Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8136
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    31

Everything posted by gio_kiborg

  1. ვინმემ ჩრთეთ ეს ვერსია? იმედია ტყუილად არ ვიწერ
  2. დიდი ხანია თამაშებს ვყიდულობ, მაგრამ ამას გადმოვწერ და ვნახავ არის თუ მომეწონა, მერე ვიყიდი, თან საკმაოდ ბევრი რამეა დასაფიქსი როგორც ჩანს, ისე ჯამში კარგი თამაშიაო
  3. ამუშავდა თავისით
  4. გაუმარჯოს, სახლითვის ვიყიდე Hikvision ERI-Q104-P4 (4 PoE + 1 LAN პორტიანი NVR) და სამი ცალი MarQuis IPC-YT40 (ფიქსირებული 1440P PoE IP კამერა ინფრაწითელი ხედვით და ხმის ჩაწერით) კამერებს უწერიათ რომ არიან Hikvision-თან თავსებადი გეგმაში მქონდა, რომ შემეერთებინა კამერები პირდაპირ NVR-ზე, რომელსაც დაცულ/დამალულ ადგილას მოვათავსებდი NVR-ის PoE პორტებზე (ერთი თავისუფალი რჩებოდა სამომავლოდ) და NVR კი ქსელზე დამეერთებინა LAN პორტით, ამ გზით შემეძლო მათი იზოლაცია ქსელიდან (ცალკე VLAN) და ქსელიც არ დაიტვირთებოდა ვიდეო სტრიმებით პრობლემა არის ის, რომ NVR-ის POE პორტებზე კამერები არ მუშაობს, საერთოდ არ აქვთ რეაგირება (კამერის ქსელის კონექტორზე led-ია რომელიც ინთება როცა ჩართულია და როცა ვაერთებ NVR-ზე მაშინ არ ანათებს, ხოლო PoE სვიჩში კი ანათებს და მუშაობენ უპრობლემოდ ვნახე ინსტრუქციები სადაც ამბობენ, რომ უნდა დავაერთო სვიჩის გავლით (ანუ კამერები და NVR უნდა იყოს ერთ PoE სვიჩზე, ხოლო NVR LAN პორტით უდნა იყოს შეერთებული, ანუ მისი 4 PoE პორტი გამოუყენებელი ხდება და დატვირთვა გადადის სვიჩზე, თან ვიდეო სტრიმი მთავარ ქსელშია და მეტი საჩალიჩოა რომ კამერების იზოლაცია გავაკეთო, ამ სვიჩს ცალკე vlan-ში ვერ ვსვამ, რადგანაც მასზე 2 ცალი WiFi AP უნდა დავაერთო (8 პორტიანი სვიჩიდან 4 წავა კამერები+NVR-ზე, 2 WiFiზე, 1 აფსტრიმი (როუტერთან) და 1 პორტი რჩება თავისუფალი იდეაში ასეც იმუშავებს, მაგრამ ამ როუტერზე სხვა რამეების დაერთება მირჩევნია ხომ არ გაქვთ ვინმეს გამოცდილება რომ Hikvision-ის NVR-ის PoE პორტები გამოვიყენო ჯენერიკ IP კამერასთან?
  5. რასაც რევიუებს ვუყურე საკმაოდ კარგი გრაფიკა აქვს, სტილიზებული, დაინსტალირებული თამაში 10 გბ ამდეა, (ზოგი პატჩია თანამედროვე თამაშების უფრო დიდი) მე ვიყიდე სტიმზე და system shock 2 რო გამოვა ეგეც მექნება ამ ფასში, ჯერ ვერ დავიწყე ოღონდ Warhammer 40K Boltgun ვთამაშობ, მაგრად ვერთობი ძველ თამაშს ვერ ჩავუჯექი, ძაან არქაული გრაფიკა და გეიმფლეი აქვს ამის დემო ვითამაშე და მომეწონა ადრე, ძაან ატმოსფერულია
  6. PS3-ზე მაქვს დახურული არც ისე დიდი ხნის წინ, მიუხედავად იმისა რო კარგი გრაფიკა ქონდა (ნუ, ლამაზი) დაბალი რეზოლუციის ტექსტურები და დაბალი რეზოლუცია ეტყობოდა ალაგ-ალაგ (საშინელი aliasing ქონდა მაგალითად), თუმცა შინაარსი და გეიმფლეი მომწონდა სერიალიც ძალიან კარგი იყო მინდა 4K-ზე ვითამაშო, Xbox ჯოისტიკით, ან კლავიატურა+მაუსით მაგრამ ისეთი ოპტიმიზაცია ქონიაჯობს დაველოდო და თან ალბათ ზაფხულის სეილზე იაფადაც ვიყიდი მოკლედ ბოლო 5 წელია თუ მეტი ახალ გამოსულ თამაშს ვერ ითამაშებ ნორმალურად თუ არ დაელოდე პატჩებს და ჰოთფიქსებს, თან ესეც ხო პორტია და არა თავიდან დაწერილი....
  7. --------------------------------- --------------------------------- მოკლედ ბევრი ვეწვალე, ჯერ AMD VBios Flash (v3.31)მა ცოცხალი თავით არ გადაფლეშა ზოგიერთი ვერსია, SSID არ ემთხვევაო, არც -f, -fp, -fa სვიჩმა არ იმუშავა CMD-დან, SSID შეცვლაც ვცადე, მაგრამ არ მოეწონა, მეორე ვიდეოკარტის ჩასმა დამჭირდა ზედა სლოტში რომ ყოველ გაჭედვაზე დრაივერების წაშლა არ დამჭირვებოდა Safe Mode-დამ DDU-თი კარტის BIOS როგორც ვხვდები არაოფიციალურადაა აწყობილი, V 2.93 კიდევ კი პრობლემა აქვს Windows 11-თან, ჯერ Core Isolation უნდა გამორთო, მერე Properties ში უნდა Win 7Compatibility მიუთითო და Run as administrator ჩაურთო, ერორებს ყრის მაინც, მაგრამ რეალურად ფლეშავს (ზოგ პარამეტრს ვერც აღიქვამს სწორად, მაგრამ საბედნიეროდ სწორად ფლეშავს მაინც): DevID და Vendor ID მიხედვით რომ დავგუგლე, ეს Unverified ბიოსი ამომიგდო: https://www.techpowerup.com/vgabios/239826/239826 და UEFI მხარდაჭერაც ქონია, მაგრამ რომ გადავფლეშე არ ჩაირთო, ეგ კი არა სულ გაჭედა კომპი მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვიდეოკარტა არ იყო, Safe Mode-დან გადავფლეშე ერთი ვერსია ვნახე, მსგავსი პარამეტრებით, გადავფლეშე, მაგრამ თურმე Elpida-ს მეხსიერების მოდულები არ ქონია იმ ვერსიას გაწერილი, არ ჩაირთო, თუმცა როცა მეორე სლოტში გადავსვი მაშინ დაინახა, როგორც წინას არ გაუჭედია, მოკლედ თუ ვინმე კარგა არ ერკვევა BIOS-ის მოდინგში, მგონი აჯობებს შევეშვა და დავტოვო Non-UEFI
  8. პირველს არ აქვს UEFI მხარდაჭერა, მეორე კიდევ R9 290 არის ახლა მაჩვენებს (დრაივერის ინსტალის მერე) რომ R9 290X-ია (აქამდე აშკარად R9 290 იყო შევამოწმე) ახლა 290X ბიოსებს ვცდი და იქნებ გამოვიდეს
  9. რამდენიმე ვერსია ვცადე უკვე მასეთი და არ იმუშავა, ამიტომ იქნებ ვინმეს ქონიათ მსგავსი და იცისთქო მაგიტომ დავწერე, ყველა vBIOS-ის გატესტვის ნერვები არ მაქვს
  10. მაქვს ჩინური წარმოშობის R9 290 4 GB (elpida) ვიდეობარათი, როგორც გავიგე, ძველი -GPU-ებს დებდნენ ახალ პლატაში და ახალ ქულერს უყენებდნენ და ყიდნენ ახლად (3 ვენტილატორიანი საკმაოდ დიდი ქულერით) მე მაინც მეორადი ვიყიდე და ძალიან კარგად მუშაობს, ერთი პრობლემა რაც აქვს, არ აქვს UEFI BOOT მხარდაჭრა და ზოგ მაზეზე საერთ არ ირთვება, ვნახე, რომ არის UEFI ბიოსები ამ ბარათისთვის, მაგრამ სამწუხაროდ რაც ვნახე (იგივე memory და სიხშირეებით) არ იმუშავა, ანუ ჩატვირთვის UEFI რეჟჟიმში მუშაობდა, მაგრამ დრაივერის დაყენების მერე შავი ეკრანი იყო საბოლოოდ დავბრუნდი ორიგინალ ბიოსზე და UEFI გარეშე უპრობლემოდ მუშაობს და დრაივერიც ყენდება თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება ამ ბარათებზე და თუ იცით მუშა vBIOS UEFI მხარდაჭერით? ორიგინალი ბიოსის სახელით რომ დავგუგლე, საფირის vBIOS ამომიგდო, თუმცა ზუსტად 1:1 არ იყო არც ის.
  11. გაუმარჯოს ebay-ზე შედარებით იაფად ვიყიდე Razer Core V2 thunderbolt 3 eGPU Enclosure "as parts", აღწერაში ეწერა რომ no power on ვიფიქრე თუ კვებაა დაზიანებული შევაკეთებიებ აქთქო პრობლემა გაცილებით მარტივი იყო, eGPU რომ არ ჩართოთ ხუფის გარეშე, ხუფზე არის მაგნიტი, რომელიც ააქტიურებს სენსორს კორპუსზე, როცა ხუფი სწორადაა მორგებული, რამდენიმე ვიდეო ვნახე, რომ ეს მაგნიტი დროთა განმავლობაში (რამდენიმე წელში) კარგავს მაგნიტურობას და სენსორი ვეღარ აღიქვამს ხუფი რომ დახურულია და უბრალოდ არ რთავს, პრობლემა გადაიჭრა პატარ ნეოდიუმის მაგნიტის მიწეპებით სენსორთან, ეს ისედაც დამჭირდებოდა, რადგანაც ჩემი ROG STRIX RTX 2080 ისედაც არ ეტეოდა ხუფის ქვეში, ზემოთა პლასტმასის და ერთი ვენტილატორის მოხსნა დამჭირდა რომ ხუფის გარეშე ჩამჯდარიირო, მოკლედ Razer Core V2 მუშაა 100%, შევაერთე ჩემს ლეპტოპზე (Thinkpad P1 Gen 2, i7 9gen) და იმუშავა ყველაფერმა, ერთი პრობლემაა: როცა ლეპტოპი დაშათდაუნებულია და შეერთებული Razer Core-ზე, ამ მდგომარეობაში არ ირთვება, ანუ Windows ის ჩატვირთვამდეც ვერ მიდის, საწყისი Splash Screen და მერე ითიშება და Bootloop-შია, როცა Windows ჩართულია, მაშინ უპრობლემოდ ერთდება, BIOS-ში ვნახე რომ Thunderbolt დევაისები და External Thunderbolt GPU ნებადართულია ჩატვირთვისას, რომც არ იყოს, უბრალოდ გარე მონიტორზე არ იქნებოდა Boot screen, როგორც ეწერა, ჯერ მაინც Windows ის ბრალიათქო, ამიტომ Windows 11 დავაყენე (იდეაში უკეთესი მხარდაჭერა აქვს მულტი GPU-სი ვიდრე Windows 10) და აქაც იგივეა ხომ არ იცით სხვა რა შეიძლება ვნახო რომ ლეპტოპის ყოველ ჩართვაზე არ დამჭირდეს Thuindrbolt-ის გამოძრობა/შეერთება (იდეაში Hotplug არის და არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ მაინც)
  12. თვით Linus-მა გამოუშვა ვიდეო:
  13. xp-გავუშვი 2K ზე როგორც იქნა, ოღონდ Display Port-ით და მხოლოდ 60 ჰერცზე, 100-საც ვერ ქაჩავს (მონიტორი 144 ჰერციანია) ესეც ჩემი კოლექცია (მშობლების სახლში მაქვს) ყველა კომპიუტერი გამართულია (მეტნაკლებად) ტესტბენჩზე ყველაზე "თანამედროვე" სისტემაა: X58 პლატფორმა X5675 (6c/12t) Xeon-ით Dell ის ბრენდ დედადაფაზე, 6×4 GB DDR3 და RX 480 8 GB, ჯერ-ჯერობითაც კარგად უმკლავდება, God of War დავიწყე და 45-60 FPS ქონდა High ზე 1080p რეზოლუციაზე, Nimez დრაივერებიც მინდა ვსინჯო, თითქოს უკეთესი შედეგები აქვს განსაკუთრებით ახალ თამაშებში. Cooler Master ის ალუმინის კეისში ROG Maximus Extreme (LGA 775) მაზერია QX9650 (თუ სწორად მახსოვს ეს მოდელია, QX როა ნამდვილად მახსოვს), 8 GB RAM და GTX 970, ამაზეც Windows 10 დავაყენე და ამ ზაფხულში ყველა Half Life დავხურე (CRT მონიტორზე) რომელიც ბოლომდე არ მქონდა დახურული 3CRT და 2 LCD მონიტორი მაქვს (ერთი TN 1440x900 მეორე კი კი IPS 1920x1080) CRT ები კი საკმაოდ კარგი ხარისხის და რეზოლუციებისაა (ერთი 120 ჰერცამდეც ადის დაბალ რეზოლუციებზე) ეს Fujitsu Siemens-ის POS ტერმინალია, Pentium 2 (თუ 3 ზუსტად არ მახსოვს 250 მეგაჰერციანი Slot A) Nvidia Geforce 6200 PCI ვიდეობარათით და Windows 98 ით აქ კიდევ ბევრი ერთად, ძირითადად 775 ებია სხვადასხვა თაობის და კლასის (Celeron, Pentium 4, Core2Duo, Core2 Quad) სხვადასხვა AGP და PCI-e ბარათებზე (ძირითადად Nvidia), არის Socket 478-იც DeepCool-ის პატარა ქეისში Q6600 არის GT 8800-თან 4 GB DDR3 RAM, Windows Vista (ახალ წლებზე დავასრულე და კარგად მახსოვს) Cooler Master ის ქეისში კი Core 2 Quad (მოდელი არ მახსოვს) 4 GB DDR2 RAM და GTX 960 4 GB ვიდეოთი, 32 ბიტიანი Windows 10 აყენია დანარჩენებზე კი Windows XP, 2000 და Windows 98 Windows ME მინდა დავაყენო რომელიმეზე, ძალიან მაინტერესებს, ყველა აძაგებდა, მაგრამ Vista-სი არ იყოს ბევრი სიახლე ქონდა 98-ის მერე და ბოლოსკენ კარგი სტაბილურობაც ქონდაო. პერიოდ-კორქტული კლავიატურებიც მაქვს, მაგალითად: თუმცა მექანიკური არ არის (ძველები)
  14. ისე, EA საზიზღარი კომპანიაა, რემასტერებს უშვებს მარტო ამ ბოლოს მგონი ნორმალურს (Jedi: Fallen order-ს გარდა) და ორიგინალი თამაშების მფლობელებს დისქაუნთსაც არ თავაზობს, თან ძველ ვერსიებს ხსნის ონლაინ მაღაზიებიდან Mass Effect-ზეც ასე ქნეს, არადა ყველა აქებს ამ რემეიქს, მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალიც ახლაც მშვენივრად გამოიყურება, აქ გეიმფლეიც დაატიუნეს ცოტა კიდევ და საიდ მისიებიც დაუმატებიათ გრაფიკის გაუმჯობესების გარდა, მაგრამ 60 უსდ გადამხდელი არ ვარ, თუ მომინდა ძველს დავაყენებ, მაქვს სტიმზე
  15. ეს რემასტერი გააკეთეს სმარტფონის პორტიდან, ანრეალ ენჯინის გამოყენებით, ბევრ ასეტს (ტექტურა, გრაფიკა) AI დახმარებით გაუკეთეს აფსკეილი და ზოგჯერ ძალიან ცუდი შედეგებით, განსაკუთრებით ბილბორდებზე და მსგავს ობიექტებზე მოკლედ ამ ვერსიის დაყენებას, ჯობია ორიგინალი ვერსიები დააყენოთ, რომლებიც საკაოდ კარგად მუშაობენ თანამედროვე სისტემებზე, მაგრამ თუ ყიდვა გინდათ, Rockstar მა ამოიღო ყველა ციფრული მაღაზიიდან, ან საეჭვო საიტებზე უნდა იყიდოთ Key-ები და გაააქტიუროთ, ან კიდევ ტორენტებიდან გადმოწეროთ მე ადრე მაქვს სტიმზე ნაყიდი სამივე და საბედნიეროდ არ წაუშლიათ ჩემი თამაშებიდან, და სავარაუდოდ არც წაშლიან, მაგრამ რაღაც მოვუსმინე, თითქოს ზოგი მუსიკა ამოიღესო (ლიცენზიების ვადა გაუვიდათ და არ ახანგრძლივებენ) სტიმ რილიზიდანო, ამიტომ ორიგინალი დისკ ვერსიის პირატკაა მგონი საუკეთესო ვარიანტი
  16. საშინელი ოპტიმიზაცია აქვს და იქრაშება Fallout3 ზე ხშირად ისე სახალისოა
  17. მიუხედავად იმისა, რომ კონსოლების ემულატორები ძალიან ფართოდაა ცნობილი და დახვეწილიც, კლასიკური PC ემულატორები არც ისე ცნობილია, ალბათ იმის გამო, რომ ბევრი "რეტრო" პროგრამა თუ თამაში ნორმალურად მუშაობს თანამედროვე Windows-ზე (თუ არ ჩავთვლით 16 ბიტიან აპლიკაციებს), ან შესაძლებელია ვირტუალიზაცია VirtualBox და VMWare საშუალებით, ან DosBox ემულატორით ანდა საერთოდ ScummVM-ით პირდაპირ გაშვება თამაშების, ამ მიდგომებს აქვთ თავისი უპირატესობები და ნაკლიც, მაგალითად ვირტუალიზაციის შემთხვევაში CPU წარმადობა ძალიან მაღალია, ზოგჯერ ზედმეტად მაღალიც კი, ვირტუალური სისტემა პირდაპირ იყენებს აპარატურულ რესურსებს, თუმცა 3D და Audio წარმადობა საკმაოდ დაბალია, ეს კარგი საშუალებაა რეტრო პროგრამების გაშვებისათვის, რომელიც არ ყენდება თანამედროვე ოპერაციულ სისტემებზე, x86 არქიტექტურა თითქმის მთლიანად უკუ-თავსებადია 8086 მიკროპროცესორის კოდთან, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ან ძალიან სწრაფია (ზოგი ძველი თამაში ან პროგრამა გაწერილი იყო პროცესორის კონკრეტულ სიხშირეზე, შესაბამისად დაბალ სიხშირეზე ნელა მუშაობდა, მაღალ სიხშირეზე კი ჩქარა, რაც მხოლოდ FPS მატებაში არ გამოისახებოდა, არამედ in-game დროც ჩქარდებოდა სიხშირის ზრდით) ან ძველი პროგრამა იყენებს თავის დროინდელი პროცესორების თავისებურებებს(ზოგჯერ ბაგებსაც), რაც თანამედროვე პროცესორებს არ აქვთ. DosBox ძალიან კარგია "სუფთა" DOS თამაშებისთვის, თუმცა ხმის და 3D ემულაცია ძალიან შეზღუდულია, ასევე შესაძლოა ყოველ თამაშზე დაგჭირდეს კონკრეტული პარამეტრების დაყენება, Windows 95/98 გაშვება მათზე ძალიან მოუხერხებელია, თუმცა ბევრი კლასიკური DOS თამაში ეშვება უპრობლემოდ (სწორად დაკონფიგურირების მერე), მაგალითად GOG-ზე ძველი თამაშების უმრავლესობა პირდაპირ DosBox-ში ეშვება ScummVM კი ფაქტიურად თამაშის EXE ფაილებს ანაცვლებს და ამით გვაძლევს თავსებადობას თანამედროვე Windows-თან, მაღალ რეზოლუციასთან და ა.შ, თუმცა თამაშების მხარდაჭერა ინდივიდუალურად უნდა დაემატოს და შესაბამისად მათი რიცხვი საკმაოდ შეზღუდულია. PCem და 86Box კი წარმოადგენენ გაცილებით უნივერსალურ ემულატორებს, (არა ვირტუალიზაცია, არამედ Low Level ემულაცია ხდება), რომლის საშუალებითაც შეიძლება არა მარტო პროცესორის, არამედ სხვა მაკომპლექტებელი ჰარდის: დედადაფის, ვიდეოკარტის, აუდიო ბარათის, ქსელის, ჯოისტიკის და ა.შ ემულაცია (პრინციპში ნებისმიერის, თუკი შესაბამისი ROM გაქვს). შესაბამისად, აკონფოგურირებთ აპარატურას და აყენებთ სასურველ ოპერაციულ სისტემას, დრაივერებს, პროგრამებს თამაშებს და ა.შ PCem არის საკმაოდ ძველი პროექტი (0.1 ვერსია მისმა ავტორმა სარა ვოლკერმა გამოაქვეყნა 2007 წელს), თუმცა გასული 2021 წლის ბოლოს ავტორმა შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, ეს ემულატორი გამოირჩევა მაღალი თავსებადობით, აქცენტი არის ემულაციის სიზუსტეზე, ამიტომ წარმადობა არც ისე მაღალი აქვს, Pentium 3 სრული ემულაცია თანამედროვე პროცესორებისთვისაც ძალიან ძნელია, რადგანაც ემულაცია ძირითადად პროცესორის ერთ ბირთვს იყენებს, უფრო გამოსადეგია მაღალი სიხშირის და IPC მქონე პროცესორები, პროცესორებიდან შეუძლია 8086-დან Pentium 3-მდე, არის ასევე შესაბამისი მოდელების დედაპლატები, 3D ადაპტერებიდან ლეგენდალური 3D FX, ასევე რამდენიმე ATI, Trident, S3 და ა.შ, ხმის ბარათებიდან კი რა თქმა უნდა Adlib, Game Blaster, Gravis Ultrasound, Sound Blaster და ა.შ მხარდაჭერილია, ასე რომ ადრეული 80-იანებიდან, გვანი 90-იანებამდე ბევრი სისტემის ემულაციაა შესაძლებელი: Homepage: https://pcem-emulator.co.uk/index.html GitHub Releases (v17) https://github.com/BaRRaKudaRain/PCem-ROMs/releases/tag/v17.0 ROM Set (v17) https://github.com/BaRRaKudaRain/PCem-ROMs/releases/tag/v17.0 უამრავი ტუტორიალი: https://he-1000-1975.com/pcem-emulator-tutorial/ 86Box კი არის წარმოადგენს PCem კოდზე დაფუძნებული ემულატორი, თუმა ავტორის (Miran Grča) თქმით, ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ განსხვავდება PCem-ისგან, ამ ემულატორში ყურადღება გამახვილებულია წარმადობაზე არა მაინცდამაინც ძალიან მაღალ თავსებადობაზე, თან რაც მთავარია პროექტზე აქტიურად მუშაობს ავტორი, ბოლო რილიზი ამ პოსტის დაწერიდან რამდენიმე დღით ადრე იყო, მუშაობის პრინციპი PCem-ის მსგავსია, ანუ ნებისმიერი აპარატურის ემულაციისთვის საჭიროა შესაბამისი ROM-ები, ცოტა უფრო მეტი აპარატურაა მხარდაჭერილი Homepage: https://86box.net GitHub Releases (3.11 მიმდინარე 2022 წლის 29 ნოემბრისთვის): https://github.com/86Box/86Box/releases GitHub 86Box Rom Repository: https://github.com/86Box/roms/releases 86Box YouTube არხი: https://www.youtube.com/c/86Box P.S: ROM-ები რომ რილიზთან ერთად არ ვრცელდება, როგორც ვხვდები ლეგალური მიზეზებით, თუმცა იგივე ROM-ები GitHub-ზევეა ერთი საინტერესო ვიდეო ვნახე (თუ მოვძებნე ჩავამატებ ლინკს) თუ როგორ შეიძლება რომ თითოეული თამაშისთვის გააკეთო ცალკე ინსტანცია ემულატორის და Autoexec.bat-ში დაამატო თამაშის გამშვები, ასე რომ როგორც კი შესაბამის ემულატორს გახსნი, პირდაპირ თამაშის ჩატვირთვის ეკრანში მოხვდები.
  18. https://www.moddb.com/tutorials/splinter-cell-ultimate-graphics-settings-includes-indirect-fixes ამ გაიდის მიხედვით Widescreen-იც ამუშავდა, დინამიური ჩრდილებიც და დრაივერიდან FXAA-AA 16x და AF-იც ჩავრთე და ძალიან კარგად გამოიყურება 20 წლის! თამაშის კვალობაზე 1) Widescreen Fix: https://github.com/ThirteenAG/WidescreenFixesPack/releases/tag/sc (უბრალოდ ჩააკოპირეთ ფაილები, მეტი არაფერი უნდა 2) PS3 HD Texture pack https://mega.nz/file/JkhgXbiI#Y0Syn7B74qXhg1UJt7cKxYHtdnmqp_9bYtbaoWBZbrc 3) DGVodoo2 კონფიგურატორი: http://dege.freeweb.hu/dgVoodoo2/dgVoodoo2/ (თამაშის System ფოლდერი უნდა მიუთითოთ და DirectX-ში Gegorce 4 Ti 4800 ვიდეოკარტა 256 მბ Vram-ით ჩრდილები რომ სწორად დარენდერდეს, დეტალები ზევით გაიდშია) 4) FXAA და AF კი ჩართეთ დრაივერიდან ისე მახსოვს ამ თამაშს ძმაკაცის Celeron ინტეგრირებული ვიდეოთი ძლივს უშვებდა და სასწაულ გრაფიკად მიგვაჩნდა მაშინ, თან თამაშში ქართული წარწერები (მართალია უმეტესობა უაზრო, მარა მაინც).. თან ქართველები ცუდი ტიპები არიან (არც მახსოვდა, მე პრეზიდენტი მახსოვდა მარტო რო ვერ იყო ) სკრინები (1440p) (სპოილერი ვერ ვნახე რატომღაც) დროშა ვერ დაკიდეს
  19. უფასოდაა პირველი Splinter Cell Ubisoft Connect-ზე
  20. https://www.mymarket.ge/ka/pr/21580597/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/kompiuteris-nawilebi/dedabaraTebi/ASRock-X79-Extreme-9-i7-3930k?OfferType=Basic ამ კომბოში ვფიქრობ დედაპლატა/პროცესორის გადაცვლას, 250 ლარი უნდა დავუმატო და რამდენად ღირს თქვენი აზრიც მაინტერესებს Windows XP-ს დრაივერები აქვს და ასევე აქვს Asrock Xtreme Tuning Utility რომელიც მომცემს საშუალებას RAMDisk გავაკეთო და ასევე 4 არხიანი მეხსიერება გამოვიყენო, მაგრამ i7 3930K-ს PCI-e 2.0 მხარდაჭერა ქონია (Intel-ის მიხედვით) 32 ნმ-იან ლითოგრაფიაზე 3.0-ისთვის კი უფრო ახალი პროცესორი უნდა -Ivy Bridge არქიტექტურაზე, ძვირები არ არის, მაგრამ მაინც დამატებითი ხარჯია, თან ჩემი i5 Ivy Bridge-ია უკვე ისედაც როგორც აღვნიშნე 4-ზე მეტი ბირთვი 32 ბიტიან OS-ებში არფერში მჭირდება, გარდა სინთეტიკური ტესტებისა, თანამედროვე 64 ბიტიან OS-ს რომ ვაყენებდე, კიდევ ხომ, მგონი საწინააღმდეგო უფრო მეტი ჩამოვთვალე თუ რამე i7 3770k შემიძლია უფრო იაფად ვიყიდო... აგრე მთლიანი კომბოა 300 ლარად: https://www.mymarket.ge/ka/pr/26897213/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/kompiuteris-nawilebi/procesorebi/i7-3770k-motherboard--8-ram-Combo?OfferType=Basic მოკლედ თქვენი აზრიც მაინტერესებს
  21. არ უშველა, Windows გადავაყენე საბოლოოდ მაინც სხვა პრობლემებიც ქონდა (რესტარტს და შათდაუნს დიდხანს ანდომებდა)
  22. უცნაური პრობლემა მაქვს Opera-ზე Home Theatre PC დავააპგრეიდე (მქონდა მე-6 თაობის მიკრო PC და მე-8 თაობის მინი PC შევცვალე GT 1030 ვიდეოთი) და Windows გადაყენება შემეზარა, პირდაპირ გადავიტანე SSD ახალ კომპში, დრაივერების დაყენების და დააპდეითების მერე ყველაფერი კარგად მუშაობს, კომპი შეერთებულია ტელევიზორთან და HDMI თი და ტელევიზორი კი ARC-ით საუნდ ბართან, ხმაც HDMI გადადის, Opera-ს ასეთი რამე ჭირს: რომ გავხსნი ტაბს, რომელიც გახნილია იქ ხმა მუშაობს, სხვა ტაბებში კი არა, (სხვადასხვა ვებგვერდებიც ვსნინჯე, მხოლოდ პირველი ხმიანი ტაბი მუშაობს, სხვები აღარ) და mute-ებული არ მაქვს ნამდვილად და ხმა სხვა ბრაუზერებში უპრობლემოდ მუშაობს, ოპერას რეინსტალი ვცადე (ლოკალური ფაილების წაუშლელად) და არ უშველა, Windows-ის გადაყენება მაგრად მეზარება მაგის გამო, ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა კონკრეტულად Opera-ში?
  23. კი, დიდი ალბათობით მაგ ამბავია თამაშიც ვცადე Unreal Engine 4 ძრავზე, ვიდეო მეხსიერება დატვირთა 3.8 გბ ზევით, ტემპერაურა 75 გრდუსს არ ასცდენია და არ გაუჭედია მოკლედ მგონი სრულიად საღი ვიდეო დამრჩა მადლობა, ვხურავ
  24. ჯერ ჯერობით ყველა სტრეს ტესტი გაიარა რაც ვცადე დავაყენებ თამაშებს და გავტესტავ მაშინ, თუმცა რისთვისაც მინდა მეეჭვება ისე დაიტვირთოს როგორც ამ სტრეს ტესტებით
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.