Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8072
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Posts posted by gio_kiborg

  1. 4 hours ago, მიშკა said:

    ეგ რომელია? ტაქსის მანქანებს რომ ეძებ დელამეის? მაგას ვერც მე ვასრულებდი, ოფისში კარი არ იღებოდა

    არა, ეგ არ დაბაგულა ჩემთან, ძალიან მომეწონა :D

    ეს მერობის კანდიდატი და მისი ცოლი რომ გამოძიებას გავალებენ, (სახლში რომ შეუვარდებიან) თავიდან წინ გავუსწაი მოვლენებს და ერთ ადგილას გავიჭედე ახლა :(

  2. 7 hours ago, Gobro said:

    ახალი  1.1 აბდეიტი გამოუშვა პროჯექტებმა ამ თამაშისთვის. 10GB არის ლამის ეს ახალი განახლება  https://www.playground.ru/cyberpunk_2077/news/vyshlo_obnovlenie_1_1_dlya_cyberpunk_2077-1086795

     

    Dream On ქვესტი არ გაუსწორებიათ :( მაგ საიდმისიას ვერ ვაგრძელებ

  3. overhype აფუჭებს საქმეს როგორც ყოველთვის,

    თამაში ცალკე რომ აიღო წინასწარი სარეკლამო ინფორმაციის ცოდნის გარეშე, შესანიშნავია, მიუხედავად ბაგებისა და წარმადობის პრობლემებისა

    ტექნიკურადაც ძალიან მაღალ დონეზეა გაკეთებული, თუმცა რა თქმა უნდა უნაკლო არაა, საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს ზემოთ ნახსენების გარდა, 

    ეკონომისტის განხილვას მოვუსმინე რატომ იყო ასეთი ცუდი რეაქციები ამ თამაშზეო და ძალიან სწორადაც იმსჯელა: როცა დიდ პროექტს აკეთებ, დიდი გუნდით, ოქროს წესია, რომ ან სრული მასშტაბები არ უნდა დაა-PR-ო, ან დასრულების ზუსტი თარიღი არ უნდა დათქვაო, ან ერთსი, ან მეორეს უნდა მიაწვე და მერე არ მოგიწევს პროდუქტის დაუმთავრებელი გამოშვებაო, ამ შემთხვევაშ მაშტაბები ძალიან დიდი ჰქონდათ თავიდან და გამოსვლის ზუსტი თარიღიც დათქვეს, რაც რამდენჯერმე შეცვალეს (COVID-მდეც, მარტო პანდემიას ვერ დააბრალებენ)

    თან შეცდომა იყო რომ წინა თაობის კონსოლებისთვისაც გამოუშვეს, უზარმაზარი რესურსები და დრო დახარჯეს და ფაქტიურად ვერ ითამაშებ წინა თაობის კონსოლებზე, ახლაც დიდ რესურსებს ხარჯავენ რომ გახადონ მეტ-ნაკლებად მისაღები, თუმცა ძალიან მეეჭვება რომ რადიკალურად გაუმჯობესდეს სიტუაცია, გრაფიკას თავი რომ დაანებო, CPU სიმძლავრე არ ეყოფა ამხელა ქალაქის გენერირებას და NPC-ს AI-ს, მაშინ უნდა შეაცირო ზომებში და ხალხის რაოდენობაც ქუჩაში (რაც ისედაც მცირეა კონსოლებზე) და თამაში გახდება Vampire the masquerade Bloodlines სტილის, თითქმის ცარიელი ქუჩებით :D (პ.ს: ეს თამაშიც დაფეილდა რილიზისას, თუმცა დღეს საკულტო კლასიკაა)

    რაც წინა თაობის კონსოლებზე დახარჯეს ის რომ PC და ახალ თაობაზე გადმოეტანათ, ოპტიმიზაციაც უკეთესი იქნებოდა და რაც მთავარია უამრავი წვრილი და მსხვილი ბაგის მოშორებასაც შეძლებდნენ, თან დარეკლამებული მასშტაბებსაც მიუახლოვდებოდნენ (მაგალითად, მეტროს დაამატებდნენ სრულფასოვანს)

  4. დავხურე,

    ჰოლივუდური დასასრული არ აქვს როგორც ვხვდები, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ვარიაციაა თამაშის სტილის მიხედვით

    secret ending მომეწონა და შეიძლება ვცადო, მაგრამ ერთ ერთ დიალოგში სხვა არჩევანი გავაკეთე და თავიდან თუ დავიწყებ მერე ვცდი

    კიდევ რამდენიმე პატჩი იქნება საჭირო ალბათ ბაგები რომ გამოასწორონ (რამდენიმე კვესტს ვერ ვამთავრებ ბაგების გამო)

  5. რაც უფრო მეტს ვთამაშობს, მით უფრო მომწონს, კრაფტინგი და აპგრეიდები დავამუღამე, თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა საკმაოდ ძლიერი საშუალებაა რომ შენს გემოზე მოაწყო იარაღი და ტანსაცმელი.

    ზოგიერთი საიდკვესტიც ძალიან საინტერესო და მძიმე იყო (Sinnerman/They want Go when I Go/The Hunt)

    ზოგადად სტელს და არა-ლეტალურ სტილში მომწონს თამაში, თუმცა აქ არა-ლეტალურს არანაირი უპირატესობა არ აქვს, პირიქით ნაკლია, Street Credit და Experience გაკლდება თუკი არ მოკალი, ამიტომ ბოლოს ჩამოვუვლი და ყველას ვკლავ ხოლმე :D

     

    სამწუხაროდ ბაგებსაც მეტს ვპოულობ,  ზოგჯერ იდეაში დაუმთავრებელ ასეტებსაც, მაგალითად აპგრეიდის დროს ერთ იარაღს უწერია რომ საჭიროა {value} ლეველიო, ანუ ციფრის ნაცვლად კოდის ნაწილი ჩანს:facepalm:

    კიდევ ზოგ შემთხვევაში Safe Zone-ში შესვლის მერე იარაღების ამოღება აღარ შემეძლო (Aldecaldos ბანაკში მემართებოდა ხშირად), მაგრამ საბედნიეროდ რომელიმე NPC-ხთან დიალოგში შესვლის მერე რესეტდება

    ზოგჯერ ქვესტს ვერ ვაგრძელებდი, მაგალითად ერთ ქვესტში BrainDance ვიკვლევდი და მიწერს შემდეგ სეგმენტზე გადადიო და არსად ეწერა რომელი ღილაკით უნდა გადავსულიყავი თუ თქვენც შეგექმნათ ეს პრობლემა, X ღილაკით (გამოსვლის ღილაკი) გადადის, ზოგჯერ უბრალოდ არ აწერია ეგ ღილაკი

  6. ისე რაც არ მისწორდება არის ის რომ უბრალო ფანარიც არაა თამაშში ბნელი ადგილების გასანათებლად 

    ზოგი ძალიან ბნელი ადგილი იყო RTX On ის დროს და ძლივს ვიკვლევდი გზას

    შეიძლება night vision იმლანტი არის თვალებისთვის,(არ დამასპოილეროთ) მაგრამ ვფიქრობ დასაწყისიდანვე უნდა იყოს რამე საბაზისო "nigh mode" ხედვა ან ფანარი მაინც

  7. 2 hours ago, Harmony Lines said:

    ცხოვრებაზე თუ სვაბრობთ თქვენ ერთი რამ გავიწყდებათ 15-20 წლის უკან რომ დაგაბრუნათ და დღევანდელი თქვენი თავი რომ უსვამდეს კითხვას თქვენს ძველ ვერსიას იმდროინდელს ასეთი რაღაცეები მოხდება მომავალში, ჭკვიანი საათები პულსს ზომავენ, გულის ცემას ნაბიჯებს ითვლიან და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს ხსნიან მუსიკას რთავენ და ა.შ. ჭკვიანი საათის სისტემებია შემოსული და ავტომობილები ელეკტრო ძრავებზეა გადასული უმეტესად, სამხედროები დრონებს იყენებენ, იტყოდით მაშინ დაუჯერებელად პარადოქსულია ეს ყველაფერიო

    გააჩნია ვის შეეკითხებოდი

    Discovery-ზე მახსოვს გადაცემა 1999-2000 მიჯნაზე, 0.3 მპ ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული სურათი მობილური დატათი რომ გააგზავნეს და ამბობდნენ ასეთი ტექნოლოგია ინტეგრირებული იქნება ტელეფონებშიო (როცა ფერადეკრანიანი ტელეფონებიც იშვიათობა იყო),

    დრონები სამხედროებს ყავთ უკვე 10 წელზე მეტია და მანამდეც იყო სამოყვარულო თუ სამხედრო გამოყენებაში აქა იქ,

    ტექნიკა რაც უფრო ვითარდება, მით უფრო ზუსტი ხდება თუ რას უნდა ელოდო და სამეცნიერო ფანტრასტიკას საკმაოდ კარგი პროგნოზები აქვს ხოლმე,

    ყველაფერს მეტ-ნაკლებად ნორმალური განვითარება აქვს, ძალიან ცოტაა"true disruptor" ტექნოლოგიები

    ელექტრომანქანები 100 წელზე მეტია არსებობდნენ, ასევე იმ ტიპის ბატარეები რასაც ტესლა და თითქმის ყველა სხვა ელექტრომობილი იყენებს 90-იანებიდან იყო უკვე, ტექნიკურად კი ელექტრომანქანა გაცილებით მარტივია ვიდრე შიგაწვის ძრავი (მხოლოდ ძრავი, დანარჩენ მანქანაზე რომ არაფერი ვთქვათ) უბრალოდ თანამედროვე მანქანებში, როგორც ბენზინ-დიზელზე, ისე ელექტროზე ბევრი კომპიუტერული ტექნიკაა (რაც არ არის აუცილებელი სხვათა შორის და ჩემთვის პირადად არც სასურველი სანამ სრულიად ავტონომიური მანქანები არ შემოვა მასიურად)

    დრონებიც განვითარდა სწრაფად როცა ბატარეების ენერგოეფექტურობამ და ელექტროძრავების ეკონომიურობამ და სიმძლავრემ რაღაც ზღვარი გადალახა, ასევე როცა საჭირო მსუბუქი და გამძლე მასალები გაიაფდა, თორემ არც ერთი იყო ახალი და არც მეორე, არც წარმოუდგენელი

    ჰარში მანქანებს რაც შეეხება შესაძლებელი არის ტექნიკურად (თუ ჩავთვლით რომ ავტონომიური იქნება მთელი ქსელი), მაგრამ ეფექტურობის (მგზავრების გადაყვანითვის საჭირო ენერგია) ვერ მივა ახლოს მეტროსთან,რომ არაფერი ვთქვათ უსაფრთხოებაზე, ამიტომ მეგაპოლისისთვის უფრო ეფექტურია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარება (სამწუხაროდ Cyberpunk-დან ამოიღეს მეტროში შესვლის შესაძლებლობა) ვიდრე მფრინავი მანქანების პარკი (VIP-ებს ახლაც ყავთ ვერმფრენები და ჰონ კონგში მემგონი ავტრონომიური მფრინავი დრონ-ტაქსიც შემოდის მარა როგორც ვთქვი ეკონომიურ-ტექნიკური პრობლემებია მასიურად ასათვისებლად.

    არც გეიმფლეის შემატებდა დიდად ჩემი აზრით ქუჩებში მფრინავი მართვადი მანქანები (თუმცა პროლოგში ხოა Trauma Team-ის და ხანდახან გადაიფრენენ ხოლმე)

    2 hours ago, Harmony Lines said:

    ა მაგის ანიმირება შესაძლებელია ტამაშებში მარტივად როგორც ამ თამაშშია გაკეთებული,

    ეგ ნაყიდი მაქვს Steam-ზე და ვაპირებ ვითამაშო, მაგრამ მართვა მანდ უფრო არკადული სტილისაა როგორც ვხვდები (არც Cyberpunk-შია ძაან რეალისტური :) )

    5 hours ago, ЯPcasemods said:

    ისე მე საიბერპანკის სამყაროში რა საწვავს იყენებენ დავწერე ვრცელი თემა მაშინ დაანონსებული თამაშების განყოფილებაში ამ თამაშის სექციაში თუ არ წაუშლიათ გადაავლეთ თვალი.   საწვავი ისე რაც მანდაა  CHOOH2  (წარმოითქმის როგორც  ''chew two'' ) მან შეცვალა დიზელი და ბენზინი, არის ქიმიური წარმოების მაღალი ოქტანობის საწვავი.

    ეს არ მქონდა წანაკითხი

    ნუ შიგაწვის ძრავებია ანუ მაინც, საწვავია ახალი ისე ახლაც აწარმოებენ სპირტებს საწვავად გენმოდიფიცირებული წყალმცენარეებიდან , ბიოდიზელზეც ბევრი მუშაობს, უბრალოდ ეგ კონკრეტული ფორმულა არ არის რეალური ქიმიური ნივთიერება

  8. @ottko კი, გაიყიდა უკვე

    ესეც 9900K 4.6 all core turbo-ზე (და გრილადაა თან)

    პ.ს: R20 და 23 შორის შეცვალეს ქულების სკალირება? 2.5-ჯერ მეტია მაგალითად R7 1700X ქულა, ანუ ჩემი სადღაც 4625 დადებდა R20-ში

    R15-ში 1844 აქვს

    (ანუ 2.5 ია სკალირება ვერსიებს შორის როგორც ჩანს)

    R23.png

     

  9. 6 hours ago, Harmony Lines said:

    მომავალში სადაც ადამიანები ბიოლოგიურ დონეზეა მოდიფიცირებული, გაძლიერებული ბიო ჩიპებით, ხდება ტვინთან დაკავშირება უშუალოდ ჩიპით და ინფორმაციის ციფრული ფაილების სახით გარდაქმნა და გადაწერა ერთი ადამიანიდან მეორეში და პირიქით, სადაც ყველაფერი ასეთ დონეზეა ვფიქრობ მანდ მანქანები საერთოდ არ უნდა დადიოდნენ მიწაზე უნდა დაფრინავდნენ საერთოდ, როგორც მეხუთე ელემენტშია ისე და არა მხოლოდ მარტო პოლიციას და სპეცდანიშნულების ჯგუფებს რომ ყავთ მსგავსი ავტომობილები... 

    ბენზინზე და შიდაწვის ძრავზე არ უნდა იყოს მანქანები უნდა იყოს ელეკტრო ძრავებზე სულ და არა ნომადში რომა რის რაღაც ჯარდი Golf 1-სგან გამოყვანილი ვითომ ფუტურისტული მანქანა... სასფენშენი უნდა იყოს დახვეწილი ბევრად ვიდრე არის... 

    საბურავების ტექნოლოგია არსებობს და ლოგიკური გაგრძელებაა

    მფრინავ მანქანებს რაც შეეხება, მეეჭვება როდესმე კომოერციულად მომგებიანი იყოს მასიურ რეჟიმში, თორემ არსებობს ახლაც :)

    მითუმეტეს როდერსაც მანქანის მართვაზეა საუბარი, მიწაზე ვერ გვიტარებია წესიერად და ჰაერში რა მოხდება ხო წარმოგიდგენია, თუ სრულიად ავტომატირებული ერთიანი სისტემა არ იქნა ისე წარმოუდგენელია მაგ და ფანტაზიის სფეროა, თან ერთი მანქანის უბრალო გაუმართაობამ ან საბოტაჟმა კატასტეოფა შეიძლება გამოიწვიოს ხოლო შეიძლება მხოლოდ საცობით დასრულდეს უკეთეს შემთვევაში

    რაც შეეხება პიროვნების მეხსიერების და თვითონ მთლიანად გადატანას, გარკვეული შესაძლებლობები მანდაც შეიძლება იყოს და არ დარჩეს ფანტასტიკის სფეროდ განსხვავებით მართვადი მფრინავი მანქანებისგან (SFAA არხზე ბევრი საინტერესო ვიდეოა ამ თემაზე)

    საწვავს რაც შეეხება, თხევად დინოზავრებზე ეფექტური ჯერ არ გვაქვს ენერგიის წყარო სამწუხაროდ, მითუმეტეს მფრინავები თუ იქნებიან, ამსიმძიმე ბატარეების ზიდვა წარმოგიდგენია? დრონები 15-20 წთ მუშაობენ მაქსიმუმ და მათი სკალირებაც ძნელია: რაც ზრდი ზომაში მით დიდი ბატარეა სჭირდება რაც ამცირებს სასარგებლო ტვირთის მასას და ფრენის დროს (საკმაოდ ბევრი მაქვს მაგ საკითზე ნამუშევარი დრონების გურუებთან ერთ-ერთი ჩემი პროექტისთვის) ბატარეის ზომების შემცირება კი ნაკლებად სავარაუდოა, ლითიუმი ყველაზე მსუბუქი მეტალია (მესამე პერიოდულ სისტემაში) და შესაბამისად მასის უფრო შემცირება, ან ენერგიის სიმკვრივის ისე გაზრდა, რომ მფრინავი მანქანებისთვის იყოს მისაღები (რმდენიმე წუთზე მეტი ქონდეს ფრენის დრო) აბსოლუტურად ახალი ტექნოლოგიის გარეშე ძალიან ძნელია, (თუმცა შეიძლება გრაფინის სუპერტევადობებმა რევოლუცია მოახდინონ ამ სფეროში, მაგრამ Cyberpunk-ში არ შემხვედრია მსგავსი რეფერენსი)

    თან განსხვავებით ბენზინისგან ბატარეა ცარიელიც და დამუხტულიც ერთი წონაა

    თან შიგაწვის ძრავებია ნამდვილად ყველა მანქანაში ან ბაიკში? ერთი ბენზინგასამართი სადგური არ მინახია Night City-ში, გარეთ კია ისე

    სხვა დეტალებს მანქანებზე პირადად არ დავკვირვებივარ, თამაშებშიც და IRL-ში A წერტილიდან B წერტილამდე გადაადგილებისთვის ვიყენებ :D 

    • Like 1
    • Upvote 1
  10. 12 minutes ago, George said:

    არა მგონია რაღაც ეგ პაკრიშკები მაგის გამო იყოს, საერთოდ გაფუჭების ეფექტი არ ქონია, ბანალურათ ვერ მოასწრეს უკეთესი ნგრევის ეფექტების დამატება მანქანებზე ალბათ, მათ შორის პაკრიშკების გახეთქვა, ეგ კიდე არაფერი, მელკი ბაგები აქვს თამაშს საკმაოთ ბევრი, ეგენი ექნებათ პირველ რიგში დასაფიქსი დევებს, მეეჭვება პაკრიშკების გახვრეტის ეფექტი შეცვალონ უკვე, თამაში კარგათ იხურება 2K ჰაიზე და ზევით RTX გარეშე 6800-3060Ti-2080super მინიმუმ ეგ კი არც ისე ცოტაა უკვე, ყველაფერს თუ ჩართულს დაუტოვებ კიდე უფრო სერიოზული სისტემა უნდა ულტრაზე RTX გარეშე 60ფპს თუ გინდა რომ დაგიდოს, ნაგავი ნამდვილათ არაა, უბრალოთ ძალზე გრძელი თამაში არაა რპჯ ფონზე, მალე შეიძლება დახურვა მაინც + ძალზე მომთხოვნი სისტემა უნდა და მაგას ემატება დობრათ მელკი ბაგები, ის არაა ყოველ შემთხვევაში რასაც ბევრი ელოდებოდა მაგ ფუტურიზმის და ბლომათ ვარიაციის გათვალისწინებითაც კი, ასე 1 წლის შემდეგ ალბათ ბევრათ კარგ ფორმაში მოვა თამაში და შეიძლება ჰაი-ულტრაზეც ცოტა დაეცეს მოთხოვნები ან ვიდეოკარტები გაიაფდეს ლოლ, ეხლაც კი თამაში არის 85% მაღალი დონის და ეგ მინიმუმ, ბაგები რომ გამორიცხო 90% იქნება თავისუფლათ, სისტემა რა თქმა უნდა სათანადო ჭირდება მითუმეტეს 2K, მაგრამ 1000$ ფასიანი კარტა ნამდვილათ არაა საჭურო ეხლაც რომ დახურო მაღალ ნასტროიკებზე, 500-700$ გეყოფა საკმაოთ კარგათ, 1080P კიდე უფრო იაფიანი

    არც მე უბრალოდ ფუტირიზმის სტილში ჯდება :) მანქანების დაზიანება არაა ხო 

    ტექნოგიაც იაფდება, მაგალითად ამერიკაში 2019 წლიდან (თუ 18 დან) ახალ გამოსულ მანქანებს გვერდითა სარკეების ნაცვლად მოეთხოვებათ კამერები, რომელიც სალონში ეკრანზე აჩვენებს, ეს ადრე პრემიუმ პაკეტში შედიოდა, ახლა ყველას მოეთხოვება

    უფრო მეტიც, უსაფრთხოების ბალიშებიც პრემიუმ პაკეტი იყო საკმაოდ კარგა ხანს, სანამ სავალდებო არ გახდა ყველა მანქანაზე

    ამიტომ არაა გამორიცხული იდეაში ნებისმიერ მანქანაზე გახვრეტაგამძლე საბურავები შემოვიდეს ჩვენთანაც სავალდებოდ 2077 მდე

     

     

  11. 9 hours ago, OwO said:

    მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე. მულტიპლეერი როგორ უნდა შეუსაბამო core voltage ს? ან თუ მარტო მულტიპლეერით შეიძლება დარაზგონება ვოლტაჟს რატომ უწევენ? ეგ ვიდეო ვნახე უკვე და ფაილი მომცა

    მულტიპლეერი არ ეცვლება მაგ პროცესორს, მხოლოდ ე.წ external clock 333 არის დეფაულტი

    მეტ სიხშირეს კი მეტი ენერგია უნდა:

    8 hours ago, Gogla1990 said:

    შიგაწვის ძრავი ბენზინის მიწოდების გაზრდის გარეშე აკრიფავს ბრუნს?
    იგივე პრინციპია მანდაც, მეტ სიხშირეზე მეტი ვოლტი სჭირდება

    ბოლო ვიდეოში მგონი 1.3-ზე აუწია ძაბვა

    შენმა ქულერმა უნდა გაქაჩოს წესით

  12. 9 hours ago, Harmony Lines said:

    GTA-სგან განსხვავებით ამას ბევრი რამა ქვს დასამატებელი, თუნდაც ელემენტარული ავტომობილს საბურავებში ესვრი და არაფერი მოსდის

    მომავალში საბურავები ჰაერით არ არის დაბერილი ალბათ :D

    სამხედროებს დღესაც ყავთ მასეთი მანქანები რომ საბურავის გახვრეტა არ მოქმედებს სიარულზე დიდად

  13. ვერც GTA-მ და ვერც RDR-მა ჩამითრია ისე როგორც Cyberpunk-მა

    GTA 4  საინტერესო სიუჟეტი მაინც ქონდა, GTA 5 10+ საათი მაქვს ნათამაშები (სინგლი რა თქმა უნდა) და კიდევ ვერ ვხვდები რა ხდება და რატომ :D ან რა კავშირშია ერთმანეთთან მოვლენები გარდა იმისა რომ პერსონაჟები ერთმანეთს კვეთავენ,

    ზოგადად სპორტული თამაშების და სიმულატორების ფანი არ ვარ, მაგრამ GTA-ში მანქანის ტარება არის ძალიან Arcade-ული, დიდ განსხვავებას ვერ ვგრძნობ მე პირადად ამ ორი თამაშის მართვის მექანიკაში და ასევე არც მაინტერესებს დიდად გარდა A პუნქტიდან B პუნქტამდე სწრაფად მისვლისა fast travel-ის გარეშე, ასევე სროლებიც, ძალიან არკადულია და ნაკლებად შუტერული

    RDR2-ში კიდევ 20+ საათი მაქვს ნათამაშები და სასწაული გრაფიკა და სამყაროა, თუმცა ძალიან იწელება მოვლენების განვითარება და ძალიან ბევრი მინი-მექანიკაა რომლებიც უნდა ისწავლო და დაიმახსოვრო, თუმცა თვეზე მეტია აღარ ჩავჯდომივარ

    ამ ორი თამაშიდან განსხვავებით, Cyberpunk ძალიან "მჭიდროა" ყველაფერი მეტნაკლებად ახლოსაა ერთმანეთთან და ლოკაციებიც ვერტიკალურია (ქალაქში ყოველ შემთხვევაში) სიუჟეტიც სწრაფად ვითარდება, თუმცა მეორადი მისიებიც ბლომადაა და საინტერესო

    ეს ჯიგარი ნახეთ:

    Cyberpunk2077-2020-12-16-00-11-16-404.pn

    NPC-ების გაქრობა ახალ პატჩშიც შევამჩნიე თუმცა ეს წინა პატჩის დროინდელია

    • Haha 1
  14. 4 hours ago, OwO said:

    გაუმარჯოს, მოკლედ მაქ xeon x5460 და მინდა რო ავწიო დაახლოებით 4გჰზ მდე, მულტიპლეერით ვეჩალიჩე მაგრამ ფაილს მაძლევს საერთოდ დიდი გამოცდილება არც მაქვს ამიტომ pls help. მაზერი კარგი მაქ gigabyte ga-ep45t-ud3lr 

    მაზერი კარგია Overclock-ისთვის (ნუ P45 ჩიპსეტი მაინც)

    რაც შეეხება 4 Ghz-ს, საკმაოდ მაღალ სიხშირეებზე უწევს აწევა FSB-ს (333-დან 421-მდე, რაც მკვეთრად გაზრდის ენერგომოხმარებას (და cpu ტემპერატურას)

    თან უკვე საკმაოდ მაღალი FSB არის შედარებით დაბალი მულტიპლეერის გამო

    ქულერი კარგი გაქვს? კვება?

    რა პარამეტრებს აძლევ რომ დაწერო

    ძაბვის მომატება დაგჭირდება ყველა ვარიანტში

    აქ არის გიგაბაიტის დედაპლატაზე რაზგონის საკმაოდ გრძელი ვიდეო:

    მაგრამ უფრო პატარა ვიდეოებიცაა დასაწყისისთვის:

    ეს 3.8-ზე:

    https://youtu.be/-lqQgnlGm10

     

    ეს 4.0-ზე: 

     

  15. გაიხარე გიო

    4.6 უკავია ამ ვოლტაჟით და ტემპერატურა თამაშისას 65 არ აცილებია, 

    Intel Burn Test შიც 75 იყო მაქსიმუმი

    მაკმაყოფილებს ასე არ მინდა მეტი

     

     

  16. 4 minutes ago, Gogla1990 said:

    მშვენიერია, 100-200 მეგაჰერცი არაფერს მოამატებს რომ შეატყო, სამაგიეროდ მეტი ვოლტი და ტდპ მოუნდება რაც ტემპერატურას საგრძნობლად გააქცევს

    მაგ სიხშირე/ვოლტზე თუ სტაბილურია კარგია ტემპერატურითურთ

    პ.ს
    intel burn test ტვირთავს ძველ პროცებს ყველაზე კარგად, ეგ ახლები არ მომიხინჯავს, მაგ ტესტს თუ გაუძლო ესეიგი სტაბილურია :) 

    გავუშვი Very High ზე მეხუთე  Pass გაიარა 

    (Maxumum-ზე ძაან დიხანს უნდება 32 გბ RAM-ით)

    ტემპერატურებიც კარგადაა

    2 minutes ago, Gogla1990 said:

    5 გიგაჰერცზე დააყენე ყველა ბირთვი და ინტელბარნი გაუშვი მაქსიმუმზე, ნახავ 200-ს როგორ გადაახტება :D 

    პ.ს
    core temp იხმარე, უფრო მგრძნობიარეა და ზუსტი

    ვნახავ CoreTemp-საც,

    OC ახალ სისტემებზე აღარ ვაწვები ხოლმე უბრალოდ K სერიის CPU-ზე და Z სერიის მაზერზე 4.1 Ghz-ზე რომ ჩამოდიოდა ეგ გამიტყდა,

    8700 (არა K) B360 ჩიპსეტიან დედაპლატაზე 4.2 Ghz-ზე ჩამოდიოდა მხოლოდ ისიც ჰაერზე,

     

  17. Just now, kakha77777 said:

    CPU Package   რომელი პროგრამით ნახულობ ?

    CPUz -ში  TDP სულ ერთი და იგივე ციფრი წერია, რა ძაბვა და სიხშირეც არ უნდა შეცვალო.

    AIDA

    HWinfo64

    TDP არის მწარმოებლის სპეციფიკაცია და ამ ბოლოს მარკეტინგული უფროა მგონი

    9900K 95W-იანია ოფიციალურად, მაგრამ 130 იყენებს ჩემს თვალწინ სტაბილურად აგერ

  18. 11 minutes ago, Gogla1990 said:

    რაც ნაკლები მით უკეთესი(ზომიერად რა თქმა უნდა) + თუ სიხშირე/წარმადობას არ დააგდებს :) 

    გაიხარე!

    0.1 ვოლტი ოფსეტი მივეცი XTU-დან (მეზარება ყოველ ჯერზე რესტარტი :) )

    ყველაზე მაღალი ტემპერატურა 75 გრადუსია და 4.6 უჭირავს ჯიგრულად

    ძაბვაც 1.217 ადის მაქსიმუმ და CPU Package 130-მდე ჩამოვიდა 165-დან, 35 ვატი არც ისე პატარაა

    მგონი დავტოვებ ასე, შეიძლება 4.7 მოსინჯვა, მაგრამ მეეჭვება რამე შედეგი ქონდეს თამაშებში,

    ასე ჩუმადაცაა და გრილადაც

  19. 11 minutes ago, Gogla1990 said:

    პოვერ ლიმიტი გაუზარდე ბიოსიდან

    Asus Multi Core Enhancement უნდა ჩამერთო თურმე 🤦‍♂️ 

    მე კიდევ მანუალ ოვერქლოქი მივეცი და გავუთიშე ყველაფერი ჩემი აზრით

    ახლა 90 გრადუსამდე არ ასულა

    92 ავიდა მარა არაა throttling

    1.34 ზე ადის ხოლმე ძაბვა

    ხომ არ დავაყენო ხელით 1.3 ან დაბალი ცოტა?

  20. წავშალე Intel Performance Maximizer,

    BIOS-ში დავაყენე Sync All Core და 46 მულტიპლეერი, ანუ 4,6 ხომ უნცა იდგეს დატვირთვაზე?

    AIDA რომ ჩავრთე 4.1 ზე ჩამოვიდა, არადა ტემპერატურა 75 იყო მაქსიმუმ

    როგრ უნდა დაფიქსირდეს All Core Frequency მითითებულ მნიშვნელობაზე?

  21. Just now, Gogla1990 said:

    არა, თუმცა რას იზავ, ეგრეა
    ანუ ასე ვთქვათ მაგ პროცისთვის ნორმალურია 

    4.5-ზე რომ დასვა და ვოლტი გაუწერო ნორმაში იქნება ტემპერატურა, თუ 5 გიგაჰერცი და მეტი გინდა ხუფი უნდა ააძრო და გაგრილება პირდაპირ კრისტალზე დასვა (წყლის პომპა რა თქმა უნდა, თორე მძიმე ჰაერი გატეხავს :D ) 

     ავტოზე არაუშავს, 4.8 დასვა Intl Performance Maximizer-მა

  22. 5 minutes ago, Gogla1990 said:

    :rofl:

    ახალი ამბავი, სანამ იყიდიდი მანამ გენახა რა ტემპერატურებზე მუშაობდა :D 

     

     

    არ მიყიდია, ვინათხოვრე :)

    ანუ ნორმალურია? ამის Delead-ს ვერ გავაკეთებ თან არც მაქვს თხევადი მეტალი რომ წავუსვა მერე

     

  23. 29 minutes ago, ottko said:

    ვოლტაჟის თემაა არაა ოპერებიც ხოაარაა დარაზგონებული ? aida ში გამოურთ ტესტის დროს fpu და ნახე რამდნზე დააგადებს 

    არა, ნუ 2666-ზე აყენია JDEC მგონი და არა XMP

    FPU გარეშე 78-ზეა ჯერჯერობით

    პ.ს გუგლი თქვენთანაც ურევს?

     

    CPU Package 165W აჩვენება AIDA

    და ვოლტაჟს 1.375

  24. 2 minutes ago, ottko said:

    Mobo საც ძაან დიდი მნიშვნელობააქ რაზგონში 

    ROG Strix Z390-H Gaming ეგაა

    1.323V აქვს მაქსიმუმ დატვირთვაზე

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.