Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5910
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Acer-მა წარადგინა გეიმინგ მონიტორი Predator X25 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით, რომელიც იდეალურია გეიმერებისთვის. გარდა ამისა, ახალ მონიტორს უამრავი სხვა მიმზიდველი ფუნქცია აქვს. Predator X25 გეიმინგ მონიტორს 360 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე აქვს, თუმცა მისი გაფართოება მხოლოდ 1920 x 1080 პიქსელია. ეს მაჩვენებელი დაბალია სხვა ტოპ გეიმინგ მონიტორების გაფართოებასთან შედარებით და შესაძლოა ნაკლს წარმოადგენდეს ზოგიერთი გეიმერისთვის, თუმცა FPS-გეიმერებისთვის გაცილებით დაბალ გაფართოებას არ ექნება ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც კადრის განახლების შთამბეჭდავ სიხშირეს. 360-ჰერციანი სიხშირე გამორიცხავს კადრის დამახინჯებას და გაყოფას და უზრუნველყოფს დაუჯერებელ გეიმინგ შესაძლებლობებს. მონიტორს ასევე აქვს NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც დამატებით აღმოფხვრის კადრის დამახინჯებას და მონიტორის დაკავშირებას NVIDIA-ს გრაფიკულ პროცესორთან იდეალურ კონფიგურაციად აქცევს. Predator X25 მონიტორში ხელმისაწვდომია თვალების დაცვისთვის განკუთვნილი პროგრამები, მათ შორის ტექნოლოგია Acer AdaptiveLight. ეს ტექნოლოგია X25-ის სენსორებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ გარემოში არსებული სინათლის დონე, რის შემდეგ ავტომატურად რეგულირდება მონიტორის სიკაშკაშე ოპტიმალური განათების უზრუნველყოფისთვის. მონიტორის სადგამს აქვს ერგონომიული სახსარი და შესაძლებელია დახრა 25 გრადუსით, ასევე 5 გრადუსით წინ გადმოხრა და 12 სანტიმეტრამდე სიმაღლის რეგულირება, აგრეთვე ეკრანის მოტრიალება 30 გრადუსით. მონიტორის დიზაინი იდეალურია თითქმის ნებისმიერი გეიმინგ ადგილისთვის უკანა პანელზე შავი და RGB-განათების ფორმების წყალობით, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ეკრანზე გამოსახული სცენების მიხედვით. Predator X25 მონიტორის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ მას შეუძლია მომხმარებელს აცნობოს რამდენ ხანს თამაშობდა, აგრეთვე მისცეს გაფრთხილება, თუკი კომპიუტერთან მეტისმეტად დიდი დრო აქვს გატარებული. ამჟამად Acer არ ახმაურებს მონიტორის ფასსა და გაყიდვის თარიღს. https://bit.ly/2YAOfW8
  2. კომპანია Strategy Analytics-მა შეაჯამა baseband-პროცესორების მსოფლიო ბაზრის კვლევის შედეგები მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ჭრილში: ინდუსტრია იზრდება მიუხედავად პანდემიის და ეკონომიკური შეფერხებებისა. Baseband-პროცესორები - ეს არის ჩიპები, რომლებიც უზრუნველყოფს ქსელურ კავშირს მობილურ მოწყობილობებში. ამგვარი მიკროსქემები სმარტფონების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მაშ ასე, ცნობილია, რომ იანვარი-მარტის პერიოდში Baseband-პროცესორების ბაზარზე ფულადი თვალსაზრისით აღინიშნა 9 %-იანი ზრდა გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით. ჯამში ბაზრის მოცულობამ მიაღწია 5.2 მლრდ აშშ დოლარს. უმსხვილესი მომწოდებელია Qualcomm – 42 %-იანი წილით. მეორე ადგილზეა კომპანია HiSilicon, რომელიც ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტ Huawei-ს ქვეგანყოფილებას წარმოადგენს - მისი წილი 20 %-ს შეადგენს. მესამე ადგილზე იმყოფება MediaTek – 14 %-იანი წილით. სხვა კომპანიები, რომელთა შორისაა Intel და Samsung LSI, ერთობლივად აკონტროლებენ ინდუსტრიის მეოთხედზე ნაკლებს - 24 %-ს. აღსანიშნავია, რომ ბაზრის დადებით დინამიკას უპირველს ყოვლისა უზრუნველყოფს 5G-პროდუქტები. ამგვარმა გადაწყვეტილებებმა შეადგინა baseband-პროცესორების მთლიანი გადაზიდვების თითქმის 10 % ერთეულში გამოხატვის მხრივ. ამასთან, ფულადი თვალსაზრისით 5G-ჩიპებმა დაიკავეს ბაზრის დაახლოებით 30%. ცხადია, სამომავლოდ სწორედ 5G მოახდენს გადამწყვეტ გავლენას ბაზრის ზრდის დინამიკაზე. https://bit.ly/3eBsz1Y
  3. ნიუ-იორკის სახელმწიფო ფინანსური სერვისების ორგანომ (NYDFS) გამოსცა წინადადება კრიპტო კომპანიების ლიცენზირების ახალი წესების შესახებ, რომლებმაც, როგორც მოსალოდნელია, უნდა გაამარტივონ BitLicense-ის მიღების პროცესი. BitLicense ითვლება ყველაზე მკაცრ იურიდიულ ჩარჩოდ კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვის შტატის დონეზე. კერძოდ, კომპანიებს მოეთხოვებათ მისი მიღება ნიუ-იორკის მაცხოვრებლების მიერ კრიპტო ტრანზაქციების განხორციელებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავად ისინი სხვა იურისდიქციებზეა დამყარებული. ახალი წესების თანახმად ანტრეპრენერები შეძლებენ მიიღონ შეზღუდული ლიცენზიები, რომლებიც მოქმედი იქნება სრულიად ლიცენზირებულ კომპანიებთან თანამშრომლობის პირობებში. NYDFS-ის განცხადებით, ინიციატივა მიმართულია „რეალური და მოსალოდნელი სირთულეების“ შემცირებისთვის, რომელთა წინაშეც დგებიან კრიპტო კომპანიები BitLicense-ის მიღებისას. რეგულატორი გეგმავს საზოგადოების მოსაზრებების მიღებას 10 აგვისტომდე. სამმართველომ აგრეთვე განაცხადა, რომ გამარტივდება ახალი მონეტების დამატების პროცესი უკვე ლიცენზირებულ სერვისებზე. ყველა მათგანი მიიღებს წინასწარ ნებადართული ციფრული აქტივების ჩამონათვალს, რომლებიც დაემატება თვითსერტიფიკაციის პირობებში დამატებითი ნებართვის მიღების გარეშე. კრიპტო კომპანიებზე ლიცენზიის გაცემის პირობების გადახედვის შესახებ NYDFS-ის წარმომადგენლებმა პირველად 2019 წლის ოქტომბერში ისაუბრეს, თუმცა საკითხი წამოიჭრა უფრო ადრე, 2018 წლის თებერვალში. დღესდღეობით BitLicense-ის მფლობელია მხოლოდ 25 კომპანია. კრიპტოინდუსტრიის ზოგიერთმა წამომადგენელმა, კერძოდ, Kraken-მა და Bittrex-მა უარი განაცხადეს მის მიღებაზე. https://bit.ly/2YxtB9K
  4. თებერვლის დასაწყისში Intel-მა წარადგინა სილიკონის ფირფიტა ახალი პროდუქტების კრისტალებით. რადგანაც იგი აღმოჩნდა Raja Koduri-ს ხელში, რომელიც გრაფიკული პროდუქტების შექმნაზეა პასუხისმგებელი, პრესამ ახალი მოწყობილობა ერთსულოვნად მიაკუთვნა Intel Xe სერიას. ამჯერად კომპანიამ წარადგინა ახალი პროდუქტები სამუშაო პროტოტიპების შემადგენლობაში. ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri შეგახსენებთ, რომ სწორედ რაჯა კოდური გახლავთ არქიტექტურის დონეზე Intel-ის სამომავლო გრაფიკული გადაწყვეტილებების უნიფიკაციის ერთ-ერთი ინსპირატორი. მისი ჩანაფიქრით, არა მხოლოდ მობილური პროცესორების ინტეგრირებულ გრაფიკასა და სამომხმარებლო დონის დისკრეტულ ვიდეო დაფებში, ასევე სუპერკომპიუტერების კომპონენტებშიც უნდა იქნას გამოყენებული ერთიანი არქიტექტურა Intel Xe, რომლის მასშტაბირება მოხდება სიჩქარისა და შესასრულებელი ამოცანების შესაბამისად. კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ ლაბორატორიაში საქმიანი ვიზიტის შემდეგ რაჯა კოდურიმ Twitter-ზე გააზიარა სხვადასხვა ზომის მზა გრაფიკული პროცესორების ფოტოები. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ მათში გამოყენებული იქნება მრავალკრისტალიანი სისტემა. დასაშვებია ვარაუდი, რომ ზედა მარჯვენა კუთხეში (იხ.ფოტო ქვემოთ) განთავსდა ერთკრისტალიანი ვარიანტი, მარცხნივ - ორკრისტალიანი, ყველაზე დიდი ვარიანტი კი მოცემულია ფოტოს ქვედა მხარეს და მოიცავს ოთხ კრისტალს ერთ ფართობზე. ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri Intel მიგვანიშნებს რა სიმბოლოს ატარებს ეს გიგანტი. ამ პროცესორის „სახელია“ ATS-T4. პირველ სამ სიმბოლოში მოიაზრება „Arctic Sound“-ის შემოკლება. ადრეული ინფორმაციით ცნობილია, რომ ამ სერიის პროდუქტების TDP-ის დონემ შესაძლოა მიაღწიოს 500 ვატს, ამავე დროს გამოყენებული იქნება 48-ვოლტიანი კვება. მსგავსი მახასიათებლები მიუთითებს, რომ ეს პროცესორი სერვერული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. თავად რაჯა კოდური მხოლოდ ამძაფრებს ინტრიგას და საუბრობს ფოტოზე გამოსახული GPU-ის სიჩქარეზე, რომელიც პეტაფლოპსებით გაიზომება. Arctic Sound თაობას ექნება PCI Express 4.0 მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მარტივად ინტეგრაციას Intel-ის მომავალ სერვერულ პლატფორმებში. ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri დიდი ალბათობით, წარმოდგენილი პროცესორების გამოშვება Intel-მა მოახერხა 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. ყოველ შემთხვევაში, მას ნამდვილად მიეკუთვნება ნიმუში DG1, რომელიც დემონსტირებს რაჯა კოდურის ფოტოების ნაკრებში. უფროსი მოდელის მსგავსად, პროტოტიპში გაგრილებისთვის გამოყენებულია წყლის ბლოკი. სერიული პროდუქტების გაგრილების კუთხით ეს ინფორმაცია არაფერს ნიშნავს, რადგანაც ამჟამად არსებული გრაფიკული პროდუქტები ბაზარზე გამოსვლიდან ჯერ შორსაა. დისკრეტული გრაფიკა DG1 მიმდინარე წელს გამოჩნდება მხოლოდ ლეპტოპების შემადგენლობაში, სადაც იგი მიმაგრებული იქნება პირდაპირ დედა დაფაზე. 2021 წლის ბოლოს Intel გეგმავს წარადგინოს Ponte Vecchio სერიის 7-ნანომეტრიანი ამაჩქარებლები, რომლებშიც გამოყენებული იქნება რთული სივრცითი კომპლექტაცია Foveros – Lakefield-პროცესორების მსგავსად. ცხადია, Intel-ს შესაძლოა ჯერ არ ჰქონდეს ასეთი ამაჩქარებლების მუშა ნიმუშები. https://bit.ly/2YxqwpY
  5. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ქრაუდფანდინგ-პლატფორმა Youpin-ზე წარადგინა მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერი Ningmei CR100, რომელიც Intel-ის აპარატულ პლატფორმაზეა აგებული. მოწყობილობის კორპუსის გაბარიტებია მხოლოდ 192 × 188 × 54 მმ, წონა კი 760 გრამს შეადგენს. გამოყენებულია Gemini Lake თაობის პროცესორი Celeron J4105: ეს ჩიპი შეიცავს ოთხ ბირთვსა და Intel UHD 600 გრაფიკულ ამაჩქარებელს. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.5 გჰც-ს, მაქსიმალური - 2.5 გჰც-ს. ნეტტოპს აქვს DDR4 ტიპის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ მოცულობის დისკი. დამატებით შესაძლებელია SD-ფორმატის ფლეშ-მეხსიერების ბარათის დაყენება. გამოსახულების ფორმირებისთვის გათვალისწინებულია ანალოგური D-Sub კონექტორი და ციფრული ინტერფეისი HDMI. ხელმისაწვდომია სტანდარტული კონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის, USB 3.0 და USB Type-C პორტები. უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერი აღჭურვილია ინტეგრირებული ორარხიანი აუდიოსისტემით. შიდა კონსტრუქცია ხელს უწყობს გაუმჯობესებულ გაგრილებას. Xiaomi Ningmei CR100 ნეტტოპის შეძენა ამჟამად შესაძლებელია დაახლოებით 210 აშშ დოლარად. 30 ივნისამდე შეკვეთის შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური შემოთავაზება, რომელიც მოიცავს კომპლექტს უსადენო მაუსითა და კლავიატურით, მაუსპედით და 16 გბ მოცულობის ფლეშ-ბრელოკით. https://bit.ly/2CG6npl
  6. ბოლო სამი წლის მანძილზე ახალგაზრდა თაობა Bitcoin-ს უფრო ენდობა, ვიდრე წამყვან მსოფლიო ბანკებს. ამას მოწმობს Tokenist-ის კვლევის მონაცემები, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 17 ქვეყნიდან 18-დან 65 წლამდე ასაკის 4852 რესპონდენტი. მიღებული მონაცემების თანახმად, მილენიალების 51% Bitcoin-ს უფრო ენდობა, ვიდრე ისეთ ბანკებს, როგორებიცაა Wells Fargo, JPMorgan და Goldman Sachs. უფროს თაობას შორის ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, რის გამოც კრიპტოვალუტის მიმართ ნდობის დონე 47%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 29%-ით მეტია 2017 წლის მონაცემთან შედარებით. Bitcoin-ისა და ბანკებისადმი ნდობის დონის ცვლილება სამ წელიწადში არანაკლებ საინტერესოა სხვა მონაცემებიც: რესპონდენტების 45 %-ზე მეტს Bitcoin-ი ურჩევნია ტრადიციულ აქტივებს: ფასიან ქაღალდებს, უძრავ ქონებასა და ოქროს; მილენიალების 78 % იცნობს Bitcoin-ს, 14 % კი ფლობს მას; რესპონდენტების 60% Bitcoin-ს მიიჩნევს პოზიტიურ ტექნოლოგიურ ინოვაციად. ეს მაჩვენებელი 27 %-ით გაიზარდა ბოლო სამ წელში; მილენიალების 59 % თვლის, რომ უახლოეს ათწლეულში Bitcoin-ს ხალხის უმრავლესობა გამოიყენებს; მილენიალების 24 % კი Bitcoin-ს „ბუშტად“ მიიჩნევს. 65+ ასაკის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 50%-ს აღწევს. კრიპტოვალუტების სამომავლო ინდუსტრიაში მილენიალების როლს უამრავი ექსპერტი აღნიშნავს. გასული წლის ბოლოს ამერიკულმა საბროკერო კომპანია Charles Schwab-მა განაცხადა, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები უფრო ხშირად დებენ ინვესტიციებს Bitcoin-ში, ვიდრე Netflix და Microsoft. კომპანია Grayscale-ის პროგნოზის თანახმად მილენიალების მხრიდან განხორციელდება Bitcoin-ის ინვესტიციების შემოდინება 68 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობით . გასულ კვირას ლეგენდარულმა ინვესტორმა პიტერ ბრანდტმა მილენიალებს ურჩია შეიძინონ Bitcoin-ი და თავი აარიდონ Ripple-ს. https://bit.ly/37SAKEx
  7. მსოფლიოს უძლიერესი სუპერკომპიუტერების ტოპ 500-ეულში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა - მეშვიდე პოზიციაზე განთავსდა სისტემა Selene, რომელსაც NVIDIA საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებს. იგი აწყობილია მაისში წარმოდგენილი DGX A100 მოდულებისგან, რომელთაგან თითოეული შეიცავს Ampere თაობის რვა ამაჩქარებელსა და ორ AMD EPYC 7742 პროცესორს. NVIDIA განსაკუთრებით ამაყობს იმ ფაქტით, რომ ეს სუპერკომპიუტერი რამდენიმე თვეში ააწყო - მსგავსი მასშტაბის პროექტებისთვის, როგორც წესი, რამდენიმე წელია საჭირო. სუპერკომპიუტერის კვანძებს შორის კავშირს უზრუნველყოფს ინტერფეისი Mellanox HDR Infiniband. Selene ახდენს ზომიერი, 1344 კვტ. ენერგომოხმარებისა და 34 569 ტერაფლოპსი წარმადობის დემონსტრირებას. NVIDIA პირობას დებს, რომ დაეხმარება თავის მომხმარებლებს მსგავსი სისტემების აწყობაში. https://bit.ly/3dr8JoP
  8. აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გადაწყვიტა დააფინანსოს არამიწიერი გონების ძიების პროექტი (SETI). სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი შეეხება კვლევის ორიგინალურ სფეროსაც. როგორც წესი, არამიწერ გონს ეძებდნენ ან რადიოსიგნალებით ან კოსმოსური ტელესკოპების გამოჩენის შემდეგ ეგზოპლანეტების ატმოსფეროში ჟანგბადისა და მეთანის არსებობით. NASA-ს აქვს შემოთავაზება, მოიძებნოს „ტექნოსიგნატურები“ - უჩველო აირები და სპექტრალური დიფუზიები. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ „ღამით დაკარგული გასაღების ძებნა სანათით ჯობია, სინათლეში“. NASA-ც იმავეს აპირებს. როგორ ვეძებოთ უცხოპლანეტელები? მოვძებნით ჩვენს მსგავს არსებებს, რომლებმაც ატმოსფერო დააბინძურეს ისეთი აირებით, რომლებიც ბუნებრივ გარემოში არ გვხვდება, ასვე მოვძებნით ეგზოპლანეტებს შორეული ვარსკვლავების შუქის სპექტრული ანარეკლით. NASA-ს სპეციალისტების აზრით ეს გახლავთ ორი ყველაზე პერსპექტიული „ტექნოსიგნატურა“. რომლებსაც უნდა მიაქციონ ყურადღება მკვლევარებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სააგენტოს ხელმძღვანელობითა და SETI-პროექტების დაფინანსებით. „არაბუნებრივი“ აირი შესაძლოა იყოს, მაგალითად, ქლორფტორჟანგბადი, რომელიც ცოტა ხანია რაც გამოიყენება გამაგრილებელ აგენტად და აეროზოლად, სანამ არ აღმოაჩინეს, რომ იგი ოზონის შრეს არღვევს. ტექნოლოგიური ცივილიზაციის აშკარა ნიშანია სამომხმარებლო ნივთიერებების წარმოება, რომლებიც არღვევენ პლანეტის ეკოსისტემას. რაც შეეხება მზის პანელებს, ისინი მუშაობის პროცესში შთანთქავენ ერთ სპექტრს და ირეკლავენ მეორეს. ეგზოპლატენებიდან ასახული გამოსხივების სპექტრისთვის დამახასიათებელი ხარვეზები და ცალკეული მონაკვეთების უჩვეულო გაძლიერება შესაძლოა იწვევდეს ეჭვს, რომ იქ გონიერი სიცოცხლე არსებობს. ეს ყველაფერი არის ჰიპოთეზა, თუმცა არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ არამიწიერი სიცოცხლის ძიება არის საინტერესო და მომხიბლავი. https://bit.ly/3fRE71i
  9. საგადახდო სისტემა PayPal და მისი კუთვნილი მობილური საგადახდო სერვისი Venmo მომხმარებლებს წარუდგენენ კრიპტოსავალუტო ყიდვა-გაყიდვის ფუნქციას უახლოეს სამ თვეში - აცხადებს CoinDesk წყაროებზე დაყრდნობით. გამომცემლობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიანიშნა იმაზე, რომ ინტეგრირებული ფუნქცია კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის საშუალებას იძლევა. იგი ელის, რომ PayPal უზრუნველყოფს ლიკვიდურობას Bitcoin-ბირჟებთან თანამშრომლობის ხარჯზე. პოტენციური პარტნიორები შესაძლოა გახდნენ Coinbase და Bitstamp. Coinbase და PayPal ასევე შედიოდნენ Libra Association-ში - შემადგენლობიდან საგადახდო სისტემის გამოსვლამდე. მაშინ ხელმძღვანელობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმჯობესია რესურსები საკუთარი განვითარებისკენ მიემართა, რათა ფინანსები უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო. მოსალოდნელია, რომ ახალი ფუნქციის მხარდაჭერა სამ თვეში გახდება შესაძლებელი, თუმცა უცნობია, რამდენი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა ექნება სერვისებს. PayPal-სა და Venmo-ს სამომხმარებლო ბაზაში 325 მილიონზე მეტი ადამიანია. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარში PayPal-ის ხელმძღვანელმა დენ შულმანმა განაცხადა, რომ Bitcoin-ი ფასეულობის გადაცემის ეფექტური მეთოდია. მან ასევე დადებითად ისაუბრა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზეც. 2019 წლის მაისში PayPal-ის ფინანსურმა დირექტორმა ჯონ რეინიმ დაადასტურა, რომ კომპანია სწავლობს ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებს, თუმცა თვლის, რომ „Bitcoin-ისთვის ჯერ ადრეა“. მიმდინარე წლის მარტში PayPal-ის ტექნოლოგიურმა დირექტორმა შრი შივანანდამ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების წარმატებისთვის ხალხმა მკაფიოდ უნდა აღიქვას მათი უპირატესობა. მომხმარებლებს კი, მისი თქმით, ბიზნესიც მიჰყვება. https://bit.ly/2NiEyFE
  10. Zendoo, Sidechain-ებისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილება Horizen-ისგან Beta Prewiev ვერსიის სახით სპეციალიზებულ ტესტნეტზე გაეშვა. Zendoo Beta Preview გახლავთ Horizen-ის Sidechain-პლატფორმის მნიშვნელოვანი მიღწევა. Zendoo - ეს არის ბაზარზე Sidechain-ის პირველი სრულიად დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომლის მეშვეობით ფართოვდება ქსელი კრიპტოვალუტებიდან კონფიდენციალურობის დაცვის პლატფორმამდე, რომელიც მასშტაბირდება კომერციული აპლიკაციებისთვის. პლატფორმა კომპანიებსა და დეველოპერებს საშუალებას აძლევს ხელმისაწვდომ ფასად შექმნან Horizen-ის საყოველთაოდ ხელმისაწვდომ mainchain-თან დაკავშირებული სრულებით მართვადი ბლოჩეინები. „2017 წელს, როდესაც ვიწყებდით, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვევლო რთული გზა საკუთარი ინოვაციების შესაქმნელად, რომლის გადასაწყვეტად ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო აპლიკაციების მასშტაბირებისა და კონფიდენციალურობის საკითხი. Zendoo - ამ მარათონის ბოლო გზაა. ჩვენ გთავაზობთ ორწლიანი ინვესტიციის კულმინაციას მნიშვნელოვან ინოვაციებში, რომლებიც გადაჭრიან ბაზრის რეალურ პრობლემებს და ბიზნესს საშუალებას მისცემენ შექმნან ისეთი ქსელი, როგორიც ამ დრომდე არ არსებულა“. – Rob Viglione, Horizen-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. Zendoo Beta Preview იდეალური პლატფორმაა დეველოპერებისთვის, რათა მოსინჯონ და გატესტონ Sidechain-ის პირველი დეცენტრალიზებული პროტოკოლი ბაზარზე! დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ ბეტა-ვერსია და წვდომა მიიღონ დეველოპერებისთვის განკუთვნილ რესურსებზე პროგრამა Horizen Early Adopter-ის (HEAP) მეშვეობით. „ჩვენ მუდამ ვცდილობთ დავნერგოთ სიახლეები და შესაძლებლად ვაქციოთ რეალური ბლოკჩეინ-აპლიკაციების შემუშავება. ჩვენი გუნდი მიჰყვება ამ მიზანს და მუდამ გვახსოვს დეველოპერების გადამწყვეტი როლი, რათა ბლოკჩეინ-აპლიკაციების შემუშავება გახდეს მარტივი და სწრაფი და დაიფაროს განაწილებული და დეცენტრალიზებული რეესტრების სირთულეები. გლობალური დეველოპერები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ Zendoo Beta-ს კვლევასა და შემუშავებაში, იკვლევენ უკუკავშირს გამოყენების მოხერხებულობის, აქტუალურობისა და უპირატესობების შესახებ. მე მივესალმები დეველოპერებს, რომლებიც გვეხმარებიან Zendoo-ს სრულყოფაში ფინალური ვერსიის გამოშვებამდე, რათა მოხდეს მისი უკეთ ადაპტირება საჭიროებებთან“. – Alberto Garoffolo, Horizen-ის კვლევისა და განვითარების დირექტორი. რით გამოირჩევა Zendoo სხვა Sidechain-გადაწყვეტილებებისგან? Zendoo - ეს არის უნიკალური გადაწყვეტილება მასშტაბირებისთვის, რომელიც ნულიდან შეიქმნა და შემუშავდა Horizen-ის გუნდის მიერ Alberto Garoffolo-ს ხელმძღვანელობით. ჩვენ გავაერთიანეთ ბლოკჩეინისა და კრიპტოგრაფიის საუკეთესო სპეციალისტების ძალისხმევა, რათა შეგვექმნა უნიკალური სისტემა, რომელიც ამ სფეროში არსებული სხვა პროექტებისგან განსხვავებული იქნებოდა. Zendoo-ს Sidechain-ის მოდელი უზრუნველყოფს ბლოკჩეინის უდიდესი პრობლემების გადაწყვეტის საშუალებებს გამოყენების რეალურ შემთხვევებში: მასშტაბირება და მოქნილობა Zendoo-ს სისტემის არქიტექტურაში დაშვებულია მოდულური პროტოკოლი, რომელიც ხაზს უსვამს ფუნქციონალურობას დიზაინის არჩევისას. ეს სტრუქტურა საშუალებას იძლევა დაინერგოს წესების ნებისმიერი ტიპი Sidechain-ის სახით - იქნება ეს ბლოკჩეინი თუ სხვა ტიპის გამომთვლელი სისტემები. Horizen-ის mainchain-ის ფუნქცია განკუთვნილია უშუალოდ ამგვარი წესების შემოწმება-დაკვირვებისთვის. ასეთი მოდულურობა უზრუნველყოფს უზარმაზარ მასშტაბირებას, აპლიკაციების შექმნის თავისუფლებასა და მოქნილობას, შესაძლებელია ნებისმიერი კომპონენტის ცვლილება დროთა განმავლობაში, თუკი ინტერფეისი შეესაბამება სტანდარტს. დეცენტრალიზაცია Zendoo sidechain-ის მოდელი დეცენტრალიზებულია ყველა კომპონენტის მხრივ, დეცენტრალიზაცია კი უზრუნველყოფს ქსელის გამძლეობასა და საიმედოობას. Zendoo sidechain-ის პლატფორმა დაფუძნებულია კრიპტოვალუტა Zen-ზე და მხარდაჭერილია სფეროში არსებული უმსხვილესი ნოუდების ქსელის მიერ. გარდა ამისა, Zendoo sidechain-ის სისტემა არ ეყრდნობა მესამე მხარეს უკუ ტრანსფერებისთვის და აღმოფხვრის სანდო მხარეების აუცილებლობას. Zendoo-ში გამოიყენება zk-SNARK ტექნოლოგია mainchain-ისთვის უკუტრანსფერის (თანხის საიდჩეინიდან მეინჩეინში გადარიცხვა) შემოწმების საშუალების სახით. კონფიდენციალურობა და აუდიტის შესაძლებლობა Zendoo საშუალებას იძლევა Mainchain-ით შემოწმდეს Sidechain მისი შიდა სტრუქტურის ცოდნის გარეშე. Zendoo SDK გვთავაზობს ინსტრუმენტების ნაკრებს, რომლებიც საშუალებას იძლევა შეიქმნას შემოწმებადი და დაცული კონფიდენციალურობის მქონე ბლოკჩეინ-აპლიკაციები, რაც რეალურ გამოყენებაში ხშირი მოთხოვნაა. ჩვენს Sidechain-ს დიდი ხანია ელიან ჩვენი მოქმედი და პოტენციური პარტნიორები, რომელთა შორისაა Horizen Labs - დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც დაკავებულია sidechain-as-a-service გადაწყვეტილებით და ქმნის ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამაღლებს ნდობასა და გამჭვირვალობას მხარეებს შორის, რომლებიც არ არიან ბიზნესთან დაკავშირებული. https://bit.ly/314W0FG
  11. Apple-მა ოფიციალურად განაცხადა Mac-სერიის კომპიუტერების საკუთარ პროცესორებზე გადასვლის შესახებ. კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა ამ მოვლენას უწოდა „Mac პლატფორმისთვის ისტორიული“. გადასვლა მოხდება ნელ-ნელა, ორი წლის განმავლობაში. საკუთარი წარმოების პლატფორმაზე გადასვლით Apple მომხმარებლებს პირდება წარმადობისა და ენერგოეფექტურობის ახალ დონეს. ამჟამად კომპანია მუშაობს საკუთარ SoC-ზე ARM-არქიტექტურის ბაზაზე, რომელსაც ამასთანავე ექნება უნიკალური ფუნქციები, რომლებიც სპეციალურად Mac-ისთვის იქნება განკუთვნილი. საკუთარი პროცესორის ბაზაზე შექმნილი პირველი Mac-ის წარდგენას კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს. გარდა ამისა, Apple ასევე აპირებს გამოუშვას უკვე დაგეგმილი, ამჟამად წარმოებაში არსებული კომპიუტერები Intel-ის პროცესორების ბაზაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯერჯერობით საუბარი არ ეხება საკუთარ პლატფორმაზე სრულად გადასვლას. Apple-ის ARM-პროცესორების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი იქნება iOS-სა და iPadOS-აპლიკაციის თანდაყოლილი მხარდაჭერა macOS სისტემაში სამომავლოდ. ამრიგად, დეველოპერებისთვის გაცილებით მარტივი იქნება აპლიკაციების შექმნა და ოპტიმიზაცია Apple-ის მთლიან ეკოსისტემაში. კომპანია გეგმავს მოახდინოს საკუთარი აპლიკაციების ადაპტირება ახალი პლატფორმის მხარდაჭერაზე და იმედოვნებს, რომ ამ მაგალითს მიჰყვებიან სხვა კომპანიებიც. მაგალითად, Microsoft უკვე მუშაობს Office-პაკეტის ადაპტაციაზე Apple-ის ახალ პროცესორებთან. კომპანია ასევე თანამშრომლობს Adobe-ისთან. პრეზენტაციაზე Apple-მა წარადგინა ახალ პლატფორმაზე გაშვებული აპლიკაციები Lightroom და Photoshop და მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ მოქნილად მუშაობს ინტერფეისი 5 გბ მოცულობის Photoshop PSD ფაილთან მიმართებაში. დაანონსებულ ახალ ოპერაციულ სისტემა macOS Big Sur-ში გამოჩნდება Rosetta-ს ახალი ვერსია. ადრე მას იყენებდნენ დეველოპერები PowerPC პროცესორებიდან Intel-ის ჩიპებზე გადასვლისას, ახალი ვერსია Rosetta 2 კი გამოყენებული იქნება, რათა მოხდეს თანაბარზომიერი გადასვლა Intel x86 ჩიპებიდან Apple-ის ARM პროცესორებზე. ამგვარად, აპლიკაციის შექმნა ახალ პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება „ძველი“ აპარატული ნაწილის შემთხვევაშიც. აპლიკაციების დეველოპერებისთვის ახალ პლატფორმაზე Apple-მა მოამზადა პროგრამა Universal App Quick Start Program „სწრაფი გადასვლისთვის“, აგრეთვე სპეციალური აპარატული კომპლექტი - Developer Transition Kit. მის საფუძვლად აღებულია Mac mini, რომელშიც მთელი რიგი ცვლილებები იქნა შეტანილი. კერძოდ, გამოყენებულია პროცესორი Apple A12Z Bionic, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე 512 გბ მოცულობის SSD. სისტემა მუშაობს macOS Big Sur ბეტა-ვერსიაზე. გარდა ამისა, კომპლექტში შესულია Xcode 12 პროგრამული გარსი. Developer Program-ში მონაწილეობა ფასიანია და ღირს 500 აშშ დოლარი. ჩაწერა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://developer.apple.com/ https://bit.ly/2BBy8P5
  12. Bitcoin-ი არის არა ვალუტის ახალი ფორმა, არამედ ფიატური ფულის კიდევ ერთი ტიპი - თვლიან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ნიუ-იორკის განყოფილების ეკონომისტები. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სტატიაში ეკონომისტები მაიკლ ლი და ანტუან მარტინი წერენ: „Bitcoin-ი და კრიპტოვალუტები უფრო ფართო გაგებით ხშირად აღიწერება, როგორც ფულის ახალი ტიპი. თუმცა ეს მცდარი აღქმაა. Bitcoin-ი შესაძლებელია იყოს ფული, თუმცა არ არის ფულის ახალი ტიპი“. ისინი ფულს სამ კატეგორიას ყოფენ: ფიატური ფული, აქტივებით უზრუნველყოფილი და უფლებებით დაცული ფული. „ფიატური ფული არის ობიექტი, რომლის ფასი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ მოხდება მისი აღიარება საგადახდო საშუალებად საქონლისა და მომსახურების გაცვლისთვის“ - წერენ ეკონომისტები. ანალიტიკოსების აზრით Bitcoin-ი ფიატური ფულის კიდევ ერთი მაგალითია. ამავე დროს, მათი აზრით, კრიპტოვალუტას აქვს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც მას სხვა ფულადი ინსტრუმენტებისგან გამოარჩევს. „კრიპტოვალუტების რეალური ინოვაცია იმაში გამოიხატება, რომ ისინი გვთავაზობენ გაცვლის პრინციპულად ახალ მექანიზმს. ამ მექანიზმს სხვადასხვა სახის ფულის ტრანსფერის მხარდაჭერა აქვს: ფიატური ფულის გადაცემის მხარდაჭერა - Bitcoin-ის შემთხვევაში; აქტივებით უზრუნველყოფილი ფულის გადაცემა - Stablecoin-ების შემთხვევაში და ასევე სამომავლო სერვისები ან პროდუქტები - ICO-ტოკენების შემთხვევაში. ამ მექანიზმს სხვა ტიპის აქტივების მხარდაჭერაც აქვს, როგორებიცაა მაგალითად CryptoKitties“. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2009 წლამდე, სანამ Bitcoin-ი გაჩნდებოდა, მსგავსი არაფერი არსებობდა. Coin Metrics-ის თანადამფუძნებელმა ნიკ კარტერმა ეკონომისტების განცხადებას „სიგიჟე“ უწოდა და დაამატა, რომ ისინი სიტყვათა მნიშვნელობას ცვლიან, რათა მათთვის მომგებიანი თვალთახედვა გამოითქვას. მან გაიხსენა, რომ ფიატში მოიაზრება კანონმდებლობით გამოშვებული ფული, რომელიც ვერ გადაიფარება ოქროს ან სხვა აქტივის მიერ. „ეს ნიშნავს ფულს, რომელიც დაწესებულია ძალის გამოყენების საფრთხის ქვეშ და სახელმწიფოს ადგილობრივი მონოპოლიის საზოგადოებაში გამოსაყენებლად. მისი ფასეულობა გამომდინარეობს ფისკალური ვალდებულებებისგან, რომელიც მოითხოვს კერძო პირის მიერ ვალუტის შენახვასა და გამოყენებას“ - დაწერა კარტერმა. მან დაამატა, რომ Bitcoin-ს აქვს ფულის თვისებები, ამიტომ საზოგადოება სასარგებლოდ მიიჩნევს მის განსაკუთრებულ მახასიათებლებს და ახდენს მის გარშემო ფორმირებას. შედეგად კრიპტოვალუტა ხდება ფიატური ფულის სრულიად საპირისპირო რამ. https://bit.ly/3hILWrI
  13. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ფლაგმანური ვიდეო დაფა Radeon RX 6990 ХТ არის კიდეც Big Navi, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდება. მისი კოდური დასახელებაა NAVI 21 და აგებულია ახალ RDNA 2 არქიტექტურაზე. გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობის თანახმად სამომავლო ფლაგმანი გვხვდება სახელით - GFX1030. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დანარჩენი ჩიპი იქნება გაცილებით პატარა და ნაკლები წარმადობის მქონე Big Navi-სთან შედარებით. ქვემოთ წარმოდგენილია ცხრილი, რომელიც იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალება, თუ რა გველოდება. როგორც ვხედავთ, ნაკლები წარმადობის მქონე Navi 22 და Navi 23 (მიიჩნეოდა, რომ მათ შეესაბამება მოდელები Radeon RX 6700 და Radeon RX 6800) წარმოდგენილნი იქნებიან 340 და 240 მმ2 ფართობის მქონე კრისტალებზე. ამასთან, გაცილებით ბიუჯეტური RX 6700 ჩაანაცვლებს ამჟამად არსებულ Radeon RX 5600 ХТ და Radeon RX 5500 ХТ დაფებს. წარმადობის შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრისტალის ფართობის გაორმაგება Radeon RX 5700 ХТ მოდელთან შედარებით მინიმუმ გააორმაგებს სამომავლო ფლაგმანური Radeon RX 6990 ХТ დაფის სიმძლავრეს. ასევე მითითებულია, რომ გამოშვებული ვიდეო დაფების უმეტესობას ექნება იდენტიფიკატორი Navi 23. ეს ნიშნავს, რომ AMD ამზადებს რამდენიმე ბიუჯეტურ მოდელს მაღალი წარმადობის მოდელებთან ერთად. https://bit.ly/3hOKnsq
  14. ონლაინ პრეზენტაცია WWDC 2020-ზე Apple-მა უნდა ისაუბროს Mac-ის Intel-იდან ARM პროცესორებზე გადასვლის შესახებ. ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-chi Kuo-მ გამოაქვეყნა თავისი პროგნოზები პირველი Mac კომპიუტერების შესახებ, რომლებშიც გამოყენებული იქნება Apple-ის ახალი პროცესორები. პირველ რიგში Kuo აცხადებს, რომ ბოლო ახალი Mac Intel-ის ბაზაზე იქნება მონობლოკი iMac სრულიად ახალი დიზაინით: მას ექნება კიდევ უფრო თხელი ჩარჩოები და 24-დუიმიანი დისპლეი. ცნობილია, რომ ამ iMac-ის გამოშვება იგეგმება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, თუმცა ვერსია ARM პროცესორის ბაზაზე გამოვა მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ანალიტიკოსის თქმით, პირველი Mac ARM-ის ბაზაზე, დიდი ალბათობით, იქნება 13-დუიმიანი MacBook Pro 2020 წლის მეოთხე კვარტალში ან 2021 წლის პირველ კვარტალში. მიიჩნევა, რომ გარეგნულად იგი წინა მოდელის მსგავსი იქნება. Intel-ის პროცესორების ბაზაზე არსებული ვერსიების წარმოება, როგორც ცნობილია, მას შემდეგ შეწყდება, რაც გამოვა ARM-მოდელი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ასევე მოიქცევა თუ არა Apple iMac-თა მიმართებაშიც. Kuo-ს ინფორმაციით ARM-ის ბაზაზე არსებული MacBook ახალი დიზაინით წარმოებაში 2021 წლის შუა პერიოდში ჩაეშვება. ანალიტიკოს თქმით ARM-ჩიპებზე Apple-ის სრულიად გადასვლას დაახლოებით 12-18 თვე დასჭირდება. პროგნოზის თანახმად ARM-ის ბაზაზე შექმნილი მოწყობილობები უკან ჩამოიტოვებს Intel-ზე მომუშავე თავიანთ წინამორბედებს 50–100%-ით უკეთესი წარმადობით, თუმცა ფაქტობრივი წარმადობა რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაალაგებს Apple პრიორიტეტებს. მაგალითად, თუკი ჰიპოთეტურად Apple-ის პროცესორი 50%-ით უფრო ეფექტური იქნება Intel-ის ანალოგთან შედარებით, ეს მარაგი თეორიულად შესაძლოა დაიხარჯოს ბატარეის მოქმედების ვადის გაფართოებაზე და არა უფრო მაღალი წარმადობის მიღწევაზე. Apple MacBook Pro-სა და iMac-ის, როგორც ARM-პროცესორების მქონე თავისი პირველი კომპიუტერების არჩევით გაიმეორებს Mac-ის წინა გადასვლის ისტორიას სხვა არქიტექტურის პროცესორებზე. WWDC 2005-ზე Apple-მა განაცხადა, რომ IBM PowerPC-დან გადადიოდა Intel x86-ზე, 2006 წლის იანვარში კი კომპანიამ გამოუშვა პირველი Mac კომპიუტერები Intel-ის ბაზაზე: iMac - Core Duo პროცესორით G5 კორპუსში და სრულიად ახალი MacBook Pro, რომელმაც ჩაანაცვლა PowerBook G4. სავსებით შესაძლებელია, რომ ARM-ჩიპების ბაზაზე შექმნილი რეალური მოწყობილობების ნაცვლად ამ ეტაპზე Apple-მა წარადგინოს სატესტო პლატფორმა დეველოპერებისთვის რათა უზრუნველყოფილ იქნას პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურად ადაპტირება ახალი კომპიუტერების გამოსვლის დროისთვის. https://bit.ly/2NkKbTy
  15. ანალიტიკურმა კომპანია Chainalysis-მა შეაფასა Bitcoin-ის 60%-იანი წილი, რომელიც გრძელვადიანი ინვესტორების განკარგულებაშია და 20%, რომლითაც აქტიურად ხდება ვაჭრობა ან სამუდამოდაა დაკარგული. მკვლევარებმა Hodl-ერებში შეიყვანეს კრიპტოვალუტის ის მფლობელები, რომელთაც არასდროს შეუმცირებიათ თავიანთი პოზიცია მეოთხედზე მეტად. დაკარგულმა Bitcoin-ებმა ასეთი კლასიფიკაცია მიიღეს ისეთ შემთხვევაში, თუკი ისინი 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არააქტიურად ინახება მისამართებზე ან მივიწყებულ საფულეებში, მათ შორისაა სატოში ნაკამოტოს კუთვნილი BTC. აქტიურად ვაჭრობაში არსებული 3.5 მლნ Bitcoin-ის 96% მოდის საცალო ტრეიდერებზე, რომლებიც Chainalysis-მა მიაკუთვნა მათ რიცხვს, ვისი ტრანზაქციებიც 10 ათას აშშ დოლარს არ აღემატება. ანალიტიკოსების შეფასებით, 2018 წლიდან მოყოლებული ამ კატეგორიის ტრანზაქციების 83% Bitcoin-ბირჟებზე 1000 აშშ დოლარზე ნაკლები იყო. მკვლევარების გათვლით, 340 ყოველკვირეული აქტიური Bitcoin-ტრეიდერებიდან, რომელთა შესახებ Chainalysis-მა ინფორმაციის მიღება შეძლო, 4% ანუ დაახლოებით 14200 ვაჭრობს ბირჟის საფულეებში შენახული BTC-ის 85%-ით. „პროფესიონალი ტრეიდერები ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან ისეთი მსხვილი საბაზრო ქმედებებისა, რომლებიც შეინიშნებოდა მარტის ვარდნის პერიოდში. მაგრამ მათი რიცხვი მცირეა, საშუალოდ მათ განახორციელეს 39 ათასი ფულადი ტრანზაქცია ბირჟაზე“ - დაასკვნეს ანალიტიკოსებმა. Chainalysis-ის შეფასებით, Bitcoin-ების 60%, რომლებიც დაკარგული არ არის, ინახება ლიცენზირებულ კასტოდიალურ სერვისზე ან ვირტუალური აქტივების მომწოდებლის სერვისებში (VASP) FATF ტერმინოლოგიის შესაბამისად. ეს წილი სტაბილურად იზრდებოდა დროთა განმავლობაში და ასახავდა კასტოდიალური კრიპტოსავალუტო კომპანიების ზრდას Bitcoin-ის პოპულარობის ზრდასთან ერთად. VASP-ის დომინირების ზრდას ადასტურებს ის ფაქტი, რომ დარჩენილი ხელმისაწვდომი Bitcoin-ების 40%, რომელთაც არ აქვთ კავშირი კასტოდიალურ სერვისებთან, წარსულში მაინც იყო დაკავშირებული: ისინი ან იქ ინახებოდა, ან შეძენილი იყო. მკვლევარების გამოთვლებით, 2018 წლიდან მოყოლებული Binance-ზე, Huobi-ზე, Coinbase-სა და Bitfinex-ზე მოდიოდა Bitcoin-ის 40%, რომლებიც მიიღეს კრიპტოვალუტის გაცვლით 2020 წელს. მომდევნო ათ პლატფორმაზე მოდის საერთო ჯამში 36%, ტრანსფერების მოცულობის დანარჩენი 24% გადანაწილდა ინდუსტრიის ასობით პატარა მონაწილეს შორის. ანალიტიკური სტრატაპების, Glassnode-ისა და Messari-ს მიერ გამოკვლეული Puell Multiple ინდიკატორი და Bitcoin-ის საბაზრო და საბაზისო ფასებს შორის შეფარდება მიუთითებს პირველი კრიპტოვალუტის არასათანადოდ შეფასებაზე. https://bit.ly/2NcuAFw
  16. ცნობილი გახდა Ampere გრაფიკული პროცესორის მქონე მომდევნო თაობის GeForce RTX 3090, RTX 3080 და Titan RTX ვიდეო დაფების დეტალური მახასიათებლები. NVIDIA GeForce RTX 30 სერიას ექნება სრულიად ახალი გრაფიკული არქიტექტურა და სხვა ძირითადი ფუნქციები, რომლებიც უზრუნველყოფს უფრო მაღალ წარმადობას ახალი თაობის AAA თამაშებში. დაფები აღჭურვილია GA102 გრაფიკული პროცესორით. არსებობს რამდენიმე ცნობა GeForce RTX 30 სერიის შესახებ, თუმცა თითქმის ყველა მათგანში მსგავსი ინფორმაციაა - GeForce RTX 3080 და GeForce RTX 3090 იქნება პირველი ვიდეო დაფები ახალი გრაფიკული პროცესორით Ampere Gaming. NVIDIA GeForce RTX 3090 - ყველაზე სწრაფი Ampere გეიმინგ ვიდეო დაფა, რომელსაც აქვს გრაფიკული პროცესორი GA102-300-A1. ცნობილია, რომ გრაფიკული პროცესორი GA102-300-A1 შედგება 5248 CUDA ბირთვის ან 82 SM-სგან, შესაბამისად, ბირთვების რაოდენობა 20%-ით მეტია GeForce RTX 2080 Ti-სთან შედარებით. მეხსიერების აღწერაში მოცემულია, რომ RTX 3090 დაფას ექნება 12 გბ GDDR6X მეხსიერება 21 გბ/წმ სიჩქარითა და 384-ბიტიანი სალტით, რაც უზრუნველყოფს 1 ტბ/წმ სიჩქარეს. NVIDIA GeForce RTX 3080 - ვიდეო დაფა მაღალი დონის თამაშებისთვის GA102-200-Kx-A1 პროცესორით, რომელსაც ექნება 68 SM ან 4352 CUDA ბირთვი ისევე, როგორც RTX 2080 Ti მოდელს. ცნობილია, რომ დაფას ექნება 10 გბ GDDR6X მეხსიერება 19 გბ/წმ სიჩქარითა და 320-ბიტიანი სალტით (760 გბ/წმ). მეორე თაობის NVIDIA Titan RTX ვიდეო დაფა დაფუძნებული იქნება განბლოკილ გრაფიკულ პროცესორზე - Ampere GA102-400-A1 (5376 CUDA ბირთვი ან 84 SM). აგრეთვე ცნობილია, რომ ვიდეო დაფას ექნება 24 გბ GDDR6X მეხსიერება და 384-ბიტიანი ინტერფეისი 816 გბ/წმ სიჩქარით, რაც RTX 3090 მოდელის მაჩვენებელზე დაბალია, თუმცა ეს კომპენსირდება მეხსიერების გაუმჯობესებული არქიტექტურითა და ორჯერ მეტი ბუფერული მეხსიერებით RTX 3090-თან შედარებით. Jensen Huang-ის თქმით, მომდევნო თაობის ყველა პროდუქტს ექნება იდენტური არქიტექტურა NVIDIA Ampere. Ampere-ის პირველი გამოსვლა განკუთვნილი იქნება ქლაუდ- და კვლევითი სეგმენტისთვის Ampere GA100 გრაფიკული პროცესორის სახით, რომელიც გამიზნული იქნება ექსკლუზიურად HPC სივრცისთვის, გეიმინგ დაფები კი მოგვიანებით გამოვა. Huang-მა ბრიფინგზე განაცხადა - „საბოლოო ჯამში Ampere ჩაანაცვლებს Turing და Volta ჩიპებს ერთიანი პლატფორმით, რომელიც მოახდენს NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების ხაზის ოპტიმიზაციას. https://bit.ly/2zMlgoQ
  17. კომპანია Intel ემზადება მობილური სისტემებისთვის განკუთვნილი Tiger Lake თაობის პროცესორების გამოშვებისთვის. ახალ ჩიპებზე ბევრი რამაა ცნობილი, ამჯერად კი მათ ბაზაზე შექმნილი ლეპტოპები გამოჩნდა ნიდერლანდური მაღაზიის ასორტიმენტში, რისი წყალობით ცნობილი გახდა მათი გაყიდვის თარიღი და ფასი. მაღაზია Central Point-ში წარმოდგენილია Acer Swift 5 ლეპტოპის ორი მოდიფიკაცია Intel-ის ახალი ჩიპებით. ერთ-ერთი მათგანი აგებულია საშუალო დონის პროცესორ Core i5-1135G7-ზე, მეორეს კი საფუძვლად უდევს უფროსი მოდელი Core i7-1165G7. ამ ჩიპებს, როგორც ჩანს, აქვთ ოთხი ბირთვი და რვა ნაკადი, ასევე აღჭურვილნი არიან გაცილებით მოწინავე ინტეგრირებული Intel Xe  გრაფიკით. ლეპტოპებს აქვთ 512 გბ და 1 ტბ დისკები, შესაბამისად. დანარჩენი მახასიათებლების მხრივ ორივე მოდიფიკაცია იდენტურია. გაცილებით უბრალო Acer Swift 5 ვერსიის (Core i5 ) ფასია 934 ევრო დაბეგვრის გარეშე, Core i7-ის მქონე უფროსი ვერსია კი შეფასებულია 1140 ევროდ. გავრცელებული ცნობებიდან ასევე საინტერესოა Tiger Lake ჩიპებზე მომუშავე ლეპტოპების გაყიდვის თარიღი - 27 ივლისი. თუკი ეს ინფორმაცია სწორია, Intel-ის ახალი ჩიპების ანონსს უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ. ამ დრომდეც ცნობილი იყო, რომ Tiger Lake პროცესორების ანონსს Intel მიმდინარე წლის ივლისში აპირებდა. https://3dnews.ru/1013810
  18. აშშ-ის პრეზიდენტის ექს-მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა თავის მემუარებში დონალდ ტრამპი წარადგინა კრიპტოვალუტების მოწინააღმდეგედ იმ დროზე ბევრად ადრე, ვიდრე იგი 2019 წლის ივლისში ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავდა. ბოლტონი წერს, რომ პრეზიდენტი დიდი ხანია გეგმავდა თავისი ნეგატივის გამყარებას Bitcoin-ის მიმართ რეგულაციურ დონეზე. ამგვარი დასკვნა მან გამოიტანა ტრამპისა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინის ( Steven Mnuchin) საუბრიდან, რომელიც ეხებოდა სანქციებსა და „სატარიფო ომს“ ჩინეთთან 2018 წელს. 2019 წლის ივლისში Twitter-ზე ტრამპმა Bitcoin-ს უწოდა „სიცარიელე“ და „არა ფული“, რომელიც „ხელს შეუწყობს ნარკოტიკებით ვაჭრობასა და სხვა უკანონო საქმიანობას“. მან ახსენა Stablecoin Libra-ც, რომელიც მისი თქმით არ ფლობდა „სტატუსსა და საიმედოობას“. მნუჩინი სერიოზულად მიუდგა ტრამპის საუბარს და რამდენიმე დღეში მინიშნება გასცა კრიპტოვალუტების ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების შემუშავების მიზნით, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი ნეგატიური გავლენა ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე. ამავე წლის თებერვალში სენატის მოსმენებზე ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მალე დაანონსდება „მნიშვნელოვანი მოთხოვნები“ კრიპტოვალუტების მიმართ ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელთან (FinCEN ) კავშირში. Forbes-ში მიიჩნევენ, რომ FinCEN-ის ახალი წესები სავარაუდოდ, გაითვალისწინებს ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის (FATF), მათ შორის ე.წ. „მოგზაურობის წესის შესახებ“. ეს დებულება მოითხოვს, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეიტანონ სავალდებულო ინფორმაცია გამგზავნსა და თანხების მიმღების შესახებ და მიიღონ შესაბამისი ზომები, თუ ასეთი ინფორმაცია არ იქნებახელმისაწვდომი. შეგახსენებთ, რომ მაისში მრავალმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ შემოიღო IVMS101 მონაცემთა გაცვლის სტანდარტი, რათა დააკმაყოფილონ ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფის მოთხოვნები ფულის გათეთრების წინააღმდეგ. მისი განხილვა მოსალოდნელია 2020 წლის ივნისის ბოლოს. https://bit.ly/2N70Jyx
  19. როგორც ცნობილია, გაყიდული PlayStation 4-ის რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება Xbox One-ის მაჩვენებელს. ამგვარი ვითარება აიხსნება როგორც სუსტი სტარტით, ასევე ექსკლუზივების არარსებობით, რაც Microsoft-ის კონსოლებისთვის საწყისი რამდენიმე წლის მანძილზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. კორპორაციამ ვერ შეძლო საჭირო დასკვნების გამოტანა. როგორც ჩანს, საზოგადოებას ელის უკიდურესად დაბალი ფასები მომდევნო თაობის კონსოლებზე. გავრცელებულ ცნობებში საუბარია ერთდროულად ორი ვერსიის გამოსვლაზე, ესენია: Xbox Series X და Xbox Series S (კონკრეტული დასახელებები ჯერჯერობით არ არსებობს). პირველ მათგანს ექნება სტანდარტული შიდა მაკომპლექტებლები 1 ტბ დისკით, ასევე დისკის წამკითხველი. მეორე კონსოლი იქნება თითქმის ზუსტი ასლი გარკვეული განსხვავებებით დიზაინში და ფიზიკური მედიის სრული უარყოფით. ეს ინფორმაცია სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ფასის შესახებ ცნობები პირველად გამოცხადდა. მაშ ასე, კონსოლის პირველი ვერსიის ფასი იქნება 400 აშშ დოლარი, მეორესა კი - მხოლოდ 200 აშშ დოლარი. ეს ფასი ნამდვილად დაუჯერებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ PlayStation 5-ის მოსალოდნელი ფასი 500 აშშ დოლარიდან იწყება. Sony-ს აშკარად შევიწროება მოუწევს. Microsoft-ს შეუძლია რამდენიმე წლის განმავლობაში მოახდინოს გეიმინგ კონსოლების სუბსიდირება, კორპორაციის ხელში უზარმაზარი ფულადი ნაკადებია, რაც მან გამოიმუშავა მხოლოდ თამაშების გაყიდვითა და სარეკლამო უფლებებით. https://bit.ly/2UYv06R
  20. საავტომობილო წარმოების გადასვლა ელექტროძრავებზე და მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიები სინქრონულად ვითარდება. ამ ტენდენციების შესაბამისად Ford-მა გადაწყვიტა გამოიყენოს თავისი სრულიად ელექტრო ქროსოვერი Mach-E, როგორც პირველი ავტომობილი Ford Co-Pilot 360 2.0 ტექნოლოგიით. მთავარი სიახლეა მძღოლზე ორიენტირებული კამერის გამოყენება უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. Mustang Mach-E-ის მფლობელებს შეუძლიათ შეიძინონ აღჭურვილობა Active Drive Assist (მძღოლის აქტიური დახმარების სისტემა) ავტომობილის შეძენის დროს. ეს არის მოსამზადებელი პაკეტის ნაწილი, რომელიც 2021 წლის მესამე კვარტალში Mach-E-ის მფლობელებს საშუალებას მისცემს სრული ძალით გაააქტიურონ ახალი ADAS-ფუნქციები უსადენო განახლების შედეგად ან Ford-ის სადილერო ცენტრში. ახალი პაკეტის ძირითადი უპირატესობაა მძღოლის გარეშე მართვის შესაძლებლობა, თუმცა ამგვარი რამ იმოქმედებს ჯერჯერობით მხოლოდ 100 ათასი მილის (160 ათასი კმ) მანძილზე ჩრდილოეთ ამერიკაში დაყოფილ გზატკეცილებზე. Ford-ის პრეს-რელიზში განიმარტა: „მძღოლის გარეშე საჭის მართვა მფლობელებს საშუალებას მისცემს გზის გარკვეულ მონაკვეთებზე იმოძრაონ საჭეზე ხელის შეხების გარეშე მხოლოდ იმ პირობით, რომ გააგრძელებენ გზისთვის თვალყურის დევნებას: შედეგად ისინი მიიღებენ დამატებით კომფორტს ხანგრძლივი მგზავრობისას. გაუმჯობესებული ინფრაწითელი კამერა, რომელიც მძღოლისკენაა მიმართული, იკვლევს მის მზერას და თავის მდებარეობას, რათა სისტემამ შეიტყოს აქცევს თუ არა მძღოლი გზას ყურადღებას ხელების გარეშე მართვისას, სისტემა ასევე იკვლევს მოძრაობის მიმართულებას შესაბამის ზოლზე. მძღოლები მონაცემთა დაფაზე წინასწარ ვიზუალურ შეტყობინებას მიიღებენ მაშინ, როდესაც საჭირო გახდება სატრანსპორტო საშუალების ხელით მართვა“. Ford-მა დაასახელა კიდევ ორი გაუმჯობესებული ფუნქცია, რომლებიც შედის Mach-E Co-Pilot 360 2.0-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში, ესენია Road Edge Detection და Blind Spot Assist. სავალი გზის კიდეებისა და სამოძრაო ზოლის ნაპირების აღქმის შემდეგ მძღოლი მიიღებს გაფრთხილებას, თუკი დასაშვებ სივრცეს გადასცდება. ფუნქცია Blind Spot Assist ასახავს შუქს გვერდითი ხედვის სარკეში და საჭიროების შემთხვევაში უბიძგებს საჭეს. ჯამში ავტოპილოტირების სისტემა წააგავს General Motors-ის SuperCruise-ს, რომელიც ბაზარზე ორი წლის წინ გამოვიდა, თუმცა Ford ჩამორჩება. ერთადერთი სიახლეა მძღოლისკენ მიმართული კამერა, რომელსაც ემატება კამერები წინა პანელზე, წინა რადარსა და კუთხის რადარებზე. ზოგიერთი მძღოლი მიიჩნევს, რომ SuperCruise-ის გამოყენება ბევრ გზაზე შემაშფოთებელია: ზოგჯერ ავტოპილოტისთვის ხელმისაწვდომი მონაკვეთები ძალიან მოკლეა, ხოლო მართვასა და ავტომატიზაციას შორის ხშირი გადართვა კი - არაკომფორტული. კომპანია კონსერვატიულ მიდგომას უჭერს მხარს. Ford ADAS-ის მომხმარებლებთან მუშაობის მენეჯერმა Chris Billman-მა განაცხადა: ”ჩვენ გულდასმით ვირჩევთ სახელებს ჩვენი ფუნქციებისთვის. ვხდით მათ ინტუიციურად გასაგებს, არ ვაჭარბებთ და არც ვამტკიცებთ, რომ ფუნქციები უფრო მეტის შემძლეა, ვიდრე ვაცხადებთ“. Ford-მა ადრე თავისი Co-Pilot შეადარა Tesla AutoPilot-ს და მიუთითა მისი ფუნქციების ნაკლებობაზე (არ იქნა ნახსენები შუქნიშნის სიგნალების ამოცნობა და კონკურენტის სხვა უპირატესობები): https://bit.ly/3efV9FI
  21. Bloomberg-თან ინტერვიუში Bitcoin-ბირჟა Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეს პაუელმა ისაუბრა პირველი კრიპტოვალუტის ნათელ მომავალზე. მისი მოლოდინით, Bitcoin-ი თავისი საგადახდო თვისებებით უტოლდება აშშ დოლარს და დაჩრდილავს ოქროს, როგორც დაგროვების საშუალებას. პაუელისთვის ეს უკანასკნელი ფაქტი აშკარაა ფედარალური რეზერვების აგრესიული ფულადი პოლიტიკის ფონზე, რაც Bitcoin-ს აქცევს მიმზიდველ ინსტრუმენტად გლობალური არასტაბილურობის რისკების დაცვისთვის. საჭიროა მხოლოდ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინსტინქტის გამოვლინება. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გამოიწვევს ოქროს, როგორც ძირითადი აქტივი-თავშესაფრის პრივილეგირებული სტატუსის დაკარგვას. Kraken-ის აღმასრულებელი დირექტორის დაკვირვებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში შეინიშნება Bitcoin-ის მიმართ ინტერესის ზრდა hedge-ფონდების, საცალო ინვესტორებისა და დეიტრეიდერების მხრიდან. პაუელი აღსანიშნავად თვლის მილიარდერ პოლ ტიუდორის მაგალითს, რომელმაც განაცხადა, რომ აქტივების 2%-ს ფლობს Bitcoin-ში. Kraken-ის ხელმძღვანელი ელის პირველი კრიპტოვალუტის საგადახდო ფუნქციების გაუმჯობესებას მეორე დონის Lightning Network-ის მსგავი გადაწყვეტილებების წყალობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ისეთივე ხელმისაწვდომ და გასაგებად მარტივ შესაძლებლობებს, როგორებიც გააჩნია პოპულარულ საგადახდო სისტემებს - PayPal-სა და Venmo-ს, რაც აღმოფხვრის ბლოკჩეინზე მონეტების გადატანის აუცილებლობას: „სულ მალე Bitcoin-ის საფუძვლად არსებული ტექნოლოგია გაქრება. იგი დაემსგავსება ამერიკულ დოლარს: ვერავინ იგებს როგორ მუშაობს, მაგრამ მას ყველა იყენებს“. პაუელი ასევე შეეხო კრიპტოვალუტების ბაზარზე „კრიპტო-ვეშაპების“ შესაძლო მანიპულაციების თემას და განაცხადა, რომ მსგავსი რისკები ამჟამად დამახასიათებელია ტრადიციული ბაზრებისთვის: „ნახეთ, როგორ ყიდულობს ფედერალური სარეზერვო ბანკი პოტენციური გაკოტრებული კორპორაციების ობლიგაციებს. ბაზარზე მანიპულირება ხდება. ისინი ბეჭდავენ ტრილიონობით დოლარს საზოგადოებრივი კომპანიები აქციების კოტირებების გასაზრდელად. ინფლაცია მალე კონტროლიდან გამოვა. პირადად მე ვიყიდი Bitcoin-ს, რათა მოვახდინო hedge-ირება ინფლაციის წინააღმდეგ“ - განმარტა პაუელმა საკუთარი პოზიცია. ადრე ბესტსელერ „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“-ს ავტორმა რობერტ კიოსაკიმ ივარაუდა, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკების სისტემის არაკომპეტენტურობის გამო Bitcoin-ის ფასი სამ წელიწადში 75 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. https://bit.ly/3dgvdsd
  22. ცნობილი გახდა, რომ დესკტოპ პროცესორების Renoir თაობა ორიენტირებული იქნება ბიზნესისთვის განკუთვნილ გადაწყვეტილებებზე და არა სამომხმარებლო სისტემებზე - Ryzen PRO 4000G ჩიპებზე. 3DMark-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა კორპორატიული სისტემებისთვის განკუთვნილი ჩიპების ტესტირებების შედეგები, რისი წყალობით ცნობილი გახდა მათი მახასიათებლები. ახალი სერიის უმცროსი პროცესორი იქნება Ryzen 3 PRO 4350G, რომელსაც აქვს 4 ბირთვი Zen 2 და რვა ნაკადი. ეს პროცესორი მუშაობს საბაზისო 3,8 სიხშირეზე, მაქსიმალური სიხშირე ავტომატური აჩქარებისას კი შეადგენს 4.1 გჰც-ს. მოცემულია მეორე თაობის ინტეგრირებული გრაფიკა Vega 6, რომელიც 1700 მჰც სიხშირეზე მუშაობს. სიდიდით მეორე მოდელია Ryzen 5 PRO 4650G, რომელსაც აქვს 6 ბირთვი Zen 2 და 12 ნაკადი, მისი ტაქტის სიხშირეებია 3,7–4,3 გჰც. მეორე თაობის ინტეგრირებულ გრაფიკა Vega-ს აქვს შვიდი გამომთვლელი ბლოკი და მუშაობს 1900 მჰც სიხშირეზე. და ბოლო, ახალი სერიის უფროსი მოდელია Ryzen 7 PRO 4750G, რომელსაც ექნება 8 ბირთვი, 16 ნაკადი და ტაქტის სიხშირე 3,6-დან 4,45 გჰც-მდე. მასში წარმოდგენილი იქნება მეორე თაობის ინტეგრირებული გრაფიკა Vega 8 სიხშირით - 2100 მჰც. ყველა ჩამოთვლილი პროცესორის TDP-ის დონე 65 ვატია. AMD ასევე გამოუშვებს ამ ჩიპების GE-ვერსიას შემცირებული სიხშირეებითა და შესაბამისად გაცილებით დაბალი ენერგომოხმარებით. მათი TDP-ის დონე იქნება 35 ვატის ტოლი. რაც შეეხება ტესტირების შედეგებს, ფლაგმანური Vega 8, რაღა თქმა უნდა, დამაჯერებლად აღემატება გასული წლის Ryzen 5 3400G მოდელს CPU-ის წარმადობის მხრივ, თუმცა მცირედით ჩამორჩება ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობაში. თუმცა, თუკი ახალი ჩიპი აღიჭურვება უფრო სწრაფი მეხსიერებით და მოხდება მისი აჩქარება, უზრუნველყოფილი იქნება მისი უპირატესობა. აღვნიშნავთ, რომ Ryzen 7 PRO 4750G-ის ინტეგრირებული გრაფიკის აჩქარება ტესტირებას მოხდა 2400 მეგაჰერცამდე. https://bit.ly/30Sg7Xv
  23. ილონ მასკის მიერ 2002 წელს დაფუძნებული კომპანია SpaceX აპირებს სუპერმძიმე რაკეტა Starship-ის წყალზე დასმას. ერთ-ერთი პირველი მსგავსი ინფორმაცია მასკის მიერ გაჟღერდა 2017 წლის ოქტომბერში სიტყვით გამოსვლისას. მან ისაუბრა SpaceX-ის გეგმაზე, რომელიც გულისხმობს მარსზე ქალაქის აშენებას და იქ მილიონზე მეტი ადამიანის დასახლებას. მაშინდელ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა Starship-ის ვიდეო (პროექტს მაშინ ეწოდა Big F---ing Rocket), რომელშიც მგზავრები აფრინდნენ ნიუ-იორკის მახლობლად ოკეანური პლატფორმიდან და 39 წუთის შემდეგ დაეშვნენ ანალოგიურ მცურავ პლატფორმაზე შანხაისთან ახლოს. სასტარტო პლატფორმების აშენების გეგმა წლობით გადაიდო ძალების სიმცირის გამო. ამჯერად კი აეროკოსმოსურმა კომპანიამ განათავსა ორი ვაკანსია ინჟინრებისთვის, რომლებიც დაეხმარებიან ოპერატიული საზღვაო სარაკეტო კომპლექსის დაპროექტებასა და მშენებლობაში. არც ერთ ვაკანსიაში არ არის ნახსენები Starship, თუმცა ორივე მათგანი განთავსებულია ბრაუნსვილში, ტეხასის შტატში - ეს ქალაქი მდებარეობს დაახლოებით 30 წუთის სავალზე შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთისგან, სადაც SpaceX აწყობს და ატარებს რაკეტა Starship-ის პროტოტიპების გამოცდას. ჟურნალისტების მიერ ამ ვაკანსიების აღმოჩენის შემდეგ მასკმა გააკეთა კომენტარი: „SpaceX აშენებს სუპერმძიმე კლასის მცურავ კოსმოსურ პორტებს მარსისთვის, მთვარისთვის და დედამიწის ირგვლივ ზებგერითი სიჩქარით მოგზაურობისთვის“. SpaceX-ს არ აქვს ოკეანური პლატფორმიდან რაკეტის გაშვების გამოცდილება, თუმცა კომპანიამ უკვე მოახერხა პირველი დონის ათობით ამაჩქარებლის დასმა მცურავ პლატფორმებზე. ეს ამაჩქარებლები გამშვები სისტემის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილებია. პლატფორმებზე წარმატებით დაშვების შემდეგ ხდება მათი აღდგენა და განმეორებითი გამოყენება, რითაც SpaceX მილიონობით დოლარის ეკონომიას აკეთებს. ილონ მასკს არ დაუდასტურებია, რომ საზღვაო პორტი შეძლებს სუპერმძიმე რაკეტის გაშვებასა და უკან იმავე პლატფორმაზე დაბრუნებას. SpaceX-მა ცოტა ხნის წინ მიიღო NASA-ს კონტრაქტი, რომლის მიხედვით Starship უნდა ჩაერთოს მთვარეზე ადამიანების ტრანსპორტირების სისტემაში. კომპანია ასევე აპირებს დედამიწის თანამგზავრზე 2023 წელს გაუშვას იაპონელი მილიარდერი Yusaku Maezawa, 2024 წელს კი პირველი ადამიანები წაიყვანოს მარსზე. ეს გეგმები ილონ მასკმა 4 ივნისს დაადასტურა. და ბოლოს, კომპანია აპირებს Starship-ის მეშვეობით შექმნას ტრანსკონტინენტური მაღალსიჩქარიანი ფრენების სისტემა. „კომერციული მგზავრების გადაყვანის წინ განხორციელდება უამრავი სატესტო რეისი. პირველი საგამოცდო ფრენები დედამიწაზე 2-3 წელში დაიწყება“ - განაცხადა მასკმა. https://bit.ly/2zGlyxu
  24. Forbes-ის მთავარმა რედაქტორმა და თანადამფუძნებელმა Steve Forbes-მა Bitcoin-ი და სხვა კრიპტოვალუტები ქვეყნების არასტაბილური ეკონომიკური პოლიტიკისგან დამცავ ინსტრუმენტად დაასახელა. ამერიკის ბუნებრივი და ხელოვნური ინტელექტის ცენტრთან ინტერვიუში ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები გახდა ტექნოლოგიურად მოწინავე „დახმარების ძახილი“. ისინი აქტუალური ხდება, როდესაც ხელისუფლებები მიმართავენ უფასო კრედიტებსა და “რაოდენობრივ შემსუბუქებას” ეკონომიკის აღდგენის მიზნით. Forbes-მა აღნიშნა Bitcoin-ის მთელი რიგი ნაკლოვანებები. იგი თვლის, რომ ემისიების შეზღუდვა 21 მლნ BTC-ში არის სატოში ნაკამოტოს მცდარი ნაბიჯი. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ფული საჭიროა ვაჭრობის გამარტივებისთვის და არა ეკონომიკაზე კონტროლის დამყარებისთვის. კრიპტოვალუტის ამჟამინდელ მინუსად იგი ასახელებს ფასის მერყეობის მაღალ დონეს. Forbes დარწმუნებულია, რომ BTC-ის მასობრივი მიღება შეუძლებელია პოლიტიკოსებსა და მარეგულირებლებთან ბრძოლის გარეშე - ისინი არასდროს დაუშვებენ კრიპტოვალუტების გავრცელებას იმდენად ფართოდ, რამდენადაც შესაძლებელია. ამ პრობლემის გადაჭრისთვის ბიზნესმენის მოწოდებაა ორიენტირება ინფრასტრუქტურის ახალი ელემენტების შემუშავება-გამოშვებაზე. მან დაამატა, რომ Bitcoin-ისთვის აუცილებელია გახდეს „უკიდურესად მარტივი“, რათა კრიზისული ვალუტის სტატუსი გადალახოს. ასევე საჭიროა შემუშავდეს ფასის მერყეობის კონტროლის ინსტრუმენტები ციფრული აქტივების მთლიანი ბაზრისთვის. სანამ ეს არ მოხდება, ბიზნესმენი ელის Stablecoin-ების დომინირებას დანარჩენ კრიპტოვალუტებზე. Forbes-მა ასევე გაიხსენა Facebook-ის ციფრული ვალუტა Libra და ჰიპოთეტური ანალოგი Amazon-ისგან. მისი აზრით, სწორედ ამგვარი პროექტებია ქმედითუნარიანი კრიპტოვალუტების ბაზარზე. გასულ წელს Forbes-მა Bitcoin-ი დაასახელა ხელისუფლებისთვის სერიოზულ საფრთხედ. ძველად მან მხარი დაუჭირა პროექტ Libra-ს და განაცხადა, რომ Facebook-ის ციფრულ ვალუტას შეუძლია დაჩრდილოს არა მხოლოდ ამერიკული დოლარი, არამედ Bitcoin-იც. https://bit.ly/2YGH4L8
  25. Asus ROG Phone 2 იყო 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოდელი და მისი შთამომავალი ROG Phone 3 მოდელიც გვთავაზობს დაუჯერებლად მაღალ წარმადობას. ახალი მოწყობილობა გამოჩნდა TENAA-ს ჩამონათვალში და წარმოდგენილია ნაცნობი გარეგნული დიზაინით, თუმცა განახლებული შიდა კომპონენტებით. Asus ROG Phone 3 გეიმინგ სმარტფონს ექნება აჩქარებული პროცესორი Snapdragon 865. ჩიპსეტის ბირთვი, როგორც წესი, მუშაობს 2.84 გჰც სიხშირეზე, თუმცა TENAA-ს თანახმად ROG Phone 3-ში ეს სიხშირე 3.091 გჰც-მდეა გაზრდილი. მისივე ინფორმაციით ტელეფონის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ-მდე გაიზარდა. შედეგად ROG Phone 3 იქნება 2020 წლის მესამე სმარტფონი 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით Samsung Galaxy S20 Ultra-სა და Nubia Red Magic 5G მოდელების შემდეგ. სმარტფონს ექნება 6.59-დუიმიანი AMOLED-დისპლეი FHD+ გაფართოებით ისევე, როგორც მის წინამორბედს. კადრის განახლების სიხშირე ცნობილი არ არის, თუმცა დასაშვებია ვარაუდი, რომ ტელეფონს ექნება 120 ჰც სიხშირე ROG Phone 2 მოდელის მსგავსად. ახალ გეიმინგ სმარტფონს ექნება 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა და 512 გბ-მდე ინტეგრირებული მეხსიერება. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ASUS-მა ამჯერად მოწყობილობას მესამე კამერა დაუმატა. ახალ სენსორზე ცნობილი ჯერ არაფერია, თუმცა ძირითადი კამერა როგორც ჩანს 64-მეგაპიქსელიანი იქნება ROG Phone 2-სგან განსხვავებით, რომლის მთავარი კამერის გაფართოებაა 48 მეგაპიქსელი. გარდა ამისა, ROG Phone 3 საკმაოდ მძიმე იქნება - იგი იწონის 204 გრამს, შედეგად 20%-ით მძიმეა Galaxy S20 Plus-ზე და 8%-ით მძიმე S20 Ultra-სთან შედარებით. არსებული ინფორმაციის თანახმად ROG Phone 3 მოდელს აქვს USB-C პორტი, რომლის მეშვეობით დაუკავშირდება ყურსასმენი, აქედან გამომდინარე, ტელეფონს არ აქვს 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭირო იქნება ცალკე ადაპტერის ყიდვა 3.5 მმ ყურსასმენის გამოსაყენებლად, ან უსადენო ყურსასმენის შეძენა. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 10-ითა და საკუთარი სამომხმარებლო ინტერფეისით. მოწყობილობის ფასი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მისი ღირებულება იქნება დაახლოებით 1000 აშშ დოლარი აჩქარებული პროცესორისა და სხვა ფუნქციების გათვალისწინებით. https://bit.ly/3fuXPQ1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.