Jump to content

pakuras

წევრი
  • Posts

    6
  • Joined

  • Last visited

Everything posted by pakuras

  1. update ს არ აკეთებს ჩვეულებრივად როგორც თქვენ აფორმატებთ ფართიშენებს ზუსტად იგივე რაღაც ხდება ავტომატურად. ის დისკი ფორმატირდება სადაც ძველი ვინდოუსი იყო ჩაწერილი და ისევ იმ დისკზე დაყენდება ახალი სუფთა ვინდოუსი. თუ როგორ ხდება ეს ტექნიკურად ამის თქმას არ ვაპირებ. დრაივერებს რაც შეეხება გადაყენების პროცესში რათქმაუნდა არ აქვს წვდომა ინტერნეტთან წინასწარ ეძებს საჭირო დრაივერს და იწერს სანამ ინსტალაციას დაიწყებს როდესაც დაასრულებს ინსტალაციას მერე აკეთებს ქსელის კარტის დრაივერი და კიდე სხვა დრაივერების ინსტალაციას. დიახ თუ სწორად მახსოვს 2-3 მომხმარებელს შეექმნა ასეთი პრობლემა დაყენდა ვინდოუსი წესით დრაივერიც უნდა დაყენებულიყო ქსელის კარტის თმცა რეალურად არ დაყენდა. ამ შემთხვევაში სხვადასხვა გზით ვეკონტაქტებით მომხმარებელს და ხელით ვაყენებთ შესაბამის დრაივერს, თანხას უკან ვუბრუნებთ. სულ მალე ვაპირებთ ავიყვანოთ რამოდენიმე ტექ. დახმარების ჯგუფი და სხვადასხვა ქალაქში ასეთ ხარვეზებს გამოასწორებენ. თუმცა ესეთ ხარვეზები უმნიშვნელლოდ ცოტაა. ვისაც გნებავთ გატესტვა გადმოწერეთ პროგრამა დაწერეთ აქვე თქვენი ID ები და უფასოდ გაგიაქტიურებთ.
  2. გამარჯობათ. დღეს შემოუერთდი ამ ფორუმს. ესეიგი მე ვარ osinst.com ის თანამფლობელი. იმისათვის რომ არ გავრცელდეს არასწორი ინფორმაცია ამ ფორუმზე ამისათვის ვწერ ამ პოსტს. ჩვენ შპს ოსინსტ დავრეგისტრირდით რეესტრში დაახლოებით 19 ივნის 2014 ში (https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=app&m=show_doc&app_id=765704&doc_id=2352905). ჩვენს პროდუქტზე ანუ osinst.com ზე აღებული გვაქვს საავტორო უფლება. პროგრამა და საიტი შექმნილია ჩვენს მიერ. საიტის ძრავი: საკუთარი საიტის დიზაინი: შექმნილია ჩემს მიერ. გვაქვს გამოყოფილი სერვერი Adminvps.ge ზე. რომ გაგარკვიოთ ზედაპირულად რა რესურსებს ვიყენებთ და როგორ მუშაობს ჩვენი პროექტი გეტყვით. პირველ რიგში ვიყენებთ ორიგინალ windows ის იმიჯს. რომელსაც ვააქტიურებთ ასევე ოფიციალურ რიტეილ ლიცენზიით ანუ 90 დღიანი ლიცენზიით. ასევე ვიყენებთ პროგრამებს რომელიც არის აბსოლიტურად უფასო ან საცდელი ვერსია. ასე რომ ჩენი პროექტით არ ილახება არც ერთი კომპანიის უფლებები, რადგან ყველაფერი რეგალურია. რაც შეეხება დრაივერებს ვიღებთ ოფიციალურ საიტებიდან რაც 100% ით სწორად ამუშავებს მოწყობილობას და ოპერაციულ სისტემას. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის დრაივერი არ მოიძებნა ჩვენს ბაზაში, მაშინ ამ დრაივერზე ინფორმაციის გაგზავნა ხდება ჩვენს ბაზაში და ვცდილობთ შემდეგ დავამატოთ მითითებული დრაივერი. ამის გამო ზოგიერთი ანტივირუსი აღიქვამს როგორ ტროიანს.https://www.virustotal.com/en/file/c47ac03656b9270a4341ee40ef1b9da80b1d77c1aad3a3a3ad6e1d42da946bb5/analysis/1407146645/ თუმცა პროგრამაში არ დევს არანაირი მანვე კოდი. ჩვენ მივწერეთ ამ ანტიირუსებს და ვთხოვეთ გაეანალიზებინათ ჩვენი პროგრამა. თუმცა პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია. რაც შეეხება ფას დროებითია. სულ მალე დავამატებთ მსოფლიოს მასშტაბით SMS ით გადახდის საშუალებას, ასევე ბარათით და თვით მომ. ტერმინალებიდან გადახდის საშუალება. თუმცა ბანკები ძალიან აჭიანურებენ მოდერირებას. ყოველივე ამის შემდეგ ფასი გაიზრდება თუმცა საქართველოში ყველაზე დაბალი ფასი ექნება. ერთი სიტყვით თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდათ დაწერეთ აქვე. ამით ავიცილებთ უარყოფითი დასკვნების გამოტანას არასწორ ვარაუდებზე. რათქმაუნდა პროექტი არარის გათვლილი მათვის ვინც გარკვეულია IT სფეროში, არც თქვენაირი და ჩემნაირი ხალხისთვის. პროექტი გათვლილია იმ ადამიანისთვის ვინამაც არ იცის ვინდოუსის ინსტალაცია, ასე რომ მარტივად და კომფორტულად დააინსტალირებს ვინდოუსს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.