Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. ჩრდილო-ამერიკული დებიუტის შემდეგ, კომპანია MSI-ს Wind Top AE2050 all-in-one კომპიუტერი, რომელიც აგებულია AMD Brazos პლატფორმაზე, წარადგინეს ევროპაშიც და ის ხელმისაწვდომი უკვე მომდევნო კვირას გახდება (აპრილის დასაწყისი, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში). მოხდენილი და დახვეწილი დიზაინის მქონე AE2050 აღჭურვილია 20-დუიმიანი (1600 x 900) მულტი-თაჩ დისპლეით, 1.6 გჰზ-იანი E-350 APU-თი, ინტეგრირებული Radeon HD 6310 (DirectX 11) გრაფიკით, 2 გბ DDR3 მეხსიერებით, 500 გბ (7200 ბრ/წთ) მყარი დისკითა და DVD-ჩამწერით. გარდა ამისა, ამ ნაწარმს აგრეთვე გააჩნია 6-in-1 ქარდ-რიდერი, Gigabit Ethernet, 802.11 b/g/n WiFi, ორი 3W სპიკერი - SRS Premium Sound ტექნოლოგიით, 0.3 მპ ვებ-კამერით, ორი USB 3.0 პორტით, HDMI გასასვლელებით. კომპლექტში შესულია USB კლავიატურა და მაუსი. Wind Top AE2050-ის ბაზური ღირებულება იწყება 599 ევროდან და ის ხელმისაწვდომი იქნება Windows 7 Home Premium ან Professional (64-ბიტიანი) ოპერაციული სისტემებით. TC Magazine
  2. XPS სერიას ადრე კარგი ნოუთები ჰქონდა, მაგრამ ბრენდის სისტემების ყიდვა უაზრობაა მართლა
  3. სათაური ცოტათი შეამოკლე ხოლმე ინფოსთვის მადლობა, ასე გააგრძელე
  4. მადლობა ლევან, მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ მას ექნება RAID 0, 1, 5, 10 მასივების და ასევე DDR3 მეხსიერების ოთხარხიანი მხარდაჭერა. ფიქრობენ, რომ შესაძლებელია Intel-ი 60-იანების თაობას ტოვებს იმიტომ, რომ სურს აღნიშნული ჩიპსეტი დაუახლოვოს უფრო ხელმისაწვდომ სისტემურ ლოგიკის ნაკრებს Panther Point-ს, რომელიც მომავალ წელს გამოვა და უზრუნველყოფენ 22 ნმ Ivy Bridge პროცესორების მხარდაჭერას LGA 1155-ზე. ამ ამბავს მხოლოდ მივესალმები, რადგან სენდის პროდუქტები ცოტათი მაინც გაიაფდება
  5. მხოლოდ სამუშაოდ თუ უნდა, ვიდეოს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, იყიდოს ეგ მაშინ, მშვენიერი ნოუთბუქია
  6. კომპანია Sapphire-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია უახლეს ვიდეობარათ Radeon HD 6790-ის შესახებ, რომელიც განეკუთვნება საშუალო კლასის სეგმენტს და აღჭურვილია Barts 40 ნმ GPU-ს 'ვანილის' ვერსიით. მისი PCB ლურჯი ფერისაა, ხოლო dual-slot ქულერი შედგება ცენტრალური ფენისა და სამი სპილენძის ჰითპაიპისაგან. გარდა ამისა, აქვეა CrossFireX კონექტორი, dual-DVI, HDMI 1.4 და DisplayPort 1.2 გასასვლელებიც. ნაწარმს, როგორც ჩანს, ექნება 800 ნაკადური პროცესორი, 40 ტექსტური ერთეული, 840 მჰზ-ზე მომუშავე GPU, 256-ბიტიანი ინტერფეისი და 1 გბ GDDR5 მეხსიერება - 4200 მჰზ-ზე. ასევე, ორი ცალი 6-პინიანი PCIe კვების პორტი და TDP - 150 ვ-ზე. ბარათის ოფიციალური რელიზი დაგეგმილია მომავალი კვირისათვის. TC Magazine TechPowerUP!
  7. Gigabyte Technology-იმ დღეს წარმოადგინა Aivia სერიის, გეიმინგზე ორიენტირებული მაუსი M8600, რომელიც მუშაობს როგორც კაბელით, ასევე მის გარეშეც. მისი დიზაინი ორივე ხელისათვის მოსახერხებელია, ის აღჭურვილია 6500 dpi Twin-eye ლაზერული სენსორით და უზრუნველყოფს 100 სთ-ის განმავლობაში wire-free რეჟიმში მოქმედებას. გარდა ამისა, მას აქვს 2-წამიანი quick-swap ელემენტის სისტემა, 32 კბ-იანი ინტეგრირებული მეხსიერება - ხუთი ღილაკის პროფაილის დამახსოვრებისათვის, 4-გზის მბრუნავი ბორბალი და GHOST Macro ძრავი. კომპლექტში შესულია 1.8 მ-იანი კაბელი, რომელიც ბოლოვდება ოქროს USB კონექტორით (კაბელის გამოყენების დროს) და მულტი-ფუნქციონალური დამტენი დოკი. ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია პრე-ორდერისათვის 89.99 ევროს ფასად, ხოლო პირველი შიფინგის დაწყება უკვე შემდეგ კვირას იგეგმება. TC Magazine
  8. ხო, ვნახე მაგის რევიუ, მარა 2.1 სისტემისთვის ფასი ცოტა ძვირი მეჩვენება, 200$-ზე მეტი არ უნდა ღირდეს ჩემი აზრით
  9. კომპანია Danger Den-ს სურს, რომ არ ჩამორჩეს საერთო ტენდენციებს და წარმოადგენს ახალ წყლის ბლოკს, რომელიც განკუთვნილი იქნება GeForce GTX 590-ის ეტალონური ვერსიისათვის. ის დამზადებულია ჭკვიანური საკმარისობის პრინციპზე: სპილენძით დაფარულია მხოლოდ ის ადგილები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტებთან კონტაქტში არიან.ზედაპირის გაპრიალება ხელითაც არის შესაძლებელი, ხოლო სახურავი შესრულებულია დამუქებული ნახევრადგამჭვირვალე პლასტიკისაგან. პროდუქტთან კომპლექტაციაში შედის თერმოპასტა Ceramique და თერმოსადებები. DD-GTX590 იწონის 1.5 კგ-ზე ოდნავ ნაკლებს, ხოლო მისი ღირებულება ინტერნეტ-მაღაზიაში შეადგენს 119,95$-ს. მწარმოებლის საიტზე ხელმისაწვდომია წყლის ბლოკის ვიდეობარათზე განთავსების ვიდეო-ინსტრუქციაც. წყარო
  10. კომპანია Hannstar Display Corp.-მა დღეს ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ახალი მონიტორი, რომელიც გამოდის Hanns-G (ან HANNSG-ის) ბრენდის სახელწოდების ქვეშ. მოდელი HL245 23.6-დუიმიანია, აღჭურვილია LED-backlighting-ით, გააჩნია ნატიფი, შავი ფერის დიზაინი, ხოლო რეზოლუცია კი შეადგენს 1920 x 1080 პიქსელს. ამ უახლესი დისპლეის გამოხმაურების დროა 5 მ/წმ, სიკაშკაშის დონე - 250 cd/m2, სტატიკური კონტრასტის დონე კი - 1000:1-ზე (15,000,000:1 დინამიური). გარდა ამისა, მას აგრეთვე აქვს D-Sub, DVI პორტები და სადგამი, რომელიც იძლევა მხოლოდ დახრის დარეგულირების საშუალებას. HL245-ს მოყვება 3-წლიანი გარანტია და მისი ღირებულება 153 ევროა. TC Magazine
  11. მთავარია მოწესრიგებულად იყოს, თორემ რით იქნება შეკრული, მაგას დიდი აზრი არა აქვს .. მშვენიერი კონფიგია, რას ერჩით ? :D
  12. კარგით რა, ყელში ამოიყვანეს ამათი დავა უკვე, მეტი საქმე აღარ აქვთ? <_<
  13. EK WaterBlocks-მა გამოუშვა წყლის ბლოკების ორი მოდელი - NVIDIA GeForce GTX 590 ვიდეობარათებისათვის. პირველი მათგანია EK-FC590-GTX-Nickel (რომლის ზედა ნაწილიც შესრულებულია გამჭვირვალე აკრილის პლასტიკისაგან) და EK-FC590-GTX-Nickel+Acetal (არაგამჭვირვალე სახურავით). გარდა ზედა ელემენტის მასალისა, ისინი სრულიად იდენტურნი არიან. ზედაპირი დამზადებულია სპილენძისაგან და ნიკელირებულია - დაჟანგვის ასაცილებლად. ის ადგილები, რომლებიც ებჯინება GPU-ს, ტალღისებური კონსტრუქციისაა, ხოლო ძაბვის რეგულატორის შესაბამისი არეალებში კი ფორმირებულია წნევის გაზრდის არხები. რაც შეეხება აღნიშნული წყლის ბლოკების ზომებს, ისინი თითქმის შეესაბამებიან ბეჭდურ პლატებს. იმისათვის, რომ მათ არ მიეღოთ ფიგურული ფორმა, ამისათვის, მაღალი კონდენსატორების ქვეშ, დატანებულია ღრმულები. EK-FC590-GTX-Nickel-ის ღირებულება შეადგენს 125, ხოლო EK-FC590-GTX-Nickel+Acetal-ს კი 130 ევროს.
  14. გამაგრილებელი წყლის ბლოკების მწარმოებლებმა, Radeon HD 6990-ის გამოსვლასთან ერთად, აქტიურად დაიწყეს შესაბამისი პროდუქტების წარმოებაც. კომპანია Koolance-მა წარმოადგინა Koolance VID-AR699, რომლის შეკვეთაც უკვე შესაძლებელია საფირმო ინტერნეტ-მაღაზიაში - 160$-ად. მისი ზედაპირი დამზადებულია ნიკელირებული სპილენძისაგან და შედგება სამი ნაწილისაგან. Koolance-ი ირწმუნება, რომ ის თავსებადი იქნება მხოლოდ აღნიშნული ვიდეობარათის ეტალონურ ვერსიასთან. შიდა მხარეს, უშუალოდ ვიდეოჩიპების თავზე, არსებობს 0,5 მმ სისქის მიკროარხების სისტემაც. ამ ნაწარმის ზომები შეადგენს 257 х 122 х 20 მმ-ს, ხოლო წონა კი 1 კგ-ს. კომპანია ასევე გამოსაშვებად ამზადებს წყლის ბლოკ VID-NX590-საც - GeForce GTX 590-სათვის, რომელიც მარტის ბოლო დღეს გამოჩნდება. წყარო
  15. რომელი ვიდეოკარტა გაქვს ?
  16. ხო, თამაშებისათვის მეც ორბირთვიანებს გირჩევდი, E8400-ს ან E8500-ს, ამაზე მეტი არც დაგჭირდება
  17. პლატფორმებს ცვლიან ასე ხშირად და ვიდეოკარტების მე აღარც მიკვირს
  18. ოფიციალურად არ გავრცელებულა ეს ინფო და ვნახოთ, თუ ამ დღეებში სხვა წყაროებზეც გამოჩნდება აბა, შეიძლება ჭორიც იყოს, ზუსტად არ ვიცი
  19. დიზაინსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მარკეტინგული კუთხით, ისევე როგორც ამ დამატებებს სახელწოდებებში. როგორც უკვე ვნახეთ, 590-ის გაგრილების საკითხს სერიოზულად მიუდგნენ, ორმა Vapor განყოფილებამ მართლაც გაამართლა. 4XX სერიის ფლაგმანებს უფრო მაღალი ტემპერატურები ჰქონდათ
  20. ქსელში გავრცელდა დაწვრილებითი, არაოფიციალური სპეციფიკაციები ვიდეობარათ AMD Radeon HD 7990-ის შესახებ. როგორც ჩანს, საქმე ეხება ახალ, ორჩიპიან ფლაგმანს, რომელიც განეკუთვნება AMD-ეს გრაფიკული ამაჩქარებლების მომდევნო თაობას, რომლებიც წარმოებულ იქნებიან 28-ნმ ნორმების გათვალისწინებით, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ტრანზისტორების რიცხვი და შემცირდება ენერგომოხმარების დონე. ვიდეობარათის გამომთვლელი სიმძლავრე მოიმატებს 2-ჯერ მეტად: 5,1-დან 12,16 ტფლოპს-მდე, ხოლო გაანგარიშების დონეც იქნება უფრო ზუსტი - 1,27-დან 3,04 ტფლოპს-მდე. შეიდერული პროცესორების რიცხვი მიაღწევს 6400-ს (3200 - ერთ ბირთვზე, Radeon HD 6990-ის 1536-ის წინააღმდეგ). არ არის გამორიცხული უფრო მაღალი სამუშაო სიხშირეებიც, თუმცა ამის შესახებ, წყარო არაფერს იტყობინება. ტექსტუირებისა და რასტერიზაციის ბლოკების რიცხვიც გაიზრდება შესაბამისად - 192 და 64-დან (Radeon HD 6990-ისათვის) - 256 და 96-მდე (Radeon HD 7990), რითაც 1.5-ჯერ მოიმატებს შევსების ტექსტურული და პიქსელური სიჩქარე. მეხსიერების ქვესისტემა მიიღებს უფრო სწრაფ, GDDR5+ ტიპის ჩიპებს და მაღალ ინტერფეისს - 256-დან 384 ბიტამდე, ხოლო VRAM-ის ოდენობა 4-ის მაგივრად, იქნება 6 გბ. გამტარობის საერთო ხაზი იქნება 576 გბაიტ/წმ, რაც 1,8-ჯერ მეტია Radeon HD 6990-ისაზე. ბარათი განკუთვნილი იქნება PCI Express 3.0 სლოტისათვის. შეგვიძლია იმის ვარაუდიც, რომ Radeon HD 7000 სერიის ერთ და ორჩიპიანი ფლაგმანების სათამაშო წარმადობის დონე 2-ჯერ გადააჭარბებს თანამედროვე ანალოგების მაჩვენებლებს - AMD-ეს ვიდეობარათების მიმდინარე ხაზთან შედარებით. ამასთან, ნათქვამია ისიც, რომ ენერგომოხმარება, 375/450-დან შემცირდება 300 ვ-მდე - დატვირთულ რეჟიმში და 37-დან 30 ვ-მდე თავისუფალზე, ანუ დაგვჭირდება ერთ-ერთი 6 და 8-კონტაქტიანი დამატებითი კვების პორტი. პროგრამული ტექნოლოგიებიდან, მხარდაჭერილი იქნება DirectX 11, OpenGL 4.2, OpenCL 1.1, Eyefinity AMD და HD3D. ბარათი კვლავინდებურად მიიღებს DVI, mini-HDMI და DisplayPort გასასვლელებს. ალბათ ლოგიკური იქნება იმის თქმაც, რომ ერთჩიპიან HD 7970-ს, რომელიც ბაზარზე უფრო ადრე გამოჩნდება, ექნება 3200 შეიდერული პროცესორი, 3 გბ GDDR5+ ვიდეომეხსიერება და 384-ბიტიანი ინტერფეისი. შეუძლებელია დამტკიცებით იმის თქმა, თუ რაოდენ ზუსტია ეს ცნობები. დაუჯერებლად არაფერი გამოიყურება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Radeon HD 6000-ის არქიტექტურა საკმაოდ სრულყოფილია. ამიტომ, სერიოზულ ცვლილებები არც ახალს შეეხება გარდა დიზაინის გადამუშავებას - 28 ნმ ტექპროცესის გათვალისწინებით, რაც ორმაგად ზრდის ტრანზისტორების რიცხვს - იგივე ზომის კრისტალის შენარჩუნებით. წყარო
  21. MSI-ის Lightning სერიის GeForce GTX 580 და Radeon HD 6970-ის გამოსვლა 2010 წლის ბოლოდან იყო მოსალოდნელი და სწორედ გუშინ შედგა მათი დებიუტი, რითაც გაახარებენ როგორც ოვერქლოქერებს, ასევე გეიმერებსაც, ერთი სიტყვით მათ, ვისაც სურს მაქსიმალური წარმადობის 'გამოწურვა' გრაფიკული ბარათისაგან. ორივე პროდუქტის აჩქარების შესაძლებლობები გარანტირებულია მათი დიზაინით, რომელიც შედგება სამხედრო კლას II კომპონენტებისაგან (All Solid Caps, Super Ferrite Chokes, Hi-c Cap with a Tantalum core), მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული PWM-ისაგან (18-ფაზიანი R6970-ზე, 16-იანი N580GTX-ზე), დამოუკიდებელი მეხსიერების კვებისაგან, ოთხი Proadlizer კონდენსატორისაგან, CopperMOS MOSFET-ისაგან და გარდა ამისა, გააჩნიათ GPU/Memory/PLL(VDDCI) ვოლტაჟის რეგულირების მხარდაჭერაც. რასაკვირველია, გაგრილებას უზრუნველყოფს Twin Frozr III ქულერი, რომელიც აღჭურვილია ორი 90 მმ-იანი PWM-ფენით და სამი სპილენძის სითბური მილაკით და წესით, უფრო ჩუმი (5/11 dB-მდე) და ეფექტურია - რეფერენსულ GTX 580/HD 6990-ებთან შედარებით. R6970 Lightning-ის ნაკადური პროცესორების რიცხვი შეადგენს 1536-ს, GPU აჩქარებულია 940 მჰზ-მდე, მეხსიერების ინტერფეისი 256-ბიტიანია, ხოლო 2 გბ GDDR5 VRAM კი დგას 5500 მჰზ-ის ნიშნულზე. გარდა ამისა, მას აქვს CrossFireX-ის მხარდაჭერა, dual-DVI, HDMI და dual mini DisplayPort გასასვლელები. რაც შეეხება N580GTX Lightning-ს, მის არსენალში შესულია 512 CUDA ბირთვი, GPU/shader სიხშირეები - 832/1664 მჰზ, 384-ბიტიანი ინტერფეისი, 1.5 გბ GDDR5 მეხსიერება - 4200 მჰზ-ზე. ასევე, dual-DVI, HDMI და DisplayPort-ები. R6970 Lightning და N580GTX Lightning-ი ხელმისაწვდომია პრე-ორდერისათვის - 335.69 და 467.10 ევროდ შესაბამისად. R6970 Lightning N580GTX Lightning TC Magazine
  22. ხო, ფასიც კარგი აქვს, მაგრამ რომ დააყენებ, კარტის გაგრილებაზე აღარც მოგიწევს ფიქრი უკვე
  23. ქართულად არსად არ შემხვედრია, რუსულად თუ გინდა, აი .iso ფორმატის ფაილია და გადმოწერე: http://letitbit.net/download/25388.2c8013f882502c97755d060dabe5/249Excel07_Baza.rar.html
  24. შეზღუდული რაოდენობით იქნება გამოშვებული
  25. Palit Microsystems Ltd-მაც თავის მხრივ, გამოუშვა ყველაზე მძლავრი dual-GPU გრაფიკული ბარათი - Palit GeForce GTX 590. ის უკვე ხელმისაწვდომია რამდენიმე ქვეყანაში და იძლევა გამაოგნებელ წარმადობას თამაშებში. მისი GPU სიხშირე აჩქარებულია 607 მჰზ-მდე, ხოლო 3 გბ GDDR5 მეხსიერება კი - 1707 მჰზ-მდე. NVIDIA 3D Vision Surround ტექნოლოგია აქაც ხელმისაწვდომია, რითაც შეგვიძლია ოპტიმიზირებული 3-განზომილებიანი ატმოსფეროს მიღება რამდენიმე მონიტორის კონფიგურაციის მეშვეობით. ზემოაღნიშნული მახასიათებლებით საშუალება გვეძლევა, რომ დავტკბეთ უახლესი თამაშების ატმოსფეროთი - გამოსახულების საუკეთესო ხარისხით, 2560x1600 რეზოლუციამდე და სრულეკრანიანი ანტი-ალიასინგით. ხოლო ექსტრემალური წარმადობისა და სტაბილურობის მისაღწევად, Palit GeForce GTX 590-ს აქვს ორი custom განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს გაცილებით ეფექტურ და ჩუმ გაგრილებას, ხოლო ზედაპირის დიზაინი კი ოპტიმიზირებულია SLI-სათვის. მის არსენალში აგრეთვე მოიპოვება სამი ცალი dual-link DVI კონექტორიც, რითაც შეძლებთ 1080P მონიტორების ერთდროულად ჩართვას - სტერეოსკოპული 3D-სთვის. ეს ბარათი დამზადებულია ენთუზიაზისტებისათვის, ვისაც სურთ მაქსიმალური წარმადობა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.