Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8072
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Everything posted by gio_kiborg

  1. ისევ არ იღებს Per Core ვცადე, ყველგან 40 ჩავუწერე და მაინც ერთი ბირთვია 3.8 ზე, დანარჩენები 3.6 დატვირთვისას Intel XTU-ს ვაბრალებდი, მაგრამ BIOS-შიც მაინც მიჩვენებს Base სიხშირეს 3.4 Ghz-ს ბოლო ბიოსია, 3.50
  2. მოკლედ რაღაც უცნაურობა ხდება A ბიოსზე გადავრთე დავარესტე და ახლა მაქსიმალურ დატვირთვაზე 600 ვატამდე ადის და idle ზე 100 ვატის ქვემოთაა რაზგონს ვცდი ამ შაბათ კვირას რომ მოვიცლი. დავიჯერო b ბიოსს ქონდა დარხეული? კიდევ ერთი, დამაგრძელებელში ადგილი შევუცვალე სისტემური ბლოკის კვების კაბელს (ვატმეტრთან ერთად) მარა ძაან მეეჭვება ეს რამე კავშირში იყოს, თან კარგი ხარისხის დამაგრძელებელია დამიწებასაც რომ ამოწმებს
  3. მოკლედ დავარესტე BIOS, RAM დავაყენე 2800-ზე მეტი არაფერი შემიცვლია და მუშაობს ნორმალურად, ჯერ არ გაუჭედია, მაგრამ მაქსიმალური დატვირტვის დროს 850-მდე მოაქვს კვებას ქსელიდან, ეფექტურობას 0,94 აჩვენებს, აnu დახლოებით 800 ვატს აწვდის სისტემას, მაინც მაღალი მგონია, თან რამდენად ვენდო მონიტორინგისპროგრამებს HWinfo64 მაგალითად არ ვიცი, მათ მიხედვით CPU-ს 100W მდეც არ მიწერდა დატვირთვისას, მაგრამ მაგალითად CPU Burning ზე 400 ვატამდე მოაქვს ქსელიდან, 4K Dynamic Furmark-ში და 8 ბირთვზე CPU Burner-ით ავიდა ქსელიდან იმ 850-მდე, მაინც მაღალი მეჩვენება, ვატმეტრსაც გავტესტავ შეძლებისდაგვარად:) კვების შესაცვლელად ვერ მოვიცალე ჯერ, თამაშიც არ მინახია, მხოლოდ სტრეს ტესტები გავუშვი, 1 საათამდე და გაიარა თან ტემპერატურები 60 გრადუსის ქვემოთაა ვიდეოზეც და პროცესორზეც
  4. sabertooth სტაბილურობის სიმბოლოაო და დაერხა CPU დაერხა DDR4 ერთ მოდულს დაერხა ეს ყველაფერი ვფიქრობ მაზერის გამოწვეული იყო, რადგან თავიდანვე ქონდა ნაკლი (x8 აჩვენებდა x16 ნაცვლად PCI-e-ს ამ სისტემას ვერ ვარაზგონებ ფაქტიურად მეტი რა ვიცი 1000 ლარამდე ზარალში ვარ უკვე 2 წლის განმავლობაში (RAM-ს მარტო იმ გაფუჭებულს ჩავთლი, თორე ისე ახალი ქითი ვიყიდე) ჩემი შეხება ამ სოკეტთან არც ისე სასიამოვნო იყო აქამდე დავტესტავ ამ ვიქენდზე კვებასაც ახალი დრაივერი გამოუშვია nvidia-ს ისე და იმასაც ვნახავ, იქნებ ის ახურებდეს
  5. კარგი აზრია, ვნახავ სხვა კვებასაც ეს მაზერი მშვენივრად მუშაობდა Far Cry 5 დავხურე ლამის სტატერიც არ ქონია დავაკვირდები კიდევ ისე მაგარი კაპრიზულია რა ეს x99
  6. ორჯერ გამეთიშა AC Origin-ის თამაშისას CPU დეფაულტზეა, RAM- 3000-ზე გუშნ მთელი ღამე Aida 64 დავტოვე, დღეს მთელი დღე Memtest x86 და არაფერი ერორი არ ამოუგდია შტეფსელში შესაერთებელი კვების საზომი მაქვს და ახლა დავაკვირდი, 850W-მდე კვებას მოიხმარს (შტეფსელიდან შემავალს) 0.9-ზე მეტია ეფექტურობა (ზედვე აწერს გამზომი) ანუ 850×0.9=765W მოიხმარს სისტემა, ვიდეოკარტა ქარხნული რაზგონითაა 1569Mhz CPU/1376 Memory დავთვალე ეს კონფიგურაცია და 600W-ზე მეტი არ უნდა წაიღოს და ეს დანარჩენი 165 W რატო მიაქვს? რატომღაც მგონია რომ OCP ჩაირთო კვების ბლოკზე ორივეჯერ, რადგან ტემპერატურები CPU და GPU-სიც 60 ქვემოთ იყო
  7. აუ ეგ დამავიწყდა დამეწერა Sabertooth-ს დაერხა, ჯერ PCI-E ს მხოლოდ X8 ზე ხედავდა, ბოლოს სულ აურია მერე 1 ცალი RAM სტიკი და CPU იყო დაზიანებული მაზერი ASRock X99M Extreme4 ვიყიდე აქ საბედნიეროდ CPU ინტელმა შემიცვალა CPU და 85 ლარში გავიწეწე მარტო გაგზავნა რაც დაჯდა RAM ახალი კიტი ვიყიდე 4×4 Corsair CMK16GX4M4B3000C15 და 15-17-17-35 ზე 3000 მეგაჰერცზე მუშაობს (XMP არა, სტანდარტული პროფილი, ხელით გავუწერე) რაც მქონდა სხვაგან დამჭირდება სავარაუდოდ ისედაც
  8. უცნაურად იქცევა ჩემი 6800K BIOS-ში რომ ვუთითებ 40-ს Ratio-ს სათითაო ბირთვზე, იღებს, მაგრამ არ აყენებს რომ ჩავრთავ კომპს, სტანდარტული 36 ია მაქსიმალური მულტიპლეერი დავადეფაულტე, მხოლოდ CPU, მისი ვოლტაჟი (1.25 adaptive +0.02) და RAM-ის სიხშირე დავაყენე ხელით, მაგრამ მაინც არ იღებს ეს BIOS ესეც Windows: CPU Turbo-ზე 38 აქვს HWinfo 64-ში Intel XTU მეყენა და ის ხომ არ ტოვებს რამე სეთინგს? წაშლამდე Default-ზე გადავიყვანე
  9. რით ვერ ხვდებიან ეს დეველოპერები, რომ მომხმარებლები წყვიტავენ მათ ბედს და არა პირიქით? არც ერთს არ არგო გეიმერებზე მსგავსმა განცხადებებმა და რატო ვერ სწავლობენ ჭკუას ვერ ვხვდები თუ PC ზე არ გამოუშვებენ შემდეგს, ჩვენ არაფერი დგვაკლდება, რადგან ისედაც უხვადაა თამაშები, თვითონ დაკარგავენ ძალიან დიდ რიცხვს მომხმარებლებისას მაგრამ აბა დეველოპერებმ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, Publisher-მა მიიღო გადაწყვეტილებაო? Epic Game Launcher დიდად არ მომწონს, და არც ის ფაქტი მომწონს რომ 9 ლანჩრი უნდა მეყენოს რომ თამაში გავუშვა, მაგრამ ბოიკოტი და რევიუ ბომბინგი არ ღირს მაგის გამო PC იუზერები გააღიზიანა იმან, რომ ბოლო წუთში გადაწყვიტეს ეს ცვლილება ფაქტიურად კი, მესმის კომერციულად მათთვის მისაღებია და ჩვენთვისაც, 10 დოლარით გააიაფეს მგონი, მაგრამ ბევრს არ მოწონს Epic Game Launcher ჩემსავით, ბევრი ისეთი ფუნქციები არ აქვს, რაც Steam-ს მაგალითად თამაშების შეფასება და რევიუ . თავიდანვე რომ Epic-ის ექსკლუზივი რომ ეთქვათ ან რამდენიმე თვის წინ მაინც, კიდევ კარგი იქნებოდა. კი მინდოდა თამაში, მაგრამ ახალ გამოსულს მაინც არ ვიყიდი, რევიუებს დაველოდები, მერე ვაპირებდი ზაფხულის სეილზე მეყიდა, ალბათ 2020 ზაფხულის სეილზე გადაიწევს სტიმზე როცა გამოვა თუ კარგი იქნა ისიც, თან მანამდე ოპტიმიზაციაც იქნება გაუმჯობესებული და GOTY-ც იქნება გამოსული ყველაზე პრიკოლი ისაა, რომ ვინც არ ყიდულობს და დაკრეკილ ვერსიას იწვევს, იმას მაგრად კიდია სად და რომელ პლატფორმაზე გამოვა და ის ხალხი, ვინც ყიდვაზე ფიქრობს, ახლა პირატობაზე იფიქრებს. ისე, GOG-მა მინდა გაქაჩოს მაგრად, არავითარი DRM, არავითარი ლანჩერი (ნუ ოპციონალური) და ეგ კი არა დაუნლოადერიც ქონია, საინსტალაციოები რომ გადმოწერო ბილიოთეკიდან
  10. ვა happy ending არ აქვს ამ თამაშს? სპეციალურად არ ვუსმენდი ინფორმაციას დასარულზე, ვიცოდი რომ ერთ-ერთი დასარული იყო ბირთვული ომი, მოკლედ ალბათ ბევრმა nuclear ending აირჩია და ლოგიკურიცაა რომ ახალი თამაში მისი გაგრძელებაა,
  11. სახლში მაქვს ოპტიკური ინტერნეტი და მოყოლილი ნაგავი მოდემ/როუტერი ISKRATEL INNBOX F50 აქვს ერთი 1გიგაბაიტიანი პორტიც წესიერი WiFi როუტერი რომც ვიყიდო ცალკე (იყიდება საკმაოდ ნორმალური Cisco-ს dual band როუტერები ადამიანურ ფასად) მგონია ჩემი როუტერი არ დაალიმიტებს, განსაკუთრებით თუკი 1 გიგაბაიტიან პორტშ შევაერთებ. როუტერს თვითონ 1 გიგაბაიტიანი პორტები და 2 სიხშირიანი WiFi უნდა ჰქონდეს https://www.mymarket.ge/ka/product/8740861/Cisco+Linksys+EA4500+450+Mbps+4-Port+Gigabit+Wi-Fi https://www.mymarket.ge/ka/product/12494937/Cisco+Linksys+EA6500+AC1750+ორ-სიხშირიანი+dual+band+Wi-Fi ეს საკმაოდ კარგი ჩანს და ფასიც მისაღებია მეორე ვარიანტია, ვიყიდო როუტერი ინტეგრირებული ოპტიკური მოდემით, ცოტა ძვირი იქნება, მაგრამ ვერ ვნახე მსგავსი ვერაფერი ხოპმ არ მირჩევდით რამე კონკრეტულ მოდელს?
  12. RX Vega 64 და 1080 TI ერთნაირ კატეგორიაში როა არაუშავს? თან 1080 არსად ფიგურირებს მეტრო ყოველთვის გრუზი იყო მიმდინარე სისტემებისთვის ისე, მაგრამ Ultra-დან Very High ან High ზე რომ ჩამოხვიდე (ტექსტურები Ultra-ზე იყოს თუნდაც) ვფიქრობ 1080TI 4K 60FPS მოერევა, ან 1440P 90+ FPS თებერვალში Far Cry ც გამოდის იგივე დორს, მარა ეს უფრო მაინტერესებს თუ ვნახე დრო სათამაშოდ
  13. ს ეგ Wolfenstein New Blood-ში იქნება ალბათ მე მგონი დეველოპერები ეღადავებიან SJW-ებს ამ ბოლოს ჯერ DOOM Ethernal-ში Mortally Challenged ტერმინზე აწუწუნდნენ, ტოქსიკ მასკულანობას კი ტოქსიკ მასკულანი ქალებით ებრძვიან ისე FarCry 5 ში საინტერესო პოლიტიკური სიტუაცია იყო, იდეაში პრეპერი ამერიკელები კარგ ტონშიც ყავდათ წარმოჩენილი რაც არ მოეწონა ზოგ მემარცხენე ჟურნალისტს რადგან რამდენიმე პერსონაჟი იყო აშკარად ღადაობდნენ ობამაზე ამ დროს კაი ტიპები იყვნენ და არ იცოდნენ რა რეაქცია ქონოდათ გავაგრძელე დიდი პაუზის მერე მეხუთე, ბოლო "შვილის" ტერიტორიაზე ვარ, ახლის გამოსვლამდე დავხურავ ალბათ, საკმაოდ კარგი შუტერია
  14. ჩემი მონიტორი ოფიციალურად მხარდაჭერილების სიაშია, იგივე დიაპაზონში აქვს Gsync თავსებადობა, როგორიც FreeSync-ში CS:GO და მსგავსი შუტერებისთვის თუ თან პროფესიონალურად თამაშობ ალბათ არ იქნება ისე მნიშვნელოვანი, რადგან მაქ კლავიატურა/მაუსის ლაგი უფრო მნიშვნელოვანია და მაღალი Refresh Rate, Gsync და FreeSync კიდევ ვიდეოს კი ხდის ძალიან გლუვს და ეკრანზე ზოლებს აქრობს, მაგრამ რაღაც ლაგს მაინც უმატებს, თუმცა მე ონაინ შუტერებს არ ვთამაშობ და მირჩევნია ყოველთვს Adaptive Sync მქონდეს ჩართული უფრო კარგი გამოსახულებისთვის გავტესტავ იქეთ კვირაში
  15. ეს თამაში გეცნობათ რომელია 15-დან 22 წამამდე რომ ჩანს Commandos მგონია, მაგრამ ვერ მივხვდი რომელი
  16. HumbleBundle Neverwinter-ს იძლევა უფასოდ https://www.humblebundle.com/store/neverwinter-pack მე MMO-ებს არ ვთამაშობ და თუ ვინმეს გინდათ ჩემი კოდი' ამ წლის ბოლომდე უნდა გაააქტიუროთ arcgames-ზე: https://www.arcgames.com/en/splash/ads/neverwinter?hoff_transaction_id=102d026003e2e7a707e5f5dd268ac2&hoff_vendor_id=1776&hoff_offer_id=84&hoff_campaign_id={campaign_id}&hoff_aff_sub1=&hoff_aff_sub2=&hoff_aff_sub3=&hoff_aff_sub4=&hoff_aff_sub5=&gclid=
  17. არა სხვაგანაც ასეა სადაც მხოლოდ ტექსტი შეგყავს (plain text) ყოველგვარი ფორმატირების გარეშე არ ვიცი შეიძლება რომელიმე ადონი ურევდეს, გავთიშე ადბლოკერები და არ უშველა, სხვა მეეჭვება...
  18. ამ ბოლოს რაღაც უცნაურობა დაეწყო, ტექსტის შესაყვან არეს (მაგალითად სადაც პოსტს ვწერ ფორუმზე, ან სერჩბოქსში, ან იუზერნეიმ/პაროლში) მთლიან ტექსტბოქს უცნაურ ჰაილაითებს უკეთებს: თან როგორც დავაკვირდი ისეთ ტექსტბოქსებში ხდებბა, რომლებსაც ფორმატირების ფუნქცია არ აქვს და მხოლოდ plain text შეყვანა შეიძლება (მაგალითად forum.ge ზე და არა overclocker.ge-ზე)
  19. ამაღამ ჰელოვინის ფასდაკლება უნდა დაიწყოს წესით სტიმზე იმედია ეღირება ისეთი იქნება
  20. ხო მაგრამ ეგ აპდეითები არის ბაგების გასწორება და ახალი ფუნქციების ნელი დამატება, ზომითაც როგორც წესი პატარებია და როგორც წესი დაბაგულ "ახალ და შესანიშნავ" ფუნქციას არ გტენიან Linux-ში, თუ რამე ახალი შემოვა, უფრო დასრულებულია ვიდრე Windows-ის pre-alpha სტადიის მქონე "ფუნქციები" რეპორტებზე მეეჭვება რომ Linux-ზე მეტი იყოს, რა თქმა უნდა საშუალოსტატისტიკური Linux მომხმარებელი გაცილებით უფრო ჩართულია OS ის მუშაობაში და ფუნქციებში და უფრო მეტად არეპორტებს, მაგრამ Windows ის მომხმარებლების რიცხვი გაცილებით მაღალია და მიუხედავად იმისა რომ დიდი ნაწილი სულ არ აეპორტებს არაფერს, საშუალოდ მაიც გაცლებით მეტი გამოვა, მაგრამ ისე სწრაფად ვერ გაასწორებენ როგორც Linux-ში, რადგან ყველა ინჟინერეს თავის საქმე აქვს და პირველ რიგში მას უნდა მიხედონ, მერე თუ რამეს გაასწორებენ მთელი ბიუროკრატიული პროცედურები უნდა გაიაროს რომ საბოლოოდ გამოუშვან ფიქსი, იმედია გარკვეული QC-ც Open Source მიდგომა ზოგადად არ არის უნივერსალურად უკეთესი ჩემი აზრით, ბევრ რამეში ჯობია (მაგალითად იმაში, რომ პრობლემაზე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მუშაობა და დაფიქსვაც კი თუკი კარგად გარკვეულია, უსაფრთხოებაც უკეთესია იმის გამო რომ კოდს ყველა უყურებს და პრობლემებს მალევე შეამჩნევენ და დაფიქსავენ, Windows ში კი თუ იპოვეს ხვრელი ჯერ კარგად გამოიყენებენ სანამ Microsoft მიხვდება რომ საერთოდ ხვრელი აქვთ (Wonna crypt და Wonna Cry მაგალითად) მაგრამ ნაკლი ისაა, რომ სრულიად რომ გამოიყენო Open Source OS უპირატესობები, გაცილებით ჩართული უნდა იყო და მეტი იცოდე ზოგადად ვიდრე WIndows შემთხვევაში, როცა მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კომპიუტერი უბრალოდ ხელსაწყოა რაღაცის საკეთებლად და მეტი არაფერი (მანქანასავითაა, ზოგი ძაან დეტალებში მიდის და თავისი ხელით უვლის თავის მანქანას, ზოგს კი A დან B მდე გადაადგილება უნდა და მთავარია კომფორტულად გაიაროს სულ არ აინტერესებს შიგაწვის ძრავა და სხვა მექანიკურ-ელექტრული დეტალები, საქარე მინის საწმენდში წყალი თუ ჩაასხა და დროდადრო ზეთი და წყლის დონე შეამოწმა ძრავში მიღწევაა -(პ.ს: საკუთარი თავი მომაქვს მაგალიად) მეორე ნაკლი და უპირატესობა ოფენსორსის არის დეცენტრალიზაცია, ანუ ერთი კომპანია არ მართავს მთლიან სისტემას, წარმოიდგინე ერთ დღეს Microsoft რომ დაიხუროს მაგალითად მოულოდნელად, რამხელა ზარალს გამოიწვევს მთელ მხოფლიოში, თუმცა ეს დეცენტრალიზაცია გარკვეული პრობლემაა დამწყები მომხმარებლისთვის, უამრავი დისტროებიდან რომელი აარჩიოს არ იცის, ზოგი რაღაც ერთგან უფრო მოსახერხებელია, ზოგი მეორეან, ზოგი სოფტი შეიძლება პრობლემური იყოს დისტროდან დისტროს შორის და ბინარული კოდის კომპილაცია დაჭირდეს კონკრეტულ დისტროზე რაც არც ისე ადვილია დამწყები მომხმარებლისთვის, Closed Source თავის მხრივ არ არის "ცუდი" Unix ხომ დახურულ კოდზეა ახლაც მაგალითად, უბრალოდ Microsoft მა ძალიან აურია ამ ერთმანეთზე მეტად პრობლემური განახლებებით, ტოტალური მონაცემებიის შეგროვებით და თავსმოხვეული ფუნქციებით და პროგრამებით, მაგალითად Photos აპლიკაცია, არ ვიცი სპეციალურად ეხადენ რომ საშინელება გამოსულიყო თუ რა გააკეთეს, Windows Photo Viewer მარტივი და სწრაფი პროგრამაა, მინიმაური ფუნქციებით, Viewer-ს არ სჭირდება არაფერში მეტი ფუქნცია, Photos აპლიკაცია კი ნელი მოუქნელი და გამოუყენებელი ფუნქციებით გატენილი ნაგავია, SSD-ზეც კი იგივენაირი მიუღებლად დიდი დაყოვნება აქვს ჩართვისას, როგორც ტრადიციულ ვინჩესტერზე, ამავდროულად Video აპლიკაცია სულაც არ არის ცუდი, 4K ვიდეოებსაც სწრაფად ხსნის ვინჩესტერებიდან MPC ზე სწრაფად კი მგონი, როგორ შეიძლება ორი მსგავსი პროდუქცი ასე მკვეთრად განსხვავებუი გამოვიდეს, რამდენი ხანია ვფიქომ ამ აპდეითში გამოასწორებენ მეთქი მარა არაფერი მსგავსი, რამდენი აპდეითია 2015 დან არაფერი გამოსწორებულა...
  21. რაღაც ძალიან საეჭვოდ ჟღერს ეს დარეკვა რა საჭიროა დარეკვა არ შეუძლიათ რომ უტილიტა გამოუშვან ინსტრუქციით? სავარაუდოდ Remote Access გთხოვე და თვითონ გააკეთებენ, ისე პრონციპში Microsot თვლის რომ მომხმარებლების უმეტესობა ვერ შეძლებს თავის გართმევას ამ სირთულის ამოცანაზე და შეუქცევადად დაკარგავს ფაილებს, რაშიც სიმართლე გითხრა ვეთანხმები, მაგრამ ორი ოპცია ყოფილიყო, ერთი Advanced User-ებისთვის გაფრთხილებით რომ თუ რამე დაუშავდება Microsot არაფერი დააბრალონ და მეორე დანარჩენი მომხმარებლებისთვის დარეკვის ოპცია თუმცა ვინც ხელით დააყენა ეგ განახლება, იცოდა ზუსტად რასაც აკეთებდა და სავარაუდოდ შედარებით მარტივად შეძლებს პრობლემის გამოსწორებას Microsoft-ის "მზრუნველობის" გარეშეც
  22. კარგი ნუ კამათობთ Windows vs Linux-ზე, აგერ Microsoft სერიოზულ მხარდაჭრას უცხადებს Linux და მისი პატენტების გამოყენების უფლებას აძლევს:
  23. Linux მშობლებს დავუყენე ლეპტოპზე ვერ მოკლავენთქო ჯერ არ შევუწუხებივარ (Lubuntu თუ სწრად მახსოვს) Win 10 კვდებიდა ძველ ლეპტოპზე ნამდვილად, მაგრამ მე Linux ვერ ვიყენებ იმის გამო რომ ის სოფტი რაც მჭირდება (სპეციფიური proprietary სოფტი) მხოლოდ Windows-ზე მუშაობს (და იმაზეც ძლივს) შანსი არაა Linux-ზე ამუშავების, + თამაშებში ვერანაირად ვერ შეედრება ჯერ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ გაუმჯობესდა სიტუაცია Linux-ზე მაგ მხრივ, Linux-ის Free ბუნება დიდი ნაკლიცა მაგ მხრივ, ძალიან ბევრი დისტროა და მნიშვნელოვანი განსხვავებებით კერნელის ზემოთ, განსხვავებული დეკსტოპ ენვაირომენტებით და ა.შ, ყველა ვინც კომპიუტერთან მუშაობს პროფი ვერ იქნება და გრაფიკული ინტერფეისის დანახვაზე მძაფრი რეაქცია არ ექნება წარმოიდგინე გემერი, რომელმაც უნდა იძრომიალოს კონსოლში კერნელი დაააპდეითოს, მერე სწორი დრივერი დააყენოს და დააკონფიგოს, როცა თამაშის კრეკის გადაწერა არ იცის წესიერად Crack ფოლდერიდან თამაშის ინსტალაციის ფოლდერში, ამ ფორუმის გარეთ 95% ასეთია. იმ 5 %-ში კიდევ ვინცაა ყველა იცნობს ერთმანეთს მგონი სხვადასხვა ტექ ფორუმებიდან, ანუ ერთი დემოგრაფიაა Win 10 სიჩქარეზე არანაირი პრობლემა არ მაქვს პირიქით, აშკარად სწრაფია 7-ზე ერთი შეხედვით (ჩართვა/გამორთვა გამორთული Fast Startup-ით, ფაილების პროგრამების გახსნა დახურვადა ა.შ) 8.1 ვერ შევადარებ, არ გამომიყენებია დიდხანს, თამაშებშიც არის წარმადობის მატება, პროცესები რამდენიც გინდა იმდენი იყოს გაშვებული, ოღონდ არა შპიონური მაგრამ მაგ მოდულები მართლა მოუშორებელი ჭირია, დარწმუნებული არასდროს ხარ რომ ყველა გათიშე, ან რომ გათიშო რამდენად კარგად იმუშავებს Win10 მართლა რომ წარმოიდგინო რამდენად უფრო კარგად იმუშავებს ტელემეტრიის გარეშე, თან სოფტი, რომელშიც ფულს იხდი ფაქტიურად Adware გახდა მაშინ უფასო მაინც იყოს და Premium ფასიანი ვერსიები ქონდეს Ad-Free, თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ტელემეტრიის მონაცემებს არა მარტო რეკლამებისთვის, არამედ Windows-ის ოპტიმიზაციისთვისაც იყენებენ (მეორადი დანიიშნულებაა ოღონდ ეს ასე მგონია სამწუხაროდ)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.