Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5900
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. კორპორაცია Microsoft-მა ოპერატიული მეხსიერების მინიმალურ რეკომენდებულ მოცულობად 16 გბ დაადგინა Copilot AI ასისტენტიით მომუშავე კომპიუტერებისთვის, იტყობინება TrendForce. არსებითად, ეს წაახალისებს კომპიუტერის აქტიურ მომხმარებლებს, განაახლონ თავიანთი სისტემები. სულ მცირე, საჭირო იქნება ოპერატიული მეხსიერების მოცულობის გაზრდა, რადგან ამ დრომდე ბევრ მათგანში ორჯერ ნაკლები მოცულობა იყო ხელმისაწვდომი. ფოტოს წყარო: Samsung Electronics ასეთი მსჯელობა მომდინარეობს რესურს PC Gamer-იდან, რომელიც ამტკიცებს, რომ 8 გბ მეხსიერება დიდი ხანია განიხილება კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერების გონივრულ მინიმალურ მოცულობად. ყოველ შემთხვევაში, ეს მტკიცება სამართლიანია საოფისე ამოცანებისთვის, ხოლო გეიმინგის მოყვარულები უკვე ეყრდნობიან 16 გბ-ს, როგორც მინიმალურ გონივრულ ნიშნულს. სიმართლე ის არის, რომ მაშინაც კი, როდესაც მუშაობთ საბაზისო აპლიკაციებთან, როგორიცაა ბრაუზერის რამდენიმე ჩანართი, შეგიძლიათ სწრაფად მიაღწიოთ წარმადობის ლიმიტს ოპერატიული მეხსიერების თვალსაზრისით, თუნდაც ახლა, თუ იყენებთ მხოლოდ 8 გბ მოცულობის მეხსიერებას. DDR4 და DDR5 ოპერატიული მეხსიერების ფასები ახლა არც თუ ისე მაღალია, ამიტომ 8-დან 16 გბ ოპერატიულ მეხსიერებაზე გადასვლა შესაძლებელია გონივრულ ფასად, თუ ტექნიკურად ეს შესაძლებელია: ყველა ლეპტოპი არ იძლევა ასეთი ოპერაციის შესაძლებლობას, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს მთლიანად მოწყობილობის შეცვლა. ხელოვნური ინტელექტის სისტემების აჩქარების ფუნქციების მქონე პროცესორების გავრცელება მიმდინარე წელს დაიწყება და უმჯობესია მომხმარებლებმა წინასწარ დროულად გათვალონ ოპერატიული მეხსიერების მინიმალური მოცულობის გაზრდა, სანამ DRAM ჩიპების ფასები არც ისე მაღალია. სამომავლოდ, როგორც TrendForce-ის ექსპერტები აღნიშნავენ, LPDDR5x მეხსიერების ინტეგრაცია პირდაპირ პროცესორზე ან დედა დაფაზე სულ უფრო ფართოდ გავრცელდება, შემდეგ კი ოპერატიული მეხსიერების მოცულობის დამოუკიდებლად გაზრდა შეუძლებელი გახდება. http://tinyurl.com/4ce3h38m
  2. დაიწყო შერეული რეალობის ჰედსეტ Apple Vision Pro-ს წინასწარი გაყიდვები და პარალელურად Apple-მა დაიწყო მისთვის განკუთვნილი ბრენდირებული აქსესუარების გაყიდვა. და ისინი, რთული მისახვედრი არ არის, რომ სულაც არ ღირს იაფი - სრული კომპლექტი 1000 აშშ დოლარზე მეტი ეღირება, წერს The Verge. ფოტოს წყარო: Apple მოწყობილობის საბაზისო ვერსია Vision Pro 256 გბ ფლეშ-მეხსიერებით შეფასებულია 3499 აშშ დოლარად. 512 გბ მეხსიერების მქონე მოდელის ფასია 3699 აშშ დოლარი, ხოლო მაქსიმალური კონფიგურაცია 1 ტბ მუდმივი მეხსიერებით ფასდება 3899 აშშ დოლარად. გაფართოებულ გარანტია Apple Care Plus-ის შეძენისთვის მომხმარებლებს დამატებით 499 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ. ასევე, ჰედსეტისთვის Apple გვთავაზობს მთელ რიგ აქსესუარებს. ქვემოთ მოცემულია მათი ფასები: ქეისი ჰედსეტის ტრანსპორტირებისთვის - 199$; დამატებითი ბატარეა - 199$ მაკორექტირებელი ოპტიკური ლინზები Zeiss-ისგან - საწყისი ფასი 99$, ექიმის მიერ დანიშNული ლინზის ტიპის შესაბამისად; დამატებითი შემამჭიდროვებელი (გარე სინათლის ბლოკირებისთვის) – 199$ დამატებითი შემამჭიდროვებელი საფენი - 29$; Belkin-ის ბატარეის დამჭერი - 49.95$; მონოლითური ელასტიური ქამარი - 99$; გაყოფილი ელასტიური ქამარი - 99$; დამტენი სადენი - 29$; დამატებითი დამტენი მოწყობილობა - 39$. ჩამოთვლილი აქსესუარების საერთო ღირებულება 1135.95 აშშ დოლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, Vision Pro-ს ყველა მფლობელს შეიძლება არ დასჭირდეს ყველა ეს აქსესუარი. თუმცა, თუ ერთზე მეტი ადამიანი გამოიყენებს ჰედსეტს, შესაძლოა საჭირო გახდეს ინდივიდუალური ოპტიკური ლინზები. იგივე შეიძლება ითქვას ელასტიური სარტყელის შესახებ. გარდა ამისა, სახარჯ მასალად შეიძლება ჩაითვალოს შემამჭიდროვებელი, რომელიც საშუალებას იძლევა ჰედსეტი კომფორტულად მოთავსდეს მომხმარებლის სახეზე და დაბლოკოს გარე შუქი. უნდა აღინიშნოს, რომ Apple Vision Pro-ს წინასწარი შეკვეთის პროცესი მოიცავს მომხმარებლის სახის სკანირებას Face ID-ის გამოყენებით iPhone-ზე ან iPad-ზე, რათა შეირჩეს, მაგალითად, ყველაზე შესაფერისი ზომის შემამჭიდროვებელი ბალიშები. ასევე, შეკვეთის გაფორმებისას საჭიროა მომხმარებელმა შეავსოს კითხვარი, რომელშიც მომავალ მფლობელს ეკითხებიან მხედველობის შესახებ (აშშ-ში ოფთალმოლოგის დამადასტურებელი დოკუმენტებით) და შეირჩევა შესაბამისი ლინზები. ლინზები დამზადებულია Zeiss-ის მიერ, თუმცა ისინი იყიდება და მიეწოდება მხოლოდ აშშ-ის რეზიდენტებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. Apple Vision Pro-ს მხარდაჭერის გვერდი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მხედველობის გარკვეული პრობლემები, როგორიცაა დაშვებული ქუთუთოები, თვალის პოზიციის ცვლილება (სიელმე ან ამბლიოპია) ან ნისტაგმი (თვალის უკონტროლო მოძრაობები), შეიძლება პრობლემები შეექმნათ Vision Pro-ს გამოყენებისას. მიუხედავად 3500 აშშ დოლარიდან დაწესებული ფასისა, Vision Pro-ს პირველი პარტია რამდენიმე წუთში გაიყიდა, ჰედსეტის მიწოდების ვადა მარტამდე გრძელდება. http://tinyurl.com/4w6pnfvu
  3. ინვესტორები ამტკიცებენ, რომ ეს არის Bitcoin-ის ფასის ნორმალური კორექტირება, რომელიც გამოწვეულია უდიდეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ETF-ის, ბირჟაზე ვაჭრობის ფონდის ამოქმედებით. ერთ-ერთი ვერსიით, Bitcoin-ის ღირებულება შესაძლოა 36 ათას აშშ დოლარამდე დაეცეს. ფოტოს წყარო: coindesk.com Bitcoin-ის ნეგატიურმა დინამიკამ გავლენა მოახდინა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კომპანიების აქციებზე. Coinbase-მ და MicroStrategy-მ სავაჭრო დღე დაასრულეს 7%- და 2%-იანი კლებით, შესაბამისად. მაინერებმა CleanSpark-მა და Marathon Digital-მა 6%-ზე მეტი დაკარგეს, Riot Platforms-მა განიცადა 5%-იანი, ხოლო Iris Energy-მ - 8%-იანი კლება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Bitcoin-ის მოკლევადიანი მფლობელების არარეალიზებულმა მოგებამ დეკემბერში 48% შეადგინა, ამჟამად კი 16%-მდე დაეცა. შესაძლებელია, რომ მინიმალური კოტირების მნიშვნელობა მიღწეული იყოს, როდესაც მაჩვენებელი 0%-ზე დაბალია. მოკლევადიანი მოვაჭრეები და Bitcoin-ის მსხვილი მფლობელები ყიდიან მნიშვნელოვანი მოცულობის აქტივებს რისკების შესამცირებლად. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) 10 იანვარს დაადასტურა Bitcoin ETF-ის გაშვების უფლება და მას შემდეგ უდიდესმა კრიპტოვალუტამ დაკარგა ღირებულების 12%. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ გრძელვადიანი ზრდის ტენდენცია უცვლელი რჩება, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში Bitcoin მაინც გარკვეული კლების წინაშე დგას. შესაძლოა, ეს მხოლოდ წლის უარყოფითი პირველი კვარტალის დასაწყისია - ერთ-ერთი პროგნოზის მიხედვით Bitcoin-ის ფასის კორექცია ETF-ის გაშვების შემდეგ შეიძლება დასრულდეს 36 ათას აშშ დოლარიანი დონით. წლის დასაწყისიდან Bitcoin-ის ღირებულებამ დაიკლო 3%; 2023 წლის ბოლოს მიი ზრდა 157%-ს შეადგენდა. http://tinyurl.com/3cs58vhc
  4. Samsung-მა ფლაგმანური პროცესორი Exynos 2400 ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში წარადგინა ოფიციალურად. შემდეგ მწარმოებელმა გამოაცხადა, რომ ჩიპი ფლაგმანური Galaxy S24 სერიის ზოგიერთი სმარტფონის საფუძველი გახდებოდა, მაგრამ ამის შესახებ თითქმის არაფერი უთქვამს. ამჟამად Samsung-მა გამართა პრეზენტაცია Galaxy Unpacked, რომელზეც დააანონსა Galaxy S24 სერია, მაგრამ პროცესორის მახასიათებლებზე ისევ მოკრძალებულად დუმდა. საბედნიეროდ, მონაცემები მალევე გამოჩნდა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ფოტოს წყარო: Samsung Samsung-მა დაადასტურა, რომ Exynos 2400 - ეს არის 10-ბირთვიანი პროცესორი. მისი მთავარი ბირთვი Cortex-X4 მუშაობს 3.20 გჰც სიხშირეზე. ჩიპის შეადგენლობაში ასევე შედის ორი Cortex-A720 ბირთვი 2.9 გჰც სიხშირით, სამი Cortex-A720 ბირთვი 2.6 გჰც სიხშირით და ოთხი 2.0-გიგაჰერციანი Cortex-A520 ბირთვი. ეს გახლავთ Samsung-ის პირველი პროცესორი, რომელიც დამზადებულია ახალ საფირმო ტექნოპროცეს 4LPP-ის საფუძველზე შეფუთვის ტექნოლოგია FOWLP-ის (Fan Out Wafer Level Packaging) გამოყენებით. Exynos 2400-ში აგრეთვე შედის AMD RDNA 3 არქტექტურის საფუძველზე შექმნილი გრაფიკული ამაჩქარებელი Samsung Xclipse 940. მასზე მხარდაჭერილია აპარატული რეითრეისინგი, ცვლადი ჩრდილების ტექნოლოგია, აგრეთვე მასშტაბირების ტექნოლოგია FidelityFX Super Resolution (FSR). სამწუხაროდ კომპანიას არ გაუსაჯაროვებია iGPU-ის ორი მნიშვნელოვანი დეტალი - WGP ბლოკების რაოდენობა და სიხშირე. ადრეული არაოფიციალური ცნობების თანახმად გრაფიკული ბირთვი Xclipse 940 მუშაობს დაახლოებით 1.1 გჰც სიხშირეზე. Samsung აღნიშნავს, რომ Exynos 2400-ზე მხარდაჭერილია 4K გამოსახულების გამოტანა წამში 120 კადრამდე სიხშირით ან 1440p გაფართოება წამში 144 კადრი სიხშირით გარე მოწყობილობის გამორთვის შემთხვევაში. კომპანია ამტკიცებს, რომ Exynos 2400-ში ინტეგრირებული ნეირონული ძრავი (NPU) 14-ჯერ მაღალი წარმადობისაა წინამორბედ Exynos 2200-ის NPU-თან შედარებით. განახლებული ნერონული ძრავის შემადგენლობაში გამოყენებულია ორი GNPU (საერთო დანიშნულების NPU) და ორი SNPU (მცირე NPU). TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობის ზუსტ მაჩვენებელს კომპანია არ ასახელებს. პროცესორი Samsung Exynos 2400 წარმოდგენილი იქნება Galaxy S24 და Galaxy S24+ სმარტფონების საერთაშორისო ვერსიებში გარდა იმ მოწყობილობებისა, რომლებიც გაიყიდება აშშ-ში, ჩინეთში, კანადასა და იაპონიაში. ამ ბაზრებზე კომპანია გაყიდის მოწყობილობებს, რომლებიც დამყარებული იქნება Qualcomm-ის პროცესორ Snapdragon 8 Gen 3-ზე. http://tinyurl.com/25zvv8j5
  5. OpenAI-ის გენერალური დირექტორი სემ ოლტმენი მოლაპარაკებებს აწარმოებს მრავალმილიარდდოლარიანი ინვესტიციების მოსაზიდად, რათა შექმნას საერთაშორისო ქსელი ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოებისთვის. ინვესტიცია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ძირითადი გამოწვევების გადალახვას, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის მოდელებისთვის, მაგალითად ChatGPT-სა და DALL-E-სთვის, მაღალი წარმადობის პროცესორების ნაკლებობა. ეს ამბიციური პროექტი მოიცავს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან ჩიპების მწარმოებლებთან, რომელთა სახელები ამჟამად გასაიდუმლოებულია. ფოტოს წყარო: Frank_Reppold / Pixabay მძლავრი ჩიპების შემუშავებისა და წარმოების მნიშვნელობა ხელოვნური ინტელექტის ისეთი მოდელებისთვის, როგორებიცაა ChatGPT ან DALL-E, რომლებსაც შეუძლიათ უპასუხონ შეკითხვებს და შექმნან სურათები - ნათელი ხდება ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციების კონტექსტში. NVIDIA-ს, რომელმაც გასულ წელს პირველად მიაღწია 1 ტრლნ აშშ დოლარიან საბაზრო კაპიტალიზაციას, ფაქტობრივად მონოპოლია გააჩნია ბაზარზე მისი პოპულარული H100 GPU-ების წყალობით. ეს პროცესორები გამოიყენება მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწვალებისთვის, როგორებიცაა GPT-4, Gemini, Llama 2. მაღალი წარმადობის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების კონკურენციის გაძლიერების გამო მნიშვნელოვანია წარმოების საჭირო სიმძლავრის წინასწარ უზრუნველყოფა. ამ კონტექსტში ოლტმენი და მისი გუნდი აწარმოებენ მოლაპარაკებებს საინვესტიციო გიგანტებთან, როგორებიცაა SoftBank Group და აბუ დაბიში დაფუძნებული კომპანია G42 ამ მასშტაბური პროექტის დაფინანსებისთვის. ხელოვნური ინტელექტის ახალი პროცესორი Microsoft Azure Maia 100 (ფოტოს წყარო: Microsoft) არა მხოლოდ OpenAI, არამედ IT ინდუსტრიის სხვა ძირითადი მოთამაშეებიც, მათ შორის Microsoft, Amazon და Google, აქტიურად მუშაობენ საკუთარი AI ჩიპების შექმნაზე. Microsoft-მა, OpenAI-ის ინვესტორმა, გასულ ნოემბერში გამოაცხადა, რომ ავითარებს თავის პირველ საფირმო AI ჩიპს ხელოვნური ინტელექტის მოდელების მომზადებისთვის. ამის შემდეგ Amazon-მა წარმოადგინა თავის ჩიპ Trainium-ის განახლებული ვერსია. Google-ის ჩიპების დაპროექტების გუნდი იყენებს DeepMind AI-ს Google Cloud სერვერებზე, რათა შეიმუშაოს ხელოვნური ინტელექტის პროცესორები, მათ შორის Tensor Processing Units (TPU). AWS, Azure და Google NVIDIA H100 პროცესორების აქტიური მომხმარებლები არიან. Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Mark Zuckerberg-მა განუცხადა The Verge-ს, რომ Meta გეგმავს ფლობდეს 340 ათასზე მეტ H100 პროცესორს წლის ბოლომდე თავისი მძლავრი ხელოვნური ინტელექტის შემუშავების სტრატეგიის (Artificial General Intelligence — AGI) ფარგლებში. სუპერჩიპი NVIDIA GH200 Grace Hopper Superchip (ფოტოს წყარო: NVIDIA) კაპიტალიზაციის სწრაფი ზრდის ფონზე NVIDIA არ ჩამორჩება ინოვაციების რბოლას და უკვე დააანონსა ახალი GH200 Grace Hopper ჩიპები, რაც გააძლიერებს მის უკვე დომინანტურ პოზიციას ბაზარზე. თუმცა არ ჩამორჩებიან AMD, Qualcomm და Intel და უშვებენ პროცესორებს, რომლებიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მოდელების მხარდასაჭერად ლეპტოპებში, სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებში. http://tinyurl.com/yvdw2583
  6. კრიპტო ბირჟა Binance-მა გააფართოვა copytrading-ის ფუნქცია ფიუჩერსებით ვაჭრობისთვის მომხმარებლების მხრიდან „მაღალი მოთხოვნის“ საპასუხოდ. „პროდუქტის მუშაობა მშვენივრად დაიწყო, ყოველკვირეული ვაჭრობის საშუალო მოცულობა 2 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს პირველ სამ თვეში, რაც ხაზს უსვამს Binance-ის მომხმარებლებში სოციალური ვაჭრობის ფუნქციების მაღალ მოთხოვნას“, - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა. ახალ ფუნქციებს შორისაა: Mock Copy Trading არის ინსტრუმენტი სტრატეგიების შესამოწმებლად, რომელიც არ საჭიროებს „რეალური ფულის“ გამოყენებას; პირადი ჩათები ხელმისაწვდომია 150-ზე მეტ ქვეყანაში 14 ენაზე; ინდიკატორი „შარპის კოეფიციენტი“, რომელიც აჩვენებს, რამდენად ანაზღაურებს ფინანსური ინსტრუმენტის მომგებიანობა ინვესტორის მიერ მიღებულ რისკს. პლატფორმაზე მხარდაჭერილია 100-ზე მეტი ფიუჩერსული კონტრაქტი. Copy Trading-ის დასაწყებად საჭირო თანხების ოდენობა 10 აშშ დოლარიდან იწყება. Binance-ის მკვლევარებმა 2023 წელს „ხელსაყრელი“ უწოდეს Bitcoin-ის ინდუსტრიისთვის და განაცხადეს, რომ მათი მომხმარებლების ბაზა 30%-ით გაიზარდა. http://tinyurl.com/4zp8snak
  7. AMD-მა ოფიციალურად შეამცირა Radeon RX 7900 XT ვიდეო ბარათის სარეკომენდაციო ფასი, აცხადებს TweakTown კომპანიის პრეს-რელიზზე დაყრდნობით. 13 თვის წინ გამოშვებული ორიგინალის სარეკომენდაციო ფასი იყო 899 აშშ დოლარი, ხოლო ეს მოდელი ახლა ხელმისაწვდომია 749 აშშ დოლარად, ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო ნაკლებ ფასად. როგორც ჩანს, AMD ამით ემზადება პირდაპირ კონკურენტ GeForce RTX 4070 Ti Super-ის გამოშვებისთვის, რომლის სარეკომენდაციო ფასი 799 აშშ დოლარს შეადგენს. ფოტოს წყარო: TweakTown როგორც GeForce RTX 4070 Super-ის პირველმა მიმოხილვებმა აჩვენა, NVIDIA-ს ახალი ვიდეო ბარათი, რომლის ღირებულება 599 აშშ დოლარია, თითქმის უტოლდება Radeon RX 7900 XT-ს რასტრული გრაფიკის მქონე თამაშებში, ხოლო რეითრეისინგით იგი 10%-ით უფრო სწრაფია AMD-ის ვიდეო ბარათთან შედარებით. სავარაუდოდ, AMD-მ გადაწყვიტა წინასწარ მოემზადოს კიდევ უფრო ძლიერი GeForce RTX 4070 Ti Super-ისთვის, რომელიც გაყიდვაში 24 იანვარს გამოვა, ამიტომ Radeon RX 7900 XT-ის ფასი ოფიციალურად შემცირდა 749 აშშ დოლარამდე. Radeon RX 7900 XT-ის შემადგენლობაში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Navi 31 XT – 5376 შეიდერ-ბლოკით. ბარათს აქვს 20 გბ ვიდეო მეხსიერება, რაც აღემატება GeForce RTX 4070 Ti Super-ს (16 გბ), RTX 4070-ს (12 გბ) და მომავალ GeForce RTX 4080 Super-ს (16 გბ). GeForce RTX 4070 Super-ის პირველი მიმოხილვები აჩვენებს, რომ ახალ პროდუქტს შეუძლია სერიოზული კონკურენციის გაწევა სეგმენტში, რომლშიც შედის Radeon RX 7800 XT და RX 7700 XT. თუმცა, AMD-ს ჯერ არ შეუცვლია ამ ბარათების ფასები. Radeon RX 7900 XT-ის გაყიდვების დაწყებისას ბარათი ვერ სარგებლობდა პოპულარობით - მის შესაძლებლობების გათვალისწინებით იგი ძალიან ძვირი აღმოჩნდა. გაყიდვების დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ კომპანიამ ამაჩქარებლის ფასი 899-დან 800 აშშ დოლარამდე შეამცირა. ვიდეო ბარათი მხოლოდ ერთხელ იყო შეთავაზებული 699 აშშ დოლარად რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს იყო დროებითი აქციები, რომლებიც განხორციელდა სხვადასხვა საცალო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ და მხოლოდ RX 7900 XT-ის გარკვეული ვერსიების შემთხვევაში. ვინაიდან ბარათმა მყიდველებს შორის პოპულარობა ვერ მოიპოვა, გამყიდველებმა გადაწყვიტეს ინიციატივა საკუთარ ხელში აეღოთ და დაიწყეს მისი ფასის შემცირება, რომელიც თანდათან 750 აშშ დოლარს მიუახლოვდა. როგორც ჩანს, GeForce RTX 4000 Super ვიდეო ბარათების მოსალოდნელმა გამოშვებამ საბოლოოდ დაარწმუნა AMD ოფიციალურად შეემცირებინა Radeon RX 7900 XT-ის ფასი 749 აშშ დოლარამდე. ფასები იკლებს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპაშიც. მაგალითად, პორტალ HardwareLuxx-ის მიხედვით გერმანიაში ამაჩქარებლის ფასი 769 ევრომდე შემცირდა. ფოტოს წყარო: Newegg ზოგიერთ შემთხვევაში ვიდეო ბარათის შეძენა შესაძლებელია კიდევ უფრო იაფად. VideoCardz-ის თანახმად Radeon RX 7900 XT-ის ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსიაა ASRock Phantom Gaming, რომლის ღირებულება 709.99 აშშ დოლარია. ეს არის ფასი, რომელსაც მსხვილი დასავლური საცალო ვაჭრობა Newegg სთავაზობს მომხმარებელს. იმავე ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ სხვა ვერსიები, მაგალითად, XFX SPEEDSTER MERC310 და Sapphire Pulse. თუმცა, ამ შემთხვევაში, მაღაზიას აქვს დამატებითი 20 აშშ დოლარიანი ფასდაკლება სპეციალური პრომო კოდის გამოყენებით. PowerColor Hellhound 20 გბ ვარიანტი და ASRock Phantom Gaming White ვერსია 719.99 აშშ დოლარად არის შემოთავაზებული იმავე მაღაზიაში დამატებითი ფასდაკლებით. AMD-მ ასევე გადაწყვიტა Radeon RX 7900 GRE მოდელის ფასის 649-დან 549 აშშ დოლარამდე შემცირება. ეს ამაჩქარებელი ოფიციალურად არ ვრცელდება, როგორც ცალკეული პროდუქტი - შემოთავაზებულია მხოლოდ როგორც მზა გეიმინგ კომპიუტერების ნაწილი და ასევე სისტემური ინტეგრატორების მეშვეობით. თუმცა ბევრი მაღაზია უგულებელყოფს AMD-ის ამ შეზღუდვას და ყიდის ბარათს ცალკე. შეგახსენებთ, რომ Radeon RX 7900 GRE-ს უფრო მეტი გრაფიკული ბირთვი აქვს RX 7800 XT-სთან შედარებით, მაგრამ აქვს იდენტური მოცულობის ვიდეო მეხსიერება - 16 გბ. http://tinyurl.com/3rx8kvey
  8. ნახევარგამტარების ბაზრის მონაწილეები მიმდინარე თვეში შეაჯამებენ არა მხოლოდ წინა კვარტალს, არამედ მთელ 2023 წელს, ხოლო Gartner-ის სპეციალისტებმა აუდიტორიას წინასწარი მონაცემები უკვე გაუზიარეს. შემოსავლების მხრივ Intel-მა მოახერხა Samsung Electronics-ისთვის გაესწრო და ორწლიანი შესვენების შემდეგ ბაზრის ლიდერი გამხდარიყო. NVIDIA პირველად შევიდა ხუთეულში ხელოვნური ინტელექტის სისტემების პოპულარობის ზრდის წყალობით. ფოტოს წყარო: AMD ზოგადად, როგორც Gartner-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ნახევრადგამტარი კომპონენტების ბაზრის მოცულობა ფულადი თვალსაზრისით გასული წლის ბოლოს 11.1%-ით 533 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, ვინაიდან ამ პერიოდში იგი ექვემდებარებოდა ციკლურობას ურთულესი სიტუაციის გამო მეხსიერების სეგმენტზე დაკვირვების ისტორიაში. ნახევარგამტარი პროდუქტების 25 უმსხვილესი მიმწოდებლიდან მხოლოდ ცხრამ შეძლო შემოსავლების ზრდის დაფიქსირება 2023 წლის ბოლოს, ხოლო 10-მა სხვამ ორნიშნა პროცენტული კლება აჩვენა. ამავდროულად, ჩიპების 25 უმსხვილესი მომწოდებლის შემოსავალმა შეადგინა ბაზრის მონაწილეთა მთლიანი შემოსავლის 74.4%, რაც გასული წლის შედეგებთან შედარებით 14.1%-ით არის შემცირებული. რადგანაც Samsung Electronics რჩება მეხსიერების უმსხვილეს მწარმოებლად, მასზე სერიოზულად იმოქმედა 2023 წელს პროდუქციის დაბალმა ფასებმა. სამხრეთკორეული კომპანიის შემოსავალი 37.5%-ით 39.9 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო ლიდერობის ორწლიანი პერიოდის შემდეგ Samsung-ი მეორე ადგილზე ჩამოვა, ხოლო პირველი ადგილი Intel Corporation-მა დაიკავა. მისი შემოსავალიც შემცირდა გასულ წელს 16.7%-ით, მაგრამ მისმა აბსოლურტურმა ღირებულებამ - 48.7 მლრდ აშშ დოლარმა შესაძლებლობა მისცა ჩიპების უმსხვილესი მომწოდებლების რეიტინგის ლიდერი გამხდარიყო. ფოტოს წყარო: Gartner Qualcomm-მა შეინარჩუნა მესამე ადგილი 29 მლრდ აშშ დოლარ შემოსავლით, თუმცა მისი შემოსავალიც შემცირდა 16.6%-ით 2022 წელთან შედარებით. მეოთხე ადგილზე მყოფმა Broadcom-მა შეძლო შემოსავლების გაზრდა 72%-ით 25.6 მლრდ აშშ დოლარამდე. NVIDIA-მ შეძლო მეთორმეტედან მეხუთე ადგილზე ასვლა და პირველად დაიკავა პოზიცია ხუთეულში. Gartner-ის თანახმად მისი შემოსავალი გასულ წელს გაიზარდა 56.4%-ით 24 მლრდ აშშ დოლარამდე. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი გახდა ძირითადად ხელოვნური ინტელექტის სისტემების დეველოპერების მხრიდან ამ ბრენდის გამოთვლით ამაჩქარებლებზე მაღალი მოთხოვნის გამო. კორეული SK hynix მეოთხე ადგილიდან მეექვსემდე ჩამოვიდა, მისი შემოსავალი 32.1%-ით, 22.8 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. AMD-მ შეინარჩუნა მეშვიდე ადგილი, თუმცა მისი შემოსავალი შემცირდა 5.6%-ით 22.3 მლრდ აშშ დოლარამდე. პირველ ათეულში წარმოდგენილი იქნა საავტომობილო სეგმენტის ჩიპებზე მაღალი მოთხოვნის მომწოდებლები და ბენეფიციარები. კერძოდ, STMicroelectronics-ის შემოსავალი 7.7%-ით გაიზარდა 17.06 მლრდ აშშ დოლარამდე და იგი მე-11-დან მე-8 ადგილზე ავიდა. Apple ასევე შედის ჩიპების უმსხვილესი მომწოდებლების ათეულში, მაგრამ მხოლოდ მეცხრე ადგილზეა და მისი შემოსავალი გასულ წელს შემცირდა 5.8%-ით 17 მლრდ აშშ დოლარამდე. გასული წლის ბოლოს ამერიკული Texas Instruments მე-8-დან მე-10 ადგილზე ჩამოვიდა - მისი შემოსავალი 12.2%-ით შემცირდა 16.5 მლრდ აშშ დოლარამდე. გასული წლის პირველ ნახევარში კომპონენტებზე მოთხოვნა შესამჩნევად შემცირდა ინდუსტრიისთვის მეხსიერების ბაზრის სამ მნიშვნელოვან სეგმენტში: სასერვერო, სამომხმარებლო და სმარტფონების სეგმენტზე. შედეგად, მთელი გასული წელი მეხსიერების სეგმენტში შემოსავლების 37%-იანი კლებით ხასიათდებოდა. DRAM მეხსიერების ბაზრის წლის მთლიანი შემოსავალი 38.5%-ით 48.4 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო NAND მეხსიერების ბაზრის შემოსავალი შემცირდა 37.5%-ით 36.2 მლრდ აშშ დოლარამდე. თუ არ გაითვალისწინებთ მეხსიერების ბაზარს, მაშინ სხვა სეგმენტებში მთლიანობაში გასულ წელს შემოსავალი 3%-ით შემცირდა, როგორც Gartner-ის წარმომადგენლები განმარტავენ. ბაზრის ამ ნაწილში არ ხდებოდა ფასების ისეთი სერიოზული ცვლილებები, როგორც მეხსიერების სეგმენტში, ზოგიერთმა სფერომ ზოგადად დააფიქსირა ჩიპებზე მოთხოვნის ზრდა. მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტის სფერო, საავტომობილო ბაზარი, თავდაცვისა და კოსმოსური სექტორები. http://tinyurl.com/3trdrvp5
  9. 2014 წლიდან აგრეგატორ CoinGecko-ზე რეგისტრირებული კრიპტოვალუტების ნახევარზე მეტმა მიიღო „მკვდარის“ სტატუსი - ეს ბედი ეწია 24000-ზე მეტი აქტივიდან 14039-ს, გამოთვალა პლატფორმის ადმინისტრაციამ. ფოტოს წყარო: WorldSpectrum / pixabay.com პროექტები, რომლებზეც 30 დღის განმავლობაში არანაირი სავაჭრო აქტივობა არ დაფიქსირებულა, ისევე როგორც თაღლითურად აღიარებული სტარტაპები, კლასიფიცირდება როგორც „მკვდარი“. სიაში ასევე შედის კრიპტოვალუტები, რომლებიც დეაქტივირებულია - ეს ეხება დახურულ პროექტებს ან ქსელებს, რომლებმაც შეწყვიტეს მუშაობა განახლების შემდეგ. ყველა „მკვდარი“ კრიპტოვალუტის 53.6% გამოჩნდა ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნის პერიოდში 2020-2021 წლებში - ამავე დროს 7530 აქტივმა შეწყვიტა არსებობა. ფოტოს წყარო: coingecko.com CoinGecko-ში ასეთი მაღალი მაჩვენებლები აიხსნება კრიპტოვალუტების გამოშვების შედარებით მარტივი მექანიზმით, ასევე მემებთან დაკავშირებული ტოკენების მაღალი პოპულარობით - ბევრი მათგანი დაუცველია. ყველაზე წარუმატებელი წელი, სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელი იყო: ამ წლის განმავლობაში გამოჩენილი 5724 კრიპტოვალუტა, ანუ დაწყებული პროექტების 70% დაიხურა. ყველა კრიპტოვალუტიდან, რომელიც 2022 წელს გამოჩნდა, 3520 ანუ კრიპტოვალუტების 60% დაიხურა. 2023 წელს 4 ათასზე მეტი მონეტა გამოვიდა, აქედან 289 – 10%-ზე ნაკლები - უკვე დახურულად ითვლება. http://tinyurl.com/yuzmrbhb
  10. Anthropic-ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლება შესაძლებელია კითხვებზე სწორი პასუხების გაცემის ნაცვლად ადამიანების მოტყუებისთვის. ხელოვნური ინტელექტი მოტყუების გასაოცარ უნარს დემონსტრირებს. ფოტოს წყარო: Gerd Altmann / pixabay.com Anthropic არის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი, რომელიც ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობის დაცვით გამოყენებაზე. 2023 წლის სექტემბერში მისი ნაწილობრივი მფლობელი გახდა Amazon, რომელმაც სტარტაპში 4 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირების პირობა დადო. Anthropic-ის მკვლევარებმა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დავალებად დაისახეს დაედგინათ, შეიძლებოდა თუ არა ხელოვნური ინტელექტის მოდელის მომზადება მომხმარებლის მოტყუებისთვის ან ისეთი ქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა, მაგალითად, ექსპლოიტის დანერგვა დაცულ კომპიუტერულ კოდში. ამისათვის ექსპერტებმა ავარჯიშეს ხელოვნური ინტელექტი როგორც ეთიკურ, ასევე არაეთიკურ ქცევაში - მას ჩაუნერგეს მოტყუების ტენდენცია და სასწავლო მასივში ჩაუშენეს ფრაზები, რომლებიც ბოტს არასათანადო ქცევისკენ უბიძგებს. მკვლევარებმა შეძლეს ჩატ-ბოტისთვის არასწორად მოქცევის იძულება, ამასთან, აღმოაჩინეს, რომ ამგვარი ქცევის მანერის გამოსწორება უკიდურესად რთულია. გარკვეულ მომენტში მათ სცადეს საპირისპირო სწავლება, ხოლო ბოტმა დაიწყო მოტყუებისადმი მიდრეკილების დამალვა ახალი სწავლების და შეფასებების მიღებისას, მუშაობის პროცესში კი დაიწყო მომხმარებლებისთვის არასწორი ინფორმაციის განზრახ მიწოდება. „ჩვენი ნამუშევარი არ აფასებს ამ მავნე შაბლონების ალბათობას, არამედ ხაზს უსვამს მათ შედეგებს. თუ მოდელი ავლენს მოტყუების ტენდენციას ხელსაწყოების გასწორების ან მოდელის „მოწამვლის“ გამო, უსაფრთხოების სწავლების ამჟამინდელი მეთოდები არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას და შესაძლოა დაცულობის ცრუ შთაბეჭდილებაც კი შექმნას“, - ასკვნიან მკვლევარები. თუმცა, ისინი აღნიშნავენ, რომ მათთვის უცნობია არაეთიკური ქცევის მექანიზმების მიზანმიმართული დანერგვის შესახებ არსებული ხელოვნური ინტელექტის სისტემაში. http://tinyurl.com/3k9cyv8c
  11. 2011-დან 2022 წლამდე სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung Electronics-მა მოახერხა სმარტფონების უმსხვილესი მიმწოდებლის სტატუსის შენარჩუნება, მაგრამ IDC-ის სტატისტიკის მიხედვით 2023 წლის ბოლოს Apple-მა შეძლო ამ სტატუსის ჩამორთმევა, მიაღწია რეკორდულ 20.1%-იან წილს და პირველად დაიკავა ადგილი უმსხვილესი მწარმოებლების სიის სათავეში. ფოტოს წყარო: Apple IDC-ის ექსპერტების აზრით ამჟამად სმარტფონების ბაზარზე ვითარება კვლავ რთულია, მაგრამ აღდგენის გზაზე დგას. 2023 წელი სმარტფონების მიწოდების 3.2%-ით 1.17 მილიარდ მოწყობილობამდე შემცირებით დასრულდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამ დინამიკას ხელი შეუწყო როგორც მაკროეკონომიკურმა პრობლემებმა, ისე საწყობებში ჭარბმა პროდუქციამ პერიოდის დასაწყისში. მეოთხე კვარტალში უკვე დაფიქსირდა ძლიერი, 8.5%-იანი ზრდა წლიური მონაცემებით 326.1 მილიონ ერთეულამდე, რაც აღემატება საწყის 7.3%-იან პროგნოზს. მიუხედავად იმისა, რომ Apple ადრე ახერხებდა გამხდარიყო სმარტფონების ბაზრის ლიდერი ცალკეული კვარტლების შედეგების მიხედვით, მას არასოდეს დაუკავებია პირველი ადგილი IDC-ის სტატისტიკაში მთელი წლის კუთხით. გასულ წელს კომპანია ერთადერთი იყო სამ უმსხვილეს მომწოდებლებს შორის, რომელმაც მოახერხა პროდუქციის გადაზიდვის მოცულობის გაზრდა მთელი წლის ჯამში. ფოტოს წყარო: IDC ამასთან, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, როგორც IDC განმარტავს, მიწოდების მოცულობის ზრდით Apple-ის გარდა ხასიათდებოდა Xiaomi (22.7 %), აგრეთვე ჰოლდინგ Transsion-ის პროდუქცია (68.6 %), რომელიც ჯამში მეოთხე ადგილზე გავიდა 8.6%-იანი წილით ძირითადად მზარდი ეკონომიკის მქონე აფრიკის და აზიის ქვეყნებში აქტიურობის გამო. მეოთხე კვარტალის ბოლოს მეხუთე ადგილზე იყო ჩინური Vivo გლობალური ბაზრის 7.4%-ით. გასათვალისწინებელია, რომ მეოთხე კვარტალში Samsung-მა არამარტო დაკარგა პოზიციები ბაზარზე, არამედ შეამცირა სმარტფონების მიწოდება 10.9%-ით წლიურად, მაგრამ მაინც შეინარჩუნა მეორე ადგილი. სხვათა შორის, Apple-ის ბაზრის წილი გასულ კვარტალში თითქმის მეოთხედამდე გაიზარდა (24.7%). ფოტოს წყარო: IDC მთლიანობაში, წლის ბოლოს Apple-მა სმარტფონების მიწოდება 3.7%-ით გაზარდა 234.6 მილიონ ერთეულამდე და გლობალური ბაზრის 20.1% დაიკავა. Samsung 19.4%-იანი წილით ოდნავ ჩამორჩა მას, მაგრამ გაყიდვების მოცულობა 13.6%-ით შეამცირა წლიურად. კორეული გიგანტის პოზიციას, IDC-ის თანახმად, ავიწროვებს არა მხოლოდ Apple - Android სმარტფონების სეგმენტი ახლა აქტიურ დივერსიფიკაციას განიცდის. Huawei ძლიერდება ჩინეთში, საინტერესო მოწყობილობებს უშვებენ ბრენდები OnePlus, Honor და Google. წლის ბოლოს Transsion-მა სმარტფონების გლობალურ ბაზარზე მეხუთე ადგილი დაიკავა, მაგრამ ამავე დროს აჩვენა ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი 30.8%, ხოლო მისი წილი 8.1% არც ისე შორს არის OPPO-ს მიერ დაკავებული პოზიციისგან (8.8). %). ჩინური ჰოლდინგი Transsion აწარმოებს სმარტფონებს Tecno, Infinix და Itel ბრენდებით, ასევე აქსესუარებს Oraimo-ს ბრენდით. 2006 წელს დაარსებული კომპანიისთვის მეხუთე ადგილი სმარტფონების მეტად კონკურენტუნარიან ბაზარზე გასული წლის ბოლოს შეიძლება ძალიან ღირსეულ შედეგად ჩაითვალოს. http://tinyurl.com/4smm7yeh
  12. Bitcoin აფიქსირებს თვის ყველაზე ცუდ დინამიკას, რადგან მღელვარება სპოტ Bitcoin საინვესტიციო ფონდების (ETF) გაშვების ირგვლივ თანდათან იკლებს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულება ბოლო სამი დღის განმავლობაში იკლებს, წერის მომენტში 1 მონეტის ფასი 42731 აშშ დოლარი იყო (წყარო: CoinDesk-დან). ფოტოს წყარო: Pixabay დანარჩენი კრიპტოვალუტების ქცევა განსხვავებულია - ზოგიერთის კურსი Bitcoin-ის კვალად დაეცა, ზოგმა კი ფასის გაზრდა მოახერხა. Ethereum-ის ფასი ასევე იკლებს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულება გაიზარდა 0.3%-ით 2542 აშშ დოლარამდე. Binance Coin ბოლო დროს სხვებთან შედარებით უკეთესად წარმოაჩენს თავს - მისი ღირებულება დღეში 4.64%-ით გაიზარდა და დაახლოებით 320 აშშ დოლარი შეადგინა. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ Bitcoin-თან დაკავშირებული ETF-ების დამტკიცების პირველ დღეს Bitcoin ETF აქციებით ვაჭრობის მოცულობამ შეადგინა 4.6 მლრდ აშშ დოლარი. ამ ფონზე Bitcoin-ის კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიუახლოვდა 49 ათას აშშ დოლარს, რაც ორწლიანი მაქსიმუმია. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, კრიპტოვალუტამ ღირებულების დაკარგვა დაიწყო. ფოტოს წყარო: CoinDesk Bloomberg Intelligence-ის ETF-ის უფროსმა ანალიტიკოსმა Eric Balchunas-მა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალმა ETH ფონდებმა მიიღეს 819 მლნ აშშ დოლარის წმინდა შემოდინება ვაჭრობის პირველ ორ დღეში. BlackRock-ის iShares Bitcoin Trust-მა მიიღო დაახლოებით 500 მლნ აშშ დოლარი, ხოლო Fidelity Fidelity Wise Origin Bitcoin ფონდმა - 422 მლნ აშშ დოლარი. ამავდროულად, უმსხვილესი ფონდიდან - Grayscale Bitcoin Trust-იდან, რომლის კაპიტალი 26 მლრდ აშშ დოლარა, გასულ კვირას ETF ფონდში გადასვლის შემდეგ 579 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადინება მოხდა. http://tinyurl.com/4vza5ce5
  13. გეიმერები მუდმივად მოითხოვენ მატრიცის რეაგირების ნაკლებ დროს და განახლების მაღალ სიხშირეს. სწრაფი მოძრაობის დროს გამოსახულების დაბინდვის შესამცირებლად საჭიროა სიჩქარის გაზრდა, რომლითაც იცვლება პიქსელების მდგომარეობები ეკრანზე. თუმცა NVIDIA თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის - დაბინდვაზე გავლენას ახდენს ადამიანური ხედვის მახასიათებლები და G-SYNC Pulsar ტექნოლოგიამ ეს უნდა გამოასწოროს. ფოტოს წყარო: NVIDIA NVIDIA-ს მტკიცებით გამოსახულების დაბინდვის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თავად ადამიანის თვალია. ინფორმაცია ინახება ბადურაზე, რაც, როდესაც ობიექტი სწრაფად მოძრაობს ჩარჩოში, იწვევს გამოსახულების "დაბინდვას". ამის გამოსწორება შესაძლებელია მონიტორის განათების ე.წ. ფონური განათებით, ე.ი. განათების უბრალოდ სწრაფად ციმციმით, მაგრამ საკმარისი არაა დააყენოთ განათება სწრაფ ციმციმზე - საჭიროა ამ ციმციმის სინქრონიზაცია კადრების სიხშირესთან. ეს არის ზუსტად ის, რასაც NVIDIA-ს ახალი ტექნოლოგია გააკეთებს. G-SYNC Pulsar დამყარებულია საბაზისო ტექნოლოგიების ერთობლიობაზე - ესენია Adaptive Overdrive და pulse modulation. Adaptive Overdrive „დინამიურად არეგულირებს პიქსელების გადასვლის სიჩქარეს ერთი ფერიდან მეორეზე“. იმპულსური მოდულაცია აკონტროლებს განათების სიხშირეს და სიკაშკაშეს და შეუსაბამებს მათ განახლების ცვლად სიხშირეს. NVIDIA აცხადებს, რომ Pulsar უზრუნველყოფს „ვიზუალურ სიმკვეთრეს, რომელიც პრაქტიკულად ოთხჯერ აღემატება საბაზისო განახლების სიჩქარეს“. G-SYNC Pulsar არის ცვლადი განახლების სიხშირის ტექნოლოგიის შემდგომი განვითარება. ის არა მხოლოდ უზრუნველყოფს მოძრავი გამოსახულებების დინამიურობას, არამედ ინარჩუნებს მაღალ ვიზუალურ სიმკვეთრეს და სიზუსტეს. მომხმარებლებს აღარ უწევთ არჩევანის გაკეთება VRR-სა (Variable Refresh Rate) და ULMB-ს (Ultra Low Motion Blur) შორის, რადგან G-SYNC Pulsar ორივე მათგანის უპირატესობებს აერთიანებს. CES 2024-ზე NVIDIA-მ აჩვენა G-SYNC Pulsar ტექნოლოგიის ეფექტურობა Counter-Strike 2-ის მეშვეობით, რომელიც გაშვებული იყო მაღალი განახლების სიჩქარის მქონე გეიმინგ მონიტორზე. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ როდესაც Pulsar ჩართული იყო, გამოსახულების სიმკვეთრე შესამჩნევად გაიზარდა - კერძოდ, პერსონაჟების სახელები, რომლებიც ძალიან ბუნდოვანი იყო ტექნოლოგიის გამორთვისას, ბევრად უკეთ იკითხებოდა. ახალი ტექნოლოგიის გამოსაყენებლად საჭიროა G-Sync Ultimate სერტიფიკაციის მქონე მონიტორი G-SYNC Pulsar-ის მხარდაჭერით. პირველი მონიტორი, რომელიც გარანტირებულად დააკმაყოფილებს NVIDIA-ს მახასიათებლების ახალ მოთხოვნებს, იქნება 360-ჰერციანი ASUS ROG Swift PG27 Series G-Sync მოდელი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა. http://tinyurl.com/ykrbhwdv
  14. Microsoft-მა დაიწყო Windows 11-ში სიახლის ტესტირება - ხელოვნური ინტელექტის დამხმარე Copilot-ის ავტომატური გაშვება Windows-ის ამოქმედებისას „ფართოეკრანიან მოწყობილობებზე“. შესაბამისი პარამეტრი გამოჩნდა Windows 11-ის წინასწარ წყობაში არხ Dev Channel-ზე - ტესტირების პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ ამ ფუნქციის შესახებ გამოხმაურებების გაკეთება მის ფართო გავრცელებამდე. ფოტოს წყარო: Microsoft „ჩვენ ვამოწმებთ Copilot-ის ავტომატურად გაშვებას, როდესაც Windows ჩაირთვება ფართოეკრანიან მოწყობილობებზე Windows Insider-ის ზოგიერთი მონაწილის მიერ Dev Channel-ზე“, - ნათქვამია Microsoft-მა ბლოგ-პოსტში. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა „ფართო ეკრანის მქონე“ მოწყობილობებში, მაგრამ Windows 11-ის პარამეტრების სკრინშოტში ნათქვამია, რომ Copilot ავტომატურად გაიხსნება „როცა დიდ ეკრანს გამოიყენებთ“. ფოტოს წყარო: blogs.windows.com ჯერჯერობით იქმნება შთაბეჭდილება, რომ Microsoft-მა იპოვა კიდევ ერთი გზა თავისი ხელოვნური ინტელექტის მქონე სერვისის გასააქტიურებლად და Windows-ის ტრადიციულ მომხმარებლებს დიდი შრომა მოუწევთ მისი გამორთვისთვის, თუ დეველოპერი სიჯიუტეს განაგრძობს. ანალოგიურად, კომპანია აგრესიულად ავრცელებს თავის ბრაუზერ Edge-ს Windows 11-ში - იგი ავტომატურად იხსნება ვიჯეტებში ან საძიებო განყოფილებაში ბმულებზე დაწკაპუნებისას. ფოტოს წყარო: twitter.com/thebookisclosed ადრე ცნობილი გახდა, რომ Windows-კლავიატურაზე ცალკე მოცემული იქნება ღილაკი Copilot ხელოვნური ასისტენტის გასაშვებად. კლავიატურაზე ამ ღილაკის მქონე ლეპტოპები უკვე წარმოადგინეს Dell-მა და Lenovo-მ. ასევე არსებობს ვერსია, რომ Copilot მიიღებს plugin-ებისა და მესამე მხარის ჩათების მხარდაჭერას - შესაბამისი პარამეტრი აღმოჩენილია Windows-ის წინასწარ ვერსიაში. http://tinyurl.com/2ktm7uza
  15. ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC) უახლოეს მომავალში დაამტკიცებს ETF-ს Ethereum spot ფასის საფუძველზე. ეს მოსაზრება გამოთქვეს საინვესტიციო ბანკის TD Cowen-ის ანალიტიკოსებმა, აცხადებს The Block. „ჩვენ ველით, რომ SEC არ დაამტკიცებს ETP-ებს სხვა ტოკენებისთვის უახლოეს მომავალში, რადგან მას სურს შეისწავლოს Bitcoin ETF-ის გამოცდილება Ethereum-ზე ან სხვა კრიპტოვალუტაზე დამყარებული შესაბამის ინსტრუმენტის დამტკიცებამდე“, - განაცხადეს სპეციალისტებმა. მათი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. ადრე JPMorgan-ის ანალიტიკოსმა Nikolaos Panigirtzoglou-მ განაცხადა, რომ პირველ რიგში SEC-ს სჭირდება Ethereum-ის, როგორც საქონლის და არა ფასიანი ქაღალდის, კლასიფიცირება. მისი შეფასებით, ამის ალბათობა მაისისთვის 50%-ზე მეტი არ იქნება. BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი ფასეულობას ხედავს Ethereum ETF-ში. მისი აზრით, ეს არის "მხოლოდ ნაბიჯები ტოკენიზაციისკენ". Bitcoin ETF-ის გაშვების ფონზე Ethereum-ის ფასმა 2022 წლის მაისის შემდეგ პირველად მიაღწია 2600 აშშ დოლარიან დონეს. http://tinyurl.com/5dadxesr
  16. გამოფენა CES 2024-ზე კომპანია ASUS-მა წარადგინა თავისი პირველი დასაკეცი 17.3-დუიმიანი OLED-მონიტორი ZenScreen Fold, რომელიც გვევლინება, როგორც წარმადობის ზრდის ინსტრუმენტი გზაში მუშაობისთვის. დისპლეი წიგნივით იკეცება Samsung Galaxy Z Fold5-ის სტილის სახსრის მეშვეობით. გაშლილ მდგომარეობაში დისპლეის სისქეა 9.7 მმ და იწონის 1200 გრამს. ჟურნალისტები, რომლებმაც იგი გატესტეს, ამტკიცებენ, რომ გაშლილ მდგომარეობაში ეკრანზე ნაკეცი პრაქტიკულად უხილავია. ფოტოს წყარო: ASUS ZenScreen Fold-ის OLED-პანელის გაფართოებაა 2560 × 1920 პიქსელი. ASUS ამტკიცებს, რომ ახალი დასაკეცი მონიტორი შეესაბამება DisplayHDR True Black 500-ის სპეციფიკაციას, ხოლო DCI-P3 ფერთა გამის დაფარვა 100%-ს შეადგენს. ZenScreen Fold-მა შესანიშნავი შეფასებები მიიღო ექსპერტებისგან, მაგრამ მიმომხილველებმა გააკრიტიკეს ის, რომ შეუძლებელია ეკრანის სიკაშკაშის გაზრდა 80 პროცენტიან ნიშნულზე მაღლა. შესაძლოა, ეს შეზღუდვა ASUS-მა სპეციალურად საგამოფენო ნიმუშის ქმედითუნარიანობის შესანარჩუნებლად დააწესა. მონიტორს აქვს ორი USB Type-C პორტი, აგრეთვე Mini HDMI, რომლებიც საშუალებას იძლევა იგი გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მოწყობილობასთან - ლეპტოპით დაწყებული - ციფრული კამერით დამთავრებული. შტატივისთვის განკუთვნილი სტანდარტული ჭრილი დისპლეის პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილზე განთავსების საშუალებას იძლევა. ამ დროისთვის ASUS-ს არ გაუზიარებია ინფორმაცია ახალი მონიტორის ფასისა და გაყიდვის დაწყების თარიღის შესახებ. ZenScreen Fold OLED არ იყო ASUS-ის ერთადერთი მოწყობილობა, რომელმაც ყურადღება მიიქცია CES-ზე. კომპანიამ ასევე წარადგინა განახლებული ლეპტოპი Zenbook Duo მოხსნადი კლავიატურით და ორი 120-ჰერციანი, 14-დუიმიანი OLED ეკრანით, რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ერთ 19.8-დუიმიან ეკრანად. http://tinyurl.com/3y2dj38k
  17. გაყიდვების დაწყების მოლოდინში მსხვილმა დასავლურმა საცალო მაღაზიებმა - Newegg-მა და BestBuy-მ გამოაცხადეს GeForce RTX 4070 Super, RTX 4070 Ti Super და RTX 4080 Super ვიდეო ბარათების ზოგიერთი ვერსიის ფასები. ფოტოს წყარო: VideoCardz GeForce RTX 4070 Super იქნება პირველი ვიდეო ბარათი, რომელსაც NVIDIA მიმდინარე წელს გამოუშვებს. ორიგინალმა RTX 4070-მა მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა NVIDIA-ს პარტნიორებს შორის. იგი გამოვიდა 140-ზე მეტ სხვადასხვა ვერსიაში და ახალ RTX 4070 Super-ს აქვს ყველა შანსი - წინამორბედის წარმატება გაიმეოროს. მწარმოებლების უმეტესობამ გადაწყვიტა RTX 4070 Super-ისთვის გამოიყენოს უკვე არსებული გაგრილების სისტემები, რომლებიც გამოიყენება ორიგინალ RTX 4070-ში, რადგან ისინი სრულად თავსებადია ახალ ბარათთან. RTX 4070 Super-ის ენერგომოხმარება გაიზარდა მხოლოდ 20 ვატით და გრაფიკული ბარათების მწარმოებლები მიდრეკილნი არიან შეიმუშაონ გაგრილების სისტემები გარკვეული მარაგით პოტენციური სამომავლო განახლებისთვის. RTX 4070 Super-ის გაყიდვები 17 იანვარს დაიწყება. მასთან ერთად დაანონსებული კიდევ ორი მოდელი, RTX 4070 Ti Super და RTX 4080 Super, გაყიდვაში გამოვა 24 და 31 იანვარს, შესაბამისად. Nvidia-ს პარტნიორების მიერ წარმოებული ვიდეო ბარათების საცალო ფასები შემდეგნაირად გამოიყურება: GeForce RTX 4070 Super 12 გბ - სარეკომენდაციო ფასი 599 აშშ დოლარი Gigabyte WindForce OC - 599,99; PNY Verto OC – 599.99 $; Zotac Twin Edge – 599.99 $; MSI Ventus 2X OC – 609.99 $; MSI Ventus 2X OC White – 619.99 $; MSI Ventus 3X OC – 629.99 $; MSI Gaming X Slim – 649.99 $; Gigabyte Gaming OC – 649.99 $. GeForce RTX 4070 Ti Super 16 გბ - სარეკომენდაციო ფასი 799 აშშ დოლარი Gigabyte Gaming OC – 849.99 $; MSI Ventus 3X OC - 899.99 $. GeForce RTX 4080 Super 16 გბ - სარეკომენდაციო ფასი 999 აშშ დოლარი NVIDIA Founders Edition – 999.99 $; MSI Ventus 3X OC – 1099.99 $. შემოთავაზებული იქნება RTX 4070 Super-ის მინიმუმ ოთხი ვერსია იქნება NVIDIA-ს სარეკომენდაციო ფასით. ხუთი სხვა ვარიანტის ფასი მერყეობს 10-დან 50 აშშ დოლარამდე უფრო მაღალი ფასის დიაპაზონში. RTX 4070 Ti Super და RTX 4080 Super მოდელების ფასი 50-100 აშშ დოლარით მეტია სარეკომენდაციო ფასზე. გაყიდვების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 16 იანვარს, NVIDIA მიმომხილველებს საშუალებას მისცემს გამოაქვეყნონ ცნობები RTX 4070 Super-ის შესახებ. გაყიდვების დაწყებასთან ერთად ინტერნეტში გამოჩნდება ამ ვიდეო ბარათის უფრო ძვირი, ქარხნული აჩქარების მქონე ვერსიების მიმოხილვები. http://tinyurl.com/32e6y9jm
  18. ანალიტიკოსები პირველი კრიპტოვალუტის ფასის ვარდნას უკავშირებენ შეერთებულ შტატებში ცოტა ხნის წინ გაშვებული Bitcoin Spot ETF-ებისადმი სუსტ ინტერესს. გაშვებიდან მეორე დღეს ასეთი ფონდების აქციებით ვაჭრობის მოცულობამ 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. Bitcoin-ის კურსის დაცემამ გამოიწვია მთელი ბაზრის ვარდნა. პირველი კრიპტოვალუტის ღირებულება 41500 აშშ დოლარამდე დაეცა (-7.5%), ხოლო მთავარმა Altcoin-ებმა განიცადეს დაახლოებით 3.5%-იანი კლება. ტრეიდერების მარჟინალური პოზიციების ლიკვიდაციის მოცულობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 373.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 80% შესყიდვებზე მოდიოდა. დათვური ტენდენციის მხრიდან მოკლევადიანი ზეწოლის მიუხედავად ანალიტიკოსების უმეტესობა პოზიტიურად უყურებს BTC-ის საშუალოვადიან პერსპექტივას. ამას შეიძლება ხელი შეუწყოს ინსტიტუციური ინვესტორების თანხების შემოდინებამ ETF-ებში მიუხედავად დასაწყისში არსებული მცირე ინტერესისა, აგრეთვე Bitcoin-ის მოახლოებულმა ჰალვინგმა, რომელიც 3 თვეში მოხდება. ეს ყველაფერი გამოიწვევს ბაზარზე არსებული Bitcoin-ების რაოდენობის შემცირებას და შესაბამისად ფასის ზრდას. http://tinyurl.com/5846wru7
  19. კომპანია Samsung-მა წარადგინა Galaxy XCover7 და Galaxy Tab Active5 - სმარტფონი და პლანშეტი, რომლებიც განკუთვნილია ექსტრემალურ გარემო პირობებში გამოყენებისთვის. ორივე მოწყობილობას აქვს დაცული კორპუსი, უზრუნველყოფილია გაზრდილი მობილურობა მეხუთე თაობის (5G) ქსელში მუშაობის მეშვეობით, ასევე გააჩნიათ წინა თაობის მოდელებთან შედარებით გაზრდილი წარმადობა. ფოტოს წყარო: Samsung Galaxy XCover7-ს აქვს 6.6.-დუიმიანი დისპლეი 2408 × 1080 პიქსელი (FHD+) გაფართოებით და 6 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მექანიკური დაზიანებისგან ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass Victus+ მინით. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია IP68 და MIL-STD-810H სტანდარტების შესაბამისად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი გაუძლებს 1.5 მეტრამდე წყალში ყოფნას და 1.8 მეტრი სიმაღლიდან ვარდნას. დისპლეის ზედა ნაწილში მოცემულია წვეთის ფორმის ჭრილი, რომელშიც განთავსებულია 5-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა (f/2.0). კორპუსის უკანა მხარეს წარმოდგენილია 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა (f/1.8). მხარდაჭერილია ვიდეოს გადაღება 1080p გაფართოებით, წამში 30 კადრი სიჩქარით. სმარტფონის აპარატულ საფუძველს წარმოადგენს 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებული მიკროპროცესორი MediaTek Dimensity 6100+. ხელმისაწვდომია 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება. მხარდაჭერილია 1 ტბ-მდე microSD მეხსიერების ბარათის განთავსება. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს ინტეგრირებული Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac და Bluetooth 5.3 მოდულები. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 4050 მა/სთ მოცულობის ბატარეა 15-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. დამტენ მოწყობილობასთან დაკავშირებისთვის განკუთვნილია ინტერფეისი USB Type-C. Galaxy XCover7-ის ზომაა 169 × 80.1 × 10.2 მმ და იწონის 240 გრამს, პროგრამული პლატფორმის სახით გამოიყენება Android 14 საფირმო ინტერფეისით One UI 6. მოწყობილობა ხელმისაწვდომია მხოლოდ შავი ფერის ვარიანტად. პლანშეტ Galaxy Tab Active5-საც დაცული კორპუსი აქვს და შეესაბამება IP68 და MIL-STD-810H სტანდატებს. აქვს 8-დუიმიანი დისპლეი 1920 × 1200 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. შესაძლებელია პლანშეტის გამოყენება საფირმო სტაილუს S Pen-ის მეშვეობით. დაზიანებისგან ეკრანს იცავს Corning Gorilla Glass 5. ხელმისაწვდომია 5 მპ ფრონტალური (f/2.2) და ძირითადი 13 მპ კამერა (f/1.9), შესაძლებელია 4K ვიდეოს გადაღება წამში 30 კადრი სიჩქარით. Galaxy Tab Active5-ის წარმადობაზე პასუხისმგებელია უცნობი 8-ბირვიანი, 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებული მიკროპროცესორი. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება 6/128 გბ და 8/256 გბ მეხსიერების მოდელებად. პლანშეტს შეუძლია იმუშაოს ბატარეის გარეშე 20 ვატი სიმძლავრის კვების წყაროდან. პლანშეტის ზომაა 231.8 × 126.8 × 10.1 მმმ და იწონის 43 გრამს. იგი მუშაობს Android 14-სა და საფრმო One UI 6-ზე. ორივე მოწობილობა გაყიდვაში მიმდინარე წელს გამოვა, მათი ფასები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. http://tinyurl.com/2c4d4hzp
  20. გამოფენა CES 2024-ზე კომპანია Dell-ის გეიმინგ ბრენდ Alienware-მა წარადგინა სამი განახლებული გეიმინგ ლეპტოპი: Alienware m16 R2, Alienware x16 R2 და Alienware m18 R2. m16 R2 და x16 R2 მოდელებს აქვთ Intel Core Ultra პროცესორები, უფრო გაბარიტულ m18 R2-ში კი წარმოდგენილია მე-14 თაობის (Raptor Lake Refresh) Intel Core-HX ჩიპები. ფოტოს წყარო: Dell Alienware m16 R2 და Alienware x16 R2 მოდელებს აქვთ 16-დუიმიანი დისპლეი 2560 × 1600 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით და 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ეკრანზე მხარდაჭერილია გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგიები AMD FreeSync და NVIDIA G-Sync. ორივე ლეპტოპში შემოთავაზებული იქნება პროცესორების არჩევანი 16-ბირთვიანი ფლაგმანური, 5.1 გიგაჰერციანი Core Ultra 9 185H-ის ჩათვლით. Alienware m16 R2-ს ექნება 64-მდე DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ SSD, ხოლო x16 R2-ს - 32 გბ-მდე LPDDR5X-7467 ოპერატიული მეხსიერება და ორი SSD, თითოეული 4 ტბ-მდე მოცულობით. გრაფიკული ქვესისტემის სახით მაქსიმალური კონფიგურაციის Alienware x16 R2-ში წარმოდგენილი იქნება ფლაგმანური GeForce RTX 4090. Alienware m16 R2-ს ექნება შედარებით მოკრძალებული GeForce RTX 4070. ორვე ლეპტოპზე მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3. კომპანია აღნიშნავს, რომ განახლებული Alienware m16 R2 15%-ით მსუბუქია წინამორბედთან შედრებით - მისი წონა 2.61 კგ-ს შეადგენს. ლეპტოპს აქვს 90 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, კომპლექტში შედის 280 ვატამდე სიმძლავრის კვების ბლოკი. კომპანია ამტკიცებს, რომ ბატარეის მეშვეობით მოწყობილობა 35 წუთში 80%-მდე იმუხტება Express Charge 2.0-ის მეშვეობით. Alienware m16 R2-ზე ხელმისაწვდომია ორი USB 3.2 Type-A (ერთი PowerShare), თითო Thunderbolt 4.0 (ერთი Type-C - DisplayPort 1.4-ის ფუნქციით და მეორე - 15-ვატიანი დამუხტვისთვის), HDMI 2.1, 2.5-გბ LAN და 3.5 მმ აუდიოკონექტორი. Alienware x16 R2-ის კონექტორების ნაკრები ანალოგიურია, თუმცა ლეპტოპის წონა 2.72 კგ-ს შეადგენს. Alienware m18 R2 მოდელში წარმოდგენილია Intel Raptor Lake Refresh პროცესორები 5.8-გიგაჰერციანი, 24-ბირთვიანი Core i9-14900HX-ის ჩათვლით. ოპერატიული მეხსიერების (DDR5-5200) მაქსიმალური მოცულობაა 64 გბ. შესაძლებელია ორი (თითო 4 ტბ) SSD-ის დაყენება. გრაფიკული ქვესისტემის სახით მოცემულია ფლაგმანური GeForce RTX 4090. Alienware m18 R2-ის შემთხვევაში შესაძლებელია არჩევანის გაკეთება ორ 18-დუიმიან დისპლეის შორის: პირველი ვარიანტია ეკრანი 1920 × 1200 პიქსელი გაფართოებით, 480 ჰერცი განახლების სიხშირით, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამით და NVIDIA G-Sync სინქრონიზაცის ტექნოლოგიის მხარადჭერით. მეორე ვარიანტია 2560 × 1600 პიქსელი გაფართოების მქონე ეკრანი 165 ჰერცი კადის განახლების სიხშირით, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამით და NVIDIA G-Sync ტექნოლოგიით. მხარდაჭერილია Wi-Fi 7 და Bluetooth 5.4. ლეპტოპში წარმოდგენილია 97 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, კომპლექტში შედის 360 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. გარე კონექტორებს შორისაა ორი USB 3.2 Gen1 (ერთი PowerShare-ით) Thunderbolt 4 (Type-C - DisplayPort და USB4 რეჟიმებით), თითო LAN, HDMI 2.1 და mini-DisplayPort, აგრეთვე კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. Alienware m16 R2-ის საწყისი ფასი 1649.99 აშშ დოლარს შეადგენს, Alienware m18 R2-ის - 1899.99 აშშ დოლარს. ორივე მოდელი უკვე იყიდება, ხოლო Alienware x16 R2-ის გაყიდვა უახლოეს დროში დაიწყება - მისი საწყისი ფასი 2099.99 აშშ დოლარი იქნება. http://tinyurl.com/4ybpnk9m
  21. SEC-ის გადაწყვეტილება Bitcoin-ის სპოტ ფასზე დამყარებული საბირჟო ვაჭრობის ფონდების დამტკიცების შესახებ არის „უსაფუძვლო და არაისტორიული“. ამის შესახებ დეპარტამენტის კომისარმა ქეროლაინ ქერნშოუმ განაცხადა. „ეს ჩვენ გვაყენებს არასწორ გზაზე ინვესტორების დაცვის უგულებელყოფით. ვერ დავეთანხმები, რომ ეს ქმედებები ემსახურება ჩვენს საკანონმდებლო ან საბაზისო მანდატს და, შესაბამისად, მხარს არ ვუჭერ ბრძანებას“, - წერს იგი. ქერნშოუს აზრით პროდუქტის ემიტენტებს კვლავ არ შეუძლიათ თაღლითობებისა და მანიპულაციებისთვის ხელის შეშლა. ეს არგუმენტი კომისიისთვის ერთ-ერთი მთავარი იყო წინა წლებში სპოტ ETF-ების გაშვებაზე უარის თქმისას და ოფიციალური პირი ვერ ხედავს მისი უგულებელყოფის მიზეზს. ქერნშოუმ აღნიშნა, რომ ემიტენტებისთვის უაღრესად რთულია ფასებზე ზუსტი ინფორმაციის მოპოვება, ვინაიდან ფიქტიური ვაჭრობის მოცულობა არარეგულირებულ პლატფორმებზე აღწევს 77.5%-ს და ისეთი დიდი მოთამაშეებიც კი, როგორიცაა Binance ან Coinbase, ექვემდებარებიან აღსრულებით ქმედებებს. ბაზრის შედარებით მცირე ზომა საშუალებას აძლევს უმსხვილეს მოვაჭრეებს და მაინერებს - ფასებით მანიპულაციები განახორციელონ თავიანთ სასარგებლოდ, თქვა ქერნშოუმ და მაგალითად მისთვის ცნობილი შემთხვევები მოიყვანა. სასამართლო არგუმენტებთან დაკავშირებით Grayscale-ისა და SEC-ში სასამართლო დავის კონტექტსშტი მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფიუჩერსები და სპოტ კრიპტო ETF-ები არ არის ერთი და იგივე პროდუქტი. პირველი ემყარება დერივატივებს, რომლებიც მთლიანად CFTC-ის იურისდიქციაშია, მეორე კი - ფიზიკურ აქტივს, რომლითაც ვაჭრობენ მთელ მსოფლიოში SEC-ის კონტროლის გარეშე. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებშიც კი, დეპარტამენტი ფინანსურ ბაზრებს ფრაგმენტულად არეგულირებს, აღნიშნა მან. ამავდროულად, ქერნშოუ მხარს უჭერდა თავად Bitcoin-ს, როგორც აქტივს, რომელიც ხელს უწყობს შუამავლების აღმოფხვრას, ფინანსური სერვისების გაფართოებას და პიროვნულ თავისუფლებას. „მე მხარს ვუჭერ კრიპტო ეკოსისტემის ბევრ მიზანს. როგორ შეიძლება ვიყოთ თავისუფლებისა და კეთილდღეობის წინააღმდეგი? [...] მაგრამ თუ ტექნოლოგია ასეთი რევოლუციურია, მისი გამოყენების მხრივ ბევრი რატომ ტრიალებს არსებული ფინანსური სისტემის ხელახლა შექმნის იდეის ირგვლივ, რომელშიც იქნება ნაკლები რეგულაცია, მეტი გამჭვირვალობა, ინვესტორების ნაკლები დაცვა და მეტი რისკი? „ - იკითხა მან. კრიპტოვალუტების ცნობილი მხარდამჭერი, SEC-ის კომისარი ჰესტერ პირსი ადრე არაერთხელ გამოხატავდა აზრს Bitcoin ETF-ების დამტკიცების სასარგებლოდ. მისი კოლეგა მარკ უედა ხშირად იკავებდა მსგავს პოზიციას ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით. ის ზოგადად მიესალმა კომისიის მიერ Bitcoin-ფონდების დამტკიცებას, მაგრამ გამოთქვა შეშფოთება შეკვეთის სამ ასპექტთან დაკავშირებით, რომელთა შორისაა „მნიშვნელოვანი ბაზრის“ კრიტერიუმზე უარი. სააგენტოს მეოთხე კომისარმა ხაიმე ლისარაგამ SEC-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება არ გააკეთა. Bitcoin ETF-ის დამტკიცების წინა დღეს კომისიის თავმჯდომარე გერი გენსლერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა გაფრთხილება Bitcoin-ის რისკების შესახებ. დეკემბერში მან ცალსახად განაცხადა, რომ დეპარტამენტის მიდგომის ცვლილებაზე პროდუქციის მიმართ გავლენა იქონია „სასამართლოს გადაწყვეტილებებმა“. შეგახსენებთ, რომ ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ის ბაზარზე სპოტ ბირჟაზე ვაჭრობის კრიპტოფონდების გაჩენას სხვადასხვა პოზიციიდან მიუახლოვდნენ: ფართო წვდომიდან აკრძალვამდე. http://tinyurl.com/bdd9tpux
  22. ბოლო წლების განმავლობაში გაყიდვაში არსებული ერთადერთი სმარტ-ბეჭედი იყო Oura Ring, თუმცა მიმდინარე წლის გამოფენა CES-მა ამ ტიპის გაჯეტების წარმოუდგენელი ზრდა აჩვენა, აცხადებს რესურსი The Verge. მოსალოდნელია, რომ სმარტ-ბეჭდების სეგმენტში რეალური კონკურენცია მწიფდება, რომელიც ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს. ფოტოს წყარო: theverge.com სმარტ-ბეჭედი წარმოადგენს თან სატარებელი მოწყობილობების პერსპექტიულ ფორმას, მაგრამ მისი სწორად დამზადება ადვილი საქმე არ არის. პულსის და სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა თითის უკანა მხარეს უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მაჯაზე. მაგრამ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს მიმზიდველი დიზაინი, რისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მეტად კომპაქტური კომპონენტების საშუალებით - შედეგად, ბეჭდები უფრო ძვირი და ნაკლებად ფუნქციონალურია სმარტ-საათებთან შედარებით. გაყიდვების დაწყებასთან ყველაზე ახლოს არსებული მოწყობილობაა Movano Evie Ring, რომელიც პირველად CES 2022-ზე წარადგინეს, ხოლო ბაზარზე მიმდინარე თვეში გამოვა. 269 აშშ დოლარიანი გაჯეტი, პირველ რიგში, ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მწარმოებელი ირწმუნება, რომ მისი გამოყენება ყველას შეუძლია. მას მოყვება გამარტივებული აპლიკაცია, რომელიც აკონტროლებს სისხლში ჟანგბადის დონეს, გულისცემას, აქტივობას და ყოველთვიურ ციკლებს - ამ ყველაფრის ანალიზი ხდება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით. Evie Ring-ს აქვს მიმზიდველი, ღია დიზაინი და მისი ზომა შეიძლება დარეგულირდეს სხვადასხვა ზომის თითზე მოსათავსებლად. Movano ასევე გეგმავს FDA სერთიფიკატის მიღებას, რათა ხაზი გაუსვას ჩაშენებული სენსორების მაღალ სიზუსტეს. ასევე პერსპექტიულად გამოიყურება Amazfit Helio Ring, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სმარტ-ბეჭედი, რომელიც თვალყურს ადევნებს აღდგენის ციკლებს. იგი სინქრონიზდება მფლობელის Amazfit-ის სმარტ-საათთან, რომელიც შეგიძლიათ ღამით მოიხსნათ და გეცოდინებათ, რომ ყველა საჭირო მაჩვენებელს ბეჭედი მიადევნებს თვალყურს. მწარმოებელი ცნობილია თავისი უნარით - აწარმოოს ფუნქციური მოწყობილობები მოკრძალებულ ფასებში - სავარაუდოდ Helio Ring-საც ექნება ასეთი უპირატესობა. იგი ბაზარზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოვა. CES 2024-ზე წარმოდგენილი იყო მრავალი სხვა, მეტ-ნაკლებად ნიშური მოწყობილობა. მაგალითად, მუსლიმებისთვის განკუთვნილი ბეჭედი Zikr Ring, რომელსაც შეუძლია მფლობელს შეახსენოს დღიური ხუთი ლოცვის დრო და აქვს ტასბიჰას ციფრული მრიცხველი. მოწყობილობა RingConn-ს აქვს Oura Ring-ის მსგავსი ფუნქციები, მაგრამ უფრო მოკრძალებულ ფასად. სეგმენტით დიდი ბრენდებიც არიან დაინტერესებული - ადრე ცნობილი გახდა, რომ Samsung Galaxy Ring-ის სმარტ-ბეჭედზე მუშაობს. შესაძლოა, შემოთავაზებების გარკვეული კრიტიკული მასა უნდა დაგროვდეს, რაც გამოიმუშავებს ჯანსაღ კონკურენციას, რომელიც აუცილებელია ამ ტიპის მოწყობილობების განვითარებისთვის. http://tinyurl.com/39476er3
  23. SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში კომპანია გამოუშვებს თანამგზავრული ანტენების პორტატულ ვერსია Starlink Mini Dish-ს. ანტენა საკმარისად პატარა იქნება იმისთვის, რომ ზურგჩანთაში მოთავსდეს, თქვა მან. მასკმა ასევე ისაუბრა Starlink-ის ფიჭურ სერვისზე, რომელიც უზრუნველყოფს 7 მბ/წ სიჩქარეს თითო უჯრედზე. ფოტოს წყარო: Mariia Shalabaieva/Pixabay „მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ წარვადგენთ Starlink mini-ს, რომელიც ზურგჩანთაში მოთავსდება“ - განაცხადა მასკმა SpaceX-ის თანამშრომლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში FCC-მ SpaceX-ს Starlink Mini Dish-ის ექსპლუატაციის ნება მისცა, რომელიც MacBook-ლეპტოპის ზომისაა, მაგრამ ამ დრომდე სიახლის შესახებ არაფერი გამოცხადებულა. ამჟამად არაფერია ცნობილი Starlink Mini Dish-ის მახასიათებლების შესახებ, ასევე უცნობია მისი ფასიც. მასკმა პირობა დადო, რომ ეს მოდელი იქნება „საკმაოდ კარგი მათთვის, ვისაც ძალიან პორტატული Starlink სჭირდება“. SpaceX-ის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა შემდეგი თაობის Starlink Dish ანტენაზე, რომლის წინასწარი შეკვეთები ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყო. მისი ფასი ამჟამინდელი მეორე თაობის ანტენის 599 აშშ დოლარის იდენტურია, მაგრამ თვითღირებულება - ნაკლები. „ჩვენ უკვე ვაწვდით ახალი თაობის აღჭურვილობას. ეს არის სამომხმარებლო ტერმინალის მეოთხე ვერსია, რომელიც საშუალებას იძლევა შევამციროთ Starlink-ის ღირებულება“, – განაცხადა მასკმა. რესურს PCMag-ის მკითხველების თანახმად ტერმინალების შემდეგი თაობა უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ მუშაობას და ჩამოტვირთვის მაღალ სიჩქარეს. ადრე Starlink-ის ერთი ტერმინალის წარმოება კომპანიას 3 ათასი აშშ დოლარი უჯდებოდა, თუმცა კომპანია მუდმივად ამცირებს წარმოების ხარჯებს. მასკმა გამოაცხადა Starlink-ის ახალი ქარხნის გახსნა ტეხასში, რომელიც, როგორც ჩანს, შემდეგი თაობის ტერმინალებს გამოუშვებს. SpaceX ასევე მუშაობს Starlink Direct to Cell (DTC) სერვისზე, რომელიც ჩვეულებრივ სმარტფონებზე მონაცემების გადაცემის საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს კავშირს ყველაზე შორეულ რეგიონებშიც კი. გასულ კვირაში კომპანიამ აჩვენა ტექნოლოგიის წარმატებული ფუნქციონირება SMS შეტყობინებების გადაცემით არამოდიფიცირებულ სმარტფონებს შორის ახლახანს გაშვებული Starlink Direct-ის Cell თანამგზავრების გამოყენებით http://tinyurl.com/h4tcknh3
  24. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ოფიციალურად დაამტკიცა 11 საინვესტიციო კომპანიის განაცხადა Bitcoin-ზე დამყარებული საბირჟო ვაჭრობის ფონდების (ETF) გამოშვების შესახებ. ექვსი მათგანი ხელმისაწვდომია ჩიკაგოს ოფციონების ბირჟაზე (CBOE) ვაჭრობისთვის. კრიპტო ბაზარმა ზრდით უპასუხა, მაგრამ ინოვაციას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. SEC-მა 11 კომპანიას ლისტინგის და საბირჟო ფონდებით ვაჭრობის ნებართვა მისცა, რომლებშიც BTC ძირითადი აქტივია. ამრიგად, შეტანილი ფორმა 19b-4-დან SEC-მა დაამტკიცა შემდეგი კომპანიების განაცხადები: BlackRock (IBTC); ARK 21Shares (ARKB); VanEck (HOLD); Fidelity (FBTC); WisdomTree (BTCW); Grayscale (GBTC); Franklin Templeton (EZBC); Bitwise (BITC); Invesco Galaxy (BTCO); Valkyrie (VBTC); Hashdex (DEFI). დამტკიცებული სპოტ Bitcoin ETF-ებიდან ექვსმა დაიწყო ვაჭრობა ჩიკაგოს ოფციონების ბირჟაზე (CBOE). აღსანიშნავია, რომ ბირჟის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ გაუგზავნეს წერილები SEC-ს რეგისტრაციის პროცესის დაჩქარების მოთხოვნით, ხოლო ბირჟაზე Bitcoin ETF-ის ლისტინგის შესახებ შეტყობინებები გამოჩნდა მარეგულირებლის ოფიციალურ განცხადებამდე. BTC-ზე დამყარებული ზოგიერთი ტრასტი ელის ლისტინგს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასა (NYSE) და The Nasdaq Stock Market LLC-ზე (Nasdaq). დოკუმენტების თანახმად საინვესტიციო ფონდები აიღებენ განსხვავებულ საკომისიოებს Bitcoin ETF-ის გამოყენებისთვის. კერძოდ: BlackRock-ის საკომისიო იქნება 0.2%, სანამ ფონდის AUM არ მიაღწევს 5 მლრდ აშშ დოლარს; Bitwise დააწესებს 0.24% საკომისიოს; Ark 21Shares-ის საკომისიო იქნება 0.25%, მაგრამ მთლიანად გაუქმდება, როდესაც AUM მიაღწევს 1 მლრდ აშშ დოლარს, რაც სავარაუდოდ მოხდება ექვს თვეში; VanEck საკომისიო ასევე იქნება 0.25%; Valkyrie დააწესებს 0.4% საკომისიოს; ყველაზე მაღალი საკომისიო აქვს Grayscale-ს - 1.5%. აღსანიშნავია, რომ SEC-ის თავმჯდომარე გერი გენსლერმა განაცხადა, რომ Spot Bitcoin ETF-ების დამტკიცება არანაირად არ არის დაკავშირებული სააგენტოს პოზიციასთან ციფრულ აქტივებთან მიმართებაში და, კერძოდ, პირველ კრიპტოვალუტასთან. მისი თქმით, კომისია იძულებული გახდა დაემტკიცებინა განაცხადები საინვესტიციო პროდუქტის გამოშვებაზე მას შემდეგ, რაც Grayscale-თან სასამართლო პროცესი წააგო. თუმცა, მარეგულირებელი კვლავ მიიჩნევს ციფრულ ვალუტებს მაღალი რისკის მქონე აქტივებად, ხოლო BTC-ს - სპეკულაციურად. გენსლერის თქმით, სააგენტო ყურადღებით დააკვირდება ყველა კრიპტო პროდუქტს, მათ შორის Spot Bitcoin ETF-ებს. SEC-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს მისმა ზოგიერთმა წევრმა და ეკონომისტმა. კეროლაინ კრენშოუმ, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სპოტ Bitcoin ETF-ების დამტკიცების წინააღმდეგ მისცა ხმა, სააგენტოს ქმედებებს უსაფუძვლო უწოდა და ამტკიცებდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ინვესტორების დაცვის პრინციპებს. მისი თქმით, სპოტ კრიპტო ბაზარი სავსეა თაღლითობითა და მანიპულაციებით, ვინაიდან სააგენტო მას ვერ აკონტროლებს. Better Markets-ის, არაკომერციული ეკონომიკური ორგანიზაციის ანალიტიკოსებმა SEC-ის გადაწყვეტილებას უსარგებლო უწოდეს და ამტკიცებენ, რომ პირველი კრიპტოვალუტა ვერასოდეს გახდება საიმედო ფინანსური პროდუქტი, რადგან ის ყოველთვის დარჩება ნაცრისფერ ზონაში ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური აღიარების გარეშე და, შესაბამისად, იქნება კიბერდამნაშავეების საყვარელი ინსტრუმენტი. მათ მოსაზრებას დაეთანხმნენ საზოგადოების სხვა წევრები. მაგალითად, პიტერ შიფი, Euro Pacific-ის მთავარი ეკონომისტი და SchiffGold-ის თავმჯდომარე, რომელმაც მარეგულირებლის ქმედებებს სპეკულანტებისთვის მწვანე შუქი უწოდა. კრიპტო ქომიუნითის ზოგ წევრსაც არ გამოუხატავს ენთუზიაზმი სიახლის მიმართ. დეცენტრალიზაციის მხარდამჭერი და კრიპტო ენთუზიასტი კრის ბლეკი ამტკიცებს, რომ Bitcoin ETF-ის დამტკიცება უარყოფითად იმოქმედებს პირველი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინ ქსელზე გრძელვადიან პერსპექტივაში. მიუხედავად ყველა კრიტიკისა, SEC-ის ქმედებებმა დადებითი გავლენა მოახდინა კრიპტო ბაზრის მაჩვენებლებზე. CoinGecko-ს თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში გაიზარდა 5%-ით და მიაღწია 1.857 ტრილიონ აშშ დოლარს. Bitcoin-ის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში გაიზარდა 1.3%-ით და 47.5 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. წერის მომენტში აქტივის ფასი 48 ათას აშშ დოლარს აღემატებოდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში შეერთებულ შტატებში სპოტ Bitcoin ETF-ებთან დაკავშირებულმა მღელვარებამ თითქმის გააორმაგა პირველი კრიპტოვალუტის ღირებულება, რამაც სტიმული მისცა Altcoin-ების ბაზარზე ზრდის ტენდენციების განვითარებას. http://tinyurl.com/2m9c87a5
  25. თანამგზავრული კავშირის სისტემა SpaceX Starlink Direct to Cell-მა წარმატებით მიიღო და გადასცა ტექსტური შეტყობინება ორ არამოდიფიცირებულ სმარტფონს შორის. ამის შესახებ თავად SpaceX-მა განაცხადა - შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა Starlink-ის ექვსი თანამგზავრის გაშვებიდან კვირაზე ნაკლებ დროში, რომლებიც განკუთვნილი იყო ფიჭური კავშირის ორბიტალური ანძების სახით გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: twitter.com/SpaceX „ორშაბათს, 8 იანვარს, გაშვებიდან 6 დღეზე ნაკლები დროის შემდეგ ჩვენ გავგზავნეთ და მივიღეთ პირველი ტექსტური შეტყობინებები დედამიწაზე არსებული არამოდიფიცირებული სმარტფონებიდან ჩვენს ახალ თანამგზავრებზე კოსმოსში T-Mobile-ის ქსელის სპექტრის გამოყენებით“, - გამოაქვეყნა პოსტი კომპანიამ X SpaceX-ზე. თუმცა არ დააკონკრეტა ტესტის დეტალები: არ გამოცხადებულა მიღწეული მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ან შეყოვნების მაჩვენებელი. კომპანიას მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოწვევების გადალახვა მოუწია: ბევრ თანამედროვე სმარტფონს აქვს „გაძლიერების დაბალი კოეფიციენტის მქონე ანტენები“, რომლებიც შექმნილია მიწისზედა და არა ორბიტალურ საბაზო სადგურებთან დასაკავშირებლად. კომუნიკაციის გასააქტიურებლად SpaceX-მა შეიმუშავა „დიდი, 2.7 x 2.3-მეტრიანი გაუმჯობესებული ფაზური მასივები, რომლებიც იყენებენ მაღალი მგრძნობელობის რადიო მიმღებებსა და ძლიერ გადამცემებს სმარტფონებთან კოსმოსიდან კომუნიკაციისთვის“. თანამგზავრები სმარტფონებს უკავშირდება LTE ტექნოლოგიის გამოყენებით, თუმცა, ხმელეთის საკომუნიკაციო კოშკურებისგან განსხვავებით მოწყობილობები დედამიწის გარშემო ბრუნავენ 27 ათას კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - ისინი მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებიან მხედველობის არეში. აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) SpaceX-ს ნებართვა მისცა გატესტოს Starlink-ის მობილური კომუნიკაციები ორ ათეულზე მეტ ადგილას 840 თანამგზავრის გამოყენებით, რომლებიც უახლოეს თვეებში გაეშვება. დეპარტამენტს კომერციული ოპერირების ნებართვა ჯერ არ გაუცია - არსებობს შიში, რომ სისტემამ შეიძლება რადიოხარვეზები გამოიწვიოს. SpaceX ელის, რომ მიმდინარე წელს მიიღებს ამ ნებართვას ტექსტური შეტყობინებების გაგზავნისთვის. 2025 წელს კომპანია იმედოვნებს, რომ აბონენტებს უზრუნველყოფს ხმოვანი კავშირითა და მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობით. http://tinyurl.com/2t5ey2pj
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.