Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5935
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. ASIC-აღჭურვილობის მწარმოებელმა Bitmain-მა 20%-ით შეამცირა Antminer მოწყობილობების ფასი Bitcoin-ის კურსის ვარდნისა და ჩინეთის ხელისუფლების მიერ მაინინგის კრიტიკის ფონზე. ამის შესახებ ჟურნალისტმა კოლინ ვუმ ისაუბრა. ჟურნალისტის ინფორმაციით, Bitmain-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა მოითხოვა აპარატურის საფასურის წინასწარ გადახდა. კომპანიამ, როგორც ჩანს, უარყო ასეთი განაცხადები და მომხმარებლებს შესთავაზა წლიური 4% წინასწარი გადასახადი და შესაძლებლობა - "შეიძინონ სხვა პროდუქტები მომავალში". ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ამჯერად ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა მცირე გავლენა მოახდინეს ASIC მოწყობილობების მწარმოებლებზე. Antpool-ის თანახმად, Antminer S19Pro-ს ამჟამინდელი გამორთვის ფასი [shutdown price] სულ 102.96 აშშ დოლარია. ვუმ ასევე აღნიშნა, რომ ბიტკოინის ქსელის ჰეშრეითი ნელა იზრდება და Bitmain-ის მთავარი მომხმარებლები ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. მანამდე ვუმ განაცხადა, რომ Bitmain იღებს წინასწარი გადახდით შეკვეთის თანხის 20%-ს, რომლის მინიმალური ზომაა 1000 მოწყობილობა. ფლაგმანური Antminer S19Pro უზრუნველყოფს 110 TH/წმ ჰეშრეითს და მისი ღირებულება 10.230 აშშ დოლარს შეადგენს. Portal do Bitcoin-თან საუბრისას ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებს შეეხება. მისივე თქმით, მაინერები პანიკაში არიან და ჰოსტინგს ეძებენ სხვა ქვეყნებში, მაგალითად აშშ-სა და კანადაში. 2 ივნისს სიჩუანის პროვინციის ხელისუფლებამ ჩაატარა სემინარი ჭარბი ჰიდროენერგეტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც TechNode-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, შეხვედრის ბოლოს მაინინგ-კომპანიებს საშუალება მიეცათ რეგიონში დარჩნენ წვიმების სეზონის ბოლომდე, რაც, როგორც წესი, ოქტომბრამდე გაგრძელდება. Canaan Creative-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ამოწურვად საწვავზე დაფუძნებული მოპოვება ხელს უშლის ჩინეთის გარემოსდაცვით მცდელობებს, მაგრამ „მწვანე“ მაინერები რეპრესირების ქვეშ არ უნდა აღმოჩნდნენ. https://bit.ly/3z3nz0y
  2. ინსაიდერ @Broly_X1-ის ბოლო შეტყობინების თანახმად, რომელმაც ადრე გამოაქვეყნა AMD-ის სამომავლო სამოქმედო გეგმა, AMD-ის ახალი თაობის CPU და GPU არქიტექტურების გამოსვლა დაახლოებით ერთსა და იმავე დროისთვის იგეგმება. ღონისძიება Computex-ზე AMD-ს არ წარუდგენია ახალი სამომავლო გეგმა, რომელიც დაადასტურებდა ახალ არქიტექტურაზე დამყარებული სამომავლო გრაფიკული და ცენტრალური პროცესორების გამოსვლის გრაფიკს. ოფიციალურად, 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დაფუძნებული Zen 4 არქიტექტურა უნდა გამოჩნდეს 2022 წლის ბოლოს, ყოველ შემთხვევაში, ამგვარად მიიჩნევა AMD-ის ოფიციალური გრაფიკის მიხედვით. AMD-ს ასევე კომენტარი არ გაუკეთებია Zen4 Raphael პროცესორებთან დაკავშირებული ხმების შესახებ. ეს კოდური სახელწოდება უკავშირდება ახალი AM5 სოკეტის მქონე დესკტოპ პროცესორებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, 2022 წლის მეოთხე კვარტალში გამოვა. Computex-ზე კომპანიის ანგარიშში არაფერი თქმულა გრაფიკული პროცესორების სამომავლო გეგმის განახლების შესახებ.  Broly_X1-მა სწორი პროგნოზი გააკეთა Computex-ზე მონაწილე თითქმის ყველა კომპანიის ანგარიშის შესახებ. მან ფაქტობრივად Radeon Pro-ს გამოსვლაც ახსენა რამდენიმე დღით ადრე, სანამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდებოდა. ამრიგად, ამ წყაროს ცნობების იგნორირება არ იქნება სწორი. ინსაიდერი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში ვიხილავთ როგორც ცენტრალურ პროცესორებს Zen4 არქიტექტურით, ისე RDNA3 არქიტექტურაზე დამყარებულ გრაფიკულ პროცესორებს. მან აგრეთვე განმარტა, რომ RDNA3 არქიტექტურის წარდგენა მიმდინარე წელსვე მოხდება. ინსაიდერი ასევე ელის Zen3 XT არქიტექტურის განახლებას 2022 წლის დასაწყისში, რომელიც სავარაუდოდ შეავსებს სიცარიელეს, ვიდრე Raphael ჩიპები გამოვა მომავალი წლის ბოლოს. რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორებს, შემადგენლობის შესაძლო განახლების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ Radeon RX 6000 სერია დარჩება აქტუალური მინიმუმ წელიწადნახევრის განმავლობაში. https://bit.ly/3zcvVDl
  3. რამდენიმე დღის წინ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის წინადადებას, რომ დაწესდეს ერთიანი გადასახადი ტრანსნაციონალურ IT-კომპანიებზე. ამ რეფორმების გატარების შემთხვევაში არანაკლებ 10% რენტაბელურობის მქონე უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები გადაიხდიან შემოსავლის სულ მცირე 15%-ს ბეგარის სახით. ზოგიერთმა IT-გიგანტმა უკვე მოახდინა რეაგირება ახალ ინიციატივაზე, თანაც დადებითად. ახალმა შეთანხმებამ უნდა შეამსუბუქოს დაძაბულობა ქვეყნებს შორის საგადასახადო რეგულირების თვალსაზრისით. სავარაუდოდ, ახალ წესებს უფრო დეტალურად შეიმუშავებენ დიდი ოცეულის ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე (G-20). ცხადია, ახალი საგადასახადო წესები შეეხება ტექნოლოგიური სექტორის უდიდეს კომპანიებს, როგორიცაა Google, Amazon და Facebook, რომელთა წარმომადგენლებმა რეაგირება მოახდინეს G7-ში შემავალი ქვეყნების საგადასახადო შეთანხმებაზე. Amazon-ში განაცხადეს, რომ ახალი შეთანხმება "მისასალმებელი და დიდი მოლოდინის მქონე ნაბიჯია საერთაშორისო საგადასახადო სისტემის სტაბილიზაციისკენ. ვიმედოვნებთ, რომ დისკუსიები გაგრძელდება G-20 ალიანსისა და Inclusive Framework-ის გაფართოებულ შემადგენლობაში,” - ციტირებს Amazon-ის წარმომადგენლის სიტყვებს წყარო. Facebook-ის გლობალურ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტი ნიკ კლეგი მიესალმება G7-ის გარიგებას და აღნიშნა, რომ სოციალური მედია გიგანტი "დიდი ხანია ითხოვს გლობალური საგადასახადო წესების რეფორმას". მისი აზრით, შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესის გარკვეულობის მიღწევისა და გლობალური საგადასახადო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებისკენ. ”ჩვენ გვსურს, რომ საერთაშორისო საგადასახადო რეფორმის პროცესი წარმატებით დასრულდეს და გვესმის, რომ Facebook-მა უნდა გადაიხადოს მეტი გადასახადი სხვადასხვა მიმართულებით”, - განაცხადა კლეგმა. Google-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კომპანია მტკიცედ უჭერს მხარს დიდი შვიდეულის ინიციატივას და იმედოვნებს, რომ ეს "დაბალანსებული და გრძელვადიანი შეთანხმება იქნება". Apple-ის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. https://bit.ly/3csI9Oq
  4. ჩინეთის ხელისუფლება სისტემატურად ატარებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობის კრიმინალიზაციის პოლიტიკას. გასულ თვეში ისინი მოითხოვდნენ Bitcoin-ის მაინინგისა და ვაჭრობის აკრძალვას, ახლა კი Reuters იუწყება, რომ დაბლოკილია ჩინური სოციალური მედიის ანგარიშები, რომლებიც კრიპტო ოპერაციების ლიდერებს ეკუთვნით. ექსპერტების აზრით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ სურთ ჩინეთში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც კრიპტოვალუტების ბაზარზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ ისე, როგორც ამჟამად ილონ მასკს. ამავდროულად, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში დაიწყო კამპანია კრიპტოვალუტით ვაჭრობის იდეის დისკრედიტაციის მიზნით. ისინი ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული გარიგებები ხშირად გამოიყენება უკანონო საქმიანობაში. ამავე დროს, ჩინეთის ცენტრალური ბანკი ატარებს ექსპერიმენტებს მიმოქცევაში საკუთარი ციფრული ვალუტის შემოსაღებად. ზოგადად, ასეთი პოლიტიკა აკმაყოფილებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სურვილს - შეინარჩუნოს ქვეყნის ფინანსური სისტემა კონტროლის ქვეშ. https://bit.ly/3ilUkjG
  5. კემბრიჯის გრაფენის ცენტრის მკვლევარებმა ექსეტერის უნივერსიტეტის გუნდთან თანამშრომლობის შედეგად წარადგინეს მყარ დისკებში გრაფენის წარმატებით გამოყენების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს ჩაწერის სიმჭიდროვის ათმაგ ზრდას. ჩაწერის სიმჭიდროვე მოითხოვს სივრცის შემცირებას ფირფიტასა და ჩამწერ თავს შორის, მაგრამ რადგანაც ამ სივრცის დიდ ნაწილს იკავებს ფირფიტის მექანიკური დაზიანებისა და კოროზიისგან დამცავი საფარი, მისი შემცირება ეწინააღმდეგება დაცვის მოთხოვნებს. შედეგად პრობლემატური ხდება თერმული მაგნიტური ჩაწერის ტექნოლოგიები (HAMR) ერთ კვადრატულ დუიმზე 1 ტბიტზე მეტი ინფორმაციის ჩაწერის შემთხვევაში, როდესაც დამცავი ფენის სისქე 2 ნანომეტრზე ნაკლები ხდება. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ გრაფენი არის არა მხოლოდ ძალიან თხელი, არამედ ფლობს დამცავი საფარის ყველა თვისებას, ორჯერ ამცირებს ხახუნს და 2.5-ჯერ - კოროზიის საფრთხეს თანამედროვე, ნახშირბადზე დამყარებულ დამცავ ფირფიტებთან შედარებით. პლატინისა და რკინის შენადნობზე გრაფენის საფარის დატანვის შემდეგ მოხდა HARM-ჩაწერის გამოცდა. მეცნიერებმა მიიღეს შედეგი, რომლის თანახმად ამგვარი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაცემთა უპრეცედენტო სიმჭიდროვეს 4-დან 10 ტბიტამდე კვადრატულ დუიმზე. https://bit.ly/3ggxMyg
  6. მიმდინარე თვის ბოლოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution (FSR), რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საფუძველზე უზრუნველყოფს გამოსახულების გაფართოების ზრდას. ეს ტექნოლოგია მხარდაჭერილი იქნება არა მხოლოდ AMD-ის ვიდეო დაფებში, არამედ სხვა კომპანიის წარმოების გრაფიკულ ამაჩქარებლებში. ამჟამად ცნობილი გახდა Microsoft-ის გეგმების შესახებ, რომ FSR-ის მხარდაჭერა დაემატოს მის გეიმინგ კონსოლებს - Xbox Series X-სა და Xbox Series S-ში. ფოტო: HotHardware FSR ტექნოლოგია იყენებს „სივრცული მასშტაბირების მეთოდს“ გეიმინგ ძრავის ორიგინალი კადრებიდან „ულტრა მაღალი გაფართოების“ გამოსახულების მისაღებად. ტექნოლოგია ფუნქციონირებს NVIDIA Deep Learning Super Sampling-ის (DLSS) მსგავსად, მისი იდეა კი მდგომარეობს დაბალი გაფართოების გამოსახულების ვიზუალიზაციასა და შემდეგ მასშტაბირებაში უკეთესი წარმადობის მიღებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანი განსხვავებებია AMD-სა და NVIDIA-ს ტექნოლოგიებს შორის. FSR არ საჭიროებს სპეციალურ აპარატულ ბლოკებს და ღია კოდი აქვს, შედეგად ტექნოლოგია ხდება პოტენციურად ქმედითუნარიანი პრაქტიკულად ნებისმიერ გრაფიკულ პროცესორთან. პრეზენტაციის ფარგლებში FSR-დეველოპერებმა მოახდინეს ტექნოლოგიის GeForce GTX 1060 დაფაზე მუშაობის დემონსტრირება. რაც შეეხება Microsoft-ის გეიმინგ-კონსოლებს, დეველოპერებმა განაცხადეს, რომ მათში FSR-ის მხარდაჭერა გამოჩნდება მომავალში, მაგრამ უფრო მეტი დეტალი არ გახმაურებულა. – „მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია Xbox-ში გამოვიყენოთ AMD FidelityFX Super Resolution ტექნოლოგია, როგორც კიდევ ერთი მეთოდი კადრის განახლების სიხშირისა და გაფართოების გაზრდისთვის. მალე ხელთ გვექნება გასაზიარებელი რამ“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ამრიგად, FSR აფართოებს მოქმედების არეალს. ცოტა ხნის წინ AMD-მ განაცხადა, რომ ტექნოლოგიის მხარდაჭერა ექნება მოძველებულ Radeon RX 480 და Radeon RX 470 ვიდეო დაფებსაც, Radeon RX 6000, Radeon RX 5000 და სხვა სერიებთან ერთად. Intel-მა კი მინიშნება გააკეთა, რომ Xe-HPG გრაფიკულ პროცესორებსაც შესაძლოა ჰქონდეთ FSR-ის მხარდაჭერა, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. https://bit.ly/3x81ah3
  7. აგვისტოდან Google კრიპტო საფულეების წარმდგენ კომპანიებს და ბირჟებს უფლებას მისცემს მის პლატფორმებზე რეკლამები განათავსონ. შეგახსენებთ, 2018 წელს Google-მა აკრძალა კრიპტოვალუტებისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების რეკლამირება Facebook-ის მხრიდან ანალოგიური ქმედების შემდეგ. 3 აგვისტოდან Google საშუალებას მისცემს კრიპტო ბირჟებსა და სერვისებს დადასტურების შემთხვევაში რეკლამები აჩვენონ YouTube-სა და კომპანიის სხვა რესურსებზე. აუდიტის ფარგლებში კომპანია გაარკვევს, შეესაბამება თუ არა რეკლამირებისთვის შეთავაზებული სერვისი FinCEN-ის, ამერიკის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს წესებსა და მოთხოვნებს. ასევე შემოწმდება რეგისტრაცია ფედერალურ დონეზე შეერთებულ შტატებში ან ცალკეულ შტატში. ჯამში, Google აღნიშნავს, რომ მის პროდუქტებში რეკლამირებისთვის კრიპტო კომპანიები უნდა შეესაბამებოდნენ აშშ-ის საკანონმდებლო მოთხოვნებს, მათ შორის ადგილობრივ იურიდიულ მოთხოვნებს. ასევე დაცული უნდა იყოს Google Ads-ის მითითებები. კრიპტო საფულეებსა და ბირჟებზე რეკლამირების აკრძალვის მოხსნის მიუხედავად Google კვლავ არ დაუშვებს კრიპტოვალუტების საწყისი შემოთავაზების (ICO) სერვისების რეკლამირებას. https://bit.ly/3vIorpk
  8. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სპეციალისტთა ჯგუფმა შექმნა სპეციალური ბოჭკო, რომელსაც შეუძლია ყველა სახის მონაცემების შეგროვება, შენახვა და დამუშავება. მოსალოდნელია, რომ ის გამოყენებულ იქნება ახალი თაობის ქსოვილების შესაქმნელად - მათი პროგრამირების შესაძლებლობით. წყარო:news.mit.edu კვლევის ერთ-ერთი მთავარი ავტორის, იოელ ფინკის (Yoel Fink) თქმით, "ციფრული" ბოჭკოები აფართოებს ქსოვილების შესაძლებლობებს, რაც პოტენციურად საშუალებას იძლევა გამოავლინდეს ადამიანის სხეულის ფარული "ქცევის მოდელები". ამის წყალობით შესაძლებელია ადამიანის აქტივობის მონიტორინგი რეალურ დროში და დაავადებების დიაგნოზი ადრეულ ეტაპებზე. მაგრამ ეს არ იქნება ტექნოლოგიის გამოყენების ერთადერთი სფერო. ფინკისა და მისი კოლეგების განცხადებით, ელექტრონული ბოჭკო ადრეც შეიქმნა, მაგრამ იგი "ანალოგური" იყო, ფაქტიურად ინახავდა ელექტრულ სიგნალს. ამჯერად ბოჭკოებს შეუძლია შეინახონ ინფორმაცია ნულის და ერთეულის სახით, რაც თანამედროვე ციფრული ეპოქისთვის ტრადიციულია. ბოჭკო შეიცავს ათეულობით მეტრი სიგრძის ერთ პოლიმერულ ძაფში გაერთიანებულ ასობით კვადრატულ მიკროჩიპს. თავად ძაფი მარტივად გაივლის ნემსში, მისგან დამზადებული ქსოვილი მინიმუმ ათ გარეცხვას გაუძლებს სასარგებლო თვისებების კარგვის გარეშე. ამასთან, მისი ჩვეულებრივი ქსოვილისგან გარჩევა შეუძლებელია. უფრო მეტიც, მეცნიერებმა იპოვეს მეთოდი, რომ გააქტიურდეს ნებისმიერი ფარული ჩიპი სხვების მოქმედებაში მოსვლის გარეშე. დამატებით, ბოჭკოს შეუძლია ნებისმიერი ციფრული კონტენტის შენახვა - უკვე მოხერხდა მუსიკისა და მოკლე ვიდეორგოლების ჩაწერა, რომელთა შენახვა შესაძლებელია ბოჭკოების მეხსიერებაში ორი თვის განმავლობაში ელექტროკვების გარეშე. ტექნოლოგია გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ჩიპები ფაქტიურად ერთიანდება საერთო ნეიროქსელში, რომელსაც მეცნიერები იყენებენ სხეულის ტემპერატურის მონაცემების ჩასაწერად. ბოლო ანალიზმა 96%-იანი სიზუსტით განსაზღვრა, რით იყო დაკავებული ჭკვიან სამოსში ჩაცმული ადამიანი. მთელი სხეულის ინფორმაცია გამოყენებული იქნება მანქანური სწავლებისთვის. MIT-ში მიიჩნევენ, რომ ჭკვიანი ბოჭკო შეძლებს იგრძნოს საფრთხე და დროულად გააფრთხილოს მფლობელი, მაგალითად, ფილტვების პრობლემების ან არითმიის შესახებ. ბოჭკოს აკონტროლებს პატარა გარე მოწყობილობა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი იქნება შესაბამისი მიკროკონტროლერის პირდაპირ ძაფში ჩანერგვა. აღსანიშნავია, რომ კვლევას უკვე მიზნობრივი გამოყენებითი ღირებულება აქვს. მას მხარს უჭერს ერთდროულად აშშ-ის რამდენიმე სამხედრო დეპარტამენტი. https://bit.ly/3igf9Nn
  9. კოსმოსურმა სტარტაპ Axiom Space-მა ხელი მოაწერა აეროკოსმოსურ კომპანია SpaceX-თან შეთანხმებას, რომლის ფარგლებში იგეგმება სამი პილოტირებული მისიის რეალიზაცია Crew Dragon ხომალდების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ გარიგების დეტალები არ გახმაურებულა, გარიგება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია სწრაფად მზარდი კერძო კოსმოსური მოგზაურობის ინდუსტრიაში და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო დაძაბულს გახდის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობის გრაფიკს. საერთაშორი კოსმოსურ სადგურთან ხომალდ Crew Dragon-ის მიერთება. ფოტო: NASA არსებული ცნობების თანახმად, ეს სამი მისია განხორციელდება დაახლოებით ექვსი თვის ინტერვალით მას შემდეგ, რაც Axiom-თან წინა შეთანხმების ფარგლებში SpaceX საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნის მისია Ax-1-ს. მის ფარგლებში ხომალდ Crew Dragon-ის მეშვეობით კოსმოსში გაიგზავნება „სრულიად სამოქალაქო“ ეკიპაჟი, რომლის წევრები ორბიტალურ სადგურზე რვა დღეს გაატარებენ. მეორე მისია Ax-2-ს უხელმძღვანელებს NASA-ს ყოფილი ასტრონავტი Peggy Whitson. Ax-3 და Ax-4 ეკიპაჟის შემადგენლობა ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ამჟამად დაგეგმილი, SpaceX-ისა და Axiom-ის ერთობლივი ყველა მისია იდენტური სცენარით განხორციელდება. დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. Axiom და SpaceX არ ამხელენ ახალი გარიგების ღირებულებას, რომელზე მუშაობა ბოლო რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მისიის დაწყებისა და ხანგრძლივობის ვადებს, აგრეთვე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საერთაშორისო პარტნიორების ჯგუფს NASA დაამტკიცებს. მიზნები, რა თქმა უნდა, ასევე საიდუმლოდ რჩება. „დგება პილოტირებული კოსმოსური ფრენების ახალი ერა. მზარდი პარტნიორობა Axiom-სა და SpaceX-ს შორის ახალ შესაძლებლობებს იძლევა კოსმოსში მეტი ადამიანის გაგზავნისთვის, სხვა პლანეტების დაპყრობის გზაზე“ - განაცხადა SpaceX-ის პრეზიდენტმა Gwynne Shotwell-მა. https://bit.ly/3phct3N
  10. ჰიდროენერგეტიკა, გეოთერმული, მზისა და ქარის ენერგია უკვე უზრუნველყოფს Bitcoin-ის ჰეშრეითის მნიშვნელოვან წილს, ხოლო ჩინეთში მაინინგის შესაძლო აკრძალვა შეამცირებს ნახშირის წილს. ეს აზრი გამოხატა დენიელ ფრუმკინმა Braiins-იდან. მისი თქმით, კრიპტოვალუტის მოპოვების ეკოლოგიურობის კრიტიკოსები არ ითვალისწინებენ მაინერების მიერ თანამდევი გაზის გამოყენების ზრდას. ატმოსფეროში გამოფრქვეული ან უსარგებლოდ დამწვარი ნავთობის აირის მოცულობა მხოლოდ შეერთებულ შტატებში საკმარისია წელიწადში 162 ტვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, ხოლო Bitcoin-ის ქსელის ენერგომოხმარება 115 ტვტ/სთ-ს შეადგენს, აღნიშნა ფრუმკინმა. ამ რესურსის გამოყენება მაინინგისთვის არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში იზრდება. ფრუმკინმა ხაზი გაუსვა, რომ თავად განახლებადი ენერგიის წყაროების ეკოლოგიურობის აღქმა საკმაოდ პირობითია. მაგალითად, მზის ბატარეების წარმოების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია ჩინეთის პროვინცია სინცზიანი, რომელიც ამისთვის იყენებს ნახშირის ენერგიას. მზის პანელების შექმნაზე იხარჯება ამოწურვადი ნედლეულის დიდი რაოდენობა, რომლის მოპოვება გარემოს ზიანს აყენებს. Braiins-ის ინჟინერი თვლის, რომ Bitcoin-ის ქსელის ენერგომოხმარება, რაზეც კრიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას, არაფერს მეტყველებს გარემოს ეკოლოგიაზე მაინინგის რეალური გავლენის შესახებ. ფრუმკინმა ასევე გააკეთა მზის ენერგიით Bitcoin-ის მოპოვების ანალიზი და დაადასტურა Square-ისა და ARK Invest-ის სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული მოდელის ქმედითუნარიანობა. ამ კომპანიების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მაინინგის ელექტროენერგიის ქსელში ინტეგრირება დააჩქარებს გადასვლას განახლებადი ენერგიის წყაროებზე. https://bit.ly/3wKYci0
  11. კომპანიის გენერალური დირექტორი C.C. Wei სიტყვით გამოვიდა ინვესტორებისა და აქციონერების წინაშე არიზონაში 12 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ობიექტის მშენებლობის დაწყების შესახებ, რომელიც 2024 წლიდან 5-ნანომეტრიანი პროდუქციას გამოუშვებს. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ დამატებით ხუთამდე საწარმო შეიძლება განთავსდეს მეზობელ ადგილებში, რომლებიც აშენდება მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში. ეს ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა, მისივე ცნობებით, შეერთებული შტატების ხელისუფლება დაინტერესებულია უახლოესი სამი წლის განმავლობაში TSMC-ის ექვსი საწარმოს მშენებლობით. მოსალოდნელია, რომ TSMC მოითხოვს 54 მლრდ აშშ დოლარის ნაწილს, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ გამოყო ნახევრადგამტარი წარმოების სტიმულირებისთვის. არიზონაში არსებული საწარმო შეძლებს თვეში არაუმეტეს 20 ათასი სილიკონის ფირფიტის გამოშვებას, ასე რომ ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენას ვერ შეძლებს. ეს არის TSMC-ის ხელმძღვანელობის უფრო მეტად სიმბოლური ჟესტი, ვიდრე პროექტი ადეკვატური ეკონომიკური პერსპექტივებით. TSMC-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანიამ შეიმუშავა 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ვარიანტი, რომელიც სასარგებლო იქნება საავტომობილო სექტორის დამკვეთებისთვის, თუმცა კომპონენტების დეფიციტის მოგვარების საკითხში მასზე დაყრდნობა არ იქნება საიმედო. ხსენებულ ტექნოპროცესს დამკვეთები გამოიყენებენ, მაგალითად, ავტოპილოტირების სისტემებში გამოყენებადი პროცესორების დაპროექტებისთვის. საავტომობილო ელექტრონიკის აბსოლუტური უმრავლესობა კიდევ დიდხანს გამოიყენებს უფრო მომწიფებულ ლითოგრაფიულ ტექნოლოგიებს. TSMC არ ჩამორჩება 3-ნანომეტრიანი წარმოების მზადების გეგმასაც Fab საწარმოში, რომელიც კუნძულ ტაივანზე მდებარეობს. პროდუქციის სერიული გამოშვება დაიწყება მომდევნო წლის მეორე ნახევარში, როგორც დაგეგმილი იყო. სულ მიმდინარე წელს წარმოების გაფართოებაზე კომპანია დახარჯავს 30 მლრდ აშშ დოლარს, უახლოესი სამი წლის მანძილზე კი ამ საჭიროებისთვის გამოიყოფა 100 მლრდ აშშ დოლარი. https://bit.ly/2TpLffd
  12. კომპანია Gigabyte გამოუშვებს GeForce RTX 3080 Ti-სა და GeForce RTX 3070 Ti-ს Gaming OC შესრულებით. ახალი დაფები უკვე გამოჩნდა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ორივე გვთავაზობს მცირე ქარხნულ აჩქარებას. Gigabyte GeForce RTX 3080 Ti Gaming OC დაფის გრაფიკულ ჩიპს აქვს 10 240 CUDA ბირთვი და 1710 მჰც სიხშირე (ეტალონური მაჩვენებელია 1665 მჰც). GeForce RTX 3070 Ti Gaming OC მოდელის შემთხვევაში მოცემულია 6144 CUDA ბირთვი, 1830 მჰც სიხშირე, რაც 60 მეგაჰერცით აღემატება ეტალონურ მაჩვენებელს. ვიდეო დაფების ზომაა 320 × 129 × 55 მმ, აქვთ მასიური, 2.7-სლოტიანი გაგრილების სისტემა WINDFORCE 3X, რომელთა შემადგენლობაში შედის ორი დიდი რადიატორი სპილენძის შვიდი თბოგამტარი მილით, ასევე სამი ქულერი. ერთ-ერთი მათგანი ბრუნავს დანარჩენი ორის საპირისპიროდ. ვიდეო დაფის დამატებითი კვებისთვის გამოიყენება ორი 8-პინიანი კონექტორი. Gigabyte-ის რეკომენდაციაა ახალ დაფებთან 750-ვატიანი კვების ბლოკის გამოყენება. ორივე მოდელს აქვს BIOS-ის ორმაგი სისტემის მხარდაჭერა ჩუმი და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟიმით, აგრეთვე წარმოდგენილია RGB Fusion 2.0 განათება. ვიდეო დაფების აღჭურვილობაში შედის ორი პორტი DisplayPort 1.4 და ორი HDMI 2.1. https://bit.ly/3igUdWN
  13. AMD-ს ჰიბრიდული პროცესორები ბაზარზე ტრადიციულად მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. ვერ ვიტყვით, რომ ისინი ძალიან აქტიურად იყიდება, თუმცა აუტსაიდერებიც არასდროს ყოფილან, გასანკუთრებით აქტუალურები კი გახდნენ ვიდეო დაფებზე ფასის მატების შემდეგ. მაგალითად, Ryzen 5 3400G საშუალებას იძლევა არა მხოლოდ კომფორტულად შესრულდეს ყველა სტანდარტული ამოცანა, მათ შორის ბრაუზერსა და საოფისე აპლიკაციებში მუშაობა, არამედ ასევე გაეშვას ყველა თამაში მინიმალური გრაფიკული პარამეტრებით. სამწუხაროდ, 4000-სერია ვერ მოხვდა მასობრივი მომხმარებლების ხელში და ბაზარს მინიმალური რაოდენობით მიეწოდებოდა. მათი პოვნა მაინც შესაძლებელია მცირე სავაჭრო ობიექტებში, ასევე მზა კომპიუტერებში. მიმდინარე ზაფხულისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე მოვლენა იყო ჰიბრიდული Ryzen 7 5700G და Ryzen 5 5600G პროცესორების ანონსი. ორივე მათგანი აგებულია Zen 3 არქიტექტურაზე, რაც პოტენციურ მფლობელს ხელთ აძლევს ყველაზე თანამედროვე 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესსა და უზარმაზარ წარმადობას. Ryzen 7 5700G-ს აქვს რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 4.6 გჰც-მდე, ასევე Vega გრაფიკა. ეს გახლავთ ფლაგმანური ჩიპი ნაკადური პროცესორების მაქსიმალური (512) რაოდენობით და 2 გჰც ტაქტის სიხშირით. იგი გვევლინება Core i7-11700K ჩიპის პირდაპირ კონკურენტად, თუმცა გვთავაზობს უფრო სწრაფ გრაფიკას, ოფიცალური განცხადების თანახმად ინტეგრირებული ვიდეო დაფა Ryzen 7 5700G კონკურენტს ორნახევარჯერ აღემატება. Ryzen 5 5600G შესანიშნავი ვარიანტია მძლავრი, დაბალბიუჯეტური კომპიუტერის დასაკომპლექტებლად. მისი მახასიათებლებია 4.4 გჰც-მდე ტაქტის სიხშირე, 6 ბირთვი, გრაფიკა Vega 448 ნაკადური პროცესორითა და 1900 მჰც-მდე სიხშირით. ეს ჩიპი გახდება Core i5-11600K მოდელის კონკურენტი, თუმცა გვთავაზობს გაცილებით მაღალი წარმადობის გრაფიკულ ბირთვს. რაც შეეხება ფასებს, უფროსი მოდელის ფასია 359 აშშ დოლარი, უმცროსისა - 259 აშშ დოლარი, რაც სავსებით შეესაბამება AMD-ის ამჟამინდელი თაობის და Intel-ის ანალოგიური ჩიპების ღირებულებას. ფაქტია, რომ ამჯერად პროცესორებზე წვდომა აბსოლუტურად ყველას ექნება, რადგანაც 5 აგვისტოს ისინი DIY სეგმენტში მოხვდება, შესაბამისად, მხოლოდ OEM-დეველოპერებისთვის მიწოდებაზე არსებული შეზღუდვა მოიხსნება. უნდა აღინიშნოს, რომ ასევე გამოვა დაბალბიუჯეტური მოდელი Ryzen 3 5300G. ეს არის ოთხბირთვიანი ჩიპი 159 აშშ დოლარად. მისი გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. https://bit.ly/3vEY1oD
  14. CBDC-ებმა შესაძლოა იმუშაონ ისეთ ქსელებში, როგორებიცაა Ethereum და Diem და დაიმატონ ორდონიანი მოდელები, სადაც ცენტრალური ბანკები ანაწილებენ ტოკენებს შუამავლების მეშვეობით. ამგვარი აზრი გამოთქვა ჩინეთის სახალხო ბანკის ეროვნული ციფრული ვალუტების განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა იაო ცანმა. იგი ციფრულ იუანზე მუშაობდა 2014-დან 2019 წლამდე. ამჟამად იაო არის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის სამეცნიერო და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ”CBDC- ების ფუნქციონირება საზოგადოებრივ ქსელებში ჩინეთის ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს შორის ტოკენები გაანაწილოს უშუალოდ Blockchain-as-a-service (ბლოკჩეინი, როგორც სერვისი) სისტემის მეშვეობით, ბროკერის საჭიროების გარეშე”, - განაცხადა მან. იაომ დაუშვა ორსაფეხურიანი სისტემის პარალელური მუშაობა, რომლისკენაც მიმართულია ცენტრალური ბანკების უმრავლესობა და გადაწყვეტილებები შუამავლების გარეშე. მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო მათგანი საინტერესო იქნება საბანკო ანგარიშების არმქონე პირებისთვის და ჯამში მომხმარებლები ისარგებლებენ არჩევანის საშუალებით. ”ორდონიანი CBDC მოდელები და მოდელები შუამავლების გარეშე არ წარმოადგენენ ალტერნატივებს. ისევე, როგორც ტაქსებსა და ავტობუსებს, მათ შეუძლიათ ჰარმონიულად იმუშაონ ”, - განმარტა მან. ოფიციალური პირი აგრეთვე შეეხო CBDC-ის კონფიდენციალურობის საკითხს და აღნიშნა, რომ ტოკენების გამოშვებისკენ უბიძგებს გაციფრულების ტალღა და ჩინეთის ეროვნული ბანკი არ გეგმავს ხელისუფლებას დაეხმაროს „ყველა ტრანზაქციის დანახვაში“. შეგახსენებთ, ჩინეთის ეროვნული ბანკის CBDC ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გამორიცხა სრულიად ანონიმური ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვება. იანვარში ჩინეთის ეროვნული ბლოკჩეინ-პლატფორმის (BSN) შემქმნელებმა დააანონსეს ციფრული იუანის ინტეგრაცია ოცდაათ საჯარო ბლოკჩეინთან 2021 წელს. https://bit.ly/3p8GmD0
  15. კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარადგინა FidelityFX Super Resolution (FSR) - ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საფუძველზე გამოსახულების გაფართოების გაზრდის საკუთარი ტექნოლოგია. ანალოგიური NVIDIA DLSS-ისგან განსხვავებით AMD-ის ტექნოლოგია უფრო მოქნილია, რადგანაც ღია კოდი აქვს და შეუძლია იმუშაოს არა მხოლოდ AMD-ს ვიდეო დაფებზე, არამედ ბევრ კონკურენტ GPU-ზეც. კომპანიის განცხადებით, FSR ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მოქნილად დარეგულირდეს ბალანსი ხარისხსა და წარმადობას შორის, უზრუნველყოფილ იქნას საუკეთესო გამოსახულება სხვადასხვა სისტემისთვის. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელი იქნება კადრების სიხშირის ზრდა ცალკეულ თამაშებში ორჯერზე მეტად - აცხადებს AMD. ახალი ტექნოლოგიის ეფექტურობა მოყვანილია თამაშ Godfall-ის მაგალითზე. 4K (3840 × 2160 პიქსელი) გაფართოებაზე მაქსიმალური გრაფიკული პარამეტრებისა და რეითრეისინგის პირობებში Radeon RX 6800 XT ვიდეო დაფის მქონე სისტემა უზრუნველყოფს საშუალოდ 49 FPS-ს. FidelityFX Super Resolution გამოსახულების ხარისხის ოთხი დონის გამოყენების საშუალებას იძლევა. საუკეთესო ხარისხის შემთხვევაში კადრის განახლების სიხშირე იზრდება 78 FPS-მდე, მინიმალურზე კი - 150 FPS-მდე. ამასთან, ვიზუალურად გამოსახულება საკმაოდ მისაღები რჩება. FSR შეიძლება კიდევ უფრო სასარგებლო იყოს შედარებით ძველი ვიდეო დაფების მფლობელებისთვის. იმავე Godfall-ში ახალ ტექნოლოგიას შეუძლია NVIDIA GeForce GTX 1060 დაფის მქონე სისტემაში კადრების სიხშირის 41%-ით გაზრდა. ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution-ს მუშაობა შეუძლია არა მხოლოდ AMD-ის ვიდეო დაფებზე, არამედ ასევე კონკურენტ გადაწყვეტილებებზე, რაც მის მეტად მომგებიანობას უსვამს ხაზს ანალოგიურ NVIDIA DLSS ფუნქციასთან შედარებით, რომლითაც მხარდაჭერილია მხოლოდ GeForce RTX სერიის მოდელები. თავად კომპანია AMD აღნიშნავს, რომ მის ტექნოლოგიას გააჩნია ასზე მეტი ცენტრალური და გრაფიკული პროცესორის მხარდაჭერა. FSR ტექნოლოგია წარმოდგენილია ღია კოდით, დამყარებულია ინდუსტრიულ სტანდარტებზე, ამიტომ მისი დანერგვა ახალ და უკვე არსებულ თამაშებში საკმაოდ მარტივი პროცესი უნდა იყოს. ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 22 ივნისს გახდება. https://bit.ly/34AEgm1
  16. Binance Smart Chain-ის (BSC) წარმომადგენლებმა განააცხადეს "კარგად ორგანიზებული ჰაკერების" მიერ DeFi პროექტების ეკოსისტემებზე თავდასხმების შესახებ და დაასახელეს რამდენიმე ნაბიჯი უსაფრთხოების დონის ამაღლებისა და დაჰაკვის რისკების შემცირებისთვის. ბოლო პერიოდის განმავლობაში კიბერდამნაშავეებმა განახორციელეს რვაზე მეტი თავდასხმა BSC პროექტებზე მყისიერი სესხების გამოყენებით. BSC-ის გუნდმა დეველოპერებს ხელახალი აუდიტის ჩატარებისკენ მოუწოდა. „თუ პროექტი ფორკია, ორჯერ და სამჯერ შეამოწმეთ თავდაპირველი ვერსიის ცვლილებები“ - ნათქვამია შეტყობინებაში. BSC-მა დეველოპერებს სთხოვა დამატებითი რისკების კონტროლის ზომების მიღება და საეჭვო საქმიანობის მონიტორინგი რეალურ დროში. რისკის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია პროტოკოლის მუშაობის შეჩერება, განაცხადეს ეკოსისტემის წარმომადგენლებმა. მათი მოწოდებაა შედგეს ასევე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მოქმედების გეგმა და ამოქმედდეს bounty-პროგრამა სისუსტეების გამოვლენისთვის. შეგახსენებთ, რომ მაისში ჰაკერების შეტევებისგან დაზარალდა BSC-ის ბაზაზე არსებული ერთდროულად რამდენიმე DeFi-პროექტი - PancakeBunny, BurgerSwap და Julswap, აგრეთვე Belt Finance. https://bit.ly/34xzaHp
  17. Microsoft საძიებო სისტემა Bing-ში ნერგავს სმარტ-დამხარეს, რომელიც ფუნქციონალით Cortana-ს მსგავსი იქნება და კონკურენციას გაუწევს Apple-ის Siri-ს და Google-ასისტენტს. ეს ბოტი, რომელსაც ჯერჯერობით უბრალოდ Chat-ს უწოდებენ, დამყარებულია Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის ესქპერიმენტალურ სისტემაზე და განკუთვნილია ინფორმაციის ძიებაში მომხმარებლების დახმარებისთვის. ძიების პროცესში ბოტი არა მხოლოდ მინიშნებებს გააკეთებს მოთხოვნის მთავარ თემასთან დაკავშირებით, არამედ დამატებით სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით.  რესურს Windows Latest-მა შეამოწმა Microsoft-ის ახალი ქმნილება, Windows 10-ის მოთხოვნაზე ბოტმა პასუხი გასცა თანამედროვე ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ახალი კომპიუტერის შესახებ, ხოლო თხოვნაზე - მოეძებნა 900 აშშ დოლარამდე ღირებულების ლეპტოპი - ბოტის შემოთავაზება იყო Lenovo Yoga 3 Pro, როგორც ჩანს მას Microsoft Surface-ის არსებობა დაავიწყდა. ბოტმა ასევე იცის Windows 10 Sun Valley განახლების შესახებ და გვთავაზობს რეკომენდაციებს განახლებისთვის. Chat ბოტი არის ბოტის ევოლუცია, რომელიც Microsoft-მა შექმნა Bing-ისთვის 2017 წელს. ჩეთის ფუნქციონირება ამჟამად შეზღუდულია და ჯერჯერობით გაურკვეველია როდის აპირებს Microsoft მის ოფიციალურად დამატება Bing-ში. https://bit.ly/3yMPpOJ
  18. AMD-მ წარადგინა კონცეფცია Advantage Design Framework, რომლის მეშვეობით კომპანია პარტნიორებთან ერთად აპირებს გადახედოს მაღალი წარმადობის გეიმინგ-ლეპტოპების განსაზღვრებას. ხსენებული პლატფორმის ფარგლებში დამზადდება გეიმინგ-ლეპტოპები AMD-ის მოწინავე აპარატულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: AMD არსებული ცნობების თანახმად AMD Advantage ლეპტოპებში გაერთიანებულია AMD Ryzen 5000 მობილური პროცესორები Radeon RX 6000M გრაფიკულ ამაჩქარებლებთან, ასევე წარმოდგენილი იქნება AMD FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე დისპლეები, სწრაფი NVMe SSD-ები, AMD-ის საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიები. კომპანიის განცხადებით, AMD Advantage ლეპტოპები შეიქმნება „ახალი დონის წარმადობისა და სიჩქარის უზრუნველყოფის მიზნით“. მხარდაჭერილი იქნება საფირმო ტექნოლოგიები SmartShift და Smart Access Memory, რომლებიც ხელს უწყობენ თამაშებში წარმადობის ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ AMD Advantage ნოუთბუქები ოპტიმიზებულია, რათა უზრუნველყოს გეიმინგ-პროცესი წამში 100 კადრზე მაღალი სიხშირით. გამოსახულების გამოტანა მოხდება მაღალი ხარისხის OLED ან IPS დისპლეებზე, რომელთა კადრის განახლების სიხშირე იქნება 144 ჰერცი, სიკაშკაშის მაჩვენებელი - 300 კდ/მ² და ხარისხიანი ფერთა გადაცემა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დისპლეებს ექნება AMD FreeSync-ის მხარდაჭერა. AMD Advantage ლეპტოპების ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს ბატარეა, რომლის ერთი დამუხტვა საკმარისია 10-საათიანი ვიდეოს ყურებისთვის. ასევე აღნიშნა, რომ ლეპტოპების სისტემა ისე იქნება მოწყობილი, რომ არ გადახურდეს კლავიატურა, განსაკუთრებით WASD ღილაკების არეში, რათა უზრუნველყოფილ იქნას კომფორტი თამაშის პროცესში. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ბაზარზე გამოვა რამდენიმე AMD Advantage პორტატული კომპიუტერი. ივნისში უნდა გამოვიდეს ASUS ROG Strix G15 და G17 Advantage Edition, რომლებიც დამყარებული იქნება Ryzen 9 5900HX პროცესორსა და Radeon RX 6800M გრაფიკულ ადაპტერზე. ასევე მოსალოდნელია, რომ გამოვა ლეპტოპი HP Omen 16 - Ryzen 9 5900HX პროცესორითა და Radeon RX 6600M ვიდეო დაფით. წლის დასასრულს კი უნდა გამოვიდეს AMD Advantage ნოუთბუქები Lenovo-სა და MSI-სგან. https://bit.ly/34AZVKQ
  19. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წინადადებაა გაფართოვდეს ბროკერების საანგარიშო მოთხოვნები კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. ამის შესახებ საუბარია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებებში. დეპარტამენტის ცნობით, ციფრული აქტივების ბაზრის განვითარებასთან ერთად გადასახადის გადამხდელებმა შეძლეს გადასახადების გადახდის თავიდან აცილება. ”გადასახადების თავიდან აცილება კრიპტოქსელების გამოყენებით სწრაფად მზარდი პრობლემაა”, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში. ინიციატივის გავრცელება ასევე იგეგმება Bitcoin-ბირჟებსა და კასტოდიალურ საფულეებზე. ისინი ვალდებულნი იქნებიან გასცენ ინფორმაცია ბენეფიციარების ანგარიშების შესახებ ინფორმაციის გაცვლის საერთაშორო ქსელში, რომლის წევრის არის აშშ. დამტკიცების შემთხვევაში ზომები ძალაში 2023 წელს შევა. ფინანსთა სამინისტრო აგრეთვე გამოვიდა ინიციატივით - დაინერგოს „ყოვლისმომცველი ანგარიშება ფინანსურ ანგარიშებზე“. წესი გავრცელდება იმ შემთხვევებში, როდესაც გადასახადის გადამხდელები ერთი ბროკერისგან ყიდულობენ კრიპტოაქტივებს და გადასცემენ სხვას. მანამდე სააგენტომ განმარტა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოიცავს მოთხოვნას, რომ აშშ-ის შემოსავლების სამსახურს გადაეცეს ინფორმაცია 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოტრანზაქციების შესახებ. შეგახსენებთ, კრიპტო სტარტაპ Avanti-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კეიტლინ ლონგმა ხელისუფლების ქმედებებს უწოდა მარეგულირებელი სფეროს „წმენდა“ ციფრულ აქტივებთან მიმართებაში, თუმცა გამორიცხა Bitcoin-ის აკრძალვის შესაძლებლობა. https://bit.ly/3p7LhnH
  20. სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2020-ზე კომპანია Intel-მა წარადგინა წინა მოდელებთან შედარებით საკმაოდ დიდი ზომის პორტატული კომპიუტერი Next Unit of Computing (NUC). მას ეწოდა PC 5L და მასში არსებული სივრცე ცალკე ვიდეო დაფისთვის მოწყობილობას აქცევს გეიმერებისთვის მომგებიან გადაწყვეტილებად. ამჯერად მის ჩასანაცვლებლად კომპანიამ წარადგინა Ghost Canyon: 8L Intel NUC 11 Extreme Kit, ასევე ცნობილი, როგორც Beast Canyon. შეიძლება ითქვას, რომ აქ ყველაფერი მეტია. მომხარებელს არ მოუწევს კომპიუტერების აწყობის სირთულეების შესწავლა. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Intel Compute Element, ავტონომიური კომპიუტერი PCIe დაფის ფორმატში. მასში მოცემულია H სერიის საკმაოდ მძლავრი პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება და მონაცემთა შესანახი მოწყობილობა. დამატებით შესაძლებელია განთავსდეს სრული ზომის ვიდეო დაფა. დაფის სიგრძე შესაძლოა იყოს 30 სმ და დაიკავებს ორ სლოტს. Ghost Canyon-ში თავსდებოდა გაცილებით პატარა დაფები, რაც განაპირობებდა უფრო დაბალ წარმადობას. ეს ნიშნავს, რომ ახალი კომპიუტერის კორპუსი უფრო დიდია, მისი მოცულობა 8 ლიტრს შეადგენს. მიმდინარე წელს Intel-მა უკვე გამოუშვა გეიმინგ Tiger Lake NUC, ასე რომ ეს სიახლე დასაშვებია მოულოდნელობად ჩაითვალოს. Skull Canyon-ისა და Hades Canyon-ის მსგავსი მოდელები ზურგჩანთაში ადვილად თავსდება. Intel-ს სამი წლის განმავლობაში არ გამოუშვია ამ მოწყობილობების მსგავსი არაფერი, მაგრამ მიმდინარე წელს ანაზღაურება გადაწყვიტა. მოდელი, რომელიც Ghost Canyon-ს ჩაანაცვლებს, გამოვა მომდევნო ან 2023 წელს. Phantom Canyon-ს აქვს Tiger Lake U სერიის პროცესორი. Intel ამტკიცებს, რომ Beast Canyon-ს განიხილავს, როგორც მობილური H პროცესორების ხაზის ნაწილს, რომელთა წარდგენა მაისში შედგა. ახალ NUC 11 Extreme Compute Elements-ებს ექნება Core i5, Core i7 და Core i9 პროცესორები და 65 ვატამდე TDP. NUC 11 Extreme Compute Element-ს თუ შევადარებთ ამჟამინდელ NUC 9 ვერსიას, კონექტორების ნაკრები დაახლოებით იგივეა. განსხვავებულია მხოლოდ ერთი Ethernet კონექტორი ორის ნაცვლად და ორი დამატებითი USB Type-A. აგრეთვე შეიცვალა გაგრილების სისტემის ჭრილების განლაგება. უფრო მეტად შესამჩნევია გარეგნული ცვლილებები. Ghost Canyon-ის მქრქალი, ასკეტური დიზაინი წარსულს ჩაბარდა, მის ნაცვლად გამოყენებულია შავი პრიალა პლასტმასა და უფრო მეტად სწორი კუთხეები. ასევე, უფრო მეტი განათებაა ლოგოტიპსა და წინა პანელზე. Intel უახლოეს მომავალში გააზიარებს დამატებით ინფორმაციას. ამჟამად უცნობია სამომავლო კომპიუტერის ღირებულება. https://bit.ly/3fXHl4X
  21. ბრენდმა XPG-მ, რომელიც კომპანია ADATA-ს მიეკუთვნება, განაცხადა, რომ მზადდება DDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოდულების ანონსი, რომლებიც განკუთვნილია გეიმიგ დონის დესკტოპ კომპიუტერებსა და მაღალი წარმადობის კიბერსპორტულ სადგურებში გამოყენებისთვის. ახალი მოდულები შევა Caster სერიაში. მათი ოფიციალური პრეზენტაცია შედგება მომდევნო კვარტალში. სერიაში შევა 6000-დან 7400 მეგაჰერცამდე სამუშაო სიხშირის მქონე მოდელები. ამასთან, მომხმარებლებისთვის შემოთავაზებული იქნება მოცულობის მხრივ სამი ვარიანტი - 8, 16 და 32 გბ. ძაბვა 1.1 ვოლტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ XPG-ის სპეციალისტები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ Gigabyte-თან, MSI-სთან, ASUS-სა და ASRock-თან, რათა უზრუნველეყოთ მაქსიმალური თავსებადობა დედა დაფებთან და ოვერქლოქინგის შესაძლებლობის მხარდაჭერა. ორიგინალურ გეომეტრიულ დიზაინში გათვალისწინებულია სექციები პრიალა და გლუვი ზედაპირებით. შემოთავაზებული იქნება Caster ვარიანტები მრავალფერი RGB განათებითა და მის გარეშე. ახალი DDR5 მოდულების ფასის შესახებ სამწუხაროდ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. https://bit.ly/3fAuIxV
  22. ბოლო გადაანგარიშების თანახმად პირველი კრიპტოვალუტის მოპოვების სირთულე 21.05 T-მდე შემცირდა. სერვისი BTC.com პროგნოზირებს მაჩვენებლის ვარდნას თითქიმის 16%-ით - 17.72 T-მდე. 13 მაისს მიღწეულ რეკორდულ დონესთან შედარებით მაინინგის სირთულე 16%-ით შემცირდა. წყარო: BTC.com. მაისის უმეტეს პერიოდში Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეითი ნეგატიურ დინამიკას დემონსტრირებს. Bitcoinის ჰეშრეითის 7-დღიანი ცვლადი შუალედის მაჩვენებელი. წყარო: Glassnode. ჰეშრეითის ვარდნა დაიწყო ერთი კვირით ადრე, სანამ ჩინეთი გადაწყვეტდა მკაცრი ზომების მიღებას კრიპტოვალუტების მაინინგისა და მათი გამოყენებით ვაჭრობის შესახებ. მაისის მეორე ნახევრიდან ბლოკებს შორის ინტერვალი სტაბილურად აჭარბებს 10 წუთს. წყარო: BitInfoCharts. „ზოგიერთმა მაინერმა დაიწყო მიგრაცია ჩრდილოეთ ჩინეთის ჰიდროენერგეტიკით მდიდარი პროვინცია სიჩუანისკენ. სიჩუანის ელექტროსადგურებმა შეზღუდეს მიწოდება ენერგომოცულობითი ინდუსტრიისთვის, მათ შორის მაინინგისთვის მიმდინარე წელს დაგვიანებული წვიმების სეზონის გამო“ - აღნიშნა ვოლფი ჩჟაომ The Block-იდან. შეგახსენებთ, მაისში შიდა მონღოლეთის ხელისუფლებამ დაიწყო ბრძოლა უკანონო მაინინგის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ გახმაურდა სანქციები კრიპტოვალუტის მოპოვების უკანონო საქმიანობისთვის: შიდა მონღოლეთის რეფორმისა და განვითარების კომისიამ (DRC) წარმოადგინა ღონისძიებების ჩამონათვალი უკანონო მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომლებიც მოქმედებენ ავტონომიურ რეგიონში. სანქციები კრიპტოვალუტის მოპოვების უკანონო საქმიანობისთვის შეეხება შემდეგ დაწესებულებებს: ინდუსტრიულ პარკებს; მონაცემთა ცენტრებს; სატელეკომუნიკაციო კომპანიებს; ელექტროსადგურებს; ქლაუდ-გამოთვლებზე სპეციალიზებულ კომპანიებს; ინტერნეტ-კაფეებს; სხვა ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, რომლებიც სარგებლობენ საგადასახადო, მიწის ფლობის ან ენერგეტიკული შეღავათებით. სამრეწველო პარკებსა და მონაცემთა ცენტრებს მოუწევთ ენერგიის მოხმარების შემცირება. სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ეკრძალებათ მუშაობა მაინერებთან - დამრღვევებს ემუქრებიან ლიცენზიის გაუქმებით. ჩინეთის ხელისუფლება სისხლისსმართლებრივი დევნით ემუქრება იმ მაინერებს, რომლებიც ქსელს ნებართვის გარეშე დაუკავშირდებიან. ასევე აღკვეთილი იქნება ფულის გათეთრებისა და კრიპტოვალუტების გამოყენებით დაფინანსების მოზიდვის მცდელობები. დახურავენ ინტერნეტ-კაფეებს, თუკი მათ ტერიტორიაზე მაინინგ-აქტივობის ფაქტი გამოვლინდება. ასევე ცნობილია, რომ კრიპტოვალუტების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიები და შესაბამისი თანამშრომლები არასანდო პირების სიაში მოხვდებიან. არალეგალური საქმიანობით დაინტერესდებიან სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებენ კანონმდებლობის დაცვაზე. მომავალში უკანონო მოპოვებასთან ბრძოლის გეგმები შეიძლება წარმოადგინონ ცენტრალურმა ბანკმა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ. გარკვეული პერიოდის წინ შეიქმნა პლატფორმა, რომლის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ აცნობონ მაინერების საქმიანობის შესახებ ავტონომიურ რაიონში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ აუცილებელია „Bitcoin-ის მაინინგთან და მისით ვაჭრობასთან ბრძოლა, ასევე ინდივიდუალური რისკების სოციალური სფეროში გადაცემის თავიდან აცილება". https://bit.ly/3cnSVpd https://bit.ly/2TwJMUz
  23. კორეული გამომცემლობა The Elec-ის ინფორმაციით Samsung-მა უკვე დაიწყო 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე LTPO-პანელების წარმოება სამომავლო iPhone 13 Pro-სა და Pro Max-ისთვის. სერიის უფრო ხელმისაწვდომი მოდელებისთვის განკუთვნილი LTPS-მატრიცების წარმოებით კი LG არის დაკავებული. ხმები იმის შესახებ, რომ Apple შეცვლის ProMotion ტექნოლოგიას სმარტფონებში, უკვე დიდი ხანია ვრცელდება. შეგახსენებთ, ხსენებული ტექნოლოგიის დებიუტი შედგა iPad Pro-ში 2017 წელს. ინდუსტრიული წყაროების ინფორმაციით კალიფორნიული კომპანია 120-ჰერციანი დისპლეების წარმოდგენას iPhone 12-ში აპირებდა, თუმცა ტესტირების შედეგად კომპანია უკმაყოფილო დარჩა იმჟამად არსებული პანელების ენერგომოხმარებით. აღვნიშნავთ, რომ 120-ჰერციან ეკრანებს მიიღებენ iPhone 13-ის მხოლოდ Pro ვერსიები, iPhone 13-სა და iPhone 13 mini-ს კი ექნებათ დისპლეები 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ადრეული ცნობების თანახმად iPhone 13-ის ეკრანის ზედა ნაწილში მოცემული იქნება უფრო მცირე ზომის ჭრილი სახის სკანირების სისტემა True Depth-ისთვის, ხოლო სმარტფონის სისქე ძირითადი კამერის ბლოკის არეალში გაიზრდება ახალი, უფრო მოწინავე ოპტიკის გამოყენების გამო. გასულ წელს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო Apple-მა iPhone ჩვეულებრივზე გვიან წარადგინა. სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მსგავსი შეფერხება მოსალოდნელი არ არის და iPhone 13-ის დებიუტი სექტემბერში შედგება. https://bit.ly/34ugN69
  24. Computex 2021-ს, რომელიც ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა, უძღვებოდა Intel-ის გაყიდვებსა და მარკეტინგზე პასუხისმგებელი, ასევე ვიცე-პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირი Johnston Holthaus. ახალი პროდუქტების ანონსი უშუალოდ ეხებოდა U სერიის Core 11 მობილური პროცესორების დებიუტს, თუმცა Intel-ის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სხვა სიახლეების ანონსის ვადების შესახებ. ფოტოს წყარო: Intel, YouTube U სერიის ახალი მობილური პროცესორები წარადგინა Steve Long-მა და მოახდინა ქმედითუნარიანი ლეპტოპის პროტოტიპის დემონსტრირება, რომელიც დამყარებული იყო Alder Lake მობილური პროცესორის ბაზაზე. იანვარში კომპანიამ წარადგინა დესკტოპ სისტემა ამ თაობის პროცესორის ბაზაზე, ამჯერად კი მობილური სეგმენტის ჯერი დადგა. Intel-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Alder Lake პროდუქტების ხაზის სრული დეტალების შესახებ მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ცნობილი. „თიზერის“ სახით ნაჩვენები იყო შემდეგი თეზისები: Alder Lake თაობაში მოცემული იქნება ორი ახალი არქიტექტურა, რომლებიც პასუხისმგებელია მაღალ სიჩქარესა და ენერგოეფექტურობაზე, ასევე გაუმჯობესებული 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი (Enhanced SuperFin), უფრო სწრაფი ტრანზისტორები და გაუმჯობესებული კონდენსატორები. Intel-ის თქმით Alder Lake პროცესორები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან წინსვლას x86-თავსებადი არქიტექტურებისთვის. როგორც სტივ ლონგმა აღნიშნა, Alder Lake პროცესორების ნიმუშები უკვე მიეწოდება Intel-ის მომხმარებლებსა და პარტნიორებს. https://bit.ly/3yTmJ6K
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.