Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. ხო, გაგრილება მართლაც კარგი უნდა ჰქონდეს, გასასვლელებს რაც შეეხება, აქვს dual-DVI და mini HDMI პორტი
  2. როგორც იცით, Bulldozer-ების შიფინგის დაწყება 20 ივნისისათვის იყო დაგეგმილი, ახლა კი DonanimHaber-ი ასახელებს 11 ივნისს. AMD-ეს მე-9 სერიის დედადაფები გამოვა მაისში, ამ დროისთვის კი, წესით, FX უკვე ოფიციალურად უნდა იყოს დაანონსებული და დათარიღებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 11 ივნისი შაბათია, ცოტა არ იყოს უცნაური იქნება ასეთი პროცესორის გამოსვლა ამ დღეს. წინა თარიღი უფრო ახლოსაა რეალობასთან. მიუხედავად ამისა, AMD-ს ოფიციალური ტაიმლაინი ისევ ამ წლის II კვარტალი რჩება და თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება, FX სერიას ზაფხულის პირველ თვეში ვნახავთ.
  3. წარდგენიდან სამი თვის შემდეგ, დაიწყო 24-დუიმიანი BenQ EW2430 მონიტორის შიფინგი და რამდენიმე დღეში ის ევროპაშიც გამოჩნდება. მას გააჩნია VA (Vertical Alignment) პანელი, LED-ბექლაიტი, ალუმინის სწორი სადგამი და გაფორმებულია შავ ფერში. ხედვის კუთხე 178/178 გრადუსია, რეზოლუცია შეადგენს 1920 x 1080 პიქსელს, სტატიკური კონსტრასტის მაჩვენებელი 3,000:1-ზე, დინამიურის კი - 20,000,000:1-ზე. აღჭურვილია 3W სპიკერებით, D-Sub, DVI და HDMI, ასევე ოთხი USB პორტითა და გამოსახულების გაუმჯობესების ტექნოლოგია Senseye 3-ით (ექვსი წინასწარ დაყოფილი რეჟიმით). მწარმოებლის თქმით, მონიტორის ფასი 279 ევრო იქნება, თუმცა ამ მომენტისათვის არსებულ ლისტინგებში ის უკვე შეინიშნება (პრე-ორდერით) და ღირს 237€. TC Magazine
  4. სხვა მწარმოებლებთან ერთად, რასაკვირველია Sparkle-მაც წარმოადგინა GeForce GTX 550 Ti ბარათის თავისი ვერსია, რომელიც აღჭურვილია მის მიერ წარმოებული გაგრილების სისტემით, თუმცა ქარხნული სიხშირეებით. ბარათი დაფუძნებულია NVIDIA-ს 40-ნმ GPU GF116-ზე და გათვლილია, რომ დაიკავოს GeForce GTS 450-ის პოზიცია, რომელთან შედარებითაც, ის 28%-ით უკეთესია წარმადობის მხრივ, რეფერენსულ მაჩვენებლებზეც კი. მისი ბირთვი მუშაობს 900 მჰზ-ზე, ხოლო მეხსიერება კი 4100 მჰზ-ზე. მწარმოებლის თქმით, ეს ბარათი, პერფორმანს/გამოყენებულ სიმძლავრის შეფარდებით, სჯობს თავის წინამორბედს 20%-ით. თუმცა, მაქსიმალური სიხშირეების მიღების მოყვარულები, სურვილისამებრ, ისარგებლებენ ამ პროდუქტის ოვერქლოქინგის პოტენციალითაც - ასე ირწმუნება პრეს-რელიზის შემდგენელი. კომპანიის შეფასებით, ბირთვის მაჩვენებლის გაზრდა შესაძლებელი იქნება 1 გჰზ-მდე. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ბარათი, რომელსაც გააჩნია DirectX 11, NVIDIA 3D Vision, PhysX და SLI ტექნოლოგიების მხარდაჭერა, გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი - ფასი/შესაძლებლობების მხრივ. პროდუქტი აღჭურვილია 1 გბ GDDR5-ით, საფირმო იისფერი პლასტიკური ორი ცალი DVI-თა და mini HDMI გასასვლელით. IXBT
  5. სადღაც წავიკითხე, რომ სუსტი ელემენტი ექნებაო და მეორე ტელეფონის წაღებაც მოგიწევთ ხოლმეო, რამდენაც ზუსტი ინფოა, არ ვიცი..
  6. ამ მომენტისათვის, კომპანია Alienware (შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ის შეიძინა Dell-მა) მომხმარებლებს სთავაზობს ნოუთბუქების მხოლოდ სამ მოდელს: M11x, M15x და M17x. თუმცა, ჩინური წყაროს მონაცემებით, ამ ასორტიმენტს კიდევ დაემატება ორი ვერსია - М14х(14-დუიმი) და М18х (18-დუიმი). ჯერჯერობით, ბევრი არაფერია ცნობილი ახალი ნაწარმების შესახებ. როგორც ამბობენ, უფროსი მოდელი მიიღებს ორ დისკრეტულ ბარათს: ეს შეიძლება იყოს ან CrossFire-ში მომუშავე AMD Radeon HD 6870M-ები, ან SLI-ში - NVIDIA GeForce GTX 460M-ები. М18х-ის დისპლეის ზომა კი შეადგენს 1920 х 1080 პიქსელს. უმცროსი ვერსიის დიზაინი თითქმის მსგავსია, თუმცა უფრო კომპაქტური კორპუსის გამო, მასში მოთავსებული იქნება მხოლოდ ერთი ვიდეობარათი, რომელიც შეიძლება იყოს NVIDIA GeForce GT 555M, AMD Radeon HD 6730M ან 6770M. ფოტოსურათებიდან თუ ვიმსჯელებთ, ნოუთბუქები სავსებით მზად არიან გამოსაშვებად და ე.ი. შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ მათი ოფიციალური ანონსი უკვე სულ ცოტა ხანში შედგება. IXBT
  7. ხომ ვიცოდით, ეს კარტა გამოუშვეს, რომ შეევსო შუალედი GTS 450-სა და GTX 460 768mb-ს შორის და ყოფილიყო Radeon HD 5770-ზე უკეთესი, ამ მხრივ, გაამართლა კიდეც, ამაზე მეტს მგონი არც არავინ ელოდა მისგან.. დიდად არც მე მესმის რატომ უნდა ვიყიდო ეს GTX 460-ის ნაცვლად, მაგრამ აქაც გარკვეული მარკეტინგული სვლა იქნება ჩადებული, ასე მარტივად არ იქნება.. ბარსა +1
  8. X-Fi Titanium HD-ის ფასი 169$ გახდა, სერიოზული კარტაა
  9. Verizon Wireless-მა გუშინ დაადასტურა, რომ LTE-მხარდაჭერის მქონე ThunderBolt სმარტფონის გამოსვლის თარიღი (რომლის შესახებაც HTC-მ განაცხადა) არის 17 მარტი და აღნიშნა, რომ მოწყობილობა მაღაზიებში ხელმისაწვდომი იქნება 249$-ად, მომხმარებელთან ახალი, 2-წლიანი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული პროდუქტი მუშაობს Android 2.2 სისტემაზე და გვპირდება ჩამოტვირთვა/ატვირთვის სიჩქარეებს 12/5 მ-ბიტ/წმ-მდე - 4G Mobile Broadband-ის გავრცელების ადგილებში. მას გააჩნია 4.3-დუიმიანი (800 x 480) თაჩსკრინი, 1 გჰზ-იანი Qualcomm MSM8655 ჩიპსეტი, 768 მბ ოპერატიული მეხსიერება, 8 გბ eMMC ტევადობა, microSD ბარათის სლოტი (კომპლექტში შესულია 32 გბ-იანი მოდელი), 8 მპ-იანი, dual-LED ფლეშ განათების მქონე rear-facing და 1.3 მპ-იანი წინა კამერა. გარდა ამისა, ასევე 802.11 b/g/n WiFi, Bluetooth, GPS, დუალ-მიკროფონები, G-სენსორი, FM რადიო, ჩამონტაჟებული სადგამი და 1400 mAh ელემენტი. TC Magazine
  10. იმისათვის, რომ დანარჩენ GeForce GTX 550 Ti ბარათებისაგან გამორჩეული რომ ყოფილიყო, კომპანია MSI-მ წარმოადგინა ორი ცალი, GF116-ით აღჭურვილი პროდუქტი, რომლებშიც გამოყენებულია Cyclone II ქულერი, რომელიც შედგება დუალ-სლოტიან, 90 მმ PWM-იან ფენისაგან, ნიკელით დაფარული სპილენძის ზედაპირისა და ამავე მეტალის ორი სითბური მილაკისაგან. როგორც ირწმუნებიან, რეფერენსული დიზაინის მქონე პროდუქტებთან შედარებით, MSI Cyclone II-enhanced GTX 550 Ti duo არის 50%-ით უფრო ჩუმი და 23O-ით უფრო გრილი. ის აღჭურვილია 192 CUDA ბირთვით, 192-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისით, 1 გბ GDDR5 VRAM-ით, სამხედრო კლასის კონცეპტ კომპონენტებით (Solid State Chokes, Solid Capacitors), GPU/shader/memory სიხშირეებით - 900/1800/4100 მჰზ-ით (სტოკ ვერსია) ან 950/1900/4300 მჰზ, dual-DVI და mini HDMI გასასვლელებით. აჩქარებული მოდელი, ასევე ცნობილი როგორც N550GTX-Ti Cyclone OC უკვე გაყიდვაშია 155$-ად. გარდა ამ ბარათებისა, MSI კიდევ აპირებს ორი GTX 550-ის გამოშვებასაც, იგივე სიხშირეებით, მაგრამ დამცველი ქულერით. TC Magazine
  11. რქაც GTX 500 სრიის - ეს ჩაასწორე :)
  12. თავისი რაინდით რა თქმა უნდა იყოს, ერთს ამას დავწერ, SLI-ზე შენ და საკმარისი იქნება მგონი
  13. მარტო პირველზე, მაუსით Extract here გააკეთე და წესით სრულად უნდა ამოაარქივოს ყველაფერი. თუ არადა, მაშინ უფრო ფაილი მგონია დაზიანებული ან შეიძლება ბოლომდე არ გქონდეს გადმოწერილი, მაგრამ ეგ არა მგონია..
  14. NVIDIA-ს ახალი GPU-ს გამოსვლამ, მწარმოებლებს ერთგვარი სიგნალი მისცა, რომ დაემზადებინათ 3D-ბარათები მის ბაზაზე. ინფორმაცია Zotac-ის, Palit-ის და Point of View-ს ამ პროდუქტების შესახებ, ჩვენს საიტზე უკვე დაიდო, ამჯერად კი, მოდით გავეცნოთ Gainward-ის მიერ შემოთავაზებულ ორ მოდელსაც, ესენია: Gainward GTX 550 Ti 1024MB Golden Sample და Gainward GTX 550 Ti 1024MB (ზედა და ქვედა სურათები შესაბამისად). სახელწოდებაში Golden Sample-ის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ბარათი მუშაობს გაზრდილ სიხშირეებზე. ბირთვის ტაქტური მაჩვენებელი 900-ის მაგივრად უკვე 1000 მჰზ-ია, პროდუქტი აღჭურვილია 1 გბ GDDR5 მეხსიერებით, რომელმაც ასევე მოიმატა და 4100-დან მიაღწია 4400 მჰზ-ს. გარდა ამისა, მწარმოებელი ირწმუნება, რომ დარჩენილია მნიშვნელოვანი პოტენციალი იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს სიხშირეების კიდევ უფრო გაზრდა. ასეთი ნიშნულების ჩვენება კი მოხერხდა Gainward Great 8 სმ-იანი (GR8) ფენის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია 11 ფარფლი. კომპანიის შეფასებით, ამ კომპონენტს, ქარხნული გაგრილების სისტემით აღჭურვილ ვენტილატორებთან შედარებით, შეუძლია 22%-ით უფრო მეტი ჰაერის ნაკადის შექმნა. საინტერესოა, რომ მეორე მოდელში გამოყენებულია ზუსტად ასეთი ფენი, თუმცა რამდენადმე შეცვლილია გაგრილების სისტემა. Gainward GeForce GTX 550 Ti-ის კომპონენტები იმყოფებიან რეფერენსული მოდელის მსგავს სიხშირეებზე. მწარმოებელი აგრეთვე აღნიშნავს, რომ გაზრდილი ეფექტურობის მქონე ქულერი და მაღალხარისხოვანი დეტალების გამოყენება, ძირითადად საუბარია იაპონურ კონდენსატორებზე, უზრუნველყოფს მუშაობის სტაბილურობას - 'აგრესიული აჩქარების' შემთხვევაშიც კი. ექსპერიმენტების მოყვარულთათვის კი, კომპლექტში შესულია Gainward Expertool უტილიტა. ბარათებმა მიიღეს თითო-თითო DVI-I, HDMI და VGA გასასვლელები. კომპლექტში აგრეთვე ნახავთ CUDA-ს მხარდაჭერის მქონე პროგრამა Super LoiLoScope-ს, რომელიც განკუთვნილია ვიდეოს რედაქტირებისათვის და კუპონი მისი სრული ვერსიის შესაძენად, 25%-იანი ფასდაკლებით. IXBT
  15. ბარსა MSI-ს და ზოტაკის დარაზგონებული ვერსიების რევიუ ვნახე, დაწყებული მაქვს უკვე წერა :)
  16. კარგი მიდ-რეინჯ დონის კარტა გამოუვიდათ მართლაც და გამოუშვეს, რომ შეავსონ ადგილი GTS 450-სა და 768 მბ-იან 460-ს შორის კიდევ ამ კარტის აბზორები: http://www.anandtech.com/show/4221/nvidias-gtx-550-ti-coming-up-short-at-150 http://techreport.com/articles.x/20573 http://www.hexus.net/content/item.php?item=29509
  17. პროცესორი მაგის მაგივრად 8200 აგეღო თუ ფასში ჯდები, დანარჩენი ყველაფერი ნორმალურია
  18. მგონი დასამატებელი უკვე აღარაფერი დარჩა ამ კარტის შესახებ.. კომენტარები ზედმეტია (590-ის გამოსვლამდე მაინც). ბარსა მადლობა
  19. ინფორმაცია Galaxy GeForce GTX 550 Ti HOF ბარათზე დღეს უკვე შემოგთავაზათ ბარსამ, ხოლო მე წარმოგიდგენთ კიდევ ერთ პროდუქტს, რომელიც აღჭურვილია 1000 მჰზ-მდე აჩქარებული GF116 GPU-თი (ქარხნული 900 მჰზ-დან) - Zotac GeForce GTX 550 Ti AMP! Edition-ი. custom ქულერის მქონე ამ კარტას გააჩნია 2000 მჰზ-ზე მდგარი (1800 მჰზ სტოკზე) 192 CUDA ბირთვი, 192-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი, 1 გბ GDDR5 VRAM-ი 4400 მჰზ-ით (4100 მჰზ), 2-way SLI მხარდაჭერა, dual-DVI, HDMI და DisplayPort გასასვლელები. GeForce GTX 550 Ti AMP!-ის ფასი 155$-ია.
  20. Enermax-ი შემდეგ თვეს აპირებს ახალი გეიმერული კეისის, SpineRex-ის გამოშვებას, რომელიც full tower ტიპისაა, დამზადებულია 1 მმ-იანი SECC ფოლადისაგან, შესრულებულია შავ ფერში და გააჩნია E-ATX, ATX და micro ATX სისტემური პლატების მხარდაჭერა. პროდუქტის ზომები შეადგენს 544(D) x 213(W) x 591(H)-ს. I/O პანელი განლაგებულია ზედა მხარეს და ის მოიცავს ოთხ ცალ USB 2.0-ს, ერთ eSATA-ს და აუდიო პორტებს, ხუთ 5.25 განყოფილებას, მოდულურ HDD სექციებს, რომლებშიც შესაძლებელია რვა მყარი დისკის მოთავსება, რელსებზე დაფუძნებულ სამაგრ სისტემას ODD/HDD-ებისათვის, ჭანჭიკებს PCI ბარათებისათვის და რეზინის ჩარჩოიან ოთხ ნახვრეტს უკანა მხარეს - წყლის გაგრილების ტუბისათვის. გაგრილების მხრივ, SpineRex-ს აქვს ლურჯი/წითელი LED-ის მქონე, ორი 120 მმ-იანი Vegas და ერთი 250 მმ-იანი გვერდითა ფენი. წინა სპინერები მუშაობენ 1000, ხოლო დიდი კი 600-დან 900 RPM-ებზე. ასეთი კონფიგურაციით აღჭურვილი ამ კეისის ფასი იქნება 149$.
  21. საკმაოდ დიდი ლოდინის შემდეგ (პროდუქტის ანონსი შედგა ოქტომბერში), A-Data-მ ბოლოს და ბოლოს გამოუშვა თავისი HM სერიის კვების ბლოკები ევროპაში. ისინი გათვლილია გეიმერებსა და ენთუზიაზისტებზე, აქვთ მოდულური დიზაინი და მიიღეს 80Plus Bronze რეიტინგი (ეფექტურობის დონე 85%-მდე). ახალი ნაწარმები შეესაბამებიან ATX 12V v2.2 და EPS 12V v2.3 სტანდარტებს, არიან Nvidia SLI certified და გააჩნიათ აქტიური PFC, 100%-იანი იაპონური კონდენსატორები, მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს 100 000 სთ-ს, აღჭურვილია სამი ფერის მქონე dual-ball bearing ფენით. გარანტიის ვადა სამი წელია. HM ხაზი მოიცავს კვების ბლოკების შემდეგ ვერსიებს: 550W (€82) 650W (€85.40) 750W (€97) 850W (€104.24) 1200W (€171) 1.2kW-იან მოდელს გააჩნია ორი ცალი 12V-იანი ხაზი, ხოლო დანარჩენს მხოლოდ ერთი. TC Magazine
  22. პერფომანსით თუ გაგვაკვირვებს, თორემ გარეგნობამ მაინცდამაინც არ მომხიბლა.. :drug:
  23. არ უნდათ ამ პენტიუმის დავიწყება :D
  24. როგორც ირკვევა, ზემოხსენებული ოთხივე პროცესორი Black Edition-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სრულად განბლოკილი ვერსიებია. სლაიდებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ AMD თავის 8-ბირთვიანს აყენებს Core i7-2600-ის წინააღმდეგ, ხოლო ქუად და 6-იანს - Core i5-ების პირისპირ. სლაიდზე ასევე მოცემულია Fusion-ის ოთხი მოდელიც, კოდური სახელწოდებით Lynx-ი, რომლებიც არიან ინტეგრირებული გრაფიკის მქონე, დუალ ან ქუად ქორ ვერსიები. კერძოდ კი: საწყისი დონის dual core E2-3250 - Radeon HD6370 გრაფიკა და 160 შეიდერი A4-3350 dual core - Radeon HD 6410 და 160 შეიდერი Quad core A6-3450 - Radeon HD 6530 და 320 შეიდერი Quad core A8-3550 - Radeon HD 6550 და 400 შეიდერი შეიდერების რიცხვს თუ გავითვალისწინებთ, Intel-ის Pentium და Core i3 მოდელებს გაუჭირდებათ წარმატების მოპოვება გრაფიკული პერფორმანსის კუთხით, თუმცა საინტერესო იქნება, შეძლებს თუ არა AMD ეკვივალენტ ან უკეთესი CPU წარმადობის ჩვენებას.
  25. Asus-ის ვებ-გვერდზე უკვე გაჩნდა ინფორმაცია ახალ K73 ნოუთბუქის შესახებ, რომელიც განეკუთვნება კომპანიის ამ პროდუქტების პირველ ნაკადს, რომლებიც დაფუძნებულნი არიან Intel Huron River პლატფორმაზე და როგორც იუწყებიან, მასში გაერთიანებულია სიმძლავრე და სტილი საკმაოდ მიმზიდველ ფასად. K73-ის ალუმინის ზედაპირები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში, რომლებმაც წესით, უნდა გამოხატონ განსხვავებული განწყობილებები და ჩანაფიქრები. ახალ ლეპტოპს გააჩნია ექსტრა-ფართო კლავიატურა მტვრის საწინააღმდეგო ღილაკებით, მულტი-თაჩ პადი და იყენებს IceCool ტექნოლოგიას - დაბალი სამუშაო ტემპერატურებისა და იდაყვების სადების უფრო მეტი კომფორტისათვის. ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, ახალი პროდუქტი აღჭურვილია 17.3-დუიმიანი (1600 x 900) LED-განათების დისპლეით, Core i3(-2310M), i5(-2410M) ან i7(-2630QM) პროცესორით, 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, Intel HD ინტეგრირებული გრაფიკით ან დისკრეტულ ბარათით(GeForce GT 540M 1GB), DVD ჩამწერით ან Blu-ray კომბო წამყვანით და 750 გბ ტევადობამდე ერთი მყარ დისკისათვის (5400/7200 RPM). ლეპტოპს ასევე აქვს 0.3 მპ-იანი ვებ-კამერა, 3-in-1 ქარდ-რიდერი, Gigabit Ethernet, WiFi, Bluetooth 2.1, Altec Lansing სპიკერები, HDMI პორტი და 6-უჯრედიანი (5200 mAh) ელემენტი. ოპერაციული სისტემა, როგორც მოსალოდნელი იყო, გახლავთ Windows 7 (Home Basic/Premium, Professional ან Ultimate), ხოლო ღირებულება შეადგენს 500 ევროს. TC Magazine
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.