Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. "პობედა" რომელიც გერმანული ოპელ კაპიტანია და ა.შ. პირველი მიკროპროცესორიც ამერიკელებისგან რუსებმა მოიპარეს და დაკლონეს ყველამ ვიცით პირველი ქურდები ეგენი არიან თუმცა მეორე მხრივ შეხედე აბა? საკუთარი ქვეყნისთვის აკეთებენ ამას. ჩინელები კი ამას ოფიციალურად აკეთებენ, არა მოპარვით არამედ ყიდვით და მერე აკოპირებენ განსხვავება უზარმაზარია... თუმცაღა რუსებს მართლა ბევრი ავიაგამანადგურებელი აქვს რომელთა უმრავლესობა დაძველდა. ამიტომ ახალ მოდელებს უშვებენ მიგ-ებს, სუ-ებს და ა.შ. ბერკუტაც მაგარი რამეა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს უსერიოზულესი PAK FA (T-50) შექმნეს. ხოდა ერთ-ერთი რომელიღაცა ახალი მოდელი იყიდეს და 1000 ცალ კლონს გააკეთებდნენ ალბათ, მაგათი ნება არაა? სამხედრო ჟურნალ გაზეთები როა იქ ეწერა. კი რაცარუნდა დაკლონონ და 1:1 რომც გააკეთონ, ოფიციალურად ვერ გაყიდიან და ვერც სახელს დაარქმევენ ორიგინალისას. ჯერ ერთი უჩივლებენ და მეორეც, ვერ დაარეგისტრირებენ იგივე სახელით. მინახია SAMSUNC–ის ტელევიზორი მაგალითად. კიდევ რუსეთში ნაცნობმა HTC RIDER სმარტფონი მანახა რომელიც ძალიან მოეწონა და RAIDER ერქვა საქმე იმაშია რომ HTC ლოგო არ ჰქონდა, იმიტომ რომ არ იყო HTC–ის გამოშვებული. უბრალოდ აქ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან – ვიღაცის კუთვნილ ცეხში ჩამოსხმული კუსტარული სმარტფონი, ოფიციალური მწარმოებლის ქარხნაში დამზადებული სმარტფონისგან. მე მაქ ამერიკიდან ჩამოტანილი POLO Ralph Lauren–ის ბრენდის რათქმაუნდა ორიგინალი ბრელოკი, macy's-ში შეძენილი რომელიც 30$ ღირდა. ზედ აწერია made in china დაიჯერებთ? მაგრამ საქმე იმაშია რომ ვერანაირი წუნი ვერ მოვუძებნე! უმაღლესი ხარისხია, შეფუთვა, ყუთი, თვითონ ბრელოკის მეტალი ისეა დამუშავებული რომ არანაირი იაფფასიანი ნაწარმის შეგრძნება არ მიჩნდება. შემიძლია ვთქვა რომ ბრენდი ამართლებს ხარისხს, მიუხედავად იმისა სადაა დამზადებული. მე კი ვიცი რომ ჩინელები ზედმეტად ჩკვიანი და განვითარებული ხალხია, წამებში აქვთ გაწერილი ყველაფერი და იმიტო შენდება ყოველდღე. რასაც ჩინელები 1 დღეში აკეთებენ, ჩვენ მაგდენს 1 წელშიც ვერ გავაკეთებთ. დოკუმენტური გადაცემა ვნახე, სადაც ახალ-ახალ სოფელებს აპროექტებდნენ და დღეებში აშენებდნენ. კერძო და რმავალსართულიან სახლებს რამდენიმე დღეში აკეთებდნენ. პირდაპირ გამზადებულს დგავდნენ. რაც მალე გააკეთეს, შედეგიც მალე მიიღეს. რასაც ჩინეთი მთელი მსოფლიოდან შეკვეთებს იღებს წლიდან წლამდე ეჰჰ..... მაგათი შემოსავლის 0,1% საქართველოს ბიუჯეტზე ბევრად მეტია. 2–3 დღის უკან წავიკითხე შანხაიში ავტომობილების გაყიდვის ბუმიაო, ანუ უფრო მეტი ხალხი ყიდულობს მანქანას ვიდრე ვროპასა და ამერიკაშიო. იქ ყველაფერი იაფია და იმიტო, მუშა ხელი ძალიან იაფია, გადასახადები და კანონები ბიზნესზეა მორგებული. იმიტოა მთელი მსოფლიო რომ ჩინეში აძლევს შეკვეთას თორემ განა საკუთარ ქვეყანაში ვერ გააკეთებდნენ. ყველა ანგარიშობს მოგებას და ყველაზე იაფი უჯდებათ ჩინეთში დამზადებული შეკვეთა და არა ევროპაში ან ამარეიკაში. მქონია გარკვეული ტიპის შეხებაც იქაურ კომპანიასთან და შენ მხოლოდ ფული მიეცი და რასაც ინატრებ იმას გააკეთებენ ყველაზე იაფად, თანაც სხვებზე უფრო ჩქარა.
  2. რამე 120 ჰერციანი მონიტორი ნახეთ, ოღონდ აქ რა ღირს არ ვიცი. (ძვირებია მაგრამ ღირს როგორც ჯანმრთელობისთვის ასევე 3D-ში საყურებლად)
  3. კომენტარები ზედმეტია. პროფესიონალი ხარ მეტი რა ვთქვა პ.ს. ისე პლასმასისთვის ხომ არ იცი მსგავსი შედუღების აპარატები?
  4. საერთოდ ჩინელები მარტო ტელეფონებს კიარ კლონავენ, არამედ ნებსიმიერი მიმართულებით რისი დაკლონვაც შეიძლება ყველაფერს აკეთებენ. რუსებისგან 1 ახალი ავიაგამანადგურებელი შეიძინეს და იმის კლონი გააკეთეს, ახალი სახელი დაარქვეს, ოდნავ შეუცვალეს დიზაინი და დღეს ჩინეთის საჰაერო ძალების განკარგულებაშია. რუსები სპეციალურად აღარ აძლევენ ისეთ ტექნიკას რისი დაკლონვაც არ აწყობთ. ჩინურ ხარისხზე წარმოდგენა არ უნდა გაიფუჭოდ. ვიღაცა დაკლონილ ჩინურ აიფონს იყიდის ანდა დაკლონილ HTC სმარტფონს და იმას მოელის რაც ორიგინალს მოეთხოვება. ეს ხომ არარეალურია? თუ აიფონ 5 ღირს 800 დოლარი, ჩინური კი 150 ლარი, ამის მერე რას უნდა მოველოდე? რეტინას დისპლეის და HD ვიდეოების გადაღებას? აიღე ოფიციალური სამსუნგის ჩინური ტელეფონი და შეადარე ევროპულ მოდელს, განსხვავებას ვერ ნახავ (რეგიონისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს თუ არ ჩავთვლით). ნებისმიერი ოფიციალური ბრენდი, ვინც კი ჩინეთში აწყობს ტექნიკას ისეთივე მაღალი ხარისხისაა როგორიც სხვა ქვეყნის მიერ გამოშვებული და ფასიც შესაბამაისი ადევს.
  5. მშვენიერი რეზულტატია http://www.gsmarena.com/sony_xperia_sp-review-924.php
  6. პირველ არხზე ვნახე მაგაზე სიუჟეტი კაკრაზ ჩინა მობილეები ახალი შემოსული იყო და მაგ პონტში გააკეთეს გადაცემა
  7. იაფიანი არც თურქლი, არც ამერიკული და არც იაპონური არ ვარგა. თემას რაც შეეხება, ჩემთვის ახალი ამბავი არ ყოფილა, ზუსტად იგივე ექსპერიმენტი გააკეთეს ქართველებმა რამდენიმე წლის უკან, თუარვცდები "გეპეის" ლექტორები იყვნენ იმათმაც ეგეთი აპარატით გაზომეს და იგივე შედეგი მიიღეს. ასე რომ იყიდეთ ბრენდირებული ტელეფონები
  8. საინტერესოა რანაირად გაგიფუჭდა პროცესორი ერთხელაც აღარ ჩაირთო? ან რა სიმტპომები ახასიათებდა სიკვდილამდე? თუ ახალი ჩასვი არამგონია რაიმე პრობლემა იყოს. მუშაობს და იმუშავებს უპრობლემოდ ალბათ
  9. xperia z-ს და HTC J-ს ოდნავ მოძველებული ჩიპსეტი აქვს Snapdragon S4 Pro რომელსაც უკვე "ძველი" შეიძლება უწოდო რადგან HTC ONE და S IV უკვე Snapdragon 600 ჩიპსეტზეა. სხვაობაც ბუნებრივია, თუმცა არამგონია პერფორმანსში რამე სერიოზული სხვაობა ნახო როცა სმარტფონს ჩვეულებრივად ხმარობ. მეორე მომენტი ვიზუალური მხარე ნამდვილად არის რასაც გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლი (თუმცა ვის როგორ). აქამდე ვთვლიდი რომ დიზაინს მნიშვნელობა არ აქვს პერფორმანსია მთავარი თქო მაგრამ, ახლა ასე არ ვფიქრობ. ტელეფონი ვიზუალურადაც უნდა გსიამოვნებდეს. მაგალითად MOTOROLA-სთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, არც LG–სთან მაგრამ რო მომკლა მაგათ სმარტფონს არ ვიყიდი, რას გავს ახალი მოდელები, შეხედვის სურვილიც არ გამაჩნია (ერთეულ მოდელბს არ ვგულისხმობ) ზოგადად უშნო დიზაინი აქვთ და მაგიტოა გაყიდვებში პრობლემები რომ ექმნებათ. რავი მგონი ყველას მოსწონს ლამაზი ტელეფონები და მარტო პერფორმანსით არ იყიდება ტელეფონები, მე ვიზუალსაც ვითვალისწინებ. ორმაგად მოგებული გამოდის მყიდველი რომელსაც ლამაზი დიზაინი აქვს და პერფორმანსიც ისეთი აქვს როგორც ფლაგმანებს მოეთხოვებათ. ვისთვისაც გარეგნულ სილამაზეს აქვს მნიშვნელობა არის ბევრი ლამაზი სმარტფონი (თუნდაც ბოლო აიფონი) HTC ONE და ა.შ. მაგრამ პერფორმანსით, წელიწადში ორჯერ ასწრებს ახალი თაობის სმარტფონები გამოსვლას და არასდროს არ დამთავრდება. აგერ რიგში დგას უკვე Snapdragon 800. ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ტელეფონად რამე ანდროიდს ვიყიდი ჩემთვის მოსაწონს. პლანშეტს რაც შეეხება მაინც ვინდოუსი მირჩევნია :|
  10. იმედია შიგადაშიგ დრო და დრო განახლებებიც შევა, ერთ თემაში მოქცეული რამდენიმე საკითხი ძალიან აადვილებს გაგებას. კაია
  11. ჩემიც რო ნელდება რისი ბრალია? რათქმაუნდა სწორედ ანტივირუსი და სხვა პროგრამები ტვირთავენ მაგრამ... ვაინსტალირებ სუფთა ვინდოუს XP-ს (არანაირი რუსული მაიმუნობების გარეშე როგორიცაა: ზვერ XP, პირამიდა XP, მურთაზი XP და ა.შ.) ვაყენებ მხოლოდ დრაივერებს, ფაირეფოქს ბროუზერს (+ფლეშ პლეიერს) და ავასტს. (არანაირი სხვა პროგრამა მე არ მჭირდება. არც ოფისი, არც ნეტ ფრეიმვორკი და არც არაფერი) რეზულტატი ასეთია. 3-4 წლის წინ ეს კომპი მუშაობდა მინიმუმ 6 თვე ყველანაირი გართულებების გარეშე. ეხლა კიდე საკმარისია დავაყენო დრაივერები და ბროუზერთან ერთად ანტივირუსი, იმ დღესვე იწყება კომპის წამება დავიჯერო ეხლა ისეა განახლებული ეს ბროუზერი და ანტივირუსი რომ კომპს ასე კლავს? რაღაც არამგონია :| აი რომ შევადაროთ ჩემი პროცესორი და ზუსტად ჩემნაირი ჩაურთველი სულ ახალი პროცესორი, საინტერესოა ორივე ერთნაირ შედეგს აჩვენებს თუ არა ბენჩმარკისას. ისე მართლა საინტერესოა
  12. ისევე როგორც ეფლმა გამოუშვა IEEE 1394 ინტერფეისი ანუ ე.წ. FireWire, ეგ Thudnerbolt ინტერფეისიც იგივე ბედს გაიზიარებს. ჯერ კიდევ USB 2.0-ების ეპოქაში FireWire-ს თითქმის არავინ იყენებდა როცა გადაცემის სიჩქარე გაცილებით მეტი ჰქონდა. თანაც ერთ FireWire პორტზე რამდენ მოწყობილობასაც გინდა იმდენს დასვავდი ყველა უპრობლემოდ იმუშავებდა, მაგალითად ქსელეური მოწყობილებებისთვის ძალიან კაია. ერთი მახსოვს ასუსის ზოგიერთ მაზერს ჰქონდა IEEE 1394 პორტი ინტეგრირებულად. თუარადა PCI სლოტზე იყიდდი და ჩააყენებდი. ეგ Thudnerbolt როგორც მანდ წერია 4K ვიდეო სტრიმინგისთვის იქნება განკუთვნილი და მხოლოდ high-end ტელევიზორებს, კამერებს, კომპებს და ა.შ. ექნებათ ინტეგრირებული.
  13. მსოფლიო მოსახლეობის ალბათ 75%–ს კომპი ჭირდება ყოველდღიური ხმარებისთვის. ინტერნეტით სარგებლობისთვის, ფეისბუქზე შესასვლელად, კინოს საყურებლად და სკაიპში სალაპარაკოდ. ამიტომაც ამ ყველაფერისთვის i3-ის პროცესორები ზედმეტიც კი არის! ჩვეულებრივი Celeron პროცესორიც საკმარისია ამ ყველაფრის გასაკეთებლად. K სერიის პროცესორები აქვთ 1000-ში 2-3 კაცს, ამიტომ არანაირი საგანგაშო და საპანიკო არაა BGA პროცესორები. ოვერქლოქერებისთვის და ენთუზიასტებისთვის არსებობს და იარსებებს K სერიის პროცესორები. ასე რომ ყველაფერი ნორმალურადაა. ინტელი და არც AMD ისეთ სულელურ ნაბიჯს არ გადადგამენ რომ კლიენტი დაკარგონ.
  14. უკეთესს იზამ თუ მონიტორს გამოცვლი. იყიდე 120 ან 240 ჰერციანი მონიტორი და დაისვენებ.
  15. მეც AMD–ს გირჩევ. ყელამდე გეყოფა ყველაფერში, Full HD ვიდეოების ყურება, თმაშებშიც არამგონია დაგატორმუზოს. თუ კონფიგურაცია ხელს შეგიწყობს ცოტა მიარაზგონებ კიდეც. რავი არამგონია კომპი იყიდო და ხვალ იგივე ფასში გაყიდო. ნებისმიერ კომპს ყოველთვის აკლდება ფასი და გაყიდვას რაც შეეხება ინტელის კონკურენტი ისევ ინტელის პროცესორებია. ელემენტარულად ინტელის ძველი თაობის პროცესორები ისედაც იაფდება თანდათანობით როცა ახალ-ხალი თაობის პროცესორები შემოდის. ასე რომ დღევანდელ i3-ს თუ იყიდი რამდენიმე წლის მერე იაფად მოგიწევს გაყიდვა. იგივე ითქმის AMD-ს პროცესორზეც. თუ მომავლისთვის განახლებას აპირებ i5-ზე ან i7-ზე ინტელი იყიდე, მარტო პროცესორის შეცვლა მოგიწევს მაგრამ მემგონი ბულდოზერიც იგივე სოკეტზეა რაც ეგ ფენომი. ალტერნატივა ბევრნაირი გაქვს.
  16. ახალი რეკორდები რა უნდა ვიდეოს სახით აღარ იდება თუ რაშია საქმე? :|
  17. AMD Productivity Paradox -- AMD A4 vs Intel Pentium on Win 7 http://youtu.be/xicZ5c9QRyE AMD Productivity Paradox -- AMD A6 vs Intel i3 on Win 7 http://youtu.be/sADJJznUABM AMD Productivity Paradox -- AMD A8 vs Intel i5 on Win 7 http://youtu.be/eKSOVhHJA8o AMD Productivity Paradox -- AMD A10 vs Intel i5 on Win 7 http://youtu.be/JF28Z--oucA და ბოლოს მობილურ სეგმენტშიც გადავინაცვლოთ AMD Productivity Paradox -- AMD A10 vs Intel i5 http://youtu.be/q82XvZM53QI ეს ნიუსიც არ იქნება ცუდი AMD Launch the First Gigapixel Display http://youtu.be/E9KNLnzaHOI
  18. http://support.asus.com/ServiceHome.aspx?SLanguage=en ცადე რა გენაღვლება რამეს კარგავ? თანაც ეგეთ მაზერზე არამგონია უპასუხოდ დატოვონ შენი შეკითხვა.
  19. რომელზე ამბობ APU–ზე? ჩემი აზრით გამოვიტანე რომ: რაღაც ახალ მეხსიერების კონტროლერზე მუშაობენ რომელიც შეძლებს GDDR5 მეხსიერება ამუშაოს. დაბალსიხშირიანი მეხსიერებები იქნებაო თუმცა საერთო ჯამში მაინც კარგი რეზულტატიაო (წინასთან შედარებით) რაღაც ადგილის პრობლემები შეექმნათ ჩიპების პლატაზე განლაგებისო, ვერ ატევენ იმ მოცულობის ჩიპებს რამდენიც საჭიროაო. ხო კიდე მაზეზე "მიპაიანებული" პროცესორები და GDDR5 მეხსიერებები იქნებაო რომლებსაც შემდეგში ვეღარ განვაახლებთო. მალე GDDR6 შემოვაო და ვისაც GDDR5-ზე ექნება ესეთი all in one სისტემა, გამორიცხულია რაიმე სახის განახლებაო. აი ასეთ ამბებია. საბოლოო ჯამში მე მაინც აზრზე არავარ რა გამოვა :D/> იმათმა იმტვრიონ თავი ვინც უშვებს. ნელ ნელა ამასობაში გაჟონავს ახალ ახალი ინფორმაცია და ჩვენც გავიგებთ რა და როგორ მიდის საქმეები
  20. გასაგებია ისე ჩემი აზრით თუ ახალსა და რეფაბრიშედს შორის ფასში სხვაობა 25%–ზე ნაკლებია, არ ღირს Refurbished ნივთების ყიდვა. ნუ იმასაც გააჩნია საერთოდ რა ღირს ახალი. მაგ შემთხვევაში შენ რაც თქვი 630 ლარი ჯობია გადაიხადო და იცოდე რომ უპრობლემოა ვიდრე 60 ლარით იაფი და იმარჩიელო რის გამო ღირს იაფი...
  21. დღეს Xperia J ჩავიგდე ხელში. ეკრანს ვერაფერი დავუწუნე. თავის დამცავ გარსში ისე გამოიყურებოდა მაგრა მომხიბლა, ვიზუალურად საკმოდ ეფექტურია. ხელში დასაჭერადაც სასიამოვნოა. ამის მერე უკვე დიზაინზე ფიქრი სხვანაირად დავიწყე. იგივე მინდა ვთქვა ამაზეც. 1 შეხედვით სურათებიდან მაინცადამაინც არ მომწონდა Xperia J სანამ რეალურად არ დავიჭირე ხელში. ფურცელზე და სურათზე დახატული ტელეფონი სულ სხვანაირად აღიქმება ხოლო როცა რეალურად ხელში დაიჭერ ის სულ სხვაა. რაც შეეხება ამ ორ ახალ სმარტფონებს, კარგი, ძლიერი და ღონიერი 2 ბირთვიანი სმარტფონი, შესაბამისი ფუნქციებით ძალიან მოთხოვნადი გახდება ბაზარზე. შემიძია ვთქვა რომ ასეთი ძლიერი 2 ბირთვიანი სმარტფონები აქტუალურობას არ დაკარგავს ბაზარზე.
  22. თვითონ ასუსი ვერ დაგეხმარება მაგაში? რამე ტექნიკური საპორტი არააქ რო მისწერო და ეგ სკრინშოტიც გაუგზავნო? თუ არაფერი ეშველება მიზეზს მაინც გეტყვიან.
  23. აქაც თუ იყიდებოდა ეგეთები ნაღდად არ ვიცოდი. წარწერას უკეთებენ რომ Refurbished–ია? ან რანაირად უნდა გავარჩიო როცა არ ვიცი Refurbished–ია თუ არა? P.S. მეც მაინტერესებს იაფად მეორადს რომელ ხმის კარტას მირჩევთ? ექსტრიმ გეიმერს?
  24. გაოფებისთვის უკაცრავად მარა Refurbished იმას არ ნიშნავს როცა ნივთს ქარხნული წუნი აქვს და ქარხნის მიერვე ხდება შეკეთება და ახლიდან გაყიდვა? მე ესე ვიცოდი იმიტორო ბევრგან იყო რეკომენდაცია Refurbished არ იყიდოთო Refurbished თუ უბრალოდ ნახმარს ან თუნდაც გახსნილს ნიშნავდა არ ვიცოდი
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.