Jump to content

Leaderboard

  1. Gobro

    Gobro

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      10890


  2. Gogla1990

    Gogla1990

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      19579


  3. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      1

    • Posts

      5941


Popular Content

Showing content with the highest reputation on 02/29/24 in all areas

  1. 2.12 პაჩი გამოვიდა https://www.cyberpunk.net/en/news/49912/patch-2-12
    1 point
  2. ძველი ოვერქლოქერი ყოფილხარ და წაიღე 1600 ლარად
    1 point
  3. გამოფენა MWC 2024-ის ფარგლებში კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს გამოუშვებს Sierra Forest სერიის ახალ სპეციალიზებულ სასერვერო Xeon პროცესორებს პერიფერიული სისტემებისთვის. მითითებულ ჩიპებს ექნება მხოლოდ ენერგოეფექტური 288 E-ბირთვი მრავალნაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარეშე. კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ 2025 წელს გამოუშვებს ანალოგიური დანიშნულების Granite Rapids-D პროცესორებს. ფოტოს წყარო: HardwareLuxx / Intel Intel-ის თქმით Xeon Sierra Forest პროცესორები უზრუნველყოფენ 2.7-ჯერ მაღალ წარმადობას სერვერის სტეკზე 2021 წლის ანალოგიურ პლატფორმებთან შედარებით. თუმცა კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რომელ პლატფორმებზეა საუბარი. Xeon Sierra Forest პროცესორებს ექნება განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა Intel Infrastructure Power Manger (IPM), რომელიც 5G ქსელებისთვისაა შემუშავებული. იგი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ინტეგრირებული ტელემეტრია ენერგომოხმარების 30%-მდე შემცირებისთვის წარმადობის ძირითადი მაჩვენებლების გაუარესების გარეშე ცალკეული ბირთვების მდგომარეობის მართვის წყალობით. ამის ხარჯზე Xeon Sierra Forest-ის ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას 5G ქსელების უფრო ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ნახშირორჟაგის ემიისის და ასეთი სისტემების მფლობელი მობილური ოპერატორების დანახარჯების შემცირებას. დღევანდელი მობილური ქსელების ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო შორდება სპეციალურ საკუთრებაში არსებულ აპარატურას და ეყრდნობა ვირტუალურ რადიო წვდომის ქსელებს (vRAN). vRAN არის ქსელის ფუნქციების (VFN) სისტემების უფრო მასშტაბური ვირტუალიზაციის ნაწილი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ქსელის პროვაიდერებმა უფრო მოქნილი და ეფექტური მართვისთვის. იგი ასევე მოიცავს ვირტუალურ ქსელთაშორის ეკრანებს, DNS-ს, SBC/IMS-ს და vEPC-ს (Virtual Evolved Packet Cores) 4G/5G ქსელებისთვის. Sierra Forest და Granite Rapids-D პროცესორებს ექნება vRAN Boost ტექნოლოგია, რომლის მიზანია გაამარტივოს რადიოწვდომის ქსელების ვირტუალიზაციის ამოქმედება და დააჩქაროს 4G/5G მობილური ინფრასტრუქტურების შექმნა. Intel-მა ასევე წარმოადგინა vRAN AI, დეველოპერების პირველი ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას vRAN ოპტიმიზებული AI მოდელები ზოგადი დანიშნულების სერვერებზე. vRAN AI-ის მეშვეობით 5G ქსელის პროვაიდერები შეძლებენ მოარგონ თავიანთი vRAN-ის ფუნქციონირება კონკრეტული გამოყენების შემთხვევებს. Xeon Sierra Forest-ის ბაზაზე წარმოდგენილი სისტემების დემონსტრირებას Intel მოახდენს გამოფენა MWC-ზე ბარსელონაში. http://tinyurl.com/52nf5w7k
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.