Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. გეთანხმები, ინდივიდუალურია და ბუნებრივია არჩევნაში ყველა თავისუფალია. 1700-ზე მეტის ყიდვას აზრი არააქ 1700X და 1800X-თან შედარებით, პერფორმანსი ერთი და იგივე აქვთ და ერთნაირად ლიმიტდებიან ტემპერატურის ამბავში, თუმცა 6900K მიუხედავად იმისა რომ 4.5-ზე იბუთება და ვინდოუსი იტვირთება, 24/7-ზე არასტაბილურია დატვირთვის დროს. Jayztwocents ტიპი როა იუთუბში, 6900K 4.2 თუ 4.1-ზე ეყენა და დაუქრაშა, როცა ვიდეო რენდერს აკეთებდა. თვითონაც თქვა ჯობია დაბალ სიხშირეზე ამუშაოო მეტი სტაბილურობისთვისო. თანაც სიხშირე უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება როცა პროცესორით რენდერს ეხება საქმე. ჯობია 10 ბირთვიანი გქონდეს 3.5 სიხშირეზე, ვიდრე 8 ბირთვიანი 4.5-ზე, ანუ ზოგადად ერთნაირი დონის პროცესორებში, პროცესორის სიხშირის აწევით მაინც ვერ მიიღებ რენდერში იმაზე უკეთეს შედეგს რომელსაც მეტი ბირთვი აქვს.
  2. და პროცესორისთვის როგორ აისახება "ნელი" და "ჩქარი" ? P.S. გუშინ ლაივში ვუყურე Maingear-მა Deadmau5-ს აუწყო კომპი, რათქმაუნდა custom case გაუკეთეს, თავისი ცნობილი "ვირთხის თავის" გამოსახულებით სისტემა იყო, რომელიღაც ასუსის X99 მაზერი და 6900K პროცესორი, ამას მიუყენეს 1080Ti. მაგარი კაცია მაგრამ არ მესმის ეს ცნობილი ხალხი, რატომ არ ესმით ან სწავალ არ უნდათ? ან ეზარებათ თუ რაარის? თითქოს ფულზე პრობლემა არააქვთ და ხარაჯვენ რომ ჰქონდეთ საუკეთესო მაგრამ, თავად წარმოდგენა არააქვთ რა კომპია და საერთოდ კომპიუტერულ ინდუსტრიაში რა სიახლეებია... Maingear სპეციალურად ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ შოუ-ბიზნესის წარმომადგნელებს უწყობს custom კომპებს მაგრამ, ამ ცხნობილი ხალხის გამკვირვებია, თითქოს არ იწუხებენ თავს ზედმეტად, არც აინტერესებთ კომპიუტერების ზოგადი მიმოხილვა, ან ცოტა მაინც რომ ერკვეოდენ, რადგან იხდიან და საუკეთესოს ყიდულობენ, მაგათ ეგ აკმაყოფილებთ... ღირსები არიან, მოწველო უნდა ეგეთი "მილიონერები" მაინც არ იციან არაფერი და არც აინტერესებთ
  3. მომხმარებლებს აინტერესებდათ რაიზენის სტრიმინგის შესაძლებლობები და ლინუსმაც შეასრულა მოთხოვნა. ამისთვის გამოიყენა OBS-ის პროგრამული x264 კოდეკი სტანდარტულად ყველა პროცესორისთვის Nvidia-ს კოდეკი NVENC, AMD-ს კოდეკი VCE (ასევე ცნობილია როგორც AMF) ინტელის Quick Sync კოდეკი. როგორც ხედავთ ვიდეოში დატესტა პროცესორები: 1800X, 6900K და 7700K. პირველი ტესტი გაკეთდა პროგრამულ x264 კოდეკზე. 1800X-ის დანაკარგი იყო 5-10-10 პროცენტი. 6900K-ის დანაკარგი 3-23-7 პროცენტი ხოლო 7700K 3-37-14 პროცენტი. P.S. ეს Faster, Super Fast და Very Fast პრესეტები რას ნიშნავს? Faster არის პროცესორის მეტი დატვირთვა და გამოსახულების საუკეთესო ხარისხი? Super Fast არის პროცესორის ნაკლები დატვირთვა და გამოსახულების ცუდი ხარისხი? OBS არასოდეს გამომიყენებია, ასე რომ ვინც ხმარობთ გეცოდინებათ. დანარჩენი იყო უკვე ინტელის Quick Sync კოდეკი და ვიდეო ბარათების კოდეკები, რასაც თავადაც ნახავთ.
  4. moment of truth მგონი ყველაფერზე არგუმენტირებულად ისაუბრა და ზედმეტი კითხვები აღარ უნდა გაჩნდეს.
  5. არაფრის, მე უბრალოდ ის მიკვირს, ერთი და იგივე დრაივერი რატომ არ დაყენდა. სხვა დრაივერი დააყენეს ლეპტოპ ცენტრში და პატრონმა თქვა ახალივით მუშაობსო. იქნებ შენც მსგავსი პრობლემა გაქვს. გადმოწერე აქედან https://drp.su/en მერე ამოშალე wifi-ის დრაივერი და გაუშვი პროგრამა, მერე თვითონ მონახავს შესაბამის დრაივერს და დაგიყენებს. წესით უნდა ამუშავდეს მერე.
  6. ერთი მსგავსი შემთხვევა მქონდა წინა თვეში. ერთ HP-ის ლეპტოპზე AMD-ს პროცესორზე, სულ ვინდოუს 7-ს ვაყენებდი. დრაივერები ოფიციალური HP საიტიდან მქონდა გადმოწერილი და D დისკზე მქონდა შენახული. ყოველი ვინდოუსის დაყენების მერე, თავის ოფიციალურ დრაივერებს ვაყენებდი. ერთ მშვენიერ დღეს wifi-ს დრაივერი აღარ დაყენდა. არადა ადრე ყენდებოდა. თანაც ოფიციალური საიტიდან იყო გადმოწერილი. მერე დავაყენე ვინდოუს 10 რომელმაც თავითონ დააყენა Wifi-ს დრაივერი, მაგრამ სულ წყდებოდა მიღება, სულ ჭედავდა და სულ ასეთ გაჭირვებით მუშაობდა. მერე ისევ ვინდოუს 7 დავაყანე და გავაგზავნე ლეპტოპ ცენტრში, ვიფიქრე wifi მიმღების ბრალია და გასაკეთებლად გავატანე პატრონს. იქ სულ სხვა დრაივერი დააყენეს და უპრობლემოდ ამუშავდა wifi. ასეთი პარადოქსი რატომ ხდება არ ვიცი მაგრამ ფაქტია. აბა სცდაე სხვა დრაივერის დაყენება. driver solution pack გადმოწერე თუ არ გეზარება და ეგ მოუძებნის ავტომატურად დრაივერს
  7. არაფრის, გიფტ ბარათები მეც მინდა პროცესორს რომელს იღებ? ოპერები ის აიღე რომლებიც მაგ მაზერს უწერია რეკომენდაციაში, მერე რომ არ წავიდეს ან რამე შეუთავსებლობა იყოს, სადღა დააბრუნებ. ასევე ბიოსი განაახლე მხოლოდ ფლეშკიდან, ბიოსიდან. ვინდოუსიდან არ განაახლო, დიდი შანსია მაზერზე ბიოსი მოკვდეს. რამდენიმე ვიდეო და ნიუსი ვნახე როდესაც, ვინდოუსი ავტომატურად ანახლებს ბიოსებს და ვისაც უმართლებს ხო კარგი, მაგრამ ზოგჯერ იჭედება შუა გზაში ხოლმე და მერე ახალი ბიოსის ჩიპია საჭირო. ასევე Beta ბიოსები უმჯობესია არ განაახლო, MSI-იმ გამოუშვა ბეტა ბიოსები და მაზერები "brick"ებად იქცა. აპრილის თვიდან AMD უკვე გამოუშვებს ახალ მიკროკოდს, ბაგებისგან თავისუფალს და მეხსიერების დაყოვნების შემცირები აპრილის დასაწყისში. ალბათ აპრილის მეორე ნახევრიდან გამოვა ახალი ბიოსები წესით
  8. @zV1 გილოცავ აი მაგ მაზერის ოვერქლოქი, მცირე მოდინგი და შედეგები
  9. http://wccftech.com/vega-teaser-slides-leak-nda/ პირველი აპრილის ხუმრობა
  10. https://pcpartpicker.com/forums/topic/214202-gigabyte-ax370-gaming-5-vs-gamingk7 ვიზიუალურად იდენტურად ერთნაირია, ერადერთი ფერში სხვაობა და დამატებით RGB ნათურა აქვს გაგრილებაზე K7-ს. როგორც მაგ იუზერმა თქვა: I asked Gigabyte as well, they said The K7 also has extra LEDs and BCLK overclocking and different coloured heatsinks. აი BCLK-ით რაზგონი Gaming 5-ს არააქვს? რავი მემგონი ეგ B350 ჩისპეტის მაზერსაც კი უნდა ჰქონდეს...
  11. ცოტა მტვერი დაედო და გავწმინდე, მერე მზის განათება ხელიდან არ გავუშვი და კარგი ნათელი ფოტოები გამოვიდა
  12. 16 და 32 GB ვერსიებიაო. 50 დოლარი სავარაუდოდ 16 GB ვარიანტი იქნება. როგორც ჩანს ეს ტექნოლოგია ავტონომიურად მუშაობს მომხმარებლისგან დამოუკიდებლად. უბრალოდ ჩადგავ და თვითონ განსაზღვრავს რა შეინახოს და რა არა. თუმცა მეორე კითხვა ისაა, ვისაც ვინდოუსი პირდაპირ Sata ან NVME SSD-ზე აქვს, მაშინ ეს რისთვისღა დაჭირდება? HDD-ს შემთხვევაში კარგია, ვინდოუსს SSD-ს მსგავსი სიჩქარით ჩატვირთავს მაგრამ 50 USD 16 GB-სთვის მგონი ძვირია... ამ ტექნოლოგიისათვის საჭიროა ინტელის 7 თაობის core სერიის პროცესორები და ასევე 200 სერიის ჩიპსეტები.
  13. https://videocardz.com/67610/intel-core-i7-7740k-and-asrock-x299-professional-gaming-i7-spotted გამოჩნდა i7-7740K (Kaby Lake X) რომელიც X299 ჩიპსეტზეა, LGA 2066 სოკეტზე. როგორც მანდ ჩანს ისევ 4 ბირთვიანი და 8 თრიდიანია ანუ Kaby Lake X-ზე რაც გამოვა იგივე პროცესორები იქნება რაც LGA 115X-ის შემთხვევაში 350$-მდე. ხოლო ამაზე ძვირიანი ენთუზიასტი დონის დესკტოპ პროცესორები 8, 10, 12, 16, 20 ბირთვებით გამოვა Skylake-X-ზე 500-1500$-მდე. როგორც ჩანს ინტელმა გადაწყვიტა გააერთიანებინა ორი სხვადასხვა დონის სოკეტი 115X და 2011 ერთ LGA 2066 სოკეტში, რაც იმას ნიშნავს რომ 115X და 2011 სოკეტები უკვე წარსულს ჩაბარდება და ყველა პროცესორი იქნება LGA 2066 სოკეტზე. ვნახოთ რა ფასი ექნება და როგორი წარმადობა IPC-ის ამბავში.
  14. https://videocardz.com/67649/amd-ryzen-cpu-with-12-cores-and-24-threads-spotted როგორც ვვარაუდობდით გამოჩნდა 12 ბირთვიანი ვარიანტი
  15. 1800X 1.45 ვოლტით 4.1 Ghz უკვე სტაბილურად ეშვება Cinebench R15-ში. ოპერები 3200 Mhz - 1752 cb ამ დროს ტემპერატურა 85 გრადუსზეა თავისი წყლის გაგრილებით თუმცა რეალურად უფრო დაბალია ტემპერატურა, X მოდელის პროცესორები +20 გრადუსით მეტს აჩვენებენ. ანუ ესაა რისი თავიც აქვს ჯერ-ჯერობით. შემდეგში ალბათ ბიოსის მიკროკოდის განახლებებით გააუმჯობესებენ სტაბილურობას და ოდნავ კიდევ უფრო გაუმჯობესდება წარმადობა.
  16. გავრცელდა AMD-ს "ენთუზიასტი" სეგმენტის ახალი ჩიპსეტები X399 და X390. თუკი ეს ყველაფერი სწორია, მაშინ ამ სურათიდან ჩანს რომ X390 ჩიპსეტის მაზერბორდი არის ერთ სოკეტიანი, მას აქვს 8 ცალი PCI-E Gen 2.0 ხაზი და 8 ცალი PCI-E Gen 3.0 ხაზი, ოთხ არხიანი მეხსიერებით. მის შესაბამის პროცესორს აქვს 48 ცალი PCI-E Gen 3.0 ხაზი (წესით უნდა იყოს LGA და დიდი ზომის, მაგრამ ფოტოზე ისევ AM4 სოკეტი ჩანს) რაც შეეხება X399 ჩიპსეტს როგორც ხედავთ არის ორ სოკეტიანი და რათქმაუნდა სასერვერო სეგმენტისთვის იქნება განკუთვნილი. კარგია რომ AMD უკვე ინტელთან მიმართებაში, ყველაფერში გაუწევს კონკურენცაის, როგორც ჩვეულებრიც დესკტოპ სეგმენტში, ასევე ენთუზიას დესკტოპ და სასერვერო სეგმენტში.
  17. ეგ კი ეღირება 900-1000$-მდე. 12 ბირთვიანი ალბათ 750 $-მდე ნეტა თუ გამოვა 2 სოკეტიანი მაზერები? მაგრამ ვის რა ჯანდაბათ უნდა, ისედაც იმდენი ბირთვები აქვს ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, 1000 დოლარიანი 8 ბირთვიანი პროცესორები მართლა ოცნება იყო და ეხლა უკვე 16 ბირთვიანები შემოდის ამავე ფასად. ინტელიც უშვებს ეხლა მრავალ ბირთვიან პროცესორებს და მთავარი პარამეტრი იქნება ფასი/წარმადობა და ხელმისაწვდომობა. მემგონი ინტელი დაუკლებს ფასებს და ისე აღარ გაიჯეჯილებს როგორც აქამდე იყო. ყოველშემთხვევაში ეხლა ინტელი უკონკურენტოდ აღარ იქნება.
  18. ჩვეულებრივად მუშაობდა და უცებ ეგრე დაეწყო? აბა დაარესეტე ჯერ, იქნებ ეშველოს, თუარადა მაშინ ჯობია TP-Link-ს მისწერო აღნიშნულ პრობლემაზე
  19. მეც გადავიკითხე და რაღაც 1000 დოლარის ფარგლებში აპირებენ LGA სოკეტის ტიპის, მრავალ ბირთვიანი პროცესორის გამოშვებას. სავარაუდოდ სასერვერო ბაზაზე იქნება შექმნილი და ეს გამოწვეულია იმით რომ AMD-ს არააქვს პროცესორები 1000-1700 (i7 9600K - i7 9650x) დოლარის ფარგლებში, რომლებიც ასევე სერვერულ ბაზაზე იქნება დაფუძნებული, როგორც ინტელის LGA 2011. ამ ფასიან პროცესორებს, რომლებიც სერვერულ ბაზაზე იქნებიან, როგორც ვატყობ გამიზნულია ინტელის LGA 2066 სოკეტის კონკურენციისათვის, რადგან LGA 2011 სოკეტს პრაქტიკულად, რაიზენმა როგორც ფასით, ასევე წარმადობით ბოლო მოუღო. თანაც LGA 2011 სოკეტს ინტელი წელს მოკლავს, აღარც ახალი პროცესორები გამოვა, რადგან უკვე LGA 2066 სოკეტზე გადადის. შეიძლება ვთქვათ რომ რაიზენი LGA 115X - 2011-ის სეგმენტში გადის, მაგრამ LGA 2066-ის კონკურენტად AMD-ს ჯერ ჯერობით არააქვს პროდუქცია წარმოდგენილი. AMD-ს ჯერი ახლა სერვერულ სეგმენტზეა გათვლილი. როგორც იცით AMD Naples სერვერი წელს გამოდის მეორე კვარტალში, რომელშიც ვიხილავთ 32 ბირთვს. ამავე ბაზაზე წესით უნდა გამოვიდეს დესკტოპ სეგმენტის პროცესორებიც, 10, 12, 16 ბირთვებით. ვნახოთ რა იქნება.
  20. შეშლით არაფერში არ შეუშლის მაგრამ არამგონია მაგის საჭიროება შეიქმნას
  21. მე ბიოსტარის მაზერს ავიღებდი X370 ჩიპსეტზე. 150 $ ღირს და მაინც 1 თავით მაღლა დგას B350 ჩიპსეტზე. თუმცა ვისთვის როგორ, შეგიძლია X300 ჩიპსეტზეც აიღო თუმცა ჯერ არ გამოსულა მგონი. ეგეც სუფთა ოვერქლოქერი ჩიფსეტია ოღონდ იაფი ვარიანტი ვისაც ბევრი ატრიბუტები და ზიზილ-პიპილოები არ ჭირდება მაზერზე.
  22. აჰაა აი რატომ გვეჩვენებოდა 1700 გრილი
  23. CROSSHAIR VI HERO ამ მაზერზე თუ არ ვცდები შეგიძლია AM3-ის სამაგრები გაუკეთო რადგან მაზერზე AM3-ის ნახვრეტებიც აქვს. თუმცა სხვა მაზერებზე არ ვიცი ზუსტად. დაგუგლე და ნახავ კიდე რომელ მაზერებზე მიდის AM3-ის სამაგრები. P.S. 6700K გაქვს და თუ არ აპირებ რენდერს და ვიდეოების მონტაჟს, ეგეც გეყოფა ყველაფერში. ან შეგიძლია Zen 2-საც დაელოდო ან ახალ ინტელს, ვნახოთ რას წარმოადგენს, ვეგაც გამოვიდეს ბარემ და უფრო დაიხვეწება მანამდე BIOS-ები. მერე უფრო გამოჩნდება პრინციპში რამდენად გიღირს გადასვლა.
  24. ეს მარტო პროცესორია, შიგნით ვიდეო არააქვს, იმიტომ რომ არ ჭირდებათ. ეგ იქ სჭირდებათ სადაც ძალიან ეჩქარებათ გამოთვლები, ეგ სახლში სამუშაოდ არ შეუქმნიათ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.