Jump to content

Leaderboard

  1. STI-228

    STI-228

    მოდერატორი


    • Points

      2

    • Posts

      7434


  2. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      2

    • Posts

      5887


  3. westsider

    westsider

    OC Legends


    • Points

      2

    • Posts

      7520


  4. Shopen

    Shopen

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      16928


Popular Content

Showing content with the highest reputation on 10/18/23 in all areas

  1. Intel-მა წარადგინა მე-14 თაობის Core დესკტოპ პროცესორები, ასევე ცნობილი, როგორც Raptor Lake Refresh. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გახლავთ გასული წლის Raptor Lake ჩიპების უმნიშვნელო განახლება და რეალურად ახალი პროდუქტები განსხვავდება მხოლოდ ოდნავ გაზრდილი სიხშირეებით, თუმცა Core i7-ს დაემატა უფრო მნიშვნელოვანი განახლებები. მაგრამ რაც მთავარია, Intel-მა თავი შეიკავა ახალი პროცესორების ფასების გაზრდისგან. Intel-მა ჯამში წარადგინა ახალი თაობის ექვსი მოდელი: Core i9-14900K, Core i7-14700K და Core i5-14600K, აგრეთვე მათი KF სერიის ვერსიები, რომლებიც მხოლოდ ინტეგრირებული გრაფიკის არარსებობით განსხვავდება. Raptor Lake Refresh პროცესორებში კვლავ გამოყენებულია P-ბირთვები Raptor Cove და E-ბირთვები Gracemont, ამიტომ IPC-ის რაიმე გაუმჯობესებაზე საუბარი არ არის. თუმცა Intel 7-ის ტექნოპროცესის დაუზუსტებელმა გაუმჯობესებამ უზრუნველყო წარმადობის გაზრდა ძაბვა-სიხშირის მრუდის გაუმჯობესების გამო. უმეტესწილად ახალი პროცესორები წინამორბედებისგან განსხვავდება 200 მჰც-ით გაზრდილი სიხშირეებით, ასევე Core i7-ს დამატებით ოთხი ბირთვი აქვს. ახალი სერიის ფლაგმანია Intel Core i9-14900K, რომელსაც აქვს 24 ბირთვი (8 მძლავრი P-ბირთვი და 16 ენერგოეფექტური E-ბირთვი), რომლებიც 32 ნაკადზე მუშაობენ. ამ პროცესორის ტაქტის სიხშირე 6 გჰც-ს აღწევს Thermal Velocity Boost რეჟიმში, თუმცა საუბარია ერთ ბირთვზე, რომელიც ამ სიხშირეს მხოლოდ საკმარისად მძლავრი გაგრილების სისტემის მეშვეობით მიაღწევს. ასეა თუ ისე, ეს მაჩვენებელი 200 მჰც-ით მეტია წინამორბედ Core i9-13900-თან შედარებით. რაც შეეხება Core i7-14700K-ს, მას აქვს 20 ბირთვი (რვა P და 12 E ბირთვი) და 28 ნაკადი. მაქსიმალური ტაქტის სიხშირე Turbo Boost Max 3.0 რეჟიმში ერთ ბირთვზე 5.6 გჰც-ს შეადგენს. და ბოლოს, Core i5-14600K-ს აქვს ექვსი დიდი და რვა მცირე ბირთვი და 20 ნაკადი. ავტომატური აჩქარების მაქსიმალური სიხშირე 5.3 გჰც-ია. Intel-ს Core i9-14900K წინამორბედთან არ შეუდარებია, მაგრამ ახალი ფლაგმანი შეადარა კონკურენტ AMD Ryzen 9 7950X, Ryzen 9 7950X3D და Ryzen 7 7800X პროცესორებს. კომპანია აღიარებს, რომ ზოგიერთ თამაშში მისი ფლაგმანი ჩამორჩება Ryzen 9 7950X3D-ს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი 23%-მდე უფრო სწრაფია. ფოტო-ვიდეოსთან სამუშაო პროფესიონალურ აპლიკაციებში, ასევე 2D- და 3D-პროექტირებაში Core i9-14900K და Core i7-14700K უზრუნველყოფენ შესაბამისად 17- და 14%-ით მაღალ წარმადობას Ryzen 9 7950X-თან შედარებით. Intel-მა ასევე შეადარა Core i7-14700K-ს წარმადობა წინამორბედებთან - Core i7-12700K-სა და 13700K-სთან. ახალი პროცესორი სოლიდურ უპირატესობას აფიქსირებს. წინა თაობის ჩიპთან შედარებით Core i7-14700K უზრუნველყოფს წარმადობის 14-დან 63%-მდე ზრდას - დამატებითი ბირთვები და სიხშირეები დიდ როლს ასრულებს. Raptor Lake Refresh-ში წარმოდგენილი არ არის ცალკე გამოყოფილი ნეირონული პროცესორი, როგორც მობილურ Meteor Lake-ში, თუმცა ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა. eXtreme Tuning Utility-ს (XTU) ფლაგინი Intel AI Assist აფასებს პროცესორს Intel-ის მიერ განსწავლული AI-ალგორითმების გამოყენებით და გთავაზობთ უამრავ დამატებით პარამეტრს, რომელთა ჩართვა შესაძლებელია პროცესორის აჩქარებისთვის. Intel-ის ბირთვებში ალგორითმის მუშაობაზე პასუხისმგებელია მათემატიკური ბიბლიოთეკები. აჩქარებისთვის ოპტიმალური პარამეტრების განსაზღვრისთვის AI Assist-ს სჭირდება დაახლოებით 35 წამი, რათა შეისწავლოს ტემპერატურის, ძაბვის, სიხშირეებისა და კვების მიწოდების მაჩვენებლები. როგორც ყოველთვის, ხელით მექანიკურ მომართვას შეუძლია აჩქარების უფრო მაღალი შედეგების უზრუნველყოფა. ინსტრუმენტი ჯერჯერობით მუშაობს მხოლოდ Core i9 პროცესორებთან, თუმცა დროთა განმავლობაში მისი მხარდაჭერა Core 14th თაობის K სერიის სხვა მოდელებშიც გამოჩნდება, Intel-ის წინა თაობის ჩიპები კი AI Assist-ის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. ფუნქცია მუშაობს 600- და 700-სერიის დედა დაფებზე, ხოლო BIOS-ში შესაძლებელია მისი გამორთვა. აგრეთვე კვლავ შესაძლებელია Intel Performance Maximizer-ის (IPM) გამოყენება ავტომატური აჩქარებისთვის ერთი დაწკაპუნებით სტანდარტული ცდის და შეცდომის მეთოდიკის მეშვეობით, რასაც შეიძლება ერთი საათი ან მეტი დასჭირდეს. ახალ ჩიპებს ნაგულისხმევად აქვს ჩართული Intel Application Optimization (APO), რომელიც ავტომატურად განსაზღვრავს პროგრამებს და მათ საჭიროებებს და ანაწილებს CPU-ის რესურსებს რეალურ დროში აპლიკაციის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის. თუმცა ფუნქცია მუშაობს მხოლოდ იმ პროგრამებთან, რომლებისთვისაც Intel-მა შექმნა პროფილები Dynamic Tuning Technology-ს ფარგლებში (იგი მუშაობს Thread Director-თან ერთად). ამჟამად APO-ს მხარდაჭერა მხოლოდ ორ თამაშს აქვს - Rainbow Six: Siege-სა და Metro Exodus-ს, რომლებშიც, როგორც Intel ამტკიცებს, წარმადობა APO-ს ხარჯზე 13% და 16%-ით იზრდება, შესაბამისად. Intel-მა აღნიშნა, რომ გააგრძელებს იმ თამაშებისა და პროგრამების შეფასებას, რომლებიც უპირატესობას იძენენ APO-ს გამოყენებით, ხოლო მომავალში დაამატებს ახალ პროფილებს. Intel Raptor Lake Refresh-ზე მხარდაჭერილია ორარხიანი DDR4-3200 და DDR5-5600 მეხსიერება. XMP აჩქარების პროფილების მეშვეობით მხარდაჭერილი იქნება მუშაობა DDR5-8000-თან და DDR5-8600-თანაც კი. ასეა თუ ისე, Intel აღნიშნავს, რომ DDR5 მოდულები ეფექტური 6000-6600 მჰც სიხშირით ოპტიმალურ ვარიანტად რჩება ფასი-წარმადობის მიმართების მხრივ. მე-14 თაობის ჩიპები უკუთავსებადია 600 და 700 სერიის დედა დაფებსა და LGA 1700 ქულერებთან. ტრადიციულად, დედა დაფების მწარმოებლებმა ასევე გამოუშვეს Z790 დაფების განახლებული ხაზი ახალ ჩიპებთან ერთად, რომელთაგან ბევრი აღჭურვილია უფრო ძლიერი ენერგოსისტემებით, ასევე USB Gen 3.2-ისა და Wi-Fi 7-ის მხარდაჭერით. სარეკომენდაციო ფასები იგივე დარჩა: Core i5-14600KF-ს ფასია 294 აშშ დოლარი, ხოლო ფლაგმანური Core i9-14900K-ის - 589 აშშ დოლარი. ახალი პროცესორები გაყიდვაში ახლა გამოვა, ხოლო Raptor Lake Refresh-ის დანარჩენ ნაწილს Intel მოგვიანებით, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში CES-ზე გამოუშვებს. https://tinyurl.com/ktm5wdt9
    2 points
  2. რაპტორა ანუბისი ვესტსაიდერი გილოცავთ ახალ წელს
    2 points
  3. ძალიან სწორი ქენი, რაც მიმოხილვა ვნახე მე-14 თაობის, ყველა ღადაობს და ლანძღავს რათგან ცვეტში იგივეა და ის რამდენიმე ცალი ეფექტური ბირთვი 14700კ-ზე არაფერს შვება დიდად ერთი ძალიან მაგარი კომენტარი შემხვდა, This makes the 4790k look like a generational leap over the 4770k : ახალ Devil Canyon-ზე იყო 4790კ და მართლა უფრო შთამბეჭდავი გაუმჯობესება იყო ვიდრე ეს მე-14 თაობა მე-14 სერია მხოლოდ იმათთვის არის ვისაც ოვერქლოქინგი უყვარს და ფული აქვს ან ახალს აწყობს, თუმცა მე რომ ვაწყობდე ახლა კომპს გეიმინგთვის, რა თქმა უნდა 7800X3D-ზე ავაწყობდი, უდაოდ საუკეთესოა და პლიუს კიდევ ორი თაობა პროცესორი წავა AM5 სოკეტზე, თუმცა ამაზე უკვე სხვა თემაში ვისაუბროთ
    1 point
  4. ხუთშაბათს შეიცვლება edifier t5ით
    1 point
  5. ამ ფორუმთან ერთად გავიზარდე რამდენი ხანია არ შემოვსულვარ და რამდენჯერაც შემოვდივარ სულ ნოსტალგია მაწვება)) დღემდე არ არი არსად ქართულ ვებ სივრცეში ესეთი community როგორიც აქ იყო წლების წინ, რა რაოდენობითაც აქ იცვლებოდა ცოდნა,გამოცდილება და სიახლეები
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.