Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5910
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. მფრინავი ავტომობილების იაპონურმა მწარმოებელმა კომპანია SkyDrive-მა ჩაატარა SD-03 მოდელის ტესტირება ბორტზე ადამიანით, თუმცა ინჟინრები აღნიშნავენ, რომ ბაზარზე გასვლისთვის საჭიროა უსაფრთოხების დონის გაუმჯობესება. ვიდეოზე, რომელიც კომპანიამ წარადგინა, მოცემულია, რომ აპარატი აფრინდა 1-2 მეტრ სიმაღლეზე და ასეთ მდგომარეობაში გაჩერდა 1 წუთის განმავლობაში. თანაც, ამ მოწყობილობის მოქმედებისას მასში პირველად იმყოფებოდა ადამიანი. SkyDrive-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მფრინავი ავტომობილი ბაზარზე 2023 წელს გამოვა. მან აღნიშნა, რომ ინჟინრებს კიდევ მოუწევთ უსაფრთხოებაზე მუშაობა - სწორედ ეს იქნება გადამწყვეტი არგუმეტი ხელისუფლებისთვის, რათა მოწყობილობა საზოგადოებრივი მოხმარების სფეროში დაინერგოს. „მსოფლიოში არსებული მფრინავი ავტომობილების 100 პროექტიდან მხოლოდ რამდენიმემ მიაღწია წარმატებას და შეძლო ბორტზე ადამიანის აყვანა“ - დაამატა მან. SkyDrive-ის ტესტირების ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2EONS2N ამჟამად მანქანას შეუძლია იფრინოს მხოლოდ 5-10 წუთის განმავლობაში, თუმცა თუკი ინჟინრები შეძლებენ ფრენის გახანგრძლივებას 30 წუთამდე, დაიწყება ექსპორტირება ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისგან განსხვავებით, მანქანის ვერტიკალური აფრენა უზრუნველყოფს უფრო სწრაფ გადაფრენას ერთი წერტილიდან მეორემდე. „ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო - თუკი მოწყობილობა 10 მლნ აშშ დოლარი ეღირება, მას არავინ იყიდის. თუკი იგი მხოლოდ 5 წუთს იფრენს არავინ იყიდის. თუ ჩამოვარდება - არავინ იყიდის“ - დაამატა კომპანიის ხელმძღვანელმა. პროექტი SkyDrive ამოქმედდა, როგორც მოხალისეობრივი პროექტი 2012 წელს. მას აფინანსებენ წამყვანი იაპონური კომპანიები - Toyota Motor Corp., Panasonic Corp. და ვიდეოთამაშების მწარმოებელი Bandai Namco. https://bit.ly/2G1tr3k
  2. Xiaomi-ს ტელევიზორები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, კომპანიამ შეძლო რეკორდის დამყარება გიგანტური პანელების, Redmi Smart TV Max 98-ის გაყიდვებით. ხსენებულ ტელევიზორს აქვს 98-დუიმიანი 4K ფორმატის დისპლეი. ამჟამად კი, ცნობილი გახდა, რომ Xiaomi აპირებს დაიპყროს 8K ფორმატის ტელევიზორების სეგმენტი. აღსანიშნავია, რომ Xiaomi ემზადება გამოუშვას პანელები კოდური დასახელებით - L82M6-8K და L82M6-4K. პირველ მათგანს ექნება 8К (7680 × 4320 პიქსელი) გაფართოების ეკრანი, მეორეს - 4K (3840 × 2160 პიქსელი). ორივე პანელის ზომა 82 დუიმს შედგენს დიაგონალზე. დამკვირვებლები თვლიან, რომ Xiaomi გეგმავს 8K სტანდარტის TV-პანელების სეგმენტის დაპყრობას ხელისაწვდომი მოდელების გამოშვებით, რომელთათვის შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა სახის კონტენტი ულტრამაღალი სიმკვეთრით. არ არის გამორიცხული, რომ Xiaomi-ს ახალ ტელევიზორებს ექნებათ ინტეგრირებული მოდემი მეხუთე თაობის მობილურ ქსელში მუშაობისთვის. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის წარადგენს Xiaomi პირველ 8K-ტელევიზორს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ წარადგინა სხვა საინტერესო TV-სიახლე - გამჭვირვალე პანელი Mi TV Lux OLED Transparent Edition - ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი ტელევიზორი გამჭვირვალე ეკრანით. ტელევიზორი წარმოდგენილია 55-დუიმიანი OLED დისპლეით, რომლის სისქე 5.7 მილიმეტრია. გამორთულ მდგომარეობაში იგი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ჩართვისას ხდება 4K (3840 × 2160 პიქსელი) ფორმატის გამოსახულების ფორმირება 120 ჰერცი განახლების სიხშირით. უზრუნველყოფილია 98.5%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. Mi TV Lux OLED Transparent Edition-ის მთავარი საიდუმლო განსაკუთრებული მატრიცაა. კომპანია Xiaomi-მ OLED-ტექნოლოგია გამოიყენა იმიტომ, რომ ორგანული შუქდიოდები დამოუკიდებლად ასხივებენ სინათლეს და არ სჭირდებათ განათება. ამასთან, მატრიცას უნიკალური დიზაინი აქვს: RGBW პიქსელებისა და გამჭვირვალე პიქსელების შეფარდება 50:50-ზეა - ამის წყალობით მიიღწევა გამჭვირვალობის ეფექტი. მცირე ზომის ელემენტების გამო მუშა პიქსელები გამორთულ მდგომარეობაში შეუმჩნეველი რჩება, გამჭვირვალე პიქსელები კი ხელს არ უშლის გამოსახულების გამოსახვას. გამჭვირვალობის ეფექტის მისაღწევად საჭირო გახდა ყველა იმ კომპონენტის ბაზაზე გადატანა, რომლებიც, როგორც წესი, ეკრანს მიღმა თავსდება ხოლმე. შედეგად კომპანიას მოუწია სპეციალური გაგრილების სისტემის შემუშავება, თავად კორპუსი კი პერფორირებულია გაგრილების ეფექტურობის ამაღლების მიზნით. და ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრო დისპლეის დაცვას. მის ზემოთ განთავსებულია თხელი მინა, გარშემო კი მიმაგრებულია ლითონის ჩარჩო. პანელი Mi TV Lux OLED Transparent Edition ამჟამად მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი, მისი ფასი 7200 აშშ დოლარია. https://bit.ly/3bcbIBG https://bit.ly/3b9Chrd
  3. Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 2%-ით, 11 200 აშშ დოლარამდე შემცირდა აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლის შემდეგ. როგორც CNBC გვატყობინებს, მან განაცხადა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მზადაა 2%-ს ზემოთ ინფლაციისთვის. ამერიკული ცეტრალური ბანკი ფორმალურად გადავიდა „საშუალო ინფლაციის ტარგეტირების“ პოლიტიკაზე. პაუელის თქმით, პოლიტიკის „გადამწყვეტი“ განახლება საშუალებას იძლევა უკეთ იქნას მხარდაჭერილი შრომითი ბაზარი და ეკონომიკა ჯამში. პრაქტიკაში ეს გულისხმობს ძირითადი კურსის ნულოვან დონეზე შენარჩუნების უფრო ხანგრძლივ პერიოდს. ფედერალური რეზერვების სისტემის ხელმძღვანელის გამოსვლამ ბაზარი აამოძრავა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin 11 200 აშშ დოლარზე ჩამოვიდა: შემცირდა 2.4 %-ით. უნცია ოქროს ფასი შემცირდა 1.2%-ით - 1930 აშშ დოლარამდე. BTC/USD-ის კურსი. წყარო: TradingView ფედერალური რეზერვების ხელმძღვანელის აზრით ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა და რჩება დაბალ დონეზე. ეს მაჩვენებელი ახასიათებს ძირითადი კურსის დონეს, რომელიც არ ზღუდავს ეკონომიკურ ზრდას და არ იწვევს ინფლაციას. პაუელმა აღნიშნა, რომ 40 წლის წინანდელი ვითარებისგან განსხვავებით, როდესაც მისი წინამორბედი პოლ ვოლკერი მკვეთრად ამკაცრებდა მონეტარულ პოლიტიკას, ინფლაცია ამჟამად საფრთხეს არ წარმოადგენს. იგი ამაში დემოგრაფიისა და ახალი ტექნოლოგიების გავლენას ხედავს. „ბევრი არალოგიკურად მიიჩნევს, რომ ფედერალური რეზერვების სისტემას სურდა ინფლაციის გაღვივება. თუმცა მისი მეტად დაბალი მაჩვენებელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასევე შეიძლება წარმოადგენდეს სერიოზულ რისკს ეკონომიკისთვის“ - განაცხადა პაუელმა. პაუელი და მისი კოლეგები თვლიან, რომ პოლიტიკის ცვლილება აამაღლებს ინფლაციურ მოლოდინებს და შექმნის წინაპირობებს ინფლაციის მიზნობრივ 2%-იან დონემდე გაზრდისთვის. ამერიკული ბირჟა Gemini-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტაილერ უინკლუოსმა პაუელის კომენტარის შემდეგ უარი თქვა დოლარი ეღიარებინა ღირებულების შენარჩუნების საიმედო საშუალებად. ეკონომისტმა ლიუკ გრომენმა ფედერალური რეზერვების პოლიტიკის ცვლილება არჩევანის არარსებობით განმარტა. იგი თვლის, რომ ინფლაციის გაღვივების ალტერნატივა იქნებოდა ფართომასშტაბიანი დეფოლტების სერია, მათ შორის სუვერენულებისაც. შეგახსენებთ, მარტში ფედერალური რეზერვების სისტემამ ძირითადი განაკვეთი 0-0,25%-მდე შეამცირა. იმ დროს გაიყო აზრი, შეძლებდა თუ ვერა Bitcoin-ი გამხდარიყო ინფლაციისგან დაზღვევად. აგვისტოში Nasdaq-ზე კოტირებულმა კომპანია MicroStrategy-მ შეიძინა 21 454 BTC (დაახლოებით 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, მაშინდელი კურსით). კომპანია Bitcoin-ს განიხილავს, როგორც უფრო საიმედო ალტერნატივას აშშ დოლარის დევალვაციისას. საინვესტიციო კორპორაცია Fidelity, რომელიც მართავს $ 8.3 ტრილიონი დოლარის ოდენობით აქტივებს, Bitcoin-ს მიიჩნევს ტრადიციული ფინანსური სისტემის პრობლემებისგან დაზღვევად. მისმა პრეზიდენტმა უკვე შეიტანა განცხადება აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიაში (SEC), რათა დარეგისტრირდეს Bitcoin-ფონდი, რომელიც ორიენტირებული იქნება ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე. https://bit.ly/32zKwZQ
  4. თუ დაბალბიუჯეტური კომპიუტერის აწყობას გეგმავთ, არჩევანი არც ისე დიდია. ბიუჯეტურმა მომხმარებელმა ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს ოპტიმალური არჩევანის გასაკეთებლად: თუკი ზედმეტად ბევრს დახარჯავთ პროცესორზე, დანარჩენი სისტემისთვის თანხა აღარ გეყოფათ. ამჯერად წარმოგიდგენთ Hardwaretimes-ის შემოთავაზებას: ექსპერტებმა წარადგინეს სამი ოპტიმალური ჩიპისგან შედგენილი ჩამონათვალი, რომლებიც გამოიყენება დაბალბიუჯეტური კომპიუტერის აწყობისას. ბიუჯეტური გეიმერული კომპიუტერი: 4-ბირთვიანი Ryzen 3 3300X როგორც ჩანს, ეს გახლავთ ყველაზე ოპტიმალური პროცესორი ბაზარზე, ბიუჯეტურ სეგმენტში. იგი შესანიშნავად უმკლავდება თამაშებს შესაბამის ვიდეო დაფასთან ერთად; არ არის მომთხოვნი დედა დაფების მიმართ და აქვს მაღალი ტაქტის სიხშირის მქონე ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. თავად კი საკმაოდ იაფი ღირს. მის ძლიერ მხარედ შეგვიძლია დავასახელოთ ტაქტის სიხშირე ბუსტ-რეჟიმში - 4.3 გჰც. ნაკლებად მომთხოვნი გეიმერებისთვის: Ryzen 3 2200G. ეს პროცესორი შესანიშნავად გამოდგება მოსწავლის, სტუდენტის ან ოფისში მომუშავესთვის. ინტეგრირებული ვიდეო დაფა საშუალებას აძლევს მომხმარებელს ითამაშოს მრავალმომხმარებლიანი შუთერები, პროცესორი საკმარისია სხვადასხვა ამოცანის მაღალ დონეზე შესრულებისთვის. ოფისისთვის: Athlon 200GE. ეს პროცესორი უმეტესად გვევლინება, როგორც ოფისისთვის განკუთვნილი კომპიუტერის შემადგენელი ნაწილი - მას აქვს ინტეგრირებული გრაფიკა, რისი მეშვეობით ხელმისაწვდომია სხვადასხვა ნაკლები მოთხოვნის მქონე თამაშები. https://bit.ly/32AlkCm
  5. ნახევრადგამტარ ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მიუხედავად ტექნოლოგიები განვითარებას აგრძელებს. 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიური ნორმა უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომია, ხდება უფრო თხელი, მაგალითად 5-ნანომეტრიანი ნორმების ათვისებაც. წამყვანი საკონტრაქტო მწარმოებელი, TSMC კი მომდევნო მწვერვალს - 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესს იპყრობს. ამ ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი პროდუქტი იქნება Graphcore-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა ახალი თაობის ოთხი IPU-ით. ბრიტანული კომპანია Graphcore უკვე არაერთი წელია ქმნის სპეციფიკურ ამაჩქარებლებს. გასულ წელს მან წარადგინა პროცესორი IPU (Intelligence Processing Unit), რომელიც იმით არის საინტერესო, რომ შედგება არა ბირთვებისგან, არამედ ე.წ. Tile-ებისგან, რომელთაგან თითოეული შეიცავს გამომთვლელ ბირთვსა და გარკვეული რაოდენობის ინტეგრირებულ მეხისერებას. ჯამში 1216 ამგვარი Tile იძლევა 300 მბ სუპერსწრაფ მეხსიერებას 45 ტბ/წმ-მდე სიჩქარით, IPU პროცესორები კი ერთმანეთთან კავშირშია IPU-Link-ით 320 გბ/წმ-მდე სიჩქარით. Graphcore-ის ხელოვნური ინტელექტის სერვერი ოთხი IPU-ით კომპანიამ საკუთარი ქმნილება წარმოადგინა პროგრამული უზრუნველყოფით, რომელშიც გათვალისწინებულია ინტეგრაცია TensorFlow-სა და Open Neural Network Exchange-თან. Graphcore-ის ნამუშევრით დაინტერესდა Microsoft, რომელმაც IPU გამოიყენა Azure-სერვისებში - ერთობლივმა ტესტირებამ მეტად დადებითი შედეგები აჩვენა. მომდევნო თაობის IPU, Colossus MK2, რომელიც მიმდინარე ზაფხულში გამოვიდა, აღმოჩნდა NVIDIA A100-ზე რთული და გააჩნია 900 მბ სუპერსწრაფი მეხსიერება. მანქანური სწავლება, რომელსაც საფუძვლად უდევს ნეირონული ქსელების ტესტირება და გამოყენება, მოითხოვს პარალელიზმის მეტად მაღალი დონის მქონე პროცესორებს, რაც თავისთავად ტრანზისტორების უზარმაზარ რაოდენობას ნიშნავს: Colossus MK2-ის შემთხვევაში მათი რიცხვი 59.4 მილიარდია. ამიტომ, ახალი, უფრო თხელი და ეკონომიური ტექნოპროცესების ათვისება ამ ტიპის მიკროჩიპებისთვის გადამწყვეტი ამოცანაა. Graphcore Colossus MK2-ის არქიტექტურა ამჟამად TSMC ემზადება ახალი „სარისკო“ 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებისთვის, თანაც ტექნოლოგიის დანერგვის სიჩქარე ისეთია, რომ ხსენებული ტექნოპროცესით შექმნილი პროდუქტები 2021 წელს უნდა გამოვიდეს, მასობრივი წარმოება კი დაიწყება 2022 წლის მეორე ნახევარში. ერთ-ერთი პირველი პროდუქტი 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე იქნება Graphcore-ის IPU-ს ახალი ვარიანტი, ამჟამად ცნობილი, როგორც N3. როგორც ჩანს, 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებას ბრიტანული კომპანია არ აპირებს. კომპანიის გეგმებში აშკარადაა მითითებული 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენება. ამჟამად Colossus MK2 ჩიპები იწარმოება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით (TSMC N7). ისინი მოიცავენ 1472 Tile-ს და შეუძლიათ ერთდროულად 8832 ნაკადის დამუშავება. ტრენინგის რეჟიმში ნეიროქსელები FP16 გამოთვლის გამოყენებით უზრუნველყოფენ 250 Tflops-ს, თუმცა არსებობს უფრო მოსახერხებელი გადაწყვეტილება 1 Pflops სიმძლავრით - ეს გახლავთ Graphcore-ის სპეციალური 1U-სერვერი, რომელშიც ოთხი IPU წარმოდგენილია 450 გბ მეხსიერებით. ხელმისაწვდომია ასევე PCI Express გაფართოების დაფები IPU ჩიპებით. Graphcore-ის საქმე კარგად მიდის, მისი ტექნოლოგიები მოთხოვნადი აღმოჩნდა ისეთ ინვესტორებს შორის, როგორებიცაა Microsoft, BMW, DeepMind და სხვა ისეთი კომპანიები, რომლებიც მანქანური სწავლების კომპლექსებს ნერგავენ. 3-ნანომეტრიანი ჩიპის შემუშავება კიდევ უფრო გაამყარებს ამ მწარმოებლის პოზიციებს. უფრო თხელი ტექნოპროცესები მნიშვნელოვანდ გაზრის წარმოების ფასს, თუმცა Graphcore-ს ფინანსური რეზერვები გააჩნია. ამასთან, გამორიცხული არ არის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ვარიანტებიც, რომელშიც წარმოების ნაწილს დაიკავებს TSMC. https://bit.ly/3gAACwe
  6. CryptoTrader.Tax - ციფრულ აქტივებში საგადასახადო დეკლარაციების მიწოდებისთვის განკუთვნილი პლატფორმა უცნობმა ჰაკერმა გატეხა. შედეგად გატაცებულ იქნა ათასზე მეტი კრიპტოტრეიდერის პირადი მონაცემები. ჰაკერმა შეძლო წვდომის მიღება პლატფორმის მხარდაჭერის ცენტრის თანამშრომლის ექაუნთზე და გახსნა 1082 მომხმარებლის ინფორმაცია, მათ შორის მათი სახელები, ელექტრონული მისამართები, საგადახდო სისტემის პროფილები და კრიპტოსავალუტო ოპერაციების ფინანსური ინფორმაცია. ამჯამად ჰაკერი ცდილობს ეს ინფორმაცია დარქნეტ-ფორუმზე გაყიდოს. CryptoTrader.Tax იმართება Coin Ledger Inc.-ის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ ვალუტაში გადასახადის ანგარიშგების ავტომატურ მომსახურებას 36 კრიპტო ბირჟაზე მონაცემების აკუმულირებით. სერვისმა პოპულარობა მოიპოვა შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) გააქტიურების შედეგად. პლატფორმის თანადამფუძნებელმა დევიდ კემერერმა დაადასტურა დაჰაკვის ფაქტი და აღნიშნა, რომ მონაცემები მოპარულ იქნა 7 აპრილს, თუმცა პლატფორმას არ მოუხდენია ფაქტის ოფიციალური აფიშირება. მომხმარებელთა მხარდაჭერის ანგარიშზე წვდომის მიღების შემდეგ ჰაკერმა ატვირთა ფაილი ინფორმაციის 13,000 ხაზით. მოპარულ ფაილებში აგრეთვე შედის მარკეტინგული შეტყობინებები, რეფერალების ნომრები და საკომისიო შემოსავლები. კემერერმა აღნიშნა, რომ გამოძიების მსვლელობისას პლატფორმის უსაფრთხოების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ პლატფორმის არც ერთი მომხმარებლის ექაუნთის პაროლი არ იყო გატეხილი. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ყველა დაზარალებულმა მომხმარებელმა მიიღო ინფორმაცია შემთხვევის შესახებ და მათ მოეთხოვათ ზომების მიღება ექაუნთის უსაფრთხოების დონის ამაღლების შესახებ, ასევე პაროლების შეცვლა. https://bit.ly/31zav4x
  7. სტუდია CD Projekt RED-მა დააანონსა The Witcher-ის ახალი სერია. The Witcher: Monster Slayer - ეს გახლავთ შერეული რეალობის ფორმატის თამაში ოპერაციულ სისტემა iOS და Android-ზე მომუშავე მობილური მოწყობილობებისთვის. ხსენებული თამაში გეიმერებს ფანტასტიკურ მონსტრებზე ნადირობის შესაძლებლობას მისცემს. თამაში მოგვაგონებს Pokemon Go-ს მსგავს პროექტებს, თუმცა Monster Slayer საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება და უჩვეულო და სახალისო ცხოველების ნაცვლად გეიმერებს ბოროტი და საშიში მონსტრები ელოდებიან. Monster Slayer-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბრძოლო მოქმედებებს. გეიმერები გამოიკვლევენ მათ ირგვლივ არსებულ სამყაროს, შეისწავლიან და შეებრძოლებიან სხვადასხვა მონსტრს - როგორც ახლებს, ისევე „The Witcher“-სერიებიდან უკვე ცნობილებს. მონსტრებზე გამარჯვების მოსაპოვებლად საჭიროა მახასიათებლების შესწავლა, დღე-ღამის შესაბამისი პერიოდის გამოყენება და ამინდის პირობების გათვალისწინება. წინასწარი მომზადება გადამწყვეტია მონსტრებზე გასამარჯვებლად, საჭირო იქნება მასალების დამზადება მცენარეებისა და ზეთებისგან, ნაღმებისა და მონსტრების სატყუარების შექმნა, აგრეთვე საჭიროა პერსონაჟის შესაძლებლობების გაუმჯობესება მანამ, სანამ ახალი მონსტრის გამოწვევის წინაშე დადგებით. თამაშის ავტორებმა არც გრძნეულის ნიშნები დაივიწყეს - საბრძოლო მაგია ხელმისაწვდომი იქნება შერეულ რეალობაში. მონსტრებთან ბრძოლის პარალელურად თამაშში წარმოდგენილია სხვა სერიებით შთაგონებული სიუჟეტური დავალებებიც. თამაშის გამოსვლის თარიღი ამჟამად უცნობია. სტუდიამ გამოაქვეყნა The Witcher: Monster Slayer-ის თრეილერი და გეიმერებს მოუწოდებს გამოიწერონ სიახლე, რათა პროექტის შესახებ საქმის კურსში იყვნენ. ვიდეო: The Witcher: Monster Slayer — Announcement Trailer à https://bit.ly/3lltdo3 https://bit.ly/3b4gvp4
  8. კომპანია MSI გავიდა კომპიუტერული კვების ბლოკების ბაზარზე და დააანონსა MPG GF სერიის მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია გეიმინგ დონის დესკტოპ სისტემებში გამოყენებისთვის. სერიაში შევიდა სამი მოდელი - A650GF, A750GF და A850GF, რომელთა სიმძლავრე შეადგენს 650, 750 და 850 ვატს, შესაბამისად. საუბარია 80 PLUS Gold სპეციფიკაციაზე, რაც მიუთითებს მაღალ ენერგოეფექტურობაზე. კომპანია MSI-მ მოწყობილობები აღჭურვა ბრტყელი სადენების სრულიად მოდულური სისტემით, რაც საშუალებას იძლევა კომპიუტერის შიდა სივრცეს მიეცეს უფრო მოწესრიგებული იერსახე და თავიდან იქნას აცილებული არასაჭირო დაკავაშირებები. კონსტრუქციაში გამოყენებულია მაღალი ხარისხის იაპონური კონდენსატორები 105 °C ტემპერატურული რეჟიმებით, რაც საშუალებას იძლევა ამაღლდეს საიმედოობის დონე და გახანგრძლივდეს ექსპლუატაციის ვადა. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი სისტემები: OVP (დაცვა ძაბვის გადამეტებისგან), OPP (დაცვა სიმძლავრის გადამეტებისგან), OCP (დაცვა ზედმეტი დატვირთვისგან), OTP (ტემპერატურის გადაჭარბებისგან დაცვა), UVP (ძაბვის ვარდნისგან დაცვა) და SCP (მოკლე ჩართვისგან დაცვა). MSI MPG GF კვების ბლოკები წარმოდგენილია 10-წლიანი გარანტიით. მათი საორიენტაციო ფასი ამჟამად სამწუხაროდ უცნობია. https://bit.ly/3gvDFFW
  9. გამომძალველ პროგრამა Ryuk-ის შემქმნელებმა მისი მეშვეობით Bitcoin-ბირჟა Binance-იდან 1 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს. ამის შესახებ იტყობინება Forbes კიბერუსაფრთხოების ანონიმური სპეციალისტების ცნობებზე დაყრდნობით. ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ Ryuk-თან დაკავშირებული გუნდი სამი წლის განმავლობაში გზავნიდა 13 სხვადასხვა საფულედან 1 064 865 $-ს Binance-ის საფულეში. ბოლო ტრანზაქცია განხორციელდა მიმდინარე აგვისტოში. „63 შერჩეული ტრანზაქციიდან, რომლის ჯამი 5 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი იყო, 1 მლნ $ გაიგზავნა ჰაკერების საფულეებში რამდენიმე მისამართზე. მოგვიანებით თანხა შევიდა Binance-ზე, რამაც ბოროტმოქმედებს საშუალება მისცა თანხა გაეტანათ გამოსასყიდის სახით“ - ნათქვამია ანგარიშში. დანარჩენი 4 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი რჩება სხვადასხვა ბირჟისგარე მისამართზე. ჯამში FBI-ს მონაცემებით, დაზარალებულებმა 61 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხეს Ryuk-ის შემქმნელებს. Binance-ის უსაფრთხოების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ „ფულის გათეთრებასთან, გამომძალველობასა და სხვა ზიანისმომტან ქმედებებთან ბრძოლა მათი ყოველდღიური საქმიანობაა“. მათ დაამატეს, რომ მათ არსენალშია უამრავი ინსტრუმენტი საეჭვო აქტივობის გამოვლენისთვის. „სამწუხაროდ, როდესაც საუბარი ეხება ქსელის დონეზე უკანონო საქმიანობის აღმოჩენას, ყოველთვის ვერ ხერხდება ცალსახა დასკვნების გამოტანა. მიმღებს შესაძლოა წარმოდგენა ჰქონდეს თანხის უკანონო წყაროს შესახებ“ - განმარტავენ Binance-ში. ერთ-ერთმა ექსპერტმა ანონიმურ პირობებში განაცხადა, რომ უკანონო საქმიანობასთან ბრძოლა არ წარმოადგენს იოლ კომპორომისს: „თუკი გაამკაცრებთ პოლიტიკასა და პროცედურებს ბოროტმოქმედებისთვის ბარიერების შესაქმნელად, ეს უარყოფითად იმოქმედებს ყველა კეთილსინდისიერ მომხმარებელზე. აქ არ არსებობს მარტივი პასუხი“ - განაცხადა მან Forbes-თან. https://bit.ly/2YAbYp6
  10. NVIDIA-ს მომდევნო თაობის ვიდეო დაფების წარდგენა სექტემბერში მოხდება, რასაც სავარაუდოდ კომპანიის ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი პირადად განახორციელებს. ბოლო პერიოდში უამრავი ცნობა გავრცელდა ახალი გრაფიკული ჩიპების სავარაუდო ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. ამჟამად წარმოგიდგენთ უშუალოდ ფასებს, რომლებიც ჩინელმა ინსაიდერებმა გააზიარეს. დავიწყოთ ყველაზე მაღალი წარმადობის GeForce RTX 3090 დაფით. მოსალოდნელია, რომ მისი ფასი იქნება 13999 იუანი, რაც დაახლოებით 2 ათასი აშშ დოლარია. ეს ფასი გაცილებით მაღალია ამ დრომდე ცნობილ ღირებულებაზე. შეგახსენებთ, წინა ცნობებში ფლაგმანური მოდელის ფასად 1399 აშშ დოლარი სახელდებოდა. ინსაიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დაფას ექნება 24 გბ სწრაფი GDDR6X მეხსიერება. მომდევნო მოდელია RTX 3080. ინსაიდერის ინფორმაციით მისი ფასი 7999 იუანიდან იწყება, რაც დაახლოებით 1150 აშშ დოლარია. თუკი ეს ინფორმაცია რეალური აღმოჩნდება, ეს დაფა, ისევე როგორც მისი უფროსი მოდელი, პოტენციური მყიდველების 99 %-ისთვის მიუწვდომელი იქნება. მომდევნოა RTX 3070, რომლის ფასი 720 აშშ დოლარია. სხვა მონაცემები ფასების შესახებ ამჟამად არ ხმაურდება. როგორც წესი, ინსაიდერები ინფორმაციას აზიარებენ გადამოწმებული წყაროებიდან. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ფასი მიეკუთვნება Founders Edition ვარიანტს. GeForce RTX 3090 13 999 იუანი 2 000 აშშ დოლარი GeForce RTX 3080 7 999 იუანი 1 150 აშშ დოლარი GeForce RTX 3070 4 999 იუანი 720 აშშ დოლარი დამატებით, ინსაიდერმა დააკორექტირა ვიდეო დაფების გაყიდვის დაწყების თარიღი. მისი ინფორმაციით, მინიმუმ ორი ფლაგმანის გაყიდვა დაიწყება 12 სექტემბერს, რაც ნაკლებად სარწმუნოა, რადგანაც მცირე დროა დარჩენილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი სულ მალე ოფიციალურად გახდება ცნობილი. https://bit.ly/32wZHmO
  11. კომპანია ASUS-მა დააანონსა მონიტორი პროფესიონალი გეიმერებისთვის - ROG Swift PG259QN - როგორც კომპანია ამტკიცებს, ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პანელი კიბერსპორტისთვის: მისი კადრის განახლების სიხშირე აღწევს 360 ჰერცს. მოწყობილობას საფუძვლად უდევს Fast IPS მატრიცა, რომლის რეაქციის დრო 1 მილიწამია. ეკრანის გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD ფორმატი), სიკაშკაშე - 400 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1000:1. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსია. მონიტორს აქვს HDR10-ის მხარდაჭერა. NVIDIA G-Sync ტექნოლოგია პასუხისმგებელია გეიმინგ-პროცესის უწყვეტ, სინქრონულ მუშაობაზე, ULMB (Ultra-Low Motion Blur) სისტემა კი უზრუნველყოფს მოძრაობის დროს კადრის დამახინჯების შემცირებას. ASUS GamePlus კომპლექტი მოიცავს ხუთ მოსახერხებელ ინსტრუმენტს კიბერსპორტსმენებისთვის: წამმზომი, სამიზნის მონიშვნა, ტაიმერი, კადრების მრიცხველი და რამდენიმე დისპლეისგან შემდგარ კონფიგურაციაში გამოსახულების გათანაბრების საშუალება. უკანა მხარეს გათვალისწინებულია მრავალფერი სინქრონიზებადი განათება ASUS Aura Sync. სადგამი მრავალგვარი განთავსების საშუალებას იძლევა: შესაძლებელია დახრის კუთხის შეცვლა და ეკრანის მობრუნება, სიმაღლის რეგულირება, აგრეთვე პანელის გადაყვანა ალბომის რეჟიმიდან პორტრეტის ორიენტაციაში. ხელმისაწვდომია ინტერფეისები: HDMI 2.0 და DisplayPort 1.4, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი, ორი USB 3.0 პორტი. სისტემები Flicker-free და Low Blue Light ხელს უწყობს თვალებზე დატვირთვის შემცირებას და აღმოფხვრის ზოგად დაღლილობას. https://bit.ly/3jicHTI
  12. შემოდგომაზე ევროკომისია დაასრულებს ციფრული ფინანსების ბაზრის რეგულირების შემუშავებას და წარადგენს კრიპტოაქტივების მკაფიო განსაზღვრებას ევროპული კანონმდებლობისთვის. როგორც IFC გვატყობინებს, წლის განმავლობაში ევროპის კავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ევროპის კომისია, კონსულტაციას გადიოდა მთელი ევროპის ექსპერტებთან, რათა შეემუშავებინა რეკომენდაციები ციფრული ფინანსების ბაზრის რეგულირებისთვის. ამ კონსულტაციების შედეგად შეიქმნა „სამუშაო დოკუმენტი“ სამომავლო რეგულირების მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტებით: ყველა ტიპის კრიპტოაქტივის, მათ შორის Stablecoin-ებისა და ტოკენ-აქციების, განსაზღვრისთვისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილება; ცვლილებების შეტანა ევროკავშირის დირექტივაში „ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრის შესახებ“ (MiFID II) და მასში კრიპტოაქტივების ჩართვა; წესების შემუშავება ბლოკჩეინზე მომუშავე პლატფორმებისთვის. „ველით, რომ ეს კანონი ევროპისთვის ისტორიული გახდება“ - განაცხადა European Blocktech Federation-ის თავმჯდომარე Bruno Schneider – Le Saout-მა. – „ეს რეგულირება მხარს დაუჭერს ციფრული ფინანსების ინდუსტრიის განვითარებას წლების მანძილზე“. მან აგრეთვე აღნიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლებიც მოხდება ახალი მარეგულირებელი წესების შემოღების შემდეგ: „ახალი კანონმდებლობა უზრუნველყოფს იურიდიულ განსაზღვრებას, რომელიც აუცილებელია როგორც კრიპტოაქტივისთვის, რათა იგი არ მოხვდეს ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის გავლენის ქვეშ, არამედ ფინანსურ მომსახურებებში DLT-ს გამოყენებისა და ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების ტოკენიზაციისთვის. გარდა ამისა, გაჩნდება კრიპტოაქტივების , როგორც „ფინანსური ინსტრუმენტების“ განსაზღვრება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მასში შედის კრიპტოაქტივები ევროპულ და ეროვნულ იურიდიულ ინსტრუმენტთა ფართო სპექტრში, რომელსაც არეგულირებს ევროკავშირის ფინანსური ბაზარი“. ასევე არსებობს ტოკენ-აქციების მკაცრი განსაზღვრებისა და უფლებრივი ბაზისის გარდაუვალობა. სამომავლო რეგულირება გულისხმობს ამ ტოკენების მუშაობის შემოწმების საშუალებას. გარდა ამისა, შემუშავებაში მყოფი კანონმდებლობა მოიცავს კრიპტოვალუტების ბაზრის სტრუქტურების რეგულირების სპეციფიკას. ამჟამად კრიპტობირჟების საქმიანობა არასაკმარისად რეგულირდება, ეს კი, როგორც Schneider – Le Saout აღნიშნავს, განაპირობებს მრავალრიცხოვან თაღლითობასა და ბირჟის საქმიანობის შეფერხებას. სამუშაო დოკუმენტში შემოთავაზებულია მარეგულირებელი წესები ევროკავშირის ემიტენტებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან თავიანთი კრიპტოაქტივები შესთავაზონ მთელ ევროპის კავშირს, ასევე რეგულირება კრიპტო-სერვისებისთვის, რომელთაც სურთ ერთიან ბაზარზე თავიანთი სერვისების წარმოდგენის ნებართვა მიიღონ. ახალი რეგულირება ჩაანცვლებს ამჟამად არსებულ ეროვნულ კანონებს, რომლებიც კრიპტოაქტივებთან მიმართებაში გამოიყენება. კანონმდებლობაში შევა მოთხოვნები კრიპტოაქტივების ემიტენტებისადმი, კრიპტო-სერვისების ოპერატორებისადმი, სპეციალური წესები ბაზრის მთლიანობის უზრუნველყოფისთვის და ემიტენტებზე ზედამხედველობის წესები. ევროპის კომისია შემუშავებული წინადადების მიღებას გეგმავს 2020 წლის მესამე კვარტალში, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების პრეს-სამსახური აღნიშნავს, რომ კომისიის მუშაობა შესაძლოა კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხოს. https://bit.ly/2Ywfyk2
  13. გამომცემლობა The Straits Times-ის ინფორმაციით Apple-მა დაადასტურა, რომ ააგებს თავის პირველ მაღაზიას წყალზე სინგაპურში. თაღის ფორმის პავილიონი განთავსდება კურორტ Marina Bay Sands-თან ახლოს. მაღაზიის გახსნის თარიღი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. „ეს იქნება ადგილი, სადაც შეძლებთ გამოიკვლიოთ, იურთიერთოთ და შექმნათ რაიმე ახალი“ - ნათქვამია Apple-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოცემულ რეკლამაში. ცნობილია, რომ Apple-ის მაღაზია ჩაანაცვლებს ნამსხვრევის ფორმის ბროლის პავილიონს, რომელშიც ოდესღაც განთავსებული იყო ღამის კლუბი Avalon. კომპანიამ დაამონტაჟა მინის პანელები ფასადზე, რომლებზეც დღის პერიოდში აისახება ჰორიზონტის ხაზი, მზის ჩასვლის შემდეგ კი - სინგაპურის ღამის განათება. „კონსტრუქციის ფორმა სრულიად ახლებული იქნება“ - ნათქვამია მაღაზიის ვებ-გვერდზე და მითითებულია, რომ პავილიონზე თაღის ზედა ნაწილში წარმოდგენილი იქნება მრგვალი ფანჯარა. ორიგინალი „ბროლის პავილიონის“ მსგავსად ახალი შენობა წყალქვეშა გვირაბებით დაუკავშირდება უახლოეს სავაჭრო ცენტრს. ეფექტური დიზაინის შენობა იქნება Apple-ის რიგით მესამე მაღაზია სინგაპურში. კომპანიამ პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ Knightsbridge-ში 2017 წელს, მეორე კი - Jewel Changi აეროპორტში 2019 წლის ივლისში. საცალო მაღაზიის გახსნა ამ დროს, როდესაც კომპანიების უმეტესობა ჯერ კიდევ ვერ გრძნობს თავს კარგად კორონავირუსის პანდემიის გავლენით, შეგვიძლია თვით Apple-ისთვისაც კი მეტად თამამ ნაბიჯად ჩავთვალოთ. მაგალითად, Microsoft-მა განაცხადა, რომ დახურავს ფიზიკურ მაღაზიებს და პროფილს შეუცვლის ლონდონში, ნიუ-იორკში, სიდნეისა და რედმონდში მდებარე მაღაზიებს. https://bit.ly/32pcTd8
  14. Series 6 საათების სტანდარტულ ვერსიებთან ერთად Apple-მა, შესაძლოა, მეორედ გამოუშვას ამ პროდუქტის ვერსია ოქროს კორპუსით, აგრეთვე, შეიძლება, გამოვიდეს ბიუჯეტური SE მოდელი. კომპანიამ Series 4-ის წარმოებისას 10 ათას აშშ დოლარზე მაღალი ღირებულების პროდუქტის გამოშვებაზე უარი თქვა 2018 წლის ბოლოს, რის შესახებ ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა: შესაძლოა მომხმარებლებს არ სურთ ამხელა თანხა გადაიხადონ მოწყობილობაში, რომელიც რამდენიმე წელში მორალურად მოძველდება. არაოფიციალური Apple Watch Series 5 Hermes - 24-კარატიანი ოქროს კორპუსით თუმცა, შესაძლოა, Apple-მა კვლავ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას. თუკი L0vetodream-ის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული ფოტოები რეალურია, Series 6-ში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს Gold Edition მოდელი ხუთნიშნა ფასით აშშ დოლარში. ფოტოებზე ჩანს, რომ მოწყობილობა წარმოდგენილია ტყავის სამაჯურითა და განსაკუთრებული დამტენი ქეისით. შეფუთვა, როგორც ჩანს, გვევლინება უსადენო დამტენის სახით - გვერდით ნაწილზე აქვს Lightning-კონექტორი. ფასის, გარეგნული დიზაინისა და ძვირადღირებული კორპუსის გარდა, Apple Watch Series 6 Gold ზუსტად სტანდარტული მოდელის მსგავსი იქნება. პრემიუმ-კლასის ძვირადღურებულ საათთან ერთად Apple-მა შესაძლოა წარადგინოს მოწყობილობის ბიუჯეტური ვარიანტიც. შეგახსენებთ, კომპანიამ ფასდაკლებით გაყიდა ყველაფერი Series 3 და 5 მოდელების გარდა. დანარჩენი ვერსიების მოძიება შესაძლებელია მხოლოდ საცალო მაღაზიებში, თუკი სადმე კიდევ შემორჩა მარაგი. Series 6-ის გამოშვებით დიდი ალბათობით შეწყდება Series 3-ს გაყიდვები, ამ მოდელის ფასი ბოლო წელს შემცირდა დაახლოებით 200 აშშ დოლარამდე, რის შედეგად იგი ამჟამად ბიუჯეტურ მოდელად ითვლება, თუმცა ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს მოწყობილობა უკვე მოძველდა და საჭიროა მისი ჩანაცვლება. ტექნიკური ანალიტიკოსი და ინფორმატორი Komiya ამტკიცებს, რომ Apple ამზადებს Apple Watch SE ვერსიას, რომელიც Series 3-ის მოდელს ჩაანაცვლებს. მას ექნება იგივე დიზაინი, 16 გბ მეხსიერება, S6 და W4 ჩიპები, Bluetooth 5.0 და ბევრი სხვა. ფასის შემცირების მიზნით შემოთავაზებული იქნება მოწყობილობა ალუმინის კორპუსით და 42 მმ ზომით. რეალურად, ეს იქნება Series 3 - გაუმჯობესებული შიდა კომპონენტებით. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ამგვარი მოწყობილობა ბაზარზე მომდევნო წლის მარტში გამოვა და მისი ფასი Series 3-ის ამჟამინდელი ფასის მსგავსი იქნება. მოსალოდნელია, რომ Apple Watch Series 6-ის ანონსი შედგება სექტემბრის დასაწყისში iPhone 12-თან ერთად. არსებული ცნობების თანახმად, მოწყობილობას ექნება უფრო სწრაფი პროცესორი, ძილზე თვალყურის მიდევნების ფუნქცია, სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრის სენსორი და ბევრი სხვა. ეს მოდელი Gold და SE მოდელებთან ერთად Apple-ს დაეხმარება შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია სმარტ-საათების ბაზარზე. https://bit.ly/2ElaPef
  15. კომპანია Arcane Research ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტებისადმი ინტერესმა მაქსიმუმს 2018 წლის იანვარში მიაღწია. Google Trends-ის მონაცემთა საფუძველზე გაკეთებულ ანგარიშში კრიპტოანალიტიკურმა კომპანიამ აღნიშნა „buy crypto“ მოთხოვნების სწრაფი ზრდა. ანალიტიკოსების აზრით, ეს ფაქტი შესაძლოა მოწმობდეს ბაზარზე ახალი ტრეიდერებისა და ინვესტორების შემოსვლას. ამასთან, Altcoin-ებს აქვთ სწრაფად მზარდი აქტივების რეპუტაცია და სარგებლობენ უფრო მეტი პოპულარობით, ვიდრე პირველი კრიპტოვალუტა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს „Altcoin-ების სეზონის“ დასაწყისზე. გასულ თვეში მსგავსი პროგნოზი გააკეთეს ტრეიდინგის ვეტერანმა და კრიპტოანალიტიკოსმა პიტერ ბრანდმა და Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ. პარალელურად, „Bitcoin“-ის საძიებო მოთხოვნების რაოდენობა მცირდება ისევე, როგორც Bitcoin-ის წილი კრიპტოვალუტების ბაზარზე. გასული წლის სექტემბერში BTC-ის წილი შეადგენდა 69.9 %-ს, Coinmarketcap-ის მონაცემებით ამჟამად ფლაგმანური კრიპტოვალუტის წილია 59.2 %. https://bit.ly/3j77ONq
  16. გარკვეული დროის წინ გავრცელდა ინფორმაცია კვების ახალ კონექტორზე, რომელიც გამოყენებული იქნება NVIDIA Ampere-ს ფლაგმანურ ვიდეო დაფებში. ახალი კონექტორი იყო 12-პინიანი და 600 ვატამდე ენერგიის გადაცემის საშუალებას იძლეოდა. კონტაქტები განთავსდება ორ რიგად, კონექტორის ზომაა 19x8,35 მმ. იმ დროს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ სიახლეს, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე ტექნიკურმა ბლოგერმა დაადასტურა, რომ კვების ახალი კონექტორის გამოჩენა რეალურია. თუმცა, დიდი ალბათობით, იგი გამოყენებული იქნება ვიდეო დაფების მხოლოდ სპეციალიზებულ ვერსიებსა და, შესაძლოა, NVIDIA-ს ეტალონურ დაფებში. კომპანიის პარტნიორი გარე მწარმოებლები დიდი ალბათობით უარს იტყვიან ამგვარ სიახლეზე და თავიანთ ვიდეო დაფებს აღჭურვავენ ჩვეული 6- და 8-პინიანი კონექტორებით. ამ ფაქტის ხილვა შესაძლებელია RTX 3090/3080 დაფის ახლახანს გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც ჩანს, რომ ვიდეო დაფას აქვს სამი 8-პინიანი კვების კონექტორი. უახლესი ფოტოების თანახმად NVIDIA-ს ახალი დაფა სამსლოტიანია, GeForce RTX 3090 და RTX 3080 დაფების ენერგომოხმარება შთამბეჭდავი უნდა იყოს. ამიტომ კვების ახალი კონექტორის გამოჩენის ალბათობა დიდ გაკვირვებას აღარ იწვევს. ახალი ინტერფეისის გამოჩენისთვის მზადება დაიწყეს კვების ბლოკების მწარმოებლებმაც. ინტერნეტში გავრცელდა Seasonic-ის გადამყვანის ფოტო ორი 8-პინიანიდან ერთ 12-პინიანზე. მწარმოებელი კომპანიის შეფუთვაზე მოცემულია რეკომენდაცია - ამ სადენისთვის გამოყენებულ იქნას არანაკლებ 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. https://bit.ly/2FS6xeQ
  17. კომპანია HP-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი War X: ლეპტოპი წარმოდგენილია 13, 14 და 15-დუიმიანი დისპლეებით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს AMD-ის აპარატული პლატფორმა. კერძოდ, მომხმარებლები შეძლებენ არჩევანი გააკეთონ Ryzen 7 Pro 4750U და Ryzen 5 Pro 4650U მოდიფიკაციებს შორის. პირველ მათგანს აქვს რვა ბირთვი 1.7-4.1 გჰც სიხშირით, მეორეს - ექვსი ბირთვი 2.1-4.0 გჰც სიხშირით. ორივე შემთხვევაში მხარდაჭერილია მრავალნაკადიანი ტექნოლოგია. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ, SSD-ის მოცულობა - 512 გბ-ს. მოცემულია პორტები USB Type-A, USB Type-C, HDMI და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. საბაზისო კონფიგურაციაში გათვალისწინებულია Full HD კრანი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი, უფროს მოდიფიკაციაში კი მოცემულია 4K პანელი 3840 × 2160 პიქსელი გაფართოებით. სიკაშკაშე აღწევს 400 კდ/მ2-ს, ხელმისაწვდომია 100%-იანი sRGB ფერთა გამა. სტანდარტული კომპლექტაციის ფასია 720-დან 765 აშშ დოლარი დისპლეის ზომის მიხედვით. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10.  https://bit.ly/3hpc0Yq
  18. Ripple-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე კრის ლარსენი თვლის, რომ აშშ აგებს ჩინეთთან გლობალური ფინანსური სისტემისთვის ბრძოლას, რომლის მიზანია მასში დოლარი ჩაანაცვლოს ციფრული იუანით. ლარსენმა განაცხადა, რომ ამჟამად დოლარი მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 88%-ზე მოდის და აშშ მართავს გლობალურ ფინანსურ ინფრასტრუქტურას, თუმცა მისი დიდი ნაწილი დამყარებულია გასული საუკუნის მოძველებულ ტექნოლოგიებზე. ახლოვდება მისი ფუნდამენტალური ცვლილებები, რომლებიც ემყარება ციფრულ საფულეებს, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასა და კრიპტოვალუტებს - დარწმუნებულია ლარსენი. „ჩინეთისთვის ეს გახლავთ იშვიათი შესაძლებლობა - თავი დააღწიოს გლობალურ ფინანსურ სისტემაზე ამერიკულ ხელმძღვანელობას. მისი საბოლოო მიზანია დოლარის ჩანაცვლება ციფრული იუანით“ -აღნიშნა მან. ჩინეთმა ამ მიმართულებით მთელი რიგი სტრატეგიული ნაბიჯები გადადგა. ქვეყანამ მიაღწია ციფრული გადახდების ფართოდ გავრცელებას ტექნოლოგიური გიგანტების - Alipay-სა და WeChat-ის მეშვეობით და იმყოფება ციფრული იუანის გამოშვების ზღვარზე. Ripple-ის თანადამფუძნებლის აზრით, ჩინური ხელისუფლება ასევე ახდენს უზარმაზარი მოცულობის ელექტროენერგიის სუბსიდირებას მაინინგისთვის, რომლის არანაკლებ 65 % კონცენტრირებულია ქვეყანაში. შედეგად ხელისუფლებას ეძლევა საშუალება - აკონტროლოს ბლოკჩეინ-პროტოკოლები, დაბლოკოს ან გააუქმოს ტრანზაქციები - თვლის ლარსენი. აშშ აგებს ამ ბრძოლას - მიიჩნევს იგი. ციფრული დოლარის გამოშვების რეალური ინიციატივები ჯერ კიდევ არ არსებობს, რეგულირება კი ადგილობრივ ბლოკჩეინ-კომპანიებს კონკურენტებთან მიმართებაში აყენებს არამომგებიან პოზიციაში. ლარსენმა გაიხსენა, რომ მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებით შეერთებულმა შტატებმა მოიგო ინტერნეტ-რევოლუცია. იგივე უნდა გაკეთდეს ფინანსური ტექნოლოგიისა და ბლოკჩეინის მხრივ - აღნიშნა მან. მისი აზრით, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა განიხილოს სილიკონის ველი, როგორც მომავლის ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრი და მასში მოათავსონ გარკვეული ფედერალური მარეგულირებელი ორგანოები. ამგვარი ნაბიჯები გაათანაბრებს „ჩინეთთან თამაშის წესებს“ - დარწმუნებულია ლარსენი. https://bit.ly/32fulkp
  19. AMD არ ჩქარობს საზოგადოებისთვის სამომავლო გეგმების გაზიარებას, თუმცა გამოსავალი ინსაიდერები არიან: ცნობილი ენთუზიასტი MebiuW, რომელიც აქვეყნებს AMD-ის სამომავლო პროდუქტების ფოტოებსა და მათ ძირითად მახასიათებლებს, გვიზიარებს მორიგ ინფორმაციას, რომლის შევსება სცადა რესურსმა VideoCardz-მა. ზოგიერთი მონაცემი ამ დრომდეც იყო ცნობილი. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მეოთხე თაობის AMD Ryzen-ს ჩაანაცვლებს თაობა კოდური დასახელებით - Vermeer, რომლის დებიუტი მიმდინარე წელს შედგება. 2021 წლისთვის კი ჩანიშნულია ახალი თაობის CPU-ების გამოსვლა სახელით - Warhol: ახალ პროცესორებს ექნებათ Zen 3 არქიტექტურის 7-ნანომეტრიანი ბირთვები, ასევე PCIe 4.0-ის მხარდაჭერა - არაფერი ახალი წინა თაობის ჩიპებთან შედარებით, თუმცა შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ახალი პროდუქტები განსხვავებული იქნება გაუმჯობესებული ტექნოპროცესითა და გაზრდილი სიხშირეებით. 2022 წლისთვის მოსალოდნელია ახალი თაობის დესკტოპ პროცესორების სერიის - Raphael-ის გამოსვლა: როგორც ცნობილია, ეს იქნება Zen 4 არქიტექტურის მქონე მოდელები, ასევე ნახსენებია გრაფიკა Navi ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. მომდევნო წელს ენერგოეფექტური ჰიბრიდული პროცესორების სერიაში წარმოდგენილი იქნება 7-ნანომეტრიანი APU Van Gogh, რომელიც დაფუძნებული იქნება Zen 2 არქიტექტურაზე და ექნება ინტეგრირებული გრაფიკა Navi 2. გარდა ამისა, ახალ პროდუქტებს ექნება LPDDR4X და LPDDR5 ტიპების ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა, აგრეთვე CVML ფუნქციები, რაც გარკვეულწილად მანქანურ სწავლებას მიეკუთვნება. ამავე წელს გამოვა ჰიბრიდული პროცესორები Cezanne, რომლებიც ჩაანაცვლებს Renoir სერიას“ ახალი პროდუქტების მახასიათებლებია 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, Zen 3 არქიტექტურა და ძველი გრაფიკა Vega. გარდა ამისა, APU-ს ექნება LPDDR4X და DDR4 ტიპის მეხსიერების მხარდაჭერა. 2022 წელს მას მოჰყვება ჰიბრიდული პროცესორები Rembrandt, რომელთაც ექნებათ გრაფიკული ქვესისტემა Navi, ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს არსებული ცნობები. გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არაოფიციალურია და ზუსტ ცნობებს AMD წარადგენს მორიგი ღონისძიების ფარგლებში. https://bit.ly/34pKE0D
  20. გამოქვეყნდა გრაფიკულ ბარათ NVIDIA GeForce RTX 3090-ის ეტალონური ნიმუშის პირველი რეალური ფოტოები. დაფაში გამოყენებულია არასტანდარტული ფორმის PCB, გაგრილების უჩვეულო სისტემა მასიური რადიატორითა და ორი დიდი ქულერით, რომლებიც განთავსებულია ორივე მხარეს. GeForce RTX 3090 დაფის წინა მხარე პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ვიდეო ბარათი უზარმაზარია! შედარებისთვის, ეტალონური RTX 2080 Founders Edition, რომლის სიგრძე 26.7 სანტიმეტრია და სიმაღლე - 11.2 სმ, მის ფონზე მეტად პატარად გამოიყურება. ეტალონური GeForce RTX 3090 მთლიანად შავ ფერშია წარმოდგენილი. კორპუსში იგი დაიკავებს გაფართოების სამ სლოტს. PCB-ის მეორე მხარეს რადიატორი დაფარულია სექციური საფარით (სავარაუდოდ პლასტმასით). აქვეა მოცემული პროდუქტის დასახელების ოდნავ შესამჩნევი წარწერა - RTX 3090. GeForce RTX 3090-ის უკანა მხარე წყაროს მიხედვით, რომელმაც ვიდეო დაფის ფოტოები გამოაქვეყნა, GeForce RTX 3090-ის ფასი 1400 აშშ დოლარს შეადგენს. სამწუხაროდ, ინსაიდერს არ გაუზიარებია დაფის ტექნიკური მახასიათებლები. ამჟამად ცნობილია, რომ მის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი GA102 მინიმუმ 5248 CUDA ბირთვით. სხვა წყაროების ცნობებით, Ampere სერიის ფლაგმანს შესაძლოა ჰქონდეს GDDR6X სტანდარტის 24 გბ-მდე ვიდეომეხსიერება, თუმცა კომპანია Micron-ის ინფორმაციით დაფას ექნება მხოლოდ 12 გბ GDDR6X. ამჟამად არსებული არაოფიციალური ცნობებით, შესაძლოა Ampere თაობის ზოგიერთ მოდელს ჰქონდეს 12-პინიანი კვების კონექტორი. სამწუხაროდ, გამოქვეყნებული ფოტოებით ვერ ირკვევა ეს სიახლე, თუმცა ზემოთხსენებული „მონსტრის“ ვიზუალის გათვალისწინებით ამ ინფორმაციის დაჯერება სავსებით დასაშვებია. შეგახსენებთ, Ampere მიკროარქიტექტურის ბაზაზე შექმნილი NVIDIA GeForce RTX 30-სერიის გრაფიკული დაფების ანონსი 1 სექტემბერს შედგება. https://bit.ly/3j67yy3
  21. ბლოკჩეინი - ეს არის მონაცემთა განაწილებული ბაზა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერში არსებობს. ეს ბაზა მუდმივად იზრდება მასში ახალი ჩანაწერების ან „ბლოკების“ დამატების შედეგად. თითოეული ბლოკი შეიცავს დროის ნიშნულს და ბმულს წინა ბლოკზე, ამიტომ ისინი ფაქტობრივად ქმნიან ჯაჭვს ( block chain - ბლოკების ჯაჭვი). მონაცემთა ბაზა არ იმართება ვინმე კონკრეტულის მიერ, ამის ნაცვლად ქსელის თითოეულ მომხმარებელს აქვს მონაცემთა მთელი ბაზის ასლი. ძველი ბლოკები სამუდამოდ ინახება, ახალი ბლოკები კი ემატება რეესტრში, რაც შეუძლებელს ხდის მანიპულირებას დოკუმენტების, ტრანზაქციებისა და სხვა ინფორმაციის გაყალბების მეშვეობით. ერთი ჩანაწერის ფალსიფიკაცია გამოიწვევს მთლიანი ჯაჭვის ფალსიფიკაციას. ნებისმიერს აქვს წვდომა ბლოკჩეინზე სრულ ინფორმაციაზე, თუმცა მხოლოდ სპეციალური პრივატული გასაღების მფლობელს შეუძლია დაამატოს ახალი ჩანაწერი კონკრეტულ ჯაჭვზე. სანამ ხართ ერთადერთი ადამიანი, ვინც გასაღებს ფლობს, ვერავინ შეძლებს თქვენი ტრანზაქციებით მანიპულირებას. გარდა ამისა, კრიპტოგრაფია გამოიყენება იმისთვის, რომ გარანტირებულ იქნას ბლოკჩეინის ასლის სინქრონიზაცია ქსელში არსებულ ყველა კომპიუტერზე ან ნოუდზე. ბლოკჩეინი არ საჭიროებს ტრანზაქციების საფასურს - საჭიროა მხოლოდ დანახარჯები ინფრასტრუქტურაზე. ბლოკჩეინი დეცენტრალიზებულია, გამჭვირვალე და უსაფრთხო. ამ თვისებების წყალობით ახალ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი - შეცვალოს ფინანსური სისტემა. დეცენტრალიზაცია ბლოკჩეინი ძირს უთხრის მომსახურების გაწევის ცენტრალიზებული სისტემის საფუძველს. ტექნოლოგია ტრანზაქციების განხორციელების საშუალება იძლევა შუამავლების (მაგალითად, ბანკების) გარეშე. ბლოკჩეინის მეშვეობით ნებისმიერი კონტრაქტი გარდაიქმნება პროგრამად, რომელიც შესრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარე შეასრულებს მოლაპარაკების პირობებს. ამ მექანიზმს ეწოდება „სმარტ-კონტრაქტები“ და მათი გამოყენების სივრცე პრაქტიკულად უსაზღვროა. ამავე პროგრამას შეუძლია გამოიკვლიოს ინფორმაცია მონაცემთა გარე წყაროებიდან (მაგალითად, აქციების ფასი, ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები და სხვა დანარჩენი, რისი გაანალიზებაც კომპიუტერს შეუძლია) და შექმნას კონტრაქტები, რომლებიც ავტომატურად შესრულდება განსაზღვრული პირობების შესრულებისას. სმარტ-კონტრაქტების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სიტუაციაში: ფინანსური დერივატივებიდან დაწყებული - სადაზღვევო შენატანით, უძრავი ქონების არენდით, იურიდიული პროცესებითა და ქრაუდფანდინგით დამთავრებული. გამჭვირვალობა ბლოკჩეინი ფარავს კომპანიის ან პირის ვინაობას და აჩვენებს მხოლოდ საჯარო მისამართს. საჯარო მისართი წვდომას იძლევა საფულეში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციაზე და არა მისი მფლობელის პირად ინფორმაციაზე. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია იხილოს ყველა ტრანზაქცია, რომლებიც კონკრეტული მისამართიდან შესრულდა. ამგვარი გამჭვირვალობა განაპირობებს ანგარიშვალდებულების მაღალ დონეს. უსაფრთხოება ბლოკჩეინის უსაფრთხოება - უპირველეს ყოვლისა, ეს არის მონაცემების შეცვლის შეუძლებლობა ჯაჭვში მათი თავდაპირველი შეყვანის შემდეგ. ამ თვისებას უზრუნველყოფს ჰეშ-მაჩვენებელი. მონაცემთა გადაცემისას ჰეშ-მაჩვენებელი შეიცავს არა მხოლოდ წინა ბლოკის მისამართს, არამედ წინა ბლოკში არსებული მონაცემების ჰეშს. ამიტომ ერთი ბლოკის ჩანაწერების მინიმალური ცვლილებაც კი ააქტიურებს ყველა ბლოკის ჰეშის ცვლილების „ჯაჭვურ რეაქციას“. ეს პარამეტრი ბლოკჩეინზე ჩაწერილ მონაცემებს აქცევს უცვლელად და უსაფრთხოდ. თავად განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის იდეა სიახლე არ არის: თავდაპირველად იგი ჩაიდო 1976 წელს კვლევით სტატიაში „ახალი მიმართულებები კრიპტოგრაფიაში“, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მისი რეალიზაცია მეტად რთულად და საფრთხისშემცვლელად ითვლებოდა. თუმცა 2008 წელს უცნობმა პროგრამისტმა (ან ადამიანთა ჯგუფმა) ფსევდონიმით - სატოში ნაკამოტომ წარადგინა Bitcoin - ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის უფრო მარტივი, უსაფრთხო და გაცილებით ეფექტური რეალიზაცია. Bitcoin გახდა ერთ-ერთი პირველი ციფრული ვალუტა, რომელშიც გამოიყენებოდა ეს ტექნოლოგია გადახდების განხორციელებისთვის. ბლოკჩეინის წყალობით Bitcoin ასევე გახდა პირველი ციფრული ვალუტა, რომელმაც გადაჭრა ორმაგი ხარჯის პრობლემა. ამგვარი განაწილებული რეესტრის უპირატესობები აშკარაა: ხარჯებისა და რისკების შემცირების, მონაცემთა უსაფრთხოებისა და ყველა ტრანზაქციის გამჭვირვალობის წყალობით კომპანიებსა და კორპორაციებს შეუძლიათ სარგებელი მიიღონ ამ ტექნოლოგიისგან. ბევრმა კომპანიამ და ორგანიზაციამ უკვე დაიწყო ბლოკჩეინის გამოყენება საერთაშორისო გადარიცხვების ღირებულების შემცირების მიზნით. ზოგიერთმა ქვეყანამ კი უკვე შეიმუშავა საკუთარი ეროვნული ბლოკჩეინი. დეველოპერებმა დაიწყეს საკუთარი ბლოკჩეინებისა და კრიპტოვალუტების შექმნა. მათი თქმით, ახალ ბლოკჩეინებს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვთ, ვიდრე Bitcoin-ის ბლოკჩეინს. გამოჩნდა უამრავი ლიდერი, პოპულარული ინვესტორი, ტრეიდერები და კრიპტო მედია, რომელთაც მილიონობით ხალხი უსმენს. პრაქტიკულად ყველა მათგანი თანხმდება ერთზე - სამომავლოდ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია რადიკალურად შეცვლის არა მხოლოდ ფინანსურ სისტემას, არამედ ადამიანთა ცხოვრების უმეტეს სფეროს. https://bit.ly/3aFuXn6
  22. კომპანია Lucid Motors-მა Lucid Air-ის ანონსამდე, რომელიც 9 სექტემბრისთვისაა დანიშნული, განაცხადა, რომ ელექტრო სედანი ფლობს „ყველაზე სწრაფ დამუხტვას, რაც კი ოდესმე ყოფილა წარმოდგენილი ელექტრომობილებში“. კომპანია ამტკიცებს, რომ Air-ს შეუძლია დამუხტვის თითო წუთში ბატარეას დაუმატოს 20 მილამდე (32 კმ) გავლის მარაგი, რაც 300 მილს (482 კმ) შეადგენს დაახლოებით 20-წუთიანი დამუხტვის შემთხვევაში. ამგვარი მაჩვენებლები შესაძლებელი გახდა 900-ვოლტიანი დამტენი მოწყობილობის გამოყენებით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 300 კვტ-ზე მეტია. შედარებისთვის, დამტენ სადგურ Tesla V3 Supercharger-ის მაქსიმალური სიმძლავრეა 250 კვტ, რაც უზრუნველყოფს დაახლოებით 15 მილი (24 კმ) გავლის მარაგს ერთწუთიანი დამუხტვისას. Lucid აერთიანებს Volkswagen-ის შვილობილი კომპანია Electrify America-ს ძალისხმევას, რათა ააგოს ამგვარი სწრაფი დამუხტვის მოწყობილობების ქსელი. მათ აქვთ დამუხტვის კომბინირებული სტანდარტის სისტემა (Combined Charging System, CCS) და განთავსდებიან Electrify America-ს საზოგადოებრივ დამტენ სადგურებზე. ამგვარი დამტენების რაოდენობა და განთავსების ვადა ჯერჯერობით უცნობია. კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ Lucid Air შეძლებს შეივსოს აკუმულატორის მარაგი და მიაწოდოს ენერგია სხვა ობიექტებს (Vehicle-to-Everything, V2X), რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის დაემატოს ელექტროენერგიის Vehicle-to-Grid (V2G) ქსელში მიწოდების ფუნქცია და სხვა ელექტრომობილის დამუხტვის შესაძლებლობა - Vehicle-to-Vehicle (V2V). გასულ კვირას კომპანიამ განაცხადა, რომ Lucid Air-ს შეუძლია დამუხტვის გარეშე გაიაროს 517 მილი (832 კმ) აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მეთოდიკის მიხედვით (U.S. EPA). ეს გახლავთ 28%-ით მეტი, ვიდრე ბაზარზე არსებული ყველაზე „შორსმავალი“ ელექტრომობილი Tesla Model S Long Range Plus-ის მაჩვენებელი. https://bit.ly/2FJAv4N
  23. კომპანია ZOTAC-მა წარადგინა მცირე ფორმ-ფაქტორის, მაღალი წარმადობის მქონე მინი-კომპიუტერი Zbox QCM7T3000, რომელიც წარმოდგენილი იქნება barebone-სისტემის სახით დამონტაჟებული ოპერატიული მეხსიერების მოდულებისა და მეხსიერების სანახი სივრცეების გარეშე. კორპუსის მოცულობაა მხოლოდ 2.65 ლიტრი: ზომები შეადგენს 210 × 203 × 62,2 მმ-ს. კომპიუტერს საფუძვლად უდევს Comet Lake თაობის 6-ბირთვიანი (12 ნაკადი) პროცესორი. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.6 გჰც-ს, მაქსიმალური - 5.0 გჰც-ს. გრაფიკულ ქვესისტემაში გამოყენებულია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA Quadro RTX 3000 6 გბ GDDR6 მეხსიერებით. შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ოთხ ეკრანზე ორი HDMI 2.0 პორტისა და ორი DisplayPort 1.4 ინტერფეისის მეშვეობით. დაშვებულია 64 გბ-მდე DDR4-2933/2666 ოპერატიული მეხსიერების გამოყენება. სისტემა შესაძლოა აღიჭურვოს ერთი 2.5-დუიმიანი SSD-თა და და ერთი M.2 PCIe x4 / SATA-თი. კომპიუტერში ხელმისაწვდომია - ქსელური კონტროლერები 10/100/1000 Ethernet და 10/100/1000/2500 Killer Ethernet, WiFi 6 Killer AX1650 და Bluetooth 5 უსადენო კავშირების ადაპტერები. მოცემულია ორი პორტი USB 3.1 (ერთი - Type-C კონექტორით) და ოთხი USB 3.0 პორტი.  https://bit.ly/3kZPMyr
  24. კრიპტოსავალუტო ბირჟა Coinbase-მა დაასახელა ოთხი საკვანძო ტექნიკური მახასიათებელი ERC-20 სტანდარტის ტოკენების ლისტინგისთვის. Coinbase-ზე ლისტინგისთვის აუცილებელია აქტივები შეესაბამებოდეს ოთხ ძირითად კრიტერიუმს: ვერიფიცირებული კოდი, ინდუსტრიულ სტანდარტებთან შესაბამისი ბიბლიოთეკები, შეზღუდვა პრივილეგირებული მონაწილეებისთვის და მარტივი მოდულური დიზაინი. Coinbase-ისთვის განსაკუთრებით მიშვნელოვანი ფაქტორია ვერიფიცირებული კოდი. შეტყობინებებში დეველოპერებებს მოუწოდებენ ჩამოტვირთონ იგი ისეთი შემოწმებული პლატფორმებიდან, როგორიცაა Etherscan. ბირჟა აგრეთვე ითვალისწინებს ჩატარებულ აუდიტებს, ვრცელ დოკუმენტაციებს, კოდის შესაბამისობას Solidity-ს ბოლო ვერსიასა და სისუსტეების ძებნის ინსტრუმენტების არსებობას. შეგახსენებთ, ივლისში Coinbase-ის საცალო და ინსტიტუციონალური მომხმარებლების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა. https://bit.ly/3aAqYs3
  25. ამერიკული კომპანია Tesla აქტიურად უწყობს ხელს ავტონომიური ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების ავტოპილოტირების სისტემის განვითარებას. კომპანიის ავტომატური მართვის სისტემა დამყარებულია მოწინავე პროგრამულ და აპარატულ პლატფორმებზე, რომლებშიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი და უახლესი პროცესორები, რომლებიც მაღალ გამომთვლელ სიმძლავრეს ფლობენ. Tesla-ს ინჟინრების ნაყოფიერი შრომისა და ამერიკულ კომპანია Broadcom-თან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ჩიპი შეფუთვის სისტემა System-on-Wafer (SoW) ტექნოლოგიის ბაზაზე, რომელიც აერთიანებს ჩიპს გაგრილების მოდულთან ერთ კორპუსში ისე, რომ აუცილებელი არ არის PCB-დაფის გამოყენება. როგორც ცნობილია, ჩიპს 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დაამზადებს ტაივანური კომპანია TSMC. ეს იქნება კიდევ ერთი მსხვილი დამკვეთი, რომელიც TSMC-ს შეუერთდება და კავშირს გაწყვეტს სამხრეთკორეულ გიგანტ Samsung-თან, რომელიც აწარმოებს Tesla-ს ამჟამინდელ 14-ნანომეტრიან გამომთვლელ მოწყობილობებს. ახალი ჩიპების კრისტალები დამზადდება 12-დუიმიან სილიკონის ფირფიტებზე. კრისტალი საკმაოდ მოზრდილი გამოდის - ერთ ფირფიტაზე შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ 25 კრისტალი. 12-დუიმიან ფირფიტებზე მოთხოვნა იზრდება, რაც TSMC-ს იძულებულს ხდის გააფართოვოს 12-დუიმიანი წარმოება. საწარმოო ექსპერტების აზრით, TSMC-ის 12-დუიმიანი წარმოების მოცულობა მალე 8-დუიმიანს გადააჭარბებს. ამჟამად TSMC ფლობს 12-დუიმიანი წარმოების ექვს ქარხანასა და რამდენიმე 8-დუიმიან საწარმოს, ასევე აქვს ერთი 6-დუიმიანი ფაბრიკა. თანამედროვე, Tesla Hardware 3.0 პლატფორმის ერთი ჩიპის გამომთვლელმა სიმძლავრემ შესაძლოა მიაღწიოს 72 TOPS-ს (ტრილიონი ოპერაცია წამში). Tesla-ს უპილოტო ავტომობილს გააჩნია ორი ასეთი ჩიპი, შესაბამისად, სისტემის ჯამურმა გამომთვლელმა სიმძლავრემ შესაძლოა 144 TOPS-ს მიაღწიოს. ეს პლატფორმა დემონსტრირებს შესაბამის სფეროში წარმადობის უმაღლეს დონეს. რთულია წარმოდგენა, რამდენად გაიზრდება ახალი HW 4.0 პლატფორმის წარმადობა. ეჭვს არ იწვევს, რომ Tesla-ს ლიდერობა ავტონომიური მართვის სფეროში ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. https://bit.ly/3aC8qri
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.