Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8072
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Posts posted by gio_kiborg

  1. On 9/18/2020 at 5:16 PM, Power_VANO said:

    როგორც ჩანს, არა. ცალკე პარამეტრი იუზერებისთვის არ ჩანს.

    ზოგ განყოფილებაში რომ შევდივარ არაა:

    03.png

     

     

    On 9/18/2020 at 5:16 PM, Power_VANO said:

    ამასობაში, Dark თემაც გავაკეთე. სადმე თუ ფერები ურევს ან ტექსტი და ფონის ფერი ემთხვევა, დამირეპორტეთ

    ძალიან მაგარი!👍

    ჩავრთე და თუ რამე ვნახე დავწერ

    ერთი რაც ამწუთში შევატყვე, თუმცა არაა დიდი პრობლემა, Quote რომ ვაკეთებ ციტირებული ტექტის საზღვრები არ ჩანს კარგად თუ მაუსი არ გადაატარე, ოდნავ საზღვრის ფერის შეცვლა მოაგვარებს ალბათ

    01.png

    02.png

  2. On 9/17/2020 at 11:41 PM, user24 said:

    windows update გათიშე და ეგაა

    არ მაწყობს WU გათიშვა (უსაფრთხოების გამო) თან ეგ პრობლემის მოგვარება მთლად არაა,

    თუ გავიგე რომელი აპდეითი ურევს მხოლოდ იმას გავთიშავ

  3. :facepalm:

    Windows-ის ბრალი ყოფილა :(

    გადავაყენე და დაინახა უპრობლემოდ

    დახურეთ, იმედია აწი არაფერი მოუვა

    ხო, ადაპტერი რაც ვიყიდე PCIe 2.0 x2 რეჟიმში ყოფილა,

    Crystal Disk Mark-ზეც შევატყვე, ტყუილად გადავყარე 30 ლარი, 1 კვირაში ჩამოდის გამოწერილი ადაპტერი

  4. 1 hour ago, Inferno said:

    დედა დაფა გარანტიაზეა?

     

    ეს გინდა სავარაუდოდ: https://forum.ge/?showtopic=35156814&hl=

    არა, მეორადი ვიყიდე აქ

    მასეთი ვიყიდე, 30 ლარად, სრული ზომისაა, მაგრამ ვეჭვობ რომ მარტო 2 PCI lane არის შეერთებული, გამოწერილიც მაქვს, უბრალოდ რომ არ ველოდოთქო

    მეორე კომპში შევაერთე, ზე ვიწერ Steam და GOG ბიბლიოთეკებს, ანუ დრაივი მუშაობს უპრობლემოდ

    ამაზეც გადავაყენებ Windows და ვნახავ,

     

  5. რაღაც უცნაურობაა,

    დაფორმატებულს ხედავს, მაგრამ ზედ ვერაფერს წერს,

    გადამყვანი დავაყენე ვიდეოკარტის სლოტში (მონიტორი ინტეგრირებულზე შევაერთე) და მაინც ვერაფერს ვერ შვება ამ დრაივზე,

    ტექნიკური პრობლემა რომ იყოს და PCI-e სლოტი ურევდეს, მაშინ ვიდეოკარტასაც ხომ უნდა აერია?

    ვფიქრობ Windows-ის ბრალია,

    გადავაყენებ და ვნახავ ერთი რას იზამს

  6. ჩამომიბვიდა ახალი დრაივი (ეგრევე გამომიგზავნეს ახალი უფასოდ) და იგივე პრობლემაა

    BIOS დავააპდეითე და ჩანს BIOS-ში NVME დრაივი, მაგრამ ინიციალიზაციას მაინც ვერ უკეთებს

    რაღაც მეეჭვება ჩემი მაზერის ბრალია, მაგრამ სამსუნგი როგორ დაინახა?

    PCI-NVME ადაპტერები ვიყიდე, ჩამოვა რამდენიმე დღეში და იმით ვსინჯავ

  7. 2 hours ago, Power_VANO said:

    სტანდარტულად არა, მაგრამ გავაკეთებ.

    👍

    კიდვ ამ საიდპანელის დამალვა/გამოჩენა სურვილის მიხედვით არ შეიძლება?

    Capture.png

    ქვემოთ რომ ჩამოწევ დიდ თემაში ცარიელი ადგილი რჩება დიდი

    Capture2.png

     

  8. On 9/13/2020 at 9:45 AM, Power_VANO said:

    დავაფდეითდით 4.5 ვერსიაზე. ბევრი რამეა შეცვლილი.

    ახლა რებილდები მიდის და დღის ბოლომდე პერიოდულად შეიძლება ცოტა გაჭედვები იგრძნოთ.

    თუ რამე არ მუშაობს, პირველ რიგში ბრაუზერის კეშის გაწმენდა სცადეთ.

    შეიძლება ძველ ტოპიკებში დღის მანძილზე სურათები არასწორად გამოიტანოს და მოგვარდება ეგ თავისით, რებილდი მიდის მაგისიც.

    ვანო, dark mode არ აქვს ახალ ვერსიას?

  9. გაუმარჯოს, 

    Amazon-ზე ვიყიდე ეს დრაივი: TEAMGROUP MP33 1TB NVMe PCIe Gen3x4 M.2 2280 Solid State Drive SSD TM8FP6001T0C101

    მინდა თამაშების ბიბლიოთეკისთვის გამოვიყენო

    პრობლემა არის ის, რომ ჯერ რომ შევაერთე ჩემს მაზერზე (B360M-DS3H ბოლო ბიოსი), ვერ უკეთებდა ინიციალიზაციას,

    წავიღე შევაერთე სამსახურის კომპზე და Windows დააყენა და Crystal Disk Mark იც გაიარა,

    წამოვიღე სახლში უკან, რეფერენსად სამსახურის კომპის NVME SSD წამოვაყოლე (970 evo plus) და დაინახა,

    შემდეგ ეს შევაერთე ისევ და დაინახა, მაგრამ ვერაფერი ჩაწერა დისკზე, დავარესტარტე და Device manager -იდანაც გაქრა

    სამაგიერო კი გამომიგზავნეს უკვე, მაგრამ ამას რატომ ჭირს ეს უცნაურობა ხომ ვერ მირჩევთ რამეს?

    ბოლო Windows მაქვს 2004, ბოლო განახლებებით

     

     

  10. On 8/22/2020 at 12:45 AM, George said:

    18 სექტემბერს გამოდისო პირველი ნაწილის რემასტერი

    ps4 და xbox1 როგორ აკეთებენ Ray traced water და reelection-s? :)

     

  11. jtag მიდის ჩემს მოდელზე მარტო,

    80 ლარი უნდა და სულ რამდენიმე თამაშია რასაც ვერ ვთამაშობ Region Lock-ის გამო, ერთზე სელერმა მეორე დისკიც გამომიგზავნა მერე მივხვდი დისკის ბრალი არ ყოფილა

    ორიგინალი Xbox-ის ემულატორი (სხვებდთან ერთად) და სხვადასხვა homebrew-ც ყენდება jtag-ის მერე

    დახურეთ

  12. მაინტერესებს რეალურია თუ არა უბრალო USB Jailbreak-ები XBox 360-ისთვის? არ ვგულისხმობ RGH ან JTAG-ს, მხოლოდ ე.წ softmod-ს

    ეს ორი საიტი ვნახე, მაგრამ საეჭვოდ სუფთად გამოიყურება\;

    https://xboxcraftmod.com/xbox-360-jailbreak/

    https://xboxcraftmod.com/xbox-360-jailbreak/

    მერე ერთი წილის წინანდელი Reddit პოსტი ვნახე, სადაც წერეენ რომ Xbox 360 სოფტმოდი არ არის რეალური და არავინ გამოუშვებს სანამ Microsoft ჯერ კიდევ უშვებს firmware update-ებს და Xbox Live მხარდაჭერილიაო და ა,შ

    მაგრამ მაგალითად PS3-ისთვის რომლის ბოლო განახლებაც 2020 წლის მარტშია გამოსული (4.86) არსებობს Custom Firmware, რომელიც პირდაპირ USB-დან ყენდება, არ ჭირდება დამატებითი სპეციფიური ფლეშკები, ან კონსოლის გახსნა, არც დაუნგრეიდი 3.55 ვერსიაზე,  ამიტომ ვიფიქრე ალბათ Xbox 360 ზეც შეიძლება იყოს მსგავსი მარტივი Softmod თქო, იმის გათვალისწინებით, რომ 360 უფრო ადრე გატეხეს RGH და JTAG-ით ვიდრე PS 3

  13. მთლად კარგი ოპტიმიზაცია ვერ აქვსო

    მე კი ვიყიდე ეპიკზე, 15.99 დამიჯდა (10 დოლარიანი კუპონი გამოვიყენე)

    ჯერ არ დავაყენებ, Far Cry: New Dawn, Rage 2 და We Happy Few მინდა დავხურო :)

  14. On 7/31/2020 at 8:54 PM, gtsetsadze said:

    70 ვერსაში აღარ იძებნება ეგ Improved Search In open tabs დამაგიტომ ვიკითხე.

    ახლა დავააპდეითე მეც

    ხო სულ ამოუღიათ, მაგრამ საბედნიეროდ ლუპას რომ გახსნი თავშივეა ბოლოს დახურული ტაბები (recently closed) და ამიტომ მეტნაკლებად ნორმალურია,

    ოღონდ ცალკე ფანჯარას რომ გახსნი (არა ტაბს, ფანჯარას) მაგას როგორ აჩვენებს დახურულზე დავტესტავ

     

    კი, აჩვენებს რომ ცალკე ფანჯარაა და რამდენი ტაბი იყო გახსნილი შიგნი და რომ დააკლიკავს, ხსნის ახალ ფანჯარაშ ისევ

    (როცა 2 და მეტ მონიტორს ვიყენებ, სხვადასხვა მონიტორზე სხვადასხვა ფანჯრები მაქვს მათში თემატიკის მიხედვით დაჯგუფებული ტაბებით ხოლმე)

    მოკლედ იმ მენიუს სრული ფუნქციონალი გადმოტანილია, ასე რომ არაუშავს

  15. 18 hours ago, gtsetsadze said:

    ბოლო ვერსიაში როგორ მოვაშორო ეგ ლუპა?

    ბოლო ვერსიაში როგორ მოვაშორო ეგ ლუპა?

    როგორც მიწერია

    მისამართის ველში ჩაწერე

    opera:flags

    (დააჭირე Enter-ს)

    02.png

    მგამოსულ გვერზე მოძებნე და გათიშეთ

    Improved Search In open tabs

     

  16. sony-მ epic games-ის 250 მილიონი დოლლარის აქციები იყიდა (2% მდე) და ალბათ სხვა სონის ექსკლუზივებსაც უნდა ველოდოთ PC-ზე

    მაინტერესებს ეს თამაში, Epic-ზე 10 დოლარიანი კუპონი მაქვს და 19 დოლარად გამომივა ნაყიდი

    ჯჯერ მაინც დაველოდები გამოსვლას (პრეორდერზე არ მუშაობს კუპონი) და რევიუებს

  17. მშობლების ძველ ლეპტოპზე დავაყენე Lubuntu 19.10

    მუშაობს მშვენივრად, მაგრამ აქვს ერთი პრობლემა, ქართული Input რომ დავაყენე, მაგალითად თ ასოს დასაჭერად Shift და t რომ ვაწვები წერს T ს, ასეა სხვებზეც, ზედა რეგისტრის სიმბოლოები ყველა ინგლისურია

    სხვა input მეთოდი ვერ დავაკონფიგურირე, ქართული არ აქვთ

    ასე ვერ დავუტოვებ და ხომ ვერ მეტყვით როგორ გავასწორო?

  18. "მსოფლიოში საუკეთესო თამაში" ძალიან over-hype ია რა

    ვერცერთი თამაში ვერასდროს ვერ იქნება მსოფლიში საუკეთესო თამაში, ძალიან ბევრი ჟანრი/ქვეჟანრი სათამაშო მექანიკა და ა.შ არის

    მაგალითად სპორტული თამაში რაც არ უნდა კარგი იყოს ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რადგან არ მაინტერესებს ეს ჟანრი საერთოდ,

    ბევრი ვიცი, რომლებიც თამაშობენ მხოლოდ ერთ თამაშს, ან ერთი სტილის თამაშს, მაგალითად Fifa-ს, ან Civilization, და მეტს არაფერს, იმათთვის ეს  თამაში საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ იმიტომ რომ სხვა არაფერი აინტერესებს,

    რაც არ უნდა მრავალი ჟანრის მოყვარული იყო,  მაინც გექნება ფავორიტი ჟანრი/თამაში, თუმცა არ ნიშნავს რომ თუნდაც ერთი შენთვის საუკეთესო თამაში იყოს მსოფლიოში საუკეთესო, ყველა თამაშს აქვს და ექნება დადებითი და უარყოფითი მხარეები, ყველას ექნება საკუთარი შეხედულებია და აზრი თამაშზე,

    ამიტომ მოლოდინები ცამდე არ უნდა იყოს აწეული არაფერზე, რეალისტურად უნდა შეხედოთ

  19. იმედია ფორუმის წესების დარღვევად არ ჩაითვლება,

    მეეჭვება Microsoft-ს აინტერესებდეს ეს პროდუქტები, ან რაიმე ფინანსური ზარალი მიადგეთ :)

    ორიგინალი სტატია შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://medium.com/@dgurney/so-you-want-to-generate-license-keys-for-old-microsoft-products-a355c8bf5408

    სურათებიც გამოყენებულია აღნიშნული სტატიიდან

    აქ დავწერ მოკლე, ძირითად ინფორმაციას

    ძირითადი წესია, რომ კოდის შესაყვანი სეგმენტების ციფრების ჯამი (ცალ-ცალკე  სპეციფიკური სეგმენტების) უნდა იყოფოდეს 7-ზე უნაშთოდ

    თუმცა, არის გამონაკლისებიც:

    CD-key გენერაცია

    თუ 2 სეგმენტია და ერთი 3 რიცხვიანი, ამ შემთხვევაში პირველი 3 რიცხვია ნებისმიერი რიცხვი 000-999 მდე

    სამივე ერთნაირი ციფრი არ იმუშავებს, (000; 111; 222...) რამე სხვა უნდა ჩაწეროთ

    მეორე სეგმენტში უკვე მუშაობს ციფრების ჯამის 7-ზე გაყოფის წესი

    მაგალითად Windows NT-სთვის

    01.png

    თუმცა მეორე სეგმენტში 7-იანის წესთან ერთად არის მეორე შემოწმებაც:

    თუ მეორე სეგმენტის ბოლო ციფრი  არის 0 ან  ≥ 8, კოდი არ იმუშავებს, თუნდაც 7-ზე უნდაშთოდ იყოფოდეს

    OEM ლიცენზიის შემთხვევაშიც არის დამატებითი წესები:

     კოდი არის ამ ფორმატის: XXXXX-OEM-XXXXXXX-XXXXX 

    02.png

    პირველი სეგმენტია თარიღი, დეტალურად:

    • პირველი სეგმენტია ე.წ ორდინალური ფორმატის თარიღი - დღის ნომერი წელიწადში (ნებისმიერი 001-დან 366-მდე)
    • ბოლო 2 კი არის წელი 95-03 შუალედში

    მეორე სეგმენტია OEM

    მესამე სეგმენტი: 7-ზე გაყოფის წესი მოქმედებს, დამატებითი წესია რომ რიცხვი უნდა იყოფოდეს 0-ზე, ხოლო ბოლო რიცხვი არ უნდა იყოს 0, ან 8 და მეტი

    მეოთხე სეგმენტი: ნებისმიერი, შესაბამისი სიგრძის

    ეს ინფორმაცია ამოიღეს გაჟონილი Windows NT კოდიდან, 

    მუშაობს Windows 95/NT-ზე

    რა თქმა უნდა დიდი პრაქტიკული გამოყენება არ აქვს, გარდა აკადემიური ინტერესიას,თან სახალისოა ძველი Windows-ის ინსტალაციისას რეტრო სისტემაზე კოდს რომ გამოიცნობ მარტივად :)

    მაგალითად 

    CD Key: 123-707

    OEM-Key: 00195-OEM-0707-123

     

    • Like 1
    • Upvote 5
  20. ჯერ მაინც იმედი მაქვს

    მეტროს ვაგონში თუ არ შეხვედი და ყველა გვირაბი არ მოიარე დიდად არაფერი დაშავდება მაგით უფრო მეტიც, მოსაწყენი იქნება 2-3 მგზავრობის მერე, აჯობებს აირჩიო სადგური და იქ ჩაგტვირთოს პირდაპირ, 

    მანქანის ტუნინგსაც ჩემთვის პირადად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გეიმფლეის თვალსაზრისითაც მე-2 და მე-3 ხარისხოვანია (მითუმეტეს არაა ონლაინი)

    ჯობია რესურსები პირველხარისხოვან საკითხებზე დახარჯონ და მეორეხარისხოვნები ან ამოიღონ, ან გამოსვლის მერე დაამატონ პატჩებით

    მართალია ეს ამცირებს რეალურობის განცდას, მაგრამ ჯობს შინაარს და ტექნიკურ გამართულობას დაუთმონ დრო ჩემი აზრით

    Star Citizen ზუსტად feature creep-ის "მსხვერპლია" ამატებენ და ქმნიან ახალ შთამბეჭდავ ტექნოლოგიებს და გეიმფლეის ელემენტებს, რასაც დარწმუნებული ვარ მომავალში ბევრი თამაში გამოიყენებს, მაგრამ თვითონ თამაში უკვე ლამის 10 წელია ვერ დაასრულეს ზუსტად მაგ ფაქტის გამო, ეგ კი არა სინგლიც Squadron 42 ვერ დაასრულეს

    კიდევ იმედს ვიტოვებ რომ მეორეხარისხოვან ელემენტებში გამონთავისუფლებულ დროს ძირითად ელემენტებს დაუთმობენ და არა უბრალოდ არასრულ თამაშს არ გამოუშვებენ

    თვითონ თამაშის კონცეფციაც სრულიად შეიცვალა ორიგინალისგან, Psycho Squad და MAX TAC აღარ ჩანს საერთოდ, სამაგიეროდ კიანუ რივზი დაამატეს :)

    ისე, ახლა ვნახე, 2013 წელს გააკეთეს პირველი ანონსი და ტრეილერი, 2015 გეგმავდნენ გამოშვებას

    მერე კი შეჩერდნენ მარა Star Citizen-ამდე ბევრი არ უკლიათ 

    გამოსვლის დროის კიდევ გადაწევაც, ისე ახალი კონსოლების გამოსვლის თარიღებდათ დამთხვევის ბრალია ჩემი (და არა მარტო ჩემი) აზრით

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.