Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5909
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. საგადახდო გიგანტი PayPal მუშაობს შესაძლებლობების გაზრდაზე კრიპტოვალუტების სფეროში. ამის შესახებ წერს The Block, კომპანიის მიერ ევროპის კომისიაში გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით. მარტში გაგზავნილ განაცხადში PayPal აცხადებს, რომ „თვალყურს ადევნებს კრიპტოაქტივების სფეროს ევოლუციას“ და მიიღო „გადაწყვეტილება ამ სფეროში სამომავლო შესაძლებლობების გაზრდისთვის“. ამ ქმედებაში კომპანიას სხვა მოვლენებთან ერთად უბიძგა 2019 წლის ივნისში პროექტ Libra-ზე მუშაობის დაწყებამ. PayPal იყო Libra-ს ერთ-ერთი თავდაპირველი მონაწილე, თუმცა 2019 წლის ოქტომბერში Mastercard-სა და Visa-სთან ერთად იგი პროექტიდან გავიდა. კომპანიის ზემოთხსენებული წერილი გახდა საჯარო კონსულტაციების ნაწილი, რომელთა ინიცირება ევროკომისიამ მოახდინა 2019 წლის დეკემბერში კრიპტო აქტივების მარეგულირებელი ჩარჩოების შესახებ უკუკავშირის მოსაპოვებლად. PayPal ამ გეგმების მხარდაჭერისთვის მზადყოფნას აცხადებს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბლოკჩეინი და კრიპტო აქტივები შეძლებენ „აამაღლონ ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის დონე და შეამცირონ პრობლემური საკითხები არსებულ საგადახდო სერვისებში“. „ამ ტექნოლოგიების განვითარებით გათვალისწინებული რეგულირება, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებსა და გამჭვირვალობას, შეძლებს ინდუსტრიას დაეხმაროს ზრდასა და განვითარებაში“ - ნათქვამია წერილში. PayPal-ს სურს, რომ ევროკომისიამ გასცეს მკაფიო განსაზღვრებები კრიპტოვალუტების სფეროში სხვადასხვა სახის საქმიანობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლებისა და ინვესტორების ადეკვატურ დაცვას. პარალელურად, კომპანიას აქვს შემოთავაზება - კრიპტოვალუტების სფეროში შემოღებულ იქნას ფულის გათეთრებასთან ბრძოლის წესები. კომპანია არის ლუქსემბურგში გაცემული საბანკო და საგადახდო მომსახურების ლიცენზიის მფლობელი. ეს საშუალებას აძლევს მას ემსახუროს 95 მილიონ მომხმარებელს ევროპის 31 ქვეყანაში. PayPal კრიპტოვალუტების სფეროში იმყოფება 2014 წლიდან. რამდენიმე პროცესინგ-კომპანიასთან თანამშრომლობის გაფორმებით, რომელთა შორისაა SatoshiPay და Coinbase, კომპანიამ მერჩანტებს საშუალება მისცა - გამოიყენონ Bitcoin-ი გადახდის საშუალებად. მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ PayPal და მისი კუთვნილი მობილური საგადახდო სერვისი Venmo ემზადებიან მომხმარებლებს შესთავაზონ ყიდვა-გაყიდვის საშუალება კრიპტოვალუტების გამოყენებით. https://bit.ly/2WfEEmj
  2. კომპანია AMD აგრძელებს თავისი პროდუქტების წარმატებით დანერგვას მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებში. Zen პროცესორების ეფექტურობა და წარმადობა ცალსახად იქნა აღიარებული, ამჟამად იგი ბაზარზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სერვერული AMD EPYC პროცესორები მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის უახლეს მაღალი წარმადობის გამომთვლელ სისტემებთან - NVIDIA DGX A100-თან ერთად, ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანია Tencent იყენებს AMD EPYC პროცესორებს თავის Star Lake სერვერებში, რომლებიც ემსახურება მონაცემთა დამუშავების უმსხვილეს მოდულურ ცენტრებს. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია AMD-ის წარმატებიდან. კორპორაცია Google-ის ქლაუდ-ტექნოლოგიების გუნდი თანამშრომლობას იწყებს კომპანია AMD-სთან Google Cloud სერვისების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. Google-ის ქლაუდ-სერვისები მონაცემებს შიფრავს მათი გადაცემის ან არგამოყენების პროცესში. იმისთვის, რომ მონაცემები დაცულ იქნას დამუშავების დროს, გამოიყენება კონფიდენციალური გამომთვლელი სივრცე, სადაც მონაცემები ინახება დაშიფრული სახით ცენტრალური პროცესორის ფარგლებს გარეთ. სისტემა დაფუძნებულია კონფიდენციალურ ვირტუალურ მანქანებზე, რომლებშიც გამოყენებულია მეორე თაობის AMD EPYC პროცესორების უსაფრთხოების დაცვის ინოვაციური აპარატული ფუნქცია - დაცული დაშიფრული ვირტუალიზაცია AMD Secure Encrypted Virtualization (SEV). დაშიფვრის გასაღებები აპარატულად გენერირდება თითოეულ ვირტუალურ მანქანაზე და არ ექვემდებარება ექსპორტს. AMD SEV ტექნოლოგიის გამოყენებით კონფიდენციალური ვირტუალური მანქანები შეძლებენ უზრუნველყონ მაღალი წარმადობა ყველაზე რთულ გამომთვლელ ამოცანებში და დაშიფრული სახით შეინახონ თითოეული ვირტუალური მანქანის მეხსიერება განკუთვნილი გასაღების მეშვეობით, რომელიც გენერირდება და იმართება AMD EPYC პროცესორით. ეს გასაღებები გენერირდება ვირტუალური მანქანების შექმნისას და იმყოფება უშუალოდ მათში, რის შედეგად მიუწვდომელი ხდება ნებისმიერი იმ ვირტუალური მანქანისთვის, რომელიც ჰოსტზე მუშაობს და თავად Google-ისთვისაც კი. Google მჭიდროდ თანამშრომლობს AMD Cloud Solution-ის დეველოპერების გუნდთან, რათა უზრუნველყოს საუკეთესო წარმადობა თავის ქლაუდ-გადაწყვეტილებებში. ტრაფიკის დამუშავებისთვის განკუთვნილი მაღალსიჩქარიანი ახალი დრაივერების მხარდაჭერა გარანტიას იძლევა, რომ კონფიდენციალური ვირტუალური მანქანების წარმადობის მაჩვენებელი არ იქნება განსხვავებული დაუცველი ვირტუალური მანქანების მაჩვენებლისგან. https://bit.ly/309I9M5
  3. მარეგულირებელი ორგანოები პერიოდულად გამოხატავენ პრეტენზიებს კომპანია Tesla-ს მიმართ, რომელიც მძღოლის აქტიური დამხმარე სისტემების კომპლექსს მოიხსენიებს ტერმინით „Autopilot“. მიმდინარე კვირაში ამჯერად გერმანიის სასამართლო ინსტანციებმა მიიჩნიეს ამგვარი ტერმინი მომხმარებლებისთვის დამაბნევლად. მანქანათმშენებელ კომპანიას შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. მიუნხენის სასამართლომ მხარი დაუჭირა გერმანიის ერთ-ერთი საწარმოო ასოციაციის საჩივარს, რომელმაც Tesla დაადანაშაულა ისეთი სარეკლამო განაცხადის გაკეთებაში, რომელიც ელექტრომობილების მყიდველებს აბნევს. Tesla-ს ფრაზები რეკლამიდან, რომლებიც კრიტიკის ქვეშ მოხვდა, ჟღერდა, როგორც „ავტონომიური მართვის სრული შესაძლებლობები“ და „ირთვება ავტოპილოტი“. გერმანიის სასამართლო ორგანო ამტკიცებს, რომ საშუალოსტატისტიკურმა მყიდველმა ამ რეკლამის ნახვის შემდეგ შესაძლოა ჩათვალოს, რომ Tesla-ს ელექტრომობილებს უკვე შეუძლია საზოგადოებრივი მოხმარების გზებზე მძღოლის ჩარევის გარეშე გადაადგილება. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ გერმანიის კანონები ჯერჯერობით არ იძლევა საზოგადოებრივი მოხმარების გზებზე ავტონომიური სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის უფლებას, Tesla-ს რეკლამა კი ხალხს საპირისპირო აზრს უყალიბებს. Tesla-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ მომხმარებლებს აფრთხილებს - ელექტრომობილების საბორტო სისტემაში არ არსებობს მძღოლის სრულიად ჩანაცვლების შესაძლებლობა. ის ფუნქციებიც კი, რომლებიც გზაჯვარედინების ნახევრადავტომატურ რეჟიმში გავლის საშუალებას იძლევა, საჭიროებს მძღოლის უკუკავშირს - მანქანა არ დაიწყებს მოძრაობას, სანამ საჭესთან მყოფი პირი არ შეასრულებს დამადასტურებელ მოქმედებას. ავტომატიკა არ იძლევა საჭეზე ხელის ხანგრძლივად მოშორების საშუალებას, ამგვარი ფუნქცია დაინერგა ბოროტად გამოყენების სკანდალების სერიის შემდეგ. მეორე მხრივ, კომპანიის დამფუძნებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ვერ ხედავს პრობლემებს, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამა წლის ბოლოსთვის Tesla-ს ელექტრომობილების წარმოებაში ავტონომიის უმაღლესი დონის ძირითადი ფუნქციების შეტანას. https://bit.ly/3h1vXnG
  4. ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე მსხვილი ინვესტორების გრძელვადიანი პოზიცია თებერვლის მინიმუმის დონეზე დაბრუნდა. ბირჟის საზომზე დაყრდნობით Phi Deltalytics-ის ანალიტიკოსები მიგვითითებენ მოკლევადიან რისკებზე მათთვის, ვისაც ხარული პოზიცია უჭირავს BTC-თან მიმართებაში. დათვური სცენარის სასარგებლოდ ახლო პერსპექტივაში მიუთითებს Phi Deltalytics-ის მიერ შემუშავებული ფულადი რესურსების შემოდინების ინდექსის მაჩვენებელი ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე. ივლისის დასაწყისში მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე 30 პუნქტით ქვემოთ დაეცა. ინდიკატორის მნიშვნელობა 0-დან 100 პუნქტამდე მერყეობს. 50-იანი ნიშნულის ქვემოთ ჩასვლა მიუთითებს მსხვილი ინვესტორების კაპიტალის გადინებაზე. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2018 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში. ამის შემდეგ Bitcoin-ი მინიმუმ სამი თვის განმავლობაში დაღმავალ ტრენდს აფიქსირებდა. საზომის დაბალ მაჩვენებელს წინ უძღვის მწვერვალის ფორმირება. ქვემოთ წარმოდგენილ გრაფიკზე ჩანს, როგორ ჩამოვიდა მაჩვენებელი სექტემბერში 30 პუნქტით ქვემოთ, ორი თვის შემდეგ კი Bitcoin-ის ფასმა 14 ათასი დოლარი შეადგინა. ივნისში ინდიკატორი კვლავ ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა, ამჯერად კი პირველი კრიპტოვალუტის კურსმა მხოლოს 10500 აშშ დოლარამდე მოასწრო გაზრდა. ამას მოჰყვა „შავი ხუთშაბათი“. „აუცილებელია, რომ დაველოდოთ ინსტიტუციონალური ინვესტორების პოზიციის საზომის ცვლილებას ზრდის მხარეს“ - აცხადებენ Phi Deltalytics-ის ანალიტიკოსები. ანალიტიკოსების ანგარიში გამოვიდა მაშინ, როდესაც Bitcoin-ის ცვალებადობის ინდიკატორი ოთხი თვის განმავლობაში 45,60%-ით მინიმუმამდე შემცირდა. ეს მოვლენა ნაწილობრივ განპირობებულია BTC-ის „ამერიკის ეკონომიკის ბარომეტრთან“ - S&P 500 ინდექსთან კორელაციის ზრდით. მაჩვენებელმა ისტორიულ, 78.8%-იან მაქსიმუმს მიაღწია რამდენიმეთვიანი ზრდის შემდეგ. Unfolded-ის მონაცემების თანახმად, ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე ინსტიტუციონალური ინვესტორების Bitcoin-ფიუჩერსების მოკლევადიანი პოზიციების რიცხვმა 2046 კონტრაქტით გადააჭარბა გრძელვადიანი პოზიციების რაოდენობას. ასეთივე ურთიერთშეფარდება ჩამოყალიბდა მარტში, როდესაც ერთ კვირაში Bitcoin-ის ფასმა 9 ათასი აშშ დოლარიდან 3700 აშშ დოლარამდე დაიკლო. ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე შეინიშნება ღია პოზიციების რიცხვის შემცირების ტრენდი. მსხვილმა მოთამაშეებმა, ისევე როგორც ადრე, დაიკავეს დათვების მხარე, მცირე მოთამაშეები კი ხსნიან გრძელვადიან პოზიციებს. https://bit.ly/306jqZb
  5. წინასწარი ინფორმაციით ცნობილია, რომ შემოდგომაზე გამოვა Ampere არქიტექტურის მქონე NVIDIA-ს ახალი თაობის ვიდეო დაფები. 2000-სერიის სწრაფი GeForce RTX ვიდეო დაფების წარმოება შეჩერებულია, ეს არ გახლავთ ყველა გრაფიკული ჩიპი Turing-არქიტექტურაზე, თუმცა საუბარი ეხება მათ დიდ ნაწილს. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ჩამონათვალი, თუ რომელი ვიდეო დაფების წარმოება შეწყდა. ძირითადად, ამჟამად გამოდის მხოლოდ ორი ვიდეო დაფა: RTX 2060 და RTX 2060 SUPER. ამჟამად უცნობია, რამდენად დიდია NVIDIA-სა და მისი პარტნიორების მარაგები, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ უახლოეს დროში გველის მაღალი წარმადობის დაფების გაძვირება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ბევრი მსხვილი რითეილერი საუბრობს NVIDIA-ს პროდუქციაზე ფასების გარდაუვალი ზრდის შესახებ. სავსებით შესაძლებელია, რომ ამგვარი ქმედებებით კომპანია გეგმავს შექმნას მაღალი წარმადობის ჩიპების ხელოვნური დეფიციტი - არ დააკლოს ფასი და ახალი თაობის დაფებზე დააწესოს უფრო მეტად შთამბეჭდავი ფასი. დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ მოარული ხმების დონეზეა, თუმცა ჟღერს საკმაოდ ხმამაღლა, რაც მოვლენის რეალურ ფონზე მიუთითებს. https://bit.ly/2C1K79w
  6. One Netbook-ის გუნდი, რომელიც დაკავებულია ულტრაპორტატული კომპიუტერების შექმნით, ამზადებს საინტერესო სიახლეს - მინი-ლეპტოპს, რომელიც განკუთვნილია ინჟინრებისა და IT-პროფესიონალებისთვის. მოწყობილობას ჯერჯერობით სახელწოდება არ აქვს, რადგანაც არსებობს კონცეპტუალური პროტოტიპის სახით. ამ მიზეზითვე არ ხმაურდება მისი საკვანძო ტექნიკური მახასიათებლები, როგორებიცაა პროცესორის ტიპი, მეხსიერების მოცულობა, სანახი სივრცე და სხვა. სამაგიეროდ ცნობილია, რომ გაჯეტში გათვალისწინებულია 7-დუიმიანი სენსორული დისპლეი. ამ პანელზე ზემოქმედებას მომხმარებლები შეძლებენ თითის ან უშუალოდ სპეციალური სტილუსის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს დაწოლის ძალის ამოცნობის 2048 დონეს. სპეციალური სამაგრი საშუალებას იძლევა ეკრანი მოტრიალდეს 180 გრადუსით და დაიხუროს: ასეთ შემთხვევაში მოწყობილობა ტრანსფორმირდება პლანშეტად. ცნობილია ინტერფეისების ნაკრები: RS-232 სტანდარტის პორტი, ბუდე ქსელის სადენისთვის, HDMI კონექტორი მონიტორზე გამოსახულების გამოტანისთვის, ორი პორტი USB Type-A, ერთი USB Type-C პორტი, აგრეთვე სლოტი microSD ბარათისთვის. მინი-ლეპტოპი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Windows 10-ით. ჯერჯერობით უცნობია, რა ფასად გაიყიდება ახალი მოწყობილობა. https://bit.ly/3gXGwbb
  7. შვეიცარიული რეგულირებადი კრიპტო-ბანკ SEBA-ს ანალიტიკოსებმა წარადგინეს Bitcoin-ის სამართლიანი ფასის ახალი მოდელი. მათი შეფასებით, პირველი კრიპტოვალუტა უნდა ღირდეს 10670 აშშ დოლარი. მათ მიერ შემოთავაზებული მოდელი ეფუძნება ოთხ კომპონენტს, ესენია: ქსელი, უცვლელობა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ვალუტის ტიპი. პირველი ორი პარამეტრი ახასიათებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას ან მოთხოვნას უსაფრთხო საცავზე. ბოლო ორი - კრიპტოვალუტის შეთავაზებას. ანალიტიკოსების აზრით, ფასეულობა გააჩნია მხოლოდ საიმედო ბლოკჩეინისა და კარგად შემუშავებული ვალუტის კომბინაციას, რომელიც შეფუთულია შესაბამისი წესების დაცვით (ტოკენომიკა). მოცემულ ფორმულაში P(t) არის კრიპტოვალუტის ფასი დოლარში, C(t) - ბრუნვაში არსებული კრიპტოვალუტების რაოდენობა, P(t)C(t) კი - საბაზრო კაპიტალიზაცია. პირველი არგუმენტია ქსელის ფასეულობა. U(t) არის მომხმარებლების რიცხვი, n - ქსელის პარამეტრი, რომელიც აფიქსირებს მომხმარებლებთან დაკავშირებულ დადებით გარე ეფექტებს. მეორე არგუმეტია უცვლელობის ფასეულობა, რომლითაც იზომება ბლოკჩეინის უსაფრთხოება. H (d,t) - ეს არის ქსელის კალიბრირებული ჰეშრეითი, i კი - უცვლადობის პარამეტრი. რაც უფრო მაღალია i, მით უფრო მნიშვნელოვანია უცვლადობა, როგორც მახასიათებელი და უფრო მაღალია მასთან დაკავშირებული მნიშვნელობა. H(d,t) ქსელის მუშაობის ღირებულების პროპორციულია. მიუხედავად იმისა, გამოიყენება Proof-of-Work თუ Proof-of-Stake, H წარმოდგენას იძლევა ინვესტიციის ჯამურ რისკზე სისტემის უაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამრიგად, ეს პარამეტრი არის გარიგებისა და გამოთვლების დასრულების ინდიკატორი. მესამე არგუმენტი აღწერს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. C(t)/C არის ინდექსი, რომელიც ზომავს შეთავაზების წილს C(t) თავისუფალ მიმოქცევაში მყოფ ყველა ემისიასთან მიმართებაში, s კი წარმოდგენს დეფიციტის პარამეტრს. მეოთხე არგუმენტი აღწერს ვალუტის ტიპს. C(t)/T(t) თანაფარდობა ზომავს გარიგების T (t) თანაფარდობას მიმდინარე შეთავაზების C (t) თანაფარდობაზე, g კი არის „გრეშემის კანონის“ პარამეტრი (სრულფასოვანი ფულის შევიწროება გაუფასურებულით). ეს ურთიერთმიმართება ასახავს კრიპტოვალუტა უფრო მეტად გაცვლის საშუალებაა თუ დაგროვების. რაც უფრო დაბალია კოეფიციენტი, მით უფრო მეტი არგუმენტი იქნება Bitcoin-ის, როგორც გაცვლის საშუალების აღქმის სასარგებლოდ, რაც უფრო მაღალი იქნება - პირიქით. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ასახულია Bitcoin-ის კურსისა და მისი სამართლიანი ფასის ცვლილების დინამიკა ზემოთ აღწერილი მოდელის საფუძველზე. Seba-ს ბოლო შეფასებით, პირველი კრიპტოვალუტა ამჟამად 10670 აშშ დოლარი უნდა ღირდეს. მაისის შეფასებასთან შედარებით მაჩვენებელი შემცირდა, რაც გამოწვეულია ჰალვინგის შედეგად სირთულის დონის შემცირებით. წყარო: SEBA Bitcoin-ის პერსპექტივასთან დაკავშირებით ამდენად ოპტიმისტური მოსაზრება არ აქვთ პორტალ ByteTree-ს ანალიტიკოსებს. ონჩეინ-მეტრიკის ბაზაზე ისინი BTC-ის „სამართლიან“ ფასად ასახელებენ 7135 აშშ დოლარს. შეგახსენებთ, Bitcoin-ის ცვალებადობის ათდღიანი მაჩვენებელი დაეცა 2018 წლის ნოემბრის დონემდე, რომელიც წინ უძღოდა კრიპტოვალუტის ფასის ვარდნას 3100 აშშ დოლარიან ნიშნულამდე. https://bit.ly/2Oes02s
  8. მომხმარებლები, რომლებიც უფრთხიან ლეპტოპებში ჩამონტაჟებული ვებ-კამერების მეშვეობით მათზე თვალთვალს, ხშირად აწებებენ კამერის ობიექტივს სტიკერით. ამ ტენდენციის ფონზე დამცავი სტიკერების ბაზარიც კი ჩამოყალიბდა. თუმცა Apple ოფიციალურად იძლევა გაფრთხილებას, რომ თუკი მომხმარებელი ასეთი დამცავი აქსესუარის მქონე MacBook-ს, MacBook Pro-ს ან MacBook Air-ს დახურავს, არსებობს დისპლეის დაზიანების რისკი. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში გამოჩნდა ტექსტი, რომელშიც Apple განმარტავს MacBook-ის ეკრანის დაზიანების ალბათობას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დახურულ მდგომარეობაში ზედა სახურავსა და ლეპტოპის ქვედა ნაწილს შორის სივრცე მინიმალურია და არ არის გათვლილი მათ შორის შუალედური საგნის მოთავსებაზე. გარდა ამისა, კამერაში ინტეგრირებულია გარე განათების სენსორი. მას თუ დავფარავთ, ეს დაარღვევს სიკაშკაშისა და True Tone ფუნქციის ავტომატურ რეგულირებას. Apple-ში თვლიან, რომ MacBook-ის მფლობელებს არ აქვთ საბაბი - ეშინოდეთ თვალთვალის, რადგანაც ლეპტოპები აღჭურვილია LED-ინდიკატორებით, რომლებიც მაშინ ირთვება, როდესაც კამერა მუშაობს, გამორთული შუქდიოდების დროს FaceTime HD-ის აქტივაცია შეუძლებელია. კომპანიამ მომხმარებლებს აგრეთვე შეახსენა, რომ ოპერაციული სისტემა macOS - 10.14 Mojave ვერსიიდან დაწყებული - საჭიროებს მომხმარებლის ნებართვას თითოეული აპლიკაციისთვის მანამ, სანამ წვდომას მიიღებს ვებ-კამერაზე. თუკი ვებ-კამერის სტიკერით დაწებება მაინც საჭირო გახდება, Apple-ის რეკომენდაციაა მომხმარებელმა არ გამოიყენოს საბეჭდ ქაღალდზე სქელი მასალა (0.1 მმ), რომელიც არ ტოვებს წებოვან კვალს. 0.1 მილიმეტრზე სქელი მასალის გამოყენების შემთხვევაში კი კომპანია მომხმარებლებს მოუწებს მოხსნან იგი ობიექტივიდან ლეპტოპის ყოველი დახურვის წინ. https://bit.ly/2Wd5Q53
  9. Fitbit Charge 4-ის პროგრამული უზრუნველყოფის ბოლო განახლების შედეგად ხელმისაწვდომი გახდება დინამიური GPS და „სმარტ-გაღვიძების“ (smart wake alarm) ფუნქცია. ახალი ფუნქციები, რომელთა შესახებ პირველად 9to5Google-მა განაცხადა, ამჟამად ყველა მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. დინამიური GPS საშუალებას მოგცემთ დაუკავშირდეთ თქვენი სმარტფონის GPS-ს, თუკი იგი მოქმედების ზონაში იმყოფება, რაც ხელს შეუწყობს ადგილმდებარეობის განსაზღვრის სიზუსტეს და დაზოგავს Fitbit-ის ბატარეას. თუ თქვენი სმარტფონი საკმარის სიახლოვეზე არ იმყოფება, ასეთ შემთხვევაში ტრეკერი დაუბრუნდება შიდა GPS-ს, რომელიც ბატარეას უფრო სწრაფად დაცლის. ფუნქცია Smart Wake საკმაოდ კარგი დამატებაა; იგი იმუშავებს მოწყობილობაში არსებული ძილის კვლევის ტრეკერთან ერთად და დააყენებს მაღვიძარას, რომელიც ისეთ დროს გაგაღვიძებთ, როდესაც კარგად დასვენებულად იგრძნობთ თავს. კიდევ ერთი ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადაწყვიტოს, რამდენ ხანში სურს ეკრანის გათიშვა Fitbit-ზე. ახალი ფუნქციების პარალელურად Fitbit Charge 4-ს აქვს Spotify-ს კონტროლი, ბატარეის შვიდდღიანი მოქმედების ვადა და სხვა პრემიალური ფუნქციები, რომლებიც ადრე განკუთვნილი იყო კომპანიის სმარტ-საათებისთვის. Charge 4 გამოვიდა მიმდინარე წლის დასაწყისში და მისი საბაზრო ფასია 149.95 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად Amazon-ზე Charge 4-ზე ფასდაკლებაა და მისი შეძენა სულ რაღაც 129.95 $-ადაა შესაძლებელი! https://bit.ly/3iYTcR8
  10. ბირჟა Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ გახდა გამოშვებისთვის მზადებაში არსებული კრიპტოსავალუტო სადებეტო ბარათის ბეტა-ტესტერი და ისაუბრა პროდუქტის გამოყენების პირველ გამოცდილებაზე. „ყველა ტრანზაქცია რეალურია. Audible – Amazon-იდან, Grab (Uber-ის შემცვლელი), Lazada (Amazon-ის შემცვლელი). გამყიდველები იღებენ ფიატურ ფულს, მე კი ვიხდი BNB-ს პირდაპირ Binance-ის ჩემი ანგარიშიდან“. Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაზე მიმაგრებულია საგადახდო ბარათის სერვისის ინტერფეისის გამოსახულება. ჩანს ტრანზაქციების ისტორია, სადაც ამჟამად მხარდაჭერილია BTC, BNB და USDT აქტივები, აგრეთვე Bitcoin-სა და ევროში ნომინირებული თანხების საერთო რაოდენობა. „Binance Card - ვფიქრობ, როგორც იქნა შევძლებ გადავიდე 99 %-იდან 100%-ით კრიპტოვალუტებზე“ - აღნიშნა Zhao-მ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Binance-მა შეისყიდა კრიპტოსავალუტო ბარათების ემიტენტი Swipe, რომლის ინფრასტრუქტურაში ჩართულია Binance Card. ამჟამად Swipe ემსახურება ევროპის ეკონომიკური ზონის 31 ქვეყანას. უშუალოდ ბარათებს უშვებს Contis Financial Services Ltd, რომელიც შედის Visa-ს ქსელში და რეგულირდება დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სამმართველოს მიერ. https://bit.ly/3eiXK0P
  11. ინტერნეტში გამოჩნდა კომპანია Xiaomi-ს კიდევ ერთი პატენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიაში მუშაობს არაორდინალური შესაძლებლობებისა და უნარების მქონე ხალხი, რომლებიც ისწრაფვიან მასებამდე მიიტანონ ინოვაციები. ხსენებულ პატენტში აღწერილია 5G სმარტფონი დისპლეებით, რომლებიც ფარავს პრაქტიკულად მთლიან მოწყობილობას. ფაქტობრივად, სმარტფონზე წარმოდგენილი იქნება ერთიანი დისპლეი, რომელიც ორივე მხარეს იქნება განთავსებული. კორპუსის უკანა მხარეს ზედა ნაწილში კი ეკრანის ნაცვლად მოცემული იქნება 108-მეგაპიქსელიანი კამერის დიდი ობიექტივი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციით. თავად Xiaomi ამ ობიექტივს „სუპერკამერას“ უწოდებს. მოწყობილობის ნაწილი, რომელიც საპატენტო განაცხადში მოცემულია ნახაზებისა და ფერადი სახით, გამჭვირვალე იქნება. წარსულში Xiaomi-მ უკვე გამოუშვა სმარტფონების გამჭვირვალე ვერსიები, ასე რომ ეს ფაქტი რაიმე განსაკუთრებულს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ფოტოებზე არ ჩანს ფლეშ-განათება, ეს შესაძლოა იმას მოწმობდეს, რომ მის ნაცვლად იგეგმება დისპლეის განათების გამოყენება. ფოტოებზე თანდართული ტექსტის თანახმად, ამ კონცეპტუალურ გამჭვირვალე სმარტფონში ასევე მოცემული იქნება "AI GPU" და "5G MODEM IVY 650". რთულია წარმოდგენა, რომ კომპანია დაუბრუნდება ერთკამერიან სმარტფონებს, თუმცა თუკი კამერას ექნება შესანიშნავი ოპტიკა კარგი ფოტოგადაღების უნარით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, ხელოვნური ინტელექტისა და ყველა თანამედროვე ფოტოგრაფიული ფუნქციის მხარდაჭერით - ასეთ შემთხვევაში მოლოდინი სავსებით გამართლებული იქნება. გარდა ამისა, კამერა შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ოპტიკური ზუმით. რა თქმა უნდა, ყველა პატენტი არ გამოიყენება საბოლოო პროდუქტებში, თუმცა მათ შეუძლიათ ახალი მიმართულება გვიჩვენონ თანამედროვე ციფრული მოწყობილობების სამომავლო განვითარებისკენ.   https://bit.ly/2BSTuIA
  12. თითქმის დადგა დრო, რომელსაც ბევრი გეიმერი და ენთუზიასტი ელოდა. როგორც ჩანს, NVIDIA ემზადება Ampere სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების გამოშვებისთვის. ცოტა ხნის წინ დარეგისტრირებული ნიშნების თანახმად ამ ვიდეო დაფებს შეუნარჩუნდება დასახელების ჩვეული სქემა, ფლაგმანი კი იქნება GeForce RTX 3080. საინტერესოა სხვა რამ: „3080“-თან ერთად NVIDIA-მ აგრეთვე დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშნები „4080“ და „5080“ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოში. ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ 5-ნანომეტრიან Hopper გრაფიკულ პროცესორებში, რომელთა გამოსვლა 2022 წელსაა მოსალოდნელი, შევა ამაჩქარებელი GeForce RTX 4080. რაც შეეხება 5080 სერიის ამაჩქარებლებს, ისინი გამოვა კიდევ 1-2 წლის შემდეგ. NVIDIA-მ სავაჭრო ნიშნის სახით ასევე დაარეგისტრირა რამდენიმე სხვა სიტყვა: NVIDIA Omniverse, Frames Win Games, NVIDIA CloudXR, NVIDIA Aerial და Kaolin. მათი აღწერების თანახმად, მათი უმეტესობა გეიმინგთანაა დაკავშირებული. ასე, რომ საუბარი შესაძლოა ეხებოდეს გარკვეულ ახალ ფუნქციებს, რომელთაც „მწვანე გუნდი“ უახლოესი 2 წლის განმავლობაში წარადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ განაცხადი 3080, 4080 და 5080 სავაჭრო ნიშნებზე გაკეთდა 2019 წლის 1 მაისს, ხოლო დარეგისტრირდა 2019 წლის 27 ნოემბერს. ამასთან, ნიშანი Aerial შევიდა 2020 წლის 25 მაისს, NVIDIA EGX კი - უფრო გვიან, 2020 წლის 1 ივლისს. როგორც ცნობილია, NVIDIA Ampere  გრაფიკულ ამაჩქარებლებში შესაძლოა გამოყენებულ იქნას Samsung-ის მოძველებული 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ფოტო წარმოდგენას გვიქმნის, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ვიდეო დაფა ASUS GeForce RTX 3080 Ti ROG STRIX. მოსალოდნელია, რომ NVIDIA წარადგენს სამომხმარებლო Ampere ამაჩქარებლებს 2020 წლის სექტემბერში - სავარაუდოდ Computex 2020-ზე. https://bit.ly/2C5x4np
  13. აშშ-ის უმსხვილესმა კრიპტოსავალუტო კომპანია Coinbase-მა დაიწყო მზადება საფონდო ბაზარზე აქციების განთავსებისთვის, რაც შესაძლებელია მიმდინარე წელსვე განხორციელდეს - წერს Reuters წყაროებზე დაწყრდნობით. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ კომპანიაში განიხილება ბაზარზე გასვლა პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით ნაცვლად იმისა, რომ განხორციელდეს აქციების პირვანდელი შეთავაზება (IPO). მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მოვლენა მოხდება მიმდინარე წლის ბოლომდე. პირდაპირი ლისტინგი აქციების მფლობელებს საშუალებას მისცემს დაიწყონ ქაღალდების გაყიდვა დაბლოკვის პერიოდის გარეშე. განლაგების ამ მეთოდით კომპანია არ იზიდავს ახალ რესურსებს. 2018 წლის ოქტომბერში დაფინანსების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ კომპანია შეფასდა 8 მლრდ აშშ დოლარზე მეტად. საფონდო ბაზარზე აქციების განთავსებისთვის აუცილებელია, რომ Coinbase-მა მიიღოს ნებართვა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისგან (SEC). შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში Coinbase-ის წარმომადგენლებმა უარყვეს გავრცელებული ხმები კომპანიის IPO-ზე გასვლის შესახებ, თუმცა არ გამორიცხეს, რომ ადრე თუ გვიან კომპანია გახდებოდა საჯარო. https://bit.ly/2CqkMph
  14. სწორი ვიდეო დაფის შერჩევა არ არის მარტივი ამოცანა. მრავალი წელია უკომპრომისო ბრძოლაა ამა თუ იმ კატეგორიის საუკეთესო დაფის დასახელებაში, მოყავთ არგუმენტები და მიუთითებენ ამა თუ იმ მოდელის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. მოდით, ვნახოთ ტესტირების შედეგები და შესაბამისი დასკვნა გამოვიტანოთ. ჩვენ წინაშეა ორი მოდელი: Radeon RX 570 4 გბ; GeForce GTX 1650 SUPER 4 გბ. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლისთვის 4 გბ მეხსიერება შესაძლოა ცოტა იყოს, თუმცა ეს არის ბიუჯეტური სექტორი, რათა დაიზოგოს თანხა ყველა მიმართულებით. სატესტო სტენდი წარმოდგენილია შემდეგი მაკომპლექტებლებით: 16 გბ DDR4 3200 მჰც და 8-ბირთვიანი პროცესორი Intel Сore i7-8700K. Benchmark-ის ტესტის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე: სანამ რაიმე სახის დასკვნებს გამოვიტანთ, უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეო დაფების ფასებს შორის განსხვავება დაახლოებით 43 აშშ დოლარიდან იწყება. თუ აწყობთ რეალურად ბიუჯეტურ კომპიუტერს, მსგავსი ეკონომია არ იქნება უადგილო განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, თუკი ყურადრებას გაამახვილებთ კადრების საშუალო რაოდენობაზე. ღირს თუ არა ამ თანხის გადახდა მხოლოდ 7 fps-ისთვის - ღია კითხვაა. ჩვენ შემთხვევაში ორივე ვიდეო დაფა გვთავაზობს კომფორტულ 60fps+-ს 1080р გაფართოებაზე. ასევე გონივრულ ვარიანტად ითვლება ზემოთხსენებული 42-43 აშშ დოლარის დამატება და 8 გბ მეხსიერების მქონე Radeon RX 570 მოდელის არჩევა. https://bit.ly/38GBk8A
  15. გრაფიკული დაფების მწარმოებელი NVIDIA გეიმინგ გამომცემლობა 505 Games-სა და Kojima Productions-თან ერთად ატარებს ერთობლივ აქციას. მის ფარგლებში შესაძლებელია პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილი Death Stranding-ის მიღება უფასოდ. NVIDIA GeForce RTX 2080 Ti, GeForce RTX 2080 Super, GeForce RTX 2070 Super, GeForce RTX 2060 Super ვიდეო დაფების, ასევე მათი ჩვეულებრივი ვარიანტების (დასახელებაში Super-ის გარეშე) შეძენისას ნებისმიერი მყიდველი შეძლებს უფასოდ მიიღოს თამაშის ციფრული ვერსია. აქციაში ასევე ჩართულია ლეპტოპები და დესკტოპ კომპიუტერები, რომლებშიც ეს გრაფიკული პროდუქტები გამოიყენება. აქციაში არსებული მოწყობილობების შეძენა შესაძლებელია NVIDIA-ს ონლაინ-მაღაზიებში, აგრეთვე კომპანიის ოფიციალურ დისტრიბუტორებსა და პარტნიორებთან. 9-დან 29 ივლისამდე პერიოდში შენაძენის გაკეთებისას აქციაში არსებული პროდუქტების მყიდველებს წარუდგენენ კოდს თამაშის მისაღებად. კომპანია აღნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი კოდების რაოდენობა შეზღუდულია. კოდის გამოსაყენებლად აუცილებელია კომპიუტერში დაყენებული იყოს აპლიკაცია GeForce Experience. საჭიროა კოდის შეყვანა „კოდის აქტივაციის“ ველში, რომელიც განთავსებულია მომხმარებლის ექაუნთის პანელზე. ამის შემდეგ საჭიროა საკუთარი პროფილის ბმულის მითითება Steam-ში. კოდის გააქტიურება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე, ამ თარიღის შემდეგ იგი უფუნქციო გახდება. Death Stranding პერსონალურ კომპიუტერებზე (Steam-სა და Epic Games Store-ში) გამოვა მიმდინარე წლის 14 ივლისს. თავდაპირველად რელიზი დაგეგმილი იყო ივნისისთვის, თუმცა მას COVID-19-ის პანდემიამ შეუშალა ხელი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Death Stranding-ის PC-ვერსიას ექნება უახლესი ტექნოლოგია NVIDIA DLSS 2.0-ის მხარდაჭერა. https://bit.ly/2CitPZF
  16. კრიპტო ბირჟა Binance-მა ოფიციალურად განაცხადა კომპანია Swipe-ის შეძენის შესახებ, რომელიც სპეციალიზებულია ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული საბანკო სადებეტო ბარათების გამოშვებაზე. გარიგების შედეგად Binance-მა მიიღო Swipe (SXP) ტოკენების ნაწილი, რომელთა გამოყენებით ვაჭრობა უკვე ხელმისაწვდომია BTC, BNB და BUSD წყვილებში. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მათი უმრავლესობა ექვემდებარება გრძელვადიან ბლოკირებას. თავის მხრივ Swipe-მა დაამატა BNB ტოკენის მხარდაჭერა და მომხმარებლებს წარუდგინა შესაძლებლობა - ივაჭრონ საბანკო ანგარიშებზე მიბმული აქტივებით, ასევე Swift და SEPA სისტემების მეშვეობით. BNB-მ შეავსო კრიპტოვალუტების ფართო ჩამონათვალი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი იყო Swipe-ზე. განცხადების თანახმად, ბარათების მეშვეობით შესაძლებელია 50 მილიონზე მეტი ტოკენის დახარჯვა მთელ მსოფლიოში, ტრანზაქციის დროს კრიპტოვალუტა კონვერტირდება ფიატში. ამჟამად Swipe ემსახურება ევროპის ეკონომიკური ზონის 31 ქვეყანას. უშუალოდ ბარათებს უშვებს Contis Financial Services Ltd, რომელიც შედის Visa სადაგახდო ქსელში და რეგულირდება დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სამმართველოს მიერ. სამომავლოდ კომპანიის გეგმაშია სერვისის დაფარვის ზონის გაფართოება და მასში ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნების ჩართვა. https://bit.ly/2VWFnbO
  17. მიმდინარე წელს Samsung-მა გახსნა Galaxy-მოწყობილობების უფასო დეზინფექციის სერვისი. იგი ხელმისაწვდომია ოფიციალურ ცენტრებსა და Experience Stores მაღაზიებში. ბაქტერიები Galaxy-სმარტფონებზე, Watch საათებსა და Buds ყურსასმენებზე ნადგურდება ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად. თუკი Samsung-ის მაღაზიები ახლოს არ არის, შესაძლებელია მოწყობილობის დეზინფექცია სახლის პირობებშიც. Samsung-მა განაცხადა, რომ იწყება მთელ მსოფლიოში სტერილიზაციის ახალი ინსტრუმენტის გაყიდვა. იგი არა მხოლოდ ბაქტერიებს ანადგურებს, არამედ ამასთანავე წარმოდგენილია სწრაფი დამუხტვის ფუნქციით. კომპანია ამტკიცებს, რომ მოწყობილობა სპობს ბაქტერიებისა და მიკრობების 99 %-ს, რომელთა შორისაა ნაწლავის ჩხირი, ოქროსფერი სტაფილოკოკი და კანდიდა. ეს მტკიცებულება ემყარება დამოუკიდებელი ლაბორატორიებისა და ინსტიტუტების კვლევის შედეგებს. კორონავირუსისგან თავის დაღწევის შესახებ ნათქვამი არაფერია. სტერილიზატორში გამოიყენება ულტრაიისფერი განათება, რომელიც ასუფთავებს მოწყობილობას ზემოდან და ქვემოდან 10 წუთის განმავლობაში, რისთვისაც საჭიროა ღილაკზე ერთხელ დაჭერა. ამის შემდეგ გამოსხივება ავტომატურად გამოირთვება, უსადენო დამუხტვა კი გაგრძელდება. მოწყობილობის ზომაა 196 x 96 x 33 მმ. თავდაპირველად სტერილიზატორი ხელმისაწვდომი გახდა ტაილანდში, მოგვიანებით კი - სხვა ქვეყნებშიც. გერმანიაში მისი ფასი 58 ევროა. https://bit.ly/38Qy8aR
  18. ამ დღეებში NVIDIA-ს აქციების ფასი 2.4 %-ით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი საკმარისია იმისთვის, რომ კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველად კაპიტალიზაციის სიდიდით მან კორპორაცია Intel-ს გაუსწრო. NVIDIA-ს აქციების კურსი წლის დასაწყისიდან მოყოლებული 72 %-ით გაიზარდა, ამჟამად იგი კაპიტალიზაციით მსოფლიოში სიდიდით მესამეა მიკროსქემების მწარმოებელთა შორის - კომპანიის აქტივები შეფასებულია 248 მლრდ აშშ დოლარად. ნახევრადგამტარი პროდუქტების სეგმენტში უფრო მაღალი კაპიტალიზაციის მქონეა მხოლოდ TSMC და Samsung Electronics, ამასთან, პირველი მათგანი პროცესორებს აწარმოებს სხვა კომპანიებისთვის, თუმცა თავად არაა დაკავებული მათი შემუშავებით. Intel-ის აქციების ფასი მიმდინარე წელს 2 %-ით შემცირდა, ამიტომ დამაჯერებელი ზრდის დინამიკის წყალობით NVIDIA-მ შეძლო კაპიტალიზაციის სიდიდის მხრივ უკან ჩამოეტოვებინა პროცესორების მწარმოებელი გიგანტი. ფოტოს წყარო: Bloomberg ინვესტორები ფსონს დებენ NVIDIA-ს არა მხოლოდ გეიმინგ-პროდუქტებზე, რომლებიც დიდ პოპულარობას ინარჩუნებს, არამედ მისივე სერვერულ მოწყობილობებზე, რომლის ასორტიმენტი ბოლო წლებში სწრაფად იზრდება ისევე, როგორც მათი გამოყენების სფეროები. სულ რაღაც 5 წელიწადში NVIDIA-ს სერვერული ბიზნესის შემოსავალი ათჯერ გაიზარდა და შეადგინა 3 მლრდ აშშ დოლარი. Mellanox-ის „გადაყლაპვის“ შემდეგ, რაც ფორმალურად უკვე მოხდა, NVIDIA სერვერული მიმართულებიდან თავისი მთლიანი შემოსავლის ნახევარს მიიღებს. Intel-ისთვის სერვერულ ბიზნესს წელიწადში 20 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მოაქვს, NVIDIA-ს მოგება კი ამ მხრივ ზრდის უფრო დიდ ტემპს დემონსტრირებს. Intel-ის მორიგი მცდელობა - დაბრუნდეს დისკრეტული გრაფიკის სეგმენტში, ბოლო პერიოდში დაკავშირებულია სერვერების ბაზართან, რადგანაც გრაფიკული პროცესორების უნიფიცირებული არქიტექტურა გამოყენებული იქნება როგორც სამომხმარებლო ბაზარზე, ასევე გამოთვლების აჩქარებისთვის. გამოთვლების ამაჩქარებელ Intel Ponte Vecchio-ს დებიუტი მომდევნო წლის ბოლოს შედგება, ამიტომ NVIDIA საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს სერვერულ სეგმენტში კონკურენციის თვალსაზრისით. AMD-მ მხოლოდ ცოტა ხნის წინ განაცხადა დისკრეტული გრაფიკისთვის განკუთვნილი CDNA არქიტექტურის შექმნის შესახებ, რომელიც გამოყენებულ იქნება სერვერულ სეგმენტში გამოთვლების აჩქარებისთვის. მის ბაზაზე შექმნილი პროდუქტები ჯერ არ არის წარდგენილი. https://3dnews.ru/1015228
  19. Binance-ის მიერ მხარდაჭერილმა სასტუმროების დაჯავშნის ბლოკჩეინ-სერვისმა Travala-მ განაცხადა ამერიკულ ტუროპერატორ Expedia-სთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ. პარტნიორობის წყალობით ნომრის საფასურის გადახდა კომპანიის კატალოგში არსებულ 700 ათას სასტუმროში შესაძლებელი გახდება Bitcoin-ის მეშვეობით. Expedia Bitcoin-ს, როგორც გადახდის საშუალებას, ადრეც იღებდა, თუმცა 2018 წელს ამ მეთოდზე უარი თქვა, Travala-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხუან ოტერომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებით გადახდა არ იყო თავსებადი მათი ტრადიციული გადახდის მოდელთან. Bitcoin-ის პარალელურად, ახალი პარტნიორობა Expedia-ს საშუალებას აძლევს აწარმოოს ანგარიშსწორება კიდევ 30 ციფრული ვალუტით. კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ალფონსო პარედესმა აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს მისცენ საშუალება - დამოუკიდებლად აირჩიონ გადახდის ოპტიმალური მეთოდი. ახალი თანამშრომლობის წყალობით Travala-ს კატალოგში არსებული სასტუმროების რიცხვმა 2 მილიონ 700 ათასს გადააჭარბა. ოტერომ დაამატა, რომ COVID-19-ის გამო მისი კომპანიის შემოსავალი 170 %-ით შემცირდა და შეადგინა 184 ათასი აშშ დოლარი ივნისში. ამასთან, ჯავშნების 13 % მოდიოდა კომპანიის შიდა ტოკენზე - AVA. გასული წლის ნოემბერში Travala-მ გააფორმა პარტნიორობა ინტერნეტ-ჯავშნების სისტემა Booking.com-თან და ლისტინგში 90 ათასი სასტუმრო დაამატა. https://bit.ly/3e9CWZQ
  20. 2019 წლის მაისში აშშ-ის ხელისუფლებამ Huawei-ს სანქციები დაუწესა ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის გამო. ამის მიუხედავად, წლის განმავლობაში გაიცა რამდენიმე დროებითი ლიცენზია, რამაც Huawei-ს ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობის საშუალება მისცა. გავრცელდა ხმები, რომ ადრე თუ გვიან ვითარება დალაგდებოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა: შეერთებულმა შტატებმა Huawei და ZTE Corp ქვეყნის ეროვნულ საფრთხედ გამოაცხადა. მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე ტაივანური კომპანია TSMC კვლავ აწარმოებს Kirin ჩიპსეტებს Huawei-სა და Honor-სმარტფონებითვის, შემდეგ კი თანამშრომლობა შეწყდება. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იქნებიან ევროპის პირველი მსხვილი ეკონომიკები, რომლებიც მზად არიან უარი თქვან Huawei-ს 5G ინფრასტრუქტურაზე. საფრანგეთის ხელისუფლება არ აპირებს მთლიანად უარის თქმას ჩინური კომპანიის პროდუქტებზე, თუმცა იგეგმება ეროვნული კომპანიების სტიმულირების დაწყება, რათა მათ უარი თქვან Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენებაზე. ამის შესახებ განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსმა გიიომ პუარმა. ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორმა Orange-მა უკვე აირჩია Huawei-ს კონკურენტები - Nokia და Ericsson. იმავე ქმედებას აპირებს დიდი ბრიტანეთიც. გაერთიანებული სამეფოს პრეზიდენტმა ბორის ჯონსონმა განაცხადა გეგმის შესახებ, რომლის მიხედვით ეტაპობრივად შეწყდება Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენება ბრიტანეთის 5G ინფრასტრუქტურაში. აშშ-ისგან განსხვავებით დიდი ბრიტანეთი ჩინურ კომპანიას არ სდებს ბრალს ჯაშუშობაში, თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ Huawei-ს აღჭურვილობა შესაძლოა დაუცველი გახდეს ამერიკული ტექნოლოგიებისგან უარის თქმის შემდეგ. https://bit.ly/2BGchGW
  21. Intel-ის პროცესორებზე უარის თქმის შემდეგ კომპანია Apple-მა შესაძლოა ასევე უარი თქვას AMD Radeon დისკრეტული გრაფიკის გამოყენებაზე და ისინი საკუთარი GPU-ებით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ კომპანიამ მინიშნება გააკეთა ერთ-ერთ პრეზენტაციაზე WWDC 2020-ის ფარგლებში. შეგახსენებთ, გასულ თვეში Apple-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვეტს Intel-ის x86-თავსებადი პროცესორების გამოყენებას საკუთარ კომპიუტერებში და მათ ჩაანაცვლებს საკუთარი წარმოების ARM-არქიტექტურის პროცესორებით. საკუთარ დისკრეტულ გრაფიკაზე გადასვლა შესაძლოა მომდევნო ნაბიჯი იყოს გამომთვლელი მიკროსქემების სფეროში Apple-ის დამოუკიდებლობისთვის. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი სლაიდის თანახმად, კომპანია Apple მუშაობს დისკრეტული გრაფიკული პროცესორების სერიაზე, რომლებსაც ამჟამად ეწოდება „გრაფიკული პროცესორების სერია Metal“. დასახელება აშკარად მიუთითებს გრაფიკულ API-ინტერფეისზე, რომელიც თავად Apple-მა შექმნა. დიდი ალბათობით, Apple-ის საკუთარი გრაფიკული არქიტექტურა თავდაპირველად გამოყენებული იქნება მის სამომავლო ARM-ჩიპების ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორებში. ეს ჩიპები განკუთვნილი იქნება MacBook-ის უმცროსი მოდელებისთვის, iMac-ისა და Mac Mini-სთვის. მათ კი მოჰყვება სისტემები MacBook Pro, Mac Pro და iMac Pro – Apple-ის კუთვნილი დისკრეტული გრაფიკით. https://bit.ly/2O9UOJf
  22. ციფრული აქტივების მართვის ამერიკულმა კომპანია Arca-მ აამოქმედა დახურული ტიპის ფონდი, რომლის აქციები გამოშვებულია Ethereum-ის ბლოკჩეინზე. Arca U.S. Treasury Fund-მა გაიარა რეგისტრაცია აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC). ArCoin-ის აქციების 80 %-ის ინვესტირება იგეგმება აშშ-ის მოკლევადიან სახაზინო ობლიგაციებში, დანარჩენი 20 %-ის ინვესტირება კი მოხდება სასესხო ფასიან ქაღალდებსა და ვექსილებში. ამგავრი მიდგომა პოტენციურად საშუალებას იძლევა გარანტირებულ იქნას აქტივების მინიმალური არასტაბილურობა. ინვესტორებისთვის გადახდები განხორციელდება ყოველ კვარტალში, აქციები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ანგარიშსწორებისთვის, კრედიტირებისა და ვაჭრობის მართვისთვის. ERC-1404 სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი კონტროლი ArCoin ტოკენების მფლობელებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ ტრანზაქციებს, დაბლოკონ ან შეცვალონ აქტივები დაჰაკვის ან გასაღების დაკარგვის შემთხვევაში. Arca-მ ფონდის ამოქმედების შესახებ განაცხადი 2019 წლის აპრილში შეიტანა. მასში მითითებული იყო, რომ მინიმალური ინვესტიცია შეადგენს 1000 აშშ დოლარს, ერთი აქციის ფასი კი 1 აშშ დოლარია. https://bit.ly/3izbMyS
  23. კომპანია Intel დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სილიკონის სფეროში უპირობო ლიდერად, ბოლო პერიოდში კი ხვდება მთელი რიგი ნეგატიური მოვლენების წინაშე. კომპონენტებსა და კომპიუტერებზე სუსტი მოთხოვნის არსებობაზე დაყრდნობით Goldman Sachs-მა Intel-ის რეიტინგი „Neutral“-იდან „Sell“-ამდე დაწია და შეამცირა მისი აქციების ფასი 65-დან 54 დოლარამდე, რამაც გამოიწვია მიმდინარე ფასის დონის 8.44 %-ით კლება. Goldman-ის ანალიტიკოსმა, Toshiya Hari-მ ბოლო საინვესტიციო ჩანაწერში აღნიშნა: „შემოწმება გვიჩვენებს, რომ შემცირდა მოთხოვნა პერსონალური კომპიუტერების კომპონენტებზე 2020 წლის მეორე კვარტალში, გრძელდება Intel-ის წილის კარგვა სამომხმარებლო და სერვერული პროცესორების ბაზარზე“. ანალიტიკოსმა აგრეთვე მიუთითა „კონკურენციის დინამიკაზე“, რომლის წინაშეც დგას Intel-ი თავის ბიზნეს-სეგმენტებში, AMD კი მისი დომინირების მთავარი საფრთხე ხდება. ანალიტიკოსმა აღიარა, რომ Intel „იაფდება“ კონკურენტებთან შედარებით და განაცხადა, რომ Intel – „ერთადერთი კომპანიიაა, სადაც ვვარაუდობთ მოგების შემცირებას მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე“. რეიტინგის დაქვეითება მოჰყვა სერიოზულ დარტყმას, რომელიც Intel-მა განიცადა ივნისის ბოლოს, როდესაც Apple-მა ოფიციალურად განაცხადა უარი თავის Mac-ხაზში მისი პროცესორების გამოყენებაზე. Apple-ს გადასვლა საკუთარ პროცესორებზე დაახლოებით 2 წელს საჭიროებს, საბოლოო ჯამში კი კომპანია ყველა Mac-პროდუქტს საკუთარი წარმოების ARM-პროცესორებზე გადაიყვანს. ამგავრი სტრატეგია სარგებელს მოუტანს Apple-ს, რადგანაც iPhone-ების მწარმოებელი შეძლებს სამომხმარებლო პროცესორების ოპტიმიზებას წარმადობის ამაღლებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის, რათა მიიღოს მაქსიმალური მოგება. ინდუსტრიული ცვლილებების პარალელურად Intel-ზე ასევე გავლენას ახდენს აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული კონფლიქტი, 1 ივლისიდან Intel იძულებულია შეწყვიტოს თავისი სერვერული პროდუქტების მიწოდება Inspur Group-ისთვის აშშ-ის ადმინისტრაციის მითითების შესაბამისად. კომპანია Inspur, რომლის შტაბ-ბინა ჩინეთის პროვინცია Shandong-შია განთავსებული, პასუხისმგებელია თავისი მომხმარებლებისთვის სერვერების, ხელოვნური ინტელექტის სისტემებისა და სხვა ისეთი გადაწყვეტილებების მიწოდებაზე, რომლებიც მაღალი წარმადობის ჩიპებს საჭიროებენ. მიუხედავად იმისა, რომ Intel-მა შეძლო Inspur-თან ნორმალური საქმიანი ურთიერთობების განახლება, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ხაზს უსვამს ამერიკული ტექნოლოგიების გიგანტების დაუცველობას მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო. ზემოთ თქმულის მიუხედავად Intel-ი ორიენტირებულია 10-ნანომეტრიანი პროდუქტების ხაზზე, რათა საბაზრო წილი შეინარჩუნოს. ახალი Tiger Lake თაობის პროცესორების სერია იქნება მეორე ხაზი, რომელშიც გამოყენებული იქნება 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგია და მასში შემავალი პროდუქტები მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული Ice Lake პროცესორებთან შედარებით. Tiger Lake პროცესორებში გამოყენებული იქნება სრულიად ახალი არქიტექტურა Willow Cove, იგი ჩაანაცვლებს Sunny Cove არქიტექტურას, რომელიც ამჟამად Ice Lake პროცესორებში გამოიყენება. https://bit.ly/38CxoGa
  24. Samsung-ის მკვლევარები ეძებენ გზებს - გასცდნენ ნახევრადგამტარებით წარმოებული ჩიპების წარმოების ლიმიტებს. ეს განპირობებულია იმით, რომ ტექნოლოგიური ნორმების მასშტაბის შემცირება ზღვარს უახლოვდება და პროცესორების გამოშვებისთვის ახალი მასალები იქნება საჭირო. მაგალითად, გამტარობის გაუმჯობესებისთვის გამოდგება გრაფენი, 2D-იზოლატორებთან დაკავშირებით კი პრობლემაა. საბედნიეროდ, Samsung-მა მიაგნო ახალ 2D-მასალას იზოლირების კარგი თვისებებით. ბორის ნიტრიდის "თეთრი გრაფენის" სტრუქტურა Samsung-ის უმაღლესი ტექნოლოგიების ინსტიტუტის (SAIT) მკვლევარებმა ულსანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტსა (UNIST) და კემბრიჯის უნივერსიტეტთან ერთად მიაკვლიეს აღმოჩენას, რომელიც გვთავაზობს ჩიპების წარმოებას იმაზე უფრო მცირე ტექნოლოგიური სტანდარტებით, ვიდრე უზრუნველყოფს ნახევრადგამტარი მასალები. საუბარი ეხება წარმოებაში 2D-მასალების გამოყენებას, რომელთა სისქე მხოლოდ ერთ ატომს შეადგენს. ერთატომიანი მასალის მაგალითია გრაფენი, თუმცა მისით არ მთავრდება „ბრტყელი“ მასალების ჩამონათვალი. სხვა მკვლევარების მსგავსად Samsung-ის სპეციალისტებმა დააპროექტეს ტრანზისტორები გრაფენის ბაზაზე. ელექტრონების მოძრაობის მაღალი დონე, გაზრდილი სამუშაო ძაბვა, კარგი მასშტაბირება და მცირე ზომა - ესენია გრაფენზე დამყარებული ტრანზისტორების უპირატესობათა ნაწილი. თუმცა, ძაბვის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად და ჩიპებში გამტარ სქემებზე გავლენის შესამცირებლად აუცილებელია მახასიათებლებით მსგავსი 2D-მასალები - ისეთივე თხელი და მასშტაბირებადი, როგორიცაა გრაფენი, თუმცა ელექტრონების გამტარობის გარეშე. SAIT-ის მეცნიერებმა მიაკვლიეს მასალას - ეს არის ბორის ამორფული ნიტრიდი (a-BN). მას ასევე უწოდებენ „თეთრ გრაფენს“ ექვსკუთხა კრისტალური სტრუქტურის გამო ისევე, როგორც გრაფენის შემთხვევაში. Samsung-მა შეძლო კრისტალური ბორის ნიტრიდის გარდაქმნა ამ ნივთიერების ამორფულ ფორმად. ამორფული სტუქტურა, როგორც ცნობილია, ეს არის მოლეკულების უწესრიგო წყობა, რაც ხელს უშლის ელექტრონების გავრცელებას თავიანთ არეალში. მარტივად რომ ითქვას, Samsung-მა სუპერგამტარი საშუალებისგან გამოიყვანა სუპერიზოლირებადი სივრცე. Samsung-ის თქმით, ბორის ამორფულ ნიტრიდს ულტრადაბალი დიელექტრიკული შეღწევადობა აქვს ძლიერი ელექტრო და მექანიკური თვისებებით და შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საიზოლაციო მასალა ელექტრული ხმაურის მინიმიზაციისთვის. უფრო მეტიც, ახალი მასალის გამოყენება შესაძლებელია ტექნოპროცესებში 400 °C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე: ეს პირობა აუცილებელია იმისთვის, რომ გრაფენის ტრანზისტორები არ დაიწვას დამუშავების პროცესში. Samsung-ის სუპერიზოლატორი ბორის ამორფული ნიტრიდისგან კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ბორის ამორფული ნიტრიდი ფართოდ იქნება გამოყენებული ნახევრადგამტარ პროდუქტებში, როგორებიცაა DRAM და NAND გადაწყვეტილებები, ასევე მომდევნო თაობის უმაღლესი წარმადობის სერვერებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებში. https://3dnews.ru/1015069
  25. ფიუჩერსული ანგარიშები ტრეიდერებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია, იგი ხელს უწყობს მსხვილი მოთამაშეების განწყობის გამოკვლევას და ავსებს საბაზრო სიტუაციის ხედვას. ხელმისაწვდომია Bitcoin-ფიუჩერსების COT-ანგარიში (Commitments Of Traders) ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე 16-23 ივნისის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანგარიში მოძველებულია, მისი მონაცემები ხელს უწყობს სრული ვითარების აღქმას. Asset Managers-ის განყოფილებაში დაგროვდა გრძელვადიანი კონტრაქტების მნიშვნელოვანი რაოდენობა (+236) მიუხედავად ივნისის დასაწყისში ფასის ვარდნისა. 297 მოკლევადიანი პოზიციის მფლობელები არ ჩქარობენ ახლების დამატებას. ეს ვითარება მეტყველებს ხარული განწყობის სასარგებლოდ ინსტიტუციონალურ მოთამაშეებში. სპეკულანტების სეგმენტში (Leveraged Funds) მოკლევადიანი კონტრაქტების მფლობელთა რიცხვი ორჯერ მეტია გრძელვადიანებთან შედარებით, short-პოზიციების მატებამ 521 კონტრაქტი შეადგინა. სპეკულანტები ძირითადად მიმართულნი არიან ფასის მოკლევადიან მოძრაობაზე, ამიტომ მეტად ხშირად შეიმჩნევა მკვეთრი ცვლილებები გრძელვადიანი და მოკლევადიანი პოციზიების უერთიერთმიმართებაში. Asset Managers-ის მიზნები განსხვავდება, ამიტომ მათში ხარული განწყობაა იმ დროს, როდესაც Leveraged Funds-ში - დათვური. Bitfinex-ზე დაფიქსირებულია დაღმავალი დინამიკა მარგინალური დაკრედიტების ფსონის მიხედვით. 1 ივნისიდან დაიწყო ფასის ვარდნა 9 ათას აშშ დოლარამდე, რაც ნეგატიურად აისახა ფსონებზე. ამჟამად დღიური ფსონი 0.02 %-ია (0.6 % თვეში). ეს ფაქტი მეტყველებს მარგინალური პოზიციების გახსნაზე არსებულ მოთხოვნებზე საცალო ტრეიდერების მხრიდან. როგორც ისტორია გვიჩვენებს, მოთხოვნა განაპირობებს Bitcoin-ის ზრდას. ქვემოთ წარმოდგენილ გრაფიკზე მოცემულია ინდიკატორი BTCUSDSHORTS (მოკლევადიანი პოზიციები Bitfinex-ზე, წითელი ხაზი) და BTCUSDLONGS (გრძელვადიანი პოზიციები Bitfinex-ზე, მწვანე ხაზი). შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა ნულოვანია აღრიცხვის დაწყების პერიოდიდან (16-23 ივნისი). ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ Bitcoin-ი უკვე საკმაოდ დიდი ხანია სტაგნაციაში იმყოფება. ფასმა შესაძლოა ვერ გაარღვიოს 10 ათას აშშ დოლარიანი ნიშნული, თუმცა გამყიდველები ვერ შეძლებენ მის 8900 აშშ დოლარზე ქვემოთ გაყიდვას თვეზე მეტი დროის განმავლობაში. ფიუჩერსული ანალიზი კომპლექსური ანალიზის მხოლოდ ნაწილს შეადგენს, სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ამ ანალიზის საფუძველზე დაუშვებელია. Bitcoin-ის ბაზარი მეტად არასტაბილურია, არ უნდა დავივიწყოთ რისკ-მენეჯმენტის, hedge-ირებისა და დივერსიფიკაციის შესახებ. https://bit.ly/2ZEC7D9
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.