Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5827
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Everything posted by Power_VANO

  1. კარგი თემაა ბარსა, ოღონდ დიდი სურათები IMG ტეგში გაუშვი, რომ ფორუმმა დააპატარავოს თავისით. ავტომატური პარსინგისას ჯერჯერობით არ მუშაობს ავტო-რესაიზი.
  2. ყოჩაღ AMD-ს, ყოჩაღ 5.1 ჰაერზე მაგარი შედეგია მთავარია წარმადობაც ეგეთივე ჰქონდეს, როგორც იქლოქება და იქნება მერე კანფეტი :)
  3. განყოფილებაში რომ შედიხარ, შიგნით წერია ახლა. რა გელა, ვინ გელა? :)
  4. საინტერესო ვიდეოა, ვისაც გაინტერესებთ ინტელის წარმოების ხაზი:
  5. იხსნება, უბრალოდ ცოტა ხანი დაცდა უნდა ხოლმე, მაგის კეშირებას არ აკეთებს და ბაზიდან იღებს დიდ ინფოს. ლინკი ესაა რაზეც ეგ Members გადის: http://www.overclockers.ge/index.php?app=members&section=view&module=list
  6. არაა მომენტ დასამალი. იცოდნენ რატომაც ვერ და არ ვრთავთ HTML-ს. HTML-ის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ძალიან მარტივად შეიძლება ფორუმისთვის ზიანის მიყენება. მაგ: SQL ინექციების და მავნე სკრიპტების გაშვება, პაროლების ჰეშების მოტეხვა და ა.შ. უამრავი ცუდი რაღაცის გაკეთება შეიძლება. HTML ამწუთას ჩართული აქვთ მხოლოდ მოდერებს და ისიც მხოლოდ 3 თუ 4 განყოფილებაში, გეიმებში. ნიუსჰანტერებს რომ ჩაგირთოთ, შესაბამისად, ყველგან უნდა ჩავრთო. ფორუმზე კიდევ უკვე 40-მდე განყოფილებაა, თუ მეტი არა მეორეს მხრივ, სწორად გამიგეთ, ღმერთმა არ ქნას და რამე რომ მოხდეს მაგ HTML-ის გამო, ეჭვმიტანილების სიაში მოხვდებით ავტომატურად. ერთია რომ თუ თქვენი ბრალი არ იქნება, რატომ უნდა იყოთ ეჭვის ქვეშ და მეორეს მხრივ, ჩემთვის რთულდება ძალიან ეგეთი შემთხვევის სწორი ანალიზი. უდნა ვეძებო დამნაშავე მთელი ფორუმის მასშტაბით. შეიძლება თქვენ არ იმაიმუნოთ, მაგრამ თქვენი ექაუნთით იმაიმუნოს სხვამ. ანუ თქვენთვისაც დიდი პასუხისმგებლობაა HTML-ი. მოკლედ, ყველასთვის უარყოფითი შედეგის მომტანია ეგ ფუნქცია. ფორუმისთვის - იმიტომ რომ 3-4-დან 40 განყოფილებამდე იზრდება საფრთხის წყარო. თან ყველაზე უარესი საფრთხის, რაც შეიძლება დაშვებული იყოს. თქვენთვის - რაღაცის HTML-ის გამო არევის შემთხვევაში ავტომატურად ეჭვმიტანილები ხდებით, ანუ პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჩემთვის - ფორუმს ვდირკავ 40 ხვრელიდან, შესაბამისად ჩემი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დგება ასევე მიწევს ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე არასასიამოვნო რაღაცების კეთება, არამარტო ჩემთვის, არამედ თქვენთვისაც. კონტროლის და ზედამხედველობის მექანიზმს ვგულისმობ. შესაბამისად, იმისთვის რომ ფორუმი არ ჩავაგდოთ საფრთხეში, იმისთვის რომ თქვენ არ დაგიმატოთ დამატებითი დიდი პასუხისმგებლობა ფორუმის უსაფრთხოების წინაშე, იმისათვის რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ვიყო მე და არ ჩაგაყენოთ უხერხულ მდგომარეობაში თქვენ, უარი ვთქვი HTML-ის მასიურად ჩართვაზე. როგორც ვთქვი 3-4 განყოფილებაშია HTML ჩართული და გეგმაში არცაა გაზრდა ნამდვილად, არანაირად. ანუ იმავე მოდერებს ვერ ვურთავ HTML-ს ყველა განყოფილებაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შეიძლება სულ არ გქონდეს ცუდი გაზნრახვა, მაგრამ დააკოპირო რაღაც, რაც როგორც მინიმუმ შეიძლება არათავსებადი აღმოჩნდეს ფორუმის კოდთან და აირიოს რაღაც. მოკლედ, იმედია გამიგეთ სწორად :)
  7. ურთულესია ეგ ბექა შენი PM-იც რომ ვნახე, ვეძებე საღამოს და არც არსებობს მსგავსი მოდი. არც არსად შემხვედრია ფორუმებზე. + რომც არსებობდეს, უბრალოდ იმხელა შრომაა ჩასადები შიგნით მაგ სისტემის მუშა მდგომარეობამდე მისაყვანად, რომ არ ღირს ნამდვილად. ქართულის სპელჩეკერი ერთი არსებობს საერთოდ ვორდისთვის და კაი ფასიც ღირს + მთლად კარგად მაინც ვერ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ოხრად შრომა დევს შიგნით და არა ერთი და ორი ადამიანის თან.
  8. ისე, AMD-მ სწორი გააკეთა რომ Fusion-ში GPU-ზე გააკეთა აქცენტი. CPU-ში მაინც ვერ გაუწევდა სენდის კონკურენციას და GPU-ზე პრიორიტეტის გადატანით მომხმარებელს რეალურად არჩევანის საშუალებას აძლევს. დისკრეტული GPU ყველას არ უნდა, მაგრამ შეიძლება ინტელის ინტეგრირებულიც არ აკმაყოფილებდეს მაგ შემთხვევაში კლიენტი წავა AMD-სკენ. თან ეგეთი კლიენტები ცოტაც არაა :)
  9. მაგას მაქაური მოდერი გააკეთებს, ანუბისა ანუ არ შემოსულა ეტყობა ფორუმზე ჯერ.
  10. ყველაზე დიდს რასაც მიქარავს AMD, IMHO არის ის, რომ განვითარებად ქვეყნებში არ შედის მაგალითად ჩვენთან. არანაირი დადებითი სვლა AMD-ს მხრიდან ჩვენთან არაა. მაღაზიებს თუ ჩამოაქვთ, თავისით ჩამოაქვთ AMD-ს პროდუქცია. არადა, AMD-ს პროცები იაფი ღირს, ჩვენთან კი საშუალო შემოსავალი დაბალია. შესაბამისად, იმის შანსი, რომ AMD ბევრი გაიყიდოს, დიდია. ჯერ მარტო Classmate PC რომ ავიღოთ, რომელიც Atom-ზეა აწყობილი, ოხრად ფულს შოულობს Intel-ი მაქედან, თან განვითარებადი ქვეყნებიდან მარტო ჩვენ 60K კლასმეიტ პისი გვაქვს ნაყიდი, 2011 წლის იანვრის მონაცემებით. ბევრ ქვეყანას ჩვენზე გაცილებით მეტი აქვს. მერე მეორე, რომ იგივე განვითარებად ქვეყნებში სასერვერო სეგმენტში შეიძლება ბევრი ფულის შოვნა. სიტყვაზე, საქართველოში სადაც რა სერვერებია 90% მინიმუმ, თუ მეტი არა ინტელის ნაწარმზეა აწყობილი. უსა-ში და ევროპაში ხალხს ბევრი აქვს შემოსავალი, შესაბამისად, ლოგიკურიცაა რომ უფრო ძლიერ პროცებს ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, რომ შედარებIთ ძვირიც ღირს. აი განვითარებად ქვეყნებში კი სხვა სიტუაციაა ეგეთ ბაზარზე უნდა იფიქროს AMD-მ თუ წილის გაზრდა და $$$ უნდა მეტი. თუ უნდა რომ განვითარებულ სამყაროში აჯობოს ინტელს, მაშინ წარმადობაშიც უნდა გადაახტეს, რასაც ახლო მომავალში განხორციელება არ უწერია როგორც ჩანს. ნუ ექსტრიმ ედიშენები დაბადებიდან 1 კილო ღირდა ყოველთვის. ლიმიტებმოხსნილი და ა.შ. პროცესორები. უღირდა, ყიდიდა და თან ეყიდებოდა და ეყიდება ეგენი მაინც საკმაოდ რომლებია ხომ არ იცი და კონკრეტულად რას დაუმზადებს ინტელი? ნუ რეალურად ინტელს IMHO გასაძლები აქვს იქამდე, სანამ ატომი 22-ნმ-ზე არ გადავა. მერე ალბათ გადააღუნავს თავზე ARM-ს ყველაფერს. წარმადობაში ისედაც სჯობს ატომი ARM-ს, ერთი ენერგმოხმარება "უჩმახებს". ჰოდა ეგაა რა ცუდი. AMD-მ არ იცის როგორ უნდა გაყიდოს თავისი ნაწარმი და სად უნდა გაყიდოს, იმისთვის რომ დიდი მოგება ნახოს. ინტელი P4-ების პერიოდში, როცა წარმადობაში AMD ჯობდა, პიარის ხარჯზე მაინც ოხრად ყიდდა თავის ფეჩ პრესკოტებს და მაინც უსწრებდა AMD-ს.
  11. ნუ აოფებთ! ულტრამობაილ სეგმენტია და მაგ სეგმენტში ძვირია ყოველთვის ყველაფერი ეგ სეგმენტია ის, რომელიც ლეპტოპის რეალურ დანიშნულება შეიცავს :)
  12. მობაილში კი, მაგრამ დესკტოპი? დესკტოპ სეგმენტის პროცები, იგივე ჩემი i5 750 იგივე ღირს რაც ღირდა ადრე, გამოსვლისას. დაჟე 5-10$-ით მეტიც :)
  13. ისე, ეგ მეორე 8 პინიანი შტეკერი ჩემს მაზერსაც აქვს. ნუ იასნა არ ვიყენებ :D
  14. ნამდვილად Lynnfield-ი ვიყიდე როცა ახალგამოსული იყო და მიუხედავად იმისა, რომ წარმადობა ყველაფერში მყოფნის, სენდისთან შედარებაც არ შეიძლება იმდენად წინაა. ჩამორჩენილი პროცი მაქვს უკვე. მაგრამ ინტელი ფულს ვერ გამომძალავს, Ivy-მდე ფეხს არ მოვიცვლი ლინფილდიდან. :)
  15. ისე, თვითონ Intel-მა ამასწინათ გააკეთა განცხადება, რომ მისი FAB-ების ნაწილი ამ ეტაპზე მზადაა, სხვისი პროდუქცია დაამზადოს. ეს იყო, ARM-მა რომ წამოყო თავი კომპუტექსზე, აი მაშინ. ახლა ნათელია რომ სერვერ და დესკტოპ პროცესორებს AMD-ს დიდად სავარაუდოდ არ დაუმზადებს ინტელი თავის ფაბრიკებში, მაგრამ იქ აქცენტი იყო ულტრამობაილ პროცებზე, ARM-ის კონკურენტებზე. მაგრამ მეორეს მხრივ, AMD მაგ სფეროში ჯერ ვერ შეიჭრა, შესაბამისად, არაფერი აქვს რომ ინტელის ქარხანაში დაამზადოს. მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში, ინტელის ქარხანაში დამზადებული რომ TSMC-ს დამზადებულს ჯობია ეგ ხომ ფაქტია ერთნაირი ტექნოპროცესები რომ შევადაროთ, ინტელის ტექნოპროცესი ყოველთვის უფრო დახვეწილია ხოლმე, TSMC თვეობით ბაგებს ასწორებს და ყველგან უბაზრდება ხოლმე თან რომ ბაგიანი ტექნოპროცესი აქვს ბულდოზერებს გააჩნია რეალურად რა წარმადობა ექნათ. თუ ჰაი-ენდს ვერ შესწვდა, ისევ 19-20%-ზე მოუწევს ალბათ AMD-ს ყოფნა. აი თუ მართლა სახელივით ექნათ წარმადობა, მაშინ უკვე AMD-ს პიარშიკებმა და გაყიდვების დეპარტამენტმა უნდა იმუშავოს მაგრად + AMD-ს პრობლემა ფინანსებია მუდმივად. იმის გამო, რომ ინტელს წარმადობაში ვერ ხნავს, უწევს ფასების დაგდება. მერე გამოდის რომ თითო გაყიდულ პროცში ინტელი მეტს იგებს, ვიდრე AMD, შესაბამისად, მოგება მუდმივად მცირეა ხოლმე.
  16. ნუ მაშინ ალბათ უნდა შევეგუოთ იმას, რომ კიდევ ესე 10 წლამდე ინტელი მუდმივად წინ იქნება ტექნოპროცესში. 1-2 ნანომეტრს ხომ მაინც შეამცირებს ხოლმე :)
  17. ჰო ნამდვილად. მით უმეტეს ტექნოპროცესი უკვე კაი ხნის ნავარჯიშებ-დახვეწილი აქვს და ახლანდელი სენდისთვის გრაფიკული ბირთვების გარეშე დამზადებას და პინების დამატებას დიდი არაფერი შრომა არ სჭირდება ინტელის მხრიდან. ჯერ კარგად დაყიდის ვესტმეარს, 1155 სენდიებს და მერე გამოუშვებს, ვინ აჩქარებს სენდი-E ავტომატურად გადაფარავს ახლანდელ 1366-ს და ნაწილობრივ 1155-ის სეგმენტსაც მოტეხავს.
  18. ნუ ატისგან არაა გასაკვირი, მაგრად წამოიწია წინ AMD-მ გრაფიკულ ფრონტზე, მაგრამ CPU-ს ფრონტზე ლაგავს მაგრად ერთი ისაა რომ ინტელს ჯერჯერობით სინდისი აწუხებს და ახალ პროცესორებს ძველების პრაის რეინჯებში სვამს ჯერ კიდევ :D
  19. AMD-ს უფრო აგრესიული ქმედებაა საჭირო ყველა ვარიანტში ლოუ-მიდ ენდ ლეპტოპ სეგმენტში კი გამოუშვა კარგი პროცები ახლა, მაგრამ უზარმაზარი წილი აქვს ინტელს, ძალიან აგრესიული ქმედებებია საჭირო რომ ეგ წილი დაათმობინოს. სამაგიეროდ, დესკტოპ სეგმენტი ყველაზე თვალშისაცემია, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების უდიდესი ნაწილი მაგ სეგმენტზე არ მოდის. დროზეა ბულდოზერი გამოსაშვები. კარგი იქნება თუ ინტელს დაასწრებს AMD ახალი პროცების გამოშვებას, თუ მოასწრო ყველაფრის დაფიქსვა, რომ კონკურენციის გაზრდისთვის დრო ჰქონდეს. + ყველაზე დიდი პრობლემა ყველასთვის არის ის რომ ინტელი მინიმუმ 1 თაობით ყველას უსწრებს ტექნოპროცესში, ზოგს 2 თაობითაც. შესაბამისად ყოველთვის აქვს ინტელს საშუალება სხვას მინიმუმ ტექნოპროცესის ხარჯზე აჯობოს და სიტყვაზე პროცში მეტი ტრანზისტორები, მეტი კეში ჩადოს, დაბალი ენერგომოხმარება ჰქონდეს და ა.შ. აგერ 2014 წელს 14 ნანომეტრს გეგმავენ მასიურ წარმოებას. სპეციალურად, ამასწინათ ინტელის ტრენინგებზე რომ ვიყავი, წარმომადგენელს (ლეპების საკითხში აღმასრულებელი ინჟინერი, ეგვიპტის ბრეჩის, რომელსაც აფრიკა, აზია და კავკასია აბარია) ვკითხე, მეთქი გაქვთ მართლა მაგის გაკეთების საშუალება თქო? კიო, ცვეტში იქნება 2014-ში 14 ნანომეტრიო, გიდასტურებო რომ ველაპარაკე მერე, მობაილ სეგმენტისთვის გვინდა ეგ ყველაფერი პირველ რიგშიო. + დიდად სავარაუდოდ Atom-ები შემდეგი თაობიდან Out-of-Order ტიპის პროცები გახდებიან და წარმადობა გაიზრდება მოშნად. მომენტ მართლებიც არიან რა, სერვერების და დესკტოპების სეგმენტში ხნავენ ყველაფერს, ლეპტოპებშიც უდიდესი წილი აქვთ. პრობლემა აქვთ ულტრაპორტეიბლ დევაისები, სადაც ARM პროცებს მიაქვთ ჯერჯერობით ბაზარი.
  20. Ivy რეალურად MID-EDN იქნება, მაგრამ როგორც ლინფილდის და მით უმეტეს მერე სენდის შემთხვევაში იყო, ჰაი-ენდ კალსის პროცების წარმადობას გადაფარავს გარკვეულწილად ისე ინტელს ლეპტოპების სეგმენტში აქვს ეგ წარმადობის გადაფარვის სერიოზული პრობლემა. ბევრი i3 მობაილ პროცები i5 მობაილებს უტოლდებიან ან უსწრებენ. ძირითადი სხვაობა ტექნოლოგიებშია ხოლმე, რასაც ენდ-იუზერების 90% ვერ ხედავს იმიტომ რომ არ იცის :)
  21. აჰა, დაიწყო ინტელმა -E იანვარში გადადო, ახლა 1-2 თვეში Ivy-ს გადადებს Q1-დან Q2-ში და ა.შ. :D
  22. არა, მართლა მაგას ნიშნავს ესპანურად Pajero :)
  23. დამილინკე მაგ სმაილზე გიბსონ :)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.