Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5825
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Everything posted by Power_VANO

  1. გასაგებად გითხარი მგონი წაიკითხე მეთქი სტატია, ეს ერთი. რომ დაგეჯერებინა ჩემთვის, მაგ კითხვებს არ დასვამდი. მეორე - ჰაერზე ლაპარაკობ ზუსტად იმიტომ რომ არ ხარ ამ საქმეში ჩახედული ადამიანი. მესამე - ეს მოწყობილობა ნეტბუქია, სრულყოფილი x86 ინსტრუქციების პროცესორით და სრულყოფილი ოპ. სისტემით. თუ შენ იმით აფასებ კომპს, ზედ GTA IV-ის თამაში და 3D რენდერინგი იყოს შესაძლებელი, ძალიან ცდები. მეოთხე - მინახავს, ხელშიც მჭერია და სექსიც მქონია მთელი ღამე ამ ნეტბუქთან. მე იმაზე არასდროს ვწერ, რაც პირადად არ გამიტესტავს მეხუთე - საცალო ფასი 300$-ზე მეტია თითოეული Intel Classmate PC-სი. წლის ბოლოს ბაზარზეც გამოუშვებენ და ყიდვაც იქნება შესაძლებელი. მეექვსე - შეგიძლია დამისვა უამრავი კითხვა. განათლების სისტემაში ვმუშაობ ამჟამად და ამ პროექტთანაც ახლოს ვარ, პასუხებს აუცილებლად მიიღებ. კიდევ ერთხელ გეუბნები, საცალო ფასი 300$-ზე მეტია თითო ნეტბუქის. დიდ პარტიაში 250$-იც რომ იანგარიშო, 60000-ზე უკვე 15 მილიონი გამოდის. იმის გამო, რომ საქართველო ხარ, არავინ არ გაჩუქებს არაფერს intel-დან დაწყებული microsoft-ით დამთავრებული. ეს აღარ იყო საჭირო უკვე.
  2. ვითარდება ქვეყანა კაცო, ეგრე კი არაა თუ ჩავთვლით რომ თითო ლეპი 250-დან 300$-მდე ჯდება, მინიმუმ 15-18 მილიონი $ უკვე მხოლოდ ამ ლეპტოპების საყიდლადაა გადახდილი. + ოხრად შრომა. საერთოდ, ბოლო წლებია განათლების სისტემაში დიდი ფული ტრიალებს. აგერ მე-12 კლასელების გამოსაშვები, საატესტატო გამოცდები ჩავატარეთ ახლა, აბსოლუტურად ყველაფერი კომპის საშუალებით, 1520 სკოლა ერთდროულად იყო ჩართული სისტემაში მთელი საქართველოდან. ცალკე ამ სკოლებში ინტერნეტის გამართვა და ა.შ. მოკლედ, წინ მიდის განათლების სისტემა აქ. გმადლობ 18 მილიონი ჯიბეში გიდევს? ჯერ წაიკითხე, დასკვნები მერე და არა ჰაერზე :)
  3. კი ზურა, წელს ყველა პირველკლასელს (60000-ზე მეტ ბავშვს) უფასოდ ურიგებენ ამ კომპებს უზარმაზარი პროექტია.
  4. მოოკლედ, სკოლებში გამოცდების დასრულებასთან ერთად, როგორც იქნა დავაფინიშე "ბუკის" მიმოხილვის წერაც. წინ საინტერესო და გრძელი სტატია გელოდებათ სრულად: ბუკი - ისწავლე ხალისით! @ Compinfo.ge
  5. აუ რა მაგარი რამეა! კამფეტი პროცა იქნება, 150$ ღირს და ღია მამრავლი, ძალიან მაგარია :)
  6. ხონდრო-რიცის დამსახურებაა, ბაბუ :D
  7. +1 HTML-ს სამწუხაროდ ვერ ჩაგირთავთ. როცა დაგჭირდებათ, მიმართეთ მოდერებს. იმდენი არიან, ერთ-ერთი მაინც იქნება ონლაინში :D
  8. გამოიყენეთ Watch this Topic ღილაკი თემის თავში. მერე კი პროფილის სეტინგებში > Forums ნახავთ მაგ თემებს.
  9. პროცი Intel Core i7 აიღე, 4 ბირთვით და HT-თი ან AMD-ს თუ აიღებ, კაი 6-ბირთვიანი. ოპერატიული 4GB+ აიღე, ეცადე დაბალტაიმინგიანი იყოს, რამდენსაც გაწვდები ფინანსურად რომ არ გაიწეწო ძალიან. დაბალი ტაიმინგები ვიდეო დამუშავებაზე დადებითად მოქმედებს ძალიან დანარჩენი უკვე გემოვნებით, სიტყვაზე HDD რამდენიც დაგჭირდება, მაზერი დიდი სასწაული არაფერია საჭირო, არც ვიდეო კარტა და ა.შ. შეიძლება სიტყვაზე ვინმემ გითხრას, GPU-ს ძალებით დააკონვერტირე ვიდეოო, მაგრამ როცა სერიოზულ მონტაჟს ეხება საქმე, იქ GPU-ს კოვენრტერების გამოყენება არ შეიძლება, ხარისხი დაბალია x86-თან შედარებით. მთავარია კაი ძლიერი პროცი და კაი ოპერები მოკლედ :)
  10. რაის ყელში ამოსული კაცო, ასწორებს AC :)
  11. აი ჯამბომ კარგი იდეა წამოაყენა, გუნდებიც დაარანდომაიზეთ და სახელებიც მიაწერეთ გვერდი-გვერდ და ეგაა 100%-იანი რანდომი მაგის მერე ვარანდომე და ხან შუაში და ხან ზემOთ გჩითავდა ხოლმე ეგ პირველი რანდომი იყო რაც აქ დავპოსტე.
  12. ახლა გადავხედე წინა გვერდებს, გუნდებს ირჩევთ და რიგის სია დამარანდომებინეთ? ისე, კარგი საიტია, მომეწონა ის random.com
  13. ა ბატონო, ინებეთ: 1.rey-ban 2.ANuB1S 3.Unlimate 4.Lomsa 5.kloud 6.CHoRNa 7.fAntoM 8.Nathaniel 9.ufromgeorgia 10.DavidKh 11.Pirata 12.FCB 13.AL1eN 14.Gio 15.GIBSON 16.Jambo :)
  14. ეგრე იმის შანსიცაა რომ კომპის რომელიმე ნაწილი გადაგეწვას კარგად თუ ააწყობ და ერთ 24 საათიან სტრეს ტესტს ჩაუტარებ, არ გაჟონავს არაფერი.
  15. 100%, პროფესიულ ფეხბურთში გაშლილი ფეხით ფეხზე წასვლა წითელია ნამდვილად. ერთადერთი მსაჯმა შეიძლება შეიწყალოს თუ სენტიმენტალურია და ა.შ. :D
  16. კიდევ ვიმეორებ, გაშლილი ფეხით ფეხზე წასვლა ისჯება უმკაცრესად პროფესიულ ფეხბურთში. შეიძლება ყოველდღე ეზოში რომ ვთამაშობთ ქუჩის ფეხბურთს იქ მოსულა და პრობლემა არაა, მაგრამ დიდ ფეხბურთში ძალიან არაეთიკურ საქციელად ითვლება ეგ. უპირველესად დასჯადი პეპეს ქმედებაა მაგ სიტუაციაში და მერე შეეხო თუ არ შეეხო. მსაჯი იასნა ვერ დაინახავდა მილიმეტრებით აცდა პეპეს ფეხი ალვეშს თუ შეეხო, ეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ შეეხო თუ არა HD-ში რამდენიმე რაკურსით და გამეორებების შემდეგ, თორემ მსაჯისთვის იმ მომენტში პეპე 100% ფეხზე წავიდა და სახე გააძრო ალვეშს, მიუხედავად იმისა რომ გააფორმა კიდეც ალვეშმა შეიძლებოდა ალბათ ყვითელიც, უფრო სუბიექტურად თუ გადაწყვეტდა მსაჯი, მაგრამ მაშინ ადებაიორს გაისტუმრებდა 100% და მაინც 10-კაციანი რეალი დარჩებოდა. ჰო რა, და ახლა 5+ გბ-იან HD-ს ვერ გადმოვწერ პეპეს და ალვეშის გამო რომ ჩემით ვუყურო :D
  17. ჯამბო ნუ სცოდავ ბიჯო ვალენსიას გაზრდილ-ჩამოყალიბებულია ვილა ისეთად, როგორიც ახლაა ჯერ სპორტინ გიჯონ B-ში თამაშობდა, მერე გიჯონში, მერე სარაგოსაში ორი წელი და 2005-დან ვალენსიაში უკვე. და ნუ შარშან გადავიდა ბარსელონაში. პეპეს რაც შეეხება, ვუყურე ვიდეოს და აზრი იგივეა - ჯერ ერთი მსაჯი იმ მილიმეტრებში აცელილ ფეხს ვერ დაინახავდა. მეორეც, ეგ მომენტი სანახავია HD-ში, მაგ პატარა გაფართოებაზე შეხების მომენტი ცუდად ჩანს და არაა ნათელი შეეხო თუ არა პეპეს ფეხი ალვეშის ფეხს (შეიძლება მართლაც არ შეეხო და ალვეშმა გააფორმა, არაა გასაკვირი ). მესამეც, შეხება მეორე ხარისხოვანია, დასჯადია თვითონ პეპეს ქმედება, გაშლილი ფეხით ფეხზე წასვლა. ყოველთვის უმკაცრესად ისჯება ეგ ქმედება ფეხბურთში, ძალიან სახიფათოა ეგეთი რამის გაკეთება. შეაფასეთ ობიექტურად! მე არც რეალის ფანი ვარ, არც ბარსელონასი, შესაბამისად, მეკიდა და მკიდია პეპეც სიტყვაზე, ან ბარსა გავა თუ რეალი ფინალში, შესაბამისად, ვაფასებ ობიექტურად - პეპემ რაც გააკეთა, ყველანაირ საფეხბურთო ეთიკას ეწინააღმდეგებოდა და დასჯადი იყო ყველანაირად. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იყო შეხება ალვეშის ფეხზე თუ 5 ან 10 მილიმეტრით ასცდა.
  18. მეილზე მირჩევნია: powervano ძაღლი gmail.com მადლობა წინასწარ :)
  19. წყობიდან გამოსული იქ რეალიდან პეპეს და ადებაიორის გარდა სხვებიც იყვნენ, მაგრამ მოთოკეს თავი, მაგათაც იგივე უნდა ექნათ ახლა ის ვიდეო რომ დადეთ, რასაც პეპე აკეთებს, ნორმალურია?
  20. ზუსტად ეგაა სუსტი ფსიქოლოგია, რა ყ**ობა გააკეთა აბა მაგ ვიდეოში. მაგის გამო ვაბშე მთელ სეზონზე დავბანავდი მე რომ გადაწყვეტილების მიმღები ვიყო უეფაში რამოსი ვერ ითამაშებს შემდეგ თამაშში, მეორე ყვითელი მიიღო დღეს.
  21. არა, კრიშტიანო პიჟონი ჩემთვის ჯერ კიდევ მანჩესტერიდანაა :)
  22. ნუ პეპე გასაგდები იყო, გაშლილი ფეხით ფეხში ჩარტყმა ერთ-ერთი უდიდესი უხეშობაა ფეხბურთში. რომ არ გაეგდო ის უფრო გასაკვირი იქნებოდა. + ადებაიორსაც გააგდებდა მართლა, იქამდე პეპე რომ არ ყოფილიყო გაგდებული უკვე. თვითონ პეპე არაა ფსიქოლოგიურად ძლიერი ფეხბურთელი, ხშირად მოსდის ხოლმე ეგეთი რამეები გადამწყვეტ მომენტებში.
  23. მე ვამბობ ხოლმე, ცვეტში პიჟონია ვალენსიასთან გამაშები კისრამდე აიწია ლამის, კაი ნაშა გეგონებოდა და კასილასს ძეგლი უნდა დაუდგან მადრიდში. იმენნა ცოდვაა რეალის დაცვის ხელში :)
  24. ჰოო, ეს კარგია იქნებ იმ პროდუქციის სია დადო, რაზეც აქცია ვრცელდება?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.