის წყალობით მხარდაჭერილი იქნება მუშაობა მეხუთე თაობის მობილურ ქსელში. ძრავი XD Fusion Engine კი უზრუნველყოფს მოწყობილობის გაფართოებულ შესაძლებლობებს გამოსახულების დამუშავების კუთხით. Huawei P40 Pro მოდელს ექნება 6.58-დუიმიანი დისპლეი და 4200 მა/სთ მოცულობის ბატარეა 40-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ფრონტალური კამერა ორმოდულიანია, მასში გაერთიანებულია 32-მეგაპიქსელიანი ობიექტივი და სიღრმის სენსორი. ძირითადი კამერა ოთხი მოდულისგან შედგება და მასში შედის 50+40+12 მეგაპიქსელიანი მოდულები, აგრეთვე ToF სენსორი. ხელმისაწვდომია 50-მაგი SuperSensing ზუმი. Huawei P40 მოდელს კი ექნება 6.1-დუიმიანი ეკრანი და 3800 მა/სთ მოცულობის ბატარეა 40-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. სელფი კამერის გაფართოება 32 მეგაპიქსელს შეადგენს. ძირითად კამერაში მოცემულია 50+16+8 მეგაპიქსელიანი მოდულები, აქვს 30-მაგი ზუმის მხარდაჭერა. ჯერჯერობით უცნობია ოპერატიული მეხსიერებისა და ფლეშ-მოდულების მოცულობა. დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება 12 გბ ოპერატიული და 512 გბ მოცულობა. სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია შედგება 26 მარტს. https://3dnews.ru/1006523
  10. Coinbase-ის ხელმძღვანელი ბრაიან არმსტრონგი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი არა მარტო საფრთხეს უქმნის ფულადი სახსრების მფლობელებს, არამედ გააძლიერა მსყიდველობითუნარინობის დაკარგვის რისკები. ერთ-ერთ შეტყობინებაში მან Project Syndicate-იდან მაგალითად მოიყვანა სტატია, რომელიც ეხება ბანკნოტებისა და მონეტების არაჰიგიენურობას. ჩინეთის ხელისუფლება ახდენს ფიატური ფულის დეზინფიცირებასა და განადგურებას COVID-19-ის კვალდაკვალ - ქვეყანა შემოდინებულ ფულს დღეების განმავლობაში კარანტინში ამყოფებს. მეორე შეტყობინებაში Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს ინფლაციის რისკებზე და მიუთითებს ცენტრალური ბანკების მხრიდან გატარებულ უპრეცედენტო ზომებზე, რომლებიც მიმართულია ბაზრების სამომავლო მოშლის აღმოფხვრისკენ. „მოვიდა დრო იმისთვის, რომ მსოფლიომ მიიღოს გლობალური საგადასადახო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება მყარ ვალუტაზე“ - წერს არმსტრონგი. https://forklog.com/brajan-armstrong-kupyury-i-monety-opasny-miru-nuzhen-bitkoin/
  11. GDC 2020-ის ზაფხულამდე გადავადების გამო Intel-მა ჩაატარა ვირტუალური პრეზენტაცია "Multi-Adapter with Integrated and Discrete GPUs". Intel-მა აღნიშნა, რომ დისკრეტული გრაფიკული ბარათები ხშირად გამოიყენება პროცესორებით, რომელთაც ინტეგრირებული გრაფიკა აქვთ და კომპანიამ გამოიკვლია ისეთი შემთხვევები, როდესაც უახლესი ინტეგრირებული გრაფიკა Intel-ის პროცესორებში ამაღლებს სისტემის წარმადობის დონეს ისეთ შემთხვევებთან შედარებით, როცა ვიყენებთ მხოლოდ დისკრეტულ გრაფიკულ დაფას. ამგვარი შედეგი მიიღწევა ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორზე გარკვეული დატვირთვის გადატანის შედეგად. Intel-ის მეთოდოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ აამოქმედოს სიმულაცია ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორში (შეიდერის გამოთვლა), რათა დისკრეტულ პროცესორს მეტი შესაძლებლობა მიეცეს გრაფიკაზე სამუშაოდ. Intel-ის კონცეფციის დადასტურებას ხელი შეუწყო ნაწილაკების სიმულაციამ Microsoft D3D12-ში, სადაც განხორციელდა 4 მლნ ნაწილაკის მოდელირება Intel HD 530 გრაფიკისა და AMD Radeon RX 480 დისკრეტული გრაფიკული პროცესორის გამოყენებით. Intel-ს მულტიადაპტერის გამოყენების სამი შესაძლო მეთოდი აქვს. ერთ-ერთი მათგანია რენდერინგის ერთობლივი გამოყენება, თუმცა ეს მეთოდი არ გამოდგება ასიმეტრიული გრაფიკული პროცესორების შემთხვევაში. მეორე მეთოდია ინტეგრირებული გრაფიკის შემდგომი დამუშავება. მესამე მეთოდი გულისხმობს სამუშაო დატვირთვის „ასინქრონული გამოთვლების“ ინტეგრირებულ გრაფიკაზე შესრულებას - ასეთია ხელოვნური ინტელექტი, ფიზიკა, დეფორმაცია, ნაწილაკებისა და ჩრდილების მოდელირება. Intel თვლის, რომ ამგვარი მიდგომა საუკეთესოა. https://overclockers.ru/blog/goldas/show/34683/intel-obedinyaet-integrirovannuju-grafiku-s-diskretnoj-kartoj-amd-dlya-povysheniya-proizvoditelnosti
  12. მიმდინარე კვირაში ილონ მასკი გამოვიდა ინიციატივით, რომ დაიწყოს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების წარმოება მისი კომპანიის კუთვნილი ძალების მიერ. ნიუ-იორკის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ამ იდეას და შესაძლოა სხვა ამერიკულმა მანქანათმშენებელმა კომპანიებმაც აიღონ მასკისგან მაგალითი პანდემიის პირობებში. ნიუ-იორკის მერი Bill de Blasio დადებითად გამოეხმაურა მასკის განცხადებას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამოშვების შესახებ, აპარატზე მოთხოვნა შესაძლოა სწრაფად გაიზარდოს COVID-19-ის გავრცელების პირობებში. მისი თქმით მთელ ქვეყანას სჭირდება ეს მოწყობილობა, მხოლოდ ნიუ-იორკი რამდენიმე ათასი ამგვარი აპარატის შეძენას აპირებს უახლოეს პერიოდში. მასკი უკან არ იხევს და გამოხატავს მზადყოფნას, რომ საკითხი განიხილოს ნიუ-იორკის ადმინისტრაციასთან. ამერიკული ავტოგიგანტები, რომლებმაც პროფკავშირების ზეგავლენის შედეგად შეაჩერეს ძირითადი პროდუქციის წარმოება, ასევე განიხილავენ შესაძლებლობას - აწარმოონ ზემოთხსენებული აპარატები თავიანთ თავისუფალ ქარხნებში. General Motors-ის გენერალური დირექტორი Mary Barra აღნიშნულ საკითხზე უკვე დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. კომპანია Ford-იც განიხილავს ანალოგიურ შესაძლებლობას. General Electric ელის ვენტილაციის აპარატების წარმოების ზრდას, ამისათვის ქარხნებში დამატებითი სამუშაო სმენები დაემატება, რათა წარმოება 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდეს. სხვა საწარმოო გიგანტებიც გაგებით ეკიდებიან ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნებს. Honeywellდა 3M საწარმოო ძალების მიმართვას აპირებენ N95 ტიპის სამედიცინო ნიღბების წარმოებისკენ. გამოშვებული ნიღბების მოცულობა ათეულ მილიონამდე უნდა გაიზარდოს. პარფიუმერული გიგანტი LVMH გადაერთო ხელების სადეზინფექციო გელის წარმოებაზე, რომელზე მოთხოვნაც მეტად გაიზარდა. https://3dnews.ru/1006431
  13. BitMEX– ის კრიპტო-დერივატიული გაცვლის კვლევითი განყოფილების სპეციალისტებმა გააანალიზეს კორონავირუსული პანდემიის გავლენა ფინანსურ ბაზრებზე. ანალიტიკოსების აზრით ბაზრის რეაგირება ვირუსზე ”ნიშნავს მნიშვნელოვან ცვლილებას ეკონომიკურ სტრუქტურაში”. „საბოლოო ჯამში ახალ ვითარებაში ერთადერთი გამარჯვებული იქნება: ინფლაცია“ - ნათქვამია კვლევაში. საფონდო ბირჟების დაცემა კორონავირუსის გამო ერთ-ერთი დიდი მოვლენაა ისტორიაში 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისთან, 1987 წლის „შავ ორშაბათსა“ და 1929 ბირჟების კრახთან ერთად. „დღესდღეობით პრაქტიკულად არ არსებობს ეჭვი, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული 2020 წლის ფინანსური კრიზისი ისტორიის სახელმძღვანელოში შევა“ - აღნიშნავს BitMEX. ხელისუფლების მხრიდან კრიზისის შესაკავებლად განხორციელებული ძალისხმევა არასაკმარისია, ცენტრალურმა ბანკებმა უკვე „თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიეს“ - დარწმუნებულნი არიან მკვლევარები. მათი აზრით აშშ-ის პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფინანსურ კრიზისს, რადგანაც ყოველი გადაწყვეტილების უკან საპროცენტო განაკვეთის შემცირება იდგა. „როგორც არ უნდა მივუდგეთ მონეტარულ პოლიტიკას, ამჟამად ეჭვგარეშეა, რომ მოქმედი სისტემა კიდევ ერთ კრიზისს ვეღარ გაუძლებს. ცვლილებების დრო დადგა“ - აცხადებენ მკვლევარები. ავსტრიის ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლების აზრით, მონეტარული პოლიტიკის მიზანმიმართული შემსუბუქება აჭიანურებს რეცესიის დაწყებას, მაგრამ საბოლოოდ მნიშვნელოვნად ამძაფრებს მის შედეგებს. კორონავირუსის პირობებში ბიზნესის შეჩერება ერთადერთი ისეთი პრობლემა არ არის, რომელიც სამომავლოდ სერიოზულ შედეგებს გამოიღებს. მზარდი პოლიტიკური პოპულიზმი, ასევე კლიმატური ცვლილებები გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, შედეგად კი მივიღებთ შოკისმომგვრელ ინფლაციას - დარწმუნებულნი არიან BitMEX-ის ანალიტიკოსები: „ბაზრები შეუწყნარებელნი არიან ცვლილებებისადმი. ფინანსური ბაზარი მეტისმეტად შეეჩვია ამჟამინდელ წყობას, რომელიც ცენტრალური ბანკების ინსტრუმენტებითაა დაცული. არასტაბილური დრო დგება“. Bitcoin-ის ფასის ვარდნას BitMEX მოსალოდნელ და პროგნოზირებად მოვლენად მიიჩნევს - საფონდო ბაზრების რყევის ფონზე ინვესტორები აშშ დოლარზე გადავიდნენ. ასეა თუ ისე, კრიზისი შესაძლოა კრიპტოვალუტისთვის ხელშემწყობი შესაძლებლობაც კი იყოს: „შეცვლილი ეკონომიკური სტრუქტურის პირობებში, როდესაც ეკონომიკა და ფინანსური ბაზრები შეირყა და არ არსებობს მნიშვნელოვანი წამყვანი - ასეთი ვითარება შესაძლოა უდიდესი შესაძლებლობა გახდეს Bitcoin-ისთვის“ - ვარაუდობენ მკვლევარები. https://forklog.com/bitmex-mirovoj-krizis-na-fone-koronavirusa-stanet-samym-bolshim-shansom-dlya-bitkoina/
  14. როგორც ვიცით, NVIDIA-ს სურდა GTC კონფერენციის ჩატარება და ამისთვის ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო: გააძლიერა უსაფრთხოების დაცვის ზომები და სცადა ონლაინ-შოუს ჩატარება, თუმცა მიღებული ზომები უშედეგო აღმოჩნდა. კომპანიას კონფერენციაზე უნდა წარედგინა ახალი პროდუქტები, თუმცა კონფერენცია დაიხურა. შესაბამისად, კარგი სიახლე არ არის მათთვის, ვინც ელოდა, რომ მალე გამოვიდოდა RTX 3000 სერია Ampere გრაფიკული პროცესორებით: ეს პროდუქტები გავრცელებული ცნობების თანახმად სწორედ ზემოთხსენებულ კონფერენციაზე უნდა დაანონსებულიყო. ახალი ინფორმაციით მათი წარდგენა ვერ მოხერხდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ორმა ფაქტორმა: პირველი - რაღა თქმა უნდა ეს გახლავთ კორონავირუსის პანდემია, მეორე ფაქტორი კი ჯერჯერობით დაუზუსტებელია და მხოლოდ ვარაუდის დონეზე არსებობს: შესაძლოა კომპანიამ გადაწყვიტა ცოტა მოიცადოს, დაელოდოს AMD Big Navi-ს გამოსვლას და შეაფასოს იგი. ამ ეტაპზე Ampere სერიის გრაფიკული პროცესორების შესახებ ვიცით ის, რომ ისინი დაფუძნებული იქნება 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. სხვა მახასიათებლების შესახებ გავრცელებული არაოფიციალური ცნობები ჯერჯერობით ურთიერთგამომრიცხავია. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/34652/fanatam-nvidia-pridetsya-dolgo-zhdat-processory-ampere-vyjdut-tolko-v-konce-2020-goda
  15. მომავალი ახლოსაა. კომპანია Hyundai-ს ქროსოვერი პირველი იქნება, რომელიც მიიღებს ავტოსტერეოსკოპული დისპლეის მქონე მონაცემთა დაფას. სივრცული გამოსახულების ნახვა შესაძლებელი იქნება სპეციალური სათვალის მეშვეობით: მძღოლი თავს იგრძნობს „Star Wars” -ის პილოტად ავტომობილში, სადაც გამოსახულებები ჰოლოგრაფიულად გამოდის. სტერეოსკოპულ დისპლეის ავტომობილისთვის გამოუშვებს საავტომობილო მაკომპლექტებლების წამყვანი OEM-მწარმოებელი კომპანია Continental. სტერეოსკოპული გამოსახულება დისპლეიზე იქმნება პარალაქსური ბარიერის დახმარებით. ეს გახლავთ ლინზების სისტემა მართვადი დახრის კუთხით. მისი უმარტივესი მაგალითია ბარათები სამგანზომილებიანი სურათებით, რომელთა ზედაპირი დაფარულია ტალღის ფორმის ლინზებით. მოკლედ, Continental-ის სტერეოსკოპული დისპლეი შეიქმნება ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების შესაბამისად. მძღოლის თვალის გუგებზე დაკვირვების შედეგად დისპლეი უზრუნველყოფს მოცულობითი გამოსახულების გამოტანას, მანქანაში მსხდომი სხვა პირები კი ამ სიამოვნებას მოკლებულნი იქნებიან. ჩნდება კითხვა - ხელს ხომ არ შეუშლის ასეთი მიმზიდველი სისტემა მძღოლს მართვაში? მწარმოებელი კომპანიის თქმით სტერეოსკოპული დისპლეი კონცენტრირებული იქნება ავტომობილის მართვის ძირითად მოვლენებზე. იმის ნაცვლად, რომ თვალყური ვადევნოთ ათეულობით მონაცემსა და სასიგნალო მაჩვენებელს, სტერეოსკოპული დისპლეი მთავარ მოვლენას მთავარ ხედზე გამოიტანს - გამოსახულება „ამოცურდება“ დისპლეის თავზე და მიიპყრობს მძღოლის ყურადრებას, რაც მას საშუალებას მისცემს კონცენტრირდეს ამ მთავარ მოვლენაზე. ქოროსვერი Genesis GV80 სამომავლოდ კომპანია Continental აპირებს მგზავრებს შესთავაზოს გასართობი სტერეოსკოპული დისპლეები და ჟესტებით მართვის ფუნქციის მქონე დისპლეი. გეგმებში ასევე შედის შეიქმნას სტერეოსკოპული დისპლეი მძღოლისთვის დიფრაქციული განათების ტექნოლოგიით - Leia (Diffractive Lightfield Backlighting). ამ ტექნოლოგიის ბაზარზე წამოწევას ცდილობდა კომპანია RED საფირმო სმარტფონ Hydrogen One-ის მეშვეობით, თუმცა მას არ გამოუვიდა დაგეგმილი. საინტერესოა, შეძლებს თუ ვერა ამას კომპანია Continental? https://3dnews.ru/1006188
  16. ბრაუზერ Opera-ში სტარტაპ Wyre-ის მიერ შექმნილი ინტეგრირებული საფულეს მეშვეობით აშშ-ის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შეიძინონ BTC და ETH Apple Pay-სა და სადებეტო ბარათების მეშვეობით. Wyre-ში აცხადებენ, რომ თავიანთ მომხმარებლებს სთავაზობენ „კონკურენტუნარიან“ საკომისიოს - ყოველ ტრანზაქციას დაერიცხება 0,30 $ + 2,9%-მდე. შენაძენის დღიური ლიმიტი 250 აშშ დოლარს შეადგენს. ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომია აშშ-ის იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც იყენებენ Opera-ს Android-ზე, iOS-სა და დესკტოპ ვერსიაზე. ამ დრომდე მსგავსი სერვისით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნების მაცხოვრებლებს უშუალოდ კრიპტობროკერ Safello-ს მეშვეობით. ბრაუზერის დეველოპერები ამტკიცებენ, რომ დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტების შეძენის ასეთივე სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდი ხელმისაწვდომი გახდება სხვა ქვეყნებშიც. Opera-ში ახალ სერვისს გარღვევად მიიჩნევენ: „წარსულში კრიპტოვალუტების შეძენას საათები და ზოგჯერ დღეებიც კი სჭირდებოდა“ - აცხადებს ბრაუზერის კრიპტოგანყოფილების ხელმძღვანელი ჩარლზ ჰემელი. https://forklog.com/polzovateli-brauzera-opera-smogut-kupit-bitkoin-i-efir-za-30-sekund/
  17. კომპანია Samsung-მა დააანონსა საშუალობიუჯეტური დონის სმარტფონი Samsung Galaxy M21. მის შესახებ ამ დრომდე არსებული ბევრი ცნობა დადასტურდა, თუმცა ბევრი არ აღმოჩნდა სწორი. როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, Samsung Galaxy M21-ს აქვს მობილური პროცესორი Exynos 9611. ცალკრისტალიანი სისტემა შესრულებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ეს ჩიპი ასევე მოცემულია სმარტფონ Galaxy M30s-ში, რომელიც გასულ წელს გამოვიდა. მონაცემთა შენახვისთვის გათვალისწინებულია ინტეგრირებული ფლეშ-მოდული, რომლის მოცულობა კომპლექტაციის მიხედვით შეადგენს 64 ან 128 გიგაბაიტს. LPDDR4x ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ვერსიების შესაბამისად 4 ან 6 გიგაბაიტია. მეხსიერების სანახი სივრცის გაფართოება შესაძლებელია microSD ბარათით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მესამე სლოტი. სმარტფონის კორპუსი პლასტმასისაა, ფრონტალურ მხარეს წარმოდგენილია დამცავი მინა Gorilla Glass. მატრიცის ტიპი გახლავთ Super AMOLED, ეკრანი 6.4-დუიმიანია, გვერდების შეფარდებაა 19.5:9. დისპლეის გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება. წვეთის ფორმის ჭრილში განთავსებულია ფრონტალური კამერა. AMOLED დისპლეის მიუხედავად დისპლეიზე არ არის მოცემული ბიომეტრიული სკანერი: იგი ხელმისაწვდომია კორპუსის უკანა მხარეს ძირითად კამერასთან ერთად. Samsung Galaxy M21 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 10-სა და საფირმო One UI 2.0-ზე. სმარტფონს აქვს Widevine L1 სეტიფიკატი, ე.ი. შეუძლია უპრობლემოდ გაუშვას კონტენტი სტრიმინგ-სერვისებზე. კვებაზე პასუხისმგებელია 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. USB-C პორტის მეშვეობით შესაძლებელია დამუხტვა 15 ვატი სიმძლავრით. მოწყობილობას არ აქვს NFC ჩიპი, სამაგიეროდ სმარტფონი იმაზე იაფი ღირს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია და გამოიყენება სახის ამოცნობისთვის. უკანა პანელზე განთავსებულია მთავარი 48 მეგაპიქსელიანი მოდული, ასევე 5+8 მეგაპიქსელიანი მოდულები. Samsung Galaxy M21 გაყიდვაში გამოვა მეხსიერების მხრივ ორ მოდიფიკაციაში. საბაზისო 4/64 გბ მოდელის ფასი 175 აშშ დოლარია. 6/128 გბ ვერსიის ფასი ჯერჯერობით დაუზუსტებელია ისევე, როგორც სმარტფონის ევროპულ ბაზარზე გამოსვლის თარიღი. სმარტფონი ფერების მხრივ წარმოდგენილი იქნება შავ, ფირუზისფერ და მუქ ლურჯ ვარიანტებად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34634/samsung-galaxy-m21-predstavlen-oficialno-akb-na-6000-mach-chip-exynos-9611-i-cena-ot-175-dollarov
  18. აეროკოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ორბიტაზე გაუშვა 60 მიკროთანამგზავრისგან შემდგარი მორიგი ნაკადი პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პლანეტის მოშორებულ მხარეებში მცხოვრები პირების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფას. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ რაკეტა Falcon 9-ს Starlink-თანამგზავრების ახალი ნაკადი უნდა გაეყვანა 15 მარტს, თუმცა უკანასკნელ მომენტში ფრენა გადაიდო რაკეტის ძრავის სიმძლავრესთან დაკავშირებული პრობლემის გამო. ეს გახლავთ Falcon 9-ის მეხუთე ფრენა, ამ დრომდე მან ოთხჯერ უკვე წაიღო ტვირთი ორბიტაზე. ამჯერად რაკეტა უნდა დაეშვას ატლანტის ოკეანეში არსებულ ავტონომიურ პლატფორმაზე. ცალკე მოხდება რაკეტის შემადგენელი ნაწილების დაჭერა. რაკეტის გაშვება განხორციელდა 08:16 EST-ზე ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის 39A სასტარტო კომპლექსიდან, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს. კომპანიამ უკვე დაადასტურა, რომ 60 Starlink-თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გავიდა. https://3dnews.ru/1006234
  19. ოპერაციული სისტემა Android-ის მფლობელებმა მიიღეს შესაძლებლობა დაამატონ სადებეტო ბარათი Coinbase Card უშუალოდ Google Pay საფულეში. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ბლოგში. Google Pay-ს მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ შეასრულონ სხვადასხვა სახის ანგარიშსწორება კრიპტოვალუტების ბალანსით. ამგვარად, Coinbase გახდა პირველი კომპანია, რომელიც განახორციელებს მობილურ გადახდებს ციფრულ ვალუტებში Google Pay-ს გამოყენებით. მსგავსი სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა Android-აპლიკაციის ჩამოტვირთვა, შესვლა Coinbase-ის ექაუნთში და Google Pay-ში ბარათის დამატება. Coinbase Card აპლიკაცია ასევე ხელმისაწვდომია iOS-ის მომხმარებლებისთვის. Coinbase Card-ის გამოყენებით Google Pay-ის მეშვეობით გადახდები ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ შემდეგ ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, სლოვაკეთი, ესპანეთი, ხორვატია, ჩეხეთი, პოლონეთი, დანია, ნორვეგია და შვედეთი. წლის ბოლოსთვის Coinbase აპირებს გააფართოვოს ზემოთხსენებული ფუნქციის მხარდაჭერის მქონე ევროპული ქვეყნების ჩამონათვალი. შეგახსენებთ, რომ თებერვალში Coinbase-მა მიიღო Visa Principal Member-ის სტატუსი, რისი წყალობით კომპანიას მეტად აღარ უწევს გამოიყენოს გარე კომპანიების სერვისები Coinbase Card-ის გამოშვებისთვის. https://forklog.com/polzovateli-karty-coinbase-smogut-rasplachivatsya-kriptovalyutoj-cherez-google-pay/
  20. რამდენიმე წელია Apple-ის ფანატები ელიან კომპაქტური სმარტფონის გამოსვლას, რომელიც იქნება iPhone SE მოდელის „შთამომავალი“. უკვე არაერთი თვეა მიმდინარეობს საუბარი, რომ ახალი კომპაქტური სმარტფონის დასახელება იქნება iPhone 9 და არა iPhone SE 2. ამჟამად ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Apple-მა ასევე შეიძლება წარადგინოს მოდელი სახელად iPhone 9 Plus. სტანდარტულ ვერსიას ექნება 4.7-დუიმიანი IPS ეკრანი და იგი შესრულებული იქნება iPhone 8-ს სტილში. ამასთან, სმარტფონის გაიაფების მიზნით კომპანია უარს იტყვის სახის 3D ამომცნობ სისტემა Face ID-ზე, რომელმაც Apple-ის სმარტფონებიდან გამოდევნა თითის ანაბეჭდის სკანერი. iPhone 9 Plus სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებული იქნება 5.5-დუიმიანი ეკრანით. iPhone 9-ში გამოყენებული იქნება ცალკრისტალიანი სისტემა Apple A13 Bionic, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 3 გიგაბაიტს შეადგენს, ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა კი 64 გბ იქნება. ვრცელდება ცნობა 32-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერების არსებობაზეც, თუმცა ამ მოცულობის მეხსიერებაზე კომპანია Apple-მა გარკვეული პერიოდია უკვე უარი თქვა. ანალიტიკოსები თავდაპირველად აღნიშნავდნენ, რომ Apple-ის სმარტფონების ანონსი მიმდინარე წლის მარტში შედგებოდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო კომპანიამ გადაავადა კომპაქტური სმარტფონების ანონსი. უფრო მეტიც - არსებობს ინფორმაცია, რომ პანდემიის გამო Apple-მა თარიღი კიდევ უფრო გადაწიოს და მიუახლოვოს iPhone 12 სერიის პრეზენტაციის დროს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34608/apple-gotovit-k-vyhodu-dva-kompaktnyh-iphone
  21. ერთდაფიანი კომპიუტერების ასორტიმენტი გაიზარდა: შედგა DFI GHF51 მოდელის დებიუტი, რომელიც ზომებით შეესაბამება პოპულარულ Raspberry Pi-ს. მოწყობილობა აგებულია AMD-ის აპარატულ პლატფორმაზე, მისი ზომა 84 × 55 მილიმეტრია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოყენებულია 1.8-დუიმიანი ფორმატი. კომპიუტერის „გული“ - ეს გახლავთ პროცესორი Ryzen Embedded R1000 Series გრაფიკული ამაჩქარებლით - Radeon Vega 3. TDP-ის მაქსიმალური დონე 12 ვატს შეადგენს. DDR4-3200 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შესაძლოა შეადგენდეს, 2, 4 ან 8 გიგაბაიტს. მონაცემთა შენახვაზე პასუხისმგებელია 16, 32 ან 64 გიგაბაიტი მოცულობის eMMC მოდული. მოწყობილობას აქვს ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet (Intel I211AT ან I210IT). ხელმისაწვდომია ორი HDMI 1.4 პორტი, ასევე USB 3.1 Gen 2 Type-C. სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონია 0-დან 60 გრადუს ცელსიუსამდე. ოფციონალურად ხელმისაწვდომი იქნება ვერსია გაფართოებული ტემპერატურული დიაპაზონით - მინუს 20-დან + 70 გრადუსამდე. ერთდაფიანი ახალი DFI GHF51 კომპიუტერის გაყიდვების დაწყებისა და მიახლოებითი ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/1006112
  22. Bitcoin-ის კოტირების 5350 აშშ დოლარიან დონემდე შემცირების შემდეგ ASIC-მაინერების მფლობელები, რომლებიც ქსელის გამომთვლელი სიმძლავრის მესამედს უზრუნველყოფენ, მინუსში აღმოჩნდნენ. ამის შესახებ განაცხადა კომპანია CoinShares-ის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა კრის ბენედიკსენმა. მისი თქმით, მაინერებისთვის საშუალო დღიური ნაკადი უარყოფითი რჩება დაახლოებით 4500 აშშ დოლარის ფასის შემთხვევაში, მომგებიანი კი ხდება 7400 აშშ დოლარზე. თუკი ფასი არ გაიზრდება მაისში მოსალოდნელი ჰალვინგისას, ბევრი მაინერი საქმიანობას შეწყვეტს. ამჟამად ისინი აგრძელებენ Bitcoin-ის მოპოვებას ფასის სამომავლო მატების მოლოდინით - დაამატა CoinShares-ის წარმომადგენელმა. „ის მაინერები, რომელთაც ახალი აღჭურვილობა აქვთ, წესრიგში არიან დიდი ალბათობით. თუმცა უჭირთ მათ, ვისაც წინა თაობის მოწყობილობები გააჩნია. თუკი ფასი კვლავ ასეთი დარჩება, ჰალვინგი მათ ბოლოს მოუღებს“ - განაცხადა ბენედიკსენმა. მარტში Bitcoin-ის ჰეშრეითი თითქმის 30%-ით შემცირდა. ექსპერტები ამ ფაქტს ხსნიან მაინერების მიერ არჭურვილობის გამორთვით. ისტორიულად, Bitcoin-ის ჰალვინგმა გამოიწვია პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდის დაჩქარება. თუმცა ზოგი ანალიტიკოსი თვლის, რომ Bitcoin-ი ჯილდოს შემცირებას უახლოვდება დათვური ძალების ზრდის ფონზე. კომპანია CoinMetrics-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ Bitcoin-მა შესაძლოა გაიმეოროს Litecoin-ის ჰალვინგის სცენარი - „ზრდის მოლოდინი და კრახი“. მათ ეთანხმება Litecoin-ის დამფუძნებელი ჩარლი ლი. https://forklog.com/coinshares-posle-padeniya-bitkoina-tret-majningovyh-moshhnostej-rabotaet-v-ubytok/
  23. კორონავირუსი ძლიერ დარტყმას აყენებს ბევრ კორპორაციასა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, დაწყებული გეიმინგიდან - მედიცინით დამთავრებული. მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ პოპულარული კონსოლები Xbox Series X და PlayStation 5 მიმდინარე წლის ზამთრის დადგომამდე გამოვიდოდა, თუმცა ახალი ინფორმაცია სრულიად განსხვავებულია. გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემებია შიდა მაკომპლექტებლების მიწოდებასთან დაკავშირებით, Sony-სა და Microsoft-ის მომდევნო თაობის კონსოლების გამოსვლა გადაიდება 2021 წლის გაზაფხულამდე, ან შესაძლოა ზაფხულამდეც კი. ამის შესახებ განაცხადა კომპანია DFC Intelligence-მა, რომელიც დაკავებულია მსხვილი კომპანიებისა და კორპორაციების ანალიტიკით. AMD-მ, რომელიც ორივე კონსოლისთვის განკუთვნილ SoC-ს აწვდის, მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ გარკვეული შეფერხებები ალბათ იქნება, თუმცა არა კრიტიკული. DFC Intelligence აცხადებს: იმ შემთხვევაში, თუკი კონსოლები მაინც გაიყიდება, მათი რაოდენობა მეტად შეზღუდული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტად აიწევს ფასი. ფანატები მათ დიდი ალბათობით 2020 წელს ვერ იხილავენ. დადებით ფაქტად კომპანია მიიჩნევს იმას, რომ სამომხმარებლო მოთხოვნა კონსოლებზე აუცილებლად მაღალი იქნება და გადააჭარბებს მიწოდებას. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/34560/xbox-x-i-ps5-mogut-ne-vyjti-v-etom-godu-vinovat-koronavirus
  24. შეერთებული შტატების აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაასრულა კოსმოსური რაკეტა Orion-ის ტესტირება. იგი შექმნილია კორპორაცია Lockheed Martin-ის მიერ და განკუთვნილია მისიისთვის - კოსმოსში გაიყვანოს ასტრონავტები მთვარის მისია Artemis-ის ფარგლებში. როგორც ცნობილია, ტესტირება მოიცავდა სამ თერმულ შემოწმებას ვაკუუმ-კამერაში, ასევე რაკეტის ელექტრონიკის ქმედითუნარიანობის შემოწმებას გარე ელექტრომაგნიტური გავლენის პირობებში. კოსმოსური რაკეტის ტესტირება ჩატარდა NASA-ს ჯონ გლენის სახელობის კვლევით ცენტრში, ოჰაიოში. აქ მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი თერმული კამერა, ასევე ხელმისაწვდომია აეროდინამიკური მილები და სხვა აღჭურვილობა, რათა მოხდეს კოსმოსში ფრენის პირობების იმიტაცია. კოსმოსური რაკეტა კვლევით ცენტრში 2019 წლიდან იმყოფება. მიიჩნეოდა, რომ ტესტირება ოთხ თვეს უნდა გაგრძელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდის პროცესი კორონავირუსული ინფექციის პანდემიის ფონზე წარიმართა, ცენტრის სპეციალისტებმა შეძლეს სამუშაოს შესრულება პირვანდელი გრაფიკის მიხედვით. „ყველა გაოცებული ვართ, იმდენად კარგად ჩაიარა ყველაფერმა. როდესაც ტესტირებას ვატარებდით თერმოვაკუუმით, ვგეგმავდით, რომ იგი 62 დღეზე დიდხანს გაგრძელდებოდა, აპარატი კარგად ფუნქციონირებდა ისევე, როგორც დანადგარი. ასე რომ არ დაგვჭირდა დამატებითი დრო“ - განაცხადა სადგურ პლამ-ბრუკის ტესტირების პროექტის მენეჯერმა Nicole Smith-მა. მისი თქმით, ტესტირება 47 დღე გაგრძელდა. ამჯერად კოსმოსურ რაკეტას მოუწევს ტრანსპორტირება ფლორიდაში არსებული კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრისკენ. იქ მას აიყვანენ Aero Spacelines Super Guppy თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც განკუთვნილია მსხვილგაბარიტიანი ტვირთების გადატანისთვის. https://3dnews.ru/1005969
  25. კომპანია Microsoft კაცობრიობის ისტორიაში შევიდა 1975 წელს, როდესაც იმ დროის ორმა გენიალურმა ანტრეპრენერმა - ბილ გეითსმა და პოლ ალენმა შექმნეს Basic - მაღალი დონის პროგრამირების ენა. იმ დროიდან კომპანიამ წინსვლა დაიწყო და ეტაპობრივად მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ადგილებს მიუახლოვდა. 2008 წელს გეითსმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო დაეტოვებინა მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა, თუმცა დარჩა დირექტორთა საბჭოში. ახლა, ამ გადაწყვეტილებიდან 12 წლის შემდეგ ბილ გეითსმა საბოლოო ვერდიქტი მიიღო - მთლიანად დატოვოს საკუთარი კომპანია. ამასთან, იგი არა მხოლოდ Microsoft-იდან წავიდა: საინვესტიციო ფონდმა Berkshire Hathaway-მაც დაკარგა მთავარი დირექტორი. თუმცა იგი კვლავ რჩება კომპანიის აქციების უმსხვილეს მფლობელად. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად გეითსმა დაასახელა ძლიერი სურვილი, რომ დაკავდეს ფილანთროპობით და მას დაუთმოს მთელი თავისუფალი დრო. COVID-19-თან ბრძოლისთვის მან თავის მეუღლესთან ერთად უკვე დახარჯა ას მილიონ აშშ დოლარზე მეტი, დაფინანსების სხვა წყაროების ხსენება არც ღირს, იმდენად დიდია მათი ჩამონათვალი. განცხადების ბოლოს გეითსმა აღნიშნა, რომ კომპანია მუდამ დარჩება მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად. იგი გეგმავს აქტიურად დაუჭიროს მხარი Microsoft-ის დირექტორ სატია ნადელას და დაეხმაროს მას ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში. ხშირად მომხდარა ისე, რომ ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ კომპანიას ცუდი დროება დასდგომია, უარეს შემთხვევაში კი გაკოტრებულა კიდეც. ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ ვარაუდი - რა მოხდება დიდი დამფუძნებლის წასვლის შემდეგ: დარჩება თუ არა Microsoft კვლავ ლიდერ პოზიციაზე პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში თუ გაიმეორებს ცნობილი ბრენდ Nokia-ს ბედს. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/34530/bill-gejts-reshil-pokinut-kompaniju-horoshie-vremena-microsoft-mogut-zakonchitsya
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.