Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5910
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. ევროკომისიამ წარადგინა კრიპტოვალუტებისა და Stablecoin-ების რეგულირების წესები. 168-გვერდიან დოკუმენტში საუბარია არა მხოლოდ აქტივებისადმი მოთხოვნებზე, არამედ ბლოკჩეინ-პროექტებისთვის სატესტო სივრცის შექმნაზე. პროექტის ავტორების აზრით, ფართოდ გავრცელების პირობებში კრიპტოსავალუტო აქტივებს სჭირდება „საიმედო უფლებრივი ბაზა“ მკაფიო მოთხოვნებით. შემოთავაზებული დოკუმენტის მიზანია მომხმარებლებისა და ბაზრის მთლიანობის დაცვა. „კომისია ისწრაფვის ევროკავშირის ფინანსურ სექტორში ინოვაციების სტიმულირებისკენ, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური ციფრული სტარტაპების წახალისებისა და ნებისმიერი პოტენციური რისკის შემცირებისკენ“ - ნათქვამია პრეს-რელიზში. კრიპტოვალუტებისა და Stablecoin-ებისთვის გამოცხადდება „უფრო მკაცრი მოთხოვნები“ კაპიტალის კონტროლის, ინვესტორების დაცვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით. კომპანია გვთავაზობს ინდივიდუალურ უფლებრივ რეჟიმს ამგვარი აქტივებისთვის. 2022 წელს ევროკომისია გეგმავს მარეგულირებელი სივრცის ამოქმედებას. მასში კომპანიები გატესტავენ სმარტ-კონტრაქტებსა და ბლოკჩეინის ბაზაზე არსებულ პროდუქტებს. ოფიციალურ დოკუმენტში მოცემული მკაცრი მიდგომა რეგულირებისადმი შეესაბამება წინასწარ ვერსიას, რომელიც წინა კვირაში გახმაურდა. შეგახსენებთ, მასში ევროკომისიას ჰქონდა შემოთავაზება დადგენილიყო უფლებრივი ბაზა კრიპტოსავალუტო აქტივებისადმი ტრადიციული ფინანსური ინტრუმენტების ანალოგიურად. https://bit.ly/2FZnqV9
  2. NVIDIA-მ ოფიციალურად გამოუშვა ყველაზე სწრაფი გრაფიკული დაფა GeForce RTX 3090 Ampere, რომელიც გვთავაზობს წარმადობის მაქსიმალურ დონეს და 50%-ით სწრაფია Titan RTX-თან შედარებით, თანაც მისი ფასის ნახევარი ღირს. ვიდეო დაფა NVIDIA GeForce RTX 3090 ყველაზე სწრაფია Ampere თაობის იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ამჟამად საცალო გაყიდვაშია ხელმისაწვდომი. ეტალონური ვარიანტი Founders Edition 1500 აშშ დოლარი ღირს. Founders Edition გრაფიკული დაფის შეძენა ოფიციალურად შესაძლებელია ვებ-გვერდზე NVIDIA GeForce Shop - NVIDIA GeForce RTX 3090 Founders Edition 24 გბ. არარეფერენსული RTX 3090 ვარიანტები იყიდება Amazon-ზე, Newegg-სა და Best Buy-ზე. RTX 3090 დაფის მახასიათებლებია 82 SM მოდული ან 10496 CUDA-ბირთვი და აღჭურვილია RT (Ray-Tracing) ბირთვებით, ტენსორული ბირთვებითა და ახალი თაობის SM-მოდეულებით. RTX 3090 ვიდეო დაფის საბაზისო სიხშირეა 1400 მჰც, აჩქარების რეჟიმში - 1700 მჰც, TDP-ის დონეა 350 ვატი. ხსენებული ვიდეო დაფა წარმოდგენილია ახალი თაობის 24 გბ GDDR6X მეხსიერებით. Micron-ის გრაფიკული მეხსიერების უახლესი და უკეთესი კრისტალების წყალობით RTX 3090 დაფის სიჩქარეა 19.5 გბ/წმ-მდე, 384-ბიტიანი ინტერფეისი უზრუნველყოფს ჯამურ 936 გბ/წმ სიჩქარეს. https://bit.ly/331Sj41
  3. Amazon-მა წარადგინა ქლაუდ თამაშების პლატფორმა სახელწოდებით - Luna. სიახლე მოულოდნელი არ არის: გასული წლიდან მოყოლებული ვრცელდებოდა ხმები კოდური დასახელების მქონე სერვის Tempo-ზე, ასევე გამოჩნდა Amazon-ის წარმოების გეიმინგ-კონტროლერი. უცნობია როდის ამოქმედდება Luna, თავდაპირველად იგი ხელმისაწვდომი გახდება Windows-ზე, macOS-ზე, Fire TV-ზე, აგრეთვე iPhone-სა და iPad-ზე (ვებ-აპლიკაციის მეშვეობით). Android-ვერსიის გამოშვება მოგვიანებით იგეგმება. Amazon აცხადებს, რომ დაინტერესებულ მომხმარებლებს აშშ-ში უკვე შეუძლიათ მოითხოვონ ადრეული წვდომა. საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის. Luna Plus ხელმისაწვდომი იქნება „საწყისი ფასით“ თვეში 5.99 აშშ დოლარად ადრეული წვდომის ეტაპზე: იგი გამომწერებს საშუალებას მისცემს ითამაშონ სხვადასხვა პროექტი ერთდროულად ორ მოწყობილობაზე ზოგიერთ თამაშში 4K-მდე გაფართოებაზე. ბუნებრივია, ქლაურდ-სერვისი იმუშავებს კომპანიის კარგად ცნობილ ვებ-პლატფორმა AWS-ზე. Amazon-მა განაცხადა, რომ Luna Plus-ის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება ასზე მეტი თამაში, რომელთა შორისაა Resident Evil 7, Control, Panzer Dragoon, A Plague Tale: Innocence, The Surge 2, Yooka-Laylee, GRID, Abzu და Brothers: A Tale of Two Sons. Amazon-ის განცხადებით, ეტაპობრივად მეტი თამაში დაემატება. მაგალითად, კომპანია თანამშრომლობს Ubisoft-თან ცალკე გეიმინგ არხის შექმნის მიზნით: „გეიმერები, რომლებიც ამ არხს გამოიწერენ, წვდომას მიიღებენ Ubisoft-ის თამაშებზე 4K გაფართოებამდე, ასევე მობილურ გეიმინგ პროცესსა და ახალ თამაშებზე, როდესაც არხი ამოქმედდება: მაგალითად, Assassins Creed Valhalla, Far Cry 6 და Immortals Fenyx Rising ხელმისაწვდომი გახდება ამოქმედების დღესვე. ეს გახლავთ მრავალთაგან ერთ-ერთი პირველი თამაშები Luna-ს არხზე, სადაც მომხმარებლები შეძლებენ ნებისმიერი ჟანრისა და სტუდიის თამაშებით სარგებლობას. Luna ინტეგრირებული იქნება Twitch-თანაც. გეიმერები Luna-ს მეშვეობით შეძლებენ უყურონ Twitch-ის ტრანსლაციებს, Twitch-ის მეშვეობით კი - ჩართავენ Luna-ს თამაშებს. საინტერესოა, რომ Bluetooth-კონტროლერებში მხარდაჭერილია ტრადიციული პერსონალური კომპიუტერის მართვა კლავიატურითა და მაუსით. Amazon-მა წარადგინა საკუთარი გეიმპადიც - Luna Controller - Alexa-ს მხარდაჭერით, რომლის ფასი ადრეული წვდომის პერიოდში 49.99 აშშ დოლარი იქნება. Google Stadia-ს კონტროლერის ანალოგიურად, Luna Controller უკავშირდება პირდაპირ ქლაუდს შეყოვნების შემცირების მიზნით და პრიორიტეტს ანიჭებს Wi-Fi კავშირს. Amazon-ის შეფასებით, Luna Controller Cloud Direct-ის მეშვეობით შეყოვნებას ამცირებს 17-30 მილიწამით კომპიუტერსა და Fire TV-სთან Bluetooth-ით მუშაობასთან შედარებით. იმის წყალობით, რომ Luna Controller პირდაპირ ქლაუდ-სერვერს უკავშირდება, გეიმერები მარტივად შეძლებენ ეკრანებს შორის გადართვას: მაგალითად, Fire TV-დან სმარტფონზე. სტრიმინგ სერვის Twitch-ის ფლობის პარალელურად Amazon ასევე მუშაობს საკუთარ თამაშებზე, მათ შორისაა ონლაინ-შუთერი Crucible, რომელიც იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა, რომ სწრაფად დაუბრუნდა დახურული ბეტა-ტესტირების სტადიას. კომპანია მუშაობს აგრეთვე მრავალმომხმარებლიან თამაშზე - New World, რომლის დებიუტი მიმდინარე ზაფხულს უნდა შემდგარიყო, თუმცა 2021 წლამდე გადაიდო. ამიერიდან Amazon ხდება ისეთი სერვისების პირდაპირი კონკურენტი, როგორებიცაა Google Stadia, Microsoft xCloud და GeForce Now. ვნახოთ, რა გამოვა აქედან და გახდება თუ არა ახლო მომავალში სტრიმინგ-თამაშების კონფეცფია რეალურად მასობრივი. https://bit.ly/2FZnl3N
  4. ფედერალური სარეზერვო სისტემის ინიციატივას ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) შესწავლის შესახებ რამდენიმე ფედერალური რეგიონალური ბანკი შეუერთდა. ცხრა სპეციალისტს შორის არიან პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებიც - აცხადებს ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი ლორეტი მესტერი. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭო ფლობს ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს. ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია განაწილებული რეესტრის სხვადასხვა პლატფორმის შექმნითა და ტესტირებით, რათა გაარკვიოს მათი პოტენციური უპირატესობები და კომპრომისები. მონეტარული ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ CBDC-ის გამოშვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „ექსპერიმენტები მნიშვნელოვანი კომპონენტია CBDC-ის სარგებლისა და ხარჯების შეფასებისას. საკითხები, რომლებიც წარმოიშვა ფინანსურ სტაბილურობასთან, ბაზრის სტრუქტურასთან, უსაფრთხოებასთან, კონფიდენციალურობასა და მონეტარულ პოლიტიკასთან მიმართებაში - კვლავ საჭიროებს ფრთხილად შესწავლას, ”- აცხადებს კლივლენდის ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი. აგვისტოში გამოცხადდა ჰიპოთეტური ციფრული დოლარის ექსპერიმენტირების დაწყება ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ. ივნისში ნიუ-იორკის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ინოვაციური ცენტრის შექმნის იდეით, რომელიც ფოკუსირდება ციფრულ ვალუტებსა და გადახდებზე. ივნისშივე ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბანკის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ციფრული დოლარის გამოშვება კომერციულ ბანკებს დაასუსტებს და ცენტრალური ბანკის ძალაუფლებას გააძლიერებს. https://bit.ly/2RVN2F2
  5. Intel-მა წარადგინა პროცესორების ახალი სერია Atom x6000E Elkhart Lake, აგრეთვე N და J სერიის Pentium და Celeron ჩიპები, რომლებიც განკუთვნილია საწარმოო აპლიკაციებისა და ინტერნეტ-ნივთების აპლიკაციისთვის. Intel აგრეთვე გვთავაზობს Tiger Lake-UP3 ჩიპებს მაღალი დონის წარმადობის მომთხოვნი პერიფერიული აპლიკაციებისთვის. Atom x6000E, Pentium და Celeron პროცესორებს აქვთ ორ- ან ოთხბირთვიანი არქიტექტურა Tremont. Atom-მოდელების საბაზისო ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 1.2-1.8 გჰც, მაქსიმალური კი - 3.0 გჰც. ამ ჩიპების TDP-ის დონეა 4.5-დან 12 ვატამდე იმ დროს, როდესაც Pentium-ისა და Celeron-ის წარმომადგენლების TDP-ის დონის დიაპაზონი შეადგენს 6.5-10 ვატს. ყველა მოდელს აქვს 64 გბ-მდე ორარხიანი DDR4-3200 ან LPDDR4x-4267 მეხსიერების მხარდაჭერა Tiger Lake პროცესორების მსგავსად და წარმოდგენილნი არიან BGA-გამაგრების მქონე კორპუსებით. ECC მხარდაჭერა ექნება მხოლოდ Atom პროცესორებს. პროცესორების სერია წარმოდგენილია Gen11 გრაფიკით, რომელიც უზრუნველყოფს ორჯერ მეტ წარმადობას წინა თაობის მოდელებში გამოყენებულ Gen9 გრაფიკასთან შედარებით. არქიტექტურა Tremont-ის წყალობით ახალ Atom-ჩიპებშიც გაიზრდება წარმადობა - 1.7-ჯერ ერთნაკადიან რეჟიმში და 1,5-ჯერ - მრავალნაკადიან ამოცანებში წინა თაობის Goldmont Plus არქიტექტურასთან შედარებით. ინტერნეტ-ნივთებისთვის განკუთვნილი პროცესორებისთვის Intel გვთავაზობს შვიდიდან ათ წლამდე მხარდაჭერის პერიოდს, მათ შორის მიკროსქემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას იმავე პერიოდის განმავლობაში. ახალი თაობის პროცესორებში Intel ასევე ეყრდნობა ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერას OpenVINO ინსტრუმენტების ჩათვლით, რომელსაც გააჩნია პაკეტები ავტომატიზაციის, ზონდირებისა და მანქანური ხედვის აპლიკაციების ამოქმედების დაჩქარებისთვის. გარდა ამისა, Intel გვთავაზობს Tiger Lake-UP3 ჩიპებს SuperFin-ის 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, Xe LP გრაფიკით, Thunderbolt 4 ინტერფეისისა და AVX-512 და VNNI ინსტრუქციების მხარდაჭერით მაღალი წარმადობის მოთხოვნის მქონე აპლიკაციებისთვის. https://bit.ly/32XbbBh
  6. კონფერენცია Huawei Full Connect Conference 2020-ზე Huawei-ს პერსონალური კომპიუტერებისა და პლანშეტების მიმართულების პრეზიდენტმა, Wang Yinfeng-მა დაადასტურა, რომ კომპანია ემზადება მონიტორებისა და სამომხმარებლო დესკტოპების გამოშვებისთვის. მისი თქმით, ბაზარზე თავდაპირველად გამოვა მონიტორები, პირველი პერსნალური კომპიუტერი კი წარდგენილი იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე. ცნობილია, რომ თავდაპირველად კომპანია გამოუშვებს ორი ან სამი მონიტორისგან შემდგარ სერიას. მასში შევა სულ მცირე ერთი მოდელი რკალისებრი ეკრანით, რომელიც განკუთვნილი იქნება გეიმერებისთვის. ვრცელდება ხმები, რომ Huawei ამგვარად ცდილობს წილი წაართვას Xiaomi-ს, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი მოწყობილობები ორიენტირებული იქნება იმავე ბიუჯეტურ კატეგორიაზე. უკვე ცნობილია, რომ ბრტყელი მონიტორების წარმოება დაეკისრება კომპანია საწარმო BOE-ს შვილობილ კომპანია BOEVT-ს. რკალისებრ მონიტორებს კი დაამზადებს TPV Technology. ცნობილია, რომ Huawei-მ უკვე შეუკვეთა 1 მილიონი ეკრანის დამზადება. გარდა ამისა, ცნობილი გახდა Huawei-ს პირველი სამომხმარებლო პერსონალური კომპიუტერის მახასიათებლები. მოწყობილობას ექნება კომპანიის საკუთარი წარმოების პროცესორი Kunpeng 920, რომელიც იმუშავებს 8 გბ DDR4-2666 ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. მონაცემთა სანახი სივრცის სახით ხელმისაწვდომი იქნება 256 გბ მოცულობის SSD. კომპიუტერს ექნება ვიდეო დაფა AMD Radeon R7 430, სხვა მასახიათებლებია 180-ვატიანი კვების ბლოკი და ჩინეთში შემუშავებული ოპერაციული სისტემა UOS. უნდა აღინიშნოს, რომ Huawei უკვე აწარმოებს დესკტოპ კომპიუტერებს, თუმცა ისინი მიეწოდებათ მხოლოდ კორპორატიულ მომხმარებლებს. https://bit.ly/33XN9p9
  7. MicroStrategy პირველი საჯარო კომპანიაა, რომელმაც კაპიტალის ნაწილის ინვესტირება მოახდინა Bitcoin-ში. მისი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მის მაგალითს უახლოეს ნახევარ წელში სხვა კერძო კომპანიებიც მიმართავენ. ამის შესახებ მაიკლ სეილორმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. „დიდი ალბათობით, პირველ რიგში ესენი იქნება კერძო კომპანიები, რადგან მათ არ აქვთ ამგვარი ინერცია. ჩვენი ზომის საზოგადოებრივი კომპანიები, შემდეგ - საშუალო ფირმები“ - დააზუსტა მაიკლ სეილორმა. აგვისტოში MicroStrategy-მ დაახლოებით 250 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო კრიპტოვალუტაში - შეიძინა 21 454 BTC. სექტემბერში ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელმა შეიძინა დამატებით 16 796 BTC – 175 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. სეილორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ათ მსხვილ აქციონერთან ერთად განსაჯა. მათმა უმეტესობამ მხარი დაუჭირა Bitcoin-ში ინვესტირებას. მისი თქმით, იგი არ არის კრიპტოვალუტის თაყვანისმცემელი და თუკი სხვა აქტივების მომგებიანობა გაიზრდება, დაუყოვნებლივ უარს იტყვის Bitcoin-ზე, თუმცა უახლოეს დროში გაყიდვასთან დაკავშირებული გეგმები არ არსებობს. 11 აგვისტოს შემდეგ, როდესაც კომპანიამ კრიპტოვალუტის პირველი პარტიის შეძენის შესახებ განაცხადა, მისი ფასი დაახლოებით 6%-ით შემცირდა. სეილორს ამასთან დაკავშირებით შეშფოთება არ გამოუხატავს: „არასტაბილურობა ნამდვილად არ არის გაყიდვის საბაბი. ამჟამად ეს ერთადერთია დადებითი რეალური მოგებით“. MicroStrategy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად Bitcoin-ი არის იმაზე ნაკლებად სარისკო აქტივი, ვიდრე ფიატური ფული ან ოქრო. https://bit.ly/3610hfC
  8. სექტემბრის პირველ ნახევარში ცნობილმა ინსაიდერმა @mooreslawisdead-მა განაცხადა, რომ NVIDIA ამზადებს პროფესიონალურ ვიდეო დაფას - Quadro RTX Ampere, რომელსაც საფუძვლად დაედება გრაფიკული ჩიპი GA102 – 10752 CUDA ბირთვით. ამ ჩიპის შემცირებულ ვერსიაზეა დაფუძნებული გეიმინგ ვიდეო დაფა GeForce RTX 3090. მას აქვს ორი მულტიპროცესორით ნაკლები, შესაბამისად CUDA-ბირთვების რაოდენობა 10496-ს შეადგენს. @mooreslawisdead-ის ინფორმაციით, ახალ Quadro RTX Ampere-ს ექნება 47 გბ GDDR6 16Gbps ვიდეომეხსიერება 384-ბიტიანი სალტით, გრაფიკული ბირთვის მაქსიმალური სიხშირე 1860 მჰც-ს შეადგენს. გეიმინგ ვარიანტი RTX TITAN ჯერჯერობით არ იგეგმება, შესაძლოა იგი მოგვიანებით გამოვიდეს, როდესაც Micron დაიწყებს 2 გბ GDDR6X ჩიპების მასობრივ წარმოებას. თუმცა პირველადი ტესტების შედეგები გვიჩვენებს, რომ ამგვარ ვიდეო დაფას დიდი აზრი არ აქვს. @mooreslawisdead-მა გამოაქვეყნა Quadro RTX Ampere-სა და Quadro RTX 6000 დაფების შესადარებელი ფოტოები. ფოტოზე ჩანს ვიდეო დაფის მხოლოდ უკანა მხარე და ვხედავთ, რომ შენარჩუნებულია ტრადიციული გაგრილების სისტემა ტურბინით. იმის ხარჯზე, რომ Ampere თაობაში PCB უფრო მოკლეა, ახალ Quadro RTX დაფაში ხელმისაწვდომია დამატებითი ჭრილი ტურბინისთვის ვიდეო დაფის უკანა ნაწილზე. მოსალოდნელია, რომ NVIDIA Quadro-ს ახალი ვერსიები წარდგენილი იქნება 5 ოქტომბერს NVIDIA GPU Tech Conference 2020-ზე. https://bit.ly/32UFl8r
  9. ილონ მასკმა განაცხადა, რომ მომდევნო წლის ბოლოს კომპანია აპირებს ელექტრომობილ Model S-ის პრემიალური დონის ახალი ვერსიის წადგენას - ეს იქნება მოდიფიკაცია Plaid. მანქანაში გამოყენებული იქნება სამი ელექტრო ძრავი. რა საკვირველია, რეალიზებულია სრული სვლის სისტემა. ჯამური სიმძლავრეა 1100 ცხენის ძალაზე მეტი. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო 2 წამზე ნაკლებს შეადგენს. მეოთხედი მილის, ანუ დაახლოებით 400 მეტრი მანძილის გადალახვა ელექტრომობილს 9 წამში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარეა 320 კმ/სთ. ტექნიკური მახასიათებლების თანახმად, Tesla Model S Plaid-ის ბატარეა ერთ სრულ დამუხტვაზე უზრუნველყოფს 830 კილომეტრზე მეტ გარბენს. სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის ავტოპილოტირების სისტემა. დამატებითი გადასახადის შემთხვევაში ოფციის სახით შემოთავაზებული იქნება ქალაქის ქუჩებში ავტომობილის დამოუკიდებლად გადაადგილების პაკეტი. ახალ ელექტრომობილზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია: ფასი შეადგენს 139 900 აშშ დოლარს. პირველი მყიდველები ელექტრომობილებს მიიღებენ 2021 წლის ბოლოდან. https://bit.ly/2HqQVjd
  10. დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საპენსიო ფონდები და სადაზღვევო კომპანიები 78.4 მლრდ აშშ დოლარის აქტივებით უახლოეს ხუთ წელში კრიპტოვალუტებში ინვესტიციებს გაზრდიან. ამას მოწმობს კრიპტოდაზღვევის სერვისების პროვაიდერ Evertas-ისა და ანალიტიკური კომპანია Pureprofile-ის გამოკითხვის შედეგები. რესპონდენტების 84% თვლის, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესის ზრდას ხელს შეუწყობს ბაზრის მოსალოდნელი რეგულირება, 80-მა პროცენტმა მიზეზად ლიკვიდურობის ზრდა დაასახელა. მონაწილეთა 64% დარწმუნებულია კრიპტოვალუტებში ინვესტირების დადებით დინამიკაში. 26% თვლის, რომ ზრდის ტემპი რადიკალური იქნება. 50-დან 38 რესპონდენტი ელოდება ფინანსური მომსახურების პროვაიდერების კრიპტოვალუტების სივრცეში გადასვლას. ამისათვის სტიმული იქნება ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების უარყოფითი პროცენტები. ინვესტიციების აქტიური ზრდისთვის ბარიერია კრიპტო ინვესტიციების შესაფერისი სადაზღვევო დაფარვის ვარიანტის არარსებობა. ამის შესახებ განაცხადეს 50-იდან 28 კომპანიის წარმომადგენელმა. რესპონდენტებმა ასევე აღნიშნეს იმ კომპანიების ნორმატიულ-უფლებრივი შესაბამისობის არასაკმარისი დონე, რომლებიც ინსტიტუციონალურ მომხმარებლებს ემსახურებიან. ადრე Gold Bullion International-ისა და 10T Holdings-ის თანადამფუძნებელმა დენ ტაპიერომ განაცხადა, რომ ამერიკელი ინსტიტუციური ინვესტორების მომავალში ოქროთი დაინტერესება დადებითად აისახება Bitcoin-ის მასობრივ მიღებაზე. მისი თქმით, ამ მიმართულებით უდიდესი ნაბიჯი გადადგა ოჰაიოს შტატის პოლიციისა და სახანძრო დაცვის საპენსიო ფონდმა, რომელმაც 168 მილიარდი აშშ დოლარი - მთლიანი ინვესტიციების 5% - ჩადო ინვესტიციაში: ამით დაიზღვია თავი ინფლაციისგან დოლარის გლობალური რეცესიის ფონზე. https://bit.ly/3mM8xWQ
  11. AMD-ის ამჟამინდელი ფლაგმანია Radeon RX 5700 XT. რეალურად მისი ფლაგმანად წოდება რთულია, რადგანაც იგი აშკარად ვერ აღწევს ამ სტატუსამდე და რეალურად მიეკუთვნება საშუალო სეგმენტს. იგი უზრუნველყოფს მისაღები დონის გრაფიკას, თუმცა ვერ უმკლავდება თანამედროვე თამაშებს 4K გაფართოებაზე მაქსიმალურ დონეზე. გახსენებაც კი რთულია, რამდენი წელია გეიმერები ელიან AMD-სგან GeForce GTX 1080Ti-სა და GeForce RTX 2080 Ti-ს, და ახლა უკვე GeForce RTX 3080-ის ღირსეული კონკურენტის გამოშვებას. შესაძლოა მიმდინარე წელს AMD-მ შექმნას რამე ღირსეული, მანამდე კი ხელთ გვაქვს მორიგი საშუალო დონის დაფა Radeon RX 5700 XT-ის სანაცვლოდ. როგორც ჩანს, მას ექნება არც ისე მაღალი წარმადობა, რასაც აკომპენსირებს RDNA 2 არქიტექტურის გაზრდილი ეფექტურობა. ექსპერტები თვლიან, რომ ჩვენ წინაშეა Radeon RX 6700 XT (შესაძლოა 6800 XT). დაფას ექნება 2560 ბირთვი, 40 გამომთვლელი ბლოკი და 192-ბიტიანი მეხსიერების სალტე. აგრეთვე ცნობილია, რომ იგი აგებულია Navi 22 გრაფიკულ პროცესორზე კოდური სახელით - Navy Founder.  ამგვარი მოდელის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. სავარუდოდ, იგი მიმდინარე წლის ბოლოს გაიყიდება. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ Radeon RX 6700 XT-ის გრაფიკული პროცესორის ფართობის იქნება 340 მმ2. ეს მაჩვენებელი GeForce RTX 3080-სთან შედარებით 50%-ით მცირეა, თუმცა პირდაპირი ანალოგიის გაკეთება უადგილოა, რადგანაც ჯერჯერობით არაფერია ცნობილი RDNA 2 არქიტექტურის წარმადობის შესახებ. https://bit.ly/3iTTHLO
  12. კომპანია AMD-მ გამოუშვა ახალი მობილური პროცესორები Ryzen და Athlon, რომლებიც საფუძვლად დაედება ახალი თაობის ქრომბუკებს. Zen-არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი ეს მობილური ჩიპები განკუთვნილია ქრომბუკების მუშაობის აჩქარებისთვის ვებ-გვერდების ნახვასა და მრავალამოცანიან რეჟიმებში. Acer-მა, ASUS-მა, HP-მ და Lenovo-მ უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ წარადგინონ საბაზისო და მაღალი დონის ლეპტოპების ფართო სპექტრი Chrome OS-ის ბაზაზე ამ ჩიპების გამოყენებით. ჩიპები ბაზრის ქვედა სეგმენტისკენაა მიმართული: AMD აპირებს Intel-ისთვის შეტევას და ბაზრის წილის დაკავებას. როგორც ცნობილია, ახალი Ryzen და Athlon პროცესორები 178%-ით სწრაფია წინა თაობის ჩიპებთან შედარებით. „Zen, როგორც ბირთვი, შემოდის ქრომბუკებში - განაცხადა AMD-ის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა Robert Halleck-მა. - როგორც ჩანს, ყველა ბავშვს აქვს ლეპტოპი Chrome OS-ის ბაზაზე. ქრომბუკები სულ უფრო მეტ ბაზარს იპყრობს გაცილებით დაბალი ფასისა და მაღალი წარმადობის წყალობით. და ჩვენც, რა თქმა უნდა, გვსურს მომხმარებლებს შევთავაზოთ ყველა მიმართულების პროდუქცია: საგანმანათლებლოდან დაწყებული - სამეწარმეოთი დამთავრებული“. AMD Ryzen და Athlon 3000 C სერიის მობილური პროცესორები შეიქმნა Google-თან თანამშრომლობის ფარგლებში და საფუძვლად დაედება ქრომბუკებს, რომელთა პირველი ნაწილი მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში უნდა გამოვიდეს. 2020 წლის ბოლოს ვიხილავთ 14 მოდელს. AMD აცხადებს, რომ მობილური პროცესორი Ryzen 7 3700C უზრუნველყოფს 251%-ით მაღალ გრაფიკულ წარმადობას წინა თაობის ქრომბუკებში არსებულ AMD-ის ჩიპებთან შედარებით, ასევე - 104%-ით მეტ წარმადობას საოფისე ამოცანებში და 152%-ით მეტს - ფოტოების რედაქტირებაში. ოთხბირთვიანი და რვანაკიდიანი ჩიპები - Ryzen 7 3700C და Ryzen 5 3500C იწარმოება დღევანდელი გადასახედიდან მოძველებული, TSMC-ის 12-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. 2-ბირთვიანი 4-ნაკადიანი Ryzen 3 3250C დამზადებულია კიდევ უფრო ძველი, 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. და ბოლოს, Athlon Gold 3150C (2 ბირთვი, 4 ნაკადი) და Athlon Silver 3050C (2 ბირთვი, 2 ნაკადი) ასევე დამზადებულია 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ჩიპების ენერგომოხმარების მაჩვენებელი დაახლოებით 15 ვატია. რეალურად, ეს ახალი ჩიპები არის სახელშეცვლილი ძველი ჩიპები გარკვეული ცვლილებებით. მაგალითად, Ryzen 7 3700C-ის მახასიათებლები Ryzen 7 3700U ჩიპის იდენტურია (მათ შორის 10 ბირთვი Radeon Vega ტაქტის სიხშირით 1400 მჰც). Ryzen 5 3500C-იც ნაცნობია: იგი გამოიყურება, როგორც სახელშეცვლილი 3500U (8 ბირთვი Radeon Vega სიხშირით 1200 მჰც). მოკლედ, როგორც Tirias Research-ის ანალიტიკოსი Kevin Krewell ამტკიცებს, AMD-მ მოახდინა მიკროსქემების ძველი დიზაინის ადაპტირება და მასში გარკვეული გაუმჯობესებები შეიტანა მეხსიერების სიჩქარესა და SATA-კონტროლერში. ეს ახალი ჩიპები არ აისახება 7-ნანომეტრიანი Ryzen-ის მიწოდებაზე და ამავდროულად საშუალებას იძლევა შეიქმნას შესანიშნავი ქრომბუკები, რომლებიც გამორჩეული იქნება ავტონომიური მუშაობის კარგი მაჩვენებლებითა და წარმადობით. ჯერ კიდევ 2019 წელს AMD-მ პირველად გამოუშვა ქრომბუკებისთვის განკუთვნილი პროცესორები ძველ ბირთვებზე. მას შემდეგ AMD-ის წილი Chrome OS-ზე არსებული სასკოლო ლეპტოპების ბაზარზე 5.2%-ით გაიზარდა 2019 წელს და 20%-ზე მეტად - ახლანდელი მონაცემებით. https://bit.ly/2RSCDKi
  13. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში შემავალმა ფულადი მიმოქცევის მართვის მარეგულირებელმა ორგანომ (OCC) ეროვნულ ბანკებსა და ფედერალურ შემნახველ ასოციაციებს ნება დართო შეინახონ Stablecoin-ების ემიტენტების რეზერვები. OCC-ის წერილში ნათქვამია, რომ ნებართვა ეხება მხოლოდ იმ Stablecoin-ებს, რომლებიც მიბმულია ერთ ფიატურ ვალუტაზე 1:1 შეფარდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, რომ საფულედან კრიპტოგრაფიული (პირადი) გასაღებები ინახებოდეს "იდენტიფიცირებული მესამე მხარის მიერ, რომელიც ტრანზაქციებსა და შენახვას ახორციელებს ანგარიშების მფლობელთა სახელით“. მარეგულირებლის თქმით, ეროვნულმა ბანკებმა დღეში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმონ, დაცულია თუ არა ყველა Stablecoin-ი რეზერვებით. OCC-ში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბანკებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ლიკვიდურობის რისკები და უფლებრივი შესაბამისობები Stablecoin-ების ემიტენტებთან მუშაობისას, აგრეთვე უზრუნველყონ KYC / AML პროცედურებისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ არსებული ფედერალური კანონების დაცვა. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ აღნიშნა, რომ ციფრული აქტივები შეიძლება არ იყოს ფასიანი ქაღალდები, თუმცა ემიტენტებს გაყიდვების წინ სააგენტოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. Coinbase-ის ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა და OCC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბანკები ყოველდღიურად არიან ჩართული Stablecoin-ებთან დაკავშირებულ მილიარდობით დოლარიან აქტივობებში. „ეს გადაწყვეტილება ბანკებს მარეგულირებელ სიცხადეს ანიჭებს“ - თქვა მან. შეგახსენებთ, ადრე OCC-მა ეროვნულ ბანკებს მომხმარებლების კრიპტოვალუტების შენახვის ნებართვა მისცა. ამის შემდეგ მსხვილმა მოთამაშეებმა - U.S. Bancorp-მა და PNC Financial Services Group-მა ინტერესი გამოხატეს ასეთი სერვისებისადმი. 2019 წლის აგვისტოში Coinbase-მა დაადასტურა ინსტიტუციონალურ სამეურვეო ბიზნეს Xapo-ს შეძენა. მაშინ Coinbase Custody-ს განკარგულებაში აღმოჩნდა 7 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები, რის შედეგად კომპანია გახდა ციფრული აქტივების უმსხვილესი ინტიტუციონალური მეურვე. გარიგება 55 მლნ აშშ დოლარად შეფასდა. სხვა მსხვილ ამერიკულ კასტოდიალებს შორისაა Fidelity Digital Assets, BitGo და Bakkt. https://bit.ly/3iSdDyl
  14. ამ დრომდე NVIDIA ძირითადად საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აპირებს იმ სპეკულანტებთან ბრძოლას, რომლებიც GeForce RTX 3080-ს მთელი ტირაჟის შესყიდვას ცდილობენ. ახალ პუბლიკაციაში კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოცემულია, რომ იმ საიტებზე, სადაც ახალი ვიდეო დაფები იყიდება, მომხმარებლების ნაკადი უპრეცედენტოდ მაღალია. უშუალოდ კომპანიის საფირმო ინტერნეტ-მაღაზია აღმოჩნდა იმაზე ათჯერ მეტი მოთხოვნის წინაშე, ვიდრე წინა ანონსის დროს იყო. უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა, პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე კი შევიდა თხუთმეტჯერ მეტი მომხმარებელი, ვიდრე NVIDIA-ს წინა სიახლეების გაყიდვის დაწყებისას. მესამე მხარის ონლაინ საცალო ვაჭრობაში ტრეფიკის ზრდა შეინიშნებოდა, რაც სეზონური გაყიდვებისთვისაა დამახასიათებელი. კომპანიის საფირმო ინტერნეტ-მაღაზია ასეთ პირობებში ათმაგი დატვირთვის ქვეშ მოექცა, ამიტომ საკმაოდ მალე დაკარგა ქმედითუნარიანობა. აღდგენა სწრაფად შეუძლებელი იყო, ამიტომ გამომწერებს ეგზავნებოდათ ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობის შესახებ შეტყობინებები და მათ დროულად მოახდინეს რეაგირება. NVIDIA-მ შესაბამისი დასკვნები გამოიტანა - ამჟამად ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდი ცალკე სერვერზეა გადატანილი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეკვეთის ავტომატური გაფორმების უსაფრთხოებას, რადგან სპეკულანტები ბოროტად სარგებლობდნენ მიმდინარე თვეში. ყველა საეჭვო შეკვეთა გაუქმდება, მანამდე კი NVIDIA მომხმარებლებს მოუწოდებს, ნუ წაახალისებენ სპეკულანტებს, რომლებიც GeForce RTX 3080 დაფებს ძვირად ყიდიან. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, NVIDIA-ს პარტნიორებმა ჯერ კიდევ აგვისტოში მიიღეს GeForce RTX 3080 დაფების წარმოებისთვის აუცილებელი საკმარისი რაოდენობის გრაფიკული პროცესორები. პრობლემა ის გახლავთ, რომ ვერც NVIDIA-მ, ვერც პარტნიორმა კომპანიებმა წინასწარ ვერ განსაზღვრეს, რომ ამხელა მოთხოვნა იქნებოდა GeForce RTX 3080 დაფებზე. ამჟამად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბაზარი ამ დაფებით უახლოეს ვადებში გაჯერდეს. NVIDIA ცდილობს მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლების მოთხოვნები. https://bit.ly/35VItm9
  15. ხმები PlayStation 5-ისთვის განკუთვნილი AMD-ის წუნდებული კომპონენტების რაოდენობის შესახებ უკვე უარყოფილია როგორც Sony-ს, ასევე AMD-ს მიერ, თუმცა ტაივანური წყაროები არ ცხრებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ 2021 წლის შუა პერიოდისთვის Sony-სა და Microsoft-ის ახალი კონსოლები დეფიციტური საქონელი გახდება, TSMC-ს კი მოკლე ვადებში არ შეუძლია მოთხოვნის დაკმაყოფილება. გამომცემლობა Commercial Times აცხადებს, რომ გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი AMD-ის კომპონენტების სასარგებლო პროდუქციის დონე TSMC-ის კონვეირზე 58%-ს არ აღემატება, თუმცა წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ყველა გეიმინგ კონსოლი, რომელიც მიმდინარე წელს წინასწარი შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი იქნება, განაცხადების მიღებიდან მალევე გაიყიდება - დარწმუნებულნი არიან ტაივანური წყაროები. მიმდინარე წელს TSMC შეძლებს ახალი თაობის კონსოლებისთვის გამოუშვას არაუმეტეს 102 ათასი სილიკონის ფირფიტა AMD-ის ჩიპებით, აღნიშნავს პირველწყარო. სიტუაციას ოდნავ აუმჯობესებს აშშ-ის სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ, რომლის გამოც MediaTek უარს იტყვის ჩინური გიგანტისთვის 7-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვებაზე. ეს კი AMD-ს საშუალებას მისცემს გაზარდოს გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი სილიკონის ფირფიტების წარმოება თვეში დამატებით 13 ათასი ერთეულით. თავად AMD შედეგად შევა TSMC-ის ხუთ უმსხვილეს დამკვეთს შორის, რადგანაც იგი მისგან სხვა 7-ნანომეტრიან პროდუქტებსაც მიიღებს. TSMC-ის სექტემბრის მოგებამ რეკორდულ დონეს უნდა მიაღწიოს, რაც ნაწილობრივ მოხდება ADM-ს კომპონენტების წარმოების წყალობით. https://bit.ly/2HnmlHd
  16. ევროკავშირის ხელისუფლება ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში რეგულირების ახალ წესებს 2024 წლისთვის დაადგენს - წერს Reuters-ი სააგენტოს განკარგულებაში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით. ახალი კანონმდებლობა შესაძლებელს გახდის განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიისა და კრიპტოაქტივების გამოყენების გაფართოებას ფინანსურ სექტორში. ამჟამად ევროზონაში გადახდების 78% ნაღდი ფულით ხორციელდება. უნაღდო ანგარიშსწორების საჭიროება განსაკუთრებით აშკარა გახდა COVID-19-ის პანდემიის დროს. ევროკომისია აპირებს სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული აქტივების უფრო ფართოდ გამოყენებას და შეიმუშავებს ახალ წესებს რეგულირებაში შესაძლო ხარვეზების მოსაგვარებლად. პიროვნების იდენტიფიკაცია და შემოწმება, რაც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას უკავშირდება, საკვანძო მოთხოვნები გახდება. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, ახალი წესების მიღება აუცილებელია 2024 წლისთვის. მომენტალური ანგარიშსწორების სისტემები „ახალ ნორმად“ უნდა იქცეს 2021 წლის ბოლოს. ადრე საინფორმაციო საშუალებებში მოხვდა კრიპტოსავალუტო აქტივების ბაზრის შესახებ არსებული კანონპროექტის ადრეული ვერსია. დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია გვთავაზობს კრიპტოვალუტების, security-ტოკენებისა და Stablecoin-ების სამართლებრივი ბაზის შექმნას ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების მოთხოვნების ანალოგიურად. https://bit.ly/2ZX3LMm
  17. ევროკავშირის ხელისუფლება ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში რეგულირების ახალ წესებს 2024 წლისთვის დაადგენს - წერს Reuters-ი სააგენტოს განკარგულებაში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით. ახალი კანონმდებლობა შესაძლებელს გახდის განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიისა და კრიპტოაქტივების გამოყენების გაფართოებას ფინანსურ სექტორში. ამჟამად ევროზონაში გადახდების 78% ნაღდი ფულით ხორციელდება. უნაღდო ანგარიშსწორების საჭიროება განსაკუთრებით აშკარა გახდა COVID-19-ის პანდემიის დროს. ევროკომისია აპირებს სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული აქტივების უფრო ფართოდ გამოყენებას და შეიმუშავებს ახალ წესებს რეგულირებაში შესაძლო ხარვეზების მოსაგვარებლად. პიროვნების იდენტიფიკაცია და შემოწმება, რაც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას უკავშირდება, საკვანძო მოთხოვნები გახდება. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, ახალი წესების მიღება აუცილებელია 2024 წლისთვის. მომენტალური ანგარიშსწორების სისტემები „ახალ ნორმად“ უნდა იქცეს 2021 წლის ბოლოს. ადრე საინფორმაციო საშუალებებში მოხვდა კრიპტოსავალუტო აქტივების ბაზრის შესახებ არსებული კანონპროექტის ადრეული ვერსია. დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია გვთავაზობს კრიპტოვალუტების, security-ტოკენებისა და Stablecoin-ების სამართლებრივი ბაზის შექმნას ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების მოთხოვნების ანალოგიურად. https://bit.ly/2ZX3LMm
  18. Intel-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, Gordon Moore-ის მიერ ფორმულირებული ემპირიული წესების თანახმად ტრანზისტორების რაოდენობა პროცესორის ფართობზე ყოველ ორ წელიწადში ორმაგდება. NVIDIA ცდილობს დაარღვიოს ტენდენცია, რის შედეგად გამომთვლელი სისტემების წარმადობა ყოველ ორ წელში არსებულთან შედარებით დამატებით კიდევ ორმაგად უნდა გაიზარდოს. NVIDIA-ს დამფუძნებელ Jensen Huang-ს მოსწონს გამეორება, რომ ე.წ. „მურის კანონი“ მკვდარია. მისი საკუთარი კანონი, The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორების თანახმად, წინ უსწრებს გამომთვლელი სისტემების წარმადობის ზრდის ტემპის წესებს. 2012 წლიდან ხელოვნური ინტელექტის სისტემებში გამოყენებული NVIDIA-ს კომპონენტების წარმადობა კომპანიის მონაცემებით 317-ჯერ გაიზარდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, NVIDIA-ს კომპონენტების საფუძველზე არსებული მსგავსი სისტემების წარმადობა ყოველწლიურად საშუალოდ ორჯერ-ზე მეტად იზრდებოდა. ARM-ის შეძენა, ბაზრის მონაწილეების აზრით, NVIDIA-ს საშუალებას მისცემს პროგრესი გააძლიეროს ხელოვნური ინტელექტის სფეროში პერიფერიული გამოთვლების ხარჯზე: სისტემის სწრაფად მუშაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოპერაციების ნაწილი შესრულდება პირდაპირ საბოლოო მოწყობილობის მიერ და არ გადაეცემა სერვერს. განვითარებულ სერვერულ ეკოსისტემასთან ტანდემში ამგვარი რამ კომპანიას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ახალი სფეროების შექმნაში. NVIDIA-სთვის მნიშვნელოვანია გამომთვლელი რესურსების ბალანსიც, რადგან თუკი გრაფიკული პროცესორები მნიშვნელოვნად გაუსწრებენ ცენტრალურ პროცესორებს სიჩქარის კუთხით, „სუსტი რგოლი“ მთელი სისტემის განვითარებას შეაფერხებს. ARM-ის შესყიდვა მას საშუალებას მისცემს ფასეული აქტივი მიიღოს ცენტრალური პროცესორების წარმოების სფეროში. ARM-ის ვიცე-პრეზიდენტი Steve Roddy თვლის, რომ ე.წ. „ჰუანგის კანონი“ თავის თავს ამოწურავს ათ წელიწადში, თუმცა ამ დროის მანძილზე მიღწეულ იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებაში. https://bit.ly/35S9OWi
  19. ჩინური კომპანია Xiaomi, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, მალე დაბალბიუჯეტური სმარტფონების ასორტიმენტს შეავსებს ორი ახალი მოწყობილობით. დიდი ალბათობით, სამომავლო სმარტფონები შევა ბრენდ Redmi-ში. საუბარი ეხება მოწყობილობებს კოდური დასახელებით - Gauguin და Gauguin Pro. როგორც ცნობილია, ორივე მათგანს ექნება მრავალმოდულიანი კამერა და მაღალი გაფართოების ძირითადი სენსორი. კერძოდ, მოდელ Gauguin-ს ექნება 64-მეგაპიქსელიანი სენსორი, Gauguin Pro მოდიფიკაციას კი - 108-მეგაპიქსელიანი. უფრო მეტიც, ამტკიცებენ, რომ Gauguin Pro იქნება ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი ამ გაფართოების კამერით. სამწუხაროდ, სმარტფონების სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. არსებობს ალბათობა, რომ ორივე მოწყობილობას მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა ექნება. სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია მიმდინარე წელს არის მოსალოდნელი. Gartner-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიწოდებულ იქნა 294 მილიონ 700 ათასი სმარტფონი. წლიური გამოთვლებით ბაზრის მაჩვენებელი 20.4%-ით შემცირდა. კომპანია Xiaomi 8.9%-იანი წილით რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს სმარტ-მოწყობილობების წამყვან მომწოდებლებს შორის. https://bit.ly/3cgPr6s
  20. აშშ-ის უსაფრთხოების სამინისტრომ ( DHS ) გარე დეველოპერებს შესთავაზა მოიფიქრონ ციფრული საფულის სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინი. კონკურსის საპრიზო ფონდი 25 ათასი აშშ დოლარია. გამარჯვებულს გამოავლენს სააგენტოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველო. საკონკურსო პროგრამის მენეჯერმა კეიტლინ კენიონმა აღნიშნა, რომ სპეციალისტების გადატვირთულობის გამო ქვეგანყოფილებას არ ყოფნის ადამიანური რესურსები. კონკურსის მონაწილემ უნდა შეიმუშავოს გრაფიკული დიზაინი, რომელიც შეესაბამება DHS-ის მიზანს ბლოკჩეინისა და დეცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სფეროში. პროექტები უნდა იყოს გამოსაყენებლად მარტივი, ვიზუალურად თანმიმდევრული, უსაფრთხო და კონფიდენციალური. განაცხადების მიღება 15 ოქტომბერს დასრულდება. პირველი ეტაპის ფინალისტები გამოვლინდებიან 27 ოქტომბერს, საბოლოო შეჯამება კი ჩატარდება დეკემბერში. სამი ფინალისტი ჯილდოდ მიიღებს 5-5 ათას აშშ დოლარს, გამარჯვებული კი - 10 ათას აშშ დოლარს. საუკეთესო დიზაინები მოხვდება DHS-ის ბლოკჩეინ-პროექტების პორტფოლიოში. შეგახსენებთ, აშშ-ის საგადახდო სამსახურმა (IRS) 625 ათასი აშშ დოლარი შესთავაზა კონტრაქტორს, რომელიც შეძლებს გვერდი აუაროს Monero-სა და ანალოგიური კრიპტოვალუტების კონფიდენციალურობას. ადრე IRS-მა 249.9 ათას აშშ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანია Blockchain Analytics and Tax Software-თან. ამოცანას წარმოადგენდა კრიპტოსავალუტო ოპერაციების თვალყურის დევნების ინსტრუმენტების გაფართოება. https://bit.ly/3cgLPBA
  21. რა სჭირდება გეიმერების უმეტესობას? არა ენთუზიასტებს, არა "4k all maxed out" მოყვარულებს, არამედ Steam-ის ბაზის თითქმის 70%-ს, რომლებიც იყენებენ GTX 1060 დაფასა და 1080p გაფართოების მონიტორებს? ეს არის პატარა, ცივი, არამომთხოვნი RTX 3060 მოდელი 60+ FPS-ითა და Full HD მხარდაჭერით. განსაკუთრებით სასურველი ეს ვიდეო დაფა გახდა პორტალ VideoCards.com-ზე ინფორმაციის განთავსების შემდეგ, სადაც მოცემულია, რომ ამ სერიის დაფებს ექნება GDDR6 ტიპის 8 გბ მეხსიერება. ამგვარად, საშუალო სეგმენტის ახალი დაფა თავისუფლად უზრუნველყოფს 60 FPS-ს 1080p გაფართოებაზე ყველა თამაშში. შესაძლოა, გამოჩნდეს რამდენიმე გამონაკლისი RDR2 ტიპის სახით, თუმცა საერთო სურათი არ იცვლება - ეჭვგარეშეა, ჩვენ წინაშეა მომავალი ბესტსელერი და პერსონალური კომპიუტერების მილიონობით მომხმარებლის ფავორიტი. დაინტერესებული პირები ელოდებიან RTX 3060 სერიის საცალო გაყიდვაში გამოსვლას. პროგნოზების მიხედვით თუ განვსჯით, დაახლოებით 300 აშშ დოლარად შესაძლებელი იქნება RTX 2070 დაფის დონის წარმადობის მიღება, რაც ნამდვილად არ იქნება ცუდი გადაწყვეტილება. https://bit.ly/3iQSo0c
  22. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, აშშ-ში ამოქმედდება ახალი რეალითი-შოუ, რომლის მთავარი ჯილდო იქნება მოგზაურობა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ. შოუ „კოსმოსის გმირი“-ს (Space Hero) პროდიუსერმა კომპანიამ უკვე დაჯავშნა ადგილი ხომალდ SpaceX Crew Dragon-ის ეკიპაჟის წევრებს შორის. ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2023 წელს უნდა გაფრინდეს. არსებული ცნობების თანახმად, ახალი რეალითი-შოუ იქნება შეჯიბრი „ნებისმიერი წარმომავლობის უბრალო ადამიანებს შორის, რომელთაც კოსმოსისადმი დიდი სიყვარული გააჩნიათ“. შოუს მსვლელობისას მონაწილეები გაივლიან ასტრონავტების მომზადების ერთგვარ პროგრამას, რომელიც მოიცავს ფიზიკურ შემოწმებას, თავსატეხებისა და სხვადასხვა ამოცანების ამოხსნას, აგრეთვე რთული ემოციური სიტუაციების გადალახვას. შეჯიბრის გამარჯვებული გამოვლინდება მაყურებლების მიერ ხმისმიცემით. გარდა ამისა, პროდიუსერები აპირებენ მთლიანად გააშუქონ გამარჯვებულის ფრენა კოსმოსურ სივრცეში, მათ შორის მომზადების პროცესი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრენა და დედამიწაზე დაბრუნება, აგრეთვე ათი დღის განმავლობაში სადგურზე ყოფნის პერიოდი. ხსენებული პროექტი რეალიზდება Axiom Space-თან ერთად, რომელიც აწარმოებს ორბიტალური სადგურის ამერიკული კომპანიის, აგრეთვე NASA-ს მოდულებსა და კომპონენტებს. რეალიზების რა ეტაპზე იმყოფება პროექტი და როდის დაიწყება რეალითი-შოუ, ჯერჯერობით უცნობია. უნდა აღინიშნოს, რომ ადრე აშშ-მ უკვე სცადა კოსმოსში ფრენებთან დაკავშირებული რეალითი შოუების გადაღება. ერთ-ერთი იყო პოპულარული პროგრამა „კოსმოსური რბოლა“ (Space Race), რომელიც შეიქმნა კერძო კომპანია Virgin Galactic-ის თანამონაწილეობით, თუმცა დაიხურა რაკეტის სატესტო ფრენისას მომხდარი კატასტროფის შემდეგ 2015 წელს. https://bit.ly/2ZOCZWu
  23. Bitcoin-ბირჟა Kraken-მა აშშ-ში პირველმა მიიღო სპეციალური დანიშნულების სადეპოზიტო დაწესებულების სტატუსი, რომელიც მას ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტის ფუნქციებს ანიჭებს. კალიფორნიული კომპანიის შესაბამისი განაცხადი დააკმაყოფილა ვაიომინგის საბანკო საბჭომ. მოცემული სტრუქტურა შემუშავდა სპეციალურად კრიპტო კომპანიებისთვის. იგი Kraken-ს საშუალებას მისცემს უარი თქვას გარე პროვაიდერებზე და დამოუკიდებლად შეასრულოს გარკვეული საბანკო ფუნქციები. მათ შორისაა დეპოზიტების მიღება, სამეურვეო სერვისები და ციფრული აქტივების მენეჯმენტი. მარეგულირებელი განსაზღვრების მიღწევის შედეგად Kraken პირდაპირ წვდომას იღებს ფედერალურ საგადახდო ინფრასტუქტურაზე და ტრადიციულ ფინანსურ სისტემასა და კრიპტოვალუტებს შორის სრულფასოვანი ხიდის შექმნას აპირებს. მისი ნაწილი იქნება საკუთარი სადებეტო ბარათები ციფრული აქტივების მხარდაჭერით, აგრეთვე საპროცენტო და საპენსიო ანგარიშები. ახალი შესაძლებლობების რეალიზებისთვის Kraken ხსნის ახალ ქვეგანყოფილებას შტაბ-ბინით შაიენში, ვაიომინგში. მისი სახელწოდებაა Kraken Financial. სამომავლოდ გეგმაშია Kraken Financial-ის გასვლა გლობალურ ბაზარზე. მიმდინარე წლის დასაწყისში სოციალური დანიშნულების სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობის ნებართვის მიღების გეგმის შესახებ განაცხადა კომპანია Blockstream-ის ძალისხმევით შექმნილმა კრიპტობანკმა Avanti-მ. შეგახსენებთ, ივლისში Kraken-მა ბანკის ავტორიზებული პარტნიორების ჩამონათვალში დაამატა MVB ბანკი. მომხმარებლებმა, რომლებმაც ამ ფინანსურ დაწესებულებაში გახსნეს ანგარიში, შეძლეს მისი გამოყენება ფიატში დეპოზიტების შესატანად. https://bit.ly/3iFr4Se
  24. ცნობილია, რომ მიმდინარე წელს Microsoft წარადგენს განახლებულ პლანშეტ Surface Pro X-ს. როგორც წესი, მეორე თაობის მოწყობილობა წინა თაობისგან უმნიშვნელოდ იქნება განსხვავებული. კერძოდ, მოსალოდნელია Snapdragon 8cx Gen 2 5G-ს საფუძველზე არსებული Microsoft SQ2 პროცესორის გამოყენება. პირველი თაობის SQ1 პროცესორი იყო სტანდარტული Snapdragon 8cx აჩქარებული ცენტრალური და გრაფიკული პროცესორებით. ახალი ჩიპი დამყარებულია წინა არქიტექტურაზე, თუმცა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები აქვს. პროცესორის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. ცვლილებები შეეხება გარეგნულ დიზაინსაც. კორპუსი იქნება პლატინისფერი, რაც ტრადიციულად Microsoft Surface მოწყობილობებში გამოიყენება. Surface Pro X იქნება ამ ფერის პირველი მოდელი ბრენდში. ასევე, ამ დრომდე იგი კალავიატურის ფერთა ვარიანტების გარეშე იყო წარმოდგენილი, ახალი თაობის პლანშეტში კი შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა ვარიანტის კლავიატურა. სავარაუდოდ, AMD64 არქიტექტურის ემულაცია პროგრამის მონაწილეების მიერ ტესტირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლომდე. ამჟამად Windows ARM-ზე შესაძლებელია თავდაპირველად გამოვიდეს აპლიკაციები ARM-სა და x86 არქიტექტურაზე ემულაციით. როგორც წესი, Microsoft-ის ანონსები მოსალოდნელია ოქტომბერში. https://bit.ly/3kr1FfO
  25. უპილოტო სამომხმარებლო საფრენი აპარატების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია Autoflight-მა წარადგინა სატვირთო და სამგზავრო დრონი V400 Albatross. კომპანიამ ასევე ისაუბრა ამ საინტერესო ტრანსპორტის განვითარების გეგმებზე. V400 Albatross გამოდის ორ მოდიფიკაციაში: პირველი სრულიად ელექტროა, მეორე კი - ჰიბრიდული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ძრავზე მუშაობენ, ორივე მათგანის მაქსიმალური საფრენი მასაა 400 კგ და შეუძლიათ 100 კგ ტვირთის აწევა. V400 შემუშავდა სპეციალურად შორ მანძილებზე ტვირთის მიწოდების ოპერაციებში ლოჯისტიკის გამარტივებისთვის. ხსენებულ ორ მოდელს შორის განსახვავებაა საფრენ მანძილს შორის. ელექტრო მოდელის ფრენის მარაგი 300 კილომეტრს შეადგენს, ჰიბრიდულისა კი - 1000 კმ-ს. ორივე მოდელის მაქსიმალური სიმაღლის დაფარვაა 5 ათასი მეტრი, მათი ფრთების ზომა 9 მეტრია, სიმაღლე - 1.2 მეტრი, სიგრძე - 6.7 მ. სრულიად ელექტრიზებულ მოდელში გამოყენებულია ორი ძირითადი ძრავი - ერთი განთავსებულია წინა მხარეს, მეორე - უკან - ამწევი ზედაპირით და რვა ამწევი ძრავით, რომლებიც V400-ს ვერტიკალურად აფრენის საშუალებას აძლევს. ჰიბრიდული მოდელი იყენებს მთავარ შიდაწვის ძრავას უკანა ნაწილში, ხოლო დანარჩენი ფრთები, პროპელერები და ძრავები უცვლელი რჩება. V400 აღჭურვილია სხვადასხვა სარეზერვო სისტემით, რომელთა შორისაა ფრენის მართვა, სენსორები და რადარები, აგრეთვე დამატებითი პარაშუტი. მას ასევე აქვს ფრენის მართვის საბორტო სისტემა, საფრენი აპარატების ამომცნობი და შეჯახებისგან თავის ასარიდებელი სისტემები, რაც უზრუნველყოფს პილოტის გარეშე უსაფრთხო ექსპლუატირებას. იმისთვის, რომ კავშირი არ დაკარგოს ჰაერში, აპარატს გააჩნია 4G და 5G აღჭურვილობა. Autoflight-ის გუნდი დამფუძნებელთან, Tian Yu-სა (ცენტრში) და სატვირთო V1000 eVTOL დრონის პროტოტიპთან ერთად - იგი V400-ზე დიდი და მძიმეა Autoflight დრონ V400-ის ადაპტირებას გეგემავს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო მომსახურებისთვის იმ იმედით, რომ ჩინეთის რგულაციების წყალობით შეძლებენ საცდელი ფრენების შესრულებას. კომერციული სატვირთო გადაზიდვების ბაზარი დიდი ალბათობით კომპანიისთვის უფრო მეტად მსხვილი და სტაბილური შემოსავლის მომტანი იქნება სამომავლოდ, როდესაც რეისები გაივლიან საკანონმდებლო, იურიდიურ და საგამოცდო ფაზებს. https://bit.ly/3c8Q9Cx
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.