Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8072
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Posts posted by gio_kiborg

  1. მიბრუნება არ გამოვა გასულია გარანტია

    თერმოპასტას ვნახავ მარა სქლად წასმა მეეჭვება რამეს აფუჭებდეს, ზედმეტი გამოდის მაინც, მთავარია არ დააკლდეს

    გადავამოწმე და საკმაოდ კარგად ზის, მარა 2 ადამიანი უნდა მაინც ამ AIO-ს ისეთი სამაგრი სისტემა აქვს და მატო ვარ ახლა, მოვიხმარებ ხვალ ვინმეს

    თან ამ AIO-ს უფრო მეტი ხმა აქვს ვიდრე Noctua-ს და შედეგი ოდნავ უკეთესი მხოლოდ,

    ხელითაც ვცი ვოლტაჟების დაწევას, მაგრამ ამხელას რატომ უნდა აძლევდეს?

  2. გაუმარჯოს,

    9900K-ზე ვერ დავწიე ტემპერატურა,

    Noctua NH-D14 ეყენა და 100℃ უკაკუნებს 4.8 Ghz-ზე (სხვა დანარჩენი Auto-ზეა არ მაქვს ვოლტაჟები აწეული)

    https://ultra.ge/კომპიუტერის ნაწილები/ქულერები/Cooler: Golden Field GF-CI360S CPU Universal Cooler?sort=p.price&order=DESC

    ეს 360მმ-იანი AIO დავუყენე და ახლა AIDA-ში ვსტრესავ, თამაშობს ტემპერატურა 78-95 ℃ დიაპაზონში, ერთმა ბირთმა 100-ც აჩვენა ერთ მომენტში და პატარ-პატარა throttling აქვს მარა 4.8-ზე უჭურავს

    ნორმალურია ეს? LN2 უნდა ამ ჩიპს რომ 5 გჰზ-ზე 100 გრადუსს ქვემოთ იმუშაოს? თუ ძალიან ცუდი ეგზემპლიარია?

    თერმოპასტა Arctic MX4

     

  3. 1.06 პატჩის გამოუშვეს ამასობაში

    Quote

     

    Quests
    Dum Dum will no longer go missing from Totentanz entrance during Second Conflict.

    PC-specific
    Removed the 8 MB save file size limit. Note: this won’t fix save files corrupted before the update.

     

    გუშინ ერთ-ერთი მინი ქვესტისას პერსონაჟს ველაპარაკები და ეკრანი ციმციმებს (RTX ჩართულზე) მაგრამ არა ისე რომ გლიჩი  იყოს, ფლეშის პონტში, უკან მოვიხედე დას ვიღაც სურათებს იღებდა :D 

    ერთი ეგაა გაქრა რატომღაც მერე :)

    1 minute ago, George said:

    Cyberpunk 2077 has been sold 13 million times https://www.guru3d.com/news-story/cyberpunk-2077-has-been-sold-13-million-times.html

    1.6 ჰოტფიქსი დაიდო კიდე:

    https://www.torrentleech.org/torrent/1755598

    https://www.torrentday.com/t/5318498

    პირველ რიგში დასეივების პრობლემა დაუფიქსიათ:

    https://www.cyberpunk.net/en/news/37214/hotfix-1-06

     

    ერთად დაგვიპოსტავს თითქმის :)

    შეგიძლია ეს პატჩები (1.04/1.05/1.06) პირველ პოსტში დაამატო?

  4. 3080-ზე ჩავურთე RTX ყველაფერი (განათება მედიუმზე) და DLSS quality-ზე ისევ და 60+ უჭირავს ძირითადად, 2K High-Ultra-ზე

    DLSS გამორთულზე 40+ ჩამოიწია და გრაფიკა ფაქტიურად არ შეცვლილა, მაგრამ CPU იტვირთება ძალიან, 100%-ზეა ბირთვების უმეტესობა, CPU-ც მომიძველდა, AMD-ს მე 5 სერიას ვუმიზნებ მარა ალბათ მოგვიანებით

    საკმაოდ მნიშვნელოვნად შეიცვალა გრაფიკა RTX-ით, მაგრამ თუ აკვირდები, გახურებული ბრძოლის დროს მეეჭვება შენიშნო რომ მაგალითად გუბეში ანარეკლები სწორადაა :)

     

  5. 2 hours ago, Harmony Lines said:

    Removed the memory_pool_budgets.csv file. which was not connected with the final version of the game and had no influence on it (it was a leftover file used during the development to estimate memory usage. It had no effect on how much memory was actually allocated). Perceived performance increase after editing the file may have been related to restarting the game.

    როგორც დავწერე ჩემთან არ ქონია შედეგი და კი ვეჭვობდი, რადგანაც csv ფაილებში არ მინახავს კონფიგურაციის პარამეტრები თამაშებისთვის ყოველ შემთხვევაში, ასევე დეფაულტად მითითებული მნიშვნელობებზე მაღალს მოიხმარდა ნებისმიერ შემთხვევაში

    სატესტო ფაილი იყო (ალბათ სხვადასხვა vram და Ram რომ დაეტესტად სწრაფად) და ფინალურ ვერსიაზე გავლენა არ ქონდაო

    თუმცა კიდევ ერთი მაგალითია, რომ დაუსრულებელი გამოუშვეს :)

     

     

  6. 20 minutes ago, ЯPcasemods said:

    ბაგების რეკორდი არ მოუხსნია ჯერ ერთი, ამაზე ბევრად წახდენილი თამაშები ბევრი იყო წინა წლებში, ხოლო მეორე არც კრახის წინაშე იქნებიან მემგონი მარტო სტიმზე რეკორდი გადახსნა 24 მილიონი ფლეიერი ერთჯერზე თამაშობდა CP2077- ს და ძველმა კონსოლებმა არამგონია დიდი ზარალი მიაყენოს კომპანიას..

    ფინანსურად მასე ბევრმა თამაშმა ნახა მოგება და გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა (Anthem, Fallout 76 მაგალითად) მაგრამ დაბაგული და უინტერესოები იყვნენ, თუმცა დიდად ბევრს არც არავინ ელოდა

    აქ კიდევ ძალიან გაამარიაჟეს თავიდან, ასევე ცალსახად თქვეს რომ კონსოლებზეც ძალიან კარგად მუშაობსო და "დასრულებული" თამაში უნდა გამოვუშვათ რომ ბაგები არ ქონდესო, ეგაა პრობლემა

    ბაგები ბევრი აქვს, თუმცა ძალიან პრობლემატური არა, წარმადობის სერიოზული პრობლემები აქვს განსაკუთრებით წინა თაობის კონსოლებზე, თვიონ თამაში ძალიან კარგია, გეიმფლეიც მომწონს, ქალაქი, ძალიან "ცოცხალია" ერთი შეხედვით, ძალიან მჭიდროდ დასახლებული, მაგრამ NPC-ებს თუ დააკვირდები მათი AI მინიმალურია (თუმცა ამდენი NPC-ს AI რომ მართოს სერიოზული CPU სიმძლავრეცაა საჭირო,

    მოკლედ,აშკარად დასამთავრებელია, რაც თამაშისგან მიღებულ სიამოვნებაზე ცუდად მოქმედებს, 

    ზარალი იქნება არა ფინანსური, არამედ რეპუტაციის,

    მაგალითად EA-ს სულ კიდია რეპუტაცია, რადგან FIFA/NBA/NHL თამაშებს შტამპავს ყოველწლიურად და ყიდულობს ხალხი, შიგნი კი ტენის უაზრო მიკრო ტრანზაქციებით და მილიარდობით შოულობს მხოლოდ ამათგან (თუმცა ამ ბოლო დროს ურხევნ კანონმდებლები მაგ მხრივ, რადგან ლუტბოქსებს აღიარებენ როგორც აზარტულ თამაშებს, რაც მკვეთრად ცხვლის თამაშის ასაკობრივ რეიტინგს, ასევე დამატებით გადასახადებს დააკისრებს)

    CDPR-ს კი ასეთი ოქროს კვერცხის მდებელი ქათამი არ ყავს, Witcher ძალიან კარგი იყო, მაგრამ უკვე რამდენი ხნის გამოსულია, მეეჭვება მისი გაყიდვები მნიშვნელოვან მოგებას აძლევდეს,

    GOG კი მიბმულია მათ რეპუტაციაზე და მათაც აქვთ პრობლემები, ამიტომ ფინანსურად ახლა თუ არა მომავალში დაზარალდებიან რაც არც მათთვის, არც იმათთვის ვისაც CDPR თამაშები და GOG მოსწონს კარგი არაა

     

  7. Just now, david_888 said:

    რეკორდი მოხსნა ბაგებით, ბოდიშების ხდაში ოფლი გჰასდის ცდ პროჯეკს, თებერვალში გვპირდებიან ცოტა გაუმჯობესებას, კომპანიოს აქტივები 20%-თ დაეცა კრახის წინაშე არიან

    კი ეგ მოვისმინე მეც

    ეგ ძირითადად წინა თაობის კონსოლებს შეეხებოდა თან

    CDPR-ს კიდევ ერთი PR-ლაფსუსი შეემთხვა, GOG-დან მოხსნა თამაში Devotion "გეიმერების" (Made in China) მოთხოვნით, რადგან ში ჟინგ პინ-ს აუგად მოიხსენიებდა თურმე (რომელიც ამოუღათ თამაშიდან დეველოპერებს საერთად)

    მოკლედ კომუნისტრი ცენზურა ძალიან ცუდად შემოდის პირდაპირ თუ შემპარავად სამწუხაროდ თანამედროვე მედიაში, ოღნდ ჩინეთში გაყიდონ და ვინი პუჰს ტ%^%%ს ულოკავენ მედია კომპანიები, თან Tencent იც ყველაზე მსხვილი გამომცემელი გახდა მგონი თამაშების

    რაც შეეხება Cyberpunk-ს, იმედია ცოტა წარმადობასაც გააუმჯობესებენ და მიხედავენ უამრავ ვრილ-წვრილ ბაგს და NPC-ების AI-ს, 21 დაველოდები ვნახავ თუ რამე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება

  8. მეთქი რამე სიახლეათქო ახალი გვერდები რომ ვნახე და ვიდეოკარტებზე ლაპარაკობთ თურმე

    Cyberpunk-ზე ხომ არ გაქვთ რამე ინფო/შთაბეჭდილებები (თვითონ თამაშის სპოილერების გარეშე)

    • Upvote 1
  9. 13 hours ago, ika1992 said:

    მოგესალმებით დამწყები ვარ ამ ფორუმზე და ასე რომ თუ სქდმე შეცდომით დავპოსტე მეპატიება😊. აპლიკქცია არ არის  რო პირდაპირ ჩავწერო მობილურში?

    https://play.google.com/store/apps/details?id=com.invisioncommunity.communities

    Talkback-იც მუშაობდა და მგონი ახლაც მუშაობს

  10. 22 hours ago, user24 said:

    ვიზუალის მამა და გრაფიკულად ლამაზი გასაგებია მაგრამ ვერანაირად ვერ დამაინტერესა, მაგ: დეტროიტი ჩავრთე და ვერ მოვწყდი და ეს ძაან უინტერესოდ მეჩვენა ისედაც და ასედაც...

    შინაარსით და გეიმფლეიც აბსოლუტურად განსხვავებულია, პირდაპირ ვერ შედარდება, 

    დეტროიტი არ მითამაშია, მაგრამ საინტერესო შინაარსი უნდა ქონდეს იქაც, უბრალოდ ფოკუსირებული უფრო, აქ კი საინტერსო მთავარი მისიის გარდა ბევრი საინტერესო გვერდითი მისიაცაა

    წინა ჩაჯდომაზე მხოლოდ გვერდით მისიებს გავდიოდი 5-6 სთ მარტო და არც მომდომებია მთავარ მისიაზე გადართვა

    14 hours ago, George said:


    ეს იგივეა რაც მე დავდე,

    ანუ ხელითაც შეგიძლია შეცვალო

    ჩემთან არ იმოქმედა საერთოდ, არც მქონია პრობლემა რესურსების უტილიზაციაზე,

  11. 2 hours ago, ЯPcasemods said:

    იდეაში ეგრე 3080/3090 4K-ს უნდა ჭამდეს ვითომ მარა...  ზემოთ რაც ჩამოთვალე ეგენი ბაზარი არაა მაგათი ოპტიმიზაცია დაფრინავს...  2/4K მაინც კაი ხანი აწამებს სიტემებს მომავალშიც +ნაგავი დრაივერები და იქნება გართობა პოლნი კატუშკით როგორც დღესდღეისობით.

    ხო, სამწუხაროდ მასე იქნება, ძალიან ცდილობენ რომ "აღარ" იყოს წინა თაობის ბარათები კონკურენტული, ისე როგორ გაყიდიან ახებს? RT კლავს წარმადობას და ძნელია გასაღება, ერთი DLSS არის საკმაოდ კარგი, რომ ნორმალური FPS მოგცეს 4K High ზე და ისიც იდეაში 1080p შიგა რეზოლუციაზე არენდერებს (Cyberpunk-ს მაგალითად) და მერე ახალი Neural Engine-ით (RT Core), რომლებსაც არ აქვთ პირდაპირი კავშირი რასტერიზაციასთან, უკეთებს "რეკონსტრუქციას" რომელიც იდეაში "ჭკვიანი Upscale-ია.

    ამ თამაშს 4K Ultra + RT 3090-იც ვერ გათამაშებს DLSS გარეშე

    ისე ზევით რომ ფიქსი დავდე ვცადე და არ ქონია ჩემთან შედეგი, ისედაც არ მქონია პრობლემა რესურსების უტილიზაციაზე არც ვიდეოზე (2080) და არც CPU-ზე, 1080ti-ზე კი შემეზარა გატესტვა

  12. https://www.reddit.com/r/cyberpunkgame/comments/kccabx/hey_cd_projekt_red_i_think_you_shipped_the_wrong/

    კონფიგ ფაილის შესწორებით მკვეთრად იზრდება CPU/GPU უტილიზიზაცია და შესაბამისად წარმადობაცო, განსაკუთრებით წინა თაობის აპარატურაზე

    ვიდეოც აქვს:

     

    მე 2080-ზე გადავერთე და ვნახავ, თუმცა თუ FPS არ გაიზრდება, სტაბილურობა გაიზრდებაო, ხანდახან ჩატვირთვის სიჩქარეცო მკვეთრად, მე NVME-ზე მიყენია და არ ვუწუნებ 5-6 წამში იტვირთება სეივი, მაგრამ ზოგ cutscene-ს დროს მაინც აქვს ვარდნები, თან შეიძლება RT ჩავრთო

  13. 22 hours ago, ЯPcasemods said:

    1080/1080TI არაა 2K კარტები და რავქნა..😏 ნუ თამაშებსაც გააჩნია კი მარა უმეტესში ერხევათ 2K-ზე

    ჩემი 1080ti -ზე RDR 2-ია Cyberpunk-ის გარდა სადაც 60 FPS არაა ხოლმე გაჭიმული,Max ტექსტურებით და დანარჩენი ძირითადად High, რამდენიმე მედიუმზე  მაგრამ ძალიან სტაბილური frametime აქვს და Gsync Compatible მონიტორზე პრობლემას არ ქმნის,

    Gears 5, Doom Eternal, Metro Last Light, AC Origins, Kingdom Come deliverance, Ghost Recon Breakpoint (demo) Far Cry 5/New Dawn ამ თამაშებს უპრობლემოდ ვთამაშობ ჩემს სისტემაზე 60+ (ძირითადად უფრო მეტი) 2K-ზე, ყველგან Ultra სეთინგები არ მაქვს, მაგრამ High ზე ნაკლები მხოლოდ RDR-ში დავაყენე ისიც რამდენიმე ისე, რომ ვიზუალი თითქმის არ შეცვლილა, და პიქსელ-პიქსელ თუ არ შეადარე, გაგიჭირდება შემჩნევა, 

    რატომ არ არის 2K კარტა, რომელ თამაშებზს გულისხმობ მაინც? თუ ყველა სეთინგი აუცილებლად Ultra-ზე უნდა ეყენოს ყველგან და მინიმუმ 60 FPS? მაშინ 3080-საც გაუჭირდება ყველგან მისი დადება და არ ყოფილა მაშინ არც ერთი 1000 დოლარზე ნაკლები კარტა 2K-სთვის

    ფაქტია, რომ ოპტიმიზაცია დაიკიდეს და მაგიტომ ამ თამაშში "აღარ" არის, ვნახოთ, მომავალში პატჩებით თუ გამოასწორებენ, თორემ ახლა High/Medium შერევით თამაშობენ 2k-ზე ახლაც,

    სამწუხაროდ სამომავლოდ უფრო ხშირად იქნება ასეთი სიტუაციები,როცა ვიდეოკარტის სიმძლავრე ფატიურად გამოუყენებელი დარჩება, თორემ 1080ti ნაირი ანომალია იშვიათად თუ გამოეპარებათ Nvidia და AMD-საც, მე-20 სერიის დამოშვებისას 2080 ძლივს უსწრებდა, ზოგგან კიდევ ეს ჯობდა, მერე დრაივერების და ახალი თამაშების ოპტიმიზაციით გაზარდეს სხვაობა, თუმცა 2018 წლამდე თამაშებში, ჯერაც ხშირად უსწრებს 2080-ს

  14. 1 hour ago, T.Gogola said:

    მოგეწონათ ეს თამაში? 😐

     

    54 minutes ago, მიშკა said:

    მე მაგრად მომეწონა. პროსტა ერთიანად ძაან დომხალში ეძრობი და ცოტა გაბნევს ამდენი რამე ერთად, მაგრამ ნელნელა ეჩვევი და ამუღამებ. მისიებზე თავიდან მთავარ ლინიას უნდა გაყვე და არ უნდა მიედ მოედო ყველაფერს. 

    +1 

    პირველი აქტი მაინც უნდა გაიარო რომ აზრზე მოხვიდე, თან არ ისარგებლო Fast Travel-ით, მე საერთოდ ფეხით დავდიოდი, მანქანასაც იშვიათად ვიყენებ რომ ქალაქი დავამუღამო

    ისე, დავაკვირდი CPU 82 გრადუსზე ადის ხოლმე და ნორმალურია (Noctua NH-D14) მიყენია თუ შევცვალო თერმოპასტა?

  15.  

    ოპტიმიზაციის ძალიან კარგი ინსტრუქცია აქვს Digital Foundry-ს, როგორც ყოვლთვის

    მოკლედ შევასწორ ს სეთინგები და მინიმუმ 60 DPS უბერავს, ძალიან ჩამითრია, ცოტა რომ დაამუღამებ ქალაქს და მისიებს აუღებ ალღოს,

    მთავარ მისიას რაც შეეხება, საინტერესოა, მაგრამ რომ ვთქვა რომ რამე მოულოდნელი მოხდა, არ იქნბა მართალი, სიუჟეტი საინტერესოა, თუმცა გარკვულწილად  პროგნოზირებადი (პირველი აქტის ბოლო როგორ დამთავრდებოდა მაგალითად თავიდანვე მივხვდი (ყველა დეტალი არა, მარა პერსონაჟების საქცილი და ბედი)

    ძლივს მოვწყდი ახლა რომ ცოტა დავიძინო :)

    არ მინდა რომ რამდენიმე დღეში დავხურო თან

    14 hours ago, მიშკა said:

    CYBERPUNK 2077 LOW FPS FIX ON RYZEN SYSTEM.

    Cyberpunk 2077 seems to ignore SMT and mostly utilize physical CPU cores on AMD, but all logical cores on Intel CPUs.
    There is a simple fix for this.
    Download Hex Editor https://mh-nexus.de/en/hxd/
    Open the EXE with HXD (Hex Editor).
    Press CTRL+F, change column to Hex-Values
    Look for
    75 30 33 C9 B8 01 00 00 00 0F A2 8B C8 C1 F9 08
    change to
    EB 30 33 C9 B8 01 00 00 00 0F A2 8B C8 C1 F9 08
    And it's done.

    As you can see now the CPU usage and the frame rate are way higher.
    Here is a screenshot from my computer before and after. The CPU usage went from 45% to 75% and the FPS increased from 68 to 82FPS. Same settings and the same scene.
     
    ბევრი წერს რომ იმუშავა მაგ მეთოდმა და წარმადობაც გაიზარდა

    ხო, აი DF-ის ოპტიმიზაციაშიც ჩანს, რომ ყველა ბირთვს ვერ იყენებს, მე ვიფიქრე მხოლოდ ერთ CCX ტვირთავდა, არადა კონსოლებს Ryzn 2 პროცესორი აქვთ ფაქტიურად, მაგიტომაა კონსოლის წარმადობა საცოდავ დღეში

  16. 2 minutes ago, MaKaSaRa said:

    როცა მხოლოდ ახალ სერიაზეა ასე თუ ისე ნორმალურად მოდი ვაღიაროთ რომ ტრაკობას აქ ადგილი რბილად რომ ვთქვათ. ამათი მიმცემი დედაც .. არ ჩავრთავ იმ ახალ ტექნოლოგიურ ფიშკებს და ქონდეს ხო როგორც სხვა თამასებშია მაგის გარეშე ნორმალური ფპს თუნდაც 1080ti-ზე. მაგრამ ამხელა პიარს ფული ხო უნდოდა? 

    კი, მაგაში გეთანხმები, მარა მხოლოდ CD Project Red არ აკეთებს მაგას,

    ახალ თამაშებში, რომლებიც ბოლომდე წურავენ კარტებს 20 და 30 სერიის ოპტიმიზაციას უფრო მეტ დროს დაუთმობენ ყოელთვის ვიდრე წინას სამწუხაროდ და იმის გათალისწინებით, რომ თამაში ფაქტიურად ბეტა ვერსიაა, ნამდვილად არავი დახარჯავდა მე-10 სერიაზე ოპტიმიზაციაში დროს, ვნახოთ მომავალში რა იქნება

    მართლა ტეხავს 1080ti-ზე 2K Medium რომ გჭირდება 55 ფპს-ისთვის, როცა დარწმუნებული ვარ ოპტიმიზაციით High ზე მაინც ავიდოდა იგივე FPS და მე მაგალითად შევატყვე სხვაობა High და Ultra ზე, ამის გამო სულ გამოვრთე RT 

  17. 18 minutes ago, ottko said:

    რას ვერ ქაჩავს მითუმეტეს შენი კარტა ჩემი სისტემა gears of war 4\5 ულთიმეით პრიოსეტზე 3440x1440 100% სკალირებით 55+ კადრი მაქ ასევე ბოლო დეუს ექსში მაღალ პრისეტზე 45+ და ბოლო 2 ტომბ რაიდერზე  ასევე ჰიტმენის ბოლოს ორ ნაწილშიც იგივეა კროსფაერში გაორმაგებული კადრი მაქ  საერთოდ ყველა ამ იგრებში და რომელი ჩამოთვლილი იგრა ჩამოუვარდება გრაფიკით ეხლა ოპტიმიზაცია აქ ნაგავი 

    ამ იგრებს რომ ვთმაშობ ამდენი კადრით 35 კადრი როგორც ვერ უდნა დავიჭირო სტაბილურად 75% იანი სკალლირებით საშუალო ან დაბალ პრისეტზე

    Gears-ი არ არის იდეაში მთლად Open World, კია დიდი გაშლილი სივრცეები მაგრამ ფაქტიურად ცარიელებია, არც ვერტიკალური სტრუქტურა აქვს ძალიან დიდი, (დახურულ სივრცეებში კი), ასევეა Deus Ex, რომელიც გაცილებით უფრო პატარა ჰაბებს შეიცავს და ხალხიც არაა მაგდენი ქუჩაში, 

    არ ვამბობ რომ კარგი ოპტიმიზაცია აქვს, მაგრამ ამ ტიპის თამაშის ოპტიმიზაცია გაცილებით ძნელია როგორც ვიცი, თუმცა Ultra Moded GTA 5 ძალიან ლამაზად გამოიყურება და არ კლავს სისტემას ისე როგორც Cyberpunk

  18. 5 minutes ago, G1ORG1 said:

    ძლივს დავარეგულირე ცოტა ფპს, საშუალოდ 55 მაქვს, ტექსტურები მაქვს მარტო ჰაიზე, დანარჩენი მედიუმზე და ორი პარამეტრი სულ გათიშული. უჭირს ჩემს კარტას :დ ჭინთვები დაეწყო ამ თამაშზე :დ იმდენი მისია მომცეს ერთად რომელს ვეცე არ ვიცი დდდ. ზოგადი შეფასებისგან ჯერ თავს ვიკავებ.

    რომელ გარჩევადობაზე თმაშობ?

    ეგ დავალებები მეც რომ გავხსენი შემეშინდა, სულ 2 თუ 3 მახსოვდა და 10-ზე მეტი საიდმისია დამხვდა

    FarCry იცის მასე მოგაყრის მისებს თავიდანვე, თითქოს RPG იყოს, ეგ კი არა RPG-ებშიც დააწყისში ნელ-ნელა იწყებენ, რომ არ გადაგტვირთონ, თუმცა აქ მნიშვნელოვანი და საინტერესოა ეგ გვერდითი მისიებიო

  19. თავიდან დავიწყე ჩართული RT-თი 2080-ზე (High პრესეტი, DLSS Quality) 45-50  FPS ეჭირა, მაგრამ ქალაქში დაეცა 35 და ხანდახან ქვემოთაც 2K-ზე

    გამოვრთე RT და გადავიყვანე Ultra-ზე, FPS 60+ია, მგონი არ ღირს წარმადობის ამხელაზე შემცირება RT გამო, ისთად მშვენიბვად გამოიყურება, მაგრამ რაიმე სასწაული არაა, ძალიან  მჭიდროდ დასახლბული  Open World როა მაგიტომაც მეეჭვება წარმადობა სერიოზულად გაიზარდოს პატჩებში

    ბაგები ბლომადაა, Game breaking მარტო ერთი შემხვდა, პირველ VR ტრეინიგის ბოლოში 3 მოწინააღმდეგე უნდა მომეკლა და რატომღაც ერთი კედელს იქეთ გაჩნდა :) თამაშის რსტარტის გარეშე ვერაფერი ვერ შევძელი

    წვრილ-წვრილიც ბლომადაა, მაგალითად პარტნიორის იარაღი ხანდახან ქრება და თითქოს ბავშვბი ომობანას თამაშობენო ისეთი სიტუაციაა :D ზოგი ნივთი, რომელსაც ინტერაქციის სიმბოლო აქვს, არაფერს შვება F რომ აჭერ, იმ კატასაც თუ გინდა მოეფერო "სწორი" სუთხით უნდა დაუდგე 

    AI-ც უცნაურია,  სროლის დროს ხალხი რომ დაიფანტება, ზოგი ისვ ჩვეულებრივ რუტინას აგრძელებს, ზოგი შეშინებული ჩაცუცქულია თავზ ხელებ აფარბული :)

    შინაარსს რაც შეეხება პირველი აქტი დავიწყე და ჯერ ჯერობით განსაკუთრბული არაფერო (ტრეილერებში Fixer-ს რომ უჯდები მანქანაში), მერ ვნახოთ

    cpu-საც კარგად ტვირთავს ჩემი სადღაც მაქსიმუმ 60% დავაფიქსირე, 4/8 ალბათ მაინც ყელამდ ეყოფა, თან მაღალ რეზოლუციაზე მითუმეტს როცა ვიდეოკარტა იწურბა

    Fast Food სტენდის შემინულ დახლზე მრაცალჯერადი RT გამო მოკვდა სულ FPS და ცენტრში კიდევ ხინკალია?

    Cyberpunk2077-2020-12-13-00-06-53-271.pn

     

  20. 2 hours ago, George said:

    არ ვიცი ნამდვილათ ვაბშე შეიძლება ეგრე გაშვება თუ არა, არაფერი ეგეთი არ შემხვედრია ნეტში, თუ აქვს მხარდაჭერა ორი კარტის მატება უნდა ქონდეს, ისე ვერც დაინახავს ალბათ თამაში ორ კარტას, არა აქვს მნიშვნელობა PCI-e x8 რომც ამუშავო უნდა ქონდეს მატება, მაგრამ რაღაც მეეჭვება ეგრე რომ შეიძლებოდეს გაშვება

    ანუ explicit multi GPU ქვია ამ ფუნქციას dx12 აქვს, არც sli არც crossfire არ სჭირდება

    იდეაში nvidia/amd/intel ვიდეოების შერევაც შეიძლება

    სულ რამდენიმე თამაშს აქვს მხარდაჭერა ოღონდ

     

  21. წამოვიღე სამსახურიდან 2080 და ჩავუჯდები ამაღამ

    ერთი იდეა გამოჩნდა, ეს თამაში ხო dx12 ექსკლუზივია და multi gpu მხარდაჭერა არ აქვს?

    ანუ gtx 1080ti და 2080 ერთად რო ვამუშავო? ( 850 w კვება მაქვს)

     

  22. 52 minutes ago, ottko said:

    Hotfix Patch 1.04 coming december 15th

    renderTimingPixel.png
     

    კარგი ამბავია ეგ

    ანუ მომავალი კვირის ბოლოს აზრი ექნება დაწყებას, მარა RTX ოპტიმიზაციებიო კიდევ კონკრეტულად, წინა თაობები კიდიათ

  23. "next-gen"-იაო იმდენი იძახეს, მხოლოდ Next Gen-ზე გაუკეთეს ოპტიმიზაცია :)

    თან Nvidia სპონსორობდა და დარწმუნებული ვარ არ მოთხოვდა ძველი კარტებისთვის ოპტიმიზაციას,

    მაგრად ტეხავს, უცნაური სიტუაციაა ხოლმე, ძველ თამაშები წარმადობა ახალი და ძველი თაობის კარტებზე (1080ti/2080) პირისპირაა, ხოლო ახალი თამაშები დიდ სხვაობას იძლევიან ახალი კარტების სასარგებლოდ,

    იდეაში "ნედლი" სიმძლავრე ხომ არ იცვლება? კი ახალ თაობას (Nvidia-ს ყოველ შემთხვევაში) ახალი შესაძლებლობები აქვს (DLSS, RT) მაგრამ თუკი არ იყენებ ამ ფუნქციებს, ტრადიციული რასტერიზაციის წარმადომა მაინც ხომ შეიძლება ოპტიმიზირებული იქნას ძველებზე?

    მითუმეტეს თამაშის ძრავი რომ დაიწერა მე-20 და 30 სერია არც იყო გამოსული, თან AMD არ აქვს საერთოდ ეს ფუნქციები და მაინც უნდა ოპტიმიზაცია

    კონსოლებზე საერთოდ საშინელება ხდება 20- FPS აქვს წინა თაობისაზე, ახალზე ჯერ არც არის ოპტიმიზირებული და წარმადობის მონაცემები არც მინახავს

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.