Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8136
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    31

Everything posted by gio_kiborg

  1. ხშირად სერვერებია გაჭედილი, ან ონლაინ თამაშის, ან ლიცენზიის შესამოწმებელი სერვერები EA-ს აპლიკაციაში ექაუნთი გააკთე თუ არ გაგიკეთებია Sign out გააკეთე და ისევ შედი გაშვება ცადე პირდაპირ EA-ს აპლიკაციიდან (სტიმი ჩართული იყოს) თუ არ უშველა, დაუკავშირდი EA-ს საფორთს
  2. კი, ეგ ნამეტანია მარა შესადარებლად ტიპები წლები თამაშობენ LOL და CS-Go მართალია ონლაინ თამაშთან პირდაპირ ვერ შეადარებ, მარა დარწმუნებული ვარ 33-ზე მეტჯერ ექნებათ ნათამაშები ერთი და იგივე სასტავს ერთი რუკა
  3. New Game + არის ამის მუღამი და თუ მთავარ კვეტს მიყვები საკმაოდ მალე დახურავ და პატარ პატარა რაღაცაები იცვლება ხოლმე მე მეორე გასვლაზე ვარ ჯერ მარა ისე ხშირად ვეღარ/აღარ ვთამაშობ
  4. ციფრული მუშაობს როგორ არა, მქქონდა კიდეც საუნდ ბარზე ტოსლინკითშეერთებული უბრალოდ მერე ცალკე პულტი მჭირდება საუნდ ბარისთვის, ტელევიზორის პულტით ვერ ვმართავ ვიდეოკარტის HDMI-დან მინდა ზუსტად რომ საუნდ კარტის ციფრული გამოსასვლელი გამოვიდეს
  5. ეგ არ მინდა ზუსტად hdmi ძალიან მოსახერხებელია მინდა რომ Windows-ში ავირჩიო Sound Blaster ის SDPIF გამოსასვლელი, რომელიც შიგნითვე გადამისამართდება ვიდეოკარტის HDMI-ზე (კაბელების გარეშე). ადრე კაბელით შეიძლებოდა შეერთება, მაგრამ ვფიქრობ პრინციპულად შესაძლებელია (ნუ თუ იქნება შესაბამისი დრაივერების მხარდაჭერა) რადგანაც ციფრული აუდიო ერთი PCI-e დან მეორე დევაისში უნდა გადავიდეს Windows მსგავს რამეს აკეთებს კიდეც პრინციპში მაგალითად შეგიძლია მონიტორი მიაერთო ინტეგრირებულ ვიდეოზე და რენდერი გააკეთო დისკრეტულ ვიდეოკარტაზე რომელიც ავტომატურად გადამისამართდება ინტეგრირებულ გამოსასვლელზე, ლეპტოპებში ეგ ფუნქცია დიდი ხანია, Windows 10 ბოლო ვერსიებში და Windows 11-ში დესკტოპზეც შეიძლება პირდაპირ გაკეთება, მე ვექსპერიმენტობდი Nvidia Tesla K80-ით, რომელსაც ვიდეო აუთი საერთოდ არ აქვს, თამაშებს ვარენდერებიებდი და მერე iGPU-ზე გამოქონდა, ამას ადრე ცოტა ჩალიჩი უნდოდა, მაგრამ ახლა პირდაპირ Settings/system/Display/Graphycs-ში შეგიძლია მიუთითო (ამ სკრინშოტზე მარტო ერთი კარტა ჩანს რადგან არ აქვს ამ დესკტოპს ინტეგრირებული): მე მსგავსი მინდა მხოლოდ აუდიოზე ოღონდ
  6. გაუმარჯოს სისტემაში მიყენია Sound Blaster Z ხმის ბარათი, მაგრამ სისტემა შეერთებული მაქვს ტელევიზორზე (და საუნდ ბარზე) ერთი hdmi კაბელით ტელევიზორი e-arc ფუნქციის HDMI პორტით დაკავშირებულია საუდ ბართან, რაც გარდა ხმისა საუნდ ბარის კონტროლის საშუალებას მაძლევს ტელევიზორის პულტით (ჩართა/გამორთვა და ხმის აწევ-დაწევა) როგორც წავიკითხე, ვიდეობარათი HDMI-ზე ატარებს ციფრულ აუდიოს, uncompressed 5.1-იც შეუძლია გაუშვას, თუმცა ჩემი საუნდ ბარი 2.1-ია საუნდ ბასტერი კი ფაქტიურად უმოქმედოდაა, კი შემიძლია დავაკავშირო საუნდ ბართან SPDIF optical audio კაბელით, მაგრამ მაშინ e-arc ფუნქციებს ვერ გამოვიყენებ (ანუ საუნდ ბარისთვის ცალკე პულტი უნდა გამოვიყენო ჩართვა გამორთვაზე და ხმის აწევ დაწევაზე, რაც საკმაოდ მოუხერხებელია) თან Optical audio-ს არ აქვს იმხელა bandwidth როგორც HDMI-ს მაინტერესებ თუ შეიძლება, რომ Windows-ის sound device-ად დავაყენო sound blaster მაგრამ ვიდეოკარტის (RTX 2060) HDMI პორტზე ქონდეს output? ადრე NVIDIA-ს ვიდეობარათებს ქონდა SPDIF კონექტორი და შესაძლებელი იყო დედა დაფის, ან საუნდ კარტის შიგა SPDIF ჰედერზე დაერთება, რომ ხმა HDMI-ზე გასულიყო, მაგრამ ახალ ბარათებს აღარ აქვთ ფიზიკური კონექტორი, რაიმე პროგრამული როუტინგის შესაძლებლობა ხომ არ არის?
  7. 23H2 გამოვიდა და ოფიციალური ბილდის გადმოწერაც შეიძლება როგორც იქნა Taksbar-ზე იკონების კომბიაციის გათიშვა შეიძლება თავიდანვე (წინა ვერსიებს ბოლო აპდეითით დაემატათ) windows-ის საინსტალაციო იმიჯის წინასწარ დატვიკულ ვერსიებს არანაირად არ ვენდობი, ნებით თუ უნებლიეთ ყოველთვის ეპარებათ უსაფრთხოების თუ სტაბილურობის პრობლემები, ამიტომ რამდენიმე %-იან წარმადობის პოტენციურ მატებას მირჩევნია სისტემა იყოს უსაფრთხო და სტაბილური (ყოველ შემთვევში Default ლევეზე მაინც) ყოველთვის ჯობია გადმოწერო microsoft-დან და მერე დატვიკო, მითუმეტეს არის ბევრი Open Source პროექტი, სადაც თუ დაინტერესდები შეგიძლია მთლიანი კოდი ნახო რამე ცუდს ხომ არ აკეთებს მე მაგალითად Chris Titus-ის Winutil-ს ვიყენებ: https://github.com/ChrisTitusTech/winutil ერთი PowerShell ბრძანებაა და ყველაფერს აკეთებს, თან სეთინგების ბექაფი შეგიძლია გააკეთო და მერე პირდაპირ შერჩეული პარამეტრები გამოიყენო სხვა ინსტალაციებზე
  8. გაასწორა, საკაიფო თამაშია, გაერთობა კაცი
  9. ASRock B550 Phantom Gaming 4-ზე მინდა Wake on Lan ფუნქციის ჩართვა მმნუალში უწერია, რომ მხარდაჭერილია ეს ფუნქცია, და ჩავურთე კიდეც PCIE Devices Power On Allow the system to be waked up by a PCIE device and enable wake on LAN Windows-შიც ქსელის ბარათის პარამეტრებში ყველაფერი ისე აყენია, რომ WOL ფუნქციამ იმუშაოს ბიოსში Deep Sleep იც გამორთულია (ქსელის კარტას თიშავსო ეგ) თუმცა არ მუშაობს, კომპი გამორთული როა საერთოდ არ ჩანს IP ქსელში (სტატიკური IP მაქვს მიცემული შიგა ქსელში) NirSoft-ის WakeMeOnLAN ვიყენებ და მხოლოდ ჩართული როცაა მაშინ ჩანს კომპის IP მისამართი კიდევ ვნახე , რომ შეიძლება Windows-იდან S5 power state ჩართო (იდეაში ჩართულია როცა Fast Statrtup ჩართულია Power Setting-ებში) და მაშინ უნდა იმუშაოს, მაგრამ არ მომწონს დეკსტოპზე Fast Statrtup ჩართვა, თან არ უნდა იყოს ეგ შუაში წესით ბიოსის სეთინგთან ხომ ვერ მირჩევთ რამეს?
  10. გასა ეგეც გასაგებია ყველა პოსტიდან მაგრამ შთაბეჭდილება მაქვს რომ არ აცალე რომ მოგწონებოდა, თავიდან რამდენიმე საათი არც მე აღმაფრთოვანა, მაგრამ მერე გრაფიკასაც უფრო დავაკვირდი თვითონ თამაშმა რომ შემითრია რაც კი წუწუნა ვიდეოები ვნახე ყველგან ან ძალიან ზღვრული შემთხვევები აქვთ მოყვანილი, ან ძალიან დაბალი რეზოლუციის (თუნცაც ზედა სურათშ) და კარტოფილი გრაფიკა ჩანს ტექსტურების რეზოლუციას და დეტალიზაციას რო შეეშვა, ფიზიკის (ნოვთების) GTA დეტალიზაცია და ამ თამაშის ახლოსაც ვერ მივა ერთმანეთთან გარემოში რაც არის ფაქტიურად ყველაფერი ფიზიკური ობიექტია თავისი ფიზიკის სიმულაციით, რაც ძალიან ბევრ რესურსებს მოითხოვს, თამაშინ ძრავი კიდევ არ არის ჯადოსნობა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეძლო, სადღაც კომპრომისი უნდა გააკეთო, ან ძაან დიდი სისტემური მოთხოვნები გექნება No Man Sky -ში Load Screen-ები არ არისო, და აქ 2-3 წამიანი ჩატვირთვები პრობლემა ყოფილა, NMS-ის გრაფიკა ლამის Cell Shaded არის და სამყაროს დეტალიზაციაც გაცილებით დაბალია 10+ წლის წინ GRID 2 გრაფიკა და ფიზიკა მომწონდა ძალიან (და ახლაც კარგი ჩანს) მაგრამ მერე დავაკვირდი მარტო მანქანაზე იყო ასე, დანარჩენი 60-70% ძალიან დაბალი რეზოლუციის ტექტურებით, დაბალი დეტალიზაციით იყო და მეტი არც სჭირდებოდა, იმიტომ რომ როცა თამაშობდი მანქანა იყო ძირითადი ყურადღების ცენტრში, აქ კი გადაწყვიტეს რომ მაქსიმალურად ინტერაქტიული სამყარო გაეკეთებინათ და პატარ პატარა ლოად სკრინები ჩაესვათ რომ დეტალიზაციის შემცირება არ დასჭირვებოდათ შეიძლება მოგწონდეს, ან არა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ "10 წლის გრაფიკა აქვს", "ლოად სკრინებია სულ", "ეს რა შუტერია"- ჩემი აზრით არ არის სწორი, გრაფიკა ძალიან კარგი აქვს უმეტესწილად, ლოად სკრინები 2-3 წამიანია თუ თამაშის მოთხოვნის მიხედვით SSD-ზე გიყენია, არ არის "მხოლოდ" შუტერი, და თუნდაც ხშირად ისროდე ჩემი აზრით გაცილებით უკეთესია ვიდრე GTA-ში თუნდაც, რა თქმა უნდა FPS-ის დონეზე არაა, მაგრამ არც მიზანი ყოფილა ეგ გეიმფლეის რაც შეეხება, ხალხი სერიოზულად წუწუნებს, რომ პლანეტებზე წრეს ვერ ვატყამთო, კარგი რა ვინმეს სერიოზულად უნდა რომ პლაეტას წრე დაარტყას თამაშში? თუ ასე ძაან უნდა, "კიდეზე" რომ მიხვალ დაბრუნდი ხომალდთან და რუკაზე რამდენიმე პიქსელის მერე დასვი და გააგრძელე ან კიდევ ითამაშე რა თამაში და კიდევ ერთი პლანეტიდან მეორეზე ვერ მიფრინავო (უფო სწორად მერე არაფერი შეგიძლიაო) და კარგი რა W-ზე 3 საათი ხელის დაჭერას რომ აზრი არ აქვს მაგაზე წუწუნებ? ცოტა რეალისტურად შეაფასო უნდა და შანსიც მისცე და არა 15 წუთი ითამაშო და ნაგავიაო ჩამოწერო
  11. 4:3 დაბალი რეზოლუციის გამოსახულებას თუ უყურებ კი ჩართე 4K მაღალი ტექსტურებით და სეთინგებით (თუნდაც FSR 65%) და მერე ნახე, აქტიურ NPC-ებზე მაინც თმის ყველა ღერი, სახის კანის ტექსტურა, ტანსაცმლის ტექსტურა ძალიან მაღალ დონეზეა თითოეული თმის ღერი და ტანსაცმლის ძაფი ჩანს 1080P აფსკეილინგის გარეშეც ძალიან კარგად გამოიყურება რა თქმა უნდა არის აქა იქ დაბალი რეზოლუციის ტექსტურები და ზოგიერთ ფონურ NPC-ს საშინელი სახე აქვს პერსონაჟის შემქმნელის რანდომიზაციის გამო თუმცა მხოლოდ ფონურ NPC-ებს სახელები რომ არ აქვთ ყველა NPC-ს ინდივიდუალურად შექმნა ხო რეალურად წარმოუდგენელია ისედაც
  12. 1.7.33 პატჩი გამოვიდა სხვადასხვა ფიქსებით https://torrentgalaxy.to/torrent/15634011/Starfield-Update-v1-7-33-0 მაგრამ ჯერ DLSS არ დაუატებიათ ოფიციალურად, რაც "მალე" იქნებაო, მაგრამ აფიქსეს გამყიდველების სკივრის ექსპლოტი, ანუ ზედაპირის ქვეშ თუ მოხვდები გლიჩებით, გამყიდველის ქვეშ მისი სკივრი იყო ყველა საქონელით და კრედიტებით (რაც ყველა თააშში აქვს ბეთესდას) და შეგეძლო გაგეპარსა უპრობლემოოდ ((ოპარვაში არ ითვლებოდა) ახლა სკივრი მოაშორეს
  13. მთავარი კვესტის გარდა ძირითადი ფრაქციების კვესტები გავიარე რომელსც საკმაოდ საინტერესო მისიები აქვს, ასევე 2 კომპანიონის საიდ კვესტი, US Sysdef კვესტი, უმეტესობა საინტერესო იყო და სახალისოც პლანეტებზე ხეტიალი და ფლორის და ფაუნის თვალიერება დიდად არ მიზიდავს, არც რესურსების მოპოვება და მენეჯმენტი, თორემ გაცილებით მეტი დრო დაიხარჯებოდა მისიების დაფის მისიებიც ძალიან ცოტა გავაკეთე, რადგან ეგენი მართლა უინტერესო რენდომ კვესტებია ასე რომ 100+ საათი საკმაოდ მრავალფეროვანი პირველ გასვლაზე
  14. დავხურე პირველი გასვლა, მაგრამ შემდეგი გასვლები ცოტა განსხვავებულებია (ანუ როცა იგივე გმირით აგრძელებ) და ის დავიწყე ახლა უკვე 100+ საათი დავაგროვე ამ თამაშში უკვე Fallout 3/New Vegas და Mass Effect სერიების გარდა ამდენი დრო არსად დამიხარჯია
  15. No Man Sky Eve Online Elite Dangerous და რა თქმა უნდა Star Citizen თუ როდესმე გამოვიდა ალფა სტეიჯიდან ყველა ონლაინია ოღონდ (ნუ NMS შეგიძლია ოფლაინად ჩათვალო) და Starfield არ მოგეწონა?
  16. 65 საათამდე ვარ ასული ჯამსი და მთავარ კვესტლაინში (რაც როგორც წესი არც ისე საინტერესოა) სულ რამდენიმე მისია გავიარე, 30 ლეველზე ვარ უკვე, საიდკვესტები, განსაკუთრებით კი ფრაქციების კვესტები ძალიან საინტერესო და სახალისოა, თუ არ ჩავთვლით mission board-ის რანდომად დაგენერირებულ მისიებს, თუმცა ეგენიც განსაკუთრებით მომგებიანია XP და ლუტის კუთხით, დიდი შინაარსის გარეშე ოღონდ ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და მნიშვნელოვანი კვესტი Crimson Fleet vs UC SysDef მიუხედავად მრავალფეროვნებისა, რაღაც სარკისებული ორეულები იყო, პირატებიც და სამხედროებიც ერთმანეთის ასლი იყვნენ, დიალოგებიც მსგავსი ჰქონდათ გადამწყვეტ მისიებში, უბრალოდ ვიზუალურად განსხვავებული, ალბათ ცოტა უკეთ უნდა ყოფილიყო დაწერილი, მაგრამ იდეა ისაა, რომ ბოლო მისიაზე წყვიტავ ვის მიემხრო საბოლოოდ, რაც საკმაოდ აბსურდულია ჩემი აზრით ჯერ ჯერობით რაც ვერ დავამუღამე კოსმოსური კომბატია, საერთოდ არ მიყვარს ფრენები თამაშებში, მარამ აქ ცოტა ნერვევის მომშლელია ის, რომ უაზროდ ბევრი მოწინააღმდეგეა ხოლმე, შენს მხარეს ვინც იბრძვის (თუა ასეთი საერთოდ) ბევრს არაფერს აკეთებს 1-1-ზე თითქმის ნებისმიერი ლეველის მოწინააღმდეგეს ვუგებ, 3-1-ზეც დაბალი ლეველის თუ არიან ვერევი, მაგრამ ერთ მისიაში 10-ზე მეტია და ერთს რომ მიზანში ამოვიღებ და ვესვრი დანარჩენი 9 მანადგურებს აქამდე Tech სკილები არ მქონდა განცითარებული და ახლა ვანვითარებ, რაც მნიშვნელოვნად გეხმარება, უვრალოდ როგორც უკვე ავღნიშნე, იმდენი მექნაიკაა თამაშში, სანამ დაამუღამებ და გაერკვევი დიდი დრო გჭირდება და შეიძლება საერთოდაც აღარ მოგეწონოს და დაიკიდო ეს კონკრეტული ასპექტი, მე მაგალითად აუთპოსტების მშენებლობას არ ვეხები ჯერ, 1-2 დავდგი უბრალოდ საცდელად და ვნახავ სხვა კვესტებს რომ მოვრჩები რამდენად დამაინტერესებს
  17. საინტერესო განხილვა აქვს ყველა პრეტენიზაზე თითქმის
  18. სხვისი არ ვიცი და მე უკვე რაც გადმოვიწერე 24 საათზე მეტი დავაგროვე და რაც უფრო ვამუღამებ თამაშის მექანიკას მით უფრო მითრევს, შინაარსის იშლება და უფრო საინტერესო ტოდის კომენტარი ძალიან იდიოტური და out of touch იყო ოპტიმიზაციას FSR2 თუ უძახიან არ ვიცი, ისე ნაგავი ოპტიმიზაცია აქვს ნამდვილად და FSR (ან დამოდილი DLSS) სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის, კონსოლებზეც (აფსკეილის და VRR ჩართულზე) 30 FPS უმიზნებენ 4K ზე, გული შეიძლება ამერიოს 30 FPS შუტერზე და ფრენის სიმულატორზე ისეთი ლაგი აქვს 30 FPS-ს
  19. ხო, ეგ მექანიკა ძალიან შემზღუდველია (ორივე წონა და ჟანგბადი) როცა თამაშში გაქვს რესურსების მენეჯმენტი, აუტპოსტები, მშენებლობა და ა.შ რესურსებს არ უნდა მიქნოდეს საერთოდ წონა საწყისი წონა 135 +135 (შენ და კომპანიონი) + ხომალდის 450-ია ახლა ხომალდი სავსე მაქვს რესურსებით და ვერ ვინახავ ვერაფერს (დააპგრეიდებულია თან 650-მდე კონტეინერი) ერთი გამოსავალია: ყველაფერი დაყარო ხომალდში, არ შეინახო ტვირთის საწყობში ეს წონაში არ ემატება, უბრალოდ ყრია რა და მერე როცა რა გჭირდება ხელით უნდა აიღო, თან ეს დაყრილი ნითები არ ჩანს არც Workbench-ებზე, არც გამყიდველებთან (ხომალდის ინვენტარი ჩანს) შეგიძლია გაზარდო წონა კონსოლიდან (Archievement-ებს გააუქმენს თუ ეს გააკეთე, თუ ოფიციალურს თამაშობ) ჩართე თამაში, გახსენი კონსოლი ტილდათი (ESC ღილაკის ქვეშ როა) და შეიყვანე კოდი player.setav carryweight XXXX (შეცვალე XXXX რაიმე წონით მაგალითად 5000, დეფაულტი 135-ია ნუ ცოტა ჩიტინგია, მარა ისე ძაან დამღლელია სულ ინვენტარის მენეჯმენტში ვარ ახალ დაწყებულზე და მერე რა იქნება
  20. წონის ლიმიტს გადააჭარბე ალბათ, ინვენტარში ნახე წერია ქვემოთ მარცხნივ, (135 ია საწყისი მგონი) ან Tab მენიუში მარჯვენა ქვედა კუთხეში გაყიდე ზედმეტი ლუტი (საწყის ეტაპზე უმეტესობა გაყიდო ჯობია და 500 ზე ნაკლები რაც ღურს (გარდა კრაფტინგის და რესურსისა) არ აიღო საერთოდ, მე მე-10 ლეველზე ვარ და ახლა 3000 ზე ნაკლები რაც ღირს, არ ვეკარები რესურსები და კრაფტინგ მასალები შეგიძლია დატოვო ხომალდის საწყობში (პილოტის კაბინაშია Cargo Hold პანელი) ან გადაუნაწილე კომპანიონებს
  21. ბევრმა არჩევანმა იცის ეგ არჩევაში უფრო მეტ დროს კარგავ ვიდრე თამაშში ამიტომ თუ რამემ ჩამითრია არ ვეშვები ხოლმე
  22. ნუ გემოვნების საკითხია ხო გრაფიკას აღარ ვანიჭებ უპირატესობას გრაფიკის სტილი, შინაარსი და გეიმფლეი უფრო მნიშვნელოვანია, და უფრო მეტად შინაარსი, იმიტომ რომ ამ თამასის გრაფიკა დიდი არაფერია და ზოგიერთი მექანიკა კიდევ საკმაოდ მოუქნელი, Mass Effect 2007-ში გამოვიდა და რესურსების/კომპანიონების მართვის ძალიან დეტალური მექანიკა ქონდა და ძალიან მარტივი, აქ კდევ სროლა ცალკე მექანიკაა, სკანერი ცალკე, ფრენა ცალკე, აპგრეიდები/კრაფტინგი ცალკე და ყველგან უნდა დაიმახსოვრო რა როგორ გააკეთო, მაგრამ შინაარსი როცა კარგია და გრაფიკა თვალებს არ დაგთხრის (მაგალითად Horizon Zero Down-ის ფერებს ვერ ვიტან მიუხედავად "ლამაზი და თანამედროვე" გრაფიკისა) გამოდგება
  23. მე ჯერ ჯერობით მომწონს, ათასობით პლანეტაზე ხეტიალს ისედაც არ ვაპირებ ტყუილად, დადებითი რევიუებიც ბერვია (ACG, Gmanlives, ModernVintageGamer) 100 საათი რომ ამ თამაშის მეტს არაფერს გააკეთენ რა თქმა უნდა ყველა ნაკლს გაცილებით მძაფრად შეიგრძნობ, რევიუერებს კი ადრე დაურიგენდნენ კოდებს, მაგრამ არა მგონია მთელი თვე ქონოდათ და "სამუშაო" კვირა 40 საათიანია საშუალოდ, ანუ თუ დღეში 8 საათზე მეტს არ თამაშობ 2 კვირაზე მეტი გინდა რომ მარტო ეს ითამაშო და სხვა არაფერი აკეთო ფაქტიურად რა თქმა უნდა ყელში ამოგივა ჩატვირთვებს რაც შეეხება, მე NVME SSD-ზე მაქვს ჩაწერილი (მე-3 თაობის) და საერთოდ არ მიშლის ხელს, კი არ უნდა იყოს ერთია, მაგრამ რაც არის, მისაღებია ამისთვის ძირის მოსათხრელი არაა , სავარაუდოდ სტანდარტულ SATA SSD-ზეც საკმაოდ სწრაფი იქნება რაც შეეხება ქვესტებს ჯერ ჯერობით საკმაოდ საინტერესოდ მიდის გვერდითი ქვესტებიც კი, რა თქმა უნდა ბევრია "წადი აქ და აიღე ის" სტილის, მაგრამ ბევრია ასევე საკმაოდ საინტერესო და სასაცილოც კი (მე-2 დღეა ვთამაშობ, ალბათ 10 სთ მაქსიმუმ) თამაშის გრაფიკა კიდევ წარმადობასთან შედარებით ცუდია კი, მაგრამ ჯამში საკმაოდ კარგია, ქალაქები ქალაქებს გავს, ხალხითაა სავსე და მეტ-ნაკლებად რეალისტური, ერთი ამ სტილის "ყველა ჟანრის" თამაშებს პრობლემა რაც აქვთ არის რომ ძალან ბევრი გეიმფლეი მექანიკაა, რომელიც უნდა ისწავლო კარგად უამრავი მენიუ და მენიუს შიგნი მენიუა და მაინც მოუქნელია, თან ერთუ მენიუს შიგნიდან მეორე (ზედა ლეველის) მენიუში შეიძლება გადახვიდე და ვიბნევი ხოლმე რუქა საშინელია, TAB უნდა აჭირო სულ რომ სისტემის, გალაქტიკის პლანეტის რუკეზე გადაერთი (ერთი მიმართულებით) ადგილობრივ რუკაზე კი (რომელიც ისედაც გამოუყენებელია ფაქტიურად) G უნდა დააჭირო რატომღაც, პლანეტაზე როცა ვარ და რუკას ვხსნი რატომღაც დეფაულტად ადგილობრივ რუკას არ ხსნის მაგალითად თანამგზავრებზე იარაღის/აღჭურვილობის მიცემა ფაქტიურად მხოლოდ მათ ჩანთაში გადატანით გამოიხატება და მხოლოდ იარაღს იყენებენ მიცემულს როგორც აქამდე შევატყვე, კომპანიონების არჩევის მენიუ ჩახლართულია, მგონი ერთი კომპანიონის ლიმიტი არის სულ ასევე დიდ ქალაქებში ხშირად ლიფტებს არ აწერია სად მიდის, უნდა გუმანით მიხვდე და მიწისქვეში რომ ხარ რა იცი სად ამოყოფ თავს მიუხედავად ბევრი ნაკლია, მე მაინც მისწორდება თამაში და ჯერ ჯერობით (პირველი მთავარი მისია არ დამიმთავრებია) ძალიან საინტერესოც ჩანს
  24. GR-ზე უნდა მისცე ენერგია (რომელიმე სისტემას მოაკლო) Alt დააჭირე და AD-ით ირჩევ სისტემას, WS-ით ენერგიის მომატება/მოკლებას ერთი ბარიც ყოფნის, უბრალოდ დიდხანს უნდება მომზადებას (თუ არ გესვრიან, არაუშავს რამდენიმე წამს) შევდივარ მუღამში თანდათან, მთელი დღე ვთამაშობდი
  25. დილის მერეა ვთამაშობ, დიდად ბაგები არ შემიმჩნევია, ერთი vsync თუ გავთიშავ იქრაშება, მაგრამ.ეს შეიძლება dlss მოდის ბრალიც იყოს სხვა მხრივ სერიოზული ბაგები არ შემხვედრია, გრაფიკა კარგია, მაგრამ არა გადასარევი, ბევრი სხვა თამაშია უკეთესი გრაფიკით და გაცილებით უკეთესი წარმადობით. 60% იანი სკალირებით (dlss) საშუალოდ 60 fps ზე ძლივს ავედი ჩემს სისტემაზე (4K/High), მარა სტატერს არ შეუწუხებივარ, FPS დაბლაც რომ ჩამოდის, სტაბილურადაა არ დახტუნავს გეიმფლეის თავიდან უნდა მიეჩვიო რომ დაამუღამო კონტროლი და ორიენტაცია ზოგადად, მერე საინტერესო ხდება. ერთი რჩევა: caps lock-ით სირბილი ჩართეთ, თორე სიარული საშინლად ნელია და სპრინტი (shift) 100 მეტრში ცლის ჟანგბადს. ჟანგბადი/ნახშირორჟანგის მექანიკა არ მომეწონა, უფრო სწორად ძალიან შემზღუდავია, 100 მეტრზე მეტი უნდა ირბინოს ადამიანმა სუთქვის შეკვრის გარეშე და ნახირორჟანგი საიდან გროვდება? (მითუმეტეს სკაფანდრი თუ არ გახურავს) იდეაში პირიქითაა... ჰიპერვენტილაცია ხდება როცა სწრაფად სუნთქავ..
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.