Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5910
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. Xiaomi Youpin-მა გამოუშვა დესკტოპ კომპიუტერი Ningmei Soul GI6 პროცესორ AMD Ryzen 5 2600-ის ბაზაზე, მისი ფასი 260 აშშ დოლარიდან იწყება. მოწყობილობა გაიყიდება Share, Fun და Enjoy ვერსიების სახით, მათი ტექნიკური მახასიათებლები განსხვავებული იქნება. საბაზისო ვერსიას ექნება AMD Ryzen 5 2600 პროცესორი და Radeon RX 550 ვიდეო დაფა 4 გბ ვიდეომეხსიერებით. კომპიუტერს ექნება 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 180-გიგაბაიტიანი SSD. Fun ვერსია დაფუძნებულია იმავე პროცესორზე, თუმცა აქვს Radeon RX 590 ვიდეო დაფა 8 გბ მეხსიერებით. ინტეგრირებული SSD-ის მოცულობაა 256 გბ, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა კი ამ შემთხვევაშიც 8 გიგაბაიტია. ამ ვერსიის ფასი 375 აშშ დოლარს შეადგენს. უფროს მოდიფიკაციას, Enjoy-ს ექნება იგივე ვიდეო დაფა, რაც Fun-ს, თუმცა ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს, SSD-ისა კი 512 გბ-ს. სამივე კომპიუტერს საფუძვლად უდევს ASUS-ის დედა დაფა A320-ის ბაზაზე. რაც შეეხება კომპიუტერის გარეგნულ იერსახეს, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სისტემური ბლოკი წარმოდგენილია ფუტურისტული დიზაინით, აქვს გამჭვირვალე სახურავი და უკანა პანელზე - „ფანჯარა“, რომლის მიღმა ჩანს სისტემის შიდა კომპონენტების განათება. კომპიუტერის შეკვეთა უკვე შესაძლებელია Xiaomi Youpin პლატფორმაზე. https://bit.ly/2EiEeVW
  2. ათიდან შვიდი კრიპტო-ინვესტორი მზადაა არ მოიშოროს Bitcoin-ი მისი ფასის ნულამდე ჩამოსვლის შემთხვევაშიც კი. ამას მოწმობს Stock-to-Flow მოდელის ავტორის, PlanB-ს ანალიტიკოსის გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 22 635-მა მომხმარებელმა. კითხვაზე - „რა ფასზე იტყვით უარს Bitcoin-ზე, თუკი იგი მკვეთრად არ მოიმატებს უახლოეს რამდენიმე წელში?“ - რესპონდენტების 5.8 %-მა განაცხადა, რომ მზადაა კრიპტოვალუტა მოიშოროს მისი ფასის 1000 აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოსვლის შემთხვევაში. დაახლოებით ამდენივე მზადაა უარი თქვას 1000-3000 აშშ დოლარის დიაპაზონში ყოფნისას. გამოკითხულთა 16.2 % მზადაა Bitcoin-ი გაყიდოს 6 ათას აშშ დოლარის დონეზე. გამოკითხვის მონაწილეთა დანარჩენმა 72-მა პროცენტმა განაცხადა, რომ Bitcoin-ს იმ შემთხვევაშიც კი შეინარჩუნებენ, თუკი მისი ფასი ნულს მიუახლოვდება. დაახლოებით ამდენივე „თავდაჯერებული hodl-ერი“ (57.5%) აღმოჩნდა პირველი კრიტიკოსის, პიტერ შიფის ივლისის გამოკითხვაში, რომელში მონაწილეობა 28 ათასმა ადამიანმა მიიღო. https://bit.ly/3g8JGYW
  3. როგორც უკვე ვიცით, ამერიკული სანქციები Huawei-სა და მასთან დაკავშირებული კომპანიებისადმი გაფართოვდა, რის შედეგად ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა დაკარგა შესაძლებლობა - მიიღოს კომპონენტები, რომლებიც მზადდება ან შემუშავებულია ამერიკული აღჭურვილობის, ტექნოლოგიების ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. MediaTek, რომელიც HiSilicon-ის „სცენიდან გასვლის“ შემდეგ ამ დრომდე განიხილებოდა პროცესორების მთავარ სათადარიგო მომწოდებლად, ამჟამად მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მობილური პროცესორების ტაივანური მწარმოებელი დიდი ხანია თანამშრომლობს Huawei-სთან, თუმცა MediaTek-ის პროცესორებს უშვებს კომპანია TSMC, რომელიც მთელ წარმოებაში ეყრდნობა ამერიკული კომპანიების აღჭურვილობას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიებს. როგორც ჩანს, TSMC და MediaTek ვეღარ გააგრძელებენ Huawei-სთვის პროესორების მიწოდებას. როგორც Nikkei Asian Review აღნიშნავს, MediaTek-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეაფასეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის ახალი წესების გატარებისგან მოსალოდნელი შედეგები, თუმცა აღიარეს, რომ კომპანია დაემორჩილება საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. უახლოეს პერსპექტივაში ახალი წესები არსებით გავლენას არ მოახდენს MediaTek-ის საქმიაობაზე - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები, თუმცა MediaTek-ის აქციების კურსი ტაივანურ საფონდო ბირჟაზე უკვე 9 %-ით შემცირდა. გარე ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამერიკული სანქციების ახალი ფაზის შედეგად Huawei მოწყვეტილი იქნება ბევრი სხვა კომპონენტისგან: დისპლეებისა და გამოსახულების სენსორებისგან, მეხსიერების მიკროსქემებისა და სხვა სპეციფიკური ელექტრონიკისგან, რომლებიც სმარტფონების წარმოებაში გამოიყენება. https://bit.ly/349GFFj
  4. 5 აგვისტოს ვირტუალურ პრეზენტაცია Galaxy Unpacked 2020-ზე შედგა Samsung-ის ახალი, დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონის ფორმალური ანონსი - ეს იყო მოწყობილობა Galaxy Z Fold 2. ამჯერად კი ინტერნეტ-წყაროები გვიზიარებენ მისი გაყიდვის დაწყების ვადას. ახალ სმარტფონს აქვს ორი Infinity-O დისპლეი პრაქტიკულად უხილავი ჩარჩოებით - გარე ეკრანის ზომაა 6.2 დუიმი, შიდა ეკრანისა - 7.6 დუიმი. ეს უკანასკნელი გახლავთ დრეკადი და შესაძლებელია მისი შუაში დაკეცვა. ცნობილია, რომ მოწყობილობას საფუძვლად უდევს პროცესორი Snapdragon 865 Plus. მოცემულია მოდემი X55 5G, რომელიც პასუხისმგებელია მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერაზე. უკანა პანელზე განთავსებულია სამი კამერა. ხელმისაწვდომია სიმეტრიული USB Type-C პორტი. IT-ბლოგ @evleaks-ის ავტორმა Evan Blass-მა განაცხადა, რომ Galaxy Z Fold 2-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება 2 სექტემბრიდან დაიწყება, მოწყობილობის ფაქტობრივი გაყიდვა კი მოგვიანებით - თვის 18 რიცხვიდან. სმარტფონის ფასის შესახებ ოფიციალური ცნობები არ არსებობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მისი ღირებულება დაახლოებით 2 ათასი აშშ დოლარი იქნება. https://bit.ly/3iKE0pA
  5. Bitcoin-მა პოპულარობით გაუსწრო აშშ-ის წამყვან კომპანიებს და მხოლოდ Tesla-ს ჩამორჩება. ამას მოწმობს ფინანსური ანალიტიკური პორტალის, TradingView-ს მონაცემები. Tesla-ს კოტირებები გახდა ყველაზე ხშირად განხილვადი ივლისში 31 შტატში. Bitcoin-ი ყველაზე მეტად პოპულარული აღმოჩნდა კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ორეგონში. განხილვების კუთხით მესამე ადგილი დაიკავა Boeing-ის აქციებმა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, Tesla-ს აქციების ფასი 283%-ზე მეტით გაიზარდა იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის ფასმა მოიმატა 60 %-ით. წყარო: TradingView Apple, რომლის კოტირებები წლის დასაწყისიდან მოყოლებული გაიზარდა 53%-ით, ვერ გახდა ლიდერი ვერც ერთ შტატში. TradingView-ში აღნიშნავენ, რომ ტრეიდერებისა და ინვესტორების ინტერესი კომპანიის მიმართ მეტად დაბალია. Bitcoin-ის, როგორც ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტის ალტერნატივის როლს, ბევრი ექსპერტი აღნიშნავს. ვენჩურული კომპანია Social Capital-ის დამფუძნებელმა BTC-ს უწოდა მსოფლიო ეკონომიკის ვარდნისგან დაზღვევა, Nasdaq-ზე კოტირებადმა კომპანია MicroStrategy-მ 250 მლნ აშშ დოლარი შეიტანა Bitcoin-ში. https://bit.ly/3g3OTRD
  6. ბოლო თვეების განმავლობაში რაჯა კოდური საზოგადოებას უზიარებს ცნობებს ახალ არქიტექტურასა და Intel GPU Xe Graphics სერიის შესახებ. Xe სერიაში წარმოდგენილი იქნება Xe LP Graphics ბრენდის გრაფიკული პროდუქტები, დაწყებული საბაზისო დონის ნაკლებად მძლავრი ინტეგრირებული პროცესორებიდან - დამთავრებული მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი მრავალჩიპიანი გადაწყვეტილებებით. გასულ კვირაში განიხილებოდა გრაფიკა Intel Xe HP, რომელიც წარმოდგენილი იქნება სამ ვარიანტად. საბაზისო მოდელს ექნება ერთი დაფა 512 EU-ითა (Execution Units) და ორი HMB2 მეხსიერებით. Intel-ს არ დაუზუსტებია ზუსტი მახასიათებლები, თუმცა წარმოადგინა გამოთვლითი დატვირთვის წარმადობის მასშტაბირება 1T, 2T და 4T ვარიანტებში: მუშაობის განაწილება SLI და CrossFire ტექნოლოგიების მქონე გრაფიკულ პროცესორებში გაცილებით რთულია, დამატებითი გრაფიკული პროცესორის მასშტაბირება კი, როგორც წესი, გეიმერებს ანიჭებს საუკეთესო შემთხვევაში 50-80%-ით მეტ დამატებით წარმადობას. "Hot Chips" პრეზენტაციის დროს რაჯა კოდურიმ წარადგინა GPU Intel Xe HP „Petaflops Scale“, რომელიც რეალურად ბევრად დიდია ნებისმიერ სხვა ჩიპთან შედარებით. ამჟამად Intel ამზადებს Xe HP Ponte Vecchio-ს, რომელიც დამზადებული უნდა იყოს Intel-ის 7-ნანომეტრიანი ლითოგრაფიით, მისი გამოყენება იგეგმება ახალ სუპერკომპიუტერ Aurora-ში. Intel-ს საკუთარ ლაბორატორიაში გააჩნია 1-ელემენტიანი, 2-ელემენტიანი და 4-ელემენტიანი Xe HP კრისტალები. წარმოდგენილ 4-ელემენტიან Intel Xe HP-ს შეუძლია შეასრულოს დაახლოებით 42 TFLOPS გამოთვლა. თუმცა, რაჯა კოდურიმ განაცხადა, რომ ეს არ არის მაქსიმალური წარმადობა და Xe HP-ს შეუძლია მიაღწიოს "petaflops scale computing"-ს ან 1000 TFLOPS-ზე მეტ წარმადობას. https://bit.ly/3h8jwXB
  7. ჩინურმა კომპანია ZTE-მ ისარგებლა სოციალურ ქსელ Weibo-თი, რათა განეცხადებინა, რომ ახალი სმარტფონის, ZTE Axon 20 5G-ს წარდგენა ოფიციალურად შედგება 1 სექტემბერს. მისი მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი ის არის, რომ ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი მოწყობილობა, რომლის ფრონტალური კამერა განთავსებულია უშუალოდ დისპლეის ქვეშ. გასულ კვირაში ZTE-ს მობილური მოწყობილობების ქვეგანყოფილების პრეზიდენტმა Ni Fei-მ განაცხადა, რომ ჩინური კომპანია იქნება მსოფლიოში პირველი ბრენდი, რომელიც დააანონსებს სმარტფონს დისპლეის ქვეშ არსებული ფრონტალური კამერით. გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ფიგურირებდა სახელწოდება ZTE A20 5G, რომელიც, როგორც ნავარაუდევი იყო, ეკუთვნის ეკრანის ქვეშ მქონე სმარტფონს. ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის სერტიფიცირების ცენტრის ( TENAA ) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ცნობილი გახდა, რომ ZTE-ს ახალი სმარტფონის კოდური სახელწოდებაა A2121. შეგახსენებთ, Axon-სერიის წინა სმარტფონის კოდური დასახელება იყო A2020 Pro, ბაზარზე კი გამოვიდა სახელით - ZTE Axon 10 Pro 5G. ამჯერად ჩინურმა კომპანიამ დაადასტურა, რომ მსოფლიოში პირველი სმარტფონი ეკრანის ქვეშ კამერით გამოვა 1 სექტემბერს. რაც შეეხება ZTE Axon 20 5G-ს მახასიათებლებს, TENAA-ს მონაცემებით, მოწყობილობას აქვს 6.92-დუიმიანი OLED დისპლეი Full HD+ გაფართოებით (2460 × 1080 პიქსელი). დისპლეიზე არ არის მოცემული არანაირი ჭრილი. 32-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა განთავსებულია დისპლეის ქვეშ. მიიჩნევა, რომ ამგვარი კონსტრუქციის კამერის მუშაობის უზრუნველყოფაში მონაწილეობს ჩინური კომპანია Visionox-ის ტექნოლოგია. რაც შეეხება ძირითად კამერას, იგი წარმოდგენილია 64, 8, 2, 2-მეგაპიქსელიანი სენსორებით. მოწყობილობის აპარატული საფუძველია რვაბირთვიანი ჩიპი, რომელიც მუშაობს 2.4 გჰც-მდე სიხშირეზე (სავარაუდოდ, ეს იქნება Qualcomm Snapdragon 765G). მეხუთე თაობის ქსელში მუშაობას უზრუნველყოფს ინტეგრირებული მოდემი Snapdragon X52 5G. მომხმარებლები შეძლებენ აირჩიონ 6, 8 ან 12 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდელები, შიდა მეხსიერების მოცულობა კი გახლავთ 64, 128 ან 256 გბ. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 4120 მა/სთ მოცულობის ბატარეა, პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია Android 10. https://bit.ly/2YayW5U
  8. შედგა ვირტუალური სადებეტო Visa ბარათის გამოშვება, რომელსაც აქვს Litecoin-ის ბუნებრივი მხარდაჭერა. მისი ემიტენტია კომპანია BlockCard. როგორც პროდუქტის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, უკვე არსებული ბარათისგან ახალი ბარათი განსხვავდება იმით, რომ იგი ერთადერთია, სადაც დეპონირებული თანხა კონვერტირდება და ინახება LTC-ში განაღდებამდე. ბარათზე თანხის შეტანა შესაძლებელი იქნება 12 კრიპტოვალუტაში: Litecoin-ის პარალელურად, ესენია - Bitcoin, Bitcoin Cash, Basic Attention Token, Dai, Ethereum, Paxos Standard, Stellar Lumen, Ternio, Tether, TrueUSD, USD Coin და XRP. ამჟამად ბარათი ხელმისაწვდომია აშშ-ის რეზიდენტებისთვის, სამომავლოდ მოსალოდნელია ევროპის 31 ქვეყნის მხარდაჭერის დამატება. იმისათვის, რომ Litecoin Card-ის მოხმარება დაიწყონ, მომხმარებლებს აუცილებლად მოუწევთ ვერიფიკაციის გავლა. შეგახსენებთ, წინა მცდელობა - გამოსულიყო სადებეტო Visa ბარათი Litecoin-ის მხარდაჭერით - წარუმატებელი აღმოჩნდა. ამგვარი ბარათის შემოთავაზება იგეგმებოდა პროცესინგ-სერვის LitePay-ს ფარგლებში. იმ დროს, LitePay-ის უკან მდგომი, იმავე სახელის მქონე კომპანია ამტკიცებდა, რომ სერვისის ამოქმედება ჩაიშალა „საგადახდო ბარათის ემიტენტების მხრიდან კრიპტოსავალუტო კომპანიებისადმი მტრული ქმედების გამო“. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ LitePay-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ აზარემ Litecoin Foundation-ს მიმართა დამატებითი დაფინანსებისთვის, რაზედაც ორგანიზაციამ უარი უთხრა ბიუჯეტის ბუნდოვანი განაწილებისა და კომპანიის მმართველობის საეჭვო პროცესის გამო. https://bit.ly/3hgJPLn
  9. NVIDIA-ს მომდევნო თაობის ვიდეო დაფების პრეზენტაცია 1 სექტემბერს შედგება. სავარაუდოდ, ამ დრომდე ხელთ გვექნება მხოლოდ გადაუმოწმებელი, არაოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც რაციონალური სკეპტიციზმით უნდა მივუდგეთ. ამჯერად შევაჯამებთ აგვისტოს პირველ ნახევარს, რომელიც დატვირთული იყო არაოფიციალური ცნობებით. პირველი საკითხია Ampere არქიტექტურის ვიდეო დაფების ბაზარზე გამოსვლის დრო. ქვემოთ წარმოდგენილია ცხრილი, რომლიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ როდისთვის უნდა ველოდოთ ფლაგმანურ მოდელებს, სექტემბრის ბოლოს კი გაყიდვაში შესაძლოა გამოვიდეს ნაკლები წარმადობის მქონე GeForce RTX 3070. RTX 3060 დაფის გამოსვლის შესახებ ცნობილი არაფერია. ცხრილში მითითებულია ვიდეო დაფები, რომელთაც ჩაანაცვლებენ ახალი მოდელები. მორიგი საკითხია ფლაგმანური GeForce RTX 3090 დაფის დეტალები, რომელიც მასობრივ სეგმენტს უზრუნველყოფს 24 გბ GDDR6X მეხსიერებით. დიდი ალბათობით, ამ მოცულობის მეხსიერება ექნება Ampere Titan-ს, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა დემოკრატიული ფასით. რაც შეეხება ფასს, არის მოსაზრება, რომ RTX 3090 შეიძლება 2 ათასი აშშ დოლარი ღირდეს, რაც 500 აშშ დოლარით მეტია მიმდინარე თაობის ფასთან შედარებით. რთულია წარმოდგენა, რა შეიძლება ღირდეს Ampere Titan: 5 ათასი აშშ დოლარი?  მოგვიანებით გავრცელდა იმედის გამაცრუებელი ცნობები, რომ NVIDIA-ს ახალ ფლაგმანს ექნება არაუმეტეს 12 გბ სწრაფი მეხსიერება 20 000 მჰც-ს ზემოთ სიხშირით. ამჯერად კი გადამოწმებული წყაროების ინფომაციის თანახმად, RTX 3080-ის მახასიათებლებია 2.1 გჰც სიხშირე, 10 გბ მეხსიერება 19 000 მჰც სიხშირით. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ან RTX 3090-ს ექნება 12 გბ მეხსიერება, ან უახლესი ინფორმაცია მცდარია, რადგანაც დაუშვებელია 10 გბ სხვაობა ორ ფლაგმანს შორის. ასეთ ფონზე Big Navi-ს ფანატებმა გაიხსენეს, რომ ერთ-ერთი გაჟონილი ინფორმაციის თანახმად დაფას 16 გბ სწრაფი მეხსიერება ექნება (ცხადია, 20 000 მჰც და მეტი). რომ აღარაფერი ვთქვათ ჩიპლეტებზე გადასვლაზე, რომლის წყალობით შესაძლოა AMD-მ საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს, რაც სავსებით მოსალოდნელია. მოკლედ, კონკრეტული მახასიათებლები ამ დრომდე უცნობია - ცხადია ის, რომ კონკურენცია სერიოზული იქნება. https://bit.ly/31TDu1M
  10. Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს ავტოპილოტირების ახალი გადაკეთებული ვერსია (Full Self-Driving, FSD) მიგვიყვანს „კვანტურ ნახტომამდე“ ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. პროგრამული უზრუნველყოფის ეს ახალი ვერსია ავტომობილების პარკში ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს 6-10 კვირაში. შეგახსენებთ, Tesla ამჟამად დაკავებულია თავის ელექტრომობილებში ავტოპილოტირების სისტემის ფუნდამენტალური გადაკეთებით. ახალი ალგორითმის სწავლების ფარგლებში, ილონ მასკის თქმით, ხელოვნური ინტელექტი გადაჭრის უფრო და უფრო მეტ პრობლემას. ავტოპილოტი ასევე მიიღებს ობიექტების მარკირების უფრო დეტალურ და მოწინავე სისტემას. აღმასრულებელი დირექტორი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი განაპირობებს პრინციპულ ცვლილებებს: „FSD-ის გაუმჯობესება იქნება ნამდვილი კვანტური ნახტომი, რადგანაც ეს გახლავთ არქიტექტურის ფუნდამენტალური გადამუშავება და არა არსებული მოდელის კორექტირება. მე პირადად ვმგზავრობ ავტოპილოტირების მოწინავე ალფა-ვერსიის მქონე მანქანით. საჭიროა პრაქტიკულად ნულოვანი ჩარევა სახლსა და სამსახურს შორის გადაადგილებისას. შეზღუდული საჯარო ვერსია 6-10 კვირაში გამოვა“. გასულ თვეში მასკმა განაცხადა, რომ ავტოპილოტის განახლებამდე 2-4 თვე დარჩა, ამასთან, იგი კომპანიას დაეხმარებოდა უფრო მეტი ფუნქციის სწრაფად ამოქმედებაში. „შეზღუდული გამოშვება“, როგორც წესი, ნიშნავს, რომ Tesla აპირებს განახლება მიაწოდოს ადრეული წვდომის პროგრამის პირველ მონაწილეებს, რომლებიც ტესტავენ ახალი ფუნქციების ბეტა-ვერსიას და გასცემენ გამოხმაურებებს მანამ, სანამ Tesla დაიწყებს უფრო ფართოდ გავრცელებას. ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც მასკმა ახსენა ავტოპილოტირების ალფა ვერსიის ტესტირება საკუთარ ელექტრომობილში. წინა ჯერზე მეორე კვარტლის ანგარიშის კონფერენციაზე მან თავი მოიწონა, რომ სახლსა და სამსახურს შორის გადაადგილდება მანქანის მართვაში ჩარევის გარეშე. გასულ წელს მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს გეგმაშია 2020 წლის ბოლოსთვის აამოქმედოს 1 მილიონი რობოტაქსი უპილოტო სამგზავრო ქსელში. https://bit.ly/312doKL
  11. აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემა ჰიპოთეტური ციფრული დოლარის გამოშვების ექსპერიმენტებს ატარებს კვლევითი მიზნებისთვის, წერს Bloomberg. ფედერალური სასამართლოს მმართველთა საბჭოს წევრის, ლაელ ბრეინარდის განცხადებით, საუბარი არ ეხება ციფრული ვალუტის გამოშვებისთვის მზადებას, რაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. ფედერალური რეზერვების სისტემის შიდა კვლევის გარდა ბოსტონის ფედერალური სარეზერვოო ბანკი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) ერთობლივად მუშაობენ „ჰიპოთეტური ციფრული ვალუტის შექმნასა და ტესტირებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ცენტრალური ბანკის მიერ გამოყენებაზე“. შემუშავების შედეგები გამოქვეყნდება პროგრამული უზრუნველყოფის სახით ღია კოდით და საჯარო იქნება ექსპერიმენტირებისთვის - აღნიშნა ბრეინარდმა. პროექტს ხელმძღვანელობს აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი James Kunia, რომელმაც განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე სარეზერვო ბანკისა და MIT-ის სპეციალისტებს მოუწევთ შექმნან „მექანიზმი და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც CBDC-ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“ აშშ-ის ზომის ქვეყნისთვის. მან დაამატა, რომ არსებობს უამრავი პრობლემა: ტრანზაქციების უზარმაზარი რიცხვიდან დაწყებული - უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვით დამთავრებული. ბრეინარდმა განაცხადა, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა სწავლობს „ციფრული ვალუტის გამოყენების შედეგებს საგადახდო ეკოსისტემაზე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, საბანკო და საფინანსო ოპერაციებსა და მომხარებლების უფლებების დაცვაზე“. ამაზე მუშაობს აპლიკაციების შემქმნელი დეველოპერების გუნდი სარეზერვო ბანკიდან და მმართველთა საბჭოს პოლიტიკური განყოფილება. მთელი გატარებული კვლევითი საქმიანობის მიუხედავად, ფედერალური რეზერვების სისტემას არ მიუღია გადაწყვეტილება დაიწყოს თუ არა პოლიტიკური პროცესის ინიცირება ციფრული ვალუტის შესაძლო გამოშვებისთვის - აღნიშნა ბრეინარდმა. შეგახსენებთ, იმის შესახებ, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა შეისწავლიდა საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობებს, მან განაცხადა თებერვალში, ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ ანალოგიური პროექტის წამოყენების ფონზე. https://bit.ly/2FlWgap
  12. SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის დახურული ბეტა-ტესტირების პროგრამის რამდენიმე მონაწილემ ფორუმ Reddit-ზე გამოაქვეყნა Starlink-ის სპეციალური, დედამიწაზე არსებული ტერმინალების გამოყენებით განხორციელებული მონაცემთა გადაცემის სიჩქარის შემოწმების შედეგები. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლოთ აშშ-ის, აგრეთვე კანადის სამხრეთ ნაწილის მაცხოვრებლებს. ბეტა-ტესტის დაწყება მიმდინარე ზაფხულისთვის იყო დაგეგმილი. ამჟამად Starlink-თანამგზავრული ინტერნეტის მეშვეობით მონაცემთა გადაცემის სიჩქარის მაჩვენებლები ამგვარად გამოიყურება: ჩატვირთვის სიჩქარე — 60,24 მბიტ/წმ-მდე (7,2 მბ/წმ); Ატვირთვის სიჩქარე — 17,64 მბიტ/წმ-მდე (2,1 მბ/წმ); Დაყოვნება — 31 მწ-დან. სხვადასხვა მონაწილეების ბეტა-ტესტირების სერია გვიჩვენებს, რომ შეფერხების საშუალო მაჩვენებელი 40-50 მილიწამს შეადგენს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში - 94 მილიწამს. როგორც რესურსი FreeNews აღნიშნავს, შედარებისთვის, ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული თანამგზავრული პროვაიდერი HughesNet თავისი თანამგზავრული ინტერნეტ-ქსელის მოქმედებისას უზრუნველყოფდა მონაცემთა ჩატვირთვის სიჩქარეს 25 მბიტ/წმ-მდე, გადაცემას კი - 3 მბიტ/წმ-მდე, დაყოვნების მაჩვენებელი მონაცემთა გადაცემისას იყო 500 მილიწამამდე. წყარო მიუთითებს, რომ მის ფონზე Starlink გამოირჩევა უფრო მაღალი დაფარვის ზონითაც. SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტი მუშაობს მეჩხერად დასახლებულ ადგილებშიც, ქალაქებიდან ძალიან შორს. SpaceX-მა ადრე პირობა დადო, რომ კომპაქტური ინტერნეტ-თანამგზავრულ ქსელ Starlink-ის სრულად ამოქმედებისას უზრუნველყოფილი იქნება მონაცემთა გადაცემა 1 გბიტ/წმ (120 მბ/წმ) სიჩქარით, 25-35 მწ შეფერხებით. კომპანიას ჯერ არ გაუხმაურებია დედამიწაზე არსებული თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალის ფასი და ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის ოდენობა, თუმცა ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ სისტემასთან წვდომა მომხმარებელს დაუჯდება დაახლოებით 100 აშშ დოლარი თვეში. როგორც წყარო აღნიშნავს, Starlink-ინტერნეტის სიჩქარის შემოწმების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბევრმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ ამჟამად ისინი თავიანთ პროვაიდერებს უხდიან დაახლოებით 150 აშშ დოლარს თვეში ინტერნეტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ჩატვირთვის სიჩქარეს 10 მბიტ/წმ მაჩვენებლით, ატვირთვის კი 1 მბიტ/წმ-ს. https://bit.ly/2E2K2Tt
  13. Huawei Technologies არ არის ერთადერთი ჩინური კომპანია, რომელიც აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვებში მოექცა. ჯერ კიდევ გასულ წელს სამმართველო ორგანიზაციებს აშშ-ში აეკრძალათ ZTE-ს, Hikvision-ის, Dahua-ისა და Hytera-ს აღჭურვილობების გამოყენება, ამჯერად კი ეს აკრძალვა გავრცელდება კერძო კომპანიებზეც, რომლებიც არიან სახელმწიფო კონტრაქტების მიღების პრეტენდენტები. ამავდროულად, აშშ-ის ხელისუფლება განიხილავს შეწყდეს ამერიკული წარმოების პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიის მისამართით, Huawei-სთან მიმართებაში კი მსგავსი ზომები ფაქტობრივად უკვე გატარებულია. სწორედ ამის გამო TSMC ვეღარ შეძლებს HiSilicon პროცესორების მიწოდებას Huawei-სთვის მიმდინარე წლის 15 სექტემბრის შემდეგ. ახალმა შეზღუდვებმა შესაძლოა მოიცვას ZTE, ვიდეოთვალთვალის სისტემების მწარმოებლები - Hikvision და Dahua, აგრეთვე რადიოსადგურების მწარმოებელი Hytera. Hikvision-ის წარმომადგენლებმა Nikkei Asian Review-ს განუმარტეს, რომ აშშ-ის მხრიდან წინა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა კომპანიის ბიზნესზე, რადგანაც მას არ ჰქონდა პირდაპირი კონტრაქტები ამერიკულ სამთავრობო ორგანიზაციებთან. Forescout Technologies-ის შეფასებით, კერძო კომპანიები, საფინანსო და საგანმანათლებლო ორგანიზაციები აშშ-ში იყენებენ Huawei-ს არანაკლებ 67 ათას ერთეულ აღჭურვილობას, Hikvision-ის დაახლოებით 64 ათას ვიდეოკამერას, Dahua-ს 3 ათას მოწყობილობასა და ZTE-ს დაახლოებით 4 ათას პროდუქტს. ამიერიდან, შეერთებულ შტატებში სამთავრობო კონტრაქტების მსურველი ყველა კომპანია ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ უარს იტყვის ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების პროდუქციის გამოყენებაზე. წესების გამკაცრებამ შეშფოთება გამოიწვია უცხოურ კომპანიებშიც კი - მხოლოდ იაპონიაში ეს გადაწყვეტილება ეხება 800-ზე მეტი ორგანიზაციის ინტერესს. Huawei-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეზღუდვა შეეხება კომპანიის მხოლოდ ამერიკულ წარმომადგენლობას, საზღვარგარეთული სტრუქტურები კი შეინარჩუნებენ ზემოთხენებულ კომპანიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. მთელი რიგი ამერიკული კომპანიებისთვის შეღავათები დაწესდა. მაგალითად, სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა შეერთებული შტატების შორეულ რაიონებში შეინარჩუნეს უფლება - გამოიყენონ Huawei-სა და ZTE-ს ტექნიკა, თუმცა მათი შემდგომში ჩანაცვლების პირობით. ბაზრის მონაწილეების შეფასებით, აშშ-ის პროვინციული სატელეკომუნიკაციო ოპერატორების დაახლოებით მეოთხედი ჩინური წარმოების აღჭურვილობას იყენებს. https://bit.ly/3iEArkH
  14. ანალიტიკურმა რესურსმა CoinMarketCap-მა წამოაყენა ინიციატივა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოიმუშაონ კრიპტოაქტივები შემეცნებითი ვიდეოების ნახვითა და ვიქტორინებში მონაწილეობით. პროგრამის სახელწოდებაა CoinMarketCap Earn და მის ფარგლებში მომხმარებლები შეძლებენ შეიტყონ ამა თუ იმ კრიპტოსავალუტო პროექტის შესახებ, გახდნენ ინიციატივის მონაწილეები, შემდეგ კი მიიღებენ ჯილდოს ამ პროექტის ტოკენების ცოდნისთვის. პროგრამის პირველი მონაწილეა Band Protocol. მომხმარებლებს შორის ინიციატივის ფარგლებში განაწილდება 160 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ტოკენები. CoinMarketCap Earn-ის მონაწილეებად გახდომა არ შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებს: ბელორუსი, კონგოს რესპუბლიკა, კუბა, ერაყი, ირანი, ჩინეთი, ჩრდილო კორეა, სუდანი, სირია, აშშ და ზიმბაბვე. CoinMarketCap-მა მაისში წარადგინა კრიპტოსავალუტო ბირჟების შეფასების ახალი საზომი. რაც შეეხება ზემოთხსენებულ Band Protocol-ს: Band Protocol არის ღია პროტოკოლი დეცენტრალიზებული ორაკულის მიერ შემოთავაზებულ მონაცემთა მართვისთვის, რომელშიც გამოიყენება dPoS კონსენსუსი მართვისა და მონაცემთა მთლიანობის უზრუნველსაყოფად. იგი წყვეტს სიჩქარესთან, ფასთან, სინქრონიზაციასთან, მისაწვდომობასა და მონაცემთა საიმედოობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბლოკჩეინებისა და dapp-ებისთვის web 3.0-ში. Band-მა შეიმუშავა უნიკალური მულტი-ტოკენების მოდელი, რომელიც მონაცემთა თითოეულ ნაკრებს და მის ტოკენს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ქსელური მნიშვნელობა და ქმნის მართებულ ეკონომიკურ სტიმულს ყველა დაინტერესებული მხარისთვის. https://bit.ly/2YdhEWb
  15. მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება AMD-ის მომდევნო თაობის ვიდეო დაფების გამოსვლა. სამომავლო ფლაგმანური Big Navi-ის შესახებ მეტად ცოტა რამ არის ცნობილი, რაც ამჟამად ნაკლებად საინტერესოა, რადგანაც კომპანიამ უკვე დაიწყო პერსპექტიული გრაფიკული ჩიპების შემუშავება RDNA3 არქიტექტურის ბაზაზე. ინტერნეტში გამოჩნდა ახალი თაობის პროდუქტების საინტერესო მონაცემები და ბაზარზე გამოსვლის საორიენტაციო ვადა. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ - AMD გეგმავს ყოველ წელს ახალი არქიტექტურის გამოშვებას, შესაძლოა ორი სრულფასოვანი არქიტეტურაც კი გამოვიდეს: პროცესორების - Zen და გრაფიკული - RDNA. ეს ნიშნავს იმას, რომ 2021 წლის ბოლოს გველის ჯერ კიდევ დაუანონსებელი ვიდეო დაფების თაობა (სავარაუდოდ, Radeon 7000). ინსაიდერები გულმოდგინედ ირწმუნებიან, რომ ეს პროდუქტები დამზადებული იქნება ჩიპლეტების ტექნოლოგიით ისევე, როგორც Zen 2 არქიტექტურის შემთხვევაში. ასევე ცნობილია 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლის შესახებ, რაც განაპირობებს კრისტალის ფართობის შემცირებას ფლაგმანებში და გაზრდის ენერგოეფექტურობას. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ალბათობით AMD უპირატესობას მიანიჭებს დაახლოებით 500 მმ2 ფართობს, რათა კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-ს ვიდეო დაფებს. ინსაიდერი იტყობინება გაუმჯობესებული წარმადობის შესახებ, თუმცა არ სახელდება კონკრეტული ციფრი. დიდი ალბათობით არქიტექტურის შემუშავების პროცესი საწყის სტადიაზეა და მეტი დეტალი ცნობილი არ არის. არსებული ცნობით, ფლაგმანურ მოდელს ექნება ჩიპი სახელად Navi31. საინტერესოა, რომ ინსაიდერის ინფორმაციით კომპანია პარალელურად მუშაობს გრაფიკულ არქიტექტურა RDNA4-ზე. მის ბაზაზე შექმნილი ვიდეო დაფების გამოსვლა დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის. https://bit.ly/2CnEm69
  16. ღონისძიება Architecture Day 2020-ზე Intel-მა ფართო საზოგადოებას გაუზიარა ანონსების მთელი რიგი, რომლებიც ეძღვნებოდა კომპანიის სამომავლო პროდუქტებს. გეიმერებისთვის განსაკუთრებული ღირებულება ჰქონდა გრაფიკული პროცესორების ახალი არქიტექტურის - Intel Xe HPG (High Performance Gaming) ანონსს. ამ სერიის ვიდეო დაფები 2021 წელს უნდა გამოვიდეს. სრული ტექნიკური მახასიათებლები არ გამოცხადდა, თუმცა გარკვეული დეტალები უკვე ცნობილია. ვიდეო დაფები დაკომპლექტებული იქნება ერთი გრაფიკული ჩიპით, მაღალსიჩქარიანი GDDR6 მეხსიერებით და ექნებათ რეიტრეისინგის აპარატული მხარდაჭერა. GPU-ის წარმოება არ განხორციელდება Intel-ის ქარხნებში, არამედ მას დაამზადებს TSMC 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ ტექნიკურ მახასიათებლებს, მოსალოდნელია, რომ Xe HPG-ში გამოყენებული იქნება გრაფიკული ჩიპი, რომელიც საფუძვლად დაედება მეტად მძლავრ, Xe HP არქიტექტურის ოთხბირთვიან GPU Arctic Sound-ს, რომელსაც შეუძლია 42 TFLOP წარმადობის დემონსტრირება. უფროს მოდელში გამოიყენება ოთხი მსგავსი ჩიპი, მასობრივი სამომხმარებლო ვერსია კი ერთით შემოიფარგლება. ერთ Xe HP ჩიპს აქვს 4096 გრაფიკული ბირთვი, რომელთაც 1500 მჰც სიხშირეზე შეუძლიათ უზრუნველყონ 12.2 TFLOP FP32 წარმადობა. ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მზა პროდუქტში გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბირთვი, თუმცა სწორი პოზიციონირებისა და საფასო პოლიტიკის წყალობით Intel-მა შესაძლოა ძლიერად შეარყიოს ბიუჯეტური გეიმერული ვიდეო დაფების ბაზარი და AMD-სა და Nvidia-ს მნიშვნელოვანი წილი წაართვას. https://bit.ly/3fZrAZ9
  17. IBM-ის ფინანსური სერვისებისა და ციფრული აქტივების დირექტორმა Nitin Gaur-მა განაცხადა, რომ ტექნოლოგიური კორპორაციის გეგმაშია უხელმძღვანელოს ფინანსურ დაწესებულებებს აქტიურად მზარდ DeFi სფეროში. Cointelegraph-თან საუბრისას წიგნის - „ბლოკჩეინი ბიზნესისთვის“ - ავტორმა აღნიშნა ბანკების მიერ დეცენტრალიზებული ფინანსების აღქმის უკიდურესი მნიშვნელობა. „DeFi-ს აქვს პოტენციალი გახდეს არსებული ბიზნეს-მოდელის ალტერნატიული ელემენტი. ფინანსურმა დაწესებულებებმა ეს უნდა გაიგონ“ - განმარტა ტოპ-მენეჯერმა. გაური მიიჩნევს, რომ IBM შეამსუბუქებს ბანკების ნავიგაციას ამ სივრცეში, სადაც საქმიანობა დატვირთულია უამრავი „მარეგულირებელი გამოწვევით“. მისი აზრით, ამჟამად ბევრ ფინანსურ დაწესებულებას არ შეუძლია გასცდეს კვლევის ადრეულ სტადიას. ისინი გაიჭედნენ ტრადიციული ფასიანი ქაღალდების გაციფრულებიდან „ჭეშმარიტ დეცენტრალიზებულ ფინანსებამდე“ გასავლელ გზაზე. ტოპ-მენეჯერი დარწმუნებულია, რომ უპირველეს ყოვლისა საინვესტიციო ბანკები გარდაუვლად წავლენ წინ ამ მიმართულებით. ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო Goldman Sachs-ის ციფრული აქტივების განყოფილების ახალი უფროსის გამოჩენა, რომელმაც გაახმაურა შორსმიმავალი გეგმები DLT-ის გამოყენებით, ასევე დააანონსა საკუთარი Stablecoin-ის გამოშვება. IBM-ის წარმომადგენელი თვლის, რომ DeFi-პროდუქტების შექმნის დაჩქარებისთვის ფინანსურმა დაწესებულებებმა თავიანთი მიდგომა უნდა შეცვალონ. იგი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია ბანკებმა მიიღონ ბლოკჩეინის გლობალური ბუნება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ღირებული მათ მიერ შემუშავებული ბლოკჩეინ-პროდუქტები მომხმარებლებისთვის. გაურმა ხაზი გაუსვა, რომ IBM მზად არის დააკავშიროს ბანკები „გლობალური DeFi-ბაზრის დინამიკასთან და დაეხმაროს ფასეულობის მქონე ინოვაციური, კონკურენტუნარიანი პროდუქტების შექმნაში“. https://bit.ly/2XUX6kT
  18. ამ დროისთვის რთულია ითქვას, შეძლებს თუ ვერა AMD ნამდვილად სწრაფი Big Navi ვიდეო დაფის გამოშვებას. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვრცელდებოდა ცნობები, რომ AMD-ის ინჟინრები თავიანთ ფლაგმანს NVIDIA Killer-ად მოიხსენიებდნენ. ზოგიერთი ინსაიდერის ინფორმაციით ახალი ფლაგმანი - Radeon RX 6900 ХТ 40%-ით სწრაფი იქნება GeForce RTX 3090-თან შედარებით, ზოგი კი ირწმუნება, რომ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. რეალობა როგორი იქნება, თავად NVIDIA-მაც არ იცის. სავსებით სარწმუნოა, რომ მისმა წარმომადგენლებმა სცადეს შეეტყოთ Big Navi-ს რეალური პოტენციალის შესახებ, მაგრამ ინფორმაცია იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ მათ ფიასკო განიცადეს. შესაძლოა, AMD-მ გამიზნულად გადაიტანა ანონსი წლის მეორე ნახევრისთვის, რათა თავისი დაფები NVIDIA-ს შემდეგ გამოუშვას. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ჯენსენ ჰუანგმა მოიფიქრა როგორ დააღწიოს თავი რთულ მდგომარეობას. ვითარება კი ნამდვილად საჩოთიროა. Big Navi რომ მართლაც წლის გარღვევა აღმოჩნდეს? ასეთ შემთხვევაში NVIDIA-ს რეზერვად საიდუმლო ტექნოლოგიები აქვს. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ კომპანია პროგრამულად შეზღუდავს ინტეგრირებულ მეხსიერებას, ასევე შესაძლოა შეამციროს ტაქტის სიხშირეები. მარტივია - თუკი Radeon RX 6900 ХТ მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდება, NVIDIA გაზრდის სიხშირეებს და განბლოკავს რამდენიმე გიგაბაიტ მეხსიერებას, ან უბრალოდ გამოუშვებს ახალ ვიდეო დაფებს სუფიქსით „Super“ ისე, რომ ახალს არაფერს შეცვლის ჩიპში. ხოლო თუკი Big Navi მოსალოდნელზე უარესი აღმოჩნდება, მეხსიერება დარჩება დაბლოკილი, მომხმარებლები კი ბედნიერები, რომ მიიღეს წარმადობის 30 %-იანი ზრდა. https://bit.ly/31M3dJo
  19. ცნობილია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX ინტერნეტ-თანამგზავრ Starlink-ს კოსმოსური ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო სიჩქარით აწარმოებს. გასულ თვეში SpaceX-მა კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისიას აცნობა, რომ ამჟამად Starlink-ის ქვეგანყოფილება „თვეში 120 თანამგზავრს აწყობს“, ასევე კომპანიამ მოახდინა 70 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტირება სამომხმარებლო ტერმინალების შემუშავებასა და წარმოებაში“. შეგახსენებთ, პროექტ Starlink-ის ფარგლებში კომპანია SpaceX აპირებს დედამიწის ორბიტაზე შექმნას დაახლოებით 12 ათასი პატარა თანამგზავრისგან შემდგარი ქსელი, რომელიც განკუთვნილი იქნება პლანეტის ნებისმიერ წერტილში ინტერნეტთან წვდომის უზრუნველსაყოფად. ამჟამად ხსენებული პროექტის ფარგლებში კოსმოსში უკვე გაიგზავნა დაახლოებით 600 Starlink-თანამგზავრი, SpaceX კი აგრძელებს პროექტის რეალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შემუშავებას და ქმნის სამომხმარებლო ტერმინალებს დედამიწაზე. თანამგზავრების წარმოების მოცულობის სხვა კომპანიების შედეგებთან შედარება რთულია, რადგანაც საჭიროა გავითვალისწინოთ სხვადასხვა აპარატის ზომებსა და კონსტრუქციის სირთულეს შორის განსხვავება. კონსალტინგ-კომპანია Quilty Analytics-ის დამფუძნებელი Chris Quilty, რომელიც სპეციალიზდება თანამგზავრული კავშირების სექტორში საქმიანობაზე, მიიჩნევს, რომ Starlink-თანამგზავრების წარმოება მიმდინარეობს არნახული სიჩქარით. „შედარებისთვის: Iridium, რომელიც ადრე რეკორდსმენი იყო დაჯგუფებისთვის განკუთვნილი კომერციული თანამგზავრების წარმოებაში, საქმიანობის მწვერვალზე ყოფნისას თვეში დაახლოებით ექვს თანამგზავრს უშვებდა“ - განაცხადა მან. უნდა აღინიშნოს, რომ Iridium NEXT თანამგზავრები დაახლოებით სამჯერ მეტს იწონიან Starlink-თან შედარებით. თუმცა, ამ ფაქტის გათვალისწინებითაც კი SpaceX ქსელს აწყობს დაახლოებით ოცჯერ სწრაფად, რაც შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენს. https://bit.ly/31IMoz3
  20. Tether - ეს არის Stablecoin, რომელიც გამოუშვა კომპანია Tether Limited-მა. რადგანაც Tether Dollars (USDT) კომპანიის ყველაზე პოპულარული ტოკენია, Tether-ში სწორედ იგი მოიაზრება. ვინ და როდის შექმნა Tether? Tether-ის ისტორია იწყება 2012 წელს, როდესაც პროგრამისტმა J.R. Willet-მა წარადგინა იდეა - შექმნილიყო ახალი კრიპტოვალუტა Bitcoin-ის ბაზაზე. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2013 წლის 31 ივლისს გამოუშვეს ტოკენი Mastercoin. მისი პროტოკოლის განვითარების მიზნით (შედეგად შეეცვალა სახელი და გახდა Omni Layer Protocol) შეიქმნა ორგანიზაცია Mastercoin Foundation (შემდგომში Omni Foundation). მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო Bitcoin Foundation-ის თავმჯდომარე Brock Pierce, ტექნიკური დირექტორის პოზიცია კი დაიკავა პროგრამისტმა Craig Sellars-მა. 2014 წლის ივლისში პირსმა, სელარსმა და სარეკლამო ინდუსტრიის ანტრეპრენერმა რივ კოლინზმა აამოქმედეს სტარტაპი Realcoin. 2014 წლის 6 ოქტომბერს Bitcoin-ის ბაზაზე Omni Layer პროტოკოლის მეშვეობით კომპანიამ გამოუშვა Realcoin ტოკენები. „Realcoin იქნება სრულიად გამჭვირვალე, საიმედო, უსაფრთხო და დაზღვეული. თითოეული დოლარი ჩვენს რეზერვში წარმოდგენილი იქნება ერთი მონეტით მიმოქცევაში ნებისმიერ დროს გამოსყიდვის შესაძლებლობით. ერთი ერთთან მიმართებაში რეზერვი სრულებით ხელმისაწვდომი იქნება აუდიტისთვის“ - აცხადებდნენ პროექტის შემქმნელები. 2014 წლის 20 ნოემბერს Realcoin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რივ კოლინზმა დააანონსა პროექტის Tether-ად რებრენდინგი. თავად პროექტის ავტორებს სურდათ თავი აერიდებინათ Altcoin-ებთან ასოცირებისგან. მათ განმარტეს: „ჩვენ არ ვართ Altcoin-ები, ჩვენ არ წარმოვადგენთ ცალკე ბლოკჩეინს. ჩვენ ვართ სერვისი, ტოკენი, რომელიც წარმოადგენს დოლარს და ვსპეციალიზდებით ბლოკჩეინზე ვალუტის გამოშვებაზე. Tether – ეს არის ციფრული მაკავშირებელი რგოლი რეალური სამყაროს აქტივთან“. მალე ჰონგკონგში დარეგისტრირებულმა კომპანია Tether Limited-მა დააანონსა დახურული ბეტა-ტესტირების დაწყება სამ ტოკენზე: USTether (US+) აშშ დოლარისთვის, EuroTether (EU+) ევროსთვის და YenTether (JP+) იაპონური იენისთვის. ასევე დაანონსდა Tether-ის პარტნიორობა ჰონგკონგურ კრიპტობირჟა Bitfinex-სა და სამ სტარტაპთან, რომელთა საქმიანობაში მონაწილეობდა ბროკ პირსი: Expresscoin, GoCoin და ZenBox. 2015 წლის იანვარში Bitfinex-მა Tether ბირჟის ლისტინგში ჩასვა. Bitfinex-ისა და Tether-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ერთმანეთთან კავშირში არ იყვნენ, თუმცა 2017 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ Bitfinex-ის თანამშრომლებმა ფილიპ პოტერმა და ჯანკარლო დევასინიმ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნეს კომპანია Tether Holdings Limited. Tether-ის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ჰონგკონგური კომპანია Tether Limited გახლავთ Tether Holdings Limited-ის შვილობილი კომპანია. როგორ მუშაობს Tether? ტოკენების ემისია: Tether-ის ტოკენების ემიტენტია Tether Limited. ემისიის პროცესზე თვალყურის დევნება შესაძლებელია Omni Explorer-ში. Tether-ის ტოკენების მიმოქცევის ციკლი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: მომხმარებელი ახდენს ფიატური ფულის დეპონირებას Tether Limited-ის საბანკო ექაუნთზე. კომპანია Tether Limited ქმნის Tether-ის ტოკენებს 1 USD = 1 USDT ან 1 EUR = 1 EURT ეკვივალენტში და აძლევს მომხმარებელს. ტოკენები ბრუნვაში ერთვება. მომხმარებელი ახორციელებს ოპერაციებს Tether-ით: გადასცემს, ცვლის და ა.შ. მომხმარებელს Tether-ში შეაქვს დეპოზიტი ფიატში გადასაცვლელად. Tether Limited ანადგურებს შეტანილ ტოკენებს და მომხმარებელს უგზავნის ფიატს. თავდაპირველად USDT ტოკენები გამოდიოდა მხოლოდ Bitcoin-ის ბაზაზე Omni Layer პროტოკოლის მეშვეობით. Omni Layer - ეს არის პლატფორმა, რომელიც რეალიზებულია პროგრამული შრეების სახით Bitcoin-ის ბლოკჩეინზე. იგი საშუალებას იძლევა შეიქმნას, გადაეცეს, თვალყური მიედევნოს, გაიცვალოს და განადგურდეს Tether-ტოკენები. Omni-სა და, ბუნებრივია, Tether-ის თითოეული ტრანზაქცია იწერება Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ერთი და იმავე ჰეშით. ამჟამად Tether-ტოკენები გამოდის Ethereum-ის ბლოკჩეინის ბაზაზე ERC-20 პროტოკოლით, Tron-ის ბლოკჩეინზე - TRC-20 პროტოკოლით, ასევე EOS-ის, Algorand-ის ბლოკჩეინსა და Liquid Network-ის ქსელის ბაზაზე. მომხმარებლის საბაზისო პროგრამული უზრუნველყოფა ოფიციალური საფულე - Tether.to. რადგანაც Tether-ტოკენების ნაწილი გამოშვებულია Omni Layer პროტოკოლის მეშვეობით Bitcoin-ის ბლოკჩეინზე, შესაძლებელია მომხმარებელმა ისარგებლოს Omni-ს მიერ მხარდაჭერილი საფულით - ეს არის ოფიციალური დესკტოპ საფულე Omni Core და ვებ-საფულე OmniWallet. აგრეთვე ხელმისაწვდომია Omni Layer-ის მხარდაჭერის მქონე გარე დეველოპერების მიერ შექმნილი საფულეები: Holy Transaction, Ambisafe, Coinomi. Ethereum-ზე გამოშვებული Tether-ტოკენებისთვის შესაძლებელია საფულეების გამოყენება, რომელთაც აქვთ ERC-20 ფორმატის მხარდაჭერა: MyEtherWallet, Ledger Nano S, Metamask, Atomic, Edge, Exodus და სხვები. როგორ ვითარდება Tether? უზრუნველყოფა 2014 წლიდან კომპანიის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ ყველა USDT ტოკენი სრულებით უზრუნველყოფილი იყო აშშ დოლარით. 2019 წლის 27 თებერვალს Tether-მა შეცვალა USDT-ის უზრუნველყოფის პოლიტიკა. მას შემდეგ თითოეული მონეტა გამყარებულია „რეზერვებით, რომლებიც მოიცავს ვალუტასა და ფიატური ფულის ეკვივალენტს, აგრეთვე დროდადრო სხვა აქტივებსა და სამომავლო სესხებს, რომლებიც Tether-მა წარუდგინა მესამე მხარეს“. 2019 წლის მაისში Tether Limited-ის მთავარმა იურისტმა სტიუარტ ჰოგნერმა დაადასტურა, რომ USDT ფიატური რეზერვებით მხოლოდ 74%-ით არის გამყარებული. სამართალწარმოება 2019 წლის აპრილში ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურატურამ ბირჟა Bitfinex-ს ბრალი წაუყენა იმაში, რომ მან დამალა 880 მლნ აშშ დოლარი მომხმარებლებისთვის და გამოიყენა Tether-ის რეზერვები გარღვევის დასაფარად. Bitfinex-ის რესურსები გაიყინა რამდენიმე ქვეყანაში Crypto Capital-ის პროცესინგის ანგარიშებზე. 2019 წლის ოქტომბერში ინვესტორებმა Bitfinex-ის მშობელი კომპანია iFinex Inc.-ის წინააღმდეგ შეიტანეს ჯგუფური სარჩელი და ბრალი დასდეს მილიარდობით დოლარის ღირებულების USDT ტოკენების რეალური უზრუნველყოფის გარეშე შექმნაში. მოსარჩელეების აზრით, ამან გავლენა იქონია Bitcoin-ის ფასის ზრდაზე 2017 წლის ისტორიულ მაქსიმუმამდე. ბრალდებების ზოგადი ნუსხა მოიცავს აშშ-ის სასაქონლო ბირჟების კანონის, RICO-ს კანონის დარღვევის, ფულის გათეთრების, Pump & Dump სქემის, USDT-ის ემისიის ხარჯზე საბაზრო მანიპულაციებისა და ინვესტორების მიზანმიმართული მოტყუებისთვის ბრალდებებს. 2020 წლის 3 ივნისს მოსარჩელეებმა შეიტანეს სარჩელის ახალი ვერსია, რომელიც შეიცავდა ბრალდებებს Bittrex-ისა და Poloniex-ის მისამართით. ამტკიცებენ, რომ ეს ბირჟები უშუალოდ მონაწილეობდნენ სქემაში, ქმნიდნენ ახალი ლიკვიდურობის ილუზიას ბაზარზე BTC-ის შესაძენი მრავალი ორდერით. Bitfinex-მა და Tether-მა ბრალდებას უსაფუძვლო უწოდეს და მზად არიან საკუთარი რეპუტაცია დაიცვან სასამართლოში, Bittrex და Poloniex  ბრალდებას „არადამაჯერებლად“ მიიჩნევენ. ტოკენების გამოშვება 2016 წლის სექტემბერში Tether-მა დააანონსა ევროსთან დაკავშირებული EURT (Eurocoin) ტოკენის გამოშვება. 2019 წლის აპრილში Tether-მა გამოუშვა პირველი USDT ტოკენები Tron-ის ბლოკჩეინზე, იმავე წლის ივნისში კი - EOS-ბლოკჩეინზე. 2019 წლის ივლისში Blockstream-მა და Tether-მა გამოუშვეს USDT Stablecoin Liquid Network ქსელში. სამომავლოდ ხსენებული კომპანიები გეგმავენ USDT ტოკენების გამოშვებას მეორე დონის Lightning Network ქსელში. 2019 წლის სექტემბერში Tether-მა გამოუშვა Stablecoin, რომელიც დაკავშირებულია ოფშორულ ჩინურ იუანთან (CNH). 2020 წლის იანვარში კომპანიამ განაცხადა ახალი ტოკენის გამოშვების შესახებ, რომელიც ოქროთი იქნებოდა უზრუნველყოფილი. Stablecoin-ი ხელმისაწვდომი იქნება Ethereum-ის ბლოკჩეინსა (ERC-20 პროტოკოლი) და Tron-ზე (TRC-20). ტოკენის ოქროს უზრუნველყოფა შვეიცარიის საცავებშია. 2020 წლის თებერვალში Tether-მა გამოუშვა აშშ დოლარზე მიბმული Stablecoin-ი Algorand 2.0 ბლოკჩეინზე. პარტნიორობის წყალობით Tether იყენებს სტანდარტიზებული აქტივების (ASA) ტექნოლოგიას. ეს უკანასკნელი ტოკენიზაციისა და „ნებისმიერი ტიპის აქტივების“ გამოშვების ფართო შესაძლებლობებს იძლევა Algorand-ის ბლოკჩეინზე. Algorand-ის დეველოპერები მუშაობენ Proof-of-Stake კონსენსუს ალგორითმის ბაზაზე არსებულ ბლოკჩეინზე. 2020 წლის 20 მარტს შედგა Tether-ის (USDT) გამოშვება Bitcoin Cash-ის ბლოკჩეინზე. ამ მიზნით დეველოპერებმა გამოიყენეს Simple Ledger Protocol, რომელიც BCH ქსელზე ტოკენების გამოშვების საშუალებას იძლევა. https://bit.ly/3fPEol1
  21. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამოაქვეყნა თიზერების სერია, რომლებშიც ნათქვამია, რომ პარასკევს, 14 აგვისტოს შედგება პორტატულ კომპიუტერ Redmi G-ს დებიუტი, რომელიც დაპროექტებულია გეიმინგის მოყვარულებისთვის. ფოტოზე მოცემულია ლეპტოპი შავი კორპუსით, რომელის ეკრანსაც წვრილი ჩარჩოები აქვს გვერდებსა და ზედა ნაწილში. ინტერნეტ-წყაროები გვატყობინებენ, რომ მოწყობილობას ექნება დაახლოებით 15-დუიმიანი დისპლეი. ლეპტოპს საფუძვლად დაედება Intel Comet Lake აპარატული პლატფორმა. კერძოდ, შესაძლოა გამოყენებულ იქნას პროცესორი Core i5-10300H ოთხი ბირთვით და 2.5-4.5 გჰც ტაქტის სიხშირით. რეალიზებულია მრავალნაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ჩიპის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD. ცნობილია, რომ ლეპტოპ Redmi G-ს ექნება გაგრილების ეფექტური სისტემა, სრული ზომის კლავიატურა ციფრული ბლოკით და მოზრდილი თაჩპედი. მოწყობილობის დანარჩენი მახასიათებლები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. თიზერის თანახმად, კორპუსის მარჯვენა მხარეს განთავსებულია USB Type-A პორტი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. https://bit.ly/3kM3rJo
  22. რესურს Tom’s Hardware-ის თანახმად, ამერიკულ საცალო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიაფდა Coffee Lake-S Refresh თაობის პროცესორები. ცნობილია, რომ გასული წლის ფლაგმანი Core i9-9900K (8 ბირთვი, 16 ნაკადი, 5.0 გჰც) გაიაფდა სარეკომენდაციო 488-499 აშშ დოლარიდან 435 აშშ დოლარამდე. პროცესორი Core i7-9700K (8 ბირთვი, 8 ნაკადი, 4,9 გჰც) 374–385 აშშ დოლარიდან გაიაფდა 339 აშშ დოლარამდე. და ბოლოს, ექვსბირთვიანი Core i5-9600K მოდელის ყიდვა ამჟამად შესაძლებელია 195 აშშ დოლარად, მისი სარეკომენდაციო ფასი შეადგენდა 263 აშშ დოლარს. ფასების კლება შეინიშნა ერთდროულად რამდენიმე მსხვილ მაღაზიაში (Amazon, Newegg და სხვ.). Intel-ში აცხადებენ რომ „ფასების სააქციო შემცირება პარტნიორებთან მუშაობის ერთ-ერთი მეთოდია, რათა შენარჩუნდეს მაღალი საბაზრო მოთხოვნა DIY-სეგმენტის მაღალი წარმადობის პროცესორებზე“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფასების კლება ოფიციალურია და ამ შემთხვევაში ინიციატივა თავად Intel-ისგან მოდის. ამგვარი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია, რადგანაც როგორც წესი კომპანიის წინა თაობის პროცესორები მასტიმულირებელი ზომების გარეშეც კარგად იყიდება. სამწუხაროდ, Intel-ს არ დაუკონკრეტებია რამდენ ხანს გაგრძელდება სარეკლამო აქცია და რომელი რეგიონებისთვის იქნება აქტუალური. Coffee Lake-Refresh თაობის პროცესორები გამოვიდა გასულ წელს და მისი ფლაგმანი იყო რვაბირთვიანი Intel Core i9-9900K 5 გჰც-მდე სიხშირით. ამასთან, ამ CPU-ს ჰქონდა სპეციალური ვარიანტი - Core i9-9900KS, რომელსაც შეეძლო სიხშირის ზრდა ყველა ბირთვზე 5 გჰც-მდე. Intel-ის მეათე თაობის ჩიპების გამოსვლის შემდეგაც კი ფლაგმანური ჩიპების გეიმინგ-წარმადობა მშვენივრად გამოიყურება. შესაძლოა Intel-ი საწყობებს „ასუფთავებს“ 14-ნანომეტრიანი პროცესორებისგან, რათა ადგილი გაჩნდეს მომდევნო თაობის Rocket Lake სერიის ჩიპებისთვის, რომელთა წარდგენა მიმიდინარე წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. ამასთან, Intel ელის AMD-სთან კონკურენციის გამძაფრებას ამავე წლის მეორე ნახევარში, როდესაც გამოვა ახალი თაობის Ryzen დესკტოპ-პროცესორები Zen 3 არქიტექტურის ბაზაზე. https://bit.ly/3kDNu83 https://bit.ly/31LibiO
  23. სოციალურმა ქსელმა Facebook-მა განაცხადა ახალი ქვეგანყოფილების შექმნის შესახებ, რომელიც ფოკუსირდება კომპანიის საანგარიშსწორებო ინიციატივებზე. ახალ გუნდს უხელმძღვანელებს ციფრული ვალუტა Libra-ს თანადამფუძნებელი დევიდ მარკუსი - წერს Bloomberg. ქვეგანყოფილების დასახელებაა Facebook Financial (F2 კომპანიის შიგნით). მისი პასუხისმგებლობის სივრცეში იქნება საგადახდო პროექტები, მათ შორის სერვისი Facebook Pay - სოციალური ქსელი მის ჩასმას თავის ყველა აპლიკაციაში აპირებს. Facebook ელის, რომ საგადახდო გადაწყვეტილების ინტეგრაცია Instagram-ში, Messenger-სა და WhatsApp-ში გაზრდის რეკლამის ღირებულებას, მომხმარებლები კი მეტ დროს გაატარებენ თავად აპლიკაციაში. დევიდ მარკუსი გააგრძელებს საანგარიშსწორებო გადაწყვეტილება Novi-ს მართვას, რომელიც საფუძვლად უდევს Libra-ს ეკოსისტემას. საფულე Calibra-ს რებრენდინგი კომპანიამ განახორციელა 2020 წლის მაისში. Novi გახდება ავტონომიური აპლიკაცია და ინტეგრირდება WhatsApp-სა და Messenger-ში. როგორც კომპანია ამტკიცებს, Novi-ს წყალობით მომხმარებლებს მიეცემათ თანხის მომენტალურად და დაფარული საკომისიოების გარეშე გადაცემის შესაძლებლობა. https://bit.ly/2PGOPfR
  24. ჩინურმა გამომცემლობა IThome-მა მიიღო ინფორმაცია, რომ Huawei ამზადებს ახალ დესკტოპ კომპიუტერს შიდა ბაზრისთვის (კოდური დასახელებით - Pangu). სისტემაში გამოყენებულია Kunpeng 920 პროცესორი, ასევე ცნობილი, როგორც Hi1620. ანგარიშში ნათქვამია, რომ Kunpeng 920-ის მრავალბირთვიანი წარმადობა შედარებით უკეთესია Coffee Lake სერიის Intel Core i9-9900K პროცესორთან შედარებით. სამწუხაროდ, სააგენტოს არანაირი კონკრეტული შედეგი არ წარუდგენია. Kunpeng 920 სერიის პროცესორები დამყარებულია Arm Neoverse N1 მიკროარქიტექტურაზე (კოდური დასახელება Ares), წარმოდგენილია 24-დან 64 ბირთვის მქონე კონფიგურაციები, რომლებიც მუშაობს 2.4-3 გჰც დიაპაზონში. Huawei-სთვის Kunpeng 920 პროცესორები 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დაამზადა კომპანია TSMC-მა მანამ, სანამ ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობას შეწყვეტდა აშშ-ის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო. როგორც ცნობილია, ტესტირება ჩატარდა Kunpeng 920 3211K ჩიპზე, რომელსაც აქვს 24 ბირთვი მაქსიმალური 2.6 გჰც სიხშირით. გარდა ამისა, სისტემას აქვს 8 გბ SO-DIMM ოპერატიული მეხსიერება, Samsung-ის 512 გბ მოცულობის SSD და მობილური ვიდეო დაფა AMD Radeon 520. Huawei Pangu-კომპიუტერების ადაპტირებას ახდენს სახელმწიფო დაწესებულებებსა და კორპორატიულ ბაზარზე, მოწყობილობები მუშაობს საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე (UOS). პროცესორი Kunpeng 920 მირჩილულია დედა დაფაზე და არ აქვს სხვა ვიდეო დაფების მხარდაჭერა. გარდა ამისა, სისტემა UOS ინტეგრირებულია პერსონალურ კომპიუტერში და შეუძლებელია მისი ოპერაციული სისტემა Windows-ით ჩანაცვლება. არსებული ფოტოების მიხედვით Pangu-ს ექნება სამი USB Type-A პორტი, ერთი USB Type-C პორტი და ერთი 3.5-მილიმეტრიანი ყურსასმენის კონექტორი კორპუსის წინა პანელზე. ასევე მოცემულია სივრცე ოპტიკური დრაივერისთვის. კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია ოთხი პორტი USB Type-A, ერთი Ethernet, სამი 3.5 მმ აუდიოკონექტორი და D-Sub ვიდეო დრაივერი. https://bit.ly/33TPsLg
  25. Ampere თაობის ვიდეო დაფების შესახებ სიახლეები რეგულარულად ხდება ცნობილი, ამჟამად კი ოფიციალური არხებით ვრცელდება, რომ კომპანიამ გამოაცხადა უკუათვლა მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე. წყარო: Twitter, NVIDIA GeForce NVIDIA GeForce-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ანიმაცია, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს სამყაროს შექმნას დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, მის ზემოთ კი განთავსდა ბანერი უკუათვლით: „21 დღე და 21 წელი“. თუკი კომპანიის ისტორიას გავიხსენებთ, 21 წლის წინ მან წარადგინა ვიდეო დაფა GeForce 256. ეს მოხდა 1999 წლის 31 აგვისტოს, ასე რომ ბანერზე არსებული შეტყობინება შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული. შესაძლოა, კომპანიას სურს GeForce 256 დაფის ანონსის 21-წლიანი იუბილე რაიმე ახალი პროდუქტის დებიუტს მიუძღვნას. როგორც ბოლო წლებისთვისაა დამახასიათებელი, სოციალურ ქსელებში დაიწყება მასშტაბური კამპანია, რომელიც მომავალი მოვლენისადმი ინტერესს გააღვივებს. არ არის გამორიცხული, რომ 31 აგვისტოსთვის ჩანიშნული იყოს ანონსების მხოლოდ პირველი სერია, თავად ვიდეო დაფები და მათი მიმოხილვა კი მოგვიანებით გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, უკვე არსებობს ოფიციალური ცნობები, რომლებიც მალე NVIDIA-ს ახალი ვიდეო-დაფების სერიის გამოსვლის იმედს იძლევა. https://bit.ly/2PDshwG
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.