Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. RUMOR: AMD Radeon RX Vega 64 to be great for mining ჯერ მაინც ჭორის დონეზეა მაგრამ, როგორც მანდ წერია, მაინტერების სანდო წყაროდან, ეთერიუმში Vega 64-ს დაახლოებით გაორმაგებული ჰეშრეიტი აქვსო ვიდრე Vega Frontier ედიშენს (~30 MH/s). როცა დაიტესტება მაინინგში, თუ კარგი ჰეშრეიტი აჩვენა, მაშინ Vega-ს ბარათებს მოხვეტავენ მაინერები და ის დაემართება რაც პოლარისებს. AMD-ში ამის შესახებ რათქმაუნდა ეცოდინებათ, ამიტომ წინასწარ რაღაც მექანიზმებს მოიფიქრებდნენ რათა უბრალო მომხარებელი ახალი ვიდეო ბარათის გარეშე არ დარჩეს. ლინუსამაც ახსენა AMD-ს გადაწყვეტილებაზე RADEON™ PACK-ების შემოღებასთან დაკავშირებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო, გეიმერების დაცვა მაინერებისგანო. ანუ RADEON™ PACK-ების წყალობით, RX Vega ვიდეო ბარათთან ერთად, შეგიძლია იყიდო მონიტორი (-200$ Samsung C34F791 34" Silver Curved FreeSync Gaming Monitor), პროცესორ-მაზერის კომბო (-100$ Ryzen 7 + X370 Motherboard), 2 თამაში (-120$ WOLFENSTEIN II: THE NEW COLOSSUS™ და PREY) და ამ ყველაფრის ფასი რაც გამოვა, გამოაკლდება 420$. ძალიან მაგარი შემოთავაზებაა ვისაც ამ პერიოდში უნდა კომპის აწყობა, სერიოზული ფასდაკლება გამოდის და სერიოზული კომპიც.
  2. ამერიკაში microcenter-ის მაღაზიაში თუ აიღებ Ryzen 1800X პროცესორს, მაშინ 350$-ში იყიდი http://www.microcenter.com/product/476003/Ryzen_7_1800X_36_GHz_8_Core_AM4_Boxed_Processor ვირტუალიზაციების მოყვარულთათვის კარგი სიახლეა, ახლა უკვე ESXi სრულიად იყენებს ბირთვებს და თრიდებს, threatdipper კიდევ უფრო კარგი იქნება ESXi 6.5 now works on AMD Ryzen with SMT/All Cores enabled
  3. ოპერატიული დააუენე XMP სიხშირეზე როგორც ითვალისწინებს ინტელი (ან დააყენე ზუსტად 2400-ზე შესაბამისი ტაიმინგებით და ვოლტაჟით, არც მეტით არც ნაკლებით და დატოვე მასე) მერე პროცესორის სიხშირე ჩამოწიე 3.9-ზე შესაბამისი ვოლტაჟით და გაუშვი ის რენდერი რომელზეც აბლუსქრინებს (პროცესორის ბრალი რომ გამორიცხო მთლიანად) თუ არ დააბლუსქრინებს, მერე გაზარდე პროცესორის სიხშირე 4,0-ზე და ისევ გაიმეორე რენდერი. თუ არ დააბლუსქრინებს მერე 4,1-ზე და ა.შ. სანამ არ დააბლუსქრინებს. მერე უკვე გეცოდინება რომელია სტაბილური სიხშირე მაგ პროცესორისთვის. და თუ 3,9-ზეც დააბლუსქრინა, ესეიგი რაღაც ოპერატიულის ამბავია. შეიძლება ბიოსის განახლება დაგჭირდეს და ამით მოგვარდეს არასტაბილურობის ბრობლემა.
  4. მემგონი პოლარისების გამოშვება დიდხანს არ გაგრძელდება, მაგის შემცვლელად ვეგა 11 და 12 იქნებაო (ECC-ის მიერ უკვე დამტკიცებულია) თუმცა მანამდე volta გამოვა AMD Vega 10, Vega 11, Vega 12 and Vega 20 confirmed by EEC
  5. ვუყურე მაგას ბოლომდე და რაღაც ადგილები ამოჭრეს. საერთოდ RX Vega-ს არანაირი ტესტი არ იყო (ამოჭრეს ალბათ და იმიტო) ისაუბრეს Threadripper-ზე, Radeon Vega RX-ზე, SSG-ზე, Radeon Pro Vega-ზე და პეტაფლოპ სერვერზე (რომელის აწყობაშიც მონაწილეობას ჯერ კიდევ 1 კვირის წინ ლინუსა იღებდა) მოკლედ ყველაფერი დეველოპერებისთვის და content creation-ებისთვის შექმნეს, მათ მიეცათ უფრო მეტი ინსტრუმენტი თავიანთი საქმიანობისათვის, თუმცა უბრალო ხალხს რომელსაც გეიმინგისთვის უნდოდა ბარათი, RX VEGA გეიმინგში raw performance-ზე ორიენტირებული არ გამოვიდა, სავარაუდოდ გეიმინგში სიმძლავრით GTX 1080-ის დონის იქნება, სანაცვლოდ იქნება სხვა ტექნოლოგიური ღორებულებებით გამორჩეული, რომელიც სათუოა თამაშებში როგორ გამოიჩენს თავს (ალბათ ოპტიმიზება დაჭირდება თამაშებს როგორც ეს ტრადიციულად ახასიათებს AMD-ს, თანდათანობით ამოქაჩავს დრაივერებით). საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, ნორმალური სიმძლავრისაა და ფასი თუ ცოტა ძვირი დაადეს, ცოტახანში ჩამოწევენ, სხვა გზა არ ექნებათ. 10-ში იქნება გაყიდვაშიო და ამ დღეს დაიდება დეტალური რევიუები, ვნახავთ სად რა უჭირს.
  6. sky lake > kaby lake > coffee lake... რაამბავია, მერამდენე თაობაა, ან მერამდენე რეფრეშია, მერამდენე სოკეტია... 1151 სოკეტზე ეს სკაილეიკი, კაბილეიკი, კოფელეიკი, 2066 სოკეტზე სკაილეიკ-X, კოფელეიკ-X - თავად ინტელს არ ერევა ერთმანეთში? საშუალოდ 450$ ეღირება, მაქსიმუმ 500$ ჩემი ვარაუდით
  7. ეს ჰოლოკუბი რაარის მაინც ვერ გავიგე წავიკითხე რომ ცალკე გაიყიდება, ანუ ვიდეო ბარათის ფასებში არ შედის. ჯერ პროტოტიპის სახით არსებობს და ისიც სულ რამდენიმე ცალი არისო. ალბათ ეს ჰოლოკუბი GPU-ს მუშაობის გარკვეულ ფუნქციებს ასახავს. სხვა რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს? რაღაც ხელოვნურ ინტელექტთან უნდა იყოს კავშირში, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ რომ, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის უკან ჩინეთში დაიდო ამაზე ვიდეო სადაც ჰოლოკუბი და ვიდეო ბარათი ერთდროულად ჩანს. მართალია ლინუსამ უბრალოდ Unbox გააკეთა ვიდრე რაიმე ტექნიკური მიმოხილვა (პრინციპში მეტის უფლებაც არ მისცეს, რადგან ოფიციალურად ხვალ იქნება Siggraph-ში დებიუტი) მაგრამ, ვიზუალური თვალსაჩინოებისთვის მაინც კარგი იყო.
  8. ლინუსას ერგო პატივი და გაახსნევინეს როგორც Threadripper ასევე Vega. ეს limited edition-ია, სავარაუდოდ ალუმინის ჩარჩო უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც frontier edition-ს, ამის სტანდარტული ვარიანტი პლასმასისაა. ბარემ გამოტოვე და 7nm-ზე გადადი Zen 2 + Navi პროცესორი და ვიდეო კი გეყოფა გამოსვლამდე, ვნახოთ Navi როდის გამოდის, როგორც Vega-ზე ამბობენ, AMD ტექნოლოგიებს მიაწვა ვიდრე raw pefromance-ო, ამიტომაც Navi-ზე უფრო მოსალოდნელია მეტი პერფორმანსი ვიდრე Vega-ზე. თანაც წინასწარ რა ტესტებიც გავრცელდა GTX 1080-ის დონეზეა და რაღაც მეეჭვება ამდენი ხანი ამაზე ეწვალათ, აქ სხვა მიზეზი იქნება რომელიც ცოტახანში გამოჩნდება როცა საბოლოოდ ოფიციალური ტესტები დაიდება.
  9. SSG რომელიც პოლარისზე იყო 1 TB მეხსიერებით, ეხლა Vega-ზე იქნება 2 TB მოცულობით, როგორც ჩანს AMD მთლიანად გადავიდა ახალი თაობის GPU არქიტექტურაზე, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ რომ, ახალი APU-ები რომლებსაც Zen ბირთვები ექნება, ასევე ექნებათ Vega-ს GPU, რაც მემგონი იდეალური ვარიანტია ბიუჯეტური კლიენტებისთვის.
  10. https://videocardz.com/71280/amd-vega-10-vega-11-vega-12-and-vega-20-confirmed-by-eec Vega როგორც პოლარისის შემდეგი თაობა, RX Vega ფლაგმანს მოყვება საშუალო დონის (mind-end) მოდელები Vega 11 და Vega 12, რომელებიც სრულიად ჩაანაცვლებს 400 სერიიდან რებრენდირებულ 560, 570 და 580-ს ვიდეო ბარათებს.
  11. ან მაინინგის გამო აწიეს მაგხელა ფასი
  12. Frontier Edition გასაგებია, მაგრამ ეს მითია თუ რეალობა ვეღარ გამიგია? მე მეგონა 300-350 დოლარის ფარგლებში ეღირებოდა :|
  13. 4 ცალი კრისტალიდან ორი მუშაობს, დანარჩენი ორი გათიშულიაო. მემგონი კონდენსატორები დააზიანა კუთხეებში და მაგიტო არ ჩაირთო
  14. ხვალ დაიყრება X399 დედადაფები https://videocardz.com/71145/gigabyte-x399-aorus-threadripper-motherboards-soon-available-for-preorders https://videocardz.com/71110/asrock-details-x399-fatal1ty-professional-gaming https://videocardz.com/71100/msi-showcases-x399-gaming-pro-carbon-ac
  15. არა არ ტროლავს მაგ მაზერზე, მაგ ლოგოს დაბლა მდეობარეობს Intel-ის NIC რომელიც სავარაუდოდ უკეთესია ვიდრე რეალტეკის, Killer-ის და ა.შ.
  16. სარენდერო ფერმები დაიტაცებენ ძირითადად. ამჟამად მეც მყოფნის ის რაც მაქვს, მაგრამ საბენჩაოდ და რამოდენიმე პროგრამის ხათრით ღირს ყიდვა
  17. ფასი/პერფორმანსი იდეალურია. როგორც ადრე ვთქვი 1000 დოლარის ზემოთ უკვე მკვდარი ზონაა, სულ ტყუილად უშვებს ინტელი ძვირიან პროცესორებს. 0.01% თუ იყიდის.
  18. ინტელი თუ ამ დონემდე დაეცემოდა ოდესმე, ვერასოდეს წარმოვიდგენდი სიმწრის დღეში არიან თუ რა ეტაკათ? ეგ ყველა არგუმენტი რაც წარმოადგინეს სლაიდებში, აბსოლიტურად არაფერს არ ცვლის. აქამდე თუ სერვერებში 100% ჰქონდა დაკავებული, ეხლა უკვე დაიწყებს შემცირებას და დიდი ალბათობით ეს პროცედი კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება. მანდ ინტელმა ის წარმოადგინა რასაც მისი თვალით ხედავს, თუმცა AMD ჯერ-ჯერობით ერთადერთი ფირმაა რომელიც პროცესორების გარდა ვიდეო ბარათებსაც აწარმოებს. თუ კი AMD გადაწყვეტს უპასუხოს ინტელის ამ ნაბიჯს, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად ეფექტური და ძლიერი არგუმენტები ექნება მოყვანილი და ვიდრე ეს ინტელმა გააკეთა.
  19. არარის კაბელის ბრალი, სულ ახალი VGA კაბელი მოყვა ჩემ მონიტორს, ახალ მონიტორზე და სულ ახალ კომპზე შევაერთე VGA პორტით, იქაც ბუნდოვანი გამოსახულება მომცა, პრობლემა იმაშია რომ VGA ინტერფეისი ანალოგურია, გამოსახულება ბუნდოვანია ოდნავ, ანუ ეს ბუნდოვნება მხოლოდ ტექსტის წაკითხვის დროს იჩენს თავს, თორემ ზოგადად სურათს თუ გახსნი ან ვიდეოს ნახავ, ისე არ ჩანს. კიდევ იცის ხოლმე მონიტორის მარცხნივ ან მარჯვნივ გამოსახულების გაწელვა თუ რაღაც ამდაგვარი ეფექტი, ეს ბევრჯერ შემინიშნავს როცა VGA კაბელით ჰქონდათ გამოსახულება.
  20. ცუდ ხარისხში ალბათ იმას გულისხმობ რომ ბუნდოვნად ჩანს გამოსახულება ანუ ე.წ. blur ეფექტი აქვს, ეგ VGA-ს დამსახურებაა. სამწუხაროდ მაგას არაფერი ეშველება.
  21. რავიცი რავიცი, დღეს ისე მიდის განვითარება რომ, ყოველ თაობაში, ახალი რაღაცა ემატება. ახალი ტექნოლოგიები ყოველთვის პრიოირეტულია. ამიტომ ის ლოდინი რაც ალოდინა მომხმარებლები, რაღაცით ხომ უნდა აანაზღაუროს? ხოდა ეს იქნება, დაბალი ფასი, ახალი ტენოლოგიები და სიძლიერე, წინა თაობასთან შედარებით. ამ კომპონენტებით უნდა დააბალანოს მომხარებელთა მოთხოვნა. high-end სეგმენტიში, GTX 1070-დან ტიტანამდე, კონკუნრეტი არ ჰყავს წარმოდგენილი და ვოლტას გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, უშვებს 1 წლის წინანდელ პროდუქციას, იმ high-end სეგმენტის შესავსებად, სადაც უკვე ბაზარი დაკმაყოფილებულია GTX 1070-1080Ti და ტიტანებით. რანაირად აპირებს ამ ვითარებაში და ასეთი წინაპირობით high-end სეგმენტში კონკურენციის გაწევას? ძალიან დაბალი ფასით, ახალი ტექნოლოგიებით და სიმძლავრე კიდე საკითხავია როგორი იქნება, საბოლოო ფასი სიმძლავრის მიხედვით დაედება მაგრამ, როგორი სიმძლავრეც არ უნდა ანახოს, მაინც იაფი უნდა დაადონ. ამ შემთხვევაში უკვე ღირს ყიდვა. ხო ეგეც შეიძლება. საბოლოო ფასს განსაზღვრავს სიმძლავრე. თუ ერთნაირი სიმძავრე ქნება, მაშინ ბევრად იაფი უნდა ღირდეს. თუ ოდნავ აჯობა, მაინც იაფი უნდა დაადონ. თუ საკმაოდ აჯობებს, მაშინ ერთნაირი ფასი უნდა დაადონ.
  22. ჩემი ლოგიკით, როგორც ეს წინა პოსტებში ვახსენე, RX Vega რომ გაყიდონ, GTX 1000 სერიას უნდა აჯობონ მინიმუმ 5-10-15 პროცენტით (გააჩნია თამაშს) სიმძლავრეში და თანაც GTX 1000 ვიდეო ბარათების დღევანდელ ფასზე მინიმუმ 10-15%-ით იაფი უნდა ღირდეს. დღეს GTX 1080Ti 700-800 დოლარის ფარგლებშია, გააჩნია ვერსიებს. ყველაზე ძლიერი RX Vega რომელიც გამოვა, თუკი 1080Ti-ის იდენტური სიმძლავრე ექნება, წესით ფასი 500$-ზე მეტი არ უნდა დაადონ თუ გაყიდვა უნდათ. თუკი სიმძლავრით 10%-ით ძლიერი აღმოჩნდება ვიდრე 1080Ti-ია, მაშინ სავარაუდოდ RX Vega-ს ფასი 600$-მდე ეღირება მაქსიმუმ. სხვა გზა პრაქტიკულად AMD-ს არ დარჩა, როგორიც არ უნდა გამოვიდეს RX Vega, რაც ტექნოლოგიაც არ უნდა ჩადონ, ყველა ვარიანტში საგრძნობლად იაფი უნდა დაადონ GTX 1070, 1080, 1080Ti ბარათებთან შეფარდებაში, ჩემი ვარაუდით სადღაც 10-20 %-ით იაფი. რატომ? ვოლტა გამოდის. დატაცენტრებისთვის უკვე გამოვიდა 1-2 თვის უკან. დარჩა სამომხარებლო სეგმენტი ანუ GTX სერია. არც ისე შორია GTX xx80-ის გამოსვლამდე. RX Vega-ის ფასად იქნება და უფრო მძლავრიც, რაღათ მინდა მაშინ RX Vega თავისი HBM მეხსიერებიანად? Nvidia სწორად აკეთებს, მომხარებელს სულაც არ ჭირდება HBM მეხსიერება, ჩვეულებრივი GDDR ჩიპებიც საკმარისია და თანაც იაფია, დროში გაწელვა არ ჭირდება დასამზადებლად. HBM გაუშვა დატაცენტრებში, სადაც არის მისი ადგილი და საჭიროება. კი კარგია რომ სამომხარებლო სეგმენტშიც არის HBM მაგრამ, ჯერ-ჯერობით ეს დიდად არაფერს ცვლის მომხარებლისთვის. რაც შეეხება ვოლტას, დატაცენტრებისთვის ყველაზე დიდი და მძლავრი ჩიპი შექმნეს რაც კი ოდესმე შეუქმნიათ, 21 მილიარდიანი GPU რომელიც შესაძლებლობის ზღვარზე გააკეთეს. რათქმაუნდა GTX სერიაში ბევრად სუსტ GPU-ს გამოუშვებენ მაგრამ იმდენედად მძლავრი იქნება რომ AMD-ს Navi არქიტექტურა თუ დაეწევა. ეს რათქმაუნდა AMD-შიც კარგად ესმით, ამიტომ იძულებულები არიან ვეგა ფასი/სიმძლავრის შეფარდებით გაყიდონ. მე ზოგადად ეჭვი მეპარება GTX 1080Ti-ის აჯობოს, ამიტომაც მგონია საკმაოდ იაფი უნდა ღიდეს. ღარიბი მომხარებლისათვის კარგი ვარიანტია ისე, თუ რამენაირად GTX 1080Ti-ს მიუახლოვდება სიმძლავრით და საკმაოდ იაფი ეღირება, ამ შემთხვევაში ღირს ყიდვა.
  23. VEGA Frontier Edition სხვა მიზნისთვის შეიქმნა, ვორქსთეიშენ სეგმენტში გადის https://pro.radeon.com/en-us/product/radeon-vega-frontier-edition/ ამ ვიდეოს თუ ნახავთ, მარტივად ამიოცნობთ რომ ამ ინდუსტრიული ტიპის ვიდეოში არაფერია გეიმინგზე მინიშნებული, Frontier Edition შეიქმნა არა გეიმერებისათვის, არამედ მეცნიერებისათვის, დეველოეპრებისთვის, რომლებიც ქმნიან და ამოძრავებენ მსოფლიოს სხვადასხვა ინდუსტრიულ მიმართულებებს. VEGA-ს ბაზაზე AMD უშვებს ახალი თაობის წარმომადგენლებს, ანუ ყველა კატეგორიას შევსაებს ახალი Vega-ს არქიტექტურით. ვორქსთეიშენ/პროფეისონალ სეგმენტში სადაც გადის Nvidia Quadro, იქ გადის Frontier Edition დატაცენტრებში სადაც Nvidia Tesla არის წარმოდგენილი, იქ გადის Radeon Instinct MI სერია. გეიმინგში სადაც GTX და ტიტანია - იქ Polaris და RX Vega იქნება (გეიმ დეველოპერებისთვის კიდე ცალკე კარტას უშვებს მემგონი ორი GPU-თი, როგორც ეს Radeon Pro Duo-შია) Raja Koduri-იმ განაცხადა, RX Vega-ს კიდევ რამდენიმე "კარგი" ფუნქცები გააჩნიაო რომელსაც ახლა ვერ ვიტყვიო. RX Vega-ს რამდეიმე ვარიანტი უნდა გამოვიდეს წესით.
  24. ჯერ კიდევ ჩემი პოსტი 4 მაისს მგონი ჩემი ვარაუდი არც ისე შორს ყოფილა რეალობას მოკლებული
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.