Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ნახევრადგამტარ ინდუსტრიაში ლითოგრაფიული ნორმების ერთიანი კლასიფიკაცია არ არსებობს, რაც ბაზრის მონაწილეებს საშუალებას აძლევს თვითნებურად მიანიჭონ ეს თუ ის ტექნოპროცესი გარკვეულ კლასს. მაგალითად, Intel აცხადებს, რომ მისი 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი თავისი გეომეტრიული მახასიათებლებით TSMC-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ეკვივალენტურია. 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის შემთხვევაში Intel-ის უპირატესობა ტრანზისტორების სიმჭიდროვის კუთხით Samsung-თან შედარებით სამჯერ გაიზრდება. ფოტოს წყარო: TSMC ანალოგიურ დასკვნამდე მიდის DigiTimes Asia-ს პრეზიდენტი Colley Hwang თავის ერთ-ერთ სტატიაში, რომელშიც განიხილავდა TSMC-ის კონკურენტულ უპირატესობებს. როგორც ავტორი განმარტავს, 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფარგლებში TSMC-მა და Samsung-მა შეძლეს კრისტალის ფართობზე კვადრატულ მილიმეტრზე დაახლოებით 52-53 მილიონი ერთეული ტრანზისტორის განთავსება. ამ საკითხში Intel შესამჩნევად წინ არის და უზრუნველყოფს კვადრატულ მილიმეტრზე 106 მილიონი ერთეულის განთავსებას. ფაქტობრივად, Intel-ის 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მახასიათებლები აღემატებოდა TSMC-ისა (97 მლნ) და Samsung-ის (95 მლნ) 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიებს. მოსალოდნელია, რომ 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფარგლებში Intel მიაღწევს კვადრატულ მილიმეტრზე 180 მილიონი ტრანზისტორის განთავსების შესაძლებლობას. ფოტოს წყარო: DigiTimes შემდგომი ნაბიჯი იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია, რომელშიც Intel აპირებს ტრანზისტორების სიმჭიდროვის გაზრდას კვადრატულ მილიმეტრზე 300 მლნ ერთეულამდე, TSMC 173 მლნ ტრანზისტორით უკვე უსწრებს Samsung-ს (127 მლნ ). 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი აღსანიშნავია იმით, რომ Samsung მისი ათვისების პირობებში ელის კვადრატულ მილიმეტრზე 170 მილიონი ტრანზისტორის გალაგების შესაძლებლობის მიღწევას, Intel კი ამ ბარიერს 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფარგლებში მოახერხებს. რეალურად, Intel-ის 7-ნანომეტრიან, TSMC-ის 5-ნანომეტრიან და Samsung-ის 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიებს ექნებათ ერთნაირი გეომეტრიული მახასიათებლები. 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მახასიათებლებს თუ დავუბრუნდებით, უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ისთვის იგი უზრუნველყოფს კვადრატულ მილიმეტრზე 520 მლნ ერთეული ტრანზისტორის განთავსებას - ამ დონეს TSMC ვერ მიაღწევს 2-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფარგლებში - თუკი DigiTimes Asia-ს პრეზიდენტის პროგნოზს დავუჯერებთ. პრობლემა ის არის, რომ ტექნოპროცესის ციფრული დასახელება თანამედროვე პირობებში არ იძლევა ზუსტ წარმოდგენას მახასიათებლებზე. Intel-ში ეს პრობლემა უკვე გააცნობიერეს, ამიტომ პროცესორების მწარმოებელმა კომპანიამ შესაძლოა მომავალში შემოგვთავაზოს საკუთარი ლითოგრაფიული ნორმების აღნიშვნის ახალი სისტემა. არ არის გამორიცხული, რომ ერთგვარი „ლითოგრაფიული დენომინაციის“ განხორციელების შესახებ Intel-ის წარმომადგენლებმა ისაუბრონ 26 ივლისისთვის დაგეგმილ პროფილურ ღონისძიებაზე. https://bit.ly/3rgcQMY
  2. BMW Group-მა Amazon Web Services-თან (AWS) ერთად დააანონსა სპეციალური კონკურსი კომპანიებისა და მკვლევარებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან კვანტური ტექნოლოგიებით და მზად არიან წარადგინონ საავტომობილო ინდუსტრიისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული ნამუშევრები. საავტომობილო ინდუსტრიაში კვანტური გამოთვლები უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსურ ოპტიმიზაციას, უახლესი მასალების კვლევას და ავტონომიური მართვის სისტემების მხარდაჭერას. ახალ ინიციატივაზე საუბრისას BMW Group Research-ის ვიცე-პრეზიდენტმა პეტერ ლენერტმა (Peter Lehnert) განაცხადა, რომ ტექნოლოგიური ლანდშაფტი კვანტური გამოთვლების ველზე ახლა იწყებს ფორმირებას. კომპანიები და კვლევითი ინსტიტუტები განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ. მისი თქმით, კრაუდფანდინგის ანალოგიურად კომპანია იწყებს „კრაუდინოვაციებს“ იმ იმედით, რომ მოიზიდავს დამატებით ინოვაციურ რესურსებს, რომლებიც სტანდარტული სატენდერო პროცესის შესაძლებლობებს აღემატება. კომპანიის მონაცემებით, გამოყოფილია 50 სფერო, რომლებშიც კვანტურ გამოთვლებს სამომავლოდ მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. BMW აპირებს ფოკუსირდეს ოთხ ძირითად მიმართულებაზე, ესენია: ავტომობილების სენსორების ოპტიმიზაცია ავტონომიური მართვისას, წარმოების პროცესში მასალების დეფორმაციის სიმულაცია, წინასაწარმოო კონფიგურაციის ოპტიმიზაცია და მანქანური სწავლება ხარისხის შეფასების ავტომატიზაციისთვის. ივნისში BMW-მ დააარსა კონსორციუმი Quantum Technology and Application Consortium (QUTAC) შემდეგ კომპანიებთან ერთად - BASF, Boehringer Ingelheim, Bosch, Infineon, Merck, Munich Re, SAP, Siemens და Volkswagen. გუნდი აპირებს კვანტური ტექნოლოგიების განვითარების დაჩქარებას ევროპის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი გერმანიაში. Amazon-ის მხრიდან კონკურსში მონაწილეობს Amazon Quantum Solutions Lab და ცნობილია, რომ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება გამოიყენონ Amazon Braket-გარემო კვანტური ალგორითმების ტესტირებისთვის. მონაწილეების რეგისტრაცია უკვე დაიწყო, განაცხადების მიღება 24 სექტემბერს დასრულდება, შემდეგ კი მათ შეაფასებს ექსპერტების კომისია. ფინალური ღონისძიება მიმდინარე წლის დეკემბერში შედგება. გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ პირადად წარუდგინონ თავიანთი იდეები ესპერტებს. BMW-ს მონაცემებით, ბონუსის სახით ისინი მიიღებენ BMW Group-ს, როგორც მომხმარებელს და მონაწილეობას მიიღებენ თავიანთი საპილოტე პროექტების დანერგვაში. https://bit.ly/2T7fKXw
  3. ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიაში ვენჩურული დაფინანსების მოცულობა პირველი კვარტლის შეჯამებით 90%-ით, რეკორდულ 6.2 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამგვარი მონაცემები მოჰყავთ The Block-ის მკვლევარებს. სპეციალისტებმა დაითვალეს 497 დადებული გარიგება. მათ შორის ადრეულ და მომწიფებულ ეტაპებზეა 171 და 202, შესაბამისად. ყველაზე დიდი ინტერესი ფულადი გამოხატულების კუთხით მიიზიდეს კომპანიებმა, რომლებიც გვთავაზობენ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებსა და კრიპტო საფინანსო სერვისებს. ანალიტიკოსებმა შერჩეულებიდან გამორიცხეს კრიპტო ბირჟა Bullish-ის შერწყმა Far Peak Acquisition-თან, რომლის ღირებულება 9.7 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. პირველ კვარტალში მაჩვენებელმა შეადგინა 3.27 მლრდ აშშ დოლარი. ერთი წლის წინ დაფინანსების მოცულობა 436 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. წყარო: The Block. შეგახენებთ, მაისში Fintech-სტარტაპ Figure Technologies-მა მოიზიდა 200 მლნ აშშ დოლარი. იმავე თვეში USDC-ის ერთ-ერთმა ემიტენტმა, კომპანია Circle-მა დაფინანსების რაუნდი 440 მლნ აშშ დოლარით დახურა. ივნისში ამერიკულმა მაინინგ კომპანია Stronghold Digital Mining-მა მიიღი 105 მლნ აშშ დოლარი ფასიანი ქაღალდების ორი კერძო განთავსების შედეგად. https://bit.ly/36w2jUb
  4. ნახევრადგამტარი პროდუქტების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია TSMC-მ განაცხადა, რომ მუშაობს მიკროჩიპების გაგრილების ახალ ტექნოლოგიაზე: მის თანახმად უშუალოდ ჩიპებში დაინერგება თხევადი გაგრილების სისტემა კრისტალზე არსებული შიდა არხების წყალობით. რადგანაც პროგრესი არ ნელდება და ნახევრადგამტარ წარმოებაში ხდება წარმოების ტექნოლოგიური პროცესის მუდმივი შემცირება, ტრანზისტორების სიმჭიდროვე მუდმივად იზრდება და ჩიპების სამუშაო ტემპერატურა სულ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება, მისი გადაჭრა კი - სულ უფრო რთული. TSMC-ის კვლევების შედეგად დაიდო დასკვნა, რომ ჩიპებში შიდა გაგრილების დანერგვა მოაგვარებს მაღალი სამუშაო ტემპერატურის პრობლემას. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, ერთი შეხედვით თეორიულად მარტივი გადაწყვეტილება პრაქტიკაში შესაძლოა მეტად რთულ ამოცანას წარმოადგენდეს. ამჟამად არსებული გაგრილების სისტემები კონტაქტშია მხოლოდ პროცესორის კრისტალების ზედაპირთან. ბევრ თანამედროვე ჩიპს აქვს 3D კომპლექტაცია, რომლის მიხედვით ჩიპების ელემენტები განლაგებულია რამდენიმე ფენად, შედეგად კი უარესდება მათი გაგრილების შესაძლებლობაც და იმ ელემენტებისაც, რომელთაც უშუალო კონტაქტი არ აქვთ ქულერთან. ამის გამო გამოწვეულია სითბოს გაფანტვის პრობლემა, რამაც შეიძლება დააზიანოს ან ნეგატიურად იმოქმედოს პროცესორის საბოლოო წარმადობაზე. დღესდღეობით ყველაზე მოწინავე გაგრილების სისტემად შეიძლება ჩაითვალოს კომპიუტერის კომპონენტების მთლიანი ჩასმა ელექტრო ძაბვის არაგამტარ სითხეში, რომელიც თანაბრად აგრილებს ჩიპებს, თუმცა ამგვარი გაგრილების ღირებულება მეტისმეტად მაღალია და არ გააჩნია პერსპექტივა - გახდეს მასიური გამოყენების მეთოდი. ამრიგად, თუკი TSMC შეძლებს საკუთარი იდეის საბოლოო პროდუქტში რეალიზებას, მას შესაძლოა ეწოდოს რევოლუცია მიკროპროცესორების გაგრილების საკითხში. ამასთან, არაერთი წელი გავა მანამ, სანამ გაგრილების ეს მიდგომა გახდება მასობრივი და ფასის მხრივ ხელმისაწვდომი. https://bit.ly/2UL9F3p
  5. ითვლება, რომ შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების თითქმის საუკუნოვანი ისტორია ბევრ მანქანათმშენებელ კომპანიას უშლის ხელს აქტიურად განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას ელექტრომობილების ბაზარზე. Tesla-ს არ აქვს ასეთი ტვირთი, ამიტომ მიდის თამამ ექსპერიმენტებზე და სწრაფად ვითარდება. Audi-მ შესაძლოა სექტემბერში წარადგინოს თავისი პირველი ელექტრომობილის პროტოტიპი, რომელიც შექმნილია Tesla-ს მსგავს ატმოსფეროში. ფოტოს წყარო: Audi პროექტი Artemis შეიქმნა კონკურენტუნარიანი პრემიალური ელექტრომობილების სწრაფი შექმნა-განვითარების მიზნით. ჯერჯერობით კონცერნ Volkswagen-ის რეპუტაცია მაღალი ფასის დიაპაზონის ელექტრომობილების სეგმენტში ჩამორჩება Porsche-ს მოდელებს, Audi კი გვთავაზობს სამ სერიულ ელექტრომობილს, რომელთა შექმნისას კომპანია დიდწილად ეყრდნობოდა წარსულ გამოცდილებას. პროექტ Artemis-ის მიზანია მოხდეს ელექტრომობილების შექმნის უფრო ნოვატორული მიდგომების დემონსტრირება. ცნობილია, რომ Audi-ს პირველი პროტოტიპის პრეზენტაცია შედგება სექტემბრის დასაწყიში ღონისძიება IAA-ზე მიუნხენში. ახალი პლატფორმის სერიულ დონეზე დანერგვამდე საჭიროა კიდევ 2-3-წლიანი განვითარება, Artemis-სერიის პირველი მოდელის სერიული წარმოება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. არ არის გამორიცხული, რომ სექტემბრის ღონისძიებაზე მიუნხენში Audi-ს წარმომადგენლები გაამხელენ ინფორმაციას ახალი თაობის პირველი ელექტრომობილის დებიუტის თარიღის შესახებ. პროექტში მონაწილე სპეციალისტებს მინიჭებული აქვთ გაცილებით მეტი თავისუფლება, ვიდრე მათ კოლეგებს Audi-ს დანარჩენი პერსონალიდან. ბრენდის ხელმძღვანელობის ჩანაფიქრით ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს უფრო თამამი იდეების განხორციელებას ელექტრომობილების განვითარებაში. https://bit.ly/3i2wGHl
  6. კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ინვესტორებს შორის ყველაზე მეტ კითხვას იწვევს, არის არასტაბილურობის ძალიან მაღალი დონე. მარტივად რომ ვთქვათ, გუშინ Bitcoin შეიძლება 38 ათას აშშ დოლარად იყიდებოდა, მეორე დღეს კი ილონ მასკის უწყინარი ტვიტის გამო 5000 აშშ დოლარით შემცირდეს. ცხადია, ზოგი დიდ ფულს შოულობს ასეთ ნახტომებზე, მაგრამ სერიოზული ფინანსისტები ამ მოვლენებს ურწმუნოდ უყურებენ. რადგანაც ფინანსური ელიტის მრავალი წარმომადგენელი თავის შეშფოთებას აზიარებს ოფიციალურ პირებთან, კანონმდებლობა ზღუდავს კრიპტოვალუტების მოქმედებას ცალკეულ ქვეყნებში. ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც თავს ამ სიტუაციაში კარგად გრძნობს, არის ანალიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც თავიანთ პროგრნოზებს ხშირად უზიარებენ საზოგადოებას. ამჯერად საკუთარ მოსაზრებაზე საუბრობს საინვესტიციო ფონდ Guggenheim Partners-ის ხელმძღვანელი სკოტ მაინერდი. 400 ათასი აშშ დოლარი 1 Bitcoin-ზე - ეს უნდა ყოფილიყო პირველი კრიპტოვალუტის ფასი მიმდინარე წლის ბოლოს მაინერდის აზრით. საინტერესოა, რომ სკოტმა მომხმარებლებს მოუწოდა მოგების ნაწილი ფიატში გაეტანათ, რაც ფინანსური რისკების დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემდა. ზემოხსენებული პროგნოზი 2020 წელს დაიდო, თებერვალში კი მანდ გადაიფიქრა და ირწმუნებოდა, რომ 2022 წლის დასაწყისისთვის Bitcoin-ის ფასი 600 ათასი აშშ დოლარი გახდებოდა. აპრილის ბოლოს მაინერდი მოულოდნელად მოახლოებულ კორექციაზე ალაპარაკდა. მისი აზრით, მალე კრიპტოვალუტა 20 ათას აშშ დოლარამდე ჩამოვა. მაისში მაინერდმა სრულიად შეიცვალა ტონი და Bitcoin-ს რატომღაც ციფრული ბუშტი უწოდა, რომელიც არა მხოლოდ მალე გასკდება, არამედ ფინანსურ კრიზისსაც გამოიწვევს. რამდენიმე დღის წინ მაინერდმა CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ წინ არის მძლავრი კორექცია 10 ათას აშშ დოლარამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტაში ნებისმიერი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ სრული ინფორმირებულობით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდობლობა ჩნდება ანალიტიკოსების მიმართ. 6 თვის განმავლობაში მან პუბლიკას ურთიერთსაპირისპირო პროგნოზები მიაწოდა, რომელთა თანახმად Bitcoin-ის ფასი შეიძლება გაიზარდოს 600 ათას აშშ დოლარამდე ან შემცირდეს 10000$-მდე. https://bit.ly/3e94Tno
  7. პროგრამული უზრუნველყოფის განახლება FSD v9-ის ბეტა-ვერსიამ Tesla-ს ელექტრომობილების იმაზე დიდ რაოდენობაში დაიწყო გავრცელება, ვიდრე ადრეულ ტესტირებაში მონაწილე მანქანების რიცხვი იყო. ასე რომ ვიდეობლოგერებმა დაიწყეს თავიანთი ანგარიშების გამოქვეყნება ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის შესახებ. ზოგიერთი მათგანი იმდენად შევიდა აზარტში ცნობისმოყვარეობის გამო, რომ გადაიღეს მიმოხილვები ღამით. ერთ-ერთი ვიდეოში პროგრამული უზრუნველყოფა FSD v9-ს ბეტა-ვერსიის მქონე Tesla Model Y-ის მძღოლი მართავს მანქანას გრუნტიან გზაზე, სადაც არ იყო ხელოვნური განათება, ელექტრომობილი კი დამაჯერებლად ინარჩუნებდა მოძრაობის საზღვრებს და ეყრდნობოდა მხოლოდ ნავიგაციიდან და ფრონტალური კამერიდან მიღებულ მონაცემებს. შეგახსენებთ, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ფოკუსირებულია სწორედ მანქანური ხედვის შესაძლებლობებზე, რადარების მონაცემებს კი Tesla არ იყენებს. ფაქტობრივად, Model 3-ისა და Model Y-ის ამერიკულ ვერსიებს ცოტა ხანია, რაც ფიზიკურად არ გააჩნია რადარები. ახალი პრგრამული უზრუნველყოფის მქონე ელექტრომობილების გზაჯვარედინებზე ღამით მანევრებიც მარტივი და ბუნებრივი აღმოჩნდა. ელექტრომობილის ცენტრალური დისპლეი გამოიყენება გარემოს ვიზუალიზაციისთვის, ასე რომ მძღოლი შეძლებს მანქანის ქცევის პროგნოზირებას. Tesla ამავდროულად მუდმივად მოითხოვს მძღოლმა საჭეს მოკიდოს ხელი, თუკი სისტემა შეამჩნევს, რომ მძღოლმა საჭეს ხელი გაუშვა დიდიხნით. ზემოთხსენებული ვერსიის ავტოპილოტი მუშაობს 128 კმ/სთ-მდე სიჩქარის პირობებში. https://bit.ly/2T51G0R
  8. კომპანია Virgin Galactic-მა განაცხადა, რომ გაათამაშებს კოსმოსში მგზავრობას საკუთარი ხომალდით. ფრენა დაგეგმილია 2022 წლისთვის. ბილეთი გათამაშდება ფონდების შემგროვებელ პლატფორმა Omaze-ზე. გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა თანხის შეწირვა არაკომერციულ ორგანიზაცია Space for Humanity-სთვის. თითოეული შემოწირულობისთვის მომხმარებელი მიიღებს ბონუს-ქულებს, რაც მოგების შანსებს გაზრდის. ქულების მაქსიმალური რიცხვი 6 ათასს შეადგენს. გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს - კოსმოსურ მოგზაურობას ხომალდ VSS Unity-თ. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს წარუდგენს ტურს ნიუ-მექსიკოში Richard Branson-ის მონაწილეობით. ლატარეა გაგრძელდება მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე, გამარჯვებული კი 29 სექტემბერს გამოვლინდება. გათამაშების მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი, აგრეთვე COVID-19-ზე ვაქცინირებული. 11 ივლისს რიჩარდ ბრენსონმა განახორციელა სუბორბიტალური ფრენა კოსმოსურ ხომალდ VSS Unity-თ. გაშვების დროს ხომალდმა მიაღწია 3 Mach სიჩქარეს (3.5 ათასი კმ/სთ-ზე მეტი) და აფრინდა 84.5 კილომეტრ სიმაღლეზე. აშშ-ის საჰაერო ძალების თვალსაზრისით, ფრენა კლასიფიცირდება როგორც კოსმოსური ფრენა (საზღვარი 80.4 კმ სიმაღლეზეა). ამის შემდეგ ბიზნესმენის ხომალდი წარმატებით დაეშვა მიწაზე. https://bit.ly/3hAimXe
  9. ეროვნული ციფრული ვალუტების (CBDC) შემუშავებისას ცენტრალურმა ბანკებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ მათ გამოყენებას ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებში, ვიდრე მათ გამოყენებას ქვეყნის შიგნით - ასეთ რეკომენდაციებს შეიცავს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ახალი ანგარიში. დოკუმენტი მომზადდა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად. ავტორებმა აღნიშნეს, რომ ფულადი საკითხების მარეგულირებელი ორგანოები ამჟამად ფოკუსირებულები არიან შიდა ამოცანებზე იმ დროს, როდესაც CBDC-ის გამოშვება ეროვნული საზღვრების ფარგლებიდან გამოდის. სპეციალისტების აზრით სხვადასხვა იურისდიქციებში ციფრული სავალუტო პროექტების სათანადო კოორდინაცია გააფართოვებს მათ ტრანსსასაზღვრო გადახდებამდე. მოხსენებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლობამ შეიძლება მრავალი ფორმა მიიღოს. კერძოდ, საერთო სტანდარტების სახით, ურთიერთშეთავსებადობის უზრუნველსაყოფად ან ანგარიშსწორების საერთაშორისო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს ეროვნული ციფრული ვალუტებისა და არსებული საგადახდო სისტემების ურთიერთქმედების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ეს განპირობებულია CBDC- ის მიღების ტემპში არსებული სხვაობით. მიმდინარე თვეში საფრანგეთის ბანკმა და სინგაპურის ფულად-საკრედიტო ორგანომ წარმატებით დაასრულეს ექსპერიმენტი ტრანსსასაზღვრო გადასახადებში საბითუმო ეროვნული ციფრული ვალუტების გამოყენების შესახებ. ივნისში საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა განახორციელა CBDC-ის ტესტირება ქვეყნებსშორის ანგარიშსწორებებში შვეიცარიის ეროვნულ ბანკსა და BIS-ის ინოვაციების ჰაბთან ერთად. თებერვალში ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების ცენტრალური ბანკები შეუერთდნენ ჰონგკონგისა და ტაილანდის CBDC-ებისთვის განკუთვნილ პროექტ „ხიდს“. 2020 წლის დეკემბერში ჰონგკონგის ფულადი მიმოქცევის მართვის ორგანომ ჩინეთის სახალხო ბანკთან განიხილა საზღვრებსშორის გადახდებში ციფრული იუანის ტესტირების შესაძლებლობა. https://bit.ly/3ifILcn
  10. Tesla-მ დაიწყო პროგრამულ უზრუნველყოფა Full Self Driving-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლება, ხსენებული პროგრამული უზრუნველყოფა ავტონომიური მართვის სისტემის საფუძველს წარმოადგენს. არსებული ცნობების თანახმად განახლება FSD v9 ხელმისაწვდომი გახდა ადრეული წვდომის პროგრამის მონაწილეებისთვის. Tesla-ს ავტოპილოტის მეცხრე ვერსია უზრუნველყოფს გამოსწორებებს, რაც ავტონომიური მართვის სისტემას აქცევს უფრო საიმედოს, აგრეთვე გააჩნია რამდენიმე საინტერესო ფუნქცია. მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ ვიზუალიზაციები, რომლებიც გვთავაზობენ დამატებით ინფორმაციას გარემოს შესახებ და საშუალებას იძლევიან უკეთ გავიგოთ, რას ხედავს ავტომობილი მოძრაობის პროცესში. დასახელება Full Self Driving-ის მიუხედავად, სისტემა არ არის სრულიად ავტონომიური და განკუთვნილია მძღოლისთვის დასახმარებლად, მაგალითად, მოძრაობის ზოლის შეცვლის ან მოხვევის დროს. Tesla დაუღალავად გვახსენებს, რომ ავტოპილოტის გამოყენების დროს მძღოლმა საჭეს ხელი არ უნდა გაუშვას, რათა მზად იყოს მართვის ხელში აღებისთვის საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში. მძღოლზე თვალყურის დევნებისთვის განკუთვნილ კამერას, რომელიც დამონტაჟებულია უკანა ხედვის სარკეზე, დაემატა ახალი ფუნქცია: ამიერიდან იგი განსაზღვრავს, რამდენად ყურადღებით ადევნებს თვალყურს მძღოლი გზას. FSD v9 განახლებას საზოგადოება დიდხანს ელოდა. მისი გამოშვების პირობა Tesla-მ დადო ჯერ კიდევ 2018 წელს, ილონ მასკი აცხადებდა, რომ 2020 წლისთვის მილიონზე მეტი ელექტრომობილი მიიღებდა ამ განახლებას. https://bit.ly/36rGjtL
  11. ოპერატიული მეხსიერების მწარმოებლებმა თანდათან გააცნობიერეს, რომ სუპერმყარი ულტრაიისფერი გამოსხივების (EUV) ლითოგრაფიის გამოყენება კომერციული თვალსაზრისით ეფექტური იქნება. SK hynix-მა დაიწყო LPDDR4 მიკროსქემების მასიური წარმოება EUV-ლითოგრაფიითა და მეოთხე თაობის 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ფოტოს წყარო: SK hynix SK hynix-ის პროდუქტების შემთხვევაში "1a ნმ" სტანდარტებს უსწრებდა 1x, 1y და 1 z. კომპანია ირწმუნება, რომ EUV ლითოგრაფიის ნაწილობრივი დანერგვა დაიწყო ჯერ კიდევ 1- y პროცესში, მაგრამ მან მხოლოდ 1 a-ს შემთხვევაში მიაღწია ადეკვატურ სიმწიფეს მასობრივი წარმოების მასშტაბის გასაზრდელად. 1z ტექნოპროცესთან შედარებით სილიკონის ერთ ფირფიტაზე DRAM ტიპის მეხსიერების მიკროსქემების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა სწორედ EUV-ლითოგრაფიის დანერგვის შედეგად. ამჟამად წარმოებაში არსებული 8-გბ LPDDR4-4266 მიკროსქემები ფლობენ 20%-ით შემცირებულ ენერგომოხმარების დონეს. როგორც SK hynix აღნიშნავს პრეს-რელიზში, მომდევნო წლის დასაწყისში 1a ტექნოპროცესი გამოყენებული იქნება DDR5 ტიპის მეხსიერების მიკროსქემების წარმოებაში. EUV-ლითოგრაფიის გამოყენებით დამზადებული LPDDR4 მიკროსქემები მიმდინარე წლიდან წარმოდგენილი იქნება მაღალი წარმადობის სმარტფონებში. https://bit.ly/3yMzP4B
  12. 2021 წლის პირველ ნახევარში Visa-ს სადებეტო კრიპტო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების ჯამურმა ღირებულებამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ საგადახდო სისტემამ საკუთარ ბლოგში ისაუბრა. განცხადების თანახმად კომპანია ამჟამად თანამშრომლობს 50 წამყვან კრიპტო პლატფორმასთან, მათ შორის FTX-სა და Coinbase-თან. მათ მომხმარებლებს შეუძლიათ დააკონვერტირონ და დახარჯონ ციფრული აქტივები Visa-ს მიერ მხარდაჭერილ 70 მილიონ სავაჭრო და მომსახურების პუნქტში. „მერჩანტებს არ უწევთ არაფრის შეცვლა. მათთვის ეს ისეთივე ტრანზაქციაა, როგორიც ნებისმიერი სხვა. სერვისი მომენტალურად დააკონვერტირებს კრიპტოვალუტას ფიატში“ - განაცხადა Visa-ს უფროსმა დირექტორმა და კრიპტოვალუტების განყოფილების ხელმძღვანელმა კაი შეფილდმა Business Insider-თან საუბარში. შეფილდმა აღნიშნა, რომ კომპანია ერთდროულად თანამშრომლობს ციფრული აქტივების მფლობელთა "მზარდ რაოდენობასთან" და "მილიონობით" ისეთ სავაჭრო ობიექტთან, რომლებსაც არ ესმით კრიპტოვალუტის არსი და არ სურთ მათთან ურთიერთქმედება. ”მათ არ სურთ განახლდეს სავაჭრო წერტილები და ტერმინალები, ასევე გაიგონ რა არის ბლოკჩეინი”, - აღნიშნა მან. CNBC-სთან ინტერვიუში Visa-ს ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია მუშაობს ეკოსისტემის შექმნაზე, რომლის წყალობით კრიპტოვალუტა გახდება გამოსაყენებლად უფრო მარტივი და ამ მხრივ ფიატის მსგავსი. ”ჩვენს ქსელში ვხედავთ რეგულირებად ბირჟებზე კრიპტოვალუტების დიდ მოცულობას და შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს ტენდენცია გრძელდება”, - განაცხადა მან. Visa-ს კონკურენტ Mastercard-ის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად საგადახდო სისტემის მომხმარებელთა 40% 2022 წელს ციფრული ვალუტების გამოყენებას გეგმავს. ფინანსურმა დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს მომავალში Visa არ გეგმავს ინვესტიციების ჩადებას Bitcoin-სა და სხვა კრიპტოვალუტებში, როგორც ეს გააკეთეს Tesla-მ, MicroStrategy-მ და სხვა საჯარო კომპანიებმა. ”კრიპტოვალუტებს არ ვინახავთ ჩვენს ბალანსზე. ჩვენ გვაქვს ის ვალუტები, რომლებიც ბიზნესის წარმართვისთვის გვჭირდება. ჩვენ გვაქვს ვალუტები, რომლებშიც ვიღებთ და გავცემთ ხელფასებს. როგორც წესი, ეს არის დოლარი, ევრო და ფუნტი სტერლინგი, ”- განმარტა მან. შეგახსენებთ, ივნისში Visa-მ განაცხადა შვედური fintech-სტარტაპ Tink-ის შეძენის შესახებ, რომელიც იმავე სახელწოდების ღია ბანკინგის პლატფორმის უკან დგას. გარიგება 2.15 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. https://bit.ly/3dVUVpb
  13. კომპანია Microsoft-მა გადაწყვიტა მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებით საკუთარი ტექნოლოგიის შემუშავებით დაკავდეს, რომელიც გახდება NVIDIA DLSS-ისა და AMD FidelityFX-ის კონკურენტი. გამომცემლობა Hardware Times-ის ინფორმაციით, რედმონდელები აპირებენ საკუთარი API DirectML-ის გამოყენებას Xbox Series X|S კონსოლებში გეიმინგ წარმადობის გაუმჯობესების მიზნით. ამ დროისთვის Microsoft-მა უკვე დაიწყო სპეციალისტების ძებნა კომპიუტერული გრაფიკისა და მანქანური სწავლების სფეროებში. პოტენციურ სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში და ფლობდნენ საკითხის სპეციფიკის ცოდნას. დიდი ალბათობით, უახლოეს დროში კომპანია Sony-ც დააანონსებს ანალოგიური ტექნოლოგიის შექმნას PlayStation კონსოლებისთვის. https://bit.ly/3hN0iYR
  14. კომპანია AOC-მა დააანონსა პორტატული მონიტორი I1601P, რომლის გამოყენება შესაძლებელია ლეპტოპის და დესკტოპ სამუშაო სადგურის დამატებითი დისპლეის სახით. ფოტოების წყარო: AOC მონიტორის ზომა დიაგონალზე 15.6 დუიმია. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. ხედვის კუთხეები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 170 გრადუსს აღწევს. სიკაშკაშის მაჩვენებელი 220 კდ/მ2-ია, კონტრასტულობა - 800:1. პანელის კადრის განახლების სიხშირე 60 ჰერცია, მატრიცის რეაქციის დრო - 4 მილიწამი. მოწყობილობის ზომები 376.2 × 235.2 × 8.5 მმ-ს შეადგენს. „I1601P მოდელის დიზაინი მინიმალისტურია: ალუმინის რუხი უკანა პანელი, თხელი შავი ჩარჩოები წინა პანელზე. კომპლექტში შედის ქეისი SmartCase, რომელიც დისპლეის ნაკაწრებისგან დაიცავს მოწყობილობის ტრანსპორტირებისას, აგრეთვე გამოიყენება სადგამის სახით. მონიტორის წონა მხოლოდ 800 გრამია, შესაბამისად ადვილია მისი ჩანთაში მოთავსება ყოველდღიური თუ გრძელვადიანი მოგზაურობისას“ - აღნიშნავს AOC. მონიტორზე ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი. პანელის გამოყენება შესაძლებელია როგორც ალბომის, ისე პორტრეტის რეჟიმში. ახალი მოწყობილობა მიმდინარე წლის აგვისტოდან გაიყიდება დაახლოებით 220 ევროდ. https://bit.ly/36iqa9M
  15. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში არსებულმა ფინანსურ დანაშაულებებთან ბრძოლის ქსელმა (FinCEN) შექმნა ციფრული აქტივების პოლიტიკის შემუშავების საკითხებში მრჩეველის თანამდებობა. ამის შესახებ მითითებულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. თანამდებობა დაიკავა მიშელ კორვერმა, რომელიც ადრე ციფრული ვალუტების საკითხების კონსულტანტად მუშაობდა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის განყოფილებაში, აგრეთვე იყო ფინანსური სტაბილურობის სამეთვალყურეო საბჭოში და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის (FATF) დელეგაციაში. იუსტიციის სამინისტროში მუშაობის დროს კორვერმა შეიმუშავა სახელმძღვანელო მითითებები, რომელიც ეხებოდა კრიპტოვალუტების კონფისკაციის პროცედურებს სასამართლო დავებში. იგი აგრეთვე კოორდინირებას უწევდა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ კვლევებს. FinCEN-ში მიშელ კორვერი იმუშავებს „შიდა და გარე პარტნიორებთან სტრატეგიულ და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული უკანონონო ფინანსური პრაქტიკის შეწყვეტისა და გამოწვეული შედეგების შემსუბუქებისთვის“. შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს FinCEN-მა წარადგინა რეგულაციები, რომლებიც ამკაცრებს იდენტიფიკაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და ბირჟებისგან ითხოვს ინფორმაციის შენახვას იმ მომხმარებლებზე, რომლებიც ახორციელებენ 3 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ოპერაციებს ციფრული აქტივების გამოყენებით. მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეაჩერა წინამორბედ დონალდ ტრამპის ზოგიერთი განკარგულების რეალიზება. ამან გავლენა იქონია მომხმარებლების კასტოდიალური საფულეების ვერფიკაციის წინადადებაზეც. https://bit.ly/2V4gZHB
  16. Nintendo-მ ოფიციალურად წარადგინა ჰიბრიდული გეიმინგ კონსოლის ახალი ვერსია, რომელიც აღჭურვილია ახალი OLED დისპლეით. ახალი მოწყობილობა გაყიდვაში 8 ოქტომბერს გამოვა და წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ფერის ვარიანტად. განახლებულ Nintendo Switch-ს ექნება ზომაში გაზრდილი 7-დუიმიანი ეკრანი უფრო თხელი ჩარჩოებით. შედარებისთვის, ორიგინალი კონსოლი დაკომპლექტებულია 6.2-დუიმიანი დისპლეით, Switch Lite-ს კი 5.5-დუიმიანი ეკრანი აქვს. პარალელურად, ახალ ვერსიას აქვს გაუმჯობესებული აუდიო სისტემა, 64 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება (32 გბ-ის ნაცვლად) და ფართო რეგულირებადი სადგამი. განახლდა აგრეთვე დოკ-სადგურის გარეგნული დიზაინი და დაემატა ქსელის პორტი. თავდაპირველად Nintendo გამოუშვებს Switch-ის OLED-მოდელებს ორ ფერში: თეთრსა და ტრადიციულ ლურჯ-წითელში. მოგვიანებით კომპანია ასევე გამოუშვებს სრულიად შავ კონსოლს. სამწუხაროდ კონსოლის ტექნიკურ პლატფორმაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით ახალი ვერსიის საფუძველი იგივეა, რაც ორიგინალის შემთხვევაში. ახალი ვერსიის ღირებულება დასავლეთის ქვეყნებში 350 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 50$-ით მეტია ორიგინალი Switch-ის ფასთან შედარებით. https://bit.ly/3dS4UvL
  17. ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა შექმნა პროგრამირებადი კვანტური კომპიუტერი, რომელიც დაფუძნებულია სუპერგამტარ კუბიტებზე. ეს კომპიუტერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობის სტატუსის პრეტენდენტია. მან დაკისრებულ გამოთვლით დავალებას თავი დაახლოებით ერთ საათში გაართვა იმ დროს, როდესაც მისი მოგვარებისთვის ჩვეულებრივ კლასიკურ კომპიუტერს რვა წელზე მეტი დასჭირდებოდა. მეცნიერებმა თავიანთი მუშაობის შედეგები გამოაქვეყნეს ArXiv-ის სამეცნიერო ნაშრომების არქივში. სუპერგამტარი ჩიპი-კუბიტის ორგანზომილებიანი სქემა. ფოტოს წყარო: ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჩინელი მკვლევარების შემოქმედებას სახელად Zuchongzhi ეწოდა. ეს გახლავთ ორგანზომილებიანი პროგრამირებადი სუპერგამტარი კვანტური პროცესორი, რომელსაც 66-მდე კუბიტის გაერთიანება შეუძლია. კომპიუტერის შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით ჩინელმა მეცნიერებმა 56 კუბიტი გამოიყენეს. სისტემას დაევალა შემთხვევითი კვანტური ბმების (random quantum circuits) მოდელირება - გრძელვადიანი შემდგომი ოპერაციების შესრულება კუბიტებზე და შედეგების გაზომვა. ამასთან, რაც უფრო მეტი კუბიტია სისტემაში, მით რთულია ამოცანის შესრულება. მსგავსი შედეგის მიღება კლასიკურ სუპერკომპიუტერზე უკიდურესად რთული იქნება, რადგან აუცლებელია იმ შესაძლო მდგომარეობების უზარმაზარი რიცხვის გამოთვლა, რომელშიც შესაძლებელია სისტემა იმყოფებოდეს. „ჩვენი გამოთვლებით Zuchongzhi-მ დაასრულა შემთხვევითი კვანტური ჯაჭვების სიმულაციის დავალება 1 საათსა და 20 წუთში, ხოლო მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სუპერკომპიუტერს ამისთვის მინიმუმ რვა წელი დასჭირდებოდა”, - აღნიშნეს მკვლევარებმა თავიანთ სტატიაში. მეცნიერები აგრეთვე აცხადებენ, რომ მათი ნამუშევარი აფიქსირებს გამოთვლითი სიმძლავრის მხრივ აშკარა უპირატესობას კლასიკურ კომპიუტერებთან შედარებით, რომლებიც ამგვარი სამუშაოების გონივრულ ვადაში განხორციელების საშუალებას არ იძლევიან. ამოცანა, რომელიც ჩინურმა კვანტურმა კომპიუტერმა გადაჭრა, დაახლოებით ასჯერ უფრო რთულია, ვიდრე კვანტურ კომპიუტერ Google Sycamore-ის მიერ 2019 წელს შესრულებული დავალება. ამ უკანასკნელს მსოფლიოში უძლიერესი სისტემა ეწოდებოდა, მასში გამოყენებული იყო 54 კუბიტი, Zuchongzhi-ში კი - 56 და ამასთან, მოხდა დემონსტრირება, რომ კვანტური ბიტების რაოდენობის ზრდასთან ერთად კვანტური სისტემის წარმადობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობს. ამრიგად, ჩინური კვანტური კომპიუტერი ამჟამად მსოფლიოში უმძლავრესი პროგრამირებადი კომპიუტერია და წარმადობის ზრდის პოტენციალი გააჩნია (ხელმისაწვდომი 66-ვე კუბიტის გააქტიურების პირობებში). აღსანიშნავია, რომ ჩინელი მეცნიერების იმავე გუნდმა 2020 წელს წარადგინა კიდევ ერთი კვანტური კომპიუტერი. იგი მუშაობდა 76 ფოტონური კუბიტის ბაზაზე და მასში გამოყენებული იყო ლაზერების, სარკეების, პრიზმების, ფოტოების დეტექტორების რთული კომპლექტი - სისტემა პროგრამირებადი არ იყო Zuchongzhi-სა და Sycamore-ის მსგავსად. https://bit.ly/3hnzWhn
  18. CNBC-ის გამოკითხვის მონაწილეთა 44%, რომლებიც ინსტიტუციონალურ ინვესტიციებს ფლობენ, მიიჩნევს, რომ Bitcoin 2021 წელს დახურავს 30 ათას აშშ დოლარს ქვევით ნიშნულზე. გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ პირველი კრიპტოვალუტის კურსი წლის ბოლოსთვის 40 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. რესპონდენტთა ანალოგიურმა ნაწილმა 50 000 $ მიიჩნია მოსალოდნელად, მხოლოდ 6% პროგნოზირებს, რომ Bitcoin-ი წელიწადს 60 ათასი აშშ დოლარიანი კურსით დახურავს. CNBC-ის ყოველკვარტალური გამოკითხვა ბაზრების შესახებ აერთიანებს ინვესტიციების დირექტორებს, აქციების სტრატეგებსა და პორტფელების მმართველებს, ჯამში დაახლოებით 100 ადამიანს. შედეგების განხილვისას ტელეარხის წამყვანები დაეთანხმნენ წამყვანი კრიპტოვალუტის ფასის მოკლევადიან პროგნოზებს და აღნიშნეს, რომ წლის ბოლოს არსებული 30 ათასი აშშ დოლარიანი დონეც კი მოხსნის შიშს ბაზრის მონაწილეებში. პირველმა კრიპტოვალუტამ 2021 წელი დაიწყო 30 ათას აშშ დოლარს ოდნავ ქვემოთ კოტირებებით. მაქსიმალურ დონეს, 64 ათას აშშ დოლარზე მეტს, Bitcoin-ის კურსმა აპრილში მიაღწია. მაისში კურსი 40 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ი დაახლოებით 34 ათასი აშშ დოლარის დონეზე იყიდება. BTC/USD-ის ოთხსაათიანი გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე. წყარო: TradingView. JPMorgan-ის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ ციფრული ოქროს ფასის 25 000 აშშ დოლარამდე შემცირებას. Guggenheim Partners-ის ინვესტიციის დირექტორი სკოტ მაინერდი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი უფრო რადიკალურად შემცირდება - 15 ათას ან 10 ათას აშშ დოლარამდეც კი. https://bit.ly/2UpabUT
  19. ჩიპმეიკერ TSMC-ის 7-ნანომეტრიანი საწარმოო სიმძლავრის დეფიციტი, რომლებზეც კომპანია AMD აწარმოებს ბოლო თაობის GPU-ებს, მნიშვნელოვნად აისახა მიმდინარე წელს AMD-ის ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად იმისა, რომ RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი AMD RX 6000 Series ვიდეო დაფები NVIDIA-ს დაფებთან შედარებით ცუდ შედეგებს იძლევა მაინინგში, მათი პოვნა მაღაზიებში სარეკომენდაციო ფასად მაინც შეუძლებელია. AMD-ის ვიდეო დაფები ბევრ გეიმერს კონკურენტული გეიმინგ წარმადობის პარალელურად იზიდავს NVIDIA-ს ვიდეო დაფებთან შედარებით დიდი მოცულობის ვიდეომეხსიერებით. ცოტა ხნის წინ AMD-მ გამოუშვა NVIDIA DLSS-ის ანალოგიური ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution (FSR), რომელიც ზრდის კადრების სიხშირეს თამაშებში. კონკურენტისგან განსხვავებით იგი მუშაობს ყველა ვიდეო დაფაზე, მათ შორის NVIDIA-ს დაფებზე. ეს ტექნოლოგია დადებით გავლენას იქონიებს AMD-ის დაბალბიუჯეტური გეიმინგ ვიდეო დაფების წარმადობაზე. საუბარი ეხება AMD Radeon RX 6600 და Radeon RX 6600 XT დაფებს, რომელთა გამოსვლას მოუთმელად ელიან გეიმერები. რესურს Videocardz-მა შეამოწმა ვიდეო დაფების მწარმოებელი კომპანიების ვებ-გვერდები და PowerColor-ის საიტზე აღმოაჩინა ჩანაწერები AMD Radeon RX 6600 Series ვიდეო დაფების ორი სამომავლო წარმომადგენლის შესახებ. როგორც წესი, ამგვარი ჩანაწერები სწორედ პროდუქტის გამოშვების წინ ჩნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე შედგება AMD Radeon RX 6600 და Radeon RX 6600 XT დაფების ოფიციალური წარდგენა და გაყიდვაში გამოშვება. AMD Radeon RX 6600 Series დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან GPU Navi 23-ზე. მის ბაზაზე უკვე გამოშვებულია ოთხი პროდუქტი: Radeon RX 6600M (მობილური გრაფიკული პროცესორი), Radeon Pro W6600 (მისი მობილური ვარიანტის ჩათვლით) და Tesla-ს ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ინფორმაციულ-გასართობი სისტემა, რომლის დემონსტრირება ცოტა ხნის წინ მოახდინა ილონ მასკმა Cyberpunk2077-ში. AMD Radeon RX 6600 XT ვიდეო დაფის წარმოებისთვის გამოყენებული იქნება სრულფასოვანი კრისტალი Navi 23 XT, რომელსაც 2048 ნაკადური პროცესორი აქვს. ვიდეო დაფას ექნება GDDR6 სტანდარტის 8 გბ ვიდეომეხსიერება 128-ბიტიანი ინტერფეისით. GPU-ში ჩაშენებული იქნება 32 გბ მოცულობის ბუფერი Infinity Cache. მოსალოდნელია, რომ ჩიპი იმუშავებს მაღალ სიხშირეებზე და ექნება TDP-ის დაბალი დონე. AMD Radeon RX 6600 (XT) ვიდეო დაფების გამოშვების ზუსტი თარიღი მალე გახდება ცნობილი. https://bit.ly/3hjNOsR
  20. ხელმძღვანელ Jason Chen-ის თქმით კომპანია მზად არის გააფართოვოს საქმიანობა სამედიცინო სმარტ-გადაწყვეტილებების, ანტიბაქტერიული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების სფეროებში. ბიზნესმა უკვე მიიღო არაერთი სერთიფიკატი, რომლებიც ეხება ჯანდაცვის IT სისტემებს. როგორც Acer აცხადებს, კომპანია აქტიურად ცდილობს ყველა შესაძლო ნებართვის მოპოვებას რეგიონალური მარეგულირებელი ორგანოებისგან და უკვე ფლობს ოთხ სერტიფიკატს: ერთი მათგანი დაკავშირებულია ტელემედიცინასთან, მეორე - ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით ოფთალმოლოგიურ დიაგნოსტიკასთან (ორივე ტაივანში), აგრეთვე გააჩნია თითო-თითო სერტიფიკატი ტაილანდსა და ინდონეზიაში სამედიცინო მასალების გაყიდვასთან დაკავშირებით. შვილობილმა კომპანია Acer Healthcare-მა უკვე მიიღო ინდონეზიაში სისტემა VeriSee DR-ის გამოყენების ლიცენზია, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს მოახდინონ დიაბეტური რეტინოპათიის დიაგნოსტირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია ტაივანის ხუთ სამედიცინო ცენტრსა და რამდენიმე დიდ კლინიკაში. გარდა ამისა, Acer აწარმოებს მონიტორებს, ნოუთბუქებს, კლავიატურებსა და მაუსებს, რომლებიც დამზადებულია ანტიბაქტერიული მასალებისგან ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოღვაწე მომხმარებლებისთვის. შვილობილი კომპანია GadgeTek კი აწარმოებს ანტიბაქტერიულ ტანსაცმელს. ჩვეულებრივ IT პროდუქტებს რაც შეეხება, Acer-მა Amazon-ზე ბოლო Prime Day-ს აქციის ფარგლებში 100 ათასზე მეტი ლეპტოპის გაყიდვა დააფიქსირა - გასული წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტი. საზღვაო გადაზიდვების ბოლოდროინდელი შეფერხების გამო კომპანიამ მოახდინა საჰაერო გზით მიწოდების ორგანიზება აშშ-ში და სარკინიგზო გადაზიდვა - ევროპელი მომხმარებლებისთვის. https://bit.ly/3ylY7Cc
  21. 2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა მხარდაჭერის ჯგუფის თანამშრომლების რაოდენობა ხუთჯერ გაზარდა მომხმარებლების მხრიდან არსებული მრავალრიცხოვანი საჩივრების გამო. კომპანიას 3 ათასი ადამიანი შეუერთდა. Coinbase-ის მხარდაჭერის სამსახურის ვიცე-პრეზიდენტ კასპერ სორენსენის თქმით ბირჟამ მკვეთრად შეამცირა მომხმარებლების საჩივრების რიგი. მან დაამატა, რომ იანვრის შემდეგ პრეტენზიების რიცხვი 70%-ით შემცირდა, მომხმარებლების რაოდენობა კი 28%-ით გაიზარდა. სავაჭრო პლატფორმა გეგმავს უახლოეს თვეებში აამოქმედოს მხარდაჭერის სერვისი ონლაინ-ჩატისა და სატელეფონო ხაზის მეშვეობით. 2018 წლის მარტში Coinbase-ის მომხმარებლებმა კომპანიის წინააღმდეგ ერთდროულად ორი კოლექტიური სარჩელი შეიტანეს - Bitcoin Cash ლისტინგისას ინსაიდერული ვაჭრობისა და კალიფორნიის შტატის „საკუთრების მოთხოვნაზე უარის“ კანონის დარღვევის შესახებ. იმავე წლის ივნისში გამომცემლობა Mashable-მა გამოაქვეყნა კალიფორნიის ბიზნეს-ზედამხედველობის სამმართველოსა და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მხრიდან სავაჭრო პლატფორმისადმი პრეტენზიების 134-გვერდიანი ჩამონათვალი. მომხმარებლის საჩივრების რაოდენობა Bitcoin-ბირჟების მუშაობასთან მიმართებაში შეერთებულ შტატებში გასული წლის განმავლობაში გაიზარდა. https://bit.ly/3jJEfFd
  22. OnePlus-მა შესამჩნევად გააფართოვა პროდუქციის ასორტიმენტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამჟამად კომპანია გვთავაზობს Android-სმარტფონების ფართო სპექტრს სხვადასხვა ფასის სეგმენტში, სმარტ-ტელევიზორებს, თან სატარებელ ფიტნეს-მოწყობილობებს და TWS ყურსასმენებსაც კი. ამჯერად, როგორც ჩანს, OnePlus მზადაა საკუთარი პროდუქციის ხაზში პლანშეტიც დაამატოს. მიუხედავად იმისა, რომ OnePlus-ს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია პლანშეტის გამოშვების გეგმის შესახებ, მან დაარეგისტრირა OnePlus Pad სავაჭრო ნიშანი (MySmartPrice-ის საშუალებით) ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციაში (EUIPO). ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა კომპანია Android-პლანშეტზე მუშაობს. სამწუხაროდ, სავაჭრო ნიშნის ჩამონათვალში პლანშეტის სავარაუდო დასახელების გარდა სხვა არაფერი ჩანს. ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია მისი მახასიათებლების შესახებ. OnePlus Pad-ის სავაჭრო ნიშნების ჩამონათვალი გამოჩნდა იმ მოვლენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც OnePlus-მა დაადასტურა, რომ თავისი რამდენიმე გუნდი OPPO-სთან გააერთიანა. ეს ნაბიჯი კომპანიას უკვე დაეხმარა ფლაგმანური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების გრაფიკის გაუმჯობესებაში. ამჟამად ინტეგრაცია OnePlus-ს ხელს უწყობს მობილიზდეს პროდუქტების კატეგორიების დიდ რაოდენობაზე. https://bit.ly/3qNCU1z
  23. ინტერნეტ-წყაროებმა გამოაქვეყნეს თიზერი, რომლის თანახმად კომპანია Samsung-მა 11 აგვისტოსთვის დაგეგმა მორიგი პრეზენტაცია Galaxy Unpacked. ღონისძიებაზე მოსალოდნელია ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონებისა და თან სატარებელი მოწყობილობების ანონსი. კერძოდ, შედგება დასაკეც სმარტფონ Galaxy Z Fold 3-ის დებიუტი. არსებული ცნობებით, ამ მოწყობილობას ექნება 7.5-დუიმიანი დრეკადი S-AMOLED ეკრანი QHD+ გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. უშუალოდ დისპლეის ქვეშ განთავსებული იქნება ფრონტალური კამერა. Digit / @OnLeaks დრეკადი დისპლეის მქონე კიდევ ერთი მოწყობილობა იქნება მოდელი Galaxy Z Flip 3. არაოფიციალური ცნობებით, მას ექნება 6.7-დუიმიანი ეკრანი და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. მასზე წარმოდგენილი იქნება ასევე დამხმარე, 1.9-დუიმიანი დისპლეი. გარდა ამისა, ღონისძიებაზე დაანონსდება სმარტ საათები Galaxy Watch 4 და Galaxy Watch 4 Classic. ისინი შეძლებენ მფლობელის ორგანიზმში ცხიმოვანი მასის განსაზღვრას, მთელი დღის განმავლობაში გულისცემის ცვლილებებისთვის თვალყურის დევნებას და სისხლში ჟანგბადის შემცველობის გაზომვას. და ბოლოს, შედგება სრულიად უსადნო ყურსასმენების, Galaxy Buds 2-ის ანონსი. არაოფიციალური ცნობების თანახმად ახალი მოწყობილობის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს AKG-ის სპეციალისტებმა, რის წყალობითაც მიიღწევა მაღალი ხარისხის ხმა. https://bit.ly/36cIIIv
  24. კრიპტოვალუტების ბაზარზე პარადოქსული ვითარებაა: ამ დროისთვის კრიპტოვალუტების ღირებულება შემცირდა, თუმცა მაინერების შემოსავლები მხოლოდ მატულობს. Bitcoin-ის ფასის კლებამ ბევრი მაინერი დააფრთხო, რამაც შედეგად დარჩენილი მაინერების შემოსავალი გაზარდა. ამის შესახებ აცხადებს ჩინური პორტალი Mydrivers.com. მიმდინარე წლის მაისში ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბრძოლა დაეწყო კრიპტოვალუტების მოპოვების წინააღმდეგ, აგრეთვე უარი ეთქვა Bitcoin-ზე. ამგვარი გადაწყვეტილებების შედეგად Bitcoin-ის ფასი ორჯერ შემცირდა და დაახლოებით 30 ათასი აშშ დოლარის დონეზე შეჩერდა. ქსელის სიმძლავრე Bitcoin-ის მოპოვებისას 50 პროცენტით შემცირდა, რის შემდეგაც ალგორითმში მოხდა ცვლილებები, ხოლო მოპოვების სირთულე შემცირდა 28 პროცენტით. ამჟამად ბლოკის გამოთვლაზე დახარჯული დრო 10 წუთია, ხოლო ადრე შეადგენდა 14-19 წუთს. ამასთანб გაიზარდა რენტაბელურობა აღჭურვილობაზე. მიახლოებითი გამოთვლები ამგვარ შედეგს იძლევა: ერთი და იმავე აღჭურვილობის გამოყენების პირობებში მაინერების შემოსავალი დღეში 29 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ადრე ეს მაჩვენებელი დღეში 22 აშშ დოლარს შეადგენდა მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin-ის კურსი ბევრად მაღალი - 60 ათასი აშშ დოლარი იყო. Compass Mining-ის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია მაინერების მოგების ზრდა 35%-ით. https://bit.ly/3hvscsm
  25. ინტერნეტ-წყაროებმა აღმოაჩინეს ახალი ინფორმაცია ფლაგმანურ მობილურ პროცესორ Snapdragon 895-ის შესახებ, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, კომპანია Qualcomm ოფიციალურად მიმდინარე წლის დეკემბერში წარადგენს. ჩიპი ფიგურირებს კოდური დასახელებით - SM8450, საფუძვლად უდევს მაღალი წარმადობის Cortex-V9 Kryo 780 ბირთვები. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია მძლავრი ამაჩქარებელი Adreno 730. გარდა ამისა, პროცესორს ექნება მოწინავე 5G მოდემი. ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ ჩიპის წარმოებით დაკავდება კომპანია Samsung და ხსენებული ჩიპი დამზადდება 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. მოგვიანებით გამოვა პროცესორის უფრო ძლიერი ვერსია - Snapdragon 895 Plus / Snapdragon 895+ გადაწყვეტილება. ამ ჩიპის გამოშვება, არსებული ინფორმაციის თანახმად, დაევალება კომპანია TSMC-ს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Snapdragon 895 პლატფორმაზე დაფუძნებულ სმარტფონს ამზადებს Lenovo. მოწყობილობის დებიუტი შეიძლება მიმდინარე წლის ბოლო დღეებში შედგეს, მაგრამ გაყიდვები, სავარაუდოდ, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. https://bit.ly/3ypemys
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.