Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5827
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Posts posted by Power_VANO

  1. სად იპოვნე? CoinMarketCap-ზეც კი არაა. უნდა ნახო რომელ ბირჟებზე უვაჭრება. როგორც კი მინიმუმ ბიტკოინში ან ეთერში გადააკონვერტირებ, შემდეგ უკვე გაფიატებასაც ადვილად მოახერხებ.

  2. 18 hours ago, Saba2002 said:

    გამარჯობა.ვიდეოდაფა მაქვს გაფუშებული.კომპიუტერს რომ ჩავრთამ ვიდეოდაფაც ჩაირთვება მაგრამ 10 წამის შემდეგ წყვეტს მუშაობას.რაშია საქმე?

    ამათ დაუკავშირდი: 

     

  3. მე ყველა ვერსია დავაპრეორდერე :დ CanaKit-იდან.

    ძალიან კარგი რამეა უკვე ეს.

    რევიუ და ბენჩები: https://www.tomshardware.com/reviews/raspberry-pi-4-b,6193.html

    ოვერქლოქინგი: https://www.tomshardware.com/reviews/raspberry-pi-4-b-overclocking,6188.html

    თან ოვერქლოქინგი ბიოსიდანაა რეალურად დალიმიტებული და შეიძლება ლიმიტმა აიწიოს მერე. ძალიან მომეწონა მე.

    Windows on ARM ხომ დააპორტირეს თან 3ბ-ზე. ამაზეც იზამენ და გაცილებით კარგი გარემო იქნება წესით. რასპბიანიც მშვენივრად მუშაობს.

  4. აფგრეიდი გავაკეთე და რეინდექსაცია მიდის ყველაფრის. სერჩი არ იმუშავებს ნორმალურად. დიდი დატვირთვაა სერვერზე ძალიან ახლა.

    დღეს ღამე-ხვალ დილისთვის დალაგდება თავისით.

  5. აშშ-სა და ჩნეთს შორის სავაჭრო ომის შეწყვეტის შანსი კიდევ უფრო შემცირდა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ ქმნის უცხოური კომპანიების საკუთარ „შავ სიას“, რაც Huawei-ს წინააღმდეგ მიღებული შეზღუდვებისა და წნეხის საპასუხო იქნება. 

    image.jpeg 

    ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა Gao Feng-მა განაცხადა, რომ იქნება ორგანიზაციების ჩამონათვალი და მასში შევა ის საზღვარგარეთული კომპანიები, რომლებმაც შეწყვიტეს ან შეზღუდეს თავიანთი ბიზნესი ჩინურ კომპანიებთან. 

    „უცხოური საწარმოები, ორგანიზაციები ან ცალკეული პირები, რომლებიც არ იცავენ ბაზრის წესებს, არღვევენ კონტრაქტს, დებენ ბლოკადას ან წყვეტენ მიწოდებას ჩინურ კომპანიებთან, აყენებენ სერიოზულ ზარალს ჩინური კომპანიების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს - შევლენ „არასანდო სუბიექტების სიაში“ - ციტირებენ სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს ადგილობრივი მედიასაშუალებები. 

    ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო ზომას იმაზე, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ კომპანია Huawei და მისი 68 ფილიალი შეიყვანა სიაში „Entity List“ - როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე.  

    ვაშინგტონის მიერ დაწესებული შეზღუდვის შემდეგ რამდენიმე მსხვილმა ტექნოგიგანტმა, მათ შორის Google-მა, Intel-მა და Qualcomm-მა, თანამშრომლობა შეწყვიტეს ჩინურ კომპანიასთან. Huawei-ს ელისუფლების განცხადებით, მსგავრი რამ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს კომპანიის საქმიანობაზე და ლახავს მის რეპუტაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

    წყარო: 3dnews.ru

  6. კომპანია ASUS-მა წარადგინა ლეპტოპი ASUS ZenBook Pro Duo (UX581), რომელსაც ორი სენსორული დისპლეი აქვს - მთავარი OLED-დისპლეი NanoEdge 15,6-დუიმიანია, აქვს პიქსელების სიმჭიდროვე 3840 x 2160, რაც შეესაბამება 4K UHD ფორმატს. კონტრასტულობის მაჩვენებელია 100 000:1 და ფლობს 100%-იან ფერთა სივრცე DCI-P3-ს. დამატებითი ეკრანი 14-დუიმიანია, 4K (3840 x 1100), გვერდების შეფარდებაა 32:9-ზე, იგი განთავსებულია კლავიატურის ზემოთ და ეწოდება ScreenPad Plus. 

     
    image.jpeg 

    დამატებითი ეკრანის შექმნის მიზეზი მრავალგვარია (იგი განსაკუთრებით იმ პირებისთვის იქნება მოსახერხებელი, ვინც მედიაკონტენტს ქმნის) - დამხმარე ეკრანი ჩაანაცვლებს გრაფიკულ პლანშეტს ხატვისას, ასევე მასზე შესაძლებელია ტექსტებთან მშაობის დროს დამატებითი ინფორმაციის გამოტანა, შესაძლებელია გრაფიკული რედაქტორის ან 3D მოდელირების ინსტრუმენტების პანელის განთავსება, რათა მათ მიერ არ გადაიტვირთოს ძირითადი სამუშაო ზონა. თაჩპედი განთავსებულია კლავიატურისგან მარჯვნივ, რაც მეტად მოსახერხებელია: იგი იმ ადგილასაა, სადაც პერსონალურ კომპიუტერებში მაუსი. მასზე მოცემულია სენსორული ციფრული ღილაკების ბლოკი, რაც არ ახასიათებს ფიზიკურ კლავიატურას. მრავალი ამოცანის შესრულებისას ლეპტოპის მოხერხებულობის დონის ასამაღლებლად შემუშავდა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა Screen Xpert, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა თავად გაანაწილოს სამუშაო სივრცეები ორ ეკრანზე. 

    image.jpeg 

    რაც შეეხება აპარატულ კონფიგურაციას, ლეპტოპში წარმოდგენილია: მეცხრე თაობის Intel Coreპროცესორები (რვაბირთვიან Intel Core i9-მდე), რომლებიც მუშაობენ 5 გჰც სიხშირეზე Turbo Boost-რეჟიმში. მოცემულია ასევე 32 გბ-მდე DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება (2666 მჰც), დისკრეტული ვიდეოჩიპები, მათ შორის NVIDIA GeForce RTX 2060 6 გბ DDR6 მეხსიერებით. გაუმჯობესებული გაგრილებისათვის გათვალისწინებულია ფუნქცია Turbo Fan: სპეციალურ ღილაკზე დაჭერით ხდება ვენტილატორების ბრუნვის აჩქარება. შესაძლებელია კლავიატურას შეეცვალოს დახრის კუთხე, რის შედეგადაც დამატებითი სავენტილაციო სივრცეები იხსნება. 

    მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია 1 ტბ SSD ინტერფეისით PCIe 3.0x4, კონფიგურაციების მიხედვით კი 512 ან 256 გბ სანახი სივრცე PCIex2 ინტერფეისით. მონაცემთა უსადენო გადაცემისათვის განკუთვნილია მოდული WI-Fi 6 802.11ax - Gig+ ტექნოლოგიის მხარდაჭერით. 

    ZenBook Pro Duo (UX581) წარმოდგენილი იქნება სტილუსით. 

     
     
    image.jpeg 

    ხსენებული ლეპტოპის პარალელურად წარდგენილ იქნა მისი უფრო კომპაქტური მოდელი - ZenBook Duo (UX481). მისი NanoEdge დისპლეი 14-დუიმიანია და შეესაბამება Full HD ფორმატს (1920x 1080 პიქსელი). დამატებითი დისპლეი 12,6-დუიმიანია. ლეპტოპს ექნება Intel Core i7 პროცესორი, GeForce MX250ვიდეო დაფა 2 გბ GDDR5 ოპერატიული მეხსიერებით, ასევე 16 გბ-მდე LPDDR3 სტანდარტის მეხსიერების დაყენების შესაძლებლობა. უმცროს მოდელზე ხელმიაწვდომი იქნება microSD სლოტი 

    შედარებით მოკრძალებულ მახასიათებლებთან ერთად ZenBook Duo (UX481)უფროს მოდელზე ზომითაც და წონითაც ბევრად პატარაა -  1,5 კგ 2,5 კგ-სთან შედარებით. 

    წყარო: overclockers.ru

  7. ამერიკულმა ეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ აირჩია პირველი კონტრაქტორი, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს კოსმოსურ სადგურ Lunar Gateway-ს მშენებლობაში. ხსენებული სადგური მთვარის სიახლოვეს უნდა განთავსდეს: სადგურისთვის საჭირო ელემენტების შემუშავებით დაკავდება კომპანია Maxar Technologies. 

    image.png 

    სიახლის შესახბ განაცხადა NASA-ს დირექტორმა Jim Bridenstine-მა და ხაზი გაუსვა, რომ ამჯერად ასტრონავტების მთვარეზე ყოფნის ვადა ნამდვილად გრძელვადიანი იქნება. მან სამომავლო სადგური, რომელიც განთავსდება მაღალ ელიფსურ ორბიტაზე, დაახასიათა, როგორც თავისებური „მართვის ცენტრი“ მრავალმხრივი გამოყენებისათვის. 

    როგორც იცით, NASA-ს გეგმაშია ასტრონავტების მთვარეზე გადასმა 2024 წლისთვის. ამ გეგმის შესაბამისად, ზემოთხსენებული სადგური გამოყენებული იქნება შუალედურ ბაზად. თავდაპირველად ასტრონავტები მიაღწევენ სწორედ მთვარის სადგურამდე, შემდგ კი სპეციალური მოდულის გამოყენებით შეძებენ გადაადგილებას მთვარისკენ და უკან. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტ Lunar Gateways-ზე მუშაობა ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიწყო, თუმცა იმ დროს იგი განიხილებოდა როგორც ტრამპლინი, რომელსაც ასტრონავტებისათვის ხელი უნდა შეეწყო მარსამდე მიღწევაში. ტრამპის დროს კი მოხდა პროექტის ორიენტირის შეცვლა მთვარის ათვისებისაკენ. 

    რაც შეეხება Maxar Technologies-ან პარტნიორობას, საუბარი ეხება 375 მლნ დოლარის ოდენობით გრანტს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტი განხორციელდება Blue Origin-სა და Draper-თან ერთად. ეს კი დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ სადგურისთვის საჭირო 5 ტონა ტვირთის კოსმოსში გასატანად გამოყენებულ იქნება Blue Origin-ის გამწევი რაკეტა New Glenn. გეგმის მიხედვით, სასადგურე ძრავების დანადგარები კოსმოსში უკვე 2022 წელს უნდა გაიგზავნოს. 

    წყარო

  8. Apple MacBook ლეპტოპებში უკვე მრავალი წელია თხევადკრისტალური ისპლეები გამოიყენება. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ კომპანია კუპერტინოდან სმარტფონების კვალად იწყებს OLED ტექნოლოგიაზე გადასვლას ლეპტოპების მიმართულებითაც. ინტერნეტ-რესურსების ინფორმაციით, Apple ამზადებს ახალ MacBook Pro-ს, რომელიც სწორედ OLED დისპლეით იქნება წარმოდგენილი. 

    პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ახალ პორტატულ კომპიუტერს ექნება 16-დუიმიანი უჩარჩოო დისპლეი. საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში Apple-ის ცნობილმა და ავტორიტეტულმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მაც განაცხადა, რომ 2019 ან 2020 წელს ბაზარზე გამოვა 16-დუიმიანი MacBook Pro. თუმცა მის ანგარიშში არაფერი იყო ნათქვამი OLED დისპლეის გამოყენების შესახებ. 

    image.jpeg 

    2017 წელს, თავის მთავარ კონკურენტებთან შედარებით გვიან, Apple-მა დაიწყო AMOLED ეკრანების გამოყენება iPhone X-ში. 2018 წელს წარმოდგენილ იქნა უკვე ორი მოდელი - iPhone XS და XS Max. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს კომპანია მთლიანად გადავა თავის სმარტფონებში OLED დისპლეის გამოყენებაზე. ამასთან, ზოგიერთ Apple MacBook-შიც გამოყენებულია OLED ტექნოლოგია, თუმცა მხოლოდ ლეპტოპის სენსორული მართვის მქონე პანელებში. 

    ინტერნეტ-რესურსებისგან ცნობილი ხდება ისიც, რომ Apple-ისთვის OLED ეკრანების მიმწოდებელი  შესაძლოა Samsung გახდეს, რაც გასაკვირი და მოულოდნელი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით Samsung მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა OLED-დისპლეების წარმოება-მიწოდების თვალსაზრისით.  

    OLED-დისპლეის მქონე ლეპტოპები ბაზარზე უკვე არსებობს - ერთ-ერთი მათგანია Lenovo-ს მიერ წარმოებული პორტატული კომპიუტერი. 

    წყარო

  9. კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელმა ტაივანურმა კომპანია GIGABYTE-მა უკვე შეიმუშავა მსოფლიოში პირველი M.2 ფორმატის SSD ბარათი. 

    image.png 

    შეგახსენებთ, რომ PCIe 4.0 ინტერფეისი მახასიათებლების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნდა, მის წინა ვერსია PCIe 3.0-სთან შედარებით ახალი ინტერფეისის სიჩქარე ორჯერ მეტია. 

    ზემოთხსენებული კომპანია M.2 მოდელს წარადგენ გამოფენა СOMPUTEX 2019-ზე, რომელიც გაიმართება 28 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში. 

    image.png 

    ამ დროისათვის ხსენებული პროექტის შესახებ ინფორმაცია მეტად მცირეა. ცნობილი გახლავთ მხოლოდ ის, რომ AMD-ის ახალ პლატფორმაზე მონაცემთა ჩაწერისა და წაკითხვის სიჩქარე დაახლოებით 5000 მბ/წმ. იქნება. ეს დრაივი პირველ რიგში შექმნილია იმ მომხმარებლებისათვი, რომლებიც ფლობენ მაღალი წარმადობის მქონე გრაფიკულ მატერიალებს.

    წყარო

    • Upvote 1
  10. 1 hour ago, პითონი said:

    გიო სად უყურებ?

     

    პ.ს

    ადრე რაღაც საიტი მიტხარი,სპორტს ვიწერდი ხოლმე მაღალ ხარისხში და ხო არ გახსოვს?

    ტორენტი იყო

    rutracker-ზეა ფორმულა 1-ის და სხვა სპორტების ჩანაწერები კარგ ხარისხში.

  11. 1 hour ago, daviti35 said:

    გამარჯობათ,12 კარტა მაქვს 1070 ები ,ნაისზე ვამაინინგებ,რამე უკეთესი ხომ არ იცით ცოტა მეტი რომ მოიტანოს?

    Beam & Grin ახლა ალბათ. ახალი ქონებია და შედარებით მეტს წერენ. + ინტერესი იმატებს და იქსჩეინჯებზეც კარგი ბრუნვა აქვთ.

  12. აი ეს ძალიან მომწონს. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია ვითარდება და მეტი ხალხი იყენებს :) 

  13. On 2/6/2019 at 1:41 PM, Microlab said:

    გაუმარჯოს ლეპტიპი მაქვს ამ მონაცემებით და რამდენად გავყიდი ხომ ვერ მეტყვით

     

     

    ამ განყოფილებაში იკითხეთ: https://www.overclockers.ge/index.php?/forum/37-რჩევა-კონსულტაციები/

     

  14. On 2/6/2019 at 11:11 AM, Vako™ said:

    რა სტრანნი რამეა ეს "ელექტრო ველოსიპედი". როგორც ვატყობ პედლებიც არ აქვს და ტიპიური ენდურო გამოდის ოღონდ ელექტრო :დ ჯერ ზოგადად ელექტრო ველოსიპედის მუღამს ვერ ვგებულობ, ველოსიპედი იდეაში ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება და ვარჯიშს, ამით კიდე თავს იზარმაცებ ადამიანი. სკუტერს რაც შეეხება ძაან კაია, ჩუმია და გარემოს არ აბინძურებს

    აო ვარაზის ხევზე ან გაგარინზე რომ გაოფლიანების გარეშე ახვიდე მაგისთვისა ელექტრო ველოსიპედი :დ

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.