Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8072
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Posts posted by gio_kiborg

  1. 2 minutes ago, 123omari123 said:

    ჩემს დედაპლატას ქონია TPM სლოტი და ღირს ყიდვა საერთოდ TPM მოდულის? თან არც ისე იაფი ღირს მემგონი

    არა, არ ღირს,

    თუკი პროცესორში არ არის ინტეგრირებული, იდეაში პროცესორის ოფიციალური მხარდაჭერა მაინც არ გექება და არაოფიციალურად tpm გარეშეც ყენდება,

    Intel-ის მე-8 სერიიდან და amd ryzen მე-2 სერიიდანაა მხარდაჭერილი Win 11

    თუ ეს პროცესორები გაქვს, დიდი შანსია, რომ BIOS-დან შეიძლება ჩართვა უნდა 

    (ახალი BIOS ები გამუშვა მაგალითად Asus-მა, სადაც მხოლოდ ისაა შეცვლილი, რომ default-ზე secure boot და tpm ჩართულია

    • Upvote 1
  2. 3 hours ago, koSTARica said:

    იცვლება ეგ როგორც ვიცი მარჯვენა კლიკი ძველებური შეგიძლია დააყენო

    File Explorer > Options > View და მონიშნე Launch Folder windows in a separate process (შეიძლება რესტარტი დაჭირდეს)

    არ ვიცი მე არ გამიტესტია ეს, მაგრამ რეჯისტრებიდან ბევრი ვიდეო შემხვდა იუთუბზე იცვლება

    არ იმუშავა ჩემთან

    ხო კიდევ ტასკბარზე  drag'n'drop რომ აღამ მუშაობს ტეხავს

    • Like 1
  3. 21 minutes ago, G1ORG1 said:

    აი ეს ტეხავს, შეჯგუფებული რომ არის ფოლდერები და არ იშლება

     

    image_2021-10-07_170820.png

    ეგ მთავარი Deal braker-ია ჩემთვის პირადად სამუშაო სიტუაციაში განსაკუთრებით

    12 minutes ago, REDWOOD said:

    მოთამაშეებისთვის ძალიან ცუდიაო 11 ამ ეტაპზეო და რა ტვინი წაიღეს აჭრელდა ინტერნეტი :) რა ხდება? ქართულ ენაზე რო ამიხსნათ რამე ბაგი გაეპარათ თუ? 

    არაფერი დიდი, იდეაში იგივეა წარმადობა რაცWin10-ზე.,მაგრამ თუ VBS ჩართულია (დამატებითი უსაფრთხოებაა, რომელიც დეფაულტად გათიშულია) მაშინ შესამჩნევად ეცემა წარმადობა,

    ასევე AMD-ს პროცესორებზეა ბაგი რაც 15%-მდე აკლებს ზოგ თამაშში წარმადობას Win 10 შედარებით

    ემატება კონკრეტული ბაგები ზოგ თამაშებში და ამიტომ თითქოს არ ურჩევენ, მაგრამ ამ თვის ბოლომდე ეს ძირითადი ბაგები ალბათ მოგვარდება, თამაშებზეც გამოვა აპდეითები.

    • Like 1
  4. 4 hours ago, George said:

    Virtualization-Based Security (VBS) ქვია და ბევრს შეიძლება ეგ ზაშიტა არც არაფერში დაჭირდეს, ნუ აჩერედნოი დეფენდერის სეტინგია

    ეგ გათიშულია დეფაულტად (Core Isolation ჩაუწერეთ Start-ში და Memory Integrity გამორთული უნდა იყოს)

    ანუ რაღაც ნაწილია VBS-ის გათიშული რომელიც ანელებს სისტემას, თუმცა შეიძლებ ბრენულ კომპიუტერებზე ჩართული ქონდეთ მწარმოებლებს

    2 hours ago, david_888 said:

    კაბელს ჩახსნი მაგ მომენტში და გაკეთებინებს ლოკალს

    ეგ ყველაზე მარტივი გზაა, ეგ კი არა Windows 10 21H1-შიც ვერ აკეთებ Home ვერსიაზე ლოკალ ექაუნთს ინტერნეტი თუ გაქვს

  5. დავაყენე clean install ით ამ კომპზე რაც მიწერია აღწერაში

    კარგადაა ბევრი რამე, თუმცა ბევრ რამეს აშკარად ვერ ვეჩვევი და სანამ ნორმალური გზები არ იქნება "მორჯულების" მანამდე სხვა კომპზე (განსაკუთრებით სამუშასო ლეპტოპზე) ვერაფრით ვერ დავაყენებ

    ჯერ ერთი ახალი მარჯვენა კლიკის მენიუ, საკმაოდ კარგია და სტილშიც ჯდება, მაგრამ ძალიან ცუდად ემატება სხვადასხვა item-ები,

    მაგალითად დაარქივებულ ფაილზე დაკლიკვისას კი ჩნდება Default გამხსნელი winrar, მაგრამ ფასქტიურად მხოლოდ Open with WinRAR არის და არა მაგალითად WinRAR-ის პირდაპრი ფუნქციები (extract here...)

    ამის გამოსაჩენად Show More Options უნდა დააჭირო, სადაც ახალი, უფრო სწორად კლასიკური მეორე  მენიუ იხსნება (მაუსის წვერთან და არა ფაილთან!) და უნდა ვახტუნაო მაუსი წინ და უკან

    01.png   02.png

    ძალიან ხშირად ვიყენებ ამ პუნქტს და კიდევ Edit with Notepad++ და აწი ამისთვის დამატებით მენიუში უნდა ვიძრომიალო

    ასევე ცოტა ნერვებოს მომშლელია Default browser დაყენება, თუმცა არა სე როგორც მეგონა, ძირითადებზე დადგა ავტომატურად და რაამდენიმეზე მივუთითე ხელით, სამომავლოდ ალბატ ბრაუზერის მწარმოებლები მიაგნებენ გზას (მგონი Firefox-მა მიაგნო კიდეც უკვე)

    მთავარი პრობლემაა ის რომ არ მაქვს საშუალება რომ ტასკბარზე ungroup გავუკეთო იკონკებს ანუ ისე როგორც xp-ზე იყო, თითოეული ფანჯრის/პროგრამისთვის იყო ზოლო გამოკვეთილი, Vista-დან დეფაულტად Group-ია მგონი მაგრამ ყველგან შეგეძლო ამის შეცვლა კლასიკურ სტილზე, როცა ვმუშაობ ძირითადად ორ მონიტორს ვიყენებ, რამდენიმე დოკუმენტი ფოლდერი და ვებგვერდი მაქვს გახსნილი და სანამ ეტევიან არიან დაჯგუფების გარეშე, რაც გაცილებით აადვილებს მათ შორის გადართვას სწრაფად, ხოლო დაჯგუფებული ღილაკების დროს ჯერ ჯგუფთან უნდა მიხვიდე და მერე გამოიცნო კონკრეტულად რომელი ფაილი გინდოდა პატარა პიქტოგრამიდან, ანუ იმაზე სადაც ერთი სწრაფი კლიკი მყოფნიდა, ახლა უნდა მივიტანო მაუსი, დავკლიკო (ან დაველოდო ოდნავ) გამოსული ჯგუფიდან კი დავაჭირო სასურველ ფანჯარას, ეს სერიოზული შეფერხებაა ჩემი მუშაობის სტილში და ვერ მივეჩვევი

    აღარაფერს ვამბობ ახალ სტარტ მენიუზე, რომლის ძირითადი დანიშნულებაა რეკლამების და ყოვლად უვარგისი Web Search ის ჩვენება, მგონი Microsoft-ის საშუალო დონის მენეჯერები, ან ინჟინრები ამით უფრო bing-ის მომხმარებელთა რიცხვს ბუსტავენ მარკეტინგის განყოფილებითვის ან მაღალი რანგის აღმასრულებლისთვის, 

    Microsoft Teams-იც დაუკითხავად დაყენდა წაშლის მერე.

    რას ერჩოდნენ ასევე ტასკბარის მარჯვენა კლიკის მენიუს? ახლა ზოგი მარტივი ოპერაციის განხორციელებისთვის სეთინგებში უნდა ვიძრომიალო, თუნდაც ტასკ მენეჯერის გახსნა ორი კლიკით შემეძლო, ახლა ყველაზე ადვილი გზა Ctrl Alt Esc კომბინაციაა, რაც მართალია საკმაოდ მარტივია, მაგრამ არჩევანი რომ მქონდეს მაუსით გავაკეთო მირჩევნია

    ვიცი რომ ამ ყველაფრის მოგვარება შეიძლება რეესტში ძრომიალით და regedit ის ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვით, მაგრამ ჯერ ერთი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და სავარაუდოდ აპდეითებზე დარესეტდება

    არადა საკმაოდ მომწონს განახლებული ინტერფეისი, AutoHDR (თუმცა არ მაქვს HDR  მონიტორი, ტელევიზორზეც არ მომწონს ფერები) სავარაუდოდ დაემატება Direct memory access (ანუ ვიდეობარათმა პირდაპირ nvme ssd-დან რომ მიიღოს მონაცემები CPU გავლის გარეში, სავარაუდოდ ამ ფუნქვიებს არ დაამატებენ

    მოკლედ სამუშაო კომპზე ჯერ არ გადავდივარ, მხოლოდ ერთი კომპი რომ მქონდეს არ გავრისკავდი Win 11 დაყენებას (მერე არ მოწონებას და 10-ზე დაბრუნებას).

    2025-მდე (სადამდეც Win 10 იქნება მხარდაჭერილი) შევეჩვევი იმედია, ან მოგვცემებ ამ პარამეტრების გადართვის საშუალებას

    სავარაუდოდ 90% მომხმარებლებს ეს ხელს არ შეუძლის. მაგრამ რეალურად Win 10 სტილის მენიუები ჯერ კიდევაა win 11-ში მაგრამ Microsoft Image Viewer-ივით რეესტრიდან უნდა, თუმცა Image viewer ერთი პარამეტრის შეცვლა ყოფნის აქ კიდევ ბევრი უნდა იძრომიალო და რაღაც რაღაცაებმა შეიძლება არც იმუშაონ.

     

     

  6. გაუმარჯოს,

    მაქვს Sony KDL-49WE755 TV და დღეს ვიყიდე Samsung HW-JM45C 2.1 საუნდბარი (Sven-ის ძველი 2.1 დავააპგრეიდე)

    ტელევიზორზე შევაერთე ARC HDMI-თი (ორივეს აქვს მხარდაჭერა) და დაინახა კიდეც Bravia Sync-მა, ტელევიზორის პულტით ეწევა ხვა და ასევე ირთვება და ითიშება კიდეც

    არის ერთი პატარა მიზეზი:

    TV-ს აქვს ორი HDMI in, ერთი ARC, ერთი სტანდარტული,

    როცა კომპს ვაერთებ მეორეში (ARC-ზე საუნდ ბარია დაერთებული) ზოგჯერ ცალ დინამიკში ხმა არ ისმის (მაგალითად ამ ვიდეოში მარცხენა არ ისმის ტექსტირების დროს 

     

    არადა ფონზე და საუნდ ეფექტებზე ისმის,

    შემდეგ შევაერთე კომპი საუნდბარის HDMI In-ში, მაგრამ დაჭირდა HDMI-ზე გადართვა რომ გამოსახულება გამოიტანოს და ხმა იყოს, ამ დროს მუშაობს ARC ფუნქციაც (ნუ ტელევიზორის პულტი მართავს) და ზემოთა ტესტშიც ყველა ხმა ისმის განსხვავებით წინა შემთვევისგან

    ასეცე ყველაფერი მუშაობს ოპტიკურ აუდიო კაბელზეც (საუნდვარს ვგულისხმობ, TV-ს არც აქვს

    TV-ს მეორე ინპუტზე PS3 და Xbox 360 შევაერთე და ხმა არის, თუმცა ამ დროს HDMI-დან TV-ARC ზე უნდა გადართო ინპუტი, რომელიც იდეაში დეფაულტია და გამორთვა ჩართვის მერე თავისით ირთვება მაგაზე და კომპისთვის ხელით (ან საუნდბარის პულტით) უნდა გადავრთო ინპუტი, არადა კომპს უფრო ხშირა ვიყენებ ვიდრე კონსოლებს...

    როგორც ვხდებ ბოლომდე არ არის თავსებსდობა? არადა ARC იდეაში სტანდარტია

     

    ხომ არ გაქვთ გამოცდილება ამაზე?

     

    P.S:

    საკმაოდ ჩახლართული სეტაპი მაქვს:

    TV-ს 2 HDMI-in-ზე ერთი ARC შეერთებულია კომპი,

    ხოლო მეორე HDMI-ზე კი შეერთებული მაქვს HDMI switch 3 input-ით (XBox 360, PS3, XBox-OG (Microsoft HD AV Pack-ის და მერე Component to HDMI ადაპტერით)

    სამივე კონსოლზე (OG Xbox შემთხვევაში კი ადაპტერზე) შეერთებული მაქვს ოპტიკური აუდიო, სვიჩის გავლით ეს ყველა შედის კომპში (Audigy 2ZS საუნდკარტაზე)

    კოპზე კი შეერთებული მქონდა Sven დინამიკები 3.5 ჯეკით 

    მოკლედ ტელევიზორის უკან გველების ბუდე მაქვს, 

    საუნდბარს იდეაში უნდა ეშველა, მხოლოდ დენის და HDMI კაბელები (იდეაში 1 დაემატა მხოლოდ)

  7. 21 hours ago, George said:

    ხო ეგეც ნორმალური უნდა იყოს, მაგრამ რახან ის ნორმალურათ მუშაობს ეგ აღარ დამიტესტია, მანდ მთავარია იმაზე მეტი არ ამოაცალო,თორე გაუმჯობესების მაგივრათ გაბერვები დაეწყოს შეიძლება თამაშებში, ახალ დრაივერებში ხანდახან რაღაცეები ემატება კიდე და ახალი ვერსია ჭირდება უკვე მაგ შემთხვევაში ახალი ხლამის ამოსაცლელათ

    მართალია, ამიტომ ყოველთვის უახლესი ვერსია უნდა გამოიყენო, სადაც დრაივერის სტრუქტურაში ცვლილებები გათვალისწინებული იქნება

  8. 5 minutes ago, George said:

    მე ამ უტილიტას ვიყენებ ხოლმე https://forums.guru3d.com/threads/nvslimmer-nvidia-driver-slimming-utility.423072/, თუმცა თვითონაც იდება მანდვე ცალკე სუფთა ვერსია: https://forums.guru3d.com/threads/471-68-clean-version.433367/ დატოვებულია მარტო აუდიო და ფიზიკის დრაივერი ასნავნოი დრაივერების გარდა, დანარჩენი ყველაფერი ამოცლილი აქვს, აქამდე პრობლემები არ ქონია, techpowerup ანალოგი ცოტა უფრო გვიან გამოჩნდა, რახან პირველზე არ ქონია არასდროს პრობლემები ეგ მეორე აღარ დამიტესტია

     

    მეც ვიყენებდი Nvidia Driver Slimmer-ს, მაგრამ ეს უფრო მოსახერხებელია, თვითონვე იწერს და აინსტალირებს კიდეც

  9. NVCleanstall არის პატარა, უფასო უტილიტა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ Nvidia-ს დრაივერების ინსტალაციის პარამეტრების მორგებას საკუთარ მოთხოვნებზე, მაგალითად ამოითღებთ არასაჭირო მოდულებს (ტელემეტრია, Virtual Audio, USB-c და ა,შ) 

    განსაკუთრებით თუკი არ იყენებთ Geforce Experience (თუ Shadow Play არ იყენებთ, არც დაგჭირდებათ) მხოლოდ მისი გათიშვა არ შველის სტანდარტული დრაივერის ინსტალაციიდან,

    შეგიძლიათ აირჩიოთ ბოლო დრაივერი, ან რომელიმე კონკრეტული ვერსია, ან უკვე გადმოწერილი დრაივერი დააკონფიგურიროთ,

    აქვს ასევე დრაივერების განახლების შემოწმებაც აქვს (თქვენი კომპიუტერის Nvidia-ს სერვერებთან დაკავშირების გარეშე)

    spacer.png

    თითოეულ პუნქტზე აქვს აღწერებიც და ინსტალაციის პრესეტები: მინიმალური, რეკომენდირებული და ყველა

    spacer.png

    ასევე შეგიძლიათ დაკონფიგურირებული ინსტალერი შეინახოთ სხვა კომპებზე გამოსაყენებლად.

    პროგრამის ვებ გვერდი: https://www.techpowerup.com/download/techpowerup-nvcleanstall/

    Chris Titus Tech ვიდეო

     

    • Thanks 1
    • Upvote 2
  10. ძალიან მომეწონა Snap Layout ები და მულტიმონიტორის გაუმჯობესებული მხარდაჭერა (რომ იმახსოვრებს რომ გამოაერთებ ფანჯრების მდებარეობას და აღადგენს შეერთებისას

    კიდევ Direct Storage ექნება Windows 11-სო (როგორც Xbox Series და PS5-ს) და ასევე Android აპლიკაციებს გაუშვებს პირდაპირო (თუმცა Microsoft Store-ში უნდა ნახო🤮) ეს ორიც საინტერესოა

    ონლაინ სერვისების ინტეგრაციების (ვიჯეტები, თიმსი, ვებ-სერჩი და ა,შ) გათიშვა იმედია  შესაძლებელი იქნება

    აპდეითები უფრო მცირე ზომის და "ეფექტური" იქნებაო, იმედია ტვინს არ გაბურღავს რესტარტზე შუაგულ პრეზენტაციაზე

    როდის გამოვაო არ უთქვამთ

    7 წუთიანი ქათი აქვს The Verge-ს მთლიანი ევენთის

     

  11. 5 minutes ago, user24 said:

    https://wintorrents.ru/8725-windows-11-pro-x64-219961-leaked-drey-rus-eng-2021.html

    აქ დაიდო უკვე. როგორ გავიგო TPM 2.0 აქვს თუ არა პლატას? 

    პლატის მანუალში იქნება, ან BIOS-ში სადმე (Security-შია ხოლმე TPM)

    მაგრამ არ ჭირდება "მორჯულებულს"

  12. Win 11 საინსტალაციოში install.wim ან install.esd თუ წაშლით, ყენდება ნებისმიერ ჰარდზეო,

    ცოტა შემოვლითი გზით უნდა ოღონდ 

    თუმცა ამ ბილდის  რეალურ ჰარდზე დაყენებას მხოლოდ სატესტოდ გირჩევთ და არა ძირითად OS-ად

     

    • Thanks 1
  13. 5 minutes ago, user24 said:

    ანუ ჯერ სისტემაზე არ დადგება რო დავაინსტალირო და ვამუშაო ჩვეულებრივად? მგონი ჩემ პლატას uefi ც აქვს და legacyც . secureboot იც აქვს 

    TPM 2.0-იც უნდა ქონდეს (ნუ თუ აქვს TPM სავარაუდოდ 2.0-ია)

  14. 1 hour ago, pepsiko said:

    ოფიციალურად როცა გამოვა 11 შემდეგ რამე ფიქსი იქნება :დ ააბა დამტოვეს 11-ის გარეშე :დ?

    იმედია არა,

    შეიძლება ეს ბილდი PR სვლაა Microsoft-ისგან, "გაჟონეს" ბილდი, სადაც ძირითადად ინტერფეისია შეცვლილი, თან რეალურ ჰარდზე ვერ დააყნებ

    TPM 2.0 მოთხოვნას იმედია ამოიღევენ, თორე ბევრი თანამედროვე სისტემაც დარჩება Win 11 გარეშე

    აი Secure Boot მოთხოვნა მეეჭვება ამოიღონ, რადგან ბოლო 5 წელს გამოშვებულ თითქმის ყველა ჰარდს აქვს (უფრო ძველებსაც, თუმცა გაცილებით იშვიათად) და ამ სვლით კომპის გამოცვლასაც აიძულებენ ხალხს (ნუ 2025 წლის მერე მაინც როცა Windows 10 მხარდაჭერა შეწყდება)

    პრინციპში რო დაფიქრდე 775, 1156 და 1366 პლატფორმები 10+ წლისაა უკვე და 2025 კიდევ 4 დაამატე, ასე ძცელი ჰარდის მხარდაჭერა ძაან არაეფექტურია: ცოტაა რაოდენობით და გაცილებით პრობლემატურია მაგალითად დრაივერის დაწერა Win 11-ზე რომ კარგად იმუშაოს, როცა მწარმოებელს არ განუახლებია წლებია

    თან ახალი ჰარდის გაყიდვებიც გაიზრდება ....

    უბრალოდ Win Vista-ს მერე სერიოზული ცვლილება რესურსების მოხმარების მხრივ არ ყოფილა, ამიტომ ის Hard რომელიც Vista-ს "ქაჩავდა" Win7/8/10/11/.... გაქაჩავს მეტნაკლები წარმატებით და ცოდოა რომ აღარ ექნება მხარდაჭერა Windows -ის მხრიდან (ალტერნატივა-ლინუქსი :) )

  15. 1 hour ago, pepsiko said:

    ვერ მივხდი ჩემს სოკეტზე მოვახერხებ ხო დაყენებას ? 

    ვერა, მარა რეალურ ჰარდზე არ ღის ჯერ ისედაც დაყენება

    2 minutes ago, user24 said:

    ვირტუალ ბოქსზე დადგება ? 

    კი, VMWare Player-ზეც

    • Upvote 2
  16. 22 hours ago, pepsiko said:

    გავიგე uefi ჩაიტვირთებაო მარტოlegacy არაო  და რამდენად მართალია? ან ნეტა თუ მართალია გამოასწორონ რარის ეს 

    ხო, TPM 2.0 და Secure Boot უნდაო გაჟონილ ბილდს რომ რეალურ ჰარდზე დააყენო,

    მე დავაყენე ვირტუალში და საკმაოდ კარგად მუშაობს, თან ზომაშიც პატარაა,

    ეს TPM 2.0 მხარდაჭერის მოთხოვნა ზედმეტია ჩემი აზრით ძაან უკვე, ბევრ თანამედროვე Consumer დედაპლატას არც აქვს დღესაც,

    იდეაში Secure Boot-იც არაა საჭირო, რადგანაც 775 სოკეტები მშვენივრად ამუშავებენ Windows 10-ს საოფისე დონეზე მაინც, თანამედროვე ვიდეოკარტა თუ აქვს GT 1030/RX 550 დონის მაინც უკვე HEVC 4K ვიდეოეებსაც მშვენივრად უმკლავდებიან და უნდა ჩამოწერო ფაქტიურად ეგ კომპები და e-waste გახადო (ნუ Linux თუ დააყენებ რა თქმა უნდა გაუხანგრძლივებ სიცოცხლეს)

    ამ გაჟონილ ბილდში გარდა ინტერფეისისა და ბევრი არაფერი სიახლეა, (თან ეგ უმეტესობა Win 10-საც დაემატება მგონი,

    რაც ძაან არ მომეწონა, Taskbar-ზე გახსნილი პროგრამების/ფანჯრების კომბინირების გათიშვა არ აქვს, მე მაგალითად ახლაც ძველი სტილით ფართე იკონკებს ვიყენებ

    taskbar.jpg

    გაცილებით უფრო მოსახერხებელია როცა რამდენიმე დოკუმეტი მაქვს გახსნილი მათ შორის გადართვა, კომბინირებულში ჯერ მაუსი უნდა მიიტანო ჯგუფთან, მერე გაიხსნება ახალი ფანჯარა შიგნი დოკუმენტებით ცალ-ცალკე და იქ უნდა აირჩიო

    იმედია 24-ში წარმოადგენენ უფრო მნიშვნელოვან სიახლეებს და ტასკბარის ძველებურად მოწყობაც იქნება შესაძლებელი

  17. გაუმარჯოს,

    ერთი პროექტისთვის მჭირდება 1155 სოკეტის დედადაფა, აუცილებელია ქონდეს OC შესაძლებლობა (თუმცა არა მაინცდანმაინც OC-ზე ოპტიმიზირებული)

    ჩემი მიზნებისთვის შევარჩიე ეს ორი მოდელი:

    INTEL-DZ68BC

    https://www.mymarket.ge/ka/pr/21118423/dedabaraTebi/1155soketi-INTEL-DZ68BCLGA1155-2xPCI-E

    და ASRock Z77 Extreme3

    https://www.mymarket.ge/ka/pr/21118395/dedabaraTebi/ASRock-Z77-Extreme3LGA1155-3xPCI-E

    ფასი ერთნაირი აქვს, რომელს მირჩევდით ამ ორს შორის? Z77 თითქოს უკეთესი OC-ერი უნდა იყოს, თუმცა Intel-ის დედადაფას უკეთესი features ები აქვს და დიზაინიც (რასაც გარკვეულ უპირატესობას ვანიჭებ ამ შემთხვევაში) გაცილებით უკეთესია

    ასევე მაინტერესებს RAM-ების მაღალ სიხშირეზე მუშაობა 2133-იანი კიტს ველოდები და Intel-ის ბორდზე რაც ვნახე მგონი 1600 Mhz აქვს მხარდაჭრა,(მანუალში +1600 უწერია, რაც ცოტა გაუგებარია) როცა AsRock 2400-მდეც ადის

    ასევე Intel-ის დედა დაფები უფრო სტაბილურებიაო, მაგრამ ძველ მოდელებში ალბათ გამართლებაზეცაა, მქონია Intel-ის x58 დედადაფა რომელმაც აურია, მაგრამ მაგალითად NAS-ში მაქვს ერთი და მუშაობს 24/7 ჯიგრულად (თუმცა ძალიან დაბალი ენერგომოხმარების კომპონენტებით), ასევე AsRock მქონდა x99 და აურია, მაგრამ 775 მაზერები მაქვს AsRock და კარგად მუშაობს (თუმცა არა ყოველდღიურ რეჟიმში)

    მოკლედ რომელს აირჩევდით ამ ორიდან?

  18. Necromunda: Hired Gun მომეწონა (2 მისია ვითამაშე ჯერ)

    განსაკუთრებით ვისაც Warhammer 40K მოწონს, 

    თან ასწორებს რომ Space Marine-ები არ არიან, ძირითადად "სტანდარტულ" ადამიანებს ებრძვი titanfall სტილში, (კედლებზე სირბილი მგონი უკეთესადაცაა, მართალია არარეალისტურად, მაგრამ ასწორებს)

    შესამჩნევი ნაკლიც ბლომად აქვს (ზოგი ტექსტურა ძალიან დაბალი რეზოლუციისაა, sound mixing ძალიან არეულია და დიალოგის ხმა არ ისმის) თუმცა მალე გამოვასწორებთო, შინაარსითაც არ გამოირჩევა, მაგრამ გეიმფლეი და ატმოსფერო ნამდცილად 40K-ს შესაფერისია

  19. EA რა თქმა უნდა ბოლოდმე იღორა და მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი ტრილოგია და + ანდრომედაც მაქვს ნაყიდი, პატრა ფასდაკლებაც კი არაა 60 USD გაჭიმული,

    არადა იდეაში მხოლოდ პირველშია სერიოზული გრაფიკული და გეიმფეის ცვლილებები და დაახლოებით 10-ჯერ მაქვს დახურული და კიდევ 60 უსდ გადახდა მაგრად მენანება

  20. 17 hours ago, Inferno said:

    ძველი უნდა წავშალო? ისე მაგაზე ოვნედს მიწერს და რო ვაკლიკავ მიშვებს ლაიბრარიში სადაც ჩვეულებრივი ძველი გადმოწერილი ვერსიაა

    მე წაშლილი მქონდა

    ალბათ ხო და მერე PC Enhanced Edition-ში შეხვალ და დააყენებ

  21. 8 hours ago, Inferno said:

    ეპიკზე ვაბშე სადაა განახლება? 6 მაისს ჩავრთე და განახლება გააკეთა მეტრომ 100-200 მბ ალბათ და მაგით ჩაირთო რტხ ვერსია?

     

    ცალკე ვერსიაა, სთორში ნახე  და ის უნდა გადმოწერო

  22. On 5/8/2021 at 12:15 AM, George said:

    3080 მშვენივრათ დახურავ DLSS გარეშეც მემგონი 2K, მაინც დაწერე რანაირათ უბერავს თუ დააპირებ დახურვას და რისი დაკლება დაგჭირდა მაქსიმუმზე თუ ვერ გაქაჩა მაინც

    DLSS Quality, RTX-Ultra და Reflection-ებიც Raytraced 130+ FPS აქვს 2K-ზე

    DLSS გავუთიშე და 60-90 FPS აქვს

    საღოლ, კარგი ოპტიმიზაცია გაუკეთებიათ

    DLC-ები მაქვს ნაყიდი, მაგრამ ვერ ვრთავ, რომ შევდივარ DLC მენიუში Epic Store-ში მაგდებს იყიდეო არადა დაყენებულია

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.