Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5908
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. კიბერსპორტული დისციპლინები იქცა არა როგორც მხოლოდ პროფესიად, არამედ საკმაოდ სერიოზულ ბიზნესად მრავალმილიარდიანი ბრუნვით. როგორც Commercial Times განმარტავს, AMD-ის პროცესორებმა საკმაოდ გაიმყარეს პოზიციები კიბერსპორტული აღჭურვილობის ბაზარზე. ამის მტკიცებულებად შესაძლებელია ჩაითვალოს Steam-ის სტატისტიკა, რომლის თანახმად AMD-ის პროცესორების წილმა გეიმინგ სისტემებში 25%-ს გადააჭარბა. გამომცემლობა Commercial Times-ის მიერ გამოკითხულმა ლეპტოპების უმსხვილესმა მწარმოებლებმა დაადასტურეს, რომ აპირებენ პოპულარულ გეიმინგ ლეპტოპებში AMD-ის ჰიბრიდული პროცესორების კვლავ გამოყენებას. Steam-ის სტატისტიკაში Linux-ის მქონე სისტემებს შორის AMD-ის პროცესორების წილმა ამჟამად 33.4%-ს მიაღწია. გამოდის, რომ მათ უკავიათ Linux-პლატფორმაზე არსებული გეიმინგ სისტემების ბაზრის მესამედი. მიმდინარე თვეში გამოვა Zen 3 არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი Ryzen 5000 პროცესორები, რაც კიდევ უფრო გაამყარებს AMD-ის პოზიციებს, რადგანაც მან უნდა შემოგვთავაზოს პროგრესი გეიმინგ მიმართულებაში სიჩქარის მხრივ. https://bit.ly/30EokxH
  2. NVIDIA ააგებს ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერს დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის. მოწყობილობა შევა პლანეტის უმძლავრესი 30 კომპიუტერის რიცხვში. კომპიუტერის სახელწოდება იქნება Cambridge-1. იგი იმუშავებს სისტემაზე - NVIDIA DGX SuperPOD, რომელიც უზრუნველყოფს 400 პეტაფლოპსამდე წარმადობას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოთვლებში და 8 პეტაფლოპსს - Linpack-ში. კომპანია ამტკიცებს, რომ მოწყობილობა შევა Green500-ის ჩამონათვალში არსებული ყველაზე ენერგოეფეტური სუპერკომპიუტერების სამეულში. „ჯანდაცვის სფეროში მსოფლიო პრობლემების გადაჭრას სჭირდება უზარმაზარი გამომთვლელი სიმძლავრე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის. Cambridge-1 გახდება დიდი ბრიტანეთის ინოვაციების ცენტრი და ხელს შეუწყობს ნოვატორული კვლევების ჩატარებასა და მედიკამენტების შექმნას“ - განაცხადა NVIDIA-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Jensen Huang-მა. სისტემის ამოქმედება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე. პირველად წვდომას მიიღებენ ფარმაცევტული კომპანიები GSK, AstraZeneca, კომპანია Oxford Nanopore Technologies, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური და ლონდონის სამეფო კოლეჯი. სამომავლოდ სუპერკომპიუტერი გახდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მხრივ წამყვანი ბლოკის ნაწილი, რომლის აგებას NVIDIA ARM-თან ერთად აპირებს. https://bit.ly/34wUU5P
  3. კრიპტოსავალუტო ბირჟებზე სექტემბერში სავაჭრო ბრუნვის ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 169 მლრდ აშშ დოლარზე მეტი, გვაცნობებს გამომცემლობა The Block. წყარო: The Block. The Block-ის ანალიტიკოსები ითვალისწინებენ იმ 24 ბირჟის ვაჭრობის მოცულობას, რომელთა სავაჭრო ბრუნვა აღიარებულ იქნა სრულებით ან დიდწილად რეალურად. ამ კრიტერიუმის მიხედვით ინდექსში ვერ მოხვდა ბევრი ცნობილი პლატფორმა, მათ შორის Huobi, OKEx, Bithumb, Upbit, KuCoin და Coinfloor. სექტემბერი აღმოჩნდა ვაჭრობის მოცულობის სიდიდის მხრივ მეორე თვე 2020 წელს, იგი მხოლოდ აგვისტოს მაჩვენებელს ჩამორჩება. უდიდესი სავაჭრო ბრუნვის მქონე ბირჟად კვლავ რჩება Binance, რომლის მაჩვენებელმა სექტემბერში შეადგინა 113 მლრდ აშშ დოლარი, ე.ი. საერთო მოცულობის 66.8%. მას მოსდევს Coinbase 8%-იანი წილით და LMAX Digital - 5,7 პროცენტით. შეგახსენებთ, დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობამ სექტემბერში 23 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. https://bit.ly/34quL8p
  4. სექტემბრის დასაწყისში Intel-მა წარადგინა მეთერთმეტე თაობის Core-პროცესორები კოდური დასახელებით - Tiger Lake. განახლებულ 10-ნანომეტრიან ტექნოპროცესა და Willow Cove არქიტექტურაზე გადასვლის გარდა, ახალმა პროცესორებმა მიიღეს მე-12 თაობის ინტეგრირებული გრაფიკა Xe-LP არქიტექტურის ბაზაზე, რომელმაც Intel-ის პროცესორებს საშუალება მისცა დაწეოდნენ და წარმადობით გაესწროთ კიდეც კონკურენტი ენერგოეფექტური ჰიბრიდული AMD Ryzen U პროცესორებისთვის. ინტეგრირებულ ვიდეობირთვ Iris Xe-ის მთავარი ღირსებაა მცირე ენერგომოხმარება, 96 ბლოკი 768 ნაკადური პროცესორით, რომლებიც 1.35 გჰც-მდე სიხშირეზე მუშაობენ. შედეგად შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვნად გაზრდილიყო წარმადობა წინა თაობასთან შედარებით და შენარჩუნებულიყო მაღალი ენერგოეფექტურობა. ამჟამად არსებულ Iris Xe მოდელებში გრაფიკული ბირთვის მაქსიმალური სიხშირე არ აღემატება 1.35 გჰც-ს, რაც არც ისე ბევრია. თუმცა Intel-მა ადრე შემთხვევით გაამხილა უფრო მძლავრი Iris Xe MAX ვერსიის არსებობა, რომელიც ახლახანს გამოჩნდა კიდეც SiSoftware-ის მონაცემთა ბაზაში. გრაფიკული ჩიპის გაუმჯობესებულ ვერსიას აქვს 1.55 გჰც სიხშირე, რაც 200 მეგაჰერცით მეტია ამჟამად არსებულ მოდელთან შედარებით. ფოტოს წყარო: news.mydrivers.com სავარაუდოდ, Iris Xe MAX „თანამეზობლობას“ გაუწევს 4-ბირთვიან მობილურ Tiger Lake-H პროცესორს. თეორიულად, 1.55 გჰც-მდე გაზრდილი სიხშირე წარმადობის დონეს დაახლოებით 15%-ით აამაღლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად არსებული Tiger Lake-U პროესორების ბაზაზე არსებული პროდუქტების წარმადობა ზოგიერთ აპლიკაციაში 67%-ით მაღალია, ვიდრე Vega 8-ის მქონე AMD Ryzen 7 4800U-ის შემთხვევაში, Tiger Lake-H კონკურენციას გაუწევს ახალ მობილურ APU AMD Ryzen 5000-ს. https://bit.ly/33ArLaF
  5. კომპანია Acer მალე დაიწყებს გეიმინგ სისტემებისთვის განკუთვნილი მონიტორის, Predator XB323U GX-ის გაყიდვას: ახალი მოწყობილობა წარმოდგენილია მაღალი ხარისხის IPS მატრიცით, ეკრანის დიაგონალი 31.5 დუიმს შეადგენს. პანელი შეესაბამება QHD ფორმატს: გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს. მხარდაჭერილია 99%-იანი Adobe RGB ფერთა გამა. Adaptive-Sync ტექნოლოგია ხელს უწყობს დინამიურ, სინქრონულ, უწყვეტ გეიმინგ-პროცესს. მონიტორის ღირსებას წარმოადგენს კადრის განახლების მაღალი სიხშირე - 240 ჰერცი, Overclock-რეჟიმში კი ხსენებული მაჩვენებელი 270 ჰერცს აღწევს. რეაქციის მინიმალური დროა 0.5 მილიწამი. პანელის კონტრასტულობის მაჩვენებელია 1000:1, სიკაშკაშე - 400 კდ/მ2 (მაქსიმალური სიკაშკაშე - 600 კდ/მ2 ), ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. რეალიზებულია სისტემა ULMB (Ultra-Low Motion Blur), რომელიც აღმოფხვრის გამოსახულების დარღვევას მოძრაობისას. მონიტორს აქვს DisplayPort 1.4 და HDMI 2.0, ოთხი USB 3.0, ორვატიანი სტერეოდინამიკები და სტანდარტული აუდიოკონექტორი. სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების სრულ ნაკრებს, მათ შორის ალბომის ორიენტაციიდან პორტრეტის რეჟიმში გადაყვანას. მოდელ Predator XB323U GX-ის ფასი ამჟამად ცნობილი არ არის. https://bit.ly/34oKbu7
  6. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში ციფრული ევროს შესაძლო გამოშვების შესახებ, რომელიც მომზადებულია ევროსისტემის CBDC სამუშაო ჯგუფის მიერ. მარეგულირებელმა ორგანომ აგრეთვე განაცხადა, რომ მალე დაიწყება კონსულტაციები და ექსპერიმენტები. ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრულ ევროს აღიქვამს, როგორც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ელექტრონულ ფორმას, რომელიც განკუთვნილი იქნება „ანგარიშსწორების სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო მეთოდებით განხორციელებისთვის“. როგორც ადრე აღნიშნა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა, СBDC არ ჩაანაცვლებს, არამედ შეავსებს ფიატურ ფულს. ევროსისტემა ნებისმიერ შემთხვევაში კვლავ გააგრძელებს ქაღალდის ბანკნოტების გამოშვებას. „ჩვენი როლია უზრუნველვყოთ ნდობა ფულისადმი. ეს ნიშნავს იმას, რომ ევრო უნდა შეესაბამებოდეს ციფრული ტექნოლოგიების ეპოქას. მზად უნდა ვიყოთ ციფრული ევროს გამოშვებითვის ამის აუცილებლობის შემთხვევაში“ - აღნიშნა ლაგარდმა. სამიზნე ჯგუფმა, რომელიც შემდგარია ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროზონის 19 ეროვნული ცენტრალური ბანკის ექსპერტებისგან, განსაზღვრა შესაძლო სცენარები, რომელთა მიხედვით საჭირო იქნება CBDC-ის გამოშვება: ელექტრონულ გადახდებზე გაზრდილი მოთხოვნა ევროზონაში; ფიატური ფულის, როგორც გადახდის საშუალების, გამოყენების მნიშვნელოვნად შემცირება; გლობალური კერძო ვალუტების გამოშვება გადახდებში გამოსაყენებლად; უცხო ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული CBDC-ის ფართო გამოყენება; ევროსისტემა 12 ოქტომბრიდან გახსნის საზოგადოებრივ დისკუსიას CBDC-ის გამოსვლის საჭიროებების, სარგებელისა და გამოწვევების შესახებ. ”ციფრული ევროს გამოშვება ხელს შეუწყობს ევროპის ვალდებულებას უწყვეტი ინოვაციების მიღებაში. იგი ასევე ხელს შეუწყობს მის ფინანსურ სუვერენიტეტს და გააძლიერებს ევროს საერთაშორისო როლს, ”- თქვა ფაბიო პანეტამ, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ და ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს წევრმა. https://bit.ly/2Ss5vt8
  7. კომპანია Coreteks-მა წარადგინა RDNA2 არქიტექტურაზე დამყარებული GPU AMD Big Navi "Navi 21"-ის ფოტო, რომელიც გამოყენებული იქნება მომდევნო თაობის ფლაგმანურ Radeon R9 6900 XT ვიდეო დაფებში. GPU გაცილებით დიდი ზომისაა AMD-ის წინა ფლაგმანურ ჩიპებთან შედარებით. Coreteks-მა კრისტალზე ბმულები და წარწერები მოაშორა, თუმცა განაცხადა, რომ წარმოდგენილი GPU ნამდვილად არის პროცესორი Big Navi “Navi 21”, რომელიც განთავსდება Radeon RX 6900 XT-ში. GPU ნამდვილად დიდია, ზომა დაახლოებით 536 კვადრატული მილიმეტრია. კრისტალის ზომა თითქმის იმდენივეა, როგორც ვრცელდებოდა ცნობები, რომელთა თანახმად ფლაგმანური GPU-ის ზომა 505 მმ2 უნდა ყოფილიყო. ფოტოზე ჩანს, რომ GPU Navi 21-ს კრისტალის სტანდარტული კორპუსი აქვს. კვლავ მიიჩნევა, რომ Navi 21 XT და XL მატრიცებს ექნებათ GDDR6 მეხსიერების სტანდარტული კონფიგურაცია იმ დროს, როდესაც Navi 21 XTX-ის კრისტალებში გამოყენებული იქნება HBM2(e) მეხსიერება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდეო დაფას ექნება 16 გბ GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით ან 16 გბ VRAM 512-ბიტიანი ინტერფეისით. ყველაფერი ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც გამოვა ოფიციალური მახასიათებლები, მანამდე კი ტექნიკური პრესა წარმოგვიდგენს თიზერებსა და მოარულ ცნობებს. GPU AMD Navi 21 (RDNA 2) და Navi 10 (RDNA 1): შედარება AMD-ის ფინანსურმა დირექტორმა, Devinder Kumar-მა გარკვეული ნათელი მოჰფინა RDNA 2-ის ბაზაზე არსებულ Radeon RX გრაფიკულ პროდუქტებს და განაცხადა, რომ ამჟამად კომპანია მუშაობს ახალ არქიტექტურასა და გრაფიკულ დაფაზე - Big Navi (Halo). მეორე თაობის GPU RDNA Navi-ს რამდენიმე ფუნქცია: ოპტიმიზებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი; ვიდეო დაფების რამდენიმე ვარიანტი ენთუზიასტებისთვის; რეითრეისინგის მხარდაჭერა აპარატულ დონეზე; GDDR6 მეხსიერება; უფრო ენერგოეფექტური, ვიდრე პირველი თაობის GPU Navi. AMD Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფებს ოფიციალურად 28 ოქტომბერს წარადგენს. https://bit.ly/3ivUcdY
  8. NASA-მ აამოქმედა ახალი პროექტი სახელწოებით „Planet Patrol“. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მათ დაუგროვდათ ბევრი ინფორმაცია შორეული სამყაროების, ეგზოპლანეტების - მათ შორის, პოტენციურად დასახლებულების, შესახებ. მონაცემთა გაანალიზებისთვის კი არ ჰყოფნით სპეციალისტები და დრო, ასე რომ გარე დახმარება გარდაუვალია. კვლევის მთავარი ობიექტია ტრანზიტული ეგზოპლანეტები. ეს ობიექტები აღმოჩენილ იქნენ ტრანზიტული ფოტომეტრიის მეთოდის მეშვეობით, რომლის ფარგლებში აპარატურა აფიქსირებს შორეული ვარსკვლავების სიკაშკაშის პერიოდულ ცვლილებას მაშინ, როდესაც ეგზოპლანეტები გაივლიან მასსა და დედამიწაზე არსებულ დამკვირებლებს შორის სივრცეში. NASA-ს დაუგროვდა ამგვარი ჩაბნელებული ვარსკვლავების უამრავი ფოტო, თუმცა სააგენტო აღიარებს, რომ ჯერჯერობით ვერ შეძლეს მათი ანალიზისთვის საჭირო ეფექტური ალგორითმის შემუშავება. ადამიანის თვალი ამ დრომდე უკეთ რეაგირებს და არჩევს უცნაურობას გამოსახულებებზე, ვიდრე მანქანური ხედვა. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა NASA-ს მოხალისეები, გულისხმობს სურვილს - სცადონ მაქსიმალური რაოდენობით სხვადასხვა მეთოდი ეგზოპლანეტების ძიებისთვის. უკვე მოქმედებს პროექტი Planet Hunters TESS, რომლის მონაწილე პირები სწავლობენ ერთსა და იმავე ობიექტებს, თუმცა სხვადასხვა მეთოდით. რაც მეტია ინსტრუმენტი და ტექნოლოგია, მით უფრო მეტი სამუშაო ხელია საჭირო მათი გამოყენებისთვის, ასე რომ NASA სიხარულით მიიღებს ნებისმიერი სახის დახმარებას. https://bit.ly/2SmSQHI
  9. გასულ თვეში ტრანზაქციის დამუშავების საფასურმა Ethereum-მაინერებს უფრო მაღალი შემოსავალი მოუტანა, ვიდრე მოპოვებულ ბლოკზე ჯილდომ. ეს მოხდა კრიპტოვალუტის არსებობის ისტორიაში პირველად - წერს The Block. სექტემბერში Ethereum-მაინერებმა საკომისიოებზე გამოიმუშავეს 172 მლნ აშშ დოლარი, ბლოკზე ჯილდომ კი 150 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამური შემოსავალი 320 მლნ აშშ დოლარზე მეტი აღმოჩნდა - შესაბამისად, გაიზარდა 53.4%-ით აგვისტოსთან შედარებით: ეს მაჩვენებელი ხსენებულ თვეში დაახლოებით 285 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. წყარო: The Block. ამგვარი მაჩვენებლები აიხსნება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორში აქტივობით, რამაც საკომისიოს ზრდის პროვოცირება გამოიწვია. შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში საკომისიოს საშუალო მოცულობა Ethereum-ის ქსელში გაიზარდა 15$-ს ზემოთ, თუმცა თვის ბოლოს ეს მაჩვენებელი 2.23$-მდე ჩამოვიდა. https://bit.ly/33mLaf6
  10. GeForce RTX 3080 და 3090 ვიდეო დაფები ხელმისაწვდომი არ არის მსოფლიოს მაღაზიებში, როდის გაუმჯობესდება ვითარება, უცნობია. შესაძლოა ახალი ნაკადის გაყიდვა სულ მალე დაიწყოს. ამ მხრივ არჩევანი, როგორც ვხედავთ, ჯერ არ არსებობს, ამიტომ დროა შევიტყოთ მორიგი ცნობები AMD-ის სამომავლო გრაფიკული ჩიპების შესახებ. Moore's Law Is Dead-ის ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მძლავრი ვიდეო დაფა დამყარებული იქნება სრულფასოვან GPU Navi 21-ზე და კონკურენციას გაუწევს Ampere არქიტექტურის ბაზაზე არსებულ Quadro RTX-ს. ცნობილია, რომ მას ექნება 80 CU ტაქტის სიხშირით 2.2 გჰც-მდე, 32 გბ ვიდეომეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. რესურსის ინფორმაციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ვერ შეძლებს წარმადობით გაუტოლდეს NVIDIA-ს პროფესიონალურ ვიდეო დაფებს, ენერგოეფექტურობის მაჩვენებლის მხრივ იგი ნამდვილად უკეთესი იქნება. ვიდეო დაფის გამოსვლა მოსალოდნელია 2021 წლის 1 კვარტალში და მისი ფასი იქნება 2-დან 3 ათას აშშ დოლარამდე. რაც შეეხება ფლაგმანურ ჩიპ Radeon RX 6900 ХТ-ს, მას ექნება არანაკლებ 2.3 გჰც ტაქტის სიხშირე, 16 გბ მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით და კონკურენციას გაუწევს GeForce RTX 3080-ს, გაიყიდება მომხმარებლებისთვის გაცილებით მომგებიან ფასად, ე.ი. მისი ფასი 700 აშშ დოლარს ქვემოთ უნდა იყოს. შედარებით ნელი ვარიანტი იქნება ვერსია Navi 21-ზე 72 CU-ით, რომელიც ასევე იმუშავებს 2,3 გჰც სიხშირეზე. ამ ვარიანტს ექნება ნაკლები მეხსიერება, TDP 250 ვატი და გაიყიდება 500-600 აშშ დოლარად. წარმოდგენილი Radeon RX 6800 ХТ კონკურენციას გაუწევს GeForce RTX 3080-ს. აგრეთვე მოხსენიებულია ვიდეო დაფა 2,5 გჰც სიხშირითა და 380-დან 450 აშშ დოლარამდე ფასით, ასევე უმცროსი ვერსია, რომლის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. წარმოდგენილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცვალოს, რადგანაც ანონსამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. https://bit.ly/3niCbn9
  11. მიმდინარე კვირაში აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის (FCC) წევრმა წინადადება გამოთქვა გატარდეს იმ წყალქვეშა სადენების ახალი სახის შემოწმება, რომლებითაც ხდება თითქმის მთელი მსოფლიოს ინტერნეტ-ტრაფიკის მიწოდება. - „ჩვენ უფრო ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მოწინააღმდეგე ქვეყნების სასადენო სადგურებს, - განაცხადა FCC-ის კომისარმა Geoffrey Starks-მა. - მათ რიცხვში შედის აშშ-ისა და ჩინეთის დამაკავშირებელი ოთხი მოქმედი სადენი, რომელთა დიდი ნაწილი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის“. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება ჩინეთის როლის შესახებ ქსელური ტრაფიკის მართვასა და ჯაშუშობის პოტენციალთან დაკავშირებით. დაახლოებით 300 წყალქვეშა სადენი, რომლებითაც 99%-მდე მსოფლიო მონაცემთა ტრაფიკის გადაცემა ხდება, ინტერნეტის საფუძველს წარმოადგენს. სტარკსმა აღნიშნა, რომ FCC-მ „უნდა უზრუნველყოს, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნებმა და სხვა მტრულად განწყობილმა სუბიექტებმა ვერ შეძლონ ჩარევა, დაბლოკვა და გადაცემული შეტყობინებების ჩაჭრა“. სტარკსის განცხადება გაკეთდა იმ შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც Google-მა და Facebook-მა უარი თქვეს ჰონგკონგურ წყალქვეშა სადენზე - Pacific Light Cable Network, რომელიც აკავშირებს აშშ-ს ტაივანსა და ფილიპინებთან. სადენის სეგმენტი ჰონგკონგამდე უკვე გაყვანილია, თუმცა მას არ გაააქტიურებენ ამერიკული სპეცსამსახურების გაფრთხილების გამო - პეკინმა შესაძლოა ეს არხი გამოიყენოს ამერიკულ ქსელში შეღწევისთვის. რესურს The Register-ის წყარო ამ სიტუაციას სახალისოდ მიიჩნევს იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მეთვალყურეობდა წყალქვეშა სადენებს. სტარკსმა FCC-ს ორი რეკომენდაცია წარუდგინა. პირველი, კომისიამ უნდა შექმნას ცენტრალიზებული „უწყებათაშორისი ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი“. მეთვალყურეობის ამჟამად არსებული სისტემის მიხედვით საკითხები ნაწილდება სხვადასხვა დაწესებულებას შორის, რაც „ართულებს შიდა კოორდინაციას სხვადასხვა ორგანოს შორის და რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიდგომას“. სტარკსის მეორე წინადადებაა - განიხილონ FCC-ის უფლებამოსილების ზრდის საკითხი წყალქვეშა სადენების გამოყენების საკითხში. „იმის გათვალისწინებით, რომ ამ სადენებთან დაკავშირებული პრობლემები ხდება სულ უფრო რთული და მნიშვნელოვანი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, უნდა განვიხილოთ საკმარისია თუ არა ჩვენი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილება იმისთვის, რომ შეესაბამებოდეს არსებულ გამოწვევებს“ - განაცხადა სტარკსმა. https://bit.ly/2SvJWId
  12. აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა კომპანია Swipe-ის ახალი პროდუქტი - კრიპტოსავალუტო საკრედიტო ბარათი LendFi Visa Card, რომელშიც DeFi-პროტოკოლებია გამოყენებული. Swipe-ის საგადახდო ბარათის ემიტენტმა შეიმუშავა ახალი გადაწყვეტილება საგადახდო კომპანია Marqeta-სთან თანამშრომლობის შედეგად. მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საკრედიტო საშუალებები იგზავნება ბარათზე და ხელმისაწვდომი ხდება ოპერაციის განხორციელებისთანავე. LendFi Visa Card დაკავშირებულია დეცენტრალიზებულ პლატფორმა LendFi-სთან. ვირტუალური ბარათი გაიცემა პიროვნებისა და შეტანილი განაცხადის ვერიფიკაციის პროცედურების გავლის შემდეგ. სურვილისამებრ მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ ფიზიკური ბარათიც. შეგახსენებთ, 2020 წლის ივლისიდან მოყოლებული Swipe ეკუთვნის კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-ს. გარიგების ფარგლებში პლატფორმამ მიიღო SXP ტოკენების ნაწილი, Swipe-ზე კი დაემატა BNB ტოკენის მხარდაჭერა. ადრე პროცესინგ-სერვის Wirex-მა დააანონსა Mastercard-ის მხარდაჭერის მქონე ბარათის გამოშვება ევროპის ეკონომიკური ზონის მომხმრებლებისთვის. იგი დაკავშირებული იქნება 19 კრიპტოვალუტასა და ფიატურ აქტივებთან. https://bit.ly/2GdwaHu
  13. NVIDIA-ს ახალი ვიდეო დაფები გამოჩნდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ბაზაში. Gigabyte GeForce RTX 3060 Ti-ს ოთხი მოდელი აღმოაჩინა @KOMACHI_ENSAKA-მ, ესენია: AORUS Master (GV-N306TAORUS M-8GD), GAMING OC (GV-N306TGAMING OC-8GD), EAGLE OC (GV-N306TEAGLE OC-8GD), EAGLE (GV-N306TEAGLE-8GD). ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ საშუალო სეგმენტის მოდელი GeForce RTX 3060 Ti გამოვიდოდა მალევე მას შედეგ, როდესაც NVIDIA დაიწყებდა GeForce RTX 3070-ის გაყიდვას. ვიდეო დაფა დამყარებული იქნება GA104 გრაფიკულ პროცესორზე, თუმცა ჩიპს ექნება მხოლოდ 4864 CUDA ბირთვი. ისევე როგორც RTX 3070-ს, დაფას ექნება 8 გბ GDDR6 ტიპის მეხსიერება 256 ბიტიანი სალტით. მეხსიერების სიჩქარეა 14 გბ/წმ. მაქსიმალური - 448 გბ/წმ. მოსალოდნელია, რომ Gigabyte-ის RTX 3060 Ti მოდელები დიდად განსხვავებული არ იქნება უკვე დაანონსებული RTX 3070 დაფისგან. ორივე ხაზში, დიდი ალბათობით, გამოყენებული იქნება ერთი და იგივე PCB - კვების ქვესისტემა კი მცირე განსხვავებებით. მოსალოდნელია, რომ RTX 3060 Ti დაფის ენერგომოხმარების დონე იქნება 180 ვატი, რაც 40 ვატით ნაკლებია RTX 3070-ის მაჩვენებელთან შედარებით. https://bit.ly/3cO2oVr
  14. ყოველგვარი ანონსის გარეშე კომპანია Intel-მა დესკტოპ-პროცესორების ასორტიმენტში დაამატა კიდევ ერთი მეათე თაობის წარმომადგენელი Core i3-10100F. ეს პროცესორი საინტერესოა იმით, რომ ყველაზე იაფი ოთხბირთვიანი ჩიპია LGA 1200 პლატფორმისთვის: მისი საცალო საბაზრო ფასი, პირველი შემოთავაზების თანახმად, 100 აშშ დოლარზე იაფი იქნება. Core i3-10100F პროცესორის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა Intel-ის პროდუქციის მონაცემთა ბაზაში ვებ-გვერდ ark.intel.com-ზე. იქვე არის მოყვანილი სრული მახასიათებლები: 4 ბირთვი და 8 ნაკადი, საბაზისო სიხშირე 3.6 გჰც, მაქსიმალური სიხშირე ტურბო-რეჟიმში 4.3 გჰც, მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა - 6 მბ და 65-ვატიანი სითბური პაკეტი. ფაქტობრივად, Core i3-10100F იმეორებს აპრილში გამოშვებული Core i3-10100 ჩიპის მახასიათებლებს ერთი განსხვავებით - ახალ ვერსიაში დეაქტივირებულია ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი. მოკლედ, Core i3-10100F ინტერესს იწვევს სულ სხვა მიზეზით. უმცროსი LGA 1200 ოთხბირთვიანი Core i3-10100 შეფასებული იყო 122 აშშ დოლარად. ამჯერად კი სრულფასოვანი ოთხბირთვიანი რვანაკადიანი პროცესორი ახალი პლატფორმისთვის გაცილებით იაფად გაიყიდება. Intel-ს ჯერჯერობით არ დაუსახელებია ახალი დაბალბიუჯეტური პროცესორის ოფიციალური ფასი. როგორც ჩანს, Core i3-10100F ჩიპის გაყიდვა უახლოეს დროში დაიწყება. მისი შეკვეთა უკვე შესაძლებელია ევროპის ზოგიერთ მაღაზიაში, სადაც მისი ფასები ამჟამად 85 $-დან (დღგ-ს გარეშე) იწყება. ცხადია, Core i3-10100F პროცესორის გამოშვებით Intel-ს სურს დამატებით გააძლიეროს საკუთარი პოზიციები ბიუჯეტურ სეგმენტში. ახალი ჩიპი იქნება ხელმისაწვდომი ვარიანტი Core i3-10100-თან შედარებით. ამგვარი სისტემა საკმაოდ საინტერესო ვარიანტი იქნება მასიური სისტემების აწყობის კუთხით. https://bit.ly/34cVGEO
  15. DeFi-პროექტების უმეტესობა იყენებს ახალ ტექნოლოგიას სახელწოდებით „ორაკული“. ეს არის სერვისები, რომლებიც ბლოკჩეინზე არსებულ სმარტ-კონტრაქტებს შიდა წყაროებიდან ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს. ორაკულები სმარტ-კონტრაქტებს წარუდგენენ მონაცემებს, რომლებიც არ ინახება ბლოკჩეინზე, ყველაზე ხშირად - ინფორმაციას რეალურ დროში აქტივის ფასის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ორაკულები თავისთავად არ შეიცავენ მონაცემებს, ისინი ამოწმებენ მონაცემებს და აწვდიან სმარტ-კონტრაქტებს. კომპანიები, რომლებიც დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში მუშაობენ, ორაკულებს იყენებენ რეალურ დროში ონ-ჩეინ მონაცემების მისაღებად. ათიდან შვიდი ტოპ DeFi-აპლიკაცია მუშაობს ცენტრალიზებული ან ნაწილობრივ ცენტრალიზებული ორაკულებით, რომლებიც წარადგენენ გარე მონაცემებს. რა სახეობის ორაკულები არსებობს? ორაკულები განსხვავდება ინფორმაციის წყაროების, ინფორმაციის მიმართულებითა და ნდობის დონის მიხედვით. მონაცემთა წყაროები შესაძლოა იყოს აპარატული ან პროგრამული. აპარატული ორაკულები აგროვებენ უშუალოდ ფიზიკურ მონაცემებს და აკონვერტირებენ მათ ისეთი ციფრული სახით, რომლის ჩატვირთვა შესაძლებელია სმარტ-კონტრაქტებში. პროგრამული ორაკულები ინფორმაციას იღებენ ონლაინ წყაროებიდან. ყველაზე ხშირად ამგვარი წყაროა კრიპტო ბირჟები. ინფორმაციის მიმართულება შესაძლოა იყოს შემავალი ან გამავალი, შემავალი ორაკული საშუალებას აძლევს ქსელს გაგზავნოს ინფორმაცია მესამე მხარის წყაროებიდან სმარტ-კონტრაქტებში. გამავალი ორაკულები სმარტ-კონტრაქტებს აძლევს საშუალებას მიაწოდოს მონაცემები გარე წყაროებს. ცენტრალიზებული ორაკულები მოქმედებენ როგორც ერთადერთი მხარე, რომელიც ინფორმაციას სმარტ-კონტრაქტებს აწვდის. იმის გამო, რომ ერთი ნოუდი პასუხისმგებელია ყველა მონაცემზე, ამგვარი მეთოდი ნაკლებად უსაფრთხოა და უფრო მოწყვლადია ჰაკერების შეტევებისგან. მეორე მხრივ, დეცენტრალიზებული ორაკულები ეყრდნობა რამდენიმე სხვადასხვა წყაროს იმისთვის, რომ გაიზარდოს წარმოდგენილი მონაცემების საიმედოობის დონე. რისთვის სჭირდება DeFi-ეკოსისტემებს ორაკულები? ორაკული - ეს არის შუამავალი, რომელიც უზრუნველყოფს DeFi- ეკოსისტემისთვის საჭირო ნდობას. უნდა აღინიშნოს, რომ DeFi-პროექტების უმეტესობა იყენებს სწორედ დეცენტრალიზებულ ორაკულს. TVL-ის (Yield Farming) სწრაფი ზრდა 2020 წლის დასაწყისში 675 მილიონი აშშ დოლარიდან მესამე კვარტალში 7 მილიარდ დოლარამდე არის DeFi- ორაკულების გავლენის ყველაზე ნათელი მაგალითი. ჰიბრიდული DeFi-პროტოკოლები, რომლებიც დეცენტრალიზებულ ქსელებს წარმოადგენენ და აგვარებენ არასტაბილურობის საკითხს, ფუნქციონირებენ ორაკულის ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან, განსაკუთრებით კი აშშ დოლართან მიერთებით. https://bit.ly/2Sf2s7a
  16. კომპანია Tesla-ს გარკვეული ძალისხმევის გაწევა უწევს მიმდინარე წელს 500 ათასი ელექტრომობილის გამოშვებისთვის, რადგანაც კალიფორნიაში მთავარი კონვეირი დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში პანდემიის გამო გაჩერებული იყო. როგორც რესურსი Barron’s აღნიშნავს, ილონ მასკის ამბიციები უფრო ფართოა - იგი 2027 წლისთვის აპირებს ელექტრომობილების წარმოების მოცულობა წელიწადში 20 მლნ ერთეულამდე გაზარდოს. 2027 წლისთვის ელექტრომობილების მთლიანი ბაზრის მოცულობამ შესაძლოა 30 მლნ ეგზემპლარს მიაღწიოს, ასე რომ Tesla იქნება მსოფლიო ბაზრის 67%-ის პრეტენდენტი. იმისთვის, რომ შვიდი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოება ორჯერ გაიზარდოს, Tesla-ს მოუწევს ყოველწლიურად 70%-იანი ზრდა უზრუნველყოს. ზრდის ასეთი ტემპები კომპანიისთვის უკვე ნაცნობია, რადგანაც გასული შვიდი წლის განმავლობაში იგი ინარჩუნებდა საშუალოწლიურ 100%-იანი ზრდის ტემპს, თუმცა გაცილებით მცირე მოცულობით დაიწყო. ამჟამად ელექტრომობილების წარმოების მოცულობის ზრდისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს აკუმულატორების ნაკლებობა. მათ გამოშვებას Tesla დამოუკიდებლად აპირებს, რათა ნაწილობრივ გადაჭრას პრობლემა, თუმცა მობილიზებული იქნებიან გარეშე პარტნიორებიც. თუკი კორეულ საინფორმაციო მედიას დავუჯერებთ, კომპანია დაინტერესებულია შეიძინოს აკომულატორების მწარმოებელ LG Chem-ის აქციების 10%. Tesla-მ ბიზნესი Panasonic-თან თანამშრომლობით დაიწყო, ამჟამად კი სწორედ LG Chem გახლავთ მსოფლიოში აკუმულატორების უმსხვილესი მომწოდებელი. გასულ კვირაში მასკმა პირობა დადო, რომ სამი წლის განმავლობაში კომპანია მოაგვარებს 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილების გამოშვების საკითხს. მოგვიანებით მან განმარტა, რომ გერმანულ და ჩინურ ქარხნებში გამოვა ორი სხვადასხვა მოდელი ხსენებულ საფასო კატეგორიაში. მათი შემუშავებით დაკავდებიან ბერლინისა და შანხაის კვლევითი ცენტრები. აშშ-ის ფარგლებს გარეთ კი კომპანია კომპაქტური პიკაპის გამოშვებას აპირებს. ასეთი ტემპებით Tesla-ს შანსი აქვს 2027 წლისთვის გახდეს მსოფლიოს უმსხვილესი მანქანათმშენებელი კომპანია. https://bit.ly/36kdtfU
  17. ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ Lenovo თითქმის მზადაა დაიწყოს Thinkpad X1 Fold-ის მიწოდება, რომელიც, მისი მტკიცებით, გახლავთ პირველი ლეპტოპი დასაკეცი დრეკადი ეკრანით. მოწყობილობის მახასიათებლებისა და შესაბამისი აქსესუარების ანონსის შემდეგ კომპანიამ გამოაცხადა წინასწარი შეკვეთების დაწყება - მოწყობილობის ფასი 2499 აშშ დოლარს შეადგენს. Thinkpad X1 Fold-ს აქვს 13.3-დუიმიანი OLED-დისპლეი, რომელიც წიგნივით იკეცება. მხარეები ბოლომდე არ იხურება (ისევე, როგორც Galaxy Z Fold-ის შემთხვევაში, რჩება სივრცე), ამიტომ საკმარისი ადგილია მინი-კლავიატურისთვის Bluetooth-ით, რომელიც Lenovo-მ სპეციალურად ამ მოწყობილობისთვის შეიმუშავა. X1 Fold-ს შეუძლია კლავიატურის დამუხტვა უსადენოდ. დანარჩენი აქსესუარებია Lenovo Mod Pen და Easel Stand. სისტემა მუშაობს Windows 10-ზე და აქვს პროცესორი Intel Core (Lakefield) - Intel Hybrid ტექნოლოგიით. ასევე ხელმისაწვდომია ლეპტოპ-პლანშეტის ვარიანტი 5G მოდულით, თუკი მომხმარებელს სურვილი აქვს მუდმივად კავშირზე იყოს. Lenovo-ს არ განუცხადებია, როდის დაიწყება X1 Fold-ის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ადრე მიწოდება დაგეგმილი იყო მიმდინარე წლის შუა პერიოდისთვის, თუმცა ცხადია ეს ვერ მოხერხდა. თუმცა ის ფაქტი, რომ კომპანიამ დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება, აშკარა ნიშანია, რომ სისტემა მზადაა ბაზარზე გამოსვლისთვის: სავარაუდოდ, ეს პროცესი წლის ბოლომდე მოგვარდება. https://bit.ly/30leXmm
  18. მაინინგის შედეგად გენერირებული Bitcoin-ების რაოდენობამ გადალახა 18.5 მლნ ერთეულიანი მაჩვენებელი. მოსაპოვებლად ხელმისაწვდომი დარჩა 2 მლნ 500 ათასზე ნაკლები მონეტა, ე.ი. მთლიანი ემისიის 12%-ზე ნაკლები. დარჩენილი Bitcoin-ების ნახევარს მაინერები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოიპოვებენ, აღნიშნავს მომხმარებელი @ChartsBtc. Bitcoin-ის შემქმნელ სატოში ნაკამოტოს მიერ დადგენილი ალგორითმის თანახმად, ახალი Bitcoin-ები გენერირდება ყოველ ჯერზე, როდესაც ხდება ტრანზაქციის ახალი ბლოკის მოპოვება. ბლოკზე მონეტების რაოდენობა პერიოდულად მცირდება: ყოველ ოთხ წელიწადში ხდება ჰალვინგი - ორჯერ მცირდება მაინინგის ჯილდო. ჰალვინგის მთავარი ამოცანაა აკონტროლოს კრიპტოვალუტის ემისია და შეაკავოს მისი ინფლაცია. ამრიგად, არსებობს Bitcoin-ის ემისიის ზუსტად გაწერილი გრაფიკი, აგრეთვე ცნობილია მონეტების საერთო ჯამიც: 21 მილიონი. ბოლო ემისია უნდა შედგეს 2140 წელს. 2009 წლიდან Bitcoin-ის ქსელში შედგა უკვე სამი ჰალვინგი. ბოლო მათგანის შედეგად 2020 წლის მაისში მაინინგის ჯილდო 6,25 BTC-მდე შემცირდა. შეგახსენებთ, სექტემბრის ადრეულ, ჰალვინგისწინა პერიოდში Bitcoin-ის მაინინგის სირთულე 11,35%-ით გაიზარდა და მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს - 19.31 ტრილიონ ჰეშს. https://bit.ly/3mWW3vI
  19. AMD-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალი წარმადობის პროცესორია Ryzen 9 3900X. მას აქვს 12 ბირთვი ბუსტ-რეჟიმში 4.6 გჰც სიხშირით და უზრუნველყოფს შესანიშნავ წარმადობას სამუშაო ამოცანებში. თუმცა, აბსოლუტური მაჩვენებლით გეიმინგში ეს 12-ბირთვიანი მონსტრიც კი ჩამორჩება Intel-ის 6-ბირთვიან ჩიპებს. მთავარი პრობლემა ტაქტის სიხშირეშია. ამ მაჩვენებლით „ლურჯები“ წინ არიან, თუმცა როგორც ჩანს მომდევნო თაობის პროდუქტების სახით AMD-მ ბევრი სიურპრიზი მოუმზადა მუდმივ მომხმარებლებს. უკვე რამდენიმე თვეა ინტერნეტში ვრცელდება ცნობები Zen 3 არქიტექტურაზე დამყარებულ ახალ Ryzen-პროცესორებში IPC-მაჩვენებლის გაზრდის შესახებ. როგორც ცნობილია, ეს ცნობები სრულებითაც არ არის მოარული ხმები, რადგანაც 12-ბირთვიანი Ryzen 9 5900X ჩიპის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს ფანატიკურ თეორიებს. როგორც ჩანს, საუბარი ეხება ერთ-ერთ ინჟინრულ ჩიპს, რომლის სიხშირე ბუსტ-რეჟიმში 5 გიგაჰერცს აღწევს. ასევე აღინიშნება, რომ საუბარია მხოლოდ ერთი ბირთვის აჩქარებაზე და არსებობს მოსაზრება, რომ ფინალური ვერსია ინჟინრულ ნიმუშზე ეფექტური აღმოჩნდება. ასეთი მაღალი ტაქტის სიხშირე მარტივად არ მიიღწევა. დამატებითი 400 მეგაჰერცის მიღების შედეგად TDP-ის დონე 150 ვატამდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ჩვენ წინაშეა მომწიფებული 7-ნმ+ ტექნოპროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისაღები ტემპერატურა ამგვარი კვების პირობებში. დამატებით ცნობილია ისიც, რომ ახალი თაობა შეძლებს IPC-ის 20%-იანი ზრდის უზრუნველყოფას. https://bit.ly/3mXtjTv
  20. Tesla-ს ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო დაპირება, რომ კომპანია მოაგვარებს 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილების გამოშვების საკითხს და ამასთან ბიზნესის მომგებიანობას შეინარჩუნებს. მასკმა განმარტა, რომ გერმანიასა და ჩინეთის ქარხნებში დაიწყება ხსენებული საფასო კატეგორიის ორი სხვადასხვა ელექტრომობილის წარმოება და მათ Model 3-თან კავშირი არ ექნებათ. ფოტოს წყარო: Electrek მასკმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ Tesla არ აპირებს ელექტრომობილ Model 3-ის ფასის შემცირებას 25 ათას აშშ დოლარამდე. ამის ნაცვლად შეიქმნება ორი ახალი მოდელი, რომლებიც გამოვა შანხაისა და ბერლინის ქარხნებიდან. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ახალი ელექტრომობილი იქნება Model 3-თან შედარებით ბევრად კომპაქტური, მეორე კი - მცირე ზომის ქროსოვერის ტიპის. ჯერჯერობით უცნობია, როგორ განაწილდება ეს მოდელები საწარმოო სივრცეებში, თუმცა მათი კონსტრუქცია და მახასიათებლები ადაპტირებული იქნება ზემოთხსენებული ქარხნების პირობებთან. დიდი ალბათობით, ახალი ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი აკუმულატორები წარმოებული იქნება მანქანების ამწყობი ქარხნების სიახლოვეს. მასკმა დააკონკრეტა, რომ ახალი ბიუჯეტური ელექტრომობილების შემუშავებით დაკავდებიან შანხაისა და ბერლინის პროფილური ცენტრები. თუკი მასკის მცირე ხნის წინანდელ განცხადებას დავეყრდნობით, ერთ-ერთი ხსენებული ელექტრომობილის გამოშვება სამ წელიწადში უნდა მოგვარდეს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული Tesla-ს შესაძლებლობაზე - წარადგინოს საკმარისი რაოდენობის ხელმისაწვდომი ღირებულების აკუმულატორები, რადგანაც ამჟამად ბატარეები განსაზღვრავს ელექტრომობილის თვითღირებულების 30%-ს. ასევე, როგორც ცნობილია, აშშ-ის ფარგლებს გარეთ კომპანია ამზადებს კომპაქტურ პიკაპს. https://bit.ly/2S4TlpK
  21. აშშ-ისა და ევროკავშირის უფლებამცველმა ორგანოებმა განაცხადეს აკრძალული საქონლით მოვაჭრე 179 პირის დაკავების შესახებ. ოპერაციაში, სახელწოდებით Operation DisrupTor, მონაწილეობდნენ შესაბამისი პირები ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან. სპეცოპერაციის შედეგად კონფისკებულ იქნა 6 მლნ 500 ათას აშშ დოლარზე მეტი, 64 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 500 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამოვლინდა ოპოიდების უკანონო მიწოდების სქემაც - ეს გახლავთ ნარკოტიკი, რომელიც იწვევს ძლიერ შეჩვევას და მისგან ბევრი ადამიანია გარდაცვლილი. ოფიციალური პირების განცხადებით ორ მესამედზე მეტი პირი აშშ-ის ფარგლებში დააკავეს. Darknet-გამყიდველების ანგარიშები გამოვლინდა და გადაეცა რეალურ პირებს, რომლებიც ყიდიან არალეგალურ საქონელს ისეთ darknet-საიტებზე, როგორიცაა AlphaBay, Dream, WallStreet, Nightmare, Empire, White House, DeepSea, Dark Market და სხვა. ოპერაცია DisrupTor-ის შედეგად დაპატიმრდა 121 პირი შეერთებულ შტატებსა და კანადაში, 42 - გერმანიაში, 8 - ნიდერლანდში, 4 - დიდ ბრიტანეთში, 3 - ავსტრიასა და 1 - შვედეთში. ოფიციალური განცხადებით, გამოძიების მსვლელობისას შესაძლოა კიდევ გამოვლინდნენ და დაპატიმრდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები. ევროპოლი აცხადებს: „დარქნეტის ოქროს საუკუნე დასრულდა“. https://bit.ly/3cAgPwt
  22. რა უნდა გავაკეთოთ, თუ პროცესორი ნელია და მეტისმეტად მოძველებული? ასეთ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექსპერტებს, რომლებიც ასობით ტესტს ატარებენ და შევარჩიოთ შესაბამისი საფასო კატეგორიისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. საუკეთესო გეიმინგ პროცესორი: Intel Core i7 10700K. 8 ბირთვი, 16 ნაკადი და ტაქტის სიხშირე 5 გჰც-ს ზემოთ ბუსტ-რეჟიმში - ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ შეფერხებები დაივიწყოთ, თანაც ხსენებულ ჩიპს შესანიშნავად შეუძლია აჩქარება. საუკეთესო არჩევანი გეიმინგისა და სამუშაო ამოცანებისთვის: AMD Ryzen 9 3900X. თამაშებში იგი „ლურჯ“ კონკურენტს ჩამორჩება, თუმცა აღემატება სამუშაო ამოცანებში. საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მეტად ეფექტური და თანამედროვე სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავ წარმადობას ყველა მიმართულებით. საუკეთესო არჩევანი საუკეთესო ფასად: AMD Ryzen 7 3700X. ამ პროცესორის მთავარი უპირატესობაა ფასი, რადგანაც იგი უმეტეს ფლაგმანზე იაფია, ამავე დროს უზრუნველყოფს მისაღები დონის წარმადობას, რაც დიდწილად მომხმარებლის მოლოდინებს აღემატება. ამ შემთხვევაში ბევრი რამ დამოკიდებულია ტაქტის სიხშირეზე, იგი არ აღემატება 4.4 გჰც-ს. ბიუჯეტური ვარიანტი Intel-ისგან: Intel Core i5 9400F. შესანიშნავი გადაწყვეტილება, თუკი გჭირდებათ თანამედროვე გეიმინგ პროცესორი, რომლის შეძენის შემდეგ საფულეში თანხა კიდევ დაგრჩებათ. ბოლო პერიოდში იგი მეტად გაიაფდა და აქტიურად იყიდება. ერთადერთი, რაც იმედს გაგიცრუებთ, ეს არის არც ისე მაღალი ტაქტის სიხშირე - 4.1 გჰც. იგივე ვარიანტი AMD-სგან: AMD Ryzen 5 3600. ჩიპი უზრუნველყოფს გეიმინგში დაახლოებით ისეთივე წარმადობას, როგორც Core i5 9400F, თუმცა მას სამუშაო ამოცანებში აღემატება. ღირს გაცილებით ძვირი, რაც მას კარგად გაყიდვაში უშლის ხელს. ბიუჯეტური სისტემებისთვის: AMD Ryzen 5 3400G. ამგვარ პროცესორს მომხმარებელი ყიდულობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თანამედროვე თამაშებით არ არის დაინტერესებული. ჩიპს ინტეგრირებული გრაფიკა აქვს, რომელიც საშუალებას მოგცემთ ითამაშოთ 5 წლის წინანდელი ჰიტები. https://bit.ly/3mYWnu0
  23. SpaceX-მა განმეორებით უკვე არაერთხელ გამოიყენა რაკეტები, თუმცა გარკვეული მნიშვნელოვანი მისიები ამ დრომდე არ დაშვებულა. როგორც ჩანს ვითარება მალე შეიცვლება. კერძო კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა აშშ-ის კოსმოსურ ძალებთან, რაც გულისხმობს რაკეტა Falcon 9-ის გამოყენებას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კოსმოსური მისიებისთვის. რაკეტა SpaceX Falcon 9 ორბიტალური მისიით SAOCOM-1B ადრე გამოყენებული რაკეტა Falcon 9 ორბიტაზე გაიყვანს მეხუთე GPS III თანამგზავრს 2021 წელს. ბუნებრივია, გადაწყვეტილების ცვლილების უკან მარტივი პრაგმატიზმი დგას: რაკეტების განმეორებითი გამოყენების წყალობით აშშ-ის კოსმოსური ძალები ელოდებიან 52.7 მლნ აშშ დოლარის დაზოგვას მხოლოდ GPS III მისიების ფარგლებში. შესაძლოა, თავად SpaceX-საც არ გააჩნია დიდი სურვილი - აწარმოოს მეტისმეტად ბევრი Falcon 9 რაკეტა, რადგანაც ამჟამად კომპანიის ყურადღება მიმართულია კოსმოსურ რაკეტა Starship-ის პროექტსა და სუპერმძიმე რაკეტა Super Heavy-ს მიმართ. ასეა თუ ისე, ზემოთხსენებული გადაწყვეტილება SpaceX-ისადმი ნდობის ზრდას გამოხატავს. კომპანიამ უკვე ითამაშა გადამწყვეტი როლი აშშ-ის ხელისუფლებისთვის ისეთი პროექტის ამოქმედების ფარგლებში, როგორიცაა Crew Dragon, თუმცა ახალი კონტრაქტი დამატებით მოწმობს, რომ ხელისუფლება დარწმუნებულია კომპანიის საიმედოობაში. https://bit.ly/2GgCMEu
  24. ევროკომისიამ წარადგინა კრიპტოვალუტებისა და Stablecoin-ების რეგულირების წესები. 168-გვერდიან დოკუმენტში საუბარია არა მხოლოდ აქტივებისადმი მოთხოვნებზე, არამედ ბლოკჩეინ-პროექტებისთვის სატესტო სივრცის შექმნაზე. პროექტის ავტორების აზრით, ფართოდ გავრცელების პირობებში კრიპტოსავალუტო აქტივებს სჭირდება „საიმედო უფლებრივი ბაზა“ მკაფიო მოთხოვნებით. შემოთავაზებული დოკუმენტის მიზანია მომხმარებლებისა და ბაზრის მთლიანობის დაცვა. „კომისია ისწრაფვის ევროკავშირის ფინანსურ სექტორში ინოვაციების სტიმულირებისკენ, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური ციფრული სტარტაპების წახალისებისა და ნებისმიერი პოტენციური რისკის შემცირებისკენ“ - ნათქვამია პრეს-რელიზში. კრიპტოვალუტებისა და Stablecoin-ებისთვის გამოცხადდება „უფრო მკაცრი მოთხოვნები“ კაპიტალის კონტროლის, ინვესტორების დაცვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით. კომპანია გვთავაზობს ინდივიდუალურ უფლებრივ რეჟიმს ამგვარი აქტივებისთვის. 2022 წელს ევროკომისია გეგმავს მარეგულირებელი სივრცის ამოქმედებას. მასში კომპანიები გატესტავენ სმარტ-კონტრაქტებსა და ბლოკჩეინის ბაზაზე არსებულ პროდუქტებს. ოფიციალურ დოკუმენტში მოცემული მკაცრი მიდგომა რეგულირებისადმი შეესაბამება წინასწარ ვერსიას, რომელიც წინა კვირაში გახმაურდა. შეგახსენებთ, მასში ევროკომისიას ჰქონდა შემოთავაზება დადგენილიყო უფლებრივი ბაზა კრიპტოსავალუტო აქტივებისადმი ტრადიციული ფინანსური ინტრუმენტების ანალოგიურად. https://bit.ly/2FZnqV9
  25. NVIDIA-მ ოფიციალურად გამოუშვა ყველაზე სწრაფი გრაფიკული დაფა GeForce RTX 3090 Ampere, რომელიც გვთავაზობს წარმადობის მაქსიმალურ დონეს და 50%-ით სწრაფია Titan RTX-თან შედარებით, თანაც მისი ფასის ნახევარი ღირს. ვიდეო დაფა NVIDIA GeForce RTX 3090 ყველაზე სწრაფია Ampere თაობის იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ამჟამად საცალო გაყიდვაშია ხელმისაწვდომი. ეტალონური ვარიანტი Founders Edition 1500 აშშ დოლარი ღირს. Founders Edition გრაფიკული დაფის შეძენა ოფიციალურად შესაძლებელია ვებ-გვერდზე NVIDIA GeForce Shop - NVIDIA GeForce RTX 3090 Founders Edition 24 გბ. არარეფერენსული RTX 3090 ვარიანტები იყიდება Amazon-ზე, Newegg-სა და Best Buy-ზე. RTX 3090 დაფის მახასიათებლებია 82 SM მოდული ან 10496 CUDA-ბირთვი და აღჭურვილია RT (Ray-Tracing) ბირთვებით, ტენსორული ბირთვებითა და ახალი თაობის SM-მოდეულებით. RTX 3090 ვიდეო დაფის საბაზისო სიხშირეა 1400 მჰც, აჩქარების რეჟიმში - 1700 მჰც, TDP-ის დონეა 350 ვატი. ხსენებული ვიდეო დაფა წარმოდგენილია ახალი თაობის 24 გბ GDDR6X მეხსიერებით. Micron-ის გრაფიკული მეხსიერების უახლესი და უკეთესი კრისტალების წყალობით RTX 3090 დაფის სიჩქარეა 19.5 გბ/წმ-მდე, 384-ბიტიანი ინტერფეისი უზრუნველყოფს ჯამურ 936 გბ/წმ სიჩქარეს. https://bit.ly/331Sj41
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.