Jump to content

Archili1997

წევრი
  • Posts

    1218
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    2

Everything posted by Archili1997

  1. პროცესორი ყოფილა დაზიანებული ნუ მოკლედ,ხელოსანმა შემიცვალა პლატა და ახლა რა ხდება, განახლება მოვიდა ოღონდ არა ე.წ პრაშივკის არამედ მთლიანი სისტემის HarmonyOS დააყენეო, და რა ვქნა დავაყენებინო ? თუ გაქვთ ვინმეს ჰუავეი როგორ მუშაობს ეს უახლესი სისტემა საერთოდ?
  2. რავი რამდენნაირი დამილევია და ვერც ერთს ვერ ჩავატანე გემო, ნუ მოკლედ დაილოცა კაი ცივი ლუდი
  3. ახლა ჩავწერე პროცესორის სტრეს ტესტის პროგრამები ტელეფონში რამოდენიმე, ყველაზე შევამოწმე სათითაოდ, სრული დატვირთვისას 8 ვე ბირთვის მაქსიმალური სიხშირე არის 1.69 GHz გამოვიდა,რომ სრული დატვირთვისას არ იყენებს მაქსიმალურ სიხშირეს, ტროტლინგია თუ არ ვცდები., როცა ამ პროცესორის მაქსიმალური სიხშირე არის 2.36 GHz, კაი ხანია გაშვებულია პროცესორი სტრეს ტესტზე და ასე არ ითიშება 1 საათზე მეტია , ვითომ პროცესორის პრობლემაა? როგორც კი გავთიშავ ახლა და დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს დაიწყებს ისევ რესტარტს.
  4. რესეტი ბევრჯერ გავაკეთე hard რესეტიც ვცადე არ უშველა, სისტემის განახლებას რომ ვაძლევ მიწერს,რომ ბოლომდე განახლებულიაო,მეტი განახლებები არ მოიძებნაო არადა რო დავგუგლე ამჟამინდელი პროგრამის ვერსია 2-3 განახლება კიდევაა გამოსული და ტელეფონი ვერ ხედავს,ბატარეა კი საკმაოდ კარგად ძლებს.
  5. გამარჯობათ, ესეიგი მაქვს Huawei P20 (EML-L29) სჭირს ასეთი რამ, როცა ვამუშავებ მოულოდნელად მიდის რესტარტზე ძირითადად ასე ემართება ფეისბუქში რო შევდივარ ან მესენჯერში ასევე იუთუბშიც მოკლედ ყველგან თითქმის,ხან კამერის გახსნის დროსაც კი, როცა სურათის გადაღებას ვაპირებ, თვითონვე აწყებინებს სისტემას მუშაობას უბრალო რესტარტივით შვება ,თუმცა ხან არის რო თავისითაც აღარ იღვიძებს და კაი ხანი მიჭერია power ღილაკზე თითი რო ჩაირთოს, მარა ესე უფრო იშვიათად აკეთებს, რაში შეიძლება იყოს პრობლემა მიახლოებით მაინც? პროგრამამ ვითომ იცის ასეთები? ნუ ელემენტის ბრალი არ არის გამოირიცხა, ორი ელემენტი ისინჯდა უკვე და მათზეც ესე აკეთებს. იქნებ რაიმე მირჩიოთ,მადლობა წინასწარ.
  6. კი ალთიმეით პერფორმენსზე გადაყვანით მეორე ჰარდ დრაივი აღარ ითიშება ყოველ 20 წუთში ერთი ეგ შევნიშნე სხვა არაფერი, ჰაი პერფორმენსზე კი დეფოლტ პარამეტრებზე თიშავს ყოველ 20 წუთში ნუ ჩემთან ასეა ორი ჰარდი რომ მიზის მეორე ითიშებოდა ხოლმე,თუმცა ეგ გავასწორე Turn off hard disk after და წუთებში 20 დგას 0 ის გაწერით,რავი ისე დავინტერესდი რას შვრებოდა ისეთს.
  7. ეს ფუნქცია რეალურად რაიმეს ცვლის High Performance-სგან განსხვავებით.? Ultimate Performance-ს თუ ჩავრთავთ.
  8. რამტენი ვოლტი უნდა მაგ სიხშირეზე ? რაზგონი არასოდეს მიქნია აქამდე
  9. პროცესორი მივარაზგონე 3.50 GHz მდე თუმცა უკეთესობის ნაცვლად პირიქით მოხდა, fps დამიგდო უცნაური არ არის ?, თავიდან ბიოსში cpu frequency დეფოლტად იდგა 333 ზე ხელით ნელ ნელა ვუმატებდი ციფრებს და საბოლოოდ 390 მდე რომ ავიყვანე მომცა 3.50 GHz ვოლტაჟის მატების გარეშე ვქენი ჯერ, მაგრამ ტემპერატურებმა მოიმატა მაგრად მერე ვოლტაჟი მოვუმატე, ნორმის ფარგლებში გავუწერე 1.20 v ზე ტემპერატურებმა დაიწია ყველაფერი სტაბილურად იყო მაგრამ აი თამაშებში პირიქით გააკეთა fps კარგად მომაკლდა და როგორც იყო ისევ ისე 3 ghz ზე დავიყვანე, ძაან დავინტერესდი რაშია საქმე, ჰო cpu usage და ბირთვების გამოყენებაც იმ თამაშში საგრძნობლად დავარდა თითქმის გამინახევრდა, სტოკ სიხშირეზე 100% ზე იყო ოთხივე ბირთვი მარა წარმადობაში პირიქით ქნა. ანუ სტოკ სიხშირეზე მეტი ეფპეესი მაქვს ვიდრე რაზგონზე . რავა ყველაფერი უცნაური მე მჭირს
  10. კვებამ კი აშკარად გაცხელება დაიწყო ასე, დავაყენე,როგორც წესია ოპერების მხარეს აქვს ფრთა, ჩიფსეტის რადიატორის თავი გავქლიბე და გაუშვა, + GD900 წავუსვი დააგდო შედარებით მადლობა
  11. სალამი ყველას, დიფ ქულ გამაქს 200 ტე მაჩუქა მეგობარმა,დავაყენე და ტემპერატურა მაინც ავარდა დატვირთვაზე 70 გრადუსზე,დაუტვირთავზე ნორმის ფარგლებშია მემგონი 45-48 გრადუსებზეა, მაინც ბევრია ჩემი ხო ჩემი პროციკასთვის ? რადიატორი კარგად აზის თერმოპასტა დიდი ვერაფერი. თან პატარათი მირაზგონება მინდოდა. თან ასე მიყენია, მემგონი ბაშნიებს ფანი გვერდით უნდა ქონდეს მოქცეული, მარჯვენა მხარეს, ჩემთან კიდევ ჩიფსეტის რადიატორმა არ გაუშვა საკეტი და ასე მომიწია დაყენება , არ ვარგა ასე, რომ მიყენია ფანი თუ აზრი არ აქვს დიდად? მე მგონია,რომ ასე კარტის სიმხურვალეს იღებს კიდევ, სხვანაირად არ წავიდა არაფრით.
  12. ყველაზე ასე შვება, სამ ნაირი 10 ჩავწერე ტორენტებიდან ltsc ltsb ისე pro ებიც , როგორც ძველებური ბილდები ისე ახლებიც და ყველაზე მასე მიერორებს,მერე 8.1 ები ვსინჯდე და იქაც ეგრე გამიკეთა, ოფიციალურ იმიჯებს კი აყენებს უპრობლემოდ, მარტო ერთი 8.1 გაუშვა ინსტალი წაიღო და რაღაც პროცენტზე გაწყვიტა შუა გზაში,არადა ეგ იმიჯიც დაყენებული მქონდა ჰარდ დრაივზე და მუშაობს ვიცი უპრობლემოდ, ისე უბრალოდ დამაინტერესა პრობლემის მიზეზმა,რასაც პირველად წავაწყდი,თორემ იყოს ოფიციალური.
  13. არა დაფორმატებამდეც არ მიდის, როდესაც უკვე ინსტალაციას ვიწყებ და install ვაწვები ფანჯარა, რომ უნდა გამოვიდეს აი მანდ მიგდებს მაგ ერორსაც, ხოლო ვინდოუსი რომლებზეც მაგ ერორს მიგდებს, ვინდოუსები კი მუშებია ძველ ჰარდ დრაივერზე აყენებს ვცადე ,როგორც ჩანს ლევი ვინდოუსებზე ახურებს და ძაან გამიკვირდა.
  14. სალამი,ასეთ რამეს წავაწყდი პირველად და თუ გქონიათ ვინმეს ასეთი შემთხვევა,ერთი სიტყვით, მხოლოდ მაიკროსოფტის საიტიდან გადმოწერილ იმიჯებს მაინსტალირებინებს SSD, HDD ყველანაირ ვინდოუს აყენებდა,ანუ ე.წ სბორკებს არ აყენებს ტორენტებიდან ჩაწერილებს,არც ვინდოუს 10-ს არც 8.1-ს, რას იწუნებს ? რაღაც ლიცენზია ვერ ვიპოვეო კი გავიგე,მაგრამ ჰარდ დრაივზე როგორ პოულობდა კი მარა.
  15. სალამი,დამატებით 80 მმ იანი ქულერს ბრუნი როგორ დავუკლო ბიოსიდან? უშუალოდ chassis პორტზე ვერ დავსვი რადგან ქულერის კაბელი არ მიზვდა და დავაერთე პროცესორის ფან პორტის გვერდზე PWR FAN-ზე ეს პორტი კიდევ,ვითომ კვების ბლოკის ფანისააო, ძაან დიდი ბრუნი აქვს 3400-3500 და ხმა აქვს საშინელი,რამენაირად ბიოსიდან ვერ დავუკლებ ბრუნებს ?
  16. და 8 გბ-ს შემთხვევაში ხელით რამდენი ჯობია,რომ გაიწეროს მინიმუმში და მაქსიმუმში? თუ ავტომატურად ჯობია საერთოდ.
  17. ერთი ორს ვთამაშობ და რამი ნაღდად ყოფნის,უბრალოდ ზოგჯერ იმ გაშვებულ თამაშს ჩავკეცავ ხოლმე და ინტერნეტში შევდივარ პარალელურად,ხან კიდე როდესაც რაიმეს ვაინსტალირებ მაგალითად თამაშს მაგ დროსაც შევდივარ ნეტში, რავიცი ჯერ არ შემიმჩნევია არაფერი,ალბათ ჯობია ისევე ჩავურთო თორე თუ გაახურა რამის უკმარისობის გამო, სადღაც და დამიხურა რამე არ მინდა . ისე ,გათიშულზე უფრო წარმადობა შევნიშნე და...
  18. ორიოდე სიტყვით მირჩიეთ ფეიჯ ფაილთან დაკავშირებით, 8 გბ რამზე საერთოდ გავუთიშე, სისტემას ქონდა ავტომატურად 1280 mb მინიჭებული. და ვერ გავიგე ნაღდად ჩართული ჯობია იყოს ისე,როგორც სისტემამ ჩათვალა საჭიროდ, თუ გათიშულზეც არაა პრობლემა,რაც გავუთიშე ის შევამჩნიე,რომ შედარებით კიდევ აჩქარდა ვინდოუსის მუშაობა ასევე ჩართვა გამორთვის სიჩქარეც, არც თამაშები გაუხურია,გადავხედე სტატიებს, ზოგი ამბობს უნდა იყოს ჩართულიო, ზოგმაც გამორთულიო, და ვერ გავიგე როგორ ჯობია ამ შემთხვევაში.
  19. გუშინ წამიერად დენმა დაიკლო და კომპიუტერი გაითიშა,რო ჩავრთე ბიოსზე იჭედებოდა გაიფრიზა, დედაპლატის მოდელი ეწერებოდა და იმის იქით აღარ მიდიოდა,ანუ ssd-ს აღარ შეეხმიანა ასე ვთქვათ, დაახლოებით 10 ჯერ ვცადე ჩართვა გამორთვა, სანამ ბიოსის ელემენტი არ ამოვიღე და არ ჩავსვი აღარ გაიშვა, და რის პრობლემაა ეს?
  20. არ ვიცი 2 საათში 6 გბ კიდევ რა გადააწერა თავზე,მემგონი აშკარად ურევს დათვლებში,მითუმეტეს კომპიუტერი ჩართული დავტოვე არავინ არ მჯდარა ხოო,გაგონილი მქონდა ზოგისგან,რომ 2 დღის ნაყიდია სულ ახალიო და 5-6 % მოიკლო ამ ორ დღეშიო და დღითიდღე აკლდებაო,გამოდგომაზეა რათქმაუნდა. ისე ეს ჩემი რაღაც სტრანი ბრენდი ჯერ ჯანზეა.
  21. Health როგორაა 2015 წლიდან მოყოლილი? როგორც ვიცი ნაკლებ ჯანზე არიან ესენი.
  22. Lifetime Writes ში ეს 916 gb რომ წერია,რას ნიშნავს? მაგდენი gb გადავწერე უკვე ჯამში რაც მაქვს? რის მიხედვით ითვლის, ვინდი მაქვს ჩაწერილი ერთხელ და ეგაა სხვა ყველაფერი ჰარდ დრაივზე იწერება გადაწერა გადმოწერითაც არ ვტვირთავ არანაირად,მარტო სისტემა აკეთებს თავის საქმეს,რამეს არასწორად ითვლის თუ სხვა რამეს ნიშნავს ?
  23. აპდეითები კი დააყენა რამდენიმე ჯამში, რაც მიყენია სულ, თან ერთი ორი დიდი ზომის,სტარტაპებში არაფერი არის ბევრი და საეჭვო,ვირუსებზე არ შემიმოწმებია ისე,გასაგებია მადლობა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.