-
Posts
8136 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
31
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
ხოდა არ ღირს მაშინ ჯერ UE-ზეა თამაშების უმეტესობა და მაგაზე პირველ რიგში უნდა გაეკეთებინათ ოპტიმიზაცია
-
ღირს განახლება? ქრაშები აღარ აქვს ნეტავ?
-
Firmware-ები განახლებული მაქვს მოკლედ უნდა შევეგუო რომ ასე იქნება, ან სხვა რამე ვცადო Thundebolt დოკიც მაქვს და იმას გამოვიყენებ ბოლო ბოლო, მაგრამ მეორე ლეპტოპს არ აქვს TB
-
გამაწამა usb c დოკმა (Thinkpad usbc dock) ერთ ლეპტოპზე მუშაობს უპრობლემოდ (არ აქვს thunderbolt, მხოლოდ usb c), მეორეზე კი (Thunderbolt 4) დოკზე შეერთებული მონიტორები ხან აღიქმება, ხან არა, ზოგჯერ პირდაპირ აფიქსირებს, ზოგჯერ რამდენიმე რესტარტის მერე. დოკზე შეერთებული სხვა usb აპარატურა (მაუსი, ვებკამი, პრინტერი) მუშაობს ორივე შემთხვევაში უპრობლემოდ. ამავე დროს, ის ლეპტოპი, რომელიც დოკთან უპრობლემოდ მუშაობს, ურევს როცა პირდაპირ მონიტორზე usb c პორტითაა შეერთებული, ხანდახან მუშაობს, ხანდახან კი საკმარისი კვება არ მიეწოდებაო და არ გამოაქვს გამოსახულება. ამავდროულად ის ლეპტოპი, დოკზე რომელიც ვერ მუშაობს ხოლმე, ის მონიტორზე პირდაპირ usb c თი უპრობლემოდ მუშაობს, უბრალოდ არ იტენება.... გავიტანჯე, არადა ორივე ლეპტოპი.მჭორდება ხოლმე ორივე სიტუაციაში Thuderbolt 3 კაბელებს ვიყენებ კარგი ხარისხისას ორივე შემთხვევაში
-
წესით უნდა გათამაშოს, დაბალ გრაფიკულს პარამეტრებზე მაინც, 2.8K რეზოლუციაზე ნუ დააყენებ, 1080p დაიწყე დაბალი სეთინგებით Linux-ს რაც შეეხება, Metro 2033 Redux და Metro Last Light Redux ორივე Steam Deck verified არის, ანუ ლინუქსზე უპრობლემოდ მუშაობენ და 100% თავდებადებია Steam Deck-თან https://steamdb.info/instantsearch/?query=metro&refinementList[oslist][0]=Steam Deck Verified Metro Exodus არა- Enhanced ვერსია (Enhanced Ray Tracing სჭირდება) ასევე მუშაა: https://www.protondb.com/app/412020?device=steamDeck თუმცა ამას უფრო მძლავრი კომპი უნდა, ამიტომ 720პ-თი დაიწყე და ნახე,
-
ძველი ოპერაციული სისტემის გამოყენება თანამედროვე ინტერნტში საფრთხის შემცველია! არ გამოიყენოთ მნიშვნელოვან ექაუნთებზე! ქვემოთ აღწერილი მეთოდების გამოყენების რისკებზე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, არ გამოიყენოთ თუ კარგად არ ხართ დარწმუნებული! ქვემოთ აღწერილი მეთოდის გამოყენებისას წარმოქმნილ პრობლემებზე ვერ დაგეხმარებათ ვერც თემის, ვერც პროგრამების ავტორები! გამოიყენეთ 2 ფაქტორიანი აუტენტიფიკაცია (2FA მაგალითად Steam-ზე) Windows 7 -ზე ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა აღარაა მხარდაჭერილი, რეტრო აპარატურის/თამაშების ენთუზიასტებისთვის Steamის მხარდაჭერის შეწყვეტა 2024 წლის 1 იანვრიდან საკმაოდ ცუდი სიახლე იყო, ანუ აწი ყველა თააში უნა მოიძიოთ და საინსტალაციო გადმოწეროთ "ძველებური" მეთოდებით ზოგადად ძველი ოპერაციული სისტემებისთვის ენთუზიასტები აკეთებენ Kernel Extention-ებს, რომლებიც პროგრამებს თავს აჩვენებენ ახალ Windows-ებად Windows 7-ისვის ასეთია VxKex: https://github.com/i486/VxKex პროგრამის ავტორის თქმით, ის არ ცვლის სისტემ ფაილებს, მხოლოდ დამატებას ახდენს exe ფაილის Properties-ში გამოჩნდეა VxKex ჩანართი, სადაც შეგიძლით ჩართოთ და მიუთითო რომელ OS - ად მოაჩვენოს თავი (Windows 10 ან 11) Steam-ის საინსტალაციოზე, შემდეგ Steam.exe-ზე და Steamoverlay.exe-ზე მივუთითე მხარდაჭერა და ამუშავდა Steam სხვა ბევრი პროგრამაა მხარდაჭერილი პროგრამა დეტექტირდება როგორც ვირუსი თანამედროვე სისტემებზე (როგორც ბევრი სხვა მსგავსი Kernel Extention), სავარაუდო ცრუ დადებითია, თუმცა პროგრამა ღია კოდიანია და ვინც ერკვევით, შეგიძლიათ ჩახედოთ კოდში. გარდა ამისა, ზოგიერთი თანამედროვე პროგრმა მოდიფიცირებულია რომ ძველ Windows-ებზე იმუიშაოს პირდაპირ ყოველგვარი Kernel Extention-ების გარეშე, ან ორიგინალი პროგრამაა თანამედროვე ოპციები რომ ჰქონდეს: მაგალითად Supermium Chrome-ს 132-ე ვერსია Windows XP/Vista/7-ისთვის (2025 წლის მაისის მონაცემებით) კიდევ ეთი, DBC Task Manager https://www.majorgeeks.com/files/details/dbc_task_manager.html (Windows 10 სტილის ტასკ მენეჯერი Windows 7-ისთვის)
-
The Elder Scrolls IV: Oblivion Remastered (2025)
gio_kiborg replied to majorcman's topic in PC თამაშები
566.36 დრაივერზე დავბრუნდი და რამდენიმე საათიანი სესსის განმავლობაში ერთი ქრაშიც არ ყოფილა, ასე დაბალი დრონის დრაივერები როგორ უნდა გამოუშვან, როცა დრაივერის გამოშვების მომენტში ძალიან პოპულარულ თამაშზე ასე იქრაშება.... დავიჯერო Oblivion Remaster გატესტვა არავინ ჩათვალა საჭირო? ანარეკლების პრობლემაც გაცილებით ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა ერთი უცნაურობა შევატყვე: სცენის სიღრმის შეგრძნება არ აქვს საერთოდ მგონი: მაგალითად წყლის ზედაპირიდან შორს რომ ვარ, ჩემი მშვილდის ანარეკლი ჩანს თან ცდილობს ზომები შეუსაბამოს 1:1 და მშვილდის ანარეკლი მთელ ტბაზეა გაშლილი, ამ უცნაურობას Screen Space Reflection ჯობია, თან RT თუ გამოვრთავ წარმადობაც მოიმატებს მოშნად, მაინც აქვს შენელებები, ძალიან იშვიათად, მაგრამ შესამჩნევად -
თუ გინდათ ნოსტალგიის მიზნით დააყენოთ Windows XP შედარებით თანამედროვე კომპიუტერზე, გამოიყენეთ Windows XP Integral Edition 2025.5.5 https://zone94.com/software/operating-systems/123-windows-xp-professional-sp3-x86-integral-edition ინტეგრირებულია ყველა განახლებები და უსაფრთხოების პატჩები, ასევე დამატებითი პატჩები და უტილიტები, მათ შორის ახალი AHCI/SATA/NVME დრაივერები, რომლის საშუალებით საკმაოდ თანამედროვე PC-ზეც შეძლებთ დაყენებას, ოფიციალურად Intel-ის მე-3 თაობის (Socket 2011-ის ჩათვლით) არის მხარდაჭერილი, მაგრამ მაგ სისტემებზეც საკმაოდ საწვალებელია სწორად დაყენება, ეს კი ყენდება და მუშაობს უპრობლემოდ იმედია ყოველდღიური გამოყენების მიზნით არავინ გამოიყენებთ და ინტერნეტში არ შეხვალთ მნიშვნელოვანი ექაუნთებით, ბოლო უსაფრთხოების განახლება 2019 წელს გამოვიდა (ისიც PoS Ready კომპიუტერებისთვის, ოფიციალური 2014 წელს შეწყდა), თუმცა მოყბება Supermium ბრაუზერი, რომელიც Chrome-ს 132-ე ვერსიაზეა დაფუძნებული და საკმაოდ კარგად მუშაობს თანამედროვე ვებსაიტებთან, თუმცა კიდევ ერთხელ არ გირჩევთ თქვენი მნიშვნელოვანი ექაუნთები გამოიყენოთ! პ.ს: ზოგი თამაშია რომელიც XP-ზე ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა შემდეგ Windows-ებზე ცოტა ბაგები აქვს, მაგალითად ორიგინალ Far Cry-ში წლის რენდერი ძალიან ცუდია თანამედროვე Windows-ზე
-
The Elder Scrolls IV: Oblivion Remastered (2025)
gio_kiborg replied to majorcman's topic in PC თამაშები
4090 ამ კვირაში მეეჭვება მოვიცალო სათამაშოდ, იმედია რამე ჰოთფიქსი იქნება თუ არა ძველ დაივერზე გადავალ https://steamcommunity.com/app/2623190/discussions/0/604154904653635288/ არ შემიმჩნევია მარტო მე, სხვებსაც აქვთ პრობლემები, 4k-ზე ვთამაშობ და წინა დრაივერზე 70-80 იყო დატვირთვის შემთხვევასი, ამაზე კი 30 ჩამოვიდა ერთი ორჯერ, თან ღამე იყო და დიალოგი მქონდა არგონიანთან, რომელიც ბუჩქების წინ იდგა, კარგია სათითაო ფოთოლზე ხაზებს რომ დათვლი, მაგრამ მოკლა FPS ადრე ერთადერთ თამაშზე მახსოვს Nvidia-ს ძველი დრაივერები სჭირდებოდა, ძაან ძველი თამაშია Timeshift (და ისიც თამაშის ბრალი იყო) ამას წინათ დავხურე ისევ "რეტრო" სისტემაზე Windows 7-ზე ბოლოს წინა დრაივერებით (ბოლო დრაივერებს Digital Certificate ერორი აქვს) და პრობლემა არ ქონია მოკლედ AMD-მ გამოაკეთა დრაივერები და ახლა Nvidia-მ დაიკიდა, რადგან მთელი რესურსი ალბათ დატაცენტრის დრაივერებზეა და გეიმერები კიდიათ ისე ზოგადად UE5-მა ძაან გაბერა უაზროთ მოთხოვნები, საშინლად ტვირთავს ჩემს GPU-ს როცა ბოლო Gears of war დავხურე აბსოლუტურად უპრობლემოდ, გრაფიკა კი ლამაზია, მაგრამ გვერდი გვერდ რომ შეადარო მეეჭვება Gears აჯობოს მნიშვბელოვნად, RT ჩართული მაქვს და ტბებზე და მდინარეებზე ხანდახან უცნაურად იქცევიან ანარეკლები, სულ დაიკიდეს ოპტიმიზაცია, ყველაფერი აფსკეილის ხარჯზე გააკეთეს და ეტყობა კიდევაც ბოლო თამაშებს, გრაფიკაში 5% გაუმჯობესებაა და სისტემის დატვირთვა 50% მეტია RT ძალიან კარგია და ლამაზი, როცა გაჩერდები და კადრებს ადარებ ერთმანეთს, მაგრამ როცა ვთამაშობ, ანარეკლის რეალისტურობას სულ ვერ ვხვდები, ანარეკლი რომ ციმციმს დაიწყებს ის მიშლის ხელს უფრო, -
The Elder Scrolls IV: Oblivion Remastered (2025)
gio_kiborg replied to majorcman's topic in PC თამაშები
პირველივე ჯურღმულიდან რომ გამოვედი მე-17 ლეველზე ავედი რომ დავიძინე, 17 ჯერ მომიწია დაძინება ოღონდ არის ხრიკები რომ მოიმატო ლეველები sneak და lockpick ადვილად ციხეშივე და ორივე სკილი 100% მაქვს მარა ისე მართალია, მის მერე ორი იმდენი ვითამაშე და მე-19 ვარ Nvidia-ს 576.28 დრაივერები დავაყენე, ორი დრაივერით წინა მეყენეა, რადგან პრობლემები ქონდა ახალ დრაივერებს, ამაში უნდა დაეფიქსათ ყველა, მაგრამ იმდენჯერ დაიქრაშა უკვე ვეღარ ვითვლი თან ეფექტები რომა (მაგია მაგალითად) მაშინ იქრაშება ხშირად, ზოგჯერ კი მენიუში (ნივთები რომ გადაგაქვს/გადმოგაქვს კონტეინერებიდან) აღარ ვიცი რას დავაბრალო, მაგრამ წინა სესიაზე ერთხელაც არ დაქრაშულა ძველ დრაივერებზე, ამიტომ ვისაც არ დაგიაპდეითებიათ, არ ქნათ -
დაიდო სტიმზე https://store.steampowered.com/app/2623190/The_Elder_Scrolls_IV_Oblivion_Remastered/ ნაყიდი მაქვს ორიგინლი და ვერ დავიწყე, ამაში 40 დოლარის მიცემა არ მინდა ისე ვისაც ორიგინალი აქვს, დისქაუნთი არ ეკუთვნით? თან Bethesda-ს თამაშებს მინიმუმ 1 წელი უნდა ელოდო რომ ბაგები გაასალაშინონ როგორც სტუდიამ, ისე მოდერებმა დაველოდები ჯერ რევიუებს და თუ ღირს გადმოწერა მერე ან ფასდაკლებაზე ვიყიდი, ან https://fitgirl-repacks.site/ -ზეც დაიდება Unreal Engin-ზეა და ეს 125 გბ-ია, ტექსტურების შეკუმშვა არ იციან ან იკიდებენ მგონი ისე კარგი ანტი პირატული სვლაა, თუ კომპში არ გაქვს საკმარისი ადგილი გადმოსაწერად და დასაწყენებლად, ვერ იპირატებ
-
აპრილის აპდეითი არ ყენება ჩემს ლეპტოპზე KB5055523 ყველაფერი ვცადე, DICM, SFC, აპდეითის სერვისის რესტარტი, დაპაუზება, აპდეითის ხელით დაყენება ხან 70, ხან 100% იჭედება "ვიცითო" Microsoft-ში უთქვამთ https://tech.yahoo.com/articles/windows-11-april-causing-installation-145000157.html თვე არ გავა, რომ ბრაკი აპდეითი არ გამოუშვან, აქამდე იღბლიანი ვიყავი რომ არ შემხებია, ეს არ ამცდა Windows ახალი გადაყენებული მაქვს და თავიდან დაყენება არ მინდა ჩემს ჭკუაზე მოწყობას 2-3 დღე ვანდომებ, თან შეიძლება ისევ გაჭედოს მაინც მოკლედ სერიოზულად ვფიქრობ Linux-ზე გადავიდე, უბრალოდ Microsoft Office მჭირდება ყოველდღე და 100% თავსებადომა მინდა, თითქმის არცერთ სხვა ალტერნატივას არ აქვს, ან ფორმატს ურევს, ან სიმბოლოებს, ხშირად ფორმულებზე ექმნება პრობლემა, Zorin OS ზე ყენდება პირდაპირ (ჩალიჩის გარეშე) Office 2010 და ბოლო ბოლო მაგას გამოვიყენებ რამდენჯერმე ვცადე და საჩემო დისტრო ვერ ვნახე, ყოველდღიურად რომ გამოვიყენებდი, Disto Hopping-ი კიდევ არ მინდა, ერთხელ რომ დავაყენებ და დავაკონფოგურირებ, თუ რამე არ დაზიანდა არ მინდა რომ თავიდან გავაკეთო ამიტომ შეჩვეულ ჭირზე ვარ შერჩენილი
-
მეორე სეზონი დაიწყო სერიალის, მეტ ნაკლებად მიყვება თამაშს, ერთი რაც გამიკვირდა ქალი პერსონაჟები ლამაზები არიან განსხვავებით თამაშისგან (ელია პირიქით მარტო) სანამ მეორე სერია გამოვა დავხურო იქნებ
-
Lenovo Ideapad S340-ლეპტოპზე (i3 8თაობა, ინტეგრირებული ვიდეო, Win 11, 12 gb RAM) არ გამოქონდა გამოსახულება HDMI პორტზე, არც USB-c ადაპტერით, ინტელის ბოლო დრაივერი ეყენა, სხვა მხრივ მუშაობდა გამართულად ვიფიქრე BIOS-დან ხომ არ არის რაიმე სეთინგი რომ ჩავრთოთქო, ძალიან დეტალური BIOS ქონდა, ჩინურ ფრანკენშტეინ დედაპლატებს რომ აქვთ ხოლმე ლეპტოპის პროცესორებით გრაფიკასთან დაკავშირებით ისეთი არაფერი პარამეტრი არ იყო რაც HDMI გამოსახულებას დაბლოკავდა ერთი ვნახე edp 12 თუ 24 ბიტიანი იყო მისათითებელი და 24 მივუთითე, რესტარტის მერე არ გამოაქვს გამოსახულება არც თავის ეკრანზე, ჩართვით აშკარად ირთვება (LED ინდიკატორები ანათებს ქულერიც ტრიალებს ხოლმე) ვიფიქრე BIOS დავარესეტებთქო, ჩავხსენი ბატარეა, ასევე დედაპლატიდან ამოვაძვრე CMOS-ის ელემენტიც, 1 საათზე მეტი დროით დავტოვე ეგრე (დამტენი რა თქმა უნდა არ ქონდა შეერთებული) და მაინც იგივეს აკეთებს სხვა გზა ხომ არ იცით ბიოსის დარესეტება? ზოგ ლეპტოპს დედაპლატაზე კონდაქტები უნდა დაუმოკლო მაგალითად.... ან სხვა რამე დიაგნოსტიკას ხომ არ მირჩევდით?
-
ხომ არ დაგასპოილერებ? სხვადასხვა პერსონაჟებით თამაშობ ისე, სხვადასხვა სეგმენტებს ერთმანეთის მოწინააღმდეგეებით: ელი (პირველი ნაწილიდან) და ები ახალი "მტერი" რომელსაც მეტ ნაკლებათ გასამართლებელი მოტივები აქვს, მაგრამ ისე იქცევა დასაწყის ნაწილში ყველანაირ სიმპათიას გაგიქრობს
-
იმის მიუხედავად რომ შინაარსი ვიცი ასე თუ ისე, ჯოელის სცენაზე მაგრად დავიძაბე, ების ალბათ არ დავინდობ, ცივ გონებაზეც კიდევ გრაფიკა ძაან დეტალურია, ელის და დინას სცენაში (დასაწყისში ქარბუქს რომ შეაფარებენ თავს "პლანტაციაში" დინას იღლიაში თმების ღერებს დათვლიდი ალბათ საპარსები აღარ იშოვება პოსტ აპოკალიპსში? მარა ფეხები გაპარსული აქვთ აშკარად
-
მაგაში ვერ დაგეთანხმები, ნუ ჟანრს გააჩნია, მაგრამ RPG/Shooter/Souls like ბევრი კარგი თამაშია AA და ინდი თამაშების გარდაც https://www.metacritic.com/browse/game/pc/all/all-time/metascore/?releaseYearMin=2020&releaseYearMax=2025&platform=pc&page=1 აი ბოლო 5 წლის თამაშები, ბევრი ძალიან მაღალი დონისაა კიდევ ერთი მიზეზი ის არის რომ თუნდაც რამდენიმე საათი გამონახო, რა ითამაშო ვერ წყვიტავ და ამ არჩევაში დროც გადის ან გულს ვერ უდებ
-
გადმოვწერე და დავიწყე პირველი ნაწილი ძალიან კარგი იყო (ps3 ზე მაქვს დახურული) ვცდილობ რომ პირატული თამაშები არ გადმოვწერო, ბლომად ნაყიდებიც არ დამიხურია ჯერ, მაგრამ ამას ვერც ვიყიდი საქართველოში ოფიციალურად რომც მინდოდეს, ამიტომ სუფთა სინდით გადმოვწერე პირატული დავიწყე, 2 სთ ვითამაშე დაახლოებით, კარგადაა გაკეთებული მომეწონა, გრაფიკა ძალიან კარგია და გეიმფლეი წინას გავს (თუმცა ახლა კლავიატურით და მაუსით ვთამაშობ). ისე აღარ თამაშობს ხალხიო და მგონი მართალია, მე ონლაინ თამაშებს ვერ ვამუღამ,სინგლ პლეერსაც ვეღარ ვუდებ გულს ბოლოს სულ რამდენიმე თამაში მახსოვს რომ დავხურე და დასახურების სია დიდი მაქვს (ჩაწერილი და დაწყებული რაც მაქვს) Atomfall Atomic heart Far Cry 6 RDR 2 Dread templar Forgive me father Selaco We Happy Few Greedfall Nier Automata Elder Ring Forever winter (early access-ია და ველოდები) Arc new line ( დემო მომეწონა, თუმცა ჯერ early access ია ჯერ) Baldurs Gate 3 (არც დამიწყია ჯერ ეს) თუ მოკლე დროში არ იხურება, ვეღარ ვამუღამებ ძირითადად, მაგრამ გამონაკლისებიცაა, Stanfield ში 100 სთ მდე მაქვს, მიუხედავად თამაშის ბევრი ნაკლისა, მაგრამ ბევრჯერ დახურვას "ნამდვილი დასასრულისთვის" ვერ ვამუღამებ Robocop მახსოვს ამ ბოლოს რამდენიმე დღეში რომ დავხურე და Space Marine 2 რამდნიმე მოკლე რეტრო თამაშს თუ არ ჩავთვლით.
-
ლეპტოპი იქრაშება ინტეგრირებულ ვიდეოზე
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in აპარატურული პრობლემები
მგონი ვიდეო (ან სხვა რომელიმე სხვა) დრაივერის ბრალი იყო. Windows update-ებში 24-ის მერე არაფერი დაყენებულა, მაშინ მუშაობდა, შემდეგ დრაივერები იყო დაყენებული და დაქრაშვები მერე დაეწყო ახლა 165 ჰერციც მუშაობს ლენოვოს მხარდაჭერამაც დრაივერების ინსტალაცია (ლენოვოს საიტიდან) და ბიოსის განახლება მირჩია, რაც უკვე გაკეთებული მქონდა პრინციპში რაც მთავარია, სტაბილურად მუშაობს და ორივე დოკი მუშაობს კარგად დავხურავ თემას მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის -
ლეპტოპი იქრაშება ინტეგრირებულ ვიდეოზე
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in აპარატურული პრობლემები
კი, ვიდეო დრაივერებს ერჩის განსაკუთრებით სადღაც არის ისე ოპცია რომ გაუთიშო დრაივერების ინსტალაცია აპდეითიდან არა, ,მე ცოტა პარანოია მაქვს მაგ მხრივ, თან ლეპტოპია, "ათას ქსელში ნათრევი" და რა ვიცი მათი უსაფრთხოება, თორე სახლიდან OPNsense Firewall მაქვს თავისი Zenarmor ით დაკონფიგურირებული და Windows XP-თაც კი შევდივარ ინტერნეტში (თუმცა მნიშვნელოვან ექაუნთებზე მაინც არ შევდივარ) 10 არ მაწყობს, სახლშიც და სამსახურშიც დოკი მაქვს და 1 და 2 გარე მონიტორი დაკონფიგურირებული, Windows 10-ზე ირევა ხშირად კონფიგურაცია, ასევე რომელ ეკრანზე რომელი ფანჯარაა გახსნილი ვერ იმახსოვრებს, თან მაგის აპდეითებსაც 1 წელიც აღარ დარჩენია.... IoT Enterprise LTSC დავაყენე, ამაზე სტაბილური რაღა უნდა იყოს, თან სამუშაო კომპიუტერზე ტესტ ბილდების დაყენება ვერაა მთლად გამართლებული 26100.2894 ბილდია და სტანდარტული განახლებები აყენია, პრევიუ არაფერი მახსოვს დამეყენებიოს რამდენიმე Linux ვსინჯე და ბოლომდე ვერ მოვირგე, განსაკუთრებით დოკ სადგურთან თავსებადობაა პრობლემა, ანუ მეორე ეკრანი წესიერად ვერც Manjaro-ზე და ვერც Ubuntu-ზე (ორივე ბოლო ვერსიაა) დავაკონფიგურირე, მარტო Lubuntu-ზე მუშაობდა კარგად, მაგრამ XFCE დესკტოპი არ მხიბლავს დიდად, KDE Plasma მომწონს, თუმცა Arch-ს არ ვიცნობ ისე კარგად, თან მხარდაჭეის მიხედვით Ubuntu ბევრად ჯობია, თუმცა Gnome Desktop-იც არ მეხატება გულზე, რომ ემუშავა გამართულად შევეგუებოდი ახლა დავაბრუნე Windows-ის SSD და მუშაობს რამდენიმე საათია უპრობლემოდ, დავსტრესე დისკიც, RAM, ორივე ვიდეოკარტა და პრობლემა არ ქონია, დოკიც კარგად მუშაობს შეერთებული მონიტორიანად იმედია მაგნიტური დღე იყო და მაგის გამო ურევდა support ticket გავხსენი მაინც ლენოვოზე, რუსეთის ოფისიდან შემეხმიანენ წინაზე და მერე აქ ტექნოსერვისის ხალხი მოვიდა, ვნახოთ ისინი რას მირჩევენ -
ლეპტოპი იქრაშება ინტეგრირებულ ვიდეოზე
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in აპარატურული პრობლემები
მგონი ეგრეა Linux-ზე (ubuntu, manjaro) ერთხელაც არ გაუჭედია.... -
ლეპტოპი იქრაშება ინტეგრირებულ ვიდეოზე
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in აპარატურული პრობლემები
აპდეითებ გათიშულ ვინდზე როგორ ვიმუშავო მერე? ლინუქსს ვცდი აბა და დაცაკვირდები დიდი ხანია ვგეგმავ გადასვლას მაინც -
ლეპტოპი იქრაშება ინტეგრირებულ ვიდეოზე
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in აპარატურული პრობლემები
დღეს არაფერი, წუხელ დააყენა ყველაფერი და მუშაობდა ღამე ჩართული დავტოვე, Google Drive და nexctcloud-ზე სინქრონიზაცია რომ გამეკეთებია (აქაც ყოველი Windows-ის გადაყენებაზე მიწევვს 100+ გიგაბაიტის სინქრონიზაცია....) Windows 11 iot enterprise დავაყენე, სადაც დამიყენებია ქვასავით სტაბილურია (windows ის კვალობაზე) -
ჩემს ლეპტოპზე (Thinkpad P1Gen5: 12800H, 3070ti, 64 GB RAN, 2 TB SSD) 2 დღის წინ განვაახლე ინტეგრირებული ვიდეო დრაივერი და დაეწყო უცნაურობები: 1) ლეპტოპის დისპლეი 165 ჰერციანია და ამ სიხშირეზე ვერ აჩვენებს (შავი ეკრანია), CRU-თი 144 ჰერციანი დავამატე და მუშაობს უპრობლემოდ 2) თუკი გავუთიშავდი ინტეგრირებულ ვიდეოს, და მხოლოდ Nvidia-ზე ვამუშავებ, მაშინ 165 ჰერცი მუშაობს უპრობლემოდ 3) გათიშულ ინტეგრირებულზე დაბალია ლეპტოპის ეკრანის სიკაშკაშე 4) დაეწყო დაქრაშვები სხვადასხვა ერორით საკმაოდ ხშირად თავიდან მეგონა დრაივერის ბრალი, ddu-თი ამოვშალე, წინა ვერსიაც დავაყენე, მაინც არ ეშველა, წუხელ საერთოდ Windows დავაყენე თავიდან, თითქოს ყველაფერი მუშაობდა, მაგრამ დღეს სამსახურში წამოვიღე და ისევ დაეწყო დაქრაშვები memtest-ით ოპერატიული შევამოწმე, ერორი არ ამოუგდია, დისკიც შევამოწმე არც მანდაა ერორი, მერე გავუთიშე ჰიბრიდული გრაფიკა, მხოლოდ დისკრეტულზე (Nvidia-ზე) დავტოვე და ჯერ არ დაქრაშულა, თუმცა გაცილებით ბნელი ეკრანია, თან დოკზე რომ ვაერთებ, ეკრანებს (2 მაქვს დოკზე შეერთებული) აღარ აფიქსირებს (არადა დოკზე შეერთებულ მაუსს, პრინტერს ხედავს უპრობლემოდ) ლეპტოპი გარანტიაზეა ჯერ კიდევ და შემიძლია მოვთხოვო შეცვლა, ან მსგავსი, თუმცა არ ვიცი რას მომცემენ, ალბათ დედა პლატას შეცვლიან, მაგრამ მინდა პრობლემას მივაგნო ჩემითაც რას მირჩევთ?
-
2 დღის წინ PDF-ში Doom-ის გაშვებით შთაგონებულმა ავტორმა Doom გაუშვა Word-ში (VBA პროექტად) რომელიც ფერადია და უკეთესი წარმადობის https://github.com/wojciech-graj/doom-docm