Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5825
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Posts posted by Power_VANO

  1. On 2/22/2021 at 2:53 AM, George said:

    ჩემი აზრით თუ აღებაა ეხლა უნდა აიღო 4k გაფართოვების დიდი ტელევიზორი მაქსიმალურათ კარგი hdr სპეციფიკაციით, ჯერ ადრეა 8k აღება ამ ეტაპზე, არც კონტენტია და ძვირიც ჯდება თან

    ნამდვილად. ძალიან ბევრი 4K HDR კონტენტია უკვე. სტრიმინგ სერვისებიც, ნეტფლიქსი, პრაიმი... 4კ კონტენტით გაჯერებულია. 

    ტელევიზორის ზომას რაც შეეხება, მეც ვფიქრობ, რომ რაც უფრო დიდ ტვ-ს გაქაჩავს ბიუჯეტი, უკეთესია. 65"-იანი CX ვიყიდე და იდეაში, ვფიქრობდი, დიდია და ა.შ. მეთქი, მაგრამ 2 ფილმის ყურების მერე მიეჩვია თვალები და ახლა 77"-იანსაც უპრობლემოდ დავიდგამდი :დ უბრალოდ ძვირია გაცილებით 77"-იანი.

    ორი თვე გავიდა რაც მაქვს CX და ჯერჯერობით ყველაფერი ოკ არის. არც Image Retention და არც Burn-in-ის კვალი არ ჩანს. ხანდახან დისქავერი და ა.შ. არის ხოლმე ჩართული, სადაც მუდმივად ლოგოც არის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ეტყობა.

  2. კატასტროფული დეფიციტია ისე ყველაფერზე. ფიზიკურად რესურსი არ ყოფნის TSMC-ს ქარხნების.

    შეიძლება ცოტა სიტუაცია გამოასწოროს Intel-ი თუ ლიცენზირებას გააკეთებს TSMC_ს ტექნოპროცესის და თავის ქარხნებში აწარმოებს. იდეის დონეზე კი თქვა ახალმა CEO-მ.

  3. @gio_kiborg

    მანდ მთავარია ვიდეო როგორ უნდა გასტრიმო და სად. NAS კომპს პირდაპირ უნდა მიერთო მონიტორი/ტვ? თუ CIFS/NFS-ით უნდა დაუკავშირდე ტვ-დან ან შენი სხვა კომპიდან?

    თუ მეორე - იდეაში Core 2-იც საკმარისი იქნება რომ ქსელში 100 მბ/წმ ან თუნდაც 1 გბ/წმ სიჩქარით ფაილები მოგაწოდოს.

    თუ ტრანსკოდინგი/კონვერტაცია უნდა გააკეთოს კომპმა და FHD-ზე მეტს აპირებ, მაშინ 1366 სოკეტი ყველა ვარიანტში და 4კ-ს თუ აპირებ, H.265 / VP9 აქსელერაციის მქონე ვიდეო დაფა, თორემ ფრეიმ დროპები გექნება აუცილებლად.

  4. Valhalla-ს Epic-ზე თუ იყიდით, გაითვალისწინეთ, რომ რუსული ვერსიაა ჩვენი რეგიონისთვის.

    ხმები შეგიძლიათ ინგლისური მონიშნოთ, მაგრამ ტექსტები რუსული დარჩება და ცუდი თარგმანია ძალიან. მე დავარეფანდებინე ფული მაგის გამო.

    Ubisoft Plus იყიდეთ ვისაც ინგლისური გინდათ. 14.99$ ღირს თვე და თუ აქტიურად თამაშობთ, ვალჰალასაც მოასწრებთ და სხვა თამაშებსაც მაგათგან მაგ ერთ თვეში :D 

    Plus-ში სრული ვერსიებია თამაშების, Ultimate ედიშენები თან და ინგლისურად.

  5. @George @Harmony Lines

    გეთანხმებით, გავრისკე რა თქმა უნდა :დ 

    თუმცა იმიტომ გავრისკე, რომ ამდენი წელია ვიწერ რაღაცებს და არასდროს დაზიანებული არაფერი ჩამოსულა. + აქ ელიტ-ელექტრონიკსი B9 სერიას 65"-იანს 12000 ლარად ყიდიდა. ვუთხარი და ჩამოტანით ვერ ჩამოგიტანთო, თორემ ვიყიდიდი აქ. ძველი და თან ბ სერიის ოლედის ყიდვა არ მინდოდა.

    ეს CX დამიჯდა მე 9400 ლარი, ჩამოტანიან-განბაჟებიანად. ჩამოტანა დაჯდა ძვირი თავისთავად, 900 ლარის მარტო ჩამოტანის ხარჯი გამოვიდა, 42 კილო იყო. კამექსს ჩამოვატანინე. შეფუთვა ძალიან კარგი ჰქონდა, ძალიან უნდა მოენდომებინათ, რომ გზაში რამე დამართნოდა ამას.

    ამაზონზე ვიყიდე 2149$-ად. ბლექ ფრაიდიზე იყო 1900$-ზე ჩამოსული, მაგრამ მაშინ სახლის რემონტში ვიყავი და სამწუხაროდ საკმარისი ფინანსები არ იყო. თორემ კიდევ უფრო იაფი დამიჯდებოდა.

    იბეიზე და ამაზონზეც იყო 2000-ის ფარგლებში პატარა სელერებისგან, მაგრამ მაგდენი ვერ გავრისკე ნამდვილად, მერჩივნა პირდაპირ ამაზონისგან ამეღო ცოტა ძვირად.

    დიდი იმედი მაქვს, რომ წლები გაძლებს :D 

    აი მიკრო ლედებია საინტერესო, როგორი გამოვა. წელს ხომ იყო უკვე CES-ზე რამდენიმე მოდელის პრეზენტაცია და მაინტერესებს რევიუები რომ დაიდება, როგორი კონკურენცია იქნება იგივე LG-ს ოლედებსა და მაგათ შორის.

    18 hours ago, George said:

    ზოგი დიდი მონიტორის მაგივრათ ეგეთს იყენებს 48 ინჩიანს, რაღაცეები კი დაუხვეწიათ მაგ მხრივ, მაგრამ როგორც ჩანს გარკვეული საფრთხე მაინც რჩება ეგ რომ დაემართოს თეორიულათ რამდენიმე წლის შემდეგ მაინც

    ეგეც იყო ერთ-ერთი მიზეზი სხვათა შორის, რომ გავრისკე ოლედზე. რედიტზე წავიკითხე რამდენიმე რევიუ, როცა მონიტორად იყენებდნენ 48"-იან CX-ს და თვეების მერეც Burn-In ვერ დააფიქსირეს.

    ჰოდა მონიტორად თუ ეგრე კარგად მუშაობს, კომპზე, როცა უამრავი სტატიკური კონტენტია, TV-დ მართლა წლები უნდა გაძლოს.

  6. ორი კვირის წინ ჩამომივიდა LG CX 65", უსა-დან გამოვიწერე.

    ფანტასტიური რამეა ნამდვილად. განათებაც საკმაოდ მძლავრი აქვს. ძალიან განათებულ ოთახში თუ არ უყურებ, სავსებით კარგად ახდენს სცენების დეტალიზაციას, როგორც ნათელ, ისე ბნელ სცენებში.

    ვიდეოებში როცა კომპის მონიტორზე უყურებ და ადარებ, ძნელი აღსაქმელია ეგ.

    + 2021-ის ლაინაფში G სერიას ახალი პანელები ექნებაო LG-მ, უკეთესი სიკაშკაშითო. ეგ პრობლემაც მოგვარდება ალბათ დროთა განმავლობაში.

    სპეციალურად ისეთ ფილმებსაც ვუყურე, რაც უკვე ნანახი მქონდა და დეტალები, რაც კომპის მონიტორზე არ ჩანს, ეს ტვ აჩვენებს მაგალითად :D LG 27UL650-W 4К HDR მონიტორები მაქვს და საკმაოდ კარგებია იდეაში, მაგრამ ნუ ცა და დედამიწაა LG CX და ესენი.

    აწყობის ხარისხითაც ძალიან მაღალი დონეა LG CX. დელის მონიტორები ხო ერთ-ერთი საუკეთესო აწყობის ხარისხია რეალურად, მაგრამ ეს სხვა დონეა კიდევ.

    მოკლედ, ჯერჯერობით სუპერ კმაყოფილი ვარ, ასეთი ხარისხის ტვ და მონიტორი არც მქონია და არც მინახავს ლაივში. Burn-in-ზე თუ რამე გამოაჩნდა, მოგაწვდით ინფოს, თუმცა აქვს რამდენიმე ფიჩერი, რაც საკმაოდ შველის მაგას იდეაში: პიქსელ რეფრეშერი, Logo Luminance სეთინგი, Screen Shift (გამოსახულებას წევს რამდენიმე პიქსელით აქეთ იქით პერიოდულად) და სქრინ სეივერი (როგორც კი სტატიკური გამოსახულებაა მონიტორზე, მაგ: ფილმი დააპაუზე, ერთ წუთში სქრინ სეივერი ირთვება).

  7. On 12/25/2020 at 4:23 PM, gio_kiborg said:

    საკუთარი თემის დახურვის შესაძლებლობა რომ გვქონდეს იუზერებს შეიძლება?

    ახლა მარტო წაშლა/დამალვა ჩანს Moderator Acrion-ებში

     

    მზადაა, ყველას შეუძლია საკუთარი თემის გახსნა-დახურვა ახლა :)

    • Upvote 2
  8. On 12/25/2020 at 4:23 PM, gio_kiborg said:

    საკუთარი თემის დახურვის შესაძლებლობა რომ გვქონდეს იუზერებს შეიძლება?

    ახლა მარტო წაშლა/დამალვა ჩანს Moderator Acrion-ებში

     

    დახურვის ფერმიშენი მოკლეს ახალ ვერსიაში. დავარეპორტებ თუმცა და იქნებ დაამატონ ისევ.

    • Upvote 1
  9. 12 hours ago, MaKaSaRa said:

    ხალი დიზაინი რაც ჩაირთო ტოპიკებში რომ შევდივარ ყველა შემთხვევაში პირველ გვერდზე მაგდებს(ადრინდელ ვერსიაში სადაც ბოლო ნახვა მქონდა იმ გვერდზე მიშვებდა და ძალიან კარგი იყო) და ასე უნდა იყოს თუ რაიმე ჩემთან არაა რიგზე. მოუხერხებელია ასე.

    ამ აპლიკაციას დავტესტავ აბა

    ეგ ერთჯერადად უნდა იყოს და შემდეგ ჯერზე იმ ტოპიკში სწორად უნდა შეგიშვას.

    თუ არაა ეგრე, ტემპორარი ფაილები და ქუქისები გაწმინდე მაინც.

  10. გაცნობებთ, რომ Overclockers GE უკვე შეგიძლიათ თქვენს სმარტფონში გქონდეთ, Communities აპლიკაციის საშუალებით.

    აპლიკაცია როგორც AppStore, ასევე Google Play-ში ჯერჯერობით სატესტო რეჟიმშია, თუმცა ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია.

    Communities აპლიკაციის გადმოსაწერად გადადით შესაბამის ბმულზე თქვენი სმარტფონიდან, შემდეგ კი Discover მენიუში Overclockers GE იპოვნეთ (ჩვენ Technology კატეგორიაში ვართ):

    07f1cdec9130ec84a25f70709aa771fa_en.svg22fbcf31149e64944b85235caf4e6a56_en.png

    • Upvote 2
  11. როგორც ჩანს, არა. ცალკე პარამეტრი იუზერებისთვის არ ჩანს.

     

    ამასობაში, Dark თემაც გავაკეთე. სადმე თუ ფერები ურევს ან ტექსტი და ფონის ფერი ემთხვევა, დამირეპორტეთ.

    Screenshot 2020-09-18 171248.png

    • Upvote 1
  12. 17 hours ago, L'one said:

    მოკლედ ასეთი სიტუაცია მაქვს,  კომპს როცა ვთიშავ მერე ჩართვის ღილაკს რო ვაწვები აღარ ირთვება, არადა შუქს ანთებს და ქულერებიც იწყებს ტრიალს, მერე კვების ბლოკს ვთიშავ დენიდან ვრთავ და ირთვება, რისი ბრალი შეიძლება იყოს ?

     

    ეს ტოპიკი სარჩევია. ცალკე თემა გახსენი და დაგეხმარებიან იქ.

  13. 5 hours ago, Archili1997 said:

    ისე მობილური აპლიკაცია რომ გაკეთდეს საიტის ძაან მაგარი იქნება. ერთი კლიკით,რომ საიტზე შეხვალ  :) 

    იქნება ეგეც. Whitelabel აპლიკაცია აქვთ გაკეთებული, ბეტა ტესტშია ახლა მხოლოდ ოფიციალური invision_ის ფორუმისთვის ,ამგრამ ტესტირების მერე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომიო. ველოდებით მაგასაც.

    • Like 1
    • Upvote 1
  14. 15 minutes ago, Inferno said:

    კარგია მომწონს ახლი ვერსია ვანო. ერთი კითხვა მაქვს ქართულ კლავიატურაზე. როდის იყო IPB-ზე ქართულ კლავიატურა არარც მახსოვს და ამ მხრივ რამ წინსვლა არ მოხდა ამ ათეულ წლე?ბში

    ქართულ კლავიატურაზე შეგნებულად აღარ ვწვალობ. ყოველ ფორუმის აფგრეიდზე საწვალებელია, პლიუს სხვა სკრიპტებთან პრობლემას აჩენს.

    თან ფბ-ზე, ინსტაგრამზე და ა.შ. მიეჩვია ხალხი ქართულად წერას. აღარც დევაისებზეა ქართული კლავიატურის პრობლემა სადმე და დავანებე მაგაზე ფიქრს თავი საერთოდ.

  15. დავაფდეითდით 4.5 ვერსიაზე. ბევრი რამეა შეცვლილი.

    ახლა რებილდები მიდის და დღის ბოლომდე პერიოდულად შეიძლება ცოტა გაჭედვები იგრძნოთ.

    თუ რამე არ მუშაობს, პირველ რიგში ბრაუზერის კეშის გაწმენდა სცადეთ.

    შეიძლება ძველ ტოპიკებში დღის მანძილზე სურათები არასწორად გამოიტანოს და მოგვარდება ეგ თავისით, რებილდი მიდის მაგისიც.

    • Upvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.