Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3635
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by MaKaSaRa

  1. nfs ბოლოს მგონი run ვითამაშე და დავხურე. მაგის მერე ისეთი არაფერი გამოსულა რომ ყიდვა მომდომებოდა და გატეხილებს ისედაც არ ვეკარები. კოდმასტერი ნორმალურ სტაბილურად საშუალო დონეს დებს. ძველი დირთები და 1,2 გრიდი მომეწონა. მაგის მერე ერთიდაიგივეს აკატავებენ. უისტორია თამაშები არ მომწონს და ყველა ეგეთია კოდმასტერის. მოკლედ კოლაბორაციამ შეიძლება გაამართლოს თორე ცალცალკე ორივე ერთ ადგილზეა
  2. ჰო ცოტა დრო მაქვს ახალ ზაფხული როა დღის განმავლობაში და სანამ საღამოს warzone-ის ხალხი შევიკრიბებით ვთამაშობხოლმე. ინტერესი მხოლოდ ისაა რომ ის დიდი გზა გავხსნა. მაგის გამო უაზრობების კეთება მიწევს. მაგას რო გავხსნი მერე დავიკიდებ. ოპტიმიზაციაა ძალიან კარგი მაგრამ საქმე იმაშია რომ მარტივი სცენაა, არაა გადატვირთული სხვადასხვა ტიპის ობიექტებით. ან ხეა, ან ბალახი თუმცა მაინც დასაფასებელია რომ open world ტიპის თამაშს ასეთი კარგი ოპტიმიზაცია აქვს. უმარავი თამაშია რომელიც მაქვს ნაყიდი და არ მითამაშია. GTA5 რომ ვიყიდე 2 წლის მერე დავხურე იმიტომ რომ გამოჩნდა დრო მაგისთვის. ასევე RDR2 და მსგავსები. მოკლედ რაღაც დრო უნდა გამომითავისუფლდეს რომ მაგათ მოუწიოს. ფორაზაც ეგეთია რა. ბორბლებიანი თამაშები მომწონს და რადგან სხვა არაფერია ახლა ამას მოუწია.
  3. ისეთ რაღაცას ამბობ რაც მობეზრებადია. ხელოვნების ნიმუშის ახლოსაც არ დავაყენებდი მე. პროსტა რატო უნდა ვიდგე? მინდა რომ ექშენი იყოს. აი რა ხდება შიგნით რაც გაჯაჭვებს ეგეთი რა არის თქვენთვის? სწორხაზოვანი მაიმუნობაა ჩემთვის. უამრავი მანქანაა და მერე? მაგათი 80%-ით ალბათ არასდროს ითამაშებს ადამიანი. მაგას მერჩივნა რამე ისტორია ქონოდა. live event-ებიც უსუსური მაიმუნობაა. ყოველდღე ვთამაშობ ლამის რომ მინდა ყველაფერი გავხსნა. 37 საათი დამიგროვდა ამ მაიმუნობაში მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ყველა სეზონის ნახვა მინდა. ჯერ მხოლოდ გაზაფხული და ზაფხული იყო. ისე მხოლოდ ერთი მანქანის ყიდვა დამჭირდა აი ბოლო სქრინზე რაცაა რომ ექსპერტ სირთულეზე დამეხურა ის ივენთი კუნძულზე. დარაჩენი რა მანქანებიც მყავდა ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა
  4. გოლიათ ტრასის გახსნა მინდა და ესეც რა მაიმუნობაა. ლეველი უნდა გქონდეს მაგ რეჟიმში 20 მგონი. არადა აბსოლუტურად ყველაფერი გავიარე და გავხსენი და 17 ლეველზე ვარ. ახლა იძულებული ვარ რომ იგივე გზები ვიტამაშო. ეს კვერცხობა ვინ მოიფიქრა? expert სირთულეზე ვარ და xp-ს ნაკლებობას არ ვუჩივი და მაინც ამდენი უნდა ვეწვალო. მზეობაა რა
  5. ამ თამაშის ყიდვა მინდა და სთიმზე არ მიჩანს. რა მზე უნდა ხო არ იცით? მთელი თემაა გახსნილი მაგრამ საშველი არ ჩანს ლინკი
  6. ვთამაშობ და კიდევ უფრო ვრწმუნდები რომ ჩვეულებრივი საშუალო დონის თამაშია ჩემთვის. საინტერესო არაფერი აქვს საერთოდ. გუშინ იმ კუნძულზე გადავედი რაღაც დლც რომ აქვს. იქაც იგივეა ყველაფერი. მაგარი უინტერესოა. ექსპერტ სირთულეზეც კი ძაან გაადვილდა. ანუ მოტივაცია რა უნდა მქონდეს? არაფერი ხდება საერთოდ. მრავალფეროვანი არაა. ალბათ ვისაც 2$-ად აქვს ნაყიდი ექაუნთი იმათთვის ალბათ კარგია. ნწტა გამაგებინა როდის იხურება და მეტი არ მინდა არაფერი. ყველაფერი გავხსენი გაზაფხულის სეზონში. დღეს ზაფხული დაიწყო. აქაც ცოტა დამრჩა რაღაცეები. კველა სთორი და ბიზნესი გავიარე. და არაფერი საერთოდ. პროსტა კარგი ოპტიმიზაცია აქვს და ვისაც უბრალოდ უაზროდ სიარული მოსწონს მანქანით მოეწონებათ მაგრამ აზრიანად არაფერი აქვს. მოკლედ იმდენი უარყოფითი აზრი მაქვს რომ...
  7. ჩემი რჩევა იქნება რაიმე ნორმალური კვება იყიდო სულ მცირე 80+ რომ იყოს და ბრონზე, სილვერი და ა.შ თუ არ იქნება არაუშავს. კვება ისეთი ნაწილია ყველაზე კარგი უნდა იყიდო თორე წკიპზე მუშაობა არ ნიშნავს რომ ყოფნის. მაგ დიფქულს უწერია 350w აუთფუტი. აი მკვდარზე ვენოკივით იქნება . ჩართვით ჩართავს ალბათ. გადამყვან გადმომყვანებით მიერთებას აზრი არ აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში. კვებას რომ ერთი ადგილი ქონდეს არ დაენანებოდათ და დაუმატებდნენ კაბელსაც. რო არ შეუძ₾ია იმიტომ არ აქვს დამატებით კაბელები ვიდეოსთვის
  8. ეგეთბზე ვფიქრობ რომ არაა ორიგინალი. 120 ლარი ფანტასტიკის სფეროა ვანო ორიგინალი კონტროლერითვის თან v3. იმედია ვცდები. მეც მინდა ერთი მოვაგდო მაგრამ არ მინდა შევცდე
  9. მოკლედ ბედის უკუღმართობით ორიდან ერთი კონტროლერი დამებრიდა და ახლა რომელ კომპთანაც ვარ აქ არ მაქვს. ხოდა ვცადე კლავიატურით ამის თამაში (საჭეც ვიფიქრე მაგრამ ამოლაგება მეზარება). ჩემდა გასაკვირად უკეთესად ვთამაშობ კლავიატურით ვიდრე კონტროლერით. უფრო ვიცავ სიზუსტეს. კლავიატურა მექანიკა ყავისფერ სვიჩებზე და სასიამოვნო შეგრძნებაა მაგრამ კიდე იმას ვაბრალებ რომ როცა კლავიატურით ვთამაშობ მონიტორთან უფრო ახლოს ვზივარ და მეტ დეტალს ვხედავ. აზრად არ მომსვლია კლავიატურით ამის თამაში...
  10. როგორც წესი ქეისის წინა მხარეს დამაგრებული ფანი მუშაობს ჰაერის შეტანაზე, მოივლის შიდა სივრცეს და უკანა მხარეს დამაგრებული ფანი კიდე თბილ ჰაერს გაიწოვს გარეთ. მხოლოდ შიგნით შემტანი ფანები რომ იყოს გარეთ რა გაიტანს? შიგნით ხო ვერ დარჩება. იდეაში ქეისის კონსტრუქციასაც გააჩია. ძველ ქეისებზე სადაც კვების ბლოკი ზედა მხარეს იდგა ეგეც ასრულებდა გამწოვის ფუნქციას მაგრამ თანამედროვე ქეისებში ეგრე აღარაა და იდეაში დატვირთვა აღარ მოდის კვების ბლოკზე
  11. არცერთი კარტა არანაირი ლოგიკით არ უნდა ღირდეს 1000$-ზე მეტი. პროსტა სისულელეა და ხალხის დაგოიმება. ფეხბურთელების და ფასების მატების არ იყოს. ტილიან საშუალო დონის ფეხბურთელს 100ლიმონად ვერ ყიდულობენ და 65-ად ზიდანი იყიდეს 15 წლის უკან, და რომელი ჯობია ნეტა მაგას. სტანდარტები არ იცვლება რეალურად top იგროკი მაშინაც სპექტაკლებს დგამდა და დღესაც. ყველაფერი ფარდობითია. ადრე ტექნოლოგიურად უჭირდათ და უფრო მძლავრი კარტები არ გამოსდიოდათ. ახლა რა უჭირთ ნეტა ამხელა ფასები რომ უნდათ ამოიღონ. მაშინ დაერხა ბაზარს საგანგაშოდ რომ არ მიიჩნია ხალხმა 1000$ მეტი ღირებულება. წლების განმავლობაში ხო იყო მხოლოდ ტიტანები 1000$ და ითვლებოდა ყველაზე მძლავრად. ნეტა რა ქნეს რომ ახლა 2000$ ღირს? ყველაზე ტოპ დესკტოპ სეგმენტის კარტა 3000-3500 გელაზე მეტი არ უნდა ღირდეს და მაშინ იქნება ასე თუ ისე ნორმა. მე პირადად არასდროს მივცემ მანქანის ფასს ვიდეოკარტაში. აი რას აკეთებს რომ ეგეთს? გამოდის რომ ვიდეოკარტის ნახევარ ფასში შეგიძლია ტოპ ნაწილების შერჩევა სისტემისთვის და ვიდეო ორჯერ ძვირი უნდა ღირდეს მინიმუმ. საუბარი მაქვს მთლიან ღირებულებაზე კომპონენტების თორე ცალკეული ნაწილი ყოველთვის უფრო იაფი იყო ვიდეოზე.
  12. ნუ უფრო შუაშია რა მაგ კარტებს შორის. მეც მესიმპატიურება 1080p-ზე მაგრამ სადაა აბა :S
  13. სადრაც rtx 3060ti-3070 შორის ბორძიკებს უფრო მეორეს მიმართულებით
  14. აა მაგას თუ გულისხმობ ლაგში კი ნამდვილად აქვს. არა რაც მიწერია ამ სისტემაზე არ დამიყენებია. სოფელში დაახლოებით შენნაირი სისტემა მაქვს და იქ მიყენია HDD-ზე თან. მე მაგას უფრო ვაბრალებ და ამიტომ არ აღმიქვია პრობლემად. i7 2600k @4.5, RAM 16GB 2133, rx 580 8gb. მაქსიმუმ გრაფიკაზე 60+ ყველა ვარიანტში აქვს ფპს.
  15. მე მაქვს ლიცენზირებული სთიმის ვერსია და არაფერი ლაგავს 99% შემთხვევაში. მხოლოდ რამდენიმე წამით ლაგავს რბოლის მერე free road-ზე რომ გადახვალ. დაახლოებით 5-10 წამი. მერე ეგრეც სწორდება. შეიძლება კონკრეტული ჰარდი არ მოსწონს სადაც ჭედავს. არც game mode მაქ ჩართული
  16. ვთამაშობ მოკლედ და იხურება ეს რამენაირად? ავირიე. მხოლოდ ქემფეინის მისიები მინდა და სადაა ეგ? ისე სწრაფი მანქანებით ვთამაშობ ძირითადად დანარჩენი იმდენად არ მომწონს. მაგალითად ჩემი დაკვირვებით lambo venemo ყველაზე დაბალასებული მანქანაა სისწრაფეზე. ერთი ჩანართის გარდა ყველაფერი 10-ზე აქვს. მაქსიმალურ სიჩქარეშე ჩამორჩება სხვებს მაგრამ ძალიან მანევრირებადია და სასწაულად გემორჩილება. პრაქტიკულად შეუძლებელია მაგით წააგო. ჰაიდ სქილ სირთულეზე და კიდე უფრო რთულზედაც არაა პრობლემა.
  17. ჩემთვის კიდე ლუციფერის საწყისი სეზონები ერთერთი ყველაზე კარგი იყო იმ სერიალების ფონზე რაც არის. ბოლო ორ სეზონზე რაღაც პრობლემები ქონდათ. ბოლოს წინა სეზონი საერთოდ შეწყდა და მერე რაღაც გაუგონარი სისულელე დაამატეს რამდენიმე სერია. საერთოდ სად იყვნენ ვერ მივხდი. მე-4 სეზონის ბოლოს ვგულისხმობ. პირველი სამი სეზონი ჩემთვის აღმოჩენა იყო და იდეურად გამართული. თუნდაც ის რად ღირს რომ ეშმაკიც და ანგელოზიც ჩვენ შორისაა და ჩვენნაირია და ის რომ ადამიანებს დაბრმავებს კარგი უნარი აქვთ. რისი აღიარებაც არ უნდათ პირდაპირაც რომ ეუბნებოდე არ დაგიჯერებს სანამ კისერს არ წაიტეხს. ბოლო სეზონს კიდე არაუშავდა მაგრამ ბევრი შენიშვნა მაქვს. მოკლედ მე სრულად ვიზიარებ და ვუერთდები IMDB-ზე მის შეფასებას 8.1/10-დან.
  18. @Fatal Fighter მშვენიერი წამოწყებაა. წარმატებები!! სამომავლოდ მეც ვაპირებ ჩემ გემოზე მოვაწყო გაგრილება. ამ ეტაპზე კი ჩემ პრუწუნა r5 3600-ს რაც მაქვს ესეც თავს გადასდის მაგრამ მხოლოდ შედეგია, ვიზუალურად არ აღიქმება. 2 კოსრსეარის AIO მქონდა(h100 rgb pro და h115rgb pro) და არცერთზე შემინიშნავს ფრიზები. ცუდია ამხელა ფასს რომ იხდი და კიდე პრობლემაა.
  19. ბოქსის კონტროლერით. საჭეც მაქვს (g27) მაგრამ ეგ არ მიცდია ჯერჯერობით. არკადაა მაინც. assetto corsa-ში საჭის გარეშე ადგილზე ვბზრიალებ ზოგადად მომწონს არკადა რეისინგი. მინდა რომ რაღაც ისტორია მქონდეს და მივყვე. აი აქ ძალიან პრიმიტიულია ყველაფერი ჩემი აღქმით. ტექნიკურად მაგარი შესრულებულია მაგრამ ისიც არ მომწონს რომ ორიგინალური იდეა არაა ეს თამაში. ზემოთაც დავწერე რომ TDU-TDU2-ს ვთამაშობდი ადრე და ის სიახლე იყო და ძალიან მომწონდა. სამყაროც , იდეაც. აქ ზუსტად ისეა ყველაფერი (+ დრიფტის შესაძლებლობა) და მერე? ამასთან ძალიან პატარა რუკაა ან ჩემთან არ გახსნილა მეტი. TDU-ში ერთერთ უშორეს დისტანციაზე რომ გამევლო ლამის ერთი საათი მივდიოდი და ერთი გზა ორჯერ არ გადამიკვეთავს. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ დღეს ამ ჟანრში მეც ვთვლი რომ საუკეთესოა მაგრამ იმიტომ რომ მეტი უკეთესი არაა. ზოგადად უბრალოდ მანქანებით ერთიდაიგივე გზაზე ტასავი არ მომწონს უაზროდ. შეიძლება რამდენჯერმე გავიარო მაგრამ ეგრევე მბეზრდება. აქ კიდე სხვა ალტერნატივა რა არის უკვე აზრი გამომელია. ახალ სიტუაციას არ მთავაზობს. პ.ს. ცხოვრებაშიც არ მომწონს მანქანები
  20. 2 დღეა ვთამაშობ და მართლა ვერ ვხდები რატოა ეს სხვა ამ ჟანრის თამაშებზე ბევრად უკეთესი. ერთადერთი ავტომანქანების დიდი არჩევანია თორე სხვა რა აქვს აი შეგიძლიათ ვინმემ მიმახვედროთ? იქნებ სხვა რამეზე ვაკეთებ აქცენტს. აი გრაფიკაო რომ ვთქვა სხვასაც აქვს გრაფიკა(ზოგადად თამაშებში გრაფიკა უკვე მაღალ დონეზეა და ესეც არაა გამონაკლისი), open world-იო-სხვასაც აქვს, სთორი- ამას სთორი არ ქვია რაც არის. მომაბეზრებელი ერთნაირი ივენთებია ჩემთვის. მოკლედ მე 7.5-8/10 დავუწერ იმის ფონზე რაც ვითამაშე. ონლაინ არ მითამაშია მაგრამ არამგონია მაგან რამე შეცვალოს. და კიდევ ეს მანქანები ყველა 250+ რომ დადის მათ შორის უგზოობაში ეგ რა მაფიაა? ტრასაზე ხარ თუ ყანაში აზრი არ აქვს, ფრიზბისავით დასრიალებს. ანუ თავიდან რომ ვრთავ კარგია სანამ გავეცნობი ყველაფერს მაგრამ მერე ძალიან ერთფეროვანია. TDU აქვს თავისდროზე დიდი ხანი ნათამაშები და იმის გადმომღერებაა უკეთესი გრაფიკით. ხო იქ უფრო ტაშტივით დადიაოდა მანქანები მაგრამ ის ბევრად ადრე იყო. ორიგინალური იდეაც კი არაფერია ამ თამაშში. მომბეზრდა ძალიან მაგრამ ახლა სხვა ისეთი არაფერი მაქვს და ნელნელა მივყვები. ჰიპერქარების გარდა სკილდ სირთულეზე ვთამაშობ გათიშულუ თრექშენით და სტაბილითით მხოლოდ ABS ჩართული და ადვილია ასეც, კიდე ერთი საფეხურით ავწევ უკეთეს მანქანებს რომ დავირტყავ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ უბრალოდ ამ ჟანრში (არკადული რეისინგი) იმდენად ცუდი სიტუაციაა 15 წლის უკანდელთან შედარებით) რომ ეს თამაში იმათ ფონზეა ჩემი გაგებით მაგარი თორე სხვა არაფერი. ასევე ვიტყვი რომ ეს ჩემი პირადი აზრი და შთაბეჭდილებაა და არავის მოვუწოდებს რომ გაიზიაროს. ყველას ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს. ჩემი ასეთია
  21. მე მაქვს ეგეთი (თითქმის) rgb pro (platinium no) და r5 3600 4,2 ყველა ბირთვი ეგეთ მაიმუნობა მოკლე დროიან ბენჩებში 60-65 მაქსიმუმ ადის. ასე რომ არამგონია ცუდი გაგრილება იყოs, უფრო მეტიც, ძალიან კარგი გაგრილებაა. ხო თან კიდე ჩუმ რეჟიმზე მიყენია თორე ექსტრიმზე ყინავს ყველაფერს. და კიდევ ზევით მიყენია ქეისის თორე წინიდან რომ დავაყენე უარესი შედეგი მომცა. (ცხადია ეს ყველაფერი სულში ნაფათურები ვოლტაჟით თორე თავის სტანდარტულ ვოლტაჟზე წარმოდგენაც არ მინდა რამდენზე ავა მაგას ვერ შველის საყინულე)
  22. გადმოვწერე და ნუ რა შემიძლია ვთქვა: უდაოა რომ მაღალი დონის თამაშია მაგრამ აი მასტერფისიაო რომ ვთქვა ეგეთი არაა ჩემთვის. უბრალოდ ამ ჟანრში იმდენად სავალალო მდგომარეობაა რომ ეს იმათ ფონზე მართლა მაგარია. ოპტიმიზაცია იდეალურია რავი. ჩემ დენიკინის დროინდელ სისტემაზე 72ფპს-ზე იდეალურად პლავნად უბერავს იშვიათად რომ ცამოცდეს . საუბარი მაქვს i7 2600k @4.5 , ram 16gb 2133, rx 580 nitro + 8gb. თან იმის ფონზე რომ HDD-ზე დავაყენე. vip სტატუსი მაქვს და რაღაცეებს მჩუქნის პერიოდულად თამაში და ბედნიერი ვარ
  23. TDU2 მართლა სერიოზული თამაში იყო (ახლა მაგათ საიტზე ვეღარ შევდივარ ავტორიზაციისთვის ). კარგად გამართო თავისდროზე. პირველი ნაწილის დროს არ ვყიდულობდი ლიცენზიებს და არ ვიცი როგორი იყო ლიცენზირებული მაგრამ ეგეც კარგი იყო როგორც მახსოვს. ამასაც ინტერესით ველოდები. როგორღაც ამას უფრო ვგულშემატკივრობ ვიდრე forza-ს. ერთი ჟანრია რა და ეს open world სამყარო TDU უფრო ადრე იყო ვიდრე forza.
  24. ვიყიდე ultimate ვერსია. ძალიან ცოტა იყო ფასში სხვაობა delux თან და ბარემ ეს იდოს. პროსტა ერთი მივქარე რომ გადმოწერა hdd-ზე გავუშვი (არ მქონდა სსდ-ზე ადგილი) მაგრამ მერე გამოვათავისუფლებ და გადავიტან არაუშავს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.