-
Posts
8136 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
31
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
საკულტო კლასიკა DOOM არაერთ უჩვეულო მოწყობილობაზეა პორტირებული გარდა კომპიუტერებისა და კონსოლებისა, მათ შორის ფეხმძიმობის ტესტერზე PoS ტერმინალზე სხვა თამაშებში (Stardew Vally მაგალითად) მანქანის აუდიო-ვიდეო სისტემაზე, სადაც საჭე, ღილაკები და პედლები გამოიყენება კონტროლერად კარტოფილის ბატარეაზე შეერთებულ TI-84კალკულატორზე: და ბოლოს PDF დოკუმენტის შიგნით(მუშაობს Chromium-ზე დაფუძნებულ ბრაუზერებში, ფაქტიურად Firefox და Safari-ს გარდა): https://doompdf.pages.dev/doom.pdf ფაილის გადმოწერაც შეგიძლიათ, მაგრამ თამაში არ ჩაირთვება, რადგან მხოლოდ კოდია PDF-ში, ასეტები (WAD) ფაილები არ მოყვება საავტორო უფლებების გამო.
-
VLADiK BRUTAL-ზე ვიკაიფე მაგრად
-
მე დავხურე გამოსვლიდან მალევე სთორი კამპანია შეიძლება თავიდან დავიწყო ახალი განახლებების მერე ონლაინი არ მითამაშია (ერთი ორჯერ სერვერ დისქონეთი ქონდა და დიდად მოყვარულიც არ ვარ
-
რაოდენობის მომატებით გაძნელება არის ძალიან "იაფი" და ცუდი ხარისხის გადაწვეტა თამაშის "რთული" დონეზე თუ უბრალოდ მტრის რაოდენობა ან სიცოცხლე გაიზარდა ეს თამაშს ნევების მომშლელს გახდის, ინტელექტის ან სხვა საშუალებების გაზრდა (მაგალითად შემცირებული სიცოცხლის კიტები, ტყვიები და ა.შ) ამავდროულად უფრო აგრესიული ოპონენტები გაცილებით უფრო ბუნებრივია, თუმცა ამაზე მუშაობაა საჭირო უფრო მეტი ვიდრე კონფიგ ფაილში რაოდენობის ან სიცოცხლის გაზრდა ინდიანა ჯონსის გარემო მომწონს ძალიან ამ თამაშში და ზოგადი სიუჟეტიც ჯერ ჯერობით
- 222 replies
-
დავიწყე თამაში და კარგად ჩამითრია ბოლო ორ საღამოს რომ ჩავუჯექი აპდეითიც დავაყენე, Path tracing ჩავურთე და 4k ყველაფერი ულტრაზე 40-50 ფპს-მდე ქონდა (4090), თან მაგარი ლაგი ქონდა, მაგრამ DLSS Quality-ზე 60-80 აქვს FPS და ლაგიც არ იგრძნობა, განათება ძალიან მაგარია განსაკუთრებით სიბნელეში, ან მარმარილოს კედლბიან დარბაზებში ჯერ კიდევ ვატიკანში ვარ, ვცდილობ ყველა საიდ მისია შევასრულო, საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ბევრი ე,წ emersion breaking მომენტია: ტენტის შიგნით შემიძლია 2-3 კაცი ვცემო ისე, რომ ტენტის შესასვლეთან ზურგით მდგომი ჯარისკაცი არ მოტრიალდება ერთი რა ხდებაო კაპიტნები თანამედროვე შეღებილი თმით დადიან, მართალია ადვილად რომ ამოიცნო, მაგრამ შეეძლოთ განსხვავებული უნიფორმა, ან სამკლაური მიეცათ მხოლოდ NPC-ს მოდელები ხშირად მეორდება,როგორც სახის, ისე ჩახმულობის მიხედვით სულ 3-4 სახესხვაობაა ერთი და იგივე NPC-სი, ხშირად ერთმანეთის გვერდიგვერდ ბოქსის კლუბის საიდმისიაში უნიფორმა რომ უნდა მეშოვნა ვიძრომიალე ბაზებში, ყველა ვცემე, მეთქი გავხდითქო და ერთიც ვერ ვნახე, თურმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილზე იშოვება უნიფორმა (არცერთ ბაზაში არაა) და იქაც ვერ მიხვალ თუ მთავარი კვესტი არ გაიარე (ჯინას სანამ არ შეხვდები) და ლოკაციაც რაღაც არაბუნებრივია, როგორც მოხვდნენ იქ და რატო იყვნენ ვერ მივხვდი ზედმეტი მექანიკა, მაგალითად სინათლის ასანთებად ჯერ უნდა ხელი მოკიდო ჯაჭვს, შემდეგ ჩამოქაჩო, ან გასაღები ჯერ უნდა ამოიღო, შემდეგ ჩასვა კარგში, მერე დაატრიალო, ეს კარგია პირველად და მეორედ, მერე უბრალოდ დროის კარგვაა, როცა ძალიან სწრაფად აკეთებ ამ ყველაფერს საიამოვნოც კია, მაგრამ სტელს სიტუაციებში რატომ უნდა დავიმტვრიო თითები, ერთ თამაშს ქონდა, არ მახსოვს რომელს, შეგეძლო ასე ნაწილ-ნაწილ ჩაგეტარებია მოქმედებები, ანდა ცოტა დიდხანს რომ დააჭერდი შესაბამის ღილაკს (E-ს) ყველა მოქმედებას აკეთებდა თავისით მიუხედავად Pathtracing-ისა, უმეტესობა სინათლის წყაროების დამტვრევა/გამორთვა არ შემიძლია: გარემოში უამრავი ბოთლია, რომელიც ტყდება და ნატეხებსაც კი აქვთ შესაბამისი ანარეკლი და გამჭვირვალობა, მაგრამ ლამპიონების ნათურები (რომელსაც ხედავ რომ დამატებითი დაცვაც არა აქვს) არ ტყდება რომც ესროლო, უფრო მეტიც, ზოგ ოთახში არის მაგიდის ნათურა, რომელსაც 2 მოქმდედებით თიშავ (ვერ ამტვრევ!) იქვე ოთახში არის ჭერშიც ნათურა, რომელთანაც მიდის კედლის ჩამრთველიდან კაბელები, თუმცა მხოლოდ ტექსტურებია, თუკი დრო დახარჯე რომ რეალისტურად გაგეკეთებიანა ელექტრო გაყვანილობა, ბარემ გაგეაქტიურებია რომ ჩართვა/გამორთვა შემძლებოდა, ან კიდევ დამტვრევა ზოგ სანთელს ვიღებ გასანათებლად, ზოგს ვერა, მაგიდის ნავთის ლამფები კი უძრავებია და ვერც ამსხვრევ იდეაში თითქოს immersive sim ტიპის თამაშია, მაგრამ ბევრი immersion მხოლოდ ვიზუალურია, არადა რომ განეხორციელებიათ, გეიმფლეიზეც და იმერსიაზეც ძალიან დადებითად იმოქმედებდა
- 222 replies
-
ThinkCentre M625Q ჩართვის პრობლემა
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in აპარატურული პრობლემები
ძველ ბიოსზეც მასე შვებოდა, ერთ საღამოს მოვახერხე ჩართვა ვცდი მაგასაც ისე მარა არ ვიცი... -
აღარ დავაკვირდი სიჩქარეში უნდა აისახოს, შეადარე სახლის/ოფისის WiFi-ს გაცილებით უკეთესი უნდა იყოს ისე 4G-ც საკმაოდ სწრაფი იყო, რამდენიმე დღე სახლში ინტერნეტზე პრობლემა იყო და ჩემს როუტერზე შევაერთე ტელეფონი და გავაზიარე ტელეფონის ინტერნეტი, საერთოდ არ მიგრძვნია სიჩქარის პრობლემა, 4K ვიდეოებს ვუყურებდით უპრობლემოდ, უბრალოდ პინგი აქვს ცოტა მაღალი ოპტიკურთან შედარებით რაც ონლაინ თამაშებისთვის შეიძლება იყოს პრობლემა
-
მშობლებისთვის არა-smart ტელევიზორზე შესაერთებლად გამოვიწერე M625q Desktop (ThinkCentre) - Type 10TL პასიური გაგრილებით, ინტერნეტში რომ შევიდნენ და ვიდეოები ჩართონ რომ ჩამოვიდა, არ იმუშავა, ირთვებოდა, ცხელდებოდა რადიატორი, გამოსახულებას არ იძლეოდა, Bios-ის რესეტი ვცადე, არ უშველა, სხვადასხვა და RAM სტიკი ვცადე და ჩაირთო, Windows 11 IoT Enterprize დავაყენე და იმუშავა, თუმცა ძალიან ნელი იყო, 2 ბირთვიანი CPU სულ დატვირთული იყო, რამდენიმე Linux Live ვცადე და Linux Mint გადავწყვიტე, მაგრამ სანამ დავაყენებდი, BIOS დავააპდეითებთქო (სანამ Windows აყენია) და რომ დაიწყო პროხესი რესტარტის მერე აღარ ირთვება, ზუსტად იგივე პრობლემა აქვს: ირთვება ცხელდება, გამოსახულება არ გაქმოაქვს რამეს ხომ არ მირჩევდით რა ვუქნა?
-
iPhone, Samsung, Xiaomi, Honor ტელეფონებს აქვთ ოფიციალური მხარდაჭერა https://www.magticom.ge/5g უნდა გქონდეს ჩართული სეთინგებშიც, შეიძლება ზოგიერთ სხვა ტელეფონზეც იმუშაოს, თუმცა მე Pixel 6 Pro მქონდა და არ მუშაობდა, არც საქართველოში, არც საზღვარგარეთ (iPhone-ზე მუშაობდა და იგივე ქსელში Pixel-ზე არა) ახლა S23 FE-ზე გადავედი (ამერიკულ, Snapdragon ჩიპსეტზე) და მუშაობს, 10-ჯერ და ზოგჯერ უფრო სწრაფია ვიდრე სახლის ოპტიკური ინტერნეტი (50 მბ) 300მბ-ზე ქვემოთ არ ჩამოსულა ფაქტიურად
-
თუ რეტრო თამაშები გაინტერესებს, მაგრამ რეტრო სისტემის აწყობის/განთავსების ადგილი, დრო, ფინანსები ან სურვილი არ გაქვს, შეგიძლია თითქმის ყველა თამაში ითამაშო ემულატორების საშუალებით, მაგრამ ყველა თამაში უნდა ცალ-ცალკე უნდა მოძებნო და დააკონფიგურირო ენთუზიასტმა eXo-მ 2007 წლიდან დაიწყო ჯერ DOS თამაშების კატალოგის შეგროვება, რომელშიც შედის არა მარტო თამაშები, არამედ მანუალები, საუნდრეკები, ბეჭდური ჟურნალები და ა.შ პირველი მისი ნაკრები იყო exoDOS (MS-DOS) თამაშებისთვის, დღესდღეობით exoDOS 6.0 ვერსიაა და შეიცავს 7633 DOS თამაშს (რომელიც კონფიგურირდება უმარტივესად, არ გჭირდებათ წვალება), ასევე ოპციონალურ მედია პაკეტს: წიგნებს, ჟურნალებს, საუნდტრეკებს და ა.შ სრული ვერსია (ტორენტი) 638 გბ-ია, რომელიც ინსტალაციის მერე 1 Tb-ზე დიდია, თუმცა არის ლაით ვერსია (5გბ) რომელც დამატებით მასალებს (წიგნები და ა.შ) არ შეიცავს, მხოლოდ თამაშებია ExoDOS Download eXo-ს მთავარ retro-exo.com ვებგვერდზეასევე არის eXoWin3x (Windows 3X თამაშები-345 გბ), eXoScummVM (212 გბ), eXoDream (LucasArts Games ემულატორი და თამაშები 80 გბ) და ExpApple2GS (Apple II GS თამაშები) ყველაფერი ორგანიზებულია და იყენებს LaunchBox Front-end-ს გასაშვებად, სხვადასხა ემულატორების სისტემის/თამაშის მიხედვით შესაძლებელია ასევე სხვადასხვა ნაკრებების გაერთიანება ერთ LaunchBox-ში (2TB External HDD ვიყიდე მაგისთვის სპეციალურად): RetroeXo-ს Youtube არხი
-
sony-ს თავისი უკიდეგანო სიბრძნით PSN სავალდებულო გაუხდია ამ თამაშისთვის (სინგლ-პლეერია!!) და Helldiver 2 ივით ვერ იყიდი იმ ქვეყანაში სადაც PSN არ მუშაობს ნუ Steam/epic-ზე, თორე PS 5-ზე შეიძლება რატომღაც, რადგანაც იქ PSN სავალდებულოა მხოლოდ ონლაინისთვის ალბათ? მოკლედ სრულიად სინდის დამშვიდებულად გადმოვწერ და ვითამაშებ მიმდინარე სიას რომ (თუ) მოვრჩები ჯერ პირველი არ დამიხურია
-
გაუმარჯოს სახლის სერვერზე (Debian 12) მიყენია qbittorrent-nox და სახლიდან თუ გარედან ვებ ინტერფეისთან მაქვს წვდომა გადმოწერილ ფაილებს ინახავს წინასწარ გამზადებულ ფოლდერში, რომელიც ასევე SMB-თი მაქვს დაშეარებული და ყველა კომპიდან მაქვს წვდომა ერთი პატარა პრობლემა არის ის, რომ Default დირექტორია მიწერია Absolute path-ით და არის ძალიან დიდი: /srv/dev-disk-by-uuid-358c56f0-d322-540b-8596-aa4b2d4e7297/download/01-Organised ყველა ფაილი მინდა რომ შეინახოს download/01-Organised ფოლდერშ და dev-disk-by-uuid-358c56f0-d322-540b-8596-aa4b2d4e7297 როგორ შევცვალო Relative path-ად? ადრე მეყენა Qbittorrent openmediavault-ში და იქ დოკერში ვამატებდი Volume-ებს Download ფოლდერისთვის და მხოლოდ /Download ჩანდა, რატომღაც აურია დოკერში (აღარ იწერდა არაფერს) და ამიტომ პირდაპირ დავაყენე, მუშაობს მშვენივრად, მხოლოდ მინდა რომ აქაც download/01-Organised ან /01-Organised ჩანდეს Path-ში, როგორც მიხვდი სადღაც უნდა დავამატო (bashrc?) რომ ავტომატურად მიხვდეს, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს და იქნებ დამეხმაროთ არ მინდა რამე ავურიო ჩემით
-
კი არის swarm engine ასობით ტირანიდს უკეთებს სიმულაციას ერთდროულად ყველას თავისი ფიზიკით/AI რაც ძლიერად ტცირთავს იდეაში CPU, თუმცა ამხელა განსხვავება არ უნდა იყოს ისედაც კარგი ოპტიმიზაცია თუ აქვს, 8700-ზე რომ ვითამაშე არც იქ ყოფილა ძალიან დატვირთული, ამიტო მგონია ერთ ინსტრუქციაზე არის მიბმული უფრო და მაგიტომაა დაბალ უტილიზაციას უჩვენებს, ხვა ლოგიკური ბლოკები არაა ისე დატვირთული
-
ვაა სერიოზული პრობლემები ქონია ინტელს მე დავხურე ახლა და დავაკვირდი სპეციალურად 80-ის ფარგლებში იყო FPS ბოლო ნაწილში ისე e-core გათიშვა ცადე? მარა ეგ latency-ზე და 1%-ზე უფრო ახდენს გავლენას ვიდრე საშუალოზე
-
4090 99%ზეა ამ დროს 5800x3D მაქსიმუმ 50% ანუ ვიდეოს წურავს კარგად, (4კ-ზე 70-90 fps) რაც არ უნდა ძლიერი პროცესორი იყოს მეეჭვება უკეთესი შედეგები იყოს, მაქსიმუმ 1% გამოასწოროს, ხანდახან აქვს წაბორძიკებები რაც იგრძნობა
-
ხომ არ თამაშობთ ვინმე ოფიციალურს Operations ები რომ გავცხოთ ქსელში?
-
გუშინ i7 8700-ზე და 1080 Ti-ზე ვითამაშე და 40-55 FPS ქონდა FullHD-ზე, ოღონდ GPU 90%-ზე ზემოთ არ იყო დატვირთული, ალბათ CPU ალიმიტებს დავამუღამე გეიმფლეი, მაგრმ ვფიქრობ უფრო კონტროლერზეა გათვლილი, უნდა ვცადო ერთი კონტროლერითაც
-
plati.ru / oplata.info საიტიდან თამაშების ყიდვა
gio_kiborg replied to ottko's topic in ყიდვა-გაყიდვა
რუსებს რომ არ გადაურიცხო ფული, G2A ანდა Kinguin-ზე იყიდე -
გეტყობა არ იცი w40k გარემო ძაან დეტალური რა lore friendly-ია, თვითონ ტაიტუსოს ისტორიაც საინტერესოა, პირველი თამაშის მერე რა მოუვიდა, ზოგი კიდევ ეჭვის თვალით უყურებს, მოკლედ თუ ამ სამყაროს არ იცნობ კიდევ ერთი hack n slash ია Gears of war სტილში, მაგრამ თუ იცნობ და ყველაფერს აკვირდები ძალიან საინტერესოა, p.s: gears of war ჩაფოქრებულიც არ იყო 40k რომ ათწლეულების ისტორია ქონდა, უამრავი წიგნი (წიგნების სერია) ნოველა, მოთხრობაა დაწერილი სამაგიდო და კომპიუტერულ თამაშებს და მინიატურებს რომ თავი დაანებო
-
70-90 მქონდა მე fps 4k ზე ყველაფერი ულტრაზე dlss ის გარეშე 4090 ვიდეოზე. 5800x3d -ზე ანდერვოლტი მაქვს -30 მილივოლტი და მაინც 85 გრადუსამდე ადის ტემპერატურა, თუმცა დატვირთვა 50%მდეა როგორც ჩანს დატვირთვა იმიტომ არ არის მაღალი cpu ზე რომ avx2 ინსტრუქციებს იყენებს ( ასეთი ტემპერატურები მარტო avx2 სტრეს ტესტოს დროს მაქვს, ისე 70 იყო მაქსიმუმი) პროლოგი გავიარე გეიმფლეის თვალსაზრისით რევოლუციური არ არის, თუმცა სამყარო შესანიშნავადაა გადმოცემული გამოვიზოგო მინდა მალე არ დავხურო 10 სთ არის სულ
-
პირველი ნაწილი იყო როცა Warhammer 40K ვეზიარე მაშინ ბევრი არ ვიცოდი ამ თემაზე თუმცა დამაინტერესა, მერე ნელ ნელა დავიწყე ვიდეოების ყურება რომ გამეგო სამყაროზე და კიდევ რამდენჯერმე დავხურე ისე კარგად იყო გაკეთებული ეს ნაწილიც ძალიან ახლოსაა ორიგინალ მასალასთან და უკვე პრინციპში 40K ოფიციალური ნაწილია (canon)
-
მოიცა დაკლებული გქონდა სიხშირე? ტემპერატურების გამო ალბათ? 20-30 FPS მოგცა 1 Ghz-მ? TDP-ც ხომ არ გქონია შეზღუდული? PL1/PL2? მე 5800X 3D- ზე მიყენია RTX 4090 და იმედია 4K-ზე არ დაალიმიტებს ვიდეოს, 4.5 ზე ტურბოზე ადის ეს
-
გაიხარე, ჩავამატე პირველში 9 რიცხვს ველოდები, ნაყიდი მაქვს
-
https://www.focus-entmt.com/en/games/warhammer-40000-space-marine-2 ინფორმაცია თამაშზე: დეველოპერი: Saber Interactive გამომცემელი: Focus Entertainment გამოსვლის თარიღი: 2024 წლის 9 სექტემბერი (5 სექტემბრიდან ზოგი ედიშენი) ჟანრი: Action, shooter, 3rd person, Hack & Slash ენა(გახმოვანება): ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური, ჩინური, იაპონური პლატფორმა: X-Box Series X, PlayStation 5, PC-Steam, Epic Games ძრავი: Swarm-Engine DRM: არ აქვს, კრეკი: RUNE PC მინიმალური მოთხოვნები: OS: Windows 10/11 64-bit Processor: AMD Ryzen 5 2600X / Intel Core i5-8600K Memory: 8 GB RAM Graphics: 6 GB VRAM, AMD Radeon RX 580 / Nvidia GeForce GTX 1060 DirectX: Version 12 Storage: 75 GB available space Additional Notes: 30 FPS in 1920x1080 with "Low" preset. SSD required. რეკომენდირებული მოთხოვნები: OS: Windows 10/11 64-bit Processor: AMD Ryzen 7 5800X / Intel Core i7-12700 Memory: 16 GB RAM Graphics: 8 GB VRAM, AMD Radeon RX 6800 XT / Nvidia GeForce RTX 3070 DirectX: Version 12 Storage: 75 GB available space Additional Notes: 60 FPS in 1920x1080 with the "Ultra" preset. SSD required. გადმოსაწერი ბმულები: TorrentGalaxy Fitgirl Repacks გადმოსაწერი ბმულები #3 პოსტიდან აღწერა: Your Craft is Death. Embody the superhuman skill and brutality of a Space Marine, the greatest of the Emperor’s warriors. Hold at bay the horrors of the galaxy in epic battles on far-flung planets with your deadly abilities and devastating weaponry. Uncover dark secrets to drive back the everlasting night and prove your ultimate loyalty to humanity. Crush the Tyranid swarms. Defend humanity. Purge the relentless Tyranid swarms as legendary Space Marine Titus in a spectacular new campaign. Play solo or with up to 2 friends in 3 player co-op. Enjoy intense, gory and fast-paced third-person action with hundreds of enemies on screen, from the creators of blockbuster co-op shooter World War Z. Defend the Imperium as your own Space Marine in an endlessly brutal and replayable PvE missions up to 3 players featuring 6 classes, unlocking new skills and cosmetics. Wage eternal war on your enemies in ferocious 6v6 PvP matches and bring glory to your faction!
-
როგორც წესი მაგ გაზიარებულს არ იყენებს თუ არ სჭირდება და როგორც წესი არ სჭირდება ხოლმე Task manager ში რამდენს გიწერს RAM -ს ინტეგრირებუკზე შეიძლება Pre-allocated შეამცირო (2 GB ზე ნაკლებს არ გირჩევ თანამედროვე სისტემაზე) მაგრამ shared ს მაინც დაწერს, უბრალოდ არ წაიღებს სანამ არ დასჭირდება