Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5964
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    199

Everything posted by Magdalena

  1. Asus ROG Phone 2 იყო 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოდელი და მისი შთამომავალი ROG Phone 3 მოდელიც გვთავაზობს დაუჯერებლად მაღალ წარმადობას. ახალი მოწყობილობა გამოჩნდა TENAA-ს ჩამონათვალში და წარმოდგენილია ნაცნობი გარეგნული დიზაინით, თუმცა განახლებული შიდა კომპონენტებით. Asus ROG Phone 3 გეიმინგ სმარტფონს ექნება აჩქარებული პროცესორი Snapdragon 865. ჩიპსეტის ბირთვი, როგორც წესი, მუშაობს 2.84 გჰც სიხშირეზე, თუმცა TENAA-ს თანახმად ROG Phone 3-ში ეს სიხშირე 3.091 გჰც-მდეა გაზრდილი. მისივე ინფორმაციით ტელეფონის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ-მდე გაიზარდა. შედეგად ROG Phone 3 იქნება 2020 წლის მესამე სმარტფონი 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით Samsung Galaxy S20 Ultra-სა და Nubia Red Magic 5G მოდელების შემდეგ. სმარტფონს ექნება 6.59-დუიმიანი AMOLED-დისპლეი FHD+ გაფართოებით ისევე, როგორც მის წინამორბედს. კადრის განახლების სიხშირე ცნობილი არ არის, თუმცა დასაშვებია ვარაუდი, რომ ტელეფონს ექნება 120 ჰც სიხშირე ROG Phone 2 მოდელის მსგავსად. ახალ გეიმინგ სმარტფონს ექნება 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა და 512 გბ-მდე ინტეგრირებული მეხსიერება. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ASUS-მა ამჯერად მოწყობილობას მესამე კამერა დაუმატა. ახალ სენსორზე ცნობილი ჯერ არაფერია, თუმცა ძირითადი კამერა როგორც ჩანს 64-მეგაპიქსელიანი იქნება ROG Phone 2-სგან განსხვავებით, რომლის მთავარი კამერის გაფართოებაა 48 მეგაპიქსელი. გარდა ამისა, ROG Phone 3 საკმაოდ მძიმე იქნება - იგი იწონის 204 გრამს, შედეგად 20%-ით მძიმეა Galaxy S20 Plus-ზე და 8%-ით მძიმე S20 Ultra-სთან შედარებით. არსებული ინფორმაციის თანახმად ROG Phone 3 მოდელს აქვს USB-C პორტი, რომლის მეშვეობით დაუკავშირდება ყურსასმენი, აქედან გამომდინარე, ტელეფონს არ აქვს 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭირო იქნება ცალკე ადაპტერის ყიდვა 3.5 მმ ყურსასმენის გამოსაყენებლად, ან უსადენო ყურსასმენის შეძენა. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 10-ითა და საკუთარი სამომხმარებლო ინტერფეისით. მოწყობილობის ფასი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მისი ღირებულება იქნება დაახლოებით 1000 აშშ დოლარი აჩქარებული პროცესორისა და სხვა ფუნქციების გათვალისწინებით. https://bit.ly/3fuXPQ1
  2. კომპანია Boston Dynamics-მა, რომელიც ქმნის შთამბეჭდავ რობოტებს, დაიწყო ოთხფეხა რობოტ Spot-ის თავისუფლად გაყიდვა. განვითარების რამდენიმე წლის შემდეგ, გასულ წელს კომპანიამ დაიწყო მოწყობილობების გაქირავება დაწესებულებებზე და დღეს ნებისმიერ ამერიკულ კომპანიას შეუძლია შეიძინოს Spot 74 500 აშშ დოლარად. Boston Dynamics აცხადებს, რომ მყიდველი მიიღებს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ რობოტს, რომელსაც პრაქტიკულად ყველგან შეუძლია გადაადგილება. რობოტი Spot ნამდვილად საინტერესოა, თუმცა ამჟამად მას ძირითადად შეუძლია დაკვირვების წარმოება და მონაცემების შეგროვება. ტესტირების მსვლელობისას Spot ქმნიდა სამშენებლო მოედნების 3D-რუკებს და ავლენდა მანქანების გაუმართაობის შემთხვევებს საზღვაო სანავთობე კოშკურებზე. გაცილებით რუტინული ტესტები მოიცავს საავადმყოფოებისთვის დახმარების გაწევას COVID-19-ის მქონე პაციენტების დახარისხებაში, ასევე პოლიციის განყოფილებაში მუშაობა ბომბის აღმოსაჩენად. Boston Dynamics ამტკიცებს, რომ Spot მრავალფუნქციური მობილური პლატფორმაა, რომლის მომართვა შესაძლებელია სხვადასხვა სენსორის დახმარებით, ასევე მისი დაპროგრამება პატრულირების ჩატარებასა და ინსპექტირებაში. კომპანია რობოტებს ყიდის ძირითადად საწარმოო და კომერციულ მომხმარებლებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სახიფათო ადგილებზე სენსორების მიწოდების საკითხი ადამიანების ნაცვლად მოწყობილობებს ანდონ. ასევე შესაძლებელია რობოტის გამოყენება ისეთ რუტინულ საქმიანობაში, როგორიცაა ფაბრიკის გადაღება დღეში ორმოცჯერ. კომპანია პირობას დებს, რომ გააგრძელებს Spot-ის მოდერნიზაციას მომხმარებლების გამოხმაურებების შესაბამისად, თუმცა რობოტი გაყიდვისთვის უკვე მზად არის, რაც დაკავშირებულია პროგრამული უზრუნველყოფის მცირე ხნის წინანდელ განახლებასთან, რომელიც დაიწერა Boston Dynamics-ის ინჟინრების მიერ. განახლებას ეწოდება Spot 2.0 და იგი უზრუნველყოფს ავტონომიურობისა და ნავიგაციის გაფართოებულ ფუნქციებს. ერთ-ერთი ფუნქციაა დისტანციური მართვა, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეამოწმონ რობოტის მუშაობა დისტანციურად, Boston Dynamics-ის ოფისის მონახულების გარეშე. Boston Dynamics-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ხელმისაწვდომი გახდება რობოტიზირებული მანიპულატორი თავით, რომელიც უზრუნველყოფს გამოყენების მთელ რიგ შესაძლებლობებს. შედეგად Spot შეძლებს მანიპულირებას გარემოში, აკრეფს ნივთებს, გააღებს კარს, მოუჭერს სარქველებს და ჩართავს კონცენტრატორებს. Spot საკმაოდ ცნობილი რობოტია, თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდულ პროდუქტად ითვლება. დღესდღეობით კომპანიას გაქირავებული აქვს დაახლოებით 150 ამგვარი აგრეგატი, თუმცა COVID-19-ის ეპიდემიის გამო ვერ ახერხებს მიმდინარე წელს გეგმის მიხედვით 1000 ერთეულის წარმოებას (ამ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას კომპანია 2021 წლის პირველი კვარტლისთვის აპირებს). მომხმარებლები ასევე შეზღუდულნი არიან ერთდროულად ორი რობოტის შეძენაში: მსხვილი შეკვეთებისთვის დამკვეთებს საკითხის დამატებითი განხილვა მოუწევთ Boston Dynamics-თან. https://bit.ly/30LYQiJ
  3. პროექტ Baseline Protocol-ისა და ConsenSys-ის დეველოპერმა ჯონ ვოლპერტმა შეაფასა 15-20-წლიანი ვადა, რომლის განმავლობაში მისი აზრით კრიპტოვალუტები და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიები (DLT) ფართო გავრცელებას ჰპოვებს. „ჩემი პირადი თვალთახედვის მიხედვით, მსგავსი გარღვევები ოცწლიან ციკლს ექვემდებარება. აუცილებელია მომდევნო თაობა. მსგავსი მოვლენა ვიხილეთ მობილური ტელეფონის მაგალითზე“ - განაცხადა ვოლპერტმა. მან კრიპტოვალუტების განვითარება შეადარა ინტერნეტს მისი გამოგონების პერიოდში, 1969 წელს. ვოლპერტის აზრით ეს შედარება უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე Bitcoin-ისა და 90-იანი წლების ინტერნეტის შედარების უფრო პოპულარული ანალოგიური შედარებები. ანტრეპრენერის აზრით, საჭიროა კიდევ 15 ან 20 წელი, რომ კრიპტოვალუტებმა რეალური პოპულარობა მოიპოვონ. „ამჟამად ჩვენ CompuServe-ის გამოჩენის სტადიაზე ვართ“ - დააზუსტა ვოლპერტმა და გაიხსენა შეერთებული შტატების ონლაინ სერვისების პირველი მთავარი კომერციული მომწოდებელი. ადრე Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმაც შეადარეს Bitcoin-საფულეების მომხმარებლის ბაზის ზრდა ინტერნეტის განვითარებას. მათი გამოთვლებით, კრიპტოვალუტების მფლობელთა რაოდენობა 2036 წლისთვის იქნება დაახლოებით 300 მილიონი ინტერნეტის გავრცელებასთან შედარებით ტექნოლოგიების მიღების ნელი ტემპის გამო. https://bit.ly/30N9EgG
  4. დიდი ხნის განმავლობაში Android-სმარტფონები რაოდენობრივად სხვა ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობების მსგავსი იყო. ანალიტიკური კომპანია Strategy Analytics-ის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ Android-სმარტფონები დღითიდღე სულ უფრო პოპულარული ხდება. 2020 წლის პირველ კვარტალში Android-ზე მომუშავე სმარტფონები იკავებდნენ ტელეფონების ბაზრის დაახლოებით 88-89%-ს, თუმცა ყველაზე კარგად გაყიდვადი სმარტფონი Apple iPhone 11 ამ დრომდე პირველ ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში. ხსენებული საკითხის უფრო დეტალურად შესწავლისას ორგანიზაცია Strategy Analytics-მა გამოავლინა ხუთი ყველაზე პოპულარული სმარტფონი მსოფლიოში. ესენია: Samsung Galaxy A51, Xiaomi Redmi 8,  Samsung Galaxy S20+,  Samsung Galaxy A10s,  Xiaomi Redmi Note 8. ანალიტიკოსების თქმით, 2020 წელს მომხმარებლების უმეტესობა სმარტფონის შეძენისას ორიენტირდება მხოლოდ ფასისა და ხარისხის მომგებიან შეფარდებაზე და დიდ უპირატესობას არ ანიჭებს პრემიალურ მოდელებს, რომელთა ფასი რამდენჯერმე მეტია. კვლევის თანახმად, ყველა გაყიდული სმარტფონის 20%-ის რეალიზაცია მოახდინა კორპორაცია Samsung-მა. შედარებით ნაკლები რაოდენობა გაყიდა Huawei-მ. Apple-ის გაყიდვები გასულ კვარტალთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. ჩინურმა კომპანიამ გაუსწრო Apple-ს, მალე გაყიდული მოდელების რიცხვით მას შეავიწროებს Xiaomi, რომელიც სწრაფად იძენს პოპულარობას თვითიზოლაციის პირობებში. https://bit.ly/2UN68ia
  5. კომპანია ASUS ემზადება ახალი ულტრაკომპაქტური კომპიუტერის, MiniPC PN50-ის გამოშვებისთვის, რომელიც აგებულია ენერგოეფექტური ჰიბრიდული AMD Ryzen 4000U (Renoir) პროცესორების ბაზაზე. ახალი მოწყობილობა უკვე მოცემულია შვედურ რითეილერ Inet-ზე, იგი ხელმისაწვდომი 20 ივლისიდან გახდება. როგორც რესურსი Tom’s Hardware მიუთითებს, კომპაქტურ კომპიუტერ MiniPC PN50-ში წარმოდგენილი იქნება Zen 2 არქიტექტურის პროცესორები, დაწყებული უმცროს მოდელ Ryzen 3 4300U-ით (4 ბირთვი/4 ნაკადი) - დამთავრებული ფლაგმანური Ryzen 7 4800U პროცესორით (8 ბირთვი/16 ნაკადი). როგორც ჩანს, ASUS-ის აზრით მომხმარებლები არ არიან დაინტერესებულნი ექვსბირთვიანი Ryzen 5 4600U ჩიპით, რადგანაც მოლოდინში არსებულ პროდუქციას შორის არის მხოლოდ ვარიანტები Ryzen 3 4300U-ის, Ryzen 5 4500U-ის, Ryzen 7 4700U-ისა და Ryzen 7 4800U პროცესორების ბაზაზე. მათ, ვინც მოისურვებს ექვსბირთვიან პროცესორს, არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Ryzen 5 4500U ჩიპზე, რომელსაც აქვს 6 ბირთვი, მაგრამ არ გააჩნია SMT ტექნოლოგიის მხარდაჭერა. კომპაქტური კომპიუტერი ASUS MiniPC PN50 გამოიყურება პრაქტიკულად ისევე, როგორც ორი წლის წინ გამოსული მოდელი PN60. შვედური მაღაზიის მონაცემებით კომპიუტერი წარმოდგენილია კომპაქტური კორპუსით, რომლის ზომაა 115 × 115 × 49 მმ, წონა - 0.7 კგ. შედარებისთვის, მისი უახლოესი კონკურენტი Intel NUC 10 Performance (Frost Canyon თაობა) ნეტტოპის გაბარიტებია 117 x 112 x 51 მმ. MiniPC PN50 მოდელს აქვს M.2 სლოტი NVMe დისკისთვის, ასევე ხელმისაწვდომია სივრცე 2.5-დუიმიანი სტანდარტული SSD დისკისთვის. გარდა ამისა, კომპიუტერს აქვს ოთხი SO-DIMM DDR4 სლოტი 64 გბ ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. დისკრეტული გრაფიკის ადგილი წარმოდგენილი არ არის, ამიტომაც გრაფიკაზე პასუხისმგებელია მეორე თაობის ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Vega, Vega 7-მდე. კომპაქტური კომპიუტერის აღჭურვილობაში შედის: ორი პორტი USB 3.1 Type-C, სამი USB 3.1 Type-A, მეხსიერების microSD ბარათის სლოტი, ასევე კომბინირებული აუდიოკონექტორი. ქსელურ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს სტანდარტული გიგაბიტური ქსელური ინტერფეისი, ასევე აქვს Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1 მხარდაჭერა, რომელთა მუშაობას უზრუნველყოფს კონტროლერი Intel Wi-Fi 6 AX200. ასევე ხელმისაწვდომია HDMI 2.0 და DisplayPort 1.4. დოლარში გადაანგარიშებით Ryzen 3 4300U და Ryzen 5 4500U ჩიპების ბაზაზე არსებული ASUS MiniPC PN50 ნეტტოპის ფასი დაახლოებით 325 და 334 აშშ დოლარია. უფროსი Ryzen 7 4700U და Ryzen 7 4800U პროცესორების მქონე მოდელების ღირებულება კი დაახლოებით 385 და 506 აშშ დოლარია, შესაბამისად. https://bit.ly/2Y30zhR
  6. 15 ივნისს მისამართების რიცხვმა, რომელთა ბალანსზე არანაკლებ 0,1 Bitcoin-ია, გადააჭარბა 3 057 754 ერთეულს. წინა რეკორდი - 3 057 647 მისამართიც ამავე დღეს დაფიქსირდა. Galssnode-ის ინფორმაციით ეს მაჩვენებელი მიუხედავად მოკლევადიანი შემცირებისა, 2017 წლიდან მოყოლებული იზრდება. 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლამდე 0,1 BTC-ისა და მეტი ბალანსის მქონე მისამართების რიცხვი 45%-ით გაიზარდა - 1.8 მილიონიდან 2.6 მილიონამდე. Bitcoin-ის დაგროვების ტრენდი გაძლიერდა მაისის ჰალვინგისა და პირველი კრიპტოვალუტის ფასის მატების მოლოდინის წინ. შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს Glassnode-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Bitcoin-ის ქსელში მისამართების 95% ნულოვან ბალანსს შეიცავდა. https://bit.ly/3fBJBNF
  7. ვინილის ფირფიტებმა, როგორც ჩანს, „მეორე დაბადება“ განიცადეს დიჯეების ხელში. ანტრეპრენერ Roman Boudruch-ისა და მისი პარტნიორების აზრით ძველებული კასეტების ფლეიერიც არანაკლებად იმსახურებს რეინკარნაციას, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით. მოწყობილობა We Are Rewind-ის შექმნა ანტრეპრენერების გუნდს შთააგონა ნოსტალგიური 80-იანი წლების ფილმებისა და ისეთი ტელესერიალების ყურებამ, როგორებიცაა Guardians of the Galaxy და Stranger Things. We Are Rewind დაახლოებით ისეთივე ზომისა და ფორმისაა, როგორიც იყო Sony Walkman-ის ადრეული ვერსია ღილაკებით. მის მსგავსად, თანამედროვე ფლეიერიც მუშაობს კასეტებზე სტერეო რეჟიმში. XXI საუკუნისგან We Are Rewind-ს ერგო მთლიანად ალუმინის კორპუსი და Bluetooth, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მუსიკის ჩართვა გარე დინამიკის ან უსადენო ყურსასმენის გამოყენებით. 80-იანი წლების კასეტიანი ფლეიერების უმეტესობისგან განსხვავებით We Are Rewind-ის გამოყენება შესაძლებელია ცარიელ ფირზე მუსიკის ჩასაწერად. სტანდარტული АА ტიპის ელემენტების ნაცვლად მისი კვების წყაროა ლითიუმის ინტეგრირებული აკუმულატორი. ერთი დამუხტვა საკმარისია ათსაათიანი მუშაობისთვის. We Are Rewind-ის შეძენა შესაძლებელია პლატფორმა Kickstarter-ზე დაახლოებით 100 აშშ დოლარად. მისი საბაზრო ფასი კი 145 აშშ დოლარია. https://bit.ly/2BbXLFX
  8. როგორც ცნობილია, კომპანია AMD ემზადება Ryzen 3000XT (Matisse Refresh ) დესკტოპ პროცესორების გამოშვებისთვის, რომლებიც გახლავთ აქტუალური Ryzen 3000 Matisse-ის გაუმჯობესებული ვერსიები. იტალიური და ბრიტანული Amazon-ის წყალობით ცნობილი გახდა ახალი პროცესორების დებიუტის თარიღი და მათი საორიენტაციო ღირებულება. ცნობილია, რომ AMD-ის ახალი დესკტოპ პროცესორების წარდგენა შედგება 16 ივნისს. ამავე დღიდან უნდა დაიწყოს AMD B550 ჩიპსეტზე დაფუძნებული დედა დაფების გაყიდვაც. ბაზარზე კი Ryzen 3000XT გამოვა 7 ივლისიდან, რაც სიმბოლურია, რადგანაც სწორედ გასული წლის 7 ივლისიდან დაიწყო ორიგინალი Ryzen 3000 ჩიპების გაყიდვა. პროცესორებიდან უმცროსი მოდელია ექვსბირთვიანი Ryzen 5 3600XT - დიდ ბრიტანეთში მისი ფასია 249 ფუნტი სტერლინგი, იტალიაში - 284 ევრო. შედარებისთვის, აქტუალური Ryzen 5 3600X მოდელის ყიდვა დიდ ბრიტანეთში შესაძლებელია 189 ფუნტ სტერლინგად. იტალიურ Amazon-ზე ასევე მოცემულია უფროსი მოდელი - 12-ბირთვიანი Ryzen 9 3900XT. მისი ფასია 570 ევრო, რაც 120 ევროთი მეტია ჩვეულებრივი Ryzen 9 3900X ჩიპის ფასთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საშუალო, რვაბირთვიანი მოდელი Ryzen 7 3800XT გაყიდვაში ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა ცხადია მისი ფასიც გაცილებით მეტი იქნება წინამორბედ Ryzen 7 3800X მოდელის ფასთან შედარებით. საინტერესოა, რომ Ryzen 5 3600XT პროცესორზე მაღაზიებში მითითებულია მაქსიმალური ავტომატური აჩქარების სიხშირე - 4.5 გჰც იმ დროს, როდესაც ამ დრომდე სახელდებოდა 4.7 გჰც-იანი მაჩვენებელი. ამ პროცესორის სხვა მახასიათებლები უფროსი მოდელის მსგავსად შეესაბამება ამ დრომდე არსებულ ცნობებს. https://bit.ly/37sY3EI
  9. Bitcoin-ის მარტის ფასის ვარდნა გახდა პირველი სტრეს-ტესტი პირველი კრიპტოვალუტისთვის, რომელიც მან ”ძირითადად დადებითად” ჩააბარა. ამგვარი აზრი გამოთქვეს აშშ-ის უმსხვილეს ბანკ JPMorgan Chase-ის ანალიტიკოსებმა. ბანკის წარმომადგენლებმა შეადგინეს ანგარიში სახელწოდებით „კრიპტოვალუტა განიცდის პირველ სტრეს-ტესტს: ოქრო, პირიტი თუ რაღაც შუალედური?“ ოქროს ციებ-ცხელების დროს მინერალ პირიტს ძვირფას ლითონთან გარეგნული მსგავსების გამო ეწოდა „სულელების ოქრო“. მათი თქმით, Bitcoin-ის ფასის ქცევა გვიჩვენებს, რომ კრიპტოვალუტას კვლავ იყენებენ სპეკულაციური აქტივის სახით და არა როგორც საშუალებას - გაცვლის ან შენახვისთვის. Bitcoin-ი სულ უფრო მეტად კორელირებს ისეთ რისკისმატარებელ აქტივებთან, როგორიც აქციებია. მარტში ფასის ვადნის დროს BTC-ის ფასი არასტაბილური იყო, თუმცა იგივე ვითარებაში გახლდათ ტრადიციული აქტივებიც. მათ ხაზი გაუსვეს აქტივის ქცევის პოზიტიურ მხარეებზე მარტის პანიკის დროს: მონეტის ფასი დიდად არ განსხვავდებოდა შიდა ღირებულებისგან, შესაბამისად, მხოლოდ მცირე ხნით ჩამოვიდა მაინინგის საფასურს ქვემოთ. შეინიშნებოდა აქტივების სახეობებს გარეთ ლიკვიდურობის გადინების რამდენიმე ნიშანი, როდესაც ინვესტორები ცდილობდნენ ეპოვათ თავშესაფარი კრიპტოსავალუტო ბაზრის უფრო უსაფრთხო და ლიკვიდურ ნაწილებში. თუმცა კრიპტოვალუტების უმეტესობა ერთდროულად დაეცა - ბაზარზე კორელაცია გაიზარდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. „ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ არ არსებობს ბევრი მტკიცებულება პანიკის დინამიკის შესახებ, ან თუნდაც მატერიალური ხარისხის მრავალი დონის განაწილება კრიპტოვალუტებს შორის მარტის კრიზისის დროსაც კი,” - მიიჩნევენ JPMorgan-ის ექსპერტები. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ Bitcoin-ის საბაზრო სტრუქტურა აღმოჩნდა უფრო სტაბილური, ვიდრე ვალუტების, აქციების, სახაზინო ობლიგაციების და ოქროსი. Bitcoin-ის ფასის ვარდნა მარტის შუა პერიოდში. წყარო: Bloomberg შეგახსენებთ, რომ Bloomberg Intelligence-ის სასაქონლო ბაზრების უფროსი ანალიტიკოსის აზრით პირველ კრიპტოვალუტას მიმდინარე წელს შეუძლია დაამყაროს ახალი 20 ათას აშშ დოლარიანი რეკორდი. ივნისის დასაწყისში Bitcoin-მა თებერვლის შემდეგ პირველად გადალახა 10400 აშშ დოლარიანი ნიშნული, სტატიის წერის მომენტში „ციფრული ოქროს“ ფასი იყო 9400-9500 აშშ დოლარი (CoinGecko). https://bit.ly/2MXp9KB
  10. ამ ეტაპზე ცნობილია NVIDIA GeForce RTX 3000 სერიის მომდევნო თაობის ვიდეო დაფების არა მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლები, ასევე მათი პოზიციონირება. ფასთან დაკავშირებით ცნობილი ჯერ არაფერია: თავად NVIDIA-ს შეიძლება ჯერ კიდევ არ ჰქონდეს ფასი გარკვეული, რადგან ასეთი საკითხები ხშირად წყდება კონკურენტის პროდუქციის ღირებულების გამოცხადების შემდეგ. მიმდინარე წელს NVIDIA სერიოზული გამოწვევის წინაშეა, რომლის მასშტაბის შეფასება რთულია. წინასწარი პროგნოზით, რამდენიმე ვიდეო დაფას - Radeon RX 6900-სა და RX 6900 ХТ-ს ექნება იმაზე არანაკლები წარმადობა, როგორსაც შემოგვთავაზებს სამომავლო ფლაგმანი GeForce RTX 3080 Ti. საზოგადოება ელის, როდის გამოჩნდება ეს ყველაფერი ციფრულ და ჩვეულებრივ მაღაზიებში. ცნობილია, რომ სექტემბერში Ampere სერიის ფლაგმანური ვიდეო დაფები გამოვა გაყიდვაში. ეს ინფორმაცია თანხვედრაშია წინა სიახლესთან, რომლის თანახმად მარტსა და მაისში დაიწყო GeForce RTX 3000 სერიის რამდენიმე ვიდეო დაფის წარმოება. რეალური წარმადობის შესახებ პირველი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება აგვისტოს ბოლოს, როდესაც NVIDIA-ს ხელთ ექნება საბოლოოდ მზა პროდუქტები. თუმცა ინჟინრული ნიმუშები შესაძლოა უფრო ადრეც გამოჩნდეს ინტერნეტში, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს შეიტყონ მათ შესახებ უფრო მეტი ზაფხულის შუა პერიოდში. https://bit.ly/3d1dAg6
  11. აშშ-ის ეროვნულმა აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაასახელა კომპანია, რომელიც მთვარეზე როვერ VIPER-ს წაიღებს. NASA Ames/Daniel Rutter სააგენტოს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია საკონტრაქტო შეთანხმება პიტსბურგულ კომპანია Astrobotic-თან, გარიგების ღირებულებაა 199.5 მლნ აშშ დოლარი. შეთანხმების თანახმად 2023 წლის ბოლოს კომპანია უზრუნველყოფს VIPER-ის ტრანსპორტირებას მთვარის სამხრეთი პოლუსისკენ. როვერი VIPER განკუთვნილია დედამიწის თანამგზავრზე ყინულის ძიებისთვის, „საფუძველს დაუდებს გზას მთვარეზე ასტრონავტების გადაადგილებისთვის და სააგენტო NASA-ს ერთი ნაბიჯით დაუახლოებს მთვარეზე გრძელვადიან არსებობას პროგრამა „Artemis“-ის ფარგლებში“ - განაცხადა კოსმოსურმა სააგენტომ. VIPER-ის მთვარეზე გაგზავნა არის NASA-ს პროგრამის ნაწილი, რომელშიც მოიაზრება დასაფრენი მოდულებისა და კომერციული სერვისების შექმნა სასარგებლო ტვირთის მიწოდებისთვის. გამოყენებული იქნება სააგენტოს საწარმოო პარტნიორების შესაძლებლობები სამეცნიერო აღჭურვილობისა და სხვა სახის ტვირთის დედამიწის თანამგზავრზე სწრაფი გაგზავნისთვის. კონტრაქტის პირობების თანახმად, Astrobotic პასუხისმგებელია კომპლექსურ სერვისებზე VIPER-ის ტრანსპორტირებისას, ასევე უნდა უზრუნველყოს დასაფრენ აპარატ Griffin-ის ინტეგრაცია, გაშვება დედამიწიდან და მთვარის ზედაპირზე დაშვება. მისია გაგრძელდება 100 დედამიწური დღე, ამ პერიოდში VIPER გაივლის რამდენიმე კილომეტრს და გამოიყენებს ოთხ სამეცნიერო ინსტრუმენტს ნიადაგის სხვადასხვა სახეობის ნიმუშების ასაღებად. სამი მათგანის ტესტირება მთვარეზე მოხდება CLPS მისიის ფარგლებში, 2021 და 2022 წლებში. როვერს ასევე ექნება ბურღი, რომლის მეშვეობით მოხდება შეღწევა მთვარის გრუნტში დაახლოებით 0.9 მეტრის სიღრმეზე. „ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც აქამდე არ გაკეთებულა - ვახდენთ ინსტრუმენტების ტესტირებას მთვარეზე იმ დროს, როდესაც იწყობა როვერი. VIPER და უამრავი საასარგებლო ტვირთი, რომლებსაც მთვარეზე გავგზავნით უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, დაგვეხმარება მთვარის სრული სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებაში“ - განაცხადა NASA-ს სამეცნიერო საკითხების დირექტორმა Thomas Zurbuchen-მა. https://bit.ly/2ApYt2H
  12. კრიპტოსავალუტო ბირჟა QuadrigaCX-ის გაკოტრებისა და დახურვის მიზეზი გახდა მისი დამფუძნებლის, ჯერალდ კოტენის თაღლითური ქმედებები. ამას მოწმობს ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კომისიის გამოძიების შედეგები. რეგულატორმა შეისწავლა 368 000 ექაუნთის მონაცემები და ბირჟის ფინანსური ოპერაციების ისტორია. შედეგად ათი ათასობით მომხმარებლის საერთო ზარალმა მინიმუმ 169 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კოტენი ხსნიდა ექაუნთებს გამოგონებული სახელებითა და ყალბი ბალანსებით, ამის შემდეგ კი ასრულებდა გარიგებებს რეალურ მომხმარებლებთან. ფაქტობრივად, იგი ჰაერიდან ქმნიდა კანადურ დოლარებს და მისით რეალურ ციფრულ აქტივებს ყიდულობდა. როდესაც დაზარალებულ მომხმარებლებს ბირჟიდან თანხა გაჰქონდათ, კოტენი მათი ბალანსის კომპენსირებას სხვა მომხმარებლების დეპოზიტების ხარჯზე ახდენდა. მარეგულირებელმა ორგანომ დაამატა, რომ კოტენი მოპარულ დოლარებს მდიდრული ცხოვრების სტილის შენარჩუნებაში ხარჯავდა. „ონტარიოს დაცვის კომისია (OSC) დიდი ალბათობით გადამწყვეტ ზომებს მიმართავს კოტენისა და Quadriga-ს წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ქმედებები არაპრაქტიკულია, რადგანაც კოტენი გარდაიცვალა, Quadriga კი გაკოტრდა“ - ნათქვამია ანგარიშში. კომისიაში დაამატეს, რომ ბირჟაზე დარჩენილი თანხა განაწილდება დაზარალებულ ინვესტორებს შორის სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ. შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ბირჟა Quadriga-ს სასამართლო პროცესი გასული წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. პროცესამდე ერთი თვით ადრე პლატფორმამ გაავრცელა ცნობა აღმასრულებელი დირექტორისა და პრეზიდენტის, ჯერალდ კოტენის გარდაცვალების შესახებ, რომლის სიკვდილის გამო თითქოსდა წვდომა დაიკარგა ბირჟის ცივ საფულეებზე. https://bit.ly/30yRaA9
  13. კომპანია Intel-მა პირობა დადო, რომ 10-ნანომეტრიანი Lakefield პროცესორები მობილური Ice Lake-ის გამოსვლის შემდეგ მალევე წარდგებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი გასულ წელს გამოვიდა, Lakefield პროცესორები კი ყველა ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ საპრეზენტაციო ნიმუშების სახით. Microsoft-მა უარი თქვა მიმდინარე წელს Lakefield-ზე დაფუძნებულ მოწყობილობა Surface Neo-ზე, Samsung-ი კი უკვე ღიად ახდენს Galaxy Book S-ის მახასიათებლების დემონსტრირებას. ამ სერიის მობილური მოწყობილობები გაყიდვაში გამოვა ივნისში ან ივლისში, მოგვიანებით მათ შეუერთდება Lenovo ThinkPad X1 Fold დასაკეცი OLED-დისპლეით. Intel-მა ამჯერად ოფიციალურად გაასაჯაროვა Lakefield მოდელების ასორტიმენტი და მახასიათებლები. სულ შემოთავაზებულია ორი პროცესორი უჩვეულო დასახელებებით - Core i5-L16G7 და Core i3-L13G4. როგორც ცნობილია, ამ სერიის პროცესორებს აქვთ Sunny Cove არქიტექტურის 1 ბირთვი და Tremont არქიტექტურის მქონე ოთხი ეკონომიური ბირთვი. პროცესორები წარმოდგენილია Gen 11 გრაფიკით და წარმოებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, თუმცა Foveros სივრცითი განლაგება მოიაზრებს 22-ნანომეტრიან ფენას, რომელზეც განთავსდა სხვადასხვა სახის კონტროლერი და კომპონენტი. პროცესორები განსხვავდება გამომთვლელი ბირთვის ტაქტის სიხშირეებითა და გრაფიკის ბლოკებით. გარდა ამისა, Core i5-L16G7 მოდელს აქვს DL Boost ბრძანებათა ნაკრების მხარდაჭერა. 8 გბ მოცულობის LPDDR4X-4267 ტიპის მეხსიერება ორივე პროცესორში ინტეგრირებულია შეფუთვის ზედა ნაწილში, რომელთა ჯამური ზომა არ აღემატება 12 х 12 х 1მმ-ს. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მეხსიერების შემცირება 4 გბ-მდე, თუმცა Lakefield-სერიაში ამგვარი მოდელები ჯერჯერობით შემოთავაზებული არ არის. https://bit.ly/30wgeaW
  14. საუდის არაბეთის მეცნიერებმა ჩაატარეს მთელი რიგი ექსპერიმენტები მცირე სფეროს ფორმის მზის ელემენტებით. მრგვალი ფორმა საშუალებას იძლევა უკეთ იქნას დაჭერილი არეკლილი და გაფანტული მზის სხივი. საწარმოო მზის ფერმებისთვის ეს გადაწყვეტილება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა სფეროსებრი ელემენტები შესაძლოა ნამდვილი მიგნება გახდეს სხვადასხვა სახით გამოყენებისთვის. King Abdullah University of Science and Technology უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდმა გააფართოვა საქმიანობის სფერო სხვადასხვა დონის სიმრუდის მქონე მზის პანელების დამზადების კუთხით. კერძოდ, მათ ააწყეს მზის ელემენტი, რომელსაც აქვს სფეროს ფორმა, ზომით ჩოგბურთის ბურთის ტოლია და უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარეს მისი გამოყენებით. შედეგად შეიქმნა „გოფრირებული“ ბრტყელი პანელების ტექნოლოგია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ლაზერით იქმნება ღარები სილიკონის საფარზე და ამ ღარების ადგილზე ხდება პანელების უსაფრთხოდ გამრუდება. ერთნაირი ფართობის მქონე ბრტყელი და სფეროსებრი ელემენტების იდენტურ პირობებში შენობაში ხელოვნური მზის განათებით მუშაობის შედარებისას აღმოჩნდა, რომ პირდაპირი განათებისას სფეროსებრი ელემენტი უზრუნველყოფს 24 %-ით მეტ გამომავალ სიმძლავრეს ტრადიციულ ბრტყელ პანელთან შედარებით. მზის სხივებით ელემენტების გაცხელების შემდეგ მრგვალი ელემენტის უპირატესობა 39 %-მდე იზრდება. ეს ფაქტი დაკავშირებულია იმასთან, რომ გაცხელება ამცირებს პანელების მარგი ქმედების კოეფიციენტს, სფეროსებრი ფორმა კი უკეთ გასცემს სითბოს და ნაკლებად ზიანდება გაცხელებისას, უფრო დიდხანს ხდება მარგი ქმედების კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებლის შესარჩუნება. როდესაც მრგვალი და ბრტყელი ელემენტები აგროვებდნენ გაფანტულ სინათლეს, მრგვალი ელემენტის გამომავალი სიმძლავრე 60 %-ით მეტი იყო ბრტყელთან შედარებით. სწორად შერჩეული ამრეკლავი ფონით მეცნიერებმა ექსპერიმენტები ჩაუტარეს სხვადასხვა ბუნებრივ და ხელოვნურ მასალას, სფერულმა მზის ელემენტმა წარმოქმნილი ენერგიის თვალსაზრისით 100 %-ით გაუსწრო ბრტყელ პანელს. მკვლევარების აზრით სფეროსებრმა მზის ელემენტებმა შესაძლოა ბიძგი მისცეს ინტერნეტ-ნივთებისა და სხვა ავტონომიური ელექტრონიკის განვითარებას. ისინი გამოსაყენებლად ბრტყელ პანელებზე იაფი იქნება. მრგვალ ბატარეებს არ სჭირდება მზისთვის თვალყურის დევნების სისტემა, ასევე მათი გამოყენება უფრო მოსახერხებელი იქნება შენობებში. კვლევის შემდგომ ეტაპზე მეცნიერები აპირებენ შეამოწმონ მრგვალი პანელების ეფექტურობა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში შესაძლო განათების ფართო სპექტრში. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ შექმნიან დიდი ფართობის მქონე სფეროსებრ ელემენტებს: 9-დან 90 მ2-მდე. საბოლოოდ, მეცნიერები გეგმავენ გამოიკვლიონ ზედაპირის სხვადასხვა სიმრუდის ფორმები და იმედოვნებენ, რომ იპოვიან იდეალურ გადაწყვეტილებას გამოყენების კონკრეტული სფეროებისთვის. https://bit.ly/2Yo9MjP
  15. მაიკ ნოვოგრაცის კრიპტოსავალუტო ბანკმა, Galaxy Digital-მა და ციფრული დერივატივების ვაჭრობისა და შენახვის პლატფორმა Bakkt-მა დააანონსეს ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის განკუთვნილი კასტოდიალური გადაწყვეტილება. პარტნიორობის მიზანია მსხვილ ინვესტორებს წარუდგინოს უსაფრთხო და ეფექტური შესაძლებლობა, რომელიც ციფრული ვალუტებისადმი ინტერესს გამოხატავს. Galaxy Digital Trading უზრუნველყოფს წვდომას კრიპტოვალუტების ბაზარზე, Bakkt Warehouse კი წარადგენს გადაწყვეტილებას მათი უსაფრთხო შენახვისთვის. „Galaxy Digital-ისა და Bakkt-ის კავშირი ორ კომპანიას შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს შესთავაზონ მოწინავე გამოცდილება ბაზარზე წვდომის მიღების სრულ პროცესში, განაცხადების შესრულებასა და ციფრული აქტივების შენახვაში“ - ნათქვამია პრეს-რელიზში. Galaxy Digital Trading-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ Bakkt-თან შეთანხმება გახდა ტრადიციული აქტივების მმართველების აქტიური სწრაფვის შედეგი - წვდომა მიეღოთ ფიზიკურ Bitcoin-ზე. „ეს ფონდები ბაზრის ცოდნისა და BTC-გარიგებების შესრულების გამოცდილების ისეთივე დონეს ელიან, როგორსაც შეეჩვივნენ ტრადიციულ ბაზრებზე მუშაობისას. Galaxy მზადაა მათ ეს შესთავაზოს, Bakkt კი წარადგენს მარეგულიერებელი ორგანოების მოთხოვნების შესაბამის უსაფრთხო სერვისს ციფრული აქტივების შენახვისთვის“ - განმარტა ხელმძღვანელმა. ციფრული დერივატივებით ვაჭრობისა და შენახვის პლატფორმის ხელშეკრულებაზე კომენტარი გააკეთა კასტოდიალური ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა ჯონ კონელიმ: „Bakkt-ის საცავი ემყარება უსაფრთხოების იმავე სტანდარტებს, რომლებითაც არის დაცული ათეულობით ICE ბირჟა მთელ მსოფლიოში, მათ შორისაა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაც. Galaxy Digital კი საკუთარი გამოცდილების წყალობით შეავსებს და სრულყოფს ჩვენს კასტოდიალურ გადაწყვეტილებას“. შეგახსენებთ, რომ ფინანსურმა კორპორაცია Fidelity-მ დაადგინა, რომ აშშ-სა და ევროპაში გამოკითხული 774 მსხვილი კლიენტის 36-მა პროცენტმა საფულეში ციფრული აქტივები დაამატა. https://bit.ly/3cQND2w
  16. ბოლო რამდენიმე თვეში ამერიკული კომპანია AMD-ის ბევრმა პარტნიორმა წარადგინა Radeon RX 5600 XT ვიდეო დაფის საკუთარი ვერსიები. რამდენიმე მათგანი მეტად წარმატებული გამოვიდა, ზოგიერთი კი პირიქით. გამომცემლობა TechSpot-მა გადაწყვიტა დაესახელებინა საუკეთესო მოდელები, ასევე მოდიფიკაციები, რომლებსაც მომხმარებლებმა უმჯობესია თავი აარიდონ. მაშ ასე, ფასისა და ხარისხის შეფარდების მიხედვით ყველაზე წარმატებულ ვიდეო დაფად აღიარებულ იქნა Sapphire Pulse RX 5600 XT. მისი ფასია დაახლოებით 280 აშშ დოლარი. საუკეთესო წარმადობას Tech Spot-ის აზრით უზრუნველყოფს მოდელი MSI Radeon RX 5600 XT Gaming X, თუმცა მისი ფასია 330 აშშ დოლარი, რის გამოც MSI-ს ვიდეო დაფა საუკეთესო არჩევნად არ ითვლება, რადგანაც ამავე ფასად შესაძლებელია Radeon RX 5700 ამაჩქარებლის ყიდვა. კომპაქტურ ადაპტერებში ოპტიმალურ ვარიანტად დასახელდა PowerColor Red Dragon Radeon RX 5600 XT, რომლის ფასი 290 აშშ დოლარია. Tech Spot ალტერნატიულ მოდელად განიხილავს ამავე კომპანიის მეორე დაფას - Radeon RX 5600 XT ITX. რაც შეეხება ვიდეო დაფების ყველაზე ცუდ ვარიანტებს, ამ შემთხვევაში პირველ რიგში აღინიშნება სამი მოდელი: XFX THICC II Pro, MSI Mech და Gigabyte WindForce. პირველი მათგანი ზარალდება მაღალი ტემპერატურისგან, დანარჩენი ორი კი ცხელდება და მეტად ხმამაღალი მუშაობა ახასიათებთ. გამომცემლობა მომხმარებლებს აძლევს ასევე რეკომენდაციას, რომ თავი აარიდონ ASRock Challenger D მოდელს. ეს ამაჩქარებელი ექსპერტებს არ გაუტესტავთ. https://bit.ly/30sKl36
  17. ბავარიული მანქანათმშენებელი კომპანია BMW სრული ძალით ემზადება ელექტრო ქროსოვერ iX3-ის სერიული წარმოებისთვის, რომელიც ზაფხულის ბოლოს უნდა გამოვიდეს. ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ელექტრომობილის ოფიციალური ფოტოები. რესურს Top Gear-ის ინფორმაციით ელექტრომობილი შეესაბამება ევროპისა და ჩინეთის ელექტრომობილების სტანდარტებსა და მოთხოვნებს, მან ასევე გაიარა 340-საათიანი შემოწმება, რომლის ფარგლებში ოთხი კვირის განმავლობაში მანქანამ განვლო 7700 კილომეტრი. ტესტირებები დასრულდა და ამჟამად ხორციელდება საბოლოო ცვლილებები მეორასე საგამოცდო ნიმუშზე. ახალი ელექტრომობილი იწარმოება ქარხანა Dadong-ში, სადაც ამჟამად ხდება შიდაწვის ძრავის მქონე მოდელ BMW X3-ის წარმოება. ელექტრომობილის მიწოდება მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება. BMW iX3 მოდელის კონცეპტის წარდგენა მოხდა 2018 წელს და იმ დროს მანქანათმშენებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ეს იქნება პირველი ელექტრომობილი, რომელიც დამყარებული იქნება მეხუთე თაობის პლატფორმა BMW eDrive-ზე, რომელიც უზრუნველყოფს გავლის დიდ მარაგს. როგორც BMW ამტკიცებს, 74 კვტ/სთ მოცულობის აკუმულატორი უზრუნველყოფს 440 კილომეტრი მანძილის გავლის მარაგს. საუბარია WLTP სტანდარტის შესაბამის მაჩვენებელზე, რომელიც ხშირად რთულად მიღწევადია რეალურ პირობებში მძღოლების უმეტესობისთვის. ერთ დამუხტვაზე რეალური გარბენი, როგორც მოსალოდნელია, გაცილებით ნაკლები - დაახლოებით 360 კილომეტრი იქნება. https://bit.ly/2AXWyC2
  18. Ethereum-ის ეკოსისტემისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილების შემქმნელმა კომპანია ConsenSys-მა წარადგინა ინსტრუმენტი, სახელად Codefi Compliance. იგი საშუალებას იძლევა განისაზღვროს DeFi-პროექტების შესაბამისობის დონე სხვადასხვა რეგულაციურ მოთხოვნასთან, რომელთა შორისაა ფინანსური ტერორიზმისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედება. Codefi Compliance მოიცავს ERC-20 და ERC-721 სტანდარტის დაახლოებით 280 ათას სხვადასხვა ტოკენს Ethereum-ის ეკოსისტემაში. მისი მეშვეობით შესაძლებელია ციფრული ვალუტისა და მისი მომხმარებლის თვალყურის დევნება, ასევე ტოკენის მოძრაობის ანალიზი. ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა არჩეულ იქნას პრიორიტეტული იურისდიქციები პროექტების ნორმატიული შესაბამისობის განსაზღვრისთვის სხვადასხვა ქვეყანაში. ახალი პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინსტრუმენტის აუცილებლობა გამოწვეულია Ethereum-ის ბაზაზე DeFi-პროექტების ეკოსისტემის წრაფი განვითარებით. DappRadar-ის მონაცემებით უნიკალური აქტიური საფულეების ყოველდღიური რიცხვი 2019 წლის შემდეგ 530%-ით გაიზარდა. „Codefi Compliance - ეს არის ჩვენი ინსტრუმენტების ნაკრების ახალი მოდული, რომელიც აგვარებს სირთულეებსა და რისკებს DeFi-სთან მუშაობაში, აგრეთვე კომპანიებს ეხმარება მიიღონ სარგებელი ციფრული აქტივების გამოყენებიდან“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, DeFi-პროექტების კანონიერების საიმედო განსაზღვრის შესაძლებლობა უმთავრესი ფაქტორია დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში ინსტიტუციური ფინანსური ორგანიზაციების მოსაზიდად. მაისის დასაწყისში ConsenSys-მა გამოაცხადა, რომ მომხმარებელთა 66% აპირებს Ethereum 2.0 ქსელში staking-ი გამოიყენოს. https://bit.ly/2BK77cm
  19. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა NVIDIA GeForce RTX 3080 ვიდეო დაფის დიზაინი. უნდა ითქვას, რომ ახალი სერიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ დაფას აქვს გაგრილების უჩვეულო სისტემა, შთამბეჭდავი ზომა და მან ჯამში საკმაოდ გააოცა ექსპერტები. ამჯერად გამოჩნდა კიდევ უფრო მეტად დამაინტრიგებელი ცნობები, რომლებიც ნათელს ჰფენენ, თუ როგორი იქნება მომდევნო თაობის RTX 3000 სერიის ვიდეო დაფების წარმომადგენლები. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია საბოლოო არაა, რადგანაც წარმოდგენილი მოდელებიდან გაყიდვის დასაწყისშივე ან მომავალში შესაძლოა დაემატოს „Super“ ვარიანტები. მაშ ასე, მაღალი წარმადობის ვიდეო დაფებიდან წარდგენილი იქნება სამი მოწყობილობა: GeForce RTX 3090; GeForce RTX 3080 Ti; GeForce RTX 3080. ყველაზე ნაკლები წარმადობის მქონე იქნება RTX 3080, რომელსაც ექნება 10 გბ მაღალსიჩქარიანი GDDR6X მეხსიერება. თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, მეხსიერება იმუშავებს 18000 მჰც ეფექტურ სიხშირეზე. RTX 3080 Ti დაიკავებს ფლაგმანის ადგილს და ექნება 11 გბ მეხსიერება 352-ბიტიანი სალტით. მეხსიერების ტაქტის სიხშირე უცნობია. დიდი ალბათობით, იგი გადააჭარბებს 19 000 მეგაჰერცს, რადგანაც სერიაში მოცემულია უფროსი მოდელიც. RTX 3090 გაახარებს მათ, ვინც მზადაა გართობისთვის დიდი თანხა დახარჯოს. დაფას ექნება 24 გბ მეხსიერება, რომელიც იმუშავებს 21 000 მჰც სიხშირეზე, რაც მას საშუალებას მისცემს უკან ჩამოიტოვოს არა მარტო NVIDIA-ს ყველა მოდელი, არამედ ყველაზე სწრაფი AMD Radeon RX 6900 ХТ – Big Navi.  ფასები ამჟამად უცნობია. აღსანიშნავია, რომ ფლაგმანების ენერგომოხმარება ყველა გონივრულ საზღვარს ზევით იქნება. ამჟამად არსებული ცნობების თანახმად RTX 3090-ს ორჯერ მაღალი წარმადობის დონე ექნება RTX 2080-თან შედარებით. https://bit.ly/2XNWpKv
  20. სმარტფონებისთვის განკუთვნილი გეიმინგ კონტროლერი ბოლო CES-გამოფენაზე რატომღაც ჩაიკარგა წარმოდგენილ დიდი რაოდენობის გაჯეტებს, 5G მარშრუტიზატორებსა და მასიურ სიმულატორებს შორის. მოულოდნელად Razer-ის ახალი კონტროლერი უკვე გაყიდვაში გამოვიდა და ღირს 80 აშშ დოლარი. ეს არ არის პირველი გეიმინგ პერიფერიული მოწყობილობა სმარტფონებისთვის და არც ამ კონკრეტული ფორმ-ფაქტორის პირველი დივაისი. თუმცა, როდესაც ასეთ პროდუქტს უშვებს ისეთი კომპანია, როგორიცაა Razer, რომელსაც გეიმერებს შორის პოპულარობა და პატივისცემა აქვს მოპოვებული - ახალი მოწყობილობით იგი ადვილად მიიქცევს მომხმარებლების ყურადღებას. აქსესუარი უკვე იყიდება 80 აშშ დოლარად - ამჟამად არსებული ვერსია თავსებადია ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ ყველაზე იაფი პროდუქტი ამ კატეგორიაში, Razer-ის მოწყობილობები, როგორც წესი, არ ღირს იაფი, თუმცა Kishi-მ უკვე მიიღო დადებითი გამოხმაურებები ინტერნეტში. გარდა ამისა, მალე გამოვა Razer Kishi-ს ვერსია iPhone-ისთვის. მოსალოდნელია, რომ იგი გაიყიდება მიმდინარე ზაფხულიდან. უნდა აღინიშნოს, რომ Razer Kishi სმარტფონს დაუკავშირდება USB-C პორტით, რაც უზრუნველყოფს Bluetooth-ზე მომუშავე ანალოგიურ აქსესუარებთან შედარებით ნაკლებ შეფერხებას გეიმინგ პროცესში. გაჯეტი ასევე მუშაობს სერვის Stadia-სთან, რაც კარგი ბიძგი იქნება Google-ის ქლაუდ-სერვისის განვითარებისთვის, რომელსაც ჯერ არ მოუპოვებია საჭირო პოპულარობა. https://bit.ly/3cQxN86
  21. ბოლო ორი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტების ჰაკერ-გამომძალველებმა გამოსასყიდის საშუალო თანხა 200%-ით გაზარდეს - ნათქვამია კომპანია Crypsis Group-ის ანგარიშში. 2019 წელს გამოსასყიდის საშუალო მოცულობა 115 123 აშშ დოლარი იყო. საშუალო მოცულობა 300%-ით გაიზარდა 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ და მიაღწია 21 700 აშშ დოლარს. გამოსასყიდის საშუალო მოცულობის ზრდის დინამიკა 2018 და 2019 წლებში ანალიტიკოსების აზრით, ჰაკერები ყველაზე ხშირად უტევდნენ საწარმოებს და ფოკუსირებულნი იყვნენ მაქსიმალურად მდიდარ მსხვერპლებზე. ერთ-ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ჰაკერებმა მოითხოვეს 15 მლნ აშშ დოლარი კომპანიისგან, რომელიც უზრუნველყოფდა მონაცემთა ცენტრის მომსახურებასა და სხვა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. Crypsis-ში ხაზს უსვამენ, რომ შეტევების დაახლოებით ნახევარი განხორციელდა დისტანციური სამუშაო ადგილის პროტოკოლის (RDP) გამოყენებით. იგი საშუალებას იძლევა მოხდეს დაკავშირება დისტანციურ მოწყობილობასთან ოპერაციული სისტემა Windows-ის ბაზაზე. არასწორი კონფიგურაციის დროს RDP უზრუნველყოფს შესანიშნავ შესაძლებლობებს თავდამსხმელებისთვის. ასევე მეტად პოპულარულია შეტევები, რომლებიც რეალიზდება სოციალური ინჟინერიის მეშვეობით, ასეთია მაგალითად ფიშინგი. ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომ გამომძალველი ვირუსებისგან ყველაზე ხშირად ზარალდებიან ჯანდაცვის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები (შემთხვევების 22%) და საწარმოო დაწესებულებები (შემთხვევების 13%). მაისში ევროპის უმსხვილესი კერძო კლინიკების ქსელი დაზარალდა ვირუს Snake-ის შედეგად. https://bit.ly/3dN8chI
  22. მიმდინარე წელს Xiaomi-ს ვიცე-პრეზიდენტმა და Redmi-ს გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ ეკრანზე ინტეგრირებული კამერების მქონე სმარტფონების გამოსვლამდე დიდი დრო აღარ არის დარჩენილი. Xiaomi-მ და Oppo-მ წარადგინეს მსგავსი კამერების პროტოტიპები გასულ წელს, თუმცა კომერციულ გავრცელებაზე არაფერი თქმულა. დისპლეების ჩინური მწარმოებელი Visionox საზოგადოებას პირდება მსგავსი ეკრანებისა და მათ ბაზაზე შექმნილი სმარტფონების მალე გამოჩენას. Visionox იწყებს ეკრანში ჩაშენებული კამერების წარმოებას. შედეგად სმარტფონების მწარმოებელი კომპანიები შეძლებენ შექმნან ნამდვილი უჩარჩოო მოწყობილობები ყოველგვარი ჭრილისა და სელფი-კამერისთვის განკუთვნილი ღიობების გარეშე. Visionox-ის მიდგომა მოიცავს ორგანული და არაორგანული მასალების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ გამჭვირვალობის მაღალ დონეს თანამედროვე OLED პანელებთან შედარებით. პირველი მსგავსი სქემები და პიქსელების სტრუქტურები ასევე გამოიყენება გამოსახულების დამახინჯების შემცირების მიზნით. აპარატული კომპონენტების პარალელურად კომპანიამ შეიმუშავა პროგრამული ალგორითმი ჩაბნელების ეფექტის მოგვარებისთვის. Visionox ამტკიცებს, რომ ეკრანში ჩაშენებული კამერების მქონე სმარტფონები სულ მალე გამოვა, თუმცა კონკრეტული ვადა არ სახელდება. ჩინური კომპანიების გარდა გავრცელდა ცნობა, რომ მსგავსი მოწყობილობების შექმნით დაინტერესებულია Samsung-იც, თუმცა მას საკუთარი პროტოტიპი ჯერ არ წარუდგენია. https://bit.ly/2BKEGLr
  23. შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებს სურთ ჩაატარონ საჩვენებელი საჰაერო ბრძოლა ცოცხალ პილოტსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის. სამხედრო ექსპერტები და ინჟინრები მუშაობენ ავტონომიურ მფრინავ დრონზე, რომლის წარდგენა დაგეგმილია 2021 წლისთვის. აშშ-ის შეიარაღებული სამხედრო ძალები დიდი ხანია იკვლევენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს სხვადასხვა სახის პრაქტიკულ ამოცანაში, მაგალითად - პილოტების დამხმარის სახით ან როგორც ცალკეული საბრძოლო ერთეული. მაგალითად, 2016 წელს ვირტუალურ სივრცეში შედგა ბრძოლა წამყვან ექსპერტებსა და ხელოვნურ ინტელექტ ALPHA-ს შორის, რომელშიც ეს უკანასკნელი გამოვიდა გამარჯვებული. ჟურნალ Air Force Magazine-ის ინფორმაციით აშშ-ის შეიარაღებული სამხედრო ძალების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში (Air Force Research Laboratory, AFRL) 2018 წლიდან მოყოლებული ტარდება მუშაობა ავტონომიურ ავიაგამანადგურებელზე. მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენება თავდაპირველად იგეგმება ნაკლებად თანამედროვე საბრძოლო მანქანის შემადგენლობაში, როგორიცაა მაგალითად მრავალსამიზნიანი გამანადგურებელი F-16. პერსპექტივაში ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი გახდება მეტად თანამედროვე მოდელებშიც, როგორებიცაა F-22 ან F-35. ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი დრონის ტექნიკური მახასიათებლები ცხადია არ ხმაურდება - საუბარია სამხედრო ტექნოლოგიებზე. თუმცა YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში პენტაგონის ხელოვნური ინტელექტის კვლევის გაერთიანებული ცენტრის ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა Jack Shanahan-მა განაცხადა, რომ AFRL „აფართოებს ხელოვნური ინტელექტის საზღვრებს საბრძოლო გამოყენებაში“ და დაამატა - „პროექტზე მომუშავე გუნდი დარწმუნებულია, რომ მანქანა დაამარცხებს ადამიანს“. Shanahan-მა აღნიშნა, რომ სამხედრო შეიარაღებული ძალები უსმენს და ითვალისწინებს გაფრთხილებებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსა და სხვა სფეროებში არსებული პროგრესის შესახებ. მან დაამატა, რომ ავტონომიურობის მეოთხე დონის მქონე სრულიად უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები ამჟამად გზებზე ჯერ კიდევ არ არსებობს და ყველა მსგავსი ტექნოლოგია ვერ იქნება სამომავლოდ გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტი AFRL ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ერთადერთი პროექტი არ არის, რომელზეც აშშ-ის შეიარაღებული ძალები მუშაობენ. გასულ წელს ამერიკულმა სამხედრო სააგენტომ განაცხადა პროექტ Skyborg-ზე მუშაობის შესახებ. მის ფარგლებში იწყობა უპილოტო საფრენი აპარატი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე, რომელიც გვევლინება, როგორც ცოცხალი პილოტის მიერ მართვადი ავიაგამანადგურებლის დამხმარე საფრენი ერთეული: დრონი მისთვის შეაგროვებს სადაზვერვო მონაცემებსა და შეასრულებს სხვა სასარგებლო ფუნქციებს. როგორც რესურსი Engadget აღნიშნავს, სამხედრო სააგენტო სხვადასხვა დონეზე გეგმავს მანქანური სწავლების ტექნოლოგიის გამოყენებას სამხედრო საქმიანობის სფეროში, დაწყებული ტექნიკური მომსახურებიდან - დამთავრებული საბრძოლო სტრატეგიების შემუშავებით. https://bit.ly/3cOtIRU
  24. მაისის ჰალვინგის შემდეგ შემოსავლების შემცირების წინაშე აღმოჩენილმა მაინერებმა კვლავ დაიწყეს Bitcoin-ის გაყიდვა იმაზე მეტი მასშტაბით, ვიდრე ამჟამად გამოიმუშავებენ. ამის შესახებ საუბარია Arcane Research-ის ახალ ანგარიშში. ანალიტიკოსების მიერ შემოთავაზებული საზომი სახელად Miner’s Rolling Inventory [MRI] იკვლევს სხვაობას იმ მონეტების რაოდენობას შორის, რომელთა გენერირებასაც ახდენენ მაინერები და რომლებიც მოძრაობაშია. როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ჩანს, მარტის ბოლოდან დაწყებული მაისის ჰალვინგამდე MRI მცირდებოდა, გარკვეულ ეტაპზე იგი 100%-ს ჩამოცდა, თუმცა 11 მაისის შემდეგ კვლავ მოიმატა და ამჟამად დაახლოებით 105%-ს შეადგენს. MRI 100%-ს ქვემოთ ნიშნავს, რომ მაინერები ყიდიან იმაზე ნაკლებს, ვიდრე გამოიმუშავებენ და მათი რეზერვების მოცულობა იზრდება. 100%-ს ზემოთ მაჩვენებელი კი პირიქით, მოწმობს იმას, რომ ისინი მოიპოვებენ იმაზე ნაკლებ კრიპტოვალუტას, ვიდრე ყიდიან. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს მოვლენა მოწმობს მაინერებს შორის განწყობის ცვლილებას ჰალვინგის შემდეგ, რომლის შედეგად მათი ჯილდო მოპოვებულ ბლოკზე 12,5 BTC-დან შემცირდა 6,25 BTC-მდე. შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში უცნობმა მაინინგ-პულმა გაყიდა 2293 Bitcoin-ი მას შემდეგ, რაც ფასმა 10 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწია. ამან ხელი შეუწყო 2 ივნისს BTC-ის ელვისებულ ვარდნას 9100 აშშ დოლარიან დონემდე. https://bit.ly/3dDBtvg
  25. ილონ მასკის კომპანიები - Tesla და SpaceX სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. არავის გაუკვირდება, რომ მათ სამომავლოდ ძალისხმევა გააერთიანონ და შექმნან მთვარემავალი, რომელსაც ასტრონავტები გამოიყენებენ. როგორც ჩანს, ასეთივე აზრისაა ერთ-ერთი დიზაინერი, რომელმაც შექმნა და გამოაქვეყნა რამდენიმე ვიზუალიზაცია, თუ როგორი შეიძლება იყოს Tesla-ს მთვარემავალი. Tesla-ს მთვარემავალის რენდერების ავტორია Instagram-ის რიგითი მომხმარებელი Charlie Automotive. სავსებით ლოგიკურია, რომ პროექტს საფუძვლად დაედო პიკაპი Tesla Cybertruck, რადგანაც მისი უჩვეულო გარეგნული იერსახე შესანიშნავად გამოდგება მთვარემავალისთვის. პიკაპი გამოიყურება ისე, თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებიდანაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, Tesla იყენებს მტკიცე კორპუსსა და ტყვიაგაუმტარ მინას Cybertruck-ის კონსტრუქციაში, რაც სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ილონ მასკი მოისურვებს პიკაპის ბაზაზე ნამდვილი მთვარემავლის აწყობას. ფართო საზოგადოების წინაშე ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ის წარდგენა შედგა გასული წლის ნოემბერში. მიუხედავად იმისა, რომ პიკაპის სერიული წარმოება ჯერ არ დაწყებულა, კომპანიამ მის შეძენაზე წინასწარი შეკვეთების დიდი რაოდენობა მიიღო. კომპლექტაციის შესაბამისად ელექტრომობილს შეუძლია გაიაროს 400-დან 800 კილომეტრამდე მანძილი ერთ დამუხტვაზე. საბაზისო კომპლექტაციის Cybertruck-ის შეძენა შესაძლებელია დაახლოებით 40 ათას აშშ დოლარად. https://bit.ly/3eYrQYk
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.