Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3634
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by MaKaSaRa

  1. native-თან შედარებით FSR-იც და DLSS-იც ჩემი აღქმით ძალიან ცუდია. DLSS ბოლო სერიაზე არ ვიცი როგორია მაგრამ 2000 სერიაზე მინახავს და საგრძნობია სხვაობა. მირჩევნია low-ზე დავაყენო და native რეზოლუცია ქონდეს. რატო უხარია ხალხს მაგით გაორმაგებული ფპს არ მესმის.. ოდნავადაც კი
  2. ვკითხულობ ახალ თაობებზე (გინდაც ინტელი იყოს და თუნდაც ამდ) და ვერაფრით ვხდები რატოა ნორმალური ამბავი პროცესორს ხელების ფათური რომ სჭირდება სულში ტემპერატურები რომ დაარეგულირო. იქნებ არ ვარ ეს ფაუერ იუზერი და ჩვეულებრივი ტიპი ვარ რომელსაც უბრალოდ უნდა ტოპ სისტემა ქონდეს. ნაგვები არიან და მეტი არაფერი მე რომ მკითხო. 100 გრადუსი არანაირი ლოგიკით არაა ნორმალურთან მიახლოებულიც კი. ადრე მშვენივრად იყო. მუშაობდა სტოკზე და იყვნენ პროცესორები საშუალო გაგრილების სისტემებზე გრილები. თუ დარაზგონება გინდოდა კიბატონო, მეტი უნდა გეჩალიჩა მაგრამ "სტოკზე" რომ უკვე დარაზგონებულია და 200+ ვატს ჩვეულებრივ მოიხმარს ჩვეულებრივმა მომხმარებელმა რა უნდა ქნას? თუ ვალდებულია გაერკვეს ბიოს სეთაფში, ვოლტაჟში და მამრავლებში. საერთოდ არაა ვალდებული. ამათი უნამუსო...
  3. ფასები კი დაადეს მაგრამ ეგ იმის მანიშნებელია რომ არაა ძლიერი კარტები Nvidia-სთან მიმართებაში თორე როგორც პროცესორებზე მოხიეს ფასები ისე იზავდნენ აქაც. ახლა ფასი/წარმადობით გამოვა კარქი. ასევე იმხელა დუხონკა ფეჩი რომ არ იქნება და 2x8pin ყოფნის ეგეც ბევრს ნიშნავს პ.ს. DLSS -ის და FSR-ის მომგონის დედავატირე კიდე. ვითომ წარმადობა რომ ემატება
  4. მადლობა კი ეგაა ოღონდ თეთრი. ბევრი რაიმეს გამო მინდოდა. უეჭველი მექანიკა უნდა ყოფილიყო და MX სვიჩებიდან ყველაზე მეტად ყავისფერი მომწონს თუმცა ზოგჯერ საკმაოდ მეწინააღმდეგება მეორე მომენტი ისაა რომ კომპიუტერის მაგიდა საკმაოდ მოცუცქნული მაქვს და ადგილი არაა თავზე საყრელად ამიტომ მინდოდა მოკლედ ყოფილიყო. ამაზე პატარებიცაა და იქ ისრები სხვა კლავიშებთანაა შეზრდილი. ეგ მეტისმეტია ისარი ვიცი მე ისრის ადგილზე მესამე ის რომ ხარისხის შეგრძნება ძაან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჭრიჭინი რომ გაუდის ეგ არ შემიძლია რა. ამას ისეთი კომპაქტური და მინიმალისტური ფორმა აქვს მგონია რომ კარგი შეკრული ჟიგულივით უნდა იყოს.. მეოთხე რაც დავწერე თეთრი მაუსის შეხამება მინდოდა თუმცა ეგ მაუსი ვერაფრით მოვირგე. ძაან უხეშია რა და მძიმე. მეც razer deathader-ს ვიყენებ. იდეალური ფორმა აქვს ჩემი გემოვნებით. წონაც მისაღებია. არ მღლის. კი რომ ჩამოვა დავწერ რათქმაუნდა შთაბეჭდილებებს ერთი ისაა რომ სხვა სვიჩების მოსინჯვაც შეიძლებოდა მაგრამ გარისკვა არ მიღირდა ამ ეტაპზე
  5. რაიმე სიახლე მინდოდა და ჩვეულებრივი Glorious GMMK TKL Tenkeyless გამოვწერე. ბრაუნ სვიჩებზეა ესეც მგონი როგორც ჩემი k70 RGB. corsair m65 მაქვს რომელსაც არ ვიყენებ და იმას შევუხამებ ფერში. იქნებ მივეჩვიო
  6. ოპერატიულების დაბალი სიხშირის გამო ჭედვები სხვათაშორის საკმაოდ ბევრჯერ შემხვედრია. მე ძველ სისტემაზე 2133 მიყენია. სანამ 1333-იანები მქონდა 1600-მდე მირაზგონებული ცრემლს მადენდა..
  7. ჰოდა რომ ვერ ქაჩავს თამაშის ბრალია და არა პროცესორის. მოძველებული გრაფიკა აქვს და არაფერი სასწაული არ უნდა ჭირდებოდეს. აქ არ ვიცი პირატულზე რა ხდება მაგრამ youtube-ზე არის ვიდეოები სადაც 70-80 ფპს აქვს 4000 სერიის i7-ზე. ნუ არ ვიცი რამდენად რეალურია ცხადია..
  8. უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტულ თამაშზე სად ვერ ქაჩავს. ჩემი გამოცდილებით რაც მოვინდომე 90% თამაშებში შეიძლება 60 ფპს მიხწევა და სადაც მაგდენს ვერ ქაჩავს იქ ვერც ვიდეო ქაჩავს რაც ეგეთ სისტემაზე შეიძლება მეყენოს. ახლა rx 580 8gb მიყენია და იდეალურთან მიახლოებულად ეწყობიან ერთმანეთს. cyberpunk 2077-ში შანსი არ აქვს 50-ზე მაღალი ფპს დაიჭიროს. ჩემთვის კომპრომისული ფპს ძველ სისტემაზე 45ფპს-ია. ოღონდ სტაბილური. RDR2-ს ქაჩავს 60+ ფპს-ით და რა არიან დანარჩენები ასეთები მე ფპს ვიტან 45 მაინც თუა მაგრამ თუ გრაფიკა medium-პარამეტრზე დაბლა მიწევს ჩამოვწიო მაგას არ გავეკარები სულ რომ 100 ფპს დაიჭიროს
  9. LOTR სერიალი დაფეილდაო მე ვერ ვიტყვი. საერთო ჯამში მაინც ფანების სერიალია. ვისაც არ უყვარს ეგ სამყარო ის ვერაფერს ნახავს საინტერესოს. მე ვნახე და ვაღიარებ რომ სიუჟეტი მარტივია იმის ფონზე რაც იდეაში შესაძლებელია LOTR სამყაროში, თუმცა საერთო ჯამში დადებით შეფასებას მივცემ. სულ მცირე 7,5-8-ს როგორც ტოლკიენის სამაყაროს გულშემატკივარი. ეგრე ფილმები გენიალურია 2000-იანების დასაწყისში რაც გამოვიდა მაგრამ ხალხის 60-70%-ს ჩვენ ქვეყანაში ნანახიც არ ექნება და ბავშვურიაო იტყვის პროსტა გე ნი ა ლურია და მეტი არაფერი LOTR მაგრამ ყველა ამას ვერ აღიქვავს და ვერ შეაფასებს. სერიალის გრაფიკა/ ვიზულური ეფექტები რად ღირს მხოლოდ და კომპოზიტორი რომ ჰოვარდ შორია უბრალოდ ცუდი და დაფეილებული შეუძლებელია დაერქვას. ვინც ამ სამყაროში ერკვევა იმათ ნიხვატკა ექნება აუცილებლად მაგრამ ახალ მაყურებელს რა პრეტენზია უნდა ქონდეს არ ვიცი..
  10. გაქაჩვაში რას გულისხმობ გააჩნია. შეიძლება 100+ ფპს ვერ დადოს ცხადია მაგრამ 40-60 ფპს-ის ფარგლებში თავისუფლად უნდა დაიჭიროს low-ზე თუნდაც. არაა მორალურად ეგ თაობა ისე მოძველებული როგორც 775 სოკეტის პროცესორები გახდა 2009-10 წლის შემდეგ
  11. სისულელეა ეგ "ვერ გაქაჩვა" როცა ყველა ინსტრუქცია უჭერს მხარს. სოფელში i7 2600k მაქვს 32 გბ ოპერატიულით და spider man ბოლო რაცაა მაგას ქაჩავს ისე რომ 50-60 ფპს დაიჭიროს და uncharted ვინ მისი ფეხებია. ტეტრისის გრაფიკა აქვს. არცერთ თანამედროვე თამაშზე არ კვდება ეგ პროცესორი ისე რომ 60 ფპს ვერ დაიჭიროს. ონლაინს არ ვგულისხმობ ცხადია. უბრალოდ არ აქვს შესაბამისი ინსტრუქცია მონაცემების დასამუშავებლად და ეგაა. მაგის დაფიქსვა დეველოპერს შეუძლია მაგრამ რამდენად უღირთ ეგ სხვა საკითხია. 4-10 ფპს მაშინ როცა პროცესორის დატვირთვა 50%-ია უბრალოდ იმას ნიშნავს რომ არ აქვს მხარდაჭერა და არ ქაჩავს შესაბამმისად. არც უნდა გაქაჩოს. არაა ეგ ჩანაფიქრში
  12. როგორი ნაცნობი სიტუაციაა ჩემთვის.. დიდი ხნის მანძილზე ჩემთანაც იყო მსგავსი პრობლემები. კვების ბლოკი შევცვალე კიდეც. არაფერი შედეგი. პირველ შემთხვევაში ups-ის ბრალი იყო. პირდაპირ დავერთე და აღარ ქონია პრობლემები. მეორე შემთხვევაში მსგავსი პრობლემები გამოვლინდა და აქაც ელექტროობა იყო დამნაშავე. როგორც წესი დამიწება არაა დღესდღეობით სახლის/ბინის ელექტროგაყვანილობაში. ქეისზედაც ხელს რომ ვადებდი ბჟუილის შეგრძნება იყო. დამიწებას ვერ გავაკეთებდი ამიტომ უბრალოდ defender-ის ფირმის დამაგრძელებელი ვიყიდე ადაშოფში და ეგ პრობლემაც მოგვარდა. მგონი დენის ფილტრი აქვს ჩაშენებული. მესამედ რომ დაემართა მაშინ უკვე კაბელების მენეჯმენტი მინდოდა მომეწესრიგებინა და ეს დენის გამანაწილებელდამაგრძელებელი კომპიუტერის მაგიდის ფეხზე მივაკარი მჭიდროდ. მაგიდის ფეხი მეტალისაა და ეგრევე გამაწვალა. ან ვერ ვრთავდი ან უბრალოდ ითიშებოდა. მოვაშორე მაგიდას და ისევ იატაკზე დავაგდე და იმის მერე მომენტალურად ირთვება და პრობლემის გარეშე. ბოლოს კიდე ფრიზები რომ გაუჩნდა უკვე corsair icue პროგრამის ბრალი იყ. მისი რომელიღაც მოდული ურევდა. ყველაფერი წავშალე როცა როგორღაც ჩავრთე და ნელნელა დავამატე უტილიტები. ასუს აურა სინქის ჩანართდან ქონდა პრობლემა. აღარ დანიყენებია . სამაგიეროდ ვიდეოკარტა და დედადაფა აღარ სინქრონიზდება განათებით სხვა კომპონენტებთან.. ნუ ალბათ დაფიქსავდნენ მაგრამ აღარ მიცდია. ობში შოტში დენის ბრალი მგონია. დამცავი/ფილტრატორი დაუყენე და შეხედე რას იზავს. ან სხვა ოთახში გაიტანე და იქ ააწყე სისტემა.
  13. ძრავი ყველაზე ნაკლებადაა ამათ ფიასკოში დამნაშავე. რა პარამეტრსაც მისცემ იმას აარენდერებს. პროსტა არ აქვთ სხვა ხედვა დეველოპერებს და რაზეც გინდა გააკეთე. პ.ს. ფასდაკლებაა სთიმზეო მეგობარი მეუბნებოდა გუშინ. სადღაც 3-4 $ ღირსო და ჩემთან არ ჩანს (რუსულ რეგიონზეა ჩემი სთიმი) თორე ვიყიდდი. ეგდოს
  14. კი საკმაოდ სუსტი DLC-ები აქვს. მე მივახურე სამივე. დიდი დრო არ სჭირდება მაინც. თვითონ თამაში ნორმალურია იმის ფონზე რაც ბოლო დროს გამოდის.. ეს კი ძველი გამოსულია მაგრამ PC-ზე ხო არ გვქონდა. მაილს მორალესს ველოდები. იანვარში გამოდის მგონი.
  15. DNS შეცვალე პროვაიდერის მაგალითად გუგლის DNS-ით. აი ასე
  16. ffmpeg ძალიან საჭირო და მსუბუქი პროგრამა აღმოჩნდა რომლის შესახებაც არ ვიცოდი და ვინც არ იცის მინდა გაგიზიაროთ. მოკლედ, დამჭირდა h264 ტიპის კკოდირების მქონე ფაილის გადაკონვერტირება ადამიანურ ფორმატში (სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების). აღმოჩნდა რომ არ მაქვს წვდომა თვითონ სისტემასთან რომ ამოვიღო სასურველი ფორმატი ადგილზე და არც ის ვიცი რა აყენია რომ შესაბამისი ფლეიერი დავაყენო გადახვევის ფუნქციით. media player classic ხსნის ამ ვიდეო მაგრამ ვერ ახვევს. (მიუხედავად დიდძალი ინფორმაციისა რომ VLC ფლეიერს კიდეც უნდა გაეხსნა და კიდეც უნდა გადაეკონვერტირებინა ჩემ შემთხვევაში არც ერთი ქნა და არც მეორე). დავიწყე პროგრამების ძებნა და ფასიანებია ცხადია და თან საკმაოდ დიდი დრო სჭირდება კონვერტაცია. ორივე პრობლემაა ჩემთვის. არც დაკრეკილი პროგრამის დაყენება მიყვარს და იმდენი ფაილი მაქვს გადასაკკონვერტირებელი რომ დროც პრობლემაა. ხოდა ვიპოვე ffmpeg საშუალება. github-ზეა გადმოსაწერი ლინკი და კოდიც. ოღონდ ისაა რომ ცოტა რთული შეიძლება აღმოჩნდეს მოსახმარებლად საშუალო ან დაბალი დონის მომხმარებლისთვის ამიტომ დავწერ პატარა ტუტორიალს. რა შეუძლია ამ უტილიტას? Change the format of a video/audio file Extract audio from video file Merge audio and video streams Change the bitrate of a video/audio file Create GIF from a video file Extract still images from a video file To embed subtitles into a video file To compress or resize a video/audio file Record a live stream 1. ვიწერთ არქივს სადაც მოთავსებულია ეს ყველა ფაილი download ffmpeg 2. "ვაინსტალირებთ". ამისათვის ამოვაარქივებთ და ფოლდერს ვუცვლით სახელს (იდეაში სახელის შეცვლის გარეშეც მუშაობს). რეკომენირებულია ეს ფოლდერი C დისკზე ჩააგდოთ. 3. უნდა გამოიძახოთ command promt ადმინისტრატორის უფლებით და ჩაწეროთ setx /m PATH "C:\ffmpeg\bin;%PATH%" დარესტარტებას მოითხოვს 4. რესტარტის მერე ისევ cmd-ში უშვებ ბრძანებას საბოლოო ეტაპისთვის ffmpeg -version ამის შემდგომ მოხმარება მარტივია. იმ ფოლდერი სადაც პროგრამის გამშვები ფაილებია ვაგდებთ ვიდეოს/მუსიკას რომლის კონვერტაციაც გვინდა და იმავე მისამართიდან ვიძახებთ cmd ან powershell-ს (ჩემ შემთხვევაში ეს უკანასკნელი გამოვიყენე). ამისათვის ფოლდერში უნდა დააჭიროთ shift + მაუსის მარჯვენა კლიკი და კონტექტურ მენიუში გამოჩნდება ან cmd ან power shell ნუ გააჩნია თქვენ სისტემას. ასევე თუ cmd-დან უბრალოდ შეხვალ ამ ფოლდერში ეგრეც შეიძლება. შემდეგ კი სინტაქსი არის ასეთი ffmpeg.exe -i შემავალი_ფაილი.გაფართოება გამომავალი_ფაილი. გაფართოება (აქ შეიძლება ნებისმიერი ვიდეო/აუდიო ფაილების ფორმატები იყოს) ჩემ შემთხვევაში გამოვიდა ასე PS E:\System\Desktop\tita\ffmpeg\bin> .\ffmpeg.exe -i .\10_01_R_20220927030000.h264 video10.mp4 პროცესის დასრულების შემდეგ იღებთ თქვენთვის სასურველი გაფართოების ფაილს (ჩემ შემთხვევაში .mp4) ეს მინიმალურია რაც ამ უტილიტითაა შესაძლებელი. უფრო ვრცელი ჩამონათვალი იხილეთ თავდაპირველად მითითებულ ბმულზე. პ.ს. მე დამეხმარა, თუ თქვენც გაქვთ საჭიროება მსგავსი პროცესის გამოიყენებთ და კარგია თუ არა და ჩვენ ვიყოთ კარგად . იყოს მაინც აქ ეს ინფო
  17. კვება უნდა იყოს აუცილებლად კარგი/ძალიან კარგი ლონგ რანში. ბევრი ფაქტორი მოქმედებს და არ ღირს გარისკვა. როგორც უკვე აღნიშნეს ტოპ ბრენდები ეგენია. მე ბევრი კვება არ მქონია ძირითად კომპზე, მაგრამ რაც მქონდა ესენია FSP (11 წლისაა და დღემდე მუშაობს უპრობლემოდ თან დატვირთვაზე), seasonic და ბოლოს super flower. რაც შეიძლება შემეძინა ამეების გარდა არის corsair. დანარჩენზე არც ინფორმაცია მაქვს კონკრეტული და არც გარისკვა მინდა. კვებაა რა. ყოველ წელიწადს ხო არ ვცვლი?! წლები უნდა იმუშაოს. ასე რომ ეგრევე ძალიან კარგი უნდა იყიდო
  18. MP თამაშში 60 ფპს მკვდარზე ვენოკივითაა. არაფერში გარგია. ასე რომ 100+ უნდა იგულისხმო რომ აი "ქაჩავს". მე არ მომეწონა ეს ნაწილი მიუხედავად იმისა რომ COD-ს გულშემატკივარი ვარ. დავზოგე 170 ლარი გაიხარონ მაგათმა
  19. ეგ არანორმალურად სწრაფად ბრუნავს. კარტა ხო კარგად ზის სლოტში. ან კვება კარგად ხოა დაერთებული. მაქსიმაურ აბაროტზე ბრუნავს და ექნება ხმა ცხადია. ჩემთან საერთოდ არაა ხმა
  20. რომელი ფირმისაა? ან რატო ჭირდება გაწერა? მე პირადად თითოეული თამაშისთვის მაქვს გაწერილი მანუალურად ისიც ავტომატურად რასაც მთავაზობს ანუ არაფერს ვცვლი გარდა იმისა რომ მანუალზე ეყენოს. მხოლოდ იმ კონკრეტულ პროგრამაზე და თამაშზე ირთვება ეგ პოლიტიკა. როცა დატვირთვა არ აქვს საერთოდ გაჩერებულია ფანები და ხმაური შესაბამისად არაა. ხმაურს არ შევუწუხებივარ. ჩემი sapphire nitro + ვერსიაა. მანუალზე იმიტომ დავაყენე რომ თამაშებში 80+ გრადუსზე ადის აუტო ფანზე, პირიქით დაბალ აბაროტს აძლევს. მე კიდე არ მიყვარს 70 გრადუსს რომ სცდება. გლობალ სეთინგებში მანუალურზე დაყენებას ის ნაკლი აქვს კიდე რომ zero rpm ითიშება და ბრაუზერში ხარ თუ საოფისე საქმეს აკეთებს უაზროდ ბრუნავს ფანები და პირიქით ხმაურია. დრაივერი 22.3.1 მიყენია. ყველა ვცადე ახალი რაც გამოვიდა და არცერთი მომეწონა. ძაან სტაბილურად მუშაობს და ხოშიანია. კარგა ხნისაა მაგრამ სტაბილურია და კარგია.
  21. ვფიქრობ კარგია რომ მხოლოდ ვიდეო გამოსახულების ასახვის საშუალებებს აღარ აკეთებენ და ადამიანის ცხოვრებაში ბევრი სასარგებლო ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ცდილობენ. მე დადებითად ვაფასებენ ნვიდიას მუშაობას. ფასები რომ დააბრახვეს აბა წინა სერიაა რომ "გააიაფეს" ხო უნდა ამოიღონ ეგ
  22. ახალი კარგი რუკა ჩანს მაგრამ თვითონ თამაში მე დიდად არ მომწონს რაც ვნახე. კიდე დაიხვეწება მაგრამ რა ვექტორიც აქვთ აღებული აღარ მომწონს. მათ შორის არც modern warfare სამწუხაროდ.. ბევრი ასპექტია და ჩამოთვლასაც არ აქვს აზრი შორს წამიყვანს.
  23. მინიმალური ცვლილებებია. ყველაზე დიდი ცვლილება ჩემი აზრით სლაიდ ქენსელის ამოღებაა. კარგია თუ ცუდია ეგ გამოჩნდება. mp ისეთი არაფერი. რაც შეეხება warzone 2.0 სასიკეთო ვერაფერი ვნახე. ბევრად შეზღუდული გახდა თამაში. ტლანქი და გართულებული. ამსგავსებენ apex/pubg სინთეზს. არცერთი მომწონს. გალუტვის სისტემა რა დებილობაა. ყოფილიყო ისე როგორც იყო. ასევე Loadout-ები რომ არაა ვისი ტვინის ნაჟური იყო ეგ სისულელე არ ვიცი. მაქსიმალურად ათანაბრებენ სიტუაციას. ეგეთი კვერცხობა რომ მდომებოდა Pubg-ს ვითამაშებდი.. მე ჯერჯერობით უარყოფითად ვაფასებ ამ ივენთს. სუსტი იყო ძაან პ.ს. ბონუსად warzone mobile ერთ ადგილზე გაიკეთონ
  24. რამდენიმე თავი გადავიარე ხელახლა რომ კარგი დასასრული მქონოდა და სადღაც 12 საათი დამჭირა ამის გათვალისწინებით. რომ არ მივბრუნებოდი და პირველივე ჯერზე დამესრულებინა 10 საათი მაქსიმუმ. ერთხელ რაღაც გამემაზა სახლში ხმაური იყო და კონცენტრირებული ვერ ვიყავი, მაგის გამო სიუჟეტური ხაზი ისე იცვლებოდა რომ დავაკვირდი არ მიღირდა და მაგის გამო დავბრუნდი მერე 2 საათით უკან.. საკმაოდ ლოგიკურად ლაგდება ყველაფერი. ბოლო თავში ეგრევე ხვდები რა გაქვს გამაზული და გამოსწორება ადვილია. რთული თამაში არაა მოკლედ. ახლა ვფიქრობ man of medan ხომ არ გადმოვწერო, მაქვს სთიმზე..
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.