Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5887
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. რესურს Tom’s Hardware-ის თანახმად, ამერიკულ საცალო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიაფდა Coffee Lake-S Refresh თაობის პროცესორები. ცნობილია, რომ გასული წლის ფლაგმანი Core i9-9900K (8 ბირთვი, 16 ნაკადი, 5.0 გჰც) გაიაფდა სარეკომენდაციო 488-499 აშშ დოლარიდან 435 აშშ დოლარამდე. პროცესორი Core i7-9700K (8 ბირთვი, 8 ნაკადი, 4,9 გჰც) 374–385 აშშ დოლარიდან გაიაფდა 339 აშშ დოლარამდე. და ბოლოს, ექვსბირთვიანი Core i5-9600K მოდელის ყიდვა ამჟამად შესაძლებელია 195 აშშ დოლარად, მისი სარეკომენდაციო ფასი შეადგენდა 263 აშშ დოლარს. ფასების კლება შეინიშნა ერთდროულად რამდენიმე მსხვილ მაღაზიაში (Amazon, Newegg და სხვ.). Intel-ში აცხადებენ რომ „ფასების სააქციო შემცირება პარტნიორებთან მუშაობის ერთ-ერთი მეთოდია, რათა შენარჩუნდეს მაღალი საბაზრო მოთხოვნა DIY-სეგმენტის მაღალი წარმადობის პროცესორებზე“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფასების კლება ოფიციალურია და ამ შემთხვევაში ინიციატივა თავად Intel-ისგან მოდის. ამგვარი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია, რადგანაც როგორც წესი კომპანიის წინა თაობის პროცესორები მასტიმულირებელი ზომების გარეშეც კარგად იყიდება. სამწუხაროდ, Intel-ს არ დაუკონკრეტებია რამდენ ხანს გაგრძელდება სარეკლამო აქცია და რომელი რეგიონებისთვის იქნება აქტუალური. Coffee Lake-Refresh თაობის პროცესორები გამოვიდა გასულ წელს და მისი ფლაგმანი იყო რვაბირთვიანი Intel Core i9-9900K 5 გჰც-მდე სიხშირით. ამასთან, ამ CPU-ს ჰქონდა სპეციალური ვარიანტი - Core i9-9900KS, რომელსაც შეეძლო სიხშირის ზრდა ყველა ბირთვზე 5 გჰც-მდე. Intel-ის მეათე თაობის ჩიპების გამოსვლის შემდეგაც კი ფლაგმანური ჩიპების გეიმინგ-წარმადობა მშვენივრად გამოიყურება. შესაძლოა Intel-ი საწყობებს „ასუფთავებს“ 14-ნანომეტრიანი პროცესორებისგან, რათა ადგილი გაჩნდეს მომდევნო თაობის Rocket Lake სერიის ჩიპებისთვის, რომელთა წარდგენა მიმიდინარე წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. ამასთან, Intel ელის AMD-სთან კონკურენციის გამძაფრებას ამავე წლის მეორე ნახევარში, როდესაც გამოვა ახალი თაობის Ryzen დესკტოპ-პროცესორები Zen 3 არქიტექტურის ბაზაზე. https://bit.ly/3kDNu83 https://bit.ly/31LibiO
  2. სოციალურმა ქსელმა Facebook-მა განაცხადა ახალი ქვეგანყოფილების შექმნის შესახებ, რომელიც ფოკუსირდება კომპანიის საანგარიშსწორებო ინიციატივებზე. ახალ გუნდს უხელმძღვანელებს ციფრული ვალუტა Libra-ს თანადამფუძნებელი დევიდ მარკუსი - წერს Bloomberg. ქვეგანყოფილების დასახელებაა Facebook Financial (F2 კომპანიის შიგნით). მისი პასუხისმგებლობის სივრცეში იქნება საგადახდო პროექტები, მათ შორის სერვისი Facebook Pay - სოციალური ქსელი მის ჩასმას თავის ყველა აპლიკაციაში აპირებს. Facebook ელის, რომ საგადახდო გადაწყვეტილების ინტეგრაცია Instagram-ში, Messenger-სა და WhatsApp-ში გაზრდის რეკლამის ღირებულებას, მომხმარებლები კი მეტ დროს გაატარებენ თავად აპლიკაციაში. დევიდ მარკუსი გააგრძელებს საანგარიშსწორებო გადაწყვეტილება Novi-ს მართვას, რომელიც საფუძვლად უდევს Libra-ს ეკოსისტემას. საფულე Calibra-ს რებრენდინგი კომპანიამ განახორციელა 2020 წლის მაისში. Novi გახდება ავტონომიური აპლიკაცია და ინტეგრირდება WhatsApp-სა და Messenger-ში. როგორც კომპანია ამტკიცებს, Novi-ს წყალობით მომხმარებლებს მიეცემათ თანხის მომენტალურად და დაფარული საკომისიოების გარეშე გადაცემის შესაძლებლობა. https://bit.ly/2PGOPfR
  3. ჩინურმა გამომცემლობა IThome-მა მიიღო ინფორმაცია, რომ Huawei ამზადებს ახალ დესკტოპ კომპიუტერს შიდა ბაზრისთვის (კოდური დასახელებით - Pangu). სისტემაში გამოყენებულია Kunpeng 920 პროცესორი, ასევე ცნობილი, როგორც Hi1620. ანგარიშში ნათქვამია, რომ Kunpeng 920-ის მრავალბირთვიანი წარმადობა შედარებით უკეთესია Coffee Lake სერიის Intel Core i9-9900K პროცესორთან შედარებით. სამწუხაროდ, სააგენტოს არანაირი კონკრეტული შედეგი არ წარუდგენია. Kunpeng 920 სერიის პროცესორები დამყარებულია Arm Neoverse N1 მიკროარქიტექტურაზე (კოდური დასახელება Ares), წარმოდგენილია 24-დან 64 ბირთვის მქონე კონფიგურაციები, რომლებიც მუშაობს 2.4-3 გჰც დიაპაზონში. Huawei-სთვის Kunpeng 920 პროცესორები 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დაამზადა კომპანია TSMC-მა მანამ, სანამ ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობას შეწყვეტდა აშშ-ის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო. როგორც ცნობილია, ტესტირება ჩატარდა Kunpeng 920 3211K ჩიპზე, რომელსაც აქვს 24 ბირთვი მაქსიმალური 2.6 გჰც სიხშირით. გარდა ამისა, სისტემას აქვს 8 გბ SO-DIMM ოპერატიული მეხსიერება, Samsung-ის 512 გბ მოცულობის SSD და მობილური ვიდეო დაფა AMD Radeon 520. Huawei Pangu-კომპიუტერების ადაპტირებას ახდენს სახელმწიფო დაწესებულებებსა და კორპორატიულ ბაზარზე, მოწყობილობები მუშაობს საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე (UOS). პროცესორი Kunpeng 920 მირჩილულია დედა დაფაზე და არ აქვს სხვა ვიდეო დაფების მხარდაჭერა. გარდა ამისა, სისტემა UOS ინტეგრირებულია პერსონალურ კომპიუტერში და შეუძლებელია მისი ოპერაციული სისტემა Windows-ით ჩანაცვლება. არსებული ფოტოების მიხედვით Pangu-ს ექნება სამი USB Type-A პორტი, ერთი USB Type-C პორტი და ერთი 3.5-მილიმეტრიანი ყურსასმენის კონექტორი კორპუსის წინა პანელზე. ასევე მოცემულია სივრცე ოპტიკური დრაივერისთვის. კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია ოთხი პორტი USB Type-A, ერთი Ethernet, სამი 3.5 მმ აუდიოკონექტორი და D-Sub ვიდეო დრაივერი. https://bit.ly/33TPsLg
  4. Ampere თაობის ვიდეო დაფების შესახებ სიახლეები რეგულარულად ხდება ცნობილი, ამჟამად კი ოფიციალური არხებით ვრცელდება, რომ კომპანიამ გამოაცხადა უკუათვლა მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე. წყარო: Twitter, NVIDIA GeForce NVIDIA GeForce-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ანიმაცია, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს სამყაროს შექმნას დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, მის ზემოთ კი განთავსდა ბანერი უკუათვლით: „21 დღე და 21 წელი“. თუკი კომპანიის ისტორიას გავიხსენებთ, 21 წლის წინ მან წარადგინა ვიდეო დაფა GeForce 256. ეს მოხდა 1999 წლის 31 აგვისტოს, ასე რომ ბანერზე არსებული შეტყობინება შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული. შესაძლოა, კომპანიას სურს GeForce 256 დაფის ანონსის 21-წლიანი იუბილე რაიმე ახალი პროდუქტის დებიუტს მიუძღვნას. როგორც ბოლო წლებისთვისაა დამახასიათებელი, სოციალურ ქსელებში დაიწყება მასშტაბური კამპანია, რომელიც მომავალი მოვლენისადმი ინტერესს გააღვივებს. არ არის გამორიცხული, რომ 31 აგვისტოსთვის ჩანიშნული იყოს ანონსების მხოლოდ პირველი სერია, თავად ვიდეო დაფები და მათი მიმოხილვა კი მოგვიანებით გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, უკვე არსებობს ოფიციალური ცნობები, რომლებიც მალე NVIDIA-ს ახალი ვიდეო-დაფების სერიის გამოსვლის იმედს იძლევა. https://bit.ly/2PDshwG
  5. Ethereum-ის სავაჭრო მოცულობა ფიუჩერსულ და სპოტ-ბაზრებზე Bitcoin-ის ანალოგიურ მაჩვენებელზე სწრაფად იზრდება. ეს დადებითი სიგნალია კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტისთვის - დარწმუნებულია The Block-ის მკვლევარი ლარი ჩერმაკი. „სხვადასხვა პროტოკოლის ირგვლივ არსებული ჰაიპის ფონზე ETH/BTC-ის ღია საფასო უერთიერთმიმართება 112%-ით გაიზრდა 2019 წლის სექტემბრის შემდეგ - 0,0162 BTC-დან 0,0343 BTC-მდე. თუმცა ETH/BTC ჯერ კიდევ 78%-ით დაბალია ისტორიულ მაქსიმუმზე 0,155 BTC-ის დიაპაზონში, რომელიც მიღწეულ იქნა 2017 წლის ივნისში“ - განაცხადა ექსპერტმა. ჩერმაკის თქმით, ანალიტიკოსების ყურადღებას იმსახურებს Ethereum-ისა და Bitcoin-ის სავაჭრო მოცულობების შეფარდება მსხვილ ცენტრალიზებულ ბირჟებზე, სადაც სავაჭრო მოცულობა რეალურთან ახლოსაა. „როდესაც ETH/BTC ვაჭრობის მოცულობის უერთიერთშეფარდება იზრდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ტრეიდერები Ethereum-ით უფრო ვაჭრობენ, ვიდრე Bitcoin-ით“ - ამბობს ექსპერტი. გასული წლის განმავლობაში Ethereum-ის დღიურმა სავაჭრო მოცულობამ მხოლოდ სამჯერ გადააჭარბა Bitcoin-ის ანალოგიურ მაჩვენებელს. „ქვემოთ მოცემული 30-დღიანი მოძრავი შუალედი 50%-იან ნიშნულზეა. ეს ნიშნავს, რომ Bitcoin-ის სავაჭრო მოცულობა დაახლოებით ორჯერ მაღალია, ვიდრე Ethereum-ისა. ეს ნიშნული ახლოსაა მარტის დასაწყისში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან - როდესაც იწყებოდა COVID-19-ის პანიკით გამოწვეული ლიკვიდურობის მასშტაბური კრიზისი. იმ დროს Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით დავარდა რამდენიმე საათის განმავლობაში“. ETH-ისა და BTC-ის სავაჭრო სპოტ-მოცულობების ურთიერთშეფარდება ბირჟებზე - Binance, Coinbase, Bitfinex, Kraken, Bitstamp გრაფიკზე ჩანს, რომ ურთიერთშეფარდების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიღწეულ იქნა 2017 წლის ივნის-ივლისში, როდესაც Ethereum-ის სავაჭრო მოცულობა ხშირად აღემატებოდა Bitcoin-ის მაჩვენებელს. მკვლევარების დაკვირვებით, ამჟამად ETH-ზე ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობა დაახლოებით სამჯერ ნაკლებია BTC-ის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ETH-ისა და BTC-ის ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობის ურთიერთშეფარდება ისევე, როგორც სპოტ-ბაზრების შემთხვევაში, ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობაც დაახლოებით მარტის მაჩვენებლის დონეზეა. „Ethereum-ის ფიუჩერსული და სპოტ-ვაჭრობის მოცულობები პერსპექტიული ტრენდია. მიუხედავად იმისა, რომ ETH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია Bitcoin-ის მაჩვენებელზე ჯერ კიდევ ხუთჯერ ნაკლებია, მისი სპოტ-მოცულობა მხოლოდ ორჯერ ნაკლებია, ფიუჩერსული კი - სამჯერ. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ETH-ს გააჩნია სივცრე ზრდისთვის BTC-თან მიმართებაში“ - დაასკვნა ჩერმაკმა. https://bit.ly/30KuuNf
  6. გასულ კვირას გამოქვეყნდა ორი კოპანიის - AMD-სა და NVIDIA-ს ვიდეო დაფების დაზიანების სტატისტიკა: აღმოჩნდა, რომ უმეტესად წუნდებული გამოდის AMD-ის დაფები, ყველაზე არასაიმედო კი არის NVIDIA-ს ფლაგმანი GeForce RTX 2080 Ti, რადგანაც უკან დაბრუნებული ამ მოდელის წილი 5.3 %-ს აღემატება, რაც უმეტესობა პოპულარულ ვიდეო დაფების მაჩვენებელზე მეტია. ამჟამად ხელმისაწვდომია ხსენებული ორი კომპანიის პარტნიორების მიწერ წარმოებული წუნდებული გრაფიკული პროცესორების სტატისტიკა. როგორც ქვემოთ ვხედავთ, მეორე ადგილზეა RTX 2080 – 3.64 %-იანი შედეგით. მესამე და მეოთხე ადგილებზეა Radeon RX 5700 სერიის ორი მოდელი 3.6 % მაჩვენებლით. საინტერესოა, რომ ბიუჯეტური RX 5500 XT ჩამონათვალის ლიდერი გახდა, შესაძლოა დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფების მყიდველები არ არიან ისეთი მომთხოვნები, როგორც ისინი, ვინც უპირატესობას პრემიალურ მოდელებს ანიჭებენ. ასევე შესაძლოა AMD ახერხებს საბოლოო პროდუქტის ხარისხის ამაღლებას. რაც შეეხება ცალკეულ მწარმოებლებს, NVIDIA-ს პარტნიორებს შორის მომხმარებლები ყველაზე ხშირად პრეტენზიით მიმართავენ Palit-ს - 4.14% უკან დაბრუნებული დაფა, ყველაზე ნაკლებად კი Zotac-ს - 1.57%. AMD-ს კი სტატისტიკას უფუჭებს PowerColor, ASRock-ისა და MSI-ს პროდუქცია კი მომხმარებლებს შორის უკმაყოფილებას ნაკლებად იწვევს. შეგახსენებთ, ეს სტატისტიკა სრულყოფილად არ ასახავს ვითარებას, რადგანაც მოიცავს ევროპაში გაყიდული 120 ათასი ვიდეო დაფის მონაცემებს. უნდა დავაზუსტოთ, რომ სხვა რეგიონებში სიტუაცია შესაძლოა განსხვავებული იყოს. https://bit.ly/3kus5OA
  7. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei უახლოეს დროში გამოუშვებს პირველ დესკტოპ კომპიუტერებს, რომლებიც პირველ რიგში ორიენტირებული იქნება კორპორატიულ მომხმარებლებსა და სახელმწიფო დამკვეთებზე. ცნობილია, რომ ახალ კომპიუტერს საფუძვლად დაედება 24-ბირთვიანი საფირმო პროცესორი Kunpeng. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელი იქნება ამაჩქარებელი AMD Radeon 520. საბაზისო მოდიფიკაციის აღჭურვილობაში შევა 8 გბ ოპერატიული მეხსიერება, Samsung-ის მიერ წარმოებული SSD და ოპტიკური დრაივერი. ნახსენებია ქსელური Ethernet-კონტროლერი, USB Type-A და USB Type-C პორტები, ანალოგური D-Sub ინტერფეისი, აგრეთვე სტანდარტული აუდიოკონექტორი. დესკტოპთან ერთად წარმოდგენილი იქნება 23.8-დუიმიანი მონიტორი Full HD გაფართოებით. პანელს ექნება 70%-იანი NTSC ფერთა გამა. განსაკუთრებითაა ხაზგასმული, რომ მთავარი კომპონენტების აფგრეიდი გათვალისწინებული არ არის. შესაძლებელი არ იქნება დამოუკიდებლად შეიცვალოს ვიდეო დაფა ან ცენტრალური პროცესორი. Huawei-ის დეკსტოპ-კომპიუტერების საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://bit.ly/31E3PAD
  8. ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების ორგანომ (NYDFS) გამოაქვეყნა ციფრული აქტივების „მწვანე სია“, რომლებთანაც ლიცენზირებული კომპანიები შეძლებენ დამატებითი ნებართვების გარეშე მუშაობას. მოცემულ სიაში აქტივები იყოფა ორ კატეგორიად: შენახვისთვის ნებადართული და ლისტინგისთვის ნებადართული. პირველ კატეგორიას მარეგულირებელმა მიაკუთვნა Bitcoin-ი, Ethereum, Litecoin, Ripple, Bitcoin Cash, Ethereum Classic, Binance USD, Gemini Dollar, Pax Gold და Paxos Standard. მეორეში მოხვდნენ იგივე აქტივები Ethereum Classic-ისა და Ripple-ს გამოკლებით. ნებისმიერ ლიცენზირებულ ორგანიზაციას შეუძლია გამოიყენოს მწვანე სიაში შემავალი მონეტები „ნებადართული მიზნებისთვის“, თუმცა წინასწარ საქმის კურსში უნდა ჩააყენოს NYDFS - ხაზი გაუსვა რეგულატორმა. შეგახსენებთ, ივნისში NYDFS-მა გადაწყვიტა შეემსუბუქებინა კრიპტოსავალუტო კომპანიების ლიცენზირების წესები. https://bit.ly/3fFefoX
  9. ენთუზიასტმა NODE-მა წარადგინა საინტერესო პორტატული მოწყობილობის პროექტი - ჯიბის კომპიუტერი Zero Terminal 3, რომელიც აგებულია Raspberry Pi Zero-ს აპარატულ პლატფორმაზე. შეგახსენებთ, რომ მინიატურულ Raspberry Pi Zero მოდულს აქვს Broadcom BCM2835 პროცესორი ARM11 ბირთვით, რომლის სიხშირეა 1 გჰც, ასევე აქვს 512 მბ ოპერატიული მეხსიერება. ხელმისაწვდომია ორი პორტი Micro-USB და ერთი Mini-HDMI ინტერფეისი. მინი-კომპიუტერ Zero Terminal 3-ის შემადგენლობაში მოდული Raspberry Pi Zero ფუნქციონირებს სენსორულ 5.5-დუიმიან დისპლეისთან ტანდემში, ეკრანის გაფართოებაა Full HD (1920 × 1080 პიქსელი). გარეგნულად მოწყობილობა მოგვაგონებს მონობლოკის ტიპის დიდ სმარტფონს. ჯიბის კომპიუტერის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია სრული ზომის USB 2.0 Type-A პორტი, დამუხტვისთვის განკუთვნილი Micro-USB კონექტორი, microSD ფლეშ-ბარათის სლოტი, სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და სამი პროგრამირებადი ღილაკი. მოცემულია მცირე ზომის ინტეგრირებული დინამიკი. კვებას უზრუნველყოფს 1200 მა/სთ მოცულობის ბატარეა. უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობასთან შესაძლებელია სხვადასხვა აქსესუარის დაკავშირება, ესენი შეიძლება იყოს QWERTY-კლავიატურა, გეიმინგ-კონტროლერი ან მზის პანელი. https://bit.ly/2XAhhob
  10. გასულ კვირას ბენჩმარკ Antutu-ზე გამოქვეყნდა ივლისის ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონები ოპერაციული სისტემა Android-ით. ამჯერად კი წარმოდგენილია მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ყველაზე მძლავრი მობილური პროცესორების ჩამონათვალი. უპირობო ლიდერია Qualcomm Snapdragon 865. ეს ჩიპი მოიცავს რვა Kryo 585 ბირთვს ტაქტის სიხშირით - 2.84 გჰც-მდე, ასევე გრაფიკულ ამაჩქარებელს - Adreno 650. უნდა აღინიშნოს, რომ Snapdragon 865 სმარტფონებისთვის განკუთვნილ სხვა მაღალი დონის ჩიპებს აღემატება როგორც გამოთვლილი, ისე გრაფიკუი პროცესორის წარმადობით. მეორე ადგილზეა MediaTek-ის ფლაგმანური პროცესორი Dimensity 1000+ ინტეგრირებული 5G მოდემით. მესამე ადგილზეა Qualcomm-ის კიდევ ერთი ჩიპი - გასულ წელს გამოსული Snapdragon 855 Plus. რეიტინგი მეოთხე ადგილიდან მეათემდე: Huawei HiSilicon Kirin 990 5G; Qualcomm Snapdragon 855; Huawei HiSilicon Kirin 990; MediaTek Dimensity 1000L; Huawei HiSilicon Kirin 980; Huawei HiSilicon Kirin 985 5G; MediaTek Dimensity 820. ამრიგად, რეიტინგში შევიდა Qualcomm-ისა და MediaTek-ის სამი პროცესორი, აგრეთვე Huawei HiSilicon-ის ოთხი ჩიპი. მიმდინარე წლის მომდევნო ექვსი თვის რეიტინგში, დიდი ალბათობით, ლიდერი იქნება Snapdragon 865 Plus, რომელიც 3.09 გჰც-მდე სიხშირეზე იმუშავებს. https://bit.ly/3a8yfiu
  11. გასულ კვირაში Bitcoin-ის აღმასვლის ფონზე Bitcoin-ფიუჩერსების დღიურმა სავაჭრო ბრუნვამ ინსტიტუციონალურ პლატფორმა Bakkt-ზე ახალი, 132 მლნ აშშ დოლარიანი მაქსიმუმი დააფიქსირა, რაც თითქმის 200 %-ით მეტია წინა რეკორდზე (42 მლნ აშშ დოლარი) - აღნიშნავენ Arcane Research-ის ანალიტიკოსები. 120 მლნ აშშ დოლარიან ნიშნულს დღიურმა სავაჭრო ბრუნვამ გასულ კვირაში ორჯერ გადააჭარბა, ორშაბათსა და სამშაბათს, როდესაც პირველმა კრიპტოვალუტამ გაარღვია 10-ათასიანი და 11-ათას აშშ დოლარიანი დონეები. ჯამში, გასულ კვირაში BTC-ფიუჩერსების ღია პოზიციების მოცულობა პლატფორმაზე 24 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, შესაბამისად - დაახლოებით 550 %-ით - 16 ივლისის მინიმუმთან შედარებით. Arcane Research-ში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები მოწმობს Bitcoin-ის მიმართ ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ინტერესის ზრდაზე. ამ ფაქტს ადასტურებს BTC-ფიუჩერსებში ღია პოზიციების მოცულობა ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზეც, რომელმაც 850 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, ადრე Bakkt-მა და მაიკ ნოვოგრაცის კრიპტო-ბანკმა - Galaxy Digital-მა დააანონსეს ახალი სავაჭრო და კასტოდიალური გადაწყვეტილების ამოქმედება ინსტიტუციონალებისთვის. https://bit.ly/2DFV9Bu
  12. პოპულარულმა ბენჩმარკმა AnTuTu-მ გამოაქვეყნა ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონების ივლისის რეიტინგი. ყველაზე მძლავრი მოწყობილობების ათეულში მოხვდა მხოლოდ ჩინური კომპანიების მიერ წარმოებული მოდელები. ეს კომპანიებია OPPO, Xiaomi და მისი შვილობილი ბრენდი Redmi, Vivo და შვილობილი iQOO, Realme და Meizu. ივლისის რეიტინგის ყველა წარმომადგენელი აგებულია Qualcomm-ის მიერ წარმოებულ Snapdragon 865 პროცესორზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 ან 12 გბ. რეიტინგის სათავეშია მოდელი OPPO Find X2 Pro, რომელსაც მოსდევს OPPO Find X2. მესამე ადგილზეა სმარტფონი Redmi K30 Pro Zoom Edition. ჯამში რეიტინგი ამგვარად გამოიყურება: Oppo Find X2 Pro — 613 048 ქულა; Oppo Find X2 — 606 490 ქულა; Redmi K30 Pro Zoom Edition — 601 706 ქულა; Xiaomi Mi 10 Pro — 600 840 ქულა; iQOO Neo 3 — 596 141 ქულა; Oppo Ace 2 — 595 408 ქულა; Vivo X50 Pro+ — 595 404 ქულა; Realme X50 Pro — 588 837 ქულა; Meizu 17 Pro — 587 483 ქულა; iQOO 3 — 587 087 ქულა. ცხადია, აგვისტოს რეიტინგში გამოჩნდება უახლესი გეიმინგ-სმარტფონები Snapdragon 865 Plus პლატფორმით. ამ ჩიპის მაქსიმალური სიხშირე 3.09 გჰც-ს აღწევს, Snapdragon 865-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2.84 გიგაჰერცია. https://bit.ly/2XxqQnM
  13. ვრცელდება ცნობები, რომ განახლებული MacBook Air შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე გამოვიდეს. ადრე უკვე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ახალი ულტრაბუკის ბატარეა სერტიფიცირებულია ჩინური და დანიური მარეგულირებლების მიერ. ახალი ცნობების თანახმად, ასეთივე ბატარეის სერტიფიცირება მოხდა სამხრეთკორეული ორგანიზაცია Safety Korea Certification-ის მიერ. macrumors.com პარალელურად, გამოჩნდა ამ ბატარეის ფოტო, რომელიც დამაჯერებლად მიუთითებს იმაზე, რომ იგი განკუთვნილია MacBook Air-ისთვის. ბატარეის მოდელის ნომერია A2389, მოცულობა შეადგენს 4380 მა/სთ-ს. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გამოვა ახალი MacBook Air. ცნობილია, რომ იგი იქნება Apple-ის ერთ-ერთი პირველი კომპიუტერი, რომელიც დამყარებული იქნება კომპანიის საკუთარ ARM-პროცესორზე და ბაზარზე გამოვა მიმდინარე წლის ბოლომდე. macrumors.com საკუთარი წარმოების ჩიპებზე გადასვლის შესახებ Apple-მა განაცხადა WWDC კონფერენციაზე მიმდინარე წლის ივნისში. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი ორ წელიწადს გაგრძელდება. თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია, პირველად კომპიუტერის რომელ მოდელს ექნებოდა ახალი პროცესორი. მოსალოდნელია, რომ წარმადობის ზრდის პარალელურად, Apple-ის ARM-პროცესორები უზრუნველყოფენ არნახულ ავტონომიურობას ბევრად უფრო მაღალი ენერგოეფექტურობის გამო, ვიდრე Intel-ის ამჟამად არსებული პროცესორები. მიიჩნევა, რომ 49,9 ვტ·სთ ბატარეა უზრუნველყოფს MacBook Air-ს 11-საათიანი მუშაობით ვებ-გვერდების ნახვის რეჟიმში. https://bit.ly/3ihMZhX
  14. ჰიბრიდული არქიტექტურის მქონე მე-12 თაობის Intel Core პროცესორების სერია, ასევე ცნობილი, როგორც big.LITTLE, 2021 წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს, რაც კომპანიამ გასულ თვეში დაადასტურა. ამ დრომდე გავრცელებული მახასიათებლების თანახმად, Alder Lake-S სერიის პროცესორებში მინიმუმ სამნაირი ვარიანტი იქნებოდა წარმოდგენილი, თუმცა ახალი ცნობებით, Intel ამზადებს გაცილებით მეტ პროცესორს სხვადასხვა კონფიგურაციით. პროცესორები დაყოფილია ორ სერიად: Alder Lake-S და Alder Lake-P. გაირკვა, რომ თითოეულ სერიაში შევა 2-დან 8 დიდი ბირთვის მქონე და 0-დან 8 პატარა ბირთვის მქონე პროცესორები. Alder Lake-S სერიაში წარმოდგენილი იქნება კონფიგურაციები მხოლოდ 1 ინტეგრირებული გრაფიკის ბლოკით, Alder Lake-P კი შემოგვთავაზებს 2 ბლოკამდე ინტეგრირებულ გრაფიკას, თუმცა ამასთან დიდი ბირთვების რაოდენობა 6-მდე იქნება შეზღუდული. პატარა ბირთვების რაოდენობაც ისევე, როგორც Alder Lake-S-ის შემთხვევაში, იქნება 0-დან 8-მდე. ინტეგრირებული გრაფიკის მოდელი უცნობია, დიდი ალბათობით, ეს იქნება მომდევნო თაობის Intel Xe. ქვემოთ წარმოდგენილია ამჟამად ცნობილი Alder Lake სერიის ყველა მოდელი, პროცესორების კონფიგურაციები მითითებულია 8+8+1 ფორმით, სადაც პირველი ციფრი მიუთითებს დიდი ბირთვების რაოდენობაზე, მეორე ციფრი - პატარა ბირთვების რაოდენობაზე, მესამე კი - ინტეგრირებული გრაფიკის ბლოკების რაოდენობაზე. ფოტოს წყარო: coelacanth-dream.com https://bit.ly/3fuvGsd
  15. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი შვეიცარიული Basler Kantonalbank მომდევნო წლიდან მომხმარებლებს შესთავაზებს Bitcoin-ში ინვესტირების შესაძლებლობას. ციფრული აქტივების შენახვისა და ვაჭრობის შეთავაზებას აამოქმედებს ბანკის შვილობილი კომპანია Cler. ცნობილია, რომ Basler Kantonalbank გახდება შვეიცარიის პირველი კანტონური ბანკი, რომელიც საქმიანობას კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში დაიწყებს. ამჟამად ციფრული ვალუტების სფეროში ქვეყნის მასშტაბით დომინირებენ კრიპტო-ბანკები Seba და Sygnum, აგრეთვე ტრადიციული საკრედიტო-საფინანსო მონაწილეები, რომელთა შორისაა Falcon და Maerki Baumann. ბანკში აღნიშნავენ, რომ კრიპტოვალუტების მხარეს გადასვლა განაპირობა იმ ახალგაზრდა კლიენტურის მხრიდან არსებულმა მოთხოვნამ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრულ აქტივებში ინვესტირებით. Cler-მა უკვე დაიქირავა კრიპტოვალუტების ექსპერტი, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ციფრული აქტივების ქვეგანყოფილებას. შეგახსენებთ, ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის მოგება გაიზარდა წლის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტების სერვისების ამოქმედების ფონზე. https://bit.ly/3a1Q42z
  16. მომხმარებლების უმეტესობას სურს ფლობდეს კომპიუტერს ყველაზე მძლავრი მაკომპლექტებლებით, რათა მაქსიმალური კომფორტი მიიღონ გეიმინგისგან. თუმცა ყველას არ სჭირდება მძლავრი და ძვირადღირებული კომპონენტები, რადგანაც ბევრი ამოცანისთვის საკმარისია დაბალბიუჯეტური და ეკონომიური სისტემური მაკომპლექტებლები. სწორედ ამგვარი მომხმარებლებისთვის ზედმეტი გახმაურების გარეშე კომპანია AMD-მ გამოუშვა ორი ახალი მობილური პროცესორი:  AMD 3015e და AMD 3020e. ეს ჩიპები წარმოებულია 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით Zen არქიტექტურაზე, აქვთ ორი ბირთვი, 6 ვატი სიმძლავრე და დაკომპლექტებულნი არიან ინტეგრირებული Vega 3 გრაფიკით. AMD 3015e პროცესორს აქვს მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერა, მისი საბაზისო ტაქტის სიხშირეა 1200 მჰც, ტურბო-სიხშირე - 2300 მჰც. ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Vega 3 მუშაობს 600 მჰც სიხშირეზე და აქვს DDR4 1600 მჰც მეხსიერების მხარდაჭერა. AMD 3020e ჩიპსაც აქვს ასევე ორი Zen ბირთვი, თუმცა არ გააჩნია მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერა, საბაზისო სიხშირე მის შემთხვევაშიც 120 მეგაჰერცია, ტურბო სიხშირე კი გახლავთ 2600 მჰც. Vega 3 გრაფიკული პროცესორის სიხშირეა 1000 მჰც-მდე, აქვს DDR4 2400 მჰც მეხსიერების მხარდაჭერა. კომპანია Lenovo-მ უკვე წარადგინა AMD 3015e ჩიპის მქონე ორი ახალი ლეპტოპი - მეორე თაობის Lenovo 100e და 300e. Lenovo 100e მოდელს აქვს 4 გბ DDR4 მეხსიერება, 64 გბ მოცულობის eMMC დისკი, Wi-Fi 6, 11.6-დუიმიანი ეკრანი 720p გაფართოებით და მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე. მეორე თაობის Lenovo 300e მოდელს აქვს ანალოგიური მაკომპლექტებლები მოძრავი სახსრის დამატებით, რომელიც ეკრანის 360°-ით ბრუნვის საშუალებას იძლევა, ასევე აქვს სტილუსი და დამატებითი SSD 128 გბ მოცულობით. ახალი პროცესორი AMD 3015e, რომელიც ლეპტოპებშია დაყენებული, იმუშავებს დაახლოებით 20%-ით სწრაფად, ვიდრე Intel Celeron N4120. https://bit.ly/30rOJiv
  17. ივლისის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ NVIDIA მალე აპირებდა GeForce RTX 2000 სერიის (Turing) ვიდეო დაფების წარმოების შეწყვეტას, რადგანაც კომპანიამ უკვე დაიწყო მზადება Ampere გრაფიკული პროცესორების ბაზაზე შექმნილი ახალი დაფების გამოშვებისთვის მზადება. მას შემდეგ NVIDIA-ს პარტნიორებმა დაიწყეს თავიანთი პროდუქციის მოცულობის შემცირება, მაღაზიებმა კი სწრაფად მოუმატეს ფასები საწყობებში დარჩენილ ვიდეო დაფებს. რესურს MyDrivers-ის ინფორმაციით, რომელიც ბაზარზე ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობას ადევნებს თვალყურს, გარკვეული პერიოდის წინ საერთოდ შეწყდა GeForce RTX 2080 Ti და GeForce RTX 2080 SUPER მოდელების წარმოება. ცოტა ხნის წინ კი NVIDIA-მ შეწყვიტა შეკვეთების მიღება GeForce RTX 2070 SUPER-ისთვის განკუთვნილი გრაფიკული ჩიპების ახალი პარტიის წარმოებაზე. რესურსი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ შედგა ამ მოდელისთვის განკუთვნილი GPU-ების მიწოდება და სამომავლოდ ჩიპების წარმოება უკვე აღარ იგეგმება. ამავე დროს წყარო აღნიშნავს GeForce RTX 2060 და GeForce GTX 1660 ვიდეო დაფებზე ფასის ზრდას. ეს დაფები კვლავ დიდი მოთხოვნით სარგებლობს, თუმცა ყველაზე ხშირად არა გეიმერებს, არამედ კრიპტო მაინერებს შორის. შედეგად, ამგვარი ვიდეო დაფების ფასი მაღაზიებში, მოდელების მიუხედავად, გაიზარდა საშუალოდ 5-20 აშშ დოლარით. ასევე გაიზარდა ამათი საწარმოო თვითღირებულებაც - დაახლოებით 4-6 აშშ დოლარით. ზემოთხსენებული რესურსი ასევე აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ცნობების თანახმად NVIDIA აპირებს წარადგინოს Ampere არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი მოდელები GeForce RTX 3080 Ti და RTX 3080 17 სექტემბერს, RTX 3070 და RTX 3060 მოდელები კი ბაზარზე გამოვა ოქტომბერსა და ნოემბერში, შესაბამისად. https://bit.ly/2XvR9uz
  18. Ethereum-ის ვაჭრობის მოცულობის ზრდის ტემპი სპოტ- და ფიუჩერსულ ბაზრებზე უფრო სწრაფად მატულობს, ვიდრე Bitcoin-ის ანალოგიური მაჩვენებელი, გვატყობინებს The Block. 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ETH-სა და BTC-ს შორის სავაჭრო მოცულობების შეფარდება 16 %-იდან 50 %-მდე გაიზარდა. ციფრები ემყარება კრიპტო-ბირჟების - Binance-ის, Coinbase-ის, Bitfinex-ის, Kraken-ისა და Bitstamp-ის მონაცემებს. ფიუჩერსების ბაზარზე ეს მაჩვენებელი 8 %-იდან 29 %-მდე გაიზარდა ანალოგიურ პერიოდში. CoinGecko-ს მონაცემებით, Ethereum-ის ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა ამჟამად 15.1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და Bitcoin-ის ანალოგიურ მაჩვენებელს 25 %-ით ჩამორჩება, BTC-ის კაპიტალიზაცია კი თითქმის ხუთჯერ მაღალია ETH-თან შედარებით. The Block-ის ანალიტიკოსმა ლარი ჩერმაკმა აღნიშნა Ethereum-ის პოპულარობის შემცირება Google-ის საძიებო მოთხოვნებში. 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, როდესაც ETH-ის ფასმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს, მასთან დაკავშირებული მოთხოვნების რაოდენობა სამჯერ შემცირდა. Bitcoin-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 6-ჯერ შემცირდა. მსგავსი ვითარება შეინიშნება Twitter-ზე წამყვანი კრიპტოვალუტების პოპულარობის მხრივ. BTC-თან დაკავშირებული თვითების რიცხვი 2017 წლიდან მოყოლებული თითქმის ხუთჯერ შემცირდა, ETH-ისა და კი ოთხნახევარჯერ. შეგახსენებთ, Ethereum-ის არსებობის ხუთი წლის განმავლობაში ქსელის საშუალებით გადაცემულ ამ კრიპტოვალუტის საერთო ფასმა 986 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. https://bit.ly/3fuh63R
  19. აშშ-ის მხრიდან ტექნოლოგიური ემბარგოს საპასუხოდ კომპანია Huawei-მ აამოქმედა „გეგმა ბ“, რომელიც წინასწარ ჰქონდა შემუშავებული. რესურს chinastarmarket.cn-ის ინფორმაციით, ეს გეგმა მოიცავს პროექტ Nanniwan-ს, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს აღარ გამოიყენოს ამერიკული ტექნოლოგიები. პროექტის სახელწოდება უკავშირდება ნანივანის ხეობას, რომელიც მდებარეობს იანიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 90 კილომეტრში (შენსის პროვინცია). 1941 წელს იაპონიის საიმპერატორო არმიისა და გომინდანის ეკონომიკური ბლოკადის საპასუხოდ, კომუნისტებმა დაიწყეს სოფლის მეურნეობის ექსპერიმენტირება თვითუზრუნველყოფისთვის. მე-8 არმიის 359-ე ბრიგადა გაგზავნილ იქნა ნანივანში პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. 1943 წელს შესრულებული ნამუშევარი წარმატებულად გამოცხადდა და ამ მოვლენაზე He Jingzhi-მ დაწერა სიმღერა, რომელიც ტრადიციულ ხალხურ მელოდიად იქცა. შესაბამისად, Huawei ამ სახელწოდებით ცდილობს იმ იდეის გადმოცემას, რომ კომპანია რთულ დროში აპირებს ფსონი დადოს თვითკმარობაზე. შედეგად, ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ლეპტოპები, სმარტ ტელევიზორები, სახლის ელექტრონიკა - უნდა გახდეს აშშ-ის გავლენისგან სრულიად დამოუკიდებელი. Huawei-ს ქვეგანყოფილება, რომელიც სამომხმარებლო პროდუქტების შემუშავებითაა დაკავებული, უპირველეს ყოვლისა ძალისხმევას მიმართავს ლეპტოპებისა და სმარტ ტელევიზორების ამერიკული კომპონენტების გარეშე წარმოებისკენ. ცნობილია, რომ 17 აგვისტოს საზაფხულო ღონისძიებაზე Huawei წარადგენს პირველ ლეპტოპსა და სხვა პროდუქტებს, რომლებშიც არ იქნება მოცემული ამერიკული კომპონენტები. Huawei-ს ახალი სუვერენული ლეპტოპის პროცესორის მწარმოებელი ამ დრომდე უცნობია, თუმცა წყაროები ამტკიცებენ, რომ ამ მოწყობილობას არ ექნება ისეთი კომპონენტები, რომლებშიც რაიმე ამერიკული ტექნოლოგია გამოიყენება. შესაძლოა, საუბარი ეხება ARM პროცესორს, რომელიც დამზადებული იქნება ჩინური SMIC-ის მიერ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ამგვარი პროდუქტების პირველი ნიმუშები ჩინეთის ფარგლებს გარეთ დიდი ალბათობით არავის დააინტერესებს, თუმცა საინტერესოა, საბოლოო ჯამში რას შემოგვთავაზებს Huawei. https://bit.ly/33zc0ki
  20. კომპანია Google აქტიურ მზადებას განაგრძობს სერვის Play Music-ის დახურვისთვის. ცოტა ხნის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ პლატფორმა სექტემბერში შეწყვეტს მუშაობას ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. დანარჩენ მსოფლიოში სერვისი და მობილური აპლიკაცია Play Music ფუნქციონირებას შეწყვეტს ოქტომბერში. მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ მუსიკის სტრიმინგს აპლიკაციიდან, ასევე ვერც სერვისის ვებ-ვერსიიდან. მიუხედავად იმისა, რომ სერვისი ოქტომბერში დაიხურება, კომპანია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავიანთი მუსიკალური კოლექცია გადაიტანონ YouTube Music-ზე მიმდინარე წლის დეკემბრამდე. ახალ პლატფორმაზე უმტკივნეულოდ გადასვლისთვის კომპანიამ ჯერ კიდევ მაისში წარადგინა სპეციალური ინსტრუმენტი Google Takeout. იგი იმუშავებს სერვის Play Music-ისა და შესაბამისი მობილური აპლიკაციის მუშაობის შეწყვეტის შემდეგაც კი. თუკი მომხმარებლები გარკვეული მიზეზების გამო არ გადაწყვეტენ თავიანთი მუსიკალური კოლექციის ახალ პლატფორმაზე გადატანას, მიმდინარე წლის დეკემბრის შემდეგ მთელი კონტენტი მათთვის მიუწვდომელი გახდება, მანამდე შეძენილი ყველა მუსიკალური კომპოზიცია აღარ დაექვემდებარება აღდგენას. ამიტომ კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს იჩქარონ ახალ სერვისზე მიგრაცია. Play Music-ის დახურვასთან ერთად Google-მა დააანონსა ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებული იქნება Play მარკეტიდან მუსიკის შეძენასთან. სულ მალე კომპანია აპირებს მარკეტიდან წაშალოს მთელი მუსიკა, ასე რომ სერვისში შეძენა შეუძლებელი გახდება. ამავე დროს, მომხმარებლებისთვის გაჩნდება მისი გარე არხებიდან შეძენის შესაძლებლობა და შემდეგ YouTube Music-ის კოლექციაში დამატება. Play მარკეტში მუსიკის გაუქმების ზუსტ თარიღს Google არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ეს მოხდება „აგვისტოს ბოლოს“. https://bit.ly/30tNoI7
  21. Bitcoin-ფიუჩერსების ღია პოზიციების მოცულობამ 12 კრიპტოდერივატიულ პლატფორმაზე, რომლებსაც მოცემული ინსტრუმენტის მხარდაჭერა გააჩნიათ, 1 აგვისტოს შეადგინა 5.57 მლრდ აშშ დოლარი. ახალი ისტორიული მაქსიმუმი დადგინდა წინა რეკორდიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ. წინა რეკორდი იყო 5.37 მლრდ აშშ დოლარი და დაფიქსირდა მიმდინარე წლის თებერვალში. Skew-ს მონაცემებით, კვირას, 2 აგვისტოს, Bitcoin-ის ფასის 12 ათასი აშშ დოლარიდან 10500 აშშ დოლარამდე ვარდნის ფონზე შედგა 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღია პოზიციების ლიკვიდაცია. ორშაბათს, 3 აგვისტოს, ამ მაჩვენებელმა შეადგინა 4.99 მლრდ აშშ დოლარი. Bitcoin-ფიუჩერსების ღია ინტერესის დინამიკა დღესდღეობით ლიდერები არიან OKEx, BitMEX და ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟა (CME), რომლებზეც მოდის ღია პოზიიციების ერთობლიობის 57 %. ფიუჩერსებით ვაჭრობის ღია პოზიციების მოცულობამ ახალი რეკორდის ფონზე 3 აგვისტოს შეადგინა 14.48 მლრდ აშშ დოლარი, რომელიც თითქმის სამჯერ ნაკლებია 29 ივლისის მაჩვენებელთან (43.05 მლრდ აშშ დოლარი) შედარებით, როდესაც Bitcoin-ის ფასი 11 ათას აშშ დოლარზე იმყოფებოდა. https://bit.ly/33pgQAQ
  22. 10-ნანომეტრიანი Intel Tiger Lake პროცესორების გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და, შესაბამისად, სულ უფრო მეტი რამ ხდება მათ შესახებ ცნობილი. ამჯერად ცნობილი გახდა ახალი თაობის ფლაგმანის, Core i7-1165G7-ის ტესტირების შედეგები PassMark ბენჩმარკზე. ასევე მოხდა ამ შედეგების შედარება ფლაგმანური AMD Ryzen 7 4800U მოდელის მაჩვენებლებთან. Core i7-1165G7 პროცესორს, არაოფიციალური ცნობებით, აქვს ოთხი ბირთვი და რვა ნაკადი, მისი საბაზისო სიხშირე 2.8 გჰც-ის ტოლია, მაქსიმალური Turbo-სიხშირე კი აღწევს 4.7 გჰც-ს. თავის მხრივ, AMD Ryzen 7 4800U მოდელს აქვს ორჯერ მეტი ბირთვი და ნაკადი (8/16), თუმცა მუშაობს უფრო დაბალ სიხშირეებზე - 1.8/4.2 გჰც. TDP-ის დონე ორივე პროცესორის შემთხვევაში 15 ვატია. ერთბირთვიან ტესტში Core i7-1165G7 მოდელის მაჩვენებელია 3273 ქულა, Ryzen 7 4800U პროცესორის საშუალო შედეგი კი 2631 ქულაა. 24 %-ით მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია პირველ რიგში უფრო მაღალი ტაქტის სიხშირით, აგრეთვე შესაძლოა თავად Willow Cove არქიტექტურის უკეთესი წარმადობით. PassMark-ის თანახმად, წარმადობის საერთო შეფასებით, რომელიც მრავალბირთვიან ტესტებსაც მოიცავს, AMD-ის პროცესორი წინ არის. Ryzen 7 4800U პროცესორის შედეგია 17 552 ქულა, Core i7-1165G7 მოდელისა კი - 13 372 ქულა. განსხვავება 31.3 %-ს შეადგენს. დასასრულს დავამატებთ, რომ Intel Tiger Lake პროცესორების გამოსვლის ზუსტი ვადა ჯერჯერობით უცნობია. Intel-მა დიდი ვირტუალური ღონისძიება დაგეგმა 2 სექტემბრისთვის, რომელზეც დიდი ალბათობით შედგება კიდეც ახალი პროცესორების წარდგენა. https://bit.ly/3fphVL5
  23. Tesla ლიდერია ელექტრომობილების გაყიდვის მხრივ და როგორც რესურსი Electrek აცხადებს, მან 2020 წლის გაყიდვების მაჩვენებლით გადააჭარბა ელექტრომობილების მწარმოებელი სამი სხვა უმსხვილესი კომპანიის რეალიზაციის ჯამურ მაჩვენებელს. ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია უკვე დიდი ხანია ლიდერია სრულიად ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვის კუთხით, თუმცა საწარმოო ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ Tesla დაკარგავდა ამ პოზიციას, რადგანაც სულ უფრო მეტი საავტომობილო კომპანია იწყებს ელექტრომობილების გამოშვებას. თუმცა ამგვარი რამ არ მოხდა, სატატისტიკა მოწმობს, რომ Tesla კვლავ შესამჩნევად ლიდერობს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების მხრივ ბაზარზე სხვა კომპანიების მოდელების გამოჩენის მიუხედავად. ბლოგ EV Sales-ის ავტორმა José Pontes-მა, რომელიც ელექტრომობილების მსოფლიო გაყიდვების მონიტორინგითაა დაკავებული, განაცხადა, რომ Tesla კვლავ პირველ ადგილს იკავებს ელექტრო ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელთა რეიტინგში. მისი წილი ბაზრის 28 %-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ Tesla არა მხოლოდ ლიდერობს, არამედ აქვს ელექტრომობილების რეალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ვიდრე მის მომდევნო სამ მანქანათმშენებელ კომპანიას ერთად. ეს კომპანიებია Renault-ისა და Nissan-ის ალიანსი, Volkswagen და ჩინური BYD.  თუკი მხედველობაში მივიღებთ ჰიბრიდულ სატრანსპორტო საშუალებებს, კომპანიების რეიტინგი იცვლება, თუმცა Tesla მაინც ზედა პოზიციაზე რჩება. ილონ მასკის კომპანიის საბაზრო წილი 19 %-ს შეადგენს. https://bit.ly/3gtifdl
  24. Silent Hill-ის ოფიციალური Twitter-გვერდის გახსნა რეალური ნაბიჯია და არა ყალბი ინფორმაცია, თამაშის შესახებ სამომავლო სიახლეები სწორედ აქ გამოქვეყნდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Silent Hill-ის ხელახალი გამოშვების წარდგენა შედგება აგვისტოს დასაწყისში, PlayStation 5-ისთვის განკუთვნილი მორიგი ონლაინ-პრეზენტაციის ფარგლებში. თარგმანი: ატმოსფერო - ეს ყველაფერია, Dead by Daylight იწვევს შიშს, Silent Hill -ის დამთრგუნველი ატმოსფერო სქრინშოტებზე ანონსის ძირითადი დეტალები: თამაშს ქმნის Sony Japan Studios და იგი ექსკლუზივი იქნება PS5-ისთვის; 2019 წელს იაპონიაში დაიწყო მუშაობა ახალ Silent Hill-ზე; თამაშის მთავარი დეველოპერია კეიტიირო ტოიამა, ორიგინალი Silent Hill-ისა და Siren-ის ავტორი. მუსიკას წერს აკირა იამაოკო, არტით კი დაკავებულია მასაჰირო იტო. მოკლედ, Silent Hill 5-ს ქმნის სერიის ორიგინალი გუნდი. თამაშს უკვე აქვს დემო. მას საზოგადოებას წარუდგენენ ანონსის შემდეგ, რომელიც მალე შედგება. ბოლო თვეებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Konami-ს სურს Silent Hill-ის სერიის მსუბუქი გადატვირთვა, რომელსაც დაერქმევა უბრალოდ „Silent Hill“. ცნობილია, რომ სერია ხელახლა გააცნობს და საშუალებას მისცემს როგორც ახალ, ასევე ძველ მოთამაშეებს დატკბნენ თამაშით ისე, რომ სერიების გასული მოვლენების შესახებ არ იცოდნენ. ღონისძიება შედგება 6 აგვისტოს და მისი მსვლელობისას დასახელდება PlayStation 5 კონსოლის გამოსვლის ზუსტი თარიღი და ფასი. https://bit.ly/2BSlADy
  25. Microsoft-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაინტერესებულია TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შეძენით. აშშ-ის პრეზიდენტი Microsoft-ს დათანხმდა - აწარმოოს მოლაპარაკებები TikTok-ის შეძენასთან დაკავშირებით, თუკი გარიგება მიიღწევა 45 დღის განმავლობაში. ამის შესახებ განაცხადა სააგენტო Reuters-მა სამ ინფორმატორზე დაყრდნობით. ხსენებული გარიგების წარმატების შედეგად Microsoft მიიღებს TikTok-ის 100 მილიონ მომხმარებელს შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან და გახდება ისეთი გიგანტი სოციალური ქსელების კონკურენტი, როგორებიცაა Facebook და Snap. შეგახსენებთ, Microsoft ფლობს პროფესიონალურ სოციალურ ქსელ LinkedIn-ს. ტრამპმა გასული კვირის დასასრულს უარი თქვა Microsoft-ის მიერ TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შთანთქმის იდეაზე, თუმცა კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ Satya Nadella-სთან საუბრის შემდეგ მან გადაწყვეტილება შეცვალა და ნება დართო დაიწყოს მოლაპარაკებები ByteDance-თან იმ პირობით, თუკი შეთანხმება მიღწეულ იქნება 15 სექტემბრამდე. წყაროების ინფორმაციით, ეს არის უკიდურესი ვადა, რომელიც ByteDance-სა და Microsoft-ს დაუწესდა აშშ-ის საგარეო ინვესტიციების კომიტეტის მიერ: ეს ორგანო გულმოდგინედ განიხილავს გარიგებებს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის მატარებელი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ინფორმატორის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა რამდენიმე მრჩევლისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის გავლენის შედეგად. TikTok-ის აკრძალვა გამოიწვევდა მომხმარებლების უკმაყოფილებას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ და, დიდი ალბათობით, განაპირობებდა უფლებრივი პრობლემების ტალღას. ბოლო დღეებში რამდენიმე რესპუბლიკელი დეპუტატი გამოვიდა განცხადებებით, სადაც ტრამპს მოუწოდებდნენ მხარი დაეჭირა TikTok-ის შეძენისთვის. ByteDance-სა და Microsoft-ს შორის მოლაპარაკებებს დააკვირდება CFIUS, რომელსაც უფლება აქვს დაბლოკოს ნებისმიერი შეთანხმება. Microsoft-მა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის გარიგების წარმატებით შესრულებაში. კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც TikTok ნახსენები არ არის, ჩინურმა კომპანია ByteDance-მა განაცხადა, რომ წარმოუდგენელი სირთულეების წინაშე დგას. https://bit.ly/30q0NAW
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.