Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5909
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კომპანია NVIDIA განიხილავს შესაძლებლობას, შეიძინოს ჩიპების ბრიტანული მწარმოებელი კომპანია ARM, რომელიც ეკუთვნის იაპონურ კორპორაცია SoftBank Group-ს. Bloomberg-ის უახლესი ინფორმაციის თანახმად, ორივე მხარე გადავიდა ამ საკითხში მოლაპარაკებების „მოწინავე სტადიაზე“. თემასთან დაახლოებული წყაროები გვატყობინებენ, რომ ამერიკული კომპანია NVIDIA და იაპონური SoftBank Group შესაძლოა უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მივიდნენ შეთანხმებამდე. ამჟამად გრაფიკული ჩიპების მწარმოებელი კომპანია ერთადერთია, რომელიც ARM-ის შესყიდვითაა დაინტერესებული. გარიგების ზუსტი ფასი არ სახელდება, თუმცა სააგენტოს ინფორმატორები აღნიშნავენ, რომ NVIDIA მზადაა ARM-ში 32 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გადაიხადოს. ბრიტანული კომპანიის მიერ შემუშავებული მიკროარქიტექტურები პრაქტიკულად ყველა იმ მობილურ პროცესორში გვხვდება, რომლებიც შექმნილია Qualcomm-ის, Apple-ის, MediaTek-ის, Samsung-ისა და Huawei-ს მიერ. მათი ნაწილი გამოიყენება მათსავე სმარტფონებში, პლანშეტებში, თან სატარებელ ელექტრონიკასა და ინტერნეტ-ნივთების სეგმენტის გაჯეტებში. ცოტა ხნის წინ NVIDIA-მ Intel-ს გაუსწრო საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ, ასე რომ ჩიპების ბრიტანული მწარმოებლის შეძენა მის ამ წარმატებას კიდევ უფრო გაამყარებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ხსენებული გარიგება NVIDIA-ს მეტად ძვირი დაუჯდება. კომპანია Street Research LLP-ის უახლესი ანალიტიკური პროგნოზის მიხედვით ARM-ის საბაზრო ღირებულებამ 2021 წელს შესაძლოა შეადგინოს 44 მლრდ აშშ დოლარი, 2025 წელს კი გაიზარდოს 68 მლრდ აშშ დოლარამდე. https://bit.ly/2EyDQ5S
  2. კოლუმბიის საოლქო სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ბერილ ჰაუელმა განაცხადა, რომ Bitcoin-ი წარმოადგენს ფულის ფორმას და ექვემდებარება კანონმდებლობის ზემოქმედებას ფულადი რესურსების გათეთრების შესახებ. განჩინების მიხედვით სასამართლოს საშუალება მიეცა არ მოუხსნას ბრალდება თებერვალში დაპატიმრებულ, Coin Ninja-ს აღმასრულებელ დირექტორ ლარი დინ ჰარმონს. მას ბრალი ედება სამი მუხლით: კუთვნილი სერვისის მეშვეობით Helix მონეტების მიქშირებით დაახლოებით 311 მლნ აშშ დოლარის გათეთრება; ფულის გადარიცხვის არალიცენზირებული ბიზნესის მართვა; ფულადი რესურსების გადარიცხვის უკანონო საქმიანობაში ჩართვა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ფული "ჩვეულებრივ ნიშნავს გაცვლით მეთოდს, გადახდის ან დაგროვების საშუალებას“. „Bitcoin-ი ყველა ამ თვისებას ფლობს“ - განაცხადა მან. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2018 წელს აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა გაუსვა ხაზი, რომ Bitcoin-ს შეუძლია ჩაანაცვლოს დოლარი, იენი ან ევრო, ამიტომ ის არ შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ფასიანი ქაღალდი. https://forklog.com/federalnyj-sud-v-ssha-priznal-bitkoin-dengami/
  3. კომპანია Intel-მა გადაწყვიტა პროცესორის ლოგოტიპები შეცვალოს და უკვე დაარეგისტრირა ისინი აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტოში (USPTO). EVO, დიდი ალბათობით, გახდება კომპანია Intel-ის სამომხმარებლო სეგმენტის პროცესორების ბრენდი. როგორც ჩანს, კორპორაციამ გადაწყვიტა თავისი საფირმო სტილის საფუძვლიანი რეფორმირება, მათ შორის კომპანის მთავარი ლოგოტიპის ცვლილება. ახაილ შრიფტი ჩაანაცვლებს მას, რასაც Intel იყენებდა ორიგინალი Core i7-ის დროს ათი წლის წინ. ახალი ლოგოტიპები წარმოდგენილია მარტივი გეომეტრიული ფონის სახით და მინიმალური ფერთა გრადაციით. პროცესორების სერია (i3 / i5 / i7 / i9) განთავსებულია ქვედა მარჯვენა კუთხეში. გონივრულია ვარაუდი, რომ EVO შეიძლება მიეკუთვნებოდეს ჰიბრიდული პროცესორების ახალ კატეგორიას და მასში წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა წარმადობის და ენერგოეფექტურობის მქონე მოდელები. ამრიგად, Intel ემზადება „Alder Lake“ თაობის პროცესორების გამოსვლისთვის, შესაბამისად, EVO-ს გარეშე ჩიპებში იგულისხმება მხოლოდ ერთი ტიპის პროცესორის ბირთვის არსებობა, ლოგოტიპის განახლების დროის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ იგი მოგვევლინება იმ პროცესორების დებიუტით, რომლებიც ჩაანაცვლებენ Tiger Lake-ს. ასევე საინტერესოა წარწერა "powered by Core" – ახალ EVO ლოგოტიპზე. კომპანია Intel-მა ამგვარად შეიძლება აღნიშნოს თაობების ცვლა და მათი ევოლუციური გადასვლები. https://bit.ly/3376jdd
  4. სამხრეთკორეულმა გიგანტმა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ანგარიში. დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია ნახევრადგამტარ პროდუქციაში ახალი ტექნოლოგიური ნორმების დანერგვის შესახებ. ცნობილია, რომ Samsung-მა დაიწყო 5-ნანომეტრიანი პროდუქციის მასობრივი გამოშვება. როგორც ინტერნეტ-წყაროები ამტკიცებენ, ამ ტექნოლოგიით დამზადდება მომდევნო თაობის ფლაგმანური პროცესორი Exynos. საუბარია Exynos 1000 ჩიპზე, რომელიც საფუძვლად დაედება Galaxy S21 სერიის სამომავლო სმარტფონების მოდიფიკაციებს. ანონსი მოსალოდნელია მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ამას გარდა, ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ Samsung-ის სპეციალისტები მუშაობენ ჩიპების წარმოების 4-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე, თუმცა ამ ტექნოპროცესით წარმოებული კომერციული პროდუქტების გამოსვლის ვადაზე ცნობილი ჯერ არაფერია. Samsung-ი ასევე გვაცნობებს ინვესტიციების შესახებ, რომელიც მიმართულია კორეის ქარხნის საწარმოო სიმძლავრის გაფართოებისკენ. სწორედ აქ იქმნება EUV-პროდუქტების წარმოების ხაზი, რომელიც მზადდება 5-ნანომეტრიანი და უფრო მცირე ტექნოპროცესებით. ეს საწარმოო ხაზი გადამწყვეტ როლს შეასრულებს კომპანიისთვის - გააფართოვოს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამომავლო გადაწყვეტილებების გამოყენების მასშტაბები, რომელთა შორისაა 5G, მაღალი წარმადობის გამოთვლები და ხელოვნური ინტელექტი. ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2021 წლის მეორე ნახევრისთვის. https://bit.ly/3hOIJ9f
  5. საინვესტიციო პლატფორმა eToro, რომელზეც მხარდაჭერილია Bitcoin-ითა და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, გეგმავს საკუთარი სადებეტო ბარათის გამოშვებას. მისი პირველი მფლობელები გახდებიან დიდ ბრიტანეთის eToro Club-ის წევრები, შემდგომში კი შეკვეთის საშუალება მიეცემათ ევროკავშირის რეზიდენტებსა და ყველა მსურველს, რომლებიც არ არიან კლუბის წევრები - წერს TechCrunch. ბარათის ემიტენტი იქნება eToro-ს მიერ შეძენილი კომპანია Marq Millions, რომელსაც აქვს ელექტრონული ფულის ოპერატორისა და Visa-ს წევრობის ლიცენზია. Marq Millions-ი დასახელებას შეცვლის eToro Money-თ, კომპანიის ძველი მენეჯმენტი პოზიციებს შეინარჩუნებს. გარიგების ფარგლებში eToro ასევე მიიღებს EMI ლიცენზიას ბრიტანეთის ფინანსური მეთვალყურეობის სამმართველოსგან (FCA), ასევე Visa-ს საგადახდო სისტემის სრულფასოვანი წევრის სტატუსს. არსებული ინფორმაციით, სადებეტო ბარათი უზრუნველყოფს ფულის დაუყოვნებლივ მიღებას და გატანას. eToro-ში აღნიშნავენ, რომ ამგვარად პლატფორმის მომხმარებლებს მიეცემათ დამატებითი საშუალება - მოგება მიიღონ ფიატზე. eToro-ს წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ დეკემბერში გააკეთეს მინიშნება, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოვიდოდა ბარათი. გადავადების მიუხედავად, რაც პანდემიამ გამოიწვია, eToro-ს ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი იონი ასია ახალი პროდუქტის მიმართ დიდ ინტერესს ელის პლატფორმაზე რეგისტრირებული 14 მილიონი მომხმარებლის მხრიდან. შეგახსენებთ, აპრილში Visa-ს fintech-პროგრამას Bitcoin-ში ქეშბექის მქონე სადებეტო ბარათის შექმნისთვის შეუერთდა საგადახდო აპლიკაციების დეველოპერი Fold. ივლისში პოპულარული Lightning-საფულე Zap-ის დეველოპერმა კომპანიამ განაცხადა, რომ Visa-სთან ერთად გეგმავს Bitcoin-გადახდებისთვის განკუთვნილი ბარათის გამოშვებას. Visa-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან აქტიურად შეუწყონ ხელი ციფრული გადახადების სფეროს განვითარებას. კომპანია აპირებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ციფრული გადახადების უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, ასევე დაეხმაროს კრიპტო-პროექტებსა და ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. https://bit.ly/2P90KDa
  6. უახლესი ცნობებით, NVIDIA-ს ვიდეო დაფები მის კონკურენტ AMD-ის პროდუქციაზე ადრე გამოვა ბაზარზე. ზუსტი თარიღები არავინ იცის, რადგანაც NVIDIA, როგორც წესი, მსგავს დეტალებს არ ახმაურებს და ყველაზე საინტერესო ცნობებს ფინალური ანონსისთვის ინახავს. თუმცა, ინსაიდერები ამბობენ, რომ Ampere თაობის დაფები სექტემბერში უნდა გამოვიდეს. ეს ინფორმაცია დაუჯერებელი ჩანს, რადგანაც GeForce RTX 3090 ვიდეო დაფის რამდენიმე რეფერენსული ვერსიის გარდა ამ დრომდე ცნობილი არაფერი იყო. ამჟამად გამოჩნდა მორიგი ინფორმაცია, რომელშიც ზუსტადაა მითითებული გაყიდვის დაწყებისა და ვიდეო დაფების მასიური წარმოების თარიღები. როგორც ჩანს, ამჟამად მიმდინარეობს მზა მოდელების ფინალური ტესტირება. მოწმდება დრაივერები, სრულყოფას განიცდის ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი გაგრძელდება აგვისტოს ბოლომდე და დაიწყება RTX 3000 სერიის ვიდეო დაფების მასობრივი წარმოება. დაახლოებით ერთ თვეში NVIDIA საწყობებში დააგროვებს ჩიპების საჭირო რაოდენობას, პარალელურად გამოუშვებს რეფერენსულ მოდელებს და სექტემბრის ბოლოს ბაზარზე ახალი ვიდეო დაფები გამოვა. ინსაიდერები აღნიშნავენ, რომ გამოშვების ვადები განსხვავებული იქნება რეგიონებში: ზოგ ადგილას გამოვა სწრაფად, სხვაგან კი - გაცილებით გვიან. ასევე ცნობილია ტექნიკური მახასიათებლების ნაწილი, რომელიც შეგიძლიათ ფოტოზე იხილოთ. როგორც ვხედავთ, ფლაგმანი იქნება RTX 3090, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს როგორც მასიური ვერსია და ასევე გამოვიდეს კოდური დასახელებით - Titan RTX Ampere.  https://bit.ly/3fkeDcl
  7. გასული წლის ოქტომბერში Microsoft-ის პროდუქტების დირექტორმა Panos Panay-მ განაცხადა, რომ 2020 წელს ბაზარზე უნდა გამოვიდეს ორეკრანიანი დასაკეცი მოწყობილობების სერია - პლანშეტი Surface Neo  - Windows-ის ბაზაზე და სმარტფონი Surface Duo – Android-ზე. პირველი მათგანის გამოსვლა წელს დიდი ალბათობით ვეღარ მოესწრება, მეორე კი როგორც ჩანს ბაზარზე იმაზე ადრე გამოვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რესურსი Windows Central  მთავარ რედაქტორ Zac Bowden-ის გზავნილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Microsoft Surface Duo-ს მიწოდება 24 აგვისტოდან დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით, მოიაზრება ანონსის თარიღი: უცნაური იქნებოდა დაიწყოს მოწყობილობის გაყიდვა ოფიციალური ანონსის გარეშე. ამასთან, ცნობილია, რომ Surface Duo-ს მასობრივი წარმოება უკვე დაწყებულია. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ Surface Duo-ს წარდგენა და გაყიდვა დაიწყებოდა 2020 წლის ბოლოს. შემდეგ სხვადასხვა წყარო აცხადებდა, რომ Microsoft-ი გამოშვების ვადამდე არსებულ დროს შეამცირებდა. როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რთული ვითარების მიუხედავად კორპორაციამ ეს მაინც შეძლო. იმას, რომ მოწყობილობის ანონსი მოახლოვდა, ის ფაქტიც ამტკიცებს, რომ გაჯეტი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა მარეგულირებლების სხვადასხვა სასერტიფიკაციო მონაცემთა ბაზებში, რომელთა შორისაა FCC, Bluetooth SIG და UL LLC. გარდა ამისა, სმარტფონი Surface Duo ბოლო პერიოდში აქტიურად ჩანდა კომპანიის ტოპ-მენეჯერების ხელში. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, Microsoft-ის პირველ Android-სმარტფონს ექნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 855, 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, ორი 5.6-დუიმიანი AMOLED დისპლეი, ერთი 11-მეგაპიქსელიანი კამერა და საფირმო სტილუს Surface Pen-ის მხარდაჭერა. https://bit.ly/3fbJUxX
  8. Bitcoin-ის აღმასვლის ფონზე ფიუჩერსების ღია პოზიციების რიცხვმა ჩიკაგოს რეგულირებად ბირჟაზე 724 მლნ აშშ დოლარიან მაჩვენებელს მიაღწია. ანალიტიკურ სერვის Skew-ის მონაცემების თანახმად, მაჩვენებლის ზედა მიმართულებით ნახტომი მოხდა ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე: ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობამ 1.3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ დრომდე საშუალო მაჩვენებელი 300 მლნ აშშ დოლარს ოდნავ ქვემოთ იყო. Arcane Research-ის ანალიტიკოსების დაკვირვებით ღია ინტერესის (OI) წინა მაქსიმუმი - 532 მლნ აშშ დოლარი ბირჟაზე დაფიქსირდა მიმდინარე წლის მაისში. ჯამურმა OI-მ პოპულარულ დერივატივულ ბირჟებზე გადააჭარბა 5 მლრდ აშშ დოლარს და მიაღწია თებერვლის მაქსიმუმს. წყაროები: Arcane Research, skew. ღია ინტერესმა ბირჟა BitMEX-ზე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, გარკვეული დროის განმავლობაში ბირჟა კვლავ ლიდერებში მოხვდა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობის ყველაზე დიდი მოცულობა ფიქსირდებოდა Huobi-ზე, ღია ინტერესების მხრივ კი მოწინავეა OKEx. „ღია ინტერესის მკვეთრი ზრდა ან ღია პოზიციების ფასის მატება დერივატიულ კონტრაქტებში მოწმობს იმას, რომ ბაზარზე შედის მეტი ფული, ტრეიდერები კი ელიან Bitcoin-ის არასტაბილურობის მატებას უახლოეს მომავალში“ - განმარტავენ The Block-ის ანალიტიკოსები. პოპულარულ ფიუჩერსულ ბირჟებზე ვაჭრობის საერთო მოცულობამ მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კრიპტოვალუტების „შიშისა და სიხარბის ინდექსი“ მიუთითებს ბაზრის გადახურებაზე: Arcane Research-ის დაკვირვებით, ბოლო ჯერზე ინდექსი მსგავს მაღალ მაჩვენებელზე იმყოფებოდა 2019 წლის ივლისში. https://bit.ly/3jL7XaB
  9. PlayStation 5 კონსოლის ტექნიკური მახასიათებლების გამოქვეყნების შემდეგ Sony-ს ბევრი გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩა კონსოლის გრაფიკული ბირთვის საკმაოდ მოკრძალებული წარმადობით. სუფთა წარმადობის მხრივ PlayStation 5-ის GPU მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა თავის პირდაპირ კონკურენტს - Xbox Series X კონსოლს (Sony: 10.28 tflops - 12 tflops: Xbox). ამასთან, PS5-ის გრაფიკული ბირთვის არქიტექტურა შუალედურია AMD RDNA1-სა და RDNA2-ს შორის იმ დროს, როდესაც Microsoft-ის კონსოლში გამოყენებულია სრულფასოვანი RDNA2.  თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა სრულიად უმნიშვნელო აღმოჩნდეს იაპონური კორპორაციის მხრიდან სიახლეების ფონზე. Sony-ს გულშემატკივრებმა აღმოაჩინეს კომპანიის ახალი პატენტი, რომელშიც აღწერილია გამოსახულების გაუმჯობესების ტექნოლოგია ორიგინალი გამოსახულების გარჩევადობის გაზრდის გზით, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებით, რაც წააგავს Nvidia DLSS upscale-ის ალგორითმს. ერთადერთი განსხვავება ამ ტექნოლოგიასა და DLSS-ს შორის არის გამოსახულების დამუშავებისთვის ტენსორული ბირთვების გამოყენების არარსებობა, რადგანაც მსგავსი რამ ხელმისაწვდომია მხოლოდ Nvidia RTX ვიდეო დაფებში. RDNA2 გრაფიკულ ჩიპებში წარმოდგენილი იქნება RT-ბირთვების AMD-ის მიერ შექმნილი გარკვეული ანალოგები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მსგავსი მიზნებით. ეს ტექნოლოგია Sony-ს დაეხმარება უფრო მძლავრ კონკურენტთან ბრძოლაში სისტემური რესურსების უკეთ გამოყენების გზით. პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებისთვის კი DLSS-ის ანალოგის გამოჩენა ნიშნავს ყველა იმ ვიდეო ბარათის აქტუალურობის შემცირებას, რომელთაც არ გააჩნიათ რეითრეისინგის აპარატურული აღჭურვილობა. https://bit.ly/3jOVkem
  10. არგონის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა პროგრესს მიაღწიეს გაზრდილი მოცულობის ლითიუმ-იონური ბატარეის შექმნაში. ახალი მიდგომა საშუალებას იძლევა ათჯერ გაიზარდოს ანოდური მასალის ენერგეტიკული სიმძლავრე და შეიქმნას იმაზე მეტი მოცულობის ბატარეები, ვიდრე ამჟამად არსებობს. თანამედროვე ლითიუმ-იონურ ბატარეებში გამოიყენება გრაფიტის ანოდი. ეს გახლავთ ბატარეის პირობებში სტაბილური მასალა. იგი არ იბზარება დამუხტვა-დაცლის 1000 ციკლის შემდეგაც კი, თუმცა ამგვარ ციკლს თან ახლავს გრაფიტის ანოდის ლითიუმით გაჯერება და მისი თანმდევი უკუქმედება. ყველაფერი რიგზეა, თუმცა გრაფიტი ფლობს საკმაოდ დაბალ ენერგეტიკულ მოცულობას. ლითიუმ-იონური ბატარეების მოცულობის ეტაპობრივი ზრდისთვის საჭიროა ახალი მასალები. ამგვარ მასალად განიხილება ორი ყველაზე პერსპექტიული მასალა - სილიკონი და ფოსფორი. თითოეულ მათგანს აქვს თეორიული ენერგეტიკული მოცულობა, ყოველ შემთხვევაში, გრაფიტზე ათჯერ მეტი. სილიკონის ანოდები უკვე აღარ არის ფანტასტიკა და კომერციულ პროდუქტებში შესაძლოა გამოჩნდეს არაუგვიანეს ხუთ წელიწადში. თუმცა არგონის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარები ამ მასალას არ ენდობიან. ამერიკელი მეცნიერების თქმით, სილიკონს, როგორც ლითიუმ-იონური ბატარეის ანოდის მასალას, ორი გლობალური პრობლემა აქვს. პირველი - სილიკონი ექვემდებარება გაფართოებას ლითიუმის გაჯერებით და შემდეგ იკუმშება მისი გაცემისას, რაც იწვევს ანოდის სტრუქტურის რღვევასა და მოცულობის კარგვას. მეორე - სილიკონს აქვს დაბალი Coulomb efficiency - ეფექტურობა (დამტენი მოწყობილობისგან მიღებული ენერგიის თანაფარდობა დაგროვილ/გაცემულ ენერგიასთან). ეს მაჩვენებელი სილიკონის ანოდის მქონე ბატარეისთვის 80%-ზე ნაკლებია იმ დროს, როდესაც კომერციულ პროდუქტებში იგი 90%-ს უნდა აღემატებოდეს. რჩება ფოსფორი და პროგრესი ამ მიმართულებით იქნა მიღწეული. ფოსფორის ანოდის ნაწილაკების ზომისა და ფაზის მდგომარეობის ცვლილების სურათი დამუხტვის, დაცლისა და ნეიტრალური მდგომარეობის დროს (არგონის ეროვნული ლაბორატორია / Guiliang Xu) მეცნიერებმა თავდაპირველად დაამზადეს კომპოზიტური ანოდი შავი, შემდეგ კი წითელი ფოსფორის ნაწილაკების გამოყენებით. ფოსფორის ნაწილაკები ქუცმაცდება მიკრომეტრულ ზომაზე და შემდეგ უერთდება ასეთივე ზომის ნახშირბადის ნაწილაკებს. მიღებულმა მასალამ აჩვენა 90%-ზე მეტი ეფექტურობა, რაც კომპოზიტურ ანოდს გზას უხსნის კომერციული წარმოებისკენ. შავი ფოსფორის გამოყენებაზე უარის თქმა გადაწყდა ეკონომიკური მიზეზების გამო, თუმცა მისი ელექტრო გამტარობა უფრო მაღალია, ვიდრე წითელი ფოსფორისა. სამაგიეროდ, წითელი ფოსფორის მიღების მნიშვნელოვანი სიიაფე უზრუნველყოფს ღირებულებისა და მოცულობის კარგ შეფარდებას კომპოზიტური ანოდების მქონე ლითიუმ-იონურ ბატარეებში. დარჩა მხოლოდ მწარმოებლის მოძებნა, რომელიც მზად იქნება ითანამშრომლოს მეცნიერებთან იმ საკითხში, რითაც დაკავებულნი არიან. https://bit.ly/3f7iJUT
  11. Morgan Creek Digital-ის თანადამფუძნებელი ენტონი პომპლიანო ცხარე დისკუსიაში შევიდა Bitcoin-კრიტიკოსსა და ოქროს მომხრე პიტერ შიფთან. 1 საათი და 40 წუთი ხანგრძლივობის პოდკასტში ისინი ცდილობდნენ ერთმანეთის გადარწმუნებას BTC-ის 10 ათასდოლარიანი შტურმის ფონზე. პომპლიანომ მოიყვანა შემდეგი არგუმენტები, თუ რატომ ჯობია Bitcoin-ი ოქროს: ყოველწლიურად ხდება 2500-3000 ტონა ოქროს მოპოვება. ჩვენ არ ვიცით, როგორია მისი მაქსიმალური მარაგი ჩვენს პლანეტაზე და ზოგადად სამყაროში. ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, რომ Bitcoin-ის ემისია 21 მლნ მონეტას არ გადააჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ ოქრომ ორშაბათს 2011 წლიდან მოყოლებული ახალი რეკორდული მაქსიმუმი დააფიქსირა, Bitcoin-მა ბოლო ათწლეულში ძვირფას ლითონს დინამიკის მხრივ გაუსწრო. წლის დასაწყისში მისი ფასი აშშ დოლარში გაიზარდა 43,4%-ით, ოქროსი - 27,2%-ით. მესამე ჰალვინგისა და ფიატური ვალუტების პერმანენტული დასუსტების ფონზე მოსალოდნელი მოთხოვნის ზრდის გავლენით Bitcoin-ი ზრდას გააგრძელებს. შიფმა საკუთარი დასკვნები მოიყვანა, თუ რატომ ჯობია ოქროს ყიდვა და არა Bitcoin-ის: ორგანიზაცია World Gold Council-ის მონაცემებით, მსოფლიოში მოპოვებულია 197 756 ტონა ოქრო. დარჩენილი მარაგი არ აღემატება 54 ათას მეტრულ ტონას. მისი დიდი ნაწილის მოპოვება შესაძლოა ეკონომიკურად არამიზანშეწონილი იყოს გეოლოგიის თავისებურებების გამო. ასტეროიდებსა და სხვა პლანეტებზე ლითონის არსებობის შესახებ საუბარი არაკორექტულია, რადგანაც ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ. ოქროს, Bitcoin-ისგან განსხვავებით, რეალური გამოყენება აქვს წარმოებაში, მაგალითად კომპიუტერის ჩიპებისა და საიუველირო ნაკეთობების დამზადებაში. ძვირფასი ლითონი ისტორიულად უფრო მეტად შემოწმებული საშუალებაა კაპიტალის შენახვისთვის იმ დროს, როდესაც Bitcoin-ი მხოლოდ 11 წელია არსებობს. შესაძლოა ველოდოთ, რომ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები გააგრძელებენ ოქროს შესყიდვას რეზერვების სახით, რაც ფასის სამომავლო ზრდას განაპირობებს. პოდკასტის შემდეგ დისკუსია Twitter-ზე გაგრძელდა. შიფმა საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი დაკვირვება, რომ ბოლო სამი შემთხვევიდან ორჯერ, როდესაც Bitcoin-ის ფასი ადიოდა 10 ათას აშშ დოლარს ზემოთ - 2019 წლის ოქტომბერსა და 2020 წლის თებერვალში, შემდგომში მისი ფასი 38% და 63%-ით იკლებდა. მაისში ანალოგიური შემთხვევისას ვარდნამ 15% შეადგინა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ კორექცია ამჟამინდელ შემთხვევასაც მოჰყვება, საკითხი მხოლოდ მის მასშტაბებში დგას. პომპლიანომ ოპონენტს შესთავაზა გაეხსნა მოკლევადიანი პოზიცია მიმდინარე დონეზე. საპასუხოდ კრიტიკოსმა მიუგო, რომ უკვე იღებს სარგებელს მოკლევადიანი პოზიციით დოლარში. თუმცა ამ პასუხმა იგი ვერ იხსნა საზოგადოების ირონიული გამოხმაურებებისგან, რომლებმაც შეახსენეს შიფს გასულ წელს Bitcoin-ისა და ოქროს ფასების ზრდა, რომელშიც უპირატესობა კრიპტოვალუტას ერგო. https://bit.ly/3jLmFy2
  12. ბოლო საიხლეების თანახმად, Intel-მა მიაღწია TSMC-თან შეთანხმებას მომდევნო წელს 180 ათასი 6-ნანომეტრიანი ჩიპის წარმოების შესახებ. Intel-ის წარმოების შეფერხების გამო მომდევო წელს AMD გააფართოვებს პროცესორებისა და გრაფიკული ჩიპების მიწოდების მასშტაბებს და გააგრძელებს დესკტოპ კომპიუტერების, ლეპტოპებისა და სერვერების ბაზრის წილის დაკავებას. AMD-მ გაზარდა TSMC-ისთვის შეკვეთილი 7-ნმ და 7-ნმ+ ჩიპების რაოდენობა 200 ათას ერთეულამდე. მომდევნო წელს კომპანია გახდება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქციის უმსხვილესი დამკვეთი. თავის მხრივ, Intel-ისა და AMD-ისგან მიღებული შეკვეთების წყალობით TSMC-ის საწარმოო სიმძლავრე სრულიად დატვირთული იქნება 2021 წლის პირველ ნახევარში. 2021 წელს Intel გამოიყენებს TSMC-ის 6-ნანომეტრიან წარმოებას დიდ მასშტაბებში და გააგრძელებს 2022 წელს მაღალი წარმადობის 3-ნანომეტრიანი პროდუქტების გამოყენებას. გრაფიკული ჩიპების წარმოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მათი წარმოება უფრო ადვილია, ვიდრე პროცესორებისა, TSMC-ს კი საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. პირველი დესკტოპ დისკრეტული ვიდეო დაფა Intel Xe DG1-ის წარდგენა უნდა მოხდეს 14 აგვისტოს. არსებული ცნობებით, იგი წარმოებული იქნება Intel-ის საკუთარი 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ვიდეო დაფას აქვს 96 გამომთვლელი ბლოკი, მოიცავს 768 ბირთვს, რომელთა საბაზისო სიხშირეა 1 გჰც და შესაძლებელია 1.5 გჰც-მდე აჩქარება. ვიდეომეხსიერების მოცულობა შეადგენს 3 გბ-ს, TPD-ის დონე კი - მხოლოდ 25 ვატს. მაღალი წარმადობის დესკტოპ ვიდეო დაფა Intel Xe DG2-ში დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება TSMC-ის 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და არა 7-ნანომეტრიანი, როგორც ამ დრომდე მიიჩნეოდა. https://bit.ly/2EtU4NT
  13. კომპანია Qualcomm-მა წარადგინა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია Quick Charge 5 (QC5), რომელიც განკუთვნილია Snapdragon 865-ზე, Snapdragon 865 Plus-სა და მომდევნო თაობის პროცესორებზე მომუშავე ფლაგმანური მობილური მოწყობილობებისთვის, რომელთაც დიდი მოცულობის ბატარეა გააჩნიათ. კომპანიის განცხადებით, QC5 ათჯერ სწრაფია ორიგინალ Quick Charge 1 დამუხტვასთან შედარებით, რომელიც გამოვიდა 2013 წელს, და ოთხჯერ სწრაფია, ვიდრე Quick Charge 4, რომელიც ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. Quick Charge 5 ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას 100 ვატზე მეტი სიმძლავრის დამტენი მოწყობილობები. კომპანია Qualcomm-ის დამტენი მოწყობილობების განყოფილების ხელმძღვანელ Josh Warner-ის თქმით ახალი სტანდარტი Quick Charge 5 არის „დამუხტვის ყველაზე სწრაფი კომერციული სტანდარტი“. ახალი ტექნოლოგიის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია მისი შესაძლებლობა - 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 50%-მდე დამუხტოს სულ რაღაც 5 წუთში. ამასთან, ხსენებული სტანდარტის მქონე მოწყობილობის 100%-ით დამუხტვა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთში. გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგია გვთავაზობს ეფექტურობის გაზრდილ დონეს (70 %-ით მეტი, ვიდრე Quick Charge 4-ის შემთხვევაში), რაც აისახება დამუხტვის დროს ბატარეის 10 °C-ით ნაკლებად გაცხელებაში. Quick Charge 5-ისთვის Qualcomm-მა წარადგინა 17 სხვადასხვა დამცავი ტექნოლოგია, მათ შორისაა დაცვა გადატვირთვისა და გადახურებისგან. Quick Charge 5 ტექნოლოგიის მაქსიმალურად ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად კომპანია მობილური მოწყობილობების მწარმოებლებს სთავაზობს თავიანთ გაჯეტებში ორმაგი ბატარეის გამოყენებას. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს მაქსიმალურად სწრაფ დამუხტვას და თანაც შემცირდება გადახურების დონე დამუხტვის პროცესში. Qualcomm აგრეთვე საუბრობს ტექნოლოგია Qualcomm Battery Saver-ის შესახებ, რომელიც განკუთვნილია სწრაფი დამუხტვისას ბატარეის დეგრადაციის მინიმიზაციისთვის. ამავე დროს მობილური მოწყობილობების კუთვნილი ანალოგიური ტექნოლოგიის (მაგალითად, Battery Care – Sony-სგან) გამოყენებაც არ იქნება ზედმეტი. Quick Charge 5 ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე პირველი დამტენი მოწყობილობების გამოსვლა მოსალოდნელია მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. მსგავსი პროდუქტების რეალიზაციისთვის Qualcomm-მა აგრეთვე წარადგინა კვების მართვის ახალი კონტროლერები SMB1396 და SMB1398. მათ ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას როგორც სადენიანი, ისე უსადენო დამტენები 98 %-ზე მეტი ეფექტურობით. https://bit.ly/2P2MGLq
  14. კვირას, 26 ივლისს, პირველმა კრიპტოვალუტამ გააგრძელა რამდენიმე დღის წინ დაწყებული ზრდა და გასცდა 10 ათას აშშ დოლარიან ფსიქოლოგიურ ზღვარს. გარკვეულ მომენტში Bitcoin-ის ფასმა 10 200 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ჯერზე ამ დონეზე კრიპტოვალუტა იმყოფებოდა 1 ივნისს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მისი ფასი გაიზარდა 3,9 %-ით, კვირის ჭრილში კი ამ მაჩვენებელმა 7,5 % შეადგინა. ზრდას აგრძელებენ ბაზრის სხვა მონაწილეებიც: Ethereum-მა განაახლა წლიური მაქსიმუმი 300 აშშ დოლარის დონეზე და სტატიის წერის დროს იგი დაახლოებით 315 აშშ დოლარად იყიდებოდა. ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ზრდა კვირის ჭრილში 33 %-ზე მეტს შეადგენს. მწვანე ზონაშია სხვა წამყვანი აქტივების უმეტესობაც, მათ შორის Cardano (+22%), Litecoin (+17,5%) და Binance Coin (+17,45%). https://bit.ly/3hBpnV2
  15. ბელგიურმა სამშენებლო კომპანია Camp C-მ ევროპაში უდიდესი 3D-პრინტერის მეშვეობით უმოკლეს დროში დაბეჭდა ორსართულიანი სახლი. პრინტერის ზომაა 9,75 х 9,75 მეტრი. თავისი მრავალრიცხოვანი „თანამოძმისგან“ განსხვავებით იგი მელნის სახით იყენებს განსაკუთრებულ ბეტონს, რომელიც სპეციალურად შემუშავდა ფენებად დატანვისთვის. სახლების მშენებლობის 3D-ტექნოლოგიას ტრადიციულთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობა გააჩნია: მშენებლობის ტემპის გაცილებით მაღალი მაჩვენებლის პარალელურად იგი საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად დაიზოგოს სამშენებლო მასალები და საერთო დანახარჯები. პროექტის მენეჯერ მარიიკი აერტსის თქმით, არმატურის ნაცვლად ბეტონში გასამაგრებლად ემატება სპეციალური ბოჭკო, ასევე აღარ არის საჭირო ყალიბების გამოყენება. შედეგად კომპანიამ დაზოგა მასალების დაახლოებით 60%, ასევე დრო და ფინანსური რესურსი. ხსენებული ორსართულიანი სახლის ფართობი თითქმის 300 კვადრატული მეტრია და იგი წარმოადგენს უფრო მეტად ექსპერიმენტულ ნიმუშს, ვიდრე საცხოვრებლად მზა შენობას. თუმცა ასეა თუ ისე, უკვე შესაძლებელია მისი მიკუთვნება საცხოვრებლად კომფორტულ სივრცესადმი, მას ასევე გააჩნია მზის ბატარეები და იატაკქვეშა გათბობა. ბეჭდვის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2WYWmeh
  16. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ღონისძიებაზე წარადგინეს კვანტური ინტერნეტის პროექტი - ასე უწოდა მას ამერიკულმა მასმედიამ. საქალაქთაშორისო კავშირის ხაზების პროტოტიპში გამოიყენება კვანტური ფიზიკის მექანიზმი და იგი აიწყობა მომდევნო ათი წლის განმავლობაში. ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი ტელეკომუნიკაციაში - აცხადებენ შესაბამისი პირები. 2018 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს ეროვნული კვანტური ინიციატივის შესახებ. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ეგიდით 17 ეროვნული ლაბორატორიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა შეექმნათ ინტერნეტის ისეთი ეროვნული ქსელის გეგმა, რომელიც დამყარებული იქნებოდა კვანტური ფიზიკის პრინციპებზე. შემუშავებას სჭირდებოდა ახალი ტექნოლოგიის ყველა ასპექტი, მოწყობილობის პრინციპებიდან დაწყებული - ალგორითმებით დამთავრებული. საჭირო იყო განვითარების სტრატეგია, ტაქტიკა, ამიტომ დეტალური გეგმისა და უახლოესი პერსპექტივების დადგენის გარეშე პროექტი მხოლოდ ოცნებად რჩებოდა. ამჟამად გეგმის დეტალები არ ხმაურდება. უახლოეს პერსპექტივაში მოიაზრება ტრაფიკის გაცვლის სამკვანძიანი წერტილის შექმნა. 83-კილომეტრიანი ოპტიკური ბოჭკოს ბაზაზე ორი ფოტონის წარმატებით დაკავშირდება მოხდა მიმდინარე წლის ზამთარში. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მეცნიერები გვპირდებიან, რომ კვანტურ ხაზებს დააკავშირებენ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ლაბორატორიასა და ილინოისის შტატში არსებულ ფერმის სახელობის ეროვნულ ლაბორატორიას შორის, რაც მათ საშუალებას მისცემს - ერთმანეთს დაუკავშირდეს ფოტონები დაახლოებით 130 კილომეტრის დაშორებაზე და ასევე ჩატარდეს ინფორმაციის გაცვლის ექსპერიმეტი. თავდაპირველ წყვილში კვანტურის კავშირის ხაზები გამოყენებულ იქნება გადაცემული ინფორმაციის დაცვისთვის. ცალკეულ ფოტონებში ჩარევა გამოავლენს გარე ჩარევის ფაქტს და საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს - კომპრომეტირებულია ინფორმაცია თუ არა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი, ფინანსური და სამხედრო მონაცემების გადაცემისას. გაფართოებული კვანტური საკომუნიკაციო ხაზების დამონტაჟება ორ ლაბორატორიას შორის მომავალი 130-კილომეტრიანი ხაზის მაგალითზე საშუალებას იძლევა შემუშავდეს კვანტური რეტრანსლატორები, რომელთა გარეშე შეუძლებელია რაიმე სახის ეროვნული კვანტური ინტერნეტის არსებობა. საკვანძო დაშიფვრის გასაღებების განაწილებისთვის საკომუნიკაციო ხაზებისა და ჩვეულებრივი ციფრული ინტერნეტის ერთობლიობა გამოიწვევს ჰიბრიდული კვანტურ-ციფრული ინტერნეტის გამოჩენას. პერსპექტივაში კვანტური ინტერნეტი გვპირდება, რომ უზრუნველყოფს უპრეცედენტო მოცულობის მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობას და კვანტური გამოთვლების კლასტერიზაციასაც კი. თუმცა უახლოეს ათწლეულში მსგავსი რამ ხელმისაწვდომი ვერ გახდება - ამგვარი კომპიუტერები ჯერ არ არსებობს მასიურად და ჯერჯერობით არც არის მოსალოდნელი. https://bit.ly/3jHujcJ
  17. 26 ივლისს კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია დაუბრუნდა 300 მლრდ აშშ დოლარს ზემოთ ნიშნულს. ბოლო ჯერზე ამგვარი მაჩვენებელი დაფიქსირდა მიმდინარე წლის თებერვლის შუა პერიოდში. წყარო: CoinGecko ეს მოვლენა ხდება უმეტესობა წამყვანი კრიპტოვალუტის კოტირებების ზრდის ფონზე. Bitcoin-მა განაახლა თვიური მაქსიმუმი 9750 აშშ დოლარს ზევით. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასმა შაბათს 2019 წლის ივნისიდან მოყოლებული პირველად აიწია 300 აშშ დოლარს ზემოთ. 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველად Bitcoin-ის დომინირების ინდექსი 60%-ს ქვემოთ ჩამოვიდა. პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი სტატიის წერის მომენტში 178.6 მლრდ აშშ დოლარს (59,3%) შეადგენდა. ETH-ის შესაბამისი მაჩვენებელია 11,3%, USDT-ის - 3,39%. ეს მოვლენები ხდება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორისადმი მზარდი ინტერესისა და ERC-20-ის ბაზაზე არსებული Stablecoin-ების ემისიის ზრდის ფონზე. წინა დღეს DeFi-სერვისებში დაბლოკილი თანხის ჯამმა პირველად გადააჭარბა 4 მლრდ აშშ დოლარს, კვირას დილით ეს მაჩვენებელი შემცირდა 3.77 მლრდ აშშ დოლარამდე. https://bit.ly/3jGcta1
  18. უკვე მრავალი წელია ყველა ახალი თაობის კონსოლთან დაკავშირებით დიდი კონკურენციაა Sony-სა (PlayStation) და Microsoft-ს (Xbox) შორის. ბევრი მომხმარებელი დღემდე ვერ გაერკვა რომელი მხარე აირჩიოს, Google-ის მეშვეობით კი მარტივადაა შესაძლებელი პასუხის გაცემა კითხვაზე: რომელი კომპანია გაიმარჯვებს მომდევნო თაობის ბრძოლაში და მიიღებს უკეთეს შემოსავალს. მიუხედავად იმისა, რომ კონსოლების ტექნიკური მახასიათებლები განსხვავებულია, ისინი მოკლე დროში გახდნენ ინტერნეტში ერთ-ერთი ხშირად განხილვადი თემა და მათ შესახებ საუბარი ამჟამადაც არ წყდება. პოპულარულ ინსტრუმენტ Google Trends-ის გამოყენებით, რომელიც განკუთვნილია საძიებო მოთხოვნების მონიტორინგისთვის, ენთუზიასტებმა გაარკვიეს, რომ ამჟამად აშკარა უპირატესობა Sony PlayStation 5-ის მხარესაა. ხსენებულ კონსოლს მომხმარელები ინტერნეტში ეძებენ თითქმის ათჯერ ხშირად, ვიდრე Microsoft Xbox Series X-ს, რაც Sony-ს უპირატესობაზე მეტყველებს. გარდა იმისა, რომ PS5-თან დაკავშირებული საძიებო მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო, მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ნაწილში გარკვეული დროის განმავლობაში მომხმარებლები მას ინტერნეტში უფრო ხშირად რამდენჯერმე ეძებდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ერთი თვის წინ ჩატარდა პირდაპირი ტრანსლაცია, რომლის დროსაც წარადგინეს კონსოლის დიზაინი, მის შესახებ საძიებო მოთხოვნები მაინც გაცილებით დიდი მასშტაბისაა. გასათვალისწინებელია, რომ Google Trends-ის მონაცემები არ აისახება გაყიდვების მოცულობაზე, რადგანაც Microsoft-ის ახალი თაობის კონსოლი წინასწარი მონაცემების თანახმად უფრო მძლავრი მაკომპლექტებლებით იქნება წარმოდგენილი. https://bit.ly/3f3CwEP
  19. კომპანია Audi-მ გადაწყვიტა მომხმარებლებისთვის შექმნას დამატებითი სტიმული, რათა გადავიდნენ ელექტრომობილებზე. ეს სტიმული იქნება ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვის შესაძლებლობა, რომელიც გამომუშავდება ელექტრომობილების კონსტრუქციაში გათვალისწინებული მზის პანელების მეშვეობით. Audi-ს სტენდი ორმხრივი დამუხტვის ქსელის ტესტირებისას ამ დრომდე მსხვილ მანქანათმშენებელ კომპანიებს შორის ელექტრომობილების ე.წ. ორმხრივი დამუხტვის სისტემის (Vehicle-to-Home (V2H) ან Vehicle-to-Grid (V2G)) მიმართ ინტერესი გამოიჩინა კომპანია Nissan-მა. V2H და V2G სისტემები საშუალებას იძლევა ელექტრომობილის ენერგოქსელი კვებისთვის დაუკავშირდეს სახლის ელექტრომოწყობილობებს ან მეორე შემთხვევაში - საჯარო ენერგოქსელს ელექტროენერგიის მოსაწოდებლად, სხვა მომხმარებლებზე გაყიდვისთვის. ბუნებრივია, მსგავს მიდგომას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრომობილს შეუძლია თავად წარმოქმნას ელექტროენერგია, მაგალითად, მასზე დაყენებული მზის პანელების მეშვეობით. ამგვარი სისტემების გამოსაცდელად Audi-მ შექმნა საგამოცდო სტენდი. ექსპერიმენტული ელექტრო სატრანსპორტო საშუალების საბორტო ელექტრული ჯაჭვი პირდაპირ კავშირშია ”სახლის” გამანაწილებელ ყუთსა და სარეზერვო ენერგიის წყაროსთან, რომლის სიმძლავრეა 9 კვტ.სთ. მუდმივი დენის ძაბვის პირდაპირი გადაცემა გარდაქმნის გარეშე მნიშვნელოვნად ამცირებს დანაკარგებს და იწვევს ასეთი პლატფორმების ეფექტურობის გაზრდას. ცხადია, ამგვარი უპირატესობით სარგებლობა დაუყოვნებლივ და პრაქტიკულად დანაკარგების გარეშე შეუძლიათ სახლის მზის დანადგარების მფლობელებს. ამგვარ პირებს უკვე აქვთ სახლში ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მზის ენერგიის გამოსაყენებლად და იცნობენ მოჭარბებული ელექტროენერგიის გაყიდვის სისტემას. Audi-ში მიიჩნევენ, რომ მათი შემოთავაზება აქტიურად უბიძგებს ხალხს - სახლში განათავსონ მზის დანადგარები, რაც სარგებლიანი იქნება ჩაშენებული მზის პანელების მქონე ელექტრომობილების გამოსვლის შემდეგ. დღის განმავლობაში ამგვარი ელექტრომობილი შეძლებს გაყიდოს იმ დროისთვის ძვირადღირებული ელექტროენერგია, ღამით კი დაიმუხტება ქალაქის ელექტრული ქსელიდან ფასდაკლებით. სამწუხაროდ, პროექტის კომერციული მზადყოფის შესახებ არაფერი გამოცხადებულა. https://bit.ly/2OWJhgZ
  20. Bitcoin-ბირჟა Binance-მა დააანონსა სადებეტო ბარათ Binance Card-ის გამოშვება, რომელიც განკუთვნილი იქნება დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებისთვის. მომხმარებლები განაცხადის შეტანას აგვისტოდან შეძლებენ. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ Binance Card-ის მფლობელებს არ მოუწევთ კრიპტოვალუტის კონვერტირება ფიატში. გაცვლა ხდება ავტომატურად, ტრანზაქციის განხორციელებისას. ამასთან აქტივები იმყოფება Binance-ის სპოტ-საფულეში. Binance Card-ს აქვს Bitcoin-ის, BNB-ის, SXP-ისა და BUSD Stablecoin-ის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, 7 ივლისს Binance-მა დაადასტურა სადებეტო ბარათების ემიტენტ Swipe-ის შეძენა, ამ სიახლის შესახებ კი გაცილებით ადრე გახდა ცნობილი. Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ საზოგადოებას უკვე გაუზიარა სადებეტო ბარათის მოხმარების საკუთარი გამოცდილება. https://bit.ly/3fAf56S
  21. ზაფხული არც ისე საუკეთესო დროა კომპიუტერის შესაძენად, თუმცა ნებისმიერ დროს საჭიროა ამ საკითხისადმი სწორი მიდგომა. პროცესორისა და ვიდეო დაფის არჩევა რთულია, დღეს არ განვიხილავთ ამა თუ იმ მოდელის მახასიათებლებს, აქცენტს გავაკეთებთ შემოთავაზებულ არჩევანზე. პირველ რიგში განვიხილოთ პროცესორები. სწორედ ახლა AMD Ryzen 7 და Ryzen 9 მოდელების მყიდველებს საშუალება აქვთ მიიღონ უფასო კოდი Assassin's Creed: Valhalla-ს აქტივაციისთვის. ეს გახლავთ ძვირადღირებული პროდუქტი, რომლის ფასი 50 აშშ დოლარიდან იწყება. ხსენებული ჩიპები გვთავაზობენ არა მარტო შესანიშნავ წარმადობას, ასევე კარგ მოგებას. აღსანიშნავია გავითვალისწინოთ ახალი ფასდაკლებაც, რომლის მიხედვით 8-ბირთვიანი Ryzen 7 3700X ჩიპის ფასი 260 აშშ დოლარს ქვევით ჩამოვიდა. რაც შეეხება ვიდეო დაფებს: თუკი პროცესორთან ერთად ვიდეო დაფასაც შეიძენთ, შეძლებთ მიიღოთ ორი ჰიტ-თამაში უფასოდ. პირველი გახლავთ RPG დიდი პოტენციალით - Godfall, რომელიც უკვე დაანონსდა მომდევნო თაობის კონსოლებისთვის. მეორე თამაშია - World of Warcraft: Shadowlands. ჩვენ წინაშეა საკულტო სერიის მორიგი დანამატი, რომელიც წარმოდგენილია რეითრეისინგის მხარდაჭერით. Radeon RX 5700 ვიდეო დაფის შეძენით წვდომას მიიღებთ ორ უფასო თამაშზე. ყველა დანარჩენი აქტუალური მოდელი საშუალებას იძლევა აირჩიოთ მხოლოდ ერთი თამაში, ასე რომ არჩევანი ნათელია: პროცესორი AMD Ryzen 7 და Radeon RX 5000-სერიის ვიდეო დაფა. სწორედ ასე მიიჩნევენ Benchmark-ის წარმომადგენლები. https://bit.ly/3j5XLZL
  22. კომპანია Intel-მა დაიწყო მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებისთვის დახურულ ონლაინ-ღონისძიებაზე მოსაწვევების დაგზავნა, რომლის ჩატარებას იგი მიმდინარე წლის 2 სექტემბერს აპირებს. „გეპატიჟებით ღონისძიებაზე, სადაც Intel ისაუბრებს მუშაობისა და დასვენების ახალ შესაძლებლობებზე“ - ნათქვამია მოსაწვევის ტექსტში. ცხადია, მე-11 თაობის Tiger Lake სერიის მობილური პროცესორების წარდგენაა ერთადერთი ჭეშმარიტი ვარაუდი, თუ რას აპირებს Intel ხსენებულ ღონისძიებაზე. ბოლო თვეების განმავლობაში ამ პროცესორების შესახებ ცნობები ხშირად ვრცელდებოდა ინტერნეტში. ცნობილია, რომ მათი დამზადებისთვის გამოიყენება მესამე თაობის 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიური პროცესი, იგი გაუმჯობესებულია იმ 10-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით, რომელიც Ice Lake სერიაშია გამოყენებული. გარდა ამისა, ახალ პროცესორებს ექნება მე-12 თაობის ახალი გრაფიკული არქიტექტურა Intel Xe, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის ორმაგ ზრდას Intel-ის მე-11 თაობის გრაფიკასთან შედარებით. გაუმჯობესება მოსალოდნელია აგრეთვე გამოთვლითი სიმძლავრის კუთხით: იგი უნდა უზრუნველყოს ახალმა მიკროარქიტექტურამ - Willow Cove. Intel-ის ახალ პროცესორებს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს AMD-ის მობილურ ჩიპებს, რომლებიც 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესითაა დამზადებული. ამ ფონზე ბევრი აკრიტიკებს Intel-ს იმის გამო, რომ მან მეტისმეტად შეაფერხა 10-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვება. უფრო მეტიც, მიმდინარე თაობის ჩიპების უმეტესობაში გამოყენებულია იგივე, თუმცა ოდნავ გაუმჯობესებული 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, რომელსაც კომპანია იყენებს ჯერ კიდევ Skylake პროცესორების დროიდან მოყოლებული. Intel-ის მეათე თაობის პროცესორების მხოლოდ ნაწილში, კერძოდ U- და Y- მობილური სერიის წარმომადგენლებშია გამოყენებული 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. სავარაუდოდ, Tiger Lake პროცესორების გამოსვლით კომპანია Intel საბოლოოდ იტყვის უარს ძველი ტექნოპროცესის გამოყენებაზე მობილურ ჩიპებში და მომხმარებლებს შესთავაზებს რეალურად რაიმე ახალს. https://bit.ly/2CBrxVF
  23. Stablecoin-ების გადაცემული ღირებულების ჯამურმა მოცულობამ პირველად გადააჭარბა Bitcoin-ის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ საუბარია ანალიტიკური კომპანია Coin Metrics-ის კვლევაში. ივნისში Stablecoin-ების ღირებულების გადატანილმა მოცულობამ 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1,8 მლრდ აშშ დოლარს ქვემოთ ჩავიდა. გრაფიკიდან გამომდინარე, Stablecoin-ები ორჯერ მიუახლოვდნენ BTC-ს, მაგრამ ვერ გაუსწრეს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Stablecoin-ები აგრძელებენ კრიპტოვალუტების ბაზარზე ანგარიშსწორების წამყვანი საშუალების პოზიციების გამყარებას. ამაში არის როგორც დადებითი, ისე ნეგატიური მომენტები. Stablecoin-ების განვითარება კრიპტო ბაზარზე ახალ მომხმარებლებს მოიზიდავს, რაც გამოიწვევს დანარჩენი ციფრული მონეტების გამოყენების მოცულობის ზრდას. მეორე მხრივ, Stablecoin-ების უმეტესობა მუშაობს Ethereum-ის ბლოკჩეინზე, რაც ითვალისწინებს საკომისიოების ზრდას - მიიჩნევენ Coin Metrics-ის სპეციალისტები. წყარო: Coin Metrics უმეტესი stablecoin-ის ბრუნვის კოეფიციენტმა მრავალჯერ გადააჭარბა BTC-სა და ETH-ის ანალოგიურ მაჩვენებლებს. ეს საზომი ერთეული ასახავს მონეტების გაცვლის სიხშირეს თითოეული კრიპტოვალუტისთვის. პოპულარული ბირჟების მიერ გამოშვებული Stablecoin-ები აღმოჩნდა გადარიცხვების საშუალო ჯამის ლიდერი დაბალი კაპიტალიზაციის მიუხედავად. Binance-ის BUSD-ის შემთხვევაში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 8 ათასი აშშ დოლარი, Huobi-ს HUSD-ისა კი - 75 500 აშშ დოლარი. წყარო: Coin Metrics ანალიტიკოსებმა აგრეთვე შეისწავლეს, როგორ მოახდინეს რეაგირება წამყვანმა Stablecoin-ებმა მარტში ბაზრის ვარდნისას. არასტაბილურობა დაფიქსირდა ყველა მონეტის შემთხვევაში, თუმცა ყველაზე ცუდად წარმოაჩინეს თავი Gemini Dollar-და (GUSD) და DAI-მ. პირველი მათგანის საბაზრო ფასი 0.90 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. წყარო: Coin Metrics შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას FATF-მა გამოხატა შეშფოთება Stablecoin-ების მზარდ პოპულარობასთან დაკავშირებით. https://bit.ly/2WkwSrp
  24. გრაფიკულ პროცესორ Ampere-ს ბაზაზე შექმნილი NVIDIA RTX ვიდეო დაფების ანონსი სულ უფრო ახლოვდება. ბოლო პერიოდში ახალი დესკტოპ გრაფიკული მოწყობილობების მახასიათებლების შესახებ ბევრი ცნობა ვრცელდება, მათ შორის ნაწილი ამტკიცებს, რომ NVIDIA RTX 3000-სერიის ვიდეო დაფების TDP-ის დონე 300 ვატს აღემატება. იმის მტკიცებულება, რომ მომდევნო თაობის ვიდეო დაფები არც ისე მცირე ენერგომოხმარებისაა, გამოაქვეყნა სიახლეების პორტალმა mydrives.com. წყაროს ინფორმაციით, NVIDIA-მ შესაძლოა დანერგოს ახალი 12-პინიანი (12 ვ) კვების ინტერფეისი ახალი თაობის გრაფიკულ დაფაში. ვიდეო დაფის კოდური დასახელება, რომელშიც შესაძლოა ახალი ინტერფეისი იქნას გამოყენებული, გახლავთ PG142. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ RTX 3070 Ti (GA104-400) და RTX 3070 (GA104-300) ვიდეო დაფებს თითქმის მსგავსი მახასიათებლები ქნებოდათ: GA104-400 ჩიპს ექნება 48 გამომთვლელი ბლოკი, GA104-300-ს კი - 46. თუმცა RTX 3070 Ti მოდელში გამოყენებული იქნება GDDR6X ტიპის მეხსიერება, RTX 3070 საბაზისო ვერსიაში კი - GDDR6. სწორედ GA104-400 ჩიპის ბაზაზე შექმნილი ვიდეო დაფა ფიგურირებს კოდური დასახელებით - PG142. ინფორმაციის ავტორის აზრით, კვების ახალი ინტერფეისი დაახლოებით Molex Micro-Fit სერიის 19 მმ სიგანის ინტერფეისის მსგავსია. ინტერფეისი დაყოფილია ორ რიგად (6-6 კონტაქტი), კონტაქტებს შორის ინტერვალი 3 მილიმეტრია. ეს ზომები 6+2 ინტერფეისის ზომების მსგავსია, რომელიც ამჟამად ფართოდ გამოიყენება. მახასიათებლების თანახმად, Micro-Fit კონტაქტის მაქსიამალური დენის ძალაა 8,5 А. ამრიგად, ახალმა 12-კონტაქტიანმა ინტერფეისმა შესაძლოა უზრუნველყოს 600 ვატამდე ენერგიის გადაცემა. https://bit.ly/2Zvw5px
  25. Metacritic-მა შეაჯამა 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგები და გამოაქვეყნა მითითებული დროის საუკეთესო თამაშების ჩამონათვალი პროფილური პრესის ვერსიით. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, The Last of Us Part II-მა, რომელმაც უმეტესობა გამომცემლობისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა, ჩამონათვალში მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა, ლიდერი კი გახდა PlayStation 4-ის სხვა ექსკლუზივი. მაშ ასე, კრიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის საუკეთესო პროექტის წოდება ერგო Persona 5 Royal-ს - 2016 წლის ორიგინალი თამაშის გაფართოებულ ვერსიას. მან მიიღო 95 ქულა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ 71 რეცენზიის შემდეგ. მომხმარებლებმა მას მიანიჭეს 8.1 ქულა 10-დან, ხმა მისცა 2008 ადამიანმა. მეორე პოზიციაზე, როგორც ზემოთ ითქვა, განთავსდა The Last of Us Part II, რომელმაც გეიმერების მხრიდან უარყოფითი რეცენზიები მიიღო Metacritic-ზე რელიზიდან მცირე დროშივე. მესამე ადგილზეა Half-Life: Alyx – Valve-ს ფლაგმანური VR-პროექტი. რეიტინგის პირველ ათეულში ასევე შედის Ori and the Will of the Wisps, Animal Crossing: New Horizons, Dreams და სხვები. 2020 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო თამაშების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ: Persona 5 Royal — 95 ქულა; The Last of Us Part II — 94 ქულა; Half-Life: Alyx — 93 ქულა; Ori and the Will of the Wisps — 90 ქულა; Animal Crossing: New Horizons — 90 ქულა; Xenoblade Chronicles: Definitive Edition — 89 ქულა; Dreams — 89 ქულა; DOOM Eternal — 88 ქულა; Legends of Runeterra — 87 ქულა; Final Fantasy VII Remake — 87 ქულა; Monster Train — 86 ქულა; Desperados III — 86 ქულა; Nioh 2 — 85 ქულა; Streets of Rage 4 — 84 ქულა; Panzer Corps 2 — 84 ქულა; Lair of the Clockwork God — 84 ქულა. https://bit.ly/38VyD3i
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.