Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5964
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    199

Everything posted by Magdalena

  1. შვედეთის ხელისუფლება შეისწავლის ქვეყნის ციფრულ ვალუტაზე გადასვლის შესაძლებლობას, იუწყება Bloomberg. ფინანსური ბაზრების მინისტრმა პერ ბოლუნდმა განაცხადა, რომ კვლევა, როგორც მოსალოდნელია, დასრულდება 2022 წლის ნოემბრის ბოლოს. მას უხელმძღვანელებს რიკსბანკის საფინანსო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ანა კინბერტ ბატრა. პირველად შვედეთის გეგმები ციფრული ვალუტის ამოქმედების შესახებ 2016 წელს გახდა ცნობილი. 2020 წლის თებერვალში ცენტრალურმა ბანკმა საკონსულტაციო კომპანია Accenture-თან ერთად დაიწყო ელექტრონული კრონის ტესტირება. გასულ წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს პარტნიორობის ხელშეკრულებას. ოქტომბერში რიკსბანკის გუბერნატორმა შტეფან ინგვესმა განაცხადა, რომ ციფრული კრონის გამოშვების გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე უნდა იქნას მიღებული. ხელისუფლების თვალსაზრისით, ბოლუნდს მიაჩნია, რომ ”აუცილებელია ციფრული გადასახადების ბაზარი ფუნქციონირებდეს უსაფრთხოდ და იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი”. ”იმის მიხედვით, თუ როგორ არის დაპროექტებული ციფრული ვალუტა და რა ტექნოლოგიებია გამოყენებული, მას დიდი შედეგები ექნება ფინანსური სისტემისთვის”, - აღნიშნა მინისტრმა. რიკსბანკის თანახმად, შვედეთში ფულადი სახსრების გამოყენება ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა პანდემიის ფონზე, რომელმაც დააჩქარა ბანკნოტებსა და მონეტებზე ეტაპობრივი უარის თქმა. ქვეყანაში გადასახადების 10%-ზე ნაკლების გადახდა ხდება ნაღდი ფულით. შეგახსენებთ, Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC) გრძელვადიან პერიოდში შეცვლის ნაღდ ფულს. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი კი თვლის, რომ ბანკნოტები და მონეტები კვლავ მოთხოვნადი დარჩება. https://bit.ly/3a8ABA6
  2. DRAM-მეხსიერებაზე ფასის ზრდა 2021 წლის მეორე კვარტალში იყო მოსალოდნელი, თუმცა უარყოფითმა მოვლენებმა ამ პერიოდის დასაწყისი მნიშვნელოვნად გადმოწია. ფასის ზრდა მოსალოდნელია გრაფიკულ ჩიპებზეც. DDR და GDDR მეხსიერების ფასის მნიშვნელოვანი ზრდა 2021 წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება. მონაცემები გამოაქვეყნა ანალიტიკურმა სააგენტო TrendForce-მა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მომდევნო წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ მეხსიერებაზე ფასის ზრდას 3-5%-იდან 8-10 პროცენტამდე. იანვრის დასაწყისში შესაძლებელია არსებული ფასის შენარჩუნება, თუმცა ეს ალბათ დიდხანს არ გაგრძელდება. ამავე დროს, Twitter-ის ცნობილი ინფორმატორი @harukaze5719 აცხადებს, რომ NVIDIA-სა და AMD-ს გრაფიკული ჩიპების ღირებულება გაიზრდება. პარტნიორებისთვის ფასები მოიმატებს 10%-ით, რაც მეხსიერების ფასის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იმოქმედებს ვიდეო დაფების საბოლოო ღირებულებაზე. ფასები სარეკომენდაციო ფასებზე ისედაც მაღალია, თუმცა როგორც ჩანს ეს არ იყო ზღვარი. წყარო: Twitter @harukaze5719 ასევე აღინიშნება, რომ ცხარე განხილვებში არსებული GeForce RTX 3080 Ti დაფის გამოსვლა შესაძლოა შეფერხდეს და იგი არ გამოვიდეს იანვარში, როგორც მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზი ამ შემთხვევაშიც შესაძლოა იყოს ფასის ცვლილება, რომელიც საშუალებას არ იძლევა გრაფიკული ამაჩქარებლის უკვე გახმაურებულ კონფიგურაციაზე დაწესდეს ადრე აღნიშნული სარეკომენდაციო ფასი. https://bit.ly/2IPZUeY
  3. One Netbook-ის გუნდი ემზადება ახალი ულტრაკომპაქტური ლეპტოპის გამოსაშვებად: გამოქვეყნებული თიზერები წარმოგვიდგენს მოწყობილობის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. One Netbook ცნობილია კომპაქტური ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებით. ამ დრომდე კომპანია უშვებდა მოწყობილობებს, რომელთა დისპლეის დიაგონალი 7-8.4 დუიმს შეადგენდა. ამჯერად პროექტდება შედარებით მოზრდილი გაჯეტი. ერთ-ერთი თიზერი გვიჩვენებს 10.1-დუიმიან, ვიწრო ჩარჩოს მქონე ეკრანს. ცხადია, ამ პანელს სენსორული კონტროლის მხარდაჭერა ექნება, შედეგად შესაძლებელი იქნება მინი-ლეპტოპის პლანშეტის სახით გამოყენება. მოწყობილობის აპარატული საფუძვლის სახით მოცემულია პლატფორმა Intel Tiger Lake მე-11 თაობის პროცესორით. შესაძლებელია გამოყენებული იყოს ჩიპი Core i7-1160G7, რომლის მახასიათებლებია 4 ბირთვი, 8 ნაკადი და მაქსიმალური სიხშირე 4.4 გჰც. პროცესორში ინტეგრირებულია გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. კომპიუტერის აღჭურვილობაში შევა სწრაფი М.2 2280 ფორმატის PCIe 3.0 x4 NVMe დისკი, ასევე Wi-Fi 6 ან 802.11ax უსადენო კავშირის ადაპტერი. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ კომერციულ ბაზარზე მოწყობილობა შესაძლოა გამოვიდეს სახელწოდებით - One 4 ან One Mix 4. პრეზენტაცია, დიდი ალბათობით, შედგება მომდევნო წლის პირველ კვარტალში. https://bit.ly/2IOcrj0
  4. 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მისამართების რაოდენობა, რომელთა ბალანსი 1000 BTC-ზე მეტია. გაიზარდა მონეტების რაოდენობა კრიპტო-ვეშაპის საფულეებშიც. ეს ცნობები გააზიარა Chainalysis-ის უფროსმა ეკონომისტმა ფილიპ გრედუელმა. წლის დასაწყისიდან კატეგორია „1000 BTC და მეტი“ შეივსო 302 ახალი საფულით. ბალანსები შესაბამის მისამართებზე ამ დროში გაიზარდა 1,4 მლნ BTC-ით. „ეს არის ყველაზე მდიდარი საფულეების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები შედიან ბაზარზე ”, - ნათქვამია Chainalysis-ის ყოველკვირეულ ანგარიშში. Glassnode-ის თანახმად, 1000 BTC-ზე მეტი ბალანსის მქონე მისამართების რიცხვმა 2274-ს გასული თვის ბოლოს მიაღწია. 1 იანვარს მაჩვენებელი იყო 2118, წლის დასაწყისიდან მოყოლებული ზრდის მაჩვენებლმა 7%-ს გადააჭარბა. წყარო: Glassnode. 5 BTC-ზე მეტის მქონე მისამართებმა 2020 წელს შეადგინა 2.4 მლნ BTC. ამ რაოდენობის 58% თავმოყრილია კრიპტო-ვეშაპების საფულეებში, რომლებშიც 1000 BTC-ზე მეტია. წლის დასაწყისიდან მოყოლებული 5-დან 10-მდე Bitcoin-ის მქონე მისამართების რაოდენობა 5948-მდე გაიზარდა. ადრე MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა ივარაუდა, რომ უახლოეს თვეებში ტრადიციული ბაზრის მრავალი მოთამაშე ინვესტიციას განახორციელებს Bitcoin-ში. ასევე შეგახსენებთ, MicroStrategy აპირებს მოიზიდოს 550 მლნ აშშ დოლარი Bitcoin-ის შეძენის ფინანსირებისთვის. https://bit.ly/345ruvW
  5. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რევოლუციური თამაში კიბერპანკის სტილში მეტად მოთხოვნადი აღმოჩნდა. დეტალების მაქსიმალურმა რაოდენობამ და გაფორმებულმა ტექსტურამ გამოიწვია ის, რომ 2-3 წლის წინ ნაყიდ ვიდეო დაფებში გრაფიკის მაქსიმალური პარამეტრები „ანადგურებს“ მომხმარებლების კომპიუტერებს, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო ძველ მოდელებზე. პორტალ Pcgameshardware-ის შემქმნელებმა გადაწყვიტეს Cyberpunk 2077-ში სხვადასხვა გრაფიკული პროცესორის ტესტირება დაწყებული NVIDIA-სა და AMD-ის უახლესი ფლაგმანებით (RTX 3090, 3080, 3070, RX 6900 XT, RX 6800 XT) - დამთავრებული „მოძველებული“ Asus R9 390 Strix OC-ითა და Gigabyte GTX 970 G1 Gaming-ით. შედეგად აღმოჩნდა, რომ NVIDIA-ს დაფები აღემატება AMD-ს ანალოგიურ პროდუქტებს. მაგალითად, სტანდარტულ Full HD გაფართოებაზე (1920 × 1080) RTX 3080 აღემატება AMD-ის ფლაგმანურ RX 6900 XT-ს 9 ნიშნით, ხოლო RX 6800 XT-ს - ათით. 4K (3840x2160) გაფართოებაზე იგივე ბარათმა RX 6900 XT დაფა ჩამოიტოვა მხოლოდ 0.1-ით, თუმცა RX 6800 XT დაფა - 1.9 მაჩვენებლით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მაღალი წარმადობისა აღმოჩნდა Geforce RTX 3090. მისთვის კონკურენციის გაწევა ამჟამად არსებულმა ვერც ერთმა დაფამ შეძლო. https://bit.ly/2W84Hvm
  6. კომპანია XFX-მა წარადგინა Radeon RX 6900 XT დაფის MERC 319 ვერსია. მოდელი RX-69XTACUD9 დაფუძნებულია ფლაგმანურ გრაფიკულ ჩიპზე - Navi 21 XTX с 5120, რომელსაც აქვს 5120 ნაკადური პროცესორი. ვიდეო დაფა სამსლოტიანია და გამოყენებულია გაგრილების მასიური სისტემა სამი ქულერით. მწარმოებელი კომპანია ასახელებს გრაფიკული პროცესორის სამ სიხშირეს: საბაზისო - 1925 მჰც, გეიმინგ-სიხშირე - 2105 მჰც და Boost-სიხშირე - 2340 მჰც. ამრიგად, საბაზისო და ბუსტ-სიხშირეებში კომპანია XFX-მა გამოიყენა ქარხნული აჩქარება 4 და 6%-ის დონეზე ეტალონურ მაჩვენებლებთან შედარებით. ვიდეო დაფას ორმაგი BIOS-სისტემა აქვს, თუმცა კომპანია მიუთითებს მხოლოდ „პირველადი“ BIOS-ის სიხშირეზე. როგორც ჩანს, მეორე კონფიგურაციის მაჩვენებლები სიხშირის ეტალონური მაჩვენებლის ანალოგიურია, ან გვთავაზობს აჩქარების შედარებით ნაკლებ დონეს. Radeon RX 6900 XT MERC 319 დაფას აქვს ორი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის და ეს მეტად საინტერესოა, რადგანაც ამჟამად ეს გახლავთ Radeon-სერიის ერთადერთი არაეტალონური ფლაგმანი, რომელშიც მსგავსი კონფიგურაციაა გამოყენებული. სხვა კომპანიების მიერ წარდგენილი ყველა დანარჩენი მოდელი აღჭურვილია სამი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორით. მწარმოებელი კომპანიის რეკომედაციაა MERC 319 სისტემაში 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკის გამოყენება. გარეგნულად ვიდეო დაფა დიდად არ განსხვავდება ადრე წარმოდგენილი Radeon RX 6800 XT MERC 319 დაფისგან. თუმცა თვალში გვხვდება ის, რომ უმცროსი ვერსიისგან განსხვავებით უფროს მოდელს არ აქვს USB Type-C პორტი. უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა პერფორირებულია და დიდი ჭრილები აქვს, რისი წყალობით უფრო ეფექტურად ხდება რადიატორიდან ქულერის მეშვეობით ცხელი ჰაერის გამოდევნა. ვიდეო დაფის ზომაა 340 × 139 × 57 მმ. დაფის ფაქტობრივი წონა უცნობია, შეფუთვის წონა 2.41 კგ-ს შეადგენს. სავსებით ცხადია, რომ მასის ძირითადი ნაწილი მოდის სწორედ გრაფიკულ ამაჩქარებელზე, რადგან ყუთში თავად ვიდეო დაფის გარდა მოთავსებულია მხოლოდ ინსტრუქცია, დრაივერების დისკი და ორი გადამყვანი კვების სადენებისთვის. კომპანია XFX-მა აგრეთვე გამოაქვეყნა რამდენიმე რეკლამა, რომელთაგან ერთ-ერთი განმარტავს დაფის სახელწოდებაში არსებულ სიტყვა MERC-ს. ბევრი ფიქრობდა, რომ საუბარი ეხება შემოკლებულ ინგლისურ სიტყვა „mercenary“-ს (დაქირავებული), რეალურად კი ეს გახლავთ „mercury"-ს აბრევიატურა. https://bit.ly/3m5XwhC
  7. გერმანიის ბანკმა Bankhaus von der Heydt (BVDH), რომელიც მოქმედებს 1754 წლიდან, ტოკენიზაციის ტექნოლოგიის პროვაიდერ Bitbond-თან პარტნიორობით Stellar-ის ქსელში გამოუშვა Stablecoin EURB. BVDH ყურადღებას ამახვილებს პირველ რიგში ინსტიტუციონალური მომხმარებლების მომსახურებაზე „სექიურითიზაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში“ - გარკვეული აქტივების დაფინანსება ფასიანი ქაღალდების ემიტირების გზით. ბლოკჩეინის გამოყენებით ბიზნესის ეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობების შესწავლისას ბანკმა ყურადღება გაამახვილა ტოკენიზაციის ტექნოლოგიაზე. განცხადების თანახმად, EURB შეიძლება გამოყენებულ იქნას BVDH-ის მომხმარებლებისთვის, აგრეთვე ბლოკჩეინზე ციფრული აქტივების გადაცემის ფინანსური პროგრამების შემქმნელებისთვის. Bitbond ახდენს Stablecoin-ის ინტეგრირებას ბანკისთვის შექმნილ პლატფორმაზე, რომელიც საშუალებას იძლევა EURB გამოყენებულ იქნას სექიურითიზაციისთვის, ემისიის მექანიზმისა და ტოკენების დაწვის ჩათვლით. „Bitbond-მა და Stellar-მა მიგვიზიდა ქსელში აქტივების გაცემისა და მართვის სიმარტივით“ -განაცხადა BVDH-ის მმართველმა დირექტორმა ფილიპ დოპელჰამერმა. მისივე თქმით, EURB-ის გამოყენების პირველი შემთხვევა იქნება SatoshiPay-ის ტრანსსასაზღვრო გადარიცხვის სერვის Dtransfer-ში ტოკენის დანერგვა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ხუთი წამყვანი Stablecoin-ის კაპიტალიზაციამ უკვე 25 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. https://bit.ly/33X4pLO
  8. Ampere თაობის NVIDIA-ს სამომხმარებლო ვიდეო ადაპტერების ხაზი თანდათანობით ივსება ახალი მოდელებით, მაგრამ ამ პროცესის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა, რასაც მოწმობს მრავალი მონაცემი, რომლებიც მიუთითებს GeForce RTX 30 სერიის ახალი გრაფიკული პროდუქტების მოსალოდნელ გამოჩენაზე. HP-ს დრაივერების ახალ ვერსიაში შეინიშნა GeForce RTX 3080 Ti და RTX 3050 გრაფიკული ადაპტერები, ასევე მობილური GeForce RTX 3060 - აცხადებს რესურსი VideoCardz ენთუზიასტ StefanG3D-ს მონაცემებზე დაყრდნობით, რომელმაც „კვლევა“ განახორციელა. გასათვალისწინებელია, რომ დრაივერები შეიცავს მხოლოდ მოწყობილობის იდენტიფიკატორებს, რომლებიც მიუთითებენ გარკვეულ პროდუქტებზე, რომელთა სია მოწოდებულია T4Cfantasy-ს მიერ და შეიძლება არ იყოს მთლიანად ზუსტი, თუმცა სხვა ინფორმატორი ადასტურებს მონაცემების სისწორეს. შეგახსენებთ, სხვადასხვა არაოფიციალური ცნობის თანახმად NVIDIA GeForce RTX 3080 Ti ვიდეო ადაპტერი დაფუძნებული იქნება GA102-250 გრაფიკულ ჩიპზე, რომელსაც აქვს 10496 CUDA ბირთვი და 1635 მეგაჰერცი სიხშირე Boost-რეჟიმში. გარდა ამისა, ახალ პროდუქტს ექნება 20 გბ GDDR6X მეხსიერება 320-ბიტიანი სალტით, ხოლო მისი TGP-ს დონე დაახლოებით 320 ვატი იქნება. სავარაუდოდ, ახალი მოდელი კონკურენციას გაუწევს AMD-ის ახალ ფლაგმანს - ცოტა ხნის წინ გამოსულ Radeon RX 6900 XT-ს, ამიტომ მისი ღირებულება 999 აშშ დოლარს არ გადააჭარბებს. რაც შეეხება უმცროს მოდელ GeForce RTX 3050-ს, არაოფიციალური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, დაფას ექნება GPU GA107-300, რომელიც აღჭურვილია 2304 აქტიური CUDA ბირთვით, ასევე ექნება 4 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით. ამ შემთხვევაში, ვიდეო ადაპტერის TGP-ის დონე იქნება 90 ვატი. NVIDIA GeForce RTX 3080 Ti და RTX 3050 დაფების დებიუტი მოსალოდნელია მომდევნო წლის იანვარში. https://bit.ly/2Kd3csJ
  9. შესაძლოა იქმნებოდეს შთაბეჭდილება, რომ Toyota ჩამორჩება კონკურენტებს ელექტრომობილების სეგმენტში და უპირატესობას ანიჭებს ჰიბრიდულ და წყალბადზე მომუშავე ავტომობილებს. რეალურად კი იაპონური კორპორაცია ცდილობს შექმნას აკუმულატორების წარმოების ტექნოლოგია, რომელიც ელექტრომობილების ბევრ ნაკლს აღმოფხვრის. Toyota-ს მიერ დაფინანსებული, ელექტროლიტიანი აკუმულატორების შექმნაზე მუშაობა ნაყოფს გამოიღებს უკვე მომდევნო წელს, როდესაც იაპონური ავტომწარმოებელი წარადგენს მათზე დაფუძნებული ელექტროძრავის პროტოტიპს - ნათქვამია Nikkei Asian Review-ში. Toyota მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დაიწყებს ელექტრომობილების სერიულ წარმოებას მყარი ელექტროლიტის საფუძველზე არსებული ბატარეებით. პირველწყაროს ინფორმაციით, ახალი ტიპის აკუმულატორებში გაზრდილია ელექტროენერგიის შენახვის სიმჭიდროვე გაბარიტების ზრდის გარეშე, ასევე ამაღლებულია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დონე ტრადიციული ლითიუმის აკუმულატორებთან შედარებით. ახალი აკუმულატორის მქონე პატარა, კომპაქტური ელექტრომობილიც კი უზრუნველყოფს ერთ დამუხტვაზე 500 კილომეტრამდე მანძილის გავლას, საშუალოდ კი სვლის მარაგი ორჯერ გაიზრდება შესაბამისი პირობების შემთხვევაში. საშუალო ზომის ელექტრომობილი ახალი აკუმულატორით შეძლებს დამუხტვის გარეშე 1000 კმ-მდე მანძილის გავლას. მყარი ელექტროლიტის აკუმულატორის ტემპერატურული რეჟიმებიც ექსპლუატაციის მხრივ გაცილებით ხელსაყრელი იქნება. მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობა - ახალი ტიპის ბატარეები უფრო სწრაფად შეძლებს დამუხტვას. მაგალითად, შესაძლებელი იქნება ელექტროძრავის ელემენტების სრულად დატენვა ათ წუთში, რაც უზრუნველყოფს ასობით კილომეტრ გარბენს. სხვა კომპანიებიც აქცევენ ყურადღებას მყარი ელექტროლიტების მქონე ბატარეებს: Nissan Motor აპირებს მსგავსი ბატარეების საფუძველზე მოქმედი ელექტრომობილები ბაზარზე 2028 წლისთვის გამოიყვანოს, Volkswagen მათი მასობრივი წარმოების დაწყებას 2025 წლისთვის, ხოლო ჩინური კომპანიები მომავალ წელს დაიწყებენ ინვესტირებას პროფილურ წარმოებაში. https://bit.ly/3a5mrzk
  10. ინსტიტუციური ინვესტორები შესაძლოა იყვნენ Bitcoin-ის "ბუნებრივი დამცავები" ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული კონტროლისგან. ასეთი განცხადება გააკეთა კრიპტო პლატფორმა ShapeShift-ის გენერალურმა დირექტორმა Erik Voorhees-მა კონფერენცია LaBitConf-ის მსვლელობისას. მისი აზრით, მარეგულირებლებს აშფოთებთ კრიპტოვალუტების მხოლოდ საცალო ინვესტორების მიერ გამოყენების საკითხი. აუდიტორიის გაფართოება სტაბილურობის მსურველი მოთამაშეების ხარჯზე გააუმჯობესებს ვითარებას ინდუსტრიაში. ”ინსტიტუციონალებისთვის Bitcoin-ის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს ყველას თანასწორობას. ეს არის Bitcoin-ის არსი: ფულზე კონტროლის დემოკრატიზაცია, ”- განაცხადა ShapeShift-ის ხელმძღვანელმა. მან მიიჩნია, რომ ციფრული ოქროს ფართომასშტაბიანი მიღება მოხდება მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში, როდესაც აქტივი გახდება გლობალური სავალუტო სტანდარტი. ამჟამად კრიპტოვალუტები კორპორაციულ სექტორში დანერგვის ადრეულ ეტაპზე იმყოფება, თუმცა 2020 წელი ამ მხრივ Bitcoin-ისთვის გარდამტეხი წელი იყო, თქვა Voorhees-მა. პირველი საჯარო კომპანია, რომელმაც თავისი კაპიტალის ნაწილი Bitcoin-ში ჩადო, იყო MicroStrategy. აგვისტოში კომპანიამ შეიძინა 21 454 BTC 250 მლნ აშშ დოლარად, ერთი თვის შემდეგ კი დამატებით შეიძინა 16 796 BTC 174 მლნ აშშ დოლარად. 5 დეკემბერს MicroStrategy-ს ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა განაცხადა Bitcoin-ში ჩადებული მესამე ინვესტიციის შესახებ, რომელიც მოიცავს 50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენას. https://bit.ly/33VWkHu
  11. Xiaomi-მ წარადგინა სმარტფონის კიდევ ერთი ვერსია, რომლის კონსტრუქციაში დრეკადი დისპლეია გამოყენებული. მოწყობილობის აღწერილობა გამოქვეყნდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე (World Intellectual Property Organization, WIPO). რესურს LetsGoDigital-მა წარადგინა Concept Creator-ის მონაწილეობით შექმნილი მოწყობილობის კონცეპტუალური რენდერები. ფოტოები წარმოდგენას გვიქმნის უჩვეულო კონსტრუქციის მქონე მოწყობილობის შესახებ. Xiaomi-ს ჩანაფიქრით, სმარტფონს ორი - ფრონტალური და უკანა ეკრანი ექნება. შესაძლებელია ძირითადი ეკრანი გამოიწიოს კორპუსიდან, რის შედეგად სმარტფონი გარდაიქმნება პატარა პლანშეტად. მომხმარებლებს შეეძლებათ ეკრანის გამოწევა საჭირო სიგრძეზე: მაქსიმალური გაშლის შემთხვევაში მისი სასარგებლო ფართობი ფაქტობრივად ორმაგდება. სპეციალური მექანიზმი საიმედოობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. უკანა ეკრანის წყალობით წინა კამერის საჭიროება გაქრება: მფლობელები შეძლებენ სელფი გადაიღონ ძირითადი მრავალმოდულიანი კამერით და უკანა ეკრანი ვიდეომძებნელის სახით გამოიყენონ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შემოთავაზებული დიზაინი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. Xiaomi არ საუბრობს მოწყობილობის კომერციული ვერსიის შექმნის გეგმებზე. https://bit.ly/3lZzu7S
  12. Biostar-მა და MSI-მ დააანონსეს AMD RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული ეტალონური Radeon RX 6900 XT ვიდეო დაფები, რომლებიც განკუთვნილია გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერებისთვის. გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი Navi 21 XTX 80 ბლოკითა და 5120 ნაკადური პროცესორით. ვიდეო დაფებს აქვთ 16 გბ GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. ჩიპის ბირთვის საბაზისო სიხშირეა 1825 მჰც, გეიმინგ-სიხშირე - 2015 მჰც, ტურბო-სიხშირე - 2250 მჰც. გაგრილების სისტემის შემადგენლობაში შედის სამი ქულერი. ინტერფეისების ნაკრები მოიცავს ორ DisplayPort 1.4 პორტს, ერთ HDMI 2.1 კონექტორს, აგრეთვე სიმეტრიულ USB Type-C პორტს. გამოყენებულია ინტერფეისი PCI Express 4.0, ენერგომოხმარების მაქსიმალური მაჩვენებელი 290-300 ვატს შეადგენს. ცალკე უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა Biostar Radeon RX 6900 XT (შიფრი VA69T6AEP2). В ვიდეო დაფის შესახებ. მისი გრაფიკული ჩიპის მაქსიმალური დასაშვები სიხშირეა 2600 მჰც, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეტალონურ მაჩვენებელს, თუმცა ჩიპის აჩქარება მხოლოდ მექანიკურადაა შესაძლებელი. ქულერები სრულიად ჩერდება მცირე დატვირთვისას, რისი წყალობით ამაჩქარებელი ხმას საერთოდ არ გამოსცემს მუშაობისას. ქულერებზე მოცემულია სტიკერები Biostar-ის ლოგოთი. სამწუხაროდ, Biostar და MSI ამჟამად არ ახმაურებენ ვიდეო დაფების ფასებს, თუმცა ჯამში ისინი AMD-ის სარეკომენდაციო ფასის - 999 აშშ დოლარის ტოლი უნდა იყოს. https://bit.ly/39WoKVl
  13. Fintech-სტარტაპ Diem-ის თანადამფუძნებელი კრის ადელსბახი კომპანია Facebook-ს საჩივრით ემუქრება Libra Association-ის რებრენდინგში ანალოგიური დასახელების გამოყენების გამო. მიუხედავად Facebook-თან მომავალი იურიდიული ბრძოლის საშიშროებისა, პლატფორმამ გაიარა იურიდიული კონსულტაცია და ჩივილი მაინც გადაწყვიტა. „Facebook-ს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდებოდა გაეგო, არსებობს თუ არა კიდევ ერთი Diem საფინანსო სერვისების სფეროში. მათ, ცხადია, იფიქრეს, რომ შეძლებდნენ მარტივად აეარათ ჩვენთვის გვერდი“ - განაცხადა ადელსბახმა. Diem-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერი კუპიმ აღნიშნა, რომ გაოგნდა, როდესაც შეიტყო, რომ ასოციაცია Libra-მ სახელი შეიცვალა Diem-ად. „ჩვენი მცირე სტარტაპი წუხს, რომ Libra-ს მოქმედებების შედეგად მომხმარებელთა დაბნეულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს ზრდაზე”, - განაცხადა მან. Diem Facebook-ისგან ელოდება ე.წ. შეწყვეტისა და თავშეკავების წერილზე პასუხს. სტარტაპმა არ დააკონკრეტა რომელი იურიდიული პირის წინააღმდეგ აპირებს სარჩელის შეტანას: ლონდონში განთავსებული Facebook-ის თუ ჟენევაში არსებული Diem Association-ის წინააღმდეგ. ლონდონში დაფუძნებული სტარტაპი Diem ამოქმედდა 2020 წლის ოქტომბერში და მას შემდეგ მოიზიდა ნახევარი მილიონი გამომწერი. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მყისიერად გაყიდონ ქონება ინტერნეტით და ასევე გასცემს სადებეტო ბარათებს. შეგახსენებთ, რომ Facebook-მა Libra-ს რებრენდინგის გეგმის შესახებ 1 დეკემბერს განაცხადა. ამავე დროს, ციფრული ვალუტის შემქმნელმა Libra Association-მა შეიცვალა სახელწოდება და გახდა Diem Association. რებრენდინგი უკავშირდება ორგანიზაციის სურვილს - ჩამოშორდეს გლობალური Stablecoin-ის თავდაპირველ მოდელს, რომელიც წარმოდგენილ იქნა 2019 წლის ივნისში და აღშფოთება გამოიწვია გლობალურ მარეგულირებელ ორგანოებში. მოგვიანებით გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა სახელშეცვლილ Libra-ს უწოდა "მგელი ცხვრის ტყავში" და თქვა, რომ კომპანიას მარეგულირებელი პრობლემების მოსაგვარებლად „რებრენდინგზე მეტი რამ სჭირდება“. მაისში Facebook-მა განახორციელა საფულე Libra-ს რებრენდინგი და Calibra შეცვალა Novi-თ. ეს გაკეთდა fintech-სტარტაპ Current-ის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიის საფუძველზე მსგავსი ლოგოს გამოყენებასთან დაკავშირებით. https://bit.ly/3lVXtoB
  14. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) იყენებს HPE-ის გამოთვლითი მოწყობილობა Aitken-ს მისია Artemis-ის კომპლექსური სიმულაციების შესასრულებლად. ამ სუპერკომპიუტერის მეშვეობით უკვე მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული. შეგახსენებთ, რომ პროექტ Artemis-ის თანახმად NASA გეგმავს ორი ასტრონავტის ჩაყვანას მთვარის სამხრეთ პოლუსის რეგიონში 2024 წელს. კოსმოსური ხომალდის გაშვება ფლორიდაში არსებული კენედის კოსმოსური ცენტრიდან უნდა მოხდეს. NASA-ს მკვლევარებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ რა მოხდება რაკეტის გაშვებისას, რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული გამწევი რაკეტისგან ამაჩქარებლის მოშორება და ა.შ. სწორედ ამ ამოცანების გადაჭრაში ეხმარება მეცნიერებს სისტემა Aitken. სუპერკომპიუტერი HPE-მ შექმნა 2019 წლის აგვისტოში. იგი განთავსებულია მოდულური სუპერკომპიუტერული ობიექტის თორმეტი კომპიუტერული ბლოკიდან პირველში. ამავდროულად, NASA და HPE მუდმივად მუშაობენ ამ კომპლექსის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე. ”მუშაობის პირველ წელს NASA-ს სუპერკომპიუტერ Aitken-მა გამოიყენა ენერგიის მხოლოდ 16% გაგრილებისთვის, რის შედეგად დაზოგა 100 ათას აშშ დოლარზე მეტი და 1.4 მილიონი კილოვატი საათი ენერგია. 91%-ით შემცირდა წყლის მოხმარება სუპერკომპიუტერის გასაგრილებლად, რამაც შესაძლებელი გახადა დღეში 3.8 ათასი კუბური მეტრი წყლის დაზოგვა ”, - აღნიშნავს HPE. 2021 წლის იანვარში Aitken-ის სიმძლავრე გაიზრდება HPE Apollo ნოუდების დამატების ხარჯზე, რაც დამყარებულია მეორე თაობის AMD EPYC პროცესორებზე. შედეგად დაჩქარდება კომპლექსური გამოთვლები NASA-ს სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად. https://bit.ly/2K0w1c7
  15. ჩინურ კომპანია Zotac-ს ორი სერიის პროდუქტი აქვს: ერთი სერიის მოდელები საერთაშორისო ბაზარზე გამოდის, ზოგი კი მხოლოდ შიდა ბაზრისთვისაა განკუთვნილი. როგორც წესი, საერთაშორისო ბაზარზე ყოველთვის არის AMP და Twin Edge სერიის ვიდეო დაფები. ჩინელ მომხმარებლებს ბევრად უფრო ფართო არჩევანი აქვთ. ამ უკანასკნელთათვის კომპანიამ მოამზადა GeForce RTX 3060 Ti გრაფიკული ამაჩქარებლის სამი ახალი ვერსია Apocalypse, PGF და X-GAMING ვერსიებში. ფოტოს წყარო: VideoCardz Zotac GeForce RTX 3060 Ti Apocalypse OC ვერსიაში გამოყენებულია მასიური 2.5-სლოტიანი გაგრილების სისტემა სამი ქულერით. მოდელს აქვს ვიდეოდრაივერების სტანდარტული ნაკრები: სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI 2.1. ახალი დაფის განსაკუთრებული მახასიათებელია დამატებითი კვებისთვის განკუთვნილი ორი 8-პინიანი კონექტორი. ორივე საჭიროა თუ არა - საკამათო საკითხია, რადგანაც ვიდეო დაფის ენერგომოხმარების დონე 200 ვატს შეადგენს. Zotac GeForce RTX 3060 Ti Apocalypse OC დაფას აქვს გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარება, კომპანიამ დაუმატა 30 მეგაჰერცი და Boost-რეჟიმში სიხშირე გაიზარდა 1695 მჰც-მდე. Zotac GeForce RTX 3060 Ti PGF OC მიეკუთვნება კომპანიის ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ ფლაგმანურ სერიას. როგორც წესი, ამ ტიპის დაფებს ყველაზე დიდი ქარხნული აჩქარების მაჩვენებელი გააჩნია. გარკვეულ შემთხვევეში იგი აღემატება კიდეც საერთაშორისო ბაზრისთვის განკუთვნილი AMP-ვერსიის ქარხნულ აჩქარებას. Ampere არქიტექტურის მქონე უმცროსი ვერსიაც არ გახლავთ გამონაკლისი, თუმცა იგი არ არის ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფა ამჟამად წარმოდგენილ მოდელებს შორის. GeForce RTX 3060 Ti PGF OC დაფის GPU-ის სიხშირეა Boost-რეჟიმში 1720 მჰც. GeForce RTX 3060 Ti დაფის მოცემული ვერსიის კომპლექტაციაში შედის დამატებითი გამაძლიერებელი ფირფიტა - ვიდეო დაფის წონა მითითებული არ არის, თუმცა როგორც ჩანს მძიმეა. კომპლექტში ასევე შედის კვების სადენი RGB-განათებისთვის. Zotac GeForce RTX 3060 Ti X-GAMING OC ვერსია გახლავთ Zotac-ის ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილი ვიდეო დაფების საბაზისო სერიის წარმომადგენელი. მიუხედავად ხმამაღალი „OC“ დასახელებისა, ვიდეო დაფას მწარმოებელმა კომპანიამ დაუმატა მხოლოდ 15 მჰც Boost-სიხშირეზე, რითაც იგი 1780 მჰც-მდე გაიზარდა. PGF და Apocalypse მოდელებისგან განსხვავებით X-GAMING ვერსიას აქვს მხოლოდ ერთი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. https://bit.ly/39TttHm
  16. პირველი კრიპტოვალუტის ფასის რყევების დიაპაზონი შესაძლოა იყოს 10 ათასი - 50 ათასი აშშ დოლარი, ხოლო კაპიტალიზაცია შეიძლება გაიზარდოს 1 ტრილიონ აშშ დოლარამდე. Bloomberg-ის ანალიტიკოსების აზრით, Bitcoin-ს ახალი რეკორდისკენ წაიყვანს მშპ-ისა და სესხის რაოდენობრივი შემსუბუქების და ზრდის თანაფარდობის უპრეცედენტო ტემპი, აგრეთვე მონეტების ემისიის შემცირება ჰალვინგის შემდეგ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე კონსოლიდაცია 19 ათასი - 20 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ შემდგომი ზრდა გაგრძელდება. ანალიტიკოსების ოპტიმიზმს საფუძვლად უდევს ფუნდამენტური ძვრები 2017 წლიდან. ბოლო სამი წლის განმავლობაში CME-ზე Bitcoin-ფიუჩერსების მიმართ ღია ინტერესი 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ციფრული ოქროს ყოველდღიური ემისია 1800-დან 900 მონეტამდე შემცირდა, ხოლო საინვესტიციო კომპანია Grayscale Investments-ის GBTC-ის ტრასტებში თანხების ღირებულება 200 მილიონიდან 10 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობა - 1 ტრილიონი აშშ დოლარი მხოლოდ დროის საკითხია. მათ მიერ რეგრესიის ხაზის გარშემო აგებული ღირებულებების დერეფანი ცხადყოფს, რომ ეს შეიძლება მიღწეულ იქნას 2021-2022 წლებში. სხვა ფაქტორებთან ერთად ანალიტიკოსები აღნიშნავენ პირველი კრიპტოვალუტის არასტაბილურობის შემცირებას. ბოლო 180-დღიანი შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 1.8-ჯერ აღემატება ოქროს ანალოგიურ მაჩვენებელს. ანგარიშში ასევე ნახსენებია Bitcoin-ის აქტიური შეთავაზების შემცირება. Coin Metrics-ის მონაცემების საფუძველზე ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლის განმავლობაში Onchain-მონეტების წილი შემცირდა პირველი კრიპტოვალუტის მთლიანი ემისიის 40%-მდე. 2013 და 2017 წლებში, როდესაც ფასი მნიშვნელოვნად მაღალ დონეებს აღწევდა, ეს მაჩვენებელი 60% იყო. დასასრულს, ექსპერტებმა წარმოადგინეს გრაფიკი, რომელშიც ნაჩვენებია ჰეშრეითისა და Bitcoin-ის ფასის ერთდროული ზრდა მსოფლიო ცენტრალური ბანკების ბალანსის თანაფარდობის და გლობალური მშპ-ის თანაფარდობის ზრდის ფონზე (მონიშნულია ყვითლად). თეთრი დაღმავალი ხაზი აღნიშნავს პირველი კრიპტოვალუტის ემისიის შემცირებას. შეგახსენებთ, CME-ზე Bitcoin-ფიუჩერსებით მოვაჭრეების მოკლევადიანმა ჯამურმა პოზიციებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ანალიტიკურ სერვის CryptoQuant-ის ხელმძღვანელს ადრე ჰქონდა ნავარაუდევი, რომ Bitcoin-ვეშაპების გაყიდვებზე დაბრუნება გაარღვევდა ფსიქოლოგიურ 20 ათას აშშ დოლარიან ბარიერს მიმდინარე წლის ბოლოს. https://bit.ly/3ox4uOs
  17. როგორც მოგეხსენებათ, გასულ თვეში Apple-მა წარადგინა M1 ჩიპი ოთხი მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვით, 8-ბირთვიან რვაბირთვიან გრაფიკულ პროცესორთან ერთად. ეს ჩიპი გამოიყენება სამ პროდუქტში: MacBook Air, MacBookPro და Mac Mini. Apple-ს თანდათანობით გადააქვს თავისი პროდუქტები ARM-არქიტექტურაზე და ეტაპობრივად უარს ამბობს x86 არქიტექტურაზე, მაგრამ გააგრძელებს მის გამოყენებას შესაბამისი შემცვლელის მზადყოფნამდე. Bloomberg-მა ამჯერად განაცხადა Apple-ის გეგმების შესახებ, რაც მოიცავს მომდევნო თაობის ჩიპების გამოშვებას ახალი პროდუქტებისთვის. სტატია დაფუძნებულია Apple-ს სამომავლო სამოქმედო გეგმის მცოდნე პირების ინფორმაციაზე, რომლებიც ანონიმურობას ინარჩუნებენ მანამ, სანამ ინფორმაცია არ გახდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ცნობების თანახმად Apple აჟამად აქტიურად მუშაობს ჩიპზე, რომელსაც 16-მდე მაღალი წარმადობის ბირთვი ექნება, თუმცა თავდაპირველად შესაძლოა გამოვიდეს 8 და 12-ბირთვიანი ვარიანტები. საინტერესოა, რომ მუშავდება აგრეთვე 32-ბირთვიანი ჩიპი, რომელიც უნდა გახდეს Intel-ის მაღალი დონის 28-ბირთვიანი პროცესორის მქონე დესკტოპ-სისტემების მემკვიდრე (Mac Pro). უცნობია რამდენი მცირე ბირთვი ექნება ასეთ ჩიპს, მაგრამ, როგორც ჩანს, Apple და Intel-ი უახლოეს წლებში აქტიურად ჩადებენ ინვესტიციას ჰიბრიდულ პროცესორებში. Intel-ი ამჟამად მუშაობს Alder Lake პროცესორებზე, რომლებიც ასევე დაფუძნებულია ჰიბრიდულ პროცესორებზე. გავრცელებულ სტატიაში ასევე ნაჩვენებია Apple-ის გეგმები მაღალი ხარისხის გრაფიკული პროცესორებთან დაკავშირებით. Apple ამჟამად იყენებს AMD-ის დისკრეტულ გრაფიკას ლეპტოპებსა და სამუშაო სადგურებში. მაგალითად, წელს კომპანიამ გამოუშვა 16-დუიმიანი Macbook Pro Navi 12 ჩიპის ბაზაზე. როგორც ჩანს, Apple მალე მონახავს ამ გადაწყვეტილების ჩანაცვლებასაც. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია მუშაობს 16- და 32-ბირთვიან გრაფიკულ ჩიპებზე. ასევე ვრცელდება ხმები, რომ Apple-ს შესაძლოა ჰქონდეს გრაფიკული პროცესორები საკუთარი მაღალი წარმადობის დესკტოპ-კომპიუტერებისთვის. მუშავდება 64- და 128-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორები, რომლებიც რამდენჯერმე სწრაფი უნდა იყოს AMD-სა და NVIDIA-ს იმ გრაფიკულ დაფებთან შედარებით, რომელთაც კომპანია ამჟამად იყენებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ყველა ზემოთხსენებული ჩიპის გამოშვება დაგეგმილია 2021-2022 წლებში. https://bit.ly/2L89ydu
  18. ამერიკულმა საავტომობილო სტრატაპმა Aptera-მ დააანონსა ელექტრომობილი, რომელიც მზის ენერგიით იკვებება და არ საჭიროებს სპეციალურ დამუხტვას. კომპანიის პირობაა, რომ მაქსიმალური კომპლექტაციის მოდელს შეუძლია გაიაროს 1600 კმ სრულად დამუხტული აკუმულატორით. ფოტოს წყარო: The Verge სამსაბურავიანი ავტომობილი გათვლილია სალონში ორი მგზავრისა და შინაური ცხოველის განთავსებაზე. აღსანიშნავია, რომ საბარგული დამზადებულია კომპოზიტური მასალებისგან, რის ხარჯზე ავტომობილის წონა კომპლექტაციის მიხედვით იქნება 816-998 კილოგრამი. ელექტრომობილის სახურავი მთლიანად დაფარულია მზის ბატარეებით, რომლებიც, როგორც მწარმოებელი ამტკიცებს, დღის განმავლობაში აკუმულატორს მუხტავენ 70 კილომეტრი მანძილის გავლის სამყოფი ენერგიით. არის უსიამოვნო ნიუანსიც: მოძრაობის დროს აკუმულატორი არ იმუხტება. საბაზისო კონფიგურაციის ელექტრომობილში განთავსებულია 25 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა - მისი გავლის მარაგი 400 კილომეტრს აღწევს. ძრავის სიმძლავრეა 134 ცხენის ძალა. ავტომობილს შეუძლია 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 5.5 წამში. აგრეთვე გათვალისწინებულია 40- და 60 კვტ/სთ მოცულობის აკუმულატორის მქონე მოდელები 640 და 960 კილომეტრის გავლის მარაგით, შესაბამისად. მაქსიმალურ კონფიგურაციაში კი გამოყენებული იქნება 100 კვტ/სთ მოცულობის აკუმულატორი (1600 კმ-მდე გავლის მარაგი), 201 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავი და ოთხი წამყვანი თვალის სისტემა. ავტომობილ Aptera-ს აქვს რთული ფორმა აეროდინამიკური წინაღობის 0.13 კოეფიციენტით. შედარებისთვის, Tesla Model 3-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 0.23-ს შეადგენს. ავტომობილის ფასი იწყება 25900 აშშ დოლარიდან და ადის 46 ათას დოლარამდე. წინასწარი შეკვეთები უკვე მიიღება, მიწოდების დაწყება 2021 წლიდან არის მოსალოდნელი. 2011 წელს კომპანიამ სცადა ბაზარზე სამსაბურავიანი ელექტრომობილის გატანა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა თავი გაკოტრებულად გამოეცხადებინა, რადგან ვერ მიიღო 150 მლნ აშშ დოლარის კრედიტი. 2019 წელს Aptera-მ ინვესტორების ძიება გამოაცხადა და ამჯერად ახალი პროექტით დაბრუნდა. https://bit.ly/2K3sZn9
  19. აშშ-ის წამყვანი საფონდო ინდექსების მომწოდებელი - S&P Dow Jones Indices წარადგენს ახალ პროდუქტს ციფრული აქტივების საფუძველზე, რომელიც 2021 წელს ამოქმედდება. კრიპტოვალუტებზე შექმნილი ინდექსის გამოშვება გამოცხადდა ოფიციალურ პრეს-რელიზში. პროდუქტი შემუშავდება ნიუ-იორკში დაფუძნებულ კომპანია Lukka-სთან პარტნიორობით. კომპანიაში კრიპტოვალუტების ინდექსის ამოქმედების მიზეზი ინვესტორების მხრიდან მათ მიმართ ინტერესის ზრდა გახდა. S&P Dow Jones Indices– ის ინოვაციებისა და სტრატეგიის გლობალურმა ხელმძღვანელმა პიტერ როფმანმა აღნიშნა, რომ ინდექსი გაამარტივებს ციფრული აქტივების მართვის პროცესს და დაიცავს ინვესტორებს ბაზარზე არსებული სპეკულაციური რისკებისგან. S&P Dow Jones არ არის პირველი კომპანია, რომელიც გამოუშვებს კრიპტისავალუტო ინდექსს. 2019 წელს მსგავსი პროდუქტი წარადგინა მსოფლიოს სიდიდით მეორე საფონდო ბირჟა Nasdaq-მა. მან დაამატა ინდექსი, რომელიც დაფუძნებულია 100 კრიპტოაქტივზე - სახელწოდებით CIX100. https://bit.ly/3mNLuKN
  20. Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პროგრესი იქნა მიღწეული მთვარეზე დასაფრენ მოდულ Blue Origin-ისთვის განკუთვნილი ძრავის შემუშავებაში. საერთო ჯამში ძრავმა იმუშავა თითქმის 21 წუთი. მორიგმა წარმატებულმა ტესტირებამ ბეზოსს საშუალება მისცა გამოეხატა დარწმუნება, რომ მისი გუნდი გაიმარჯვებს NASA-ს კონკურსში და ოთხი წლის შემდეგ ადამიანებს მთვარეზე წაიყვანს. ძრავი BE-7 გადის აალების მორიგ სტატიკურ გამოცდას. ფოტოს წყარო: Blue Origin „ეს გახლავთ ძრავი, რომელიც პირველ ქალს წაიყვანს მთვარეზე“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში. – „BE-7 - ეს არის მაღალი წარმადობის, 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი, 10 ათასი ფუნტი გაწევის უნარის მქონე თხევადი წყალბად-ჟანგბადის ძრავი მთვარის მოდულისთვის, რომელსაც ასევე გააჩნია 2000 ფუნტამდე დროსელირების შესაძლებლობა მთვარეზე ზუსტი დაშვებისთვის“. დასაფრენ მოდულ Blue Origin-ს ექნება ერთი BE-7 ძრავი. ფოტოს წყარო: Blue Origin NASA-ს შეჯიბრში კიდევ სამი გუნდი მონაწილეობს „ეროვნული გუნდის“ (National Team) პრალელურად. კერძოდ, ილონ მასკის კომპანია SpaceX-საც აქვს საკუთარი პროექტი ადამიანის მთვარეზე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. მიიჩნევა, რომ შეჯიბრის გამარჯვებული გამოცხადდება მომდევნო წლის თებერვალში, რის შემდეგ დაიწყება კოსმოსური რაკეტის აგება მთვარის მისია Artemis-ისთვის. ჯეფ ბეზოსი, როგორც მისი შეტყობინებების კონტექსტიდან ჩანს, საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია. https://bit.ly/3qzlVzG
  21. Twitter-ექაუნთ momomo_us-ის მფლობელმა გარკვეული სავაჭრო მომწოდებლის გვერდზე აღმოაჩინა ASUS-სა და Lenovo-ს ჯერ კიდევ დაუანონსებელი ლეპტოპები Ryzen 5000H და 5000U ჩიპებით. მათი ანონსი უნდა შედგეს CES 2021-ზე. ინფორმაციამ Ryzen 5000H სერიის მინიმუმ ოთხი წარმომადგენლის შესახებ ინტერნეტში უკვე გაჟონა საცალო ქსელებიდან. მათ რიცხვს მიეკუთვნება Ryzen 9 5900HX, Ryzen 9 5900HS, Ryzen 7 5800H და Ryzen 5 5600H. გავრცელებული ინფორმაციით მათ Zen3 არქიტექტურა ექნებათ. ფლაგმანურ ვერსია Ryzen 9 5900HX-ს ექნება 8 ბირთვი და 16 ნაკადი. მაქსიმალური სიხშირე გაზრდილი წარმადობის პირობებში იქნება 4.6 გჰც. ენერგომოხმარება: 45 ვატი. ფოტოს წყარო: videocardz ჯერ კიდევ არგამოსულ ლეპტოპ ASUS Zephyrus G14-ის მახასიათებლებში აღმოაჩინეს ჩიპი Ryzen 9 5900HS. იგი გამოირჩევა შემცირებული ენერგომოხმარებით - მაჩვენებელი 35 ვატს შეადგენს. ნაწილობრივ ცნობილია 8-ბირთვიანი Ryzen 5800H ჩიპის ტექნიკური მახასიათებლებიც: მისი ტაქტის სიხშირე წინამორბედთან (AMD Ryzen 7 4800H) შედარებით მაღალი იქნება და შეადგენს 3.2 გიგაჰერცს. ფოტოს წყარო: videocardz AMD Ryzen 5 5600H-ს ექნება 6 ბირთვი და 12 ნაკადი. მისი საბაზისო სიხშირე ამჟამად გავრცელებული ცნობებით შეადგენს 3 გჰც-ს, ტურბო-სიხშირე - 4.1 გჰც-ს. Ryzen 5 4600H-ის ფონზე საბაზისო სიხშირე 100 მეგაჰერცითაა გაზრდილი. ჩიპების გრაფიკული ქვესისტემის კონფიგურაციების შესახებ მონაცემები ამჟამად მიუწვდომელია. ფოტოს წყარო: videocardz საბითუმო მომწოდებლებისგან ცნობილი გახდა ასევე ინფორმაცია AMD-ის U პრეფიქსის მქონე ჩიპების შესახებ. ეს გახლავთ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი, ენერგოეფექტური Zen2 პროცესორების სერია. ამ CPU-ების ენერგომოხმარება 25 ვატს არ აღემატება. რვაბირთვიანი Ryzen 7 5800U ჩიპის საბაზისო სიხშირე იქნება 2 გჰც, მაქსიმალური - 4.4 გჰც. გავრცელებული ცნობებით, მას ექნება 8 ვიდეობირთვი 2 გჰც სიხშირით. Ryzen 7 5600U მოდელის მახასიათებლებია 6 ბირთვი და 2/4.3 გჰც სიხშირე. სერიის ყველაზე უმცროს Ryzen 3 5300U ჩიპს ექნება 4 ბირთვი, თითოეული მათგანი იმუშავებს 2.6 გჰც სიხშირეზე. ტურბო-რეჟიმში მიიღწევა 3.85 გჰც. ორივე, AMD Ryzen 5000H და Ryzen 5000U სერიის ჩიპების, აგრეთვე მათ ბაზაზე შექმნილი მოწყობილობების წარდგენა უნდა შედგეს 2021 წელს. https://bit.ly/3qznUnq
  22. Bitcoin-ის ახალმა ისტორიულმა მაქსიმუმმა და 1 დეკემბერს Ethereum 2.0 ნულოვანი ფაზის ამოქმედებამ გამოიწვია რეკორდული თვიური სავაჭრო ბრუნვა Binance-ზე პლატფორმის დაარსების დროიდან მოყოლებული - ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ანგარიშში. 26 ნოემბერს Binance Futures-ის დერივატივების განყოფილებამ ისტორიაში ყოველდღიური ვაჭრობის მაქსიმალური მოცულობა 37 მილიარდი აშშ დოლარი დააფიქსირა. ნოემბრის თვეში პლატფორმის მთლიანმა ბრუნვამ 450 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მაღალ სავაჭრო აქტივობას ხელი შეუწყო Bitcoin-ის ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე მიღწევამ სპოტ-ბაზრებზე. ნოემბრის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ფასი თითქმის 40%-ით გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაციამ 350 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა CoinGecko-ს თანახმად. ვაჭრობის მოცულობის დინამიკა Binance Futures-ზე. წყარო: Binance. Bitcoin-ის ფასის 20 ათას აშშ დოლარამდე მიღწევისას ჯამურმა ღია ინტერესმა რეკორდული 2.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ღია ინტერესის საშუალო მაჩვენებელი ნოემბერში გაიზარდა 58%-ით 1.9 მილიარდამდე ოქტომბრის 1.2 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. ღია ინტერესის დინამიკა Binance Futures-ზე. წყარო: Binance. თუ ნოემბრის პირველ ნახევარში ბაზრის მონაწილეები ძირითადად კონცენტრირებულნი იყვნენ Bitcoin-ფიუჩერსებზე რაც მთლიანი სავაჭრო მოცულობის 60% -ს შეადგენდა, თვის მეორე ნახევარში ინტერესი მიენიჭა Altcoin-ებს. ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ETH2-ის ნულოვანი სტადიის ამოქმედების მოლოდინით. კაპიტალიზაციის მხრივ მეორე კრიპტოვალუტის ფასი ნოემბერში 59%-ით გაიზარდა. Bitcoin-ისა და Altcoin-ების ვაჭრობის მოცულობის თანაფარდობა Binance Futures-ზე. წყარო: Binance. შეგახსენებთ, Binance-მა გამოაცხადა Ethereum 2.0 სტეიკინგის ამოქმედება. პლატფორმამ სერვისზე წვდომა 2 დეკემბერს გახსნა. Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი Changpeng Zhao შევიდა Bloomberg-ის გლობალური კუმირებისა და ინოვატორების 50-ეულში. https://bit.ly/36K8pkK
  23. ინსაიდერებმა აღმოაჩნეს ნიდერლანდებში წარმოდგენილი ახალი ლეპტოპები GeForce RTX 3000 სერიის ვიდეო დაფებით. ლეპტოპებს აქვთ ჯერ კიდევ დაუანონსებელი დაფები RTX 3080, RTX 3070 და RTX 3060. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მძლავრია ვარიანტი Intel Core 10 თაობის i9-10980HK პროცესორითა და GeForce RTX 3080 Max-Q დაფით. ლეპტოპი Gigabyte AERO 17 HDR ამგვარი მახასიათებლებით გაიყიდება 5134 ევროდ. Intel Core i7-10870H წარმოდგენილი იქნება გრაფიკულ დაფებთან - RTX 3070 Max-Q-სა და RTX 3060 Max-P-სთან ერთად. ყველაზე დაბალფასიან მოდელს ექნება პროცესორი Core i7-10870H და GeForce RTX 3060 Max-P დაფა, მისი საბაზრო ფასი შეადგენს 2026 ევროს. მონაცემების თანახმად, კომპანია Gigabyte აპირებს განაახლოს თავისი AORUS Aero სერია როგორც 15, ისე 17-დუიმიან ფორმ-ფაქტორში. ლეპტოპებს ექნება OLED დისპლეი 240 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით. NVIDIA RTX 3000 სერიის მობილური ვიდეო დაფების ამგვარი ვრცელი სიის გამოჩენა ძალიან ადრეულ პერიოდში საინტერესოდ გამოიყურება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ NVIDIA-ს ახალი მობილური გრაფიკული დაფების შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი და მათი აღწერილობის რაიმე სერიოზული გაჟონვაც კი არ მომხდარა. მოსალოდნელია, რომ ამ გრაფიკული პროცესორების დებიუტი შედგება ლეპტოპებში, რომელთაც ექნება AMD Ryzen 5000H პროცესორები კოდური დასახელებით Cezanne, აგრეთვე მაღალი წარმადობის პროცესორები Intel Tiger Lake-H. ორივე მათგანის გამოსვლა მოსალოდნელია მომდევნო წლის პირველ კვარტალში. https://bit.ly/2JtSXk8
  24. ერთ თვეში ილონ მასკის კომპანია Boring Company გეგმავს პირველი სადგურის ამოქმედებას ლას-ვეგასის მახლობლად მდებარე მიწისქვეშა გვირაბების ქსელში. მასკმა არ განახორციელა ფუტურისტული პროექტი ვაკუუმური გვირაბებითა და კაფსულა-მატარებლებით. მისმა კომპანიამ იმოქმედა მარტივად - გათხარა გვირაბები და მათში გაუშვებს თვითმართვად ელექტრომობილ Tesla Model 3-ს. მიწისქვეშა სადგური ლას-ვეგასის ქვეშ. ფოტოს წყარო: Twitter Boring Company გვირაბების პირველი მონაკვეთის გახსნა, რომლის სიგრძე დაახლოებით 1.3 კილომეტრია და მოიცავს ორ მიწისქვეშა სადგურს, დაგეგმილი იყო CES 2021 წლისთვის, მაგრამ ამჯერად კორონავირუსის პანდემიის გამო გამოფენა ონლაინ-რეჟიმში გადაიტანეს. ნებისმიერ შემთხვევაში, Boring Company პირობას დებს, რომ სამუშაოებს გეგმის მიხედვით დაასრულებს და ამის დამამტკიცებელი საბუთია ერთ-ერთი მშენებარე სადგურის ახალი ფოტო. ფოტო შეესაბამება მიწისქვეშა სადგურის კომპიუტერულ მოდელს, რომლის გამოსახულებაც ამა წლის დასაწყისში გამოქვეყნდა. როგორც კომპიუტერულ გამოსახულებაზე, ისე რეალურ სურათზე ჩანს გვირაბის ორი შესასვლელი, სადაც სხვადასხვა მიმართულებით იქნება მოძრაობა. ასევე ჩანს ესკალატორი სადგურამდე მგზავრების ჩაყვანისა და ზედაპირზე ასვლისთვის. მიწისქვეშა სადგურის კომპიუტერული ნიმუში. ფოტოს წყარო: Boring Company Boring Company-მ წელს განაცხადა, რომ გეგმავს მიწისქვეშა გვირაბის ქსელის გაფართოებას ლას-ვეგასის საკონფერენციო ცენტრის (LVCC) თავდაპირველად არჩეული ადგილის გარეთ, მაგალითად, ახლომდებარე კაზინოსთან. თანდათანობით, ქსელი გაფართოვდება ლას-ვეგასის ქვეშ და მოიცავს უფრო და უფრო პოპულარულ ადგილებს. Boring Company-ს სატრანსპორტო ქსელმა შეიძლება წარმატებას მიაღწიოს როგორც ტურისტულმა ღირსშესანიშნაობამ, მაგრამ როგორც საქალაქო ტრანსპორტირების საშუალებას, მას მაღალი მოთხოვნადობის მცირე შანსი აქვს. https://bit.ly/3lL6gte
  25. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) ვერ შეძლებს ციფრული აქტივების ჩართვას ნორმატიულ ბაზაში, და აქ შესაძლოა გამოგვადგეს შტატ ვაიომინგის საბანკო საბჭოს „უკიდურესად პროგრესული“ გამოცდილება - ამგვარი მოსაზრება გამოთქვა SEC-ის კომისარმა ჰესტერ პირსმა, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც CryptoMama. ონლაინ-კონფერენციაზე ინტერვიუში პირსმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რომ კომისიის მოქმედ ნორმატიულ ბაზას შეუძლია ისეთი ინოვაციური სივრცის ინტეგრირება, როგორიცაა კრიპტოვალუტები. კომისრის აზრით, ფედერალურ დონეზე ვაიომინგისგან განსხვავებით ბლოკჩეინ-სტარტაპებს მოუწევთ ”დახარჯონ ბევრი ფული, დრო და განიცადონ მწუხარება”, საბოლოოდ კი ვერასდროს მიიღონ სასურველი შედეგი SEC-ისგან. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი წესები. ჩვენი ფასიანი ქაღალდების კანონები საკმარისად მოქნილია, თუმცა ისინი შესაფერისი არ არის კრიპტო გამოწვევებისთვის. მე უფრო ინოვაციური მარეგულირებელი მიდგომების მომხრე ვარ, ”- განაცხადა პირსმა. შეგახსენებთ, სექტემბერსა და ოქტომბერში ვაიომინგის შტატის საბანკო საბჭომ Bitcoin-ბირჟა Kraken-სა და კრიპტო-სტარტაპ Avanti-ს მიანიჭა სპეციალური დანიშნულების სადეპოზიტო დაწესებულების (SPDI) სტატუსი ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტის ფუნქციებით. ოქტომბერში ჰესტერ პირსმა გაფრთხილება გასცა DeFi-სექტორის რეგულირების საკითხების შესწავლის შესახებ. აგვისტოში აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პირსი, როგორც SEC კომისარი მეორე ვადით 2025 წლის 5 ივნისამდე. https://bit.ly/3qmaBXz
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.