Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. სხვა მწარმოებლებთან ერთად, კომპანია Micro-Star International (MSI)-მაც გამოუშვა GTX 590-ის საკუთარი ვერსია, კერძოდ კი - N590GTX-P3D3GD5, რომელიც აღჭურვილია დუალ 1024 CUDA ბირთვის მქონე GeForce GTX 500 GPU-თი და 768-ბიტიანი 3 გბ GDDR5 მეხსიერებით. მას აგრეთვე გააჩნია Afterburner-ის GPU Overvoltage, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ოვერქლოქინგის პოტენციალის გაზრდა 38%-ით. NVIDIA 3DVision Surround ტექნოლოგიის გამოყენებით, პრობლემას არ წარმოადგენს თამაში 3 მონიტორის კომბინაციითაც. ეს პროდუქტი საუკეთესოა ენთუზიაზისტ გეიმერებისათვის, რომლებსაც საშუალება აქვთ ისარგებლონ Quad SLI კონფიგურაციითაც. გარდა ამისა, MSI N590GTX-P3D3GD5-ს გააჩნია სამი ცალი დუალ-ლინკ DVI პორტი, ხოლო მისი სიხშირე კი აწეულია 607-დან 840 მჰზ-მდე.
  2. ზოტაკის კარტებს ყოველთვის სიმპატიით ვუყურებ ხოლმე. ჩემი აზრით, 590-ის დონის კარტებს უკვე აღარ ეკადრებათ უბრალო ყუთები. ხო, ეგ მეც მაინტერესებს სხვათა შორის, ახალი დრაივერი რას იზავს თამაშებში, თუ საკმაოდ დახვეწილი გამოუვათ, მაშინ პერფორმანსის მატებაც იქნება თავისთავად
  3. ხო, მაგ ფასში მართლა საკმაოდ კარგი კონფიგია
  4. ხო, დაუხვეწავი დრაივერის ბრალია ალბათ DX 11-ში 590-ის სისუსტე - 6990-სთან შედარებით. ნიუეგზე უკვე გამოჩნდა ასუსის და Evga-ს ვერსიები http://www.newegg.com/Product/ProductList.aspx?Submit=ENE&DEPA=0&Order=BESTMATCH&Description=gtx+590&x=0&y=0
  5. არცერთ რევიუში არ იძახიან კონკრეტულად რომელი კარტა უფრო უკეთესია ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით და მართლაც შეუძლებელია ზუსტად დაადგინო მაგალითად რომელია სწრაფი GeForce GTX 590 თუ Radeon HD 6990. ეს კონკრეტულ თამაშზეა დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 590 DX11 თამაშებში შესამშნევად უფრო სუსტია, Far Cry 2-ში მაგალითად, 580-იც კი უსწრებს 6990-ს 22.5%-ით. რა კრიტიკის ქარცეცხლი, კარგით რა :905:
  6. კომპანია Acer-მა ამ კვირას განაცხადა, რომ Intel Huron River პლატფორმაზე დამზადებული მისი ორი ლეპტოპი უკვე ხელმისაწვდომია ევროპაში და ეს მოდელებია 15.6-დუიმიანი Aspire 5750 და 17.3-იანი Aspire 7750. ორივე ჩართულია Windows 7 Home Premium ოპერაციულ სისტემაში და მოყვებათ clear.fi პროგრამა, რომელიც იძლევა კონტენტის გადატანის საშუალებას სხვადასხვა მოწყობილობებზე. Aspire 5750-ის საწყისი ღირებულება 549 ევროა და აღჭურვილია LED-backlit (1366x768) დისპლეით, II თაობის Core (i3/i5/i7) პროცესორით, 4/8 გბ ოპერატიული მეხსიერებით, ინტეგრირებული (Intel GMA HD 3000) ან დისკრეტული (Radeon HD 6650 ან GeForce GT 520M/540M) გრაფიკით, 750 გბ-მდე ტევადობის მყარი დისკითა და DVD ჩამწერით ან Blu-ray კომბო წამყვანით. Aspire 7750-ის ფასის ნიშნული კი იწყება 599 ევროდან, მისი ეკრანის გაფართოება შეადგენს 1600x900-ს. წინა ვერსიის მსგავსად, აქვს იგივე მეხსიერება და ოპტიკური დისკის ოპციები და ხელმისაწვდომია მხოლოდ Radeon HD 6650 ან HD 6850 გრაფიკული ბარათების კომპლექტაციით. ორივე ლეპტოპს ასევე გააჩნია Dolby Advanced Audio v2 virtual surround ხმა, HDMI პორტი, Gigabit Ethernet, 802.11 b/g/n WiFi, Bluetooth 2.0/3.0, CrystalEye ვებ-კამერა, multi-gesture თაჩ-პადი და USB 3.0. TC Magazine
  7. ხო, არ იქნება ცუდი ვარიანტი ეგ 24-იანი, მარა ასეთი სწორკუთხოვანი დიზაინის მონიტორები დიდად არ მომწონს
  8. 570-ზეც რომ გაეკეთებინათ მსგავსი რამ, საკმაოდ საინტერესო ვარიანტი იქნებოდა
  9. VideoLAN team-მა გამოუშვა თავისი VLC media player-ის განახლებული ვერსია, დააპდეიტებული კოდეკებით ('Bali' VP8/WebM encoder is on-board) და ასევე დაცვისა და ფუნქციონალურობის ფიქსებით. სრული ცვლილებების ჩამონათვალი VLC 1.1.8-ში კი ასე გამოიყურება: Mac OS X InterfaceNew UI graphics by Damien Erambert Interfaces Oldrc interface is again the default RC interface, on WindowsLuarc, luahttp and luatelnet fixesQt and Mac OS X fixesnumerous Skins2 fixes, notably winamp2 skinsEncoder:new libschroedinger-based Dirac codec encoder, faster than the current oneAccess/Demuxers/Codecs Subtitles auto-detection is back for .txt filesvod/rtsp server and rtsp input fixesmp4 demuxer improvementsogg, rstp input, video filters minor fixestaglib's replaygain is fixed for mp3vobsub support has an improved auto-detectionfix a crash in malformed ape files Miscellaneous fixes in: Pulseaudio audio output, notably for usb cardsStacktraces are now limited in size on WindowsVideo resolution is now limited to 8192x8192, for security reasonsConfigure and build system improvementsDirectShow and BDA build headers have been updated Translations Update for Finnish, Galician, Dutch, Chinese, German, Japanese, Lithuanian, Slovak, French, Polish, Estonian, Brazilian Portuguese and HebrewNew icelandic translation უახლესი VLC ხელმისაწვდომია Windows-ისა და Mac სისტემებისათვის, მისი გადმოწერა შესაძლებელია ამ ბმულიდან
  10. მათთვის, ვისაც სურთ სუპერ-კომპაქტური სისტემის აწყობა Sandy Bridge-ზე, ალბათ დააინტერესებთ იმის გაგება, რომ Gigabyte Technology-მ დაანონსა თავისი პირველი mini-ITX სისტემური პლატა Intel H67 ჩიპსეტზე, სახელწოდებით GA-H67N-USB3-B. Gigabyte-ის LGA1155-ზე დაფუძნებული პროდუქტი გაფორმებულია სასიამოვნო ლურჯ ფერში, გააჩნია Ultra Durable 3 დიზაინი, Intersil PWM კონტროლერი, Dynamic Energy Saver 2 ტექნოლოგია. გარდა ამისა, On/Off Charge ფუნქცია,რომელიც იძლევა მობილური მოწყობილობების დატენვის საშუალებას USB პორტის საშუალებით მაშინაც კი, როდესაც კომპიუტერი გამორთულია. GA-H67N-USB3-B3 აქვს ორი DDR3-1333 მეხსიერების სლოტები, ორ-ორი SATA 6.0 Gbps და SATA 3.0 Gbps გასასვლელები, ერთი PCI-Express x16, Gigabit Ethernet, ორი USB 3.0 კონექტორი, ერთი eSATA, 7.1 არხიანი აუდიო, ერთი D-Sub და ორი HDMI და ასევე DualBIOS (Hybrid EFI on-board). მწარმოებლის თქმით, დაფის ღირებულება იქნება 104 ევრო, მაგრამ მაღაზიებში უკვე შესაძლებელია მისი პრე-ორდერი - 90.67€-დ. TC Magazine
  11. ამ ბოლო დროს, მაგრად დამაინტერესა მონიტორებმა. ეგ სტატია ადრე ზერელედ მქონდა წაკითხული, მარა ეხლა უფრო კარგად ჩავუჯდები
  12. 27-იანებსაც 170/160-ზე აქვთ მაქსიმალური თუ არ ვცდები.. BTW, მატრიცაზე არაფერი ეწერა რატომღაც, ალბათ IPS-ია როგორც ჩანს, გამოხმაურების დრო ასეთი რომ აქვთ.
  13. კომპანია Acer-მა ამ კვირას დააანონსა ორი ახალი მონიტორი - 24-დუიმიანი B243HLCOymdr და 27-იანი B273HLOymidh. ორივე მათგანი გათვლილია ოფისში მუშაობისათვის და აღჭურვილია LED backlighting-ით და VA (Vertical Alignment) პანელით (რაც უზრუნველყოფს 178/178 ხედვის კუთხეს). ამ ორი ფართოეკრანიანი დისპლეის გაფართოება შეადგენს 1920x1080-ს, დინამიური კონტრასტულობის დონე - 100,000,000:1-ს და აქვს 'Zero Bright Dot' გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არ გააჩნიათ წერტილები, რომლებიც მუდმივად შეინარჩუნებენ განათებას. B243HLCOymdr-ის გამოხმაურების დრო 8 მ/წმ-ია, სიკაშკაშის დონე - 250 cd/m2 და აღჭურვილია D-Sub plus DVI შესასვლელებით, მაშინ, როდესაც B273HLOymidh-ის ეს მაჩვენებლები შეადგენს 10 მ/წმ-ს, 300 cd/m2-ს და გააჩნია D-Sub, DVI, HDMI პორტები. სადგამები იძლევიან მონიტორის ბრუნვის, დახრის, სიმაღლის რეგულირებისა და ღერძული ტრიალის (მხოლოდ 24-დუიმიანი მოდელისათვის) საშუალებას. B243HLCOymdr-ისა და B273HLOymidh-ის შიფინგი უკვე დაწყებულია და მათი რეკომენდირებული ფასი 249 და 399 ევროა შესაბამისად. TC Magazine
  14. 300$ მართლა ნამეტანი ძვირია, მაგრამ მსგავსი ბონუსები ბევრს სიამოვნებს, გავიხსენოთ თუნდაც XFX-ის 'Do not Disturb' ჩამოსაკიდი.
  15. კომპანია LG Electronics-ი ამტკიცებს, რომ ის მოახდენს რევოლუციის უკაბელო დატენვის სფეროში და აჩვენა მოწყობილობა, სახელწოდებით Wireless Charging Pad (WCP-700). ის იძლევა მობილური ტელეფონების დამუხტვის საშუალებას, ისე, რომ საერთოდ არ ხდება მისი კაბელით შეერთება ამ პროდუქტთან. როგორც ფოტოსურათიდან ირკვევა, ახალ ნაწარმს გააჩნია მულტი-შეფერილობის LED განათებები - დატენვის სტატუსის საჩვენებლად, სმენადი და შეხების შემგრძნები feedback-ი (ასე, რომ შეუძლია დაადგინოს, დადებულია თუ არა მასზე ტელეფონი) და იყენებს Fulton Innovation-ის eCoupled ტექნოლოგიას. ჯერჯერობით კომპანია არ ავრცელებს ინფორმაციას Wireless Charging Pad-ის რელიზისა და ღირებულების შესახებ. ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის იმუშავებს LG-ის უახლეს ტელეფონებთან. TC Magazine
  16. Sprint-მა და HTC-მ დააანონსეს EVO 3D, Android 2.3 სმარტფოუნი, რომელიც აღჭურვილია WiMAX კავშირით და qHD-ის მქონე, ე.წ. 'glasses-free' 4.3-დუიმიანი 3D თაჩ-სქრინით, (960 x 540) რეზოლუციით. გარდა ამისა, პროდუქტს გააჩნია დუალ rear-facing 5 მპ-იანი კამერები dual-LED მაშუქით, რომელიც იძლევა 3D 720p ვიდეო ხარისხის ჩაწერის საშუალებას. ნახავთ ასევე 1.3 მპ-იანსაც, 1.2 გჰზ-იან dual-core Qualcomm პროცესორს, 1 გბ RAM-ს, 4 გბ შიდა ტევადობას, microSD სლოტს, GPS-ს, ციფრულ კომპასს, G-სენსორს, 802.11 b/g/n WiFi-ს, Bluetooth-ს, FM რადიოს და 1730 mAh ტიპის ელემენტს. რაც შეეხება ღირებულებას, ის ცნობილი გახდება რელიზის მოახლოებასთან ერთად. TC Magazine
  17. ეგ მომენტია ზუსტად, თქმა არ უნდა, რომ PVA და IPS მატრიციან 27-30-იანი მონიტორებს BD-ში უფრო მაგარი ჩვენება ექნებათ, მაგრამ სახლის პირობებში, როგორც ზემოთ ვთქვი, 21.5-22 დუიმიანებიც სავსებით საკმარისია ყოველდღიური საქმეების შესასრულებლად, იქნება ეს თამაშები, ფილმები თუ ინტერნეტი. დიდი ზომის მონიკები მე დიდად არ მხიბლავს, პირველ რიგში გაბარიტების გამო
  18. აბა აქაც იკითხე http://www.overclockers.ge/index.php?/topic/4776-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91/
  19. ოფიციალური საიტიდან სცადე უკვე? http://h20000.www2.hp.com/bizsupport/TechSupport/SoftwareIndex.jsp?lang=en&cc=us&prodNameId=14925&prodTypeId=18972&prodSeriesId=25470&swLang=8&taskId=135&swEnvOID=228
  20. პირველ რიგში, სხვა კომპიუტერთანაც სინჯე ჩართვა. თუ არა, შეიძლება დრაივერების ბრალიც იყოს, ამიტომ ხელახლა დააყენე. პიქსელების პრობლემას ჰგავს ეგ ყველაფერი, მაგრამ ჯერ ეგ ვარიანტები სცადე მაინც
  21. http://www.overclockers.ge/index.php?/topic/4808-highend-system/
  22. მაგ თამაშს რეკომენდირებული მოთხოვნილება აქვს 1 გბ და ფიზიკურად ვერ გამოიყენებს მაგაზე მეტ მეხსიერებას
  23. Western Digital-ი ერთ-ერთი საუკეთესოა ვინჩესტერების ბაზარზე, სხვადასხვა სერიის დისკებს უშვებს, Caviar Black, Caviar Blue, Caviar Green-ს მაგალითად და ყველა თავისებურად კარგია. კეშ-მეხსიერებაზეა დამოკიდებული დისკის მუშაობის სისწრაფე და რა თქმა უნდა, რაც მეტია მისი ოდენობა, მით უკეთესია. გავრცელებულია 8, 16, 32 და 64 მბ კეშის მქონე მოდელები.
  24. ამ პარასკევს, ASUS-ი გეგმავს ახალ, ულტრა-პორტატულ კომპიუტერულ მოწყობილობა Eee Pad Transformer (EP101)-ის გამოშვებას. ეს არის 10.1-დუიმიანი tablet-ი, რომელსაც ქვედა მხრიდან უმაგრდება კლავიატურა და ტრეკპადი, რის შემდეგადაც, ის ნეტბუქი ხდება. მისი ყველაზე დიდი თავისებურებაა NVIDIA Tegra 2 პროცესორი, რომლის საშუალებითაც, ის ღებულობს სისწრაფეს და მის ინტერფეისსაც, ვიზუალურად ემატება ინტენსივობის დონე, გარდა ამისა, Google Android Honeycomb ოპერაციული სისტემა, რომელიც ოპტიმიზირებულია ისეთ ფართო თაჩ-დივაისებისათვის, როგორიცაა tablet-ი. ასევე, ნაწარმი აღჭურვილია 1 გბ LPDDR2 მეხსიერებით, 16/32/64 გბ eMMC სათავსით, შეხებაზე რეაგირებადი IPS დისპლეით 1280 x 800 გაფართოებით, 1.2-იანი წინა და 5 მპ-იანი უკანა კამერებით. ასევე, Tegra 2 გრაფიკა, რომელსაც შეუძლია 1080p ვიდეოს დაკვრა და კავშირის უამრავი საშუალება, მათ შორის WiFi b/g/n-ის, Bluetooth 2.1 EDR-ის, 3G-ის (ოპციონალური). მომხმარებლის ინტერფეისში აგრეთვე შედის კომპასი, gyro, GPS, სინათლის და g-სენსორი. Eee Pad Transformer-ის მოსალოდნელი ფასი ტაივანში იქნება დაახლოებით 663$.
  25. ხო, ეგ MSI საუკეთესო ვარიანტია
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.