გამარჯობათ. დღეს შემოუერთდი ამ ფორუმს.
ესეიგი მე ვარ osinst.com ის თანამფლობელი.
იმისათვის რომ არ გავრცელდეს არასწორი ინფორმაცია ამ ფორუმზე ამისათვის ვწერ ამ პოსტს.
ჩვენ შპს ოსინსტ დავრეგისტრირდით რეესტრში დაახლოებით 19 ივნის 2014 ში (https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=app&m=show_doc&app_id=765704&doc_id=2352905). ჩვენს პროდუქტზე ანუ osinst.com ზე აღებული გვაქვს საავტორო უფლება.
პროგრამა და საიტი შექმნილია ჩვენს მიერ.
საიტის ძრავი: საკუთარი
საიტის დიზაინი: შექმნილია ჩემს მიერ.
გვაქვს გამოყოფილი სერვერი Adminvps.ge ზე.
რომ გაგარკვიოთ ზედაპირულად რა რესურსებს ვიყენებთ და როგორ მუშაობს ჩვენი პროექტი გეტყვით. პირველ რიგში ვიყენებთ ორიგინალ windows ის იმიჯს. რომელსაც ვააქტიურებთ ასევე ოფიციალურ რიტეილ ლიცენზიით ანუ 90 დღიანი ლიცენზიით. ასევე ვიყენებთ პროგრამებს რომელიც არის აბსოლიტურად უფასო ან საცდელი ვერსია.
ასე რომ ჩენი პროექტით არ ილახება არც ერთი კომპანიის უფლებები, რადგან ყველაფერი რეგალურია.
რაც შეეხება დრაივერებს ვიღებთ ოფიციალურ საიტებიდან რაც 100% ით სწორად ამუშავებს მოწყობილობას და ოპერაციულ სისტემას.
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის დრაივერი არ მოიძებნა ჩვენს ბაზაში, მაშინ ამ დრაივერზე ინფორმაციის გაგზავნა ხდება ჩვენს ბაზაში და ვცდილობთ შემდეგ დავამატოთ მითითებული დრაივერი. ამის გამო ზოგიერთი ანტივირუსი აღიქვამს როგორ ტროიანს.https://www.virustotal.com/en/file/c47ac03656b9270a4341ee40ef1b9da80b1d77c1aad3a3a3ad6e1d42da946bb5/analysis/1407146645/
თუმცა პროგრამაში არ დევს არანაირი მანვე კოდი. ჩვენ მივწერეთ ამ ანტიირუსებს და ვთხოვეთ გაეანალიზებინათ ჩვენი პროგრამა. თუმცა პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია.
რაც შეეხება ფას დროებითია. სულ მალე დავამატებთ მსოფლიოს მასშტაბით SMS ით გადახდის საშუალებას, ასევე ბარათით და თვით მომ. ტერმინალებიდან გადახდის საშუალება. თუმცა ბანკები ძალიან აჭიანურებენ მოდერირებას. ყოველივე ამის შემდეგ ფასი გაიზრდება თუმცა საქართველოში ყველაზე დაბალი ფასი ექნება.
ერთი სიტყვით თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდათ დაწერეთ აქვე. ამით ავიცილებთ უარყოფითი დასკვნების გამოტანას არასწორ ვარაუდებზე.
რათქმაუნდა პროექტი არარის გათვლილი მათვის ვინც გარკვეულია IT სფეროში, არც თქვენაირი და ჩემნაირი ხალხისთვის. პროექტი გათვლილია იმ ადამიანისთვის ვინამაც არ იცის ვინდოუსის ინსტალაცია, ასე რომ მარტივად და კომფორტულად დააინსტალირებს ვინდოუსს.