Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5936
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. Bitcoin-ბირჟა Binance-მა წარადგინა პროდუქტი BNB Vault, რომელიც Binance Coin-ის მფლობელებს საშულებას მისცემს ყოველდღიურად მიიღონ პასიური შემოსავალი. „BNB Vault - ეს არის საინვესტიციო პროდუქტი გარანტირებული შემოსავლითა და მოქნილი წვდომით. იგი ახდენს Binance-ის სხვადასხვა პროდუქტის ინტეგრირებას, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თქვენი BNB-ის შემოსავლის პოტენციალი, ერთი დაჭერით თანამოქმედებს ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ფინანსებთან“ - აღნიშნეს Binance-ის წარმომადგენლებმა. შემოსავალი BNB Vault სერვისთან ურთიერთქმედების შედეგად მიიღება სამი წყაროდან: Binance Launchpool პროექტებში ტოკენებით დაჯილდოება; დეპოზიტები მცურავი კურსით (BNB Flexible Savings); ჯილდო DeFi-სტეიკინგიდან. მალე მომხმარებლები შემოსავალს ასევე მიიღებენ Binance Smart Chain-თან თანამოქმედების შედეგად. ახალი პროდუქტის შესაბამის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ BNB Vault-ის მიმდინარე შემოსავლიანობა არის 5% - 8% წლიურად. შეგახსენებთ, სექტემბერში Binance-მა პირობა დადო, რომ გამოყოფდა 100 მლნ აშშ დოლარს DeFi-ეკოსისტემის მხარდასაჭერად და ცენტრალიზებულ სერვისებთან მისი ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. https://bit.ly/384gFNE
  2. ბოლო პერიოდში ყველა სპეციალიზებული ვებ-გვერდი მხოლოდ Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფების წარმოუდგენელ სიმძლავრეზე წერს. ერთი მხრივ, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ უკვე დავინახეთ როგორც ახალი RX 6800 XT-ის, ასევე მისი უფროსი ვერსია RX 6900 XT-ის წარმადობა. ამავე დროს, ბევრი მომხმარებელი, რომელიც წლიდან წლამდე ირჩევს NVIDIA-ს ვიდეო ბარათებს, სვამს გონივრულ კითხვას: "რატომ არ გამოუშვა AMD-მ მსგავსი რამ ერთი, ორი ან სამი წლის წინ?" საბოლოო ჯამში ყველას აინტერესებს: რატომ აქვს AMD-ს ვიდეო დაფების ასეთი მცირე გაყიდვა, თუკი კომპანიის გულშემატკივრები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ერთგულებას უცხადებენ ლიზა სუს. შეიძენენ თუ არა ეს პირები ახალ ვიდეო დაფებს, გაურკვეველია, ის ფაქტი კი, რომ ოქტომბერში AMD-ს ჰქონდა გაყიდვების მეტად დაბალი მაჩვენებელი - ეჭვს არ იწვევს. რეალურად, წელიწადნახევრის წინ ვითარება გაცილებით რთული იყო, თუმცა მაშინ AMD-ს არ ჰქონდა RX 5700 ვიდეო დაფები, რომლებიც ითვლება, რომ მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. ქვემოთ შეგვიძლია ვიხილოთ Steam-ის ოქტომბრის თვის დინამიკა, რომელიც მწვანედაა წარმოდგენილი. როგორც ვხედავთ, ყველაზე კარგი მდგომარეობა GeForce GTX 1660 დაფას აქვს. იგი ძალიან კარგად იყიდება და ფასიც არც ისე მაღალია. მეორე და მესამე ადგილები უჭირავს GTX 1660 და GTX 1660 Super-ს. მეოთხე პოზიცია კი მოულოდნელად დაიკავა AMD Radeon (TM) Graphics-მა. როგორც ჩანს, ეს გახლავთ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი ინტეგრირებული ვიდეო დაფები, ამიტომაც ისინი გეიმინგ-სფეროში არ განიხილება. ინტეგრირებული გრაფიკა რომ გვერდით გადავდოთ, AMD-ის პირველი დაფა, რომელიც დადებით დინამიკას აფიქსირებს, გახლავთ დაბალბიუჯეტური Radeon RX 5500 XT. თუკი შევადარებთ 0.02%-ს ლიდერი NVIDIA-ს 0.38%-ს, ცხადი ხდება, რომ ამჟამად AMD-ის ვიდეო დაფების მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია. რამე თუ შეიცვლება, ამას იანვრის ანგარიშში ვიხილავთ. https://bit.ly/3er7kQU
  3. თითქმის ერთი წელიწადი გავიდა ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ის პრეზენტაციიდან. როგორც ცნობილია, კომპანია აგრძელებს მუშაობას მისი კონსტრუქციის სრულყოფაზე და მალე მზად იქნება წარგვიდგინოს, თუ რა შეიცვალა ელექტრომობილში ბოლო თვეების მანძილზე. რესურს Roadshow-ს მონაცემების თანახმად, Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ისაუბრა კომპანიის ერთ-ერთ გულშემატკივართან, რომ განახლებული Cybertruck-ის დემონსტრაცია შესაძლოა „დაახლოებით ერთ თვეში შედგეს“. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ოფიციალური გრაფიკი, განსაკუთრებით იმ კომპანიისთვის, რომელსაც ანონსების გადავადება ახასიათებს, თუმცა როგორც ჩანს განახლებული ელექტრომობილის წარდგენამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. მასკმა აღნიშნა, რომ განახლებულ ელექტრო პიკაპში წარმოდგენილი იქნება „ბევრი წვრილ-წვრილი ცვლილება“ და „მნიშვნელოვანი დეტალები“. ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ Tesla განიხილავდა პიკაპის კორპუსის ზომის შემცირებას, თუმცა შემდეგ ამ იდეაზე უარი თქვა. მასკმა ადრე ასევე ისაუბრა Automotive News-თან ინტერვიუში, რომ Cybertruck-ის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში კომპანია მზადაა შექმნას „ნორმალური პიკაპი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რამე გაუთვალისწინებელი. ჯერჯერობით Cybertruck-ის დიზაინში დიდი ცვლილებები არ იგეგმება მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ მოსწონს მისი გარეგნული იერსახე და დიდი გაბარიტები, რის გამოც ელექტრო პიკაპი ვერ თავსდება სტანდარტული ზომის ავტოფარეხში. https://bit.ly/2Gq7JXo
  4. დეკემბერში PayPal წარადგენს კრიპტოსავალუტო სერვისებზე წვდომას აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის პირველ ნახევარში კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვისაც. ამის შესახებ ისაუბრა PayPal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა. PayPal-ის მომხმარებლები შეძლებენ კრიპტოვალუტების გამოყენებას პროდუქციის ან სერვისების საფასურის გადახდისთვის 28 მილიონ იმ სავაჭრო წერტილში, რომლებიც კომპანიის პლატფორმაზე მუშაობენ - განმარტა შულმანმა. მისი თქმით, კრიპტოვალუტებისადმი ინტერესმა კომპანიის მოლოდინს 2-3-ჯერ გადააჭარბა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ PayPal გაზრდის კრიპტოვალუტების შესყიდვის ყოველკვირეულ ლიმიტს 10 ათასიდან 15 ათას აშშ დოლარამდე. შულმანმა აღნიშნა, რომ კომპანია შეძლებს მუშაობის დაწყებას ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებთან (CBDC). მისი აზრით, მათი გამოშვება მხოლოდ დროის საკითხია. შეგახსენებთ, PayPal-მა ოქტომბერში დააანონსა Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის ფუნქციის ამოქმედება. https://bit.ly/2HPHnPr
  5. Apple-მა დაგზავნა 2020 წლის შემოდგომის მესამე პრეზენტაციის მოსაწვევები. ღონისძიება ჩატარდება 10 ნოემბერს ონლაინ-ფორმატში კომპანიის შტაბ-ბინიდან. პრეზენტაციის სლოგანია ფრაზა „კიდევ რაღაც“. დაზუსტებით ცნობილი არ არის, რას წარადგენს კომპანია. Bloomberg-ის მონაცემებით, კომპანია გეგმავს წარადგინოს ახალი Mac-კომპიუტერები, რომლებიც აგებული იქნება საკუთარი წარმოების ARM-პროცესორებზე. ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ეს მოწყობილობები იქნება პირველი კომპიუტერები პროცესორებით, რომლებიც მთლიანად Apple-ის მიერ იქნება შემუშავებული. Apple-ის ხელმძღვანელმა Tim Cook-მა განაცხადა, რომ კომპანია მალე გადავა საკუთარ ARM-პროცესორებზე WWDC 2020-ზე. მან პირობა დადო, რომ მოწყობილობები იქნება წარმადობის ახალი დონის მქონე და ენერგოეფექტური. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ დეველოპერებისთვის გაცილებით მარტივი იქნება აპლიკაციების ოპტიმიზაცია Mac სისტემაში. ოქტომბერში წყაროებმა განაცხადეს, რომ 2020 წლის ბოლოს Apple წარადგენს ერთ ლეპტოპს ARM-პროცესორით. სავარაუდოდ, ეს იქნება 13-დუიმიანი MacBook Pro ან 12-დუიმიანი ჩვეულებრივი MacBook. მოწყობილობის ტექნიკური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ მას ექნება უკეთესი წარმადობა Intel-ის ჩიპებზე არსებულ მოწყობილობებთან შედარებით. https://bit.ly/3254s7G
  6. ორგანიზაცია Raspberry Pi Foundation-მა, რომელიც უშვებს პოპულარულ ერთდაფიან კომპიუტერებს დეველოპერებისთვის, წარადგინა საინტერესო პროდუქტი - მოწყობილობა, სახელწოდებით Raspberry Pi 400. დაანონსებული მოწყობილობა - ეს გახლავთ კომპაქტური პერსონალური კომპიუტერი, წარმოდგენილი მცირე ფორმ-ფაქტორის კლავიატურის სახით, მარჯვენა ნაწილში ციფრული ბლოკის გარეშე. მოწყობილობის საფუძველია სისტემური დაფა Raspberry Pi 4-ის ბაზაზე, რომელიც მოიცავს პროცესორ Broadcom BCM2711-ს ოთხ Cortex-A72 ბირთვს 1,8 გჰც სიხშირით, ასევე LPDDR4-3200 ტიპის 4 გბ ოპერატიულ მეხსიერებას. კლავიატურის უკანა ნაწილზე წარმოდგენილია სხვადასხვა კონექტორი. კერძოდ, შესაძლებელია ორი დისპლეის მიერთება Micro-HDMI ინტერფეისების მეშვეობით. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ქსელური პორტი Gigabit Ethernet, ორი პორტი USB 3.0, ერთი USB 2.0 და 40-პინიანი GPIO კონექტორი. რეალიზებულია Bluetooth 5.0 BLE და Wi-Fi IEEE 802.11b/g/n/ac უსადენო კავშირების მხარდაჭერა 2.4 და 5 გჰც დიაპაზონში. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია microSD ბარათი, მოწყობილობის ზომაა 286 × 122 × 23 მმ. კვება მიეწოდება სიმეტრიული USB Type-C კონექტორით. Raspberry Pi 400-ის ფასია 70 აშშ დოლარი. შესაძლებელია კომპლექტის შეძენა, რომელშიც ხელმისაწვდომი იქნება კომპიუტერი-კლავიატურა, მაუსი, კვების ბლოკი, Micro-HDMI სადენი და microSD ბარათი, ოპერაციული სისტემის სახით წარმოდგენილია Raspberry Pi OS.  https://bit.ly/2HTYejE
  7. ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა გამოაქვეყნა კვლევა ციფრული ევროს შესახებ ევროკავშირის მაცხოვრებლებისთვის. გამოკითხვა ჩატარდება ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვების მიზანშეწონილობის შესწავლის ფარგლებში. „ჩვენ დავიწყეთ საჯარო კონსულტაციები, რათა ევროპელებმა შეძლონ აზრის გამოხატვა და გვითხრან, სურთ თუ არა ციფრული ევროს გამოყენება იმის ცოდნისას, რომ ეს არის ევროპის ცენტრალური ბანკის ფული, რომელსაც შეუძლიათ დაეყრდნონ“ - განაცხადა ლაგარდმა. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებისთვის საჭიროა რეგისტრაცია საცხოვრებელი ქვეყნის მითითებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარალელურად მოცემული ჩამონათვალი შეიცავს ვარიანტს - „სხვა“. შეგახსენებთ, სექტემბრის ბოლოს ევროპის ცენტრალური ბანკის იურისტებმა განაცხადი გააგზავნეს "ციფრული ევროს" სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ. ოქტომბრის დასაწყისში სამუშაო გუნდმა გამოაქვეყნა ანგარიში შესაძლო ახალი საგადახდო საშუალების გამოშვების შესახებ, მთელმა რიგმა ცენტრალურმა ბანკებმა კი განსაზღვრეს CBDC-ის მიმართ ძირითადი მოთხოვნები. ინიციატივაზე კომენტარის გაკეთებისას კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, რომ CBDC შეავსებს ფიატურ ფულს და ქაღალდის ბანკნოტების გამოშვება კვლავ გაგრძელდება. https://bit.ly/34MnFfR
  8. კომპანია Samsung-ი სტენფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაკებთან ერთად მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც ითვალისწინებს 10000 dpi გაფართოების მქონე OLED-ეკრანების დამზადებას. ამგვარი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ამაღლდეს გამოსახულების ხარისხი იმ დისპლეებში, რომლებიც უპირველეს ყოვლისა გამოყენებული იქნება ვირტუალური რეალობის სფეროში. ახალი ტექნოლოგიის გამორჩეული ინოვაცია არის ორი დამატებითი თხელი ფენის გამოყენება: ერთი დამზადებულია ვერცხლისგან, მეორე არის სპეციალიზებული შენადნობი, რომელიც აირეკლავს სინათლეს. შენადნობის ზედაპირზე განთავსებულია ნანოსკოპური სტრუქტურის მქონე ბადე, რომელიც რადიკალურად ცვლის თავის ამრეკლავ თვისებებს მოხვედრილი სინათლის შესაბამისად. ჯამში თითოეული პიქსელი იყოფა რამდენიმე უფრო მცირე ზომის პიქსელად, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს ეკრანის გაფართოება. ამგვარი შენადნობის გამოყენება აბსოლუტურად არანაირ გავლენას ახდენს ფერთა გამაზე ან კონტრასტულობაზე. ასეთი მაღალი გაფართოების მატრიცა შესანიშნავი ვარიანტი იქნება ვირტუალური რეალობის სფეროს სამომავლო მოწყობილობებისთვის და უზრუნველყოფს შესანიშნავ გამოსახულებას შესანიშნავი ხარისხით. თუმცა, ასეთი დიპლეისთვის საჭირო იქნება ამჟამად არსებულზე გაცილებით მაღალი სიმძლავრეები, რომელთაც ახლა ვერ უზრუნველყოფს ყველაზე მოწინავე ვიდეო დაფები და პროცესორებიც კი. https://bit.ly/2HUMQUw
  9. NASA-ს ბლოგზე გამოქვეყნდა დეტალური სტატია, რომელშიც მოცემულია მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის ადამიანის მიერ მთვარის ათვისების გეგმა. ამ გეგმიდან ბევრი რამ ამ დრომდე უკვე გამოქვეყნდა პრესაში, დღევანდელი მასალა კი წარმოდგენილია სრული სახით და განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. 2024 წლისთვის NASA-ს მისია Artemis-ის ფარგლებში მთვარის სამხრეთ პოლუსზე გადასვამენ ორ ასტრონავტს: ქალს და მამაკაცს. სწორედ აქედან დაიწყება მთვარის ათვისების ახალი და მიმდინარე ასწლეულში პირველი ეტაპი, რომელიც ათწლეულის ბოლოს უნდა იქცეს დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე გეოლოგიური ძიების სტაბილურ პროცესად. 2024 წელს ასტრონავტების პირველი გადასმის შემდეგ ახალ ექსპედიციებს მთვარეზე ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ გაგზავნიან. ამისათვის საჭიროა ბაზის შექმნა დაშვების ადგილზე. იგეგმება, რომ ბანაკი შედგენილი იქნება სტაციონალური საცხოვრებლისგან, საბურავებზე არსებული მოძრავი „სახლისა“ და გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებისგან (როვერი). ადრეული მისიები მოკლევადიანი იქნება - გაგრძელდება 1-2 კვირა, ბანაკის გაფართოებასთან ერთად კი მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების ყოფნის ხანგრძლივობა გაგრძელდება ორ კაცზე ორ თვემდე ან ოთხ პირზე - ერთ თვემდე. „ყოველი ახალი მოგზაურობისას ასტრონავტები უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს მთვარის შესწავლისას, ვიდრე ოდესმე“ - განაცხადა ვაშინგტონში NASA-ს შტაბ-ბინაში დაკომპლექტებული კოსმოსური მოგზაურობის ადმინისტრატორის თანაშემწე კეტი ლიუდერსმა. – „მთვარეზე წვდომის მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიებს, რათა მივაღწიოთ ადამიანებისა და რობოტების უპრეცედენტო მდგომარეობას დედამიწიდან 240 ათასი მილის დაშორებაზე. მთვარეზე ყოფნის ჩვენი გამოცდილება მიმდინარე ათწლეულში მოგვამზადებს კიდევ უფრო დიდი თავგადასავლებისკენ - ადამიანის მიერ მარსის შესწავლისკენ“. დაშვების ახალი ადგილი - მთვარის სამხრეთი პოლუსი - უამრავ უპირატესობას იძლევა ზედაპირზე ადამიანის გრძელვადიანი ყოფნისთვის. პირველი - არის ყინულისა და წყლის სავარაუდო არსებობა. მეორე - ჰორიზონტზე მზის არსებობის დიდი დრო, რაც უზრუნველყოფს სინათლეს და მზის პანელებიდან ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობას. მთვარის ახალი სკაფანდრის გამოცდა აუზში ხელოვნური უწონადობის პირობებში. წყარო: NASA ამჟამად NASA სწავლობს მთელ რიგ კომერციულ შეთავაზებებს სამომავლო აღჭურვილობის პროტოტიპების შესახებ. მთვარეზე გამოსაყენებელი ახალი სკაფანდრიც მზადაა გამოცდისთვის და ცოტა ხნის წინ დაიწყო მისი შემოწმება აუზში. მომდევნო თაობის სკაფანდრები უზრუნველყოფენ გაუმჯობესებულ მობილობას, კავშირის თანამედროვე საშუალებებსა და სიცოცხლის უზრუნველყოფისთვის მეტად საიმედო სისტემას წინამორბედებთან შედარებით. შედეგად ეკიპაჟი შეძლებს უფრო რთული ექსპერიმენტების ჩატარებას და მეტი უნიკალური გეოლოგიური ნიმუშის მოპოვებას. მთვარის ზედაპირზე გადაადგილებისთვის იქმნება ორი სატრანსპორტო საშუალება: ერთი ღია, რომლითაც სკაფანდრებიანი ასტრონავტები იმოძრავებენ, მეორე კი - ჰერმეტული, რომლითაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება სკაფანდრის გარეშე, თუმცა მის შიგნით მჯდომი ასტრონავტები საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ სკაფანდრების ჩაცმას და მთვარის ზედაპირზე გადასვლას. ღია როვერი შესაძლებელია იყოს პილოტირებული, დაპროგრამებული ან დისტანციურ რეჟიმში მართვადი (დედამიწიდანაც კი შესაძლებელი იქნება მისი მართვა) და იგი გადაადგილდება ბანაკიდან 19.3 კილომეტრის სიშორეზე. ჰერმეტულ როვერზე მუშაობის პროცესი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იმყოფება. იმისთვის, რომ მთვარის ბაზის დედამიწაზე დამოკიდებულება შემცირდეს, მთვარეზე წყლისა და მინერალების საბადოების ვრცელი გამოკვლევა იქნება საჭირო. ამით დაკავდება ავტომატიზებული მთვარემავალი VIPER (Volatiles Investigating Polar Exploration Rover). მთვარემავალის მთვარეზე ჩატანა დაგეგმილია კომერციული მისიის ფარგლებში. რობოტმა უნდა შეადგინოს ყინულისა და სხვა სასარგებლო მინერალების განლაგების რუკა. აღმოჩენილი რესურსების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ მთვარის მისიის ბედი, არამედ მარსის მისიისაც და კაცობრიობის შემდგომი ნაბიჯის ბედი მზის სისტემაში. ბანაკის ენერგეტიკულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ მზის ფერმები და ენერგიის დაგროვების წყარო (8-დღიანი მარაგი), ასევე 10 კვტ სიმძლავრის “ბირთვული დაყოფის“ პორტატული ენერგობლოკი. ეს პატარა ელექტროსადგური შეძლებს კვებოს და დამუხტოს ბანაკის სხვა ელემენტები და უზრუნველყოფს მოქნილობას მისიის დაგეგმვაში გარკვეული დროის განმავლობაში მზის სხივებზე მუდმივი წვდომის მოთხოვნის შემცირებით. „მიმდინარე ათწლეულში პროგრამა Artemis საფუძველს ჩაუყრის მთვარის ზედაპირზე ადამიანის ხანგრძლივ არსებობას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთვარეზე არსებობის ვადა გაიზრდება კომერციული და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ადრე თუ გვიან მთვარე გახდება საბოლოო დანიშნულების ადგილი ყველასთვის ”, - აცხადებს NASA. https://bit.ly/2HR7RQ3
  10. ოქტომბრის შეჯამებით, თვიურ გრაფიკში Bitcoin-ის მაჩვენებელი 2017 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დაიხურა 13 ათას აშშ დოლარიანი ნიშნულით. ბირჟა Bitstamp-ის გრაფიკის თანახმად, 2017 წლის დეკემბერში Bitcoin-ის მაჩვენებლად დაფიქსირდა 13 880 აშშ დოლარი, მიმდინარე წლის ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი კი 13 816 აშშ დოლარია. BTC/USD-ის თვიური გრაფიკი TradingView-ს მიხედვით გასულ თვეში არსებული ისეთი ნეგატიური მოვლენების მიუხედავად, როგორიც იყო აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) სარჩელი BitMEX-ის წინააღმდეგ და OKEx-ზე თანხის გატანის გაყინვა, Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს პირველი კრიპტოვალუტისთვის ოქტომბერი აღმოჩნდა ყველაზე დადებითი თვე აპრილის შემდეგ, როდესაც მოხდა ბაზრის აღდგენა მარტისეული ვარდნის შემდეგ. ტრეიდერები ხშირად განიხილავენ თვის მაჩვენებელს აქტივის გრძელვადიანი და მაკრო-ტრენდების შეფასებისთვის. ფსიქოლოგიური დონის მკაფიო გარღვევა, მაგალითად Bitcoin-ის 13 ათას აშშ დოლარიანი ნიშნულის შემთხვევაში, როგორ წესი მიუთითებს ტექნიკურად აღმასვლას. შეგახსენებთ, შაბათს, 31 ოქტომბერს, Bitcoin-ის ფასმა განაახლა 2020 წლის მაქსიმუმი 14 ათას აშშ დოლარს ზემოთ. https://bit.ly/2JuGCMd
  11. მოახლოვდა Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორების დებიუტი, კომპანია AMD ლიდერ პოზიციას იკავებს ცენტრალური პროცესორების გაყიდვის მხრივ გერმანულ საცალო ვაჭრობის ბაზარზე - ამაზე მეტყველებს დიდი გერმანული რითეილერ Mindfactory-ს მონაცემები, რომელთაც დაინტერესებულ საზოგადოებას ამჯერადაც უზიარებს ცნობილი ენთუზიასტი Ingebor. წარმოდგენილი გრაფიკების თანახმად, AMD ოთხჯერ აღემატება კონკურენტ Intel-ს რეალიზებული პროდუქციის მხრივ: მაშ ასე, „წითლების“ მიერ გაყიდული CPU-ების რაოდენობა საერთო მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს, კონკურენტის წილი კი შესაბამისად 20 პროცენტია. ბუნებრივია, ხსენებული ორი კომპანიის შემოსავალიც დიდად განსხვავებულია: AMD-ის წილზე მოდის 76 %, Intel-ს კი რჩება 24 %. AMD-ს ყველაზე პოპულარული მოდელია Ryzen 5 3600X, რომლის 7190 ერთეული გაიყიდა, აგრეთვე Ryzen 7 3700X - რეალიზებული 3410 ერთეულით - სწორედ ამ ორმა პროცესორმა მოუტანა ყველაზე მეტი შემოსავალი კომპანიას. რაც შეეხება Intel-ს, ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა Core i7-10700K (800 ერთეული), რომელმაც უზრუნველყო ყველაზე მეტი შემოსავალი კომპანიის სხვა მოდელებთან შედარებით. ამასთან, Intel-ის ზოგიერთი მოდელის ფასი, კონკრეტულად კი Core i9-9900K-სა და Core i7-10700K ჩიპების ღირებულება, ეტაპობრივად მცირდება უკვე რამდენიმე თვეა იმ დროს, როდესაც AMD-ის ჩიპების, კერძოდ Ryzen 9 3900X, Ryzen 7 3700X და Ryzen 5 3600X ჩიპების ფასი უკვე რამდენიმე თვეა მატულობს. წყარო: Imgur, Reddit, ingebor ამგვარად, Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორების მოახლოებული დებიუტის ფონზე Intel-ის პროდუქციის ფასი, დიდი ალბათობით, შემცირებას გააგრძელებს პოტენციური მომხმარებლების დაინტერესების მიზნით. არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ AMD-ის ახალი ტექნოლოგია Smart Access Mode-ის დანერგვით, რომელიც ფუნქციონირებს ვიდეოადაპტერ Radeon RX 6000-სა და Ryzen-პროცესორთან კავშირში, ხელს შეუწყობს კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ზრდას. https://bit.ly/321XqjL
  12. კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ ბაზარზე გამოდის გრაფიკული ამაჩქარებელი Iris Xe Max. ეს ვიდეო დაფა განკუთვნილია მობილური კომპიუტერებისთვის, რომლებიც აგებულია Tiger Lake პლატფორმაზე. იგი უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის წამყვანი პარტნიორების თხელ და მსუბუქ ლეპტოპებში. ჩიპი Iris Xe Max დამყარებულია გრაფიკულ არიქტექტურა Xe-LP-ზე, რომელიც უკვე გამოიყენება მობილური Tiger Lake სერიის პროცესორების ინტეგრირებულ გრაფიკულ ბირთვში. კომპანიის განცხადებით, ეს არის პირველი პროდუქტი, რომელიც გამოდის Intel-ის უფრო ფართო სტრატეგიის ფარგლებში, რაც გულისხმობს ბაზარზე კომპანიის დისკრეტული GPU-ს გამოსვლას. მასთან ერთად წარმოდგენილ ამაჩქარებელ Iris Xe Max-ს აქვს საკმაოდ მოკრძალებული ტექნიკური მახასიათებლები და იგი ფაქტობრივად წარმოადგენს მე-11 თაობის მობილური Core პროცესორების Iris Xe  გრაფიკულ ბირთვს. Intel Xe Max ჩიპები, ისევე, როგორც Tiger Lake პროცესორები, წარმოებულია SuperFin-ის 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. Iris Xe Max-ის გამომთვლელი ბლოკების რიცხვი უფროსი მოდელების Tiger Lake გრაფიკული ბირთვების მსგავსად 96-ია. თუმცა დისკრეტულ გრაფიკას უფრო მაღალი სამუშაო სიხშირე აქვს - 1.65 გჰც ინტეგრირებული გრაფიკის 1.35 გჰც-თან შედარებით. ასევე, მას აქვს 4 გბ მოცულობის LPDDR4x ტიპის ვიდეომეხსიერება 68 გბ/წმ სიჩქარით. გარდა ამისა, Iris Xe Max-ს აქვს PCIe 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერა СPU-სთან თანაქმედებისთვის. Iris Xe Max-ის გეიმინგ წარმადობა ცალსახად განსაზღვრავს ამ ამაჩქარებელს, როგორც ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებას ისეთი თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის, რომლებიც არ გამოირჩევიან განსაკუთრებული სიჩქარით გეიმინგში. მოკლედ, Intel-ის საკუთარი ტესტების შედეგად მისი დისკრეტული გრაფიკა აღემატება GeForce MX350-ს და საშუალებას იძლევა თანამედროვე თამაშებში მიღწეულ იქნას 30 კადრი/წამში და მეტი სიჩქარე 1080p გაფართოებაზე, საშუალო და დაბალ ხარისხზე. ამასთან, Intel-ი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს არა გემინგს, არამედ Xe-LP არქიტექტურის მქონე გრაფიკის გამომთვლელ შესაძლებლობებს. განსაკუთრებით არის ხაზგასმული, რომ Iris Xe Max-ში მხარდაჭერილია Deep Link - სპეციალური ტექნოლოგია რამდენიმე გრაფიკული ამაჩქარებლის ერთიან გამომთვლელ კომპლექსად გაერთიანებისთვის. იგი საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს კონტენტის შექმნისა და დამუშავებისთვის განკუთვნილი, მხარდაჭერილი აპლიკაციების წარმადობა ლეპტოპებში, რომლებიც წარმოდგენილია Tiger Lake პროცესორითა და Iris Xe Max დისკრეტული გრაფიკით. იმ აპლიკაციების მაგალითებად, რომლებიც შესაძლებელია იყენებდნენ CPU-ის, ასევე ინტეგრირებული და გარე GPU-ის რესურსებს, Intel ასახელებს კარგად ცნობილ პროგრამებს - Handbrake, OBS და Topaz Gigapixel AI. მოგვიანებით ამ ჩამონათვალს შეემატება სხვა ინსტრუმენტები, რომელთაც იყენებენ მოყვარულები და პროფესიონალები. პირველი ლეპტოპები, რომლებიც წარმოდგენილია დისკრეტული გრაფიკით Iris Xe Max, გახლავთ Acer Swift 3x, Asus VivoBook Flip TP470 და Dell Inspiron 15 7000 2in1. ეს სამი მოდელი დამყარებულია Tiger Lake პროცესორებზე, აქვთ Deep Link ტექნოლოგიის მხარდაჭერა და ისინი უკვე წარადგინეს მწარმოებელმა კომპანიებმა. https://bit.ly/3oM1vT7
  13. ანგარიშის ავტორები - BIS და შვიდი ცენტრალური ბანკი თვლის, რომ ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები (CBDC) არ უნდა იყოს სრულიად ანონიმური AML/CFT წესების გამო. საექსპერტო საზოგადოებაში არიან ისეთებიც, ვინც ამას კატეგორიულად არ ეთანხმება - წერს The Block. „სრული ანონიმურობა ნაკლებსარწმუნოა. CBDC-ზე დაფუძნებული საგადახდო სისტემის მთავარი კითხვები იქნება შემდეგი: ვინ მიიღებს წვდომას მონაცემებზე, რამდენად და რა ვითარებაში“ - აღნიშნულია დოკუმენტში. CBDC-ის კონცეფციის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭირო იქნება მჭიდრო კოორდინაცია ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებთან (მაგალითად საგადასახადო სამსახურთან), რათა მიღწეულ იქნას ბალანსი საჯარო კონფიდენციალურობასა და უკანონო საქმიანობის შემცირებას შორის. „უაზრობაა, ამგვარი განცხადებებისთვის საფუძველი არ არსებობს“ - განაცხადა დოკუმენტის შესახებ როჰან გრეიმ - Digital Currency Initiative-ის კონფიდენციალურობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი თვლის, რომ ტექნიკური თვალსაზრისით არაკორექტულია CBDC-ის ანონიმურობის ისეთი დონით უზრუნველყოფის უარყოფა, რაც ნაღდი ფულისთვისაა დამახასიათებელი. მას აქვს შემოთავაზება - შეიქმნას ახალი უფლებრივი კატეგორია ციფრული ვალუტებისთვის. გრეიმ აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის CBDC-ის განხილვა ციფრული გადახდების სხვა ფორმებთან ერთად. ჯერი ბრიტო, კრიპტო ინდუსტრიის იურიდიული ორგანიზაცია Coin Center-ის დირექტორი, ასევე არ ეთანხმება BIS-ის პოზიციას CBDC-ის ანონიმურობის შესახებ. „ავტორები თვლიან, რომ ცენტრალურ ბანკებს AML/CFT-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის გარკვეული ვალდებულება გაჩნიათ. ისინი მხოლოდ ანონიმური ბანკნოტებისა და მონეტების ემიტენტის როლს ასრულებენ “, - წერს ბრიტო თავის ბლოგში. ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ცოტახნის წინ გამოსული Sand Dollar-ის white paper-ის თანახმად ბაჰამის კუნძულების ეროვნული ციფრული ვალუტა არ გვთავაზობს ანონიმურობას. გამოკითხულ ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ იმაშიც, ეს მახასიათებელი აისახება თუ არა ციფრულ იუანში. გრეი ამტკიცებს, რომ როდესაც საუბარი ეხება ტერმინ „ანონიმურობას“, ჩინეთი მასში „კონტროლირებად ანონიმურობას“ მოიაზრებს. კერძოდ, კონტრაგენტები შესაძლოა დარჩნენ ერთმანეთისთვის ანონიმური, ამავე დროს კი ხელისუფლება მეთვალყურეობას უჭერს მხარს. ასეთ შემთხვევაში ხდება ნამდვილი სახელის იდენტიფიკაცია შიდა სერვერზე და კონფიდენციალური ტრანზაქციებისა - გარეზე. ბრიტო ეთანხმება კოლეგას და ამტკიცებს, რომ „სრული ანონიმურობის“ აღქმა ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. „ანონიმურობა ან არსებობს, ან არა. ცენტრალიზებული მონაცემები ბალანსისა და ტრანზაქციების შესახებ ან არსებობს, ან არა; ისინი ან ანონიმურია, ან - არა. მე არ ვიცი არანაირი შუალედური გზა. სრული ან ნაწილობრივი ანონიმურობა არ არსებობს, ”- თქვა ბრიტომ. https://bit.ly/2Tz7YCq
  14. კომპანია AMD-ის მოწინავე ტექნოლოგია Super Resolution საშუალებას იძლევა გაიზარდოს წარმადობის მაჩვენებელი და ექნება ღია კოდი თამაშების ყველა დეველოპერისთვის. რამდენიმე წლის წინ NVIDIA-მ GeForce RTX 2000 სერიის ვიდეო დაფებთან ერთად წარადგინა ტექნოლოგია DLSS. პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში მისი წარმატებები უმნიშვნელო იყო. დაახლოებით ნახევარი წლის წინ კომპანიამ გამოუშვა მეორე ვერსია მოწინავე ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც შეუძლია ნამდვილი არეულობა სრულფასოვან გამოსახულებად აქციოს 4K გაფართოებით. მიუხედავად ამ ტექნოლოგიის წარმატებისა, იგი ხელმისაწვდომი არ არის ყველა ААА-პროექტისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ნაკლებად სახელოვან თამაშებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან სარგებელი არც ისე ბევრია, თუმცა სადაც ხელმისავწდომია - შედეგი შთამბეჭდავია. როგორც ცნობილია, ვითარების გამოსწორება გადაწყვიტა AMD-მ და ამზადებს ტექნოლოგია Super Resolution-ს. როგორც ჩანს, ეს ტექნოლოგიაც აგებული იქნება მძლავრ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც კონკურენტის ალგორითმის ანალოგიურად, თუმცა თავისებურად იმუშავებს. ექსპერტების აზრით, ამგვარი მიდგომა ვითარებას დიდწილად გააუმჯობესებს. საქმე ის არის, რომ Super Resolution ტექნოლოგია იმუშავებს AMD-ის სხვა ტექნოლოგიებთან ტანდემში, რაც საფუძვლიანად შეცვლის თამაშის წესებს. გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგია დამყარებული იქნება ფართოდ ცნობილ და მეტად ეფექტურ მეთოდზე - DirectML. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მას ექნება ღია კოდი, რისი წყალობით მისი ინტეგრირება შესაძლებელი იქნება დიდი რაოდენობით პროექტში. დიდი ალბათობით AMD-ის ტექნოლოგია საწყის ეტაპზე DLSS 2.0-ს ჩამორჩება, თუმცა ეს არ არის პრობლემა, რადგანაც Super Resolution-ს აქვს პერსპექტივა უფრო გაფართოვდეს და გახდეს ერთიანი სტანდარტი, რაც ვერ შეძლო ან არ მოისურვა NVIDIA-მ. ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია ნელა ფუნქციონირებადი ტექნოლოგია, ვიდრე მისი სრული არარსებობა. https://bit.ly/37SFYlC
  15. „A პუნქტიდან B პუნქტამდე მიღწევა მარტივია“ - განაცხადეს NASA-ში. – „სცადეთ დანიშნულების ადგილზე ყველაფრის გადატანა და ჩამოტვირთვა უსაფრთხოდ - აი სად იწყება ნამდვილი სამუშაო! ასტრონავტებს მთვარის პირველი მისიების დროს ხელით გადაჰქონდათ აღჭურვილობა კიბეების გავლით, რაც ყველაზე ნაკლებად იყო ხელსაყრელი რაიმე დიდი მოცულობის მოწყობილობების გადასაადგილებლად. და ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია. მთელ მსოფლიოს ვიწვევთ მის მოსაგვარებლად“. NASA-ს პარტნიორმა კომპანია HeroX-მა განაცხადა მთვარეზე მოწყობილობების გადასატვირთი მექანიზმების მსოფლიო კონკურსის - NASA Lunar Delivery Challenge-ის დაწყების შესახებ. დაახლოებით ერთი თვის წინ NASA-სა და HeroX-ს უნდა დაესახელებინათ მთვარის საპირფარეშოს კონკურსის გამარჯვებული, თუმცა შედეგები არ გახმაურებულა, როგორც ჩანს, NASA-მ შეთავაზებები წარმატებულად ჩათვალა და ამიტომ აღარ დაუბრუნდა ამ კონკურსს. მაშ ასე, მთვარეზე მოწყობილობების გადასატვირთი მექანიზმის საუკეთესო იდეისთვის კუნკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ პირებს ნებისმიერი იმ ქვეყნიდან, რომელიც არ იმყოფა აშშ-ის ფედერალური სანქციების ქვეშ. განაცხადები შესაძლებელია იყოს ინდივიდუალური ან კოლექტიური, ასეთ შემთხვევაში საუკეთესო იდეის მქონე ექვსამდე მონაწილე გაინაწილებს 25 ათასი აშშ დოლარის ოდენობით ჯილდოს. კონკურსის მონაწილეებს არ მოეთხოვებათ იდეის დასრულებული ან დეტალური ტექნიკური აღწერა. საკმარისია კონტურული მონახაზიც კი, მთავარია იგი საინტერესო და პერსპექტიული იყოს. „ჩვენ ვეძებთ კონცეფციებს საზოგადოებისგან, ამიტომ ეს არ არის ინჟინრების პრობლემა. გვსურს ყველას აზრი მოვისმინოთ“ - აცხადებს Paul Kessler-ი, NASA-ს კოსმოსური აპარატების დიზაინისა და ამოცანების ანალიზის ანალიტიკოსი. - ჩვენ გვაინტერესებს კონცეფციები, დაწყებული მარტივიდან დამთავრებული რთული იდეებით. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იმუშავებს ყველაფერზე უკეთ, ასე რომ დაინტერესებულნი ვართ ნებისმიერი წინადადებით“. https://bit.ly/35OWgZZ
  16. საგადახდო სისტემა MasterCard აპირებს მთელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს დაეხმაროს საბანკო სერვისებთან წვდომის მიღებაში, თუმცა Bitcoin-ი და სხვა კრიპტოვალუტები ამას ხელს არ უწყობენ. ამგვარი აზრი გამოთქვა MasterCard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Ajay Banga-მ. „კრიპტოვალუტების არასტაბილურობა - არ არის ხალხის ფინანსური მომსახურებისაგან განთავისუფლების გზა, ეს არის მათი შეშინების გზა”, - განაცხადა მან. Ajay Banga-მ კრიპტოვალუტებს დაუპირისპირა ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები (CBDC) და განაცხადა, რომ სჯერა მათი პერსპექტივის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც MasterCard-ის ხელმძღვანელი კრიპტოვალუტებს აკრიტიკებს. 2017 წელს მან მათ „სრული ნაგავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ კომპანია მზად იქნება კრიპტოვალუტასთან ადაპტაციისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი ემიტირებული იქნება სახელმწიფოს მიერ. გასული წლის ოქტომბერში Mastercard გავიდა პროექტ Libra-დან. Mastercard Asia Pacific-ის პრეზიდენტმა არი სარკერმა ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად დაასახელა ციფრული ვალუტის გარკვეული შეუსაბამობა საანგარიშსწორებო რეგულირების საბაზისო ნორმებთან. მოგვიანებით Ajay Banga-მ აღნიშნა, რომ მიზეზი იყო არა მხოლოდ რეგულირებასთან დაკავშირებული სირთულეები, არამედ შეშფოთება ბიზნეს-მოდელის დაცვასთან დაკავშირებით. https://bit.ly/3mpiBnQ
  17. Best Buy გვთავაზობს GeForce RTX 3070 Ampere ვიდეო დაფებს Nvidia-სგან, Gigabyte-ისა და PNY-სგან. ინტერნეტ-მაღაზია Best Buy-ზე დაიწყო ახალი თაობის GeForce RTX 3070 Ampere ვიდეო დაფების გაყიდვა. ამჟამად გამოქვეყნებულია ფასები და ინფორმაცია შემდეგ მოდელებზე: Nvidia GeForce RTX 3070 Founders Edition, Gigabyte RTX 3070 Eagle, Gigabyte RTX 3070 Gaming და ორ მოდელზე - PNY RTX 3070. ვიდეო დაფა Nvidia GeForce RTX 3070 Founders Edition ღირს 500 აშშ დოლარი და ამჟამად იგი ყველაზე დაბალბიუჯეტურია წარმოდგენილი ხუთი მოდელიდან, ასევე აქვს კომპაქტური კონსტრუქცია ორი ქულერითა და რადიატორით, როგორც RTX 3080 Founders Edition-ს. რეფერენსული RTX 3070 წარმოდგენილია ერთი 8-პინიანი კვების კონექტორითა და 12-კონტაქტიანი ადაპტერით. ვიდეო დაფა Gigabyte GeForce RTX 3070 Eagle ასევე ღირს 500 აშშ დოლარი, იგი გვევლინება როგორც ახალი ბიუჯეტური ვარიანტი სამი ქულერით, რომლებიც კარგად აგრილებენ გრაფიკულ პროცესორს. ვიდეო დაფა ორსლოტიანია. Gigabyte აგრეთვე წარმოგვიდგენს გაცილებით მძლავრ მოდელს GeForce RTX 3070 Gaming, რომელიც ღირს 570 აშშ დოლარი. ბრენდი Gaming არის Gigabyte-ის საშუალო დონის პროდუქტი Eagle-თან შედარებით კარგი გაგრილებით, აქვს სამი ქულერი და არის 2.5-სლოტიანი. ამ დაფის განსაკუთრებული მახასიათებელია ორმაგი BIOS-ის გამოყენების შესაძლებლობა: ერთი BIOS უზრუნველყოფს ქარხნულ აჩქარებას უკეთესი წარმადობისთვის, მეორე კი მუშაობს უხმო რეჟიმში. ვიდეო დაფა PNY GeForce RTX 3070 XLR8 Gaming Epic-X ღირს 540 აშშ დოლარი და იგი ამჟამად საუკეთესო ვერსიაა PNY-ის სამქულერიან RTX 3070 მოდელებს შორის. დაფის წინა პანელზე ცენტრალური ქულერის ირგვლივ განთავსებულია RGB-განათება, სამივე ქულერის ირგვლივ კი - ლითონის დამცავი გისოსები. Best Buy ასევე გვთავაზობს უფრო კომპაქტურ ვარიანტს - PNY GeForce RTX 3070 Dual, მის კონსტრუქციაში წარმოდგენილია ორი ქულერი და ზომით მოგვაგონებს 3070 Founders Edition-ს. დაფა თითქმის სამსლოტიანია და ღირს 540 აშშ დოლარი. https://bit.ly/2JhCYFe
  18. სპეციალური ღონისძიების ფარგლებში AMD-მ ოფიციალურად წარადგინა გრაფიკული პროდუქტების ახალი თაობა, რომლებიც აგებულია RDNA 2 არქიტექტურაზე, ესენია ვიდეო დაფები Radeon RX 6800, RX 6800 XT და RX 6900 XT. ახალი დაფები გვპირდება წარმადობის მხრივ ორმაგ უპირატესობას წინა თაობის მოდელებთან შედარებით, ახალი ფლაგმანი Radeon RX 6900 XT კი, როგორც კომპანია ამტკიცებს, უკონკურენტო იქნება 4K გაფართოებაზე გეიმინგში. Radeon RX 6000-სერიის ვიდეო დაფები აგებულია ახალ არქიტექტურა RDNA 2-ზე, რომელიც ასევე გამოიყენება მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლებში. როგორც თავად AMD აცხადებს, ახალი არქიტექტურის წყალობით ფლაგმანური ვიდეო დაფა Radeon RX 6900 XT გამოვიდა ორჯერ უფრო სწრაფი Radeon RX 5700 XT-თან შედარებით, სადაც გამოიყენებოდა RDNA არქიტექტურა. Radeon RX 5700 XT და Radeon RX 6800 XT დაფების შედარებისას კი ახალი თაობის მოდელი გვიჩვენებს 54-პროცენტიან უპირატესობას „ვატზე წარმადობის“ მხრივ, ამასთან, ორივეს ეს დაფა 7-ნანომეტრიან ჩიპებზეა აგებული. პრეზენტაციის ფარგლებში AMD-მ Radeon RX 6800 XT დაფის წარმადობა შეადარა კონკურენტ GeForce RTX 3080-ს. წარმოდგენილი მონაცემები საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ AMD-ის სუბფლაგმანური ვიდეო დაფა გვთავაზობს კადრების უკეთეს სიხშირეს თანაც ნაკლები ენერგომოხმარების პირობებში. ასევე მოხდა Radeon RX 6800-ის შედარება GeForce RTX 2080 Ti-სთან და აჩვენა დამაჯერებელი უპირატესობა, შედეგად ჩანს AMD-ის დაფების აღმატებულება მათ შორის GeForce RTX 3070 დაფებზეც. რაც შეეხება ფლაგმანურ Radeon RX 6900 XT-ს, ეს დაფა GeForce RTX 3090-ის თანაბარ წარმადობას აფიქსირებს. საინტერესოა ის, რომ იმ თამაშებს შორის, რომლებშიც AMD-მ ჩაატარა საკუთარი ახალი დაფებისა და NVIDIA Ampere თაობის წარმომადგენლების შედარება, არის თამაშებიც რეითრეისინგის მხარდაჭერით - მათშიც დამაჯერებლად გამოიყურება AMD-ის ახალი დაფები. როგორც პრეზენტაციის დროს ითქვა, AMD-ის დაფებს აქვს სპეციალური ფიქსირებული ძრავი სხივების აჩქარებისთვის, ამიტომ ისინი კარგადაა ოპტიმიზებული რეალისტური განათების, ჩრდილებისა და რეალურ დროში გამოსახულების არეკვლისთვის DXR-ის მეშვეობით. AMD-ის ახალი დაფების მახასიათებლები მოცემულია ცხრილში: მოდელი გამომთვლელი ბლოკები GDDR6, გბ სიხშირე, Game, მჰც სიხშირე, Boost, მჰც მეხსიერების სალტე TDP, ვტ ფასი Radeon RX 6900 XT 80 16 2015 2250-მდე 256 ბიტი 300 999 $ Radeon RX 6800 XT 72 16 2015 2250-მდე 256 ბიტი 300 649 $ Radeon RX 6800 60 16 1815 2105-მდე 256 ბიტი 250 579 $ გეიმინგში სიჩქარის მაღალ მაჩვენებლებს მეხსიერების არც ისე დიდი სალტის გათვალისწინებით უზრუნველყოფს ტექნოლოგია AMD Infinity Cache - ბოლო დონის მაღალი წარმადობის მონაცემთა ქეში. ამ ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 128 მბ, იგი განთავსებულია პირდაპირ GPU-ში და ამცირებს შეყოვნებას და ენერგომოხმარებას ტრადიციულ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებთან შედარებით. გარდა ამისა, AMD-მ წარადგინა სპეციალური ტექნოლოგია Smart Access Memory, რომელიც უზრუნველყოფს პროცესორისგან დაჩქარებულ წვდომას GDDR6 ტიპის გრაფიკულ მეხსიერებასთან. Radeon RX 6000-სერიის ვიდეო დაფებში მხარდაჭერილია ინტერფეისი PCIe 4.0 და აქვთ 16 გბ GDDR6 მეხსიერება. კომპანია დამატებით ხაზს უსვამს, რომ ახალი ვიდეო დაფები სიგრძეში 267 მილიმეტრია და აქვთ ორი სტანდარტული 8-პინიანი კვების კონექტორი. ეს მიდგომა გეიმერებს საშუალებას მისცემს მარტივად მოახდინონ სისტემის მოდერნიზება. ეტალონური დიზაინის Radeon RX 6800 და RX 6800 XT გრაფიკული ამაჩქარებლები გაყიდვაში 18 ნოემბერს გამოვა, მათი სარეკომენდაციო ფასი იქნება 579 და 649 აშშ დოლარი, შესაბამისად. ამას გარდა, ნოემბრის ბოლოს გაყიდვაში გამოვა Radeon RX 6800 და RX 6800 XT ვიდეო დაფებიც, რომელთაც აწარმოებენ AMD-ის პარტნიორები - ASRock, ASUS, Gigabyte, MSI, PowerColor, SAPPHIRE და XFX. თავად AMD-ის მიერ დამზადებული ფლაგმანური Radeon RX 6900 XT ვიდეო დაფის გაყიდვა დაიწყება 8 დეკემბერს და მისი ფასი იქნება 999 აშშ დოლარი. https://bit.ly/2HHUCRW
  19. კრიპტო ბირჟა Gemini-ს დამფუძნებლებმა ძმებმა უინკლუოსებმა დაადასტურეს თავიანთი წინა პროგნოზი და განაცხადეს, რომ Bitcoin-ი ადრე თუ გვიან 500 ათასი აშშ დოლარი ეღირება. „საკითხი არ დგას ისე - მიაღწევს თუ არა Bitcoin-ის ფასი 500 ათას აშშ დოლარს, არამედ საკითხავი ის არის, რამდენად მალე მოხდება ეს. რეალურად, მე ეს ფასი საკმაოდ კონსერვატიულად მიმაჩნია - სინამდვილეში თამაში ჯერ არც კი დაწყებულა“ - განაცხადა კემერონ უინკლუოსმა. ანალოგიური განცხადება ძმებმა გააკეთეს მიმდინარე წლის საწყის პერიოდში და გამოხატეს დარწმუნება, რომ Bitcoin-ი გაუსწრებს ოქროს, ნავთობსა და ამერიკულ დოლარს, როგორც ფასეულობის შენახვის საშუალება. მათ აღნიშნეს, რომ იგი არის ერთადერთი გრძელვადიანი დაცვის საშუალება ინფლაციისგან. ტაილერ უინკლოუსმა დაამატა, რომ მათ კრიპტოვალუტის ყიდვა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს. მისი თქმით, აგვისტოში გამოქვეყნებულ მოხსენებას - The Case for $500K Bitcoin - რომელშიც ჩამოთვლილი იყო Bitcoin-ის ფასის მატების ფუნდამენტალური მიზეზები, ნაწილობრივ საფუძვლად ედო აქტივის მომგებიანობის მათი საკუთარი შეფასება იმ პრობლემების ფონზე, რომელთაც განიცდიდა გლობალური ეკონომიკა. მოხსენებაზე მუშაობა ძმებმა დაიწყეს მიმდინარე წლის იანვარში, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო. შეგახსენებთ, ახლახანს MicroStrategy-ს ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ მისი კომპანია გეგმავს Bitcoin-ის შენახვას მომდევნო 100 წლის მანძილზე. MicroStrategy გახდა პირველი საჯარო კომპანია, რომელმაც საკუთარი კაპიტალის ნაწილი (დაახლოებით 250 მლნ აშშ დოლარი) კრიპტოვალუტაში ჩადო. https://bit.ly/34zUJHV
  20. როგორც ცნობილია ჯერ კიდევ არგამოსულმა Radeon RX 6900 XT ვიდეო დაფამ, რომელიც ასევე ცნობილია სახელით Big Navi, პოპულარულ Fire Strike Ultra ტესტში 10%-ით სწრაფი შედეგი აჩვენა GeForce RTX 3080-თან შედარებით. ცხადია, ეს ინფორმაცია ვერ შეაშფოთებს NVIDIA-ს: მოსალოდნელია, რომ AMD-ის მონსტრის წინააღმდეგ გამოვა კიდევ უფრო სწრაფი GeForce RTX 3080 Ti.  აღვნიშნავთ, რომ ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, ამიტომ დაზუსტებით თქმა - გამოვა თუ არა ეს ვიდეო დაფა, ჯერჯერობით არ ღირს. ცნობილია, რომ გრაფიკული ჩიპის დასახელებაა GA102-250, შესაბამისად იგი განთავსებულია GA102-300-სა და GA102-200-ს შორის. გარდა ამისა, ნახსენებია 9984 Shader-პროცესორი (CUDA ბირთვი) და 12 გბ სწრაფი GDDR6X მეხსიერება. თუკი ყურადღებით დავაკვირდებით, ეს მაჩვენებელი RTX 3080-ის მაჩვენებელზე მეტია (8704) და ცოტა ნაკლები - RTX 3090-თან შედარებით (10496 Shader-პროცესორი). ამჟამად GeForce RTX 3080 Ti დაფის გამოსვლის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, უცნობია მისი გამოსვლის თარიღი და ბევრი მახასიათებელი. ამ მიმართულებით ექსპერტების აზრები იყოფა. უნდა აღინიშნოს, რომ Ti სუფიქსის მქონე ფლაგმანები მინიმუმ 20%-ით სწრაფია ხოლმე სტანდარტულ მოდელებთან შედარებით. ხოლო თუკი დაფა განთავსდება ორ უკვე ცნობილ მოდელს შორის, ასეთ შემთხვევაში 5%-ზე მეტ მატებას არ უნდა ველოდოთ. https://bit.ly/3jH22lG
  21. ჩინეთის ხელისუფლებამ დაასწრო აშშ-ს და გამოაცხადა ნახშირორჟანგის ნეიტრალიტეტის მიღწევის გეგმა 2060 წლისთვის. ჩინეთის საავტომობილო ექსპერტების ასოციაციამ გამოაქვეყნა მიზანი და სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ტრადიციულ, ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას 2035 წლიდან. ავტომობილების ბაზარზე ეს გეგმა ყველაფერს ძირფესვიანად შეცვლის. ჰიბრიდული ქროსოვერი Volvo XC60 T8 Twin Engine ასოციაციის გეგმის თანახმად 15 წლის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში ახალი ავტომობილების 50% „ახალი ენერგიით“ უნდა მუშაობდეს - ესენი იქნება ელექტრო, მიერთებადი ჰიბრიდული ან ელემენტზე მომუშავე ავტომანქანები, დანარჩენი 50% კი - ჰიბრიდული ავტომობილები, რომელთაც ექნებათ შიდაწვის ან სხვა ტიპის ძრავი. ეს გეგმა შეიქმნა ჩინეთის საწარმოო სამინისტროსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელობით და საფუძვლად დაედება საკანონმდებლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავებას ავტომობილებთან მიმართებაში. 2019 წელს ჩინეთში გაყიდული ახალი ავტომობილების 5%-ს შეადგენდა ახალ ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები. გეგმის თანახმად ეს შეფარდება ეტაპობრივად გაიზრდება, სანამ 2035 წლისთვის არ მიაღწევს 50%-ს. ამავდროულად, ამ კატეგორიის ტრანსპორტში განსაზღვრული დროისთვის ახალი მანქანების 95%-ზე მეტი უნდა იყოს ელექტრო. რაც შეეხება ჰიბრიდულ ავტომობილებს, 2030 წლისთვის მოსალოდნელია, რომ შიდაწვის ძრავზე მომუშავე ყველა ახალი ავტომობილის 75% ჰიბრიდული იქნება. 2035 წლიდან კი ახალ ავტომობილებში ბენზინი ან დიზელი წარმოდგენილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს იქნება ჰიბრიდული ავტომობილი. მხოლოდ ბენზინზე/დიზელზე მომუშავე ავტომობილები ჩინეთში 2035 წლიდან აღარ გაიყიდება. შედარებისთვის, 2019 წელს იაპონიაში ჰიბრიდულ და სრულიად ელექტრომობილებზე მოდიოდა ახალი ავტომობილების 39 %. ხელისუფლების გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 50-70%-მდე უნდა გაიზარდოს. ჩინეთის ახალი გეგმის გამოცხადებამდე ამგვარი მოლოდინი ექსტრაორდინარულად გამოიყურებოდა. ჩინეთის მთავრობამ ახალ ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების სუბსიდირება 2009 წელს შემოიღო, გასულ წელს კი ქვეყანაზე მოდიოდა ახალი ენერგიის წყაროს მქონე ავტომობილების მსოფლიო გაყიდვის დაახლოებით ნახევარი. Toyota-ს შეფასებით, ჩინეთში ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების საერთო რაოდენობამ 1 მლნ ერთეულს გადააჭარბა. თუკი ჩინეთის ამბიციური გეგმები განხორციელდება, იაპონურ მანქანათმშენებელ კომპანიებს სრული გარდაქმნა და დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, მას რომ ფეხი აუწყონ. https://bit.ly/3mqrq0H
  22. მანქანათმშენებელი კორპორაცია Toyota-ს IT-ქვეგანყოფილება ამუშავებს და ახდენს ციფრული ვალუტის ტესტირებას იაპონურ კრიპტობირჟა DeCurret-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროექტში მონაწილეობას მიიღებს Toyota Systems-ის 2500 თანამშრომელი. შეიქმნება პლატფორმა თანამშრომლებისთვის ბონუსების ფიცრული ვალუტით გადასახდელად, რომელთა გაცვლა შემდგომში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის პროდუქტში ან სერვისში. 2020 წლის მარტში იაპონურმა გიგანტმა გახსნა ქვეგანყოფილება Toyota Blockchain Lab განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (DLT). გამოყენების სხვადასხვა ვარიანტის კვლევის მიზნით. ამ მოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე Toyota Financial Services გახდა ბლოკჩეინ-კონსორციუმ R3-ის მონაწილე, კორპორაციის კვლევითმა ინსტუტუტმა კი დაიწყო უფასო ტრანსპორტში DLT-ის გამოყენების შესაძლებლობების კვლევა. შეგახსენებთ, BMW და VeChain ქმნიან ბლოკჩეინ-პლატფორმას, რომლის მიზანი იქნება პროდუქციის გაყალბებისგან დაცვა. https://bit.ly/2Tvbgqp
  23. ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Apple-მა დაიწყო მომდევნო თაობის მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროცესორის, A15-ის შექმნაზე მუშაობა. არსებული უახლესი ცნობების თანახმად, Apple უკვე მუშაობს სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილ სამომავლო ჩიპზე. ანგარიშებში მითითებულია, რომ Apple გამოიყენებს კომპანია TSMC-ის გაუმჯობესებულ 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესს (N5P), მასობრივი წარმოება კი მომდევნო წლის მესამე კვარტალში დაიწყება. ამჟამად TSMC-ის EUV-ლითოგრაფია ფეხს იკიდებს 7,6 და 5-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებაში. საწარმოო წყაროების თანახმად, TSMC-ის 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მასობრივი გამოყენება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან დაიწყება და კომპანიის მთავარი დამკვეთები არიან MediaTek, Huida და Intel. 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი განკუთვნილია Apple-ის ჩიპების მასობრივი წარმოებისთვის. თუმცა TSMC-ის სიმძლავრის თავიანთ წილს მიიღებენ AMD, Qualcomm, Huida, Intel, Broadcom, Maiwell. იქიდან გამომდინარე, რომ მოწინავე 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე მაღალი მოთხოვნაა, მომდევნო წლიდან TSMC წარადგენს გაუმჯობესებულ 5-ნანომეტრიან ვერსიას. შედეგად სამომავლო ჩიპები უზრუნველყოფილი იქნება გაუმჯობესებული წარმადობითა და გაზრდილი ენერგოეფექტურობით, თუმცა ეს იქნება მაინც ფაქტობრივად იგივე 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და კარდინალურ გაუმჯობესებებს ამჟამად არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით არ უნდა ველოდოთ. მხოლოდ პერსპექტიულ 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლის შემდეგ არის მოსალოდნელი წარმადობის მკვეთრი ზრდა და ენერგომოხმარების შემცირება. 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით, 3-ნანომეტრიანი ჩიპების ლოგიკური სიმჭიდროვე შესაძლოა 70%-ით გაიზარდოს, ენერგომოხმარება კი 15%-ით შემცირდეს. ამ მოვლენას არ უნდა ველოდოთ 2022 წელზე ადრე - იმ დრომდე, სანამ არ დაიწყება ჰიპოთეტურ iPhone 14-ზე მუშაობა. https://bit.ly/2G19WIA
  24. პროგრამა GPU-Z განკუთვნილია გრაფიკული ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლების შემოწმებისთვის. მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ არა მხოლოდ დაადასტურა GeForce RTX 3060 Ti ვიდეო დაფის არსებობა, არამედ გაასაჯაროვა მისი მახასიათებლებიც. ინფორმაცია გამოჩნდა მომხმარებლის Twitter-ზე. GPU-Z-ის ანონიმურმა მონაწილემ პროგრამის მონაცემთა ბაზაში დაამატა GeForce RTX 3060 Ti ვიდეო ბარათის ტექნიკური მახასიათებლების ნაწილი. უფრო ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად ეს მოდელი აგებულია GA104-200 გრაფიკული პროცესორის ბაზაზე - ეს გახლავთ GA104-300 ჩიპის შემცირებული ვერსია ნაკლები CUDA ბირთვით. მონაცემთა ბაზაში არ არის მითითებული GPU-ის მოდელი, თუმცა დაკონკრეტებულია CUDA-ბირთვების რაოდენობა: მოცემული ჩიპის შემთხვევაში მათი რიცხვია 4864. არსებული ინფორმაციით GPU-ს აქვს 80 ROP-ბლოკი, TMU-ბლოკების მონაცემები კი არასწორადაა მითითებული. ფოტოს წყარო: TechPowerUp საინტერესოა ის, რომ ინფორმაცია ასევე შეიცავს მონაცემებს გრაფიკული პროცესორის სიხშირის შესახებ. GPU-Z მონაცემების თანახმად, GPU GeForce RTX 3060 Ti დაფის საბაზისო სიხშირე 1410 მეგაჰერცს შეადგებს, ავტომატური აჩქარების რეჟიმში კი - 1665 მჰც. აგრეთვე მითითებულია, რომ დაფას აქვს GDDR6 სტანდარტის 8 გბ ვიდეომეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. შეგახსენებთ, მეხსიერების ანალოგიური კონფიგურაცია გამოიყენება უფრო მაღალი წარმადობის GeForce RTX 3070 მოდელებში, რომელთაც NVIDIA გაყიდვაში რამდენიმე დღეში გამოუშვებს. ფოტოს წყარო: VideoCardz რესურს VideoCardz-ის მონაცემებით, თავად მწარმოებელ კომპანიას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია GeForce RTX 3060 Ti ვიდეო დაფის არსებობა, თუმცა პარტნიორი კომპანიები უკვე დაკავებულნი არიან მის ბაზაზე საკუთარი ვარიანტების შექმნით. აგრეთვე მითითებულია, რომ GeForce RTX 3060 Ti დაფის საბოლოო ფასი და გაყიდვის დაწყების თარიღი კომპანიას ჯერ არ განუსაზღვრია, თუმცა რელიზი დაახლოებით ნოემბრის შუა პერიოდშია მოსალოდნელი. არაოფიციალური ინფორმაციით, ვიდეო დაფა 400 აშშ დოლარზე იაფი უნდა ღირდეს. https://bit.ly/37LDK7M
  25. მოსალოდნელია, რომ საფულე, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება თანხის გადარიცხვა მონაწილე მხარეების ინტერნეტთან დაკავშირების გარეშე, გამოყენებულ იქნება ციფრული იუანის საპოლოტე პროექტის მომდევნო ეტაპზე. ამის შესახებ აცხადებს 8btc ჩინეთის CBDC ინსტიტუტის დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით. ხსენებულმა პირმა განაცხადა, რომ აპლიკაცია „მთლიანად შემუშავებულია და აქვს მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი“. მისი თქმით, შენჩჟენის მუნიციპალური ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საპილოტე პროექტში მონაწილეთა ენთუზიაზმმა მოლოდინს გადააჭარბა. 12 ოქტომბერს საქალაქო ხელისუფლებამ დაარიგა 50 ათასი „წითელი კონვერტი“, გამარჯვებულებმა მიიღეს 200 ციფრული იუანი, რომლის დახარჯვა შესაძლებელია 3389 სავაჭრო წერტილში. ლატარეაში მონაწილეობის განაცხადი შენჩჟენის თითქმის ორმა მილიონმა მაცხოვრებელმა შეიტანა. ექსპერტიმენტი გახლდათ პირველი ვარიანტი ჩინეთის ციფრული ვალუტის (DCEP) საგადახდო სისტემის შესამოწმებლად საზოგადოების მონაწილეობით. CBDC ინსტიტუტის დირექტორის განცხადების თანახმად პილოტში გამოყენებული იყო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული, CBDC-ის მეტად მარტივი ფუნქციები. ჩინეთის სახალხო ბანკმა ტესტირებისთვის შეარჩია მსხვილი კომპანიები და სახელმწიფო ფინანსური დაწესებულებები. იმის შესახებ, რომ DCEP აპლიკაციის დეველოპერები განიხილავენ მობილურ ტელეფონებს შორის ოფლაინ-ტრანზაქციებს, ცნობილი გახდა შენჩჟენში ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ. Primitive Ventures-ის მმართველი პარტნიორი დოვი ვანი თვლის, რომ DCEP-ზე გადასვლისთანავე ცენტრალური ბანკი კიდევ უფრო მეტ კონტროლს მიიღებს მონეტარულ პოლიტიკაზე. https://bit.ly/31YQ299
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.