Jump to content

zura Kostava

წევრი
  • Posts

    42
  • Joined

  • Last visited

About zura Kostava

  • Birthday 02/19/1995

Profile Information

  • Gender
    Male
  • OS
    Windows 10
  • CPU
    i7-3610 QM 2.30ghz
  • MoBo
    acer v3-571g
  • GPU
    geforce gt-640m
  • RAM
    8gb DDR3
  • HDD
    700gb

Recent Profile Visitors

1889 profile views

zura Kostava's Achievements

Rookie

Rookie (2/14)

  • First Post Rare
  • Collaborator Rare
  • Conversation Starter Rare
  • Week One Done
  • One Month Later

Recent Badges

1

Reputation

  1. https://t.me/pump_upp
    1. zura Kostava

      zura Kostava

      https://t.me/pump_upp
  2. გამარჯობა ბიჭებო. მოკლედ თვეებია ეგ პრობლემა მაქვს. დაჟე acer დეველოპერსაც ვეჩათავე ვერაფერი ვერ გავიგე. იქნებ თქვენ გამარკვიოთ. ბიოსი არ აღიქვამს nvidia geforce gt 640m ვიდეო ბარათს. თვეებია პრობლემებს ვეძებ. გადავახურებინე კიდეც მაგრამ არ უშველა. მკვდარია? აღარაფერი აღარ ეშველება? ერთი სტატია ჩემს ვიდეო კარტაზე კი მაქვს პროგრამულად გაურკვევლად მხოლოდ 3d vido controller ჩანს device manager-ში. გთხოვთ მიპასუხეთ
  3. დიდი მადლობა ასეთი რჩევისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის მეგობარო. თითქმის მეც იგივენაირი სიტუაცია მაქვს. ორჯერ მეტს ვმუშაობ რაც იყო გათვალისწინებული + შაბათ-კვირას დავდიოდი რომ მალე დაგვემთავრებინა ერთი პროექტი და მეორეზე გადავსულიყავით, უფრო სერიოზულზე რომელშიც სამწუხაროდ არ გაიმარჯვა. არც წახალისება და არაფერი (ეს რა ხილია არ იციან საერთოდ), პირიქით იქეთ დამაკლეს რაც მეკუთვნოდა. მოკლედ ყველა ასპექტში ეს ის სამსახურია სადაც განვითარების მაგივრად ვდეგრადირდები. ე.წ დირექტორი. (დამფუძნებლის შვილი) არის ძველბიჭური აზროვნების და ლამის ჩაკუნცხვით ესაუბრება ტიპებს. რამდენიმე თანამშრომელს "აჩმორებს" ფულს წაპნის მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია ძალიან ვრცელი ტექსტი გამომივა ყველაფერი რომ მოვყვე. მოკლედ შეცდომა დავუშვი თავიდანვე რომ მოვაწერე ხელი 4 თვიან კონტრაქტს. მერწმუნე რა პოზიტიურადაც არ უნდა ვიფიქრო ერთი დიდი სოროა (პირდაპირი მნიშვნელობითაც და გადატანითითაც)
  4. გამარჯობა მეგობრებო. მოკლედ შემიძლია დიზაინი, ინტერიერი ექსტერიერი. ანიმაციაც შემიძლია ავაწყო. მხატვარი ვარ. ერთ-ერთი ქართული კომპანია მთავაზობს მუშაობას ნახატების 3D გაცოცხლებაზე, ანიმაციების აწყობაზე. ცოტა კომუნისტური აზროვნების ხალხია და ფული ყველაფერში ენანებათ. ხელფასს ცოტას მაძლევენ აუდიო წიგნების ხმის რეჟისორის პოზიციაზე. ამბობენ რო საქართველოში ყველაზე ძლიერი ტექნიკა აქვთ. და რეალურად რო ძალიან სუსტი კომპიუტერები უდგათ. მოკლედ ასეთი ხალხია. მყიდულობენ ძლიერ კომპიუტერს. რომლითაც ყველაფერს გავაკეთებ. ძალიან ძლიერი მონაცემებით იქნება რაც წავიკითხე. ერთადერთი დაბალი იყო ოპერატიული 8გბ დდრ4. მაგრამ დანარჩენი ყველაფერი სერიოზული. საშინლად დროში ჩარჩენილები არიან. რასაც ველაპარაკები არაფერი არ ესმით. თქვენი აზრით ღირს? ანუ მარტომ რომ გავაკეთო ანიმაცია, დიზაინი, ნუ მოკლედ შევკრა მულტიპლიკაციური ფილმები. იმაზე წუწუნებენ რო კომპიუტერი 4000 ლარი უჯდებათ და რეალურად კონკრეტულ პირს ამაში რაც მე ვთქვი სტანდარტული განრიგით მინიმუმ 2000 ლარი უნდა ქონდეს ხელფასი (ალბათ). საკმაოდ რთული საქმეა ერთი ადამიანისთვის. ამჟამინდელი ხელფასი როგორც ხმის რეჟისორს 550 ლარი მაქვს. ისიც ენანებათ. თავიდან 400 მითხრეს ეგონათ მომატყუებდნენ. დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ მიპასუხებთ და მირჩევთ ღირს თუ არა ასეთ კომპანიაში მუშაობის გაგრძელება. ძალიან რაღაცნაირები არიან. ამათგან გამოცდილებას კიარ მივიღე ნერვოზი ავიკიდე
  5. ბიჭებო მგონი ამ საიტზე ვინც ცხოვრობთ გემახსოვრებათ ჩემი ლეპტოპის რანდომ რესტარტების შესახებ. მოკლედ დიდი ისტორი აქვს ამ ამბავს. ვერავინ რომ ვერ უშველა და უარესად გამაბითურეს და გადამაგდეს. ყველა უცოდინარი და აფერისტი მე შემხვდა. მოკლედ რამდენიმე დღეა რაც აღმოვაჩინე. როდესაც ერთ 4გბ-იან ram-ს მოვაშორებ ლეპტოპს (ორი 4გბ მაქვს) ჩართულ მდგომარეობაში, კომპიუტერი ზუსტად ისე რესტარტდება როგორც ყოველთვის. დაჟე ზოგჯერ რომ არტეფაქტები ქონდა და ეკრანი შეშდებოდა ისეც ემართება, ანუ ზუსტად იგივე სიმპტომები, რაც რანდომ რესტარტის დროს. რას იტყვით? რაში შეიძლება იყოს საქმე? (ვიცი არ შეიძლება ოპერატიულის მოხსნა ჩართულზე ეგ უკვე ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა) ანუ შესაძლოა კონტაქტი არ ვარგოდეს სადაც ram ერთდება თუ თვითონ ram-ის ბრალია? გთხოვთ მიპასუხოთ ვინმემ
  6.  როცა სამსახურს დავიწყებ პარალელურად უნდა ვიზრუნო ნამდვილი ძლიერი ნოუთბუქის შეძენაზე. სუპერ ნოუთბუქებს რომ ეძახიან. მართლა ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ბოლო დროს მასზე. ეს ჯართი acer მინდა მოვიშორო სასწრაფოდ.

     სხვათაშორის ამ ლეპტოპზე ბოლოდროინდელი საკმაოდ უცნაური და სასაცილო ისტორია მაქვს და აუცილებლად უნდა დავწერო ყველა ფორუმზე თუ საიტზე. აქვე დავწერ რომ მერე აღარ გადამავიწყდეს. და მე მგონი ერთი პატარა მოთხრობაც კი გამოვა

     

    ჩემი ნოუთბუქის მონაცემები: 

    acer aspire v3 571g

    Intel core i7 3610QM  2.30mhz boost 3.10mhz

    ram - 8 gb DDR3

    video - intel hd graphics 4000

    nvidia geforce gt 640m

    as_v3_ges_P8230620%2Bcopy.png

     

     ჩემი ნოუთბუქის სიმპტომები ასეთია:

     

    1. ნოუთბუქი რესტარტდებოდა დატვირთვის დროს თავიდანვე რაც შევიძინე. ყოველითვის პრობლემა ქონდა. მუშაობის დროს უამრავი პროექტი დამიკარგა. დამანერვოზა. რა არ ვცადე მაგრამ ვერაფრით ვერ ვუშველე. ვაი ხელოსნების ათასგზის თერმოპასტის გამოცვლამაც არ უშველა.

    2. ნოუთბუქის დეკრეტული ვიდეო ბარათი NVIDIA GT 640M-ის ვიდეო ბარათი აღარ ჩანდა device manager-ში. ჩანდა მხოლოდ 3D video controller, რომელიც ავტომატურად არ ინსტალირდებოდა, ვერცერთ ვიდეო ბარათის ვერსიას ვერ აინსტალირებდა ვერცერთ windows-ზე. hardware id-ის კოდებით დაძებნისას აგდებდა NVIDIA GTX 660M-ს. შემდეგ ვიდეო გაკვეთილებით ვისწავლე როგორ დამეყენებინა ძალით. hardware id-ის გადაკოპირებით nvaci.inf ფაილში. დავაყენე ძალით დრაივერი მაგრამ ახლა დაყენდა NVIDIA GT 555M რომელიც რათქმაუნდა არ მუშაობდა. (code 43)

     

    Screenshot%2B%25288%2529.png

     

     რაც შეეხება ვიდეო ბარათს მანამდე ერთ ვაი ხელოსნებთან მქონდა მიტანილი და გადაახურეს. რათქმაუნდა არ უშველა. გამოცვლაში მომთხოვეს 150 ლარი. რომელიც არ მქონდა და წამოვედი. თავიდან აიჩემეს გინდა თუ არა windows-ის ბრალია და windows 10-დან გადააყენეს და დააყენეს 7 ჩემი მტკიცებების მიუხედავად რომ სამასიათასჯერ იქნა გადანაყენები და არაფერი არ შველოდა. გენიოსმა ვაი ტექნიკოსმა მე არ მაინტერესებსო ჩემს გადაყენებულ windows-ზე ვარ მე ატვეჩაიო.

    კარგი ჯანდაბას დავნებდი და გადააყენეს. რათქმაუნდა არ მჯეროდა რო უშველიდა. მთავარი ტექნიკოსი გაიქცა ბოლოს რო მისი ჩაღუნული თავი არ მენახა. რეკომენდაცია მათ ვინც გაუწია, ვინც მითხრა რო ფულსაც გაცდიანო ჩემი ახლობელიაო ანუ ვინც მომყიდა ლეპტოპი ეგ სულ სხვა თემაა.

     

    მოკლედ ჩემს უკვე "საყვარელ" საიტზე mymarket-ზე, რომელსაც სტაჟი აქვს ჩემი ორგზის გაუბედურების აღმოვაჩინე ეს elix group, დიდი იმედები დავსახე. პროფესიონალთა გუნდი იქნება ესენი ნამდვილად გააკეთებენ ჩემს ნოუთბუქს-თქო ვიფიქრე. რუკაზეც მოვნიშნე და მეორე დღეს გავეშურე. როდესაც მივედი და კარი შევაღე ჩემს წინ იშლება სურათი: სამი პოლიციელი, და ვიღაც ქალბატონები, ვაჟბატონები და სასტიკი კამათი და დავი დარაბა. რა მექნა ავდექი და უკან გამოვბრუნდი. იფიქრებთ ალბათ რომ ვიფიქრე რო აქ მისვლა არ ღირს. არა!

     

    18403655_628892323968393_4634424707963346963_n%2Bcopy.jpg

     

     იმ საღამოს ფეისბუქში ვეძებდი და ვფიქრობდი იქნებ ვნახო ვინმე ვინც დაბალ ფასშიც გამომიყვანს და პრობლემას მომიგვარებსო.

     მოკლედ მივწერე ამ elix group-ს და ავუხსენი ასე და ასე ეს პრობლემები აქვს ჩემს ლეპტოპსო. მომწერა მოიტანეთ და შევხედავთო. ცოტა ცოტა წავიბოდიალე თანხა ცოტა დამიკელით არ მაქვს ამწუთას ბევრი და საქმისთვის მჭირდება წავულოლიავე იქნებ დამეხმარონთქო. მიპასუხა

    _ მობრძანდით და შევთანხმდებით

    _ დღესაც ვიყავი მაგრამ გამოვბრუნდი

    _ ალბათ პატრულის გამო არა?

    _ კი

    _ ჰო, პროვოკატორ კლიენტებს არ ვუჩივით

     

     მეორე დღეს მივედი ზემოთხსენებულ კომპანიაში. საკმაოდ სანდომიანი ხალხი ჩანდა და თავიანთი საქმის პროფესიონალები ვიფიქრე რომ კარგ ადგილას მოვხდი. ჩემი ნოუთბუქი ჩაიტანეს "გამოკვლევებზე" მე კი ზემოთ საუკუნოდ ვუცდიდი და თან საუბარშიც გავერთე. თითქმის ყველაფერი მოვყევი ჩემი ნოუთბუქიდან დაწყებული მუსიკალური კარიერით დამთავრებული.

     ნოუთბუქს თერმოპასტას რომ უცვლიდნენ ვკითხე.

    _ თუ ახლა თქვენმა პასტამ უშველა ვიდეო ბარათს რამდენს გადამახდევინებთ?

    _ მხოლოდ 40 ლარს

    მოკლედ ტექნიკოსი ვგრძნობდი რომ ზუსტად ისე გაკვირვებული იყო ჩემი ნოუთბუქის მდგომარეობით როგორც მე. ერთადერთი გამოსავალი იყო ვიდეო ბარათის შეკეთება, რომელიც 150 ლარი ჯდებოდა. თანხა არ მქონდა. ამიტომაც მეორე დღეს შემომთავაზეს ერთი რამ. თუ გინდა ვიდეო ბარათს შეგიკეთებთ, მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემთ 50/50. 250 ლარად ახალს ჩაგიდგამთ და გარანტიასაც მოგცემთ. იყო მესამე ვარიანტიც. მიცვლიდნენ MacBook pro 2006 წლის მოდელში

    მონაცემები: procesor - core 2 do / ram - 2gb / video - 128mb

    ჩემი: procesor - intel core i7 3610QM / ram - 8gb/ video 2gb

    მიმტკიცებდნენ რომ ბევრად აჯობებდა MacBook pro ჩემს კომპიუტერს მითუმეტეს მუსიკალურ პროგრამებში, გრაფიკა ცოტა გაუჭირდებოდა ან არ გაუშვებდა არცერთ გრაფიკულ პროგრამას. მაგრამ მუსიკაში საერთოდ არ გამიჭედავდა.

    _ ჩემს ლეპტოპს ანუ არაფერი ეშველება შედარებით იაფად? _ ვკითხე მე

    _ ჩვენ შეგვიძლია ვიდეო ბარათი შევაკეთოთ მაგრამ გარანტიის გარეშე

    _ და როდესაც ვიდეო ბარათი შეკეთდება _ ჩავფიქრდი მე _ რესტარტები ისევ ექნება?

    _ მე შემიძლია რესტარტების პრობლემა მოვაგვარო 100 ლარად _ დამიწყო ვაჭრობა მან

    _ და კონკრეტულად რას გააკეთებ? _ ჩავუღრმავდი მე

    _ ოოო მაგას ვერ გეტყვი ეგ საიდუმლოა

    _ 100 ლარი ძვირია _ ვთქვი მე _ ანუ ამ ლეპტოპის შეკეთება და "ხოდზე" მოყვანა საერთო ჯამში დამიჯდება 250-დან 350 ლარამდე. სად მაქვს ამდენი _ (მხოლოდ ის 40 ლარი გამაჩნდა გაწმენდის ფული, არ გაკეთების შემთხვევაში საერთოდ არ იხდიან ფულს როგორც ვიცი. მაგრამ მაინც ვფიქრობდი რომც არ მომთხოვონ ძალით მივცემ მეთქი ამ ფულს იმიტო რო დრო დაკარგეს ჩემს გამო. დრო კი ძვირფასია. მთლად ასე არ ჩავუჯიბავდი თუ არ მომთხოვდნენ მარა მაინც...)

     

    _ შენი ლეპტოპი შეერთებულია _ მითხრა კომპანიის დირექტორმა ქალმა _ ქულერზე ქონდა პრობლემა და გამოვასწორეთ, ასევე თერმოპასტა საშინლად ქონდა გადათხაპნილი და ესეც გამოვუცვალეთ.

     ასე რომ ბევრს ვფიქრობდი MacBook Pro 2006-ზე. აქვე დატესტე და ნახე როგორ იმუშავებს მუსიკაზე რამდენი ხანიც გინდა დატესტეო. ჯანდაბას დავთანხმდი დატესტვაზე. ჩაიტანეს ეს MacBook Pro მორგში და დაიწყეს ახალი მაკის ინსტალაცია. დაახლოებით 5 საათი იყო და ერთ-ერთმა მითხრა.

    _ იცი რა? დღეს ვეღარ მოესწრება ინტერნეტი ნელა იწერს. მერე უნდა დავაინსტალიროთ. მერე მუსიკის პროგრამა უნდა ჩავიწეროთ და მოდი ხვალისთვის და დატესტე _

     იმ დღეს საღამოს ძალიან მჭირდებოდა კომპიუტერი და გადავწყვიტე სახლში წამეღო

    _ მოდი იცი რა ვქნათ? _ ვუთხარი მე ჩაფიქრებული მზერით _ მე დღეს ჩემს ლეპტოპს წავიღებ მაშინ, და დავფიქრდები ღირს თუ არა მაგ MacBook-ში გაცვლა

     ამ სიტყვების გაგონებისთანავე ყველა უცებ ადგილზე გაშრა თითქოს. დაიწყეს სიარული აქეთ-იქეთ. ერთმანეთს ჩუმად ეკამათებოდნენ და ეჩხუბებოდნენ.

    _ ბატონო ჩვენ თქვენს ნოუთბუქს ვერ გაგატანთ, სანამ გაწეული სამუშაოების თანხას არ გადაიხდით _ მითხრა ოფიციალური კილოთი ისევ იმ ერთერთმა გენიოსმა

     მე ძალიან გამიკვირდა. საერთოდ, როცა ტექნიკა არ არის გაკეთებული და ისევ იგივე მდგომარეობაში გატანენ თანხას არ იხდი.

    _ და რაში უნდა გადავიხადო ფული? _ ვიკითხე მე გაოცებულმა

    _ შენი ნოუთბუქი იყო ცუდ მდგომარეობაში, თერმოპასტა შევუცვალეთ, ასევე გავასუფთავეთ

    _ კიბატონო ეს გასაგებია _ ცოტა დავიძაბე _ მაგრამ მე რომ მოვიტანე ნოუთბუქი ვიდეო ბარათის პრობლემით. ეს პრობლემა გამოსწორდა?

    _ არა. როგორც გითხარით ვიდეო ბარათის შეკეთება 150 ლარი...

    _ მაშინ რა გააკეთეთ _ შევაწყვეტინე მე. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ტექნიკოსმა მიპასუხა

    _ რესტარტების პრობლემა გამოვასწორეთ. შენი ნოუთბუქი აღარასდროს აღარ გადარესტარტდება.

     ამ სიტყვების გაგონებისთანავე მართალია ავღფრთოვანდი იმით, რომ ჩემს ნოუთბუქს აღარასდროს ექნებოდა ეს საუკუნო პრობლემა მაგრამ მაინც ვიფიქრე დარწმუნებულები იქნებოდნენ რომ მე იმ MacBook-ში გავუცვლიდი

    _ გარანტიას იძლევით რესტარტზე? _ ვკითხე მე რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ

    _ დიახ. გადარესტარტებით არანაირად. ძალიან თუ გადაახურებთ და გადატვირთავთ კომპიუტერს მაქსიმუმ გაითიშება, რაც ყველა ნოუთბუქს აქვს.

     ასე იყო თუ ისე იმ დღესვე გაჭირვებით შევაკოწიწე 100 ლარი და მივურბენინე. ნამდვილად მიღირდა ამ ფასად რესტარტების პრობლემის მოშორება.

     მოკლედ გარანტია დამიწერეს და იმ დღესვე დავიხსენი ჩემი უკვე საყვარელი ნოუთბუქი, რომელიც აღარასდროს გადარესტარტდებოდა. ორი დღე ვამუშავე მხოლოდ სხვადასხვა საიტებზე ძვრომიალით. მესამე დღეს გადავწყვიტე რომ უკვე მზად იყო რთული მისიების შესასრულებლად ჩემი გამოჯანმრთელებული ნოუთბუქი (მხოლოდ Nvidia-ს ვიდეო ბარათი არ მუშაობდა)

     დავიწყე adobe პროგრამების გადმოწერა. დავაინსტალირე photoshop, premiere pro და after effects. პროგრამები არ ჩამირთავს. უბრალოდ ვუყურებდი და მსიამოვნებდა ჩემს დესკტოპზე მათი იკონების ყურება. მერე ჩავრთე ვიდეო youtube-ში ცოტა გახალისება მინდოდა.

     "იმედია შუქი წავიდა იმედია შუქი წავიდა" ფიქრებში ღმერთს ვევედრებოდი "გთხოვ არ აინთო, არ ჩაირთო" გული ამიჩქარდა, სახე გამიშეშდა და სიცილი სახეზე შემახმა. power ღილაკი აინთო, მონიტორი განათდა.

     

    მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ კომპიუტერს, რათა მასწავლა თავის კონტროლი, თავის შეკავება მისი დალეწვისგან. უკვე ადამიანებთანაც ასეთი მშვიდი ვარ რაც არ უნდა გავცხარდე

     

    _ გადარესტარტდა _ მივწერე ფეისბუქზე შეტყობინება ვაი ტექნიკოსებს _ არანაირად არ გადამიტვირთია კომპიუტერი, მხოლოდ adobe-ს რამდენიმე პროგრამა ჩავწერე. უბრალოდ ვიდეოებს ვუყურებდი და ასე უბრალოდ გადარესტარტდა.

    _ ხომ გაგაფრთხილეთ რომ პროგრამები არ ჩაგეწერათ. თქვენ მაინც ჩაწერეთ პროგრამები და შედეგიც სახეზეა

    _ ასე მანამდეც მშვენივრად მუშაობდა ლეპტოპი მარტო დესკტოპს რომ ვუყურებდი _ უკვე გავგიჟდი ამ დროს გადავირიე. სიტყვები არ მყოფნიდა _ თქვენ არ გითქვამთ რომ არაფერი არ უნდა ჩამეწერა, ასე თქვით რომ ისე ძალიან არ უნდა გადამეტვირთა როგორც ადრე. პროგრამები არც კი ჩამირთავს. (მანამდე ათი პროგრამა ერთად მქონდა ჩართული)

    _ არ დატვირთვაში შედის ზუსტად არ ჩაწერა _ აი ამ დროს კი ჭკუიდან შევიშალე. გლეხ კაცს რად უნდა უტარო თოხი. რომელ ლოგიკაში ჯდება ეს პასუხი ღმერთო

    _ ანუ რა გამოდის? მე თქვენ 100 ლარი გაჩუქეთ? და გაჩუქეთ იმისთვის, რომ მირჩიოთ ის, რომ ეს კომპიუტერი ნაგავში გადავაგდო? კომპიუტერი ისედაც არ რესტარტდებოდა მაშინ, როცა არ ჩავრთავდი. ახლაც ასეა. თუ არ ჩავრთავ არ გადარესტარტდება

    და საერთოდ თქვენ რა პრობლემა გამოასწორეთ?

    _ არ ირთვებოდა კომპიუტერი და ჩვენს მერე ჩაირთო. მუშაობდა კიდეც სანამ ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეთ რომ არ გადმოგეწერათ პროგრამები და არ გაითიშებოდა. ამაზე მოგეცით ჩვენ გარანტია მაგრამ თქვენ მაინც არ მოიქეცით ასე.

     აი ამაზე უკვე ისტერიკები დამეწყო. არ ვიცი ამის მკითხველი რამდენად მენდობა და რამდენად მიცნობს, მაგრამ თვითონ განსაჯოს ტყუილი და მართალი. არ ირთვებოდაო. ირთვებოდა ძალიან კარგად. ამ მომენტში მივხდი ვისთანაც მქონია საქმე. და მივხდი თუ რატომ იყვნენ პირველ მისვლაზე იქ პოლიციელები. თაღლითები. ესენი არიან არაპროფესიონალი ხელოსნები ყველაზე დაბალი დონის დაჯგუფება, რომლებიც მხოლოდ ფულზე არიან ორიენტირებული. მაგრამ არიან პროფესიონალი თაღლითები და ამ საწყალ ღარიბ გაჭირვებულ ხალხს ასულელებენ.

    _ საიდან მოიტანეთ რომ არ ირთვებოდა? ქალბატონო მე მატერიალურად ვარ გაჭირვებული თორე ტვინი კიარ მაქვს დასტუკული რას მასულელებთ აქ? მე თქვენ ნოუთბუქი მოგიტანეთ იმისთვის რომ ვიდეო ბარათი შეგეკეთებინათ, რადგან თანხა არ მქონდა უკან მიმქონდა კუთვნილი ნოუთბუქი და თურმე ახლა თქვენ სხვა პრობლემა უნებართვოდ "გამოასწორეთ", მართმევთ 100 ლარს და რეალურად უფრო დასტუკული აქვს კომპიუტერს ვიდრე მანამდე ქონდა

    _ ხომ გითხარით რომ არაფერი ჩაგეწერათ? რატო ჩაწერეთ?

     გარწმუნებთ, რომ ამაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ. მენდეთ. ნუ ვინც აქამდე მოხვედით მგონი ცოტა ნდობას მაინც მოვიპოვებდი. და იმედია გამოვხატავ ამ ნაწერით ჩემს გულისტკივილს

    _ არ გითქვამთ! _ მივწერე მე და თან ხელი მიკანკალებდა შოკში ვიყავი ლამისაა

    _ აბა დატვირთვა რას ნიშნავს?

    _ მისმინეთ ახლა. მე თქვენ მოგიტანეთ ნოუთბუქი იმისთვის, რომ ვიდეო ბარათი შეგეკეთებინათ ხომ ასე იყო? რადგან თანხა არ მყოფნიდა და გაცვლაზეც ვერ შევთანხმდით გადავწყვიტე ნოუთბუქი წამომეღო. და თქვენ 100 ლარს მახდევინებთ არაფრის გაკეთებაში. და პირიქით უფრო გაფუჭებაში

    _ თქვენ მისმინეთ ახლა. აქ საჩათაოდ ნამდვილად არ მცალია. თუ პრობლემები გაქვთ მობრძანდით ოფისში.

    _ ჩემი ფული დამიბრუნეთ, თორე ის პოლიციელები მონაგონი იქნება

    _ სასაცილოა, დამუქრებებს არ ვიყოთ ჯობია

     

    ამის შემდეგ დამბლოკეს. ისე შეიცვალა ყველაფერი იმ მომენტიდან ისე გავცივდი ამ საზოგადოების მიმართ რომ ყველასადმი ნდობა დამეკარგა.

     

    მე ვარ ერთი საცოდავი გაჭირვებული არტისტი, რომელსაც სჭირდებოდა მხოლოდ კომპიუტერის შეკეთება, რომ ამ კომპიუტერით გაეკეთებინა მუსიკა, შეექმნა დიზაინი, დაეხატა, გაევრცელებინა. ერთი ნაბიჯით წინ წასულიყო და თანამედროვე სამყაროსთვის ფეხი აეწყო, მაგრამ ჩემი იღბალის გადამკიდე შემხვდა ასეთი კომპიუტერი, როგორც გლეხს უტარო თოხი. და შემხვდა ასეთი კომპიუტერიზებული ადამიანები, რომელთაც ტვინში გახეხილი შნურები მოკლე ჩართვას ახდენენ.

     

     

     

     

    მე რათქმაუნდა არ მივსულვარ ამ ადგილას, მაგრამ დარწმუნებული ვარ შევძლებ მათ დახურვას, თუ ნამდვილი ტექნიკოსები დამეხმარებიან. რომლებიც სანთლითაა საძებნელი. ერთს ვიცნობ ასეთს და ეს არის გიორგი ოგანეზოვი

     

     და ეს ყველაფერი მხოლოდ 100 ლარის გამო, რომელიც თქვენთვის არაფერია, ჩემთვის კი 1 თვეც კი ყოფილა ბევრჯერ

     

    ეს არის ჩემი Acer aspire v3 571g

    ეს არის elix group - ყველაზე თაღლითური სქემით მოსარგებლე უცოდინარი და მხოლოდ ფულზე ორიენტირებული საზოგადოება, რომელიც მათზე უცოდინარი ადამიანებით სარგებლობენ.

     

    აქამდე თუ მოაღწიეთ მაშინ მუდამ თქვენი ზურაბ კოსტავა 

    დიდი მადლობა ყურადღებისთვის

     

     

     

     

    as_v3_ges_P8230620.jpg

    1. ditendra08

      ditendra08

      ვაუ, რა ისტორიები გადაგხდომია... თან სასაცილო იყო, თან სატირელი 😁

  7. არც ამან გაჭრა. zip error თუ რაღაც ეგეთი დამიწერა თავიდან. მერე სხვანაირად ჩავაგდე NVIDIA ფოლდერში მაგრამ მერე დაინსტალირებისას რაღაც ფაილი დაკარგულიაო. მოკლედ გამაგიჟა. არცერთმა ხერხმა არ გაამართლა. 3d video controller-ში hardware id რომ ვაკოპირებ და შესაბამის დრაივერს ვეძებ ჩემს ვიდეო კარტას საერთოდ არ აგდებს. ერთადერთი nvidia geforce gt-840m ამოაგდო მიახლოებითი. driver identifier-მა ამოაგდო ეგ geforce 840m... რას იტყვით აბა? ვიდეო კარტა იქნება დამწვარი?
  8. easy ვცადე. საერთოდ nvidia-ს არაფერი აგდებს. მარა მგონი დავაყენებ. ეხლა boot menu-დან f7-ით რაღაც ითიშება და როგორც იქნა ინსტალირდება ვიდეო კარტა. მაგრამ ძახილისნიშნით და რა ვერსიაც არ უნდა იყოს gt 555m-ს ყენებს. ეხლა ასე მიწერს ჩემს ვერსიაზე:
  9. ეგეც ვცადე და არაო რა მიკცირს იცი? gt640m მაქვს და როცა რაღაცეებს დევაის მენეჯერიდან ვჩალიჩობ დავაყენე დრაივერი და დაყენდა gt555m დრაივერი ძახილისნიშნით. ასეთი რამე არ გამიგია
  10. ბიჭებო მიშველეთ ვიდეო ბარათი აღარ მუშაობდა და ამიტო წავშალე. მერე გადმოვიწერე ახალი ვერსია და აღარ ინსტალირდება არცერთი ვერსია. ჯერ არ ინსტალაციის დაწყებისთანავე აგდებდა ერორს. შემდეგ კოდების ჩანაცვლებით ინსტალაციას იწყებს მაგრამ მალევე წყდება. აღსანიშნავია რო other devise-ში არის 3d video controller რაც აქამდე არ ყოფილა. The drivers for this device are not installed. (Code 28) There are no compatible drivers for this device. To find a driver for this device, click Update Driver. ამ კოდს მიწერს. არც განახლება ფაილის მინიშნება ონლაინ განახლება არ შველის. არც game ready-მ დააფიქსირა. არის რამე სოლუშიონი?
  11. მივიტანე როგორც იქნა სამკურნალოდ. ^^ უფრო ვიდეო ბარათისკენ მიდიან ზეპირად. თან იციან ვიდეო ბარათის გამოცვლა ანუ გამოცდილები არიან. მალე გავიგებ რაც სჭირს.
  12. კომიუტერი გავწმიდე გემრიელად თერმო პასტა გამოვცვალე. ტემპერატურა gta5-ზე ავიდა მაქსიმუმ 84-ზე და მაინც გადარესტარტდა ჯანდაბა
  13. ანუ არანაირი გზა არ არსებობს. ძალიან ცუდი. მომავალშიც რომ გამოვიდეს ახალი მაინც ვერ განვანახლებ ხო?
  14. ბიჭებო მოკლედ თქვენი დახმარება მინდა. acer-ის ბიოსს ვერ ვანახლებ UEFI მენიუდან. მაქვს 1.13 ვერსია. მოკლედ სქრინებს გაჩვენებთ ფლეშკით რომ ვაკეთებ დაწყებით კი იწყებს მაგრამ (ელემენტი მკვდარია და უელემენტოდ ისედაც ვერ ვიზამ) და როდესაც დიდხანს ვაწვები shift+f2+esc ითიშება. ვიცი უაზროდ ვწერ გამოუცდელი ვარ მარა თქვენ მაინც გაიგებთ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.