Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5825
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Everything posted by Power_VANO

  1. როგორ იყო? უკონტროლოდ რომ იყო და არ ჩანდა შემსწორებელი? ვაწესრიგებ ფორუმს, გუშინ თU გუშინწინ გავასწორე ეგენი. უნდა ჩანდეს პოსტის შემსწორებელი, "ბოროტად" რომ არ გამოიყენოს არავინ ეგ უფლება.
  2. Unapprove მუშაობს ხომ ანუ? კარგია, მოდერებს ცოტა საქმე მიეცემათ :)
  3. ოკეი, ძალიან კარგი. ვხურავ მაშIნ თემას. საკითხი ამოწურულია.
  4. არა, არ გამოვა მაშIნ BB კოდი უნდა ჩავრთო. BB კოდის ჩართვით ფორუმისთვის ავტომატურად ცუდ საქმეს გავაკეთებ - ფორუმის უსაფრთხოება ეგრევე რისკის ქვეშ დგება + ვიზუალური მხარე მახინჯდება. საშინელება იყო წინა ფორუმზე რაც ხდებოდა ხელმოწერებში. კი, რა თქმა უნდა. იმის გამო,რომ ნელა მუშაობს ეგ ინტერნეტი, გვერდი ხშირად ბოლომდე არ იტვირთება - შესაბამისად, ქართული კლავიატურის სკრიპტი ხან ჩატვირთულია, ხან არა. შენც ხან წერ ქართულად, ხარ ვერა. + პროქსიდან გადიხარ ნეტში და არის შანსი რომ ჯავასკრიპტი იფილტრებოდეს.
  5. აბა გადაამოწმეთ ახლა ნიუსჰანტერებმაც და ვიპებმაც - პოსტების და თემის შესწორება-წაშლის უფლებები.
  6. ცოტა ხანი მოიცათ. მიზეზი არსებობს რატომაც გავაკეთე ეგ, მაგრამ ღიაში დაწერა არ იქნება სწორი. ფორს-მაჟორი იყო შევათანხმებთ ადმინკაში ზუსტად დროებს და შევასწორებ :)
  7. ვაა კი არ წაიკითხავთ ახლა წინა გვერდებს და კი არ გაიგებთ ნორმალურად რა ხდება გასაგებად წერია, რომ ეს არის იძულებით გამოშვებული ვერსია, იმისთვის რომ დაფინანსება გაგრძელებულიყო და პროექტი არ მომკვდარიყო. ბევრი თქვენგანი შეიძლება ვერ ხვდება რას ნიშნავს საქართველოში გეიმ დეველოპინგის განვითარება. ესაა ძალიან კარგი შანსი, რომელსაც ბიჭები იყენებენ და ხელი უნდა შევუწყოთ თუ რამით შეგვიძლია. რეალურად ყალიბდება ქართული გეიმინგ სტუდია, რომელსაც სამომავლოდ დამოუკიდებლადაც შეეძლება მუშაობა. ის საბოლოო პროდუქტი რაც გამოვა 1.5-2 წლის მერე, დარწმუნებული ვარ საკმაოდ მაღალი დონის თამაში იქნება.
  8. ახლა ვითამაშე მე-15 ბილდი, ირაკლიმ რაც დადო. საკაიფოა პრე-ალფასთვის რას ერჩით? გრაფიკული პარამეტრები მაქსზე დავაყენე, ნატყვიარებიც ემჩნეოდა და 15 წუთიც საკაიფოდ ვიხალისე, პრე-ალფასთვის მე-15 ბილდი მშვენიერია :up:
  9. სტოპ პოლიტიკაზე, დაგასაჩუქრებთ უხვად ვორნებით. რეალური შანსი არსებობს ქართული გეიმ დეველოპინგის განვითარების და ხელია შესაწყობი ოფტოპიკი აღარ იყოს ამ თემაში. Abnormalia აბნო, გადავიკითხე 7-ვე გვერდზე პოსტები, ნამდვილად მაგარი შანსია. ვიცი შენთვის რამდენსაც ნიშნავს ეს, რამდენი ხნის ოცნების და შრომის რეალობად ქცევის შანსია. მაშინდელი დიდი პროექტის ჩავარდნაც მახსოვს, უკვე ტუტორიალებს რომ ვარჩევდით და ძალიან გამიხარდა რომ ამ პროექტზე დაფინანსება და ხელშეწყობა არის. ჩემის მხრივ თუ რამეში შემიძლია დაგეხმაროთ, გვერდით მიგულეთ :)
  10. გააჩნია სვიფტეჩი ყიდის აწყობილ სისტემებს ჰაი-ენდ ბლოკებით მაგალითად ნუ ისინი ძვირიც ღირს იასნა :)
  11. ცოტა კვლევა-ძიების მერე დავასკვენი, რომ სავარაუდოდ USB ქვესისტემის "ბრალია" რომ 25 მბ/წმ ვერ მივიღე. მაზერიდან მაზერამდე USB განსხვავებულად მუშაობს ცოტა, იქ ბიოსი, იქ სხვა რამე... მერე ბიოსსაც ბოლომდე დავააპგრეიდებ და კიდევ მივატესტავ :)
  12. სტოკ ვარიანტში დომინო ჰაიზე უნდა ამუშავო რომ ეგეთი დონის ქულერებს აჯობოს. სადღაც ტესტი უნდა იდოს დომინო VS TRUE. მაგრამ დომინოს თუ წყლის ბლოკს დაუაპგრეიდებ, გაცილებით უკეთესი წარმადობა ექნება :)
  13. კარგი ტესტია იაგო კერამიკა ნამდვილად უფრო გასაყინი თერმოპასტაა. სქელი კონსისტენციაა, უხეში ცოტა... Freeze ალეკოსაც მოსწონდა ძალიან, ადრე რომ ჩამოვიტანე. მე thermalright-ის თერმოპასტების მარაგი მაქვს დარჩენილი, ორი ტუბი, ცოტა MX-2-იც მაქვს და ცოტაც AS-5 :D
  14. DaViDieL ინტერნეტი რა გაქვს? ბილაინის ნეტს იყენებ?
  15. ATTO DISK BENCHMARK 2.34 ვერსია, NTFS: არადა აქვეა ზუსტად იგივე ვერსიაზე გატესტილი ტვიკთაუნის მიერ, 32 გბ-იანი ვერსია: http://www.tweaktown.com/reviews/3593/patriot_xporter_xt_rage_usb_2_0_32gb_quad_channel_flash_drive/index3.html ესენი იღებენ 25 მბ/წმ, მე 22 მივიღე ATTO 2.34, FAT32:
  16. არა, დიდი სხვაობა არაა ნამდვილად. ოოოდნავ ნელია XT Boost-ი XT Rage-თან შედარებით, უცხოურ საიტებზე რა ტესტებსაც გადავხედე იმათი მიხედვით.
  17. ხარისხი კარგია ძალიან. შავი "მატოვი" ფერის რეზინანარევი პლასტმასია. რაღაც "რბილი პლასტმასის" ეფექტივით აქვს ხელსაც რომ უსვამ ზედ, არც სუფთა პლასტმასის შეგრძნებაა, არც სუფთა რეზინის. ფრჩხილიც გავუსვი და არ იკაწრება, გამძლე ჩანს. ორშაბათს გამოგივლი დილით სამსახურში და გაჩვენებ ლაივში.
  18. მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო! ზოგმა იცით, ზოგმაც არა - ამასწინათ ჩემი 8 გბ-იანი OCZ ATV მოკვდა, გულის შეტევით. რაც მთავარია, პირნათლად მემსახურა დაახლოებით ორი წელიწადი და ახლა ჩემს უჯრაში განისვენებს. საჭირო იყო შემცვლელის მოძებნა. რამდენიმედღიანი ძებნის, ტესტების ქექვის და ჩვენი თანაფორუმელების რჩევების გათვალისინებით, შევჩერდი Patriot Xporter XT Rage-ზე, 16 გბ-იან ვარიანტზე. პროდუქტი შევიძინე ამაზონზე, 33 მარადმწვანედ (ახლა 29 ღირს): http://www.amazon.com/Patriot-Xporter-Flash-Drive-PEF16GRUSB/dp/B003WUX6QK/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1296846069&sr=8-1 სამწუხაროდ, დრაივი დაზიანებული ჩამოვიდა - ძვირფასმა USPS-მა როგორც ჩანს ავტომატურ შესაფუთ მანქანაში მოაყოლა საწყალი ფლეშკა, დალეწილი ჩამოვიდა, ჭუჭყიან შეფუთვაში. გადავუგზავნე სურათები მაღაზიას და მათაც ახალი გამოგზავნეს. როგორც იქნა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ჩამოვიდა ნანატრი ფლეშ დრაივი, დღეს მივიღე ამანათი მწარმოებლის ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება - 4-არხიანი დიზაინი, 27 მბ/წმ-მდე წაკითხვა და 25 მბ/წმ-მდე ჩაწერის სიჩქარე, კომპაქტური ზომები, ლამაზი და გამძლე დიზაინი... მოკლედ, კარგი რამე ჩანს თუმცა, საინტერესო იყო დრაივის რეალური შედეგები - საინტერესოა თუ მივიღებთ მწარმოებლის დანაპირებ სიჩქარეებს. პირველ რიგში, სინთეთიკური ბენჩები - ტესტირება ჩატარდა როგორც FAT32, ასევე NTFS ფაილურ სისტემებზე - ოპ. სისტემა Windows 7 Ultimate 64 ბიტი: ATTO DISK BENCHMARK 2.46 CRYSTAL DISK MARK 3.0.1a EVEREST DISK BENCHMARK სინთეთიკური ტესტები გასაგებია, ახლა ვნახოთ რა ხდება ლაივში. ამ შემთხვევაში სკრინები აღარ მაქვს, ტაიმერით ვზომავდი გადაწერის დროებს და შემდეგ ვთვლიდი სიჩქარეს. რეალური, ე.წ. Read World ტესტები ჩაწერა - 2 გბ-იანი ვიდეო ფაილი (კოპირება HDD-დან ფლეშ დრაივზე) NTFS - 21.2 მბ/წმ FAT32 - 18.4 მბ/წმ წაკითხვა - 2 გბ-იანი ვიდეო ფაილი (კოპირება ფლეშ დრაივიდან HDD-ზე) NTFS - 28.7 მბ/წმ FAT32 - 28.6 მბ/წმ კოპირება - 2 გბ-იანი ვიდეო ფაილი (ფლეშ დრაივიდან ფლეშ დრაივზე, ანუ CTRL+C > CTRL+V) NTFS - 10.9 მბ/წმ FAT32 - 11 მბ/წმ ჩაწერა - 515 მბ მუსიკალური ფაილები, MP3 ფორმატში (საშუალოდ ზომის ფაილები)(HDD-დან ფლეშ დრაივზე კოპირება) NTFS - 11.7 მბ/წმ FAT32 - 9.9 მბ/წმ ჩაწერა - Adobe Photoshop CS5-ის ინსტალირებული ფოლდერები 32 + 64 ბიტი, 784 მბ (შერეული, უმეტესად მცირე და საშუალო ზომს ფაილები) (HDD-დან ფლეშ დრაივზე კოპირება) NTFS - 6.1 მბ/წმ FAT32 - 3.19 მბ/წმ ამ შედეგების მიღების შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედე სინთეთიკურ ბენჩებს. დააკვირდით ATTO Disk Benchmark-ში მიღებულ შედეგებს - დრაივი მაქსიმალურ სიჩქარეებს ავითარებს 64 კილობაიტიანი პაკეტების გადაწერისას. შესაბამისად, ავდექი და მივაფორმატე XT Rage-ი 64 კბ-იანი სექტორებზე (ტესტირება ჩატარებულია 8 კბ-იან სექტორებზე FAT32-ისთვის და 4 კბ-იან სექტორებზე NTFS-ისთვის. ამ ზომებს ვინდოუს 7 სტანდარტულად იძლევა ფორმატირებისას). ესეც იმავე ფოტოშოპის ფოლდერების კოპირების შედეგები, 64 კბ-იანი ფორმატირებით: NTFS - 6.2 მბ/წმ FAT32 - 4.3 მბ/წმ როგორც შედეგებიდან ხედავთ, დრაივი სწრაფია, ნამდვილად სწრაფია. წაკითხვის სიჩქარეები აჭარბებს მწარმოებლის მიერ დაპირებულს, აი ჩაწერის სიჩქარეები კი 25 მბ/წმ-მდე ვერ მივიყვანე სამწუხაროდ. ასევე აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ყველა ტესტში NTFS ფაილური სისტემა FAT32-თან შედარებით სწრაფი აღმოჩნდა. მოკლედ, ფლეშკა რეკომენდიდ, ფასს ამართლებს - ლამაზია, ხარისხიანია, კომპაქტურია და სწრაფია. მე კიდევ ვეცდები ჩაწერის ბენჩებზე წამუშავებას, მაინტერესებს უფრო მაღალ სიჩქარეებს თუ მივიღებ. 25 მბ/წმ-ის მუღამი მაქვს :)
  19. დასვი სიდი რომი სატა 2-ზე უპრობლემოდ მაგას მაინც იშვიათად იყენებ. 2 წელი კი არა, მეტსაც გაძლებს და არაფერი მოუვა. ინტელმა თქვა, 3 წლის განმავლობაში ჩიპსეტების დაახლოებით 5%-ს გამოაჩნდება ეგ დაავადებაო დანარჩენი თქვენით განსაჯეთ, მაინცდამაინც თქვენი ჩიპსეტი რატომ უნდა მოხვდეს იმ 5%-ში, 3 წელიწადში თან გაითვალისწინეთ, 8 მილიონ ჩიპსეტზეა საუბარი :)
  20. მოიცა, რას ნიშნავს "სდ რომი მაინც სატა 3 დარჩა"? მხოლოდ სატა 3 პორტებს თუ იხმარ, ეგ პრობლემა არ შეგაწუხებს საერთოდ. SATA 2-ს თუ იხმარ, შეიძლება ორ-სამ წელიწადში მოახერხო პორტის დაბრედვა :)
  21. +1 დასვი სატა 3-ზე და არასდროს ეგ პრობლემა არ შეაწუხებს :)
  22. ორივეს. მათ შორის სერვერებს და ლეპტოპებსაც. უბრალოდ, ლეპტოპებზე ძირითადად მხოლოდ 0 და 1 პორტი გამოიყენება და 90% ლეპებისა ეგ პრობლემა არ შეექმნება არასდროს. სერვერები კი ჯერ მგონი ბაზარზე არაა გაშვებული, მაგრამ დამზადებული კია და დასაშლელია იმდენი მაზერი :D
  23. კაცო ნუ შექმნით ხოლმე ერთ ამბავს შეცდომაა უბრალოდ. ბაგიან მაზერზე ეგ შეცდომა რომ ამოაგდოთ კომპი 24/7-ზე უნდა იხმაროთ და HDD ხნათ მუდმივად. მერე ერთ-ორ წელიწადში მაგ შეცდომის გამო იმ 1 საცოდავ ტრანზისტორს თუ დაწვავთ, ე.ი. გაგიმართლათ ძალიან :)
  24. სოსო შენც პირდაპირ Z68 ჩიპსეტზე გადახვალ მარტში გამოდის მგონი ეგ ჩიპსეტი და მარტამდე შეცდომაგასწორებული ახალი მაზერები არც გამოვა მგონი. ჰა-ჰა თებერვლი ბოლოს ალბათ.
  25. http://www.anandtech.com/show/4143/the-source-of-intels-cougar-point-sata-bug აი რა ყოფილა მაგ პრობლემის მიზეზი. 2-დან 5 პორტის ჩათვლით (0 და 1 SATA III პორტებია) აქვთ ეგ პრობლემა. ძალიან თხელი "კარი" აქვს მაგ პორტებისთვის არსებულ ტრანზისტორებს. ჩიპსეტი საკმარისზე დიდ ძაბვას მიაწოდებს, ძაბვა "იპარება" და დროთა განმავლობაში ტრანზისტორი ზიანდება როგორც ამბობენ,ფუჭდება მხოლოდ კონკრეტული პორტის ტრანზისტორები, თვითონ HDD-ზე ინფოს არაფერი მოსდის. თU მხოლოდ 0 და 1 პორტებს, ანუ სატა III პორტებს გამოიყენებთ, არადროს არაფერი დაემართება მაზერს, 2-დან 5 პორტის ჩათვლით კი პრობლემა არსებობს და დროთა განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს. იდეაში ეს "დროთა განმავლობაში" საკმაოდ დიდი ხანია და 2 და 3 თვეში არ გამოვლინდება, მაგრამ 1-2 წელიწადში შეიძლებაო. მერე კიდევ საგარანტიოებიც მოვა და ეგაა :D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.