Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5936
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Samsung-მა ტექნოლოგიურ კომპანია SoFi-სთან პარტნიორობით, რომელიც დაკავებულია საფინანსო აღრიცხვის პროგრამების შემუშავებითაა დაკავებული, წარადგინა პლასტიკური სადებეტო ბარათი Samsung Money ქეშბექის ფუნქციითა და უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერით. Samsung-ის ბარათზე არ არის მოცემული ნომერი, გამოშვების თარიღი, CVV-კოდი და მფლობელის ხელმოწერა. საბანკო ბარათის სრული მართვა ხორციელდება მობილური აპლიკაცია Samsung Pay-ს მეშვეობით. ამგვარად, თუკი მფლობელი ბარათს დაკარგავს ან მოპარავენ, ვერავინ შეძლებს მის გამოყენებას. უსაფრთხოების სისტემისა და ფინანსური ოპერაციებისადმი ანალოგიური მიდგომა გააჩნია საკრედიტო ბარათ Apple Card-ს. Samsung Money-ს შეკვეთა შესაძლებელი იქნება მხოლოდ Samsung-ის სმარტფონისა და აპლიკაციის გამოყენებით. მობილური აპლიკაციის მეშვეობით ბარათის მფლობელი შეძლებს მიიღოს დეტალური ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ. საბანკო ბარათის ანგარიში ავტომატურად უკავშირდება Samsung Pay-ს. შენაძენის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება სმარტფონის გამოყენებით. ქეშბექის სისტემა - შესრულებული შესყიდვის ფასის მცირე პროცენტის დაბრუნება - ამერიკულ ბაზარზე ნაკლებად გავრცელებული შესაძლებლობაა. ბარათის გამოშვების მომენტისთვის კომპანია მომხმარებლებს პირდება 55 ათასზე მეტი პარტნიორი მაღაზიისა და სერვისის მხარდაჭერას. 1000 და მეტი ქულის დაგროვების შემთხვევაში ბარათის მფლობელს შეუძლია მათი დახარჯვა სხვადასხვა სახის პროდუქციის შესაძენად. სამწუხაროდ კომპანია არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა Samsung Money ბარათის სხვა ქვეყნებში გამოშვებასაც. ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ შეერთებულ შტატებს ეხება, სადაც ბარათი მიმდინარე ზაფხულიდან გახდება ხელმისაწვდომი. https://bit.ly/2XQkE9Z
  2. სამხრეთკორეულმა კორპორაცია Samsung-მა წარადგინა მზა ავტონომიური გადაწყვეტილება მობილურ მოწყობილობებში კრიპტოსავალუტო აქტივებით განხორციელებული ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. პრეს-რელიზის თანახმად იგი მოიცავს SE-ჩიპს (S3FV9RR) და გაუმჯობესებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. ხსენებული გადაწყვეტილების მიზანია უზრუნველყოს „ისეთი ამოცანების დაცვა, როგორებიცაა იზოლირებული საცავი, მობილური გადახდები და სხვა“. “მობილურობისა და უკონტაქტო კომუნიკაციების ეპოქაში ველით, რომ ჩვენი სმარტფონები და პლანშეტები წარმოდგენილი იქნება უსაფრთხოების უმაღლესი დონით, რათა დაცული იყოს პერსონალური მონაცემები და უზრუნველყოფილ იქნას fintech-ოპერაციები, როგორებიცაა მობილური ბანკინგი, საბირჟო ვაჭრობა და ტრანზაქციები კრიპტოვალუტებით“ - განაცხადა კორპორაციის მარკეტინგის ქვეგანყოფილების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა. ახალ ჩიპს აპარატულად აქვს RoT-მხარდაჭერა, უსაფრთხო ჩატვირთვა და მოწყობილობის აუთენტიფიკაცია. სერტიფიცირებულია მობილური მოწყობილობებისთვის უმაღლესი მოთხოვნების შესაბამისად. ხსენებული გადაწყვეტილება პირველ რიგში განკუთვნილია ყველაზე მოთხოვნადი მოწყობილობების ამ ფუნქციებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელთა შორისაა ფლაგმანური სმარტფონები, ელექტრონული პასპორტები და აპარატული კრიპტოსავალუტო საფულეები. მოსალოდნელია, რომ S3FV9RR ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. გარკვეული პერიოდის წინ Samsung-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი 5G სმარტფონი ბლოკჩეინის ბაზაზე არსებული ID აუთენტიფიკაციის ინტეგრირებული სერვისით. https://forklog.com/samsung-predstavila-novyj-chip-dlya-zashhity-bitkoin-tranzaktsij-na-mobilnyh-ustrojstvah/
  3. გასულ კვირაში AMD-მ განაცხადა, რომ იგეგმება ამჟამად არსებული სერიის პროცესორების განახლებული მოდელების (Ryzen 5 3600XT, Ryzen 7 3800XT და Ryzen 9 3900XT) გამოშვება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ მოდელების სიხშირული მაჩვენებლები გაიზრდება 200-300 მჰც-ით, რაც პოზიტიურად აისახება მათ წარმადობაზე. ამჯერად კი ცნობილი გახდა ტესტების შედეგები, რომლებიც გვიჩვენებს განახლებული 12-ბირთვიანი Ryzen 9 3900XT-ის დაუჯერებელ შესაძლებლობებს. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე პროცესორის ტესტირების შედეგები Cinebench R20 ბენჩმარკიდან. ამჯერად ჩვენ წინაშეა ერთბირთვიანი რეჟიმის ტესტი, რომელიც ყოველთვის იყო Intel-ის ჩიპების პრეროგატივა. ამჟამად Cinebench R20-ის სათავეშია ახალი ათბირთვიანი Core i9-10900K, რომლის მაქსიმალური სიხშირე 5,3 გჰც-ია, თუმცა ვითარება სულ მალე შეიძლება შეიცვალოს. Ryzen 9 3900XT პირველ ადგილზე გადის. საინტერესოა ის, რომ 200 მჰც ბუსტის წყალობით Ryzen 9 3900XT-მა +20 ქულა მიიღო ტესტში, სადაც 5 ქულის მოპოვებაც კი დიდი ძალისხმევის შედეგად ხდება. როგორც ჩანს, Intel უკვე აღარ არის პირველი ერთნაკადიან ტესტებში. თანაც წინ კიდევ უფრო მაღალი წარმადობის Ryzen 4000 სერია გველის IPC-წარმადობის 20%-იანი ზრდით. https://bit.ly/2LWqnp7
  4. ამერიკულმა კომპანია Hewlett-Packard-მა დააანონსა მაღალი წარმადობის ლეპტოპები ZBook Firefly, რომლებსაც მაღალი დონის მახასიათებლების პარალელურად მეტად მოკრძალებული გაბარიტები და წონა აქვთ. მოწყობილობა გამოვა ზომის მხრივ ორ ვარიანტად - 14- და 15-დუიმიანი ეკრანებით. ლეპტოპები შეესაბამება MIL-STD-810H გამძლეობის სტანდარტს. კომპანიის ცნობებით ახალი 14-დუიმიანი ZBook Firefly 8,8 %-ით პატარა და 5,2 %-ით მსუბუქი წინა თაობის მოდელთან შედარებით. ლეპტოპის ეკრანი იკავებს ფართობის 84%-ს, რაც რეკორდული არა, მაგრამ საკმაოდ ღირსეული მაჩვენებელია. დისპლეის სახით გამოყენებულია HP Sure View Reflect მატრიცა. 15-დუიმიანი მოდელი წინამორბედზე 9,5 %-ით პატარა და 1,8 %-ით მსუბუქია. ეკრანი ფართობის 86%-ს იკავებს. ოფციურად შესაძლებელია კომპლექტაცია UHD HDR400 დისპლეით. რაც შეეხება შიდა მაკომპლექტებლებს, ლეპტოპები აგებულია მეათე თაობის Intel Comet Lake-U პროცესორების ბაზაზე. გრაფიკული ადაპტერის სახით გამოყენებულია NVIDIA Quadro P520 - GDDR5 ტიპის 4 გბ მეხსიერებით. HP ამტკიცებს, რომ 14-დუიმიანი მოდელის გრაფიკული ქვესისტემის წარმადობა 50%-ით მეტია წინა თაობის მოდელთან შედარებით. ავტონომიური მუშაობის დრო 17 საათს შეადგენს. ახალი HP ZBook Firefly ლეპტოპები აგვისტოდან გაიყიდება, მათი საწყისი ფასია 1099 აშშ დოლარი. https://bit.ly/3c11TFD
  5. კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ Zcash-ის (ZEC) მომხმარებელთა უმეტესობა არ იყენებს ანონიმურობის სრულ კრიპტოგრაფიულ პოტენციალს პრივატული მონეტის მუშაობის პრინციპების არცოდნის გამო. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ZEC გვთავაზობს დაშიფვრის სერიოზულ მეთოდებს, თუმცა მფლობელები უმეტეს შემთხვევაში მისით არ სარგებლობენ. Zcash-ისგან განსხვავებით Monero-ს (XMR) დეველოპერებმა გაითვალისწინეს ანონიმურობისადმი უფრო მკაცრი მოთხოვნები, რამაც აქტივს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა სტატუსი - „ფაქტობრივად მიუკვლევადი“. Zcash-ში გამოიყენება zk-SNARK - ნულოვანი ცოდნის ერთ-ერთი ქვეტიპის მტკიცებულება. კრიპტოგრაფიულ პროტოკოლს შეუძლია ხელი შეუშალოს შემმოწმებელ და გარიგების დამადასტურებელ ფაქტორს შორის რაიმე ურთიერთკავშირს, იქმნება „ბარიერი, რომელიც უფრო მეტად ართულებს მისამართების ერთმანეთთან დაკავშირების მცდელობას." ანონიმური ტრანზაქციების პარალელურად ZEC-ში შესაძლებელია ტრანზაქციებზე თვალყურის დევნება ფსევდონიმების გამოყენებით. 30-დღიანი მეთვალყურეობის პერიოდის განმავლობაში ამ უკანასკნელთა წილმა 99,91% შეადგინა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მომხმარებლები სრულად არ იყენებენ „დაცული პულის“ უპირატესობას, რაც მათ აქცევს „გამოკვლევადად“. ZEC-ის თითოეული მფლობელი დაკავშირებული ხდება მომხმარებლების პულთან, რომელთა ტრანზაქციების გამოკვლევა შესაძლებელია, ეს კი მთელი ეკოსისტემის კონფიდენციალურობას უთხრის ძირს. საერთო ჯამში მკვლევარების დასკვნა იმედისმომცემი არ არის: „როგორც ჩანს, მოხმარებელთა უმეტესობას არ ესმის Zcash-ის ოპერაციული მოდელის არსი. ZEC-ის მფლობელების მიერ დაცული ტრანზაქციების გამოყენების შედეგად პრივატული კრიპტოვალუტა ხდება „ეფექტურად გამოკვლევადი“. ამგვარი დასკვნა შეესაბამება Rand Corporation-ის კვლევას, რომლის თანახმად Zcash სხვა პოპულარულ მონეტებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია დარქნეტ-მარკეტფლეისებში გამოყენებისთვის. ZEC-ისგან განსხვავებით XMR უკეთ უმკლავდება „მიუკვლევადობისა და დაუკავშირებლობის“ უზრუნველყოფას. კავშირის თავიდან ასაცილებლად თითოეული გარიგებისთვის გამოიყენება ერთჯერადი მისამართები. მიკვლევადობა აღმოფხვრილია ერთჯერადი ხელმოწერით, მტკიცების ფორმები - ნულოვანი გამჟღავნებით, ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური ფორმები კვალის ასარევად. ექსპერტების შეფასებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ანალიზის მეთოდების უმრავლესობით შესაძლებელი გახდა XMR ქსელში გარიგების 1%-ზე ნაკლებ წილზე თვალყურის დევნება. ამავე დროს ერთ-ერთი მოდელის მიხედვით შესაძლებელი გახდა ტრანზაქციის მონაცემების დადგენა 30%-მდე სიზუსტით. Rand Corporation-ის კვლევების თანახმად XMR Bitcoin-ის შემდეგ მეორეა დარქნეტში პოპულარობით. https://bit.ly/2zm5jWs
  6. Mellanox-ის ანგარიშგების ინტეგრირება NVIDIA-ს სტრუქტურაში წლის მესამე კვარტალიშივე მისცემს კომპანიას საშუალებას - სერვერული კომპონენტებიდან უფრო მეტი მოგება მიიღოს, ვიდრე გეიმინგ-პროდუქტებიდან, რომლებიც ამ დრომდე კომპანიისთვის ლოკომოტივს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, ახალი გეიმინგ პროდუქტები მესამე კვარტლის ბოლომდე არ გამოვა, რაც NVIDIA-ს სერვერულ ბიზნესს სრული პოტენციალის გამოვლენის საშუალებას მისცემს. გარკვეული პროგნოზების თანახმად 2024 წელს გრაფიკული პროცესორების ბაზრის მოცულობა 100 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს - უზრუნველყოფილი იქნება თითქმის ხუთმაგი ზრდა ხუთ წელში. ასეთი დინამიკა ძნელად მიღწევადი იქნებოდა სერვერების სეგმენტში გრაფიკული პროცესორების გამოყენების აქტიური გაფართოების გარეშე. NVIDIA-ს პოზიცია ძლიერია, თუმცა მის შერყევას AMD და Intel ცდილობენ. მზარდ ბაზარზე ადგილი ყველას ეყოფა, NVIDIA მალე დაიწყებს პრიორიტეტების დალაგებას მიუხედავად კომპანიის დამფუძნებლის მტკიცებისა, რომ არასდროს დაივიწყებს გეიმერების ინტერესებს. https://bit.ly/2X1ZKoT
  7. ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტო (CNSA) კვლევით მისიას მომავალი თვიდან აამოქმედებს. პროექტი მოიცავს ორბიტალური კოსმოსური აპარატის გაშვებას მარსის შესწავლის მიზნით, ასევე მარსის ზედაპირზე რობოტიზებული, დისტანციურად მართვადი მარსმავალის გადასმას. ჩინეთი წითელ პლანეტაზე როვერს პირველად უშვებს, კოსმოსური სააგენტოს სამომავლო გეგმებში უამრავი სხვა ამბიციური კოსმოსური კვლევითი პროექტია. მაგალითად, 2022 წელს ჩინეთი აპირებს დედამიწის ორბიტაზე ააგოს ახალი კვლევითი სადგური. ცოტა ხნის წინ სააგენტომ ჩაატარა პილოტირებული კოსმოსური აპარატის გამოცდა, რომელიც პერსპექტივაში გამოყენებული იქნება მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნისთვის. ჩინეთი ისწრაფვის აქტიურად გაუწიოს კონკურენცია ამერიკულ სააგენტო NASA-ს კოსმოსური სივრცეების შესწავლის საკითხში. NASA-მ მარსზე უკვე ოთხჯერ დასვა მარსმავალი. მიმდინარე წლის ზაფხულში მოსალოდნელია ახალი, მეხუთე როვერის გაშვება, რომლის სახელწოდებაა Perseverance, იგი მარსის ზედაპირზე 2021 წლის თებერვალში უნდა დაეშვას. ამ მისიის ფარგლებში ასევე იგეგმება გრუნტის ნიმუშების აღება და დედამიწაზე გამოგზავნა. ეს მისია სპეციფიკის მხრივ პირველი იქნება. გარდა ამისა, NASA-ს ახალი მარსმავალი ვერტმფრენითაა აღჭურვილი. საფრენი აპარატის წონა სულ რაღაც 1,8 კილორგამია. ფრენისთვის იგი გამოიყენებს ორ პროპელერს, რომელთა დიამეტრი 1.2 მეტრია. მარსზე დაშვების შემდეგ როვერი Perseverance მინი-ვერტმფრენს სათანადო ადგილას გრუნტზე გადასვავს და დაშორდება უსაფრთხო დისტანციაზე. ამის შემდეგ NASA დაიწყებს მფრინავი აპარატის გამოცდების სერიებს. https://bit.ly/2TBugnl
  8. საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ლუიზიანას სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი კრიპტოვალუტების ბიზნესის ლიცენზირების შესახებ. კანონპროექტის ავტორია შტატის წარმომადგენელი მარკ რაიტი. დოკუმენტი გვთავაზობს კრიპტოვალუტების სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის ლიცენზიების გაცემის პროცედურის დაწესებას. პარალელურად, კანონპროექტი წარმოადგენს კრიპტოვალუტების გაცვლის კონცეფციას და ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ უამრავ ტერმინს იურიდიულ სფეროში. ლუიზიანის საკანონმდებლო ასამბლეის ქვედა პალატაში დოკუმენტმა მიიღო 92 ხმა, რის შემდეგაც ჩატარდა მეორე მოსმენა შტატის სენატში. ამჟამად კანონპროექტი განიხილება ვაჭრობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში. CoinDesk აღნიშნავს, რომ ლუიზიანაში ცდილობდნენ მსგავსი კანონპროექტის წამოწევას 2015 წელს. რამდენიმეწლიანი განხილვის შემდეგ დოკუმენტი უარყოფილ იქნა. 2018 წელს ლუიზიანაში შემოთავაზებული იქნა ICO–ს ჩატარება ადგილობრივი ხაზინის შესავსებად. https://bit.ly/3d7kRvS
  9. ახალი  AMD "Matisse Refresh" პროცესორების შესახებ ანგარიშის წარდგენიდან ორ დღეში გამოჩნდა ინფორმაცია საბაზისო სიხშირეებზე, რომლებსაც უნდა ველოდოთ Ryzen 9 3900 XT, Ryzen 7 3800 XT და Ryzen 5 3600 XT პროცესორებისგან. ხსენებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ფორუმ Chiphell-ის წყალობით, სადაც ერთ-ერთმა მონაწილემ გამოაქვეყნა სამივე პროცესორის მახასიათებლები. განახლებულ Ryzen 3000 სერიაში შევა სამი პროცესორი: AMD Ryzen 9 3900XT (ჩაანაცვლებს Ryzen 9 3900X-ს); AMD Ryzen 7 3800XT (ჩაანაცვლებს Ryzen 7 3800X-ს ); AMD Ryzen 5 3600XT (ჩაანაცვლებს Ryzen 5 3600X-ს). Ryzen 9 3900XT მოდელს ექნება 12 ბირთვი და 24 ნაკადი, Ryzen 7 3800XT-ს - 8 ბირთვი და 16 ნაკადი, Ryzen 5 3600XT მოდელს კი 6 ბირთვი და 12 ნაკადი. მიიჩნევა, რომ AMD Ryzen 9 3900XT-ის საბაზისო ტაქტის სიხშირე იქნება 4.1 გჰც, boost-სიხშირე კი - 4.8 გჰც - Ryzen 9 3900X მოდელისგან განსხვავებით, რომლის სიხშირეებია 3.8/ 4.6 გჰც. ანალოგიურად, Ryzen 7 3800XT-ს ექნება საბაზისო სიხშირე 4.2 გჰც და აჩქარების რეჟიმში 4.5 გჰც. და ბოლოს, AMD Ryzen 5 3600XT საბაზისო ვარიანტში იმუშავებს 4 გჰც სიხშირეზე, Boost-რეჟიმში კი მაჩვენებელი იქნება 4.7 გჰც, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა Ryzen 5 3600X მოდელთან შედარებით. ეს მაჩვენებელი 100 მეგაჰერცით ნაკლებია Intel Core i5-10600K-ის სიხშირეზე, თუმცა გვთავაზობს უკეთეს IPC წარმადობას და მრავალნაკადიანობას, რაც AMD-ს საშუალებას აძლევს აღიდგინოს პოზიციები სამომხმარებლო ბაზარზე Intel Comet Lake-S პროცესორების გამოსვლის შემდეგ. თუკი მოცემული ინფორმაცია სწორია, ასეთ შემთხვევაში სამივე AMD Ryzen 3000 "Matisse Refresh" პროცესორს ექნება უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები, ვიდრე Intel-ის მეათე თაობის დესკტოპ პროცესორებს. გარდა ამისა, AMD Ryzen პროცესორებს აქვს წარმადობა/ვატი-ს უკეთესი შეფარდება Intel-ის პროცესორებთან შედარებით. Ryzen 9 3900X მოდელი აქამდეც პრაქტიკულად უტოლდებოდა ზოგიერთ ტესტში Intel Core i9-10900K-ს, ამჯერად კი Intel-ის უპირატესობა ტაქტის სიხშირის მხრივ დაიკარგა AMD Ryzen "Matisse Refresh" ჩიპების გამოსვლის შემდეგ. უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეებისა და აჩქარების გაუმჯობესებული ალგორითმის შედეგად განახლებული პროცესორების წარმადობა უნდა გაიზარდოს წინამორბედებთან შედარებით 5-10%-ით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მოდელების ფასი უკვე არსებული Ryzen 3000 პროცესორების ღირებულების ფასის შესაბამისი იქნება, ძველი მოდელები გაიაფდება, რაც ხელსაყრელი იქნება მომხმარებლებისთვის. Ryzen 3000 პროცესორების ფასმა უკვე დაიკლო, ამჯერად კი ფასდაკლება მოხდება ოფიციალურად AMD-ის მიერ. რაც შეეხება ამ პროცესორების გამოშვების თარიღს, ოფიციალური ანონსი 16 ივნისს შედგება, გაყიდვა კი 7 ივლისიდან დაიწყება. https://bit.ly/2A37tdx
  10. კომპანია QNAP Systems-მა ოფიციალურად წარადგინა მონაცემთა ქსელური საცავი (NAS) TS-431KX, რომლის შესახებ პირველად ინფორმაცია გამოჩნდა იანვარში სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა Consumer Electronics Show 2020-ზე (CES 2020). მოწყობილობა გათვლილია სახლსა და მცირე ოფისებში გამოყენებაზე. შესაძლებელია მასში განთავსდეს ოთხი 3.5-დუიმიანი ან 2,5-დუიმიანი დისკი SATA 3.0 ინტერფეისით. დაშვებულია მონაცემთა შენახვის მოწყობილობის ჩანაცვლება მუშაობის პროცესშიც. NAS-საცავში მოცემულია პროცესორი AnnapurnaLabs Alpine AL-214 ოთხი ბირთვით, რომლებიც მუშაობს 1.7 გჰც სიხშირეზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა სტანდარტულ კონფიგურაციაში შეადგენს 2 გიგაბაიტს (მეხსიერების მოცულობის გაფართოება შესაძლებელია 8 გბ-მდე). ქსელთან დაკავშირებისთვის განკუთვნილია ორი პორტი Gigabit Ethernet (RJ45). გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ინტერფეისი 10GbE SFP+ სიჩქარით - 10 გბ/წმ. QNAP TS-431KX მოდელს აქვს სამი პორტი USB 3.2 Gen 1, რომელთაგან ერთი განთავსებულია კორპუსის ფრონტალურ პანელზე. სისტემის გაგრილებაზე პასუხისმგებელია 120-მილიმეტრიანი ქულერი მაქსიმალური 19.5 დბ ხმაურის დონით. მოწყობილობაზე შეკვეთები უკვე დაიწყო, მისი ფასი ამჟამად ცნობილი არ არის. https://bit.ly/2X2TBsN
  11. კაპიტალიზაცის მიხედვით უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა ახალ ანგარიშში შეიტანეს გაფრთხილება, რომ კრიპტოვალუტების სამომავლო გავრცელებამ შესაძლოა აშშ-ის, როგორც მსოფლიოს ლიდერის პოზიცია შეარყიოს. „არც ერთ სხვა ქვეყანას არ ექნება ისეთი დანაკარგები, როგორც შეერთებულ შტატებს ციფრული ვალუტების პოტენციალისგან“ - ნათქვამია ანალიტიკოსების ანგარიშში. JPMorgan-ში განმარტავენ გლობალური ეკონომიკის დამყარების რისკებს ამერიკულ დოლარზე, რომლის გამოშვებაზე მონოპოლიას ვაშინგტონი ფლობს. აშშ-ის ეროვნულ ვალუტას სარეზერვო სტატუსი აქვს და მოქმედებს, როგორც გაცვლითი საშუალება ნედლეულის, საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო ვაჭრობაში, რაც დიდ უპირატესობას ანიჭებს. ანალიტიკოსები არ ელიან, რომ დოლარი ამ სტატუსს დაკარგავს, თუმცა ყურადღებას ამახვილებენ მისი საფუძვლის შესუსტებაზე. ეს გამოიხატება სავაჭრო ანგარიშგებაში წილის კლებითა და საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-ის როლის შემცირებით. მკვლევარებმა გაიხსენეს, რომ SWIFT გვევლინებოდა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გადამწყვეტ ინსტრუმენტად, როდესაც 2018 წელს ამ ქვეყნის კომერციული ბანკები მოწყვიტა მსოფლიო ფინანსურ სისტემას. JPMorgan-ის ექსპერტები ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ გადამწყვეტი როლი შეასრულოს ეროვნული ვალუტის გაციფრულების ინიციატივაში. ანალიტიკოსები აღნიშნავენ: „ციფრული ვალუტა - ეს არის სავარჯიშო გეოპოლიტიკური რისკების მართვისთვის“. JPMorgan-ში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს პროცესი არ გამორიცხავს საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას: „ტრანსსასაზღვრო გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ციფრული დოლარის საფუძველზე შეიძლება გახდეს ნაკლებად დამანგრეველი ამჟამინდელი ფინანსური სისტემის არქიტექტურისთვის, ასევე იყოს საკმაოდ მოკრძალებული ინვესტიცია საერთაშორისო არენაზე პოზიციების დასაცავად“. შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ბრეტ გატრიმ განხილვაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ფედერალურ სავაჭრო კომისიას მოუწოდებს შეისწავლოს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენება სხვადასხვა დონეზე. გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის, ჩინეთის წარმატება შეიძლება სტიმული გახდეს ამ სფეროში უფრო აქტიური საკანონმდებლო მუშაობისთვის. https://bit.ly/2WViFl9
  12. ექსპერტმა დაასახელა საუკეთესო გარე ვიდეო დაფები (eGPU) გეიმინგ ლეპტოპებისთვის. თუ ხართ ლეპტოპით გეიმინგის მოყვარული, ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილია შესანიშნავი გარე გეიმინგ ვიდეო დაფები იმისთვის, რომ თქვენს პორტატულ მოწყობილობას დაუმატოთ უკეთესი გრაფიკა. ორიგინალ სტატიაში საუკეთესო eGPU-ები შერჩეული იყო Dell XPS 15 ლეპტოპისთვის. ეს მოდელი ძვირადღირებული და პრემიალურია, თუმცა ქვემოთ მოყვანილი გარე ვიდეო დაფების დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერ ლეპტოპსა და Mac-სთან, თუკი მოწყობილობას გააჩნია Thunderbolt 3. ექსპერტ რიჩ ედმონდსის არჩევანია კორპუსი Razer Core X, რომელშიც შესაძლებელია დაყენდეს დესკტოპ კომპიუტერისთვის განკუთვნილი ნებისმიერი გეიმინგ ვიდეო დაფა. ამ კორპუსში შეგიძლიათ გამოიყენოთ მძლავრი GPU NVIDIA RTX, 650-ვატიანი ინტეგრირებული კვების ბლოკის წყალობით. ამგვარი კორპუსის ფასია 300 აშშ დოლარი Amazon-ზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Razer Core X-ის გამოყენებისთვის საჭიროა შესაბამისი ვიდეო დაფა. გეიმინგისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებად რიჩ ედმონდსი მიიჩნევს GIGABYTE AORUS RTX 2080 Ti Gaming Box-ს. ეს გახლავთ საუკეთესო არჩევანი მათთვის, ვისთვისაც მოუხერხებელია ძვირადღირებული კომპონენტის განთავსება „ყუთში“. ამ eGPU-ს აქვს ყველაფერი, რაც გჭირდებათ - უკვე აწყობილი და სამუშაო მზადყოფნაში. იგი შესაძლოა ძვირადღირებული მოგეჩვენოთ, თუმცა დაყენებული გრაფიკული პროცესორი RTX 2080 Ti-ც კი დაახლოებით 1350 აშშ დოლარი ღირს, ასე რომ ჯამში მოწყობილობის ფასი მისაღებია - 1500 აშშ დოლარი. ეს გახლდათ ამერიკელი ექსპერტის მოსაზრება, რომელსაც კომპიუტერებთან მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. https://bit.ly/3egxaWS
  13. ვრცელდებოდა ცნობა, რომ AMD წარადგენდა ახალ Ryzen-პროცესორებს ენთუზიასტებისთვის. რესურს WCCFTech-მა გამოაქვეყნა ამ სიახლის დამადასტურებელი ინფორმაცია გარკვეული დაზუსტებებით. მონაცემების თანახმად AMD ნამდვილად აპირებს გამოუშვას განახლებული Matisse Refresh პროცესორები ახალი სტეპინგით. ისინი არსებულ Ryzen 3000 (Matisse) სერიას ახალი მოდელებით გააფართოებენ. ამ დრომდე არსებული ცნობები ნაწილობრივ რეალური აღმოჩნდა. დიახ, Ryzen 3000 Refresh ნამდვილად გამოვა, თუმცა ადრე გამოცხადებული სახელწოდებები რეალობას არ შეესაბამება. არსებული ცნობებით AMD გამოუშვებს Ryzen 3000 პროცესორებს ახალი XT სუფიქსით. WCCFTech-მა გამოაქვეყნა მტკიცებულება, რომელშიც მოყვანილია Ryzen 9 3900XT-ის, 3800XT-ისა და 3600XT მოდელების ახალი დასახელებები, რომლებიც AMD-ის საფირმო შრიფტითაა აკრეფილი. საინტერესოა ის, რომ ზემოთხსენებული სუფიქსი, როგორც წესი, დაკავშირებულია Radeon გრაფიკასთან და არა დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილ პროცესორებთან. ჯერჯერობით უცნობია, პროცესორების ახალი ვარიანტები განკუთვნილია უკვე არსებული X სერიის მოდელების ჩანაცვლებისთვის თუ ახალი ჩიპები მოგვევლინება ალტერნატივის სახით. ახალ პროცესორებს დიდი ალბათობით იმდენივე ბირთვი და სხვა გამომთვლელი ბლოკი იქნება, რამდენიც აქვს უკვე არსებულ Ryzen-მოდელებს, თუმცა ამავე დროს AMD უზრუნველყოფს სამუშაო ტაქტის სიხშირეების ზრდას. მოსალოდნელია, რომ AMD Ryzen 3000XT სერიას 16 ივნისს წარადგენს, ახალი პროცესორების გამოჩენა საცალო მაღაზიებში კი დაგეგმილია 7 ივლისისთვის. https://bit.ly/3efOgno
  14. საფრანგეთის მარეგულირებელმა ორგანომ ისაუბრა წარმატების შესახებ, რომელიც მიღწეულ იქნა ცენტრალური ბანკის ბანკთაშორისი გადახდებისთვის განკუთვნილი ციფრული ვალუტის გამოცდისას. საფრანგეთის ბანკმა CBDC-ის ინტეგრაციის შესწავლა ფინანსური აქტივების ტოკენიზაციისთვის ჯერ კიდევ მარტში დაიწყო. გამოქვეყნებულ ანგარიშში განზაღვრულ იქნა სამი შესაძლო ქეისი: გადახდა ფინანსური ინსტრუმენტების წინააღმდეგ, გადახდა სხვა ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტის წინააღმდეგ და გადახდა ციფრული აქტივების საწინააღმდეგოდ. მაისის შუა პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა საპილოტე პროექტის ფარგლებში განახორციელა ფასიანი ქაღალდების გაყიდვა „საბითუმო“ ციფრული ევროსთვის. გარიგების მონაწილე იყო რამდენიმე ფინანსური დაწესებულება, მათ შორის ბანკი Societe Generale. საპილოტე პროექტი ორიენტირებულია ინსტიტუციონალურ მომხმარებლებზე და არ გულისხმობს მოსახლეობის მიერ CBDC-ის გამოყენებას. საპილოტე პროექტის მიზანია გაუმჯობესდეს ოპერაციები ფინანსურ ბაზრებზე ბანკთაშორისი რეგულირების საკითხზე ყურადღების გამახვილებით. ციფრული ევროს სანაცვლოდ ფასიანი ქაღალდების გაცემის ექსპერიმენტი დაფუძნებულია პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელმაც შერჩევა 27 მარტს გაიარა. უახლოეს მომავალში ბანკი ტესტირებებს ჩაატარებს სხვა პროგრამულ უზრუნველყოფაზეც, რომელიც იმავე ინიციატივის ფარგლებშია შექმნილი. სამომავლოდ საფრანგეთის ბანკი გეგმავს დამატებითი გამოცდების ჩატარებას, რომლებშიც შემოთავაზებული იქნება CBDC-ის გადაცემა ევროზონის სხვა ქვეყნების კონტრაგენტების მონაწილეობით. მარეგულირებელმა ორგანომ დიდი ინტერესი გამოხატა პროექტისა და ტექნოლოგიის პოტენციალისადმი, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს ტრანსსასაზღვრო გადარიცხვები, გაამყაროს ფინანსური სისტემა და აამაღლოს ნდობა ვალუტისადმი, რაც შეამცირებს Stablecoin Libra-ს პოტენციურ გავლენას. საფრანგეთის ბანკს შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ნიდერლანდების ფინანსურმა მარეგულირებელმა, რომელმაც გამოხატა ამბიცია - შეასრულოს წამყვანი როლი ციფრული ვალუტის შემუშავება-განვითარებაში როგორც ქვეყნის ადგილობრივ დონეზე, ისე ევროზონის საზღვრებში. https://bit.ly/3bNFMm9
  15. კომპანია Samsung-მა გამოუშვა Galaxy S20 Tactical Edition. კომპანიის ფლაგმანური სმარტფონის ახალი ვარიანტი - ეს გახლავთ არა მხოლოდ გაძლიერებული Galaxy S20, არამედ მოდელი, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად სამხედრო პირებისთვის საბრძოლო მოქმედებებში გამოსაყენებლად. იგი ასევე რეკომენდებულია კავშირის დაფარულ არხებში გამოყენებისთვის, სერტიფიცირებულია DISA Android 10 STIG სტანდარტის შესაბამისად და აღმოფხვრის გატეხვის მცდელობას, თუკი იგი ხელში მოწინააღმდეგეს ჩაუვარდება. Tactical Edition-ის მიზანია ოპერატიული გამოყენება სწრაფი კავშირისთვის, ინფორმაციის მიღება და გაცვლა საბრძოლო მისიის აპლიკაციის მეშვეობით. Galaxy S20 Tactical Edition-ს აქვს ღამის ხედვის რეჟიმი, რომლის გამოყენება შეუძლიათ ღამის ხედვის სპეციალური ჰედსეტით აღჭურვილ ჯარისკაცებს. სმარტფონს აგრეთვე აქვს სტელს-რეჟიმი, რომელიც აუცილებელია საბრძოლო მოქმედებებში. ღილაკი Bixby უზრუნველყოფს ერთი შეხებით ისეთი სამხედრო აპლიკაციების ჩართვა/გამორთვას, როგორებიცაა ATAK, APASS და BATDOK. ეკრანი ავტომატურად არეგულირებს შეხების მგრძნობელობას ხელთათმანის გამოყენებისას. Galaxy S20-ს აქვს ტაქტიკური საველე რადიოსადგურებისთვის, უპილოტო საფრენი აპარატებისთვის, დიაპაზონის ლაზერული გამზომებისა და შიდა GPS-სთვის განკუთვნილი დრაივერების მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბრძოლის ველზე მომხდარის სრული სურათის მიღება. Samsung-მა ასევე შეიმუშავა მთელი რიგი სპეციალიზებული მახასიათებლები: გამძლე კორპუსი, კონექტორები და კონცენტრატორები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ტაქტიკური კომპლექსების ფართო ნაკრებთან მუშაობისას, შედეგად სმარტფონი გამოსადეგი ხდება საომარი მოქმედებების ფართო სპექტრისთვის. ბუნებრივია, Samsung-ი მომხმარებლებს ასევე სთავაზობს კამერის გაფართოებულ შესაძლებლობებს, რაც ჯარისკაცებს საშუალებას მისცემს დააფიქსირონ, ჩაიწერონ და გაგზავნონ ბრძოლის ველზე მიღებული ინფორმაცია. https://bit.ly/2Tqd9VK
  16. კომპანია Thermaltake-მა დააანონსა DDR4 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება Toughram RGB-ის ახალი ნაკრები, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ კლასის დესკტოპ კომპიუტერებისთვის. კომპლექტის შემადგენლობაში შედის 8 გბ მოცულობის ორი მოდული, ამრიგად, ჯამური მოცულობა 16 გიგაბაიტს შეადგენს. მოწყობილობა თავსებადია Intel Z490 და AMD X570 აპარატულ პლატფორმებთან. მოდულები მუშაობს 4600 მჰც სიხშირეზე (1,5 ვატი). Intel XMP 2.0 ოვერქლოქინგ-პროფილების მხარდაჭერა ამსუბუქებს ოპერატიული მეხსიერების ქვესისტემის პარამეტრების შერჩევას UEFI-ში. მოდულებს აქვთ გამაგრილებელი რადიატორი, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ორი ფერი - თეთრი და შავი. მეხსიერება წარმოდგენილია მუდმივი გარანტიით. მოდულების ზედა მხარეს მოცემულია ფერადი განათება. მისი მართვა შესაძლებელია დედა დაფის მეშვეობით - ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, MSI Mystic Light Sync ან ASRock Polychrome Sync ტექნოლოგიების გამოყენებით. მოწყობილობა თავსებადია TT RGB PLUS ეკოსისტემასთან და აქვს ხმოვანი დამხმარე Amazon Alexa-ს მხარდაჭერა. Toughram RGB DDR4-4600 მეხსიერების მოდულების ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://bit.ly/3cVZQE8
  17. ციფრული ვალუტის ოპერატორმა Coinpayments-მა და ონლაინ-რითეილერმა Shopify-მ გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც გაზრდის კრიპტოვალუტების - როგორც საგადახდო საშუალების გამოყენების შესაძლებლობებს ელექტრონული პლატფორმის მომხმარებლებისთვის. ანგარიშსწორების სისტემაში ციფრული ვალუტის მხარდაჭერა ხელმისაწვდომი გახდება მილიონზე მეტი კომპანიისთვის მსოფლიოს 175 ქვეყანაში. Shopifу-სა და CoinPayments-ის პარტნიორობა კომპანიებს საშუალებას მისცემს მიიღონ გადახდები 1800 კრიპტოვალუტით და ხელმისაწვდომი საკომისიოთი - ნათქვამია პრეს-რელიზში. „ჩვენი მარტივად გამოყენებადი გლობალური კრიპტოგადახდების პლატფორმისა და Shopify-ს სავაჭრო ბაზის გაერთიანების შედეგად მოუთმენლად ველით გამჭვირვალე პროცესის წარდგენას ყველასთვის, ვისაც სურს ბიზნესის წარმართვა კრიპტოვალუტების გამოყენებით“ - განაცხადა Coinpayments-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა წარმატებულად დასრულებული საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიცავდა პლატფორმის ფუნქციებისა და უსაფრთხოების გამოცდას რეალური ტრანზაქციებით. ხსენებულ ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა Shopifу-ს მომხმარებლებს ხელს შეუწყობს რამდენიმე პროცესინგ-სერვისთან მუშაობაში სხვადასხვა იურისდიქციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ დრომდე კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ Coinbase Commerce-თან, BitPay-სა და GoCoin-თან პარტნიორობით. თებერვალში Shopify შეუერთდა Libra Association-ს, რომელიც დაკავებულია უმსხვილესი სოციალური ქსელის - Facebook-ის ციფრული ვალუტის შემუშავებით. https://bit.ly/2Zp8neI
  18. რესურსი DigiTimes ამტკიცებს, რომ AMD-ისა და NVIDIA-ს ახალი გეიმინგ გრაფიკული პროცესორები წარდგენილი იქნება სექტემბერში და ეს მოვლენა ხელს შეუწყობს ვიდეო დაფების ბაზრის გამოცოცხლებას იმ დონეზე, რომ მთავარი ტაივანური კომპანიები წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაზრდიან გაყიდული პროდუქციის მოცულობას. მესამე კვარტალში ფასები შემცირდება ამჟამად არსებული თაობის გეიმინგ ვიდეო დაფებზე, რაც ასევე ხელს შეუწყობს მოთხოვნის გამოცოცხლებას. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ თვის შუა პერიოდში წარდგენილ, Ampere არქიტექტურის მქონე გრაფიკულ პროცესორ NVIDIA GA100-ს არ აქვს ფუნქციონალური ბლოკები, რომლებიც გეიმინგში რეითრეისინგზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, წარმოების მხრივ იგი საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ გეიმინგ სეგმენტისთვის NVIDIA-ს დასჭირდება Ampere არქიტექტურის სხვა წარმომადგენლები. კომპანია AMD-მ მიმდინარე წელს უნდა წარადგინოს ფლაგმანური გრაფიკული პროცესორები RDNA 2 არქიტექტურით, ეს მოხდება სექტემბერში ან ოქტომბერში. https://bit.ly/2yq37wy
  19. კომპანია Sabrent-მა გამოუშვა მსოფლიოში პირველი NVMe M.2 SSD, რომელსაც 8 ტერაბაიტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია. დისკი შევიდა Rocket Q სერიაში, რომელშიც ასევე წარმოდგენილია მოდელები 500 გბ, 1, 2 და 4 ტბ მოცულობით. ახალი დისკი დამზადებულია NVMe 1.3 სპეციფიკაციის შესაბამისად. გამოყენებულია ინტერფეისი PCIe Gen3 x4. დისკს საფუძვლად უდევს 3D QLC NAND ფლეშ-მეხსიერების მიკროსქემები, რომელთაც შეუძლიათ ერთ ბლოკზე 4 ბიტი ინფორმაციის შენახვა, ასევე მოცემულია კონტროლერი Phison E12S. ინფორმაციის წაკითხვის სიჩქარეა 3400 მბ/წმ, ჩაწერის სიჩქარე - 3000 მბ/წმ. IOPS მაჩვენებელი უცნობია. დისკს აქვს S.M.A.R.T. მონიტორინგის საშუალებებისა და TRIM ბრძანების მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს გამოყენების ვადის ზრდასა და წარმადობის ოპტიმიზაციას. მოწყობილობა აღჭურვილია გამაგრილებელი რადიატორით. დისკი განკუთვნილია მძლავრ გეიმინგ კომპიუტერებსა და სამუშაო სადგურებში გამოყენებისთვის. 8 ტბ მოცულობის Rocket Q-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია. დასაშვებია ვარაუდი, რომ ღირებულება 1000 აშშ დოლარს გადააჭარბებს, რადგანაც 4-ტერაბაიტიანი ვერსიის ფასი 760 აშშ დოლარს შეადგენს. https://bit.ly/3bPvG4e
  20. ჩინური კომპანიების, Bitmain-ისა და MicroBT-ის ASIC-მაინერების ბოლო მოდელები ყველაზე მომგებიანია ჰალვინგის შემდეგ - აცხადებენ The Block-ის მკვლევარები. ყოველდღიური 8.53 აშშ დოლარიანი მოგებით რეიტინგში პირველ ადგილზეა MicroBT-ის წარმოების Whatsminer M30S ++. მოწყობილობა უზრუნველყოფს ჰეშრეითს 112 TH/s-მდე. შემდეგ მოდის Antminer S19 Pro – Bitmain-ისგან. კომპანიის ახალი ფლაგმანი უზრუნველყოფს 110 TH/s-მდე ჰეშრეითს და დღე-ღამეში მოაქვს მოგება 8.49 აშშ დოლარის ოდენობით. Bitcoin-ის მაინინგში მოგების მხრივ საუკეთესო ASIC-ათეულში შევიდა MicroBT-ის ხუთი და Bitmain-ის სამი მოწყობილობა. ექსპერტებმა გამოთვლები ჩაატარეს Bitcoin-ის 9700 აშშ დოლარიანი ფასისა და ელექტროენერგიის .03 აშშ დოლარი ღირებულების გათვალისწინებით. მათ მხედველობაში მიიღეს მაინინგის ამჟამინდელი სირთულეები. წყარო: The Block ექსპერტების მონაცემებით წინა თაობის ყველაზე პოპულარული მაინერი Antminer S9 ამჟამად რენტაბელურობის ზღვარზეა და დღეში 0.52 აშშ დოლარი მოგება მოაქვს. Coinmetrics-ის ინფორმაციით ჰალვინგამდე ეს მოწყობილობები ახდენდნენ პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითის დაახლოებით 23%-ის ფორმირებას. Bitmain-ის მაინინგ-მოწყობილობები კვლავ დომინირებს. CoinShares-ის თანახმად 2019 წელს მათი წილი შეადგენდა Bitcoin-ის ქსელის გამომთვლელი სიმძლავრის 66%-ს. მაინინგ-გიგანტის ყოფილი თანამშრომლის მიერ დაფუძნებული MicroBT ბაზრის საკუთარ წილს ფლობს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით გასულ წელს ჰეშრეითის ზრდის დაახლოებით 50% უზრუნველყოფილი იყო მათი წარმოების ASIC-მაინერებით. გასული წლის ნოემბერში Bitmain-მა MicroBT-ის ხელმძღვანელი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაში დაადანაშაულა და მიაღწია მის დაპატიმრებას. ხსენებული პიროვნება პოლიციამ მეორედ დააკავა დეკემბერში: ამჯერად ყოფილმა დამსაქმებელმა მას ფულის მითვისებაში დასდო ბრალი. https://bit.ly/3gacjpA
  21. მეათე თაობის Intel Core პროცესორების გამოსვლის შესახებ ცნობები დაახლოებით ნახევარი წელია ვრცელდება. Intel-ი დიდი ხანი არჩევდა ანონსისა და პროცესორების გაყიდვის თარიღს. ვადა ხშირად იცვლებოდა, სისტემის განახლების მსურველთა რიცხვი კი უფრო იმატებდა. ამჟამად უკვე დაიწყო ზემოთხსენებული პროცესორების გაყიდვა - ყველა მსურველს შეუძლია შეიძინოს ყველაზე სწრაფი 10-ბირთვიანი ჩიპი. როგორც აღმოჩნდა, ფასები საკმაოდ მიმზიდველია მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ პროცესორები იმაზე ორჯერ ძვირი იქნებოდა, ვიდრე Intel-მა განაცხადა. ამერიკულ ბაზარზე ამჟამად არსებული ფასები ასეთია: ათბირთვიანი Core i9-10900K იყიდება 529 აშშ დოლარად; Core i7-10700K-ის ყიდვა შესაძლებელია 409 აშშ დოლარად; Core i5-10400-ის ფასი კი 195 აშშ დოლარია (ფასები საკომისიოს გარეშეა Newegg-ზე). ევროპის ბაზარზე ფასები გაცილებით მაღალია: Core i9-10900K-ის ფასი 589 ევროდან იწყება, Core i9-10900KF ღირს 549 ევრო, Core i7-10700K – 449 ევრო, Core i5-10600K – 310 ევრო, Core i5-10400F კი ხელმისაწვდომია 183 ევროდ (საკომისიოს ჩათვლით). ასევე დაიწყო ახალი LGA1200 სოკეტის მქონე დედა დაფების გაყიდვაც. გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა ბევრ პლატფორმაზე ფლაგმანური მოდელები უკვე ამოიწურა. ყველაზე უკეთ სწორედ 10-ბირთვიანი ჩიპები იყიდება. როგორც ჩანს, გეიმერები დიდხანს ელოდნენ და მზად არიან ნებისმიერ ფასად შეიძინონ ყველაზე სწრაფი პროცესორი. https://bit.ly/2TnSWjg
  22. ელექტრონიკის სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა Samsung-მა და კომპანია Hyundai-მ დადეს შეთანხმება, რომლის თანახმად Samsung-მა უნდა მიაწოდოს Hyundai-ს სპეციალური პროცესორები Exynos Auto, OLED-დისპლეები მონაცემთა დაფისთვის, ასევე ბატარეები სამომავლო ელექტრომობილებისთვის. ორ დიდ სამხრეთკორეულ კომპანიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება მიღწეულ იქნა გასულ კვირას მათი ხელმძღვანელების შეხვედრის შედეგად. ამ შეხვედრის შეჯამებისას ცნობილი გახდა, რომ Hyundai-ს სამომავლო ელექტრომობილებში გამოყენებული იქნება ბატარეები Samsung SDI. როგორც რესურსი SamMobile აცხადებს, Samsung-მა უკვე დაასრულა კვების ახალი წყაროების გამოცდა სამომავლო ავტომობილებისთვის. Hyundai აპირებს ამ აკუმულატორების გამოყენებას Genesis-ის მთლიანად ელექტრო ვერსიებსა და Kia-ს ჰიბრიდულ მოდელებში. ელექტრო ვერსია Genesis G80-ის გამოშვება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. ამჟამად არსებული ინფორმაციის თანახმად ელექტრომობილის გავლის მარაგი ერთ დამუხტვაზე დაახლოებით 500 კმ-ს შეადგენს. ელექტრომობილი ასევე აღჭურვილი იქნება ავტონომიურობის მესამე დონის ავტოპილოტირების ტექნოლოგიით, რომელიც შემუშავდა ზემოთხსენებული ორი კომპანიის თანამშრომლობის ფარგლებში. მოსალოდნელია, რომ Samsung-ის მიერ წარმოებული ბატარეები გამოირჩევა სიმტკიცითა და სტაბილური მუშაობით, ისინი გამოყენებული იქნება Hyundai-ს ავტომობილების კომერციულ ვერსიებშიც. მათ გამოშვებას კომპანია უახლოესი სამი წლის მანძილზე აპირებს. ამჟამად Hyundai იყენებს LG Chem-ისა და SK Innovation-ის მიერ წარმოებულ ბატარეებს. ისინი გამოიყენება ისეთ მოდელებში, როგორებიცაა Ioniq EV, Kona EV და Niro EV, ასევე ავტობუსის რამდენიმე მოდელში. https://bit.ly/3g8AHIo
  23. Bitcoin-მა გაუსწრო მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების აქციებს საბაზრო ღირებულების ზრდის დინამიკით. ეს მოვლენა მოხდა მარტში BTC-ის ფასის კლების მიუხედავად - გვიზიარებს დაკვირვების შედეგებს ანალიტიკური კომპანია Messari-ს დამფუძნებელი რაიან სელკისი. 2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული Bitcoin-ის საბაზრო ღირებულება 36.5%-ით გაიზარდა. მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების აქციების ფასმა კი პირიქით - საგრძნობლად დაიკლო. JPMorgan-ის კოტირებები შემცირდა 37.2%-ით, რის შედეგადაც BTC-მა ბანკს საბაზრო ღირებულების ზრდის მხრივ 300%-ით გაუსწრო. კვლევის შედეგებში ყველაზე ცუდ ვითარებაშია Wells Fargo - კომპანიის აქციების ფასი 55.3%-ით შემცირდა. საბანკო სექტორის ძლიერი ვარდნა დიდწილად განპირობებულია მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებითა და ეკონომიკაზე მისი გავლენით. ბაზრის უამრავი ექსპერტი მიიჩნევს, რომ Bitcoin-ი, ისევე როგორც ოქრო, მიეკუთვნება დამცავი აქტივების რიცხვს. მათი აზრით ამან შეუწყო ხელი კრიპტოვალუტას - არა მარტო გაეწია წინააღმდეგობა ეკონომიკური გაურკვევლობისთვის, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდილიყო მისი ფასი. ტრადიციული ბანკები კრიპტოვალუტის უპირატესობას ნეგატიურად უყურებენ. მაგალითად, Goldman Sachs-ისა და JPMorgan-ის კონსულტანტები ცდილობენ მომხმარებლები დაარწმუნონ, რომ არ ჩადონ Bitcoin-ში ინვესტიცია, Wells Fargo-მ კი საკრედიტო ბარათებით BTC-ის შეძენა აკრძალა. ამის მიუხედავად უამრავი ბანკი მუშაობს საკუთარი ბლოკჩეინ-პროდუქტების შექმნაზე. Wells Fargo გამოუშვებს Stablecoin-ს შიდა ანგარიშსწორებისთვის, JPMorgan კი აქტიურად ცდილობს საკუთარი ბლოჩეინ-პლატფორმის განვითარებას. https://bit.ly/2LCp3Yj
  24. ცნობილი გახდა, რომ TSMC-მა 15 მაისს შეწყვიტა Huawei-ს პროდუქციის წარმოებისთვის განკუთვნილი შეკვეთების მიღება, თუმცა შესაძლოა არსებული კონტრაქტის თანახმად განახორციელოს პროცესორების მიწოდება მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე. როგორც რესურსი DigiTimes აცხადებს, ტაივანურმა კომპანიამ მოასწრო HiSilicon-თან კონტრაქტის გაფორმება 5-ნანომეტრიანი და 7-ნანომეტრიანი პროცესორების მიწოდების თაობაზე მანამ, სანამ Huawei-ს წინააღმდეგ ამერიკის მხრიდან ახალი სანქციები შევიდოდა ძალაში. არაოფიციალური ცნობების თანახმად HiSilicon-ის მშობელი კომპანია Huawei-ს მხრიდან წინასწარ გადახდილმა თანხამ დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამგვარად, Huawei მიმდინარე წელს არ დარჩება მოწინავე 5-ნანომეტრიანი პროცესორების გარეშე. TSMC-წარმომადგენლები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტლამდე დაამუშავებენ Huawei-ს შეკვეთებს. როგორც კი აშშ-ის სანქციები ძალაში სრული ძალებით შევა, შეკვეთების ნაკადი შეწყდება.
  25. რესურს LetsGoDigital-ის ინფორმაციით კომპანია Sony აპატენტებს სმარტფონს საკმაოდ უჩვეულო კონსტრუქციით: ახალი მოწყობილობის შესახებ ცნობები გამოჩნდა მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (World Intellectual Property Organization, WIPO) ვებ-გვერდზე. Sony-მ ჩაიფიქრა ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელსაც სრულიად უჩარჩოო ეკრანი ექნება. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ორი მოძრავი მოდული - ზედა და ქვედა ნაწილებში. თანაც ეს მოძრავი ბლოკები კორპუსის მთელი სიგანის ზომის იქნება. ზედა მოძრავ მოდულში შევა ფრონტალური კამერა და დინამიკი, ქვედა მოდულში კი წარმოდგენილი იქნება კიდევ ერთი დინამიკი. ამგვარი კონფიგურაცია მუშაობის სხვადასხვა რეჟიმის რეალიზების საშუალებას იძლევა. მაგალითად, სელფი-გადაღებებისას მხოლოდ ამოვა ზედა ბლოკი, სატელეფონო საუბრისას ან მულტიმედია კონტენტის ყურებისას კი ჩართული იქნება ორივე მოდული. მოკლედ, ჯერჯერობით უცნობია მსგავსი კონსტრუქციის მქონე სმარტფონი გამოვა თუ არა კომერციულ ბაზარზე. ამავე დროს კითხვებს იწვევს იმ მექანიზმების საიმედოობა და გამძლეობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრავი მოდულების ფუნქციონირებას. https://bit.ly/2WLvP4q
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.