Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5967
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    199

Everything posted by Magdalena

  1. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, აშშ-ში ამოქმედდება ახალი რეალითი-შოუ, რომლის მთავარი ჯილდო იქნება მოგზაურობა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ. შოუ „კოსმოსის გმირი“-ს (Space Hero) პროდიუსერმა კომპანიამ უკვე დაჯავშნა ადგილი ხომალდ SpaceX Crew Dragon-ის ეკიპაჟის წევრებს შორის. ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2023 წელს უნდა გაფრინდეს. არსებული ცნობების თანახმად, ახალი რეალითი-შოუ იქნება შეჯიბრი „ნებისმიერი წარმომავლობის უბრალო ადამიანებს შორის, რომელთაც კოსმოსისადმი დიდი სიყვარული გააჩნიათ“. შოუს მსვლელობისას მონაწილეები გაივლიან ასტრონავტების მომზადების ერთგვარ პროგრამას, რომელიც მოიცავს ფიზიკურ შემოწმებას, თავსატეხებისა და სხვადასხვა ამოცანების ამოხსნას, აგრეთვე რთული ემოციური სიტუაციების გადალახვას. შეჯიბრის გამარჯვებული გამოვლინდება მაყურებლების მიერ ხმისმიცემით. გარდა ამისა, პროდიუსერები აპირებენ მთლიანად გააშუქონ გამარჯვებულის ფრენა კოსმოსურ სივრცეში, მათ შორის მომზადების პროცესი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრენა და დედამიწაზე დაბრუნება, აგრეთვე ათი დღის განმავლობაში სადგურზე ყოფნის პერიოდი. ხსენებული პროექტი რეალიზდება Axiom Space-თან ერთად, რომელიც აწარმოებს ორბიტალური სადგურის ამერიკული კომპანიის, აგრეთვე NASA-ს მოდულებსა და კომპონენტებს. რეალიზების რა ეტაპზე იმყოფება პროექტი და როდის დაიწყება რეალითი-შოუ, ჯერჯერობით უცნობია. უნდა აღინიშნოს, რომ ადრე აშშ-მ უკვე სცადა კოსმოსში ფრენებთან დაკავშირებული რეალითი შოუების გადაღება. ერთ-ერთი იყო პოპულარული პროგრამა „კოსმოსური რბოლა“ (Space Race), რომელიც შეიქმნა კერძო კომპანია Virgin Galactic-ის თანამონაწილეობით, თუმცა დაიხურა რაკეტის სატესტო ფრენისას მომხდარი კატასტროფის შემდეგ 2015 წელს. https://bit.ly/2ZOCZWu
  2. Bitcoin-ბირჟა Kraken-მა აშშ-ში პირველმა მიიღო სპეციალური დანიშნულების სადეპოზიტო დაწესებულების სტატუსი, რომელიც მას ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტის ფუნქციებს ანიჭებს. კალიფორნიული კომპანიის შესაბამისი განაცხადი დააკმაყოფილა ვაიომინგის საბანკო საბჭომ. მოცემული სტრუქტურა შემუშავდა სპეციალურად კრიპტო კომპანიებისთვის. იგი Kraken-ს საშუალებას მისცემს უარი თქვას გარე პროვაიდერებზე და დამოუკიდებლად შეასრულოს გარკვეული საბანკო ფუნქციები. მათ შორისაა დეპოზიტების მიღება, სამეურვეო სერვისები და ციფრული აქტივების მენეჯმენტი. მარეგულირებელი განსაზღვრების მიღწევის შედეგად Kraken პირდაპირ წვდომას იღებს ფედერალურ საგადახდო ინფრასტუქტურაზე და ტრადიციულ ფინანსურ სისტემასა და კრიპტოვალუტებს შორის სრულფასოვანი ხიდის შექმნას აპირებს. მისი ნაწილი იქნება საკუთარი სადებეტო ბარათები ციფრული აქტივების მხარდაჭერით, აგრეთვე საპროცენტო და საპენსიო ანგარიშები. ახალი შესაძლებლობების რეალიზებისთვის Kraken ხსნის ახალ ქვეგანყოფილებას შტაბ-ბინით შაიენში, ვაიომინგში. მისი სახელწოდებაა Kraken Financial. სამომავლოდ გეგმაშია Kraken Financial-ის გასვლა გლობალურ ბაზარზე. მიმდინარე წლის დასაწყისში სოციალური დანიშნულების სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობის ნებართვის მიღების გეგმის შესახებ განაცხადა კომპანია Blockstream-ის ძალისხმევით შექმნილმა კრიპტობანკმა Avanti-მ. შეგახსენებთ, ივლისში Kraken-მა ბანკის ავტორიზებული პარტნიორების ჩამონათვალში დაამატა MVB ბანკი. მომხმარებლებმა, რომლებმაც ამ ფინანსურ დაწესებულებაში გახსნეს ანგარიში, შეძლეს მისი გამოყენება ფიატში დეპოზიტების შესატანად. https://bit.ly/3iFr4Se
  3. ცნობილია, რომ მიმდინარე წელს Microsoft წარადგენს განახლებულ პლანშეტ Surface Pro X-ს. როგორც წესი, მეორე თაობის მოწყობილობა წინა თაობისგან უმნიშვნელოდ იქნება განსხვავებული. კერძოდ, მოსალოდნელია Snapdragon 8cx Gen 2 5G-ს საფუძველზე არსებული Microsoft SQ2 პროცესორის გამოყენება. პირველი თაობის SQ1 პროცესორი იყო სტანდარტული Snapdragon 8cx აჩქარებული ცენტრალური და გრაფიკული პროცესორებით. ახალი ჩიპი დამყარებულია წინა არქიტექტურაზე, თუმცა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები აქვს. პროცესორის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. ცვლილებები შეეხება გარეგნულ დიზაინსაც. კორპუსი იქნება პლატინისფერი, რაც ტრადიციულად Microsoft Surface მოწყობილობებში გამოიყენება. Surface Pro X იქნება ამ ფერის პირველი მოდელი ბრენდში. ასევე, ამ დრომდე იგი კალავიატურის ფერთა ვარიანტების გარეშე იყო წარმოდგენილი, ახალი თაობის პლანშეტში კი შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა ვარიანტის კლავიატურა. სავარაუდოდ, AMD64 არქიტექტურის ემულაცია პროგრამის მონაწილეების მიერ ტესტირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლომდე. ამჟამად Windows ARM-ზე შესაძლებელია თავდაპირველად გამოვიდეს აპლიკაციები ARM-სა და x86 არქიტექტურაზე ემულაციით. როგორც წესი, Microsoft-ის ანონსები მოსალოდნელია ოქტომბერში. https://bit.ly/3kr1FfO
  4. უპილოტო სამომხმარებლო საფრენი აპარატების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია Autoflight-მა წარადგინა სატვირთო და სამგზავრო დრონი V400 Albatross. კომპანიამ ასევე ისაუბრა ამ საინტერესო ტრანსპორტის განვითარების გეგმებზე. V400 Albatross გამოდის ორ მოდიფიკაციაში: პირველი სრულიად ელექტროა, მეორე კი - ჰიბრიდული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ძრავზე მუშაობენ, ორივე მათგანის მაქსიმალური საფრენი მასაა 400 კგ და შეუძლიათ 100 კგ ტვირთის აწევა. V400 შემუშავდა სპეციალურად შორ მანძილებზე ტვირთის მიწოდების ოპერაციებში ლოჯისტიკის გამარტივებისთვის. ხსენებულ ორ მოდელს შორის განსახვავებაა საფრენ მანძილს შორის. ელექტრო მოდელის ფრენის მარაგი 300 კილომეტრს შეადგენს, ჰიბრიდულისა კი - 1000 კმ-ს. ორივე მოდელის მაქსიმალური სიმაღლის დაფარვაა 5 ათასი მეტრი, მათი ფრთების ზომა 9 მეტრია, სიმაღლე - 1.2 მეტრი, სიგრძე - 6.7 მ. სრულიად ელექტრიზებულ მოდელში გამოყენებულია ორი ძირითადი ძრავი - ერთი განთავსებულია წინა მხარეს, მეორე - უკან - ამწევი ზედაპირით და რვა ამწევი ძრავით, რომლებიც V400-ს ვერტიკალურად აფრენის საშუალებას აძლევს. ჰიბრიდული მოდელი იყენებს მთავარ შიდაწვის ძრავას უკანა ნაწილში, ხოლო დანარჩენი ფრთები, პროპელერები და ძრავები უცვლელი რჩება. V400 აღჭურვილია სხვადასხვა სარეზერვო სისტემით, რომელთა შორისაა ფრენის მართვა, სენსორები და რადარები, აგრეთვე დამატებითი პარაშუტი. მას ასევე აქვს ფრენის მართვის საბორტო სისტემა, საფრენი აპარატების ამომცნობი და შეჯახებისგან თავის ასარიდებელი სისტემები, რაც უზრუნველყოფს პილოტის გარეშე უსაფრთხო ექსპლუატირებას. იმისთვის, რომ კავშირი არ დაკარგოს ჰაერში, აპარატს გააჩნია 4G და 5G აღჭურვილობა. Autoflight-ის გუნდი დამფუძნებელთან, Tian Yu-სა (ცენტრში) და სატვირთო V1000 eVTOL დრონის პროტოტიპთან ერთად - იგი V400-ზე დიდი და მძიმეა Autoflight დრონ V400-ის ადაპტირებას გეგემავს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო მომსახურებისთვის იმ იმედით, რომ ჩინეთის რგულაციების წყალობით შეძლებენ საცდელი ფრენების შესრულებას. კომერციული სატვირთო გადაზიდვების ბაზარი დიდი ალბათობით კომპანიისთვის უფრო მეტად მსხვილი და სტაბილური შემოსავლის მომტანი იქნება სამომავლოდ, როდესაც რეისები გაივლიან საკანონმდებლო, იურიდიურ და საგამოცდო ფაზებს. https://bit.ly/3c8Q9Cx
  5. The Block-ის მონაცემების თანახმად აგვისტოში Bitcoin-მაინერების შემოსავალი ივლისთან შედარებით დაახლოებით 23,19%-ით გაიზარდა და შეადგინა 368 მლნ აშშ დოლარი. ბლოკზე ჯილდოსა და საკომისიოების გათვალისწინებით აგვისტოში Bitcoin-მაინერების შემოსავალი მაქსიმალური აღმოჩნდა ბოლო სამი თვის განმავლობაში, ასევე ჰალვინგის შემდეგ. საკომისიოს წილი ივლისში შეადგენდა 8.5%-ს, აგვისტოში კი შეადგინა 10.7%. რაც შეეხება Ethereum-ის მაინინგს, ერთ თვეში შემოსავალი გაიზარდა 98.2%-ით და მიაღწია 285.1 მლნ აშშ დოლარს, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია ბოლო 25 თვის განმავლობაში. ამ მაჩვენებლიდან 40.5% მოდის საკომისიოებზე იმ დროს, როდესაც მაისში მისი წილი 10%-ს შეადგენდა. Glassnode-ის მონაცემებით, ამჟამად Bitcoin-მაინერების მთელი საკომისიოს 10% მოდის დეპოზიტებზე ცენტრალურ ბირჟებზე. ამ დონემდე მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა 2018 წლის იანვრის შემდეგ. 2020 წლის დასაწყისში საბირჟო დეპოზიტებზე საკომისიო გადასახადზე მოდიოდა მაინერების შემოსავლის მხოლოდ 4%. ამავე დროს იზრდება საკომისიო Ethereum-ის ქსელში. თვეზე მეტი ხნის მანძილზე მაჩვენებელი 2$-ზე მეტი ფიქსირდებოდა, 2 სექტემბერს კი მიაღწია 15 აშშ დოლარიან აბსოლუტურ მაქსიმუმს, 9 სექტემბერს კი შემცირდა 2.67 აშშ დოლარამდე. 8-დან 10 სექტმებრამდე ზრდამ შეადგინა 70% - 4.55 აშშ დოლარამდე. https://bit.ly/2ZIOTBb
  6. რამდენიმე დღეში დაიწყება NVIDIA Ampere სერიის ახალი ვიდეო დაფების გაყიდვა. ყველაზე მძლავრი მოდელი იქნება GeForce RTX 3090, იგი მომხმარებლებს შესთავაზებს 24 გბ სწრაფ GDDR6x მეხსიერებას, რომელიც მუშაობს 19.5 გბ/წმ სიჩქარით, ჯამური სიჩქარე კი არის 936 გბ/წმ. ეს დაფა შეიცავს 10496 CUDA ბირთვს და აქვს 628,4 მმ2 ფართობი. NVIDIA-ს ხელმძღვანელ ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, სწორედ ამ დაფას ერგო ფლაგმანის როლი. წინ გველის AMD-ის ფლაგმანური ვიდეო დაფა Big Navi-ს ანონსი, რომელიც უნდა გახდეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი. უფრო მეტიც, სწორედ იგი გაუწევს კონკურენციას გეიმინგ მონსტრ GeForce RTX 3090-ს. ზოგიერთ არაოფიციალურ წყაროში ნათქვამია, რომ სერიის ყველაზე სწრაფ მოდელს ექნება HBM2 მეხსიერება, თანაც მოცულობითაც უფრო მეტი, ვიდრე NVIDIA-ს ფლაგმანს შეუძლია შემოგვთავაზოს. ინფორმაცია ჯერჯერობით მოარული ხმების დონეზეა, თუმცა ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ NVIDIA-ს აქვს პასუხი Big Navi-სთვის. დაუდასტურებელი ცნობებით, 2021 წლის პირველ კვარტალში NVIDIA-მ შესალოა წარადგინოს სუპერმძლავრი GeForce RTX Titan Ampere, რომლის შესახებ ცნობები ამ დრომდეც ვრცელდებოდა. წყაროების ინფორმაციით მას ექნება 48 გბ GDDR6x მეხსიერება დაუჯერებელი სიჩქარით - 23 გბ/წმ. როგორც ჩანს, ეს იქნება საპასუხო მანევრი AMD-სთვის, რომელიც საკუთარ Big Navi-ს „NVIDIA Killer“-ად მოიხსენიებს. ინსაიდერები მიუთითებენ, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი AMD-ს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული: თუკი „წითლების“ პროდუქტი GeForce RTX 3090 დაფაზე აღმატებული იქნება, ახალი Titan Ampere აუცილებლად გამოვა გაყიდვაში. არაოფიციალურად მისი ფასიც ცნობილია - 3500 აშშ დოლარი, წარმადობის მხრივ კი, დაუდასტურებელი ცნობით, იგი RTX 3090 დაფაზე მხოლოდ 10%-ით მეტი წარმადობის მქონე იქნება. https://bit.ly/32zdL0d
  7. კომპანია Apple-მა პრეზენტაციაზე წარადგინა ახალი სმარტ საათი Apple Watch, ახალი iPad და iPad Air. გარდა ამისა წარდგენილ იქნა განახლებული სტანდარტული, მერვე თაობის iPad. ახალი მოწყობილობის მთავარ მახასიათებლად კომპანია მიიჩნევს „უზარმაზარ ნახტომს წარმადობაში“. მას უზრუნველყოფს პროცესორი Apple A12 Bionic, რომელიც გამოიყენებოდა iPhone Xs-სა და Apple-ის სხვა წინა თაობის სმარტფონებში. Apple A10 ჩიპთან შედარებით, რომელიც საფუძვლად უდევს გასული წლის მეშვიდე თაობის iPad-ს, ზემოთხსენებული ჩიპი რეალურად უზრუნველყოფს წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას. Apple გვპირდება გრაფიკული წარმადობის ორმაგ ზრდას, აგრეთვე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში მუშაობის შესაძლებლობას. ახალი iPad ფაქტობრივად არ განსხვავდება წინამორბედისგან, Apple აცხადებს, რომ მისთვის გამოდგება წინა თაობის ქეისებიც კი. ახალ პლანშეტს აქვს 10.2-დუიმიანი Retina-დისპლეი საკმაოდ დიდი ჩარჩოთი, ერთ-ერთ მათგანზე განთავსებულია ფრონტალური კამერა, მეორეზე - Home-ღილაკი თითის ანაბეჭდის სკანერით. სამწუხაროდ, ისევე როგორც ადრე, გამოიყენება Lightning-კონექტორი უნივერსალური USB Type-C პორტის ნაცვლად. მერვე თაობის iPad თავსებადია პირველი თაობის Apple Pencil-თან ისევე, როგორც მისი წინამორბედი. თუმცა ახალი iPad OS 14 უზრუნველყოფს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა ტექსტის ხელით წერა და სხვა. თუმცა ეს ფუნქციები განახლების შედეგად წინა თაობის მოდელშიც გახდება ხელმისაწვდომი. მერვე თაობის ახალი iPad ხელმისაწვდომი იქნება მუქ ნაცრისფერ, ვერცხლისფერ და ოქროსფერ ფერებში, 32 და 128 გბ ფლეშ-მეხსიერების მქონე ვერსიებად. ყველაზე ხელმისაწვდომი მოდიფიკაცია მხოლოდ Wi-Fi-ს მხარდაჭერით გაიყიდება 329 აშშ დოლარად. 4G LTE ქსელის მხარდაჭერის მქონე ვერსიის ფასი იქნება დაახლოებით 459 აშშ დოლარი. მოწყობილობებზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაწყებულია, გაყიდვის თარიღად კი ჩანიშნულია 18 სექტემბერი. https://bit.ly/2FygL4d
  8. ჩინეთის სახალხო ბანკი ციფრულ იუანს მიიჩნევს კანონიერ საგადახდო საშუალებად, რომელიც მთელ ქვეყანაში უნდა იყოს მიღებული. ამის შესახებ Financial News-ში დაწერა მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, ციფრული იუანი ახდენს ფიატური ვალუტის იურიდიულად კომპენსირებას. იგი „ძირითადად გვევლინება, როგორც აქტივი М0 - ნაღდი ფულის ნაწილი“. „ამიტომ, ციფრული იუანი უნდა შეესაბამებოდეს ფულადი რესურსების მართვასთან დაკავშირებულ კანონებსა და წესებს“ - აღნიშნა თავმჯდომარემ. ზემოთხსენებულ სტატიაში იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქტივი მიღებულ უნდა იქნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ვერცერთი კომპანია ან ფიზიკური პირი შეძლებს ციფრული იუანის მიღებაზე უარის თქმას, თუ ყველა პირობა იქნება დაცული“ - ნათქვამია სტატიაში. ადრე ჩინეთის ხელისუფლებამ დააანონსა ეროვნული ციფრული საგადახდო სისტემის ტესტირების გაფართოება. ექსპერიმენტი მიმართული უნდა ყოფილიყო მსხვილ კომერციულ ოპერაციებზე. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სახალხო ბანკის გეგმის შესახებ, რომელიც გულისხმობს ეროვნული ციფრული ვალუტის მიმოქცევაში გაშვებას 2022 წლის თებერვლამდე. https://bit.ly/32tgWGy
  9. ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა განაცხადა, რომ Sony-მ PlayStation 5-ის გამოსაშვები მოცულობა 4 მლნ აშშ დოლარით, 11 მლნ ერთეულამდე შეამცირა მიმდინარე ფინანსურ წელს AMD-ის ცალკრისტალიანი სისტემების დანაკლისის გამო. ამასთან, Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსმა, Masahiro Wakasugi-მ გამოთქვა მოსაზრება ახალი სისტემის ფასის შესახებ. Microsoft-მა გასულ თვეში საკმაოდ აგრესიული ფასები გამოაცხადა მომდევნო თაობის კონსოლებზე: Xbox Series S გაიყიდება 299 აშშ დოლარად, Xbox Series X კი - 499 აშშ დოლარად. ეს ფასები დამატებით გავლენას მოახდენს Sony-ზე. ახალ Xbox-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება 22 სექტემბერს იწყება. მოსალოდნელია, რომ კომპანია Sony PlayStation 5 კონსოლის გამოშვების თარიღისა და ფასის შესახებ განაცხადებს ოთხშაბათს დაგეგმილ ოფიციალურ პრეზენტაციაზე. Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსის აზრით PS5 შესაძლოა ღირდეს 449 აშშ დოლარი, უფრო თხელი ციფრული ვერსია კი 400 აშშ დოლარად გაიყიდება. Bloomberg-მა ასევე განაცხადა, რომ Nintendo გეგმავს 2021 წელს გამოუშვას თავისი პორტატულ-სტაციონარული Switch-კონსოლის განახლებული ვერსია, რომელიც აღჭურვილი იქნება გაუმჯობესებული კომპონენტებითა და, შესაძლოა 4K ფორმატის მხარდაჭერით. პლატფორმის გამოშვებას თან ახლდება მთელი რიგი ახალი თამაშები, რაც გააძლიერებს კონკურენციას და Sony-სა და Microsoft-ს გაურთულებს ამოცანას - გეიმერები თავიანთი ახალი სისტემებისკენ მოიზიდონ. https://bit.ly/2ZEc5R9
  10. როგორც ჩანს, კომპანია AMD თავადაც დაიღალა საკუთარი ახალი ვიდეო დაფების ანონსის მოლოდინით და ამიტომ თავი ვერ შეიკავა სრულფასოვან პრეზენტაციამდე მცირე სიახლის გაზიარებისგან. ბრენდ Radeon RX-ის ოფიციალური Twitter-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა Radeon RX 6000 სერიის გრაფიკული პროდუქტის ეტალონური დიზაინის ფოტო. შეგახსენებთ, მისი ანონსი მოსალოდნელია 28 ოქტომბრისთვის. როგორც ჩანს, ახალი ვიდეო დაფების სერია წარმოდგენილი იქნება მასიური გრაფიკული ამაჩქარებლებით. პირველი, რაც თვალში გვხვდება, არის გაგრილების მოზრდილი სისტემა სამი ქულერით. მიუხედავად ვიზუალური სიდიდისა, სისტემულ ბლოკში დაფა დაიკავებს გაფართოების ორ სლოტს. უფრო მეტად დაკვირვებისას ცხადი ხდება, რომ RX 6000 დაფის დიზაინი მოგვაგონებს Radeon VII-ისა და NVIDIA GeForce RTX 20-სერიის რეფერენსული ვიდეო დაფების ნაზავს. ამგვარი მსგავსება შესამჩნევია, თუკი დავაკვირდებით გაგრილების სისტემის გლუვ კუთხეებს, ასევე ცენტრალურ ნაწილში დიდი ზომის წარწერას - Radeon, რომელიც რადიატორის ნაწილს ფარავს. წარწერა: „გადამაწერინე რა საშინაო დავალება. - კარგი, ოღონდ ცოტა შეცვალე“ საინტერესო ის გახლავთ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება აშკარად არაა ყველაზე ხელსაყრელი. ეტალონური GeForce RTX 20-სერიის მფლობელები ხშირად ჩიოდნენ, რომ ცენტრალური ნაწილი სერიოზულად ბლოკავს ჰაერის ნაკადს, რის შედეგად გაგარილების სისტემა არ მუშაობს ისე ეფექტურად, როგორც სასურველი იქნებოდა. მეორე საინტერესო მომენტია ორი 8-პინიანი კვების კონექტორის არსებობა. ამგვარ კონფიგურაციას შეუძლია უზრუნველყოს 375 ვატის გადაცემა გრაფიკულ ამაჩქარებელზე. თავად AMD არ საუბრობს კონკრეტულად რომელი მოდელია წარდგენილი ფოტოზე, ამიტომ ამ კონექტორების საბოლოო რაოდენობის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია. კომპანიამ განაცხადა, რომ RX 6000 სერიის ვიდეო დაფის სამგანზომილებიანი ფოტოს ნახვა შესაძლებელია თამაშ Fortnite-ში Creative Island-ზე, კოორდინატებია 8651-9841-1639. იქ შესაძლებელია კონექტორების პანელის ნახვა. როგორც ჩანს, AMD-ის ახალ ვიდეო დაფებს ექნება ორი DisplayPort, ერთი HDMI და ერთი USB Type-C. https://bit.ly/3hunlFW
  11. გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდმა ევროპის კომისიას მოუწოდა შეიმუშაოს მკაცრი წესები Stablecoin-ების მიმართ „მომხმარებლების დაცვისა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის“. ხსენებული ხუთი ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა ასევე გამოხატეს დარწმუნებულობა, რომ არ უნდა დაიშვას Stablecoin-ების ბრუნვა 27 მონაწილე ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში, „სანამ არ მოგავრდება ნორმატიულ-სამართლებრივი და სადამკვირვებლო პრობლემები“. მოსალოდნელია, რომ ევროკომისია საკუთარ ნორმატიულ წინადადებებს სექტემბრის ბოლოს წარადგენს. „ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი ამოცანაა ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფა“ - ხაზი გაუსვა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა. მინისტრებს აქვთ შემოთავაზება: Stablecoin-ების ემიტენტები ვალდებულნი უნდა იყვნენ დაიცვან 1:1 შეფარდება ფიატურ ვალუტასთან: Stablecoin-ების რეზერვები უნდა ნომინირებდეს ევროში ან ევროპის კავშირის სხვა ვალუტებში; აქტივები უნდა შეინახოს ევროკავშირის მიერ ნებადართულ დაწესებულებებში. Stablecoin-ებთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია რეგისტრირებული უნდა იყოს ევროპის კავშირში. „კომისიისგან ველით მეტად მკაცრ და მკაფიო წესებს, რათა თავი ავარიდოთ კრიპტოვალუტების ბოროტად გამოყენებას ტერორისტული საქმიანობისა და ფულის გათეთრების ხელშესაწყობად”, - განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა. – „ევროპის ცენტრალური ბანკი ერთადერთია, რომელსაც ვალუტის გამოშვების ნებართვა გააჩნია. და მოცემულ სიტუაციაში ეს არის ის, რაც არ უნდა დადგეს საფრთხის ქვეშ და არ დასუსტდეს რაიმე პროექტის, მათ შორის Libra-ს, გავლენით“. https://bit.ly/3c0PgMn
  12. კომპანია Acer-მა წარადგინა თავის ხაზში პირველი მონიტორი HDMI 2.1-ის მხარდაჭერით. მოდელის სახელწოდებაა XV282K KV და იგი შევიდა NITRO XV2 გეიმინგ მონიტორების სერიაში, რომელშიც უკვე მოცემულია ორი მოდელი. XV282K KV მონიტორში გამოყენებულია 28-დუიმიანი IPS-დისპლეი, რომელიც წარმოებულია Innolux-ის (M280DCA AAS) მიერ. როგორც Adaptive Sync და AMD FreeSync 48-144Hz დიაპაზონის მქონე მოწყობილობა, მოდელი გამოირჩევა თანამედროვე ინტერფეისებით - აქვს ერთი კონექტორი DisplayPort 1.4 Display Stream Compression 1.2 (DSC) ტექნოლოგიით, ასევე, ახალი სტანდარტის ორი HDMI 2.1 კონექტორი, რომლებიც გამოიყენება NVIDIA GeForce Ampere თაობის ახალ ვიდეო დაფებში და სამომავლოდ გამოყენებული იქნება AMD Radeon RDNA2-სა და მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლებში. გარდა ამისა, მონიტორს აქვს 4 USB 3.0 პორტი, 2-ვატიანი ინტეგრირებული დინამიკები და აუდიოდრაივერი.    სხვა უპირატესობებიდან შესაძლებელია აღინიშნოს WLED განათება, 90%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, მაქსიმალური სიკაშკაშე - 550 კდ/მ2, გაფართოებული დინამიური დიაპაზონის მხარდაჭერა VESA HDR600 სერტიფიკაციით. ამჟამად Acer XV282K KV მონიტორი გამოჩნდა პლატფორმა Taobao-ზე წინასწარი შეკვეთისთვის. მონიტორის ფასია დაახლოებით 1232 აშშ დოლარი. გაყიდვების დაწყება დაგეგმილია 2021 წლის იანვრიდან, მონიტორი მთელ მსოფლიოში მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი. https://bit.ly/3bV7sHa
  13. მალე დაიწყება ერთდაფიან კომპიუტერ Banana Pi BPI-M5-ის გაყიდვა დეველოპერებზე, რომლებიც ახდენენ ყველა შესაძლო პროექტის რეალიზებას ინტერნეტ-ნივთების, რობოტექნიკისა და ა.შ. სფეროებში. ახალი კომპიუტერი გვევლინება, როგორც პოპულარული Raspberry Pi-ს კონკურენტი. მას საფუძვლად უდევს პროცესორი Amlogic S905X3 ოთხი ARM Cortex-A55 ბირთვით, რომლებიც მუშაობს 2.0 გჰც-მდე ტაქტის სიხშირეზე. ჩიპის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G31 MP2. მინი კომპიუტერს აქვს 4 გბ LPDDR4 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება და eMMC მოდული 16-დან 64 გბ-მდე მოცულობით. დამატებით შესაძლებელია microSD ბარათის განთავსება. ხელმისაწვდომია ინტერფეისი HDMI 2.1, რომელსაც შეუძლია 4K ფორმატის გამოსახულების გამოტანა სიჩქარით - 60 კადრი/წამში. მოცემულია ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet შესაბამისი ბუდით სადენის მიერთებისთვის. კონექტორების ნაკრებში შედის ოთხი სრული ზომის USB 3.0 პორტი და USB Type-C კონექტორი კვების მიწოდებისთვის. ხელმისაწვდომია GPIO, UART, I2C, SPI, PWM ინტერფეისების მხარდაჭერა. გათვალისწინებულია ინფრაწითელი ტრანსივერი. კომპიუეტერის ზომებია 92 × 60 მმ, წონა - 48 გრამი. https://bit.ly/2ZvMQ3t
  14. აგვისტოში სპოტ-ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 75%-ით გაიზარდა. ეს გახლავთ ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი 2018 წლის თებერვლის შემდეგ - აცხადებენ The Block-ის ანალიტიკოსები. გასულ თვეში სპოტ-ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობამ მეტნაკლებად სარწმუნო მონაცემების თანახმად 191 მლრდ 200 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ივლისში ეს მაჩვენებელი 109 მლრდ 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. წყარო: CryptoCompare, The Block Research. ბაზრის უდიდესი წილი Binance-ს ეკუთვნის - საერთო სავაჭრო მოცულობის დაახლოებით 65 %/ მას მოსდევს Coinbase (11,2%), Kraken და LMAX Digital —4,8% წილით თითო, Bitfinex (3,3%) და Bitstamp (2,8%). წყარო: CryptoCompare, The Block Research. ვებ-ტრაფიკი ტრაფიკი კრიპტობირჟებზე აგვისტოში 30.5%-ით გაიზრდა. წყარო: SimilarWeb, The Block Research. SimilarWeb-ის თანახმად, სპოტ-და დერივატივების კრიპტობირჟებზე გასულ თვეში დაფიქსირდა 144.3 მლნ ვიზიტი. ეს გახლავთ ბოლო 14 თვის მაქსიმუმი. Binance ლიდერია მონახულების კუთხით, აგვისტოში დაფიქსირდა 33.8 მლნ ვიზიტი. მას მოსდევს Coinbase (30,7 მლნ) და BitMEX (6,9 მლნ). Binance-ზე, Coinbase-სა და BitMEX-ზე მოდის კრიპტობირჟების ჯამური ვებ-ტრაფიკის 49%. საინფორმაციო წყაროებია SimilarWeb, The Block Research. https://bit.ly/32sMNaE
  15. NVIDIA-ს დამფუძნებლის სურვილი ახალი პროდუქტებისა და ბიზნეს-გადაწყვეტილებების შექმნის შესახებ საიდუმლოს არ წარმოდგენს. გარკვეული დროის წინ გავრცელდა ცნობა, რომ კომპანია ემზადებოდა ARM-თან გარიგებისთვის. ამჟამად ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა: ყველა ფორმალობა უნდა შესრულდეს ანტიმონოპოლიური კონტროლის პროცედურის დასრულებიდან 18 თვის შემდეგ. გარიგების თანხა 40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ფულადი სახით NVIDIA გადაიხდის არაუმეტეს 12 მლრდ აშშ დოლარს, ამასთან 2 მლრდ აშშ დოლარი უნდა გადაეცეს გამყიდველს (SoftBank) გარიგების დასრულებისთანავე. პრინციპში, NVIDIA-ს ანგარიშზე გასული კვარტლის ბოლოს 11 მლრდ აშშ დოლარი დაგროვდა და სურვილის შემთხვევაში კომპანია შეძლებს თავი აარიდოს ფულის სესხებას ARM-თან გარიგების შესრულების დაფინანსებისთვის. დანარჩენი 28 მლრდ აშშ დოლარი SoftBank-ს გადაეცემა NVIDIA-ს აქციების სახით. 21.5 მლრდ აშშ დოლარიანი ძირითადი პაკეტი იაპონურ კორპორაციას აქცევს NVIDIA-ს უმსხვილეს აქციონერად, თუმცა მისი წილი არ იქნება 10%-ზე მეტი. კიდევ 5 მლრდ აშშ დოლარს აქციების სახით იაპონური კორპორაცია მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ARM-ის შემოსავალი მიაღწევს გარკვეულ მიზნობრივ ღირებულებებს. და ბოლოს, ARM-ის თანამშრომლებს შეხვდებათ NVIDIA-ს 1.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციები - სავარაუდოდ საუბარი ეხება ბრიტანული ჰოლდინგის ხელმძღვანელობას, რომელიც სამუშაოდ NVIDIA-ში გადავა. ARM-ბიზნესის ახალი მფლობელები პირობას დებენ, რომ დიდ ბრიტანეთში სამუშაო ადგილები შენარჩუნდება. უფრო მეტიც, კემბრიჯში შეიქმნება ახალი კვლევითი ცენტრი, სადაც ARM და NVIDIA მოამზადებენ ახალ კადრებს და შეიმუშავებენ პროცესორის არქიტექტურებს. NVIDIA-ს დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ ARM-ის შემუშავებული პროდუქტების ლიცენზირების მოდელი შეინარჩუნებს მომხმარებლების მიმართ ღიაობისა დ ნეიტრალიტეტის პრინციპებს. თავად NVIDIA აპირებს ARM-ის გამოყენებას პირველ რიგში სერვერულ სეგმენტში. ARM-ის ბიზნესი - „ინტერნეტ-ნივთებისთვის“ ტექნოლოგიის შემუშავება გარიგების ფარგლებში არ მოხვდა. https://bit.ly/32rHUyo
  16. კოსმოსური რაკეტა Starship-ის 150 მეტრ სიმაღლეზე ორი სატესტო გაშვების შემდეგ ამერიკული აეროკოსმოსური კომპანია SpaceX ემზადება გაცილებით სერიოზული გამოცდისთვის - რაკეტის აფრენა უნდა მოხდეს 60 ათასი ფუტის (დაახლოებით 18.3 კმ) სიმაღლეზე. ამის შესახებ Twitter-ზე განაცხადა SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა. წინა ტესტების მსგავსად, გამოცდა შედგება კომპანიის კოსმოსურ პლატფორმაზე, ტეხასის შტატში. ამჯერად კომპანია გატესტავს ახალ პროტოტიპს - Starship SN8, რომლის მშენებლობა ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. მასკის თქმით, შედარებით ძველი SN5 და SN6 პროტოტიპებისგან განსხვავებით, იგი აღჭურვილი იქნება ფრთებითა და „ცხვირზე“ მოცემული გამწევებით, რაც აუცილებელია მაღალ სიმაღლეზე სატესტო გაშვებისთვის. ეს გახლავთ სრული ზომის პროტოტიპის ვერსია. იგი წინამორბედების მსგავსად გაივლის ტესტირების ყველა ეტაპს, მათ შორის ძრავის ამოქმედების სტატიკურ ტესტს და სხვა შემოწმებებს. შემდგ ჩატარდება ძრავის აალების კიდევ ერთი სტატიკური გამოცდა, საბოლოოდ კი შეეცდებიან პროტოტიპის გაშვებას 18 კმ სიმაღლემდე და უკან დაშვებას. სავსებით შესაძლებელია, რომ პროტოტიპის დიდ სიმაღლეზე გაშვების პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდეს. თუმცა SpaceX-ის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ წარუმატებლობისგან გაკვეთილი მიიღოს და წინ გადადგას მორიგი ნაბიჯი - მოახდინოს პროტოტიპების ტესტირება საბოლოო შედეგის მიღებამდე. საბოლოო შედეგი კი გახლავთ მრავალჯერადი რაკეტა Starship-ის ფრენები მთვარისკენ, მარსისა და სხვა პლანეტებისკენ. https://bit.ly/2FkDPU6
  17. ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ მალე ცენტრალური ბანკი განაცხადს გააკეთებს ევროზონის ციფრული ვალუტის შესახებ. პირველად ამგვარი ინიციატივის შესახებ განცხადება გაკეთდა რამდენიმე თვის წინ. ამჯერად კი ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა: „ევროპის კავშირმა ჯერ კიდევ ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება - გამოუშვას ციფრული ევრო თუ არა. ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს სხვა ბანკები, ჩვენ ვსწავლობთ უპირატესობებს, შესაძლებლობებს, რისკებსა და სირთულეებს, რომლებიც დაკავშირებულია ციფრული ვალუტის დანერგვასთან. მან აღნიშნა: „უახლოეს დროში წარვადგენთ ჩვენი მუშაობის შედეგებს და საზოგადოებას მისი განსჯის საშუალებას მივცემთ“. როგორც ლაგარდმა აღნიშნა, ბევრი ცენტრალური ბანკი, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი, მუშაობს ციფრული ვალუტების საკუთარ პროექტებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ციფრული ევროს გამოშვების შემთხვევაში მასზე წვდომა ევროპის ზონის ყველა მაცხოვრებელს ექნება. „ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა - უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს არჩევანი და არ გამოირიცხონ საგადახდო ეკოსისტემიდან სხვების ცალმხრივი ქმედებების გამო“. https://bit.ly/33pjyV4
  18. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ეროვნულ ლაბორატორიაში გადაიღეს სატესტო ფოტოები ახალი ფოტოკამერის შემოწმების მიზნით. მიღებულ კადრს რეკორდული - 3200-მეგაპიქსელიანი გაფართოება აქვს. მაგალითად, თუკი ამ კამერით ციდან დედამიწის ზედაპირს გადაუღებთ ფოტოს, გოლფის ბურთის ზომის ობიექტს 24 კილომეტრის დაშორებიდან დაინახავთ. კამერა წარმოდგენს პროექტ Legacy Survey of Space and Time-ის (LSST) ნაწილს, რომელიც კოსმოსის კვლევას ეძღვნება. იგი განთავსდება ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიის ახალ ტელესკოპზე, ჩილეში. პროექტის ამოცანა ამბიციურია: ამ კამერის მეშვეობით ასტრონომებმა უნდა დაიჭირონ სამყაროს შორეული სივრცეებიდან არეკლილი სინათლე, რომელიც 100 მილიონჯერ მკრთალია, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით ხილული სინათლე. მსოფლიოში უდიდესი ფოტოსენსორით გადაღებული ბროკოლის ფოტო კამერის კონსტრუქციას საფუძვლად უდევს 189 მატრიცა, თითოეული მათგანის გაფართოება 16 მეგაპიქსელია. კამერის მუშაობა ხორციელდება კრიოსტატში -101,1 °C-ზე გაციებისას, გადაღებული ასლების ანალიზისთვის კი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება. მიღებული ფოტოს მარტივად ნახვა შეუძლებელია - ამისთვის საჭირო იქნება 4K ფორმატის 378 მონიტორი. მას შემდეგ, რაც ხსენებული ფოტოსესია წარმატებით ჩატარდა, მკვლევარების გუნდი იწყებს მთლიანი კამერის აწყობას. მის შემადგენლობაში იქნება ლინზების ნაკრები, სხვადასხვა ფილტრი, ჩამკეტი - მთლიანი კონსტრუქცია დაახლოებით ყველგანმავალი მანქანის ზომის იქნება. 2021 წლის შუა პერიოდში ჩატარდება ფინალური ტესტირებები, შემდეგ კი კამერა ობსერვატორიაში, ჩილეს უდაბნოში გაიგზავნება. ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2RihEjN https://bit.ly/2GTqnqC
  19. გარკვეული დროის წინ NVIDIA-მ წარადგინა საბაზისო დონის მობილური გრაფიკული პროცესორი GeForce MX450. ინტერნეტში გამოჩნდა ახალი მობილური GPU-ის წარმადობის შემოწმების შედეგები სინთეტიკურ ტესტებსა და თამაშებში. არსებული ცნობების თანახმად, ახალი მობილური პროცესორი გარკვეულ ამოცანებში GeForce MX350-ზე 33%-ით სწრაფი აღმოჩნდა. დიდი ალბათობით, GeForce MX450 აგებულია Turing-არქიტექტურის ბაზაზე. საკუთარ ვებ-გვერდზე კომპანია არ უთითებს რომელი არქიტექტურაა გამოყენებული მის საფუძვლად. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა თაობის GeForce MX350 ჩიპში გამოყენებული იყო არქიტექტურა Pascal, ასეთ შემთხვევაში ზემოთხსენებული ვარაუდი დიდი ალბათობით სწორია. ამასთან, კომპანიამ აღნიშნა, რომ ახალ ჩიპს აქვს PCI Express 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერა. ამჟამად ეს არის NVIDIA-ს ერთადერთი სამომხმარებლო მობილური გრაფიკული პროცესორი, რომელსაც ამგვარი განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს. საბაზისო დონის GPU-ისთვის მისგან სარგებელი დიდი არაფერია, თუმცა თავად ფაქტი საინტერესოა. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ GeForce MX450 ჩიპის ოფიციალურ მახასიათებლებს. ახალი ჩიპის მახასიათებლებში ჩავარდნა შეავსო ჩინურმა რესურსმა Zhuanlan-მა. მისი მონაცემებით, GeForce MX450 ჩიპს, რომელიც Lenovo-ს ლეპტოპებში გამოიყენება, აქვს 896 CUDA ბირთვი 1395–1575 მჰც სიხშირით. გრაფიკულ ამაჩქარებელს ასევე აქვს 2 გბ GDDR6 სტანდარტის ვიდეომეხსიერება 1250 მჰც სიხშირით და 64-ბიტიანი სალტის მხარდაჭერა. არსებული ცნობებით, GeForce MX450 სამ ვარიანტადაა წარმოდგენილი. პირველი ვარიანტის ტიპური ენერგომოხმარების მაჩვენებელი 28.5 ვატს შეადგენს, მეორისა - 25 ვატი (მოდელი GDDR6 და GDDR5 მეხსიერებით) და მესამეს - 12 ვატი. ამ უკანასკნელის მეხსიერების სიხშირეა 720–930 მჰც. რესურსმა ასევე გამოაქვეყნა GeForce MX450 მობილური გრაფიკული პროცესორის ფოტო (მარცხნივ) GeForce MX350 ჩიპთან (მარჯვნივ) ერთად. ფოტოზე შესამჩნევია სხვაობა კრისტალების ზომებში. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ სინთეტიკურ ბენჩმარკებზე GeForce MX450 მოდელის წარმადობის ტესტირების შედეგებს და სხვა გრაფიკულ ჩიპებთან შედარებას, რომელთა შორის წარმოდგენილია როგორც ინტეგრირებული, ისე დისკრეტული გრაფიკა. გეიმინგ ტესტებში ახალი მობილური გრაფიკული ჩიპის უპირატესობა GeForce MX350-თან შედარებით ზოგიერთ შემთხვევაში 33.5 %-ს შეადგენს. ტესტირებები ჩატარდა ისეთ თამაშებში, როგორებიცაა Left 4 Dead 2, Witcher 3 და Watch Dogs 2. პირველ თამაშში წარმოდგენილი იყო გრაფიკის მაღალი პარამეტრები (მეორე მწკრივი), მეორე თამაშში - საშუალო (მესამე მწკრივი), მესამეში კი - დაბალი (მეოთხე მწკრივი). 13 გბ/წმ-მდე მეხსიერების აჩქარებისას GeForce MX450 ჩიპმა Watch Dogs 2-ში დააფიქსირა 99 კადრი/წმ საშუალო მაჩვენებელი, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. https://bit.ly/35udpK7
  20. ფინანსურმა კორპორაცია Mastercard-მა წარადგინა ვირტუალური სივრცე ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების ტესტირებისთვის. პროექტი წარმოადგენს კონტროლირებად სივცეს, რომელშიც ბანკები შეძლებენ ეროვნული ციფრული ვალუტების გამოშვების მოდელირებას. შედეგად ხელმისაწვდომი იქნება მათი თავსებადობის შეფასება ამჟამად მოქმედ საგადახდო სისტემასთან, ასევე CBDC-ის გამოყენების პრაქტიკულობის შეფასება. „ეს ახალი პლატფორმა მხარს უჭერს ცენტრალურ ბანკებს ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის განვითარების გადაწყვეტილებების მიღებაში” - განაცხადა Mastercard-ის ციფრული აქტივებისა და ბლოკჩეინ-პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტმა. Mastercard-ს არ დაუკონკრეტებია რომელი პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება პროექტში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მასში ჩართულია განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია. ადრე ინტიტუტ dGen-ის დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 3-5 ქვეყანა მთლიანად უარს იტყვის ფიატზე ეროვნული ციფრული ვალუტის სასარგებლოდ. ანგარიშის ავტორებს ზუსტი მტკიცებულებები არ მოჰყავთ, თუმცა მიანიშნებენ ჩინეთსა და ბაჰამის კუნძულებზე. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მონაცემებით, 2019 წლის დასაწყისში ცენტრალური ბანკების 70% დაკავებული იყო CBDC სფეროში კვლევებით. ამგვარი ინტერესი აიხსნება გაძლიერებული კონკურენციითა და ფინანსური ჩართულობით, აგრეთვე ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების გაფართოებით. შეგახსენებთ, ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო PIX-მყისიერი გადახდების შემუშავება და დისტანციური სერვისების ინტეგრირება ღია ბანკინგის პროექტის ფარგლებში. მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს ციფრული რეალის გამოშვება 2022 წლის ბოლოს. https://bit.ly/32exWAa
  21. ყველასთვის ცნობილია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ და ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა ჩინური კომპანია Huawei-ს წინააღმდეგ და მის პარტნიორ კომპანიებს ულტიმატუმი წაუყენა, რათა შეაფერხოს კომპანიის ბიზნესი. თუმცა, ზოგიერთი პარტნიორი კვლავ აგრძელებდა Huawei-სთვის საჭირო პროდუქციის მიწოდებას. და მაინც, აშშ-ის მხრიდან მუქარებმა შედეგი გამოიღო და, როგორც ჩანს, რამდენიმე კორეული კომპანია შეუერთდა დაწესებულ შეზღუდვებს. სამხრეთკორეული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციის თანახმად კომპანიები, Samsung Electronics და SK Hynix შეუერთდებიან აშშ-ის ხელისუფლებისა და ტრამპის ადმინისტრაციის სანქციებს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ. ცნობილია, რომ 2020 წლის 15 სექტემბრიდან Samsung Electronics და SK Hynix შეწყვეტენ თავიანთი ჩიპების მიწოდებას Huawei-სთვის. უფრო მეტიც, Samsung-მა უკვე შეწყვიტა ახალი მიწოდების განხორციელება. ცნობილია, რომ SK Hynix გააგრძელებს DRAM და NAND Flash ჩიპების მიწოდებას 14 სექტემბრამდე, ე.ი Huawei ამ კომპანიისგან ჩიპებს საბოლოოდ მიიღებს ახალი სანქციების ძალაში შესვლის წინა დღეს. ამგვარი რამ დარტყმა იქნება არა მხოლოდ Huawei-სთვის, არამედ თავად SK Hynix-ისთვის, რომელმაც მოცემულ კონფლიქტში შესაძლოა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადოს. ექსპერტების შეფასებით, SK Hynix-ის შემოსავლის 41.2% 2020 წლის პირველ ნახევარში ჩინეთიდან იქნა მიღებული და ამ წილის უდიდესი ნაწილი მოდიოდა სწორედ Huawei-ს პლანშეტებსა და სმარტფონებში გამოყენებულ ჩიპებზე. თუ კომპანია Huawei-ს დაკარგავს როგორც კლიენტს, შედეგად შემცირდება SK Hynyx-ის შემოსავალი, რაც ნეგატიურად აისახება როგორც თავად კომპანიაზე, ასევე მეხსიერების მთელ ბაზარზე. https://bit.ly/3bLqpvO
  22. კომპანია AMD-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალი თაობის Ryzen პროცესორებისა და Radeon ვიდეო დაფების წარდგენა მიმდინარე შემოდგომაზე შედგება. პირველი ანონსის თარიღი, რომელზეც კომპანია გაგვაცნობს „სამომავლო მაღალი წარმადობის გეიმინგს“ - ჩანიშნულია 8 ოქტომბერს. ამ თარიღიდან 20 დღის შემდეგ კი AMD გვპირდება თავისი „საუკეთესო Radeon-ის“ წარდგენას. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ Twitter-ზე დაწერა: „შთამბეჭდავი მოვლენები მოხდება მიმდინარე შემოდგომაზე ჩვენი მომდევნო თაობის Ryzen-ითა და Radeon-ით. მაღალი წარმადობის თამაშების მომავალი 8 ოქტომბერს დაიწყება“. 8 ოქტომბერს AMD-მ დანიშნა Zen 3 მიკროარქიტექტურაზე აგებული AMD Ryzen 4000 (Vermeer) პროცესორების პრეზენტაცია. ეს არ იქნება AMD-ის ერთადერთი ანონსი ოქტომბერში. მეორე ღონისძიება დაგეგმილია 28 ოქტომბრისთვის და იგი მიეძღვნება RDNA 2 არქიტექტურის მქონე ახალი თაობის Radeon RX 6000 გრაფიკული დაფების ანონსს, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც Big Navi. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარი ეხება მხოლოდ სამომავლო ანონსების ანონსს, ამიტომ სამომავლო პროცესორებისა და ვიდეო დაფების არანაირი ტექნიკური მახასიათებლების გახმაურების შესახებ AMD-ს არაფერი განუცხადებია. საზოგადოებისთვის მხოლოდ მწირი ინფორმაციაა ცნობილი, მაგალითად, AMD-მ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მომდევნო თაობის გრაფიკული ბარათები მიკუთვნებული იქნება Radeon RX 6000 სერიაზე - სწორედ ეს სახელწოდება ფიგურირებს Twitter-ის ექაუნთზე. ამას გარდა, Zen 3 მიკროარქიტექტურის მქონე Ryzen პროცესორების თიზერიდან ჩანს, რომ მათში შენარჩუნებული იქნება მრავალჩიპლეტიანი სტრუქტურა, რომელიც აწყობილო იქნება ორი CCD- და I/O ჩიპლეტისგან. როგორც ჩანს, 8 ოქტომბერს კომპანია დაიწყებს პირდაპირ ფლაგმანური, მრავალბირთვიანი Ryzen 4000 (Vermeer) მოდელების წარდგენას. AMD-ის ოფიციალურ პრეს-რელიზში კომპანია გვპირდება: „ჩვენ ვაპირებთ წარმადობის მხრივ ლიდერები გავხდეთ გამოთვლებისა და გრაფიკის სფეროში და მოუთმენლად დაველოდებით, როდის შეუერთდება საზოგადოება ჩვენს ანონსებს ინტერნეტში“. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ასეც მოხდება. https://bit.ly/2ZnVNM8
  23. CoinMarketCap-მა საკუთარ ვებ-გვერდზე წარადგინა ახალი განყოფილება სახელად Alexandria, რომელშიც თავმოყრილი იქნება კრიპტოვალუტების შესწავლისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ინფორმაცია. განყოფილებას სახელწოდება მიენიჭა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პატივსაცემად, რომელიც თავის დროზე უდიდესი იყო. CMC Alexandria-ზე შეკრებილი იქნება კრიპტოვალუტების შესახებ სხვადასხვა სახის მაქსიმალური მოცულობის ინფორმაცია. გარდა ამისა, სერვისი გეგმავს სიღრმისეული სასწავლო მასალების გამოშვებას, სახელად Tech Deep Dives. კომპანიის ბლოგში ხაზგასმულია, რომ სასწავლი მასალები შეიქმნა იმგვარად, რათა დაინტერესებული პირები არ გადაიტვირთონ ზედმეტი დეტალებით. სტატიები დაწერილია ადვილად გასაგები ენით და თან ახლავს ილუსტრაციები ამა თუ იმ საგნის უკეთ აღქმის მიზნით. „პლატფორმა CMC Alexandria-ზე მიიღებთ მცირე, ადვილად გათავისებადი ინფორმაციის ფრაგმენტებს, რომელთაც სწრაფად წაიკითხავთ, გაიგებთ და გადახვალთ შემდეგზე. კრიპტოვალუტების ინდუსტრია სწრაფად იცვლება და ფეხი უნდა ავუწყოთ“ - აღნიშნულია სტატიაში. ცოტა ხნის წინ CoinMarketCap-მა აამოქმედა სხვა სასწავლო პლატფორმაც - Earn. განსხვავება ის არის, რომ Alexandria გახლავთ საყოველთაო საგანმანათლებლო პორტალი, რომელზეც შესაძლებელია კრიპტო ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის მოძიება. პროგრამა Earn კი ასწავლის კონკრეტულ პროექტს და სტუდენტები იღებენ მცირე ჯილდოს პროექტის ტოკენების სახით. https://bit.ly/3391Kxr
  24. კომპიუტერული მაკომპლექტებლების მწარმოებელმა ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანია ASRock Industrial Computer-მა წარადგინა 4X4 BOX-4000 სერიის მაღალი წარმადობის მინი კომპიუტერები: BOX-4800U 4X4, BOX-4500U 4X4 და BOX-4300U 4X4, რომლებიც დაფუძნებულია ახალ AMD Ryzen 4000U პროცესორებზე. მათ შორისაა Ryzen 7 4800U მოდელი 8 ბირთვითა და 16 ნაკადით, წარმადობის ზრდის უზრუნველყოფისთვის. მინიატურულ და მძლავრ 4X4 BOX-4000 სერიის კომპიუტერებში ხელმისაწვდომია ორი LAN პორტი (2.5 გბ), აგრეთვე DASH ფუნქციები, Teaming ფუნქცია და უსადენო მაღალი სიჩქარის Intel Wi-Fi 6-ის მხარდაჭერა. გარდა ამისა, მინი კომპიუტერს აქვს ორი დისკის მხარდაჭერა - ერთი სლოტი SSD M.2 2242/2260/2280-სთვის და ერთი - SATA3 ინტერფეისის მქონე 2.5-დუიმიანი მყარი დისკისთვის, აგრეთვე 4K გაფართოებისა და 60 ჰერცი სიხშირის მქონე 4 დისპლეის მხარდაჭერა. პრინციპი „ყველაფერი ერთში“ მინი კომპიუტერს აქცევს საშინაო და სამსახურეობრივი საქმიანობის ფართო სპექტრისთვის გამოყენებად მოწყობილობად. 4X4 BOX-4000 სერიის მინი კომპიუტერების ზომებია 110,0 x 117,5 x 47,85 მმ, მუშაობენ APU AMD Ryzen 4000-ზე პრემიუმ-კლასის წარმადობის უზრუნველსაყოფად. ფლაგმანური 4X4 BOX-4800U მოდელიდან დაწყებული - საბაზისო დონის 4X4 BOX-4300U ვერსიით დამთავრებული, ყველა მინი კომპიუტერი დამყარებულია AMD Ryzen 4000 U სერიის თანამედროვე ჩიპებზე, ესენია - Ryzen 7 4800U, Ryzen 5 4500U და Ryzen 3 4300U. სისტემებს აქვთ 64 გბ-მდე მოცულობის ორარხიანი DDR4 SO-DIMM 3200 მჰც მეხსიერების მხარდაჭერა. მინი კომპიუტერებს აქვთ ოთხი დრაივერი დისპლეებისთვის და ინტეგრირებული გრაფიკა AMD Radeon Vega7. ხელმისაწვდომია 1 პორტი HDMI 2.0a, ერთი DisplayPort 1.2a (DP++ მხარდაჭერით) და ორი კონექტორი USB 3.2 Gen2 (Type C). გარდა ამისა, მოცემულია ერთი Realtek 2.5 Gigabit LAN და Realtek 1 Gigabit LAN ხაზი DASH და Teaming ფუნქციებით, აგრეთვე ერთი M.2 (Key E) - Intel Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1-თან დაკავშირებისთვის. https://bit.ly/3bIZTDE
  25. კომპანია NVIDIA-მ თვის დასაწყისში წარადგინა ახალი თაობა Ampere-ს პირველი ვიდეო დაფები - ესენია უფროსი მოდელები GeForce RTX 3070, RTX 3080 და RTX 3090. რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ სრული ასორტიმენტი და ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, ოქტომბერში გველის მორიგი ახალი დაფების ანონსი. ცნობილი წყარო, ფსევდონიმით kopite7kimi, Ampere სერიის ჯერ კიდევ გეიმინგ დაფების ანონსამდე აცხადებდა, რომ NVIDIA ამზადებს GeForce RTX 3080 დაფას 20 გბ მეხსიერებით. ამგვარი ვიდეო დაფა სავსებით ლოგიკურად გამოიყურება ფლაგმანური GeForce RTX 3090-ის ფონზე, რომელიც 24 გბ GDDR6X მეხსიერებით არის აღჭურვილი. პრეზენტაციაზე NVIDIA-მ წარადგინა მხოლოდ GeForce RTX 3080 ვერსია 10 გბ GDDR6X მეხსიერებით და დიდი სივრცე დატოვა მასსა და ფლაგმანს შორის. ამიტომ ინტერნეტ-წყაროს უკან არ მიაქვს თავისი სიტყვები და თვლის, რომ სამომავლოდ NVIDIA მაინც წარადგენს 20-გიგაბაიტიან GeForce RTX 3080-ს და ეს სულ მალე მოხდება. ცნობილია, რომ NVIDIA-მ შესაძლოა დააანონსოს გაუმჯობესებული GeForce RTX 3080 ვერსია მომდევნო თვის დასაწყისში. 1 ოქტომბერს ჯენსენ ჰუანგს დაგეგმილი აქვს სიტყვით გამოსვლა, რომლის ფარგლებში შესაძლოა დაანონსდეს გარკვეული ახალი ვიდეო დაფები და ახალი RTX 3080 ვერსია სავსებით სარწმუნო ვარიანტად გამოიყურება. https://bit.ly/3hcbufv
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.